© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #139
მარტი, 2011
ჯულიანი და გაჯიო (Giuliani and Gaggio) იტალიის წინააღმდეგ - 23458/02
გადაწყვეტილება 24.3.2011 [დპ]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 2.1
სიცოცხლე
ეფექტური გამოძიება
მუხლი 2.2
ძალის გამოყენება
დიდი რვიანის სამიტზე უშიშროების სამსახურების წარმომადგენლის მიერ დემონსტრანტის მიმართულებით სასიკვდილო გასროლა: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები - გენუაში დიდი რვიანის სამიტზე ნებადართული დემონსტრაციისას უკიდურესად ძალადობრივი შეტაკება დაიწყო ანტი-გლობალისტური მოძრაობის აქტივისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ჯიპი სამი კარაბინერით შეიჭრა დემონსტრანტებში და აღმოჩნდა მათ თავდასხმის ქვეშ. ერთერთ კარაბინერს, რომელიც დაზარალდა ცრემლსადენი აირის მოქმედებით, მეთაურმა ოფიცერმა ნება დართო დაბრუნებულიყო ჯიპში შეტაკებისთვის თავის დასაღწევად. დაზიანებულმა და პანიკაში მყოფმა ორი გასროლა გააკეთა ავტომობილის გარეთ, რის შედეგადაც კარლო ჯილიანის ტყვია მოხვდა სახეში და მიიღო სასიკვდილო ჭრილობა. ავტომობილის დაძვრის მცდელობისას მძღოლმა ორჯერ გადაუარა ახალგაზრდა მამაკაცის უძრავ სხეულს. იტალიის სახელმწიფო ორგანოებმა გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყეს. განზრახი მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართალწარმოება დაიწყო ოფიცრის მიმართ, რომელმაც გასროლა განახორციელა და ასევე მძღოლის მიმართ. აუტოფსიამ გამოავლინა, რომ სიკვდილი გასროლის შედეგად დადგა. სახელმწიფო პროკურორის სამსახურმა მოითხოვა სამი ექსპერტის დასკვნა და გასცა სხეულის კრემაციის ნებართვა. გამომძიებელმა მოსამართლემ შეწყვიტა საქმისწარმოება.
2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებაში (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება #122), სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ მე-2 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი ძალის გადამეტებასთან მიმართებით. მან ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა, რომ მე-2 მუხლი არ დარღვეულა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან მიმართებით, დაეცვა სიცოცხლე და ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა ამავე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პროცესუალური ვალდებულებები.
კანონმდებლობა - მე-2 მუხლი: (ა) მატერიალური მხარე
(i) სასიკვდილო ძალის გამოყენება: კარაბინერის მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენებამდე მისვლის და შემდგომი მომენტები დაფიქსირებული იყო ფოტო და ვიდეო გადაღებით. გადაღებული მასალიდან ნათლად ჩანდა, რომ მეტად ძალადობრივი და უკანონო თავდასხმა განხორციელდა სამართალდამცავების ავტომობილის მიმართ, რომელიც მხოლოდ ცდილობდა გაცლოდა მოვლენათა ადგილს და არ უქმნიდა საფრთხეს დემონსტრანტებს. ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში, კარლო ჯულიანიმ გადაწყვიტა აეღო მიწაზე დავარდნილი ცეცხლსაქრობი და ასწია ის მკერდის სიმაღლეზე აშკარა განზრახვით, ესროლა ის ავტომობილში მსხდომების მიმართულებით. მისი მოქმედებები კარაბინერების მიერ შეიძლება გონივრულად აღქმულიყო იმის მინიშნებად, რომ მიუხედავად მათი მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილებისა და იარაღის დემონსტრირებისა, ჯიპზე თავდასხმა არ შეწყდებოდა ან შენელდებოდა. უფრო მეტიც, დემონსტრანტთა უმრავლესობა აგრძელებდა თავდასხმას. ამის შედეგად ოფიცრების გულწრფელი რწმენა რომ მათი და მათი კოლეგების სიცოცხლე საფრთხეში იყო მხოლოდ გაძლიერდებოდა. ეს გახდა თავდაცვის პოტენციურად სასიკვდილო საშუალების, როგორიც არის გასროლა, გამოყენების გამამართლებელი არგუმენტი. ამასთან, გასროლის მიმართულება ზუსტად ვერ დადგინდა. კარაბინერებს თავდაცვის მიზნით შეეძლოთ გაესროლათ მხოლოდ ვიწრო სივრცეში, სათადარიგო საბურავსა და ჯიპის სახურავს შორის. ის ფაქტი, რომ ამ სივრცეში განხორციელებული გასროლა ერთერთ თავდამსხმელის დაზიანების ან თუნდაც სიკვდილის რისკს ქმნიდა, რაც სამწუხაროდ დადგა კიდეც, არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის ღონისძიება იყო გადამეტებული ან არაპროპორციული. შესაბამისად, სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო აბსოლუტურად აუცილებელი „ნებისმიერი ადამიანის უკანონო ძალადობისგან დასაცავად“ 2.2.a მუხლის მიზნებისთვის.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
(ii) სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემული იარაღისა და სასიკვდილო ძალის გამოყენების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ძალის გამოყენების მარეგულირებელი ნორმები არ იყო მოცემული მე-2 მუხლის იდენტურად, მაგრამ მიუხედავად ამისა ასახავდა მას და ნორმების ფორმულირებაში განსხვავება შეიძლება გადალახულიყო ეროვნული სასამართლოების განმარტებით. არგუმენტი იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი ორგანოები აღჭურვილი უნდა ყოფილიყო არასასიკვდილო იარაღით, არ იყო რელევანტური იმ საქმისთვის, რომელშიც ადამიანი მოკლულ იქნა მოულოდნელი და ძალადობრივი თავდასხმის დროს, რამაც გარდაუვალი და მაღალი საფრთხე შეუქმნა სამი კარაბინერის სიცოცხლეს.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ).
(iii) ოპერაციების ორგანიზება და დაგეგმვა შესაბამისობაში იყო თუ არა სიცოცხლის დაცვის ვალდებულებასთან: სასიკვდილო გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯიპზე მოულოდნელი თავდასხმა განხორციელდა შედარებით მშვიდ გარემოში და შესაბამისად არ იყო განჭვრეტადი. უფრო მეტიც, ღონისძიების პატრულირებისთვის დიდი რაოდენობით პერსონალი გამოიყო, რომლებიც განეკუთვნებოდნენ სპეციალურ დანაყოფებს ან გავლილი ქონდათ სპეციალური სწავლება. მათი რაოდენობიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა იმის მოთხოვნა, რომ მათ ქონოდათ გრძელვადიანი გამოცდილება და/ან გავლილი ქონოდათ რამდენიმე თვიანი ან წლიანი სწავლება. ასეთი მოთხოვნები შეიძლება დადგენილიყო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მუშაობდნენ კონკრეტულ და იდენტიფიცირებად ჯგუფთან. შესაბამისად, მე-2 მუხლის დარღვევა ვერ დადგინდებოდა გენუაში დიდი რვიანის შეხვედრისთვის იმ კარაბინერის შერჩევის საფუძვლით, რომელიც მხოლოდ ოცი წლისა და თერთმეტი თვის იყო იმ დროისთვის და მხოლოდ ათ თვიანი ნამსახურობა ქონდა. უფრო მეტიც, ჯიპზე თავდასხმის დრო კარაბინერის მოქმედებები არ იქნა მიჩნეული მეორე მუხლის მატერიალური მხარის დარღვევად. და ბოლოს, კარაბინერის მიერ ჯიპზე თავდასხმამდე მცირე დროში მიღებული გადაწყვეტილება, აერჩია ავტომობილი, გზა, რომელსაც დაადგა და დაშავებული ოფიცრის მიერ იარაღის ტარება, რომელსაც აღარ შეეძლო მოვალეობის შესრულება, არ ექვემდებარებოდა კრიტიკას. რაც შეეხება სასიკვდილო გასროლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ კარგო ჯულიანის გაუწიეს არაადეკვატური დახმარება ან დახმარება დაგვიანებული იყო ან რომ მის სხეულზე ჯიპით გადავლა განზრახი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც აუტოფსიით დადგინდა ტვინის დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ სიკვდილი სულ რამდენიმე წუთში დადგა. შესაბამისად, იტალიის სახელმწიფო ორგანოებს არ დაურღვევიათ მათი ვალდებულებები, მიეღოთ მათგან გონივრულად მოსალოდნელი ყველა ზომა, პოტენციურად სასიკვდილო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გარანტიების საჭირო ხარისხის უზრუნველსაყოფად.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ).
(ბ) პროცესუალური მხარე - ეროვნული გამოძიება საკმარისად ეფექტიანი იყო იმისთვის რომ შესაძლებელი გამხდარიყო იმის განსაზღვრა, გამართლებული იყო თუ არა სასიკვდილო ძალის გამოყენება და პატრულირების ორგანიზება და დაგეგმვა იყო თუ არა სიცოცხლის დაცვის ვალდებულების შესატყვისი. მართალია განმცხადებლებს (კარგო ჯულიანის მშობლებსა და დას) არ ქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საქმისწარმოებაში როგორც სამოქალაქო მხარეები, მათ მაინც ქონდათ უფლებები და უფლებამოსილება როგორც დაზარალებულ მხარეებს, რაც გამოიყენეს კიდეც გამოძიების პროცესში. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთათვის აუტოფსიის შესახებ შეტყობინების გაგზავნას შესწავლის დაწყებამდე სამი საათით ადრე შეეძლო გაერთულებინა, თუ არა შეუძლებელი გაეხადა დაზარალებული მხარისთვის მათი არჩეული ექსპერტის დანიშვნის უფლებამოსილების განხორციელება და სასამართლო ექსპერტიზაზე მისი დასწრების უზრუნველყოფა, მე-2 მუხლით არ მოითხოვება დაზარალებულის ნათესავთათვის ამ შესაძლებლობის შექმნა. რაც შეეხება სასამართლო ექსპერტების მიერ დაზარალებულის თავიდან ტყვიის ამოღებისა და მისი ფრაგმენტების შენახვის შეუსრულებლობას, ძალის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებული იქნებოდა მე-2 მუხლის მატერიალური მხარის გადმოსახედიდან. შესაბამისად სადავო მეტალის ფრაგმენტი არ იყო არსებითი გამოძიების ეფექტიანობისთვის. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სხეულის კრემაცია, რაც შეუძლებელს გახდიდა შემდგომ სასამართლო ექსპერტიზას, განმცხადებლების მოთხოვნით განხორციელდა.
სახელმწიფო ბრალდების ორგანოების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების, კერძოდ კი ჯიპზე თავდასხმის ფოტო და ვიდეომასალის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ კარაბინერი მოქმედებდა თავდაცვის ფარგლებში, რაც იტალიური სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად გამართლების საფუძველია.
არ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ბრალდების ორგანოებმა უპირობოდ მიიღეს მოვლენებში ჩართული სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერთა მიერ მიწოდებული ვერსიები. ის ფაქტი, რომ კარაბინერს დაევალა კონკრეტული ობიექტური ტექნიკური შემოწმების გავლა, აშკარად არ უმოქმედია გამოძიების დამოუკიდებლობაზე. უფრო დელიკატური საკითხი წამოიჭრა პროკურატურის ორგანოების მიერ ბალისტიკური ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელმაც სპეციალიზებულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში აშკარად დაიცვა მოსაზრება, რომ კარაბინერი მოქმედებდა თავდაცვის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების მიზნებისთვის მოთხოვნილი ექსპერტის დასკვნები სხვა საშუალებებთან ერთად მომზადდა ამ მოსაზრების მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო მტკიცებულების უზრუნველსაყოფად, ექსპერტის მონაწილეობა, რომელსაც წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გააჩნდა ამ საკითხზე, შორს იყო საპირისპიროს მტკიცებისგან. თუმცა, განსახილველი ექსპერტი ოთხკაციანი ექსპერტთან ჯგუფის ერთი წევრი იყო და ბალისტიკური დასკვნისთვის მის მიერ ჩასატარებელი შემოწმება არსებითად ობიექტური და ტექნიკური ხასიათის იყო. შესაბამისად, მისი არსებობა რისკის ქვეშ არ აყენებდა ეროვნულ დონეზე გამოძიებას. უფრო მეტიც, განმცხადებლებმა ვერ დაამტკიცეს, რომ გამოძიება არ იყო ობიექტური და დამოუკიდებელი. და ბოლოს, გამოძიება წარიმართა შესაბამისი გულმოდგინებით და არ შეიძლება ითქვას, რომ შეფერხდა გადაჭარბებული გაჭიანურებით ან დროის გაცდენით.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ).
დიდმა პალატამ ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ქონია მე-13 მუხლის დარღვევას და ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი არ ქონდა 38-ე მუხლის დარღვევას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy