დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.162
აპრილი 2013
ჰ. ფინეთის წინააღმდეგ (რეფერალი) - 37359/09
გადაწყვეტილება 13.11.2012 [სექცია IV]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მომჩივნისთვის უარი, მიეცათ მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერი სქესის შეცვლის შემდეგ, თუ ქორწინება არ ტრანსფორმირდებოდა სამოქალაქო პარტნიორობაში (civil partnership): საქმე მიემართა დიდ პალატას
მომჩივანი დაიბადა მამრობითი სქესით და დაქორწინდა ქალზე 1996 წელს. წყვილს ბავშვი ეყოლა 2002 წელს. 2009 წელს მომჩივანმა ქირურგიული გზით შეიცვალა სექსი. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მან შეიცვალა მისი თავდაპირველი სახელები, მას არ შეეძლო მიეღო საიდენტიფიკაციო ნომერი, შეცვლილი მდედრობით სქესზე, თუ თავისი მეუღლე არ დაეთანხმებოდა მათი ქორწინების ტრანსფორმაციას სამოქალაქო პარტიორობაში, ან თუ წყვილი არ განქორწინდებოდა. თუმცაღა, ორივე, მომჩივანსაც და თავის მეუღლესაც სურდათ, რომ დარჩენილიყვნენ ისევ ქორწინებაში, რადგან განქორწინება მათი რელიგიური მრწამსის საწინააღმდეგო იქნებოდა და მათ მიაჩნდათ, რომ სამოქალაქო პარტნიორობა არ სთავაზობდა მათ და მათ შვილს იმავე გარანტიებს, რასაც ქორწინება.
ევროპული სასამართლოსადმი გაკეთებულ საჩივარში მომჩივანი, inter alia, დაობდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, როცა მისი ახალი სქესის სრულად აღიარება იყო დამოკიდებული მისი ქორწინების სამოქალაქო პარტიორობაში ტრანსფორმაციაზე.
2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში) სასამართლოს პალატამ ერთხმად გადაწყვიტა რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი. მე-12 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აკისრებდა ვალდებულებას, რომ მიეცათ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლება, ხოლო მე-8 მუხლის დებულება უფრო ზოგადი მიზნისა და ფარგლების შესახებ, არ შეიძლება ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც ამგვარი ვალდებულების დაკისრება. მანამ სანამ მომჩივანი აწყდებოდა ყოველდღიურ სიტუაციებს, როცა მისი არასწორი საიდენტიფიკაციო ნომერი ქმნიდა მისთვის უხერხულობას, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა შეეცვალა ამ საქმის ვითარება, ან მისი მეუღლის თანხმობით, ქორწინების სამოქალაქო პარტიონობაში გადაქცევით, ან თუ ამ თანხმობას ვერ მიიღებდა - განქორწინებით. მომჩივნისთვის ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გადაქცევის მოთხოვნა არ იყო არაპროპორციული, რადგან სამოქალაქო პარტნიორობა იყო რეალური არჩევნის უფლება, რომელიც ერთი და იმავე სქესის წყვილებს უზრუნველყოფდა სამართლებრივი დაცვით, რაც თითქმის იდენტური იყო ქორწინებასთან და არ ცვლიდა მომჩივნის უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც წარმოიშობოდა მისი მამობიდან ან მშობლის სტატუსიდან. შესაბამისად, სამართლიანი ბალანსი შეეჯახა კონკურენტული ინტერესების ჭიდილს. სასამართლომ შემდგომში ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან კავშირში, ვინაიდან, უპირველესად, მომჩივნის სიტუაცია არ იყო საკმარისად მსგავსი იმ არატრანსსექსუალი (ჰეტეროსექსუალი) და დაუქორწინებელი ტრანსსექსუალი პირებისა და მეორეც, თუნდაც დაეშვათ, რომ ეს ასე იყო, რადგან ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ ჰქონდათ ვალდებულება ერთი და იმავე სქესის მქონე პირებისთვის მიეცათ ქორწინების უფლება, შეუძლებელი იყო იმის თქმა, რომ მომჩივანი დისკრიმინირებული იყო vis-à-vis სხვა პირებთან, როცა არ მიეცა საშუალება, მიეღო მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერი. არ არსებობდა მე-12 მუხლის მიხედვით საქმის გამოკვლევის საჭიროება.
2013 წლის 29 აპრილს საქმე მიემართა დიდი პალატას მომჩივნის მოთხოვნით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy