დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტზე No. 162
აპრილი 2013
ჰ. და ბ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 70073/10 და 44539/11
გადაწყვეტილება 9.4.2013 [სექცია IV]
მუხლი 3
გაძევება
მძღოლისა და თარჯიმნის სავარაუდო გადაცემა ქაბულში, რომლებიც მუშაობდნენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ავღანეთში : დეპორტაცია არ იქნებოდა დარღვევა
ფაქტები – ორმა მომჩივანმა, რომლებიც იყვნენ ავღანეთის მოქალაქეები, ითხოვეს თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში, რადგან ეშინოდათ თალიბების მხრიდან სასტიკი მოპყრობისა, იმ სამუშაოს სამაგიეროდ, რასაც ეწეოდნენ ავღანეთში საერთაშორისო საზოგადოებისათვის, პირველი მომჩივანი როგორც გაეროს მძღოლი და მეორე მომჩივანი როგორც გაეროს ძალების თარჯიმანი. მათ საჩივრებს უარი ეთქვათ, ნაწილობრივ მათი საიმედოობის გამო, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მიიჩნიეს, რომ მათ ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლოთ უსაფრთხოდ გადაადგილება დედაქალაქ ქაბულში.
სამართალი – მე–3 მუხლი: ავღანეთში ზოგადი სიტუაცია არ იყო ისეთი, რომ ყოფილიყო სასტიკი მოპყრობის რეალური რისკი, თუ პირი უბრალოდ დაბრუნდებოდა იქ და მომჩივნები არც დაობდნენ ამაზე, თუმცა, ამის ნაცვლად კონცენტრაციას ახდენდნენ თალიბების მხრიდან სასტიკი მოპყრობის რისკზე, რაც შეიძლება გამოწვეულიყო მათი (მომჩივანების) მხრიდან საერთაშორისო საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ წამოაყენა წინადადება, რომ მომჩივნები ქაბულში გადაეყვანათ, და რადგან ვერცერთმა მომჩივანმა ვერ წარმოადგინა რაიმე, რაც დაადასტურება, რომ მათ არ შეეძლოთ მიეღოთ ნებართვა და დასახლებულიყვნენ იქ, არ იყო საჭირო ქვეყნის სხვა ნებისმიერ ადგილას რისკის შესახებ სხვა კითხვების განხილვა.
რაც შეეხება რისკებს ქაბულში, მნიშვნელოვანი იყო, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა (UNHCR) თავის 2010 წლის გაიდლინებში მიუთითა, რომ თავდასხმის სამიზნე ობიექტები და მკვლელობები, შეიარაღებული ანტი–სამთავრობო ჯგუფების მიერ ხდებოდა იქ, სადაც ის ჯგუფები იყვნენ გამაგრებულნი. გარდა ამისა, Landinfo Report-მა ასევე აღნიშნა, რომ არ ვრცელდებოდა ცნობები დაბალი პროფილის თანამშრომლების მკვლელობების შესახებ იმ ადგილებში, სადაც ისინი არ იყვნენ კონტროლის ქვეშ, როგორც ქაბულში. ამგვარად, იმ ვარაუდის მიუხედავად, რომ მიზნობრივი მკვლელობების რიცხვი იზრდებოდა იმ ადგილებში, რა ადგილებიც ადრე უფრო უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი სამხილი ამჟამად ვარაუდისა, რომ თალიბებს ჰქონდათ მოტივაცია ან შესაძლებლობა, რომ დევნა განეხორციელებინათ დაბალ საფეხურზე მყოფი თანამშრომლებისთვის ქაბულში და სხვა ადგილებში, მათი კონტროლის გარეთ. შესაბამისად, მანამ სანამ გარკვეული ინდივიდუალური პირები აღიქმებოდნენ როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერებად, რასაც შესაძლოა, ეჩვენებინა რეალური და პერსონალური რისკი თალიბების მხრიდან ქაბულში, ეს არ ნიშნავდა, რომ განხორციელდებოდა ყველაზე, ვისაც კავშირი ჰქონდა გაეროსთან ან გაეროს ძალებთან, არამედ დამოკიდებული იყო საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე, საერთაშორისო საზოგადოაებასთან მათი კავშირის ბუნებაზე და მათ პროფილზე.
პირველი მომჩივნის საქმე საფუძვლიანად გამოიკვლიეს შიდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მას მოუსმინეს ორივე შემთხვევაში, როგორც თავშესაფრის შესახებ ინტერვიუზე, ასევე საიმიგრაციო მოსამართლის წინაშე და ამავდროულად ის კანონიერად იყო წარმოდგენილი გასაჩივრებაზე. არ არსებობდა მიზეზი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ შიდა ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებები იყო ნაკლოვანი, რომ მათი შეფასებები იყო არასაკმარისად გამყარებული რელევანტური მასალებით ან მოცემული მიზეზები იყო არაადეკვატური. ასევე არ არსებობდა რაიმე ახალი სამხილი რომ გაეჩინა ეჭვი მათ დასკვნებზე, რომ იქ არ იყო აშკარასაფუძვლები, დაედგინათ, რომ პირველ მომჩივანს მოუხდებოდა შეჯახება უკანონო მოპყრობის რეალურ რისკთან, კერძოდ იმის გათვალისწინებით რომ უკვე 4 წელი იყო გასული, მას შემდეგ რაც მან შეწყვიტა მუშაობა გაეროში და არ იყო სამხილი რომ ის რჩებოდა თალიბებისთვის ინტერესების ხელისშემშლელ ფაქტორად.
მეორე მომჩივანის საჩივარიც ასევე დაწვრილებით გამოიკვლიეს ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაეთანხმნენ, რომ იგი იყო აშშ-ს შეიარაღებული ძალების თარჯიმანი, თუმცა არ იყო ჩართული ხსნის ოპერაციებში, როგორც დამხმარე მუშაკი: დამაჯერებელი მიზეზები იყო საჭირო, რომ ეროვნულ სასამართლოებს სხვაგვარად განემარტათ თავიანთი აღმოჩენები ფაქტზე, თუმცა ვერცერთი მსგავსი მიზეზი ვერ იქნა აღმოჩენილი. საჩივარი, რომ მეორე მომჩივანი იყო ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკის ქვეშ მყოფი პირი, არასოდეს წამოწეულა შიდასახელმწიფოებრივად და არ იყო გამყარებული რაიმე სამხილით. თალიბების მხრიდან სავარაუდო რისკთან დაკავშირებით, სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ ის მარტო მოყოფი შეიძლება აღმოჩენილიყო რისკის ქვეშ ქაბულში მისი წინა სამსახურის, როგორც თარჯიმნად მუშაობის გამო და აღნიშნა, რომ 2011 წლის დასაწყისამდე ის მუშაობდა სხვადასხვა პროვინციაში, სადაც არ ჰქონდა კონკრეტული პროფილი. მას არ წარმოუდგენია რაიმე სამხილი ან მიზეზი, რის გამოც შეიძლება წარმოშობილიყო ვარაუდი, რომ მოახდენდნენ მის იდენტიფიცირებას ქაბულში, თალიბების კონტროლს გარეთ ტერიტორიაზე, ან შეიძლება მიექცია არასასურველი ყურადღება თალიბების მხრიდან. საბოლოოდ, მის საჩივართან დაკავშირებით, რომ ის იქნებოდა უძლური,თუ დაბრუნდებოდა ქაბულში, სასამართლომ გაიმეორა, რომ ჰუმანიტარულმა პირობებმა ქვეყანაში დაბრუნებისას შეიძლება გამოიწვიოს მე–3 მუხლის დარღვევა მხოლოდ ძალიან გამონაკლის საქმეებში. მეორე მომჩივანი, ახალგაზრდა მამაკაცი კარგი ჯანმრთელობით, რომელმაც დატოვა ავღანეთი 2011 წელს როგორც მოზარდმა, ვერ წარმოუდგინა სასამართლოს რაიმე სახის სამხილი რომ მიენიშნებინა, რომ მისი გადაცემა ქაბულისთვის, ქალაქური ზონისთვის, რომელიც მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები, დააკმაყოფილებდა ამ სტანდარტს.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ექვსი ხმა ერთი ხმის წინააღმდეგ).
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy