© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე გუცანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No.34529/10)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
15 ოქტომბერი 2013
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოო შეიქნა
კონვენციის 44 § 2 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების შესაბამისად.
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოცემულ საქმეში გუცანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია) პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიმელე, პრეზიდენტი
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიჯიევა,
კრისტოფ ვოიჩეკი,
ფარიზ ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები
და ფრანსუაზ ელენს-პასოსი, სასამართლოს განმწესრიგებელი,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 24 სექტემბერს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება მიღებული ზემოთმოცემულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 34529/10) ბულგარეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 21 მაისს სასამართლოში წარმოადგინა ბულგარეთის ოთხმა მოქალაქემ:ბ-ნმა ბორისლავ გუცანოვ გუცანოვმა, ქ-ნმა ვლადიმიროვა გუცანოვამ, ქ-ნმა ს. გუცანოვამ და ქ-ნმა ბ. გუცანოვამ ("მომჩივნები"). მომჩივნები წარმოდგენილნი გახლდნენ ქ-ნი ს. ბაჩვაროვა-ჟელუაზკოვას მიერ, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა ფირმაში „ეკიმჟიევი, ბონჩევა და ჩერნიჩერსკა“-ში პლოვდივში. ბულგარეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა , ქ-ნი ნ. ნიკოლოვა , რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა ქ-ნმა მ. კოცევამ და ბ-ნმა ვ. ობრეტენოვმა იუსტიციის სამინისტროდან. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 2010 წლის 31 მარტის დილას მათ სახლში სამართალდამცავების მიერ განხორციელებულმა სპეცოპერაციამ მათ მიაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც უტოლდებოდა დამამცირებელ მოპყრობას. ... 2011 წლის 4 აპრილს ადამიანის უფლებათა სასამართლომ მთავრობას გაუგზავნა შეტყობინება საჩივრის შესახებ. ამასთანავე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პალატა საქმის დასაშვებობის საკითხს განიხილავდა საქმის არსებით მხარესთან ერთად (კონვენციის მუხლი 29§ 1).
ფაქტები საქმის გარემოებანი მომჩივნები დაიბადნენ 1967, 1972, 2002 და 2004 წლებში და ცხოვრობენ ვარნაში. პირველი ორი მომჩივანი დაოჯახებული წყვილია, ხოლო მესამე და მეთოხე მათგანი კი მათი ქალიშვილები გახლავან.
ა. საქმის ზოგადი ვითარება პირველი მომჩივანი, ბ-ნი ბორისლავ გუცანოვი არის პარლამენტის წევრი სოციალისტური პარტიიდან, სოციალისტური პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი ბიუროს წევრი და მისი რეგიონალური ოფისის ვიცე-პრეზიდენტი. განხილულ დროს იგი გახლდათ ვარნის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე, არჩეული პარტიული სიით. 2009 დეკემბრიდან 2010 წლის აპრილამდე ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა რამდენიმე სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაშლას. ხსენებული სპეცოპერაციების ფარგლებში პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის პოლიტიკური პირებიც, ფაქტი, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედიით და წარმოდგენდა საზოგადოების ინტერესს. რამდენიმე პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ისევე როგორც რიგ პროკურორებსა და პოლიციის კომისრებს მედია რეგულარულად სთხოვდა კომენტარებს დაკავებისა და შემდგომი ძიების შესახებ. მოცემული მოვლენების შედეგად ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საჩივარი (no. 26966/10, Maslarova v. Bulgaria; no. 30336/10, Aleksey Petrov (II) v. Bulgaria; no. 37124/10, Kostadinov v. Bulgaria; no. 44885/10, Tsonev v. Bulgaria; no. 45773/10, Petrov and Ivanovav. Bulgaria; and no. 55388/10, Stoyanov and Others v. Bulgaria).
ბ. მომჩივნების სახლში ჩატარებული პოლიციის ოპერაცია 2009 წლის 30 ოქტომბერს ქალაქ სოფიის პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი ძიება პირისა თუ პირთა წინააღმდეგ რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ საჯარო მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ვარნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიას. სადავო ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2003-2007 წლებში. 2010 წლის 8 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა ვარნის რეგიონულ პროკურატურაში. გამოძიება უნდა განხორციელებულიყო ვარნის პოლიციის მიერ რეგიონული პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ. 2010 წლის 31 მარტს სისხლის სამართლის ძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფი შევიდა მომჩივნების სახლში დაახლოებით დილის 6.30 საათზე და დააკავეს ბ-ნი გუცანოვი და გაჩხრიკეს მისი სახლი. მხარეები დავობენ პოლიციის ოპერაციის თანმხლები ფაქტების შესახებ.
1. მომჩივნების ვერსია 2010 წლის 31 მარტის დილას ბ-ნ და ქ-ნ გუცანოვებს ეძინათ საკუთარ საძინებელში ვარნაში მდებარე მათი სახლის მეორე სართულზე. მათ ორ ქალიშვილს კი ეძინათ საკუთარ ოთახებში ქვედა სართულზე. ოჯახის სახლი აღჭურვილი გახლდათ სათვალთვალო კამერებით და ამასთანავე, სახლის შესასვლელთან მორიგეობდა ღამის დარაჯი დ.პ. დაახლოებით დილის 6.30 დ.პ.-მ სათვალთვალო კამერების ეკრანზე შენიშნა ორი ან სამი პოლიციის მანქანა, რომელმაც ჩაუარა ეზოს ჭიშკარს ჩუმად, გამორთული ფარებით და გაჩერდა ცოტა მოშორებით. მალევე პოლიციის რამდენიმე ოფიცრისაგან შემდგარი ჯგუფი გაჩნდა სახლის შესასვლელთან და რამდენიმე მათგანმა დაიწყო ხმაურიანი კაკუნი ჭიშკარზე, ითხოვდნენ რა მის დაუყოვნებლივ გაღებას. დ.პ.-მ დატოვა ღამის დარაჯის პოსტი და გააღო ჭიშკარი. მან შემდეგ დაინახა ორი ჩვულებრივ სამოსში ჩაცმული პოლიციელი, ოთხი თუ ხუთი უნიფორმიანი პოლიციელი და ოთხი ან ხუთი ნიღბიანი შსს სპეციალური კომანდოს ბატალიონის თანამშრომელი. დ.პ. იმობილიზირებული იყო, პოლიციის ოფიცრებმა მას ხელთ დაადეს ბორკილები და ჰკითხეს იყვნენ თუ არა შინ სახლის მეპატრონენი. მან უპასუხა რომ იყვნენ და აქვე უთხრა პოლიციის ოფიცრებს, რომ სახლში ორი პატარა ბავშვი იყო. მას მოსთხოვეს შესასვლელი კარის გაღება, თუმცა დ.პ.-მ აუხსნა, რომ სახლის გასაღები მას არ ჰქონდა. პოლიციის ოფიცრები გაიქცნენ სახლის კარისაკენ და დაიწყეს ყვირილი „პოლიცია! გააღეთ!“. რამდენიმე ოფიცერმა კარის გაღება დაიწყო სხვადასხვა იარაღების დახმარებით (კედლის სამტვრევით, ოწინარითა და ძალაყინით). დ.პ.-ს ჩვენების მიხედვით, პოლიციის ოფიცრებმა გააღეს კარი ხუთ ან ათ წუთში და ავიდნენ სახლის კიბეებზე. ბ-ნი და ქ-ნი გუცანოვები აცხადებდნენ, რომ ისინი უცებ გააღვიძა კარის შემონგრევისა და ყვირილის ხმამ. მათ ჩაირბინეს ქვედა სართულზე და შვილები ამოიყვანეს მეორე სართულის საძინებელში. ბ-ნმა გუციანოვმა განაცხადა, რომ შემდეგ მან დატოვა აბაზანა რათა გაერკვია თუ რა ხდებოდა. ამ დროს მან გაიგო, რომ რამდენიმე ადამიანი ამოდიოდა კიბეებზე და ყვიროდნენ „გამოდით“ და „ჩვენ პოლიციის ოფიცრები ვართ“. იგი უმალვე დაბრუნდა მეორე სართულზე მდებარე საძინებელში ცოლთან და შვილებთან. მალევე შეიარაღებული და ნიღბიანი პოლიციის ოფიცრები შევიდნენ მშობლების საძინებელში და ოთხივე მათგანს მიუშვირეს სანათით აღჭურვილი იარაღი და ყვიროდნენ „პოლიცია! არ გაინძრეთ!“. ბ-ნი გუცანოვი მიაყენეს კედელთან, შემდეგ კი ჩაიყვანეს ქვედა სართულზე სადაც აიძულეს დაეჩოქა და დაადეს ხელბორკილები. ბ-ნი და ქ-ნი გუცანოვების ჩვენებების მიხედვით, მათი ორი ქალიშვილი, რომლებიც მშობლების საწოლზე იყვნენ, შიშისგან ყვიროდნენ და ტიროდნენ. პოლიციამ უბრძანა ქ-ნ გუცანოვას ბავშვებისთვის თავზე საბანი გადაეფარებინა, რაც მან გააკეთა კიდეც. მალევე, ბ-ნ გუცანოვს მისცეს უფლება ასულიყო მეორე სართულზე და ჩაეცვა ტანისამოსი. დილის 7.30-ზე ოჯახის მძღოლი და ბავშვების ძიძა მოვიდნენ და გოგონები სკოლაში წაიყვანეს, სკოლის შემდეგ გოგონები დეიდასთან მივიდნენ შინ და ღამეც იქ გაატარეს. მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად მომჩივნებმა წარმოადგინეს ბ-ნი გუცანოვის მიერ ხელით დაწერილი და დაუთარიღებელი ჩანაწერი, 2010 წლის 7 აპრილით დათარიღებული და მისი ცოლის მიერ ხელმოწერილი ჩანაწერი, ღამის დარაჯის მიერ ხელით დაწერილი და 2010 წლის 8 აპრილით დათარიღებული ჩანაწერი და ოჯახის პირადი მძღოლის მიერ დაწერილი და ხელმოწერილი ჩანაწერი დათარიღებული 2010 წლის აპრილით. მათ ასევე წარმოადგინეს ამინდის პროგნოზი ვარნის მეტეოროლიგიური სამსახურიდან, რომელიც აღნიშნავდა, რომ იმ დღეს მზე ამოვიდა 6.52-ზე და რომ მზის ამოსვლა გრძელდებოდა ოცდათერთმეტი წუთის განმავლობაში. მათ ასევე წარმოადგინეს ქ-ნი გუცანოვას მიერ ყოველკვირეული გაზეთის „გალერია“-სათვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც დაიბეჭდა 2010 წლის 8 აპრილს. მომჩივნებმა ასევე წარმოადგინეს დილის სატელევიზიო პროგრამა „აფერა“-ს ვიდეო ჩანაწერი რომელიც ეთერში გავიდა კერძო ტელეარხ „სკატ“-ზე 2010 წლის 11 აპრილს. გადაცემა მოიცავდა ქ-ნი გუცანოვას ინტერვიუს ისევე როგორც 2010 წლის 31 მარტს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ რიგ კადრებს. პირველი კადრი აჩვენებს ორ მსუბუქ ავტომობილსა და პოლიციის მიკრტობუსს რომელიც მომჩივნის სახლს ჩაუვლის. მეორე კი უნიფორმიან პოლიციის ოფიცერს, რომელიც აკაკუნებს სახლის მეტალის ჟიშკარზე, რის შემდეგაც ჭიშკარი იღება. მესამე აჩენებს ორ სპეცთანამშრომელს, შავებში ჩაცმულებს და შეიარაღებულებს სანათიანი ავტომატური იარაღებით, რომლებიც ამოწმებენ ეზოს ნაწილს და სამოქალაქო ტანისამოსიან კაცს, რომელიც კართან დგას. ეს კაცი შედის სახლში და მას მიჰყვება ორი სპეცთანამშრომელი. შემდეგი ოთხი კადრი გვიჩვენებს ორ სპეცთანამშრომელს, რომლებიც მირბიან სახლისაკენ და უკან იტოვებენ უნიფორმიან ოფიცერსა და სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულ კაცს. ბოლო ორი კაცი ზევით უყურებს სახლს. შემდეგ, ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები გვიჩვენებენ სახლის კარის მინის მდგომარეობას პოლიციელების მიერ ძალით შესვლის შემდეგ: მინა ხელუხლებელია, მაგრამ სახელური, საკეტი და რაზა კი გატეხილია.
2. მთავრობის ვერსია 2010 წლის 30 მარტს ორგანიზებული დანაშაულის ვარნას რაიონულმა უფროსმა და ვარნას რაიონულმა პროკურორმა დაამტკიცეს სამოქმედო გეგმა ვარნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი სახელმწიფო თანხების ფლანგვისათვის პირის თუ პირთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). გეგმის შედეგად განხორციელდა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ხუთი პირის დაკავება, მათ შორის ბ-ნი გუცანოვისაც, და ეჭვმიტანილთა სახლებისა და ოფისების ჩხრეკა. საგამოძიებო ოფიცრების, უნიფორმიანი ოფიცრებისა და შეიარაღებული და ნიღბიანი პოლიციელების მიერ ოპერაციები განხორციელდა 2010 წლის 31 მარტს ხუთივე პირის მიმართ ერთდროულად. მომჩივნის სახლში მივლინებულმა ჯგუფმა ოპერაციამდე მიიღო ინსტრუქტაჟი მათი ზემდგომი ოფიცრებისაგან იმავე დღის დილის 5.30 საათზე. ოფიცრები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ ბ-ნი გუცანოვი კანონის სრული დაცვით ფლობდა იარაღს გლოკ17ც, რომელსაც იგი შინ ინახავდა. 2010 წლის 31 მარტის დილის 6.30 საათზე ჯგუფი, რომელიც შედგებოდა სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ოფიცრების, უნიფორმიანი ოფიცრებისა და შავებში ჩაცმული და ტყვიაგაუმტარი ნიღბიანი, წარწერით „პოლიცია“, ოთხი სპეც. ოფიცრისაგან მივიდნენ მომჩივნის სახლში. ოფიცრებმა დააკაკუნეს სახლის მეტალის ჭიშკარზე, რომელიც მათ გაუღო კაცმა, მისი როგორც თავად განაცხადა -თქმით დაცვამ/დარაჯმა. მანვე განმარტა, რომ არ ჰქონდა სახლის კარის გასაღები და რომ შინ იყვნენ მხოლოდ ბ-ნი გუცანოვი, მისი ცოლი და ორი შვილი. ამის შემდეგ ორმა სპეც.ოფიცერმა წრე დაარტყა სახლს რათა დაებლოკა სხვა შესაძლო გასასვლელები და დაიწყეს კაკუნი და ყვირილი „პოლიცია! გააღეთ!“. უნიფორმიანი ოფიცრები ეზოში დარჩნენ წინა კარის მიღმა. ხუთი წუთის შემდეგ პოლიციის ოფიცრებმა სახლის პანორამულ ფანჯრებში დაინახეს კაცი. მათ დაუყვირეს „პოლიცია! გამოდით! კარი გააღეთ!“. ბ-ნი გუცანოვი ამ ფანჯრით ორჯერ დაინახეს, მაგრამ იგი არ ჩამოვიდა. პოლიციის სპეც. ოფიცრებმა ძალით გააღეს წინა კარი და შევიდნენ სახლში. ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა ბ-ნი გუცანოვი კიბეებზე და დაუძახა მას: „პოლიცია! მოდით აქ ნელა! ხელები გვაჩვენეთ!“. მომჩივანი არ დაემორჩილლა და აირბინა ზედა სართულზე. ოფიცრები გაყვნენ მას და იძახდნენ „პოლიცია! გაჩერდით!“. მომჩივანი გავიდა კარში მეორე სართულზე და როდესაც ოფიცრები მას მიუახლოვდნენ შენიშნეს, რომ იგი შევიდა იმ ოთახში სადაც იყვნენ მისი ცოლი და ბავშვები. ამ დროს მომჩივანი გამოვიდა ოთახიდან, რის შემდეგაც მას ხელბორკილები დაადეს. მან ითხოვა ნებართვა ჩაეცვა ტანისამოსი, ერთ-ერთმა ნიღბიანმა თანამშრომელმა იგი საჭირო ოთახში შეიყვანა. ოპერაციის დროს პოლიციის ოფიცრები არ დალაპარაკებიან ქ-ნ გუცანოვასა თუ მის ორ ქალიშვილს. ოფიცრები, რომლებიც შევიდნენ საძინებელში არ იყვნენ შეიარაღებულნი და ჰქონდათ მხოლოდ ელექტროშოკის აპარატი. ოფიცერმა საძინებელში მხოლოდ იმდენი ხანი დაჰყო, რომ მიეცა ბ-ნი გუცანოვისათვის საშუალება აეღო ტანისამოსი, ამის შემდეგ მათ ოთახი ერთად დატოვეს. მომჩივანი გადასცეს პოლიციის სხვა ოფიცრებს და სპეც.ოფიცრებმა ამის შემდეგ უმალვე დატოვეს შენობა. მთავრობამ მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსიის გასამყარებლად წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: განხილული ოპერაციის სამოქმედო გეგმა, შსს რაიონული დირექტორატის ანგარიში, სამი ანგარიში ოპერაციაში ჩართული სამინისტროს თანამშრომლებისაგან, მათ შორის სპეციალური ოპერაციების ჯგუფის მთავარი ოფიცრის, მოსამართლის მიერ გაცემული ჩხრეის ოქმი და ვარნას რაიონული პროკურატურის მიერ გაცემული ორი ბრძანება, დათარიღებული 2010 წლის 7 აპრილით. მთავრობამ ასევე წარმოადგინა მომჩივნების სახლის პრესის მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც, სხვა მრავალს შორის ჩანდა ეზოში შემავალი შუშის ფასადი.
გ. მომჩივნების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მათ სახლში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ქ-ნმა გუცანოვამ განაცხადა, რომ უმცროსი ქალიშვილი ბ. ენას იბორძიკებდა, რის გამოც მან ლოგოპედთან იარა ერთი წლის განმავლობაში და რომ ბავშვმა ისევ დაიწყო ენის ბორძიკი 2010 წლის 31 მარტის მოვლენების შემდეგ. წყვილის უფროსი გოგონას ს-ს მასწავლებლის ჩვენების მიხედვით, ეს უკანასკნელი თვალსაჩინოდ სტრესირებული და უჩვეულოდ მდუმარე იყო 2010 წლის 31 მარტს. ბ-ნი გუცანოვის დამ, რომელმაც იკისრა ბავშვების მოვლა საკუთარ სახლში იმავე დღეს, შენიშნა, რომ ბავშვები ანერვიულებულნი იყვნენ. გოგონამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა იმ დღეს მომხდარი მოვლენების შესახებ. მას შემდეგ ბავშვს აშინებს პოლიციელების დანახვა. 2010 წლის 12 აპრილს ბ-ნი და ქ-ნი გუცანოვის ორი ქალიშვილი შეამოწმა ფსიქიატრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2010 წლის 31 მარტის მოვლენების შესახებ მოგონება ბავშვებში ნერვიულ რეაქციას იწვევდა, უფროსი გოგოს შემთხვევაში ამას ჰქონდა შფოთვის, ხოლო ტირილის ფორმა კი უმცროს გოგონაში. ფსიქიატრს ბავშვების შემთხვევაში რაიმე სხვა ფსიქოლოგიური გართულებანი არ დაუდგენია. 2010 წლის 31 მარტის მოვლენების შემდეგ ქ-ნმა გუცანოვამ ფსიქიატრს ორჯერ მიმართა. იგი, სხვა მრავალს შორის, უჩიოდა უძილობასა და შფოთვებს, მას დამამშვიდებლები გამოუწერეს.
... შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
...
დ. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ზიანისათვის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ ზიანის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის 1(1) მუხლი ინდივიდებს ანიჭებს უფლებას მიიღონ იმ ზიანისათვის კომპენსაცია, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულების დროს სახელმწიფოსა თუ მუნიციპალური ორგანოებისა თუ ოფიციალური პირების უკანონო გადაწყვეტილებების, მოქმედებებისა თუ უმოქმედობისაგან ბულგარეთის საკასაციო უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საგამოძიებო და საბრალდებო ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებანი არ კლასიფიცირდება როგორც ადმინისტრაციული ვალდებულება და შესაბამისად მათზე არ ვრცელდება ციტირებული დებულება (Решение № 615 от 10 юли 2001 г. на ВКС по гр. д. № 1814/2000 г.; Тълкувателно решение № 3 от 22 април 2004 г. на ВКС по тълк. д. № 3/2004 г., ОСГК). იმ დროს მოქმედი კანონის ვერსიის მე-2 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი გამოძიების მაწარმოებელი და ბრალმდებელი ორგანოები და სასამართლოები პასუხისმგებელნი შეიძლება ყოფილიყვნენ შემდეგ ვითარებებში: უკანონო წინასწარი პატიმრობა; ბრალდება ან მსჯავრდება, რომელსაც მოყვება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ან გამართლება; სასამართლოს მიერ პირის საავადმყოფოში სავალდებულო განთავსება ან სხვა იძულებითი ზომების შეფარდება, რომელიც შემდეგ უკანონოდ იქნა მიჩნეული; თავდაპირველად განსაზღვრულზე ხანგრძილვი ვადით ან ოდენობით სასჯელის აღსრულება (იხ. აგრეთვე Stefanov v. Bulgaria, no. 65755/01, §§ 28 და 29, 22 მაისი 2008; Kandzhov v. Bulgaria, no. 68294/01, §§ 35-39, 6 ნოემბერი 2008; and Bochev v. Bulgaria, no. 73481/01, §§ 37-39, 13 ნოემბერი 2008).
სამართალი
... კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევები მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ სახლში პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ისინი დაექვემდებარნენ კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას. ხსენებული მუხლის მიხედვით:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“ მომჩივნები აცხადებდნენ, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის ფორმა, რომელიც ჩატარდა გათენებამდე, შენიღბული და შეიარაღებული პოლიციის ოფიცრების მიერ, რომლებიც შევარდნენ მათ სახლში, მიუშვირეს მათ იარაღი და ხელბორკილები დაადეს ბ-ნ გუცანოვს და აიძულეს იგი დაჩოქილიყო - წარმოადგენდა სასტიკ ფსიქოლოგიურ განსაცდელს, რომლიც უტოლდება დამამცირებელ მოპყრობას. 2012 წლის 6 იანვარს წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში მომჩივნები ჩიოდნენ 2010 წლის 31 მარტს პოლიციის ოპერაციის ფარგლებში მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების განუხორციელებლობის გამო.
ა. საქმის დასაშვებობა საჩივარი 2010 წლის 31 მარტს განხორციელებული პოლიციის ოპერაციის შესახებ
(ა) მთავრობის არგუმენტები მთავრობამ მიუთითა, რომ მოცემულის საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული იმის გამო, რომ მომჩივნებს არ ამოუწურავთ სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებანი და არც სავალდებულო ექვსთვიანი ვადა დაუცავთ, ასევე, მათ აღნიშნეს, რომ საჩივარი ნაადრევი იყო და მომჩივნებს არ ჰქონდათ მსხვერპლის სტატუსი. მთავრობამ პირველ რიგში შენიშნა, რომ ბ-ნი გუცანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, რაც შედეგად იმას იწვევდა, რომ მე-3 მუხლით საჩივარი ნაადრევად უნდა მიჩნეულიყო. მთავრობის აზრით, მომჩივნებს საჩივარი სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის შესახებ არ წარუდგენიათ კომპეტენტური ორგანოების წინაშე. ამასთანავე, ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონით მათ არ მოუთხოვიათ ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მათ არ ამოუწურავთ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ზოგადად არსებული და ეფექტიანი საშუალებანი. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ 2010 წლის 7 აპრილის ბრძანებაში, ვარნას რაიონულმა პროკურატურამ გადაწყვიტა არ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციის ოფიცრების მიმართ, რომლებიც შევიდნენ მომჩივნების სახლში. პროკურატურამ აღნიშნა inter alia, რომ პოლიციის ოფიცრების საქმიანობა არ წარმოადგენდა არანაირ სისხლისსამართებრივ დანაშაულს. მათ შემდეგ მიუთითეს, რომ განხილული ქმედებანი მიზნად არ ისახავდა მომჩივნების ღირსების შელახვას ან მათდამი ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას; შესაბამისად, არ წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობას. მთავრობის აზრით, მომჩივნები შესაბამისად ვერ ამტკიცებდნენ, რომ წარმოადგენდნენ ხსენებული მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის მსხვერპლებს.
(ბ) მომჩივანი მხარის მოსაზრებანი მომჩივნები არ დავობდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ არ წარმოუდგენიათ სისხლისსამრთლებრივი საჩივარი იმ პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ, რომლებიც შევიდნენ მათ სახლში 2010 წლის 31 მარტს. თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ სამართლებრივი დაცვის ამგვარი საშუალება აშკარად უშედეგო იქნებოდა ორი კონკრეტული მიზეზის გამო. პირველი, ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი არ იყო სხვა პირთა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმით. და მეორე, როგორც ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა კიდეც რამდენიმე საქმეში, რომელიც ეხებოდა ეროვნული პოლიციის სპეციალურ ოფიცრებს, ხელისუფლების მიერ მათი ვინაობის გამხელაზე სისტემატიური უარი მათ წინააღმდეგ ნებისმიერ გამოძიებას ეფექტურობას უკარგავდა. რაიონული პროკურატურის გადაწყვეტილება - არ დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის ოფიცრების მიმართ მოცემულ საქმეზე -კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის ფარგლებში ჩივილი უშედეგო იქნებოდა. პროკურორმა, საქმის მასალების გახსნიდან მალევე, პოლიციის მხოლოდ ორი ოფიცრის ანგარიშის საფუძველზე და სხვა მოწმისაგან რაიმე სახის ჩვენების მიღებისა თუ რაიმე სხვა ტიპის მტკიცებულების შეკრების გარეშე, გადაწყვიტა არ აღეძრა საქმე პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ. მომჩივნებისათვის ხსენებული გადაწყვეტილების შესახებ არავის არაფერი შეუტყობინებია, რის შედეგადაც მათ ჩამოერთვათ გამოძიებაში ჩართულობის საშუალება. ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების მისაღებად სამართალწარმოებას რაც შეეხება, მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს მიჩნეული ეფექტიან ეროვნულ სამართლებრივ დაცვის საშუალებად მათ შემთხვევაში. ეროვნული სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კანონის 1 მუხლი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო შესაძლოა პასუხისმგებელი შეიქნას ადმინისტრაციული მოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე, არ ვრცელდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო ღონისძიებების წარმოებაში მონაწილე პოლიციის ოფიცრებზე, რადგან იგი წარმოადგენდა მართლმსაჯულებითი პროცესის აღსრულებას და არა ადმინისტრაციულ ვალდებულებას. ამასთანავე, 2005 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების სავალდებულო განმარტებით ნაწილში კასაციის უზენაესმა სასამართლომ ნათლად აღნიშნა, რომ როდესაც ადმინსიტრაციული ორგანოები, მათ შორის პოლიცია, ახდენდნენ მართლმსაჯულების ორგანოების მიერ განსაზღვრული ზომების იმპლემენტაციას, სახელმწიფოს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაიშვება მხოლოდ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ და მხოლოდ ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე. თუმცა, მე-2 მუხლი კომპენსაციის გაცემას განსაზღვრავს მხოლოდ შეზღუდულ გარემოებებში. მოცემულ საქმეში შესაძლოა მხოლოდ ერთადერთის მოხმობა, თუკი მოხდება ბ-ნი გუციანოვის გამართლება ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.თუმცა, მომჩივნებისათვის რთული იქნება ბრალდებების დამტკიცება, რადგან ყველა მოწმე პოლიციის ოფიცერი გახლავთ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2010 წლის 31 მარტის ოპერაციაში.
(გ) სასამართლოს შეფასება სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მთავრობამ საქმის დასაშვებობასთან დაკავშირებით წამოაყენა რამდენიმე პრეტენზია კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრის მიმართ. მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, იგი მიიჩნევს, რომ ექვსთვიანი ვადის დაცვასთან დააკვშირებული საკითხები, ისევე როგორც საჩივრის სავარაუდო ნაადრევი ხასიათი მჭიდრო კავშირშია მთავრობის მიერ წამოყენებულ, ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურავობის პრეტენზიასთან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯერ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად ამოწურეს მოცემული საქმის მომჩივნებმა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები.
(i) პრეტენზია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის 35.1 მუხლში მოცემული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის წესი მომჩივნებს აკისრებს ვალდებულებას პირველ რიგში გამოიყენონ ჩვეულებრივად არსებული და ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში სავარაუდო დარღვევის გამოსწორების საშუალების მომცემი საშუალებანი. სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობა უნდა იყოს საკმარისად ნათელი, როგორც პრაქტიკაში ისე თეორიაში, რომლის არარსებობაც გამოიწვევს ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის ნაკლებობას (იხ. სხვა მრავალს შორის, Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 81, ECHR 2000‑VII, დაİlhan v. Turkey [GC], no. 22277/93, § 58, ECHR 2000‑VII). მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვას, ვალდებულია სასამართლოს დაუდასტუროს, რომ არსებული დაცვის საშუალებანი როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში ეფექტიანი იყო მოცემული მომენტისათვის. მას შემდეგ რაც მოხდება აღნიშნულის ჩვენება, უკვე მომჩივნის ვალდებულება შეიქნება იმის დამტკიცება, რომ მთავრობის მიერ ჩვენებული სამართლებრივი დაცვის საშუალება ამოწურულია ან, რომ რაიმე მიზეზით არააადექვატური ან არაეფექტიანი იყო საქმის კონკრეტული გარემოებების გამო ან რომ არსებობდა განსაკუთრებული მიზეზები, რომლებიც ათავისუფლებდა მომჩივანს ხსენებული ვალდებულების შესრულებისაგან (იხ. Akdivar and Others v. Turkey, 16 სექტემბერი 1996, § 68, Reports of Judgments and Decisions 1996‑IV). სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ბულგარეთის კანონმდებლობით გათვლისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც ვრცელდება პოლიციის ოფიცრების მიერ განხორციელებული არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებაზე გახლავთ ბრალმდებელი ორგანოებისადმი საჩივრის წარდგენა (იხ. სხვა მრავალს შორის, Assenov and Others v. Bulgaria, 28 ოქტომბერი 1998, § 86, Reports 1998‑VIII; Osman and Osman v. Bulgaria (dec.), no. 43233/98, 6 მაისი 2004; დაKemerov v. Bulgaria (dec.), no. 44041/98, 2 სექტემბერი 2004 ). მოცემულ საქმეში მომჩივნებს ამგვარი საჩივარი ბრალმდებელი ორგანოს წინაშე არ წარუდგენიათ იმ პოლიციის ოფიცრებთან მიმართებაში, რომლებიც შევიდნენ მათ სახლში 2010 წლის 31 მაისის დილას. ისინი აცხადებდნენ, რომ ბრალმდებელი ორგანოების წინაშე საჩივრის წარდგენა მოცემულ საქმეში არ უნდა იყოს მიჩნეული ეფექტიანად განცდილი არასათანადო მოპყრობის ბუნებისა და ეროვნული სისხლის სამართლის დებულებების არარსებობის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 84 ზემოთ). სასამართლო მოიხმობს გადაწყვეტილებას საქმეზე Hristovi v. Bulgaria (no. 42697/05, § 95, 11 ოქტომბერი 2011), სადაც მან წუხილით შენიშნა ბულგარეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული ფსიქოლოგიური წამების გამომწვევი მოქმედებებისადმი არსებული დამოკიდებულება. კერძოდ, მან მიუთითა, რომ სიკვდილის მუქარის კონკრეტული შემთხვევების გარდა, ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსი არ ახდენს პოლიციის ოფიცრების მიერ განხორციელებული იმ ქმედებების კრიმინალიზაციას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ტანჯვა, მაგალითად, აგრესიულად განხორციელებული ჩხრეკის, დაკავებისა თუ დაპატიმრების ოპერაციის შედეგად. აქედან გამომდინარე, თუკი საჩივარი არ ეხება პოლიციის მიერ ფიზიკური დაზიანების მიყენებას, შესაბამის ორგანოებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაიწყონ გამოძიება გასაჩივრებული მოქმედებების ირგვლივ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მოცემული წუნი აძლევს ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს საშუალებას თავი დააღწიოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოცემული ქმედებებისათვის. წინამდებარე საქმეში მომჩივნები ჩიოდნენ ექსკლუზიურად იმ ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგების გამო, რომელიც გამოიწვია მათ სახლში 2010 წლის 31 მარტს განხორციელებულმა პოლიციის სპეცოპერაციამ. ისინი არ აცხადებდნენ, რომ დაექვემდებარნენ ფიზიკურ ძალადობას პოლიციელებისაგან. შესაბამისად, იკვეთება - მათ რომც ეჩივლათ ხსენებული პოლიციის ოფიცრებისათვის, ბრალმდებელი ორგანოები უდავოდ უარს ეტყოდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე სწორედ იმ სამართლებრივი წუნის გამო, რომელიც ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე აღნიშნა ზემოთმოხმობილ Hristovi საქმეში. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება ზოგადად არსებობდა და ეფექტიანი იყო პოლიციის მიერ გამხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში და რომ მოცემულ საქმეში მომჩივნების მიერ საჩივარი უცილობლად წარუმატებელი იქნებოდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გააკრიტიკებს მომჩივნებს პოლიციის ოპერაციაში ჩართული ოფიცრების მიმართ ბრალმდებელ ორგანოში სარჩელის აღუძვრელობის გამო. სასამართლო, შემდგომ, მოიხმობს მის გადაწყვეტილებას საქმეში Mirosław Garlicki v. Poland (no. 36921/07, § 77, 14 ივნისი 2011), სადაც მან აღნიშნა, რომ პოლონეთის კანონმდებლობით განსაზღვრული სამოქალაქო სარჩელი კომპენსაციის მოთხოვნით ისეთი პერსონალური უფლებების, როგორიცაა ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივისა და ადამიანური ღირსების დარღვევისათვის წარმოადგენდა სათანადო მისაგებელს მე-3 მუხლის დარღვევის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მომჩივანი დავობდა მრავალი ადამიანის თვალწინ განხორციელებული და მედიით ფართოდ გაშუქებული, ნიღბიანი პოლიციელების მიერ განხორციელებული დაკავების შედეგად მიყენებული ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივნები, მსგავსად ხსენებული საქმისა, ასევე ჩივიან მათ წინააღმდეგ განხორციელებული პოლიციის ოპერაციის ნეგატიური ფსიქოლოგიური შედეგების შესახებ. მთავრობა აცხადებს, რომ მომჩივნებს შეეძლოთ კომპენსაციის მოთხოვნა ზიანისათვის სახელმწიფო და მუნიციპალური პასუხისმგებლობის კანონის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ). თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსხვავებით Mirosław Garlicki საქმისაგან (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფებში 77 და 78), სადაც მომჩივანს ჰქონდა საშუალება ესარგებლა რამდენიმე ეფექტიანი ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებით, ნებისმიერი საჩივარი კომპენსაციის მოთხოვნით წარმოდგენილი ოთხი მომჩივნის მიერ ბულგარეთის ზემოთხსენებული კანონის 1 თუ მე-2 მუხლის საფუძველზე წარმატების ნაკლები ალბათობით ხასიათდებოდა განხილული მიზეზების გამო. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მხრივ ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონის 1 მუხლი ინდივიდებს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს უჩივლონ დელიქტის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისა თუ მოხელეების მიერ, ადმინისტრაციული ვალადებულებების განხორციელების ფარგლებში მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების, მოქმედებებისა თუ უმოქმედობის გამო. ბულგარეთის უმაღლესი სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საგამოძიებო ან ბრალდემებლი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებანი სისხლის სამართლის სამართალწარმოების ფარგლებში არ ხვდება ადმინსიტრაციულ ვალდებულებებში და, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება ზემოთხსენებული კანონის 1 მუხლი (იხ. პარაგრაფი 67 ზემოთ და საქმე Iliya Stefanov..., § 28). სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების სახლში პოლიციის სპეცოპერაცია განხორციელდა სისხლის სამართლის საქმის ფარგელბში და მიზნად ისახავდა ბ-ნი გუცანოვის დაკავებასა და მისი სახლის ჩხრეკას მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოების სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ოპერაცია წარმოადგენდა საგამოძიებო ღონისძიებების ნაწილს და არ მოიცავდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დელიქტისათვის ხსენებული კანონის 1 მუხლის მიხედვით. რაც შეეხება იმავე კანონის მე-2 მუხლის გამოყენებადობას, სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ის ვითარებები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებადი ყოფილიყო მოცემულ საქმეში გახლდათ ბ-ნი გუცანოვის დაპატიმრების უკანონოდ ცნობა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ან მისი გამართლება პირველი ინსტანციის ან აპელაციის ეტაპზე (იხ. პარაგრაფი 76 ზემოთ). თუმცა, ადამიანის უფლებათა სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ სასამართლოებმა, რომლებსაც მიმართა ბ-ნმა გუცანოვმა გათავისუფლების მოთხოვნით, მისი პატიმრობა ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფად სცნეს... . სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ პირველი მომჩივნისაგან მიღებული უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით განხილული სისხლის სამართლის საქმე ჯერ ისევ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა ... . ამგვარ ვითარებაში, ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონის იმ დროს მოქმედი მე-2 მუხლით ჩივილი წარუმატებლობისათვის იქნებოდა განწირული. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბ-ნი გუცანოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ან მისი გამართლება ზემოთხსენებული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივრის საფუძველზე არ უტოლდება არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობას არ დაქვემდებარების უფლების დარღვევის პირდაპირ ან ირიბ აღიარებას. ნებისმიერი ამგვარი საქმის შედეგად უნდა დადგინდეს, რომ განხილული ზიანი გამომდინარეობდა იმ ბრალდებებისაგან, რომელიც წამოყენებულ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულისათვის სამართალწარმოების ფარგლებში და რომელიც შემდგომ შეწყდა ან დასრულდა გამართლებით. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოების მიერ ფაქტების განხილვა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფორმალური დასკვნებით და არ შეეხებოდა მომჩივნების საჩივრების რეალურ არსს, კერძოდ კი არ განიხილავდა მათი აზრით პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების უსარგებლო ბუნებას ოპერაციის დასახული მიზნის მიღწევის გზაზე და შედეგად გამომდინარე ოთხი მომჩივანზე ნეგატიურ ფსიქოლოგიურ გავლენას. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებების გამო, მთავრობის მიერ მოხმობილი არც სისხლის სამართლებრივი საჩივარი და არც სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ წარმოადგენს საკმარისად ეფექტიან ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებას მოცემულ საქმეში. სამართლებრივი დაცვის სისხლის სამართლის საშუალებანი წარუმატებლობისათვის იყო განწირული იმის გამო, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების დასჯადობას (იხ. პარაგრაფები 90-92 ზემოთ), ხოლო საჩივარი სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის მოთხოვნით კი არაეფექტური იქნებოდა იმის გამო, რომ ამგვარი წარმოებისას ეროვნული სასამართლოების შეზღუდული მიდგომის გამო (იხ. პარაგრაფები 94-96 ზემოთ). მთავრობას არ მოუხმია სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალება, რომელიც მომჩივნებს ვითარების გამოსწორების საშუალებას მისცემდა კონვენციის მე-3 მუხლით დარღვეულ უფლებასთან მიმართებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის პრეტენზია სამართლებრივი საშუალებების ეროვნულ დონეზე ამოუწურავობის შესახებ არ უნდა იქნას გათვალისწინებული.
(ii) საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ კონვენციის მე-3 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი ნაადრევი იყო იმის გამო, რომ ბ-ნი გუცანოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ წარმოებაში იყო. სასამართლო პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს მთავრობის მიერ მოხმობილ სისხლის სამართლის საქმისწარმოებასა და მომჩივნის საჩივარს შორის: ხსენებული სამართალწარმოება არ ისახავს მიზნად იმის დადგენას თუ რამდენად დაიცვეს სახელმწიფოს აგენტებმა მომჩივნების ფიზიკური კეთილდღეობა ან ღირსება, არამედ მიმართულია იმის განსასაზღვრად თუ რამდენად იყო ბ-ნი გუცანოვი თანამონაწილე სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელიც კავშირში გახლდათ მის პოზიციასთან - ვარნას მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის პოსტთან. ... იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მთავრობა ელის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ან რომ მოხდება ბ-ნი გუცანოვის გამართლება, რაც მას მისცემს საშუალებას იჩივლოს და მოითხოვოს ანაზღაურება ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 95 ზემოთ), სასამართლო იმეორებს, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ვერ მოხდებოდა მომჩივნების უფლების - არ დაქვემდებარებულიყვნენ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას მათ სახლში ჩატარებული პოლიციის ოპერაციის დროს - დარღვევის დადგენა (იხ. პარაგრაფი 96 ზემოთ). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გააკრიტიკებს მომჩივნებს სასამართლოსადმი მიმართვის გამო მანამდე, სანამ არ დასრულებულა სისხლის სამართლის საქმე ბ-ნი გუცანოვის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდიანრეობს, რომ წინამდებარე საჩივარი არ არის ნაადრევი და რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მთავრობის პირველადი პრეტენზია. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ მომჩივნებს არ დაუცავთ კონვენციის 35 § 1 მუხლით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა. სასამართლო იმეორებს, რომ ექსვთვიანი ვადის წესი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვასთან, რადგან ამ უკანასკნელის ათვლა იწყება ეროვნული სამართლებრივი დაცვის საბოლოო გადაწყვეტილების თარიღიდან (იხ. სხვა მრავალს შორის, Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom (dec.), no. 46477/99, 7 ივნისი 2001). ხოლო მაშინ, როდესაც ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს ადექვატური დაცვის საშუალება, ექვსთვიანი ვადის წესი აითვლება გასაჩივრებული ქმედების ჩადენის თარიღიდან (იხ.Gongadze v. Ukraine, no. 34056/02, § 155, ECHR 2005‑XI). სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის პასუხად სასამართლომ აღნიშნა, რომ მოხმობილი დაცვის საშუალებანი არაეფექტიანი იყო კონვენციის 35.1 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, მოცემულ საქმეში ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მოვლენების დღიდან, რაც გასაჩივრებულია კონვენციის მე-3 მუხლით, ანუ, 2010 წლის 31 მარტიდან. იმის გამო, რომ მომჩივნებმა საჩივარი წარმოადგინეს 2010 წლის 21 მაისს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ექვსთვიანი ვადა მოცემულ საქმეში დაცულია. შესაბამისად, პრეტენზიები საჩივრის დაუშვებლობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. და ბოლოს, მთავრობა ასაჩივრებდა მომჩივნების მსხვერპლის სტატუსს, აცხადებდა რა, რომ ისინი არ დაქვემდებარებულან მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული პრეტენზია უნდა გაერთიანდეს საქმის მე-3 მუხლით არსებითად განხილვასთან. იგი მიუთითებს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.ა. მუხლის მიხედვით და რომ დაუშვებლობის არც სხვა საფუძვლებს აქვს ადგილი. შესაბამისად, საჩივარი დასაშვებია. მოვლენებისადმი სისხლის სამართლის გამოძიების არარსებობასთან დაკავშირებული საჩივარი სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა მოცემული საჩივარი წერილობითი პრეტენზიის ფარგლებში წარმოადგინეს 2012 წლის 6 იანვარს. კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილით საჩივრის დასაშვებობის განხილვისას, მათ აღნიშნეს, რომ ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი საჩივარი მოვლენების ირგვლივ გამოძიების დაწყების მოთხოვნით წარუმატებელი იქნებოდა, იმის გამო, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა პოლიციის ოფიცრების მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევი ქმედებების დასჯადობას (იხ. პარაგრაფი 92 ზემოთ); მოცემული არგუმენტი განავრცეს მომჩივნებმა (იხ. პარაგრაფი 84 ზემოთ). სასამართლო იმეორებს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საჩივრის შესატანად ექვსთვიანი ვადის ათვლა იმ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა სამართლებრივი დაცვის შესაბამის საშუალებებს, იწყება გასაჩივრებული ქმედების ჩადენის დღიდან (იხ. პარაგრაფი 100 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილში საჩივრის წარმოდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 31 მარტს. მომჩივნებმა კი საჩივარი ამ კუთხით წარმოადგინეს ერთი წლისა და ცხრა თვის შემდეგ. ამიტომ, მოცემული საჩივარი დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი და დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი კონვენციის 35.1 და 4 მუხლის მიხედვით.
ბ. საქმის არსებითი ნაწილი მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივნები მომჩივნებმა მიუთითეს, რომ ფორმა, როგორც განხორციელდა პოლიციის ოპერაცია მათ სახლში შეუსაბამო გახლდათ კონვენციის მე-3 მუხლთან. 2010 წლის 31 მარტს, მზის ამოსვლამდე მძიმედ შეიარაღებული და ნიღბიანი პოლიციის ოფიცრები შეიჭრნენ მათ სახლში წინასწარი ნებართვის გარეშე. სპეც.ოფიცრები შევიდნენ ბ-ნი და ქ-ნი გუცანოვის საძინებელში და იარაღი მიუშვირეს წყვილის ორ არასრულწლოვან ქალიშვილს. ბ-ნ გუცანოვს კი, გავლენიან და პატივცემულ პოლიტიკოსს, უბრძანეს დაჩოქილიყო და დაადეს ხელბორკილები. მომჩივნის აზრით, პოლიციის ოპერაციის ამ ფორმით დადგმისა და განხორციელების მიზეზი არ არსებობდა, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ბ-ნი და ქ-ნი გუცანოვები იყვნენ პატივცემული, ქალაქში კარგად ცნობილი პირები. არცერთ მათგანს არ ჰქონდა დანაშაულებრივი წარსული და არ არსებობდა საფუძველი გვევარაუდა, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევდნენ სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებს. მათი სახლის ჩხრეკა არ წარმოადგენდა გადაუდებელ საგამოძიებო ღონისძიებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 161.2 მუხლის შესაბამისად. მომჩივნების მიხედვით, ყველა ელემენტი მიმართული გახლდათ მათი დაშინებისაკენ, ღირსების შელახვისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოქმედებების შედეგად უძლურების შეგრძნების გაძლიერებისაკენ. პოლიციის ოფიცრების ქმედებას ნეგატიური ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა მომჩივნებზე. კერძოდ, ქ-ნი გუცანოვა და მისი ორი ქალიშვილი, ხუთი და შვიდი წლის ასაკის, დაექვემდებარნენ საგრძნობ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როგორც ეს აღნიშნეს იმ ფსიქიატრებმა, რომლებაც გასინჯეს მომჩივნები განხილული მოვლენებიდან მალევე. ბ-ნი გუცანოვი, პატივცემული პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, იყო სასტიკი ფორმით განხორციელებული დაკავების მსხვერპლი, რაც ფართოდ გაშუქდა მედიით და სხვა პოლიტიკოსების დაკავებასთან ერთად, მმართველი პარტიის პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი შეიქნა. გასაჩივრებული მოპყრობის ფსიქოლოგიური შედეგები საკმარისად სასტიკი გახლავთ იმისათვის, რომ გადაეჭარბებინა მე-3 მუხლით დაწესებული ზღვარისათვის და მიენიჭოს „დამამცირებელი“ კვალიფიკაცია.
(ბ) მთავრობა მთავრობა ასაჩივრებდა მომჩივნების ბრალდებებსა და არც მოვლენების დახასიათებაში ეთანხმებოდა. იგი მიუთითბდა, რომ 2010 წლის 31 მარტის პოლიციის სპეცოპერაცია დეტალურად იყო დაგეგმილი და განხორციელდა მომჩივნების ღირსებისა და უფლებების დაცვით. ბ-ნი გუცანოვის დაკავება და მისი სახლის ჩხრეკა განხორციელდა რამდენიმე ეჭვმიტანილი თანამონაწილის მიმართ სერიოზული დანაშაულის ძიების ფარგლებში. პოლიცია ინფორმირებული იყო, რომ ბ-ნ გუცანოვს იარაღი ჰქონდა შინ. პოლიციის ოპერაცია დაიწყო მზის ამოსვლის შემდეგ, ანუ დილის 6 საათის შემდეგ. პოლიციამ დაკაკუნა მომჩივნების სახლის ჭიშკარზე, ამცნო საკუთარი ვინაობა და მოითხოვა მეტალის ჭიშკრის გაღება. დარაჯმა გააღო ჭიშკარი, მაგრამ აუწყა, რომ არ ჰქონდა სახლის შესასვლელი კარის გასაღები. პოლიციამ მიირბინა კართან და დააკაკუნა, მოითხოვა რა მისი დაუყოვნებლივ გაღება. ბ-ნი გუცანოვი ორჯერ გამოჩნდა სახლის ფანჯარასთან; მან დაინახა პოლიციელები და მოახდინა მათი იდენტიფიცირება უნიფორმების დახმარებით, თუმცა არ ჩამოსულა ქვემოთ და კარი არ გაუღია. ამ დროს, შეეშინდათ რა პოლიციელებს მტკიცებულებები არ გაენადგურებინა ბ-ნ გუცანოვს, ან იარაღი არ მოეტანა ან გაპარვა არ ეცადა, სპეცდანიშნულების ოფიცრებმა შეამტვრიეს სახლის კარი. მათ დააკავეს ბ-ნი გუცანოვი მეორე სართულზე მაშინ, როდესაც იგი ცდილობდა შესულიყო საძინებელში, სადაც იყვნენ მისი ცოლი და ორი ბავშვი. მთავრობის მიხედვით, ბ-ნი გუცანოვისათვის დაჩოქება არავის უბრძანებია. ოფიცრებმა მას ხელბორკილები დაადეს ყოველგვარი სპეციალური საიმობილიზაციო ტექნიკის გამოყენების გარეშე და არც იარაღი მიუშვერიათ მისი ცოლისა თუ შვილებისათვის. ერთადერთი ოფიცერი, რომელიც ავიდა მეორე სართულის საძინებელში აღჭურვილი იყო ელექტრო იარაღით და არ მიუმართავს იგი არც ბავშვების და არც ქ-ნი გუცანოვასადმი. სპეც.ოფიცრებმა სახლში დაჰყვეს მხოლოდ რამადენიმე წუთი და დატოვეს შენობა ბ-ნი გუცანოვის დაკავებისთანავე. მალევე, მომჩივანს მოხსნეს ხელბორკილები. პოლიციის ოფიცრების ქმედებანი შესაბამისობაში გახლავთ ეროვნულ კანონმდებლობასთან. ჩხრეკა ნებადართული გახლდათ მოსამართლის მიერ მისი განხორციელებიდან ოცდაოთხ საათში ხოლო რაიონულმა პროკურატურამ კი, შესაბამისი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ პოლიციის ოფიცრებს არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ. მთავრობა იაზრებდა, რომ პოლიციის შესვლამ სახლში და ჩხრეკამ, უდავოდ, წარმოშვა ნეგატიური შეგრძნებები მომჩივნებში. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ იგი ჩვეულებრივ და გარდაუვალ შედეგს წარმოადგენდა ამგვარი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას; შესაბამისად, უსიამოვნება არ აღწევდა სისასტიკის იმ ზღვარს, რომელიც აუცილებელია კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედებაში მოსაყვანად. მოცემულ ფაქტს ისიც ადასტურებდა, მაგალითად, რომ უფროსი ქალიშვილი სკოლაში წაიყვანეს, როგორც ყოველთვის. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ბ-ნ გუცანოვს სახლის კარი რომ გაეღო პოლიციისათვის, საჭირო აღარ შეიქნებოდა მის სახლში შესასვლელად სპეციალური ზომების მიღება, რითაც ოჯახის წევრები ასცდებოდნენ იმ უსიამოვნებას, რაც გამოსცადეს. სასამართლოს შეფასება
(ა) ფაქტების დადგენა სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებანი გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. ფაქტების დასადგენად, სასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს (იხ. Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი 1978, § 161 in fine, Series A no. 25). თუმცა, ამგვარი მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმხვედრი დაშვებებისა თუ მსგავსი გაუბათილებელი ფაქტების დაშვებიდან (იხ. Salman, ციტირებული ზემოთ, § 100 ). სასამართლო აღნიშნავს, რომ ოთხი მომჩივნის სახლში პოლიციის ოპერაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ განხილულა ეროვნული სასამართლოების მიერ. ამგვარ ვითარებებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებს მოვლენების საკუთარ შეფასებას, რომლის დროსაც ითვალისწინებს საკუთარი სასამართლო პრაქტიკით დადგენილ წესებს (იხ. მაგალითისათვის, Sashov and Others v. Bulgaria, no. 14383/03, § 48, 7 იანვარი 2010). მოცემული პრინციპების საფუძველზე, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დაიწყოს იმ ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომელზეც მხარეები არ დავობენ. იგი ასევე გაითვალისწინებს იმ მხარეთა არგუმენტებს, რომლებიც საკმარისად გამყარებულია უდავო ფაქტებითა და შეგროვებული მტკიცებულებებით. მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ პოლიციის ოპერაცია მომჩივნების სახლში დაიწყო 2010 წლის 31 მარტს დილის 6.30 საათიდნ მალევე. სახლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც წარმოდგნილ იქნა სასამართლოს წინაშე და ვარნას მეტეოროლოგიური სამსახურის ამინდის პროგნოზი ამყარებენ მომჩივნების ბრალადებას მასზედ, სრომ ოპერაცია განხორციელდა მზის ამოსვლამდე, დაახლოებით გამთენიისას (იხ. პარაგრაფები 20-21 ზემოთ). მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ პოლიციის ოპერაციის განმახორციელებელი ჯგუფი შედგებოდა უნიფორმიანი და სამოქალაქო პოლიციელებითაც და სპეცდაჯგუფების ოფიცრებით, სადაც ეს უკანასკნელნი შენიღბულნი და შეიარაღებულნი იყვნენ. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა (იხ. პარაგრაფი 21 ზემოთ) და მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები (იხ. პარაგრაფები 22, 24 და 27 ზემოთ), ადასტურებს აღნიშნულს. ის ფაქტი, რომ მომჩივნების სახლში იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია ასევე უდავოა და დგინდება ჩხრეკის ოქმით. მთავრობის წარმოდგენილი მასალებითა და ანგარიშებით ნათელია, რომ პოლიციის ოფიცრები გაფრთხილებულნი იყვნენ ზემდგომი ოფიცრებით იარაღის არსებობის შესახებ (იხ. პარაგრაფები 23 და 27 ზემოთ). მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ მომჩივნების სახლის ჭიშკარი ნებაყოფლობით გააღო დარაჯმა პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე (იხ. პარაგრაფები 13 და 24 ზემოთ). ამასთანავე, მოცემული სცენა გადაღებული და ჩაწერილია სათვალთვალო კამერების სისტემის მიერ (იხ. პარაგაფი 21 ზემოთ). მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ დაცვამ შეატყობინა პოლიციის ოფიცრებს სახლში მყოფ პირთა ვინაობა და ის ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა სახლის წინა კარის გასაღები და რომ მოცემული კარები ძალით გააღეს სპეც.ოფიცრებმა, რომელბიც შევიდნენ სახლში და დააკავეს ბ-ნი გუცანოვი (იხ. პარაგრაფები 13, 14, 24 და 25 ზემოთ). არცერთი მხარე არ დავობს მასზედ, რომ მომჩივნებს ფიზიკური დაზიანებანი არ მიუღიათ პოლიციის ოპერაციის დროს. ქ-ნ გუცანოვასა და მისი ორი ქალიშვილის შემოწმების შედეგად წარმოდგენილი ფსიქიატრიული დასკვნები (იხ. პარაგრაფები 30-31 ზემოთ) სადავო არ გამხდარა მთავრობის მხრიდან. მხარეები ვერ თანხმდებიან ბ-ნი გუცანოვის ქმედების აღწერაზე. მთავრობის მიხედვით, იგი ორჯერ გამოჩნდა სახლის ერთ-ერთ ფანჯარასთან, დაინახა პოლიციის ოფიცრები, გაიგო მათი ძახილი, მაგრამ არ გააღო მთავარი კარი (იხ. პარაგრაფი 25 ზემოთ). პირველმა მომჩივნამა კი მიუთითა, რომ იგი ვერ მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის ოპერაციას მანამდე, სანამ პოლიციის სპეციალური ოფიცრები არ შევიდნენ სახლში და არ ავიდნენ კიბეებზე (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებანი არ აძლევს მას საშუალებას განსაზღვროს თუ რამადენად გამოჩნდა საკუთარი სახლის ფანჯარასთან მომჩივანი და თუ რამდენად განაცხადა მიზანმიმართული უარი პოლიციის ოფიცრებისათვის წინა კარის გაღებაზე. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ პოლიციის ოფიცრებმა დააკაკუნეს სახლის ჭიშკარზე და შეძახილით ამცნეს საკუთარი ვინაობა დარაჯს. პოლიციის ოფიცრების მიხედვით, მათ დააკაკუნეს სახლის წინა კარზე და დაიყვირეს „პოლიცია! გააღეთ!“. მოცემულ ვერსიას ბ-ნი და ქ-ნი გუცანოვები ადასტურებენ, მიუთითეს რა, რომ გაეღვიძათ კარზე კაკუნისა და ყვირილის შედეგად (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). ბ-ნმა გუცანოვმა აღნიშნა, რომ იგი სახლის პირველ სართულზე ჩავიდა რათა ბავშვები აეყვანა მანამდე, სანამ დაბრუნდებოდა მეორე სართულის საძინებელში. მოცემულ ვესიას ამყარებს პოლიციის ოფიცრების მონათხრობი, რომლის მიხედვითაც მათ დაინახეს კაცის ლანდი სახლის ფანჯრებს მიღმა (იხ. პარაგრაფი 25 ზემოთ). რაც შეეხება ბ-ნი გუცანოვის დაკავების ზუსტ ადგილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მან თავადვე აღიარა ჩვენებაში, რომ როდესაც პოლიციის ოფიცრებმა შემოამტვრიეს კარი და სიტყვიერად გააფრთხილეს, მან აირბინა მეორე სართულის საძინებელში, იქ სადაც იყო მისი ცოლი და ბავშვები (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). სასამართლო ვერ განსაზღვრავს თუ სად მოხდა ბ-ნი გუცანოვის დაკავება - სახლის მეორე სართულის საძინებელში, როგორც ამას თავად აცხადებს, თუ მეორე სართულიდან დაშვებისას, მას შემდეგ რაც საკუთარი ნებით გამოვიდა საძინებლიდან, როგორც ამას მთავრობა მიუთითებს. გონივრულ ეჭვს მიღმა არც ისაა დადგენილი, რომ პოლიციის ოფიცრები ესაუბრნენ ქ-ნ გუცანოვას და სთხოვეს ბავშვებისათვის საბანი გადაეფარებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეც.ოფიცრების მიერ მიცემული მოწმის ჩვენებების მიხედვით (იხ. პარაგრაფები 25 და 27 ზემოთ), მათ ნახეს ბ-ნი გუცანოვის ცოლი და შვილები საძინებელში მაშინ, როდესაც აყვნენ ბ-ნ გუცანოვს მეორეს სართულზე. სასამართლო იზიარებს, რომ ქ-ნმა გუცანოვამ და მისმა ორმა ქალიშვილმა ასევე დაინახა შეიარაღებული და ნიღბიანი კაცები, თუნდაც საძინებლის კარს მიღმა. სასამართლოს აზრით, ბ-ნი გუცანოვის მტკიცება მასზედ, რომ მას აიძულეს დაეჩოქა რათა პოლიციელებს დაედოთ მასზე ხელბორკილები არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. რაც შეეხება ხელბორკილებს, სადავო არაა, რომ სპეც.ოფიცრებმა მას დაადეს ბორკილები პირველ სართულზე (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია თუ დროის რა ნაწილი დაჰყო ბ-ნმა გუცანოვმა ხელბორკილებში. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო იძულებულია შენიშნოს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულებანი იმისა, რომ პირველ მომჩივანს აიძულეს ხელბორკილებით გამოჩენა იმ დღეს, მისი სახლის შესასვლელის წინ შეკრებილ ჟურნალისტთა კამერების წინაშე. ამასთანავე, სახლის დატოვებისას გადაღებული ფოტოები, ანუ დაახლოებით შუადღის 1 საათზე, არ ადასტურებს ხელბორკილების არსებობას მასზე... . შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე უნდა გაიმიჯნოს სMirosław Garlicki, (ციტირებული ზემოთ, § 75) საქმიდან, სადაც მომჩივანი დააკავეს სამსახურში მისი კოლეგებისა და პაციენტების წინაშე, დაადეს ხელბორკილები და გადაიღეს ვიდეოზე.
(ბ) მე-3 მუხლთან შესაბამისობა მოცემულ საქმეში სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ მოხვდეს მე-3 მუხლის ფარგლებში. ხსენებული მინიმუმის შეფასება შედარებითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, მათ შორის მოპყრობის ხანგრძლივობაზე, მის ფიზიკურ და გონებრივ შედეგებზე და, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სასამართლოს მიერ „არაადამიანურად“ მოპყრობა მიიჩნევა, inter alia იმის გამო, რომ იგი იყო წინასწარ დაგეგმილი, გრძელდებოდა საათების განმავლობაში უწყვეტად და გამოიწვია ფიზიკური დაზიანება ან ინტენსიური გონებრივი ტანჯვა, ხოლო „დამამცირებელი“ კი გახლავთ მოპყრობა, რომელიც მსხვერპლში წარმოშობს შიშს, ტკივილსა და არასრულფასოვნებას, რომელსაც შეუძლია დაამციროს და დაამდაბლოს იგი (იხ.Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 120, ECHR 2000‑IV). ფსიქოლოგიური ტანჯვა შესაძლოა გამომდინარეობდეს იმგვარი ქმედებიდან, სადაც სახელმწიფოს აგენტები მიზანიმართულად შთაუნერგავენ პირს შიშს მკვლელობის ან არასათანადო მოპყრობის მუქარით (იხ. Hristovi, ციტირებული ზემოთ, § 80). მე-3 მუხლი არ კრძალავს დაკავების დროს ძალის გამოყენებას პოლიციის მიერ. თუმცა, ძალის გამოყენება უნდა იყოს პროპორციული და აბსოლუტურად აუცილებელი საქმის გარემოებების შესაბამად (იხ. სხვა მრავალს შორის, Rehbock v. Slovenia, no. 29462/95, § 76, ECHR 2000‑XII, დაAltay v. Turkey, no. 22279/93, § 54, 22 მაისი 2001). ამ მხრივ, მაგალითად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, არსებობს თუ არა ეჭვი მასზედ, რომ პირი წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას ან ეცდება მიიმალოს, დააზიანებს ან გაანადგურებს მტკიცებულებას (იხ.Raninen v. Finland, 16 დეკემბერი 1997, § 56, Reports 1997‑VIII). სასამართლო იმეორებს, კერძდ, რომ სახელმწიფო აგენტების მიერ ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება პირის მიმართ, რომელიც არ არის უკიდურესად აუცილებელი მისივე ქცევის გამო, აკნინებს ადამიანის ღირსებას და პრინციპში, წარმოადგენს მე-3 მუხლით დაცული უფლების დარღვევას (იხ.Rachwalski and Ferenc v. Poland, no. 47709/99, § 59, 28 ივლისი 2009). ამგვარი მკაცრი პროპორციულობის ტესტი გამოყენებულ იქნა სასამართლოს მიერ ვითარებებში, სადაც ინდივიდები უკვე იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების ხელთ (იხ. სხვათა შორის Klaas v. Germany, 22 September 1993, § 30, Series A no. 269; Rehbock, ციტირებული ზემოთ, §§ 68-78; დაMilan v. France, no. 7549/03, §§ 52-65, 24 იანვარი 2008). მოცემული საქმის ფაქტებს რაც შეეხება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოპერაცია ემსახურებოდა კანონიერ მიზანს - პირის დაკავებას, ჩხრეკასა და ნივთების კონფისკაციას, ისევე როგორც საჯარო ინტერესის მომცველ საგანს- სისხლის სამართლის დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სამართლიანი ბალანსი დაცულია ზოგად ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნას შორის. იგი აღნიშნავს, რომ მართალია ოთხი მომჩივანი ფიზიკურად არ დაზარალებულა გასაჩივრებული პოლიციის ოპერაციის დროს, მაგრამ ეს უკანასკნელი აუცილებლად მოიცავდა გარკვეული დოზით ფიზიკურ ძალას. სახლის წინა კარგი ძალით შეაღო სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა, ბ-ნი გუცანოვი იმობილიზირებული იყო შენიღბული ოფიცრების მიერ, და ქვედა სართულზეც ძალით იქნა ჩამოყვანილი და დაედო ხელბორკილები. სასამართლომ, შესაბამისად, უნდა დაადგინოს თუ რამდენად იყო მოცემული ფიზიკური ძალის გამოყენება პროპორციული და აბსოლუტურად აუცილებელი მოცემულ საქმეში. იმ დღეს მომჩივნების სახლში განხორციელებული პოლიციის ოპერაციის მიზანი იყო ბ-ნი გუცანოვის დაკავება, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, და სახლის ჩხრეკის ჩატარება, რათა მოძიებულიყო ფიზიკური და დოკუმენტური მტკიცებულებანი ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისათვის. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობდა ხუთი თვის განმავლობაში, რომ არსებობდა რამდენიმე ეჭვმიტანილი და რომ ხელისუფლების ორგანოები ვარაუდობდნენ თანამონაწილეთა არსებობას (იხ. [პარაგრაფი] 9 .. ზემოთ). საქმე აშკარად არ ეხებოდა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფს. პირადად ბ-ნ გუცანოვს რაც შეეხება, სასამართლო შენიშნავს, რომ იგი არის კარგად ცნობილი პოლიტიკური პირი ვარნაში: იმ დროისათვის იგი იყო ქალაქის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე. ამასთანავე, საქმის მასალები არ ადასტურებენ, რომ მას ჰქონდა ჩადენილი ძალადობა ან რომ საფრთხეს წარმოადგენდა მის სახლში ოპერაციის განმახორციელებელი პოლიციელებისათვის. ამასთანავე, ბ-ნი გუცანოვი იყო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამუნიციის კანონიერი მფლობელი, რომელსაც იგი შინ ინახავდა. მოცემული ფაქტი ცნობილი იყო პოლიციისათვის და სპეციალურად იქნა ხაზგასმული ოპერაციის დაწყებამდე პოლიციის ჯგუფისათვის ჩატარებულ ბრიფინგზე (იხ. პარაგრაფი 23 ზემოთ). აღნიშნული გარემოება, უდავოდ გათვალისწინებულ იქნა პოლიციელების მიერ მომჩივნების სახლში ჩატარებული ოპერაციის დროს. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ იარაღის არსებობა მომჩივნის სახლში არ გახლავთ თავისთავად საკმარისი სპეციალური ოპერაციის ჯგუფის გაგზავნისა თუ იმ მოცულობით ძალის გამოყენებისათვის, რაც განხორციელდა წინამდებარე საქმეში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბ-ნი გუცანოვის ცოლისა და არასრულწლოვანი ბავშვების შინ ყოფნა გათვალისწინებული არ ყოფილა პოლიციის ოპერაციის დადგემისა თუ განხორციელების არცერთ ეტაპზე. მოცემული ფაქტი არც წინასაოპერაციო შეხვედრაზე გაჟღერებულა (იხ. პარაგრაფი 23 ზემოთ) და პოლიციის ოფიცრებმა, როგორც ჩანს, არანაირი ყურადღება არ გაამახვილეს დარაჯის გაფრთხილებაზე მასზედ, რომ სახლში პატარა ბავშვები იყვნენ (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ). სასამართლო, რა თქმა უნდა, ვერ მოთხოვს სამართალდამცავ ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები არ დააკავოს საკუთარ სახლში როდესაც იქ მათი მეუღლეები თუ შვილები იმყოფებიან. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ დაკავების ადგილზე ოჯახის წევრების შესაძლო ყოფნა გათვალისწინებულ უნდა იქნას ამ ტიპის პოლიციის ოპერაციის დაგეგმვისა თუ განხორციელების დროს. წინამდებარე საქმეში ასე არ მომხდარა და სამართალდამცავებს არ განუხილავთ მომჩივნების სახლში ოპერაციის განხორციელების ალტერნატიული საშუალებანი, მაგალითად, ოპერაციის ერთი საათით გვიან განხორციელება ან თუნდაც სხვა ტიპის ოფიცრების გამოყენება. ქ-ნი გუცანოვასა და მისი ქალიშვილების კანონიერი ინტერესების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ეს უკანასკნელი არ იყო იმ სისხლისსამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, რომელიც ვრცელდებოდა მის მეუღლეზე, ხოლო მისი ორი ქალიშვილი კი ფსიქოლოგიურად მოწყვლადნი იყვნენ ასაკის სიმცირის გამო (ხუთი წლის და შვიდი წლის). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი სასამართლო განხილვის არარსებობამ ჩხრეკის აუცილებლობასა და კანონიერებაზე, გამოიწვია ოპერაციის მთლიანობაში დაგეგმვისას მხოლოდ პოლიციისა და სისხლის სამართლის საგამოძიებო ორგანოების ინტერესების გათვალისწინება და ქ-ნი გუცანოვასა და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა. სასამართლოს აზრით, ამგვარი წინარე სასამართლო განხივლა, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, გამოიწვევდა მათი კანონიერი ინტრესების შეფასებას, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების საჯარო-ინტერესის საპორწონედ. რაც შეეხება პოლიციის ოპერაციის ფსიქოლოგიურ შედეგებს მომჩივნებზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის ოპერაციები, რომლებიც მოიცავს შინ შეჭრასა და ეჭვმიტანილების დაკავებას, სამიზნე პირებში უდავოდ ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. თუმცა, მოცემულ საქმეში არსებობს კონკრეტული და უდავო მტკიცებულება, რომ ქ-ნი გუცანოვა და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილები ძალიან მძიმედ დაზარალდნენ მოვლენებით. ქ-ნმა გუცანოვამ ფსიქიატრს ორჯერ მიაკითხა უძილობისა და მწვავე შიშების გამო, რის გამოც მას ექიმმა დამამშვიდებლები დაუნიშნა (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ). ორი გოგონაც შეამოწმა ფსიქიატრმა, რომელმაც შენიშნა, რომ მოვლენათა გახსენებისას, ისინი იწყებდნენ ტირილს და გამოხატავდნენ მწველ შიშს (იხ. პარაგრაფი 30 ზემოთ). ქ-ნმა გუცანოვამ მიუთითა, რომ უმცროსმა გოგონამ ბ.-მ ისევ დაიწყო ენის ბორძიკი (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). ხოლო რაც შეეხება ს.-ს, წყვილის უფროს გოგონას, მისი დეიდისა და სკოლის მასწავლებლების განცხადებების მიხედვით, იგი დიდი გავლენის ქვეშ იყო შინ განხორციელებული პოლიციის ოპერაციისა და მამის დაკავების გამო (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ). სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ პოლიცის ოპერაცია განხორციელდა დილას ადრე, ნიღბიანი სპეც.ოფიცრების მიერ, რომლებიც დაინახეს ქ-ნმა გუცანოვამ და მისმა ორმა ქალიშვილმა, კიდევ უფრო ამძიმებდა სამი მომჩივნის მიერ განცდილ შიშსა და შფოთვას იმდენად, რომ ის მოპყრობა, რომელსაც ეს უკანასკნელნი დაექვემდებარნენ აჭარბებს იმ ზღვარს, რომელიც დადგენილია კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედებაში მოსაყვანად. სასამართლო, შესაბამისად მიიჩნევს, რომ ხსენებული სამი მომჩივანი დაექვემდებარა დამამცირებელ მოპყრობას. რაც შეეხება პოლიციის ოპერაციით გამოწვეულ ნეგატიურ ფსიქოლოგიურ შედეგებს ბ-ნ გუცანოვზე, სასამართლომ აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ ბ-ნ გუცანოვს სამედიცინო დასკვნები ამ მხრივ არ წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, მან მიუთითა, რომ ის დამცირება და შიში, რომელიც მან განიცადა ხსენებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მის დაკავებას მისივე ოჯახის წევრების თვალწინ, საკმარისად ინტენსიური იყო იმისათვის, რომ მოქმედებაში მოეყვანა მე-3 მუხლი (იხ. პარაგრაფი 107 ზემოთ). სასამართლო იმეორებს მის დასკვნას მასზედ, რომ განხილული პოლიციის ოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინების გარეშე, მათ შორის იმ დანაშაულის ბუნება, რომლის ჩადენაშიც არის ბ-ნი გუცანოვი ეჭვმიტანილი, ის ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა ძალადობრივი წარსული და მისი ცოლისა და ქალიშვილების ყოფნა ოჯახის სახლში. ყოველი მოცემული ელემენტი ნათლად მიუთითებს მომჩივნის დასაკავებლად და პოლიციის მის სახლში შესასვლელად განხორციელებული სპეციალური ოფიცრების გამოყენებისა და სპეციალური პროცედურების გადაჭარბებულ ბუნებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოთხსენებული გარემოების გათვალისწინებით, იმ ფორმას როგორც მოხდა ბ-ნი გუცანოვის დაკავება - დილას ძალიან ადრე, რამდენიმე შეიარაღებული და შენიღბული პოლიციელის მიერ, რომლებმაც სახლის კარი ძალით გააღეს და ქ-ნი გუცანოვისა და მათი ორი პატარა ქალიშვილის შეშინებული მზერის პირისპირ - შესაძლოა გამოეწვია შიშის, აღელვებისა და უძლურების ძლიერი გრძნობა პირველ მომჩივანში, რასაც შეეძლო დაემცირებინა და დაემდაბლებინა იგი საკუთარი და მისი ახლო ნათესავების თვალში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გრძნობების ინტენსივობა სცდება სისასტიკის იმ ზღვარს, რომელიც აუცილებელია მე-3 მუხლის გამოსაყენებლად. შესაბამისად, ბ-ნი გუცანოვიც დაექვემდებარა დამამცირებელ მოპყრობას. დასკვნის სახით, ითვალისწინებს რა საქმის ყველა გარემოებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის ოპერაცია მომჩივნების სახლში არ იყო ისე დაგეგმილი და განხორციელებული, რომ უზრუნველეყო ყველა გამოყენებული საშუალების მკაცრი აუცილებლობა საბოლოო დასახული მიზნის მისაღწევად - დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დასაკავებლად და გამოძიებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად. ოთხი მომჩივანი დაექვემდებარა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელმაც მათში აღძრა შიშის, შფოთვისა და უძლურების ძლიერი გრძნობა, რაც, მისი ნეგატიური შედეგების გამო, უტოლდება დამამცირებელ მოპყრობას მე-3 მუხლის მნიშვნელობით. შესაბამისად, მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის ხსენებული დებულების დარღვევას.
...
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო აერთიანებს მთავრობის პრეტენზიებს საქმის არსებითი მხარის განხილვასთან კონვენციის მე-3 მუხლით წარმოდგენილი საჩივრის მსხვერპლის სტატუსთან მიმართებაში;
აცხადებს, ერთხმად, მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივარს დასაშვებად ...;
ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ოთხივე მომჩივანთან მიმართებაში;
...
შესრულებულია ფრანგულ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2013 წლის 15 ოქტომბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 and 3 მუხლის შესაბამისად.
ფრანსუაზ ელენ-პასოსინეტა ზიმელე
სასამართლოს გამწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ვოიჩეკის ცალკეული მოსაზრება.
ი.ზ.
ფ.ე.პ.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy