© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 176
ივლისი 2014
ჰამალაინენი (Hämäläinen) ფინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 37359/09
გადაწყვეტილება 16.7.2014 [დიდი პალატა]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
განმცხადებლისთვის მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერის მინიჭებაზე უარი სქესის შეცვლის შემდგომ, თუკი მისი ქორწინება არ გარდაიქმნებოდა სამოქალაქო პარტნიორობად: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – ფინური კანონმდებლობის თანახმად ქორწინება დასაშვებია მხოლოდ საპირისპირო სქესის პირებს შორის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სქესის პირთა შორის ქორწინება არ არის დაშვებული, ისინი უფლებამოსილი არიან გააფორმონ სამოქალაქო პარტნიორობა. განმცხადებელი დაბადებით მამრობითი სქესის იყო და 1996 წელს დაქორწინდა ქალზე. წყვილს შეეძინა შვილი 2002 წელს. 2009 წელს განმცხადებელმა ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპრაცია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიცვალა სახელი, ვერ შეძლებდა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლას მდედრობითზე, თუკი მისი მეუღლე არ დათანხმდებოდა მათი ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნაზე ან ისინი არ განქორწინდებოდნენ. განმცხადებელს და მის მეუღლესაც სურდათ ქორწინებაში დარჩენა, რადგანაც განქორწინება მათ რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგებოდა, ასევე ისინი მიიჩნევდნენ, რომ სამოქალაქო პარტნიორობა არ უზრუნველყოფდა მათ და მათ შვილს იგივე გარანტიებით, რასაც ქორწინება უზრუნველყოფდა.
ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ განაცხადში განმცხადებელი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე ჩიოდა, inter alia, რომ მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება დაირღვა, როდესაც მისი ახალი სქესის სრული აღიარება დამოკიდებული გახდა მისი ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნაზე. 2012 წლის 13 ნოემბერს სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა და არც მე-14 მუხლი დარღვეულა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება 162).
კანონმდებლობა – მუხლი 8: სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა შემდეგი - განმცხადებლის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა მოიცავდა თუ არა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველეყო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროცედურა, რაც განმცხადებელს შესაძლებლობას მისცემდა მომხდარიყო მისი ახალი სქესის სამართლებრივი აღიარება მისი ქორწინებაში დარჩენის პირობებში.
სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს დაუშვან ერთსქესიანი ქორწინება. სქესის შეცვლის შედეგების რეგულირება ქორწინების კონტექსტში მეტწილად, თუ სრულად არა, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა. უფრო მეტიც, კონვენცია არ მოითხოვს, რომ რაიმე სპეციალური რეგულირება შეიქმნას განმცხადებლის მსგავსი ვითარებისთვის. დიდი პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ევროპული კონსესუსი ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ასევე იმ ქვეყნებში, სადაც არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება, კონსესუსი იმის თაობაზე როგორ უნდა მოხდეს სქესის აღიარება მანამდე არსებული ქორწინების პირობებში (როგორც ეს განმცხადებლის საქმეზეა). მართლაც, სახელმწიფოთა უმრავლესობას არ გააჩნია რაიმე სახის კანონმდებლობა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით. კონსესუსის არ არსებობისას და მეტად სათუთი მორალური და ეთიკური საკითხების გათვალისწინებით, ფინეთისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები, იმასთან მიმართებით, უნდა აამოქმედოს თუ არა კანონმდებლობა პოსტ-ოპერაციული ტრანსსექსუალების ახალი სქესის სამართლებრივი აღიარების შესახებ და ასევე წესებთან მიმართებით, რომლებიც დადგენილია კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად.
ფინური კანონმდებლობა განმცხადებელს ამჟამად სთავაზობს სამ გზას. სტატუს ქვოსა ან განქორწინების გზებს თუ არ ჩათვლიდა, განმცხადებლის საჩივარი პირველ ყოვლისა მიმართული იყო მეუღლის თანხმობით ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნის შესაძლებლობაზე. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით, შესაბამისი კანონმდებლობის მიზანი იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული პრაქტიკის უნიფიცირება და სამართლებრივად სქესის აღიარებისთვის თანმიმდევრული მოთხოვნების დადგენა. თუკი მეუღლეთა თანხმობა იარსებებდა, ეს უზრუნველყოფდა როგორც ახალი სქესის სამართლებრივ აღიარებას, ისე ურთიერთობის სამართლებრივ დაცვას. სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ფინური სისტემის თანახმად ქორწინების სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნა ავტომატურია, სქესის ცვლილებაზე მეუღლის თანხმობა მარტივი რეგულაცია იყო, შექმნილი თითოეული მეუღლის მეორე მეუღლის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებებისგან დასაცავად.
უფრო მეტიც, განმცხადებელი და მისი მეუღლე არ დაკარგავდნენ სხვა უფლებებს თუკი მათი ქორწინება გარდაიქმნებოდა რეგისტრირებულ პარტნიორობად. თუმცა, მაგალითად, საპენსიო უფლებების შეფასების მიზნებისთვის ურთიერთობის ხანგრძლივობა გამოითვლებოდა ქორწინების მომენტიდან და არა სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნის მომენტიდან.
საქმის ოჯახური ცხოვრების ასპექტებთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო პარტნიორობა ზეგავლენას ვერ იქონიებდა განმცხადებლის ქალიშვილზე მამობის უფლებაზე, რადგანაც ის უკვე ვალიდურად დადგინდა ქორწინების პერიოდში. სქესის შეცვლას არც რაიმე სამართლებრივი ზეგავლენა ქონია ბავშვზე ზრუნვის, მეურვეობის ან გაფრთხილების ვალდებულებებთან მიმართებით, რადგანაც ფინეთში ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება მშობლობას, მიუხედავად სქესისა ან პარტნიორობის ფორმისა. შესაბამისად, სამოქალაქო პარტნიორობად გარდაქმნას ვერ ექნებოდა რაიმე ზეგავლენა განმცხადებლის ოჯახურ ცხოვრებაზე.
მართალია, სამწუხაროდ განმცხადებელს ყოველდღიურად უხდებოდა დაბრკოლებებთან გამკლავება მისი არასწორი საიდენტიფიკაციო ნომრის გამო, მას რეალური შესაძლებლობა ქონდა შეეცვალა ეს ვითარება ნებისმიერ დროს ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნის გზით, მეუღლის თანხმობით. სასამართლოს აზრით, არ იყო არაპროპორციული შეძენილი სქესის სამართლებრივი აღიარების წინაპირობად ამგვარი გარდაქმნის მოთხოვნა, ვინაიდან ეს იყო რეალური შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფდა სამართლებრივ დაცვას ერთსქესიანი წყვილებისთვის, რაც თავის მხრივ ქორწინების იდენტური იყო. ამ ორ სამართლებრივ კონცეფციას შორის მცირედი განსხვავებები ვერ წარმოაჩენდა ფინურ სისტემას ნაკლულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით. სისტემა მთლიანობაში არ იყო არათანაზომიერი განმცხადებელზე მოქმედების თვალსაზრისით და ამ საქმეზე საპირისპირო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი შენარჩუნებული იყო.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
დიდმა პალატამ ასევე დაადგინა თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში და ასევე ერთხმად, რომ აუცილებელი არ იყო განმცხადებლის საჩივრის განხილვა მე-12 მუხლთან მიმართებით, რადგანაც მისი განხილვა უკვე მოხდა მე-8 მუხლთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy