© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
CASE OF GIULIANI AND GAGGIO v. ITALY
ჯულიანი და გაჯიო იტალიის წინააღმდეგ
(საჩივარი # 23458/02)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2011 წლის 24 მარტი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა და შეიძლება დაექვემდებაროს რედაქტირებას.
საქმეზე ჯულიანი და გაჯიო იტალიის წინააღმდეგ Giuliani and Gaggio v. Italy,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგ მოსამართლეთა შემადგენლობით:
ჟან პოლ კოსტა, თამჯდომარე,
ხრისტოს როზაკისი,
ფრანსუაზა ტულკენსი,
ირენეუ კარბალ ბორეტო,
ბოსტან ზუპანჩიჩი,
ნინა ვაიჩი,
ელიზაბეტ შტაინერი,
ალვინა გულუმიანი,
რენატე იეგერი
დევიდ ტორ ბიორგვინსონი,
ინეტა ზიემელე,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ლედი ბიანკუ
ნონა წოწორია,
ზდრავკა კალაიჯევა
იშილ კარაკასი,
გვიდო რაიმონდი, მოსამართლეები
და ვინსენტ ბერგერი, იურისკონსულტი
იმსჯელა განმარტოებით 2010 წლის 29 სექტემბერს და 2011 წლის 16 თებერვალს,
და გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება 2011 წლის 16 თებერვალს.
პროცედურა
1. საქმე მომდინარეობს იტალიის რესპუბლიკის სამი მოქალაქის ბ‑ნი ჯულიანო გულიანის, ქალბატონი ადელაიდე გაჯიოს (ქორწინების გვარი გულიანი) და ქალბატონი ელენა გულიანის (შემდგომში “მომჩივნები”) ადამიიანის ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში “კონვენცია”) 34-ე მუხლის თანახმად 2002 წლის 18 ივნისს იტალიის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრიდან.
2. მომჩივანთა ინტერესებს წარმოადგენდნენ რომში მოღვაწე ადვოკატები ბატონი ნ. პაოლეტი და ბატონი გ. პისაპია. იტალიის მთავრობას (შემდგომში “მთავრობა”) წარმოადგენდნენ მთავრობის აგენტი ქალბატონი ე. სპატაფორა და აგენტის მოადგილე ბატონი ნ. ლეტიერი.
1. მომჩივნები ამტკიცებდნენ რომ მათი შვილი და ძმა გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად იქნენ მოკლულნი. ისინი ასევე ასაჩივრებდნენ სახელმწიფოს მხრიდან საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ღონისძიებების არგატარებას გადამეტებული ძალის გასანეიტრალებლად. მომჩივნები ასევე მიუთითებდნენ რომ წესრიგის დაცვისაკენ მიმართული ოპერაციების დაგეგმვა და ორგანიზება არ იყო ადამიანის სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესაბამისი და მათი ნათესავის სიკვდილის საქმის გამოძიება არაეფექტიანი იყო.
2. საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1 ნაწილი). 2007 წლის 6 თებერვალს, სამართლომ საქმის დასაშვებობის საკითხისა და არსებითი მხარის განხილვის განხილვის შედეგად (სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მესამე ნაწილი) საქმე არსებით განხილვაზე დაშვებულად გამოაცხადა. სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: სერ ნიკოლას ბრატცა, ჯოსეფ კასადევალი, ჯოვანი ბონელო, კრისტაქ ტრაია, ვლადიმირო ზაგრებელსკი, სტანისლავ პავლოვში, ლეხ გარლიცკი და სექციის რეგისტრატორი ლორენს ერლი.
3. 2009 წლის 25 აგვისტოს, იმავე სექციის პალატამ რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისგან: სერ ნიკოლას ბრატცა, ჯოსეფ კასადევალი, ლეხ გარლიცკი, ჯოვანი ბონელო, ვლადიმირო ზაგრებელსკი, ლილიანა მიოვიჩი და იან სიკუტა, ასევე სექციის რეგიტრატორი ლაოურენს ერლი, გამოიტანა გადაწყვეტილება რომელშიც დაადგინა შემდეგი: ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის არსებით დარღვევას გადამეტებული ძალის გამოყენებასთან მიმართებაში. ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დააგინდა, რომ ადგილი არ ჰქონია მეორე მუხლის არსებით დარღვევას სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიურ ვალსდებულებასთან მიმართებაში. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დააგინა რომ ადგილი ჰქონდა მეორე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. ერთსულოვნად დაადგინა რომ არ არსებობდა საქმის განხილვის აუცილებლობა კონვენციის მესამე, მეექვსე და მეცამეტე მუხლებთან მიმართებაში. ერთსულოვნად დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 38‑ე მუხლის დარღვევას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თითოეულ მომჩივანს, ჯულიანო ჯულიანის და ადელაიდე გაჯიოს უნდა მიეცეს 15 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო 10 000 ევრო კი უნდა მიკუთვნებოდა ელენა ჯულიანის.
4. 2009 წლის 24 ნოემბერს, მთავრობამ და მომჩივნებმა კონვენციის 43-ე მუხლის და სამართლოს რეგლამენტის 73‑ე მუხლის თანახმად მოითხოვეს საქმის სამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემა. 2010 წლის 1 მარტს დიდი პალატის კოლეგიამ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა.
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 24‑ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის თანახმად.
6. მომჩივნებმა და მთავრობამ წარმოადგინეს წერილობითი კომენტარები (რეგლამენტის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
7. 2010 წლის 27 სექტემბერს, ამ საქმეზე დანიშნულმა მოსამართლეებმა და შემცვლელმა მოსამართლეებმა განიხილეს 2010 წლის 28 ივნისსა და 9 ივლისს მხარეების მიერ წარმოდგენილი კომპაქტური დისკები (იხ. პარაგრაფი 139).
8. საქმის საჯარო მოსმენა გაიმართა 2010 წლის 29 სექტემბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში.
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) for the Government
MrN. Lettieri, Co-Agent,
MsP. Accardo, Co-Agent,
MrG. Albenzio, Avvocato dello Stato;
ა) მთავრობის მხრიდან:
ბ-ნი ნ. ლეტტიერითანააგენტი,
ქ-ნი პ.აკკარდო,თანააგენტი,
ბ-ნი გ. ალბენციო, სახელმწიფო ადვოკატი
ბ) მომჩივნების მხრიდან:
ბ-ნი ნ. პაოლეტტი,
ქ-ნი გ. პაოლეტტი,
ქ-ნი ნ. პაოლეტტი,ადვოკატები
ქ-ნი ც. სარტორითანაშემწე
სასამართლომ მოისმინა მათი მიმართვები
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
9. მომჩივნები დაიბადნენ 1938, 1944 და 1972 წელს და ცხოვრობენ გენუასა და მილანში. ისინი არიან კარლო ჯულიანის მამა, დედა და და, რომელიც გასროლის შედეგად მოკლულ იქნა 2001 წლის ივნისში დიდი რვიანის (G8) სამიტის საპროტესტო დემონსტრაციის დროს გენუაში.
ინფორმაცია დიდი რვიანის სამიტის შესახებ და მოვლენები რომელიც წინ უსწრებდა კარლო ჯულიანის სიკვდილს.
10. დიდი რვიანის სამიტი გაიმართა გენუაში 2001 წლის 19, 20 და 21 ივნისს. იმის გამო რომ ქალაქში დაიგეგმა არაერთი ანტი‑გლობალისტური დემონსტრაცია, იტალიის მთავრობამ უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი ზომები მიიღო. 2000 წლის 8 ივნისის #149 კანონის მე-4 მუხლის 1 ნაწილის თანახმად გენუის პრეფექტს მიეცა ქალაქში სამხედრო დანაყოფების განლაგების უფლება, სამიტის ჩატარებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა ქალაქის იმ ნაწილს, სადაც უნდა ჩატარებულიყო სამიტი (ქალაქის ისტორიული ცენტრი) მიენიჭა წითელი ზონის სტატუსი და შემოისაზღრა ლითონის ღობით. ამის შედეგად მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და იქ მომუშავე პირებს მიეცათ ზონაში გადაადგილების უფლება. პორტში გადაადგილება აიკრძალა და აეროპორტი დაიხურა. წითელი ზონა მოქცეული იყო ყვითელი ზონის შიგნით, ხოლო ყვითელი ზონა გარშემორტყმული იყო თეთრი (ნორმალური) ზონით.
11. 2001 წლის 19 ივნისს, კარლო ჯულიანის სიკვდილის წინა დღეს, სამართალდამცავი ორგანოების მეთაურმა გამოსცა სამსახურებრივი ინსტრუქციები. სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თავდაცვის ხაზის მოწყობა წითელ ზონაში, ნებისმიერი შემოჭრისა და გარღვევის სწრაფად აღკვეთის მიზნით, თავდაცვის ხაზის მოწყობა ყვითელ ზონაში, დემონტრანტების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით და მეტად ექტრემისტული ჯგუფების ქმედებების აღკვეთის მიზნით; დემონსტრაციაში მონაწილე მასებისა და ძალადობრივი ქმედებების წახალისების რისკების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი ზომების მიღება იმ ქუჩებში სადაც იგეგმებოდა დემონსტრაციის ჩატარება.
12. მხარეები შეთანხმდნენ რომ 2001 წლის 19 ივლისის სამსახურეობრივმა ინსტრუქციებმა შეცვალეს მანამდე არსებული გეგმა შესაბამისი ძალებისა და რესურსების განთავსების შესახებ, რომელსაც საშუალება უნდა მიეცა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ეფექტიანად აღეკვეთათ, შესაბამის დღეს დანიშნული და ნებადართული “Tute Bianche”-ის (თეთრი კომბინიზონები) დემონსტრანტების მიერ წითელი ზონაში შეჭრა.
13. მომჩივნებმა განაცხადეს რომ 19 ივლისის სამსახურეობრივმა ინსტრუქციებმა, კარლო ჯულიანის სიკვდილში პასუხისმგებელ კარაბინიერების დანაყოფს, მიანიჭეს დინამიური როლი, მაშინ, როდესაც ადრე განზაღვრული იყო მათი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას დისლოცირება. მთავრობამ განაცხადა რომ სამსახურებრივი ინსტრუქციები ზეპირად გააცნეს ადგილზე მყოფ ოფიცრებს.
14. გენუის პოლიციის სათაო ოფისში (კვესტურა) მოეწყო რადიო საკომუნიკაციო სისტემა და ოპერაციების საკონტროლო ოთახი, რომელიც რადიო კონტაქტს ახორციელებდა ადგილზე მყოფ ოფიცრებთან. კარაბინიერები და პოლიციელები რადიოთი ერთმანეთთან ვერ ახორციელებდნენ პირდაპირ კონტაქტს. მათ შეეძლოთ მხოლოდ შტაბბინასთან დაკავშირება.
15. 20 ივლისის დილას, განსაკუთრებით აგრესიული დემონსტრანტების ჯგუფებმა, რომელთაც ეხურათ ბალაკლავას ნიღბები (the “Black Bloc”) გამოიწვიეს რამდენიმე ინციდენტი და შეტაკება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. Tute Bianche -ის მსვლელობა უნდა დაწყებულიყო კარლინის სტადიონიდან. ეს დემონსტრაცია აერთიანებდა რამდენიმე ორგანიზაციას, მათ შორის “No Global”- ის მოძრაობას და სათემო ცენტრების წარმომადგენლებს და ახალგაზრდული Rifondazione Comunista Party წარმომადგენლებს. მართალია ისინი ემხრობოდნენ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას (სამოქალაქო დაუმორჩილებლობა), მაგრამ მათ სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადეს წითელ ზონაში შეღწევა. 2001 წლის 19 ივლისს გენუის პოლიციის უფროსმა Tute Bianche ის მსვლელობას აუკრძალა წითელ და მიმდებარე ზონაში შესვლა. მან განალაგა სამართალდამცავები, რათა მათ მსვლელობა შეეჩერებინათ Piazza Verdi-სთან. შესაბამისად დემონსტრანტებს მიეცათ შესაძლებლობა მსვლელობა დაეწყოთ კარლინის სტადიონიდან და ემოძრავათ Via Tolemaide-ს გავლით Piazza Verdi‑ისკენ, ანუ Via Tolemaide-სა და Corso Torino-ს კვეთამდე, სადაც ადგილი ჰქონდა ქვემოთ აღწერილ შეტაკებებს.
16. დაახლოებით პირველ საათსა და ოცდაათ წუთზე მსვლელობა ნელ-ნელა დაიძრა დასავლეთის მიმართულებით. Via Tolemaide‑ს მიდამოებში ადრეული არეულობის ნიშნები შეიმჩნეოდა. მსვლელობას ხემძღვანელობდა სპეციალური პოლიტიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი და ვიდეო და ფოტო კამერებით აღჭურვილი ჟურნალისტების ჯგუფი. მსვლებობა რამდენიმე ადგილას შენელდა და გაჩერდა. Via Tolemaide‑ს მიდამოებში რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელშიც ძირითადში ნიღბიანი დემონსტრანტები და სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. მსვლელობამ რკინიგზის გვირაბამდე, Via Tolemaide-სა და Corso Torino-ს შეერთებამდე მიაღწია. მოულოდნელად კარაბინიერებმა, რომელთაც ბატონი მონდელი ხელმძღვანელობდა დემონსტრანტებისკენ ცრემლსადენი გაზი გაისროლეს და ხელკეტების გამოყენებით წინ წამოიწიეს რის შედეგადაც მსვლელობამ აღმოსავლეთისკენ Via Invrea‑სკენ გადაინაცვლა.
17. დემონსტრანტები გაიყვნენ: ნაწილი დაიძრა სანაპიროსკენ, ხოლო ნაწილმა თავი შეაფარა Via Invrea-ს და Piazza Alimonda-ს მიდამოებს. დემონსტრანტთა ნაწილმა პოლიციელთა შემოტევას მინის ბოთლებისა და ნაგვის ყუთების სროლით უპასუხა. კარაბინიერების კუთვნილმა ჯავშანმანქანებმა მაღალი სიჩქარით გაიარეს Via Casageris - ი და Via Invrea, წააქციეს დემონსტრანტების მიერ მოწყობილი ბარიკადები და დარჩენილ დემონტრანტებს აიძულეს ტერიტორიის დატოვება. სამ საათსა და 22 წუთზე ბატონმა მონდელიმ შტაბბინიდან მიიღო ბრძანება უკან დაეხია და უფლება მიეცა მონაწილეებისთვის გაეგრძელებინათ მსვლელობა.
18. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა ვინაიდან დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელთა ქმედებას ძალადობით უპასუხა. სამ საათსა და ორმოც წუთზე დემონსტრანტების ჯგუფმა შეტევა განახორციელა პოლიციელთა ჯავშანმანქანაზე და ცეცხლი წაუკიდა მას.
B. კარლო ჯულიანის სიკვდილი
19. დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის, Piazza Alimonda-სთან განლაგებულმა, ორმოცდაათამდე კარაბინერისგან შემდგარმა სიცილიის ბატალიონმა დაინახა განსაკუთრებით აგრესიული დემონსტრანტების ჯგუფი. დეფენდერის ტიპის ორი მაღალი გამავლობის მანქანაც იქვე იყო გაჩერებული. პოლიციის ოფიცერმა ლაურომ დემონსტრანტებზე შეტევის განხორციელების ბრძანება გასცა. კარაბინიერებმა ქვეითად, ორი მანქანის თანხლებით შეუტიეს დემონსტრანტებს. დემონტრანტებმა შეტევის მოგერიება მოახერხეს და კარაბინიერები იძულებულნი გახდნენ Piazza Alimonda-სკენ ქაოტურად უკან დაეხიათ. ხუთ საათსა და 23 წუთზე ვერტმფრენიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს Via Caffa‑ს გაყოლებაზე სამართალდამცავებზე დადევნებული დემონსტრანტები.
20. კარაბინიერთა უკან დახევის გამო ჯიპებმა სცადეს ასევე უკან დახევა და ტერიტორიის დატოვება. ერთმა ჯიპმა შეძლო ტერიტორიის დატოვება, მაგრამ მეორეს გასასვლელი დაბლოკილი დახვდა ნაგვის გადატრიალებული კონტეინერით. მოულოდნელად ჯიპს ალყა შემოარტყეს ქვებით, ჯოხებითა და ლითონის ხელკეტებით შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა. დემონსტრანტებმა ჯიპის უკანა მინები ჩაამსხვრიეს, დაემუქრნენ მანქანაში მყოფ პოლიციელებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაწყოფა. მანქანას ესროლეს ქვები და ცეცხლმაქრი.
21. ჯიპში სამი კარაბინერი იჯდა: ფილიპო კავატაიო, რომელიც მართავდა მანქანას, მარიო პლაჩანიკა და დარიო რაფონე. მარიო პლაჩანიკას ზიანი მიადგა ცრემლსადენი გაზის ყუმბარების გამოყენებისას, რომელთაც ის დემონსტრანტებს ესროდა. ამის გამო მას კარაბინიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კაპელომ მისცა უფლება ჯიპში ჩამჯდარიყო რათა დაეტოვებინა სამოქმედო ტერიტორია და შეტაკებების ზონა. ჯიპის უკანა სავარძელზე ქვემოთ ჩაწოლილი, დაშავებული და პანიკაში მყოფი მარიო პლაჩანიკა ცალ მხარეს თავს იცავდა სპეციალური ფარით (დემონსტრანტ პრედონცანის ჩვენების თანახმად). იგი უყვიროდა დემონსტრანტებს რომ ან გასცლოდნენ იქაურობას ან იგი მათ მოკლავდა. მარიო პლაჩანიკამ ამოიღო მისი 9 მილიმეტრიანი ბერეტას მარკის პისტოლეტი, მიმართა იგი ჩამტვრეული საქარე მინისკენ და სადღაც 10 წამის შემდეგ 2 გასროლა მოახდინა.
22. ერთ-ერთი გასროლა ნიღბიან დემონსტრანტს, კარლო ჯულიანის მოხვდა სახის არეში მარცხენა თვალის ქვემოთ. იგი ჯიპის უკანა ნაწილთან იმყოფებოდა, როდესაც მიწიდან აიღო და ზემოთ აწია ცარიელი ცაცხლმაქრი. იგი ჯიპის უკანა მარცხენა საბურავთან დაეცა.
23. ამის შემდგომ ფილიპო კავატიომ შეძლო ძრავის დაქოქვა, ხოლო უკუსვლისას, გადაუარა კარლო ჯულიანის სხეულს. შემდეგ გადართო გადაცემათა კოლოპი პირველ სიჩქარეში და ჯულიანის სხეულს კიდევ ერთხელ გადაუარა რათა დაეტოვებინა ტერიტორია Piazza Tomasseo -ს მიმართულებით.
24. რამდენიმე მეტრში ჯიპში ჩაჯდა კარაბინერი სერჟანტ‑მაიორი ამატორი. ვინაიდან მძღოლი შოკში იმყოფებოდა სწორედ ამატორი დაჯდა საჭესთან. მეორე კარაბინერი სახელად რანდო ასევე ჩაჯდა ჯიპში
25. Piazza Alimonda-ს მეორე მხარეს დისლოცირებულმა პოლიციელებმა, რომელთაც კარაბინერები შემოურთდნენ დემონსტრაცია დაშალეს. ხუთ საათსა და 27 წუთზე ადგილზე მყოფი პოლიციელი შტაბბინას დაუკავშირდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. შესაბამისად, ადგილზე მოსულმა ექიმმა კარლო ჯულიანის გარდაცვალება დააფიქსირა.
26. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით შეუძლებელი იყო კარლო ჯულიანის გარდაცვალების მომენტში ადგილზე მყოფ კარაბინერთა და პოლიციელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა. დაახლოებით 50 კარაბინერი ჯიპიდან 150 მეტრში იმყოფეოდა, ხოლო 200 მეტრის მოშორებით Piazza Tommaseo-ს მიდამოებში პოლიციელთა ჯგუფი იყო განლაგებული.
27. სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერთა მიერ, პარალელური პროცედურების დროს (“ოცდახუთის” სასამართლო განხილვა, იხილეთ პარაგრაფი 121-138), მოწმის რანგში მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ Piazza Alimonda-ზე ყოფნის დროს კარაბინერებს მიეცათ საშუალება მოეხსნათ აირწინაღები, დაესვენათ და ეჭამათ. ვინაიდან იყო სიმშვიდე, კაპიტანმა კაპელომ უბრძანა მარიო პლაჩანიკას და დარიო რაფონეს ერთ-ერთ ჯიპში ჩამსხდარიყვნენ. მან მიიჩნია რომ ეს ორი კარაბინერი სულიერად იყო გადაღლილი და მათ ფიზიკურად აღარ შეეძლოთ მოვალეობის შესრულება. კაპელომ ასევე ჩათვალა, რომ მარიო პლაჩანიკას აღარ უნდა ესროლა ცრემლსადენი გაზი და ჩამოართვა მას ცრემლსადენი გაზის სასროლი თოფი და გაზის შემცველი კონტეინერები.
28. სასიკვდილო გასროლიდან მოკლე დროში გადაღებულ ფოტო სურათებზე დაყრდნობით მომჩივნებმა გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ იარაღი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ქვედა კუთხის მიმართულებით ეჭირათ. ისინი ასევე შეეხნენ ვიცე პოლკოვნიკ ტრულიოს ჩვენებებს (იხ. პარაგრაფი 43), რომელმაც განაცხადა, რომ იგი Piazza Alimonda-ს 10 მეტრის და ჯიპიდან 30-40 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. ასამდე კარაბინერი კი ჯიპიდან ათამდე მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. პოლიციის ოფიცრები კი Via Caffa-ს ბოლოში, Piazza Tommaseo-ს გასწვრივ იმყოფებოდნენ. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს, რომ გამოძიების მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით, კარაბინერები ცალსახად იმყოფებოდნენ ჯიპის ახლოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება გამოძიების პირველი ნაბიჯები
29. კარლო ჯულიანის სხეულიდან რამდენიმე მეტრში აღმოჩენილ იქნა ვაზნის მასრა. ვაზნა არ მოიძებნა. სხეულის ახლოს აღმოჩენილ იქნა ცეცხლმაქრი და ქვა სისხლის ლაქით, რომლებიც ამოღებულ იქნა პოლიციის მიერ. საქმის მასალებიდან იკვეთება რომ პროკურორმა პოლიციას მიანდო 36 საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. კარაბინერების ხელში დარჩა ჯიპი რომლითაც მგზავრობდა მ.პ., ასევე მისი კუთვნილი იარაღი და მოწყობილობები. შესაბამისად, ყოველივე ამოღებულ იქნა სასამართლოს ბრძანებით. ჯიპის შიგნით მოიძებნა გასროლილი ვაზნის მასრა.
30. 2001 წლის 20 ივლისის ღამეს, გენუის პოლიციის მობილურმა ჯგუფმა ჩვენება ჩამოართვა პოლიციის 2 ოფიცერს, ბატონ მარტინოს და ბატონ ფიორილოს. კაპიტანმა კაპელომ რომელიც ხელმძღვანელობდა “ECHO company”ს, დეტალურად მოყვა წინა დღის მოვლენები და დაასახელა ის პოლიციელები, რომლებიც ჯიპში ისხდნენ. მან განაცხადა რომ გასროლის ხმა არ გაუგია. ალბათ იმიტომ, რომ ეხურა ჩაფხუტი, აირწინაღი და ყურში ეკეთა ყურსასმენი რაც აქვეითებდა მის სმენას. მ.პ. -ს და ფ.კ.-ს მიმართ გამოძიების დაწყება
31. 2001 წლის 20 ივლისს მ.პ. და ფ.კ. იდენტიფიცირებულ და დაკითხულ იქნენ გენუის პროკურატურის მიერ როგორც განზრაც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. დაკითხვა გენუის კარაბინერთა სათაო ოფისში განხორციელდა.
(a) მ.პ.-ს პირველი ჩვენება
32. მ.პ. როგორც დამხმარე კარაბინერი მიმაგრებული იყო დიდი რვიანის სამიტისთვის შექმნილ ECHO company-ს ერთერთ წევრ, სიცილიის #12 ბატალიონზე. კომპანია, იტალიის სხვადასხვა რეგიონების სხვა 4 კომპანიასთან ერთად წარმოადგენდა CCIR-ს ნაწილს და ექვემდებარებოდა ვიცე პოლკოვნიკ ტრულიოს. კომპანია ECHO ექვემდებარებოდა კაპიტან კაპელოს და მის მოადგილეებს მირანტეს და ზაპიას, ხოლო მის მართვას და კოორდინაციას ახორციელებდა რომის პოლიციის უფროსი ოფიცერი (vice questore) ბატონი ლაურო. ხუთი კომპანია სათითაოდ იყო დაყოფილი 4 ორმოცდაათ კაციან დანაყოფად. ყველა კომპანიის გაერთიანებულად ხელმძრვანელობდა პოლკოვნიკი ლესო.
33. მ.პ. რომელიც დაიბადა 1980 წლის 13 აგვისტოს, მოცემულ დროს იყო 20 წლის და 11 თვის, ხოლო კარაბინერად მუშაობა დაიწყო 2000 წლის 16 სექტემბერს. მას გავლილი ჰქონდა მომზადება ყუმბარების გამოყენებაში, ამიტომაც მას ევალებოდა ცრემლსადენი გაზის ყუმბარების სროლა. მან ასევე განაცხადა რომ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს მას უნდა ემოძრავა ქვეითად მის დანაყოფთან ერთად. რამდენიმე ყუმბარის გასროლის შემდეგ მან თვალებსა და სახის არეში იგრძნო წვა და კაპიტან კაპელოს სთხოვა ნებართვა ჯიპში ჩამჯდარიყო. მოკლე ხანში მას შეუერთდა მეორე კარაბინერი (დ.რ.), რომელიც ასევე დაშავდა.
34. მ.პ.-მ განაცხადა რომ იმის გამო რაც იმ დღეს იქნა ნასროლი იგი ძალიან იყო შეშინებული. მას განსაკუთრებით ეშინოდა რომ დენონსტრანტები მოლოტოვის კოქტეილებს გამოიყენებდნენ. მან განმარტა რომ განსაკუთრებით შეშინდა მას შემდეგ რაც მიიღო დაზიანებები ფეხზე და თავის არეში, რკინის საგნისა და ქვის სროლის შედეგად. მან დაინახა რომ ჯიპს უტევდნენ ვინაიდან მანქანას ესროდნენ ქვებს, ასევე იფიქრა რომ მანქანა გარშემორტყმული იყო ასობით დემონსტრანტით, თუმცა ასევე განაცხადა რომ მის მიერ გასროლის მომენტში იგი ვერავის ვერ ხედავდა. მან თქვა რომ იგი პანიკაში იმყოფებოდა. იგი მიხვდა რომ მას ხელი პისტოლეტისკენ მიჰქონდა. მან ხელის სწრაფი მოძრაობით პისტოლეტი მანქანის უკანა საქარე მინის მიმართულებით გაიშვირა და დაახლოებით ერთ წუთში ორი გასროლა განახორციელა.
(b) ფ.კ.-ს ჩვენება
35. ჯიპის მძღოლი ფ.კ. 1997 წლის 3 სექტემბერს დაიბადა. კარაბინერად იგი 22 თვეს მსახურობდა. ინციდენტის დღეს იგი 23 წლისა და 11 თვის იყო. მან განაცხადა, რომ იგი Piazza Alimonda‑ს მიდამოებში, შენობებს შორის გასასვლელში იმყოფებოდა და ცდილობდა მოედნისკენ დაბრუნებას ვინაიდან დემონსტრანტებმა მისი დანაყოფი უკან დახიეს. მას გზა ჩახერგილი დახვდა ნაგვის კონტეინერით, ხოლო მანქანის ძრავი ჩაქრა. იგი კონცენტრირებული იყო ჯიპის გამოყვანაზე, როდესაც მისი მანქანაში მყოფი კოლეგები ყვიროდნენ. ამის გამო მას გასროლის ხმები არ გაუგია. ბოლოს მან განაცხადა, რომ მას არავინ არ შეუნიშნავს მიწაზე, ვინაიდან ნიღაბი ეხურა, რომელიც ნაწილობრივ ზღუდავდა მის მხედველობას ასევე ზოგადად რთულია მანქანის გვერდიდან რაიმეს კარგად დანახვა. როდესაც მე მანქანა უკან დავძარი წინააღმდეგობა არ მიგრძვნია, თუმცა ვიგრძენი რომ მარცხენა საბურავი რაღაცას წამოედო და ვიფიქრე რომ ეს ნაგვის გროვა იყო, ვინაიდან სწორედ ნაგვის კონტეინერი იყო გადატრიალებული. ერთადერთი რაზეც იმ მომენტში ვფიქრობდი იმ ადგილიდან გამოღწევა იყო.
(c) დ.რ.-ს ჩვენება
36. 1982 წლის 25 იანვარს დაბადებული დ.რ. სამხედრო სამსახურში 2001 წლის 16 მარტიდან მსახურობდა. ინციდენტის დღისთვის იგი 19 წლისა და 6 თვის იყო. მან განაცხადა რომ მას სახეში და ზურგში მოხვდა დემონსტრანტების ნასროლი ქვები და სისხლი სდიოდა. მან განაცხადა რომ ცდილობდა თავი დაეცვა და სახეზე იფარებდა ხელებს, ხოლო მ.პ. მას ასევე სხეულის ნაწილით ეფარებოდა. იმ მომენტისთვის იგი ვერაფერს ვეღარ ხედავდა მაგრამ მას ესმოდა ყვირილი და ჯიპში შემოყრილი საგნების ხმა. მან ასევე გაიგონა თუ როგორ უყვიროდა მ.პ. დემონსტრანტებს გაჩერებულიყვნენ და დაეტოვებინათ იქაურობა, რის შემდეგაც მან 2 გასროლის ხმა გაიგო.
(d) მ.პ.-ს მეორე ჩვენება
37. 2001 წლის 11 სექტემბერს, პროკურორის მიერ დაკითხვისას, მ.პ.-მ დაადასტურა მისი 2001 წლის 20 ივლისის ჩვენება. ასევე მან დამატებით განაცხადა რომ იგი უყვიროდა დემონსტრანტებს “წადით ან მოგკლავთ”.გამოძიების პროცესში მიღებული სხვა ჩვენებები
(a) სხვა კარაბინერების ჩვენებები
38. სერჟანტ მაიორმა ამატორიმ, რომელიც Piazza Alimonda- ზე მეორე ჯიპში იმყოფებოდა, განაცხადა რომ მან შენიშნა მეორე ჯიპი, რომელშიც მ.პ. იჯდა გზა დაბლოკილი დახვდა ნაგვის კონტეინერით და იგი გარშემორტყმული იყო დემონსტრანტთა დიდი რაოდენობით. მათი რაოდენობა არ იყო ოცზე ნაკლები. ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ჯიპს. მან დაინახა თუ როგორ ესროლა ერთ-ერთმა დემონტრანტმა ცეცხლმაქრი მანქანის უკანა მინას. ამატორიმ ასევე გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა თუ როგორ დაეცა მიწაზე კარლო ჯულიანი. ამის შემდეგ ჯიპმა ორჯერ გადაურა ჯულიანის სხეულს. როდესაც ჯიპმა მოახერხა Piazza Alimonda-ს დატოვება, ამატორი მივიდა მანქანასთან. მან დაინახა რომ მძღოლი ჯიპიდან გადმოვიდა, იგი შესამჩნევად იყო დათრგუნული და დახმარებას ითხოვდა. სერჟანტ მაიორმა მძღოლის ადგილი დაიკავა და შენიშნა რომ მ.პ.-ს პისტოლეტი ეჭირა ხელში. მან მას მოსთხოვა პიტოლეტის დამცველი გაეაქტიურებინა. მან მაშინვე გაიფიქრა რომ სწორედ ეს იყო იარაღი რომლის გასროლის ხმაც გაიგო, მაგრამ მ.პ.-სთვის, რომელიც დაშავებული იყო და სისხლი სდიოდა, არაფერი არ უთქვამს. მძღოლმა მას უთხრა რომ სროლის ხმა ჯიპის მანევრირებისას გაიგო. სერჟანტ მაიორს არ მიუღია არანაირი ახსნა-განმარტება იმ გარემოებებზე, რომელთაც განაპირობეს სროლის გადაწყვეტილება და მასაც არ დაუსვამს დამატებითი შეკითხვები.
39. კარაბინერი რანდო ფეხით მივიდა ჯიპთან. მან თქვა რომ შენიშნა პისტოლეტი და ჰკითხა მ.პ.-ს ისროლა თუ არა მან. მ.პ.-მ უპასუხა რომ ისროლა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ისროლა ჰაერში თუ რომელიმე დემონსტრანტის მიმართულებით. მ.პ. იმეორებდა შემდეგს: “მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ და მე სიკვდილი არ მინდა”.
40. 2001 წლის 11 სექტემბერს პროკურორმა ECHO company‑ს ხელმძღვანელს (იხ. პარაგრაფი 34) კაპიტან კაპელოს ჩამოართვა ჩვენება. კაპიტანმა კაპელომ განაცხადა რომ მან მისცა უფლება მ.პ.‑ს ჯიპში ჩამჯდარიყო და ასევე ჩამოართვა ცრემლსადენი გაზის სასროლი თოფი ვინაიდან მ.პ.-ს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მან შემდგომში ასევე განაცხადა (“ოცდახუთის სასამართლო განხილვის” 2005 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე) რომ მ.პ. ფიზიკურად ვერ შეძლებდა მოვალეობის შესრულების გაგრძელებას მისი მენტალური მდგომარეობისა და ნერვული აშლილობის გამო. კაპიტანმა კაპელომ მის 50-მდე კარაბინერთან ერთად Piazza Alimonda-ს და Via Caffa-ს კუთხის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. პოლიციის ოფიცერმა ლაურომ მას მოსთხოვა Via Caffa-ს გავლით გადაადგილებულიყო Via Tolemaide-ს მიმართულებით და დახმარებოდა იქ მყოფ პოლიციელებს, რომლებიც ცდილოდნენ დემონსტრანტების უკან განდევნას. მან თქვა რომ ამ მოთხოვნამ იგი დააბნია მისი ხალხის რაოდენობისა და მათი გადაღლილობის გამო. მიუხედავად ამისა მან მისი ხალხი Via Caffa-ზე წაიყვანა. კარაბინერებს უკან დაახევინეს Via Tolemaide-დან მომავალმა დემონსტრანტებმა; თავიდან მათ ორგანიზებულად დაიხიეს უკან, ხოლო მოგვიანებით კი არაორგანიზებულად. ბატონი კაპელო ვერ მიხვდა რომ უკან დახეულ კარაბინერებს 2 ჯიპი მოყვებოდათ, ვინაიდან მანქანების იქ ყოფნის ოპერატიული საჭიროება არ არსებობდა. დემონსტრანტები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალენ რაც Piazza Alimonda-ს მეორე მხარეს განლაგებული პოლიციის მობილური ჯგუფები ჩაერივნენ მათ დაშლაში. მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა მან ნიღბიანი კაცი, რომელიც მიწაზე იწვა და სავარაუდოთ მძიმედ იყო დაშავებული. მის რამდენიმე თანამშრომელს ვიდეოკამერიანი ჩაფხუტი ეხურა, რაც შესაძლებელს ხდიდა მოვლენების თანმიმდევრულად დაფიქსირებას. ვიდეო ჩანაწერები პოლკოვნიკ ლესოს გადაეცა.
41. ვიცე პოლკოვნიკმა ტრულიომ, კაპიტან კაპელოს ზემდგომმა ოფიცერმა განაცხადა რომ იგი Piazza Alimonda-დან 10 მეტრის მოშორებით იდგა და მას ჯიპიდან 40 მეტრი აშორებდა. მან დაინახა თუ როგორ გადაუარა ჯიპმა მიწაზე მწოლიარე ადამიანს.
(b) პოლიციის ოფიცერ ლაუროს ჩვენება
42. ოფიცერმა ლაურომ პროკურორს ჩვენება მისცა 2001 წლის 21 დეკემბერს. მან განაცხადა რომ სამსახურეობრივი ინსტრუქციების შეცვლის შესახებ მან 2001 წლის ივლისის დილას შეიტყო. 2005 წლის 26 აპრილს “25 -ის სასამართლო პროცესზე” მან განაცხადა რომ 2001 წლის 19 ივლისს მან მიიღო ინფორმაცია რომ მომდევნო დღეს არც ერთი მსვლელობა არ იყო ნებადართული. 2001 წლის 20 ივლისს მან კვლავ არ იცოდა, რომ არასანქცირებული მსვლელობა გაიმართებოდა. დღის განმავლობაში იგი Piazza Tommaseo-ზე მივიდა სადაც დემონსტრანტებთან შეტაკებებს ქონდა ადგილი. საღამოს 3 საათსა და 30 წუთზე სანამ ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო, კონტიგენტს ვიცე-პოლკოვნიკი ტრულიო და 2 ჯიპი შემოუერთდა. საღამოს 4 საათიდან 4 საატსა და 45 წუთამდე კონტიგენტი ჩართული იყო Corso Torino-ზე მიმდინარე შეტაკებებში. ამის შემდეგ კონტიგენტი Piazza Tommaseo-ს და Piazza Alimonda-ს მიდამოებში გადაადგილდა. ვიცე-პოლკოვნიკი ტრულიო და 2 ჯიპი მობრუნდა და კონტიგენტი რეორგანიზებულ იქნა. ბატონმა ლაურომ Via Caffa-ს ბოლოში შენიშნა დემონსტრანტები, რომლებმაც ბარიკადები განალაგეს ნაგვის კონტეინერების გამოყენებით და მოიწევდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისკენ. მან ჰკითხა კაპიტან კაპელოს თუ შეძლებდა იგი მისი ხალხით ამ სიტუაციასთან გამკლავებას, რაზეც მან დადებითი პასუხი მიიღო. ბატონი ლაურო და მისი კონტიგენტი Via Caffa-ს ახლოს განლაგდნენ. მან უკან დახევის ბრძანება მიიღო და კონტიგენტის არაორგანიზებულად უკან დახევაში მიიღო მონაწილეობა.
(c) პროკურორისთვის მიცემული სხვა ჩვენებები
43. პროკურორს ასევე მისცეს ჩვენება დემონსტრანტებმა, რომლებიც მოვლენების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ ისინი ჯიპთან ახლოს იმყოფებოდნენ და თავად ესროდნენ ჯიპს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ასევე ურტკამდნენ ჯოხებს. ერთ-ერთი დემონსტრანტის ჩვენებით მ.პ. მათ უყვიროდა “ნაბიჭვრებო დაგხოცავთ!”. მეორე დემონსტრანტმა დაინახა, რომ ჯიპში მჯდომმა კარაბინერმა პისტოლეტი ამოიღო; ამის შემდეგ დემონსტრანტმა თავის მეგობრებს გადაძახა ყურადღებით ყოფილიყვნენ და თავად იქაურობას გაეცალა. სხვა დემონსტრანტმა თქვა რომ მ.პ. ცალ მხარეს თავს იცავდა სპეციალური ფარით.
44. რამდენიმე პირმა, რომლებიც მოვლენებს თვალს ფანჯრებიდან ადევნებდნენ განაცხადეს, რომ მათ დაინახეს თუ როგორ აწია ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ცეცხლმაქრი. მათ გაიგონეს 2 გასროლის ხმა და დაინახეს როგორ დაეცა დემონსტრანტი მიწაზე. აუდიო და ვიდეო მასალები
45. პროკურატურამ უბრძანა სამართალდამცავ ორგანოებს მისთვის გადაეცათ ყველა აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც პროკურატურას დაეხმარებოდა Piazza Alimonda-ზე მომხდარი მოვლენების აღდგენაში. კინემატოგრაფების მიერ გადაღებული იყო არაერთი ვიდეო და ფოტოსურათი, ვერტმფრენის და ჩაფხუტის მიკრო კამერების მიერ ასევე იყო გადაღებული ვიდეოები. კერძო პირების მიერ გადაღებული იყო არაერთი ფოტო.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა
(a) გაკვეთა
46. კარლო ჯულიანის სიკვდილის მიზეზის დასადგენად პროკურორმა 24 საათის განმავლობაში დანიშნა ექსპერტიზა. 2001 წლის 21 ივლისს 12 საათსა და 10 წუთზე დაზარალებულ მხარეს, კერძოდ კარლო ჯულიანის მამას, ეცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე ეცნობა რომ მათ შეეძლოთ დაენიშნათ ექსპერტი და ადვოკატი. საღამოს 3 საათსა და 15 წუთზე პროკურატურის მიერ დანიშნულ ექსპერტებს ბატონ კანალეს და ბატონ კალვის მიეწოდათ ოფიციალური ინფორმაცია და მათ დაიწყეს გვამის გაკვეთა. მომჩივნებს არ გამოუგზავნიათ არც საკუთარი წარმომადგენელი არც ექსპერტი.
47. ექსპერტებმა დასკვნის მოსამზადებლად პროკურატურისგან მოითხოვეს 60 დღე. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2001 წლის 23 ივლისს, ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად პროკურატურამ თანხმობა მისცა კარლო ჯულიანი გვამის კრემაციაზე.
48. ექსპერტების დასკვნა წარმოდგენილ იქნა 2001 წლის 6 ნოემბერს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კარლო ჯულიანის მოხვდა ტყვია მარცხენა თვალის ქვემოთ, რომელმაც გაიარა თავის ქალა და გამოვიდა გარეთ თავის ქალის უკანა ნაწილის მარცხენა მხარეს. ტყვიის მოძრაობის ტრაექტორია იყო შემდეგი: იგი გასროლილ იქნა 50 სანტიმეტრზე მეტი მანძილიდან, მან იმოძრავა წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ დაღმა მიმართულებით. კარლო ჯულიანი იყო 1.65 მეტრი სიმაღლის. პირი რომელმაც ისროლა პირდაპირ უყურებდა მსხვერპლს და იმყოფებოდა ოდნავ მისგან მარჯვნივ. ექსპერტების დასკვნით თავში მიღებულმა ჭრილობამ რამდენიმე წუთსი გამოიწვია კარლო ჯულიანი სიკვდილი. ჯიპის სხეულზე გადავლამ მხოლოდ უმნიშვნელო, მცირე დაზიანებები გამოიწვია მკერდისა და მუცლის არეში.
(b) მ.პ. სა და დ.რ.-ს საექსპერტო სამედიცინო შემოწმება
49. Piazza Alimonda-ს დატოვების შემდეგ, ჯიპში მყოფმა სამმა კარაბინერმა გენუის ჰოსპიტალის დაზიანებების განყოფილებას მიაკითხეს. მ.პ. უჩიოდა სისხლნაჟღენთებს მარჯვენა ფეხზე და თავის ქალის დაზიანებას ღია ჭრილობებით. მუხედავად ექიმთა რჩევისა რომ მ.პ. ჰოსპიტალში დარჩენილიყო მან ხელი მოაწერა გაშვებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს და საავადმყოფო დატოვა საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე. მისი გადმოცემით თავის ქალის დაზიანება მან მიიღო ჯიპში ჯდომისას თავში მყარი, გლუვი საგნის ჩარტყმის შედეგად.
50. დ.რ.-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები ცხვირისა და ყვრიმალის არეში, ასევე სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრისა და მარცხენა ფეხის მიდამოებში. ფ.კ.-ს აღენიშნებოდა პოსტ ტრამვატული ფსიქოლოგიური აშლილობა. მის გამოჯანმრთელბას კი სავარაუდოთ 15 დღე ჭირდებოდა.
51. სამედიცინო შემოწმება ჩატარდა დაზიანებების ხასიათისა და ჯიპში მყოფი პირების თავდასხმასთან კავშირის დასადგენად. სამედიცინო დასკვნის მიხედვით მ.პ.-ს და დ.რ.-ს მიღებული დაზიანებები არ იყო სიცოცხლისთვის საშიში. მ.პ.-ს თავის ქალის დაზიანება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მასზე ნასროლი ქვით, მაგრამ შეუძლებელი იყო სხვა დაზიანებების წარმომავლობის დადგენა. დ.რ.-ს დაზიანებები სახის მიდამოებში შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მასზე ქვის სროლის შედეგად ხოლო მხრის დაზიანება ხის ჯოხის ჩარტყმის შედეგად.
(c) პროკურორის მიერ დანიშნული ბალისტიკური ტესტირება
(i) ტესტების პირველი ნაწილი
52. 2001 წლის 4 სექტემბერს პროკურატურამ ბატონ კანტანელას დაავალა დაედგინა იყო თუ არა ერთი და იგივე იარაღიდან ნასროლი, კერძოდ მ.პ.-ს იარაღიდან, ის 2 მასრა რომელიც ნაპოვნი იქნა შემთხვევის ადგილას (ერთი ჯიპში და მეორე კარლო ჯულიანის სხეულთან რამდენიმე მეტრში - იხ. ზემოთ პარაგრაფი 31). 2001 წლის 5 დეკემბერს, ექსპერტმა მის დასკვნაში დაწერა, რომ 90 % იანი ალბათობით მასრა, რომელიც ჯიპში იქნა ნაპოვნი მ.პ.-ს იარაღიდან იყო ნასროლი, ხოლო მეორე მასრა, რომელიც კარჯო ჯულიანის სხეულთან ახლოს იპოვნეს მხოლოდ 10 % იანი ალბათობით შეიძლება ნასროლი ყოფილიყო იგივე იარაღიდან.
(ii) ტესტირების მეორე ნაწილი
53. პროკურატურამ მეორე ექსპერტი დანიშნა, პოლიციის ინსპექტორი ბატონი მანეტო. 2002 წლის 15 იანვარს მან მის დასკვნაში განაცხადა რომ 60 % იანი ალბათობით, სხეულის ახლოს ნაპოვნი მასრა მ.პ.-ს იარაღიდან იყო ნასროლი. მან დაადგინა რომ ორივე მასრა ერთი და იგივე იარაღიდან იყო ნასროლი და ასევე მიახლოებით განსაზღვრა მანძილი მ.პ.-სა და კარლო ჯულიანის შორის. მისი დასკვნის მიხედვით გასროლის დროს მათ შორის მანძილი 110-140 სანტიმერტს შეადგენდა. ტესტირება ჩატარდა ცალმხრივად.
(iii) ტესტირების მესამე ნაწილი
54. 2002 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ დაავალა ექსპერტთა ჯგუფს (ბატონი ბალოსინო, ბატონი ბენედეტი, ბატონი რომანინი და ბატონი ტორე) “თუნდაც ვირტუალურად აღედგინათ მ.პ.-სა და ცარლო ჯულიანის მოქმედებები ზუსტად იქამდე და მას შემდეგ როდესაც ტყვია მოხვდა მსვრეპლს”. უფრო ზუსტად კი ექსპერტებს დაევალათ დაედგინათ მანძილი მ.პ.-სა და კარლო ჯულიანის შორის, ასევე გასროლის კუთხე და მ.პ.-ს მხედველობის არე ჯიპიდან გასროლის მომენტში. დოკუმენტებიდან ირკვევა რომ ბატონმა რომანინიმ 2001 წლის სექტემბერში სტატია გამოაქვეყნა სპეციალურ ჟურნალში (TAC Armi) სადაც მისი აზრი გამოხატა რამდენიმე საკითხზე და მათ შორის აღნიშნა რომ მ.პ.-ს ქმედება წარმოადგენდა “წმინდა და სრულიად გამართლებულ თავდაცვით მოქმედებას”.
55. ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას ესწრებოდნენ მომჩივანთა მიერ დანიშნული წარმომადგენლები და ექსპერტები. მომჩივანთა ადვოკატმა ბატონმა ვინჩიმ განაცხადა რომ მას არ სურდა განაცხადის შეტანა არსებული მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით. (incidente probatorio). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლის 1 ნაწილის (f) ქვეპუნქტი და მე -2 ნაწილი უფლებას აძლევს პროკურორს და ბრალდებულს, სხვა მოქმედებებთან ერთად გამომძიებელი მოსამართლისგან მოითხოვონ (giudice per le indagini preliminari) სამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, როდესაც საკითხი ეხება პირს, საგანს ან ადგილს.
56. 2002 წლის 20 აპრილს შემოწმება ჩატარდა შემთხვევის ადგილზე. გასროლის კვალი აღმოჩენილ იქნა Piazza Alimonda-ზე მდებარე შენობის კედელზე, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე.
57. ექსპერტებმა მათი დასკვნა 2002 წლის 10 ივნისს წარმოადგინეს. ექსპერტებმა დასკვნის თავშივე განაცხადეს რომ მათ ხელი არ მიუწვდებოდათ კარლო ჯულიანის გვამზე ვინაიდან მოხდა მისი კრემირება. ეს კი წარმოადგენდა იმ ძირითად დაბრკოლებას, რამაც მათ საშუალება არ მისცა დაეწერათ ამომწურავი დასკვნა, ვინაიდან მათ არ მიეცათ საშუალება ხელმეორედ შეესწავლათ გვამის ნაწილები და აღმოეჩინათ ყველაზე მცირე ზომის კვალი (micro-traces). იმ “მცირე არსებულ მასალებზე” დაყრდნობით ექსპერტები შეეცადენ დაედგინათ თუ რა სახის ზიანი მიაყენა ტყვიამ კარლო ჯულიანის სხეულს.
58. თავის ქალის დაზიანება იყო მძიმე ხარისხის, რამაც მისი სწრაფი სიკვდილი გამოიწვია. ტყვია ნაწილობრივ ჩარჩა მის თავის ქალაში. სხეულის სრულ სკანირებასთან დაკავშირებული დასკვნა (referto radiologico), რომელიც გვამის გაკვეთამდე ჩატარდა მიუთითებს “კანქვეშა, სავარაუდოთ ლითონის ნამსხვრევზე”, რომელიც, თავის ქალის უკანა ნაწილში, ძვლის ზემოთ არის განლაგებული. გაუმჭირვალე, ლითონის ნაწილაკი წააგავს ტყვიის ნაწილს. შემავალი ჭრილობის ვიზუალური მხარე არ იძლეოდა ცალსახა შეფასების საშუალებას. მისი არასწორი მოხაზულობა ძირითადათ აიხსნებოდა სხეულის ნაწილში ტყვიით დაზიანებული ქსოვილით ტიპით. ერთერთი შესაძლო ახსნა იყო ის რომ ტყვია პირდაპირ არ მოხვდა კარლო ჯულინის და გზაში მოხვდა სხვა საგანს, რომელმაც შესაძლოა დააზიანა და შეანელა სანამ მიაღწევდა მსხვერპლის სხეულამდე. ეს ჰიპოთეზა ხსნიდა გამომავალი ჭრილოვის მცირე ზომას და იმ გარემოებას რომ ტყვია დანაწევრდა კარო ჯულიანის თავში.
59. ექსპერტებმა ასევე განაცხადეს კარლო ჯულიანის ნიღაბზე სავარაუდოთ ტყვიის პატარა ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ, რომელიც სწორედ ნიღბიდან ამოიღეს მისი დამუშავებისას. შეუძლებელი იყო იმის დადგენა ნიღბის რომელი მხარეს იყო (წინა თუ უკანა) ეს ნაწილაკი განთავსებული. ამ ნაწილაკზე აღმოჩენილ იქნა ნივტიერების ნაწილი, რომელიც მიეკუთვნებოდა არა ტყვიას, არამედ ნივთიერებას რომელიც მშენებლობასი გამოიყენება. გარდა ამისა ტყვიის მიკრო ნაწილაკები აღმოჩენილ იქნა ნიღბის წინა და უკანა მხარეზე, რამაც სავარაუდოთ დაადასტურა ჰიპოთეზა რომ ტყვიას გარე ნაწილი ჩამოშორდა სხეულთან შეხებისას. ექსპერტთა აზრით შეუზლებელი იყო იმ შუა სხეულის დადგენა რომელსაც ტყვია სავარაუდოთ სხეულამდე შეეხო. თუმცა ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ცეცხლმაქრი რომელიც კარლო ჯულიანის ეჭირა გაშლილი ხელებით. გასროლის მანძილი კი 50-100 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობდა.
60. იმისათვის რომ ექსპერტებს აღედგინათ მომხდარი ობიექტურ თეორიაზე დაყრდნობით “intermediate object theory” მათ რამდენიმე სატესტო გასროლა განახორციელეს, ასევე გამოიყენეს ვიდეო და კომპიტერული სიმულაცია. მათ დაადგინეს რომ შეუძლებელი იყო ტყვიის ტრაექტორიის დადგენა, ვინაიდან ეჭვგარეშე იყო რომ ტყვიამ ტრაექტორია შეჯახების შედეგად შეიცვალა. ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით, რომელზეც მოჩანს თუ როგორ იშლება ჰაერში ნაწილებათ ქვა, ასევე გასროლის ხმა რომელიც ისმის აუდიო ჩანაწერზე, ექსპერტებმა დაადგინეს რომ ქვა დაიმსხვრა სწორედ გასროლის შემდეგ. ვიდე სიმულაციამ ასევე აჩვენა რომ აღმა ნასროლი ტყვია კარლო ჯულიანის მოხვდა მას შემდეგ რაც სწორედ ამ ქვას შეეჯახა, რომელიც სხვა დემონსტრანტმა ესროლა ჯიპს. ექსპერტებმა ივარაუდეს რომ მანძილი კარლო ჯულიანისა და ჯიპს შორის შეადგენდა 1.75 მეტრს და მ.პ.-ს ჰქონდა შესაძლებლობა გასროლის მომენტში დაენახა კარლო ჯულიანი.მომჩივანთა მიერ წარმოებული გამოძიება
61. 2002 წლის 19 თებერვალს მომჩივნებმა წარმოადგინეს მათი ადვოკატისთვის, ერთ-ერთი დემონსტრანტის, ჯ.მ.-ს მიერ მიცემული ჩვენება, სადაც იგი აცხადებდა რომ კარლო ჯულიანი მის სხეულზე ჯიპის გადავლის შემდეგაც ცოცხალი იყო. მათ ასევე წარმოადგინეს კარაბანიერ ვ.მ.-ს ჩვენება სადაც იგი აცხადებდა რომ სამართალდამცავების მიერ ხშირი იყო ისეთი მოდიფიცირებული ტყვიების გამოყენების პრაქტიკა, როგორიც გამოიყენა მ.პ.-მ, რათა გაზრდილიყო ტყვიის ეფექტიანობა და შემდგომ პატარ-პატარა ნაწილებად დაშლილიყო.
62. და ბოლოს მომჩივნებმა წარმოადგინეს მათ მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ შექმნილი ორი დასკვნა. ერთ-ერთი ექსპერტის, ბატონი ჯენტილეს დასკვნის მიხედვით ტყვია უკვე იყო ნაწილაკებად დაშლილი და ფრაგმენტირებული, როდესაც ის მსხვერპლს მოხვდა. იმის ახსნა, რომ ტყვია ნაწილებად დაიშალა ორი გარემოებით შეიძლება. ან ადგილი ქონდა მწარმოებლის მხრიდან დეფექტს ან იგი სპეციუალურად იყო იმგვარად მოდიფიცირებული რომ შესაძლებელი იყო მისი დაშლა გასროლის შემდეგ. თუმცა ექსპერტთა აზრით ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო და ნაკლებად რეალური ვიდრე პროკურატურის ექსპერტების მიერ განვითარებული სცენარი (ის რომ ტყვია შეჯახა შუამდებარე საგანს).
63. მომჩივანთა მიერ დანიშნულმა სხვა ექსპერტებმა, რომელთაც უნდა აღედგინათ მომხდარი მოვლენები, დაადგინეს რომ ქვა დაიმსხვრა ჯიპზე მოხვედრის შედეგად და არა მ.პ.-ს მიერ გასროლილ ტყვიასთან შეჯახების შედეგად. იმისათვის რომ აუდიო და ვიდეო, განსაკუთრებით კი ფოტო სურათების საშუალებით მოხდეს სურათის აღდგენა, ამისათვის აუცილებელი იყო ფოტოგრაფის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, ასევე მისი ხედვის კუთხისა და გამოყენებული აპარატურის სახეობის დადგენა. ასევე აუცილებელი იყო იმის დადგენა თუ რა დროს არის გადაღებული ფოტო სურათები და როგორ ემთხვევიან ისინი ხმის ჩანაწერებს. მომჩივანთა მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა გააკრიტიკეს პროკურატურის ექსპერტების მიერ გამოყენებული მეთოდები, რომელთაც საკუთარი დასკვნები გამოიტანეს ვიდეო და კომპიუტერულ სიმულაციაზე დაყრდნობით, ასევე დაწვრილებით და დეტალურად არ შეისწავლეს არსებული ფოტოსურათები. მათ ასევე გააკრიტიკეს სატესტო გასროლების ჩატარების მეთოდი.
64. მომჩივანთა ექსპერტებმა დაასკვნეს რომ კარლო ჯულიანი გასროლის მომენტში ჯიპიდან 3 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. უდავო იყო რომ სასიკვდილო ტყვია ნაწილებად იყო დაშლილი როდესაც ის მსხვერპლს მოხვდა. იმის შესაძლებლობა რომ ტყვია ქვას შეეჯახა როგორც ჩანდა ვიდეო ფირზე უნდა გამორიცხულიყო. ქვა ტყვიას სხვაგვარად დაშლიდა და შესაბამისად სხვანაირ კვალს დატოვებდა კარლო ჯულიანის სხეულზე. გარდა ამისა მ.პ.-ს ზემო მიმართულებით არ გაუსროლია.პროცედურის შეჩერების მოთხოვნა და მომჩივანთა პროტესტი პროცედურის შეჩერების მოთხოვნა
65. ადგილობრივი გამოძიების დასასრულს, გენუის პროკურორმა გადაწყვიტა მოეთხოვა მ.პ.-სა და ფ.კ.-ს წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა. პროკურორმა აღნიშნა რომ 2001 წლის 19 ივნისს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული ოპერაციების დაგეგმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ნაწილობრივ სწორედ ამან განაპირობა 20 ივლისს გამოვლენილი პრობლემები. თუმცა მან არ დააკონკრეტა თუ რომელ ცვლილებებს და პრობლემებს გულისხმობდა.
66. პროკურორმა ასევე დაადგინა რომ ბატონი ლაუროსა და კაპიტან კაპელოს ვერსიები ერთმანეთისგან ერთ კონკრეტულ ნაწილში განსხვავდებოდა. კერძოდ ბატონი ლაურო აცხადებდა რომ გადაწყვეტილება Via Caffa-ზე დემონსტრანტთა მსვლელობის შესაჩერებლათ სამართალდამცავების განლაგების შესახებ ერტობლივად იქნა მიღებული, როდესაც კაპიტანი კაპელოს აცხადებდა რომ ეს იყო ბატონი ლაუროს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, იმ რისკების მიუხედავათ რაც განპირობებული იყო დანაყოფის სიმცირით და სამართალდამცავთა გადაღლილობით.
67. ექსპერტები შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე: გასროლები განხორციელდა მ.პ.-ს პისტოლეტიდან, რომელთაგან პირველმა გასროლამ მოკლა კარლო ჯულიანი; ტყვია ნაწილებად არ დაშლილა მხოლოდ მსხვერპლზე მოხვედრის შედეგად; და ფოტო რომელზეც კარლო ჯულიანია ასახული ცეცხლმაქრით ხელში მაშინ არის გადაღებული, როდესაც იგი ჯიპიდან 3 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
68. თუმცა მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ შემდეგ საკითხებზე:
(a) პროკურატურის ექსპერტთა დასკვნით კარლო ჯულიანი მანქანიდან 1.75 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა როდესაც ტყვია მოხვდა (ჯულიანის ოჯახის ექსპერტების დასკვნის მიხედვით კი 3 მეტრის მოშორებით)
(b) პროკურატურის ექსპერტთა აზრის საწინააღმდეგოდ, ჯულიანის ოჯახის ექსპერტების აზრით გასროლა მოხდა იქამდე სანამ ვიდეო ფირზე ქვა გამოჩნდებოდა.
69. რადგან მხარეები შეთანხმდნენ იმაზე რომ ტყვია ნაწილებად დაიშალა იქამდე სანამ მოხვდა მსხვერპლს, პრიკურორმა დაასკვნა რომ მხარეები ასევე თანხმდებოდნენ ტყვიის ნაწილებათ დაშლის მიზეზზე და მომჩივნები ასევე თანხმებოდნენ ეგრეთწოდებული “შუამდებარე საგნის თეორიას”. ტყვიის ნაწილებად დაშლის სხვა შესაძლო ვერსიები როგორიც იყო მწარმოებლის დეფექტი და თავად ტყვიის მოდიფიცირება თავად მომჩივნებმა მიიჩნიეს ნაკლებად შესაძლოდ. პროკურორის აზრით ეს ვერ ჩაითვლებოდა ლოგიკურ ახსნად.
70. გამოძიება საკმაოდ დიდ დროს გაგრძელდა, რამდენიმე მიზეზის გამო, როგორიც იყო რამდენიმე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანება, გვამის გაკვეთის დასკვნის ზედაპირულობა და ერთ-ერთი ექსპერტის, ბატონ კანტანელას მიერ დაშვებული შეცდომები. მიუხედავად ამისა გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა ყველა საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაზე დამაჯერებელი იყო ჰიპოთეზა, რომ ტყვია ზემო მიმართულებით იყო ნასროლი და მიმართულება შეიცვალა ქვის გამო. მიუხედავად ამისა საქმეში არ მოიპოვებოდა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად თუ როგორი განზრახვით გაისროლა მ.პ.-მ - დემონსტრანტების დაშლის მიზნით თუ ერთი ან რამდენიმეს დაშავების ან მოკვლის გათვითცნობიერებული საფრთხის გათვალისწინებით. არსებობდა სამი ვარიანტი და ეს საკითხი ვერასდროს ბოლომდე ვერ იქნებოდა გამორკვეული. ეს ვარიანტები იყო შემდეგი:
- გასროლა განხორციელდა დემონსტრანტების დაშინების მიზნით და საქმე გვაქვს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ჩადენასთან
- მ.პ.-მ განახორციელა გასროლა რათა შეეჩერიბინა შეტევა და მან დაუშვა ვინმეს მოკვლის რისკი, ეს კი დაკვალიფიცირდებოდა როგორც განზრხ მკვლელობა
- მ.პ. -მ დაუმიზნა იარაღი კარლო ჯულიანის, რაც ასევე დაკვალიფიცირდებოდა განზრახ მკვლელობათ.
პროკურორის აზრით საქმეში არსებული მტკიცებულებები გამორიცხავდა მესამე ვარიანტს.
71. პროკურორის აზრით ის ფაქტი რომ ტყვია მოხვდა ქვას ვერ მოხსნიდა შემთხვევით კავშირს მ.პ.-ს ქმედებასა და კარლო ჯულიანის სიკვდილს შორის. იმის გათვალისწინებით რომ კავშირი კვლავ არსებობდა დასადგენი იყო მოქმედებდა თუ არა მ.პ. თავდაცვის მიზნით.
72. დამტკიცდა რომ ჯიპში მყოფთ ფიზიკური ხელყოფის საფრთხე ემუქრებოდათ და მ.პ. და მ.პ. საფრთხის საპასუხოd მოქმედებდა. უნდა შეფასდეს მ.პ.-ს საპასუხო ქმედების აუცილებლობა და პროპორციულობა. ამ უკანასკნელის შეფასება კი მეტ დელიკატურობას მოითხოვს.
73. პროკურორის აზრით მ.პ.-ს სხვა არჩევანი არ ჰქონდა და იგი სხვაგვარად ვერ იმოქმედებდა, ვინაიდან ჯიპი გარშემორტყმული იყო დემონსტრანტებით და ჯიპში მყოფთა მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოხატულება იყო აშკარა და მტრული. მ.პ.-ს გააჩნდა საფუძველი მიმხვდარიყო რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. პისტოლეტი წარმოადგენდა საშუალებას რომლესაც შეეძლო შეტევა შეეჩერებინა და მ.პ.-ს ვერ გააკრიტიკებ იმ აღჭურვილობის გამო რომელიც მასზე გაიცა. მისგან ვერ იქნებოდა მოსალოდნელი რომ იგი არ გამოიყენებდა იარაღს და დაუშვებდა მისი სიცოცხლისთვის საშიში შეტევეის განხორციელებას. ამ მოსაზრებებმა განაპირობა საქმის წარმოების შეწყვეტა. მომჩივანთა პროტესტი
74. 2002 წლის 10 დეკემბერს მომჩივნებმა გააპროტესტეს პროკურორის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ. მათი ვარაუდით რადგანაც პროკურატურამ თავად დაინახა რომ გამოძიება იყო არასრულყოფილი და არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებდა, სიმართლის დასადგენათ მნიშვნელოვანი იყო შეჯიბრებითი/ალტერნატიული პროცედურების ჩატარება. მათი აზრით შეუძლებელია ერთდოულად იდაო იმაზე რომ მ.პ.-მ გაისროლა ჰაერში და იგი თავს იცავდა მას შემდეგ როდესაც მან თვითონ განაცხადა რომ გასროლის მომენტში იგი ვერ ხედავდა კარლო ჯულიანის.
75. მომჩივნებმა დამატებით აღნიშნეს რომ მათ მიერ სადაო შუამდებარე საგნის თეორია, რომელიც მომხდარიდან მხოლოდ ერთი წლის მერე იქნა წამოწეული, ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდებს და არ იყო გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. ასევე არსებობდა სხვა შესაძლო ახსნები.
76. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით კარლო ჯულიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც მას ჯიპმა გადაუარა. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე რომ პრკურორმა ზედაპირული უწოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას რომელის მიხედვითაც ჯიპის გადავლას არ გამოუწვევია სერიოზული დაზიანებები. მათ ასევე გააკრიტიკეს გადაწყვეტილება რომლითაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კარაბინერებს მიანდეს.
77. შესაბამისად მ.პ. და ფ.კ. უნდა წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე, ალტერნატივის სახით კი მომჩივნებმა მოითხოვეს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება:
(a) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, რომელიც დაადგენდა კარლო ჯულიანის გარდაცვალების დროსა და მიზეზს, იმისათვის რომ დადგინდეს იყო თუ არა იგი ცოცხალი ჯიპით გადავლის დროს და მას შემდეგ.
(b) ჩვენება ჩამოერთვას პოლიციის უფროსს ბატონ დე გენაროს და კარაბინერ ზაპიას, იმის დასადგენად თუ რა ინსტრუქციები იყო გაცემული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
(c) დადგინდეს და მოიძებნოს ის პირი რომელმაც ისროლა ქვა, რომელმაც სავარაუდოთ შეუცვალა ტყვია მიმართულება.
(d) დამატებით დაიკითხონ ის დემონსტრანტები რომელნიც წინა რიგებში იმყოფებოდნენ
(e) ჩვენება ჩამოერთვას კარაბინერ ვ.მ.-ს რომელმაც ისაუბრა ტყვიის თავების გადაჭრის შესახებ. (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 63 ).
(f) ექსპერტიზა ჩატარებოდა მოვლენების დროს Piazza Alimonda-ზე მყოფი ყველა პოლიციელის და კარაბინერის ნასროლ ვაზნებს და იარაღს. გამომძიებელი მოსამართლის წინაშე განხორციელებული სამართალწარმოება
78. მოსმენა გამომძიებელ მოსამართლესთან 2003 წლის 17 აპრილს შედგა. მომჩივნები დარჩნენ იმ პოზიციაზე რომ სასიკვდილო ტყვიას არ შეუცვლია ტრაექტორია და პირდაპირ მოხვდა მსხვერპლს. თუმცა ისინი დაეთანხმენ იმას, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება რომ მ.პ.-მ შეცვალა ტყვია მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ეს უბრალოდ ერთ-ერთი თეორია იყო.
79. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის საკითხები რაზეც ადრე შეთანხმება არსებობდა აღმოჩნდა რომ შეუთანხმებელია, პირიქით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მან ხაზი გაუსვა იმას რომ მომჩივანთა ექსპერტი ბატონი ჯენტილე ადრე ეთანხმებოდა იმ ფაქტს, რომ ტყვია დაზიანდა იქამდე სანამ კარლო ჯულიანის მოხვდა. ბატონმა ჯენტილემ ასევე აღიარა რომ ტყვიის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი ტყვიის სხვა საგანთან შეჯახება იყო ან მეორე შესაძლო მიზეზი ტყვიის ქარხნული წუნი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა მეორე მიზეზი ნაკლებად სავარაუდო იყო ვიდრე პირველი.
გამომძიებელი მოსამართლის გადაწყვეტილება
80. 2003 წლის 5 მაისს რეესტრში გატარებული ბრძანებით გენუის გამომძიებელმა მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ.[1].
ფაქტების დადგენა
81. გამომძიებელი მოსამართლე დაეყრდნო მოვლენათა ანონიმურ მონათხრობს რომელიც საფრანგეთის მოქალაქემ გამოაქვეყნა ანარქისტულ ვებ გვერდზე (). მან ჩათვალა რომ ეს ინფორმაცია იყო სანდო ვინაიდან ის ემთხვეოდა აუდიო-ვიდეო მასალებს და მოწმეთა ჩვენებებს. აღნიშნული მონათხრობი აღწერდა Piazza Alimonda-ზე სექმნილ მდგომარეობას და დემონსტრანტების შეტევას კარაბინერების წინააღმდეგ. თავდასხმას ხემძღვანელობდნენ დემონსტრანტები, რომლებიც კარაბინერებს ესროდნენ ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდათ, ხოლო სხვებს მოქონდათ ნაგვის კონტეინერები და ნაგვის ყუთები მობილური ბარიკადების მოსაწყობათ. მოედანზე არსებული ვითარება იყო დაძაბული, სამართალდამცველებს უტევდა ხალხის მასა რომელიც წინ მოიწევდა, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს და უმალვე იღებდნენ ახალ იარაღს. კარაბინერები კი ისროდნენ ცრემლსადენ გაზს, თუმცა ბოლოს კონტიგენტს მოუწია უკან დაეხია Piazza Alimonda-ს მიმართულებით, სადაც ერთ-ერთი ჯიპი რომელიც მათ მოყვებოდა მოექცა დემონსტრანტთა ალყაში. რკინის ჯოხებითა და სხვა საგნებით შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა შეუტიეს ჯიპს და უკანა საქარე მინა ჩაუმტვრიეს. ავტორმა გაიგო 2 გასროლის ხმა და დაინახა კარაბინერის ხელი ჯიპის შიგნით, რომელსაც იარაღი ეჭირა. როდესაც ჯიპი წავიდა და ხმაური შეწყდა მან დაინახა ახალგაზრდა კაცი რომელიც მიწაზე იწვა და თავი სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული. ავტორი ასევე აღწერს თუ როგორ აღშფოდნენ დემონსტრანტები როდესაც გაიგეს რომ ერთ-ერთი დემონსტრანტი დაიღუპა.
82. გამომძიებელმა მოსამართლემ აღნიშნა, რომ ანონიმური დემონსტრანტის მონათხრობი, რომელიც აღწერდა მომხდარს ფაქტიურად იდენტური იყო გამოძიების შედეგებისა, რომლის მიხედვითაც საღამოს 5 საათისთვის დემონსტრანტთა ჯგუფი შეიკრიბა Via Caffa-სა და Via Tolemaide-ს კვეთასთან, სადაც სულერმარკეტის ურიკების, ნაგვის ურნებისა და კონტეინნერების გამოყენებით აღმართეს ბარიკადები. ამ ბარიკადებს ამოფარებულებმა დაიწყეს კარაბინერების კონტინგენტის მიმართულებით სხვადასხვა მყარი საგნებისა და ქვების სროლა. კარაბინერებმა, რომლებიც თავიდან განლაგებული იყვნენ Piazza Alimonda-ს და Via Caffa-ს კუთხეში დიწყეს წინ მოძრაობა დემონსტრანტთა შესაჩერებლათ, რომელთა რაოდენობაც ამასობაში მატულობდა. კონტინგენტ შემოუერთდა ორი ჯიპი, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ფ.კ. და შიგ იმყოფებოდნენ მ.პ. და დ.რ. მიუხედავად ამისა დემონსტრანტებმა ძალადობრივად შეუტიეს და კარაბინერებს უკან დახევა აიძულეს. ჯიპები Piazza Alimonda-ს მიმართულებით გაბრუნდნენ, როდესაც ერთ-ერთი ნაგვის კონტეინერს დაეჯახა. სულ მალე დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, დაუშინეს ქვები, ასევე ურტკამდნენ ყველაფერს რაც კი ხელში ქონდათ. როგორც აუდიო-ვიდეო მასალებიდან ჩანს ჯიპს მინები ჩაუმტვრიეს ქვებით, ლითონის ხელკეტებით და ჯოხებით. დემონსტრანტების მონდომება ჯიპზე შეტევისას აღწერილ იქნა როგორ ძალიან შთამბეჭდავი. ქვების წაწილი კარაბინერებს სახეში და თავში მოხვდა, ხოლო ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ბატონმა მონაიმ ხის გრძელი ხელკეტი მანქანის ფანჯარაში შეყო და დ.რ.-ს დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მხარზე სისხლაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით.
83. ერთ-ერთ ფოტო სურათზე ჩანს თუ როგორ იგერიებს მ.პ. ფეხით ცეცხლმაქრს. სავარაუდოა რომ სწორედ ეს არის ის რკინის საგანი, რომელმაც განაპირობა მის ფეხზე მრავლობითი სისხლნაჟღენთების არსებობა. მომდევნო სურათებზე ჩანს პისტოლეტიანი ხელი ჯიპის სათადარიგო საბურავის ზემოთ მაშინ როდესაც ახალგაზრდა კაცი (კარლო ჯულიანი) იხრება და მიწიდან იღებს ცეცხლმაქრს, დიდი ალბათობით იმ განზრახვით რომ ესროლოს იგი ჯიპის უკანა მინას. ამ მომენტში მოხდა ორი გასროლა ჯიპის შიგნიდან და ახალგაზრდა კაცი დაეცა მიწაზე. ჯიპმა მის სხეულს ორჯერ გადაუარა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე.
84. არსებული მტკიცებულებები და მ.პ.-ს 2001 წლის 20 ივლისის ჩვენება (იხ. ზემოთ პარა. 34-36) მიუთითებდა იმაზე რომ კარლო ჯულიანი სიკვდილი გამოიწვია მ.პ.-ს მიერ განხორციელებულმა ერთ-ერთმა გასროლამ. გამომძიებელმა მოსამართლემ ფაქტიურად მთლიანად მოახდინა იმ ჩვენების ციტირება სადაც მ.პ. საუბრობს მის პანიკის მდგომარეობაზე, დაზიანებებზე რომელიბიც მიადგათ მას და დ.რ.-ს და იმ მომენტზე როდესაც მან ამოიღო იარაღი რომ ვერავის ვერ ხედავდა, თუმცა იცოდა რომ თავდამსხმელები იქ იყვნენ, ვინაიდან არ წყდებოდა ქვების ცვენა. ეს ვერსია ემთხვეოდა დ.რ.-ს, ფ.კ.-ს, სხვა სამხედრო პერსონალისა და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს. გარდა ამისა საქმის მასალები მიუთითებდა რომ მ.პ.-ს ქონდა დაზიანებები და სისხლნაჟღენთები მარჯვენა ფეხზე, ხელზე და თავის ქალაზე. დ.რ.-ს აღენიშნებოდა ნაკაწრები სახეზე და სისხლნაჟღენთი მხარზე და ფეხზე, როდესაც ფ.კ.-ს აღენიშნებოდა პოსტ ტრამვული აშლილობა, რომლის განკურნებაც 15 დღეში იყო შესაძლებელი (იხ. ზემოთ პარა. 51-53). შუამდებარე საგნის თეორია
85. გამომძიებელმა მოსამართლემ აღნიშნა რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით მ.პ.-ს ნასროლმა პირველმა ტყვიამ მოკლა კარლო ჯულიანი. თავის ქალის უკანა ძვლიდან გამოსვლისას ტყვიას ჩამოშორდა გარე ნაწილი, რასაც ადასტურებს გაკვეთამდე ჩატარებული სკანირების შედეგი. ამ ფაქტმა, ისევე როგორც შემავალი და გამომავალი ჭრილობების ხასიათმა, პროკურატურის ექსპერტები მიიყვანა თეორიის ფორმულირებამდე რომ ტყვია იქამდე სანამ მოხვდა კარლო ჯულიანის შეეჯახა გარკვეულ საგანს. შემავალი ჭრილობის ხასიათის იყო ძალიან არატიპური, ხოლო გამომავალი ჭრილობა იყო პატარა, ეს კი გამოწვეული იყო იმით რომ ტყვიამ ან იცვალა ფორმა ან დაიშალა ნაწილებად.
86. აღნიშნული ტყვია იყო დახურული, 9 მილიმეტრიანი პარაბელუმის ტიპის და შესაბამისად ძალიან ძლიერი. ეს ფაქტი და ასევე იმ ქსოვილის დაბალი წინააღმდეგობის ხარისხი, რომელშიც ტყვიამ გაიარა ადასტურებს პროკურატურის ექსპერტების მიერ შემუშავებულ თეორიას. კარლო ჯულიანის ნიღაბზე აღმოჩენილი ლითონის პატარა ნაწილაკი, რომელიც, თავსებადია მ.პ.-ზე გაცემულ ტყვიებთან შეიცავდა ასევე ძვლის ნაწილაკებს. ეს კი მიანიშნებს იმაზე რომ ტყვიამ დაკარგა გარკვეული ნაწილი იქამდე სანამ ძვალს მოხვდებოდა.
87. სიმულირებულმა გასროლებმა გამოავლინა რომ საგანი რომელმაც გამოიწვია ტყვიის ნაწილებად დაშლა ვერ იქნებოდა ვერც ცეცხლმაქრი, რომელიც მსხვერპლს ეჭირა ხელში და ვერც რომელიმე ძვალი რომელიც ტყვიამ გაიარა, სამაგიეროდ ეს შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი იმ მრავალ ქვათაგან, რომელიც დემონსტრანტებმა ჯიპს ესროლეს. ეს დაადასტურა ვიდეო ჩანაწერმა, სადაც ჩანს თუ როგორ იშლება გასროლის მომენტში ქვა ნაწილებად ჰაერში. ფაქტმა რომ საგნის დაშლა და გასროლის ხმა ერთმანეთს დროში დაემთხვა, ნაკლებად დამაჯერებელი გახადა მომჩივანთა თეორია, რომ ქვა დაიმსხვრა ჯიპის სახურავთან შეხებისას. გარდა ამისა მსხვერპლის ნიღაბზე აღმოჩენილი ლითონის ნაწილაკი ასევე შეიცავდა სამშენებლო მასალის ნაწილებს. და ბოლოს, სატესტო გასროლებმა აჩვენა რომ სამშენებლო მასალისგან შექმნილი სხეულები ისევე იმსხვრეოდნენ ტვიის მოხვედრისას, როგორც ეს ვიდეო ფირზე ჩანს, ასევე იწვევდნენ ტყვიის ანალოგიურ დაზიანებას. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა რომ დაშლა ხდებოდა განსხვავებულად, როდესაც საგნებს ესროდნენ მანქანას (მტვერი წარმოიქმნებოდა არა ფრანგმენტაციის მომენტში, არამედ შემდგომ და მცირე ოდენობით).
88. მ.პ.-ს მერ განხორციელებულმა მეორე გასროლამ კვალი დატოვა Piazza Alimonda-ზე მდებარე ეკლესიის კედელზე (5.3 მეტრის სიმაღლეზე). პირველი გასროლილი ტყვია კი კარლო ჯულიანის მოხვდა. ბალისტიკურმა ტესტებმა ვერ დაადგინა ტყვიის ზუსტი ტრაექტორია. თუმცა პროკურატურის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი რომ ჯიპის სიმაღლე 1.96 მეტრს შეადგენდა და ვიოდეოზე დანახული ქვა ჩაწერის მომენტში 1.9 მეტრის სიმაღლეზე იყო. აქედან გამომდინარე მათ აწარმოეს რამდენიმე სატესტო გასროლა, როდესაც იარაღი ქვიდან 1.3 მეტრის დაშორებით ხოლო ქვა მიწიდან 1.9 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა: ტყვიამ მიმართულება დაღმა შეიცვალა და პისტოლეტიდან 1.75 მეტრით დაშორებულ დაფას მოხვდა 1.1 დან 1.8 მეტრის სიმაღლეზე. ეს მონაცემები დაემთხვა ცალკეულ დემონსტრანტთა ჩვენებებს რომლებიც მოვლენებს ადგილზე შეესწრენ. მათი ჩვენების მიხედვით კარლო ჯულიანი ჯიპიდან 2 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა როდესაც მას სასიკვდილო ტყვია მოხვდა. პროკურატურის ექსპერტებს ეს ჩვენებები არ ჰქონდათ მიღებული როდესაც სამუშაო ჩაატარეს.
89. The foregoing considerations suggested that, as concluded by the prosecuting authorities’ experts, the shot had been fired upwards, above Carlo Giuliani, who was 1.65 m tall. The stone had disintegrated 1.9 metres above the ground.
წინამდებარე მოსაზრებები მიანიშნებს, რომ საგამოძიებო ორგანოების ექსპერტების დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ გასროლა მოხდა ზემო მიმართულებით, კარლო ჯულიანის თავს ზემოთ, რომელიც იყო 1.65 მ სიმაღლის. ქვა კი, რომელსაც ტყვია მოხვდა დაიშალა მიწიდან 1.9 მეტრის სიმაღლეზე.
მ.პ.-ს ხედვის კუთხე
90. მ.პ.-ს ხედვის კუთხე სავარაუდოდ შეზღუდული იყო ჯიპის სათადარიგო საბურავით. თუმცა ამის ზუსტი შეფასების გაკეთება რთული იყო ვინაიდან მ.პ.-ს სახე არ ჩანდა საქმეში არსებულ არც ერთ სურათზე, როდესაც სურათებზე მკაფიოდ ჩანდა მისი ხელი რომელშიც იარაღი ეჭირა. თუმცა სურათების მიხედვით იგი სავარაუდოთ ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში იყო (in posizione semidistesa) ან მანქანის იატაკზე იდგა მუხლებზე, რასაც მ.პ. თავად ადასტურედა მის ჩვენებაში. ამას ასევე ადასტურებდნენ დ.რ. და დემონსტრაციის მონაწილე პრედონცანი. ამას კი მივყავართ დასკვნამდე რომ მ.პ. ვერ ხედავდა ჯიპის უკანა კარებთან, სათადარიგო თვლის ქვემოთ მყოფ ადამიანებს და მან გაისროლა დემონსტრანტების შესაშინებლად.
4. მ.პ.-ს ქმედებების სამართლებრივი აღწერა
91. მომხდარი ფაქტების აღდგენის შემდგომ გამომძიებელი მოსამართლე მ.პ.-ს ქმედებების სამართლებრივ აღწერას შეუდგა. პროკურატურის ორგანოებმა ამ მიმართულებით 2 ჰიპოთეზა განავითარეს (იხ. ზემოთ პარა. 72): ა. რომ მ.პ. - გაისროლა ჰაერში, რაც შეიზლება მაღლა ჯიპზე თავდამსხმელების დაშინების მიზნით, რომელ შემთხვევაშიც მ.პ.-ს ბრალი სიცოცხლის გაუფთხილებლობით მოსპობის მუხლით უნდა წარედგინოს (omicidio colposo) და ბ. რომ მ.პ.-მ არავიზე და არაფერზე დამიზნების გარეშე გაისროლა შეტევის შეჩერების მიზნით, რომელ შემთხვევაშიც მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა წარედგინოს, რმელიც მან ჩაიდინა უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად, რადგან მას გათვიცნობიერებული ჰქონდა საფრთხე, რომ ნასროლი შეიძლება დემონსტრანტს მოხვედროდა.
92. გამომძიებელი მოსამართლის აზრით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი პირველი ჰიპოთეზა და იყო სწორი. თუ მ.პ.-მ ისროლა ჰაერში რაც შეიძლება მაღლა, მისი ქმედება არ იქნებოდა დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, და მიზეზობრივი კავშირი ყველა შემთხვევაში გაწყდებოდა გაუთვალისწინებელი ფაქტორის გამო, რომელიც მისი კონტროლის გარეთ იყო, კერძოდ საუბარია ტყვიის შეჯახებაზე შუამდებარე საგანთან.
93. თუ კი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მეორე ჰიპოთეზა იქნებოდა მისაღები, მაშინ უნდა დადგენილიყო არსებობდა თუ არა გამამართლებელი საფუძვლები (ირაღის ლეგიტიმური გამოყენება ან თავდაცვა სისხლის სამართლის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად - იხ. ქვემოთ პარა. 142-144), რაც მ.პ.-ს გაათავისუფლებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მის ქმედებას არადასჯადს გახდიდა. ლეგიტიმურად გამოიყენა თუ არა მ.პ.-მ მისი კუთვნილი იარაღი (სსკ-ს 53 -ე მუხლი)
94. გამომძიებელმა მოსამართლემ პირველ რიგში განიხილა საკითხი იყო თუ არა იარაღის გამოყენება ლეგიტიმური. სსკ 53-ე მუხლის თანახმად (იხ. ქვემოთ პარა. 143), სახელმწიფოს წარმომადგენლებს (agents) გაცილებით ფართო უფლებამოსილება აქვთ თავდაცვის კონტექსტში ვიდრე რიგით მოქალაქეებს. გამართლების ეს საფუძველი უპირობოდ არ ნიშნავდა იმას, რომ რეაქცია იყო საფრთხის პროპორციული, მაგრამ გამოწვეული იყო აუცილებლობით. სახელმწიფოს წარმომადგენელთათვისაც კი იარაღის გამოყენება დასაშვებია უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (extrema ratio). მიუხედავად ამისა, ვერ დადგება სახელმწიფოს წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხი ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს იმაზე მეტად სერიოზულ მოვლენასთან ვიდრე მოხელეს შეეძლო წარმოედგინა, რადგანაც ეს რისკი თან ახლავს იარაღის გამოყენებას. ზოგადად სსკ-ს 53-ე მუხლი იძლევა აუცილებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენების უფლებას ძალადობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად.
97. მ.პ. აღმოჩნდა ძალადობით აღსავსე სიტუაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის მოშლას და კარაბინერებზე შეტევას, რომელთა უსაფრთხოებასაც პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა. ამასთან დაკავშირებით გამომძიებელმა მოსამართლემ ორი ჯიპზე თავდამსხმელის ჩვენების ციტირება მოახდინა (ბატონები პრედონანცი და მონაი), სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შეტევის ძალადობრივ ხასიათს. ასევე შეეხო საქმეში არსებულ ფოტო სურათებს. მხვერპლის მოქმედება არ წარმოადგენდა აგრესიის იზოლირებულ გამოვლენას, არამედ წარმოადგენდა რამდენიმე პირის მიერ ჯიპზე ძალადობრივი თავდასხმის მხოლოდ ერთ ფაზას, რომლებიც ჯიპს აქეთ-იქეთ აქანავებდნენ და სავარაუდოდ უკანა კარების გახსნას ცდილობდნენ.
95. საქმეში არსებული მტკიცებილებები გამორიცხავს იმის შესაძლებლობას რომ მ.პ. განზრახ უმიზნებდა კარლო ჯულიანის. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ დავიჯერებთ რომ ეს ასე იყო, საქმის ამ კონკრეტულ გარემოებებში მისი ქცევა გამართლებული იქნებოდა სსკ-ს 53-ე მუხლით, რადგანაც თავდამსხმელთა მიმართულებით გასროლა ლეგიტიმური იყო მათი შეჩერებისა და ზიანის შემცირების ცდის მიზნით, მაგალითად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გვერდის ავლით. დასკვნის სახით უნდა ითქვას რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იყო მართლზომიერი და იმის გათვალისწინებით რომ მ.პ.-მ “ნამდვილად ზემო მიმართულებით გაისროლა” და ტყვია კარლო ჯულიანის მოხვდა მხოლოდ იმიტომ რომ მან მიმართულება შეიცვალა გაუთვალისწინებელი მიზეზით, არ იყო მოსლოდნელი რომ მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა.
Whether M.P. acted in self-defence (Article 52 of the CC)
მოქმედებდა თუ არა მ.პ. საკუთარი თავის დაცვის მიზნით
99. გამომძიებელმა მოსამართლემ აუცილებლათ მიიჩნია გამოერკვია მოქმედებდა თუ არა მ.პ. საკუთარი თავის დაცვის მიზნით, რაც უფრო მკაცრ ტესტს წარმოადგენდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის. იგი დაეთანხმა იმას რომ მ.პ.-მ სწორად აღიქვა ის საფრთხე, რომელიც მას და მისი კოლეგების ფიზიკურ უსაფრთხოებას ემუქრებოდა. არა მარტო კარლო ჯულიანის, არამედ თამდამსხმელთა ჯგუფის მიერ ჯიპზე თავდასხმის გამო საფრთხე იყო პერმანენტული. იმისათვის რომ შეფასება სწორ კონტექსტში გაკეთდეს მ.პ.-ს საპასუხო რეაქცია სროწედ ამ თავდასხმასთან მიმართებაში უნდა იქნას განხილული. გამომძიებელმა მოსამართლემ არ მიიღო მსხვერპლის ოჯახის მიერ წარმოდგენილი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მ.პ.-ს დაზიანებები მიადგა ჯიპის სახურავზე განთავსებული ციმციმას შიდა ღერძის გამო და არა დემონსტრანტების მიერ ნასროლი ქვების გამო.
100. მ.პ.-ს რეაქცია აუცილებელი იყო თავდამსხმელთა რაოდენობის, გამოყენებული საშუალებების, ძალადობის უწყვეტი ფორმის, ჯიპში მყოფი კარაბინერებისთვის მიყენებული დაზიანებების, მანქანის ძრავის ჩაქრობის და მოედნის დატოვებასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო. რეაქცია იყო ძალადობის ხარისხის შესაბამისი.
101. თუ კი მ.პ. არ ამოიღებდა იარაღს და არ გიასროდა შეტევა გაგრძელდებოდა. თუ კი ის ცეცხლმაქრი რომელიც მ.პ.-მ ადრე ერთხელ მოიგერია მანქანაში აღმოჩნდებოდა ის მანქანაში მყოფთა საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს ან უარეს შედეგს გამოიწვევდა. რაც შეეხება შეტევისა და საპასუხო რეაქციის პროპორციულობას, საკასაციო სასამართლომ განაცხადა რომ საფრთხის ქვეშ მყობი ინტერესი უნდა შედარებულ იქნას ბრალდებულის ხელთ არსებულ საშუალებებთან, ხოლო საკუთარი თავის დაცვის მოთხოვნა დაშვებულ უნდა იქნას მაშინაც კი როცა თავდამსხმელისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება მცირედ აღემატება ბრალდებულთათვის მოსალოდნელი ზიანის ხარისხს (იხ. საკასაციო სასამართლოს პირველი სექციის 1987 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება # 08204, კატანია). გარდა ამისა შექმნილ ვითარებაში ეს იყო ერთადერთი შესაძლო საპასუხო რეაქცია, ვინაიდან სხვა სახის, თავდამსხმელთათვის ნაკლები ზიანის მომტანი საპასუხო რეაქცია არ იქნებოდა საკმარისი საფრთხის ასარიდებლად (იხ. საკასაციო სასამართლოს პირველი სექციის 1995 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება # 02554, პ.მ. და ველინო). როდესაც იარაღი თავდასხმის ქვეშ მყოფი ადამიანის თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა, იარაღის გამოყენება უნდა შეზღუდულ იქნას შემდეგი გარემოებებით: გადაწყვეტილებით მისი გამოყენების შესახებ, ჰაერში ან მიწაზე გასროლით ან თავდამსხმელის მიმართულებით გასროლით, მაგრამ არ შეეხოს სასიციცხლო მნიშვნელობის ორგანოებს და თავდამსხმელი არ მოკლას, არამედ მხოლოდ დაზიანება მიაყენოს(იხ. საკასაციო სასამართლოს 1982 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ტოსანის საქმეზე).
102. ამ საქმეში, მ.პ.-ს ერთადერთი სასუალება გააჩნდა თავდასხმის შესაჩერებლათ. ეს იყო მისი იარაღი. მან იგი პროპორციულათ გამოიყენა, ვინაიდან მას ჰქონდა მცდელობა დემონსტრანტები შეეჩერებინა და გასროლამდე დემონსტრანტებს მოუწოდა დაშლილიყვნენ და ადგილი დაეტოვებინათ. ამის შემდეგ მან ზემო მიმართულებით ისროლა და ტყვია მოხვდა მსხვერპლს მოულოდნელი საბედისწერო შემთხვევის გამო (per una tragica fatalità). მას რომ სდომოდა დემონტრანტების დაშავება იგი მაშინ გვერდითა ფანჯრიდან გიასროდა, სადაც არაერთი დემონსტრანტი იყო მოგროვილი. აქედან გამომდინარე იგი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით. ამის გათვალისწინებით ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი მ.პ. კარლო ჯულიანის ნაწილობრივ ხედავდა (რასაც ამტკიცებდნენ მომჩივანთა ექსპერტები და ამას დასაშვებად მიიჩნევდნენ პროკურატურის ექსპერტებიც) თუ საერთოდ არ დაუნახავს იგი, რაც უფრო რეალური იყო, და მან გაისროლა ჰაერში შესაძლებლობისამებრ მაღლა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იმ საფრთხის გათვალისწინებით რომ შეიძლება ვინმე დაეზიანებინა.
ფ.კ.-ს წინააღმდეგ არსებული ბრალდებები
103. გამომძიებელმა მოსამართლემ ასევე დაადგინა რომ საქმეში არსებული მტკიცებელებები გამორიცხავდა ფ.კ.-ს რაიმე სახის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იმის გათვალისწინებით რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა დასკვნის მიხედვით კარლო ჯულიანის სიკვდილი წუთების განმავლობაში გამოიწვია პისტოლეტიდან გასროლამ. ჯიპით სხეულზე გადავლამ მხოლოდ სისხლნაჟღენთები გააჩინა. ყველა შემთხვევაში, ჯიპის გარშემო არსებული არეული სიტუაციის გამო ფ.კ. ვერ ხედავდა კარლო ჯულიანის და ვერც მის დავარდნას მიწაზე.
8. უარი მომჩევნიბების მოთხოვნაზე შემდგომი გამოძიების შესახებ.
104. გამომძიებელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა არც ერთი მოთხოვნა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ (იხ. ზემოთ პარა. 79). უარის თქმის მიზეზები შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:
ა) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მოთხოვნა, იმის დასადგენათ იყო თუ არა კარლო ჯულიანი ცოცხალი ჯიპის გადავლის დროს (იხ. ზემოთ პარა. 79 (ა)) არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ექსპერტიზა სრულყოფილად იყო ჩატარებული. უფრო მეტიც, დაზარალებულ მხარეს მიეცა საშუალება დაენიშნათ საკუთარი ექსპერტი და დასწრებოდნენ გაკვეთას, თუმცა მათ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. გარდა ამისა მსხვერპლის სხეულის კრემაცია განხორციელდა გარდაცვალებიდან სამ დღეში და ამან შეუძლებელი გახადა დამატებით რაიმე სახის გამოკვლევების ჩატარება.
ბ) რაც შეეხება პოლიციის უფროს დე ჯენაროს და მეორე ლეიტენანტ კარაბინერ ზაპიას ქმედებათა კანონიერების შემოწმებას იმ ტიპის “thigh holsters” გამოყენების შესახებ, რომლიდანაც მ.პ. ამოირო იარაღი (იხ. ზემოთ პარა. 79 (ბ)), ცალსახა იყო რომ დირექტივები რომელიც გაიცა საზოგადოებრივი ცესრიგის დაცვის მიზნით, იყო ზოგადი ხასიათის და ისინი არ მოიცავდნენ ინსტრუქციებს რომლებიც ეხებოდა ისეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს როგორიც არის ოფიცრებზე პირდაპირი თავდასხმა. უფრო მეტიც, აღნიშნულ საქმეში არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა თუ სად ჰქონდა მ.პ.-ს მიმაგრებული მისი პისტოლეტი, ვინაიდან მას ჰქონდა უფლება ლეგიტიმურად გამოეყენებინა მისი იარაღი მიუხედავად მისი მდებარეობისა და იმისა თუ საიდან ამოიღო იგი.
გ) იმის დადგენის ნებისმიერი მცდელობატუ რომელმა დემონსტრანტმა ისროლა ის ქვა რომელმაც მიმართულება შეუცვალა ტყვიას (იხ ზემოთ პარა. 79 (ც)) განწირული იყო წარუმატებლობისთვის, ვინაიდან არარეალისტური იყო იმის წარმოდგენა რომ დემონსტრანტი გაყვებოდა ნასროლი ქვის ტრაექტორიას. ყველა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ამ პირის დადგენა და მის ჩვენებებს არ ექნებოდა ძალა მოსამართლის ხელთ არსებულ ტექნიკურ დასკვნებთან მიმართებაში.
დ) დემონსტრაციის მონაწილეების მონაის და პრედონანცის შემდგომი დაკითხვა ჯიპში მყოფი კარაბინერების ქცევის, ჯიპის გარშემო დემონსტრანტთა რაოდენობის, ჯიპში მყოფი პირის შესახებ რომელმაც ამოიღო იარაღი, კარლო ჯულიანის მდებარეობისა და ჯიპის ჩამტვრეული მინების შესახებ შესახებ (იხ. ზემოთ პარა. 79 (დ)) არ მოიტანდა არანაირ შედეგს. ამ მოწმეებმა ჩვენებები მისცეს მომხდარიდან მოკლე დროში, როდესაც მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ მომხდარი. მათი ჩვენებები შეიცავდა ზუსტ დეტალებს, რომლებიც დადასტურდა საქმეში არსებული ვიდეო და ფოტო მასალებით. და ბოლოს, არ იყო მნისვნელოვანი იმის დადგენა თუ ჯიპის რამდენი ფანჟარა იკო ჩამსხვრეული, რადგანაც არ იყო სადაო რომ რამდენიმე მარჯვენა მინა და უკანა საქარე მინდა ჩამტვრეული იყო.
ე) არ იყო აუცილებელი ბატონი დ’აურიოსთვის ჩვენების ჩამორთმევა, სავარაუდოდ იმის დასადასტურებლათ, რომ მ.პ.-ს მტკიცების მიუხედავათ, Piazza Alimonda-ზე არ უსვრიათ მოლოტოვის კოქტეილები, ან იმის დასადგენათ თუ ჯიპიდან რა მანძილზე იმყოფებოდა ბატოი დ’აურიო როდესაც ის სურათი გადაიღო რომლიც პროკურატურის ექსპერტებმა ბალისტიკური ტესტების საფუძვლათ გამოიყენეს. ხსენებული სურათი კი მეტწილად გამოყენებულ იქნა როგორც ათვლის წერტილი კარლო ჯულიანის მდებარეობის დასადგენათ, რომელიც გამოთვლილ იქნა სხვა პირების და მათ გარშემო, მოედანზე არსებული უძრავი საგნების მდებარეობის გათვალისწინებით.
ვ) რაც შეეხება სერჟანტ-მაიორ პრიმავერასთვის ჩვენების ჩამორთმევას, იმის გასარკვევად თუ როდის ჩაიმსხვრა ჯიპის უკანა ფანჯარა, სურათებმა თვათნათლივ დაგვანახა, რომ ეს გასროლამდე მოხდა და სროლა არ ყოფილა ფანჯრის ჩამსხვრევის მიზეზი. იმ შემთხვევაშიც თუ კი მოწმე, რომლის გამოძახებაც სურდათ მომჩივნებს, ფაქტებს სხვაგვარად წარმოადგენდა, ეს უკანასკნელი არ იქონიებდა გავლენას მოკვლევის შედეგებზე.
ზ) Piazza Alimonda-ზე იმ ორი კარაბინერის მიერ გადაღებული პირები, რომელთა ჩაფხუტებიც აღჭურვილი იყო ვიდეო კამერებით, უკვე იდო საქმის მასალებში.
თ) კარაბინერ ვ.მ.-სგან ჩვენების მიღება ტყვიების თავის გადაჭრასთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ პარა. 79 (ე)) არაფერს დამატებითს არ შესძენდა საქმეს. შეიძლებოდა მხოლოდ ვარაუდი იმისა, რომ ეს არასწორი პრაქტიკა არ იყო ფართოდ გავრცელებული. ყველა შემთხვევაში, ობიექტურ ტესტებზე დაფუძნებული ბალისტიკური ექსპერტიზის მასალები უკვე ხელმისაწვდომი იყო. არაფერი არ მიუთითებდა იმაზე რომ მ.პ. ზემოთ ნახსენებ პრაქტიკას მიმართავდა, იმის გათვალისწინებით რომ მის მჭიდში დარჩენილი ყველა ტყვია სავსებით ნორმალური იყო.
ი) სადავო არ გამხდარა, რომ ჯიპს დაზიანებები მიადგა მასზე ნასროლი ქვებისა და სხვა საგნების გამო. აქედან გამომდინარე არ არსებობდა მანქანის ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.
კ) ამოღებული, გასროლილი ტყვიების ექსპერტიზის ჩატარებაც, რომლითაც დადგინდებოდა თუ რომელიც იარაღიდან იქნა ისინი გასროლილი (იხ. 79(ფ) ფუნქტი) არანაირ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურებოდა, რადგანაც არ არსებობდა არანაირი ეჭვი იმის შესახებ, რომ სასიკვდილო ტყვია სწორედ მ.პ.-ს იარაღიდან იყო ნასროლი. ეს დადასტურებული იყო როგორც მ.პ-ს ჩვენებით ასევე სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
9. გადაწყვეტილება ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების კარაბინერებზე დელეგირების შესახებ
105 გამომძიებელმა მოსამართლემ უარყო მომჩივანთა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით არამართებული იყო გამოძიების რასმდენიმე ასპექტის კარაბინერებისთვის მინდობა და ასევე მოწმეთა დიდი რაოდენობის ჩვენებების მიღება კარაბინერების თანდასწრებით. მოსამართლის დაკვირვებით Piazza Alimonda-ზე განვითარებული მოვლენები აღდგენილ იქნა საქმეში არსებული ვიდეო და ფოტო მასალის დახმარებით, ასევე მონაწილეთა ჩვენებებზე დაყრდნობით და შესაძლო სცენარების განხილვის შედეგად.
106. ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გენუის გამომძიებელმა მოსამართლემ გადაწყვიტა სამართალწარმოების შეწყვეტა.
F. საპარლამენტო გამოძიება
107. 2001 წლის 2 აგვისტოს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერებმა გადაწყვიტეს რომ დიდი რვიანის (G8) სამიტის დროს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ უნდა ყოფილიყო (indagine conoscitiva) პარლამენტის ორივე პალატის კონსტიტუციურ საკითხთა კომიტეტების მიერ. შესაბამისად შეიქმნა კომისია, რომელშიც შევიდნენ სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები, რომელიც შედგებოდა პარლამენტის 18 წევრისგან და იმავე რაოდენობის სენატორებისგან.
108. 2001 წლის 8 აგვისტოს საპარლამენტო კომისიამ მოისმინა კარაბინერთა სარდლის, გენერლის ჩვენება. მან განაცხადა რომ დამატებით 4,673 სამხედრო და 375 სპეციალიზებული კარაბინერი იქნა ჩაყვანილი გენუაში ადგილობრივი 1,200 კაციანი კონტიგენტის დასახმარებლად. დამხმარე კარაბინიერთა რაოდენობა, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიოდნენ მხოლოდ 27 % -ს შეადგენდა (საზოგადოებრივი ცესრიგის დაცვის ოპერაციებში როგორც წესი მათი რაოდენობა 70 % იყო). დამხმარე კარაბინერების უმეტესობას გავლილი ჰქონდა ცხრა ან ათი თვის სამსახური და ადრეც მომხდარა მათი განლაგება მსგავს ადგილას. 2001 წლის აპრილში, გენუაში განსალაგებელმა მთელმა პერსონალმა გაიარა სპეციალური მომზადება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციებში და სტანდარტული აღჭურვილობის გამოყენებაში. დამატებითი სავარჯიშოები და სემინარები ჩატარდა პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირების და ქალაქის რუქის შესწავლის დარგში. ყველა დისლოცირებული სამართალდამცავი აღჭურვილი იყო დამცავი ჩაფხუტით, სპეციალური ფარებით, ხელკეტებით, აირწინაღებით, ცეცხლგამძლე კომბინიზონებით, რომლებიც სხეულის ყველაზე ხელმისაწვდომი ნაწილების დაცვისთვის იყო განკუთვნილი. თითოეულ კარაბინერს გააჩნდა პისტოლეტი (pistola d’ordinanza) და რამდენიმე ცრემლსადენი გაზის ყუმბარა, რომლებიც დაურიგდათ დანაყოფებს. ასევე ადგილზე იყო 100 ჯავშან-მანქანა და სპეციალური მანქანების გარდა დამატებით 226 დამცავი გისოსებით აღჭურვილი მანქანა (მაგალითად მობილური დამცავი საშუალებებით აღჭურვილი მანქანები წითელი ზონის გარშემო ფიქსირებული ბარიერების გასაძლიერებლად).
109.კარაბინერთა სარდლობის მემორანდუმის თანახმად, ელიტარული ნაწილის (aliquota scelta) 928 პირმა, დიდი რვიანის სამიტის წინ, Velletri-ში გაიარეს ტრენინგის პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიას (ბრბოსა და ოპოზიციური ჯგუფების ფსიქოლოგიას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების მართვა) ასევე პრაქტიკას (ფიზიკური ვარჯიში, რესურსების, მასალებისა და აღჭურვილობის გამოყენება, ბოლო ვარჯიში და დეტალური ახნა-განმარტება). დანარჩენმა ნაწილებმა გაიარეს სამ დღიანი ტრენინგი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ხოლო 48 ოფიცერმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სემინარში გენუის რუქის შესწავლაში.
110. 2001 წლის 5 სექტემბერს საპარლამენტო კომისიამ ჩვენება ჩამოართვა ბატონ ლაუროს, ოფიცერს რომის პოლიციიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გენუაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციებში (იხ. ზემოთ პარა. 34)
111. ბატონმა ლაურომ განაცხადა რომ კარაბინებერები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური მიკროფონებით, რაც მათ ერთმანეთთან სწრაფი კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. როდესაც მას ჰკითხეს თუ რატომ არ ჩაერივნენ ჯიპთან ახლოს (15‑20 მეტრში) განლაგებული პოლიციელები, ბატონმა ლაურომ უპასუხა რომ სამართალდამცავები დილიდან მორიგეობდნენ და დღის განმავლობაში რამდენიმე შეტაკებაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. მან ასევე დაამატა, რომ არ მოიძიებოდა მოვლენების დროს თავისუფალ პოლიციელთა ან კარაბინერთა ჯგუფი რომელიც შეძლებდა ჩარევას.
112. რაც შეეხებოდა 2 ჯიპის ფუნქციებს, ბატონმა ლაურომ განმარტა რომ მათ მოიყვანეს ახალი კონტინგენტი საღამოს 4 საათისთვის, წავიდნენ და დაბრუნდნენ სადღაც ერთი საათის შემდეგ, რომ ენახათ ვინმე ხომ არ იყო დაშავებული. ბატონმა მაურომ აღნიშნა რომ მან გამოიძახა კარლო ჯულიანისთვის სასწრაფო დახმარების მანქანას ვინაიდან ადგილზე ექიმი არ იმყოფებოდა.
113. 2001 წლის 20 სექტემბერს საპარლამენტო კომისიამ გამოსცა ანგარიში რომელიც ასახავდა გამოძიების შედეგად მიღებულ კომისიის წევრთა უმრავლესობის დასკვნებს. დასკვნა შეეხებოდა დიდი რვიანის სამიტის ირგანიზებას გენუაში, პოლიტიკურ კონტექსტს და საპროტესტო მსვლელობებს სამიტის გარშემო და მსგავს მოვლენებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ასევე იმ მრავლობით კომუნიკაციას რომელიც განხორციელდა ინსტიტუტებბსა და ასოციაციებს შორის რომლებიც გენუის სოციალურ ფორუმს შეადგენდნენ, რომლიც მიზანსაც გენუაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებისა და არეულობის პრევენცია და დემონსტრანტების მისაღებად ზომების გატარება წარმოადგენდა. მიუხედავად წარმოებული მოლაპარაკებებისა საპროტესტო მოძრაობამ ვერ უზრუნველყო ძალადობრივი ელემენტების იზოლირება, რომელთა რაოდენობა 10 000 მდე იყო. მათ შორისაც უნდა განვასხვაოთ ორი ჯგუფი, Black Bloc და “ოპორტუნისტი” პირები, რომლებიც ბრბოში ჩაიმალნენ.
114. ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო 18000 მა სამართალდამცველმა. ასევე ადგილზე იყო 2000 მდე დელეგატი და 4750 აკრედიტებული ჟურნალისტი. დემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასამდე ავიდა (ბოლო დემონსტრაციაში 100 000‑მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა). სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და ტრენინგი (ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ლოს ანჯელესის პოლიციის წარმომადგენლებმა) ჩატარდა 2001 წლის 24 აპრილს, ასევე 18-19 ივნისს. პროცესში ჩართულმა ორგანოებმა, მიუხედავად დიდი დაგვიანებისა, გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოები. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ჩაატარეს სწავლება არა-ლეტალური ამუნიციის შესახებ (რეზინის ტყვიების ჩათვლით), უფრო კონკრეტულად ამ მიზნით ვიზიტები მოეწყო სხვა ქვეყნების პოლიციის ორგანოებში. ხელისუფლება ინფორმირებული იყო რომ იტალიის ანარქისტთა წრეების წარმომადგენელი “Black Bloc” დემონსტრანტები აპირებედნენ გენუაში ჩამოსვლას, როგორც იტალიის სხვა ქალაქებიდან ასევე საზღვარგარეთიდან. სხვა ქვეყნის პოლიციასთან კომუნიკაციის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2001 წლის 13 დან 21 ივლისის ჩათვლით შენგენის შეთანხმების შეჩერების შესახებ. 14 ივლისიდან დაწყებული იტალიის საზღვრებზე წამოებდა შემოწმება, რათა დემონსტრანტების ნაწილს მისცემოდა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება ხოლო მოძალადე ელემენტებს კი არა. ამავე დროს, 2001 წლის 12 ივლისს გენუის questore -მ განსაზღვრა ის ადგილები სადაც ჩატარდებოდა სამიტი და დემონსტრაციები, ასევე შეადგინა მისაღები უსაფრთხოების ზომების ანალიტიკური გეგმა თითოელული ადგილის გათვალისწინებით.
115. საპარლამენტი კომისიამ შემდეგ განიხილა სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები, რომელთაც ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველთა შეტაკებების დროს 2001 წლის 19, 20 და 21 ივლისს (კერძოდ სკოლაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, რომელიც აღწერილ იქნა კომისიის მიერ როგორც “საორგანიზაციო და ოპერატიული ჩავარდნის ყველაზე თვალსაჩინო შესაძლო მაგალითი”). კარლო ჯულიანის სიკვდილზე განსაკუთრებული ხაზის გასმით, კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კარაბინერმა მაშინ განახორციელა სასიკვდილო გასროლა, როდესაც მსხვერპლი მისი მიმართულებით ცეცხლმაქრის სროლას აპირებდა. ამ პოლიციელს კი მანამდე მიღებული ჰქონდა დაზიანება თავის არეში სხვა დემონსტრანტისგან. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა კომისიამ გადაწყვიტა ანალიზი ზოგად სიტუაციაზე მიემართა, რომელმაც ტრაგედია გამოიწვია, კერძოდ კი შეემოწმებინა სამართალდამცავთა კონტიგენტის, მათ მეთაურებსა, და კონტროლის ცენტრებს შორის არსებული კომუნიკაციის სისტემა, იმისათვის რომ შეესწავლა სხვადასხვა ერთეულებს შორის კოორდინაციისკენ მიმართული ზომები. კომისიამ ასევე აღნიშნა რომ სიცოცხლის ხელყოფის ძირითად მიზეზს წარმოადგენდა უაზრო ძალადობა, რომელიც ჩადენილ იქნა ექსტრემისტული ჯგუფების მიერ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არაერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ მოქმდებებში აღმოჩნდნენ ჩათრეული.
116. კომისიის აზრით დიდი რვიანის სამიტის საერთო შედეგი პოზიტიური იყო. იმის მიუხედავად, რომ ოპერაციათა კოორდინაციის კუთხით გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, გასათვალისწინებელი იყო, რომ სამართალდამცავებს მოუწიათ 6000-დან 9000-მდე მოძალადე პირთან დაპირისპირება, რომელთა იზოლირებაც არ მოხდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ (ამ შემთხვევაში კომისიამ მიუთითა გენუაის სოციალური ფორუმის მიერ წარმოებულ “ორმაგ თამაშზე”). საპარლამენტო კომისიის ანგარიში დასრულდა შემდები სიტყვებით:
კომისია კვლავ აღნიშნავს რომ ძალადობა არ წარმოადგენს პოლიტიკური აქტიურობის ფორმას და კანონის უზენაესობა დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებას წარმოადგენს. ამავდროულად ხაზს უსვამს კონსტიტუციური პრინციპების ურღვეობას, როგორიც არის საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის პატივისცემა მაშინაც კი - როდესაც იგი დაკავებულია დაპატიმრების შედეგად, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საჭიროება. თუ კი დადგინდება რომ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დანაშაულის ჩადენას კომისია მოუწოდებს სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებს გამოავლინონ და დასაჯონ ეს პირები მათი ქმედებებისთვის.
117. მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა საპარლამენტო კომისიის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის და შემოსავლების პოლიციის მეთაური გენერლისაგან მიღებული ჩვენებები.
118. 2001 წლის 20 სექტემბერს პარლამენტართა ჯგუფმა მოთხოვა მთავრობას აეხსნა, თუ რატომ იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ადგილზე მყოფი სამართალდამცავები აღჭურვილი ნამდვილი ტყვიებით და არა რეზინის ტყვიებით. პარლამენტარები ემხრობოდნენ რეზინის ტყვიების გამოყენებას, ვინაიდან რეზინის ტყვიები არაერთ შემთხვევაში წარმატებულად იყო გამოყენებული სხვა ქვეყნებში.
119. მთავრობის სპიკერმა პარლამენტარებს უპასუხა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამის შესაძლებლობას და გარდა ამისა არ იყო დამტკიცებული რომ რეზინის ტყვიები ასევე არ აყენებდნენ მსხვერპლს სერიოზულ ზიანს. ბოლოს მან განაცხადა რომ ამჟამად მიმდინარეობდა არალეტალური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა.
120. 2006 წლის 22 ივნისს მომჩივნებმა კომპენსაციის მოთხოვნით მიმართეს პრემიერ მინისტრის ოფისს და თავდაცვის სამინიტროს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიადგათ კარლო ჯულიანის გარდაცვალების გამო. მთავრობამ განუმარტა განმცხადებლებს, რომ მათ უარი ეთქვათ კომპენსაციაზე იმ მიზეზით, რომ სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მ.პ. მოქმედებდა თავდაცვის მიზნით. შესაბამისად მ.პ.-ს წინააღმდეგ არც დისციპლინარული ზომები იქნა გამოყენებული.
G. “ოცდახუთის სასამართლო პროცესზე” გამოტანილი გადაწყვეტილებები
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
121. 2008 წლის 13 მარტს გენუის რაიონულმა სასამართლომ გამოქვეყნა 2007 წლის 14 დეკემბერს, იმ 25 დემონსტრანტის სასამართლო განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთება, რომელთაც ბრალი ედებოდათ 2001 წლის 20 ივლისს რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენაში (მათ შორის ზიანის მიყენება, ქურდობა, ქონების განადგურება, ძარცვა, ძალადობა სამართალდამცავების წინააღმდეგ). სასამართლო განხილვის პროცესში რომლის მიმდინარეობისას 144 მოსმენა გაიმართა, რაიონულმა სასამართლომ მოუსმინა მრავალ მოწმეს და შეისწავლა დიდი ოდენობის აუდიო და ვიდეო მასალა.
122. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა რომ კარაბინერთა შეტევა Tute Bianche-ის მსვლელობის მონაწილეებზე იყო ცალსახად უკანონო და თვითნებური. მსვლელობა იყო სანქცირებული და დემონსტრანტებს არ ჩაუდენიათ მნიშვნელოვანი ძალადობრივი ქმედებები კარაბინერთა წინააღმდეგ. კარაბინერთა შეტევა განხორციელდა ასობით ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს არ აშავებდნენ და მათი დაშლის ბრძანებაც არ იყო გაცემული. ეს შეტევაც იყო უკანონო და თვითნებური. მას წინ არ უძღოდა გაფრთხილება დაშლის შესახებ, შესაბამისი ოფიცრის მიერ არ ყოფილა გაცემული ბრძანება და არ არსებიბდა ამის საჭიროება.
123. გამოყენებული მეთოდები ასევე უკანონო იყო. კარაბინერებმა ისროლეს ცრემლსადენი გაზის ყუმბარები მკერდის სიმაღლეზე, დემონსტრანტთა დიდმა რაოდენობამ მიიღო დაზიანებები ხელკეტების გამოყენების გამო, ჯავშანმანქანებმა დაშალეს ბარიკადები და დაედევნენ დემონსტრანტებს ტროტუარების გასწვრივ მათთვის ზიანის მიყენების ცალსახა განზრახვით.
124. კარაბინერთა უკანონო და თვითნებურმა მოქმედებამ განაპირობა დემონსტრანტების წინააღმდეგობა ცრემლსადენი გაზის გაშვებისა და მსვლელობაზე შეტევის დროს. მათი წინააღმდეგობა ასევე სანქცირებული იყო იმ შეტაკებების დროს, რომელთაც ადგილი ჰქონდად არაძირითად ქუჩებზე სამ საათსა და ოცდაათ წუთამდე. ეს არის ის დრო როდესაც კარაბინერებმა იმოქმედეს ბრძანების შესაბამისად, რომ გაჩერებულიყვნენ და მსვლელობისთვის მიეცათ გაგრძელების საშუალება. სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებები წამოადგენდა “აუცილებელ პასუხს” სამართალდამცავთა თვითნებურ ქმედებებზე 1944 წლის #288 საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 4:
სისხლის სამართლის კოდექსის 336, 337, 338, 339, 341 და 342-ე მუხლები, რომელბიც დასჯადათ აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობის გაწევის სხვდასხვა ფორმებს არ უნდა გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, სადაც სახელმწიფომ ან მისმა წარმომადგენელმა, რომელიც ახორციელებს საჯარო ფუნქციებს გამოიწვია ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებით თვითნებური მოქმედების მიზეზით.
125. ბატონი მონდელისა და ორი სხვა სამართალდამცავის ჩვენებების საფუძველზე, რომელიც ფაქტებს არ ემთხვეოდა, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა საქმე გადაეგზავნა პროკურატურისთვის (მიზეზი რომ შეტევა აუცილებელი იყო დემონსტრანტების აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად).
126. საღამოს 3 საათისა და 30 წუთის შემდეგ, იმის მიუხედავად რომ დემონსტრანტებს შეიძლება კვლaვ ჰქონოდათ უსამართლობის განცდა, მათი მოქმედება აღარ იყო თავდაცვითი ხასიათის და მოტივირებული იყო სამაგიეროს გადახდის სურვილით. მაშასადამე იყო გაუმართლებელი და დასჯადი.
127. შეტევა, რომლის დაწყების ბრძანებაც გასცა ოფიცერმა ლაურომ, რომელმაც გამოიწვია Piazza Alimonda-ზე მომხდარი მოვლენები არ იყო არც უკანონო და არც თვითნებური. ამის შედეგად, დემონსტრანტების ძალადობრივი რეაქცია რომელმაც განაპირობა კარაბინერების დევნა და შეტევა ჯიპზე, ვერ ჩაითვლება თავდაცვით პასუხად.
128. ჯიპში მყოფ კარაბინერებს შესაძლოა მათი ლინჩის წესით გასამართლების მცდელობის შიში გასჩენოდათ. ის რომ ჯიპის გარშემო მყოფ დემონსტრანტებს არ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები და შესაბამისად არ შეეძლოთ ჯიპისთვის ცეცხლის წაკიდება იყო ფაქტორი რომელიც შეიძლება სინანულით შეფასდეს. ჯიპის მგზავრებს ვერ დაადანაშაულებ იმის გამო რომ ისინი პანიკაში ჩავარდნენ.
129. კარლო ჯულიანი სავარაუდოდ ჯიპიდან 4 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა როდესაც მას ესროლეს. მ.პ.-მ განაცხადა, რომ ის ხედავდა მხოლოდ იმას რაც ხდებოდა მანქანის შიგნით. როდესაც მოხდა გასროლა ის იწვა მანქანაში და ფეხები მანქანის უკანა კარებისკენ ქონდა მიმართული. მან დ.რ. თავისკენ გადმოქაჩა, ისე რომ საკუთარ ხელს ვეღარ ხედავდა და ვერ ამბობდა ხელი მანქანის შიგნით იყო თუ გარეთ. ყველა შემთხვევაში მან მაღლა გაისროლა.
130. რაოინული სასამართლო ასევე მოიხსენებს ექსპერტ მარკო სალვის ჩვენებას, რომელმაც კარლო ჯულიანის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარა. კერძოდ ბატონმა სალვიმ განაცხადა რომ სასიკვდილო ტყვიის ტრაექტორია მიუთითებდა პირდაპირ გასროლაზე და მსხვერპლის თავში შესული მეტალის ნაწილაკის მოძებნა ძალიან რთული აღმოჩნდა. ნაწილაკი, რომელიც სკანირებისას გამოჩნდა (იხ. ზემოთ პარ 60) “ძალიან პატარა ზომის უნდა ყოფილიყო” და ექსპერტებმმა მისი მდებარეობის დასადგენად ტვინის ქსოვილი სექციების მიხედვით შეისწავლეს (per piani) თუმცა ეს უკანასკნელი დაზიანებული და შედედებული სისხლით იყო სავსე. რაც უფრო მეტი იმუშავეს ექსპერტებმა, მით უფრო დაზიანდა ქსოვილები. იმის გათვალისწინებით რომ ნაწილაკი ტყვიას არ წარმოადგენდა და ბალისტიკური თვალსაზრისით გამოუსადეგარი იყო, ექპერტებმა ეს პატარა დეტალად მიიჩნიეს (un particolare irrilevante) და ძიება აღარ გააგრძელეს.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
131. ოცდაოთხმა ბრალდებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც რეესტრში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 23 დეკემბერს, გენუის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები, გაზარდა რამდენიმე სასჯელი, და რამდენიმე სამართალდარღვევა ხანდაზმულად გამოაცხადა.
132. რაც შეეხება კარაბინერების შეტევას Tute Bianche-ის მონაკვეთზე განხორციელებულ მსვლელობაზე სააპელაციო სასამართლომ დიდწილად მხარი დაუჭირა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ ჩათვალა რომ კარაბინიერები, საკონტროლო ოთახიდან მათთვის მითითებული მარშრუტის გამო, მოულოდნელად გადაეყარენ მსვლელობას რომელიც დაახლოებით 10 000 მონაწილეს ითვლიდა. მსვლელობის წინა ნაწილი, საკონტაქტო ჯგუფი 20 მდე პირისაგან შედგებოდა და მასში ძირითადად შედიოდნენ პარლამენტის წევრები, მერები, კულტურის მუშაკები და ჟურნალისტები. მათ უკან კი განლაგებული იყო ხელოვნური მინის გაერთიანებული დამცავი საშუალებები. ამას უკან მოყვებოდა მსვლელობის ძირითადი ნაწილი, რომელიც შედგებოდა ჩაფხუტებითა და მხრებისა და ხელების დამცავი საშუალებებით აღჭურვილი დემონსტრანტებისგან. მსვლელობა არ გადაყრია არანაირ შეტაკებებს და ორი კილომეტრი მათ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გაიარეს. მიუხედავათ იმისა რომ დემონსტრანტებს არ ჰქონდათ თან ბლაგვი საგნები, დამცავი საშუალებები მიუთითებდა იმაზე რომ ისინი მზად იყვნენ შეტაკებისთვის.
133. ამ გარემოებებში არ იყო ადვილად გასაგები, თუ რატომ გადაწყვიტეს ოფიცრებმა ბრუნომ და მონდელიმ შეტევის დაწყება. მათ არ მიუღიათ არანაირი საამისო ბრძანება. პირიქით, მათ მოსთხოვეს თავიდან აერიდებინათ მსვლელობის მონაწილეთა მარშრუტის გადაკვეთა. ინფორმაციას/სიახლეს იმის შესახებ რომ შეტევა დაწყო უარყოფითად შეხვდნენ საკონტროლო ოთახში და დაგმეს ეს ქმედება.
134. კარაბინერები სასწრაფოდ გამოიძახეს Marassi-ს ციხესთან, სადაც სამართალდამცავები ცდილობდნენ გამკლავებოდნენ Black Bloc-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმას. შესაბამისად როდესაც ისინი გადაეყარენ მსვლელობას, მათ სცადეს გაეთავისუფლებინათ ქუჩების კვეთა და გვირაბი, რომლის საშუალებითაც მათ უნდა გაევლოთ. ერთერთი ჟურნალისტის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რომელიც შეფასდა როგორც მიუკერძოებელი და სარწმუნო, მიუთითებდა რომ Black Bloc-ის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც საწინააღმდეგო მხრიდან მოემართებოდა კარაბინიერებს ქვებს ესროდა. ამან გამოიწვია ბანოტი ბრუნოს მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანების გაცემა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა რომ მიუხედავად კარაბინერთა შეტევის უკანონო ხასიათისა, მათ მოუწოდეს ემოქმედათ სიტუაციაში სადაც სახეზე იყო ძალადობის ელემენტები Black Bloc-ის დემონტრანტების მხრიდან, რომლებმაც მანამდე გაძარცვეს ქალაქის სხვა ნაწილი, ქუჩების კვეთა ბლოკირებული იყო ბრბოს მიერ, ხოლო გვირაბი, რომელიც კარაბინიერებს ესაჭიროებოდათ გასავლელად, დაბლოკილი იყო ბარიკადებით.
135. სააპელაციო სასამართლოს აზრით რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კარაბინერებმა უკანონოდ განახორციელეს შემდეგი ქმედებები:
ა) მკერდის სიმაღლეზე ცრემლსადენი გაზის გასროლა
ბ) მსვლელობის იმ მონაწილეთა დარბევის ბრძანების არგაცემა რომლებიც არ იწვევდნენ არეულობას და წითელი ზონაში შეღწევას საკმაოდ მოშორებით, Piazza Verdi-ზე შეეძლოთ.
გ) შეტევის განხორციელება ნებადართულ მსვლელობაზე, რომელშიც შეუიარაღებელი, მშვიდობიანი დემონსტრანტები მონაწილეობდნენ. მართალია Black Bloc-მა ქალაქის სხვა ნაწილებში სერიოზული არეულობები მოაწყო, მაგრამ არ არსებობდა იმის მტკიცებულება რომ მათ ხელს აფარებდნენ მსვლელობის მონაწილეები, თუმცა ისინი თავად დაიმალნენ მათ რიგებში იქამდე და მას შემდეგ რაც ჩაიდინეს ვანდალიზმი.
136. გარდა ხსენებულისა ადგილი ჰქონდა თვითნებურ ქმედებებსაც ისეთს როგორიც არის: არასტანდარტრული (manganelli) ხელკეტების გამოყენება (ხის ნაჭრები ან რკინა რომელიც შეფუთული იყო წებოვანი ქაღალდით და იწვევდა სერიოზულ ჭრილობებსა და სისხლდენას), ჯავშნიანი მანქანების გამოყენება დემონსტრანტებზე შეტევის განსახორციელებლად, მაღალ სიჩქარეზე ტროუტუარების გასწვრივ მათი დევნა (სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ ჯავშანმანქანებს არ ჰქონდათ საკმარისად უსაფრთხო სამუხრუჭე სისტემა და ერთ-ერთ დემონსტრანტს მანქანა დაედევნა ეგრედ წოდებული “ზიგზაგის” სტილში, თითქოს ცდილობდა მასზე გადავლას), ასევე დემონსტრანტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლისთვის ზედმეტი დაზიანებების მიყენება და მათი ცემა.
137. არაკანონიერმა და თვითნებურმა თავდასხმამ გამოიწვია დემონსტრანტების საპასუხო რეაქცია რომელიც არ იყო კანონით დასჯადი 1994 წლის # 288 საკანონმდებლო დეკრეტის მე‑4 მუხლიდან გამომდონარე გამამართლებელ საფუძვლებზე დაყრნობით. მიუხედავად ამისა როდესაც კარაბინერებმა უკან დაიხიეს და მათი ჯავშანმანქანა მწყობრიდან გამოვიდა, დემონსტრანტებს საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. მაშასადამე თავდასხმა მანქანაზე და მის მგზავრებზე წარმოადგენდა არა თავდაცვით ქმედებას არამედ სამაგიეროს გადახდას. ამ მომენტიდან და იქიდან მოყოლებული Tute Bianche-მა აღიდგინა საკუთარი უფლება პროტესტსა და მანიფესტაციაზე და ამის შემდგომ მათ მიერ განხორციელებული ვანდალიზმისა და ძალადობის ფაქტები, მანქანაზე ზიანის მიყენების ჩათვლით წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს.
138. სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა რაონული სასამართლოს მოსაზრებას რომ მიუხედავად ძალადობრივი რეაქციისა, მანიფესტანტების მიერ მიყენებული ზიანი არ წარმოადგენდა სისხლის სამათლის დანაშაულს. მიყენებული ზიანი იყო მცირე და გამოწვეული იყო საგნებით (მანქანებით და ნაგვის კონტეინერებით), რომლებიც დემონსტრანტებმა კარაბინერებისგან თავის დასაცავად გამოიყენეს. “Black Bloc”-ისგან განსხვავებით, Tute Bianche არ გამოსულა ქუჩებში საჯარო და კერძო ქონების დაზიანების განზრახვით, რომელიც წარმოადგენდა მათი მოწინააღმდეგე სისტემის სიმბოლოს. ზიანი მიადგა მხოლოდ პატარა ზომის ტერიტორიას, სადაც საპასუხო რეაქციას ჰქონდა ადგილი და დასრულდა კარაბინერთა უკან დახევასთან ერთად. მართალია შემაწუხებელია ის ფაქტი, რომ დემონსტრანტებს წინა ზოლში ეკეთათ დამცავი საშუალებები, მაგრამ ეს არ იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას რომ ისინი ძალადობაში ჩაბმას აპირებდნენ.
H. მხარეთა მიერ წარმოდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა
139. სასამართლო განხილვების პროცესში მხარეებმა წარმოადგინეს აუდიო-ვიზუალური მასალის დიდი რაოდენობა. შესაბამისად 2010 წლის 27 სექტემბერს სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეებმა განიხილეს მთავრობისა და მომჩივნების მიერ წარმოდგენილი კომპაქტური დისკები (იხ. ზემოთ პარა. 9). მასალაზე აღბეჭდილი იყო გენუაში 2001 წლის 20 ივლისს გენუაში გამართული დემონსტრაციების რამდენიმე ფაზა და შეიცავდა სურათებს რომლების ასახავდნენ სიტუაციას იმ გასროლამდე და გასროლის შემდეგ რომელმაც მოკლა კარლო ჯულიანი. ისინი ასევე ასახავდნენ დემონსტრანტების მიერ განხორციელებულ ძალადობას (ქვების სროლა, შეტევას სამართელდამცველებზე, ქუჩაში ჩადენილ ვანდალიზმს პოლიციელებისა და კარაბინერების მანქანების წინააღმდეგ) და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობას. რამდენიმე ვიდეო ფირი ასახავდა თუ როგორ მისდევდნენ მაღალ სიჩქარეზე პოლიციის ჯავშანმანქანები დემონსტრანტებს ტროტუარის გასწვრივ, ასევე როგორ სცემდნენ პოლიციელები მიწაზე მწოლიარე დემონსტრანტს. მომჩივანთა კომპაქტ დისკი ასევე შეიცავდა ნაწყვეტებს ბატონი ლაუროსა და მ.პ.-ს ინტერვიუებიდან, რომლებიც ტელევიზიით იქნა ნაჩვენები.
I. მთავრობის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული დოკუმენტაცია
140. მთავრობამ წარმოადგინა პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და წარმომადგენელთა პალატის (Chamber of Deputies) მიერ წარმოებული დიდი რაოდენობის დოკუმენტები. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები აღნიშნავდნენ შემდეგს:
- 2001 წლის 6 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა ყველა “questori”-ს დაუგზავნა ცირკულარი, რომლითაც ყველას მათ შეახსენა, რომ ცრელმსადენი გაზის გამოყენება “წარმოადგენდა უკიდურეს ზომას ისიც მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზულ სიტუაციებში, როდესაც შეუძლებელი იყო სიტუაციის სხვაგვარად მართვა”.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა პოლიციის შემადგენლობისთვის მოამზადა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც შეიცავდა გენუის დიდი რვიანის სამიტზე ქცევის წესებს.
- 2001 წლის 17 ივლისს, შესაბამისად სამიტამდე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა წარმომადგენელთა პალატას (Chamber of Deputies) გენუაში არსებულ საზოგადოებრივი წესრიგის სიტუაციის შესახებ.
- 2001 წლის 23 ივლისს იმავე მინისტრმა მიმართ პარლამენტს სამიტის დროს გენუაში მომხდარი სერიოზული ინციდენტების შესახებ.
- 2001 წლის 30 და 31 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა ანგარიშები, რომლებიც ასახავდნენ სამართალდამცველთა ქცევას 2001 წლის 21 ივლისს იმ სკოლაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რომელიც დაკავებული ჰქონდათ დემონსტრანტებს, ასევე პოლიციის სადგურში, სადაც დემონსტრანტები დააპატიმრეს. გენუის პოლიციის რამდენიმე პოლიციელის მიმართ შემოთავაზებულ იქნა დისციპლინური ღონისძიებების გატარება.
- 2001 წლის 6 აგვისტოს პოლიციის რეგიონთაშორისმა დირექტორატმა პოლიციის უფროსს გადაუგზავნა გენუის პოლიციაში ჩატარებული ადმინისტრაციული შემოწმების შედეგები, რომელიც მიუთითებდა დიდი რვიანის სამიტის დროს არსებულ გარკვეულ ორგანიზაციულ პრობლემებზე. მასალები ასევე შეიცავდა არსებული აუდიო და ვიდეო მასალებიდან გამომდინარე “პოტენციურად დასჯადი 13 ინციდენტის” ანალიზს, რომელიც კავშირში იყო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. არც ერთი ინციდენტი არ ეხებოდა მ.პ.-ს მიერ ძალის გამოყენებას.
141. მთავრობამ ასევე წარმოადგინა 2010 წლის 4 ოქტომბრის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც 18 000 მდე პოლიციელი განლაგებულ იქნა დიდი რვიანის სამიტის დროს გენუაში. კერძოდ სახელმწიფომ მოიწვია 14102 პირი ძალების გასაძლიერებლად, მათ შორის 11352 “პოლიციელი ოპერატორი” (პოლიციის ოფიცრები, კარაბინერები, სატყეო და საგასახადო პოლიციელები, პენიტენციალური სამსახურების ოფიცრები) და 2750 სამხედრო სამსახურის წარმომადგენელი. პოლიციის 11352 წარმოადგენლიდან 1280 მსახურობდა ელიტარულ დანაყოფში, ხოლო 2510 პოლიციის ოფიცერი და 1980 კარაბინერი მსახურობდა პოლიციის მობილურ დანაყოფებში (reparti mobile), რომელიც შედგებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციებისთვის მომზადებული და აღჭურვილი პოლიციელებისგან. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ 2001 წლის მარტში მათ შექმნეს სპეციალურად დიდი რვიანის სამიტში მონაწილე პერსონალის ტრენინგის პროგრამა, რომლის მიზანიც იყო დემოკრატიის პრინციპებსა და ადამინის ძირითად უფლებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა (აქედან გამომდინარე ტრენინგის მონაწილეებს შეახსენეს, რომ ძალის გამოყენება წარმოადგენდა უკიდურეს ზომას). ასევე ორგანიზებულ იქნა გაძლიერებული ტრეინინგ‑სემინარები, რომლებზეც განიხილეს დიდი რვიანის სამიტის მსგავსი ღონისძიებების თავისებურებანი.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. დასაბუთება
142. სისხლის სამართლის კოდექსი (სსკ) ითვალისწინებს სიტუაციებს (cause di giustificazione or scriminanti), რომლებმაც პირი შეიძლება გაათავისუფლონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და ქმედება, რომელიც წარმოადგენს სამართალდარღვევას კანონის შესაბამისად გამოაცხადოს არადასჯადად. დასაბუთების შესაძლო საფუძვლები მოიცავს იარაღის ლეგიტიმურ გამოყენებას და თავდაცვას.
1. იარაღის ლეგიტიმური გამოყენება
143. სსკ-ს 53-ე მუხლი განსაზღვრავს რომ სანქციები არ უნდა იქნას გამოყენებული
“სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ, რომელიც იყენებს ან გასცემს იარაღისა ან ნებისმიერი სხვა პიზიკური ძალის გამოყენების ბრძანებას სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სადაც ის ვალდებულია ასე მოიქცეს ძალადობის საპასუხოდ ან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად”. ყველა შემთხვევაში ის პასუხიმგებელი ვერ იქნება, როდესაც ასეთი ზომები მიიღება სისხლის სამართლის დანაშაულის პრევენციის მიზნით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი მკვლელობები, ხომალდის ჩაძირვა, წყალდიდობა, ავია კატასტროფა, რკინიგზის ავარია, საერთაშორისო მკვლელობა, შეიარაღებული ძარცვა ან გატაცება ... კანონი ასევე განსაზღვრავს სხვა შემთხვევებსაც, რომელთა დროს იარაღისა და პიზიკური ძალიას გამოყენება ნებადართულია.
2. თავდაცვა
144. სსკ-ს 52-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სანქციები არ უნდა დაეკისროთ “პირებს რომლებიც იძულებულნი არიან ჩაიდინონ სამართალდარღვევა საკუთარი ან სხვათა უფლებების უსამართლო ხელყოფის რეალური საფრთხისგან დაცვის მიზნით, იმ პირობით, რომ თავდაცვითი რეაქცია თავდასხმის პროპორციულია”.
3. გადამეტებული გაუფრთხილებლობა
145. სსკ-ს 55-ე მუხლის თანახმად იმ საქმეებში სადაც თავდაცვისას და იარაღის ლეგიტიმური გამოყენებისას პირმა გაუფრთხილებლობით (colposamente) გადაამეტა კანონით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ დაწესებულ საზღვრებს, ან აუცილებლობით ნაკარნახევ ზღვარს, მისი ქმედებები ისჯება კანონის შესაბამისად, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება.
ბ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმსაზღვრელი დებულებები
146. 1931 წლის 18 ივლისის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კოდექსის (Testo Unico) მუხლები 18-24 არეგულირებენ საჯარო ადგილებში და საზოგადოებისთვის ღია შეკრებებსა და მანიფესტაციებს. თუ კი ასეთმა შეკრებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ან სადაც ხდება სამართალდარღვევების ჩადენა შეკრება შეიძლება დაშლილ იქნას. დაშლამდე, სამართალდამცველებმა მონაწილეებს უნდა მოსთხოვონ დაშლა. თუ კი ეს მოთხოვნა არ სრულდება, მაშინ მონაწილეებს უნდა მიეცეთ 3 ფორმალური გაფრთხილება დაშლის მოთხოვნით. თუ კი მოთხოვნები არ სრულდება ან გაფრთხილების მიცემა ვერ ხერხდება წინააღმდეგობის გამო, პოლიციელები ან კარაბინერები გასცემენ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ბრძანებას. ბრძანების შესრულება ხდება პოლიციისა და სამხედრო ძალების წარმოადგენელთა მიერ შესაბამისი ზემდგომი ოფიცრების ხელმძღვანელობით. უარის თქმა დაშლის ბრძანების შესრულებაზე ისჯება ერთი თვიდან ერთ წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით 30 დან 413 ევრომდე.
C. იარაღის გამოყენების განმსაზღვრელი წესები
147. 2001 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა დირექტივა, რომელიც მოიცავდა ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების (sfollagente) გამოყენების ზოგად დებულებებს. ასეთი საშუალებების გამოყენების ბრძანება მკაფიოდ უნდა გაიცეს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ questore-სთან კონსულტაციების შემდეგ. პერსონალი ინფორებული უნდა იყოს.
148. პრეზიდენტის 1991 წლის 5 ოქტომბრის # 359 დეკრეტი დამატებით განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო პოლიციისთვის დასარიგებელი იარაღის განსაზღვრის კრიტერიუმებს. დეკრეტი შეიცავს სხდასხვა გასაცემი სტანდარტული იარაღის (მუხლები 10 და 32) აღწერილობას და განასხვავებს პირად და კოლექტიურ იარაღს. პირად იარაღს განეკუთვნება პისტოლეტი, რომელიც პირზე გაიცემა მისი სამსახურში ყოფნის ვადით (მუხლი 3 პარა. 2). მან უნდა შეინახოს იარაღი, უზრუნველყოს მისი გამართულობა, უხზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები ყველა დროს და ყველა სიტუაციაში და მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სროლასთან დაკავშირებულ ვარჯიშებში (მუხლი 6, პარა. 1).
149. მუხლი 32 განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გასცეს ტრანკვილიზატორიანი იარაღი (proiettili narcotizzanti) და გადაუდებელ შემთხვევებში საჭიროებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა მინისტრმა შეიძლება მისცეს არასტანდარტული იარაღის გამოყენების უფლება იმ პოლიციელებს, რომელთაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი, იმის გათვალისწინებით რომ იარაღი შემოწმებულია და მისი გამანადგურებელი ძალა არ აღემატება სტანდარტული იარაღისას (მუხლი 37). ზემოხსენებული დეკრეტი ასევე განსაზღვრავს რომ სტანდარტული იარაღი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საჭიროებების, პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა ინსტიტუციონალური მიზნების შესაბამისი და პროპორციული (მუხლი 1).
D. დაზარალებული მხარის უფლებები წინასწარი გამოძიებისას, პროკურორის მიერ გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნის შემდეგ.
150. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 79-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულ მხარეს წინასწარი მოსმენების დაწყებისას და შემდგომ პერიოდში შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო მხარედ პროცესში ჩართვა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოსმენას, რომელზეც მოიწვევა მოსამართლე რათა მან განზაღვროს უნდა წარსდგეს თუ არა ბრალდებული სასამართლოს წინაშე. წინასწარ მოსმენამდე, ან იმ შემთხვევაში როდესაც საქმის შეწყვეტის გამო ასეთი მოსმენა საერთოდ არ იმართება, დაზარალებულ მხარეს შეიძლება გააჩნდეს გარკვეული უფლებამოსილებები. სსსკ-ს შესაბამისი მუხლები განსაზღვრავენ რომ:
მუხლი 90
დაზარალებულმა მხარეს გააჩნია კანონით განსაზღვრული უფლებები და კომპეტენციები. გარდა ამისა პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დაზარალებულ მხარეს აქვს უფლება დააყენოს შუამდგომლობები, საკასაციო პროცედურების გარდა, მოითხოვოს მტკიცებულებების დართვა.
მუხლი 101
“დაზარალებულ მხარეს შეუძლია დანიშნოს ადვოკატი საკუთარი უფლებებისა და კომპეტენციების განსახორციელებლად”
მუხლი 359 § 1
როდესაც პროკურორი ნიშნავს ექსპერტიზას ან სხვა ტექნიკურ ღონისძიებებს სპეცუალური კომპეტენციის ფარგლებში, დაზარალებულ მხარეს შეუძლია დანიშნოს ექსპერტები. ამ უკანასკნელთ არ აქვთ უფლება თანამშრომლობაზე უარის თქმის.
მუხლი 360
“1. როდესაც 359-ე მუხლში მითითებული შემოწმება ეხება პირებს, საგნებს ან ადგილებს, რომელბიც სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ცვლილებას, პროკურორმა უნდა დროულად მიაწოდოს ბრალდებულს, დაზარალებულ მხარეს და ადვოკატებს ინფორმაცია ექსპერტებისთვის საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების თარიღის, დროის და ადგილის შესახებ ასევე ინფორმაცია ექსპერტების დანიშვნის შესაძლებლობის შესახებ.
...
3. ნებისმიერ დანიშნულ ექსპერტს და ადვოკატს უფლება აქვს დაესწროს ექსპერტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას, მონაწილეობა მიიღონ ექსპერტიზის ჩატარებაში, აწარმოონ ჩანაწერები და თავი შეიკაონ აზრის გამოხატვისგან.
მუხლი 392
“1. წინასწარი გამოძიების პროცესში პროკურორმა და ბრალდებულმა შეუძლიათ მიმართონ მომსამართლეს მტკიცებულებების დაყოვნებლივი წარმოდგენის მოთხოვნით.
2. პროკურორმა და ბრალდებულმა შესაძლოა ასევე მოითხოვონ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. თუ კი ექსპერტიზა დაინიშნება სასამართლო განხილვის პერიოდში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლოს გადადება 60 დღეზე მეტი ვადით... “
მუხლი 394
“1დაზარალებულ მხარეს შეუძლია პროკურორისგან მოითხოვოს მტკიცებულებების დაუყოვნებლივი წარმოდგენის მოთხოვნის გაგზავნა.
2. თუ კი პროკურორის უარს აცხადებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მან უნდა დაასაბუთოს ეს გადაწყვეტილება და ამის შესახებ აცნობოს დაზარალებულ მხარეს. “
151. პროკურორს არ აქვს უფლებამოსილება შეწყვიტოს საქმე. მან ამისთვის უბრალოდ უნდა მიმართოს გამომძიებელ მოსამართლეს. დაზარალებულ მხარეს შეუძლია გააპროტესტოს ეს მოთხოვნა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები ამბობენ შემდეგს:
მუხლი 409
1. იმ საქმეების გარდა სადაც საჩივარი შეტანილია 410-ე მუხლის თანახმად, თუ კი მოსამართლე აკმაყოფილებს საქმის შეწყვეტის მოთხოვნას მან უნდა გამოსცეს ბრძანება, დაასაბუთოს იგი და საქმე დაუბრუნოს პროკურატურას.
2. თუ კი მოსამართლე არ აკმაყოფილებს საქმის შეწყვეტის მოთხოვნას, მაშინ მან უნდა დაადგინოს მოსმენის თარიღი და ინფორმაცია ამის შესახებ მიაწოდოს პროკურორს, ბრალდებულს და დაზარალებულ მხარეს. ეს პროცედურა უნდა შესრულდეს 127-ე მუხლის შესაბამისად. დოკუმენტაცია უნდა გადაეგზავნოს რეესტრს მოსმენის დღემდე და ასლები შეიძლება მოპოვებულ იქნას დაცვის მხარის მიერ.
...
2. მოსმენის შემდეგ მოსამართლე განიხილავს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების საჭიროების საკითხს და მან უნდა გამოსცეს ბრძანება პროკურორისთვის სადაც დეტალურად იქნება ჩამოწერილი მისაღები ზომები და სავალდებულო ვადები მათ დასასრულებლად.
5. როდესაც მე-4 ნაწილში აღწერილი გარემოებები არ არის სახეზე და მოსამართლე უარყოფს მოთხოვნას საქმის შეწყვეტის შესახებ, მან პროკურორისთვის უნდა გამოსცეს ბრძანება 10 დღეში საბრალდებო დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნით.
6. საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოში 127 - ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბათილობის მოთხოვნით (განსაკუთრებით პროცედურის დარღვევა რომელიც ეხება დახურული მოსმენების ჩატარებას)”.
მუხლი 410
1. საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაპროტესტებისას, დაზარალებულმა მხარემ უნდა მოითხოვოს გამოძიების გაგრძელება, მიუთითოს გამომიძიების გაგრძელების დანიშნულება ასევე მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების საქმისთვის დართვა. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი გმოცხადდება დაუშვებლათ.
2. როდესაც საჩივარი დაუშვებლათ იქნება მიჩნეული ხოლო ბრალდებები კი უსაფუძვლოდ, მოსამართლემ უნდა გამოსცეს ბრძანება საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე დაუბრუნოს პროკურატურას.
...”
E.კრემაცია და დაკრძალვა
152. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნაწილის 116-ე მუხლი ეხება დაღუპვის ფაქტების გამოძიებას, სადაც არსებობს ეჭვის საფუძველი რომ ჩადენილ იქნა დანაშაული. მუხლი მიუთითებს შემდეგს:
იქ სადაც არსებობს ეჭვი, რომ პირი დაიღუპა დანაშაულის შედეგად, პროკურორმა უნდა დაადგინოს სიკვდილის მიზეზი, თუ ჩათვლის საჭიროდ კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად დანიშნოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ან მოითხოვოს მტკიცებულებების მყისიერი წარმოდგენა.
დაკრძალვა შეიძლება არ განხორციელდეს პროკურატურის ნებართვის გარეშე.
153. 1990 წლის 10 სექტემბრის # 285 პრეზიდენტის დეკრეტის 79-ე მუხლის თანახმად იქ სადაც ადამიანი მოკვდა მოულოდნელად ან საეჭვო გარემოებებში კრემაცია უნდა ნებადართულ იქნას სასამართლო ორგანოს მიერ.
III. შესაბამისი საერთაშორისო პრინციპები და დოკუმენტები
A.გაერთიანებული ერების ზირითადი პრინციპები სამართალდამცავთა მიერ ძალისა და იარაღის გამოყენების შესახებ
154. ამ პრინციპების შესაბამისი ნაწილები (გაეროს პრინციპები) რომლებიც მიღებულ იქნა გაეროს მერვე კონგრესის მიერ, რომელიც მიეძღვნა დანაშაულის პრევენციასა და დამნაშავეთა მიმართ მოპყრობას და გაიმართა ჰავანაში, 1990 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, საუბრობს შემდეგზე:
“1. მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ და შეასრულონ პირთა წინააღმდეგ სამართალდამცველთა მიერ ძალისა და იარაღის გამოყენების შესახებ წესები და რეგულაციები. ასეთი წესებისა და რეგულაციების შემუშავებისას მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა მუდმივად უნდა განიხილონ ძალისა და იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები.
2. მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განავითარონ და შექმნან საშუალებათა რაც შეიძლება უფრო ფართო სპექტრი და სამართალდამცველები აღჭურვონ სხვადასხვა შეიარაღებითა და ამუნიციით, რაც მათ მისცემს სხვადასხვა ძალისა და იარაღის გამოყენების საშუალებას. ეს ასევე უნდა მოიცავდეს არალეტალური და გამაუვნებელმყოფელი იარაღის შექმნას შესაბამის სიტუაციებში გამოსაყენებლად იმ საშუალებების გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვის მიზნით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ადამიანების სიკვდილი და დაზიანება. ამავე მიზნებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს სამართალდამცავთა ისეთი დამცავი საშუალებებით აღჭურვა, როგირიც არის ფარები, ჩაფხუტები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ტყვიაგაუმტარი სატრანსპორტო საშუალებები, რათა შემცირდეს ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენების საჭიროება.
...
9. სამართალდამცველებმა არ უნდა გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი ადამიანების წინააღმდეგ გარდა თავდაცვისა და სხვათა დაცვის მიზნით ისეთ შემთხვევებში როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობისა და სერიოზული დაზიანებების მიყენების საფრთხე, ასევე მძიმე დანაშაულის მომზადების პრევენციისთვის, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის, პირის დაკავების მიზნით, რომელიც ასეთ საშიშროებას წარმოადგენს ან წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცავებს, ასევე მისი გაქცევის პრევენციის მიზნით და იმ შემთხვევებისა როდესაც ნაკლებად ძლიერი საშუალებების გამოყენება არასაკმარისია ამ მიზნების მიღწევისთვის. ყველა შემთხვევაში ლეტალური ცეცხლსასროლი იარაღის განზრახ გამოყენება დაიშვება მხოლოდ ყოვლად გარდაუვალ სიტუაციებში და სიცოცხლის დასაცავად.
10. მე-9 პრინციპით გათვალისწინებულ გარემოებებში, სამართალდამცველებმა უნდა მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება და გააკეთონ მკაფიო გაფრთხილება იარაღის გამოყენების განზრახვის შესახებ, ასევე გაითვალისწინონ საკმარისი დრო გაფრთხილების გასაგებად თუ მათი მხრიდან ამგვარი ქმედება არ დააყენებს სამართალდამცველებს საფრთხის წინაშე ან სხვა პირებს არ შეუქმნის სიცოცხლის მოსპობის და დაზიანებების მიღების საფრთხეს ან ინციდენტის გარემოებებიდან გამომდინარე იქნება მიუღებელი და უაზრო.
11. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წესები და რეგულაციები უნდა შეიცავდნენ შემდეგ სამოქმედო რეკომენდაციებს:
ა) ზუსტად განისაზღვროს გარემოებები რომლის დროსაც სამართალდამცველებს აქვთ უფლება ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე განისაზღვროს ცეცხლსასროლი იარაღის ტიპი და დაშვებული აღჭურვილობის ჩამონათვალი.
ბ) უზრუნველყონ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მხოლოდ შესაბამის გარემოებებში, ისე რომ მაქსიმალურად იქნას შემცირებული არასასურველი საფრთხე.
გ) აიკრძალოს ისეთი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რომელიც იწვევს გაუმართლებელ დაზიანებს ან წარმოადგენს გაუმართლებელ საფრთხეს.
დ) დარეგულირდეს იარაღის კონტროლი, შენახვა და გაცემა, ასევე შემუშავდეს პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცველთა პასუხინმგებლობას მათზე გაცემულ იარაღსა და აღჭურვილობაზე.
ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას გაფრთხილების გამოყენება ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებიდან ამოღებისას.
ვ) უზრუნველყოფილ იქნას სისტემატიური ანგარიშგება ყოველთვის, როდესაც სამართალდამცავები გამოიყენებენ იარაღს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
...
18. მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავთა შერჩევა შესაბამისი შესარჩევი პროცედურების შედეგად, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მორალური, პსიქოლოგიური და ფიზიკური მონაცემები, რათა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და დაექვემდებარონ უწყვეტ პროფესულ მომზადებას. ასევე პერიოდულად უნდა შემოწმდეს მათი უნარი შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები.
19. მთავრობებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა სამართალდამცველის მომზადება და მათი ტესტირება ძალის გამოყენების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. სამართალდამცავები, რომელთაც მოეთხოვებათ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი, ამის უფლება უნდა მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ.
20. სამართალდამცავთა ტრენინგის დროს, მათავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ისეთ საკითხებს, როგორიც არის პოლიციის ეთიკა და ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით გამოძიების პროცესში, ალტერნატიული ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, ბრბოს ქცევის შესწავლა, მოლაპარაკების, მედიაციისა და დარწმუნების მეთოდები, ასევე ტექნიკური საშუალებები ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემცირების მიზნით. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გადახედონ და განიხილონ ტრენინგის პროგრამები და საოპერაციო პროცედურები კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით.
...”
ბ. წამების ან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ანგარიში
155. კომიტეტი იტალიას ეწვია 2004 წელს. 2006 წლის 17 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის შესაბამის ნაწილებში მოცემულია შემდეგი:
“14. 2001 წლიდან მოყოლებული კომიტეტმა დაიწყო დიალოგი იტალიის მთავრობასთან ნეაპოლში (2001 წლის 17 მარტი) და გენუაში (2001 წლის 20 დან 22 ივლისამდე) მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. იტალის მთავრობამ გააგრძელა კომიტეტის ინფორმირება იმ ღონისძიებების შესახებ რომელიც გატარდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების ჩადენის ბრალდებების საპასუხოდ” ამ კონტექსტში ვიზიტის დროს ხელისუფლებამ კომიტეტს მიაწოდა მიმდინარე ადმინისრტრაციული და სასამართლო პროცესების ჩამონათვალი.
კომიტეტი სურვილს გამოთქვამს მუდმივად იყოს ინფორმირებული ზემოთხსენებული პროცედურების პროგრესის შესახებ. დამატებით, კომიტეტი მოითხოვს მიეწოდოს ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც იტალიის ხელისუფლებამ გაატარა სამომავლოდ მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად ზომები რომლებიც შეეხება დიდი მასშტაბის საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ოპერატიული და საზედამხედველო პერსონალის ტრენინგს, ასევე მონიტორინგისა და ინსპექტირების სისტემებს).
15. 2000 წელს განხორციელებული ვიზიტის ანგარიშში კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით, რომელიც შეეხება სამართალდამცავთა ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში, როგორც საწყის ასევე მიმდინარე ეტაპზე ადამიანის უფლებათა, ასევე მაღალი რისკის შემცველი სიტუაციაების მართვის, ეჭვმიტანილთა დაპატიმრებისა და დაკითხვის კომპონენტების შეტანას. თავიანთ პასუხში იტალიის ხელისუფლებამ ზოგადად უპასუხა საკითხს რომელიც ეხებოდა სამართალდამცავთა ტრენინგის პროგრამაში ადამიანის უფლებათა კომპონენტს. კომიტეტი სურვილს გამოთქვამს მიეწოდოს უფრო დეტალური და განახლებული ინფორმაცია ამ კონკრეტულ საკითხზე....”
C. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შექმნილი დოკუმენტაცია (CAT)
156. მთავრობამ წარმოადგინა დოკუმენტები სადაც შეაჯამა კომიტეტის მიერ გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამინური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კონვენციის მე- 19 მუხლის შესაბამისად მთავრობის წარდგენილი ანგარიშების განხილვის შედეგები. იტალიის მიერ წარდგენილი მე-4 პერიოდული ანგარიშის ნაწილი (2004 წლის მაისი) გენუის მოვლენებს (პარა. 365-395). ეს ნაწილი ძირითადში ეფუძნება საპარლამენტო კომისიის ანგარიშის ცალკეულ ნაწილებს (იხ ზემოთ პარა. 113-116). კომიტეტმა იტალიის მე-4 პერიოდული ანგარიში განიხილა თავის 762-ე და 765-ე შეხვედრის დროს, რომლებიც 4 და 7 მაისს გაიმართა და 777-ე და 778-ე შეხვედრაზე კომიტეტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კომიტეტის ანგარიშის შესაბამისი ნაწილები მიუთითებენ შემდეგზე:
“ტრეინინგი
15. კომიტეტი კმაყოფილებას გამოხატავს სახემლმწიფოს მიერ სამართალდამცავთა, პენიტენციალური სისტემის მუშაკთა, სასაზრვრო და სამხედრო პერსონალის ტრენინგთან დაკავშირებით მიწოდებული დეტალური ინფორმაციის გამო. მიუხედავად ამისა კომიტეტი სინანულს გამოხატავს ინფორმაციის სიმწირის გამო რომელიც შეეხება ტრენინგებს არაძალადობრივი საშუალებების, ბრბოს მართვისა და ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე. კომიტეტი დამატებით გამოთქვამს სინანულს იმის გამო რომ არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელის ასახავს სამართალდამცავებისთვის და სასაზღვრო ძალებისთვის ჩატარებული ტრენინგის შედეგებს ასევე რამდენად ეფექტური გამოდგა წამებისა არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შემცირების ტრენინგი (მუხლი 10).
კონვენციის ხელშემკვრელმა მხარემ დამატებით უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რათა უზრუნველყოს რომ:
ა) ყველა სამართალდამცველი, საზღვრის დაცვის პერსონალი და პერსონალი რომელიც მუშაობს CPTs and CPTA-ში სრულად იცნობდნენ კონვენციის მოთხოვნებს, მათი დარღვევა არ დარჩება დაუსჯელი, იქნება გამოძიებული და სამართალდამრღვევები მიეცემიან პასუხისგებაში.
ბ) ყველა სამართალდამცველი ადეკვატურად არის აღჭურვილი და დატრენინგებული არაძალადობრივი საშუალებების გამოყენებაში, ასევე ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ხდება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ამ მიზნებისთვის იტალიის მთავრობამ დეტალურად უნდა განიხილოს წესრიგის დაცვის არსებული პრაქტიკა, სამართალდამცველთა ტრენინგის, მათ მიერ ბრბოს მართვის და ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების რეგულაციების ჩათვლით.
დამატებით, კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას რომ პერსონალმა სრულად გაიაროს სპეციფიური ტრენინგი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნების იდენტიფიცირებაში და 1999 წლის სტამბულის ოქმი (წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის ეფექტური გამოზიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო) გახდეს ექიმებისთვის ჩატარებული ტრენინგის განუყოფელი ნაწილი.
გარდა ხსენებულისა სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს მეთოდოლოგია წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შემცირების მიზნით განხორციელებული ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობის შესაფასებლად
...
არასათანადო მოპყრობა და ძალის გადამეტება
17. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას სამართალდამცავთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის განმეორებითი ბრალდებების არსებობის გამო. ამ საკითხთან მიმართებაში კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ანგარიშების გამო, რომლებიც ასახავენ სავარაუდოდ გადამეტებული ძალისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენებას სამართალდამცველთა მიერ ნეაპოლში (2001 წლის მარტი) გამართული დემონსტრაციების, ასევე მესამე გლობალური ფორმუმის და დიდი რვიანის სამიტის კონტექსტში (2001 წლის ივლისი) და Val di Susa-ში (2005 წლის დეკემბერი). კომიტეტი ასევე შეშფოთებულია იმით რომ რომ ასეთ ინციდენტებს სავარაუდოთ ადგილი ქონდა საფეხბურთო მატჩების დროს, მაგრამ კომიტეტი ასევე აღნიშნავს # 41/407 აქტის მიღებას შემდეგი დასათაურებით: “საფეხბურთო მატჩების დროს მომხდარი ზალადობის ფაქტების პრევენციისა და კონტროლისთვის მისაღები სასწრაფო ზომები” (მუხლები 12, 13 და 16).
კომიტეტი რეკომენდაცის უწევს კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს შემდეგი ეფექტური ღონისძიებები:
ა) მკაფიო და არაორაზროვანი მითითებით მიმართოს იერარქიის ყველა დონეზე პოლიციის ძალებს და პენიტენციალურ პერსონალს რომ წამება, ძალადობა და არასათანადო მოპყრობა დაუშვებელია ასევე ყველა თანამშრომლისთვის შეიმუშაონ ქცევის კოდექსი.
ბ) დარწმუნდნენ იმაში, რომ ის პირები რომლებიც აცხადებენ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ, დაცული იქნებიან დაშინებისა და საპასუხო ძალადობისგან.
გ) უზრუნველყონ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას და იმ ფარგლებში, რასაც მოითხოვს მათი უფლებამოსილების განხორციელება.
ამას გარდა, ხელშემკვრელმა მხარემ კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთაღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებული სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურების პროგრესის შესახებ.
18. კომიტეტი შეშფოთებულია რომ სამართალდამცავებს 2001 წლის დიდი რვიანის სამიტთან დაკავშირებული დემონსტრაციის დროს, არ ეკეთათ საინდენტიფიკაციო მანიშნებლები (badges) რამაც შეუძლებელი გახადა წამებისა და არასათანადო მოპყრობის საჩივრების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება (მუხლები 12 და 13).
ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ყველა სამართალდამცავს ეკეთოს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, იმისათცის რომ უზრუნველყოფილ იქნას პირადი პასუხისმგებლობის დაყენება და დაცვა რამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან და დასჯისგან.
სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება
19. კომიტეტი შეშფოთებულია სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ანგარიშების რაოდენობით, ასევე სახელმწიფოს მიერ ასეტი ფაქტების მცირე რაოდენობის გამოძიებებით და გამოძიებულ საქმეებში მსჯავრდებების მცირე რაოდენობით. კომიტეტი ასევე შეშფოთებით აღნიშნავს რომ წამების დანაშაული, რომელიც როგორც ასეთი არ არსებობს იტალიის სისხლის სამართლის კოდექსში და დასჯადია კოდექსის სხვა ნაწილების შესაბამისად, რიგ შემთხვევებში ამ დანაშაულზე შეიძლება გავრცელდეს ხანდაზმულობა. კომიტეტი მიიჩნევს რომ წამების ფაქტებზე არ უნდა ვრცელდებოდეს ხანდაზმულობის ვადები და მიესალმება სახელმწიფო დელეგაციის განცხადებას, რომ იტალია განიხილავს ხანდაზმულობის არსებული ვადების შეცვლის საკითხს (მუხლები 1,4, 12, 16).
კომიტეტი შემდეგ რეკომენდაციას უწევს ხელშემკვრელ სახემწიფოს:
ა) გააძლიეროს ზომები რათა უზრუნველყოს სამართალდამცავთა მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებების სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. კერძოდ, ასეთი გამოძიება არ უნდა წარმოებდეს პოლიციის ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოების მიერ, არამედ გამოზიებას დამოუკიდებელი ორგანო უნდა აწარმოებდეს. წამებისა და არასათანადო მოპყრობის დადასტურებული ფაქტების შემთხვევაში ეჭვმიტანილ პირს, როგორც წესი, უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება ან გადაყვანილ იქნას სხვა სამუშაოზე გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებით მაშინ როდესაც არსებობს იმის საფრთხე, რომ იგი ხელს შეუშლის გამოძიებას.
ბ) გასამართლდნენ დანაშაულის ჩამდენნი და მათ მიმართ გამოყენებულ იქნას შესაბამისი სასჯელები, რათა აღმოიფხვრას დაუსჯელობა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა მიმართ რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონვენციით აკრძალური დარღვევების ჩადენაზე.
გ) გადახედოს ნორმებს და დებულებებს ხანდაზმულობის შესახებ და შესაბამისობაში მოიყვანოს ისინი კონვენციის მოთხოვნებთან ისე რომ წამების ფაქტები ასევე წამების ჩადენის მცდელობა და ყველა იმ პირის ქმედება რომელიც წარმოადგენს წამებაში მონაწილეობას ან წამების ხელშეწყობას გამოძიებულ, გასამართლებულ და დასჯილ იქნას ხანდაზმულობის გარეშე. ”
სამართალი
I. კონვენციის მეორე მუხლის არსებითი მხარის სავარაუდო დარღვევა
157. მომჩივნები დავობდნენ, რომ კარლო ჯულიანი მოკლეს სამართალდამცავებმა და ხელისუფლებამ არ დაიცვა მისი სიცოცხლე. ისინი ეყრდობოდნენ კონვენციის მე-2 მუხლს რომელიც უზრუნველყოფს შემდეგს:
ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის შეიძლება წაერთვას სიცოცხლე განზრახ. სიცოცხლის წართმევა დასაშვებია მხოლოდ სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რაც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენების აბსოლუტურ აუცილებლობას:
a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისგან;
b) კანონიერი დაკავების ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.
ა. იყო თუ არა სასიკვდილო ძალის გამოყენება გამართლებული
158. მომჩივნებმა პირველ რიგში მიუთითეს, რომ იმ კონკრეტულ გარემოებებში მ.პ.-ს მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენება არ წამოადგენდა “გადაუდებელ აუცილებლობას” კონვენციის მეორე მუხლში ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად. მთავრობა არ დაეთანხმა ხსენებულ მოსაზრებას.
1. მხარეთა არგუმენტები
ა) მომჩივნები
159. მომჩივნებმა აღნიშნეს რომ ისინი არასდროს არ იზიარებდნენ “შუამდებარე საგნის თეორიას”. ექსპერტის, ბატონი ჯენტილეს მიხედვით ტყვია არ დაშლილა ნაწილებად მსხვერპლის სხეულზე მოხვედრისას (იხ. ზემოთ პარა. 64). მიუხედავად ამისა ტყვია ვერ მოიძებნა და არც ეგრეთწოდებული “შუამდებარე საგნის” ზომები და მოყვანილობა იყო ცნობილი. შესაბამისად შეუძლებელი იყო ტყვიის შეჯახების შესახებ მეცნიერული ჰიპოთეზის ფორმულირება მისი ტრაექტორიის პროცესში და იმის მტკიცება რომ მან მიმართულება შეიცვალა. უფრო მეტიც, მომჩივანთა მიერ დანიშნულმა სხვა ექსპერტებმა მხარი დაუჭირეს პოზიციას რომ ქვა ნაწილებად დაიშალა ჯიპზე მოხვედრის გამო და არა მ.პ.-ს ნასროლი ტყვიით (იხ. ზემოთ პარა. 65).
160. მომჩივნების თანახმად ჯიპის მგზავთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, რაც შეეხება თავად მანქანას, ეს იკო დეფენდერის ტიპის ჯიპი რომელიცჯავშნის გარეშეც საკმარისად მყარია. ამას გარდა დემონსტრანტთა რაოდენობა სურათებზე არ იყო 12 ზე მეტი. დემონსტრანტებს არ ჰქონდათ ლეტალური იარაღი და ჯიპი ალყაში არ ჰყავდათ მოქცეული. აუდიო და ვიზუალური მასალა ადასტურებს რომ დემონსტრანტები არ ყოფილან არც ჯიპის წინ და არც მისგან მარცხნივ. ფოტოსურათები ადასტურებს, რომ ჯიპში დამცავი ფარი იდო. მ.პ. ს ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და მის განკარგულებაში 2 ჩაფხუტი იყო. და ბოლოს, ჯიპის სიახლოვეს სხვა სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ და არ ასებობდა იმის მტკიცებულება რომ მ.პ.-მ და დ.რ.-მ ის დაზიანებები რომლებზეც მიუთითებდნენ ამ მოვლენების დროს მიიღეს.
161. გვამის გაკვეთის დასკვნიდან (იხ. ზემოთ პარა. 50) და მ.პ.-ს ჩვენებიდან იკვეთება, რომ მან დაღმა მიმართულებით ისროლა. 2001 წლის 20 ივლისს, პროკურატურის წარმოადგენლების მიერ დაკითხვის დროს მ.პ.- მ განაცხადა, რომ იმ მომენტში როდესაც მან იარაღი დაუმიზნა ის ვერავის ვერ ხედავდა. მან იცოდა რომ ისროდნენ ქვებს და იქვე იყვნენ თავდამსხმელები, რომელთაც ის ვერ ხედავდა (იხ. ზემოთ პარა. 36). რთულად წარმოსადგენია რომ მ.პ. თავს იცავდა კარლო ჯულიანისგან რომელსაც იგი ვერ ხედავდა. რადგანაც არც კარლო ჯულიანი არც სხვა დემონსტრანტები არ ყოფილან შეიარაღებულლნი, მ.პ.-ს საპასუხო რეაქცია ვერ ჩაითვლება პროპორციულად.
162. გარდა ამისა მ.პ.-ს ჩვენებები იყო ურთიერთ გამომრიცხავი. პირველი ორი დაკითხვის დროს (2001 წლის 20 ივლისი და 11 სექტემბერი - იხ ზემოთ პარა. 36 და 39) მან განაცხადა რომ მას არ დაუნახავს კარლო ჯულიანი და არ უთქვამს, რომ მან აღმა მიმართულებით ისროლა (მომჩივანთა გაგებით ეს უთანაბრდებოდა ნაგულისხმევ აღიარებას რომ მან მკერდის სიმაღლეზე ისროლა). მიუხედავად ამისა, 2007 წლის 1 ივნისს “25‑ის სასამართლოზე” მ.პ.-მ განაცხადა რომ მან გაისროლა როდესაც ხელი ჰაერში ჰქონდა. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათთან, რომელზეც ჩანს რომ მას იარაღი დამიზნებული აქვს მკერდის სიმაღლეზე. და მისი დახრის კუთხე არის ჰორიზონტალურიდან დაღმა მიმართულებით. და ბოლოს, 2007 წლის 15 ნოემბრის სატელევიზიო ინტერვიუში მ.პ.-მ განაცხადა იგი “შეეცადა გაესროლა რაც შეიძლებოდა უფრო მაღლა”, რომ არ დაუმიზნებია იარაღი კარლო ჯულიანისთვის და ის არასდროს არ ყოფილა კარგი მსროლელი. მან ასევე დაამატა რომ იგი გენუაში დიდი რვიანის სამიტზე გაგზავნეს მისი კოლეგის მაგივრად, რომელსაც არ სურდა იქ წასვლა.
163. და ბოლოს მომჩივნებმა წარმოადგინეს არგუმენტაცია რომ მ.პ.-ს არ გაუკეთებია მკაფიო გაფრთხილება, რომ იგი აპირებდა იარაღის გამოყენებას და მოვლენების დროს გადაღებულ ზოგიერთ ფოტოზე ჩანს დამცავი ფარი, რომელსაც იყენებდნენ ჯიპის ერთ-ერთი ჩამსხვრეული ფანჯრის დასაფარად.
(c) მთავრობა
164. მთავრობა ამტკიცებდა, რომ სასამართლოს საქმე არ იყო გამოძიების შედეგების და ადგილობრივი მოსამართლეების დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება. შესაბამისად უარყოფითი პასუხი შეკითხვაზე შეძლო თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარლო ჯულიანი სიხოხცლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განპირობებულია გადაწყვეტილებით გამოძიების შეწყვეტის შესახებ. საკუთარი პოზიციის დასაცავად მთავრობამ მიუთითა საქმეზე Grams v. Germany ((dec.), no. 33677/96, ECHR 1999‑VII ECHR 1999‑VII) და მოსამართლეების ზაგრებელსკის და ტომასენის ნაწილობრის განსხვავებულ მოსაზრებაზე საქმეში Ramsahai and Others v. the Netherlands (no. 52391/99, 10 November 2005) და მოითხოვა სასამართლოსგან ამავე მიდგომით ეხელმძღვანელა.
165. ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია არც სიცოცხლის განზრახ მოსპობას არც გადამეტებული ძალა ყოფილა გამოყენებული. უფრო მეტიც არანაირი პირდაპირი კავშირი არ არსებობდა კარლო ჯულიანის სიკვდილსა და მ.პ.-ს მიერ განხორციელებულ გასროლას შორის. მიუხედავად იმისა რომ გამომძიებელმა მოსამართლემ საქმის შეწყვეტის შესახებ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იხელმძღვანელა სსკ-ს 52-ე და 53-ე მუხლებით, მან არ უგულველყო ის განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი გარემოებები, სადაც ტყვიამ შეიცვალა მიმართულება ქვასთან შეჯახების შედეგად, გარემოება რომელიც შეფასდა პროპორციულობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე მთავრობამ დაასკვნა რომ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებამ მ.პ. გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, იმის საფუძველზე რომ პირდაპირი კავშირი გასროლასა და კაროლო ჯულიანის სიკვდილს შორის გაწყდა ტყვიის ქვასთან შეჯახებისა და გასროლის ტრაექტორიის ცვლილების გამო.
166. გამომძიებელი მოსამართლის აზრით მ.პ. მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით პანიკის მდგომარეობაში, როდესაც მას გააჩნდა საფუძველი ეფიქრა, რომ მის სიცოცხლეს ან სხეულის დაზიანებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. დამატებით, მ.პ.‑ს არ დაუმიზნებია არც კარლო ჯულიანისთვის და არც ვინმე სხვისთვის. მან აღმა მიმართულებით გაისროლა, რომელიც არ მოიაზრებდა ვინმეს დაზიანების საფრთხეს. კარლო ჯულიანის სიკვდილი არ ყოფილა ძალის გამოყენების გამიზნული და პირდაპირი შედეგი და გამოყენებული ძალა არ იყო პოტენციურად ლეტალური (მთავრობამ მიუთითა საქმეებზე Scavuzzo‑Hager and Others v. Switzerland, no. 41773/98, §§ 58 and 60, no. 41773/98, §§ 58 and 60, 2006 წლის 7 თებერვალი, და Kathleen Stewart v. the United Kingdom, no. 10044/82, no. 10044/82, კომისიის 1984 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება (DR) 39).
167. ორივე მხარის ექსპერტები შეთანხმდნენ იმაზე რომ ტყვია უკვე დანაწევრებული იყო, როდესაც მსხვერპლს მოხვდა. მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი ტყვიის ნაწილებად დაშლის შესაძლო მიზეზები, ისეთი, როგორიც იყო ტყვიის მოდიფიცირება მისი დაშლის შესაძლებლობის ასამაღლებლად ან ქარხნული წუნი, თავად მომჩივნების მიერ იქნა შეფასებული როგორც “ნაკლებად სავარაუდო” (იხ. ზემოთ პარა. 64, 71 და 81) და ვერ იძლეოდა სარწმუნო განმარტებას. ფაქტი რომ შეუზლებელი იყო შუამდებარე საგნის იდენტიფიცირება წარმოადგენდა დეტალს, რომელიც ვერ იქონიებდა გამოძიებაზე მნიშვნელოვან გავლენას.
168. მთავრობამ საპასუხოდ წარმოადგინა არგუმენტები რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო აუცილებელი და პროპორციული. მათ ხაზი გაუსვეს შემდეგ ელემენტებს, კერძოდ: ძალადობის ხარისხს და მასშტაბს, რომელიც ახასიათებდა დემონსტრაციებს; კარაბინერთა კონტიგენტზე დემონსტრანტების თავდასხმის ძალას, რომელიც პრობლემურ მოვლენებამდე დაიწყო და იმ მომენტისთვის ძალადობის პიკს მიაღწია; კარაბინიერების, განსაკუთრებით კი მ.პ.-ს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას; მოვლენების განვითარების ძალიან მოკლე დროს, დაწყებული მანქანაზე თავდასხმიდან დასრულებული სასიკვდილო გასროლის მომენტით; ფაქტს რომ მ.პ.-მ მხოლოდ ორჯერ ზემოთ ჰაერში გაისროლა; ალბათობას რომ მ.პ. ვერ ხედავდა მსხვერპლს ან თუ ხედავდა მხოლოდ ბუნდოვნად და მ.პ.-სა და დ.რ.-ს მიღებული დაზიანებებს.
169. მთავრობის არგუმენტების თანახმად არ იყო დადასტურებული რომ ფოტოსურათზე რომელზეც ჩანდა მანქანის უკანა საქარე მინიდან გამოშვერილი პისტოლეტი წარმოადგენდა სწორედ იმ მომენტს როდესაც მოხდა გასროლა. მ.პ.-მ მისი იარაღი ამოიღო რამდენიმე წამით ადრე ვიდრე გასროლას განახორციელებდა. მხოლოდ წამის მესამედი იყო საჭირო ხელის რამდენიმე სანტიმეტრით გადასაადგილებლად და გასროლის კუთხის რამდენიმე გრადუსით შესაცვლელად. ეს ფოტოსურათი არ წარმოადგენდა მტკიცებულებას რომ რომ მ.პ. იყო პასუხისმგებელი კარლო ჯულიანის გარდაცვალებაზე და ვერ აბათილებდა გაუთვალისწინებელი ინციდენტის ჰიპოთეზას.
170. პროკურატურისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო მ.პ.-ს მენტალური მდგომარეობის და მისი განზრახვის ზუსტი განსაზღვრა, მოვლენის დროს მისი დაბნეულობისა და პანიკის ხარისხიდან გამომდინარე. მ.პ.-ს აღწურვილობა შედგებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის განკუთვნილი სამსახურეობრივი ფორმისგან, დამცავი მინის მქონე 2 ჩაფხუტისგან, ზურგჩანტისგან, 6 დიდი ზომის ცრემლსადენი გაზის ხელყმბარისგან, აირწინაღის ფილტრისგან და ბერეტას მარკის პისტოლეტისგან თავის მჭიდით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ვერ დადგინდებოდა იყო თუ არა მანქანაში დამცავი ფარი.
171. მ.პ.-ს არ ჰქონდა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ გაესროლა, რადგანაც მანქანის მდებარეობამ გაქცევა შეუძლებელი გახადა. გარდა ამისა ჯიპში მყოფმა კარაბინერებმა, მათი პანიკური მდგომარეობიდან, დემონსტრანტების აგრესიული განწყობისა და მოვლენათა განვითარების სისწრაფიდან გამომდინარე ვერ მოიხმეს დამხმარე ძალები. ყველა შემთხვევაში, მანძილის, გადაჯგუფების საჭიროების და სხვა შეტაკებებში ჩაბმის გამო დამხმარე ძალები ვერ შეძლებდნენ დროზე მოსვლას. მთავრობამ ასევე მიუთითა სასამართლოში წარდგენილ აუდიო და ვიდეო მასალებზე, რომლებიც მისი აზრით ასახავდნენ იმას, რომ თუ მ.პ. არ გამოიყენებდა მის იარაღს, 70-მდე დემონსტრანტის აგრესიული თავდასხმა კარაბინერთა მანქანაზე შესაძლოა ორიდან ერთ-ერთი მგზავრის სიკვდილით დასრულებულიყო.
172. პროკურორის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ ეფუძნებოდა ყველა ამ ფაქტორს და შემდეგ პრეზუმფციას: იტალიის კანონმდებლობის თანახმად სადაც არსებობდა ეჭვები და შეუძლებელი იყო პირის პასუხისგებაში მიცემა და სასამართლო განხილვა სავარაუდოდ ვერაფერს ვერ შემატებდა მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში საქმე უნდა შეწყვეტილიყო. პალატის გადაწყვეტილება
173. პალატამ დაადგინა, რომ ძალის გამოყენება არ იყო არაპროპორციული. ამ დასკვნამდე პალატა ძირითადად მივიდა გამომძიებელი მოსამართლის დასაბუთების გაზიარების შედეგად, რის საფუძველზეც მან მიიღო გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ, რომელიც კოლეგიის აზრით ეფუძნებოდა მოწმეთა ჩვენებებისა და არსებული აუდიო და ვიდეო მასალების დეტალურ ანალიზს. კოლეგიამ დაამატა, რომ გასროლამდე მ.პ.-ს იმგვარად ეჭირა ხელში იარაღი რომ მისი დანახვა ჯიპის გარედან შესაძლებელი იყო (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარა. 214-227). სასამართლოს შეფასება
ა) ზოგადი პრინციპები
174. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მეორე მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ძირითად დებულებას, რომელიც მშვიდობიან დროს არ ექვემდებარება გადახვევას კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად. კონვენციის მესამე მუხლთან ერთად ის იცავს დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს, რომლებიც ქმნიან ევროპის საბჭოს. (სხვა წყაროებს შორის იხილეთ Andronicou and Constantinou v. Cyprus, 1997 წლის 9 ოქტომბერი, პარა. 171, ანგარიშები, განჩინებები და გადაწყვეტილებები 1997-VI და Solomou and Others v. Turkey no. 36832/97, § 63, 24 2008 წლის ივნისი).
175. მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი გამონაკლისი შემთხვევები მიუთითებენ, რომ მეორე მუხლი ვრცელდება მაგრამ არ არის მხოლოდ შეზღუდული განზრახ მკვლელობასთან მიმართებით. მეორე მუხლის ტექსტი მთლიანობაში ასახავს, რომ მეორე ნაწილი პირდაპირ არ განსაზღვრავს გარემოებებს სადაც ნებადართალია ადამიანის განზრახ მკვლელობა, მაგრამ აღწერს სიტუაციას სადაც ნებადართულია “ძალის გამოყენება”, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შედეგი სიცოცხლის მოსპობის სახით. თუმცა, გამოყენებული ძალა არ უნდა აღემატებოდეს იმ დონეს, რომელიც აუცილებელია მუხლის მეორე ნაწილის ქვეპუნქტებში წარმოდგენილი ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად (ა, ბ ან გ) (იხ. McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბერი, § 148, სერია “ა” no. 324, და Solomou and Others, ზემოხსენებული საქმე, § 64).
176. ტერმინის “აბსოლუტურად აუცილებელი” -ის გამოყენება მიუთითებს უფრო მკაცრი და საყურადღებო ტესტის გამოყენების აუცილებლობაზე, ვიდრე ის, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ სიტუაციებში, როდესაც დგინდება, თუ რამდენად იყო სახელმწიფოს ქმედება “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” მე-8 და მე-11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. კერძოდ კი გამოყენებული ძალა უნდა იყოს მკაცრად პროპორციული მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ და გ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად. უფრო მეტიც, დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ დებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ, საკუთარი შეფასებისას, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები უნდა განსაკუთრებით დეტალურად შეისწავლოს, განსაკუთრებით იქ სადაც განზრახ ხდება ლეტალური ძალიას გამოყენება. სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს არა მარტო სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედება, რომლებიც უშუალოდ ძალას იყენებენ, არამედ ყველა არსებული გარემოება, და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვისა და კონტროლის ჩათვლით. (იხ. McCann and Others ზემოხსენებული საქმე, პარა 147-150, და Andronicou and Constantinou ასევე ზემოთ მითითებული, პარა. 171, ასევე Avşar v. Turkey, no. 25657/94, § 391, ECHR 2001‑VII, და Musayev and Others v. Russia, nos. 57941/00, 58699/00 და 60403/00, § 142, 2007 წლის 26 ივლისი).
177. გარემოებები, რომლის დროსაც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება გამართლდეს დეტალურად უნდა იქნას გაანალიზებული. კონვენციის, როგორც ადამიანის (ინდივიდის) დაცვის მექანიზმის მიზანი და დანიშნულება მოითხოვს რომ კონვენციის მე-2 მუხლი იმგვარად იყოს ინტერპრეტირებული და გამოყენებული რომ არსებული დაცვის მექანიზმები იყოს ფრაქტიკული და ეფექტიანი (იხ. ზემოთ მითითებული Solomou and Others, პარა. 63). კერძოდ კი სასამართლომ დაადგინა რომ ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელია ცეცხლის გახსნას წინ უნდა უძღოდეს გამაფრთხილებელი გასროლები (იხ. Kallis and Androulla Panayi v. Turkey no. 45388/99, § 62, 2009 წლის 27 ოქტომბერი, იხილეთ ასევე გაეროს პრინციპების მე‑10 პარაგრაფი, პარა. 154 ზემოთ).
178. სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ კონვენციის მე‑2 მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენება შეიძლება დასაბუთდეს ამ დებულებების თანახმად მაშინ, როდესაც ის ქმედება ეფუძნება გულწრფელ რწმენას, რომელიც მოცემულ მომენტში ასევე ემყარება კეთილ მიზნებს მაგრამ შემდგომში აღმოჩნდება მცდარი. სხვაგვარად ეს იქნება სახელმწიფოზე და სამართალდამცველებზე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას არარეალისტური ტვირთის დაკისრება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მათ და სხვების სიცოცხლეს (იხ. ზემოთ McCann and Others პარა. 200 Andronicou and Constantinou პარა. 192).
179. როდესაც სასამართლოს მოეთხოვა გამოეძიებინა რამდენად ლეგიტიმური იყო გამოყენებული სასიკვდილო ძალა, სასამართლომ თავი აარიდა მოვლენების განხილვას და ვერ შეძლო ჩაენაცვლებინა მოვლენების საკუთარი შეფასება, რომლის მიხედვითაც ოფიცერი ვალდებული იყო ემოქმედა მოცემული სიტუაციის სიმძაფრის გათვალისწინებით და თავიდან აეცილებინა მის მიერ წარმოსახული სასიცოცხლო საფრთხე (იხ Bubbins v. the United Kingdom no. 50196/99, § 139, ECHR 2005‑II).
180. სასამართლო ფრთხილად უნდა იყოს პირველი ინსტანციის ტრიბუნალის როლის შესრულებისას, სადაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ამის თავიდან აცილება (მაგალითისთვის იხილეთ McKerr v. the United Kingdom (dec.), , no. 28883/95, 2000 წლის 4 აპრილი). ზოგადი წესის თანახმად, იქ სადაც ადგილობრივი პროცედურები განხორციელდა, სასამართლოს არ ევალება საკუთარი შეფასებებით ჩაანაცვლოს ადგილობრივი სასამართლოს შეფასებები, რომელსაც ევალება ფაქტების შეფასება მათ წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ Edwards v. the United Kingdom, 1992 წლის 16 დეკემბერი no. 28883/95, 34, Series A no. 247‑B, და Klaas v. Germany, 1993 წლის 22 სექტემბერი, § 29, Series A no. 269). მიუხედავად იმისა რომ სასამართლო არ არის შეზღუდული ადგილობრივი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტებით და თავისუფალია თავად შეაფასოს მის წინაშე წარმოდგენილი მასალები. ნორმალურ გარემოებებში სასამართლოს ესაჭიროება დამაჯერებელი ელემენტები იმისათვის, რომ გაემიჯნოს ადგილობრივი სასამართლოების მიერ შესწავლილ ფაქტებს (იხ. ზემოთ ნახსენები Avşar -ის საქმე § 283 და Barbu Anghelescu v. Romania, no. 46430/99, § 52, 2004 წლის 5 ოქტომბერი).
181. ფაქტობრივი მტკიცებულებების შესაფასებლად სასამართლოს დადგენილი აქვს სტანდარტი “საფუძვლიან ეჭვს მიღმა”, მაგრამ ასეთი მტკიცებულება უნდა იყოს დაფუძნებული საკმარისად ძლიერ, მკაფიო და თანმხვედრ მტკიცებულებებზე ან ფაქტების უტყუარ პრეზუმფციებზე. ამ კონტექსტში შეიძლება ასევე გათვალისწინებულ იქნას მხარეთა მოქმედება მტკიცებულებების მოპოვების პროცესში (იხ. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი 1978, § 161, სერია A #25 და Orhan v. Turkey, # 25656/94, § 264, 2002 წლის 18 ივნისი). გარდა ამისა კონკრეტული დასკვნის მისაღწევად აუცილებელი დამაჯერებლობის გარკვეული დონის არსებობა და ამასთან კავშირში მტკიცების ტვირთის გადანაწილება შინაგანად დაკავშირებულია კონკრეტულ ფაქტებთან, ბრალდების ხასიათთან და კონვენციით განსაზღვრულ უფლებასთან. სასამართლო ასევე ყურადღებას აქცევს გადაწყვეტილების მნიშვნელობას სადაც სახელმწიფომ დაარღვია ძირითადი უფლებები (იხ. Ribitsch v. Austria, 1995 წლის 4 დეკემბერი, § 32, სერია A no. 336; Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 26, ECHR 2004‑VII; Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005‑VII; და Solomou and Others, მითითებული ზემოთ, § 66).
182. სასამართლო განსაკუთრებით მკაცრად იხილავს საქმეებს რომლებშიც საუბარია კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევაზე (იხილედ mutatis mutandis, რიბიჩი ავსტრიის წინააღმდეგ, მითითებული ზემოთ, § 32). მაშინ როდესაც ასეთი ბრალდებების საფუძველზე ადგილი ჰქონდა ადგილობრივ სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმის განხილვას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განსხვავდება სახელმწიფოს კონვენციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება ამ უკანასკნელით. კონვენციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძვნება კონვენციის დებულებებს, რომლებიც განმარტებულ უნდა იქნას კონვენციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა შესაბამისი დებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს მისი წარმომადგენლების, ორგანოების და მოხელების მიერ განხორციელებული ქმედებებიდან, არ უნდა იქნას არეული ადგილობრივი სასამართლოების განსახილველ ინდივიდუალური ხასიათის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველ საქმეებთან. სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება დამნაშავეობასთან და უდანაშაულობასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა (იხ. Tanlı v. Turkey no. 26129/95, § 111, ECHR 2001‑III, და Avşar ის ზემოხსენებული საქმე, § 284).
(b) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
183. სასამართლო მისაღებად მიიჩნევს საკუთარი ანალიზი დაიწყოს იმ ფაქტებიდან, რომლებიც მხარეებს შორის სადაო არ გამხდარა. 2001 წლის 20 ივლისს ადგილი ქონდა არაერთ შეტაკებას დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის: კერძოდ თავდასხმა მოხდა Marassi-ს ციხეზე (იხ. ზემოთ პარა. 134), კარაბინერებმა შეუტიეს Tute Bianche-ის მსვლელობას (იხ. ზემოთ პარა. 18-19, 122-124 და 132-136) და კარაბინერების კუთვნილ ჯავშნიან მანქანას წაუკიდეს ცეცხლი (იხ. ზემოთ პარა. 20). ამ ინციდინტების შემდგომ, საღამოს 5 საათზე, როდესაც სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო კარაბინერების ბატალიონი განლაგდა Piazza Alimonda-ზე სადაც მათი ორი ჯიპი იდგა. ერთ-ერთ ჯიპში იჯდა ორი კარაბინერი, მ.პ. და დ.რ., რომლებიც შექმნილ ვითარებაში ვეღარ გააგრძელებდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. (იხ. ზემოთ პარა. 21, 23 და 29).
184. მცირე დროის გასვლის შემდეგ კარაბინერებმა დატოვეს საკუთარი პოზიციები, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ დემონსტრანტთა აგრესიული ჯგუფისთვის. ჯიპები გაყვნენ კარაბინერებს. თუმცა კარაბინერებს მოუწიათ მალევე უკან დაეხიათ ვინაიდან დემონტრანტებმა შეძლეს მათი შეტევის მოგერიება. ამის შემდეგ ჯიპებმაც სცადეს უკან დახევა, მაგრამ იმ ჯიპს რომელშიც მ.პ. და დ.რ. ისხდნენ გზა გადაყირავებული ნაგვის კონტეინერით ბლოკირებული დახვდათ და ვერ შეძლეს ადგილის დატოვება ვინაიდან ძრავიც ჩაქრა (იხ. ზემოთ პარა. 21‑22).
185. ეს წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ საქმეს სადაც მოვლენები რომლებიც წინ უძღოდა და სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ლეტალური იარაღის გამოყენების შემდგომ განვითარდა გადაღებულ იქნა ფოტო და ვიდეო საშუალებებით. შესაბამისად სასამართლო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის წინაშე მხარეთა მიერ წარმოდგენილ ვიდეო ფირებს (იხ. ზემოთ პარა. 9 და 139), რომელთა ნახვის საშუალებაც სასამართლოს ჰქონდა და რომელთა ნამდვილობის საკითხი არ გამხდარა სადავო.
186. საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერი და ფოტოები ასახავენ რომ როგორც კი ჯიპი, რომელსაც ფ.კ. მართავდა ნაგვის კონტეინერს შეეჯახა და ვეღარ გაარძელა სვლა, მას თავს დაესხნენ და ნაწილობრივ გარს შემოეხვიენ დემონსტრანტები, რომელთაც წამოიწყეს ინტენსიური და ძალადობრივი შეტევა მანქანაზე და მის მგზავრებზე. ისინი არყევდნენ ჯიპს და ესროდნენ ქვებსა და სხვა საგნებს. მათ ჩაამსხვრიეს მანქანის უკანა მინები და შიგნით შეაგდეს ცეცხლმაქრი რომელიც მ.პ.-მ მოიგერია. ჩანაწერებზე და ფოტოებზე ასევე ჩანს ერთერთი დემონსტრანტი რომელმაც გვერდითა მინიდან მანქანაში შეყო ხის ნაჭერი რომლითაც დაზიანებები მიადგა დ.რ.-ს და სხვა კარაბინერს რომლებიც ჩამოაშორეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. (იხ. ზემოთ პარა. 84).
187. ეს ცალსახად წარმოადგენდა უკანონო და ძალადობრივ თავდასხმას სამართალდამცავი ორგანოების მანქანაზე, რომელიც უბრალოდ ცდილობდა დაეტოვებინა ტერიტორია და დემონსტრანტებს არ უქმნიდა არანაირ საფრთხეს. როგორიც არ უნდა ყოფილიყო დემონსტრანტების განზრახვა ჯიპის მგზავრების მიმართ, ფაქტად რჩება, რომ ლინჩის წესის გამოყენება ვერ გამოირიცხებოდა. ეს ასევე აღნიშნა გენუის რაიონულმა სასამართლომ (იხ. ზემოთ პარა. 128).
188. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ საჭიროა მოვლენების შეფასება თავდასხმის მსხვერპლთა პოზიიციიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ პარა. 179). სიმართლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სხვა კარაბინერები ჯიპის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და მათ შეეძლოთ ჩარეულიყვნენ და მიხმარებოდნენ ჯიპის მგზავრებს თუ კი სიტუაცია უფრო გაუარესდებოდა. თუმცა ეს ვერ ეცოდინებოდა მ.პ.-ს, რომელიც დაშავებული იყო და პანიკით მოცული იწვა მანქანის უკანა ნაწილში, რომელსაც გარს ერტყა დემონსტრანტების დიდი რაოდენობა. შესაბამისად მ.პ. ვერ დაინახავდა ძალების განლაგებას და სხვა მისთვის ხელმისაწვდომ ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. ჩანაწერიდან ჩანს რომ ფატალურ გასროლამდე ცოტა ხნით ადრე ჯიპი დემონსტრანტების კონტროლის ქვეშ იყო.
189. მომხდარისა და თავდასხმის უკიდურესად ძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ იხილა სურათებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.პ.-ს მოქმედებისას გულწრფელად სჯეროდა რომ უკანონო თავდასხმის გამო მას და მისი კოლეგების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. შესაბამისად მ.პ.ს ქონდა უფლება საკუთარი თავისა და ჯიპის სხვა მგზავრების დასაცავად გამოეყენებინა შესაბამისი საშუალებები.
190. ფოტოსურათებზე ჩანს და მ.პ.სა და ზოგიერთი დემონსტრანტის ჩვენებები ადასტურებს (იხ. ზემოთ პარა. 36, 39 და 45) რომ გასროლამდე მ.პ.-მ სხვებს დაანახა მისი პიტოლეტი, როდესაც მან ხელი გამოიშვირა ჯიპის უკანა საქარე მინიდან და უყვირა დემონსტრანტებს თუ არ უნდოდათ სიკვდილი დაეტოვებინათ იქაურობა. სასამართლოს აზრით მ.პს მოქმედება და გამონათქვამი გაუტოლდა ცალსახა გაფრთხილებას, რომ იგი აპირებდა ცეცხლის გახსნას. ამას გარდა ფოტოებზე ჩანს ერთი დემონსტრანტი რომელიც ზუსტად ამ მომენტში გარბის შემთხვევის ადგილიდან.
191. ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში კარლო ჯულიანიმ გადაწყვიტა აეღო ცეცხლმაქრი რომელიც მიწაზე იდო და ასწია იგი მკერდის სიმაღლეზე რათა ესროლა იგი ჯიპში მსხდომი მგზავრებისათვის. მისი მოქმედება მ.პ.-ს მიერ შესაძლოა ინტერპრეტირებული ყოფილიყო როგორც იმის მაჩვენებელი რომ მისი გაფრთხილებებისა და იარაღის ამოღების მიუხედავად ჯიპზე თავდასხმა არ ჩერდებოდა და არც მისი ინტენსივობა იკლებდა. უფრო მეტიც, დემონსტრანტთა დიდი ნაწილი აგრძელებდა შეტევას. მ.პ.-ს რწმენა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო ამის შედეგად შესაძლოა მხოლოდ უფრო გამყარებულიყო. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ამართლებს თავდაცვის მიზნით პოტენციურად ლეტალური საშუალების, ანუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.
192. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სროლის მიმართულება ზუსტად ვერ დადგინდა. პროკურატურის ექსპერტების მიერ მხარდაჭერილი თეორიის თანახმად (იხ. ზემოთ პარა. 60-62), რომელიც სადაო გახადეს მომჩივნებმა, (იხ. ზემოთ პარა. 80 და 159) მაგრამ მიღებულ იქნა გენუის გამომძიებელი მოსამართლის მიერ (იხ. ზემოთ პარა.. 87-91) მ.პ.-მ აღმა მიმართულებით გაისროლა და ერთ-ერთი ტყვია მოხვდა მსხვერპლს, რომელმაც შემთხვევით შეიცვალა მიმართულება, ვინაიდან მოხვდა დემონსტრანტების მიერ ნასროლ ერთ-ერთ ქვას. თუ კი დამტკიცდებოდა რომ მოვლენები ზუსტად ამგვარად განვითარდა, მაშინ დადგინდებოდა რომ კარლო ჯულიანის სიკვდილის მიზეზი იყო უიღბლობა და იშვიათი და გაუთვალისწინებელი მოვლენა რომელმაც გამოიწვია მისი დაზიანება ტყვიით, რომელიც სხვა შემთხვევაში ჰაერში უნდა გაუჩინარებულიყო. (იხ. Bakan v. Turkey no. 50939/99, §§ 52-56, 2007 წლის 12 ივნისი, სადაც სასამართლომ გამორიცხა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა და დაადგინა რომ სასიკვდილო ტყვია რიკოშეტის შედეგად მოხვდა მომჩივნის ნათესავს).
193. მიუხედავად ამისა ამ საქმეში სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ შეაფასოს “შუამდებარე საგნის თეორიის” დასაბუთებულობის ხარისხი, რომელზეც არსებობდა ექსპერტების უთანხმოება. კერძოდ მომჩივანთა ექსპერტების, რომელთაც ჩაატარეს ბალისტიკური ტესტების მესამე რაუნდი და გაკვეთის დასკვნას შორის (იხ. ზემოთ პარა. 62, 66 და 50). სასამართლო უბრალოდ აღნიშნავს, რომ როგორც გენუის გამომძიებელმა მოსამართლემ მართებულად შენიშნა (იხ. ზემოთ პარა. 92) და როგორც ეს ჩანს ფოტოსურათებზე, მ.პ.-ს ხედვის არე შეზღუდული იყო ჯიპის სათადარიგო საბურავით, ვინაიდან იგი ნახევრად იწვა ჯიპის იატაკზე. იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა დემონსტრანტები აგრძელებდნენ შეტევას და საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა - კერძოდ გარდაუვალი იყო ცეცხლმაქრის სროლის მეორე მცდელობა, მ.პ. ს თავის დაცვის მიზნით შეეძლო მხოლოდ გაესროლა ჯიპის სათადარიგო საბურავსა და ჯიპის სახურავს შორის არსებული ვიწრო სივრციდან. ფაქტი რომ ამ სივრციდან გასროლა შეიცავდა თავმდამსხმელის დაზიანების ან მისი მოკვლის საფრთხეს, როგორც ეს სამწუხაროდ მოხდა, თავისთავად არ ნიშნავდა იმას რომ თავდაცვითი ქმედება იყო გადამეტებული ან არაპროპორციული.
194. მომხდარის შესაბამისად სასამართლო ადგენს რომ ამ საქმეში სასიკვდილო ძალის გამოყენება იყო სრულიად აუცილებელი “ნებისმიერი პირის არამართლზომიერი ძალადობისგან დასაცავად” კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მნიშვნელობით (იხ. ზემოთ პარა. 176).
195. აქედან გამომდინარე ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას.
196. ამ დასკვნიდან გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ იმის განხილვას იყო თუ არა ძალის გამოყენება გარდაუვალი “კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობათ “ კონვენციის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
B. მიიღო თუ არა მოპასუხე სახელმწიფომ ძალის გამოყენების უარყოფითი შედეგების შესამცირებლად აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ზომები.
197. როგორც ადრე, მომჩივნებმა პალატის წინაშე გაასაჩივრეს ადგილობრივი კანონმდებლობა. მთავრობა შეეწინააღმდეგა მათ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. პალატამ არ განიხილა ეს საკითხები.
1. მხარეთა არგუმენტები
(a) მომჩივნები
198. მომჩივნებმა გააპროტესტეს დემონსტრანტების სიცოცხლის დამცავი საკანონმდებლო ნორმების არარსებობა. მათ საჩივარში აღნიშნული იყო რომ ადგილობრივმა კანონმდებლობამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გარდაუვალი გახადა რაც კარგად გამოჩნდა საქმის შეწყვეტის დროს, ვინაიდან მ.პ.-ს ქმედებები შესაბამისობაში აღმოჩნდა სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებთან. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად არასათანადო (არაადეკვატურმა) საკანონმდებლო ნორმებმა შეასუსტა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სიცოცხლის დაცვის საკანონმდებლო მექანიზმები. მომჩივნებმა სასამართლოს ყურადღება მიაპყრეს შემდეგ საკითხებზე.
(i) სამართალდამცავი მუშაკების არალეტალური იარაღით აღჭურვის პრობლემა
199. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს რომ მ.პ. ვერავის ვერ მოკლავდა იგი რომ არალეტალური იარაღით ყოფილიყო აღჭურვილი, ანუ იარაღით, რომელიც ისვრის რეზინის ტყვიებს. (მათ მიუთითეს საქმეზე Gulec v. Turkey, 1998 წლის 27 ივლისი, § 71, ანგარიშები 1998‑IV, და Sismek and others v. Turkey nos. 35072/97 and 37194/97, § 111, 2005 წლის 26 ივლისი). ადამიანის სიცოცხლის დაცვის უზენაესობა და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის შემცირების ვალდებულება გულისხმობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები დემონსტრაციების დროს აღჭურვილი უნდა იყვნენ არალეტალური იარაღით (როგორიც არის ელექტრონული იარაღი, წებოვანი იარაღი, წებოვანი იარაღი ან იარაღი რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის); სწორედ ასე იყო დიდ ბრიტანეთში და G20-ის სამიტის დროს პიტსბურგში. ამ კონკრეტულ საკითხზე მომჩივნები დაეყრდნენ გაეროს პრინციპების მე-2 პარაგრაფს (იხ. ზემოთ პარა. 154), ასევე აღნიშნეს რომ ამ კონკრეტულ სამქში ადვილი იყო განჭვრეტა რომ არეულობებს ექნებოდა ადგილი. ბერეტას მარკის SB 9მმ პარაბელუმის პისტოლეტი რომელითაც მ.პ. იყო აღჭურვილი წარმოადგენდა ნახევრად ავტომატურ პისტოლეტს და იტალიის კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენდა საბრძოლო იარაღს: მჭიდის შევსების შემდეგ იგი აღარ საჭიროებდა ხელახალ გადატენვას და იძლეოდა მიყოლებით, მაღალი სიზუსტით, რამდენიმე წამში 15 გასროლის გაკეთების საშუალებას.
200. საპარლამენტო გამოძიების დროს მთავრობამ განაცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა არალეტალური იარაღის, კერძოდ რეზინის ტყვიების გამოყენების უფლებას (იხ. ზემოთ პარა. 118-119). ეს განცხადება არ იყო სწორი ვინაიდან სწორედ ამ სახის შეიარაღება იყო გათვალისწინებული იმ წესების მიხედვით, რომლებიც გამოიცა იტალიის ძალებისთვის ერაყში, რომელთაც ევალებოდათ ომის ზონაში კანონისა და წესრიგის დაცვა.
201. უფრო მეტიც, მართალია რეზინის ტყვიები შეიძლება სახიფათო იყოს გარკვეულ გარემოებებში, მაგრამ ეს ვერ შეედრება live ammunition-ს (მომჩივნებმა მიუთითეს ზემოთ ნახსენებ კატლინ სტიურატის საქმეზე, § 28). მომჩივნების განცხადებით სავარაუდოდ რიგმა კარაბინერებმა ასევე გამოიყენეს რკინის ხელკეტები, რაც რეგულირების გარეთ დარჩენილ იარაღს წარმოადგენს.
(ii) იტალიის კანონმდებლობაში დემონსტრაციების დროს ლეტალური იარაღის გამოყენების წესების არარსებობა
202. მომჩივნებმა აღნიშნეს რომ სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენებას არეგულირებდა სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კოდექსის 24-ე მუხლი (იხ. ზემოთ პარა. 143 და 146). ეს დებულებები, რომლებიც ამოქმედდა ფაშიზმის დროს, 1930 და 1931 წელს, შესაბამისობაში არ იყო უფრო ბოლოდროინდელ საერთაშორისო სტანდარტებთან და სამართლის ლიბერალურ პრინცებთან. ეს ნორმები სიმპტომატური იყო იმ დროს არსებული რეჟიმის. კერძოდ კი “აუცილებოლობის” კონცეფცია, რომელიც ახდენს იარაღის გამოყენების ლეგიტიმაციას და “ძალის გამოყენება” არ არის სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის ექვივალენტური, რომელიც ეფუძნება გარდაუვალი აუცილებლობის პრონციპს.
203. დამატებით, სსკ-ს 52-ე მუხლის თანახმად თავდაცვა გამოიყენება იქ სადაც “თავდაცვითი რეაქცია იყო თავდასხმის პროპორციული”. ეს არ არის ექვივალენტური გამონათქვამებისა “ყოვლად გარდაუვალი სიცოცხლის დასაცავად” და ზუსტად პროპორციული [გარემოებებიდან გამომდინარე]” რომლებიც დამახასიათებელია პრეცედენტული სამართლისთვის.
204. დამატებით, იტალიაში არ არსებობდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ცალსახა რეგულაციები. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი და გენუის კვესტურის მიერ გაცემული არც ერთი ინსრტუქცია არ ეხებოდა ამ საკითხს. მომჩივნებმა მიუთითეს გაეროს პრინციპებზე (იხ. ზემოთ პარა. 154), კერძოდ მთავრობათა და სამართალდამცველი ორგანოების ვალდებულებაზე ამ სფეროში შესაბამისი რეგულაციების მიღებისა და შესრულების შესახებ (პარა. 1). მათ ასევე მიუთითეს მე-11 პარაგრაფზე, რომელიც აკონკრეტებს ასეთი წესებისისა და რეგულაციების აუცილებელ შინაარსს.
(b) მთავრობა
205. მთავრობამ პირველ რიგში განაცხადა რომ იტალიის კანონმდებლობა არ იძლეოდა რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვას. რეზინის ტყვიებს შეეძლოთ სიცოცხლის მოსპობა გამოეწვიათ თუ მათ 50 მეტრზე ნაკლები მანძილიდან გაისროდი (მთავრობამ მიუთითა ზემოთ ნახსენებ Kathleen Stewart ის საქმეზე). ამ საქმეში მანძილი კარლო ჯულიანისა და მ.პ.-ს შორის 1 მეტრზე ნაკლები იყო, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს რომ რეზინის ტყვიაც კი შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო. არალეტალური იარაღის გამოცდები რომელიც ჩატარდა 1980 წელს, შეწყვეტილ იქნა იმ ინციდენტების გამო, რომელთაც აჩვენეს რომ ამ იარაღით შეიძლებოდა როგორც მოკვლა, ასევე სერიოზული დაზიანებების გამოწვევა. უფრო მეტიც, რეზინის ტყვიები წაახალისებდა ოფიცრების მიერ მათ გამოყენებას, იმის რწმენით, რომ ისინი არ გამოიწვევდნენ ზიანს.
206. ყველა შემთხვევაში live ammunition (სტანდარტული აღჭურვილობის) იარაღი გათვლილი იყო პირად თავდაცვაზე გარდაუვალი და სერიოზული საშიშროების შემთხვევაში და არა საზოგადოებრივი წესრიგის მიზნებისთვის: იტალიაში სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები არ ესროდნენ ბრბოს არც ნამდვილ ტყვიებს და არც რეზინის ტყვიებს. არალეტატული იარაღი გათვლილი იყო დიდი მასების წინააღმდეგ გამოსაყენებლად ან დემონსტრანტების მასობრივი თავდასხმის მოსაგერიებლად და მათ დასაშლელად. ამ საქმეში სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთხელ არ მიუღიათ ცეცხლის გახსნის ბრძანება, ხოლო მათი აღჭურვილობა გათვლილი იყო მათი პირადი თავდაცვისთვის.
207. დიდი რვიანის სამიტთან დაკავშირებით არ ყოფილა მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური ინსტრუქციები, მაგრამ კარაბინერთა უმაღლესი სარდლობის მიერ გაცემული ინსტრუქციები მიუთითებდნენ სსკ-ს დებულებებზე.
3. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
208. მუხლი 2 § 1 არა მარტო ავალდებულებს სახელმწიფოს თავი შეიკაოს განზრახი და უკანონო სიცოცხლის მოსპობისგან, არამედ ასევე ავალდებულებს გაატაროს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციასი მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. (იხილეთ L.C.B. v. the United Kingdom, 1998 წლის 9 ივნისი, § 36, ანგარიშები 1998‑III, და Osman v. the United Kingdom, 1998 წლის 28 ოქტომბერი, § 115, ანგარიშები 1998‑VIII).
209. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია უზრუნველყოს სიცოცხლის უფლების დაცვა კონკრეტულად მოიცავს შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ნორმების მიღებას, რომლებიც განსაზღვრავენ იმ შეზღუდულ გარემოებებს, რომელთა დროსაც სამართალდამცავებს უფლება აქვთ გამოიყენონ ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი შესაბამისი საერთაშორის სტანდარტების მიხედვით (იხილეთ Makaratzis v. Greece [GC], no. 50385/99, §§ 57-59, ECHR 2004‑XI, და Bakan ის ზემოთ მითითებული საქმე, § 49; ასევე იხილეთ გაეროს პრინციპების შესაბამისი მუხლები, პარა. 154). მე-2 მუხლიდან გამომდინარე ზუსტი პროპორციულობის პრინციპთან შესაბამისობაში (იხ. ზემოთ პარა. 176), ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს რომ ცეცხლსასროლი იარარის გამოყენება დამოკიდებულია სუტუაციის ზუსტად შეფასებაზე (იხ. mutatis mutandis, Nachova and Others ის ზემოხსენებული საქმე, პარა. 96). უფრო მეტიც, ეროვნულმა კანონმა რომელიც არეგულირებს წესრიგის დაცვის ოპერაციებს უნდა ქმნიდეს სისტემას რომელიც უზრუნველყოფს ძალის თვითნებური და ბოროტად გამოყენებისგან დაცვას, ასევე იმ უბედური შემთხვევებისგან დაცვას რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია (იხ. ზემოთ მითითებული Makaratzis ის საქმე, § 58).
210. ამ პრინციპების გამოყენებისას სასამართლომ ბულგარეთის კანონმდებლობა, შეაფასა როგორც არასრულყოფილი რადგანაც იგი უფლებას აძლევდა პოლიციას ცეცხლი გაეხსნა ნებისმიერი დეზერტირი ჯარისკაცისთვის, რომელიც მყისიერად არ დანებდებოდა სიტყვიერი გაფრთხილებისას და ჰაერში გამართხილებელი გასროლისთანავე. შესაბამისად კანონმდებლობა არ შეიცავდა არანაირი დაცვის მექანიზმს სიცოცხლის თვითნებური ხელყოფისგან (იხ. ზემოთ მითითებული ნაჩოვა და სხვები §§ 99-102). სასამართლომ აგრეთვე აღმოაჩინა ნაკლოვანებები 1930 წელს მიღებულ თურქეთის კანონმდებლობაში, რომელიც იძლეოდა იმ სიტუაციების ფართო ჩამონათვალს, რომლებშიც პოლიციას შეეძლო გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი და პასუხი არ ეგო შედეგებზე (იხ. Erdoğan and Others v. Turkey no. 19807/92, §§ 77-78, 2006 წლის 25 აპრილი). მეორეს მხრივ სასამართლომ განაცხადა რომ კონვენციის შესაბამისი იყო რეგულაცია რომელიც მოიცავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს სადაც ჟანდარმებს შეუძლიათ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი. რეგულაცია აზუსტებდა რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც უკიდურესი ზომა და ამას წინ უნდა უძღოდეს გამაფრთხილებელი გასროლა ფეხებში ან ჰაერში........(იხ. ზემოთ მითითებული Bakan, § 51).
ა) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
211. სასამართლო აღნიშნავს რომ გენუის გამომძიებელმა მოსამართლემ დაადასტურა მ.პ.-ს მიერ გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობა სსკ-ს 52-ე და 53-ე მუხლებიდან გამომდინარე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს რომ სწორედ ეს დებულებები წარმოადგენდა ამ საქმეში იმ სამართლებრივ ნორმებს რომლებიც განსაზღვრავდნენ იმ გარემოებებს სადაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იყო ნებადართული.
212. ამ დებულებებიდან პირველი წარმოადგენს თავდაცვის მდგომარეობის დასაბუთებას, რაც წარმოადგენს ხელშემკვრელი მხარეებიის სამართლებრივი სისტემისთვის საერთო ცნებას წარმოადგენს. ის მიუთითებს თავდაცვითი მოქმედების “საჭიროებაზე” და საფრთხის “რეალურ” ხასიათზე, ასევე მოითხოვს რომ თავდაცვითი რეაქცია პროპორციული იყოს თავდასხმისა (იხ. ზემოთ პარა. 144). მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული ტერმინოლოგია არ არის იდენტური, ეს დებულება ახმოვანებს კონვენციის მე-2 მუხლს და შეიცავს პრეცედენტული სამართლით გათვალისწინებულ საჭირო ელემენტებს.
213. მიუხედავად იმისა რომ სსკ-ს 53-ე მუხლი უფრო ბუნდოვნად არის ფორმულირებული, ის მაინც ავალდებულებს იმ პირს, რომელსაც ის ეხება, რომ თავი შეიკავოს ძალადობრივი ქმედებისაგან (იხ. ზემოთ პარა. 143).
214. მართალია, წმინდა ბუკვალური მნიშვნელობით, იტალიის კანონმდებლობაში ნახსენები სიტყვა “საჭიროება” გულისხმობს გადაუდებელი საჭიროების არსებობას, როდესაც კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, აბსოლუტური საჭიროების ცნება მოითხოვს, რომ ერთიდაიგივე მიზნის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა საშუალებების არსებობისას, არჩევანი გაკეთდეს იმ საშუალებაზე, რომელიც სხვათა სიცოცხლისთვის ყველაზე ნაკლებ საფრთხეს შეიცავს. მიუხედავად ამისა ეს წარმოადგენს კანონის განსხვავებულ ფორმულირებას, რაც შესაძლებელია ინტერპრეტირებულ იქნას ადგილობრივი სასამართლოების მიერ. საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ იტალიის სასამართლოებმა შემდეგნაირად განმარტეს სსკ-ს 52-ე მუხლი: ძალის გამოყენება გამართლებულია როგორც უკიდურესი ზომა, სადაც ნაკლები ზიანის გამომწვევი საპასუხო რეაქცია არ იქნებოდა საკმარისი საფრთხის მოსაგერიებლად (იხ. ზემოთ პარა. 101, რომელიც ახსენებს გენუის საკასაციო სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის მიერ მითითებულ წყაროებს, შესაბამის სფეროსთან დაკავშირებულ პრეცედენტებს).
215. აქედან გამომდინარე, არსებულ სტანდარტებსა და “აბსოლიტური საჭიროების” ცნებას შორის განსხვავების არსებობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დასკვნის გამოსატანად რომ არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები (იხ Perk and Others v. Turkey no. 50739/99, § 60, 2006 წლის 28 მარტი, და ზემოთ მითითებული Bakan ის საქმე, § 51; ასევე იხილეთ, საპირისპიროდ ზემოთ მითითებული Nachova and Others ის საქმე §§ 96-102).
216. მომჩივნებმა ასევე გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ იყვნენ აღჭურვილნი არალეტალური იარაღით, კერძოდ კი რეზინის ტყვიების სასროლი თოფებით. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს რომ ადგილზე მყოფ პერსონალს ხელი მიუწვდებოდა ბრბოს კონტროლისა და დაშლისთვის საჭირო საშუალებებზე, მაგალითად ცრემლსადენი გაზის სახით, რომელიც არ იყო სიცოცხლისთვის საშიში (იხ. ხსენებულის საპირისპიროდ Güleç ის ზემოთ მითითებული საქმე, § 71, და ასევე ზემოთ მითითებული Şimşek ის საქმე §§ 108 და 111). ზოგადად განსახილველია უნდა დაურიგდეს თუ არა სამართალდამცველებს სხვა ამგვარ საშუალებებთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები და არალეტალური თოფები. თუმცა ამ სახის დისკუსია არ არის მნიშვნელოვანი ამ საქმისთვის, რომელშიც ადამიანის სიკვდილი დადგა არა დემონსტრანტების დაშლის ან ბრბოს გაკონტროლების ოპერაციის დროს, არამედ უცაბედი ძალადობრივი თავდასხმის დროს, რომელიც, როგორც სასამართლომ აღნიშნა (იხ. ზემოთ პარა. 185-189) წარმოადგენდა სამი კარაბინერის სიცოცხლისთვის გარდაუვალ და სერიოზულ საფრთხეს. სასამართლოს მიერ განმარტებული კონვენცია არ იძლევა საფუძველს დასკვნისთვის რომ სამართალდამცავებს არ უნდა ჰქონდეთ განკარგულებაში ლეტალური იარაღი მსგავსი თავდასხმების მოსაგერიებლად.
217. და ბოლოს, რაც შეეხება მომჩივანთა მხრიდან იმის მტკიცებას, რომ კარაბინერებმა გამოიყენეს non-regulation იარაღი, როგორიც არის რკინის ხელკეტები (იხ. ზემოთ პარა. 201), სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ კავშირს ამ გარემოებასა და კარლო ჯულიანის სიკვდილს შორის.
218. აქედან გამომდინარე ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის არსებითი მხარის დარღვევას იმ ნაწილში, რომელიც ეხება ადგილობრივ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ლეტალური ძალის გამოყენებას ან შეიარაღებას რომელიც დაურიგდათ სამართალდამცავებს გენუაში გამართული დიდი რვიანის სამიტის დროს.
C. იყო თუ არა პოლიციური ოპერაციის დაგეგმვა და ორგანიზება კონვენციის მეორე მუხლით განსაზღვრული, სიცოცხლის დაცვის ვალდებულების, შესაბამისი.
219. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასევე უნდა დამდგარიყო წესრიგის დაცვის ოპერაციის დაგეგმვის, დაორგანიზებისა და მართვის დროს გამოვლენილი პრობლემების გამო. მთავრობა არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
1. მხარეთა არგუმენტები
(a) მომჩივნები
220. მომჩივნებმა თავიანთ განაცხადში აღნიშნეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქცევას და დაგეგმვას თან ახლდა რამდენიმე ჩავარდნა და შეცდომა. ისინი ჩიოდნენ, რომ შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა კარლო ჯულიანის სიცოცხლის გადარჩენა. მათ მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე.
(i) მართვის და ოპერაციების შესაბამისი ორგანიზების არაჯეროვანი ხასიათი
221. მომჩივნებმა აღნიშნეს რომ ოპერაციების ორგანიზებაში შევიდა ცვლილებები დემონსტრაციების დაწყებამდე. ამ ცვლილებებმა კარაბინერებს დინამიური როლი მიანიჭა (თავიდან დაგეგმილი იყო მათთვის სტაციონარული ფუნქციის მიცემა). ამ ცვლილების შესახებ მეთაურებს სიტყვიერად მიეწოდათ ინფორმაცია 20 ივლისის დილას. “ოცდახუთის” სასამართლო პროცესზე პოლიციის ოფიცერ ლაუროსა და კარაბინერ ცაპიას ჩვენებიდან ნათელი გახდა, რომ მეთაურები არ იყვნენ სწორად ინფორმირებული Tute Bianche-ის მსვლებობის ავტორიზების გადაწყვეტილების შესახებ. უფრო მეტიც, გენუაში განლაგებული სამართალდამცველები არ იცნობდა ქალაქს და მის ქუჩებს.
222. შერჩეული კომუნიკაციის სისტემა მხოლოდ საკონტროლო ცენტრების საშუალებით აძლევდა პოლიციას და კარაბინერებს ინფორმაციის გაცვლის საშუალებას, მაგრამ არ იძლეოდა პოლიციასა და კარაბინერებს შორის პირდაპირი რადიო კონტაქტის საშუალებას. მომჩივანთა აზრით სწორედ ამ ანომალიებმა მიიყვანა საქმე კრიტიკულ სიტუაციამდე, რომელშიც აღმოჩნდა მ.პ. და რომელმაც უბიძგა მას ლეტალური ძალის გამოყენებისკენ. აქ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც პალატის მიერ არ ყოფილა აღმოჩენილი. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს წესრიგის დაცვის ოპერაციების დაგეგმარების და ორგანიზების იმგვარ საჭიროებას, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული თვითნებობა, ძალის გადამეტება და მოსალოდნელი ინციდენტები. მათ მიუთითეს სასამართლოს მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე (ზემოთ მითითებული Makaratzis ის საქმე § 68), ასევე გაეროს პრინციპების 24-ე მუხლზე და მოსამართლე ბრატცას ნაწილობრივ განსხვავებულ აზრზე, რომელსაც შეუერთდა მოსამართლე სიკუტა და რომელიც თან ერთვის პალატის გადაწყვეტილებას.
223. მართვის მკაფიო სისტემის არარსებობა იყო კარაბინერთა თავდასხმის მიზეზი Tute Bianche-ის მსვლელობაზე. ასევე მიზეზი იმისა რომ რამდენიმე საათის შემდეგ ჯიპები მისდევდნენ კარაბინერებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მითითება არ მიუღიათ. მ.პ. რომელსაც უფლება მისცეს ერთ-ერთ ჯიპში ჩამჯდარიყო მიღებული ჰქონდა დამწვრობა, ცუდად იტანდა აირწინაღს, ჰქონდა სუნთქვის პრობლემა, იყო დაშავებული და იმყოფებოდა პანიკაში. მიუხედავად იმისა რომ ჯიპის ამოცანა იყო მ.პ. და დ.რ. გადაეყვანა საავადმყოფოში, მას არ დაუტოვებია Piazza Alimonda კარაბინერთა შეტევამდე, ჯიპის უკანა ნაწილში ორი უკიდურესად აღელვებული და ნერვული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანი იყო განთავსებული.
224. გამოძიებას არ წარმოუდგენია იმის არანაირი ახსნა‑განმარტება თუ რატომ მისდევდა 2 ჯიპი დანაყოფს, როდესაც ის დაიძრა დემონტრანტების ჯგუფთან შეტაკებისთვის. ხელმძღვანელმა ოფიცრებმა ლაურომ და კაპელომ, “ოცდახუთის სასამართლოზე” განაცხადეს, რომ მათ არ შეუნიშნავთ თუ როგორ მოჰყვებოდათ უკან ორი ჯიპი. ოფიცერმა კაპელომ ასევე განაცხადა: “ჯიპი რომელიც უკან მოგყვება უნდა დაჯავშნული იყოს, ყველაფერი სხვა თვითმკვლელობაა”. ორგანიზების ნაკლოვანებაზე მიუთითებს ის ფაქტიც რომ ჯიპები მეთვალყურეობის გარეშე დარჩა.
(ii) მ.პ.-ს ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა და ტრენინგის ნაკლებობა
225. მომჩივნებმა აღნიშნეს რომ მ.პ. მისი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე მისმა ზემდგომმა ოფიცრებმა შეუსაბამოდ მიიჩნიეს მოვალეობის შესრულების გაგრძელებისთვის. მიუხედავად ამისა მას დაუტოვეს ტყვიებით სავსე ცეცხლსასროლი იარაღი. იმის მაგივრად, რომ იგი პირდაპირ წაეყვანათ ჰოსპიტალში იგი ჩასვეს დაუცველ ჯიპში. მ.პ.-ს მდგომარეობამ ხელი შეუშალა მიგან იმის აღქმას თუ რა საფრთხე ელოდა. მას რომ გაევლო შესაბამისი ტრენინგი იგი არ ჩავარდებოდა პანიკაში და ექნებოდა საკმარისი შესაძლებლობა სიტუაციის შეფასებისა და მასთან სწორად გამკლავებისათვის. სროლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა ჯიპის უკანა და გვერდითი მინები აღჭურვილი რომ ყოფილიყო დამცავი გისოსებით და მ.პ.-ს თან ჰქონოდა ცრემლსადენი გაზის თოფი, რომლითაც შეძლებდა თავდაცვას ეს უკანასკნელი რომ არ ჩამოერთმიათ მისთვის.
226. მ.პ. რომელიც დიდი რვიანის სამიტის დროს 20 წლის გახლდათ (იხ ზემოთ პარა. 35), იყო ახალგაზრდა და გამოუცდელი. იგი იმყოფებოდა იმ კარაბინერებთან, რომლებთანაც იგი მხოლოდ 10 თვის მაძილზე გადიოდა სამხედრო სამსახურს. იგი დაესწრო 3 თვიან კურსს კარაბინერთა სასწავლო კოლეჯში და ერთ კვირიან კურსს ველეტრის ცენტრში რომელიც შინაარსით საბრძოლო მომზადების მსგავსი იყო (გაეროს პრინციპების მე-20 პარაგრაფის საპირისპიროდ). აქედან გამომდინარე, მომჩივანთა არგუმენტების თანახმად მას არ გაუვლია სათანადო მომზადება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში და ასევე არ გაუვლია მისი ფიზიკური, მენტალური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების საჭირო შემოწმება. დიდი რვიანის სამიტის დროს მასზე ლეტალური იარაღის გაცემით ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა დემონსტრანტები და სამართალდამცავთა პერსონალი.
227. ჯიპში მყოფ სხვა ორ კარაბინერს, რომლებიც ასევე ახალგაზრდები იყვნენ, აკლდათ გამოცდილება: დ.რ. იყო ცხრამეტნახევარი წლის და 4 თვე იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, ხოლო ფ.კ. ჯერ არ იყო 24 წლის და 22 თვეს მსახურობდა.
(iii) დიდი რვიანის სამიტისთვის სამხედრო პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები
228. მომჩივნები დავობდნენ, რომ კარაბინერთა კომპანია CCIR-ს, ხელმძღვანელობდნენ პირები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება საზღვარგარეთ განსახორციელებელ საპოლიციო ოპერაციებში, მაგრამ არ ჰქონდათ გამოცდილება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციებში. ეს ეხებოდა ოფიცრებს ლესოს, ტრულიოს და კაპელოს. მოცემულ დროს არ არსებობდა არანაირი რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავდნენ იმ პერსონალის შერჩევისა და სამსახურში აყვანის კრიტერიუმებს, რომელთაც უნდა ემუშავათ საზოგადოებრივი წესრიგის ოპერაციებზე. მთავრობას ასევე გამორჩა დაეკონკრეტებინა ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინათ კარაბინერებს ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც არის დიდი რვიანის სამიტი. ეს წარმოადგენდა გაეროს პრინციპების მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნების დარღვევას. გენუაში ჩაყვანილი ძალების 3/4-ს წარმოადგენდნენ ახალგაზრდები, რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს კარაბინერების შემადგენლობაში (carabinieri di leva) ან რომლებიც ცოტა ხნის წინ დაინიშნენ დამხმარე კარაბინერებად (carabinieri ausiliari); ეს იძლეოდა გარკვეულ მინიშნებას მათ გამოუცდელობაზე. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს CPT-ს შეფასებებზე რომლებიც ასახულია კომიტეტის იტალიაში ვიზიტის ანგარიშში (იხ. ზემოთ პარა. 155).
(iv) ფატალური გასროლის შემდგომი მოვლენები
229. მომჩივანთა არგუმენტების მიხედვით ადგილი ჰქონდა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას იმ ფაქტის გამოც, რომ არც Piazza Alimonda-ზე და არც მის სიახლოვეს მყოფმა სამართალდამცავებმა და არც ჯიპში მყოფმა კარაბინერებმა, კარლო ჯულიანის არ აღმოუჩინეს დახმარება ფატალური გასროლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მომჩივნები დაეყრდნენ გაეროს პრინციპების მე-5 მუხლს. მათ დამატებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ჯიპმა რომელშიც იჯდა მ.პ. და რომელსაც მართავდა სხვა კარაბინერი, ორჯერ გადაურა მსხვერპლის სხეულს, რომელსაც ესროლეს მაგრამ ცოცხალი იყო.
(b) მთავრობა
230. მთავრობამ აღნიშნა რომ კარლო ჯულიანის სიკვდილის მიზეზს წარმოადგენდა მ.პ.-ს ინდივიდუალური ქმედება რაც არ ყოფილა ნაბრძანები ან ნებადართული მისი ზემდგომი ოფიცრების მიერ. აქედან გამომდინარე ეს წარმოადგენდა მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ რეაქციას. გამოძიების შედეგებმა გამორიცხა სახელმწიფოს ნებისმიერი, მათ შორის არაპირდაპირი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი წესრიგის ოპერაციების ორგანიზებისა და მართვის შესაძლო ნაკლოვანებების საფუძველზე. საქმის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნაში ნახსენები “პრობლემები”, რომლებიც ეხებოდა მოვლენების წინა ღამეს განხორციელებულ საორგანიზაციო ცვლილებებს (იხ. ზემოთ პარა. 67) არ დაკონკრეტებულა და მათი არსებობა არ დადასტურებულა.
231. ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობდა ოპერაციის ორგანიზების დროს შეფასებისას დაშვებული რაიმე შეცდომის მანიშნებელი, რომელიც კავშირში იქნებოდა მომხდარ მოვლენებთან. შეუძლებელი იკო კავშირის არსებობის დადგენა კარლო ჯულიანის სიკვდილსა და Tute Bianche-ის მსვლელობაზე შეტევას შორის, რომელსაც “არანაირი კავშირი არ ჰქონდა” Piazza Alimonda-ზე მომხდარ მოვლენებთან. ასევე არ არსებობდა იმის მტკიცების საფუძველი, რომ კარაბინიერები არ უნდა გაგზავნილიყვნენ Piazza Alimonda-ზე, მისცემოდათ გადაჯგუფების საშუალება და დავალებოდათ დემონსტანტებთან გამკლავება.
232. ის რაც განასხვავებს ამ საქმეს საქმისგან Ergi v. Turkey (1998 წლის 28 ივლისი, ანგარიშები 1998-IV), Oğur v. Turkey ([GC], no. 21594/93, ECHR 1999‑III) და Makaratzis ზემოხსენებული საქმისაგან არის ის ფაქტი, რომ დიდი რვიანის კონტექსტში, იმის გათვალისწინებით რომ დემონსტრანტები ან მშვიდობიანად შეიკრიბებოდნენ ან ჩაებმეოდნენ ძალადობაში, ოპერაციების გაგეგმვა იყო არასრული და მიახლოებითი. ხელისუფლებას არ შეეძლო დეტალურად გაეთვალა თუ რა შეიძლება მომხდარიყო, ხელისუფლებას უნდა ემოქმედა მოქნილად, და ყველაფრის დაგეგმვა რთული იყო.
233. ამის მსგავსად, იმ პრინციპებს რომლებიც გაჟღერდა საქმეებში მაქკანი და სხვები და ანდრონიკუ და კონსტანტინუ (ორივე საქმე ზემოთ არის მითითებული) არ ქონდა კავშირი ამ საქმესთან, ვინაიდან ისინი ეხებოდა მკაფიო მიზნების მქონე წესრიგის უზრუნველყოფის ოპერაციას და არა ქალაქში განვითარებულ guerrilla-type (საომარ) სიტუაციას, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა, რომელიც არ წყდებოდა და მოედო მთელ ქალაქს. ასეთ სიტაუციაში წინასწარი დაგეგმვა იყო შეუძლებალი და გადაწყვეტილებებს მეთაურები ძალადობის მასშტაბიდან და საფრთხეების ხირისხიდან გამომდინარე ადგილზე იღებდნენ.
234. დემონსტრაციები გენუაში უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი და კანონიერი. ჩანაწერები ცხადყოფს რომ დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიქცა კანონიერად და არ მიუმართავს ძალადობისათვის. ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა იმისთვის, რომ დესტრუქციული ელემენტები არ შერეოდნენ დემონსტრანტებს და არ გამოეწვიათ დემონსტრაციების დეგრადაცია. ამის მიუხედავად, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში. ერთმანეთთან კავშირის არ მქონე რამდენიმე დანაშაულებრივ ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი. შესაძლებლობის ფარგლებში მიღებულ იქნა გარკვეული წინასწარი ზომები სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად ამისა ვერანაირი ხელისუფლება ვერ განჭვრეტდა “წინასწარმეტყველის დახმარების გარეშე” სად და როგორ და რა მიმართულებებით იფეთქებდა და გავრცელდებოდა ძალადობა.
235. იმ დროს როდესაც მთავრობა უარყოფდა ისეთი ნაკლოვანებების არსებობას რომლებიც შეიძლება კავშირში ყოფილიყო კარლო ჯულიანის სიკვდილთან, მთავრობამ სასამართლოს ყურადღება მიაპყრო შემდეგ საკითხებზე.
236. 2001 წლის 19 ივლისის ცვლილება გეგმაში, რომლითაც კარაბინერებს უფრო დინამიური როლი მიენიჭათ, დასაბუთებული იყო ცვალებადი სიტუაციით და დემონსტრანტების მხრიდან მზარდი აგრესიული ქცევით.
237. არაფერი არ მიუთითებდა პერსონალის შერჩევისა და მათი მომზადების დეფექტებზე. ტრენინგი რომელიც გავლილი ჰქონდათ მ.პ.-ს, დ.რ.-ს და ფ.კ.-ს მოიცავდა ზოგად ტექნიკურ ტრენინგს მათი სამსახურში მიღებისას და შემდგომ კურსებს საზოგადოებრივი წესრიგის ოპერაციებსა და მიღებული აღჭურვილობის გამოყენებაზე. დამატებით მ.პ.-ს, დ.რ.-ს და ფ.კ.-ს მიღებული ჰქონდათ გამოცდილება სხვადასხვა სპორტული აქტივობებიდან. დიდი რვიანის სამიტამდე, გენუაში ჩაყვანილი მთელი პერსონალი, მათ შორის სამივე ზემოთ ხსენებული კარაბინერი მონაწილეობდნენ ველეტრიში გამართულ ტრენინგებში, სადაც გამოცდილმა ინსტრუქტორებმა ჩაატარეს კომპლექსური ტრენინგი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ტექნიკაზე (იხ. ზემოთ პარა. 108-109). უფრო მეტიც, ვინაიდან სახელმწიფომ ადგილზე განალაგა 18000 მდე ოფიცერი (იხ. ზემოთ პარა. 141) არარელისტური იქნებოდა იმის მოლოდინი რომ ყველა პოლიციელი და კარაბინერი ელიტარული დანაყოფების წარმომადგენლები იქნებოდნენ.
238. მთავრობის არგუმენტებით, კარაბინერების მიერ შერჩეულ საკომუნიკაციო სისტემას კავშირი არ ჰქონდა Piazza Alimonda-ზე მომხდარ მოვლენებთან. ჯიპები არ იყო დაჯავშნული (მაგრამ წინა საქარე მინა, წინა გვერდითა და მძღოლის მხარე დაცული იყო ლითონის გისოსებით) რადგან ეს მანქანები განკუთვნილი იყო ლოჯისტიკისთვის და არა საზოგადოებრივი წესრიგის ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ამ მიზეზით არ იყო უკანა გვერდითა და უკანა საქარე მინა დაცული გისოსებით. გარდა ამისა დემონსტრანტებმა მოახერხეს ცეცხლი წაეკიდებინად სრულად დაჯავშნული მანქანისთვის (იხ. ზემოთ პარა. 20). ჯიპები გაყვნენ კარაბინერებს რომლებიც ჩაბმული იყვნენ შეტაკებებში სავარაუდოდ მძღოლების ინიციატივით, რათა არ მოწყვეტილიყვნენ სხვებს და არ გამხდარიყვნენ აგრესიული დემონსტრანტების ადვილი სამიზნე.
239. მ.პ. -მ კი დაასრულა ცრემლსადენი გაზის სროლა, მაგრამ დატენა პისტოლეტი იმისათვის რომ თავი დაეცვა ძალადობრივი თავდასხმის შემთხვევაში. ეს ასე რომ არ ყოფილიყო შესაძლებელია იგი დაღუპულიყო და არა თავდამსხმელი.
240. ის თუ რატომ არ ჩაერივნენ ის კარაბინერები, რომლებიც ჯიპის სიახლოვეს იმყოფებოდნენ მთავრობამ ახსნა იმით რომ იქ მყოფი კარაბინერები ახალი გამოსული იყვნენ შეტევიდან და გადაჯგუფება ესაჭიროებოდათ. ხოლო ის პოლიციელები, რომლებიც არა იქვე, არამედ ახლო მანძილზე იმყოფებოდნენ მაქსიმალურად სწრაფად ჩაერივნენ. გარდა ამისა, ტრაგიკული მოვლენები ძალიან სწრაფად, რამდენიმე ათეულ წამში განვითარდა.
241. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ გაკვეთის დასკვნის მიხედვით იმ ფაქტს რომ ჯიპმა კარლო ჯულიანის სხეულზე გადაიარა არ გამოუწვევია სერიოზული შედეგი (იხ. ზემოთ პარა. 50). სასწრაფო დახმარების მომსახურებაც მალე გაჩნდა ადგილზე და ჩაერია.
242. მთავრობის არგუმენტების მიხედვით ხელისუფლებას და სამართალდამცავებს არ ჰქონდათ სხვანაირად მოქმედების საშუალება. მიუხედავად იმისა რომ კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტის (c) ქვეპუნქტი იძლევა ნებართვას სიცოცხლის ხელყოფაზე “ამბოხების ჩახშობის” მიზეზით, კარაბინერები შემოიფარგლენ ზიანის მიყენების გარეშე მოძალადე დემონსტრანტების დაშლის მცდელობით და მას შემდეგ რაც ისინი მოექცნენ ხაფანგში მათი ქმედება შემოიფარგლა უკან დახევით, რათა თავიდან აეცილებინათ ალყაში მოხვედრა, რაც უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. ჯიპზე თავდასხმა იყო დემონტრანტების მიერ დაგებული ხაფანგის და არა რაიმე გაუმართაობის შედეგი. მომხდარიდან გამომდინარე, სასამართლომ თავი უნდა შეიკავოს იმის განცხადებიდან, რომ სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს ყველა შემთხვევაში სადაც არეულობებმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2. პალატის გადაწყვეტილება
243. პალატამ განიხილა მომჩივნების მიერ გაპროტესტებული ნაკლოვანებები, რომლებიც ეხებოდა ხელისუფლების მიერ არჩეულ საკომუნიკაციო სისტემას, სავარაუდოდ 20 ივლისს არაჯეროვნად გავრცელებულ სამსახურეობრივ ინსტრუქციებს და სავარაუდოდ კოორდინაციის ნაკლებობას სამართალდამცავ ორგანოებს შორის. სასამართლომ დაადგინა რომ ხელისუფლებას უნდა რეაგირება მოეხდინა უცაბედ და მოულოდნელ არეულობაზე და ამ საკითხის შიდა დეტალური გამოძიების არსებობის გარეშე არ დგინდება უშუალო და პირდაპირი კავშირი გაპროტესტებულ ნაკლოვანებებსა და კარლო ჯულიანის სიკვდილს შორის. და ბოლოს, სასამართლომ დაადგინა რომ სასწრაფო დახმარების მომსახურება შესაბამისი სისწრაფით იქნა გამოძახებული და კიდევ ერთხელ აღნიშნა კარლო ჯულიანის დაზიანებების მძიმე ხასიათი (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარა. 228-244).
სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
244. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, მეორე მუხლი შეიძლება გარკვეულ ნათლად განსაზღვრულ სიტუაციებში გულისხმობდეს სახელმწიფოს მიმართ პოზიტიური ვალდებულების არსებობას გაატაროს პრევენციული და ოპერატიული ზომები რათა დაიცვას ის პირი რომელის სიცოხლესაც ემუქრება საფრთხე სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. (იხ. Mastromatteo v. Italy [GC], no. 37703/97, § 67 in fine, ECHR 2002‑VIII; Branko Tomašić and Others v. Croatia no. 46598/06, § 50, ECHR 2009‑...; და Opuz v. Turkey no. 33401/02, § 128, ECHR 2009‑...).
245. თუმცაღა, ეს დებულება არ ნიშნავს პოზიტიურ ვალდებულებას მოახდინო ყველა შესაძლო ძალადობის ფაქტის პრევენცია. ვალდებულება უნდა განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ მან სახელმწიფოს არ დააკისროს შეუძლებელი და არაპროპორციული ტვირთი. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს პრობლემები რომლებიც უკავშირდება თანამედროვე საზოგადოებაში წესრიგის დაცვას, ადამიანის ქცევის წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობას და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას პრიორიტეტებისა და რესურსებიდან გამომდინარე. (იხ. ზემოთ მითითებული Osman ის საქმე, § 116, და Maiorano and Others v. Italy no. 28634/06, § 105, 2009 წლის 15 დეკემბერი).
246. შესაბამისად, სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის ყველა შემთხვევაში კონვენცია ვერ დაავალდებულებს სახელმწიფოს გაატაროს ოპერატიული ღონისძიებები რათა მოახდინოს ამ საფრთხის მატერიალიზების პრევენცია. სასამართლომ დაადგინა, რომ პოზიტიური ვალდებულება მაშინ დგება, როდესაც ხელისუფლებამ იცოდა ან ან უნდა სცოდნოდა, რომ არსებობდა იდენტიფიცირებული პირის ან პირების სიცოცხლისთვის რეალური და გარდაუვალი საფრთხე და სახელწიფომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ გაატარა ზომები, რომლებიც სავარაუდოდ თავიდან ააცილებდნენ ამ საფრთხეებს. (იხ. Bromiley v. the United Kingdom (dec.) no. 33747/96, 1999 წლის 23 ნოემბერი; Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom, no. 46477/99, § 55, ECHR 2002‑II; და ზემოთ მითითებული Branko Tomašić, §§ 50-51).
247. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ მასტრომათეოს (მითითებული ზემოთ, § 69) საქმეში სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა საქმეები რომლებიც ეხება ერთი ან მეტი პირის დაცვას რომლებიც წინასწარ არიან იდენტიფიცირებულნი როგორც ლეტალური აქტის პოტენციური მსხვერპლნი (იხ. ზემოთ მითითებული Osman and Paul and Audrey Edwards ის საქმეები, ასევე იხილეთ Mastromatteo საქმის შემდგომ გამოტანილი განჩინებები, კერძოდ ზემოთ მითითებული Branko Tomašić და Opuz ის საქმეებზე, და ის საქმეები სადაც საკითხი ეხებოდა საზოგადოების ზოგადად დაცვას (იხ. ზემოთ მითითებული Maiorano and Others, § 107).
248. უფრო მეტიც, იმისათვის რომ დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, რომ სასიკვდილო შედეგი დადგა იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გაეკეთებინა ყველაფერი ის, რაც მისგან გონივრულად მოსალოდნელი იყო, რათა თავიდან აერიდებინა სიცოცხლისთვის რეალური და გარდაუვალი საფრთხე, რომლის შესახებაც მისთვის ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა (იხ. ზემოთ მითითებული Osman, § 116; Mastromatteo § 74; და Maiorano and Others ის საქმეები, § 109).
249. პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს წესრიგის დაცვის ოპერაციის დაგეგმვა და კონტროლი, რომლის შედეგადაც მოკვდა ერთი ან მეტი პირი, რათა შეაფასოს, საქმის ამ კონკრეტულ გარემოებებში იზრუნა თუ არა ხელისუფლებამ იმაზე, რომ მინიმუმამდე დაეყვანა სიცოცხლისთვის არსებული ყველა საფრთხე, ასევე ხომ არ გამოავლინა დაუდევრობა მოქმედების არჩევისას (იხ. ზემოთ მითითებული McCann and Others, §§ 194 და 201 და Andronicou and Constantinou, § 181). პოლიციის მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებულ იქნას გარკვეულ გარემოებებში. მიუხედავად ამისა მეორე მუხლი არ იძლევა კარტ ბლანშს. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან უმართავი და თვითნებური ქმედება შეუსაბამოა ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვასთან. ეს ნიშნავს იმას რომ წესრიგის უზრუნველყოფის ოპერაციები უნდა იყოს რეგულირებული ადგილობრივი კანონმდებლობით, თვითნებობისა და ძალის ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ადეკვატური მექანიზმებით აღჭურვილი სამართლებრივი სისტემის ჩარჩოებში. შესაბამისად სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს არა მარტო სახელმწიფოს იმ წარმომადგენელთა ქმედებას, რომელთაც ძალა გამოიყენეს, ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა გარემოებები, როგორიც არის განსახილველი მოქმედებების დაგეგმვა და კონტროლი. პოლიციის ოფიცრები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა იმყოფებოდნენ ვაკუუმში: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ნორმები უნდა ადგენდნენ იმ შეზღუდულ გარემოებებს, რომელთა დროსაც სამართალდამცავებს შეუძლიათ გამოიყენონ ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. (იხ. ზემოთ მითითებული Makaratzis ის საქმე, §§ 58-59).
250. კერძოდ სამართალდამცველები დატრენინგებული უნდა იყვნენ იმისათვის, რომ განსაზღვრონ არსებობს თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების აუცილებლობა არა მარტო შესაბამისი რეგულაციების საფუძველზე არამედ ადამიანის სიცოცხლის, როგორც ძირითადი ღირებულების პატივისცემის უზენაესობის გათვალისწინებით (იხ. ზემოთ მითითებული ნაჩოვა და სხვები, § 97; ასევე იხილეთ სასამართლოს კრიტიკა “ისროლეთ რათა მოკლათ” ჯარისკაცებისთვის მიცემული ინსტრუქციების მიმართ McCann and Others §§ 211-214).
251. და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კარლო ჯულიანი მოკვდა მასობრივი დემონსტრაციის დროს. მართალია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ევალებათ გონივრული და სათანადო ზომების მიღება კანონიერი დემონსტრაციების დროს მათი მშვიდობიანი ჩატარებისა და ყველა მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ მათ ამის სრულად გარანტირება არ შეუძლიათ და სახელმწიფოს აქვს ფართე დისკრეცია გამოსაყენებელი საშუალებების არჩევაში. ამ დროს ისინი ასრულებენ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს შესაბამისი ზომების გატარებას და არა შედეგის მიღწევას. (იხ. Plattform “Ärzte für das Leben” v. Austria, 1988 წლის 21 ივნისი, § 34, სერია A no. 139; Oya Ataman no. 74552/01, § 35, ECHR 2006‑XIII; და Protopapa v. Turkey, no. 16084/90, § 108, 2009 წლის 24 თებერვალი). თუმცა მნიშვნელოვანია ისეთი პრევენციული ზომების მიღება როგორიც არის დემონსტრაციის ადგილზე პირველადი დახმარების სამსახურის ყოფნა, რათა გარანტირებულ იქნას ნორმალურ პირობებში ნებისმიერი ღონისძიების, მიტინგისა და სხვა სახის შეკრების, იქნება ეს პოლიტიკური კულტურული თუ სხვა ხასიათის, ნორმალურ ვითარებაში ჩატარება (იხ. ზემოთ მითითებული Oya Ataman, § 39). უფრო მეტიც, როდესაც დემონსტრანტები არ მიმართავენ ძალადობას, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ტოლერანტული მიდგომის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებების მიმართ, თუ კი კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლება არ დაკარგავს მის მთელ არსებით მნიშვნელობას (იხილეთ Patyi and Others v. Hungary, no. 5529/05, § 43, 2008 წლის 7 ოქტომბერი). მეორეს მხრივ, ამ მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა პრინციპში გამართლებულია უწესრიგობისა და დანაშაულის პრევენციის, ასევე სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, როდესაც დემონსტრანტები მიმართავენ ძალადობას (იხ. ზემოთ მითითებული Protopapa, § 109).
(b) ამ პრინციპების გამოყენება განსახილველ საქმეში
252. სასამართლო აღნიშნავს რომ დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში გამართულმა დემონსტრაციები გადაიზარდა ძალადობაში. 2001 წლის 20 ივლისს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის არაერთ შეტაკებას ჰქონდა ადგილი. ეს ცალსახად ჩანს მხარეების მიერ მოწოდებულ ვიდეო ფირებში. ეს ფირები ასევე ცხადყოფს გარკვეული პოლიციელების მიერ დემონსტრანტების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს (იხ. ზემოთ პარა. 139).
253. ფაქტია რომ ეს საჩივარი არ ეხება მთლიანობაში დიდი რვიანის სამიტის დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ოპერაციების ორგანიზებას. იგი შეზღუდულია, სხვა მიმართულებების გარდა იმის შემოწმებით, ჰქონდა თუ არა ამ ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზების დროს ადგილი ისეთი ხასიათის ჩავარდნებს, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ კარლო ჯულიანის სიკვდილთან. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის შემცველი ინციდენტები დაფიქსირდა Piazza Alimonda-ზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებამდე ბევრად ადრე. ყველა შემთხვევაში, არ არსებობს იმის ვარაუდის ობიექტური საფუძველი, რომ თუ ამ ძალადობის შემცველ ინციდენტებს არ ექნებოდა ადგილი და კარაბინერები არ შეუტევდნენ Tute Bianche-ის მსვლელობას, მ.პ. არ გაისროდა იმ უკანონო ძალადობისგან საკუთარი თავის დასაცავად, რომელსაც იგი დაექვემდებარა. იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება, მოვლენების წინ, კარაბინერებისთვის მიცემული ინსტრუქციების შეცვლასთან დაკავშირებით და საკომუნიკაციო სისტემის შერჩევასთან მიმართებაში.
254. სასამართლო ამასთან მიმართებაში აღნიშნავს რომ კარაბინერთა ინტერვენცია Via Caffa-ზე (იხ. ზემოთ პარა. 42-44) და დემონსტრანტების თავდასხმა ჯიპზე განხორციელდა შედარებით მშვიდ დროს, როდესაც მთელი დღის შეტაკებების შემდეგ, კარაბინერებმა პოზიციები დაიკავეს Piazza Alimonda-ზე, რათა დაესვენათ, გადაჯგუფებულიყვნენ და დაშავებული ოფიცრებისთვის მიეცათ ჯიპში ჩასხდომის საშუალება. როგორც ჩანაწერი გვიჩვენებს, შეტაკება სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მოულოდნელად დაიწყო და რამდენიმე წუთს გაგრძელდა, იქამდე სანამ ფატალური გასროლა მოხდებოდა. შეუძლებელი იყო იმის განჭვრეტა, რომ ასეთი სასტიკი თავდასხმა მოხდებოდა ზუსტად იმ ადგილას და ასეთ გარემოებებში. გარდა ამისა შეიძლება მხოლოდ სპეკულირება იმაზე, თუ რამ განაპირობა დემონსტრანტების ასეთი აგრესია და ქცევა.
255. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ღონისძიების მართვის მიზნით ადგილზე განალაგა პერსონალის მნიშვნელოვანი რაოდენობა (18,000 ოფიცერი - იხ. ზემოთ პარა. 141 და 237) და მთელი პერსონალი ან მიეკუთვნებოდა სპეციალურ დანაყოფებს, ან გავლილი ჰქონდა სპეციალური ტრენინგი მასობრივი თავყრილობების დროს წესრიგის უზრუნველყოფაში. კერძოდ მ.პ.-ს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ველეტრიში გამართულ ტრენინგებში (იხ. ზემოთ პარაგრაფები 108-109 და 237; საპირისპიროდ იხ. ზემოთ მითითებული, § 70). ადგილზე ჩაყვანილ ოფიცერთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით ყველა მათგანს ვერ მოეთხოვებოდა დიდი გამოცდილების ქონა ან რამდენიმე თვის განმავლობაში ტრენიგების გავლა. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დაეკისრებოდა არარეალური და არაპროპორციული ვალდებულება. უფრო მეტიც, როგორც მთავრობამ მართებულად აღნიშნა (იხ. ზემოთ პარა. 233), უნდა განვასხვაოთ საქმეები სადაც სამართალდამცველებს საქმე აქვთ კონკრეტულ, იდენტიფიცირებულ სამიზნესთან (იხ. ზემოთ მითითებული McCann and Others and Andronicou and Constantinou‑ს საქმეები და ისეთი საქმეები როდესაც შეხება გვაქვს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან, სადაც ადგილი აქვს შესაძლო არეულობებს მთელი ქალაქის მაშტაბით. მხოლოდ პირველი კატეგორიის საქმეებშია მოსალოდნელი რომ ოფიცრები იქნებიან მაღალ დონეზე მომზადებული მათზე დაკისრებული ამოცანების შესარულებლად.
256. აქედან გამომდანე მეორე მუხლის დარღვევას ვერ გამოიწვევს მხოლოდ ის საფუძველი, რომ დიდი რვიანის სამიტისთვის შერჩეულ იქნა კარაბინერი, რომელიც მოცემულ დროს, მ.პ.-ს მსგავსად იყო ოცდაერთი წლის და თერთმეტი თვის ასაკის, და ნამსახურები ჰქონდა მხოლოდ 10 თვე (იხ. ზემოთ პარა. 35). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მან უკვე დაადგინა რომ მ.პ.-ს ქმედებებს თავდასხმის დროს არ გამოუწვევია მეორე მუხლის არსებითი მხარის დარღვევა (იხ. ზემოთ პარა. 194-195). ასევე არ დგინდება, რომ მან მიიღო გაუაზრებელი გადაწყვეტილებები და იმოქმედა შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე (საპირისპიროდ იხილეთ ზემოთ მითითებული Makaratzis ის საქმე , § 70).
257. შესაბამისად ჯერ კიდევ დასადგენია ეწინააღმდეგებოდა თუ არა ჯიპზე დემონსტრანტების თავდასხმამდე, Piazza Alimonda‑ზე სასწრაფოდ მიღებული გადაწყვეტილებები, სიცოცხლის დაცვის ვალდებულებას. ამისათვის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ინფორმაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმ მომენტისთვის არაფერი მიუთითებდა იმაზე რომ კარლო ჯულიანი რომელიმე დემონსტრანტზე და იქ მყოფ ნებიესმიერ ადამიანზე მეტად წარმოადგენდა ლეტალური აქტის პოტენციურ სამიზნეს. აქედან გამომდინარე ხელისუფლებას არ ევალებოდა მისთვის პერსონალური დაცვის უზრუნველყოფა, არამედ ხელისუფლება მხოლოდ ვალდებული იყო თავი შეეკავებინა ისეთი მოქმედებისგან რომელიც ცალსახად საფთხის ქვეშ დააყენებდა იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
258. სასამართლო გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ საგანგებო სიტუაციაში, რომელიც დომინირებდა შეტაკებების შემდგომ 2001 წლის 20 ივლისს, სამართალდამცავებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ლოჯისტიკური მიზნებისთვის არსებული დაუჯავშნავი მანქანები დაშავებული ოფიცრების გადასაყვანად. ასევე, არ იყო უმიზეზო რომ მანქანებს არ მოთხოვეს პირდაპირ ჰოსპიტალში წასვლა, რადგანაც ეს მათ საფრთხის ქვეშ დააყენებდა. მათ დაცვის გარეშე უნდა გადაეკვეთათ ქალაქის ნაწილი რომელშიც შეიძლება ახალ არეულობებს ეფეთქა. როგორც სასამართლომ აღნიშნა, Via Caffa-ზე მომხდარ თავდასხმამდემ რომელიც იყო აბსოლუტურად უცაბედი და მოულოდნელი (იხ. ზემოთ პარა. 254), ყველაფერი მიუთითებდა იმაზე რომ ჯიპები უკეთესად ივნენ დაცული Piazza Alimonda-ზე, სადაც ისინი კარაბინერთა კონტიგენტთან ერთად იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საქმეში არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ კარაბინერთა ფიზიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო რომ ისინი საჭიროებდნენ სასწრაფო და პირდაპირ გადაყვანას ჰოსპიტალში. ჯიპში მყოფი ოფიცრები ძირითადად დაზარალდნენ ცრემლსადენ გაზთან ხანგძლივი ურთიერთობით.
259. ჯიპები შემდგომ გაყვნენ კარაბინერთა დანაყოფს რომლებიც Via Caffa-ს მიმართულებით გადაადგილდნენ; ამ გადაწყვეტილების მიზეზები საქმეში ნათლად არ ჩანს. შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რათა არ მოწყვეტილიყვნენ კონტიგენტს, რაც როგორც განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო საკმაოდ საშიში შეიძლება ყოფილიყო. უფრო მეტიც, როდესაც მოძრაობა დაიწყო ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ დემონსტრანტები აიძულებდნენ კარაბინერებს სწრაფად და არაორგანიზებულად უკან დახევას, რაც გამოიწვევდა ჯიპების უკუსვლას და ერთერთი ალყაში მოექცეოდა. ამის პირდაპირი მიზეზი იყო დემონსტრანტების მიერ განხორციელებული უკანონო და ძალადობრივი თავდასხმა. ცხადია რომ სამართალდამცავების მიერ ადრე მიღებული ვერც ერთი ოპერატიული გადაწყვეტილება ვერ გაითვალისწინებდა ამ მოულოდნელ ელემენტებს. გარდა ამისა, ის ფაქტი რომ შერჩეული კომუნიკაციის სისტემა, როგორც ირკვევა, იძლეოდა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მხოლოდ კარაბინერებსა და საკონტროლო ცენტს შორის და არა პირდაპირი რადიო კონტაქტის საშუალებას კარაბინერებსა და პოლიციელებს შორის, (იხ. ზემოთ პარა. 222) არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმის დასადგენად, რომ არ არსებობდა მართვის მკაფიო სისტემა, რაც პრეცედენტული სამართლის მიხედვით ზრდის პოლიციელების მხრიდან მოულოდნელად სროლის დაწყების საფრთხეს (იხ. ზემოთ მითითებული მაკარაცისი § 68). მ.პ. ექვემდებარებოდა ადგილზე მყოფი მისი ზემდგომების ინსტრუქციებსა და ბრძანებებს.
260. გარდა ამისა სასამართლოს არ ესმის ის რომ მ.პ. დაშავებული იყო და შეუსაბამო სასმახურეობრივი მოვალეობის შესრულების გასაგრძელებლად, რატომ უნდა გამხდარიყო მიზეზი მისთვის კუთვნილი იარაღის ჩამორთმევის. იარაღი წარმოადგენდა თავის დაცვის საშუალებას, რომლითაც უნდა მოეგერიებინა შესაძლო ძალადობრივი და უცაბედი თავდასხმა, რომელიც გარდაუვალ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ის ნამდვილად, ზუსტად ამ დანიშნულებით იქნა გამოყენებული.
261. და ბოლოს, რაც შეეხება გასროლის შემდგომ მოვლენებს (იხ, ზემოთ პარა. 229), სასამართლო მიიცნევს რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება რომ კარლო ჯულიანისთვის აღმოჩენილი დახმარება იყო არაადეკვატური ან დაგვიანებული ან ჯიპმა განზრახ გადაურა მას. ყოველ შემთხვევაში, გაკვეტის დასკვნის თანახმად (იხ. ზემოთ პარა. 50), გასროლის შედეგად მიღებული ტვინის დაზიანება იმდენად მძიმე იყო რომ რამდენიმე წუთში გამოიწვია მისი სიკვდილი.
262. ხსენებულიდან გამომდინარე, იტალიის ხელისუფლებას არ დაურღვევია ვალდებულება გაეკეთებინა ყველაფერი რაც მისგან რეალურად მოსალოდნელი იყო, რათა ხემისაწვდომი ყოფილიყო დაცვის საშუალებები, რომლებიც აუცილებელია ოპერაციების დროს სადაც შეიზლება პოტენციურად გამოიყენონ ლეტალური იარაღი. შესაბამისად გენუაში დიდი რვიანის სამიტის და Piazza Alimonda-ზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვისა და ორგანიზების გამო.
II. კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული მხარის სავარაუდო დარღვევა
263. მომჩივნებმა ივარაუდეს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით ვერ შეძლო შეესრულებინა მეორე მუხლიდან გამომდინარე პროცედურული ვალდებულებები. მთავრობა არ დაეთანხმა ხსენებულ მოსაზრებას
A. მომჩივნების მიერ წამოწეული საკითხები
1. გაკვეთისა და კრემაციას დროს დაშვებული სავარაუდო ნაკლოვანებები
(a) მხარეთა არგუმენტები
(i) მომჩივნები
264. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ 2001 წლის 21 ივლისს პროკურორმა დაუკვეთა კარლო ჯულიანის სხეულის გაკვეთა და ამისთვის დანიშნა ორი ექსპერტი (ბატონი კანალე და ბატონი სალვი), რომელთაც მუშაობა უნდა იმავე დღის 3 საათზე დაეწყოთ. პროკურორმა მოთხოვა პოლიციას დღის პირველ საათამდე ეცნობებინათ ამის შესახებ მ.პ.-სა და კარლო ჯულიანის მშობლებისთვის. მომჩივნებისთვის შეუძლებელი იყო ასე მოკლე დროში მათ მიერ შერჩეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დანიშვნა, რომელიც გაკვეთას დაესწრებოდა. უფრო მეტიც, პროკურორმა გვამის კრემაციის ნებართვა გასცა 2001 წლის 23 ივლისს, ბევრად იმაზე ადრე ვიდრე გაკვეტის შედეგები გახდებოდა ცნობილი (ექსპერტებს 60 დღე მიეცათ დასკვნის დასასრულებლად).
265. მომჩივნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილან პროცესის მხარეები, რადგანაც იტალიის კანონმდებლობის თანახმად, განაცხადის შეტანა საქმეში მხარედ ჩართვაზე შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც ბრალდებულის საქმე სასამართლოს გადაეცემა. როგორც დაზარალებულ მხარეს მათ საკმაოდ შეზღუდული უფლებები ჰქონდათ გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ისინი კიდევ უფრო შეღუდულები იყვნენ როდესაც პროკურმა დანიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, რომლებიც ვერ განმეორდებოდა საპროცესო კოდექსის 360-ე მუხლის თანახმად (იხილეთ ზემოთ პარა. 360); ამ შემთხვევაში დაზარალებულ მხარეს შეეძლო პროკურორისგან მხოლოდ მოეთხოვა მიემართა მოსამართლისთვის დაუყოვნებლივ მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, მაშინ მიეცემოდა დაზარალებულ მხარეს უფლება მოსამართლისგან მოეთხოვა შეკითხვების დასმა პროკურატურის ექსპერტებისთვის. ამ საქმეში გაკვეთა დაკვალიფიცირდა ტექნიკურ ექსპერტიზად და შესაბამისად იგი განმეორებით ვეღარ ჩატარდებოდა.
266. და ბოლოს, მომჩივნებმა აღნიშნეს რომ კარლო ჯულიანის სხეულის სრულმა სკანირებამ (იხ. ზემოთ პარა. 60) გამოავლინა მის თავში მდებარე ლითონის ნაწილაკი, თუმცა ეს ნაწილაკი არ იქნა არც მოძებნილი და არც დაფიქსირებული (იხ. ზემოთ პარა. 130, ბატონი სალვის ჩვენება “ოცდახუთის სასამართლო სხდომაზე”)
(ii) მთავრობა
267. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ლითონის ნაწილაკის ამოღება იქნებოდა არა მარტო უაზრო არამედ შეუძლებელიც. ის არ იქნებოდა არანაირი დამატებითი და სასარგებლო ინფორმაციის მომცემი იმ გარემოებებზე, რომლის დროსაც მ.პ.-მ გამოიყენა ლეტალური ძალა. ლითონის ნაწილაკები უკვე აღმოჩენილი იყო მის ნიღაბზე, რამაც დაადასტურა “შუამდებარე საგნის თეორია”. უფრო მეტიც, იმ მომენტში როდესაც კარლო ჯულიანის გვამი დაუბრუნდა ოჯახს კრემაციისთვის, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმის ვარაუდისა, რომ დასკვნა რომელიც ჯერ არ იყო დაწერილი, იქნებოდა “ზედაპირული”. გვამის ოჯახისთვის გადაცემა მას შემდეგ რაც ექსპერტები იტყოდნენ რომ ის აღარ ჭირდებოდათ, წარმოადგენდა ჩვეულებრივ პრაქტიკას. ეს გარდაცვლილის ოჯახს უმსუბუქებდა შემდგომ ტკივილს და ითვალისწინებდა კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე მათ უფლებებს.
268. მომჩივნებმა თავად მოითხოვეს გვამის კრემაცია. ისინი ინფორმირებულნი იყვნენ გაკვეთის ჩატარების შესახებ და შეეძლოთ მას დასწრებოდნენ. გარდა ამისა, მომჩივანთა წარმომადგენელმა არ შეიტანა მოთხოვნა მტკიცებულებების სასწრაფოდ წარმოდგენის შესახებ (მთავრობამ მიუთითა საქმეზე სკოტანი იტალიის, no. 26775/02, ECHR 2005-III, სადაც სასამართლომ დაუშვებლად ცნო ანალოგიური საჩივარი).
269. როგორც ეს სასამართლოს ადრეც აქვს გაცხადებული (სასამართლომ მიუთითა, mutatis mutandis, საქმეზე R.K. და A.K. v. the United Kingdom, no. 38000/05, § 36, 2008 წლის 30 სექტემბერი) იმის შესაფასებლად იყო თუ არა გამოძიება სწორად ჩატარებული უნდა შეფასდეს ex ante, იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების მომენტში იყო ცნობილი და არა რომლებიც შემდგომ გახდა ცნობილი, ex post facto. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე გამოძიება დეფექტურია თუ გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი შესაძლებლობა დაედგინა საქმის გარემოებები და პასუხისმგებელი პირები (მთავრობამ მიუთითა ზემოთ ნახსენებ Makaratzis საქმეზე, § 74). ცალკეულ საქმეებში მხოლოდ უჩვეულო გარემოებების არსებობამ უბიძგა სასამართლოს დაედგინა მეორე მუხლის პროცედურული მხარის დარღვევა, არსებითი მხარის დარღვევის ან კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევის გარეშე (მთავრობამ მაგალითის სახით მიუთითა საქმეზე Hugh Jordan v. the United Kingdom (no. 24746/94, ECHR 2001-III)) და ამან ყველა შემთხვევაში გამოიწვია მოსამართლეთა მხრიდან განსხვავებულ აზრის წარმოდგენა ( მთავრობამ მაგალითის სახით მიუთითა საქმეზე Ramsahai and Others v. the Netherlands no. 52391/99, ECHR 2007‑VI)). ამ საქმეში პალატა დაეთანხმა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ დასკვნებს თავდაცვასთან დაკავშირებით. შესაბამისად ნებისმიერ შესაძლო დეფექტს არ ჰქონია გავლენა გამოძიების ეფექტურობაზე.
270. ყველა შემთხვევაში ეფექტიანობის მოთხოვნა წარმოადგენდა საშუალებებთან დაკავშირებულ ვალდებულებას და არა შედეგებთან. მთავრობამ აღიარა რომ “გარკვეული დოკუმენტები შეიცავდნენ პრობლემებს მოვლენების აღდგენის კუთხით, inter alia იმის გამო რომ გარკვეული ელემენტები არ იყო ხელმისაწვდომი”. თუმცა ეს პრობლემები არ უკავშირდებოდა ხელისუფლებას ან მათი მხრიდან რაიმე სახის დაუდებრობას, მაგრამ ამის მიზეზი იყო გარკვეული ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს მიღმა იყო დარჩენილი. რაც შეეხება საშუალებებს, აქ გამომძიებლებმა შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები. უფრო მეტიც, თუ კი ვივარაუდებთ რომ რამდენიმე ელემენტთან მიმართებაში არსებობდა ეჭვები, სისხლის სამართლის საკითხებში ბალდებულს უნდა მიეცეს ეჭვის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრივილეგია და არა მსხვერპლს. და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სასამართლომ ადგილობრივი გამოძიება როგორც “ეფექტიანი” სადაც ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები (მთავრობამ მიუთითა ზემოთ ნახსენებ Grams ის საქმეზე და Menson and Others v. the United Kingdom (dec.), no. 47916/99, ECHR 2003‑V).
(b) პალატის განჩინება
271. პალატამ აღნიშნა რომ კარლო ჯულიანის სხეულის სკანირებამ გამოავლინა მიშ თავში ლითონის ნაწილაკის არსებობა, რომელიც არ იქნა ამოღებული და დაფიქსირებული, თუმცა მისი შესწავლა მნიშვნელოვანი იქნებოდა “ბალისტიკური ექსპერტიზისთვის და მოვლენების აღდგენის მიზნით”. უფრო მეტიც, ექიმებს რომლებიც ატარებდნენ გაკვეთას “მკაფიოდ არ განუცხადებიათ იყო თუ არა გასროლა პირდაპირი”. მნიშვნელოვანი შეკითხვები დარჩა პასუხგაუცემელი, რამაც პროკურატურა მიიყვანა შეეფასებამდე, რომ გაკვეთის დასკვნა იყო ზედაპირული. ეს ნაკლოვანებები კიდევ უფრო გააღრმავა ფაქტმა რომ გვამის კრემაციის ნებართვა გაიცა იქამდე სანამ ექსპერტების დასკვნის შინაარსი გახდებოდა ცნობილი, რამაც გამორიცხა ნებისმიერი სამომავლო ტესტების ჩატარება. პალატამ ასევე უარყოფითად შეაფასა მომჩივნებისთვის ექსპერტების დანიშვნის მიზნით მიცემული მოკლე დრო, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ გაკვეთის პროცედურაში. შესაბამისად სასამართლომ დაადგინა რომ ადგილი ქონდა მეორე მუხლის პროცედურული მხარის დარღვევას (იხ. პალატის განჩინების პარა. 245-251).
2. პოლიციის კონკრეტული ოფიცრების პასუხისმგებლობის დადგენასთან დაკავშირებით სამართალწარმოების არ აღძვრა
(a) მხარეთა არგუმენტები
(i) მომჩივნები
272. მხარეთა არგუმენტების თანახმად მეორე მუხლი აგრეთვე დაირღვა ადმინისტრაცული და სისხლის სამართლის გამოძიების არარსებობის გამო, რომელსაც უნდა გამოეძიებინა დიდი რვიანის სამიტის დროს სამართალამცავ ორგანოთა ქმედებები. გამოძიებას უნდა ნათელი მოეფინა მმართველი რგოლის პასუხისმგებლობაზე და საჭიროების შემთხვევაში დაეკისრებინა მათზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები. ადმინისტრაციული გამოძიების არარსებობა დაადასტურა მთავრობამ (იხ. ქვემოთ პარა. 280) და “ოცდახუთის” სასამართლო პროცესზე პოლკოვნიკ ტრულიოს ჩვენებებმა.
273. როგორც ირკვევა არ გაკეთებულა არანაირი შეფასება იმ ნაკლოვანებებისა რომლებსაც ადგილი ქონდა დაგეგმვის, კოორდინაციისა და ოპერაციის განხორციელების პროცესში, ასევე ძალიას გამოყენების პროპორციულობის უზრუნველყოფაში დემონსტრაციების დაშლისას. არ მომხდარა სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებისთვის მიცემული ინსტრუქციების დეტალური შესწავლა, ასევე არ გარკვეულა თუ რატომ მოხდა მათზე მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა. პროკურატურას ასევე არ განუხილავს მ.პ.-ს ზემდგომი ოფიცრების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც კარაბინერს დაუტოვეს ცეცხლსასროლი იარაღი, მიუხედავად იმისა რომ იგი შეუსაბამო იყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის.
274. თუ კი მთავრობის პოზიცია სწორი იყო იმაში, რომ გამოძიება ვერ შეეხებოდა იმ პირებს რომელნიც არ იყვნენ ეჭვმიტანილნი სამართალდარღვევის ჩადენაში; მაშინ ეს იყო შიდა კანონმდებლობის ბრალი რომელიც არ იყო შესაბამისობასი კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნებთან. უფრო მეტიც, პროკურორმა საქმის შეწყვეტის მოთხოვნისას მიუთითა პრობლემებზე (მას არ დაუკონკრეტებია თუ რა პრობლემებზე იყო საუბარი). ვინაიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე გამოძიება არ იქნა წარმართული პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად, კონვენცია ასევე დაირღვა იმის გამო რომ პროკურატურამ არაჯეროვნად აწარმოა გამოძიება.
275. მომჩივნებმა დაგმეს ის ფაქტი რომ დასჯის მაგივრად მ.პ.-ს ზემდგომი ოფიცრები (ოფიცრები ლესო, ტრულიო, კაპელო და მირანტე) პირიქით დააწინაურეს. უფრო მეტიც, სხვა ოფიცრებიც, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ უკანონო დაკავებებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში ასევე დააწინარურეს. მიუხედავად ამისა, 2010 წლის 18 მაისს, გენუის სააპელაციო სასამართლომ, ამ ოფიცრების ნაწილს მიუსაჯა პატიმრობა 3 წელი და 8 თვიდან 5 წლამდე, დიდი რვიანის სამიტის დროს Diaz-ის სკოლაში ჩადენილი სამართალდარღვევების გამო (ოცდაშვიდიდან ოცდახუთ ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი და მიესაჯათ ჯამში 85 წლის პატიმრობა). განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ არც ერთი მისჯილი ზემდგომი ოფიცერი არ იქნებოდა სამსახურიდან დათხოვილი და ისინი კვლავ სარგებლობდნენ მინისტრის ნდობით.
(ii) მთავრობა
276. მთავრობა, საკუთარ კომენტარებზე მითითებით, რომლებიც ეხებოდა გარემოებებს, რომელთა დროსაც გამოძიება შეიძლება ჩაითვალოს არაჯეროვნად (იხ. ზემოთ პარა. 269), ამტკიცებდა რომ ვინაიდან არ დამდგარა პასუხისმგებლობის საკითხი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციებთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ არ გამხდარა ეს გამოძიების საგანი. პალატამ თავის მხრივ დაადგინა, რომ დიდი რვიანის სამიტის დაგეგმვა ორგანიზება შესაბამისაბაში იყო მეორე მუხლით განსაზღვრულ სიცოცხლის დაცვის ვალდებულებასთან. აქედან გამომდინარე არ არსებობდა გამოძიების საჭიროება იმ პირთა მიმართ რომელთაც დაგეგმეს ღონისძიება.
277. პალატამ გააკრიტიკა გამოძიება იმ მიზეზით, რომ მან არ დააკონკრეტა თუ რატომ არ იქნა მ.პ. გადაყვანილი პირდაპდაპირ ჰოსპიტალში, მას განკარგულებაში დარჩა დატენილი პიტოლეტი, იგი მოთავსებულ იქნა ჯიპში რომელიც მოწყდა კონტინგენტს და იყო დაუცველი. მთავრობამ აღნიშნა, რომ გამოძიებამ ზუსტად ვერ დაადგინა ჯიპი კარაბინერთა დანაყოფს მისდევდა მძღოლის ინიციატივით თუ ბრძანების თანახმად. ყველა შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი გონიერი მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ჯიპებს უნდა ემოძრავათ კარაბინიერებთან ერთად და მათი დაცვის ქვეშ. მ.პ. მოთავსდა ჯიპში მოულოდნელი გარემოებების გამო (მისი მდგომარეობა) და მანქანა მოწყდა კარაბინერებს დემონსტრანტების მიერ დაგებული ხაფანგის გამო. პისტოლეტი კი მ.პ. - ს თავდაცვის საშუალება იყო.
278. ვინაიდან მ.პ. მოქმედებდა საკუთარი თავის დაცვის მიზნით, რთული იყო რომელი სამართალდაღვევის ჩადენა უნდა დაბრალებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის ოპერაციების დამგეგმავებს. კონვენციის მე-7 მუხლი სასჯელის გამოყენებისთვის მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას (ცოდნა და განზრახვა), რომელიც გამოაშკარავებს პირის პასუხისმგებლობას იმ ქმედებაზე რომელიც მან ფიზიკურად ჩაიდინა (მთავრობამ მიუთითა საქმეზე S.r.l. and Others v. Italy, no. 75909/01, § 116, 2009 წლის 20 იანვარი). ამ საქმეში არ იკვეთება არანაირი სამართალდარღვევა ან ასეთის ჩადენის განზრახვა, რომელიც შეიძლება დაბრალდეს დიდი რვიანის სამიტის დროს წესრიგის მაკონტროლებლებს.
279. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო მკაცრად ინდივიდუალური ხასიათის და გულისხმობდა უშუალო კავშირს სადაც, სამართალდარღვევა წარმოადგენდა განხორციელებული ქმედების პირდაპირ და უშუალო შედეგს. ნესიმიერი შესაძლო პრობლემა და შეცდომა, რომელიც შესაძლოა დაშვებულ იქნა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციების მართვაში და ორგანიზებაში ვერანაირად ვერ იქნება მოაზრებული როგორც Piazza Alimonda-ზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების პირდაპირი მიზეზი. შესაბამისად ზედმეტი იქნებოდა გამოძიების გავრცელება მაღალი რანგის ოფიცრებთან მიმართებაში ან სხვა პოტენციური დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით. თუ კი პალატა თავის გადაწყვეტილებაში დაეთანხმებოდა ამ მოსაზრებებს, მაშინ სახემწიფო ვალდებული იქნებოდა წამოეწყო არამიზნობრივი და საზიანო გამოძიება, რომელიც შედეგს არ გამოიღებდა და გამოიწვევდა თვითნებურ ჩარევას ბევრი უდანაშაულო ადამიანის ცხოვრებაში.
280. კარაბინერთა მიმართებაში არ დაწყებულა დისციპლინარული გამოძიება. მიუხედავად ამისა რამდენიმე პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის ორი საქმე კვლავ მიმდინარე იყო სავარაუდოთ დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო, 2001 წლის 21 და 22 ივლისს კარლო ჯულიანი სიკვდილის შემდგომ. დიდი რვიანის სამიტი “მთლიან კონტექსტში” ასევე შეფასდა საპარალემნტო გამოძიების დროს (იხ. ზემოთ პარა. 107 -117), “ოცდახუთის” სასამართლო პროცესზე (იხ. ზემოთ პარა. 121-138) და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების დროს (იხ. ზემოთ პარა. 140).
(b) პალატის გადაწყვეტილება
281. პალატამ უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი გამოძიება შეზღუდული იყო იმის დაზუსტებით უნდა ეგოთ თუ არა პასუხი მ.პ.- და ფ.კ.-ს და არ შეისწავლა “მთლიანი კონტექსტი” იმისათვის, რომ გაერკვია დაგეგმა და განახორციელა თუ არა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაცია ისე, რომ მოეხდინა იმგვარი ინციდენტის პრევენცია, რომელმაც კარლო ჯულიანის სიკვდილი გამოიწვია. კერძოდ, არ გარკვეულა იმის მიზეზი, თუ რატომ არ იქნა კარლო ჯულიანი სასწრაფოდ გადაყვანილი ჰოსპიტალში, რატომ დარჩა მას დატენილი პისტოლეტი და მოთავსებულ იქნა დაუცველ ჯიპში. ეს შეკითხვები მოითხოვდა პასუხის გაცემას, იმის გათვალისწინებით რომ ფატალური გასროლა მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ სიტუაციასთან, რომელშიც აღმოჩნდნენ მ.პ. და ფ.კ. (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარა. 252-254).
3. ეროვნულ დონეზე წარმართული გამოძიების სხვა სავარაუდო ნაკლოვანებები
282. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ადგილობრივ გამოძიებას თან ახლდა არაერთი სხვა ნაკლოვანება. მთავრობა არ დაეთანხმა ამ ვარაუდს. პალატამ არ ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხის განხილვა (იხ პალატის განჩინების პარა. 255).
(a) მხარეთა არგუმენტები
(i) მომჩივნები
283. მომჩივნებმა ივარაუდეს, რომ გამოძიებას აკლდა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, არ იყო საკმარისად სიღრმისეული და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილებამ მომჩივნებს წაართვა საჯარო მოსმენისა და მათი ნათესავის გარდაცვალების გარემოებათა საჯაროდ განხილვის საშუალება.
284. პროკურატურამ, მის მოთხოვნაში საქმის შეწყვეტის შესახებ, გამოხატა ეჭვი მ.პ.-ს განზრახვასთან დაკავშირებით როდესაც მან გაისროლა. პროკურატურამ აღნიშნა რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა მ.პ.-მ უბრალოდ გაისროლა თავდამსხმელთა დაშინების მიზნით თუ განიზრახა საკუთარი თავის დაცვა და მათი მიმართულებით ისროლა იმ რისკის გათვალისწინებით რომ მისი ნასროლი შეიძლება ვინმეს მოხვედროდა. პროკურატურის თანახმად საქმე შეიძლება გვქონდეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასთან, ვინმეს სიცოცხლის მოსპობის გააზრებულ რისკზე წასვლასთან ან განზრახ მკვლელობასთან. მესამე ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ (შესაბამისი ახსნაგანმარტების გარეშე) პროკურორმა დაასკვნა რომ მ.პ. თავდაცვის მდგომარეობასი იმოქმედა და უნდა გაკეთდეს მოთხოვნა საქმის შეწყვეტაზე არსებული “ეჭვებისა” და გამართლების საფუძვლებზე დაყრდნობით (იხ. ზემოთ პარა. 72‑75). მომჩივანთა არგუმენტების თანახმად, პროკურატურის დამაჯერებლობის ნაკლებობა ფაქტებთან მიმართებაში მოითხოვდა საქმის საჯარო განხილვას და შემდგომ გამოძიებას.
285. მომჩივნები დაეთანხმენ რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა გაეპროტესტებინათ პროურატურის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ და ამ პროტესტის შემდეგ შედგა დახურული მოსმენა გამომზიებელ მოსამართლესთან. თუმცა მოსმენა ჩატარდა დახურულ კარს მიღმა, რომელსაც დაესწრენ მხადეები თავის ადვოკატებთან ერთად. უფრო მეტიც, გამომძიებელ მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელმაც ზედმეტი შეკითხვების გარეშე გაიზიარეს მომხდარის ის ვერსიები რომელიც სამართალდამცავმა ორგანოებმა წარმოადგინეს, სადაც დაზარალებულ მხარეს არ მიეცა საშუალება დაეკითხა ბრალდებულები, მოწმეები და ექსპერტები. გამომძიებელმა მოსამართლემ ფაქტები დაადგინა წებ გვერდზე გამოქვეყნებული, სავარაუდოთ ფრანგ ანარქისტებთან დაკავშირებულ, ანონიმურ ანგარიშზე დაყრდნობით. საჯარო მოსმენა უნდა გამართულიყო ამ ანგარიშის სისწორის შესამოწმებლად. და ბოლოს მომჩივნებს არ ხელთ არ გააჩნდათ ეფექტური საშუალება რომ შეწინააღმდეგებოდნენ საქმის შეწყვეტის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას, ვინაიდან საკასაციო საჩივრის წარდგენა დასაშვები იყო მხოლოდ ბათილობის საფუძველზე, რაც არ ეხებოდა ამ საქმეს( სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 409 § 6 – იხ. ზემოთ პარა. 151).
286. უნდა ასევე გვახსოვდეს რომ პროკურატურის მიერ დანიშნულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ურთიერსაწინააღმდეგო დასკვნები წარმოადგინა. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს შემდეგ საკითხებს:
ა) კანტარელას ბალისტიკური ექსპერტიზის ანგარიშის თანახმად (2001 წლის 5 დეკემბერი) არსებობდა 90 % ალბათობა რომ ჯიპის შიგნით ნაპოვნი გასროლილი მასრა მ.პ.-ს პიტოლეტიდან გამოვარდა, როდესაც კარლო ჯულიანის სიახლოვეს ნაპოვნი მასრის წარმომავლობა მხოლოდ 10 % იანი ალბათობით იქნა დადგენილი. (იხ. ზემოთ პარა. 54)
ბ) მანეტოს პალისტიკური ექსპერტიზის ანგარიშის (2002 წლის 15 იანვარი) თანახმად ორივე მასრა მ.პ.-ს პისტოლეტს ეკუთვნოდა და ფატალური გასროლა დაღმა მიმართულებით განხორციელდა 110-140 სანტიმეტრის მანძილიდან (იხ. ზემოთ პარა. 55).
გ) 2002 წლის 26 ივლისის ბალისტიკური ანგარიშში, ექსპერთტა კოლეგიამ დაადგინა, რომ ტყვია, იქამდე სანამ კარლო ჯულიანის მოხვდებოდა, მოხვდა საგანს, რომელმაც მას შეუცვალა ტრაექტორია (იხ. ზემოთ პარა. 56-62);
დ) გაკვეთის დასკვნის თანახმად მ.პ.-მ ისროლა დაღმა მიმართულებით და ტყვიას არ შეუცვლია მიმართულება (იხ. ზემოთ პარა. 50).
ე) უფრო მეტიც, ბატონი რომანინი საერთოდ არ უნდა დანიშნულიყო ექსპერტად რადგანაც მან 2001 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა სტატია იარაღის სპეციალისტთა ჟურნალში სადაც მან განაცხადა რომ მ.პ.-ს მოქმედება უნდა განვიხილოთ როგორც “წმინდა და სრულიად დასაბუთებული თავდაცვითი რეაქცია”(იხ. ზემოთ პარა. 56). ბატონი რომანინის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა ყოველდღიურ გაზეთში Il Manifesto 2003 წლის 19 მარტს, მანამ სანამ საქმის შეწყვეტაზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას 2003 წლის 5 მარტს. ვინაიდან საქმე არ გაცდენია წინასწარი გამოძიების ეტაპს, მომცივნებს არ მიცემიათ ბატონი რომანინის აცილების საკითხის დაყენების საშუალება. ექსპერტიზას, როემლშიც მან მიიღო მონაწილეობა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მან დაუდო სათავე “შუამდებარე საგნის თეორიას”, რომელიც შემდგომ გაიზიარა გამომძიებელმა მოსამართლემ.
288. ყოველ შემთხვევაში სასამართლო ორგანომ არ იმოქმედა სწრაფად მომხდარის ადგილზე, ვერ უზრუნველყო ადგილის დაცვა და ტყვიების აღდგენა. შედეგად, ვერ ჩატარდა სათანადო ბალისტიკური ექსპერტიზა. მოიძებნა მარტო ორი გასროლილი მასრა, და ისიც კი არ იყო ცხადი ეკუთვნოდა თუ არა ეს მასრები მ.პ.-ს მიერ გასროლილ ტყვიებს.
289. რაც შეეხება ბალისტიკური ტესტირების პირველ და მეორე ნაწილებს, მომჩივნებმა აღიარეს რომ თეორიულად მათ ქონდათ უფლება მოეთხოვად პროკურორისგან მტკიცებულებათა დაუყოვნებლივ წარმოდგენა. თუმცა, ასეტიგანაცხადი თავად პროკურატურამ გააკეთა და მათ უარი ეთქვად. მომჩივნებმა ვერ დაინახეს მსგავსი მოთხოვნის გაკეთების აზრი.
290. პროკურორმა ასევე გადაწყვიტა გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიენდო კარაბინერებისთვის, კერძოდ გენუის პროვინციული სარდლობისთვის და გენუის კვესტურის მობილური ბრიგადისთვის. კერძოდ კარაბინერებმა:
– ამოიღეს მ.პ.-ს პისტოლეტი და დადგინეს რომ მას ქონდა მჭიდი, რომელშიც იდო 15 ზე ნაკლები ტყვია;
– ჩაატარეს კარლო ჯულიანის სხეულისა და ჯიპების თავდაპირველი შემოწმება;
– ამოიღეს ერთ-ერთი ჯიპი და აღჭურვილობა, გასროლილი მასრის ჩათვლით;
– შეაგროვეს ფოტო მასალა იმ აღჭურვილობისა, რომელიც მ.პ.‑ს ჰქონდა მოვლენების დროს;
– მოიპოვეს, შეამოწმეს და გამოცადეს აუდიოვიზუალური მასალა, რომელიც ეხებოდა 2001 წლის 20 ივლისის მოვლენებს;
– ოქმში ასახეს რამდენიმე ჩვენება პროკურატურისთვის
291. მომჩივნებმა შემდგომ ხაზი გაუსვეს რომ კარლო ჯულიანის სიკვდილის შემდეგ მ.პ.-მ დ.რ.-მ და ფ.კ.-მ უმალვე დატოვეს შემთხვევის ადგილი (ჯიპით და შეიარაღებით) და იქ არ მიბრუნებულან სანამ რამდენიმე საათში პროკურორმა არ დაიწყო ჩვენებების მიღება. მათ ჰქონდათ გასაუბრება თავის ზემდგომ ოფიცრებთან, ასევე ქონდათ პროკურირის დაკითხვამდე ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება. უფრო მეტიც, დ.რ.-ს არ მიუცია ჩვენება მოვლენების მომდევნო დღემდე და სამართალდამცველების ნაწილი რომელის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მნიშვნელოვანი დაგვიანებით დაიკითხა (კაპიტანმა კაპელომ ჩვენება მისცა 2001 წლის 11 სექტემბერს,ხოლო მისმა მოადგილე ცაპიამ 2001 წლის 21 დეკემბერს ).
292. მომჩივანთა აზრით რამდენიმე კარაბინერი, პოლიციელი და თავად questore უნდა დაქვემდებარებოდნენ გამოძიებას კარლო ჯულიანი სიკვდილის სამართლებრივი პროცედური ფარგლებში. გენუის questura-მ ითამაშა მთავარი როლი დიდი რვიანის სამიტის დროს განხორციელებული საზოგადოებრივი წესრიგის ოპერაციების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და მართვაში. გენუის questore იყო საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი. საკონტროლო ცენტრსაც questura და მისი ოფიცრები მართავდნენ. სწორედ მათ გასცეს Tute Bianche‑ის მსვლელობის საწინააღმდეგოდ ჩარევის ბრძანება. გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრონველყოფისთვის პროკურორს გამოძიება უნდა ჩაებარებინა საგადასახადო პოლიციისთვის (Guardia di finanza), პოლიციის ნაწილისთვის რომელიც არ იყო გარეული ამ მოვლენებში.
(ii) მთავრობა
293. მთავრობის არგუმენტების მიხედვით გამოძიება ჩატარდა დროულად. სასამათლო ორგანომ არ დაიშურა ძალისხმევა იმისთვის რომ დაედგინა ფაქტები და გამოიყენა როგორც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები ასევე ტრადიციული მეთოდები. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ და გამომძიებლებმა სადაც საჭირო გახდა, განახორციელეს ხელმეორედ დაკითხვა იმ პირების რომელთაც ერთხელ უკვე მიცემული ქონდათ ჩვენება და ასევე დაკითხეს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც როლმებიც შეესწრენ მოვლენებს. მოვლენათა აღდგენა და სატესტო გასროლებიც შემთხვევის ადგილზე განხორციელდა. საქმეში ჩაიდო დიდი მოცულობის აუდიო და ვიზუალური მასალა, რომელიც მოპოვებულ იქნა როგორც სამართალდამცავებისგან ასევე კერძო წყაროებიდან. პროკურატურამ დაუკვეთა ბალისტიკური ექსპერტიზის სამი რაუნდი და გამომძიებელი მოსამართლე დაეყრდნო იმ არსებით წყაროებს, რომლებიც უფრო ახლოს იყო დემონსტრანტებთან (ინფორმაცია რომელიც გამოქვეყნდა ანარქისტთა წებ გვერდზე).
294. გამოძიება დაიწყო პროცედურის თანახმად და მომჩივნებს მისი დაწყების მომენტიდან ქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ან წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ადვოკატების მიერ. ასევე შეეძლოთ დაენიშნათ ექსპერტები. კერძოდ, მომჩივანთა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ბალისტიკური ტესტების მესამე ნაწილში და მოვლენათა აღდგენაში (იხ. ზემოთ პარა. 57).
295. მომჩივენბს ასევე გააჩნდათ გაკრიტიკებისა და მოთხოვნების დაყენების საშუალება, როდესაც ისინი არ დაეთანხმენ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. გამომზიებელმა მოსამართლემ მათ წარუდგინა იმის დასაბუთებული მიზეზი, თუ რატომ ეთქვათ მათ უარი გამოძიების გაგრძელებაზე (იხ. ზემოთ პარა. 104). ისიც მართალია, რომ მომჩოვნებს არ შეეძლოთ მტკიცებულებების დაუყოვნებლივ წარმოდგენის მოთხოვნა გამოძიების პირველ ეტაპზე. ასეთი სახის შემოწმებები პოლიციის ექკლუზიერ კომპეტენციას წარმოადგენდა. როდესაც საქმე მივიდა ბალისტიკური ექსპერტიზის მესამე ნაწილამდე, პროკურორმა ჰკითხა მხარეებს, იყვნენ თუ არა ისინი წინააღმდეგი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენების, რაზეც მიიღო პასუხი რომ ისინი არ იყვნენ წინააღმდეგი. მთავრობამ აღიარა რომ ბალისტიკური ექსპერტიზის პირველი და მეორე ნაწილები ჩატარდა ცალმხრივად (იხ ზემოთ პარა. 54 და 55). მათი არგუმენტების თანახმად ეს იყო სხვა არაფერი თუ არა რუტინული შემოწმება იმის დასადგენად ეკუთვნოდა თუ არა ორი ნაპოვნი მასრა მ.პ.-ს პისტოლეტს. უბფრო მეტიც, მ.პ.-ს უკვე დადასტურებული ქონდა რომ მან ორჯერ გაისროლა და მისი იარაჭი კვლავ შემოწმდა ტესტირების მესამე ნაწილშიც.
296. ტრაგედიის დროს გენუაის პოლიცია (squadra mobile della questura di Genova) ჩაერტო საქმეში და ხელში აიღო გამოძიება. კარაბინერები იყვნენ ჩართული ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებით, როგორიც არის მათ ხელთარსებული სხვადასხვა საგნების ამოღება - მაგალითად მანქანა და იარაღი ან კარაბინერების დაბარება და მათი ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა. დამატებით, პროკურატურამ მინიმუმამდე დაიყვანა დელეგირებულ დავალებათა რაოდენობა, ამჯობინა ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი დაკითხვა თავად ჩაეტარებაინა იმ შემთხვევების ჩათვლით, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის მხრიდან დაკითხვას შეიზლება გავლენა ქონოდა დასაკითხ პირზე. იტალიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ხარისხის და იმის გატვალისწინებით რომ გამოძიება პოლიციას უნდა ეწარმოებინა, ნამდვილად არ ითქმის რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში განიცდიდა რაიმე გაგებით მიუკეძოებლობის დანაკლისს. უფრო მეტიც, გამოზიების მიერ გამოტანილი დასკვნები და საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება ნამდვილად არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს რომ ადგილი ქონდა რაიმეს დაფარვის მცდელობას.
297. პროკურატურის მიერ დანიშნული ყველა ექსპერტი იყო სამოქალაქო პირი, გარდა მერე ბალისტიკის ექსპერტისა, რომელიც პოლიციის ოფიცერი იყო (იხ. ზემოთ პარა. 55). ბატონი რომანინის პროკურატურის მიერ ექსპერტად დანიშვნის დროს ხელუსუფლება არ იყო ინფორმირებული რომ მან გამოხატა საკუთარი აზრი იმის შესახებ რომ მ.პ. თავდაცვის მიზნით მოქმედებდა (იხ. ზემოთ პარა. 56). მთავრობის არგუმენტების თანახმად ბატონინი რომანინის სტატიის მიზანი იყო განსახილველად გამოეტანა პოლიტიკური თეორია რომელიც ეყრდნობოდა ამ ინციდენტისა და ადრე ნეაპოლში მოხდარი ტრაგედიის შედარებას. ის რომ მან სტატია გამოაქვეყნა ამას არ შეუქმნია პრობლემა ბატონი რომანინისთვის ობიექტურად და მიუკერძოებლად განეხორციელებინა მისი მანდატი. მისი ამოცანა არ ყოფილა იმის დადგენა არსებული ფაქტები ამყარებდნენ თუ არა ჰიპოთეზას რომ მ.პ. თავის დაცვის მდგომარეობაში მოქმედებდა. ექსპერტთა ჯგუფს კონკრეტულად ეთხოვა წარმოედგინა საკუთარი აზრი ტყვიის ტრაექტორიის შესახებ. უფრო მეტიც, ბატონ რომანინის როლი შეზღუდული იყო სატესტო გასროლების წარმოებით, სხვა ექსპერტების, მომჩივნებისა და მათი ექსპერტების თანდასწრებით. “სუფთად ტექნიკური და ძირითადში ფიზიკური” პროცედურა არ ტოვებდა ცინასწარი და მიკერძოებული შეფასებების გაკეთების საშუალებას, რომელიც გავლენას იქონიებდა გამოძიების შედეგებზე. მთავრობამ დამატებით აღნიშნა რომ მომჩივნებს არ გაუპროტესტებიათ ბატონი რომანინის ექსპერტად დანიშვნა.
B. სასამართლოს შეფასება
1. ძირითადი პრინციპები
298. კონვენციის მეორე და მესამე მუხლები მათი ძირითადი არსის გათვალისწინებით შეიცავენ პროცედურულ ვალდებულებას, რომ ამ დებულებების არსებითი მხარის სავარაუდო დარღვევის დროს უნდა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება (იხ Ergi v. Turkey, 1998 წლის 28 ივლისი, § 82, ანგარიშები 1998‑IV; Assenov v. Bulgaria 1998 წლის 28 ოქტომბერი, §§ 101-106, ანგარიშები 1998‑VIII; და ზემოთ მითითებული Mastromateo and others-ის საქმე, § 89). სახემწიფოს წარმომადგენელთა მიერ თვითნებური მკვლელობის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა იქნებოდა პრაქტიკაში არაეფექტიანი, რომ არ არსებობდეს სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული სასიკვდილო ძალის კანონიერების შეფასების მექანიზმი. ამ დებულებით გათვალისწინებული სიცოცხლის დაცვის ვალდებულება წაკითხული კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან ერთად “ ყველასათვის თავიანთი იურდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ კონვენციაში განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები” გულისხმობს მოთხოვნას რომ როდესაც პირს კლავენ სახელმწიფოს წარმომადგენლები ძალის გამოყენების შედეგად ამას უნდა მოყვეს რაიმე ფორმის ეფექტიანი გამოძიება (იხ ზემოთ მითითებული McCann and others, § 161). სახელმწიფომ შესაბამისად მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს ადეკვატური რეაგირება , სასამართლო ან სხვა სახის, ისე რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი სისტემის შემუშავება რომელიც შექმნილია სიცოცხლის უფლების დასაცავდ, ეფექტურად იქნას გამოყენებული და უფლების დარღვევის ყველა შემთხვევა გამოირიცხოს და დაისაჯოს (იხ. Zavoloka v Austria no. 58447/00, § 34, 2009 წლის 7 ივლისი).
299. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებიდან გამომდინარე სასამართლოს პრეცედენტული სამართალი სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას წარმართოს ეფექტიანი გამოძიება, და ხსენებულს მოიაზრებს როგორც მეორე მუხლით გათვალისწინებულ განუყოფელ ვალდებუილებას, რომელიც მოითხოვს, inter alia, რომ სიცოცხლის უფლება დაცული იყოს კანონით. მიუხედავად იმისა რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ასევე ეხება კონვენციის მე-13 მუხლით დაცულ უფლებას, მეორე მუხლის პროცედურული ვალდებულება განიხილება, როგორც განსხვავებული ვალდებულება (იხ. Ilhan v. Turkey no. 22277/93, §§ 91-92, ECHR 2000‑VII; Öneryıldız v. Turkey, no. 48939/99, § 148, ECHR 2004‑XII; და Silih v. Slovenia [GC], no. 71463/01, §§ 153-154, 2009 წლის 9 აპრილი). და ხსენებულმა შესაძლოა გამოიწვიოს ცალკე დარღვევა. ეს დასკვნა გამომდინარეობს ფაქტიდან, რომ სასამართლო თანმიმდევრულად და არსებით ვალდებულებებთან შესაბამისობისგან განცალკევებით განიხილავს ხოლმე პროცედურული ვალდებულებების შესრულება არ შესრულების საკითხს (და იქ სადაც საჭიროდ ჩათვალა ცალკე დაადგინა მეორე მუხლის დარღვევა ამ მიზეზით) და ფაქტია, რომ რამდენიმე შემთხვევაში მეორე მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულების დარღვევა ნავარაუდები იყო, როდესაც საჩივარი საერთოდ არ ეხებოდა მუხლის არსებითი მხარის დარღვევას (იხ. ზემოთ მითითებული Silih-ის საქმე, §§ 158‑159).
300. იმისათვის, რომ სახემწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი სავარუდო უკანონო მკვლელობა ეფექტიანად იყოს გამოძიებული, ზოგადად შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს, რომ ის პირები, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას იყვნენ დამოუკიდებლები მათგან ვინც გარეულია საქმეში (მაგალითისთვის იხილეთ Güleç-ის ზემოთ მითითებული საქმის §§ 81‑82, და Oğur ის §§ 91-92). ეს მოიცავს არა მხოლოდ იერარქიულ და და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც. მთავარი საკითხი რომელიც დგას არის სხვა არაფერი თუ არა საზოგადოების ნდობა ძალის გამოყენების სახელმწიფოს მონოპოლიისადმი ( იხ. ზემოთ მითითებული Hugh Jordan, § 106; Ramsahai and Others [GC], § 325; და Kolevi v. Bulgaria no. 1108/02, § 193, 2009 წლის 5 ნოემბერი).
301. გამოძიება ეფექტიანი იყოს იმ გაგებითაც, რომ მისი სასუალებით გაირკვეს იყო თუ არა გამოყენებული ძალა გამართლებული მოცემულ გარემოებებში (მაგალითისთვის იხილეთ Kaya v. Turkey, 1998 წლის 19 თებერვალი, § 87, ანგარიშები 1998‑I) ასევე მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და შესაბამისად მათი დასჯა. ხსენებული ვალდებულება არ მოიაზრებს კონკრეტული შედეგის დადგომას (ანუ იპოვა და დასაჯა თუ არა სახელმწიფომ კონკრეტული პირი) არამედ გულისხმობს გამოყენებულ საშუალებებს (თუ რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ რათა მოეხდინა შესაბამისი დამნაშავის იდენტიფიცირება და მისი დასჯა). ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა შესაბამისი ნაბიჯი, რათა შეგროვებულ იქნეს ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები, თვითმხილველთა ჩვენებების და სასამართლო სამიდიცინო ექსპერტიზის დასკვნების ჩათვლით. ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გაკვეთა, რომელიც ზუსტად და სრულად ასახავს არსებულ დაზიანებებს, იძლევა ობიექტურ კლინიკურ ანალიზს სიკვდილის მიზეზის ჩათვლით (გაკვეთასთან დაკავშირებით მაგალითისთვის იხილედ Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 106, ECHR 2000-VII; მოწმეთა ნაწილში მაგალითისთვის იხილედ Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, § 109, ECHR 1999‑IV; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილში მაგალითისთვის იხილედ Gül v. Turkey, no. 22676/93, § 89, 2000 წლის 14 დეკემბერი). ნებისმიერი ხარვეზი რომელიც აკნინებს გამოძიების შესაძლებლობას დაადგინოს სიკვდილის მიზეზი ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა, მოიაზრებს იმ საფრთხეს, რომ ადგილი ექნება დადგენილი სტანდარტების დარღვევას (იხ. ზემოთ მითითებული Avşar - ის საქმე , §§ 393-395).
კერძოდ, გამოძიების შედეგები უნდა ეფუძნებოდეს საქმესთან კავშირში მყოფ ყველა ელემენტის დეტალურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. როდესაც გამოძიება ვერ მიყვება ლოგიკურ ხაზს ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს გამოძიების შესაძლებლობას დაადგინოს საქმის გარემოებები და მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება (იხ, ზემოთ მითითებული კოლევის საქმე, § 201). მიუხედავად ამისა შესწავლის ხასიათი და ხარისხი რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გამოძიების ეფექტიანობის მინიმალურ ზღვარს დამოკიდებულია კონტრეტული საქმის გარემოებებზე. ეს უნდა შეფასდეს ყველა დაკავშირებული ფაქტისა და საგამოძიებო მუშაობის პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით (იხ. Velcea and Mazăre v. Romania, no. 64301/01, § 105, 2009 წლის 1).
303. დამატებით, გამოძიება ღია უნდა იყოს მსხვერპლის ოჯახისთვის იმ დონეზე, რომ მათ მოახერხონ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა. ასევე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარკვეული საშუალება დააკვირდეს გამოძიების მიმდინარეობას, და საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხიც შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული საქმიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ მითითებული Hugh Jordan -ის საქმე, § 109, და Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 191, ECHR 2009‑...; ასევე იხილეთ Güleç-ის საქმე, § 82, სადაც მსხვერპლის მამას არ მიაწოდეს ინფორმაცია პასუხისგებაში არ მიცემის გადაწყვეტილების შესახებ და Oğur-ის საქმე, § 92, სადაც მსხვერპლის ოჯახს არ მიუწვდებოდა ხელი გამოძიების მასალებსა და სასამართლოს მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაზე.
304. მიუხედავად ამისა პოლიციის ანგარიშებისა და გამოძიების მასალების გასაჯაროება და პუბლიკაცია შეიძლება მოიცავდეს სენსიტიურ საკითხებს და შესაძლოა იქონიოს ნეგატიური გავლენა როგორც ინდივიდუალურ პირებზე ასევე სხვა გამოძიებაზე და შესაბამისად ეს ვერ ჩაითვლება მეორე მუხლიდან გამომდინარე ავტომატურ მოთხოვნად. შესაბამისად საზოგადოებისა და მსხვერპლის ნათესავთა აუცილებელი დაშვება შესაძლებელია პროცედურის სხვა საფეხურებზე (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ McKerr v. the United Kingdom no. 28883/95, § 129, ECHR 2001‑III). უფრო მეტიც, მეორე მუხლი საგამოძიებო ორგანოს არ აკისრებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოძიების პროცესში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ნათესავების ყველა მოთხოვნა (იხ, ზემოთ მითითებული Ramsahai and Others, § 348, და Velcea and Mazăre, § 113)..
305. ხსენებული გულისხმობს გამოძიების დროულად და თანმიმდევრულად წარმართვის მოთხოვნას (იხ. Yaşa v. Turkey 1998 წლის 2 სექტემბერი, §§ 102-104, ანგარიშები 1998-VI; ზემოთ მითითებული Tanrıkulu-ს საქმე, § 109; და Mahmut Kaya v. Turkey no. 22535/93, §§ 106-107, ECHR 2000-III). დასაშვებია გარკევული სიძნელეების არსებობა რომელბმაც შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში ხელი შეუშალოს გამოძიების წინსვლას. მიუხედავად ამისა ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება სასიკვდილო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ შემთხვევაზე, შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად საზოგადოების მხრიდან ნდობის შესანარჩუნებლად იმ კუთხით, რომ ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და მოახდენს უკანონო ქმედებებისა და დანაშაულის მიჩქმალვის პრევენციას (იხ. ზემოთ მითითებული McKerr -ის, §§ 111 და 114, და Opuz -ის, § 150 საქმეები).
თუმცა, ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მეორე მუხლი შეიძლება შეიცავდეს უფლებას მესამე პირები პასუხისგებაში მისცე და სასჯელი მიუსაჯო სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (იხ. ზემოთ მითითებული Šilih, § 194; იხილეთ ასევე, mutatis mutandis, Perez v. France [GC], no. 47287/99, § 70, ECHR 2004‑I), ასევე პროკურორებისთვის აბსოლუტურ ვალდებულებას გამოძიების შედეგად მივიდნენ მსჯავრდებამდე ან კონკრეტული სასჯელის გამოყენებამდე (იხ. ზემოთ მითითებული Zavoloka, § 34(c)).
306. მეორეს მხრივ ეროვნულმა სასამართლოებმა არ უნდა დაუშვან, რომ სიცოხლისთვის საშიში სამართალდარღვევები დარჩეს დაუსჯელი. აქედან გამომდინარე სასამართლოს ამოცანა მდგომარეობს იმის განხილვაში თუ რამდენად შეძლეს სასამართლოებმა გადაწყვეტილების გამოტანისას მეორე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქმის დეტალური შესწავლა, ისე რომ მართლმსაჯულების სისტემის როლი და მისი მნიშვნელობა დანაშაულის პრევენციის საქმეში არ იქნეს უგულებელყოფილი (იხ. Öneryıldız, ის საქმე, § 96, და Mojsiejew v. Poland, no. 11818/02, § 53, 2009 წლის 24 მარტი)
2. ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
307. სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი მივიდა დასკვნამდე რომლის მიხედვითაც სასიკვდილო ძალის გამოყენება მეორე მუხლის არსებით მხარესთან მიმართებაში იყო “აბსოლიტურად აუცილებელი ნებისმიერი ადამიანის უკანონო ძალადობისგან დასაცავად” (იზ. ზემოთ პარა. 194) და არ ჰქონია ადგილი სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების დარღვევას დიდი რვიანის სამიტის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციების დაგეგმვის, ორგანიზების და Piazza Alimonda-ზე მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო (იხ ზემოთ პარა. 262).
308. ამ დასკვნის გამოტანისას სასამართლოს, ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე რომ მ.პ. მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, რათა დაეცვა მისი და ჯიპში მყოფი სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა გარდაუვალი და სერიოზული საფრთხისგან. კარლო ჯულიანის სიკვდილის გამო, მეორე მუხლიდან გამომდინარე ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ გენუაში დიდი რვიანის სამიტის ორგანიზებასა და დაგეგმვაზე.
309. აქედან გამომდინარე გამოძიება იყო საკმარისად ეფექტიანი იმისათვის, რომ დაედგინა დასაბუთებული იყო თუ არა წარმოდგენილ საქმეში სასიკვდილო ძალის გამოყენება (იხ. 301-ე პუნქტში მითითებული პრეცედენტები) და შეესაბამებოდა თუ არა წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა და ორგანიზება სიცოცხლის დაცვის ვალდებულებას.
310. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დიდი რვიანის სამიტის ორგანოზატორებისა და მეთაური ოფიცრების მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება დეტალურად იქნა შესწავლილი “ოცდახუთის სასამართლო პროცესზე” (იხ. პარა. 121-138). დამატებით გენუის “questura” შემოწმდა ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ (რომელმაც გამოავლინა სამართალდამცავი ოპერაციების საორგანიზაციო ხასიათის პრობლემები და “პოტენციურად დასჯადი” ინციდენტები). შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა წარმოადგინა წინადადება გენუის questore-ისა და რამდენიმე პოლიციელის მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენებაზე (იხ. ზემოთ პარა. 140).
311. ჯერ კიდევ დასადგენია მიეცათ თუ არა მომჩივნებს იმ დონის ხელმისაწვდომობა გამოძიებაზე, რომელიც აუცილებელი იყო მათი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. ასევე დასადგენია დააკმაყოფილა თუ არა პროცესმა სასამართლოს მიერ დადგენილი დროულობის მოთხოვნა და იყვნენ თუ არა გამოძიების მწარმოებელი პირები დამოუკიდებელი მოვლენებში მონაწილე პირებისგან.
312. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს რომ იტალიის კანონმდებლობის თანახმად დაზარალელბული მხარე წინასწარ მოსმენამდე ნამდვილად ვერ შეუერთდება პროცესს როგორც სამოქალაქო მხარე და მოცემულ საქმეში ასეთი მოსმენა არ გამართულა. მიუხედავად ამისა წინაწარი გამოძიების სტადიაზე მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ მათთვის კანონით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებები. ეს მოიცავს დაზარებული მხარის უფლებას პროკურორს და მოითხოვოს მისგან რათა ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ მიმართოს გამომძიებელ მოსამართლეს და მოითხოვოს მტკიცებულებების წარმოდგენა (იხილეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი) და დანიშნოს სამართლებრივი წარმომადგენელი. დამატებით დაზარალებულ მხარეებს შეუძლიათ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დააყენონ შუამდგომლობები, გარდა კასაციის ეტაპისა, ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მტკიცებულებების დართვა (საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლი, იხ. ზემოთ მითითებული Sottani-ის საქმე, სადაც სასამართლომ დაადგინა რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის სამოქალაქო ნაწილი ეხება სისხლის სამართლის პროცესსაც სადაც მომჩივანი მონაწილეობდა როგორც დაზარალებული და არა სამოქალაქო მხარე.
313. სადავო არ არის, რომ ამ საქმეში მომჩივანს ჰქონდა ამ უფლებების გამოყენების საშუალება. კერძოდ, მათ დანიშნეს საკუთარი ექსპერტები, რომელთაც მათ დაუკვეთეს საექსპერტო დასკვნების მომზადება, რომლებიც წარედგინა პროკურატურას და გამომძიებელ მოსამართლეს (იხ. ზემოთ პარა. 64-66) და მათმა წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ბალისტიკური ექსპერტიზის მესამე ნაწილში (იხ. ზემოთ პარა. 57). უფრო მეტიც, მათ ჰქონდათ საშუალება გაეპროტესტებინათ მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ და მიეთითებინათ ის დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარებაც მათ სურდათ. ის ფაქტი რომ გენუის გამომძიებელმა მოსამართლემ მისი კომპეტენციის შესაბამისად შეაფასა ფაქტები და მტკიცებულებები და უარი უთხრა მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, თავისთავად არ წარმოადგენს კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხებზე მოსამართლემ თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება.
314. მომჩივნებმა ასევე გააპროტესტეს ის რომ გაკვეთამდე, რომელიც 2001 წლის 21 ივლისს ჩატარდა, მათ არ მიეცათ საკმარისი დრო მათს მიერ შერჩეული ექსპერტის დასანიშნად. მათ ასევე გააპროტესტეს გაკვეთის დასკვნის ზედაპირულობა და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობა გვამის კრემაციის გამო (იხ. ზემოთ პარა. 264).
315. სასამართლო იზიარებს რომ გაკვეთის შესახებ 3 საათით ადრე ინფორმირებამ (იხ. ზემოთ პარა. 48) შეიძლება რთული ან შეუძლებელიც კი გახადოს დაზარალებული მხარისთვის გამოიყენოს უფლება და დანიშნოს მის მიერ შერჩეული ექსპერტი, რათა მას მიეცეს საშუალება დაესწროს გაკვეთას. ფაქტია რომ მეორე მუხლი არ მოითხოვს რომ მსხვერპლის ნათესავებს მიეცეთ ამის საშუალება.
316. ასევე სიმართლეა, რომ სამედიცინო ექსპერტიზას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სიკვდილის გარემოებათა დასადგენად. ექსპერტიზის სერიოზული ნაკლოვანებებით ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჩავადრნები, რაც საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი გამოძიების ეფექტიანობას. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა საქმეში სადაც სავარაუდოდ ადამიანი მოკვდა წამების შედეგად და გაკვეთის დასკვნას ხელი მოაწერეს ექიმებმა რომლებიც არ იყვნენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტები და მათ ვერ გასცეს პასუხი ძირითად შეკითხვებს (იხ. ზემოთ მითითებული Tanlı -ს საქმე, §§ 149-154).
317. თუმცა, მოცემული საქმე მნიშვნელოვნად განსხვავდება Tanlı-ს საქმისგან. მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ კარლო ჯულიანის გაკვეთის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომების ამსახველი მტკიცებულებები. ასევე არავის არ უვარაუდია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ზუსტად ვერ დაადგინა სიკვდილის მიზეზი; ასევე მომჩივნებს სასამართლოს წინაშე სადაო არ გაუხდიათ ადგილობრივი ხელისუფლების დასკვნა, რომ კარლო ჯულიანი გასროლის შედეგად გარდაიცვალა.
318. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს გამორჩათ ტყვიის ნაწილაკის ამოღება და დაფიქსირება, რომელიც სკანირების შედეგების თანახმად მსხვერპლის თავში იყო ჩარჩენილი (იხ. ზემოთ პარა. 226). სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ექსპერტმა, ბატონმა სალვიმ “ოცდახუთის სასამართლო პროცესზე” ახსნა რომ ნაწილაკი იყო ძალიან მცირე ზომის და რთულად მოსაძებნი, ტვინის ქსოვილის სერიოზულად დაზიანებისა და სისხლის დიდი რაოდენობის გამო. ეს ჩაითვალა “პატარა დეტალად” და მისი ძებნა შეწყდა (იხ. ზემოთ პარა. 130).
319. სასამართლო არ მიიჩვენს საჭიროდ შეაფასოს ამ განმარტების მართებულობა. მომჩივანთა საჩივრის განხილვის მიზნით სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ნაწილაკს შესაძლოა მეტი სიცხადე შეეტანა ფატალური ტყვიის ტრაექტორიის დადგენაში (კერძოდ შეიცვალა თუ არა მან მიმართულება სხვა საგნის გამო, სანამ მოხვდა კარლო ჯულიანის). თუმცა, როგორც სასამართლომ აღნიშნა მეორე მუხლის არსებით მხარესთან დაკავშირებით (იხ, ზემოთ პარა. 192-193), ამ დებულებასთან მიმართებაში ძალის გამოყენება გამართლებული იქნებოდა “შუამდებარე საგნის თეორიის” უარყოფის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე მეტალის აღნიშნული ნაწილაკი არ იყო მნიშვნელოვანი გამოძიების ეფექტიანობისათვის. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ კარლო ჯულიანის გვამის კრემაცია, რომლის გამოც შეუძლებელი გახდა შემდგომი ექსპერტიზების ჩატარება, ნებადართულ იქნა მომჩივანთა მოთხოვნით (იხ. ზემოთ პარა. 49).
320. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მეორე მუხლიდან გამომდინარე პროცედურული ვალდებულება მოითხოვს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას და არა საჯარო განხილვის ჩატარებას. აქედან გამომდინარე ხელისუფლების მიერ მოგროვებული მტკიცებულებები საკმარისია იმის დასადგენად, რომ გამოირიცხოს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელის სისხლის სამართლის პასუხისმგებობა, რომელმაც ძალა გამოიყენა. კონვენცია არ გრძალავს საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე. როგორც სასამართლომ აღმოაჩინა, პროკურატურის მიერ მოგროვებულმა მტკიცებულებებმა, კერძოდ კი ჯიპზე თავდასხმის ამსახველმა ფირმა მიგვიყვანა დასკვნამდე, საფუძვლიან ეჭვს მიღმა, რომ მ.პ. მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, რაც იტალიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს გამართლების საფუძველს.
321. უფრო მეტიც, არ შეიძლება ითქვას რომ პროკურატურამ შეკითხვების გარეშე გაიზიარა მოვლენებთან დაკავშირებული სამართალდამცავების მიერ მიწოდებული ვერსია. მათ არა მარტო დაკითხეს არაერთი მოწმე, დემონსტრანტების და Piazza Alimonda-ზე მომხდარი მოვლენების თვილმხილველი მესამე პირების ჩათვლით (იხ, ზემოთ პარა. 45-46), არამედ დანიშნეს რამდენიმე ექსპერტიზა, სასამართლო სამედიცინო და 3 ნაწილისგან შემდგარი ბალისტიკური ტესტების ჩათვლით (იხ ზემოთ პარა. 48-50 და 54‑62). ის ფაქტი რომ ექსპერტები ვერ შეჯერდნენ მოვლენათა აღდგენის ყველა ასპექტზე (კერძოდ გასროლის მანძილზე და ტყვიის ტრაექტორიაზე) არ ნიშნავდა შემდგომი გამოძიების საჭიროებას ვინაიდან ეს იყო მოსამართლის კომპეტენცია შეეფასებინა სხვადასხვა ექსპერტების განმარტებების შესაბამისობა ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობასთან.
322. მართალია კარაბინერები მ.პ. და ფ.კ. წარმოადგენენ შეიარაღებულ ძალებს და მათ დაევალათ გარკვეული შემოწმებების განხორციელება (იხ. ზემოთ პარა. 290), მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩატარებული შემოწმებების ტექნიკური და ობიექტური ხასიათიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ მათ უარყოფითი გავლენა იქონიეს გამოძიების მიუკერძოებლობაზე. სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს სასამართლოებზე მიუღებელი შეზღუდვების დაწესებას, რაც რიგ საქმეებში სასამართლოს აღარ მისცემდა საშუალებას გამოეყენებინა სამართალდამცავი ორგანიების ექსპერტიზა, რომელთაც ხშირად გააჩნიათ კონკრეტული კომპეტენცია (იხილეთ, mutatis mutandis და კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, ემანუელო იტალიის წინააღმდეგ, no. 35791/97, 1999 წლის 31 აგვისტო). მოცემულ საქმეში სამართალდამცავები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ, ჰქონდათ საშუალება დაეცვათ ტერიტორია და მოეპოვებინათ მტკიცებულებები, ასევე აღენუსხათ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საგნები. Piazza Alimonda-ზე მყოფი ადამიანიების და იმ დაბნეულობის გათვალისწინებით, რომელიც გასროლის შემდეგ ტრიალებდა მოედანზე, მთავრობას ვერ გააკრიტიკებ იმის გამო რომ მათ ვერ მოძებნეს ისეთი მცირე ზომის საგნები, როგორიც არის მ.პ.-ს მიერ გასროლილი ტყვიები.
323. სასამართლოს აზრით, ბატონი რომანინის ექსპერტად დანიშვნა დელიკატურ საკითხს წამოჭრის, ვინაიდან მან სპეციალისტების ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სადაც დაიცვა მოსაზრება, რომ მ.პ. თავდაცვის მიზნით მოქმედებდა (იხ. ზემოთ პარა. 56). ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ გამოძიების კონტექსტში შეკვეთილი საექსპერტო დასკვნები სხვა მიმართულებებთან ერთად შექმნილ იქნა ამ მოსაზრების მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოსადგენად. იმ ექსპერტის მონაწილეობა, რომელსაც წინაწარი მოსაზრებები გააჩნდა ამ საკითხზე არ იყო დამაჯერებელი (რაც შეეხება ექსპერტის როლს სასამართლო პროცესში, იხ. ბრანდესტერი ავსტრიის წინააღმდეგ, 1991 წლის 28 აგვისტო, § 59, სერია A no. 211). მიუხედავად ამისა ბატონი რომანინი იყო ოთხკაციანი ექსპერტთა ჯგუფის ერთერთი წევრი (იხ., mutatis mutandis, მირილაშვილი რუსეთის წინააღმდეგ, no. 6293/04, § 179, 2008 წლის 11 დეკემბერი). იგი ექსპერტად დანიშნა პროკურატურამ და არა გამომძიებელმა მოსამართლემ, შესაბამისად იგი არ მოქმედებდა როგორც მოსამართლის მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამხმარე ექსპერტი (იხ. ბონიჩი ავსტრიის წინააღმდეგ, 1985 წლის 6 მაისი, § 33, სერია A no. 92, და სარა ლინდ ეგერდოტირი ისლანდიის წინააღმდეგ no. 31930/04, § 47, ECHR 2007-VIII). უფრო მეტიც, ტესტები რომელთა ჩატარებაც მას ევალებოდა ბალისტიკური ექსპერტიზის ფარგლებში, ატარებდა ტექნიკურ და ობიექტურ ხასიათს. შესაბამისად მისი მონაწილეობა როგორც ასეთი, ვერ მიაყენებდა ზიანს ადგილობრივი გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხს.
324. უფრო მეტიც, მომჩივნებმა ვერ დაადასტურეს რომ გამოძიებას აკლდა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, ან ის რომ პოლიციის დანაყოფი რომელიც ასრულებდა გარკვეულ დავალებებს გამოძიების პროცესში, იმდენად იყო თავადვე მოვლენების მონაწილე, რომ მთელი გამოძიება უნდა ჩაბარებოდა საგადასახადო პოლიციას (იხ. მომჩივანთა განცხადებები პარა. 283‑292 ).
325. და ბოლოს, რაც შეეხება გამოძიების დროულობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება ჩატარდა საჭირო მონდომებით. კარლო ჯულიანი გარდაიცვალა 2001 წლის 20 ივლისს, ხოლო პროკურორმა შეწყვიტა წინასწარი გამოძიება საქმის შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველზე დაახლოებით წლისა და ოთხი თვის შემდეგ 2002 წლის ბოლოს. 2002 წლის 10 დეკემბერს მომჩივნებმა გააპროტესტეს ეს მოთხოვნა (იხ. ზემოთ პარა. 76), ხოლო გენუის გამომძიებელ მოსამართლესთან მოსმენა 4 თვის შემდეგ გაიმართა, 2003 წლის 17 აპრილს (იხ. ზემოთ პარა. 80). გადაწყვეტილების ტექსტი საქმის შეწყვეტის შესახებ რეესტრს ჩაბარდა 23 დღის შემდეგ, 2003 წლის 5 მაისს (იხ. ზემოთ პარა. 82). ამ გარემოებების გათვალისწინებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ გამოძიებას პრობლემები შეექმნა დაგვიანებებისა და დროის გაყვანის გამო.
326. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია მეორე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
III.კონვენციის მესამე მუხლის სავარაუდო დარღვევა
327. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სასწრაფო დახმარების აღმოუჩენლობამ, მას შემდგომ რაც კარლო ჯულიანი დაეცა მიწაზე და მას ჯიპმა გადაუარა, ხელი შეუწყო მის სიკვდილს და შესაბამისად გაუთანაბრდა არაადამიანურ მოპყრობას. განმცხადებლები უთითებდნენ გაეროს პრინციპების მე‑5 და მე‑8 მუხლებზე (იხ. ზემოთ პარა. 154) და ეყრდობოდნენ კონვენციის მესამე მუხლს, რომლის თანახმადაც:
“არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს”.
328. მთავრობის პოზიციის თანახმად ეს საჩივარი ცალსახად დაუშვებელი იყო, ვინაიდან გაკვეთის დასკვნის თანახმად ჯიპის გადავლას არ გამოუწვევია სერიოზული დაზიანებები. ასევე გასათვალისწინებელია სწრაფი მცდელობები მსვერპლისთვის დახმარების აღმოსაჩენად.
329. პალატამ იმის გათვალისწინებით რომ სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების ქცევიდან არ იკვეთებოდა მათი განზრახვის არსებობა კარლო ჯულიანისთვის მიეყენებინათ ტკივილი და ტანჯვა, მიიჩნია რომ არ იყო აუცილებელი განეხილა საქმე მესამე მუხლთან მიმართებაში (იხ. ზემოთ პალატის განჩინების პარა. 260-261).
330. სასამართლო მიიჩნევს რომ ყველა გასაჩივრებული ფაქტი მოექცა იმ განხილვაში, რომელიც სასამართლომ მეორე მუხლიდან გამომდინარე განახორციელა. შესაბამისად სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს რომ გაემიჯნოს პალატის მიდგომას.
IV. კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა
331. მომჩივნებმა გააპროტესტეს, რომ მათ ვერ ისარგებლეს ისეთი გამოძიებით რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების პროცედურულ მოთხოვნებთან.
6 § 1 მუხლის თანახმად:
“სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ნებისმიერი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ”.
მე 13 მუხლის თანახმად:
“ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გატვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა”.
332. მომჩივნების არგუმენტების თანახმად გამოძების არათანმიმდევრული და არასრული შედეგების გათვალისწინებით, საქმე მოითხოვდა ბევრად უფრო დეტალურ განხილვას ნამდვილი შეჯიბრებითობის პროცესის ფარგლებში.
333. მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს დაედგინა რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევას, და მხედველობაში მიეღო თუ როგორ ჩატარდა გამოძიება და ასევე ის ფაქტი, რომ მომჩივნებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ მასში.
334. სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ მეორე მუხლის პროცედურული მხარის დარღვევის აღმოჩენის გამო აღარ იყო საჭირო საქმის განხილვა კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლებთან მიმართებაში (იხ. პალატის განჩინების პარა. 265-266).
335. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის კანონმდებლობის თანახმად მომჩივნებს არ მიეცათ საშუალება მოეთხოვათ მ.პ.-ს წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მხარედ ჩართვა (საპირისპიროდ იხილედ mutatis mutandis ზემოთ მითითებული Perez-ის საქმე §§ 73-75), სასამართლო მიიჩნევს რომ მათი საჩივარი არ უნდა იქნას განხილული მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, არამედ იგი უნდა განვიხილოთ ხელშემკვრელი სახემწიფოს უფრო ზოგადი ვალდებულების ჭრილში, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-13 მუხლიდან და გულისხმობს კონვენციის დარღვევის, მათ შორის მე-2 მუხლის შემთხვევაში ეფექტიანი საშუალებების არსებობას (იხ., mutatis mutandis¸ Aksoy v. Turkey, 1996 წლის 18 დეკემბერი, §§ 93-94, ანგარიშები 1996-VI).
336. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ საშუალების ეფექტიანობა კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე არ არის დამოკიდებული მომჩივანისთვის სასურველი შედეგის მოტანის სიცხადეზე და არც მუხლში ნახსენები ორგანო უნდა იყოს აუცილებლად სასამართლო ორგანო. თუ ეს არ არის სასამართლო ორგანო მაშინ საშუალების ეფექტიანობას განსაზღვრავს მისი უფლებამოსილება და მონიჭებული გარანტიები. მაშინაც კი როდესაც ერთი საშუალება არ აკმაყოფილებს მე-13 მუხლის მოთხოვნას, ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალებების ერთობლიობამ შეიძლება დააკმაყოფილოს მე-13 მუხლის მოთხოვნები (იხ. Abramiuc v. Romania, no. 37411/02, § 119, 2009 წლის 24 თებერვალი).
337. განსახილველ საქმეში სასამართლომ დაადგინა რომ ადგილობრივი გამოძიება, რომელიც ჩატარდა კარლო ჯულიანის სიკვდილის გარემოებებზე, აკმაყოფილებდა კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნებს დროულობასა და მიუკერძოებლაზე (იხ ზემოთ პარა. 307-326). ასევე გამოძიებას შესწევდა უნარი დაედგინა და დაესაჯა პასუხისმგებელი პირები. მართალია მომჩივნებს არ შეეძლოთ მოეთხოვათ საქმეში სამოქალაქო მხარედ ჩართვა, მაგრამ ამის მიუხედავად მათ შეეძლოთ ესარგებლათ იტალიის კანონმდებლობით დადგენილი დაზარალებული მხარის უფლებამოსილებით. ყოველ შემთხვავაში, მათ ვერ მიიღეს სამოქალაქო მხარის სტატუსი იმ მიზეზით, რომ სისხლის სამართლის მოსამართლემ დაადგინა, რომ არ ქონია ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. და ბოლოს, არაფერი არ უშლიდა ხელს მომჩივნებს, რომ მათ მოეთხოვათ კომპენსაცია სამოქალაქო წესით სისხლის სამართლის პროცესის დაწყებამდე ან მის პარალელურად.
338. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს ხელი მიუწვდებოდათ ეფექტიან საშუალებებზე მეორე მუხლიდან გამომდინარე მათ საჩივრებთან დაკავშირებით.
339. ხსენებულიდან გამომდინარე ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას.
V. კონვენციის 38-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
340. მომჩივნებმა ივარაუდეს, რომ მთავრობამ სათანადოდ არ ითანამშრომლა სასამართლოსთან. ისინი დაეყრდნენ კოვენციის 38-ე მუხლს, რომლის თანახმადაც:
“სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს გამოძიება, რომლის ეფექტიანად წარმოებისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით”.
341. მომჩივანთა არგუმენტების თანახმად მთავრობამ ყალბი და არასრული პასუხები გამოაგზავნა (მაგალითად ჯიპში მყოფი კარაბინერების გამოცდილებისა და მანქანაში დამცავი ფარის არსებობის შესახებ). მთავრობამ ასევე გამოტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და დეტალები. მომჩივნების მტკიცებით მთავრობამ სასამართლოს არ მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:
-პოლიციისა და კარაბინერების მართვის სტრუქტურის დეტალები, სტრუქტურის ზედა ნაწილის ჩათვლით;
-არ დააკონკრეტა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციებისთვის ოფიცრების შერჩევის კრიტერიუმები;
- არ წარმოადგინა კარაბინერთა სამსახურებღივი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (fogli matricolari)
-არ წარმოადგინა ის ბრძანებები, რომლებიც პოლიციის ოფიცერმა ლაურომ და კომპანიის ხელმძღვანელებმა მიიღეს მათი ზემდგომი ოფიცრებისგან;
-არ მიუთითა იმ პირის ვინაობა რომელმაც Tute Bianche‑ის მსვლელობაზე შეტევის უფლება გასცა;
არ წარმოადგინა რადიო კომუნიკაციების ამონაწერები.
342. მთავრობამ განაცხადა რომ მისი უფლება დაეცვა საკუთარი პოზიცია იყო გამართლებული და ყველა შემთხვევაში სასამართლოს მიაწოდა ყველა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. რაც შეეხება თავდასხმას Tute Bianche-ის მსვლელობაზე მთავრობამ განაცხადა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული აღნიშნულ საჩივარში მოყვანილ მნიშვნელოვან მოვლენებთან.
343. პალატის თანახმად ადგილი არ ჰქონია კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას. მართალია, მთავრობის მიერ მოწოდებული მასალები არ იძლეოდა ამომწურავ ინფორმაციას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე, თუმცა ამ ინფორმაციის არასრულმა ხასიათმა ხელი არ შეუშალა სასამართლოს განეხილა საქმე (იხ. პალატის განჩინების პარა. 269-271).
344. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, რომ გაემიჯნოს ამ საკითხზე პალატის მიდგომას. შესაბამისად იგი ადგენს, რომ მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია 38-ე მუხლის დარღვევას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლოცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი არ ჰქონია მეორე მუხლის არსებითი მხარის დარღვევას სასიკვდილო ძალის გამოყენების გამო;ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის არსებითი მხარის დარღვევას ადგილობრივ სამართლებრივ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც არეგულირებენ სასიკვდილო იარაღის გამოყენებას და დიდი რვიანის სამიტის დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის დარიგებულ იარაღთან მიმართებაში;ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია მეორე მუხლის არსებითი მხარის დარღვევას გენუაში დიდი რვიანის სამიტის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ოპერაციების დაგეგმვასა და მართვასთან მიმართებაში.ათი ხმით შვიდის წინააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია მეორე მუხლის პროცედურული მხარის დარღვევას. ერთხმად ადგენს, რომ არ არის აუცილებელი საქმის განხილვა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებთან მიმართებაში;ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე 13 მუხლის დარღვევას;ერთხმად ადგენს რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, მიღებულია 2011 წლის 24 მარტს ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში.
ვინსენტ ბერგერი ჟან პოლ კოსტა
იურისკონსულტი თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განჩინებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული აზრები:
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1] Several extracts from the investigating judge’s order are cited extensively in paragraphs 94‑116 of the Chamber judgment.
Full & Egal Universal Law Academy