© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეორე სექცია
საქმე გიუვეჩი თურქეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N. 70337/01)
გადაწყვეტილება
(ამონარიდები)
სტრასბურგი
20 იანვარი 2009
საბოლოო
20/04/2009
წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე გიუვეჩი თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეორე სექცია) პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, თავმჯდომარე
ირინეუ კაბრალ ბარეტო,
ვლადიმირო ზაგრებელსკი,
დანუტე იოჩიენე,
დრაგოლიუბ პოპოვიჩ,
ნონა წოწორია,
იშილ კარაკაშ, მოსამართლეები,
და სალი დოლე, სასამართლო გამწესრიგებელი,
2008 წლის 16 დეკემბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 70337/01) თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2001 წლის 9 აპრილს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის მიხედვით თურქეთის მოქალაქე ბატონმა ოკტაი გიუვეჩმა ("მომჩივანი") სასამართლოში შეიტანა.
2.მომჩივანს, რომელსაც გაეწია იურიდიული დახმარება, წარმოადგენდა ქ-ნი მიუკრიმე ავიჩი და ქ-ნი დერია ბაირ, ადვოკატები, რომელიც პრაქტიკას ისტანბულში ეწევიან. თურქეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ მისი წარმომადგენლის მიერ.
3.მომჩივანი დავობდა, რომ პატიმრობისას მისი განთავსება ციხეში ზრდასრულებთან ერთად და მისი სასამართლო პროცესის წარმართვა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში, ნაცვლად არასრულწლოვანთა სასამართლოსი, არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებით ის ასევე ჩიოდა, რომ იგი არ იქნა გათავისუფლებული საქმის განხილვის განმავლობაში და რომ მის მიმართ მოპყრობა არ იყო სამართლიანი.
4.2005 წლის 2 ივნისს სასამართლომ გადაწყვიტა შეეტყობინებინა საჩივრის შესახებ მთავრობისათვის. კონვენციის 29 § 3 მუხლის საფუძველზე მან გადაწყვიტა საქმის არსებითი მხარე მის მისაღებობასთან ერთად განეხილა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
5.მომჩივანი დაიბადა 1980 წლის 30 აპრილს და ცხოვრობს ბელგიაში.
6.1995 წლის 29 სექტემბერს ვინმე ბ-ნი იოზკან ატიკი დაკავებული გახლდათ PKK წევრობის ეჭვის საფუძველზე. მომდევნო დღეს მომჩივანიც დააკავეს ისტანბულში სავარაუდოდ ბ-ნი ატიკის მიერ პოლიციისათვის მიცემული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანი გახლდათ PKK წევრი. დაკავების შემდეგ მომჩივანი განათავსეს საპოლიციო პატიმრობაში.
7.მომჩივანი დაიკითხა პოლიციის ოფიცრების მიერ 1995 წლის 5 ოქტომბერს. პოლიციის მიერ მომზადებულ და მის მიერ ხელმოწერილ წერილობით ჩვენებაში, მომჩივანი ციტირებულ იქნა - თითქოს აღნიშნავდა რომ იგი გახლდათ PKK წევრი და რომ იგი შეხვედრილი გახლდათ სხვა რამდენიმე წევრთან, მათ შორის იოზკან ატიკთან. ერთ დღეს იოზკან ატიკმა უთხრა მომჩივანს დახმარებოდა მას ცეცხლი წაეკიდებინათ ბ-ნი კოჩაკის ავტომობილისათვის. ასეც მოიქცნენ, რაშიც მათ დახმარება კიდევ ორმა სხვა პირმა გაუწია. მომჩივანმა ასევე დასძინა, რომ არა დაკავება, იგი მიიღებდა შემდგომ მონაწილეობას PKK საქმიანობებში.
8.1995 წლის 7 ოქტომბერს ბ-ნმა კოჩაკმა მოახდინა ბ-ნი ატიკისა და კიდევ ერთი პირის იდენტიფიცირება იმ პირებად, რომლებიც მას ფულს სთხოვდნენ PKK-სათვის. მან არ იცოდა, რომ ეს იგივე ორი პირი იყო, რომლებმაც შემდეგ მისი მანქანა და მაღაზია მისცეს ცეცხლს.
9.1995 წლის 9 ოქტომბერს პოლიციის ოფიცრებმა მომჩივანი და სამი სხვა პირი, მათ შორის ბ-ნი ატიკი, წაიყვანეს იმ ქუჩაზე, სადაც მოხდა ბ-ნი კოჩაკის ავტომობილის დაწვა.
10.1995 წლის 12 ოქტომბერს მომჩივანი და 21 სხვა პირი, რომლებიც დაკავებულნი იქნენ პოლიციის მიერ იგივე ოპერაციის ფარგლებში, წაიყვანეს ისტანბულის სასამართლო ექსპერტიზის სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც ისინი ექიმმა შეამოწმა. იმავე დღეს შედგენილი სამედიცინო ანგარიშის მიხედვით, მომჩივანის სხეულზე არ აღინიშნებოდა არასათანადო მოპყრობის არანაირი კვალი.
11.იმავე დღეს მომჩივანი წარადგინეს ისტანბულის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში სადაც იგი დაკითხულ იქნა პროკურორის და შემდეგ კი მოსამართლის მიერ. ამ უკანასკნელმა შეუფარდა მას ციხეში პატიმრობა მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების დაწყებამდე. პროურორის მიერ შედგენილ ჩვენებაში მომჩივანი ციტირებული იყო - თითქოს ამბობდა რომ იგი სიმპათიებით იყო განწყობილი, მაგრამ არ გახლდათ PKK წევრი. მოსამართლის მიერ შედგენილ ჩვენებაში, თუმცა, მომჩივანი ციტირებული იყო თითქოს ამბობდა, რომ მან ავტომობილს ცეცხლი მარტომ წაუკიდა.
12.პოლიციისა და შემდგომ პროკურორისა და მოსამართლის მიერ დაკითხვის დროს მომჩივანი არ იყო წარმოდგენილი ადვოკატის მიერ.
13.1995 წლის 27 ნოემბერს პროკურორმა ისტანბულის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში წარმოადგინა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მომჩივანსა და კიდევ თხუთმეტ სხვა პირს ბრალად წაუყენეს ეროვნული ტერიტორიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ მიმართული საქმიანობის განხორციელება. იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელად სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული (იხ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა, ქვემოთ).
14.მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 1995 წლის 18 დეკემბერს ისტნბულის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში (შემდგომში "განმხილველი სასამართლო"). მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგიიდან ერთ-ერთი არმიის ოფიცერი გახლდათ.
15.პირველ მოსმენაზე, რომელიც ჩატარდა 1996 წლის 27 თებერვალს, მომჩივანი არ გახლდათ წარმოდგენილი ადვოკატის მიერ.
16.მეორე მოსმენის დროს, რომელიც ჩატარდა 1996 წლის 1 მარტს, მომჩივანი ისევ არ გახლდათ წარმოდგენილი ადვოკატის მიერ, მაგრამ დაიკითხა განმხილველ სასამართლოზე. მომჩივანმა უთხრა განმხილველ სასამართლოს, რომ მისი ბავშვობის მეგობარ ოზკან ატიკმა ერთ დღეს უთხრა მას, რომ იგი გაზეთებს ყიდდა და რომ მისი კლიენტი უარს აცხადებდა ფულის გადახდაზე. ბ-ნმა ატიკმა შემდეგ შესთავაზა "ესწავლებინთ ჭკუა მოცემული კლიენტისათვის". ერთ ღამეს, მომჩივანი და ბ-ნი ატიკი მივიდნენ დიდ შენობასთან. ბ-ნმა ატიკმა შენობის ირგვლივ მიმოასხა ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა. თავად მომჩივანს არ წაუკიდებია ცეცხლი არანაირი ავტომობილისათვის და არ იცნობდა მენდერეს კოჩაკს.
17.განმხილველ სასამართლოზე მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ საპოლიციო პატიმრობის დროს მას ელექტრო შოკი დაარტყეს, დაასხეს წყალი დიდი ჭავლით და ცემეს ხელკეტით; მისი ფეხის გულებიც ნაცემი იყო. სწორედ ამის შემდეგ მოაწერა მან ხელი ჩვენებებს, სადაც აღიარა დანაშაულები, რომელიც მას შემდეგ ბრალად წაუყენეს. რაც შეეხება იმ ჩვენებებს, რომელიც მას ჩამოართვეს პროკურორმა და მოსამართლემ 1995 წლის 12 ოქტომბერს, მომჩივნი აღნიშნავდა, რომ პროკურორმა და მოსამართლემ მას მხოლოდ დაბადების თარიღი ჰკითხეს; მას მათ წინაშე არანაირი ჩვენება არ მიუცია. მომჩივანი ასევე უარყოფდა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ იგი წაიყვანა იმ ადგილას, სადაც მან ვითომ ცეცხლი წაუკიდა მანქანას (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). მომჩივანის თხოვა გათავისუფლების შესახებ უარყოფილ იქნა განმხილველი სასამართლოს მიერ იმავე დღეს.
18.1996 წლის 18 აპრილს ჩატარებული მესამე მოსმენის დროს ადვოკატმა, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანის თანა-ბრალდებულებს, შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ იგი წარმოადგენდა მომჩივანსაც. იმავე მოსმენის დროს მენდერეს კოჩაკმა მისცა ჩვენება თვითმხილველის რანგში და აღნიშნა, რომ ოზკან ატიკს მისთვის არასდროს მოუთხოვია ფულის მიცემა PKK-სათვის. მის საკუთრებაში არსებული მანქანას მართლაც წაუკიდეს ცეცხლი, მაგრამ არ მიიჩნევდა, რომ ეს ოზკან ატიკის გაკეთებული გახლდათ.
19.მომჩივანი ციხეში დაექვემდებარა შეზღუდული მონახულების რეჟიმს და არ ჰქონდა ღია ვიზიტის საშუალება ოჯახთან.
20.მომჩივანი არ დასწრებია შემდგომი ექვსი მოსმენიდან ოთხს, რომელიც ორი თვის ინტერვალებით ჩატარდა. მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული გათავისუფლების შესახებ თხოვნები სრულად იქნა უარყოფილი განმხილველი სასამართლოს მიერ. ადვოკატი დავობდა, რომ არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული მტკიცებულებების გარდა, არ არსებობდა სხვა მტკიცებულებანი მომჩივანის წინააღმდეგ.
21.მე-10 მოსმენის დროს, რომელიც ჩატარდა 1997 წლის 29 მაისს და რომელსაც არ ესწრებოდა მომჩივანი, მაგრამ სადაც წარმოდგენილი იყო მისი ადვოკატი, პროკურორმა სთხოვა განმხილველ სასამართლოს მომჩივანი გაესამართლებინათ უკანონო დაჯგუფების წევრობისა და ქონების დაზიანებისათვის, ნაცვლად იმ დანაშაულისა, რომლისათვისაც იგი ბრალდებული გახლდათ საბრალდებო დასკვნაში (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ). განმხილველმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა გათავისუფლებაზე.
22.მომჩივანის ადვოკატი არ დასწრებია მე-11 მოსმენას, რომელიც 1997 წლის 17 ივლისს ჩატარდა. მე-12 მოსმენის დროს, 1997 წლის 26 აგვისტოს ადვოკატი დავობდა, რომ 1996 წლის 18 აპრილს განმხილველი სასამართლოს წინაშე მიცემული ბ-ნი კოჩაკის ჩვენების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ), არ არსებობდა მტკიცებულებანი, რომელიც დაადსტურებდა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა ის დანაშაულები, რაშიც ედებოდა ბრალი.
23.მომჩივნის ადვოკატი არ დასწრებია მე-13 მოსმენას, რომელიც ჩატარდა 1997 წლის 2 ოქტომბერს რადგანაც მას სხვა საქმე ჰქონდა შრომითი სასამართლოს წინაშე. მომჩივანმა თავად წარმოადგინა დაცვითი არგუმენტები და გაიმეორა მისი ბრალდება პოლიციაში დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ. მან მოითხოვა გათავისუფლება, რომელიც არ დააკმაყოფილა განმხილველმა სასამართლომ.
24.1997 წლის 17 ოქტომბერს განმხილველმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო უკანონო დაჯგუფების წევრობისათვის და ავტომობილისათვის ცეცხლის წაკიდებაში, რის საფუძველზეც შეუფარდა მას ცხრა წლით, რვა თვითა და ათი დღით პატიმრობა. განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანის მიერ საპოლიციო პატიმრობისას მიცემული ჩვენები და მისი თანა-ბრალდებულის ჩვენებები ადასტურებდა, რომ იგი გახლდათ უკანონო დაჯგუფების წევრი და რომ მან ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს.
25.მომჩივანმა გაასაჩივრა სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილება. 1998 წლის 12 მარტს საკასაციო სასამართლომ გააუქმა მომჩივანის მსჯავრდება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა განმხილველ სასამართლოს.
26.1998 წლის 11 სექტემბერს განმხილველმა სასამართლომ ჩაატარა მოსამზადებელი მოსმენა საქმის ხელახლა განსახილველად. სამი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგიაში ერთი სამხედრო ოფიცერი გახლდათ.
27.1998 წლის 27 ოქტომბრიდან 1999 წლის 30 დეკემბრამდე ჩატარდა რვა მოსმენა. მომჩივანის ადვოკატი დაესწრო მხოლოდ ერთ მოსმენას, 1999 წლის 18 მარტს, ხოლო თავად მომჩივანი კი ორ მოსმენას. მე-5 მოსმენის დროს, 1999 წლის 15 ივლისს, სამხედრო მოსამართლე ჩანაცვლდა სამოქალაქო მოსამართლით იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ამასობაში შევიდა ძალაში (იხ. შემდგომ, Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, §§ 2-54, ECHR 2005‑IV ).
28.1999 წლის 18 ნოემბერს პოლიციის უფროსმა შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ, მიუხედავად ბრალდებებისა, მენდერეს კოჩაკის მანქანა არ დამწვარა.
29.მე-9 მოსმენა ჩატარდა 2000 წლის 21 მარტს. მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ, მისი ადვოკატი კი არა. სასამართლო სხდომაზე მენდერეს კოჩაკმა მისცა ჩვენება და აღნიშნა, რომ მისი მანქანა არ დამწვარა. რომ არავის უთხოვია მისთვის PKK_სათვის ფულის მიცემა. როდესაც მოსამართლემ მას სთხოვა აეხსნა თუ რატომ იყო შეუსაბამო მისი ახლანდელი ჩვენება 1995 წლის 7 ოქტომბერს მიცემული ჩვენებისაგან (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ), ბ-ნმა კოჩაკმა აღნიშნა, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს პოლიციისათვის და რომ იგი ვალდებული შეიქნა მოეწერა ხელი იმისათვის რაც უკვე დაწერილი გახლდათ პოლიციის ოფიცრების მიერ.
30.იმავე მოსმენის დროს მომჩივანმა გაიმეორა, რომ იგი არ იცნობდა ბ-ნ კოჩაკს და რომ არ წაუკიდია ცეცხლი მისი მანქანისათვის. მან აღნიშნა, რომ იგი დააკავეს 15 წლის ასაკში მაშინ როდესაც მის წინააღმდეგ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება და მოითხოვა გათავისუფლება. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა განმხილველი სასამართლოს მიერ.
31.მომჩივანი, თუმცა არა მისი ადვოკატი, დაესწრო მე-10 მოსმენას, რომელიც ჩატარდა 2000 წლის მაისში.
32.2000 წლს 25 ივლისს ჩატარებული მე-11 მოსმენისას, რომელსაც არ ესწრებოდა მომჩივანის ადვოკატი, განმხილველი სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა წერილი, რომელიც შედგენილი გახლდათ მომჩივანის თანამესაკნეების მიერ. წერილი აღნიშნავდა, რომ "მომჩივანს გააჩნია სერიოზული ფსიქიატრიული პრობლემები. მის მკურნალობას თვალყურს ადევნებს ფსიქიატრიული ჰოსპიტალი ისტანბულში. მას არ შეუძლია სხვათა დახმარების გარეშე არსებობა და რომ მისი ჯანმრთელობა უარესდება. შედეგად, მას არ შეუძლია მოსმენებზე დასწრება და იგი უარს აცხადებს დღევანდელ მოსმენაზე დასწრებაზეც. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ამ წერილის გამოგზავნა, რადგან შევიტყვეთ, რომ მისი ადვოკატი არ ესწრება მოსმენებს".
33.2000 წლის 24 ივლისს ციხის ექიმის მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, რომელიც თან ერთვოდა თანამესაკნეების წერილს, მომჩივანი წაყვანილი გახლდათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2000 წლის 2 ივნისს და დაბრუნდა ციხეში 2000 წლის 11 ივლისს.
34.მომჩივანის დედაც ესწრებოდა სასამართლო განხილვას და შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ მომჩივანს აღენიშნებოდა სერიოზული ფსიქიატრიული პრობლემები. მან მოითხოვა მისი ციხიდან გათავისუფლება. იმავე მოსმენის დროს, პროკურორმა განმხილველ სასამართლოს სთხოვა მოეხსნა ცეცხლის წაკიდების ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 516 §7) მაგრამ დამნაშავედ ეცნო უკანონო დაჯგუფების წევრობისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 168).
35.მიუხედავად ამისა, განმხილველმა სასამართლომ დაადგინა მომჩივანის განგრძობადი პატიმრობა ციხეში და გადაამისამართა იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმის დასადგენად თუ რამდენად იყო იგი სისხლისსამართლებრივად შერაცხადი (doli capax) დანაშაულის სავარაუდო ჩადენის დროისათვის.
36.2000 წლის 7 აგვისტოს ციხის ექიმმა წარმოადგინა ანგარიში ციხეში მომჩივანის პრობლემების შესახებ. მოცემული ანგარიშის მიხედვით, მომჩივანს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა 1999 წლის ივნისსში ზედმეტი დოზის მიღების გზით. 1999 წლის აგვისტოში მან ცეცხლი წაიკიდა, რის შედეგადაც მიადგა ფართო და სერიოზული დამწვრობა. მან სამი თვე გაატარა საავადმყოფოში, სადაც მას მკურნალობდნენ. საავადმყოფოში ყოფნის დროს იგი იღებდა წამლებს დეპრესიისთვისაც. ციხეში დაბრუნების შემდეგ დამწვრობების მკურნალობა გაგრძელდა კიდევ ხუთი თვის განმავლობაში. მის სხეულზე აღინიშნებოდა დამწვრობის კვალი.
37.2000 წლის 2 ივნისს მომჩივანის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა გაუარესდა და იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოოში, სადაც მან გაატარა თვენახევარი. მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ და ახლა იგი უარს აცხადებდა საუბარზე.
38.ციხის ექიმმა ანგარიშში დაასკვნა, რომ ციხეში არსებული ვითარება შეუსაბამო გახლდათ მომჩივანის მკურნალობასთან. იგი საჭიროებდა მნიშვნელოვანი დროის გატარებას სპეციალიზებულ საავადმყოფოში.
39.მე-12 მოსმენაზე, 2000 წლის 10 ოქტომბერს, ქ-ნმა მურკიმე ავიჩიმ, მომჩივანის ზემოთხსენებულმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა (იხ. პარაგრაფი 2 ზემოთ) განმხილველ სასამართლოს წარუდგინა მინდობილობა და შეატყობინა, რომ იგი გადაიბარებდა მომჩივანის წამომადგენლობას. განმხილველი სასამართლოსათვის იმავე დღეს წარდგენილ წერილობით სარჩელში ქ-ნი ავიჩი აღნიშნავდა, რომ დაკავების დროისათვის მომჩივანი მხოლოდ 15 წლისა გახლდათ. თურქეთი გახლდათ გაეროს ბავშვთა კონვენციის ხელშემკვრელი. კონვენციის 40 § 3 მუხლი იძლეოდა რეკომენდაციას, რომ წევრ სახელმწიფოებს დაედგინათ პროცედურა და ინსტიტუტები სპეციალურად იმ ბავშვთათვის, რომლებსაც ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. მართლაც, თურქეთში არსებობდა არასრულწლოვანთა სასამართლოები. თუმცა, იმის გამო, რომ მომჩივანს ბრალი ედებოდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს იურისდიქციაში მყოფი დანაშაულის ჩადენაში, ეროვნული კანონმდებლობა კრძალავდა მის გასამართლებას არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ. მომჩივანი არასრულწლოვანთა სასამართლოს წინაშე რომ წარმსდგარიყო, იგი არ დაექვემდებარებოდა საპოლიციო პატიმრობას 12 დღის განმავლობაში, მას დაენიშნებოდა ადვოკატი და მისი საქმე მოკლე ვადებში გადაწყდებოდა.
40.ადვოკატმა დასძინა, რომ არასათანადო მოპყრობა, რომელსაც დაექვემდებარა მომჩივანი საპოლიციო პატიმრობისას, ციხეში ხანგრძლივ პატიმრობასთან ერთად, ზედმეტად რთული გადასატანი გახლდათ ბავშვისათვის. იგი ჯერ ისევ იტანჯებოდა სერიოზული ფსიქიატრიული პრობლემებით და ვერ ახერხებდა მოსმენებზე დასწრებას. ადვოკატმა მოითხოვა მომჩივანის გათავისუფლება სამედიცინო მკურნალობის მისაღებად.
41.ადვოკატმა ასევე შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ მომჩივნი საავადმყოფოში არ იყო გადაყვანილი მიუხედავად სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის ორდერისა (იხ. პარაგრაფი 35 ზემოთ) იმავე დღეს სასამართლომ ბრძანა მომჩივანის გირაოთი გათავისუფლება ციხიდან.
42.მომჩივანი დაესწრო 2001 წლის 13 მარტს ჩატრებულ მე-14 მოსმენას და შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მივიდა საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად, საავადმყოფომ უარი განაცხადა მას შემოწმებაზე ოფიციალური მიმართვის წერილის უქონლობის გამო. განმხილველმა სასამართლომ გამოსცა ახალი მიმართვის ორდერი.
43.მომჩივანმა გაიარა შემოწმება ფსიქიტრიულ საავადმყოფოში 2001 წლის 25 აპრილს. მოცემული შემოწმების ანგარიშის მიხედვით, ზემოთხენებულ ორ შემთხვევასთან ერთად (იხ. პარაგრაფი 36), მომჩივანმა კიდევ განახორციელა თვითმკვლელობის მცდელობა ვენების გადაჭრის გზით 1998 წლის სექტემბერში. დამწვრობის სასტიკი კვალი ჯერ ისევ შესამჩნევი გახლდათ მის ხელებსა და სხეულზე. მისი ფსოქოლოგიური საჩივრები დაიწყო ციხეში მისი დაპატიმრებიდან და გაუარესდა იქ გატარებული დროის განმავლობაში. 2000 წლის 2 ივნისიდან 11 ივლისამდე მას უმკურნლეს საავადმყოფოში "სერიოზული დეპრესიისაგან". ამჯერად მისი ფსიქოლოგიური პრობლემები რემისიის სტადიაზე გახლდათ. ანგარიში ასკვნიდა, რომ მომჩივანს დანაშაულის ჩადენის დროს არ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და რომ მისი ამჟამინდელი გონებრივი მდგომარეობა გავლენას არ ახდენდა მის სისხლისსამართლებრივ შერაცხადობაზე.
44.2001 წლის 22 მაისს გამართულ მე-16 მოსმენაზე, განმხილველმა სასამართლომ გაამართლა მომჩივანი ცეცხლის წაკიდების ბრალდებაზე და დამნაშავედ სცნო უკანონო დაჯგუფების წევრობაში. სასჯელის სახით მას დაეკისრა პატიმრობა რვა წლითა და ოთხი თვის ვადით. განმხილველმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანის მიერ მიცემული ჩვენებები საპოლიციო პატიმრობის განმავლობაში, და შემდეგ ჩვენებები მიცემული პროკურორისა და მოსამართლისათვის საპოლიციო პატიმრობის ბოლოს წარმოდგენდა გადამწყვეტ ფაქტორს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ იგი გახლდათ უკანონო დაჯგუფების წევრი. მოცემულ ჩვენებებში მომჩივანი აღწერდა "სხვადასხვა საქმიანობებს" რომელშიც იგი ჩართული გახლათ. განმხილველმა სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ მომჩივანი ჩართული გახლდათ უკანონო ბროშურების ბეჭდვასა და გავრცელებაში.
45.მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება. 2002 წლის 13 მარტს პროკურორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი სარჩელი და მოითხოვა მომჩივანის მსჯავრდების უცვლელად დატოვება. აღნიშნული სარჩელი არ გაგზავნილა მომჩივანისა და მისი ადვოკატისათვის.
46.დეტალურ სააპელაციო სარჩელში მომჩივანის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა პროკრატურა მისი კლიენტის უკანონო დაჯგუფების წევრობაში ბრალდებისას გახლდათ ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებული ბრალდება. განმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და რომ ავტომობილის მესაკუთრეს მსგავსი საჩივარი არ წარმოუდგენია. თურქეთის საკნონმდებლო სისტემა არ ითვალისწინებდა ისეთ ბუნდოვან ცნებებს როგორიცაა "სხვადასხვა საქმიანობანი" (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ). ნებისმიერი საქმიანობის დადასტურება უნდა ეფუძნებოდეს ნათელ და ადექვატურ მტკიცებულებებს. ამასთანავე, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ამბობდა მასზედ, თუ რატომ და როგორ დაასკვნა, რომ მომჩივანი ჩართული გახლდათ უკანონო ორგანიზაციის ბროშურების ბეჭდვასა და გავრცელებაში. ადვოკატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი არგუმენტები მომჩივანის ასაკთან დაკავშირებით და გააკეთა მითითება გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაზე (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ).
47.2002 წლის 20 მაისს საკასაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა მომჩივანის მსჯავრდება.
48.მომჩივანის ადვოკატის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, 2002 წელს მომჩივანმა დატოვა თურქეთი და წავიდა ბელგიაში, სადაც მას მოგვიანებით მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
...
53.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 138-ე მუხლი აღნიშნავდა, რომ დაკავების მომენტიდან, 18 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაეწიოთ დახმარება ოფიციალურად დანიშნული იურიდიული წარმომადგენლის მიერ მოცემულის მოთხოვნის გარეშე. ზემოთხსენებული ნო. 3842 კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, 138-ე მუხლი არ გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი დანაშაულების ჩადენაში.
54.არასრულწლოვანთა სასამართლოების შექმნის, ვალდებულებებისა და პროცედურების შესახებ კანონის (ნო. 2253 კანონი, 1979 წლის 21 ნოემბერი, გაუქმებული და ჩანაცვლებული 2005 წლის 15 ივლისის ნო. 5395 ბავშვთა დაცვის შესახებ კანონით) 6 § 1 მუხლის მიხედვით, მხოლოდ არასრულწლოვნთა სასამართლოებს ჰქონდათ უფლება გაესამართლებინათ 15 წლამდე ასაკის ბავშვები. მოცემული მუხლის ბოლო პარაგრაფის მიხედვით, 15 წლამდე ბავშვები, რომელთაც ბრალი ედებათ სახელმწიფო უშიშროების სასამართლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი დანაშაულების ჩადენაში გასამართლდებოდნენ მოცემული, და არა არასრულწლოვანთა სასამართლოების მიერ.
55.ნო. 2253 კანონის 37-ე მუხლი ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი პატიმრობისას არასრულწლოვნები შესაძლოა განთავსდნენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ციხეებში. იქ, სადაც არ არსებობდა მსგავსი ციხეები, არასრულწლოვნები უნდა იყვნენ ნორმალური ციხის, სრულწლოვნ პატიმართაგან განცალკევებულ ადგილას. მოცემული კანონის მიზნებსათვის, ტერმინი "არასრულწლოვნი" გულისხმობს პირს, რომელსაც არ შესრულებია 15 წელი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის.
56.ციხის ადმინისტრირებისა და სასჯელის აღსრულების შესახებ დებულებების 107 (ბ) მუხლი (დათარიღებული 1967 წლის 5 ივლისით) აღნიშნავდა, რომ 18 წლამდე ასაკის პატიმრები ცალკე უნდა იყვნენ განთავსებული სხვა პატიმრებისაგან. იმავე დებულებების 106-ე მუხლის მიხედვით, პატიმრებს ჰქონდათ საშუალება "შეეტყობინებინათ ციხის უფროსებისათვის, პროკურორებისა და იუსტიციის სამინისტროსათვის მათი საჩივრებისა და თხოვნების შესახებ".
57.ბავშის დაცვის კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წელს და ჩაანაცვლა ზემოთხსენებული კანონი არასრულწლოვანთა სასამართლოების შექმნის, ვალდებულებებისა და პროცედურების შესახებ, 18 წლამდე პირები შესაძლოა გასამართლდნენ მხოლოდ არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ. თუმცა, თუკი ბრალმდებელი ორგანო ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი არასრულწლოვანს, ჩადენილი იქნა სრულწლოვნებთან ერთად, მაშინ არასრულწლოვანი შესაძლოა გასამართლებულ იქნას ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ მოცემულ სრულწლოვნებთან ერთად.
III. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
58.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 (შემდგომში "გაეროს კონვენცია"), მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით სავალდებულო ხასიათს ატარებს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოსათვის.
"გაეროს კონვენციის" 1 მუხლი მიუთითებს შემდეგს:
"წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას."
მე-3 (ი) მუხლი აღნიშნავს, რომ:
"ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას."
37-ე (ა) - (დ) ნაწილების მიხედვით:
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ:
ა) არც ერთი ბავშვი არ იყოს წამების, საერთოდ, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი. არც სიკვდილით დასჯა, არც მუდმივი პატიმრობა, რომელიც არ ითვალისწინებს განთავისუფლების შესაძლებლობას, არ შეიძლება შეეფარდოს 18 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებს;
ბ) არც ერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
გ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ეპყრობოდნენ ჰუმანურად და პიროვნების განუყრელი ღირსების პატივისცემით, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ასაკის პირთა მოთხოვნილებები. კერძოდ, ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი უნდა განცალკევდეს ზრადსრულებისაგან თუ არ მიიჩნევა, რომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესებისათვის ამის გაკეთება არ არის საჭირო; ბავშვს ჰქონდეს უფლება, კავშირი იქონიოს თავის ოჯახთან მიმოწერის ან შეხვედრების ფორმით, განსაკუთრებულ გარემოებათა გამოკლებით;
დ) ყოველ თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს ჰქონდეს უფლება, დაუყონებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება, აგრეთვე უფლება, გააპროტესტოს მისი თავისუფლების აღკვეთის კანონიერება სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე და რომ მათ დაუყონებლივ გამოიტანონ გადაწყვეტილება ნებისმიერი ასეთი პროცესუალური ქმედების თაობაზე."
...
59.გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის დასკვნითი დებულებების შესაბამისი ნაწილი თურქეთის შესახებ (9/07/2001(CRC/C/15/Add.152.) აღნიშნავს შემდეგს:
"65. ... ის ფაქტი, რომ დაპატიმრება არ წარმოადგენს უკანასკნელ ზომას და რომ არსებობს საქმეები, სადაც ბავშვები არიან ინკომუნიკადოდ დაპატიმრებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში სერიოზული წუხილის საკითხს წარმოადგენს. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მცირეა არასრულწლოვანთა სასამართლოების რაოდენობა და რომ არც ერთი მათგანი არ არის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. შეშფოთება გამოითქვა წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადებისა და პატიმრობის ცუდი პირობების შესახებ, ისევე როგორც არასაკმარისი განათლების, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების შეთავაზების გამო პატიმრობის პერიოდის განმავლობაში.
66. კომიტეტი რეკომდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოს განაგრძოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გადახედვა, რათა მოხდეს მათი სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონვენციასთან. განსაკუთრებით 37-ე, მე-40 და 39-ე მუხლბთნ, ისევე როგორც ამ სფეროში არსებულ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგალითად გაეროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების სტანდარტული მინიმუმ წესები (ბეიჯინგის წესები) და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილების შესახებ (რიადის სახელმძღვანელო პრინციპები). ყოველივე აღნიშნული მიზნად უნდა ისახავდს სისხლის სამართლებრივი პასუხუსმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის გაზრდასა და 18 წლამდე ბავშვთათვის არასრულწლოვანთა სასამართლოების მიერ ფართო დაცვის გარანტირებას ყოველ პროვინციაში. განსაკუთრებით კი, იგი შეახსენებს წევრ სახელმწიფოებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეების საქმეები განხილულ უნდა იქნას დაყოვნების გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული incommunicado პატიმრობა და რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნსა მხოლოდ უკანასკნელ ზომად, რომელიც იქნება რაც შეიძლება ხანმოკლე და არ გაგრძელდება კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტ ხანს. ყოველ შესაძლო შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას წინასწარი პატიმრობის ალტერნატიული ზომები".
60.ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია არასრულწლოვანთა დანაშაულებისადმი სოციალური რეაქციის შესახებ (ნო. რ(87)20,) მიღებული 1987 წლის 17 სექტემბერს მინისტრის მოადგილეთა 410-ე ყრილობაზე, შესაბამისად აღნიშავს:
"წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს ურჩევს განიხილონ, საჭიროების შემთხვევაში საკუთრი კანონმდებლობა და პრაქტიკა შემდეგის გათვალისწინებით: ...
7. გამორიცხონ არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საქმე გვაქვს უფრო დიდი ასაკის მქონე არასრულწლოვნების მიერ ძალიან სერიოზული დანაშაულების ჩადენასთან; მოცემულ საქმეებში, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა და არასრულწლოვანთა ზრდასრულთაგან განცალკევებით ყოფნა; ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება ალტერნატიული ვარიანტების განხილვით კეთილდღეობის დეპარტამენტთან ..."
61.1961 წლის ევროპის სოციალური ქარტიის მე-17 მუხლი არეგულირებს დედათა და ბავშვთა უფლებას სოციალურ და ეკონომიკურ დაცვაზე. ამ კონექსტში სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა აღნიშნა მის XVII-2 დასკვნებში (2005, თურქრთი), რომ ახალგაზრდა დამნაშავეთა წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა იყო დიდი, ხოლო პატიმრობის პირობები კი ცუდი გახლდათ.
62.1997 წლის 5-17 ოქტომბერს თურქეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ("CPT") გამოხატა სერიოზული შეშფოთება "არასრულწლოვანთა (ანუ 11-18 წლის ახალგაზრდების) ზრდასრულთა ციხეებში განთავსების პოლიტიკის გამო" (CPT/Inf(99) 2 EN, გამოცემის თარიღი 1999 წლის 23 თებერვალი).
63.2004 წლის 16-29 მარტს თურქეთში ვიზიტის შესახებ ანგარიშში (CPT/Iნფ (2005) 18) CPT-მ აღნიშნა შემდეგი:
"1997 წელსა და 2001 წლის სექტემბერის ვიზიტების შესახებ ანგარიშებში CPT-მ ნათლად გამოხატა მისი სერიოზული შეშფოთება იმ პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნები ზრდასრულ პირებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი ციხეებში. არასახარბიელო პირობებმა და რეჟიმმა გამოიწვია ზოგადი გარემო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ამ კატეგორიის პატიმრებისათვის. 2004 წლის მარტის ვიზიტის დროს დადგენილი ფაქტები მოცემულ დასკვნებს კიდევ უფრო აძლიერებდნენ. ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს 1997 წლის 3 ნოემბრის სანაქებო ცირკულარს ("არასრულწლოვან დამნაშავეთათვის გამოყოფილი ციხის განყოფილებების ფიზიკური მდგომარეობა უნდა გადაიხედოს და გამოსწორდეს რათა შესაბამისობაში მოვიდეს ბავშვის ფსიქოლოგიასთან და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, უნარების განმავითარებელი თამაშებისა და სპორტული აქტივობების გატარებას"), როგორც ჩანს მცირე პრაქტიკული გავლენა ჰქონდა.
64.UNICEF-ის მიხედვით, 2008 წლისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა ჯერ კიდევ განუვითარებელი გახლდათ თურქეთში. მოსამართლეები სწავლობდნენ ბავშვთა დაკავების ცენტრების, დავის მოგვარების ალტერნატიული გზებისა და კანონთან დაპირისპირებული ბავშვების მიმართ ჯეროვანი პროცედურების განხორციელების შესახებ.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
65.კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა, რომ ისტანბულის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე მისი საქმის განხილვამ, ზრდასრულებთან პატიმრობასთან ერთად, გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა. კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით:
"არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს".
66.მთავრობა არ ეთანხმებოდა მოცემულ არგუმენტს.
ა. მისაღებობა
67.ციხის ადმინისტრირებისა და სასჯელის აღსრულების შესახებ დებულებებზე მითითებით (იხ. პარაგრაფი 56 ზემოთ), მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები რადგან არც მას და არც მის ადვოკატს არ უჩივლიათ დებულებების 106-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის ზრდასრულებთან ერთად პატიმრობის გამო. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ მომჩივანისათვის შესაძლებელი იყო საჩივრების წარდგენა განმხილველი სასამართლოსა თუ საკასაციო სასამართლოს წინაშე.
68.მომჩივნმა უპასუხა, რომ ეროვნული დებულებებისა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების არაბუნდოვანი ფორმულირების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება იგი ცალკე განეთავსებინათ ზრდასრული პატიმრებისაგან. იმის გამო, რომ შესაბამისი ეროვნული კანომდებლობა აშკარად ითვალისწინებდა იმ პოტენციურ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა დამუქრებოდა ბავშვის კეთილდღეობას მის ასაკში. მთავრობის მხრიდან იმის მითითება, რომ მოსამართლეები და ციხის ხელისუფლება იგნორირებას უწევდა საფრთხეებს რომელიც მას ჰქონდა ზრდასრულთა ციხეში, გაუმართლებელია.
69.სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი განმტკიცებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, კონვენციის 35 § 1 მუხლში მითითებული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების მიზანი გახლავთ ხელშემკვრელი სახელმწიფოთათვის საშუალების მიცემა რათა თავიდან აიცილონ ან გამოასწორონ დარღვევები მანამდე, სანამ საქმე სასამართლოს წინაშე წარსდგება. თუმცა, ამოწურვის წესი ვრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, რომელიც ეფექტიანია. მთავრობა, რომელიც დავობს ამოუწურავობის შესახებ, ვალდებულია დაუდასტუროს სასამართლოს, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტიანი გახლდათ და ხელმისაწვდომი იყო როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად მოცემულ დროს (იხ.inter alia, Vernillo v. France, გადაწყვეტილება 20 თებერვალი 1991, Series A no. 198, § 27, და Dalia v. France, გადაწყვეტილება 19 თებერვალი 1998, Reports of Judgments and Decisions 1998-I, § 38).
70.მას შემდეგ რაც მტკიცების ტვირთი დაკმაყოფილებულ იქნება, უკვე მომჩივანის ვალდებულებას წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელზე მითითებასაც მთავრობა აკეთებდა რეალურად ამოწურული იყო ან რომ რაიმე მიზეზით კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გამო იგი არაადექვატური და არაეფექტიანი იყო ან რომ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებანი რომელიც მას ათავისუფლებდა მოცემული ვალდებულების შესრულებისაგან (იხ.Aksoy v. Turkey, გადაწყვეტილება 18 დეკემბერი 1996, Reports 1996-VI, § 52).
71.სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული წესის გამოყენება უნდა ითვალისწინებდეს კოტექსტს. შესაბამისად, იგი აღიარებს, რომ 35 § 1 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნას მოქნილად და ზედმეტი ფორმალობების გარეშე (იხ.Akdıvar and Others v. Turkey გადაწყვეტილება 16 სექტემბერი 1996, Reports1996-IV, § 69).
72.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დააკავეს 1995 წლის 30 სექტემბერს და განათავსეს საპოლიციო პატიმრობაში თორმეტი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც მაშინ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად მას არ ჰქონდა წვდომა ადვოკატსა თუ მისი ოჯახის რომელიმე წევრე (იხ. პარაგრაფი 53 in fine ზემოთ). საპოლიციო პატიმრობის დასასრულს, 1995 წლის 12 ოქტომბერს იგი დაიკითხა პროკურორისა და მოსამართლის მიერ, ისევ ადვოკატის გარეშე. იმავე დღეს, მოსამართლემ მოითხოვა მისი ციხეში პატიმრობა. მოცემულ პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არარეალური გახლდათ მოგვეთხოვა თხუთმეტი წლის პირისაგან, რომელიც ახალი გამოშვებული გახლდათ თორმეტდღიანი ინკომუნიკადო საპოლიციო პატიმრობიდან, მიემართა ციხის ადმინისტრირებისა და სასჯელის აღსრულების შესახებ დებულებებისათვის და მოეთხოვა მისი განთავსება ზრდასრული პატიმრებისაგან განცალკევებით.
73.ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანის ციხეში პატიმრობის დადგენისას, მოსამართლე ფლობდა ინფორმაციას, რომელიც ადასტურებდა მომჩივანის დაბადების თარიღს. შესაბამისად, იკვეთება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ იცოდა მომჩივანის ასაკის - 15 წლის - შესახებ, მან სრულიად უგულვებელყო შესაბამისი პროცედურა გადაწყვიტა რა მომჩივანის დაპატიმრება ზრდასრულთა ციხეში.
74.მომჩივანი ადვოკატის მიერ პირველად იქნა წარმოდგენილი მესამე მოსმენის დროს, რომელიც ჩატარდა 1996 წლის 18 აპრილს, ანუ ციხეში მისი დაპატიმრების ბრძანებიდან ექვსი თვის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 18 ზემოთ). ექვსი თვის განმავლობაში განმხილველმა სასამართლომ დაუშვა, რომ მომჩივანი არ იყო ადვოკატის მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე ორ შემთხვევაში ბრძანა მისი ციხეში პატიმრობის გაგრძელება (იხ. პარაგრაფები 15-17 ზემოთ).
75.ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანს 1996 წლის 18 აპრლიდან 2000 წლის 10 ოქტომბრამდე, თავის მხრივ, აშკარად ვერ ახერხებდა მომჩივანის ჯეროვან დაცვას. იგი არ დასწრებია 25-დან 17 მოსმენას, არ შეუტყობინებია განმხილველი სასამართლოსათვის მომჩივანის ფსიქოლოგიური პრობლემებისა და სამჯერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.
76.საბოლოოდ, მომჩივანის თანამესაკნეებმა გააჟღერეს ადვოკატის უუნარობა ჯეროვნად წარმოედგინა მომჩივანი და საკუთარ თავზე აიღეს ინიციატივა შეეტყობინებინათ განმხილველი სასამართლოსათვის იმ სამედიცინო პრობლემების შესახებ, რომელიც ჰქონდა მომჩივანს (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ).
77.მომჩივანის პრობლემების არსებობა დადასტურდა ციხის ექიმის მიერ 2000 წლის 7 აგვისტოს ანგარიშში. მოცემული ანგარიშით ექიმმა შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ მომჩივანმა ცეცხლი წაიკიდა, გადაიჭრა ვენები და მიიღო წამლის მომეტებული დოზა და რომ იგი რამდენჯერმე იქნა განთავსებული საავადმყოფოში. ექიმმა ასევე შეატყობინა განმხილველ სასამართლოს, რომ ვითარება ციხეში მომჩივანის მკურნალობისათვის არადამაკმაყოფილებელი იყო; იგი საჭიროებდა მნიშვნელოვანი დროის გატარებას სპეციალიზებულ საავადმყოფოში (იხ. პარაგრაფი 38 ზემოთ).
78.მომჩივანის სამედიცინო პრობლემებისა და მკურნალობისათვის ციხის შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების შემდეგად კი, განმხილველმა სასამართლომ ბრძანა მისი პატიმრობის გაგრძელება ციხეში.
79.მოცემულ საქმეში მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი ან სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ მიერ ხსენებული სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტიანი გახლდათ კონვენციის 35 § 1 მუხლის მიზნებისათვის. თურქეთის ზრდასრულთა ციხეში არასრულწლოვნების განთავსების ფართოდგავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ასახული იქნა რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში (იხ. პარაგრაფები 59-64 ზემოთ), სასამართლოს ეჭვი შეაქვს მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობაში.
80.ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთაღწერილი სპეციალური გარემოებები ათავისუფლებდნენ მომჩივანს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულებისაგან კონვენციის მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივრებთან მიმართებაში. შესაბამისად, მოცემული საჩივარი ვერ იქნება უარყოფილი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურველობის გამო.
81.სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მნიშვნელობით და ადგენს, რომ არ არსებობს სხვა საფუძველი მის მიუღებლად გამოსაცხადებლად. შესაბამისად, იგი მას მისაღებად აცხადებს.
ბ. არსებითი მხარე
82.კონვენციის მე-3 მუხლით სასამართლოს პრაქტიკის მოხმობით, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი იყვნენ მიეღოთ ზომები რათა უზრუნველეყოთ, რომ ინდივიდები მათი იურისდიქციის ფარგლებში არ დაქვემდებარებულიყვნენ არასათანადო მოპყრობას. ამგვარი ზომები უნდა ადგენდნენ ეფექტიან დაცვას განსაკურებით ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი პირების მიმართ და უნდა მოიცავდენ ისეთი გონივრული ზომების მიღებას, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული არასათანადო მოპყრობა, რომლის შესახებაც სახელმწიფო ორგანოება იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.
83.მოცემულ საქმეში მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, მიუხედავად მისი ვალდებულებისა, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო სამართლით, რომლის ხელშემკვრელი მხარეც გახლავთ, ეფექტიანი დაცვა მომჩივანის თვითნებური პატიმრობის სიმკაცრისაგან ზრდასრულთა ციხეში, სადაც იგი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული ზრდასრულ პირებთან ერთად. ამასთანავე, მოცემული ვადიდან პირველი თვრამეტი თვე მას ბრალი ედებოდა დანაშაულში, რომელიც ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას. იმის გამო, რომ იგი სამართლდებოდა დანაშაულისათვის, რომელიც ხვდებოდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების იურისდიქციაში, იგი დაექვემდებარა მკაცრად შეზღუდულ რეჟიმს ციხეში. მას არ ქონდა, მაგალითად, საშულება ჰქონოდა ღია ვიზიტები ოჯახთან. მისი პატიმრობის პირობებმა ნეგატიური გავლენა იქონია მის გონებრივ ჯანმრთელობაზე და უბიძგა თვითმკვლელობის მცდელობისაკენ.
84.იგი ჩიოდა, რომ ზემოთხსენებულმა პრობლემებმა, ისტანბულის სახელმწიფო უშიშროების სასამართლოში გასამართლებასთან ერთად გამოიწვია მისი ფსიქოლოტიური ტანჯვა, რაც უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
85.მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ ციხეში ყოფნის დროს მას არ ჰქონდა ადექვატური სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის პრობლემების სერიოზული ხასიათისა. მისი აზრით, მისი გაუთავისუფლებობა, დროებით მაინც, რაც მას მისცემდა ადექვატური სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას ასევე წარმოადგენდა არაადამიანურ მოპყრობას, კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ.
86.საკუთარი საჩივრების გასამყარებლად, მომჩივანი შეეხო CPT ანგარიშებს (იხ. პარაგრაფები 62-63 ზემოთ), სადაც CPT-მ გამოხატა წუხილი თურქეთში არასრულწლოვნების ზრდასრულთა ციხეში განთავსების პოლიტიკის მიმართ.
87.მთავრობას არ გაუსაჩივრებია, რომ მომჩივანი განთავსებული გახლდათ ციხეში ზრდასრულ პატიმრებთან ერთად. 2001 წლის 25 აპრილის სამედიცინო ანგარიშის მოხმობით (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ), მან აღნიშნა, რომ მომჩივანი არ იყო დაავადებული არანაირი გონებრივი დაავადებით რომელიც მას მოუხსნიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებებისათვის. მთავრობა ასევე აღნიშნავდა, რომ მომჩივანის მიერ ვითომდა განცდილი არასათანადო მოპყრობა ვერ აღწევდა სისასტიკის იმ მინიმუმ ზღვარს, რომელიც საჭირო იყო კონვენციის მე-3 მუხლით საკითხის განსახილველად.
88.სასამართლო აღნიშნავს თავიდანვე, რომ მომჩივანის პატიმრობა ზრდასრულთა ციხეში არღვევდა იმ დროისათვის მოქმედ შესაბამის რეგულაციებს (იხ. პარაგრაფი 56 ზემოთ), რომელიც ასახავდა თურქეთის ვალდებულებებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (იხ. პარაგრაფი 58 ზემოთ).
89.იგი ასევე მიუთითებს, რომ 2001 წლის 25 აპრილის სამედიცინო დასკვნის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ), მომჩივანის ფსიქოლოგიური პრობლემები დაიწყო მისი პატიმრობისას ციხეში და გაუარესდა იქ გატარებული ხუთი წლის განმავლობაში. 2000 წლის 24 ივლისის და 2000 წლის 7 აგვისტოს ანგარიშები დეტალურად აღწერდნენ იმ სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, რომლითაც ციხეში იტანჯებოდა მომჩივანი. სასამართლო მიიჩნევს, ფაქტი, რომ მომჩივანი ჯანმრთელად იქნა მიჩნეული სასამართლო განხილვისათვის და რომ მისი ფსიქოლოგიური პრობლემები რემისიაშია ციხიდან გათავისუფლებიდან ექვს თვეში, არ ცვლის იმ სამედიცინო პრობლემების სერიოზულობას, რომელსაც იგი განიცდიდა პატიმრობის განმავლობაში.
90.როგორც აღნიშნა კიდეც მთავრობამ, არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს რათა მოხვდეს კონვენციის მე-3 მუხლში (იხ.Ireland v. the United Kingdom, გადაწყვეტილება 18 იანვარი 1978, Series A no. 25, § 162). მოცემული მინიმალური ზღვარის შეფასება ფარდობითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, მათ შორის მოპყრობის ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოლოგიურ და/ან გონებრივ შედეგებზე და, რიგ შემთხვევებში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (იხ. სხვათა შორის, Tekin v. Turkey, გადაწყვეტილება 9 ივნისი 1998, Reports 1998-IV, § 52).
91.მოცემულ საქმეში სასამართლო არ ეთანხმება მთავრობის არგუმენტებს მასზედ, რომ მომჩივანის პრობლემები არ აღწევდა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს რათა განხილულიყო კონვენციის მე-3 მუხლით. მომჩივანი მხოლოდ თხუთმეტი წლის გახლდათ როდესაც იგი ციხეში ჩასვეს, სადაც მან გაატარა შემდგომი ხუთი წელი ზრდასრულ პატიმრებთან ერთად. პირველი ექვსთვენახევრის განმავლობაში მას არ ჰქონდა წვდომა იურიდიულ დახმარებაზე. მართლაც, როგორც ეს დეტალურად არის აღწერილი ზემოთ (იხ. პარაგრაფები 74 და 75), მას არ ჰქონდ ადექვატური სამართლებრივი წარმომადგენლობა ციხეში დაპატიმრებიდან დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში. მოცემული გარემოებანი იმ ფაქტთან ერთად, რომ თვრამეტი თვის განმავლობაში იგი სამართლდებოდა დანაშაულისათვის, რომელიც სიკვდილის დასჯას ითვალისწინებდა, სავარაუდოდ ჰქმნიდა სრულ დაბნეულობას მომჩივანისათვის მისი შემდგომი ბედის შესახებ.
92.სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმრობის ზემოთხსენებული მახასიათებლები აშკარად გამოიწვევდა მომჩივანის ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომელმაც, თავისთავად ტრაგიკულად მიიყვანა იგი საკუთარი სიცოცხლის მოსპობის არაერთ მცდელობამდე.
93.სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოები იყვნენ არა მარტო უშუალოდ პასუხისმგებელნი მომჩივანის პრობლემების გამო, არამედ ამასთანავე აშკარად არ უზრუნველყოფდნენ მას ადექვატური სამედიცინო მომსახურებით. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა, რომ განმხილველ სასამართლოს მათ შეატყობინეს მომჩივანის პრობლემებისა და 2000 წლის ზაფხულში თვითმკვლელობის შესახებ (იხ. პარაგრაფები 32 და 36 ზემოთ). საქმეში ასევე არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ განმხილველმა სასამართლომ გამოხატა შეწუხება მომჩივანის მოსმენებზე გამოუცხადებლობის გამო. პრინციპში, პირველად სასამართლომ მომჩივანის პრობლემების შესახებ შეიტყო არა პატიმრებზე ოფიციალურად პასუხისმებელი პირების მიერ - მაგალითად ციხის უფროსი ან ციხის ექიმი - მაშინ როდესაც მათ ყველამ იცოდნენ აღნიშნული პრობლემების შესახებ, არამედ მომჩივანის თანამესაკნეებისაგან (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ). სწორედ თანამესაკნეებმა გაუგზავნეს განმხილველ სასამართლოს ციხის ექიმის სამედიცინო ანგარიში (იხ. პარაგრაფი 33 ზემოთ).
94.მოცემული ანგარიშის მიხედვით, ციხე არ იყო ადექვატური ადგილი მომჩივანის სამკურნალოდ; მას სჭირდებოდა მნიშვნელოვანი დროის გატარება სპეციალიზებულ საავადმყოფოში (იხ. პარგრაფი 38 ზემოთ). სასამართლო წუხილით აღნიშნავს, რომ ციხის ექიმის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ არ გამოიწვია განმხივლელი სასამართლოსაგან რამე ქმედების განხორციელება რათა უზრუნველეყო ადექვატური სამედიცინო ზრუნვა მომჩივაზე. ერთადერთი რაც გააკეთა განმხილველმა სასამართლომ გახლდათ მომჩივანის გადამისამართება საავადმყოფოში - არა სამედიცინო პრობლემების სამკურნალოდ, არამედ სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას თუ რამდენად იყო იგი სისხლისსამართლებრივად შერაცხადი (Dოლი ჩაპახ) როდესაც მან ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული რისთვისაც მას ეკისრებოდა მსჯავრი (იხ. პარაგრაფი 35 ზემოთ).
95.მართლაც, როგორც აღინიშნა მომჩივანის მიერ, განმხილველმა სასამართლომ არა მარტო ვერ უზრუნველყო მის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღება, რამედ ხელიც კი შეუშალა მასა და მის ოჯახს არ დააკმაყოფილა რა მისი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა დამატებითი ორთვენახევრის განმავლობაში (იხ. პარაგრაფები 35 და 41 ზემოთ).
96.აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო იმეორებს, რომ მართალია კონვენციის მე-3 მუხლი ვერ განიხილება როგორც სამედიცინო საფუძვლებზე პატიმრების გათავისუფლების ზოგადი ვალდებულება, მაგრამ იგი მაინც აკისრებს სახემლწიფოს თავისუფლებააღკვეთილი პირების ფიზიკური კეთილდღეობის დაცვის ვალდებულებას, მაგალითად შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის გზით (იხ.Mouisel v. France, ნო. 67263/01, § 40, ECHR 2002 IX და იქვე ციტირებული საქმეები). როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ხელისუფლებას მოცემული ვალდებულება არ გაუხორციელებია.
97.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანის ფსოქოლოგიური პრობლემებისა და მისი პირველი თვითმკვლელობის მცდელობის მიუხედავად არ მიღებულა არანაირი ზომა რთა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნებისმიერი შემდგომი ანალოგიური მცდელობა (იხ. ამ მხრივ Keenan v. the United Kingdom, no. 27229/95, §§ 112-116, ECHR 2001‑III).
98.მომჩივანის ასაკის, ზრდასრულ პირებთან პატიმრობის ხანგრძლივობის, ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად სამედიცინო დაუხმარებლობის და, ბოლოს, განმეორებადი თვითმკვლელობის მცდელობების პრევენციის მიზნით ხელისუფლების ორგანოების მიერ ადექვატური სამედიცინო დახმარების გაუწევლობის გათვალისინებით სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მომჩივანი დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
99.სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს ცალკე განიხილოს მომჩივანის საჩივარი სახელმწიფო უშიშროების სასამართლოს წინაშე მისი სასამართლო განხილვის არასათანადო მოპყრობის მტკიცების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლით.
II. კონვენციის 5 § 3 მუხლის [...] სავარაუდო დარღვევა
100.მომჩივანი დავობდა, რომ კონვენციის 5 § 3 მუხლის მიხედვით მისი წინასწარი პატიმრობის ვადა გადაჭარბებული გახლდათ. ... მუხლი 5 § 3 ... აღნიშნავს შემდეგს:
"3. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის (გ) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი ... აღჭურვილია უფლებით მისი საქმე განხილულ იქნას ... გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში..."
...
102.სასამართლო აღნიშავს, რომ მომჩივანის პატიმრობა, კონვენციის 5 § 3 მუხლის მიზნებისათვის, დაიწყო 1995 წლის 17 ოქტომბერს მისი დაკავებით და გაგრძელდა 1997 წლის 17 ოქტომბერს განმხვილელი სასამართლოს მიერ მის მსჯავრდებამდე. 1997 წლის 17 ოქტომბრიდან 1998 წლის 12 მარტამდე, როდესაც საკასაციო სასამართლომ გააუქმა მისი მსჯავრდება, იგი დაპატიმრებული გახლდათ "კომპეტენტური სასამართლოს მიერ მსჯავრდების შედეგად" 5 § 1 (ა) მუხლის მნიშვნელობით და შეაბამისად, მისი პატიმრობის მოცემული პერიოდი არ ხვდება 5 § 3 მუხლის ფარგლებში (იხ.Solmaz v. Turkey, no. 27561/02, § 34, ECHR 2007‑II (ამონარიდები) და იქვე ციტირებული საქმეები). 1998 წლის 12 მარტიდან 2000 წლის 19 ოქტომბერს მის გირაოთი გათავისუფლებამდე, მომჩივანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა წინასწრ პატიმრობაში კონვენციის 5 § 3 მუხლის მნიშვნელობით. შესაბამისად გამომდინარეობს, რომ მომჩივანმა მთლიანობაში გატარა ოთხი წელი, შვიდი თვე და თხუთმეტი დღე წინასწარ პატიმრობაში.
...
ბ. არსებითი მხარე
1. კონვენციის 5 § 3 მუხლი
106.მთავრობა დავობდა, რომ არსებობდა საჯარო ინტერესების შესაბამისად მომჩივანის განგრძობადი პატიმრობის ჯეროვანი ინტერესი, რადგან ეს უკანასკნელი ბრალდებული გახლდათ სერიოზული დანაშაულის ჩადენაში. ასევე სახეზე იყო მისი მიმალვის ან მის წინააღმდეგ მტკიცებულებათა განადგურების მომეტებული საფრთხე.
107.მომჩივანი აპელირებდა საკუთარ არგუმენტებზე.
108.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ გარდა იმაზე დავისა, რომ მომჩივანის პატიმრობა გამართლებული გახლდათ იმ დანაშაულის გამო რისთვისაც მას ჰქონდა ბრალი წაყენებული, არ აღუნიშნავს, რომ პირველ რიგში განხილულ იქნა ალტერნატიული მეთოდები და რომ პატიმრობა გამოყენებულ იქნა მხოლოდ უკანასკნელ ზომად მათ მიერ ეროვნული და რიგი საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად (იხ. მაგ. Nart v. Turkey, no.20817/04, § 22, 6 მაისი 2008). საქმეში არ არსებობს სხვა დოკუმენტები რომელიც სასამართლოს აფიქრებინებს, რომ განმხილველმა სასამართლომ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანის განგრძობადი პატიმრობის შესახებ რამდენიმეჯერ, რომელიმე მომენტისათვის ამჟღავნებდა წუხილს მომჩივანის პატიმრობის ხანგრძლივობის შესახებ. მართლაც, ამგვარი წუხილის არარსებობა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ თურქეთში არასრულწლოვანთა პატიმრობასთან მიმართებაში დადასტურებულია ზემოთხსენებული საერთაშორისო ორგანიზციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებშიც (პრაგაფები 61-64).
109.თურქეთთან დაკავშირებულ სამ გადაწყვეტილებაში მაინც, სასამართლომ გამოხატა შეშფოთება ბავშვების წინასწარი პატიმრობის პრაქტიკის გამო (იხ.Selçuk v. Turkey, no. 21768/02, § 35, 10 იანვარი 2006; Koşti and Others v. Turkey, no. 74321/01, § 30, 3 მაისი 2007; და Nart v. Turkey, ციტირებული ზემოთ, § 34) და დაადგინა კონვენციის 5 § 3 მუხლის დარღვევა უფრო მცირე ვადის შემთხვევაშიც კი, ვიდრე სახეზე წინამდებარე საქმეში მომჩივანის შემთხვევაში. მაგალითად, საქმეში Selçuk თექვსმეტი წლის მომჩივანმა ოთხი თვე გატარა წინასწარ პატიმრობაში და Nart საქმეში, ჩვიდმეტი წლის მომჩივანი ორმოცდა რვა დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. წინამდებარე საქმეში მომჩივანი დააპატიმრეს თხუთმეტი წლის ასაკში და წინასწარ პატიმრობაში გახლდთ ოთხნახევარი წლის განმავლობაში.
110.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანის წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა გადაჭარბებული გახლდათ და არღვევდა კონვენციის 5 § 3 მუხლს.
III. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
...
116.კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილის მიხედვით:
"1. ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
(ა) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;
(ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;
(გ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
..."
...
ბ. არსებითი მხარე
119.მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი დაკავების დროისათვის იგი მხოლოდ 15 წლისა გახლდათ და რომ იგი საპოლიციო პატიმრობაში იმყოფებოდა 13 დღის განმავლობაში და დაკითხული იქნა ადვოკატის დახმარების გრეშე. იგი შემდეგ გასამართლდა დანაშაულისათვის, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას და მისი გონებრივი სტაბილურობა გაუარესდა დროთა განმავლობაში. მას ვერ შეძლო მოსმენების უდიდეს უმრავლესობაზე დასწრება თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად მიყენებული დაზიანებებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო. მას არ მიუღია დახმარება არც ადვოკტისა და არც ფსიქოლოგისგან, რომელიც დახმარებოდა მას ამ დამქანცველი პროცესის განმავლობაში და არ ჰქონია საშუალება განეხილა საქმე ან წარმოედგინა მტკიცებულებანი საკუთარი თავის სასარგებლოდ.
120.მოცემულთან დაკავშირებით, ეხებოდა რა გადაწყვეტილებებს შემდეგ საქმეებში T. v. the United Kingdom [GC] (no. 24724/94, 16 დეკემბერი 1999) და V. v. the United Kingdom [GC] (no. 24888/94, ECHR 1999‑IX),მომჩივანი დავობდა, რომ მას ჩამოერთვა საშუალება ქმედითი მონაწილეობა მიეღო საკუთარ სასამართლო განხილვაში.
121.მთავრობამ აღნიშნა, რომ პოლიციამ მოახსენა მას საკუთარი ბრალდებებისა და უფლებების შესახებ. ასევე, იგი სარგებლობდა იურიდიული წარმომადგენლის უფლებით სამართალწარმოების დასაწყისიდანვე.
122.სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთის წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივრებში, რომლებიც ეხებიან სახელმწიფო უშიშროების სასამართლოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობას, სასამართლო იხილავს მხოლოდ ერთი ასპექტს, არ მიიჩნევს რა საჭიროდ სადავო წარმოების სამართლიანობის შესახებ სხვა საჩივრების განხილვას (იხ.inter alia, Ergin v. Turkey (No. 6), no.47533/99, § 55, 4 მაისი, 2006). თუმცა, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გვერდზე გადადოს მოცემული დამკვიდრებული მიდგომა მოცემულ საქმეში საჩივრის ირგვლივ არსებული განსაკუთრებული მძიმე პირობების გამო, რომელიც ეხება რთულ საკითხს, კერძოდ კი არასრულწლოვანის ქმედით მონაწილეობას საკუთარ სამართალწარმოებაში და მისი სამართლებრივი დახმარების უფლებას.
123.სასამართლო იმერებს, რომ ბრალებულის უფლება კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით - ქმედითად მიიღოს მონაწილეობა მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლებრივი საქმის განხილვაში, ზოგადად მოიცავს არა მარტო დასწრების, არამედ მოსმენისა და სამართალწრმოების მიყოლის უფლებას. ამგვარი უფლებები მოისაზრება შეჯიბრებითი სამართალწარმობის არსში და გამომდინარეობს დადგენილი გარანტიებიდან, კერძოდ კი მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის (გ) პუნქტიდან - "დაიცვას თავი პირადად".
124."ქმედითი მონაწილეობა" ამ კონტექსტში გულისხმობს ბრალდებულის მიერ მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების ზოგად გააზრებას და იმის მიხვედრას, თუ რა დევს სასწორის პინზე, მათ შორის იმ სასჯელის მნიშვნელობასაც, რომელიც მას შესაძლოა დაეკისროს (იხ. ბოლოდროინდელი საქმე Timergaliyev v. Russia, no. 40631/02, § 51, 14 ოქტომბერი 2008 და იქვე ციტირებულის საქმეები). იგი ასევე მოითხოვს, რომ მან, საჭიროების შემთხვევაში დახმარების, მაგალითად თარჯიმნის, ადვოკატის, სოციალური მუშაკისა თუ მეგობრის, გზით გაიგოს ზოგადად თუ რა ითქვა სასამართლოზე. მოპასუხეს ასევე უნდა შეეძლოს მიჰყვეს თუ რა თქვეს ბრალდების მოწმეებმა და, წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, აუხსნას დაცვის ადვოკატს მოვლენათა მისეული ვერსია, მიუთითოს იმ ჩვენებებზე რომელსაც არ ეთანხმება და აცნობოს განმხივლელ სასამართლოს ნებისმიერი იმ ფაქტის შესახებ, რომელიც წამოწეულ უნდა იქნას დაცვის მიერ (იხ.Stanford v. the United Kingdom, გადაწყვეტილება 23 თებერვალი 1994, Series A no. 282-A, § 30).
125.წინამდებარე საქმეში მომჩივანი დაკავებულ იქნა 1995 წლის 30 სექტემბერს და ბრალად წარედგინა დანაშაული, რომელიც მხოლოდ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებად. მიუხედავად მისი უკიდურესად ახალგაზრდა ასაკისა, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ აძლევდა მას საშუალებას სასამართლო განხილვა ჩატარებულიყო არასრულწლოვანთა სასამართლოში (იხ. პარაგრაფი 54 ზემოთ) და ჰყოლოდა სახელმწიფოს მიერ დანიშული ადვოკატი (იხ. პარაგაფი 53 ზემოთ).
126.იგი არ იყო წარმოდგენილი ადვოკატის მიერ 1996 წლის 18 აპრილამდე, ანუ დაკავებიდან ექვსთვენახევრის განმალობაში. წარმომადგენლობის გარეშე იგი დაიკითხა პოლიციის, პროკურორისა და მოსამართლის მიერ, ამის შემდეგ კი განმხილველი სასამართლოს მიერ (იხ. პარაგრაფები 7, 11-13 და 16-17; იხ. აგრეთვე Salduz v. Turkey [GC], no. 36391/02, §§ 50-63, 27 ნოემბერი 2008, რომელიც ეხებოდა სამართლებრივი წარმომადგენლის არარსებობას არასრულწლოვანის საპოლიციო პატიმრობის დროს).
127.პირველი სასამართლოს ფარგლებში ჩატარდა თოთხმეტი მოსმენა, ხოლო ხელმეორე სასამართლო მოსმენისას კი 16. მომჩივანი არ დასწრებია მინიმუმ 14 მოსმენას. იგი აცხადებდა, რომ მან ვერ შეძლო დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მისი არგუმენტი, რომელიც გამყარებული გახლდათ სამედიცინო მტკიცებულებით (იხ. პარაგრაები 32-33 და 36-38 ზემოთ), არ გასაჩივრებულა მთავრობის მიერ. ამასთანავე, როგორც ეს აღინიშნა კიდეც, განმხილველ სასამართლოს არ გამოუხატავს არანაირი წუხილი მომჩივანის მიერ მოსმენებზე დაუსწრებლობის გამო და არ მიუღია არანაირი ქმედითი ნაბიჯი მისი დასწრების უზრუნველსაყოფად.
128.მოცემულ პირობებში სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მომჩივანს შეეძლო ქმედითი მონაწილეობის მიღება საქმის განხილვაში. ასევე, ზემოთმითითებული მიზეზების გამო, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივანის შეუძლებლობა მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვაში კომპენსირებული გახლდათ იმ ფაქტით, რომ იგი წარმოდგენილი იყო ადვოკატის მიერ 1996 წლის 18 აპრილიდან მოყოლებული (განსხვავებით, შტანფორდ, ციტირებული ზემოთ, § 30).
129.ადვოკატი, რომელმაც მესამე მოსმენაზე, 1996 წლის 18 აპრილს განაცხადა, რომ იგი წარმოადგენდა მომჩივანს არ დასწრებია 25-დან 17 მოსმენას. ფაქტობრივად, ხელმეორე განხილვის დროს მოცემული ადვოკატი დაესწრო მხოლოდ ერთ მოსმენას 1999 წლის 18 მარტს. გადამწყვეტი საბოლოო განხილვისას 1998 წლის 18 მარტიდან მოყოლებული 2002 წლის 10 ოქტომბრამდე, როდესაც მისი წარმომადგენლობა დაიწყო ქ-ნმა ავიჩიმ (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ), მომჩივანი ყოველგვარი იურიდიული დახმარების გარეშე იმყოფებოდა.
130.ამ მხრივ, სასამართლო იმეორებს მის განმტკიცებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო როგორც წესი ვერ იქნება პასუხისმგებელი ბრალდებული პირის ადვოკატის მოქმედებებისა თუ გადაწყვეტილებების გამო (იხ. Sanford, ციტირებული ზემოთ, § 28) რადგან დაცვის მოქმედება წარმოადგენს მოპასუხისა და მისი მრჩეველის ურთიერთობას, მიუხედავად იმისა ეს უკანასკნელი დანიშნულია იურიდიული დახმარების სქემითა თუ არის კერძოდ დაფინანსებული Czekalla v. Portugal, no. 38830/97, § 60, ECHR 2002 VIII; იხ. აგრეთვე Bogumil v. Portugal, no 35228/03, § 46, 7 ოქტომბერი 2008). თუმცა, იურიდიული დახმარების სქემით დანიშნული მრჩეველის მიერ აშკარა არაჯეროვანი წარმომადგენლობა კონვენციის 6 § 3 (გ) პუნქტით საჭიროებს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევას (ibid).
131.მოცემულ საქმეში ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანს, არ იყო სახელმწიფოს იურიდიული დახმარების სქემის ფარგლებში დანიშნული. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ახალგაზრდა ასაკის, ბრალად წაყენებული დანაშაულების სერიოზულობისა და ურთიერთსაპირისპირო ჩვენებების გათვალსიწინებით პოლიციისა და პროკურატურის მოწმეებს შორის (იხ. პარაგრაფები 8, 18, 28 და 29 ზემო) მისი ადვოკატის მიერ აშკარად არაჯეროვანი წარმომადგენლობა და, საბოლოოდ, მისი მრავალჯერადი დაუსწრებლობა მოსმენებზე უნდა გამხდარიყო საფუძველი განმხილველი სასამართლოსათვის რათა განეხილა, რომ მომჩივანი დაუყოვნებლივ საჭიროებდა ადექვატურ სამართლებრივ წარმომადგენლობას. მართლაც, ბრალდებული უფლებამოსილია ჰყავდეს ადვოკატი დანიშნული სასამართლოს მიერ "როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვენ" (იხ.Vaudelle v. France, no. 35683/97, § 59, ECHR 2001-I).
132.სასამართლომ მომჩივანის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება მთლიანობაში განიხილა. იგი მიიჩნევს, რომ ზემოთგანხილულმა პრობლემებმა, მათ შორის იურიდიული დახმარების de facto არარსებობამ სამართალწარმოების უმეტეს ნაწილზე, გაართულა მომჩივანის მიერ მისი საქმის განხილვაში ქმედითი ჩაურთველობით გამოწვეული შედეგები და დაარღვია მისი უფლება სამართლიან პროცესზე.
133.შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის 6 § 1 მუხლის 6 § 3 (გ) მუხლთან ერთობლიობაში დარღვევას.
...
V. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
136.კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. ზიანი
137.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი დაკავების დროისათვის იგი მუშაობდა და მისი ანაზღაურება წარმოადგენდა თვეში 200 ევროს. დაკავებისა და პატიმრობის შედეგად მან ვეღარ იმუშავა ხუთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, მის მიერ დაკარგული შემოსავალი, პროცენტულ დანარიცხთან ერთად წარმოადგენდა 32,000 ევროს. იგი აღნიშნავდა, რომ მან სწორედ ეს ოდენობა უნდა მიიღოს მატერიალური კომპენსაციის სახით.
138.ამასთანავე, მომჩივანი ითხოვდა 103,000 ევროს მორალური ზიანისათვის.
139.მთავრობა არ ეთანხმებოდა მას.
140.სასამართლო ვერ ამყარებს მიზეზობრივ კავშირს დადგენილ დარღვევებსა და მოთხოვნილ მატერიალურ ზიანს შორის; შესაბამისად უარყოფს მას. თუმცა, წინამდებარე საქმის განსაკუთრებით მძიმე გარემოებების გათვალისწინებით და მრავალჯერადი დარღვევების დადგენის გამო, იგი მომჩივანს მიაკუთვნებს 45,000 ევროს მორალური ზიანისათვის.
...
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;
3.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 5 § 3 მუხლის დარღვევას;
...
5.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 6 § 1 მუხლი 6 § 3 (გ) მუხლთან ერთობლიობაში;
...
7.ადგენს:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა კონვერტირებული მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად:
(i) 45,000 ევრო (ორმოცდა ხუთი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ ანაზღაურებას არამატერიალური ზიანისათვის;
(ii) 4,150 ევრო (ოთხი ათას ას ორმოცდა ათი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემული ხარჯების ანაზღაურებას;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
8.უარყოფს მომჩივანის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2009 წლის 20 იანვარს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
სალი დოლეფრნსუაზ ტულკენსი
სასამართლო გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy