© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე 182
2015 წლის თებერვალი
ჰალდიმანი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ - 21830/09
გადაწყვეტილება 24.2.2015 [სექცია II]
მუხლი 10
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
ინფორმაციის შეტყობინების თავისუფლება
ჟურნალისტების დასჯა სადაზღვევო ბროკერთან ინტერვიუს ფარულად ჩაწერისა და საჯარო ინტერესებისთვის მისი ტრანსლირებისთვის: დარღვევა
ფაქტები – ოთხივე მომჩივანი არის ჟურნალისტი. 2003 წელს მეოთხე მომჩივანმა ორგანიზება გაუკეთა სადაზღვევო ბროკერთან ინტერვიუს როგორც შესაძლო კლიენტმა. ინტერვიუს ჩაწერის შესახებ ბროკერი წინასწარ არ გააფრთხილეს. შემდეგ მას შეატყობინეს ჩანაწერის შესახებ, მაგრამ მან უარი განაცხადა გამოეტახა აზრი ინტერვიუს შინაარსთან დაკავშირებით. ამონარიდები ინტერვიუდან, რომელშიც ბროკერის სახე იყო დაფარული შტრიხებით და ხმა შეცვლილი, გაუშვეს ტელევიზიით დოკუმენტურ ციკლში სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების თაობაზე. ოთხივე მომჩივანი მონაწილეობას იღებდა ამ დოკუმენტური ფილმის მომზადებასა და გაშვებაში.
მომჩივნებს წაუყენეს ბრალი მესამე პირთან საუბრის ჩაწერის თაობაზე მისი წინასწარი ინფორმირების და გაფრთხილების და ჩაწერაზე ნებართვის მოპოვების გარეშე. პირველ სამ მომჩივანს სასჯელის ფორმად განესაზღვრა ფულადი ჯარიმა თორმეტი დღის განმავლობაში 80-დან 290 ევრომდე და მეოთხეს დაეკისრა პირობითი სასჯელი ოთხი დღის ვადით 30 ევროს ოდენობით და ასევე პრობაცია 2 წლის ვადით.
კანონი – მუხლი 10: მომჩივანის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა კანონით იყო დადგენილი და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს რაც სხვების უფლებების და რეპუტაციის დაცვას გულისხმობდა, კონკრეტულ შემთხვევაში კი ბროკერის უფლებას დაცულიყო მისი იმიჯი, რეპუტაცია და მოსაზრებები.
სასამართლოს მიერ განხილული იყო ისეთი საქმეები, რომელიც ეხებოდა საჯარო პირების პირად რეპუტაციაზე თავდასხმას. სწორედ ამ პრეცედენტების საფუძველზე დადგინდა ექვსი კრიტერიუმი იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლება პირადი ცხოვრების უფლებასთან აიწონოს: მაღალი საზოგადოიებრივი ინტერესის მქონე საკითხზე მსჯელობისათვის სასარგებლო, რამდენად ცნობილია გამოსახული პირი და რეპორტაჟის/დოკუმენტური ფილმის საგანი, პუბლიკაციის შინაარსი, უტყუარობა, ფორმა და გამოძახილი და დადგენილი სასჯელის სიმკაცრე. სასამართლოს ასევე განხილული აქვს ისეთი შემთხვევები, რომელიც ეხება შეურაცყოფას პირის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ მოცემული საქმე განსხვავდებოდა წარსული საქმეებიდან პირველ რიგში იმით, რომ სადაზღვევო ბროკერი არ იყო საჯარო პირი და მეორე სადაო დოკუმენტური ფილმი მიზნად არ ისახავდა ბროკერის პიროვნების კრიტიკას არამედ წარმოადგენდა კონკრეტულ კომერციულ პრაქტიკაზე ხაზგასმას პროფესიული საქმიანობისას. შესაბამისად დოკუმენტური ფილმის გავლენა ბროკერის პირად რეპუტაციაზე შეზღუდულია, რისი გათვალისწინებაც არის მნიშვნელოვანი ზემოთხსენებული კრიტერიუმის გამოყენებისას.
დოკუმენტური ფილმის საგანი, სახელდობრ კერძო სადაზღვევო ბროკერის მიერ მიცემული რჩევის დაბალი ხარისხი და შესაბამისად მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხი ამ სფეროში წარმოადგენდა საზოგადოებრივი განსჯისთვის მნიშვნელოვან საკითხს. შესაბამისად, ბროკერი, რომელსაც გადაუღეს მისი ნებართვის გარეშე არ წარმოადგენდა საჯარო ფიგურას. მას არ განუცხადებია თანხმობა გადაღება/ჩაწერაზე და შესაძლოა საფუძვლიანად ეფიქრა, რომ საუბარი იყო პირადული. მიუხედავად ამისა, სადაო დოკუმენტური ფილმი აქცენტს არ აკეთებდა ბროკერზე თავად არამედ კონკრეტულ კომერციულ პრაქტიკაზე შესაბამის პროფესიულ კატეგორიაში. ამასთანავე, ინტერვიუ არ იყო ჩაწერილი ბროკერის სამსახურში ან სხვა რაიმე ბიზნეს გარემოში. შესაბამისად ბროკერის პირად ცხოვრებაში ჩარევა ნაკლებად სერიოზული იყო იმასთან შედარებით დოკუმენტური ფილმის საგანი რომ ყოფილიყო პირადად და ექსკლუზიურად ბროკერი.
ეროვნული კანონმდებლობით ფარული კამერის გამოყენება სრულად არ იკრძალებოდა რაც დასაშვები იყო მკაცრად განსაზღვრულ გარემოებებში. ბროკერს შეეძლო კანონერად ედავა, რომ მომჩივანმა იგი შეცდომაში შეიყვანა მაგრამ მათ ბრალი ვერ დაედებოდათ განზრახ პროფესიული ეთიკის დარღვევაში. მათ არ დაურღვევიათ ჟურნალისტური წესები, რომელიც დადგენილი იყო შვეიცარიის პრეს საბჭოს მიერ, რომელიც ზღუდავდა ფარული კამერების გამოყენებას, არამედ პირიქით დაადგინეს რომ მათი დოკუმენტური ფილმის მიზანი სწორედ ასეთი კამერების გამოყენების დაშვებაა. ეჭვი მომჩივანების სასრგებლოდ უნდა გადაწყდეს იმ სურვილის შესახებ რომ არ დაერღვიათ ეთიკის წესები რომელიც მოცემულ საქმეს შეესაბამება და ისეთი მეთოდებით მოეპოვებინათ ინფორმაცია.
მოცემული ფაქტების სანდოობა არასდროს დაყენებულა ეჭვის ქვეშ.
ჩანაწერი თავად წარმოადგენდა ბროკერის ინტერესების მცირე დარღვევას, ვინაიდან მხოლოდ პირების შეზღუდულ წრეს ჰქონდა მასზე წვდომა. საქმეში გადამწყვეტი იყო ის გარემოება რომ მომჩივანმა ბროკერის სახე დამალა, ის დაშტრიხული იყო ისე რომ მხოლოდ მისი თმის და კანის ფერის გარჩევა იყო შესაძლებელი ამ ცვლილების შემდეგ და ასევე შეცვლილი იყო ხმა. მიუხედავად იმის, რომ ტანსაცმელი მაინც ჩანდა მასზე არ იყო არაფერი განსაკუთრებულად თვალშისაცემი და ინტერვიუს ადგილიც არ იყო სამუშაო გარემო.
შესაბამისად, ბროკერის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ ყოფილა საკმარისად სერიოზული იმისათვის, რომ გადაეწონა საჯარო ინტერესი სადაზღვევო ბიზნესში არსებული შესაძლო არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის შესახებ. მიუხედავად ფულადი ჯარიმის სიმსუბუქისა, დაკისრებულ სასჯელს შესაძლოა გამოეწვია მედიის მხრიდან კრიტიკის შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს არ აეკრძალათ დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 41: ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ ყოფილა
(ასევე იხილეთ Axel Springer AG გერმანიის წინააღმდეგ (Axel Springer AG v. Germany [GC], 39954/08, 7 თებერვალი 2012, საინფორმაციო ჩანაწერი 149)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy