დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლო პრეცედენტებთან დაკავშირებით N 161
2013 წლის მარტი
გიულაი ჩეტინი თურქეთის წინააღმდეგ – 44084/10
2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება [მე–2 სექცია]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
მძიმე დაავადებით დაავადებული,დროებით დაკავებული პატიმრის ჯანმრთელობის დასაცავად არაადეკვატუირი პროცედურა: დარღვევა
მე–14 მუხლი
დისკრიმინაცია
გაუმართლებლად განსხვავებული მოპყრობა ჯანმრთელობის საფუძველზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დროებით დაკავებული პატიმრების მიმართ, გასამართლებული პატიმრებისგან განსხვავებით: დარღვევა
46-ე მუხლი
46-ე მუხლის მე-2 ნაწილი
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ზომები
რესპოდენტმა სახელმწიფომ მოითხოვა ზოგადი ხასიათის ზომების მიღება იმისათვის, რომ შეემსუბუქებინა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობელემები იმ დროებით დაკავებული პატიმრებისათვის, რომლებიც იტანჯებოდნენ მძიმე დაავადებით.
ფაქტები – 2007 წლის თებერვალში მომჩივანმა, რომელიც წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფებოდა 2006 წლის დეკემბრიდან, იჩივლა კუჭის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით. 2008 წლის სექტემბერში ასიზთა სასამართლომ (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო) იგი დამნაშავედ ცნო განზარხ მკვლელობაში და მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ იგი კვლავ დარჩა წინასასამართლო პატიმრობაში. 2009 წლის აპრილში მას დაუსვეს დიაგნოზი, კუჭის სიმსივნის ბოლო სტადია. მის ყველა შემდგომი განაცხადი პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფილი იყო. 2011 წლის თებერვალში საკასაციო სასამართლომ მომჩივნის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელიც შესაბამისად გახდა საბოლოო. 2011 წლის ივნისში დაიწყო სამართლებრივი პროცესი მომჩივნის მიმართ განაჩენის აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო ანგარიშით დადგინდა, რომ იგი უკურნებელი დაავადებით იყო ავად და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა ისეთი მოპყრობით, როგორიც არის ციხის გარემოში. 2011 წლის 12 ივლისს, მომჩივანი თავისი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ეს მოხდა მანამდე, ვიდრე დასრულდებოდა ის სამართლებრივი პროცესები, რომელიც მან წამოიწყო პირობით გათავისუფლების, პატიომრობის შეწყვეტის ან საპრეზიდენტო შეწყალების იმედით.
სამართალი – მე-3 მუხლი: უდავოა, რომ მომჩივნის მდგომარეობა სერიოზული იყო და იგი დროთა განმავლობაში უარესდებოდა. ეს იყო ფაქტი, რომელმაც წარმოშვა ციხის პირობებში მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები. იმ დროს, როდესაც მომჩივანი იმყოფებოდა წინასასამართლო პატიმრობაში, მისი ყოველი შემდგომი მოთხოვნა გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის დასაბუთებული იყო სამედიცინო ანგარიშებით. სასამართლომ უარი განაცხადა სერიოზული ავადმოყოფობით დაავადებული პატირებისათვის სპეციალური პროცედურების გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდა იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც გამოტანილი იყო საბოლოო განაჩენი. ასეთი ინტერპრეტაცია, ნაწილობრივ განპირობებული იყო შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების არაზუსტი ხასიათით. ასევე, არ არსებობდა ნორმა, რომელიც მოსამართლეს მოთხოვდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენებისას სათანადოდ მიეღო მხედველობაში პატიმრის კლინიკური სურათი. შესაბამისად, ავადმყოფი პატიმრების დაცვის სისტემას არ გააჩნდა ისეთი საჭირო ატრიბუტი, როგორიცაა სიცხადე, განჭვრეტადობა და ეფექტიანობა.
როგორც კი განაჩენი გახდა საბოლოო, მომჩივანმა დააკმაყოფილა ის პრაქტიკული მოთხოვნები, რაც საჭირო იყო იმ საკანონმდებლო ზომების გამოყენებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავდა სერიოზული ავადმყოფობით დაავადებული პატიმრების ჯანმრთელობის დაცვას. ამ დროისათვის მომჩივნის დაავადება უკვე საბოლოო სტადიაში იყო. მისმა ადვოკატმა კვლავ გააკეთა განაცხადი პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით და მოითხოვა მომჩივნის პატიმრობის შეწყვეტა. 2011 წლის 8 აპრილს საავადმყოფოს დეპარტამენტმა, რომელიც პასუხუმგებელი იყო მომჩივანზე, განაცხადა, რომ იგი პატიმრობისთვის შეუსაბამო მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, პროკურატურა ოცი დღის განმავლობაში ელოდა, სანამ მან კანონის შესაბამისად არ მიმართა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის სპეციალისტთა კოლეგიას. ამას გარდა, არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ კოლეგია უფრო კომპეტენტური იყო კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობის შეფასებაში ვიდრე საავადმყოფოს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც მომჩივანს რეგულარულ მონიტორინგს უტარებდა. ამიტომაც რთული იყო იმის გაგება თუ რატომ მიიჩნია ინსტიტუტმა ჯეროვნად, რომ თავიდან გამოეკვლიათ მომჩივანი, რისთვისაც იგი სხვა ქალაქში გადააგზავნეს. რატომ იცდიდა ინსტიტუტი 2011 წლის 8 ივნისამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა; მაშინ, როდესაც ერთადერთი საკითხი, რომელიც უნდა გარკვეულიყო იყო საავადმყოფოს მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისობა კანონით გათვალისწინებული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით. და ბოლოს, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზას დასჭირდა კიდევ ერთი კვირა იმისათვის, რომ წარედგინა თავისი ანგარიში. ანგარიშში ნებადართული იყო მომჩივნის გათავისუფლება. ანგარიში არ გადაეგზავნა შესაბამის პროკურორს, იგი უბრალოდ ხელმისაწვდომი იყო იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე ერთი კვირის შემდეგ, რადგანაც მიიღეს 2011 წლის 15 ივნისს. პროკურატურას იგი 18 ივლისამდე არ მიუღია, რა დროისთვისაც მომჩივნის გარდაცვალებიდან 6 დღე იყო გასული. ეს პროცედურა ისეთი საშუალებით იყო გამოყენებული, რომ ფორმალობები დააყენა ადამიანურ მიდგომაზე მაღლა და ამგვარად, ხელი შეუშალა მომჩივანს, რომელიც კვდებოდა, თავისი უკანასკნელი დღეები გაეტარებინა ღირსეულად. მისმა დაკავებამ, თურქულ კანონმდებლობაში თეორიულად არსებულ, დაცვის სიტემაზე ხელმისაწვდომობის გარეშე გაანადგურა მისი ღირსება. გამოიწვია ის, რომ მომჩივანს ძალიან გაუძლენლდა იმ გარდაუვლად გადაჭარბებული ტანჯვის ატანა, რომელიც უკავშირდებოდა თავისუფლების აღკვეთასა და სიმსივნისაგან განკურნებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან კავშირში: საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ხვდება მე–3 მუხლის მოქმედების ფარგლებში, რაც წარმოადგენს დარღვევას. მომჩივნის მდგომარეობა, როგორც „წინასასამართლო პატიმრობა“ ხვდება მე–14 მუხლის ცნებაში „სხვა სტატუსი“. მომჩივანს შეეძლო ეჩივლა, რომ იგი იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან „გასამართლებული პატიმრები“. შესაბამისად, ამ საქმეში გამოიყენება მე–14 მუხლი.
შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, წინასასამართლო პატიმრობა შეუთავსებელია გათავისუფლების სხვადასხვა ფორმასთან. ამიტომ, ასეთ პატიმრებსა და იმ პატიმრებს შორის, რომლებიც საბოლოო სასჯელს იხდიდნენ განსხვავება იყო ის, რომ უკურნებელი დაავადებით ავადმყოფობისას, წინასასამართლო პატიმრობაში მყოფი პირები არ სარგებლობდნენ ისეთი სამართლებრივი დაცვით, როგორც პირები, რომლებიც საბოლოო სასჯელს იხდიდნენ. თუმცა, ევროპული ციხის წესების* თანახმად, არ შეიძლება დისკრიმინაცია იმ პირებს შორის, რომლებიც დროებით პატიმრობაში იმყოფებიან და იმ პატიმრებს შორის, რომლებსაც თავისუფლება ეზღუდებათ სასამართლოს განაჩენის შესაბამისად. სხვა რეკომენდაციები უკავშირდება იმ პირებთან მოპყრობას, რომლეთა დაავადება საბოლო სტადიაშია. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა მის მიერ ლადუნა სლოვაკეთის წინააღმდეგ განჩინებაში მიღებული მიდგომა. იგი შეეხებოდა განსხვავბულ მოპყრობას დროებით დაკავებულ პირებსა და სასჯელმისჯილ პატიმრებს შორის, მონახულების უფლებასთან დაკავშირებით. ეს მიდგომა fortiori გამოიყენება აღნიშნულ საქმეში, რაც უკავშირდება იმ პატიმართა ღირსების დაცვას, რომლებიც იტანჯებიან დაავადების მოკლევადიანი ფატალური პროგნოზით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
46–ე მუხლი:მოცემულ საქმეში წარმოშობილი საკითხები კვლავ უკავშირდება შემთხვევას, როდესაც პირი წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფება და იტანჯება დაავადების მოკლევადიანი ფატალური პროგნოზით. გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლომ მიუთითა ზოგადი ზომების გამოყენებაზე. ამან შესაძლოა შეამსუბუქოს პროცედურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული პრობლემები, რათა დაცული იყოს პატიმართა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
უნდა არსებობდეს ნათელი ნორმა, რომელიც მოსთხოვს მოსამართლეებს, რომ წინასასამართლო პატიმრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ მიიღონ მხედველობაში – დეფინიციის თანახმად, ამ შემთხვევაში პირი ივარაუდება უდანაშაულოდ – ჯანრთელობის მდგომარეობა და კლინიკური სურათის შესაბამისობა ციხის ცხოვრებასთან, ადამიანური მიდგომის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც დაკავებულთა მდგომარეობა განსაკუთრებით სერიოზულია, საკასაციო სასამართლომ სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უნდა გაანთავისუფლოს ისინი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მას ავტომატურად გადაეცემა.
ჯანმრთელობის გამო პატიმრობის შეწყვეტასა და თურქეთის პრეზიდენტისთვის სამედიცინო საფუძვლებით შეწყალების შესახებ განაცხადით მიმართვასთან დაკავშირებით, შეფასება უნდა მოხდეს ობიექტურ სამედიცინო კვლევებსა და მათი ბუნების გათვალიწინებით ადამიანურ მიდგომაზე დაყრდნობით. დაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ წინასასამართლო პატიმორბაში მყოფ პირებს, რომლებიც დაავადების მოკლევადიანი ფატალური პროგნოზით იტაჯებიან, მიეცეთ შესაძლებლობა იმ ზომების გამოყებასთან დაკავშირებით მიმართვისა, რომელიც აქვთ მსჯავრდებულ პატიმრებს. ეს შეეხება, როგორც ახლად მიღებულ ასევე, არსებულ ნორმებს.
სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური სისტემის მიზანი იყო პატიმრის ავადმყოფობის შესაბამისობის განსაზღვრა ციხის ცხოვრებასთან. უნდა გამარტივდეს არსებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისათვის გადამწყვეტი როლის მინიჭებას. ეს განპირობებულია იმით, რომ თავიდან იყოს არიდებული გადაჭარბებულად ფორმალური მიდგომა. შესაბამისად, პატიმრები, რომლებიც უკურნებელი დაავადებით არიან ავად, არ იქნებიან მარტო, არ დაზარალდებიან გადადების, მცდარი გადაწყვეტილებისა ან სხვა ნაკლოვანებების შედეგად.
სასამართლომ რესპოდენტ სახელმწიფოს დუტოვა სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელი ზოგადი ზომების მიღების შესაძლებლობა.
41–ე მუხლი: მომჩივნის მემკვიდრეებს ერთად, გადაეცათ 20 000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით; მატერიალური ზიანის ანაზღეურებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ იყო მიღებული.
(იხ. ლადუნა სლოვაკეთის წინააღმდეგ, N31827/02, 2011 წლის 13 დეკემბერი, ინფორმაცია N147)ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის რეკომენდაცია Rec(2006)2 ევროპული ციხის წესების შესახებ.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy