© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეოთხე სექცია
საქმე ჰარაკჩევი (HARAKCHIEV) და ტოლუმოვი (TOLUMOV) ბულგარეთის წიანაღმდეგ
(განაცხადები # 15018/11 და # 61199/12)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
8 ივლისი, 2014
ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა კონვენციის 44.2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებში. ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებებს.
საქმეზე ჰარაკჩევი (Harakchiev) და ტოლუმოვი (Tolumov) ბულგარეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიემელე, თავმჯდომარე,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიდიევა,
პოლ მაჰოუნი,
კზისტოფ ვოიტცეკი, მოსამართლეები,
და ფატოს არაცი, სექციის მდივნის მოადგილე,
ითათბირა 2014 წლის 24 ივნისს და იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (კონვენცია) 34-ე მუხლის საფუძველზე ბულგარეთის ორი მოქალაქის, ბატონი მიტკო გეორგიევ ჰარაკჩევის და ბატონი ლიუდვიკ სლავოვ ტოლუმოვის (განმცხადებლების) 2011 წლის 22 თებერვლის და 2012 წლის 11 სექტემბრის ორი განაცხადი (# 15018/11 და # 61199/12) ბულგარეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
2. განმცხადებლებს წარმოადგენდნენ ბატონი მ. ეკიმძიევი და ქალბატონი ს. სტეფანოვა, პლოვდივში მოღვაწე ადვოკატები. ბულგარეთის ხელისუფლება (მოპასუხე სახელმწიფო) წარმოდგენილი იყო საკუთარი სახელმწიფო წარმომადგენლების, ქალბატონი ი. სტანჩევა-ჩინოვასა და ქალბატონი კ. რადკოვას მიერ, იუსტიციის სამინისტროდან.
3. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ბატონი ჰარაკჩევის მთელი სიცოცხლის მანძილზე (доживотен затвор без замяна) უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს, რომ მათი პატიმრობის რეჟიმი და მატერიალური პირობები უტოლდებოდა წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და რომ მათ არ ქონდათ ეროვნულ დონეზე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება მათი პატიმრობის არსებულ პირობებთან მიმართებით.
4. 2013 წლის 19 თებერვალს სასამართლომ გადაწყვიტა განაცხადების გაერთიანება, მიიჩნია ისინი ნაწილობრივ დაუშვებლად და მოპასუხე სახელმწიფოს შეატყობინა საჩივრები შემდეგზე (ა) ბატონი ჰარაკჩევის მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა; (ბ) განმცხადებლების პატიმრობის რეჟიმი და პირობები; (გ) ბატონი ტოლუმოვის ციხის კორესპოდენციის სავარაუდო მონიტორინგი; და (დ) განმცხადებლების პატიმრობის რეალურ პირობებთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ არსებობა.
5. 2013 წლის 17 ივლისს სასამართლომ მხარეებს უხმო მათ წერილობით მოსაზრებებში დამატებითი საკითხების შესასწავლად.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. პირველი განაცხადის (# 15018/11) ავტორი ბატონი ჰარაკჩევი 1968 წელს დაიბადა. ის ამჟამად იხდის მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობას (იხილეთ 58-60 და 65-ე პარაგრაფები დაბლა) სტარა ზაგორას ციხეში.
7. მეორე განაცხადის ავტორი (# 61199/12), ბატონი ტოლუმოვი 1954 წელს დაიბადა. ის ამჟამად უვადო პატიმარია (იხილეთ 56-ე და 65-ე პარაგრაფები დაბლა) პლოვდივის ციხეში.
A. ბატონი ჰარაკჩევი
1. ბატონი ჰარაკჩევის დანაშაულებრივი ისტორია და მისთვის შეფარდებული მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა
8. 1992 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში ბატონი ჰარაკჩევი, მძღოლი და ავტომექანიკოსი პროფესიით, რვაჯერ იყო მსჯავრდებული არაძალადობრივი დანაშაულებისთვის: ქურდობა და ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში (ოთხი მსჯავრდება) და თაღლითობა და თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში (სამი მსჯავრდება). მას სასჯელის სახით შეეფარდა პატიმრობა ორიდან ხუთ წლამდე.
9. 2003 წლის 21 იანვარს ჰასკოვოს რეგიონულმა სასამართლომ ბატონი ჰარაკჩევი დამნაშავედ ცნო 2001 წლის 14 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეიარაღებული ძარცვის ოთხ ეპიზოდში, რომელთაგან ორის შემთხვევაში ასევე ადგილი ქონდა განმზრახ მკვლელობას და დანარჩენ ორ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობას. ამ სასამართლომ მას მიუსაჯა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა.
10. 2003 წლის 26 ივნისს პლოვდივის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბატონი ჰარაკჩევის წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი და სასჯელი.
11. უზენაესმა საკასაციო სასამართლომ 2004 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით (реш. № 476 от 23 ноември 2004 г. по н. д. № 901/2003 г., ВКС, ІІІ н. о.) ძალაში დატოვა ბატონი ჰარაკჩევის წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი და სასჯელი. მან inter alia, დაადგინა, რომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით - კერძოდ კი მათი ჩადენის წინასწარგანზრახულობისა და სისასტიკისა - უფრო მსუბუქი სასჯელი, როგორიცაა უვადო პატიმრობა (доживотен затвор със замяна), ვერ იქნებოდა ადეკვატური. ეს დადგენილება ვერ შეიცვლებოდა იმ ფაქტით, რომ ბატონმა ჰარაკჩევმა აღიარა დანაშაული და დაეხმარა გამოძიების ორგანოებს მისი დანაშაულებივი ქმედებების გამოძიებაში.
2. სტარა ზაგორას ციხეში არსებული პატიმრობის პირობები და ბატონი ჰარაკჩევისთვის დადგენილი სასჯელის მოხდის რეჟიმი
12. ბატონი ჰარაკჩევი სტარა ზაგორას ციხეში განთავსებული იყო 2002 წლის 18 იანვრიდან. თავდაპირველად ის განათავსეს “საერთო რეჟიმში” (იხილეთ 115-ე პარაგრაფი დაბლა). 2009 წლის 1 ივნისს სასჯელისა და წინასწარი პატიმრობის აღსრულების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ეს რეჟიმი შეიცვალა “მკაცრი რეჟიმით” (იხილეთ 118-ე პარაგრაფი დაბლა) ამ კანონის მოქმედების შედეგად. 2009 წლის 17 ივნისს სასჯელთა აღსრულების კომისიამ (იხილეთ 121-ე პარაგრაფი დაბლა) სტარა ზაგორას რეგიონულ სასამართლოს შესთავაზა ბატონი ჰარაკჩევის გადაყვანა “სპეციალურ რეჟიმში”, რაც როგორც წესი გამოიყენება უვადო პატიმრებთან, უთითებდა რა დაწესებულების წესრიგის მიმართ მის “ნეგატიურ დამოკიდებულებასა” და უპატივცემულობაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ის ამ რეჟიმში უნდა განთავსებულიყო თავიდანვე. 2009 წლის 21 ივლისს სტარა ზაგორას რეგიონულმა სასამართლომ გაიზიარა შეთავაზება. ბატონი ჰარაკჩევის 2010 წლის 12 ივლისის საჩივარი ამ გადაწყვეტილებაზე არ დააკმაყოფილა სტარა ზაგორას რეგიონულმა სასამართლომ და პლოვდივის სააპელაციო სასამართლომ როგორც ვადაგასული. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციას იმ მომეტისთვის არ ქონდა განზრახული ბატონი ჰარაკჩევის ციხის რეჟიმის შემდგომი ცვლილება.
13. 2005 წლის დეკემბერიდან 2013 წლის მარტამდე პერიოდში ბატონ ჰარაკჩევს შეუფარდეს ცხრა დისციპლინური სახდელი. ამ სახდელთაგან უკანასკნელნი 2012 წლის აგვისტოში და 2013 წლის მარტში მას დაეკისრა შემდეგთან დაკავშირებით ა) დაპირისპირება მასა და სხვა პატიმარს შორის დღის სეირნობისას 2012 წლის 4 აგვისტოს და ბ) 2013 წლის 18 თებერვალს საკვების ქურდობა, რომელიც სხვა პატიმარმა დატოვა საერთო საპირფარეშოში. პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით ბატონ ჰარაკჩევს გაფრთხილება მისცეს, ხოლო უკანანსკნელთან მიმართებით - სამი დღე სადამსჯელო საკანში განთავსება.
14. ბატონი ჰარაკჩევის საკანი, რომელშიც ის ამჟამად მარტოა, მაგრამ 2002 წლიდან 2007 წლამდე პერიოდში სხვა პატიმართან იყოფდა, ციხის მაღალი უსაფრთხოების ფლიგელშია განთავსებული, უვადო პატიმრებისთვის განკუთვნის ფლიგელში. ბატონი ჰარაკჩევის განმარტებით საკანი საკმაოდ პატარა ზომის იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავეჯი იკავებდა 4,5 მ2-ს და ღამით განათებული იყო 60 ვატიანი ელექტრონათურით, რომელიც მუდმივად ენთო. მოპასუხე სახელმწიფოს განცხადებით საკანი არ იყო სტანდარტულ ზომაზე პატარა. საკნის ზომები იყო 4,3 * 1,81 მ2 და 3,95 მ სიმაღლის. იატაკის ფართობი იყო 7,78 მ2. საკანში განთავსებული იყო რკინის ტუმბო, ორიარუსიანი რკინის საწოლი, ორი სკამი და პატარა მაგიდა, რომლებიც იატაკზე იყო მიმაგრებული უსაფრთხოების ზომის შესაბამისად. საკანს ქონდა სამხრეთით განთავსებული ფანჯარა ზომით 1,76 * 1,25 მეტრი. საკნის ხელოვნური განათება უზრუნველყოფილი იყო ორი 36 ვატიანი ნეონის ნათურით. ბატონი ჰარაკჩევის განცხადებით ელექტრონათურები ნეონის ნათურებით ჩაანაცვლეს მხოლოდ 2012 წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ საკანში არ იყო დაბალი ინტენსივობის ღამის განათება.
15. სტარა ზაგორას ციხეს არ ქონდა ვენტილაციის ან ჰაერის გაგრილების სისტემა. ბატონი ჰარაკჩევი ამტკიცებდა, რომ ამის გამო ზაფხულში მის საკანში მეტად მაღალი ტემპერატურა იყო და სუფთა ჰაერი არ ქონდა. ზამთარში გათბობა ირთვებოდა მხოლოდ ერთი საათით დილით, შუადღეს და საღამოს. მოპასუხე სახელმწიფოს განცხადებით საკნის ფანჯარის გაღება შესაძლებელი იყო ნებისმიერ დორს, რაც საკნის ნებისმიერ დროს განიავების შესაძლებლობას ქმნიდა. ციხეს გააჩნდა საკუთარი გათბობის სისტემა ორი საქვაბით და გათბობის მცვლელი. საქვაბეები დღის განმავლობაში ცხრა საათით ირთვებოდა, თუმცა საქვაბეებში გაცხელებული წყალი სისტემაში მუდმივად მოძრაობდა. ბატონი ჰარაკჩევის განცხადებით მისი საკნის რადიატორები ცხელი იყო დღეში ოცდაათი წუთის განმავლობაში და საკნის ფანჯრისა და კარების ცუდი მდგომარეობა ხელს უწყობდა ზამთარში საკანში დაბალი ტემპერატურის ქონას. ბატონი ჰარაკჩევი ასევე აცხადებდა, რომ რადგანაც ის იძულებული იყო ტანისამოსი საკანში გაეშრო, იქ მაღალი ნესტიანობა იყო. შედეგად საკნის კედლების ბათქაში და საღებავი იშლებოდა.
16. ბატონი ჰარაკჩევის განცხადებით, ციხეში საერთო სივრცეებში სისუფთავის შენარჩუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ კალციუმის ჰიდროქლორიდით დამუშავებით, ხოლო საკნები მხოლოდ წყლით იწმინდებოდა. ამ ინფორმაციის გასამყარებლად ბატონმა ჰარაკჩევმა მოიშველია მისი თანა-პატიმრის მოწმის ჩვენება, მის მიერვე ინიცირებული საქმისწარმოების პროცესში გაკეთებული. მოპასუხე სახელმწიფოს გაცხადებით ციხის საერთო სივრცე მხოლოდ ამ ფორმით არ მუშავდებოდა. ეს ადგილები ირეცხებოდა სარეცხი საშუალებებით და მინიმუმ წელიწადში ორჯერ ექვემდებარებოდა მწერებსა და მავნებლებზე დამუშავებას, რაც დასტურდებოდა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ამგვარი მომსახურებისთვის წარმოდგენილი თოთხმეტი ინვოისით. პასუხად ბატონი ჰარაკჩევი განმარტავდა, რომ ეს ინვოისები არ ამტკიცებს, რომ სარეცხი საშუალებების გამოყენება ნამდვილად ხდებოდა, როგორც ამას მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა. ის ასევე აცხადებდა, რომ მის საკანში მუდმივად ჩნდებოდნენ ტარაკნები და თაგვები და მისი ყოველი საჩივარი აღნიშნულთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩებოდა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ რადგანაც მისი საკნის ფანჯარას არ ქონდა ბადე, მის საკანში მწერები მუდმივად შემოდიოდნენ, ნარჩენების სუნსა და ღამის მუდმივ განათებაზე და კბენდნენ მას.
17. საკანში არ არის საპირფარეშო ან წლის ონკანი. ბატონი ჰარაკჩევი განმარტავდა, რომ დღის განმავლობაში საერთო საპირფარეშოში ვიზიტის გარდა, ის იძულებული იყო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები პლასტმასის სათლში დაეკმაყოფილებია. იმ დროს როდესაც ის საკანს იყოფდა სხვა პატიმართან, ის იძულებული იყო ეს მისი თანდასწრებით გაეკეთებია. საკანში წყლის ონკანის უქონლობის გამო ის ვერ იბანდა ხელებს და ვერც სათლს რეცხავდა მისი გამოყენების შემდეგ. მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ მაღალი უსაფრთხოების განყოფილებაში საპირფარეშო და აბაზანა პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი იყო დღეში სამჯერ და ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც მცველებს სთხოვდნენ. შესაბამისად, ვერ გაცხადდებოდა, რომ ბატონი ჰარაკჩევი იძულებული იყო ესარგებლა სათლით; ეს მისი არჩევანი იყო. რეალურად მას საკანში ათზე მეტი სათლი ქონდა, რომლებშიც ინახავდა ტანისამოსს, გასარეცხ ნივთებს და სხვა ნივთებს. ბატონმა ჰარაკჩევმა პასუხად განაცხადა, რომ საპირფარეშოში დღეში სამი ვიზიტის გარდა, დილის 5.30-დან საღამოს 8 საათამდე, მცველები არასდროს უღებდნენ მას კარს საპირფარეშოთი სარგებლობისთვის. შესაბამისად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სათლით სარგებლობა არ იყო მისი არჩევანი.
18. გარდა ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნებისა, ბატონი ჰარაკჩევი უფლებამოსილი იყო დღეში სამჯერ გასულიყო საკნიდან საპირფარეშოში მისასვლელად. ამ ვიზიტებისას მას შეეძლო სათლის დაცლა, ხელების დაბანა და პლასტმასის ბოთლების წყლით შევსება დასალევად და სანიტარული საჭიროებებისთვის. მისი განმარტებით საპირფარეშოში ვიზიტები გრძელდებოდა არა უმეტეს სამი წუთისა დილით და არა უმეტეს ათი წუთისა სადილის დროს და საღამოს და არ ემთხვეოდა იგივე განყოფილებაში განთავსებული პატიმრების ვიზიტებს.
19. ბატონი ჰარაკჩევის განმარტებით სტარა ზაგორას ციხის პატიმრებს შეეძლოთ შხაპის მიღება თოთხმეთ ან თხუთმეტ დღეში ერთხელ. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით მაღალი უსაფრთხოების ციხეში პატიმრებს შეეძლოთ შხაპის მიღება კვირაში ორჯერ.
20. ბატონი ჰარაკჩევის განმარტებით ნათესავებთან ან ადვოკატთან შეხვედრა იმართებოდა სპეციალურ ოთახში. პატიმრებსა და ვიზიტორებს ყოფდათ მავთულის ბადე და პატიმარი უნდა ყოფილიყო მჯდომიარე პოზაში. შეხვედრას ყოველთვის ესწრებოდა ციხის ოფიცერი. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით, ციხის ოფიცრის დასწრება ემსახურებოდა წესრიგის შენარჩუნებას და მას არ შეეძლო საუბრის მოსმენა. ადვოკატებთან შეხვედრა იმართებოდა განცალკევებულ ოთახში, რომელშიც მათ გარდა არავინ იმყოფებოდა. იქ კონტროლის ერთადერთი ფორმა იყო ვიზუალური დაკვირვება. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წარდგენილი მრავალი საჩივრის შედეგად 2009 წლამდე ბატონმა ჰარაკჩევმა 97 დღე გაატარა სტარა ზაგორას ციხის გარეთ, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 18 მაისამდე ციხის გარეთ გაატარა 255 დღე, ანუ დროის 54 პროცენტი.
21. ბატონი ჰარაკჩევის განცხადებით ციხის საკვები ცუდად იყო მომზადებული, დაბალი ხარისხის და უგემური იყო, მოჰქონდათ ცივი და ჰიგიენური ნორმების დაუცველად, ასევე მცირე დოზებით. ხორცი გათვალისწინებული იყო კვირაში ერთხელ. დანარჩენ დროს საკვები შედგებოდა ლობიოსგან, მარცვლეულისგან, კომბოსტოსგან და კარტოფილისგან, წვნიანის ან მოხარშული სახით. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით საკვების რაოდენობა და მისი ქიმიური შემადგენლობა და კალორაჟი მეტად ადეკვატური იყო. დღის ულუფა 2 662 კალორიისგან შედგებოდა და ხორცი საკვებში შედიოდა მინიმუმ დღეში ერთხელ. ბატონმა ჰარაკჩევმა უპასუხა, რომ “ხორცი” ნიშნავდა მოხარშულ ძვლებს ან კონსერვირებულ ხორცს. ორივე მხარემ საკუთარი განცხადებების განსამტკიცებლად წარმოადგინა მენიუ და კვების განრიგი.
22. ბატონი ჰარაკჩევის განმარტებით სტარა ზაგორას ციხეში სამედიცინო მომსახურება გულისხმობდა პატიმრებისთვის რუტინულად ასპირინის ან ანალგინის დარიგებას და პატიმრები იძულებული იყვნენ თავად ეყიდათ სხვა მედიკამენტები. მოპასუხე ხელისუფლების თანახმად ციხის სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებული იყო საერთო პროფილის მედ-პერსონალით: სამი ფელდშერი (ერთი ციხის მთავარი განყოფილებისთვის და დანარჩენი ორიდან თითო თითო ციხის ორი თავშესაფრისთვის), ერთი ექთანი, ფსიქიატრი და სტომატოლოგი. სამედიცინო შემოწმებები ტარდებოდა ყოველდღიურად და გადაუდებელი მდგომარეობისას პატიმრების გადაყვანა შესაძლებელი იყო სტარა ზაგორას საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. მაღალი უსაფრთხოების განყოფილებაში სამედიცინო შემოწმებები ტარდებოდა პარასკევობით. პატიმრებს ასევე შეეძლოთ კონსულტაციების მიღება ციხის გარეთ სპეციალისტებისგან, ან მკურნალობის ჩატარება სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოებში სოფიასა და ლოვეჩში. მედიკამენტების მიწოდება როგორც წესი ხდებოდა ციხის სამედიცინო ცენტრის მიერ ან მიეწოდებოდათ გარედან. ერთადერთი მედიკამენტი, რომლის გარედან მიღებაც დასჭირდა ბატონ ჰარაკჩევს, რადგანაც სამედიცინო ცენტრს ეს მედიკამენტი არ გააჩნდა, იყო “რივოტრილი” (კლონაზეპამი), თითოეულის ღირებულება იყო 7,31 ბულგარული ლევსი (BGN). ბატონმა ჰარაკჩევმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე უპასუხა, რომ ის იძულებული იყო მუდმივად შეეძინა მედიკამენტები. მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის გაწეული სტომატოლოგიური მომსახურება მხოლოდ კბილის ამოღებას ითვალისწინებდა; მიუხედავად იმისა, რომ მას სტომატოლოგიური პროტეზირების აშკარა საჭიროება ქონდა, ციხის ადმინისტრაცია აღნიშნულთან მიმართებით უმოქმედებდა. მოპასუხე სახელმწიფო განმარტავდა, რომ სტომატოლოგიური პროტეზირება ბულგარეთში ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული სამედიცინო მომსახურების შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს და შესაბამისად ვერ განხორციელდებოდა უფასოდ.
23. მოპასუხე სახელმწიფო ასევე განმარტავდა, რომ ბატონ ჰარაკჩევს შეეძლო მის განყოფილებაზე პასუხისმგებელ სოციალურ ინსპექტორთან შეხვედრის შესაძლებლობა. მას ასევე შეეძლო შეხვედრა მოეთხოვა ფსიქოლოგთან, ციხის დირექტორთან ან დირექტორის მოადგილესთან, ციხის იურისტთან ან ციხის პერსონალის ნებისმიერ წარმომადგენელთან. მას ასევე შეეძლო სხვა პატიმრებთან შეხვედრა ყოველდღიური გასეირნების დროს და კვების დროს. მას ქონდა ასევე წვდომა საკაბელო ტელევიზიაზე, ორმოცდაათი არხით, ციხის ბიბლიოთეკაზე და რელიგიური მომსახურებაზე. თავის მხრივ ბატონმა ჰარაკჩევმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გამოხატა მუშაობის სურვილი, მას არ მისცეს ამის შესაძლებლობა, არც სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო აქტივობებში ცართეს. მოპასუხე სახელმწიფო ირწმუნებოდა, რომ 2006 წლის ნოემბერში ბატონ ჰარაკჩევს დართეს ნება ჩართულიყო იოგას კურსში სტრესის მაჩვენებლის შესამცირებლად.
24. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ბატონი ჰარაკჩევის ყოველწლიური ფსიქოლოგიური შეფასება 2009, 2010, 2011 და 2012 წლებისთვის მეტად მსგავსია. ყველა მათგანში, ხშირად ერთი და იგივე ტექსტით გაცხადებული იყო, რომ მისი ქცევა ხასიათდებოდა “კამპანიით, რომ ის ილაშქრებდა” იმ დაწესებულებებისა და ციხის პერსონალის წინააღმდეგ, ვისთანაც ურთიერთობა უწევდა, რაც ძირითადად გამოიხატებოდა სხვადასხვა საჩივრების წარდგენაში და სხვა პატიმრების შეგულიანებაში, “ყალბი მტკიცებულებები” მიეცათ მის სასარგებლოდ. მასთან დიალოგი მეტად რთული იყო, მეტადრე იმის გამო, რომ ის პატივს არ სცემდა ადმინისტრაციას, არასწორი წარმოდგენა ქონდა საკუთარი უფლებების შესახებ, იყო ჯიუტი და მოუწოდებდა ციხის ადმინისტრაციას, მტკიცებულებები შეექმნათ იმ საქმეებისთვის, რასაც ის აწარმოებდა ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მძიმე ზიანის რისკი მაღალი იყო მისი პიროვნების, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათისა და მისი ქცევის უცვლელობის გათვალისწინებით. ის სიტყვიერ აგრესიას გამოხატავდა ციხის პერსონალის მიმართ.
...
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. უვადო პატიმრობა
1. ისტორიული შენიშვნა
51. 1896 სისხლის სამართლის კანონით, რომელიც 1878 წელს ბულგარეთის ავტონომიურ სახელმწიფოდ ხელახლა გამოცხადების შემდეგ პირველი ყოვლისმომცველი სისხლის სამართლის კანონმდებლობა იყო, უვადო პატიმრობა საპატიმრო სასჯელის სახედ გამოცხადდა (15.1 მუხლი). უვადო პატიმრების გათავისუფლება შესაძლებელი იყო “კარგი ქცევის” შემთხვევაში, თუკი ისინი მოიხდიდნენ მინიმუმ თხუთმეტ წელს (მუხლი 20.1 და 20.3).
52. 1951 წლის სისხლის სამართლოს კანონით, რომელმაც ჩაანაცვლა 1896 წლის კანონი და 1956 წელს ეწოდა სისხლის სამართლის კოდექსი, არ ითვალისწინებდა უვადო პატიმრობას სასჯელის სახედ.
2. სასჯელთა სისტემა 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით
53. 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლი, რომელი კოდექსითაც ჩანაცვლდა 1956 წლის კოდექსი, ადგენს სისხლის სამართლის სასჯელის მიზნებს. 1-ელი ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის შეფარდება ხდება ა) მსჯავრდებული სამართალდამრღვევის გამოსწორებისა და მისი რეაბილიტაციის მიზნით, კანონთან და მორალურ ღირებულებებთან შესაბამისობაში; ბ) მსჯავრდებულზე ზემოქმედებისა და მის მიერ შემდგომი დანაშაულების ჩადენის თავიდან აცილების მიზნით; და გ) საზოგადოების სხვა წევრების გაფრთხილებისა და მათზე ზემოქმედების მიზნით. მე-2 ნაწილში გაცხადებულია, რომ სასჯელის მიზანი არ შეიძლება იყოს ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან ადამიანის ღირსების შელახვა.
54. სასჯელის სახეები ჩამოთვლილია კოდექსის 37-ე მუხლში და 38-52 მუხლებში აღწერილია ამ სასჯელების მახასიათებლები. 1986 წლამდე საპატიმრო სასჯელის მაქსიმალური ხანგრძლივობა ოცი წელი იყო (კოდექსის 39.2 და 39.3 მუხლი 1968 წლიდან 1986 წლამდე არსებული რედაქციით). 1986 წელს პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 წელი გახდა.
55. კოდექსის 37.2 და 38-ე მუხლის თანახმად, 1998 წლის დეკემბრამდე რედაქციით, სანამ სიკვდილით დასჯა გაუქმდებოდა, სასამართლოებს გააჩნდათ სიკვდილის დასჯის შეფარდების უფლებამოსილება განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულებისთვის და თუკი მიიჩნევდნენ, რომ სისხლის სამართლის სასჯელის სადამსჯელო და ზემოქმედების მიზნები ვერ მიიღწეოდა უფრო მსუბუქი სასჯელით. კოდექსის 38.4 მუხლის თანახმად სიკვდილით დასჯა ვერ აღსრულდებოდა მანამ სანამ რესპუბლიკის პრეზიდენტი არ განიხილავდა მისი გადასინჯვის საკითხს.
56. 1995 წლამდე სიკვდილის დასჯის შემდეგ ყველაზე მძიმე სასჯელი იყო ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა საგამონაკლისო შემთხვევებში (სისხლის სამართის კოდექსის 39.2 მუხლი, 1986 წლის შემდეგი რედაქციით). 1995 წელს შეიქმნა ახალი სასჯელი: უვადო პატიმრობა (доживотен затвор), რომელიც კოდექსის 38a.1 მუხლის თანახმად განიმარტება როგორც “მსჯავრდებული პირის განთავსება საპატიმრო დაწესებულებაში სიცოცხლის ბოლომდე”. ეს სასჯელი სასამართლომ შესაძლოა შეცვალოს ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით მას შემდეგ რაც მსჯავრდებული სამართალდამრღვევი ოც წელს მაინც გაატარებს საპატიმრო დაწესებულებაში (კოდექსის 38a.3 მუხლი).
57. სიკვდილით დასჯა უკანასკნელად აღსრულდა 1989 წლის ნოემბერში. სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე დე ფაქტო მორატორიუმის შემდეგ 1990 წლის 20 ივლისს პარლამენტმა ფორმალური მორატორიუმი დაადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალებისთვის და სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული დებატის შესახებ იხილეთ საქმე იორგოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Iorgov v. Bulgaria) (# 40653/98, §§ 12-28, 11 მარტი, 2004).
58. სიკვდილით დასჯის გაუქმება ძალაში შევიდა 1998 წლის 27 დეკემბერს. იმავდროულად ამოქმედდა ახალი სასჯელი: მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა (доживотен затвор без замяна). ამ სასჯელმა შეცვალა 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსით გარკვეული სახის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სიკვდილით დასჯა.
59. ცვლილებების შემდგომ კოდექსის 37.2 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“ყველაზე მძიმე დანაშაულები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას და სხვა განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულები სავარაუდოდ და უკიდურეს შემთხვევაში ისჯება მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობით.”
60. კოდექსის 38-ე მუხლი ცვლილებების შემდეგ შემდეგი შინაარსისაა:
“1. მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა გამოიყენება თუკი კონკრეტული დანაშაული განსაკუთრებით მძიმეა და 36-ე მუხლით გათვალისწინებული [სასჯელის] მიზნები ვერ მიიღწევა უფრო მსუბუქი სასჯელით.
2. მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა არ შეეფარდება პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის არ მიუღწევია ოცი წლის ასაკს ან იმ პირის შემთხვევაში, რომელიც ირიცხებოდა სამხედრო ძალებში ან ომის პერიოდში მსახურობდა - თვრამეტ წელს. უვადო პატიმრობა არ შეეფარდება ქალს, რომელიც ფეხმძიმედ იყო დანაშაულის ჩადენის მომენტში ან ფეხმძიმედ იყო სასჯელის მისჯის დროს.”
61. კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსის იყო:
“კანონპროექტით შემოთავაზებულია სიკვდილით დასჯის ჩანაცვლება ახალი სასჯელით: მთელის სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა, რომელიც განსხვავდება უვადო პატიმრობისგან. ეს სასჯელი პატიმარს გამოყოფს საზოგადოებისგან, ჩამოართმევს რა მას ახალი დანაშაულების ჩადენის შესაძლებლობას და ამ სასჯელს დამაშინებელი ზეგავლენა ექნება სხვა სავარაუდო დამნაშავეებზე.”
62. საპარლამენტო დებატები კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა 1998 წლის 27 ნოემბერს (პირველი მოსმენით) და 1998 წლის 10 დეკემბერს (მეორე მოსმენით).
63. აღნიშნული დებატების ფარგლებში პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს სიკვდილის დასჯის გაუქმების სასარგებლოდ. იმავდროულად პარლამენტის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერდა თუკი პარალელურად შეთავაზებული იქნებოდა მთელი სიცოცხლით პატიმრობა. გამოითქვა ასევე ეჭვები, რომ ამგვარი სასჯელის შეუქცევადობა შესაძლოა დაბალანსებულიყო სასჯელის გადასინჯვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებით. პარლამენტის სხვა წევრმა აღნიშნა, რომ ხალხი ნაკლებად იქნება გაუქმების მხარდამჭერი და რომ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი, ვინც თავს დააღწევს სიკვდილით დასჯას, მათგან სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა ვალდებულება აიღო არსებითად შეეცვალა სისხლის სამართლის სასჯელების აღსრულების მარეგულირებელი კანონმდებლობა, მთელი სიცოცხლის ვადით დაპატიმრებულთა იზოლირების და მათი მხრიდან ციხეში დანაშაულის ჩადენის პრევენციის ან მათთვის კომფორტული პირობების თავიდან აცილების უზრუნველსყოფად.
64. აღნიშნული დებატების მეორე რაუნდში პარლამენტის ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ პარადოქსული იქნება ორი სახის უვადო პატიმრობის არსებობა, თუმცა მისთვის მისაღები იქნებოდა ეს როგორც გარდამავალი ღონისძიება. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით პრეზიდენტის უფლებამოსილება სასჯელის გადასინჯვაზე ვერ შეიზღუდებოდა კანონით. თუმცა, პარლამენტის სხვა წევრმა განაცხადა, რომ აუცილებელია გარანტიების შექმნა, თუ საჭირო გახდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვით სასჯელის გადასინჯვაზე, იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ისინი ვისაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ერთ დღეს არ გამოვიდეს თავისუფლებაზე. პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა გამოხატა მოსაზრება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ახალი დებულებების ფორმულირება თავიდან ააცილებდათ მთელი სიცოცხლის მანძილზე დაპატიმრებულთა მიმართ სასჯელის გადასინჯვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას.
65. შესაბამისად, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ კოდექსი ქმნიდა სამი სახის საპატიმრო სასჯელის საფუძველს: ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ოცდაათ წლამდე ვადით, უვადო პატიმრობა სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობით და მთელი სიცოცხლის განმავლობაში პატიმრობა სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე. არ არსებობს დანაშაული, რომლისთვისაც შესაძლებელია მხოლოდ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის შეფარდება.
66. 1999 წლის 25 იანვრისა და 6 მარტის ბრძანებულებებით რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა სიკვდილით დასჯის აღუსრულებელი სასჯელები გარდაქმნა ან უვადო პატიმრობად (ერთ შემთხვევაში) ან მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობად (ოცდაერთ შემთხვევაში).
3. სასჯელის შეფარდების სისტემა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტის მიხედვით
67. 2014 წლის 31 იანვარს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ჩაანაცვლებდა 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს პროექტი არ ითვალისწინებს სასჯელის სახით მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობას; ის მხოლოდ უვადო პატიმრობას ადგენს. კანონპროექტის შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 47 – სასჯელის სახეები
“1. ...
2. განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულებისთვის სასჯელის სახედ განისაზღვრება უვადო პატიმრობა.”
მუხლი 48 – უვადო პატიმრობა
“1. უვადო პატიმრობა გულისხმობს მსჯავრდებულის იზოლირებას სიცოცხლის ბოლომდე საპატიმრო დაწესებულებაში.
2. უვადო პატიმრობა პირს შეეფარდება, როდესაც დანაშაული განსაკუთრებით მძიმეა იგივე სახის დანაშაულებთან შედარებით და სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა უფრო მსუბუქი სასჯელით.
3. უვადო პატიმრობა არ გამოიყენება:
(1) იმ პირთან მიმართებით, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის არ მიუღწევია ოცი წლის ასაკს;
(2) დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ან სასჯელის შეფარდების მომენტისთვის ფეხმძიმე ქალთან მიმართებით.”
მუხლი 49 – უვადო პატიმრობის შეცვლა ვადიანი პატიმრობით
“1. უვადო პატიმრობის დარჩენილი ნაწილი შესაძლოა შეიცვალოს თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთით თუკი მსჯავრდებულმა უკვე მოიხადა არანაკლებ თხუთმეტი წლისა და საკუთარი ქცევით დაამტკიცა რეაბილიტაცია.
2. ...
3. 1-ელ ნაწილში აღწერილი ვადიანი პატიმრობის მოხდის ვადა გამოითვლება უვადო პატიმრობის სახით უკვე მოხდილი ვადისგან დამოუკიდებლად.”
68. კოდექსის პროექტის განმარტებით ბარათში უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით მოცემულია შემდეგი განმარტება (გვ. 8):
“მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა უქმდება, რადგანაც მიიჩნევა როგორც არაადამიანური ვინაიდან ამგვარ სასჯელშეფარდებულ პირებს არ აქვთ რაიმე იმედი.
მეორეს მხრივ შეთავაზებულია გადასინჯვადი უვადო პატიმრობის შენარჩუნება. საქმეები, რომლებზეც შესაძლებელია ამ სასჯელის გამოყენება მეტად შეზღუდულია, მისი განსაკუთრებული სიმკაცრის გათვალისწინებით. ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაული გამორჩეულად მძიმეა იმავე სახის დანაშაულებს შორის და სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა უფრო მსუბუქი სასჯელით. ჰუმანიტარული მიზნებით გათვალისწინებულია, რომ ეს სასჯელი არ გამოიყენება იმ დამნაშავეთა მიმართ, ვისაც დანაშაულის ჩადენის მომენტში არ მიუღწევია ოცი წლის ასაკს და ქალების მიმართ, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში ან სასჯელის შეფარდებისას ფეხმძიმედ იყო.”
69. პარლამენტს ჯერ არ განუხილია ეს კანონპროექტი.
B. სასჯელის გადასინჯვა და სასჯელის შეფარდება და მათი მოქმედება მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის სასჯელზე
1. პირობით გათავისუფლება
70. 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად პირობითი მსჯავრი გამოიყენება მხოლოდ ფიქსირებულ ვადიან საპატიმრო სასჯელებთან მიმართებით. შესაბამისად პირობითი მსჯავრი არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულებთან მიმართებით, ვისაც შეფარდებული აქვთ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა.
2. სასჯელის გადასინჯვა სასამართლოს გადაწყვეტილებით
71. 1974 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და 2005 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ რეგიონული სასამართლო უფლებამოსილია რეგიონული სახელმწიფო პროკურორის მოთხოვნით უვადო პატიმრობა შეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით (1974 წლის 427-ე და 428-ე მუხლები და 2005 წლის კოდექსის 449-ე და 450-ე მუხლები). რეგიონული სასამართლო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; გადაწყვეტილება მოთხოვნის არ დაკმაყოფილების თაობაზე შესაძლოა გასაჩივრდეს მაღალი ინსტანციის სასამართლოებში. თუკი სახელმწიფო პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სასჯელის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის ხელახლა წარდგენა ვერ მოხდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროკურორის მიერ სასჯელის გადასინჯვის მოთხოვნის შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულ მსჯავრდებულებთან მიმართებით.
3. სასჯელის გადასინჯვა პრეზიდენტის მიერ
(a) კანონმდებლობა
(i) კონსტიტუციური და საკანონმდებლო ნორმები
72. 1991 წლის 13 ივლისს ამოქმედებული 1991 წლის კონსტიტუციის 98.11 მუხლის თანახმად შეწყალების უფლებამოსილება რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეროგატივაა.
73. იმ დროისთვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი, რომელიც პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების ფარგლებს განსაზღვრავს შემდეგი შინაარსისაა:
“პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს სასჯელის სრულ ზომასთან მიმართებით და სიკვდილით დასჯისას, შეიწყალოს პირი ან სასჯელი შეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.”
74. 2006 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლში ცვლილება შევიდა, რომლითაც განისაზღვრა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება სიკვდილით დასჯასთან მიმართებით ასევე ვრცელდებოდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობისა და უვადო პატიმრობის შემთხვევაშიც.
75. ეს დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს 1991 წლიდან გააჩნია, ტრადიციულად დელეგირებული აქვს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, როგორც ამას 1991 წლის კონსტიტუციის 104-ე მუხლი ითვალისწინებს. აღნიშნული უფლებამოსილების განხოლციელებაზე არ ხორციელდება სასამართლო კონტროლი (იხილეთ опр. № 2429 от 20 февруари 2012 г. по адм. д. № 817/2012 г., ВАС, ІІІ о.).
(ii) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #6, 2012 წლის
76. 2012 წლის 11 აპრილის #6 გადაწყვეტილებით (реш. № 6 от 11 април 2012 г. к. д. № 3/2012 г., обн., ДВ, бр. 15 от 2012 г.), რომელიც პარლამენტის სამოცდაერთი წევრის განაცხადის საფუძველზე მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლომ 1991 წლის კონსტიტუციის 98.11 მუხლის სავალდებულო განმარტება გააკეთა (იხილეთ 72-ე პარაგრაფი მაღლა) და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, როგორც ultra vires და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საწინააღმდეგო, პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება ad hoc კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია inter alia მოიკვლიოს როგორ განახორციელეს ყოფილმა პრეზიდენტმა და ვიცე პრეზიდენტმა შეწყალების უფლებამოსილება ორი ვადის განმავლობაში 2002 წლის 22 იანვრიდან 2012 წლის 22 იანვრამდე პერიოდში (იხილეთ 89-ე პარაგრაფი დაბლა). სასამართლომ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება ამ ნორმის საფუძველზე შეწყალების სამეფო პრეროგატივის თანამედროვე შესატყვისია და ეფუძნებოდა ჰუმანურობის პრინციპს. შესაბამისად ის არ ეფუძნება რაიმე კონკრეტულ საფუძვლებს, არამედ მას ახორციელებს პრეზიდენტი, ან მისი დელეგირებით ვიცე-პრეზიდენტი თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ამ უფლებამოსილების გამოყენება შესაძლებელია სასჯელის ძალაში შესვლის მომენტიდან და შესაძლოა გამოიხატოს სასჯელის სრულ ან ნაწილობრივ მოხსნაში და მის შეცვლაში ნაკლებად მკაცრი სასჯელით. ეს არ გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევას, რადგანაც ეს არ არის პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, არამედ ითვალისწინებს ამ პირის სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ დაკისრებული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. დასაშვები იყო კანონით ამ უფლებამოსილების განხორციელების ფორმის განსაზღვრა, მაგრამ დაუშვებელი იყო პარლამენტის მიერ იმ საფუძვლების განსაზღვრა, ან წინასწარ ჩამოთვლა, რომელთა არსებობისას შეიძლება ამ უფლებამოსილებით სარგებლობა ან მისი არსებობის საფუძვლებზე რეაგირების მოხდენა. ასევე დაუშვებელია სასჯელების სახეების შეზღუდვა, რომლებთან მიმართებითაც დასაშვები იქნება ამ უფლებამოსილებით სარგებლობა, არც ამ უფლებამოსილების მოქმედებისგან მსჯავრდებულთა კონკრეტული ჯგუფის გამორიცხვაა დასაშვები.
77. შეწყალების უფლებამოსილება, რომელიც ფაქტიურად გამონაკლისი იყო კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან, ეფუძნებოდა უფრო მაღალი კონსტიტუციური ღიებულებების ამოქმედების საჭიროებას, რომელთა დაცვაც ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ნორმებით. შესაბამისად კონსტიტუციაში არაპირდაპირ იყო ასახული ის, რომ ეს უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს არა-თვითნებურად და უნდა მოექცეს კონსტიტუციური ღირებულებებისა და პრინციპების განხორციელების ვალდებულების ფარგლებში. ამასვე მოყვება ის, რომ კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ამ უფლებამოსილების განხორციელებისას პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს თანასწორობა, ჰუმანურობა, თანაგრძნობა, მოწყალეობა და მსჯავრდებულის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა. საქმეებზე, სადაც შეწყალების უფლებამოსილება ვრცელდება არა სრულ სასჯელზე, არამედ მხოლოდ სასჯელის ნაწილზე, მეტად მნიშვნელოვანი იყო მსჯავრდებულის პიროვნებაში დადებითი ცვლილებების გათვალისწინება. პრეზიდენტს არ ევალება დასაბუთება: იმდენად რამდენადაც კანონმდებლისთვის დაუშვებელია ნებისმიერი სახით შემოფარგლოს მისი უფლებამოსილება შეწყალებაზე, თანაბრად დაუშვებელია მისთვის დასაბუთების მოთხოვნა. მართლაც, თუკი შეწყალების აქტებში მოცემული იქნებოდა დასაბუთება, ისინი შესაძლოა მავალდებულებელი გახდეს პრეზიდენტისთვის ან ვიცე-პრეზიდენტისთვის დააკმაყოფილონ შეწყალების მოთხოვნები, თუკი ისინი ანალოგიურ გარემოებებს ეხება და ეს გამოიწვევდა მსჯავრდებულებში რწმენის განმტკიცებას, რომ ისინი უფლებამოსილი არიან შეწყალებაზე, რადგანაც აკმაყოფილებენ შეწყალების უკვე მიღებულ აქტებში მოცემულ პირობებს.
78. იმავდროულად, პრეზიდენტს ევალება პატივი სცეს ყველას უფლებას კანონის წინაშე თანასწორობაზე. შესაბამისად აუცილებელი იყო ფართო გარანტიების უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტი ერთგვაროვნად განიხილავდა ყველა მოთხოვნას შეწყალებაზე და იგივე კრიტერიუმს დაეყრდნობოდა ყველასთან მიმართებით. ბუნებრივია ეს კრიტერიუმი პრეზიდენტისთვის სავალდებულო ვერ გახდება კანონმდებლის მიერ, რადგანაც ეს წინააღდეგობაში მოვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. თუმცა, პრეზიდენტი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს რა ფორმით განახორციელებს შეწყალების უფლებამოსილებას და კრიტერიუმი, რომლითაც იხელმძღვანელებს ამ დროს. ამგვარი პოლიტიკური განაცხადი ამ უფლებამოსილების განხორციელებას გამჭვირვალეს და სტაბილურს გახდიდა. შესაბამისად, პრეზიდენტისთვის თუ ვიცე-პრეზიდენტისთვის შესაძლებელი იყო მათი თანამდებობრივი ვადის დაწყებისთანავე ცნობილი გაეხადათ შეწყალების მოთხოვნებთან დაკავშირებით მათ მიერ გამოსაყენებელი კრიტერიუმი.
79. პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეეძლო, ვადის დაწყებისთანავე ან მოგვიანებით, შეწყალების უფლებამოსილება გადაეცა ვიცე-პრეზიდენტისთვის, რომელსაც შეეძლო ეს უფლებამოსილება განეხორციელებია ისევე როგორც პრეზიდენტს. დელეგირების გამოთხოვა შესაძლებელი იყო ნებისმიერ დროს და არ უზღუდავდა პრეზიდენტს თავად შესაძლებლობა განეხორციელებია ეს უფლებამოსილება. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში პირველ ვადაში განხორციელებული დელეგირება ძალაში რჩება და არ საჭიროებს განახლებას.
80. პრეზიდენტის შეწყალების აქტები არ საჭიროებს თანახელმოწერას სამთავრობო მინისტრისგან. ისინი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მას ვერ გადასინჯავს რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანო. ამოქმედების შემდეგ მათ ასევე ვერ გადასინჯავს ან გააუქმებს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე შეწყალება, განხორციელების შემდეგ შეუქცევადია და პირს, რომლის მიმართაც ის შესრულდა, ვერ მოეთხოვება სასჯელის მოხდის გაგრძელება მისი შემდგომი ქცევის საფუძველზე. შეწყალება, სრული თუ ნაწილობრივი, ასევე ვერ გახდება რაიმე პირობადებული.
81. ოფიციალურ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა რაიმე კონსტიტუციური მოთხოვნები შეწყალების აქტებთან მიმართებით. გადაწყვეტილება ამ აქტების საჯაროობასთან დაკავშირებით დამოკიდებული იყო დელიკატურ ბალანსზე რაც დაცული უნდა იყოს შეწყალების აქტით მოსარგებლე პირის პირად ცხოვრებას, პერსონალურ მონაცემებსა და ღირსებას და საზოგადოების უფლებას შორის ინფორმირებული იყოს სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯარო ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის გზების შესახებ. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე არსებული პრაქტიკით შეწყალების აქტები არ ქვეყნდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყალებული პირი თანხმობას განაცხადებდა გამოქვეყნებაზე. თუმცა მათი გამოქვეყნების მოთხოვნას არაფერი აფერხებდა. ეს ის საკითხი იყო, რაც კანონმდებელს უნდა გადაეწყვიტა.
82. შეწყალების აქტები არ იყო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სხვა აქტები და ვერ გაუთანაბრდებოდა მათ. შესაბამისად ისინი არ ექვემდებარებოდა სასამართლო კონტროლს და მათი გასაჩირება შესაძლებელი იყო მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, არაკონსტიტუციურობის საფუძვლით, კონსტიტუციის 149.1.2 მუხლის საფუძველზე ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ან პირის მიერ, რომლებიც უფლებამოსილი არიან ამ სასამართლოს წინაშე აწარმოონ საქმე კონსტიტუციის 150-ე მუხლზე დაყრდნობით: პარლამენტის 240 წევრიდან ერთ მეხუთედს, პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს, უზენაეს საკასაციო სასამართლოს, უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს ან გენერალურ პროკურორს.
83. ნაწილობრივ განსხვავებულ მოსაზრებაში საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ inter alia, განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო კანონის საფუძველზე პრეზიდენტის დავალდებულება დაესაბუთებია შეწყალების აქტები. მართლაც, ამგვარი დასაბუთება გამოააშკარავებდა, რომ ეს აქტები არ იყო თავისუფალი გადაწყვეტის შედეგი და ეს უპირატესად განაპირობებდა მათ გადასინჯვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
(b) [ამ უფლებამოსილების] განხორციელება 2002-12 წლებში
84. წინა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ზედიზედ ორი ვადით იყვნენ არჩეულები, 2002 წლის 22 იანვრიდან 2007 წლის 22 იანვრამდე და 2007 წლის 22 იანვრიდან 2012 წლის 22 იანვრამდე.
85. 2002 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო 6 967 განაცხადი შეწყალებაზე, რომელთაგან 477 დააკმაყოფილა.
86. რეალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირთა კომიტეტი შეიწავლიდა შეწყალების თხოვნებს და წინადადებებს წარუდგენდა ვიცე-პრეზიდენტს. თითოეულ საქმეზე პოზიციის ჩამოყალიბებისას კომიტეტი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის მიმართულებით პრეზიდენტის იურიდიულ მრჩეველთა პოზიციას და ეყრდნობოდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას. გადაწყვეტილების მიღებამდე ვიცე-პრეზიდენტს ასევე შეეძლო გასაუბრებოდა პატიმარს.
87. ციხის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორის 2009 წლის 15 სექტემბრის ანგარიშის თანახმად მოქმედ ვიცე პრეზიდენტს 100-მდე შეწყალების თხოვნა წარედგინა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულთაგან. ვიცე-პრეზიდენტის აპარატის უფროსის განცხადებით 2002 წლის 21 იანვრიდან 2009 წლის 7 სექტემბრამდე მრჩეველთა კომიტეტმა შეწყალების ოცდაცხრა თხოვნა მიიღო თექვსმეტი პირისგან, რომელთაც შეფარდებული ქონდათ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა; არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილებულა. მან ასევე განმარტა, რომ ვიცე-პრეზიდენტს არ მოეთხოვებოდა უარის დასაბუთება, არამედ შესაბამის პატიმრებს შეეძლოთ შეწყალების საკუთარი განცხადებების განახლება შეუზღუდავად. 2010 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტმა ასევე აღნიშნა ეს ინფორმაცია და განმარტა, რომ მათმა კვლევამ აჩვენა, რომ 2002 წლის იანვრამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულები ვერ სარგებლობდნენ პრეზიდენტის შეწყალებით (იხილეთ 175-ე პარაგრაფი დაბლა).
88. განმცხადებლებმა წარადგინეს 2006 წლის 27 ივნისით, 2007 წლის 29 ნოემბრით და 2011 წლის 17 თებერვლით დათარიღებული ოთხი წერილი, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულ მსჯავრდებულებს იდენტური ფორმით განუმარტავდა, რომ “შეწყალების შესახებ მათი მოთხოვნების სათანადო წესით განხილვა განხორციელდა და არ დაკმაყოფილდა”. წერილებში არ იყო მოცემული სხვა დეტალები.
(c) პარლამენტის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება ad hoc კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც inter alia შეიწავლის პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებას 2002 წლის 22 იანვრიდან 2012 წლის 22 იანვრამდე პერიოდში
89. 2012 წლის 15 თებერვალს პარლამენტმა გადაწყვიტა ad hoc კომიტეტის შექმნა, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა შეესწავლა ყოფილი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა 2002 წლის 22 იანვრიდან 2012 წლის 22 იანვრამდე პერიოდში (იხილეთ 84-ე პარაგრაფი მაღლა). მალევე, 2012 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო, როგორც ultra vires და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საწინააღმდეგო (იხილეთ 76-ე პარაგრაფი მაღლა). პასუხად 2012 წლის 16 მაისს პარლამენტმა გადაწყვიტა ad hoc კომიტეტის შექმნა, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა შეესწავლა inter alia სხვადასხვა აღმასრულებელი განყოფილებების თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულება აღნიშნულთან მიმართებით თავის ანგარიშში, t რომელიც 2012 წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, კომიტეტმა inter alia დაადგინა, რომ ვიცე-პრეზიდენტს, ვისაც პრეზიდენტისგან დელეგირებული ქონდა შეწყალების უფლებამოსილება, რჩევებს აძლევდა სპეციალური კომისია. ამ კომისიის პრაქტიკა მდგომარეობდა შემდეგში - კომისია შეწყალების მომთხოვნი პატიმრის შესახებ ინფორმაციას მოითხოვდა შესაბამისი ციხის დირექტორის, ექიმისა და ფსიქოლოგისგან, ასევე ფსიქოლოგიურ შეფასებას (იხილეთ 85-88 პარაგრაფები მაღლა). თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, პატიმრების პირად საქმეში არსებული ინფორმაცია სრულად აისახებოდა თუ არა კომისიისთვის წარდგენილ მონაცემებში. ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის აღნიშვნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტაციამ, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2012 წლის იანვრიდან ბევრად უფრო გაზარდა შეწყალების სისტემის გამჭვირვალობა (იხილეთ ასევე 90-107 პარაგრაფები დაბლა). კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა კანონით დადგენილი კრიტერიუმი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვის წარმდგენი მსჯავრდებულის ქცევის ან ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაფასებლად. შედეგად ამ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება სრულად დამოკიდებული იყო კომპეტენტური თანამდებობის პირების დისკრეციაზე. შესაბამისად აუცილებელი იყო ამ საკითხების საკანონმდებლო რეგულირება და პრეზიდენტის შეწყალების აქტების გამოქვეყნების საკანონმდებლო დონეზე მოთხოვნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ანგარიშების სავალდებულო გამოქვეყნების პრაქტიკა სრულად შესაბამისი იყო, მაგრამ ეს ვერ დაავალდებულებდა მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
(d) 2012-13 წლებში პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელება
(i) შიდა პროცესუალური ნორმები
90. 2012 წლის 23 იანვრის ორი ბრძანებით ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას წინა დღეს შეუდგა, მისი წინამორბედების მსგავსად გადაწყვიტა შეწყალების უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაეცა. მან ასევე შექმნა შეწყალების კომისია ვიცე-პრეზიდენტისთვის ამ უფლებამოსილების განხორციელებისას რჩევის მიცემის მიზნით და დაადგინა ამ კომისიის ფუნქციონირების წესი.
91. ამ წესების 1.3 მუხლი ადგენს, რომ კომისიამ მუშაობისას inter alia უნდა გაითვალისწინოს ბულგარეთთან მიმართებით ძალაში არსებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების განმარტებისა და შეფარდების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებისა და სხვა ორგანოების შესაბამისი პრეცედენტული სამართალი. კომისია თათბირობს თვეში ორჯერ (მუხლი 5.2). შეწყალების თითოეული თხოვნა დაეწერება კომისიის ერთ წევრს, რომელმაც ამის შესახებ მოხსენება (მუხლი 4.1.1) უნდა წარუდგინოს [კომისიას] ორი კვირის ვადაში (მუხლი 6). გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა; ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს (მუხლი 5.4). შემდეგ თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტს მოახსენებს კომისიის რეკომენდაციებს (მუხლი 4.1.5). შეწყალების მთხოვნელ პატიმრებს წერილობით უნდა ეცნობოთ ვიცე-პრეზიდენტის გადაწყვეტილება და კომისია ვალდებულია ყოველ სამ თვეში გამოაქვეყნოს საქმიანობის ანგარიში.
(ii) შეწყალების კომისიის საქმიანობა 2012 წელს
92. 2012 წლის განმავლობაში შეწყალების კომისიამ გამოაქვეყნა ამომწურავი თვიური ანგარიშები.
93. 2012 წლის 24 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა თავისი პირველი წლიური ანგარიში, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა დაამტკიცა. ეს ვრცელი დოკუმენტია, რომელიც ასახავს ინფორმაციას კომისიის 2012 წლის საქმიანობის შესახებ, ანალიტიკულ ინფორმაციას საფუძვლების ტიპების შესახებ, რომლებსაც ეფუძნებოდა წლის განმავლობაში წარდგენილი შეწყალების მოთხოვნები, სტატისტიკურ მონაცემებს, კომისიის მიდგომას შეწყალების მოთხოვნების განხილვისას, კომისიის შეთავაზებების ტიპებს (მოთხოვნის განუხილველად დატოვება, უარყოფა, ან სრული ან ნაწილობრივი შეწყალება) და კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
94. ანგარიშის თანახმად 2012 წელს პრეზიდენტის შეწყალება მოითხოვა 840-მა ადამიანმა 988 თხოვნით. ამ პირთაგან სამოცდახუთმა ერთ მოთხოვნაზე მეტი წარადგინა. მოთხოვნათა უმრავლესობა (98%), რომლებიც წარადგინეს პატიმრებმა (მათი ნათესავების მიერ წარდგენილთაგან განსხვავებით) ეფუძნებოდა შემდეგი მიზეზებიდან ერთს ან რამდენიმეს: 34% მსჯავრდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, მათ შორის ზოგი პატიმარი გამოხატავდა სინანულს, ხოლო სხვები უარყოფდნენ თავიანთ ქმედებას ან აპროტესტებენ მათ მიმართ მსაჯვრდებას ან სასჯელს; 18% მსჯავრდებულის რეაბილიტაციას დაპატიმრების შემდეგ; 48% ჰუმანიტარულ საფუძვლებს (ოჯახურ გამოწვევებს, ბავშვებზე ან მოხუც ნათესავებზე ზრუნვის საჭიროება, ოჯახის წევრებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საჭიროება, ოჯახის წევრებთან დაახლოების საჭიროება, დასუსტებული ჯანმრთელობა, მოხუცებულობა); ხოლო 7% ცდილობს პატიმრები წარმოაჩინოს ციხის, სასამართლოს ან სისტემის მსხვერპლებად; მოთხოვნებით, რომლებიც ეფუძნება პატიმრობის მძიმე შედეგებს ან ციხეში პიროვნული განვითარების შეუძლებლობას. დარჩენილი 2% არ უთითებდა კონკრეტულ საფუძველზე. მხოლოდ ოთხი მოთხოვნა წარადგინა არა თავად მსჯავრდებულმა, არამედ მისმა კანონისმიერმა წარმომადგენელმა.
95. 2012 წელს კომისიამ გამართა ოცდაცამეტი განხილვა, თვეში სამიდან ხუთ შეხვედრამდე.
96. კომისიის პრაქტიკა ეფუძნება იდეას იმის შესახებ, რომ შეწყალება სასჯელის შემცირების სუბსიდიური საშუალებაა და ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, რომლებშიც ერთის მხრივ, არ არსებობს სისხლის სამართლებრივი რეპრესიის შემსუბუქების სხვა საშუალება და მეორეს მხრივ სასჯელის აღსრულების გაგრძელება მორალურად გაუმართლებელია და ეწინააღდეგება სამართლის არსს, იმაში, რომ მსჯავრდების შემდეგ აღმოცენებული გარემოებებიდან გამომდინარე მსჯავრდებულის მდგომარეობა უჩვეულო გახდა და სასჯელის აღსრულების გაგრძელებას აღარ აქვს თავდაპირველად განსაზღვრული სასარგებლო შედეგები, არამედ გახდა მხოლოდ უსარგებლო რეპრესია და ეწინააღდეგება სისხლის სამართლის ჰუმანურ მიზნებს.
97. შეწყალების თითოეული მოთხოვნის შესწავლისას კომისიას უნდა გაეთვალისწინებია პატიმრის გარემოებების ტოტალურობა: ქცევის სისხლისსამართლებრივი მოდელის არსებობა და მისი მახასიათებლები; დანაშაულის სიმძიმე; სისხლის სამართლებრივი გარემოს მახასიათებლები; დანაშაულის ჩადენის მოტივები; ქცევა დანაშაულებრივი ქცევის შემდეგ; ნასამართლობა, ასევე წინა სასჯელის ეფექტიანობა; დაზარალებულები; დანაშაულის ჩადენის შემდეგ გასული დრო და მსჯავრდებისა და სასჯელის ძალაში შესვლის დრო; ნებისმიერი წყვეტა სასჯელის მოხდისას; უკვე მოხდილი სასჯელის ხანგრძლივობა და მისი აღსრულების ფორმა; პატიმრის პერსპექტივა პიროვნულ განვითარებაზე, მათ შორის დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი; კორექციის პროცესის წარმატებულობა; რა ხარისხით იქნა მიღწეული სასჯელის მიზნები; იმ პირების ან ორგანიზაციების ხელმისაწვდომობა, რომლებიც შეძლებენ მის მიღებას; პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ზეგავლენა სასჯელის მოხდაზე; პატიმრის ოჯახური მდგომარეობა და მისი ზეგავლენა მის სამართლებრივ და მორალურ ვალდებულებებზე (პატიმრის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომაროება და ასაკი, ან ფეხმძიმობის არსებობა, მცირეწლოვანი ბავშვები ან დაუსაქმებელი ოჯახის წევრები); მსჯავრდების შემდგომ პატიმრის მიერ ჩადენილისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების ან შემცირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და სისხლის სამართლებრივი რეპრესიის შემცირების სხვა საშუალებების ხელმისაწვდომობა.
98. კომისიამ ვიცე-პრეზიდენტს შესთავაზა სამი პატიმრის შეწყალება.
99. ერთერთი მათგანი იყო ორმოცდათვრამეტი წლის პირი, რომელსაც 1990 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მკვლელობისთვის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის და გაუპატიურებისთვის; მას სიკვდილით დასჯა სასჯელი უვადო პატიმრობით [მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობით] შეეცვალა 1999 წელს, ბულგარეთში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ (58-ე პარაგრაფი მაღლა). 2012 წელს მან მოითხოვა მისი სასჯელის შეცვლა უვადო პატიმრობით, უთითებდა რა მის სინანულზე და კარგ ქცევაზე და მისი სასჯელის არაჰუმანურობაზე. კომისიამ აღნიშნა, რომ მან უკვე ოცდაორი წელი გაატარა ციხეში, აქედან თვრამეტი წელი სამარტოო საკანში, უვადო პატიმრებისთვის განსაზღვრულ “სპეციალურ რეჟიმში” (იხილეთ 115-ე, 116-ე, 118-ე და 121-ე პარაგრაფები დაბლა). კომისია მის საქმეს სწავლობდა ექვსი თვის მანძილზე და გამოავლინა სპეციალური გარემოება - მის პიროვნებაში მდგრადი პოზიტიური ცვლილებები - რამაც აუტანელი გახადა მისთვის მთელი სიცოცხლის ვადით პატიმრობის მოხდის გაგრძელება. ეს პროგრესი უდავოდ დადგინდა ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე, ექსპერტების ანგარიშები, რომლებიც პატიმართან მუშაობდნენ მისი პატიმრობის განმავლობაში, კომისიის მიერ მოპოვებული სპეციალური ექსპერტ-ფსიქოლოგის ანგარიში და სხვადასხვა მეთოდებზე დაყრდნობით დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასება. ყველაფერმა აჩვენა, რომ ეს პატიმარი განსხვავდებოდა სხვა უვადო პატიმრებისგან და ატიმრებისგან, რომელთაც გრძელვადიანი პატიმრობა ქონდათ შეფარდებული. მისი კრიმინალური მიდრეკილებები ჩანაცვლდა თანაგრძნობით სხვა პატიმრების მიმართ და საკუთარი დანაშაულის გადაფასებით. პატიმრის პორტრეტმა გამოავლინა კორექციის წარმატებული პროცესი, რაც მეტად იშვიათი იყო მსგავსი დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის და მათთვის ვისაც უფრო ნაკლები ხანგრძლივობის ვადიანი პატიმრობა ქონდათ შეფარდებული, ვიდრე მას უკვე ქონდა მოხდილი. ამ გარემოებებმა ის მოაქცია სისხლის სამართის კოდექსის 38.1 მუხლის მოქმედების ფარგლებს გარეთ (იხილეთ მე-60-ე პარაგრაფი მაღლა).
100. კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ პირის სასჯელის შეცვლა უვადო პატიმრობით შესაბამისობაში იქნებოდა სასჯელის მიზანთან და არ შეასუსტებდა მისი ქმედებების მორალურ დაგმობას. სასჯელის შეცვლა არ გაუტოლდებოდა მისი დანაშაულებრივი წარსულის შენდობას, არამედ წარმოადგენდა წარსულთან მისი დისტანცირების ძალისხმევის აღიარებას. ამით ასევე აშკარა გახდება მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილი პირებისთვის, რომ მათაც შეეძლებათ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგანაც მათ ძალისხმევას საზოგადოება აღიარებს, რომელიც მათ კვლავ საზოგადოების წევრებად მიიჩნევს. და ბოლოს, მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის შეცვლა უვადო პატიმრობით არ ზრდის განმეორებითი დანაშაულის რისკს.
101. კომისიამ ვიცე-პრეზიდენტს შესთავაზა პატიმრის სასჯელის შეცვლა 2012 წლის 20 დეკემბერს, ვიცე-პრეზიდენტი დაეთანხმა შეთავაზებას თავისი აქტით 2013 წლის 21 იანვარს.
102. 2012 წლის 11 თებერვალს ეროვნულმა ყოველდღიურმა გაზეთმა, 24 საათი, სტატია გამოაქვეყნა ამ პატიმარზე. სტატიაში inter alia ნათქვამი იყო, რომ პირი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მის შეცვლაში გადამდგარი ციხის ინსპექტორი იყო, რომელიც მასთან მუშაობდა თხუთმეტი წლის მანძილზე. შესაბამისად, ეს პატიმარი დარწმუნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, თუკი შესაბამის ადამიანს შეხვდება და ამიტომაც ეხმარებოდა სხვა პატიმრებს.
(iii) შეწყალების კომისიის საქმიანობა 2013 წელს
103. 2013 წლის განმავლობაში შეწყალების კომისიამ განაგრძო ყოველთვიური ანგარიშების გამოცემა, სადაც ასახული იყო სტატისტიკური მონაცემები და დეტალური ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტისთვის წარდგენილი შეწყალების წინადადებების საფუძვლების შესახებ. კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 2013 წელს 419-მა პირმა წარადგინა 475 შეწყალების მოთხოვნა, ხოლო კომისიამ ვიცე-პრეზიდენტს სამი პატიმრის შეწყალება შესთავაზა. მან ექვსი მოთხოვნა მიიღო მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული პირებისგან. 2013 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდის ამსახველ ანგარიშში კომისიამ განაცხადა, რომ მან ამ მოთხოვნებიდან ორი შეისწავლა და რეკომენდაცია გასცა მათ არ დაკმაყოფილებაზე, რადგანაც ამ პირებმა ვერ წარმოაჩინეს სათანადო პროგრესი რეაბილიტაციის კუთხით.
104. კომისიის 2013 წლის ანგარიში გამოქვეყნდა 2014 წლის თებერვალში. ისევე როგორც კომისიის 2012 წლის ანგარიში, ის ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელშიც აღწერილია კომისიის საქმიანობა 2013 წელს, წლის განმავლობაში შეწყალების მოთხოვნის საფუძვლების შესახებ ანალიტიკური ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, შეწყალების მოთხოვნების განხილვისას შეწყალების კომისიის მიდგომები, კომისიის მიერ შეთავაზებული შედეგების ტიპები (მოთხოვნის განუხილველად დატოვება, უარყოფა, სრული ან ნაწილობრივი შეწყალება) და კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები.
105. ანგარიშის თანახმად, 2013 წელს კომისიამ განიხილა შეწყალების 587 მოთხოვნა (უხეში გაანგარიშებით თვეში ორმოცდახუთი), რომლებიც 420-მა პირმა წარადგინა. ოცდასამი მოთხოვნის გარდა ყველა ეხებოდა პატიმარს. 387-მა მსჯავრდებულმა პირადად წარადგინა მოთხოვნა, ოცდათოთხმეტის შემთხვევაში მოთხოვნა ნათესავებმა წარადგინეს და თერთმეტ შემთხვევაში იურიდიულმა წარმომადგენელმა. მოთხოვნების 31% ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მონანიებას; 33% - სასჯელის გადაჭარბებულ სიმკაცრეს, სავარაუდოდ იმის აღიარების ნაკლებობას, რომ მსჯავრდებულმა შეძლო საკუთარი თავის შეცვლა და ციხეში პირადი განვითარების შესაძლებლობის არქონას; 68% ჰუმანიტარულ საფუძვლებს (მოხუცებულობა, ავადმყოფობა, ავადმყოფ ნათესავებზე ზრუნვის საჭიროება, მატერიალური შეჭირვება, ოჯახის წევრების დახმარების საჭიროება); 4% სარწმუნო რეაბილიტაციას, ციხეში მუშაობას, სავარაუდო კარგ ქცევას და სასჯელის ნახევარზე მეტის მოხდის ფაქტს; 16% სასჯელის გადამეტებულობას, სისხლის სამართლის პროცესის გადამეტებულ ხანგრძლივობას, სავარაუდოდ არასწორ მსჯავრდებას და ა.შ.; და 8% სავარაუდო უდანაშაულობას.
106. 2013 წელს კომისიამ ოცდათორმეტჯერ ითათბირა.
107. 2013 წელს კომისიამ სრულად შეინარჩუნა თავისი მანამდელი პრაქტიკა და შეწყალების მოთხოვნების შესწავლისას გაითვალისწინა იდენტური ფაქტორები (იხილეთ 97-ე პარაგრაფი მაღლა). კომისიამ ვიცე-პრეზიდენტს შესთავაზა ცხრა პატიმრის შეწყალება; 2014 წლის 21 იანვრამდე ვიცე-პრეზიდენტმა გაიზიარა შვიდი შეთავაზება და არ დააკმაყოფილა ერთი. ანგარიშში ასახული იყო საფუძვლების შეჯამება თითოეული შეთავაზებისთვის.
C. პატიმრობის პირობებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
108. 1991 წლის კონსტიტუციის 31.5 მუხლი ადგენს, რომ პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პირობები, რათა მათ შეძლონ იმ ძირითადი უფლებებით სარგებლობა, რომლებიც სასჯელის შეფარდების შედეგად არ შეზღუდვიათ.
109. სასჯელის აღსრულების შესახებ 1969 წლის კანონის 8.2.1 მუხლი 2002 წლის ივნისის რედაქციით ადგენს, რომ პატიმრების რეაბილიტაცია ხორციელდება inter alia პატიმრობის იმგვარი პირობების უზრუნველყოფით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მათ ღირსებას.
110. სასჯელისა და პატიმრობის აღსრულების შესახებ 2009 წლის კანონის (რომელმაც ჩაანაცვლა 1969 წლის კანონი 2009 წლის 1 ივნისს) 3.1 მუხლი ადგენს, დაუშვებელია პატიმრების წამება ან მათ მიმართ სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა. 3.2 მუხლით წამება და არაადამიანური და დამაცირებელი მოპყრობა განმარტებულია როგორც (ა) ნებისმიერი განზრახი ქმედება ან უმოქმედება რაც იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას, გარდა ამ კანონით დაშვებული ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა; (ბ) განზრახ განთავსება პატიმრობის მძიმე პირობებში, რაც გულისხმობს არასაკმარის საცხოვრებელ ფართს, საკვებს, სამოსს, გათბობას, განათებას, ვენტილაციას, სამედიცინო მომსახურებას, ფიზიკური ვარჯიშის შესაძლებლობის არ ქონას, ხანგრძლივ იზოლაციას ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ან სხვა განზრახ მოქმედებას ან უმოქმედებას, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება; (გ) დამამცირებელი მოპყრობა, რაც ასუსტებს სამართალდამრღვევის ღირსებას, აიძულებს მას იმოქმედოს ან იტანჯოს ქმედებით მისი სურვილის წინააღმდეგ, ან წარმოშობს მასში შიშს, მოწყვლადობას ან უმწეობას. 3.3 მუხლი ადგენს, რომ ამგვარი მოქმედებანი და უმოქმედებანი ასევე მოიცავს საჯარო მოსამსახურის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ჩადენილ ქმედება, საჯარო მოსამსახურის აშკარა ან ფარული შეგულიანებით, ან თანამონაწილეობით.
111. 40.2.1 მუხლი ადგენს, რომ პატიმართა რეაბილიტაცია ხორციელდება inter alia იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი პატიმრობაში იმყოფებიან ისეთ პირობებში, სადაც მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელბა და ღირსება დაცულია.
112. მუხლი 90.6 (2013 წლის 1 იანვრამდე მე-5 ნაწილი) ადგენს, რომ დაუშვებელია პატიმრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მათ მიერ წარდგენილი განცხადებებისა და საჩივრების გამო.
D. პატიმართა რისკის შეფასება
113. სასჯელისა და პატიმრობის აღსრულების შესახებ 2009 წლის კანონის 47.1 მუხლი ადგენს, რომ პატიმარები შემოსვლისთანავე უნდა განთავსდეს მიმღებ საკანში, სადაც ისინი შესაძლოა დარჩნენ ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით. ამ საკანში პატიმრის განთავსებიდან ორი დღის ვადაში ციხის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას მისი პირადი საქმე (კანონის 54.1 მუხლი და ამ კანონის აღსრულების მარეგულირებელი 2010 წლის 2 თებერვლის რეგულაციის 31.1 მუხლი). ამ კანონის 55.2 მუხლი ადგენს, რომ პატიმრის მიერ ამ საკნის დატოვებამდე ამ პატიმრის საქმეზე პასუხისმგებელი სოციალური მუშაკი, ექიმი და ფსიქოლოგი აფასებენ მის პიროვნებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და შრომისუნარიანობას და იღებენ რეკომენდაციას პატიმართან ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობის შესახებ. 2013 წლის 1 იანვარს ამ ქვეპუნქტში ცვლილება შევიდა და ადგენს, რომ შეფასებამ უნდა მოიცვას დანაშაულის განმეორებით ჩადენისა და ზიანის რისკი. იმავდროულად 55-ე მუხლს დაემატა მე-3 ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ უვადო პატიმარი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული, ასევე პატიმარი რომელსაც ათ წელზე მეტი ვადით აქვს თავისუფლება აღკვეთილი, ან პატიმარი რომლის რისკი შეფასდა როგორც “ძალიან მაღალი” ან “მაღალი”, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს ფსიქოლოგიურ შეფასებას. სხვა პატიმრების შემთხვევაში ამგვარი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს პატიმრის სოციალური აქტივობებისა და ხელახალი განათლების ინსპექტორის მოთხოვნით.
E. უვადო პატიმრების განთავსების რეჟიმი
1. სასჯელთა აღსრულების შესახებ 1969 წლის კანონის თანახმად
114. 2009 წლის 1 ივნისამდე უვადო პატიმრებისთვის დადგენილი რეჟიმი განისაზღვრებოდა სასჯელთა აღსრულების შესახებ 1969 წლის კანონის 127a-127e მუხლებით, რომლებიც კანონს დაემატა 1995 წელს უვადო პატიმრობის სასჯელის სახედ დამატების შემდეგ (იხილეთ 56-ე პარაგრაფი მაღლა) და ამ კანონის აღმასრულებელი 1990 წლის რეგულაციებით, რომლებიც რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წლის ივნისის ცვლილებების შემდეგ კანონით პირდაპირ დადგინდა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული პირები უნდა განთავსებულიყვნენ იგივე რეჟიმში, რა რეჟიმშიც იხდიდნენ სასჯელს უვადო პატიმრები.
115. 127b(1) მუხლით დადგინდა, რომ სასამართლომ უვადო პატიმრობის დანიშვნისას უნდა დაადგნიოს პატიმრის განთავსება მკაცრ რეჟიმში, ე.წ. “სპეციალურ რეჟიმში”. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შესატყვისი ციხის რეჟიმები იყო “მსუბუქი”, “საერთო”, “მკაცრი” და “განსაკუთრებული” (მუხლი 43(1)); უვადო პატიმრობისგან განსხვავებით, სასჯელის შემფარდებელ სასამართლოს დისკრეცია გააჩნდა რეჟიმის შერჩევისას (მუხლი 51). უვადო პატიმრებს, თუ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულებს, რომელთაც განესაზღვრებოდათ “სპეციალური რეჟიმი”, ათავსებდნენ სამარტოო საკნებში და უქვემდებარებდნენ მაღალი უსაფრთხოების ზომებსა და ზედამხედველობას (რეგულაციები 56(1), 167c და 167d(1)). თავის მხრივ “განსაკუთრებული რეჟიმი” ითვალისწინებდა ამ რეჟიმში განთავსებული პატიმრების მოთავსებას დაკეტილ საკანში ღამის განმავლობაში და ციხის ტერიტორიაზე რაიმე სახის სამეურნეო საქმიანობის ან გარე პერიმეტრზე რაიმე სამუშაოს შესრულების აკრძალვას (რეგულაცია 55.1 და 55.4). “განსაკუთრებულ რეჟიმში” განთავსებული პატიმრები ციხის დირექტორის განკარგულებით შეიძლება მუდმივად განთავსებულიყვნენ ჩაკეტილ საკანში თუკი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან ან სასჯელის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ისინი მიჩნეულ იქნებოდნენ საშიშად, ან თუკი აშკარად და სისტემატურად არღვევდნენ შინაგანაწესს ან უარყოფით ზეგავლენას ახდენდნენ სხვა პატიმრებზე (რეგულაცია 56(1)).
116. 127b(2) მუხლისა და 167d(2) რეგულაციის თანახმად შესაძლებელი იყო ხუთი წლის პატიმრობის მოხდის შემდეგ უვადო პატიმრების გადაყვანა უფრო მსუბუქ რეჟიმში თუკი ისინი კარგად იქცეოდნენ. წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო ამ ვადის ათვლისას არ ითვლებოდა (რეგულაცია 167(2)). უვადო პატიმრის უფრო მსუბუქ რეჟიმში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა დაწესებულების თანამშრომელთა და სხვა თანამდებობის პირთაგან შემდგარი სპეციალური კომისია (მუხლი 17.1 და 17.5.1); საპირისპიროდ აღნიშნულისა, ნებისმიერი პატიმრის უფრო მკაცრ რეჟიმში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას რეგიონული სასამართლო იღებდა აღნიშნული კომისიის შუამდგომლობით (მუხლი 17.5.2). ეს შუამდგომლობები ეფუძნებოდა პატიმართან დაკავშირებული რისკის შეფასებას, რაც ემუქრებოდა თავად მას, სხვა პატიმრებს და დაწესებულების პერსონალს (მუხლი 17a). 58-ე მუხლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებების გაუქმებაზე უფლებამოსილი იყო იუსტიციის მინისტრი. “მკაცრ რეჟიმში” განთავსების შემდეგ უვადი პატიმარი, თუკი მიიჩნეოდა, რომ არ იყო რისკის მატარებელი საკუთარი თავის, სხვა პატიმრების ან ციხის პერსონალის მიმართ, შეიძლება განთავსებულიყო სხვა პატიმრებთან ერთად, იგივე კომისიის გადაწყვეტილებით (მუხლი127b(4), დაემატა 2002 წლის ივნისის ცვლილებებით).
2. რეგულირება სასჯელებისა და პატიმრობის აღსრულების შესახებ 2009 წლის კანონის საფუძველზე
117. 2009 წლის ივნისში და 2010 წლის თებერვალში 1969 წლის კანონი და მისი აღსრულების შესახებ რეგულაციები გაუქმდა სასჯელებისა და პატიმრობის აღსრულების შესახებ 2009 წლის კანონითა და აღსრულების რეგულაციებით, რომლებიც გამოიცა 2010 წლის 2 თებერვალს.
118. 2009 წლის კანონის 61.1 მუხლი ადგენს, რომ მთელი სიცოცხლით პატიმრობის ან უვადო პატიმრობის შეფარდებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ამ პირის განთავსება “სპეციალურ რეჟიმში” (ციხეებში მოქმედებს სამი რეჟიმი “სპეციალური რეჟიმი”, “მკაცრი რეჟიმი” და “საერთო რეჟიმი” - მუხლი 65.2). 71.2 მუხლის თანახმად “სპეციალურ რეჟიმში” განთავსებული პატიმრები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ დაკეტილ საკნებში და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. 2012 წლის დეკემბერში დამატებული 71.3 მუხლი, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1-ელ იანვარს, ადგენს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული ან უვადო პატიმრები, რომლებიც “მკაცრ რეჟიმში” არიან განთავსებული, უნდა განთავსდნენ მუდმივად ჩაკეტილ საკნებში და მკაცრი ზედამხედველობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 198.2 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით (იხილეთ 121-ე პარაგრაფი დაბლა) შესაძლებელია მისი განთავსება სხვა პატიმრებთან ერთად. ამ ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად ეს ახალი ნორმა აუცილებელი იყო უვადო პატიმრების მიერ სამართლებრივი დავების წამოწყების თავიდან ასაცილებლად, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მუდმივად იმყოფებოდნენ გამოკეტილები, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი “სპეციალურიდან” “მკაცრზე” შეიცვალა (იხილეთ 130-134 პარაგრაფები დაბლა).
119. 197-99 მუხლები ეხება უშუალოდ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულთა და უვადო პატიმართა რეჟიმს.
120. 197.1 მუხლი ადგენს, რომ ეს ორი სასჯელი უნდა აღსრულდეს ამ მიზნით აშენებულ ციხეებში ან თუკი ასეთი ციხეები არ არსებობს, სხვა ციხეების განცალკევებულ განყოფილებაში. 197.2 მუხლი ადგენს, რომ უვადო პატიმრების შესატყვისი სპეციალური ნორმების არ არსებობისას სხვა საპატიმრო სასჯელების მარეგულირებელი ნორმები ვრცელდება ასევე მათზე.
121. 198.1 მუხლი ადგენს, რომ უვადო პატიმარი შეიძლება განთავსდეს უფრო მსუბუქ რეჟიმში თუკი ის კარგად მოიქცევა და მოიხდის მინიმუმ ხუთ წელს. 198.2 მუხლი ადგენს, რომ უვადო პატიმრები შეიძლება განთავსდნენ სხვა პატიმრებთან ერთად და ჩაერთონ საერთო შრომაში, სწავლებაში, საგანმანათლებლო აქტვიობებში, სპორტულ და სხვა აქტივობებში სასჯელთა აღსრულების კომისიის გადაწყვეტილებით პიროვნული შეფასების საფუძველზე, იმ პირობით, რომ ისინი უკვე იყვნენ განთავსებული “მკაცრ რეჯიმში”. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიან ციხის დირექტორი, საზედამხედველო საბჭოს წევრი, უსაფრთხოების დარგში ციხის დირექტორის მოადგილე, ციხის სოციალური და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი და ციხის ფსიქოლოგი (მუხლი 73.1). კომისია მინიმუმ თვეში ორჯერ იკრიბება (რეგულაცია 55.1).
122. მუხლი 199.1 ადგენს, რომ უვადო პატიმრები ვერ განთავსდებიან “საერთო რეჟიმში” ან დადგენილი წახალისებები ვერ იქნება გამოყენებული ციხეში. მუხლი 199.2 ადგენს, რომ პირები, რომელთაც მიესაჯათ უვადო პატიმრობა და შემდეგ მათი სასჯელი სასამართლომ ვადიანი პატიმრობით შეცვალა (იხილეთ 71-ე პარაგრაფი მაღლა), შეიძლება გადაყვანილ იქნან ციხიდან ღია ტიპის ციხეში, სადაც ისინი შეიძლება განთავსდნენ “საერთო რეჟიმში” ან “მსუბუქ რეჟიმში” (რაც არსებობს მხოლოდ ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - მუხლი 65.3).
123. უვადო პატიმრების განთავსების რეჟიმი ასევე რეგულირდება 2009 წლის კანონის 213-220 რეგულაციებით. მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულთა მიმართ არსებული რეგულაციები იგივეა რაც უვადო პატიმრებთან მიმართებით არსებული (რეგულაცია 220).
124. 213-ე რეგულაცია ადგენს, რომ უვადო პატიმრები უნდა განთავსდნენ სპეციალურ დაწესებულებაში ან სხვა ციხეების განცალკევებულ მაღალი-უსაფრთხოების განყოფილებებში. ის ასევე ადგენს, რომ უვადო პატიმრები უნდა განთავსდნენ მუდმივად დაკეტილ საკნებში მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და უფლებამოსილი არიან მხოლოდ იგივე კატეგორიის სხვა პატიმრებთან ერთად ჩაერთონ კომუნალურ აქტივობებში.
125. 214-ე რეგულაცია ადგენს, რომ უვადო პატიმრები უნდა განთავსდნენ სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ასევე გადაყვანისას, მკურნალობისას, ვიზიტებისას, სუფთა ჰაერზე სეირნობისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც ისინი ტოვებენ თავიანთ საკნებს.
126. რეგულაცია 261.1 ადგენს, რომ უვადო პატიმრებს შეუძლიათ იმუშაონ საკუთარ საკნებში ან საგანგებოდ მოწყობილ სახელოსნოში, თუკი ასეთი არსებობს. საპირისპიროდ ამისა, მუხლი 71.1 სხვა პატიმრებთან მიმართებით ადგენს, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიაზე ან საცხოვრებელ ტერიტორიაზე, ხოლო საგამონაკლისო შემთხვევებში დაცულ გარე პერიომეტრზე. უვადო პატიმრების სამუშაო დღეები უნდა აღინუსხოს (რეგულაცია 216.2). თუმცა 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 38a.4 მუხლის თანახმად, რომელიც მოქმედებდა 1995 წლიდან, უვადო პატიმრის შრომა არ ითვალისწინებს ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის შეღავათებს; ეს აშკარა წინააღმდეგობაშია იმ პატიმრების მდგომარეობასთან, რომლებიც ვადიან საპატიმრო სასჯელს იხდიან და რომლებთან მიმართებითაც ორი სამუშაო დღე სამი საპატიმრო დღის ტოლფასია ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის (იგივე კოდექსის 41.3 მუხლი).
127. რეგულაცია 217, რომელიც ეხმაურება კანონის 198.2 მუხლს (იხილეთ 121-ე პარაგრაფი მაღლა), ადგენს, რომ დასაშვებია უვადო პატიმრების განთავსება სხვა პატიმრებთან და მათი ჩართვა საერთო სამუშაო პროცესში, სწავლებაში, საგანმანათლებლო აქტივობებში, სპორტში ან სხვა საქმიანობაში სასჯელთა აღსრულების კომისიის გადაწყვეტილებით, პიროვნულ შეფასებაზე დაყრდნობით, იმ პირობით, რომ ისინი უკვე განთავსებული იყვნენ “მკაცრ რეჟიმში”.
128. რეგულაცია 218, რომელიც ეხმაურება კანონის 198.1 მუხლს (იხილეთ 121-ე პარაგრაფი მაღლა) ადგენს, რომ უვადო პატიმარი შესაძლოა განთავსდეს უფრო მსუბუქ რეჯიმში თუკი ის ხასიათდებოდა კარგი ქცევით და უკვე მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ხუთი წელი (წინასწარი პატიმრობის პერიოდი არ ჩაითვლება).
129. რეგულაცია 219.1, რომელიც ეხმაურება კანონის 197.1 მუხლს (იხილეთ 120-ე პარაგრაფი მაღლა) ადგენს, რომ მათი სასჯელის საბოლოო ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში უვადო პატიმრები შესაძლოა განთავსდნენ მოქმედი ციხის სპეციალურ განყოფილებებში ან საგანგებოდ ამ მიზნით აგებულ დაწესებულებაში, რასაც ადგენს იუსტიციის მინისტრი. ამ პერიოდში პატიმარზე პასუხისმგებელია საგანგებო გუნდი (რეგულაცია 219.2). ამ პერიოდის ამოწურვისა და პატიმრის საბოლოო შეფასების შემდეგ ის შესაძლოა განთავსდეს სხვა დაწესებულებაში განსხვავებულ პირობებში (რეგულაცია 219.3).
3. 2009 წლის კანონის აღმასრულებელი რეგულაციების გასაჩივრება
130. 2001 წელს ორმა უვადო პატიმარმა გაასაჩივრა 2009 წლის კანონის აღმასრულებელი 213-ე, 214-ე და 219-ე რეგულაციები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ისინი წინააღმდეგობაში იყო კანონის ნორმებთან.
131. 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით (реш. № 4373 от 28 март 2011 г. по адм. д. № 10758/2010 г., ВАС, І о.) უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს სამი წევრისაგან შემდგარმა პანელმა დააკმაყოფილა საჩივარი. მან დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრმა არ დაიცვა რეგულაციების გამოცემის შესაბამისი პროცედურა. კერძოდ კი არ გამოაქვეყნა რეგულაციის პროექტი სამინისტროს ვებ-გვერდზე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაზვდომობის უზრუნველსაყოფად და კომენტარების მისაღებად, როგორც ამას ნორმატიული აქტების შესახებ 1973 წლის კანონის 26.2 მუხლი ადგენდა. ეს მნიშვნელოვანი დარღვევა იყო. პანელმა ასევე დაადგინა, რომ 213-ე რეგულაცია, რამდენადაც ის ადგენდა, რომ უვადო პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ მუდმივად გამოკეტილები, ეწინააღმდეგებოდა 2009 წლის კანონის 197.1 მუხლს (იხილეთ 120-ე და 124-ე პარაგრაფები მაღლა), რადგანაც ის ადგენდა მოთხოვნას, რომელიც არ მომდინარეობდა კანონის ტექსტიდან: ამგვარი რეგულაციით შესაძლებელი იყო მხოლოდ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შეფარდების ფორმა. 213-ე რეგულაცია ასევე ვერ ჩაითვლება როგორც 2009 წლის კანონის რომელიმე სხვა მუხლზე დაფუძნებული. 213-ე რეგულაციის დანარჩენი ნაწილი და 214-ე და 219-ე რეგულაციები (იხილეთ 124-ე, 125-ე და 129 პარაგრაფები მაღლა) არ ეწინააღდეგებოდა 2009 წლის კანონს.
132. სამინისტროს საჩივრის შედეგად 2011 წლის 14 სექტემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით (реш. № 11411 от 14 септември 2011 г. по адм. д. № 6341/2011 г., ВАС, петчл. с-в) უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს ხუთი წევრისგან შემდგარმა პანელმა გააუქმა სამი წევრისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილება. მან დაადგინა, რომ რეგულაციის პროექტის სამინისტროს ვებგვერდზე გამოუქვეყნებლობა არ უტოლდებოდა პროცესუალური წესების მატერიალურ დარღვევას. მან განაცხადა, რომ 213-ე რეგულაცია არ ეწინააღმდეგებოდა 2009 წლის კანონის ნორმებს, რადგანაც ის შეიძლება მიჩნეულიყო კანონის 197.1 მუხლზე დაფუძნებულად 71.1 მუხლთან ერთობლიობაში (იხილეთ 118-ე მუხლი მაღლა). ეს უკანასკნელი ვრცელდება “სპეციალურ რეჟიმში” განთავსებულ პატიმრებზე და მოითხოვს მათ განცალკევებით და მუდმივად ჩაკეტილ საკნებში განთავსებას.
133. ორმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება, განაცხადეს რა, რომ სამინისტროს მიერ რეგულაციის პროექტების გამოუქვეყნებლობა ვებ-გვერდზე ნამდვილად მძიმე ხარვეზი იყო და რეგულაციების მიღების პროცედურას არღვევდა.
134. საჩივრების არ დაკმაყოფილების შედეგად იგივე უვადო პატიმრების მიერ ზიანის ანაზღაურების ორი მოთხოვნა, რომლებიც ეფუძნებოდა ზიანისთვის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობის 1988 წლის კანონის 1-ელ მუხლსა (იხილეთ 136-ე პარაგრაფი დაბლა) და იმ ტანჯვაზე დაყრდნობით, რაც მათ განიცადეს მათთვის განსაზღვრული მეტად მკაცრი რეჟიმის შედეგად, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა როგორც დაუშვებელი (see опр. № 3355 от 7 март 2012 г. по адм. д. № 3154/ 2012 г., ВАС, петчл. с-в, and опр. № 5065 от 6 април 2012 г. по адм. д. № 14339/2011 г., ВАС, петчл. с-в). სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საჩივრები დაკმაყოფილდებოდა თუკი ის ნორმატიული საფუძვლები, რომელთა წინააღდეგაც ისინი იყო მიმართული გაუქმდებოდა მანამდე მიმდინარე საქმისწარმოების შედეგად, რაც არ მომხდარა.
4. უვადო პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული სტადარტები
135. 2007 წლის 2 თებერვალს სასჯელთა აღსრულების დირექტორატის დირექტორმა ბულგარეთის ისტორიაში პირველად დაამტკიცა “უვადო პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული სტანდარტები”. ამ სტანდარტების მიზანია “უვადო პატიმრებთან მოპყრობის ეფექტიანი მოდელის შექმნა, რომლებიც მათი ფიზიკური და ფსიქიკური დაცულობის მხარდაჭერის გარანტიას ქმნის და უზრუნველყოფს საზოგადოებისა და ციხის პერსონალის დაცულობას”. ისინი სხვა საკითხებთან ერთად ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს პატიმართა განთავსების პირობებისთვის, შესაბამისი უსაფრთხოების ზომებისთვის და უვადო პატიმრებთან მოპყრობის ფორმისთვის. სტანდარტები მოუწოდებს ციხის ადმინისტრაციას შესაძლებლობისა და მოქმედი უსაფრთხოების შეზღუდვების ფარგლებში უზრუნველყონ უვადო პატიმრებისთვის სათანადო სამუშაო, განათლება (მათ შორის, შესაძლებლობისამებრ დისტანციური სწავლება), სოციალური განვითარება, ინსტრუქტაჟი, მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების პროგრამები და სამედიცინო მომსახურება. სტანდარტები ასევე ადგენს, რომ ყველა უვადო პატიმარი უნდა ჩაირიცხოს მიმღებლობის პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებულია მათ აღჭურვაზე, მიიღონ თავიანთი მდგომარეობა, შეიქმნან პერსპექტივის განცდა, წაახალისონ თვითდახმარება, შეინარჩუნონ სოციალური კონტაქტები, სტიმულირება გაუკეთონ მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში და გაანეიტრალონ ნებისმიერი სახის დეპრესია და ფსიქოსომატური სიმპტომები. სტანდარტებით ასევე გაცხადებულია, რომ უვადო პატიმრებს უნდა გააჩნდეთ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა და უნდა ხდებოდეს მათი პერიოდული შეფასება, ასევე უნდა არსებობდეს მათი სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ციხის ადმინისტრაციასთან განხილვის შესაძლებლობა. სტანდარტების თანახმად უვადო პატიმრებს წვდომა უნდა ქონდეთ კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ციხის ბიბლიოთეკაზე, პერიოდულ გამოცემებზე, ტელევიზიასა და რადიოზე, რელიგიურ მომსახურებასა და ჯგუფურ აქტივობებზე. თუმცა, სტანდარტებში არ არის ნახსენები რაიმე სახის გამასწორებელი ან სარეაბილიტაციო პროგრამები.
...
III. შესაბამისი საერთაშორისო მასალები
A. 1966 წლის სამოქალქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი
157. 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებათა საერთაშორისო პაქტს (999 UNTS 71) ბულგარეთმა ხელი მოაწერა 1968 წლის 8 ოქტომბერს და რატიფიცირება მოახდინა 1970 წლის 21 სექტემბერს; ის, 41-ე მუხლის გამოკლებით, ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს. პაქტი “ბულგარეთის სახელმწიფო გაზეთში” გამოქვეყნდა 1976 წლის 28 მაისს (обн., ДВ, бр. 43 от 28 май 1976 г.), რაც 1991 წლის კონსტიტუციის 5.4 მუხლის თანახმად გულისხმობს, რომ ის შიდა კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია. პაქტის მე-10 მხულის ადგენს:
“1. ყველა თავისუფლება აღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას.
2. ...
3. პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანია მათი რეფორმირება და სოციალური რეაბილიტაცია...”
158. მე-10 მუხლთან დაკავშირებით თავის #21 ზოგად კომენტარებში (თავისუფლება აღკვეთილ პირთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა), რომელიც მიღებულ იქნა მის 1141-ე სხდომაზე (ორმოცდამეოთხე სესიაზე) 1992 წლის 6 აპრილს, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მე-10 პარაგრაფში განაცხადა, რომ “არცერთი პენიტენციური სისტემა არ უნდა იყოს მხოლოდ სამაგიეროს მიმზღველი; ის არსებითად მიმართული უნდა იყოს პატიმრის რეფორმირებასა და სოციალურ რეაბილიტაციაზე”.
B. ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები
1. ციხის ევროპული წესები
159. ციხის ევროპული წესები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაა წევრი ქვეყნების მიმართ ციხეებთან მიმართებით მინიმალური სტანდარტების შესახებ. 1987 წლის ციხის ევროპული წესები (რომელიც წარმოდგენილი იყო რეკომენდაცია #(87)3-ის დანართის სახით) მიღებულ იქნა 1987 წლის 12 თებერვალს. 2006 წლის 11 იანვარს მინისტრთა კომიტეტმა მიუთითა რა, რომ 1987 წლის წესები “საჭიროებდა არსებით გადახედვასა და განახლებას ევროპაში სისხლის სამართლის პოლიტიკაში, სასჯელის მისჯის პრაქტიკასა და ციხეების საერთო მენეჯმენტის მიმართულებით მიმდინარე განვითარების ასახვისთვის”, მიიღო რეკომენდაცია Rec(2006)2 ციხის ევროპული წესების შესახებ. წესების 2006 წლის ახალი ვერსია ამ რეკომენდაციის დანართს წარმოადგენდა. რეკომენდაციის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“ნაწილი I
ძირითადი პრინციპები
1. ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოეპყრონ მისი უფლებების პატივისცემით.
2. თავისუფლებააღკვეთილი პირები ინარჩუნებენ ყველა უფლებას, რომლებიც კანონიერად არ ერთმევათ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც მათ უსჯიან სასჯელს ან უფარდებენ პატიმრობას.
3. თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები უნდა იყოს მინიმალურად აუცილებელი და იმ ლეგიტიმური ამოცანის თანაზომიერი, რომლისთვისაც ხდება მათი დაწესება.
4. ადამიანის უფლებების შემლახავი ციხის პირობების არსებობა არ არის გამართლებული რესურსების ნაკლებობით.
...
6. პატიმრობის მართვა ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი შეუწყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა რეინტეგრაციას თავისუფალ საზოგადოებაში.
...
ნაწილი II
პატიმრობის პირობები
...
ციხის რეჟიმი
25.1 ნებისმიერი პატიმრისთვის განკუთვნილი რეჟიმი უნდა შეიცავდეს ღონისძიებების ბალანსირებულ პროგრამას.
25.2 ეს რეჟიმი საშუალებას უნდა აძლევდეს ყველა პატიმარს, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საკნების გარეთ, რაც საჭიროა ადამიანური და სოციალური ურთიერთობების ადეკვატური დონის შესანარჩუნებლად.
25.3 რეჟიმი ასევე უნდა პასუხობდეს პატიმრის სოციალურ საჭიროებებს.
...
პატიმართა გათავისუფლება
33.3 ყველა პატიმარს უნდა გაეწიოს შეღავათი მათი მომზადებისას გათავისუფლების შემდგომ თავისუფალ საზოგადოებაში დასაბრუნებლად.
...
უსაფრთხოება
51.1 ინდივიდუალური პატიმრების მიმართ გამოყენებული უშიშროების ზომები უნდა იყოს მინიმალური, რაც კი საჭიროა მათი უსაფრთხო პატიმრობისათვის.
...
51.3 მიღებიდან შეძლებისდაგვარად მალე უნდა მოხდეს პატიმართა შეფასება, რათა განისაზღვროს რისკები:
ა. რამდენად სახიფათონი შეიძლება იყვნენ ისინი საზოგადოებისათვის, გაქცევის შემთხვევაში;
ბ. რამდენად შეეცდებიან ისინი გაქცევას დამოუკიდებლად ან გარეშეთა დახმარებით.
51.4 ამის შედეგად, ყოველი პატიმარი უნდა იმყოფებოდეს იმგვარი უშიშროების პირობებში, რომელიც შეესაბამება სათანადო რისკის დონეს.
51.5 საჭირო უშიშროების დონე უნდა გადაისინჯოს რეგულარული ინტერვალებით, პირის პატიმრობის მთელი ვადის განმავლობაში.
...
ნაწილი VIII
მსჯავრდებული პატიმრები
რეჟიმის მიზნები მისჯილი პატიმრებისათვის
102.1 იმ წესების გარდა, რომლებიც ყველა პატიმარზე ვრცელდება, მისჯილი პატიმრებისათვის რეჟიმი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ მათ შესაძლებლობა მიეცეთ, პასუხისმგებლობა აიღონ დანაშაულის ჩადენის გარეშე ცხოვრებაზე.
102.2. პატიმრობა თავისთავად არის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით და, აქედან გამომდინარე, რეჟიმი მისჯილი პატიმრებისათვის არ უნდა იყოს დამამძიმებელი გარემოება, გამოწვეული პატიმრობის გამო.
რეჟიმის იმპლემენტაცია მისჯილი პატიმრებისათვის
103.1 მისჯილი პატიმრისათვის რეჟიმი უნდა იწყებოდეს იმ მომენტიდან, როდესაც იგი ციხეში მოთავსდება მისჯილის/მსჯავრდებულის სტატუსით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეჟიმი იწყება უფრო ადრე.
103.2 ასეთი ნებართვის მიღებისთანავე (დაწყებული იქნეს რეჟიმის აღსრულება), უნდა შემუშავდეს და გაიწეროს ანგარიში თითოეული პატიმრისათვის მათი პიროვნული მდგომარეობის შესახებ, შემოთავაზებული უნდა იყოს პერსონალური გეგმა თითოეული პატიმრის სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით და, აგრეთვე, სტრატეგია პატიმართა გათავისუფლებისათვის მომზადებისა და მათი საზოგადოებაში დაბრუნების თაობაზე.
103.3 მისჯილი პატიმრები წახალისებულნი უნდა იყვნენ, რომ მონაწილეობა მიიღონ სასჯელის მოხდის შესახებ მათი ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში.
103.4 ასეთი გეგმა, რამდენადაც მისი პრაქტიკაში გატარება შესაძლებელია, უნდა მოიცავდეს:
ა. სამუშაოს;
ბ. განათლებას;
გ. სხვა აქტივობებს;
დ. გათავისუფლებისათვის მომზადებას.
103.5 სოციალური სამუშაო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება წარმოადგენს მთლიანი გეგმის განუყოფელ ნაწილს, რომელიც შემუშავებულია თითოეული პატიმრისათვის.
...
103.8 განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ შემუშავდეს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და გრძელვადიანი პატიმრებისათვის.
...
მისჯილი პატიმრების გათავისუფლება
107.1 მისჯილ პატიმრებს უნდა დაეხმარონ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროცედურასა და სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ დაეხმარება, მოახდინონ ტრანსფორმაცია ციხეში ცხოვრებიდან სამართალმორჩილი ცხოვრებისაკენ ნორმალურ საზოგადოებაში.
107.2 იმ პატიმართა შემთხვევაში, რომლებიც დიდი ვადით რჩებიან ციხეში, მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, რათა თანდათან განხორციელდეს მათი დაბრუნება თავისუფალ, ჩვეულებრივ საზოგადოებაში.
107.3 ეს მიზანი შეიძლება მიღწეული იყოს ციხეებში გათავისუფლებისათვის მოსამზადებელი პროგრამების არსებობით, ანდა ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლებით ზედამხედველობის ქვეშ, სათანადო სოციალურ დახმარებასთან კომბინაციაში.
107.4 ციხის ადმინისტრაციამ შეიძლება მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვადასხვა სააგენტოსა და ორგანოსთან, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას და ეხმარებიან გათავისუფლებულ პატიმრებს საზოგადოებაში მათი ადგილის დამკვიდრებაში, განსაკუთრებით, საყოფაცხოვრებო და სამსახურებრივ სფეროში.
107.5 ასეთი სოციალური სამსახურების ან სააგენტოების წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შევიდნენ ციხეში და დაეხმარონ მათ გათავისუფლებისათვის მომზადებაში, აგრეთვე, გათავისუფლების შემდგომი გეგმის შემუშავებაში.
160. 2006 წლის წესებზე კომენტარში (რომელიც მოამზადა დანაშაულის პრობლემებზე ევროპულმა კომიტეტმა) გაცხადებულია, რომ 102-ე წესი შესაბამისობაშია ძირითად საერთაშორისო ინსტრუმენტებთან, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა 10.3 მუხლთან (იხილეთ 157-ე პარაგრაფი მაღლა).
2. რეზოლუცია 76(2)
161. 1976 წლიდან მინისტრთა კომიტეტმა მიიღო მთელი რიგი რეზოლუციებისა და რეკომენდაციებისა ხანგრძლივი ვადით თავისუფლებაღკვეთილ და უვადო პატიმრებთან დაკავშირებით. პირველი იყო 1976 წლის 17 თებერვლის რეზოლუცია 76(2) რომელიც წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას უწევს inter alia:
“1. გაატარონ სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც გრძელვადიანი თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელია საზოგადოების დაცვისთვის;
2. მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომები, რითაც ხელს შეუწყობს ამგვარი სასჯელების აღსრულებისას სათანადო მოპყრობას;
...
6. წაახალისონ პატიმრებში პასუხისმგებლობის გრძნობას ყველა შესატყვის სფეროში ჩართულობის სისტემების პროგრესულად შემოღებით;
...
9. უზრუნველყონ, რომ ყველა პატიმრის საქმე შესწავლილი იქნება რაც შეიძლება ადრე, იმის განსასაზღვრად, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნას;
10. პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლონ პატიმარი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნას მოხდილი სასჯელის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, როგორც კი სასიკეთო პროგნოზი დადგინდება; მხოლოდ ზოგადი პრევენციის არგუმენტმა არ უნდა გაამართლოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი;
11. მიუსადაგო უვადო პატიმრობას იგივე პრინციპები, რაც ვრცელდება გრძელვადიანი სასჯელის აღსრულებაზე;
12. უზრუნვეყონ, რომ უვადო პატირობის გადასინჯვა, როგორც მე-9 პუნქტშია მითითებული, თუ მანამდე არ განხორციელდა, უნდა შედგეს პატიმრობის დაწყებიდან რვიდან თოთხმეტ წლამდე პერიოდში და განმეორდეს რეგულარულად;...”
3. რეკომენდაცია 2003(23) ციხის ადმინისტრაციის მიერ უვადო პატიმრებისა და სხვა გრძელვადიანი პატიმრების მართვის შესახებ
162. რეკომენდაცია 2003(23) ციხის ადმინისტრაციის მიერ უვადო პატიმრებისა და სხვა გრძელვადიანი პატიმრების მართვის შესახებ s მინისტრთა კომიტეტმა მიიღო 2003 წლის 9 ოქტომბერს. ის რეკომენდაციას უწევს წევრ ქვეყნებს, რომ უვადო პატიმრებისა და სხვა გრძელვადიანი პატიმრების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა ნაკარნახევი იყო რეკომენდაციის დანართში ასახული პრინციპებით. ამ პრინციპების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“უვადო პატიმრობისა და გრძელვადიანი პატირების განმარტება
1. ამ რეკომენდაციის მიზნებისათვის უვადო პატიმარი არის პირი, რომელიც სასჯელს იხდის უვადო პატიმრობით. გრძელვადიანი პატიმარი არის პირი, რომელიც იხდის სასჯელს ან რამდენიმე სასჯელს, რომელიც მთლიანად შეადგენს ხუთ ან მეტ წელს.
საერთო მიზნები
2. უვადო და სხვა გრძელვადიანი პატიმრების მენეჯმენტის მიზნები უნდა იყოს:იმის უზრუნველყოფა, რომ ციხეები არის დაცული და უსაფრთხო ადგილი ამ პატიმრებისა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ მათთან ან სტუმრობენ მათ;წინააღმდეგობა გაუწიონ უვადო და გრძელვადიანი პატიმ- რობის საზიანო შედეგებს;გაზარდონ და გააუმჯობესონ ამ პატიმრების შესაძლებლობები, წარმატებით დასახლდნენ საზოგადოებაში და გათავისუფლების შემდეგ იცხოვრონ კანონმორჩილი ცხოვრებით.
უვადო პატიმრობაში მყოფებისა და სხვა გრძელვადიანი პატიმრების მენეჯმენტის საერთო პრინციპები.
3.მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული განსხვავებები უვადო და სხვა გრძელვადიან პატიმრობაში მყოფი პირების პიროვნულ მახასიათებლებში და უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება სას- ჯელის აღსრულებისას ინდივიდუალური გეგმების შედგენისას (ინდივიდუალიზაციის პრინციპი).
4.ციხის ცხოვრება ისე უნდა მოეწყოს, რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყო საზოგადოების რეალურ ცხოვრებასთან (ნორმალიზაციის პრინციპი).
5.პატიმრებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ციხის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიმუშაონ პირადი პასუხისმგებლობა (პასუხისმგებლობის პრინციპი).
6.ნათელი განსხვავება უნდა გაკეთდეს უვადო პატიმრობაში მყოფებისა და სხვა გრძელვადიანი პატიმრებისაგან წამოსულ ნებისმიერ რისკს შორის, რომელიც მიმართულია გარე საზოგადოების, საკუთარი თავების, სხვა პატიმრებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც მუშაობენ მათთან, ან სტუმრობენ მათ (უსაფრთხოებისა და დაცვის პრინციპი).
7.მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უვადო პატიმრებისა და სხვა გრძელვადიანი პატიმრების სეგრეგაციის არარსებობა მხოლოდ მათი სასჯელის გამო (სეგრეგაციის არარსებობის პრინციპი).
8.უვადო ან გრძელვადიანი პატიმრის ცხოვრების ინდივიდუ- ალური დაგეგმვა მიზნად უნდა ისახავდეს პროგრესულ სვლას ციხის სისტემაში (პროგრესის პრინციპი).
სასჯელის დაგეგმვა
9.საერთო მიზნების მიღწევისათვის და ზემოთ აღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისობის გამო უნდა შეიქმნას და განვითარდეს სავალდებულო ინდივიდუალური გეგმები თითოეული პატიმრისათვის. ეს გეგმები უნდა მომზადდეს და განვითარდეს შეძლებისდაგვარად პატიმრის აქტიური მონაწილეობით და კერძოდ, დაკავების პერიოდის დასასრულისაკენ გათავისუფლების შემდგომი ზედამხედველობითა და სხვა შესაბამის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
10.სასჯელის გეგმები უნდა მოიცავდეს თითოეული პატიმრის რისკისა და საჭიროებების შეფასებას და უნდა გამოიყენებოდეს სისტემატური მიახლოებისათვის შემდეგ საკითხებთან:პატიმრის წინასწარი მოთავსება;პროგრესული მოძრაობა ციხის სისტემაში უფრო მკაცრიდან ნაკლებად ამკრძალავი პირობებისაკენ, იდეალურ პირობებში საბოლოო ფაზას პატიმარი უნდა ატარებდეს ღია პირობებში, სასურველია საზოგადოებაში;მონაწილეობა დასასვენებელ და სხვა საქმიანობებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან განეიტრალდეს გრძელვადიანი პატიმრობის საზიანო შედეგები;პირობითი გათავისუფლების შემდეგ კანონმორჩილი ცხოვრების და საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშემწყობი პირობებისა და ზომების გატარება.
11. სასჯელის დაგეგმვა უნდა დაიწყოს ციხეში შესვლიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად, უნდა გადაიხედოს რეგულარულ ინტერვალებში და მოდიფიცირდეს საჭიროების შემთხვევაში.
...
უვადო და სხვა გრძელვადიანი პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის მენეჯმენტი.
33. იმ მიზნით, რომ საშუალება მიეცეთ უვადო და სხვა გრძელვადიან პატიმრებს, გადაჭრან გრძელვადიანი ჩაკეტილობიდან კანონმორჩილ საზოგადოებაში გადასვლისას წარმოქმნილი კონკრეტული პრობლემები, მათი გათავისუფლება წინასწარ კარგად უნდა მომზადდეს და უნდა მოხდეს შემდეგის გათვალისწინება:განსაკუთრებული წინა გასათავისუფლებელი და გათავისუფლების შემდგომი გეგმების საჭიროება, რომელიც შეეხება შესაბამის რისკებსა და საჭიროებებს;გათავისუფლების მიღების შესაძლებლობის შესაბამისი გათვალისწინება და გათავისუფლების შემდგომ ნებისმიერი პროგრამების გაგრძელება, როგორებიცაა დაკავების განმალვობაში პატიმრების მიერ განხორციელებული ინტერვენციები ან მოქცევები;ციხის ადმინისტრაციასა და გათავისუფლების შემდგომ საზედამხედველო ხელისუფლებას, საზოგადოებრივსა და სამედიცინო სამსახურებს შორის მჭიდრო ურთიერთობის მიღწევის საჭიროება.
34. უვადო და გრძელვადიანი პატიმრებისთვის პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლების მინიჭება და იმპლემენტა- ცია შეიძლება ეფუძნებოდეს პირობით გათავისუფლების თაობაზე რეკომენდაციას Rec(2003)22.
163. 34-ე პარაგრაფთან მიმართებით რეკომენდაციაზე თანდართულ ანგარიშში გაცხადებულია (131-ე პარაგრაფში):
“რეკომენდაცია Rec(2003)23 შეიცავს პრინციპს, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შესაძლებელი უნდა იყოს ყველა პატიმართან მიმართებით, გარდა მეტად მცირე ვადიან სასჯელშეფარდებული პირებისა. ეს პრინციპი, რეკომენდაციით განსაზღვრულ პირობებში ვრცელდება ასევე უვადო პატიმრებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეკომენდებულია უვადო პატიმრებისთვის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძებლობის მინიჭება და მათზე ყოველთვის ვერ გავრცელდება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.”
...
IV. წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შესაბამისი ანგარიშები
A. მეთერთმეტე საერთო ანგარიში
165. 2001 წლის 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ მეთერთმეტე საერთო ანგარიშში (CPT/Inf (2001) 16), CPT-იმ უვადო და სხვა გრძელვადიან პატიმრებთან მიმართებით შემდეგი აღნიშნა:
“33. მრავალ ევროპულ ქვეყანაში უვადო და სხვა გრძელვადიან პატიმართა რაოდენობა იზრდება. CPT-იმ თავისი ვიზიტებისას დაადგინა, რომ ამგვარ პატიმართა მდგომარეობამ მრავალი საჭიროება გამოკვეთა, რაც სასურველია დაკმაყოფილდეს, როგორიცაა მათი პირობები, აქტივობები და ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობები. ასევე, მრავალი ასეთი პატიმარი ექვემდებარებოდა საგანგებო შეზღუდვებს, რაც დიდი ალბათობით აუარესებდა გრძელვადიანი პატიმრობის თანდაყოლილი შედეგების დამაზიანებლობას; ამგვარი შეზღუდვების მაგალითებია მუდმივი განცალევება სხვა პატიმრებისგან, პატიმრის ხელბორკილით გაყვანა საკნიდან, სხვა პატიმრებთან კონტაქტის აკრძალვა და დაშვებული ვიზიტების შეზღუდული რაოდენობა. CPT ვერ ხედავს გამართლებას კონკრეტული სახის სასჯელს დაქვემდებარებული ყველა პატიმრისთვის შეზღუდვების განურჩევლად დაწესებაში, მათთან დაკავშირებული ინდივიდუალური რისკის გათვალისწინების გარეშე.
გრძელვადიან პატიმრობას პატიმრებზე დესოციალიზაციის რამდენიმე სახის ეფექტი აქვს. ინსტიტუციონალიზაციასთან ერთად, გრძელვადიან პატიმრებს შესაძლოა ახასიათებდეთ მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები (მათ შორის თავდაჯერების დაკარგვა და სოციალური უნარების დაკარგვა) და მიდრეკილი არიან სოციუმისგან მოწყვეტილობისკენ; რომელსაც ყველა მათგანი ეტაპობრივად დაუბრუნდება. CPT-ის აზრით გრძელვადიანი პატიმრებისთვის შეთავაზებული რეჟიმი მიმართული უნდა იყოს ამ შედეგების პოზიტიური და პროაქტიური გზით კომპენსაციისკენ.
ამ პატიმრებს ხელმისაწვდომობა უნდა ქონდეთ მთელ რიგ სხვადასხვა ხასიათის მიზანმიმართულ აქტივობებზე (სამუშაოზე, სასურველია პროფესიული გადამზადების შედეგით; განათლებაზე; სპორტზე; რეკრეაცია/ასოციაციაზე). უფრო მეტიც, მათ გარკვეული ხარისხის არჩევანის შესაძლებლობა უნდა ქონდეთ თავიანთი დროის დახარჯვის ფორმებთან დაკავშირებით, რითაც შეინარჩუნებენ ავტონომიურობისა და პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობას. დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ციხეში ყოფნის პერიოდის გასამდიდრებლად; კერძოდ კი, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მომზადება და სათანადო ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა ამგვარი პატიმრების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რათა შეეგუონ თავიანთი პატიმრობის ვადას და როდესაც დრო მოვა, მოემზადონ გათავისუფლებისთვის. უფრო მეტიც, გრძელვადიან პატიმრებზე ინსტიტუციონალიზაციის ნეგატიური ზეგავლენა ნაკლებად ხილული იქნება და ისინი უკეთ მომზადებულები შეხვდებიან გათავისუფლებას, თუკი ისინი ეფექტიანად შეძლებენ გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას.”
...
V. ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტის ანგარიში მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობასთან დაკავშირებით
175. ბულგარეთში 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის თებერვლამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობასთან დაკავშირებით კვლევის შედეგად 2010 წლის აპრილში ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში t სათაურით “უვადო პატიმრობა კომუნიკაციის გარეშე - არაადამიანურ და დამამცირებელი სასჯელი”. ანგარიში ეხებოდა მხოლოდ იმ პირებს, ვინც იხდიდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობას, და არა უვადო პატიმრებს.
176. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ცალკეულ ციხეებში ვიზიტებისას გამოიკვეთა, რომ პლოვდივის ციხეში უვადო პატიმრები განთავსებული იყვნენ ინდივიდუალურ საკნებში. სტარა ზაგორას ციხეში ორი უვადო პატიმარი იყოფდა ერთ საკანს, თუმცა სხვები ინდივიდუალურ საკნებში იყვნენ. პლოვდივის ციხეში და ზოგიერთ სხვა ციხეში, სტარა ზაგორას ციხის გამოკლებით, განყოფილებებში, სადაც უვადო პატიმრები იყვნენ განთავსებული, მეტად ცუდი პირობები იყო: იატაკი და კედლები ჭუჭყიანი იყო, ხოლო ავეჯი, რომელიც იატაკზე იყო დამაგრებული, ძალიან ძველი. ზოგიერთ განყოფილებაში საწოლები ორიარუსიანი იყო, თუმცა იშვიათად გამოიყენებოდა. უვადო პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ. ამ პატიმრებისთვის გამოყოფილ განყოფილებებში ბუნებრივი განათება ხშირად არასაკმარისი იყო. ფანჯრები როგორც წესი იყო 1-დან 0,6-0,8 მეტრი და განთავსებული იყო იატაკიდან ორ მეტრზე, რაც პატიმრებისთვის შეუძლებელს ხდიდა ფანჯრიდან გახედვას. პლოვდივის ციხის (მაგრამ არა სტარა ზაგორას ციხეში) უვადო პატიმრების განყოფილებაში ფანჯრის ჩარჩოები ახალი იყო. ხელოვნური განათება არასდროს ითიშებოდა, რაც მცველებს შესაძლებლობას აძლევდა ნებისმიერ დროს მოეხდინათ საკნების ვიზუალური დათვალიერება. ზოგი პატიმარი ჩიოდა, რომ ეს მათთვის ართულებდა დაძინებას, განსაკუთრებით თუკი მკვეთრი შუქი იყო. უვადო პატიმართა არცერთ განყოფილებას არ ქონდა ვენტილაციის სისტემა და სუფთა ჰაერი შედიოდა მხოლოდ ღია ფანჯრებიდან, რაც რთულდებოდა ზამთარში, რადგანაც ყველაზე ცივ დღეებშიც კი გათბობა ირთვებოდა მხოლოდ ერთი საათით დილით და ერთი საათით შუადღეს. უვადო პატიმრებს თავიანთი ტანისამოსი უნდა გაერეცხათ საპირფარეშოში გასვლებისას და გაეშროთ ისინი საკნებში. საკნებში საპირფარეშოები აშენდა რამდენიმე ციხეში, მაგრამ არა პლოვდივისა და სტარა ზაგორას ციხეებში. საერთო საპირფარეშოებით სარგებლობა შესაძლებელი იყო ოცდაათი წუთით დილით, შუადღეს და საღამოს. ამ დროში უვადო პატიმრებს ასევე უნდა მოესწროთ თავიანთი სათლებისა და საკვები ჭურჭელის გარეცხვა. სხვა დროს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მათ უნდა დაეძახათ მცველებისთვის. რადგანაც დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არის სასიგნალო სისტემა, პატიმრებს უნდა დაეკაკუნებიათ საკნის კარზე ან ეყვირათ. ეს ხშირად წარმოშობდა კონფლიქტს მცველებთან და ამიტომ პატიმრები ხშირად ამჯობინებდნენ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას თავიანთ საკნებში, სათლებში. პლევენის ციხის გარდა სხვა ციხეში უვადო პატიმრები მუდმივად ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ საკნებში. პლოვდივის ციხეში ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნება გაზარდეს ნახევარი საათით, ხოლო სტარა ზაგორას ციხეში ოცი წუთით. უმრავლეს ციხეში უვადო პატიმრები ყოველ დღიურად სასეირნოდ გაყავდათ განცალკევებულ ეზოში. ეს ეზოები ძალიან პატარა იყო და ზოგ ციხეში, როგორიცაა პლოვდივის ციხე არ იძლეოდა სათანადოდ გავარჯიშების შესაძლებლობას.
177. ანგარიშში ასევე აღწერილი იყო რომ 2009 წლის აგვისტოში მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილ მხოლოდ რვა პატიმარს ქონდა სამუშაო: შვიდს თავიანთ საკნებში და ერთს საკნის გარეთ. მოგვიანებით ეს რიცხვი შემცირდა. ამ ტიპის პატიმრებისთვის სამუშაოს მოძიება მარტივი არ იყო ციხის ადმინისტრაციისთვის და მაგალითად სტარა ზაგორას ციხეში არცერთ უვადო პატიმარს არ ქონდა სამუშაო. პლოვდივის ციხეში უვადო პატიმრებს გარკვეული დროის მანძილზე ქონდათ სამუშაო - აფასოებდნენ ქირურგიულ ხელთათმანებს.
178. ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო, რომ უვადო პატიმრების უმრავლესობას ქონდა საკუთარი ტელევიზორი, ხოლო ზოგიერთს ასევე რადიო. ვინაიდან ამ პატიმრების უმრავლესობა იგივე საკანში ცხოვრობდა წლების მანძილზე, მათ ცადეს საკნების იმგვარი მოწყობა, რომ მაქსიმალურად შეექმნათ შინაური გარემო. პლოვდივისა და სტარა ზაგორას ციხეებს არ გააჩნდათ კლუბები თავიანთ მაღალი უსაფრთხოების განყოფილებებში. მხოლოდ რამდენიმე უვადო პატიმარს მიეცა საშუალება ჩაბმულიყო შედეგიან აქტივობებში. მათზე ზრუნვა რთული იყო, გათავისუფლების პერსპექტივის ნაკლებობის გამო. თუმცა ზოგიერთ ციხეში უვადო პატიმრებთან მომუშავე გუნდებმა მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართეს მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის და მათში პერსპექტივის განცდის გასაღვივებლად და მოტივაციის შესაქმნელად, შეინარჩუნონ სოციალური კონტაქტები, ჩაერთონ აქტივობებში და გაუმკლავდნენ დეპრესიის ან ფსიქოსომატურ სიმპტომებს. თუმცა ზოგიერთ ციხეში უვადო პატიმრებთან მოპყრობა ვერ აკმაყოფილებდა “უვადო პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული სტანდარტების” მოთხოვნებს (იხილეთ 135-ე პარაგრაფი მაღლა) და ზოგიერთი პატიმარი ჩიოდა, რომ მათთან არ ხორციელდებოდა რაიმე სახის ინდივიდუალური მუშაობა თუ კულტურული, საინფორმაციო ან სპორტული აქტივობები.
კანონმდებლობა
I. განმცხადებელთა პატიმრობის რეჟიმი და პირობები
179. ბატონი ჰარაკჩევი და ბატონი პოლუმოვი ამტკიცებდნენ, რომ მათთვის, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულისა და უვადო პატიმრისთვის განსაზღვრული რეჟიმი მათი განთავსების პირობებთან ერთობლიობაში უტოლდებოდა ან წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.
180. კონვენციის მე-3 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“არავინ შეიძლება დაექვემდებარეოს წამებას, არაადამუანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.”
...
B. საქმის არსებითი მხარე
...
III. მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა
230. ბატონი ჰარაკჩევი ასევე ამტკიცებდა, რომ მისთვის შეფარდებული მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა მისი შეფარდების მომენტიდან უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს, კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ.
231. კონვენციის მე-3 მუხლის შინაარსი მოცემულია 180-ე პარაგრაფში მაღლა.
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებები
232. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ თავად ის ფაქტი, რომ ბატონ ჰარაკჩევს შეფარდებული ქონდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა, არ უტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რადგანაც ის უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს მოეთხოვა პრეზიდენტის შეწყალება. უკვე არსებობდა პრეცედენტი, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულ პირს ვიცე-პრეზიდენტმა შეუცვალა სასჯელი. გადაწყვეტილება იმის შესახებ, ეს არ იყო საკმარისი, არ იქნებოდა სამართლიანი ვიცე-პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის მუშაობასთან მიმართებით და შექმნიდა სამართლებრივი ქაოსის საფრთხეს არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ სხვა წევრ ქვეყნებშიც. 1998 წელს სიკვდილით დასჯის გაუქმების შედეგად შემოღებული მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა ბულგარეთის სისხლის სამართლის სასჯელთა სისტემის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ეს იყო სასჯელი, რომელსაც იყენებდნენ მეტად იშვიათად და მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით. ბულგარეთში იმჟამად 57 პირი იყო, ვინც იხდიდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობას და 106 უვადო პატიმარი.
233. საპრეზიდენტო შეწყალების უფლებამოსილება მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობასთან მიმართებით ხელმისაწვდომი საშუალება იყო, რაც ამ სასჯელშეფარდებულ პირებს უქმნიდა იმედს, რომ ერთ დღეს ისინი მოიპოვებდნენ თავისუფლებას. აღნიშნულთან მიმართებით მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ 2013 წლის 21 იანვარს ვიცე-პრეზიდენტმა ამ უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მთელი სიცოცხლის მანძლზე პატიმრობა შეცვალა უვადო პატიმრობით. ამ გადაწყვეტილების მიზეზები აისახა შეწყალების კომისიის ანგარიშში, რომელშიც მეტად გამოიკვეთა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა სხვა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული პირისთვის იქნებოდა იმის დემონსტრირება, რომ ისინი შეძლებდნენ თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება არსებობდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის სასჯელის სახით შემოღებისთანავე და ყოველთვის ხორციელდებოდა იმგვარად, რომ შესაბამის პირებს აძლევდა მათი სასჯელის შემცირების მოპოვების იმედს. ეს აშკარა იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული პირების შეწყალებაზე უარის დასაბუთებიდან, რაც ძირითადად ეყრდნობოდა ორ არგუმენტს: რეაბილიტაციის პროცესში პროგრესის არ არსებობა ან უკვე მოხდილი სასჯელი უმნიშვნელო ხანგრძლივობისაა. შეწყალების მოთხოვნათა შესწავლის პროცედურა იყო და ყოველთვის განისაზღვრებოდა პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ასეთი იყო 2012 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება, რომელსაც კანონის ძალა ქონდა. შესაბამისი წესების უახლესი ვერსია მიმართული იყო პროცედურის ოპტიმიზაციაზე და მას უფრო გამჭვირვალეს ხდიდა და ფორმალურად ადგენდა პრაქტიკაში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტებს. მთავარი აქცენტი გაკეთდა შეწყალების კომისიის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდაზე და მის მიერ მოთხოვნათა შესწავლის ჰარმონიზების გზაზე. ამ პროცედურის გზით შესაძლებელი იყო იგივე შედეგის მიღება, რაც სასჯელის შეცვლის შესახებ სასამართლო წარმოების შედეგად. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არ იყვნენ შებოჭილი რაიმე კრიტერიუმით და შეეძლოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ნებისმიერ დროს ნებისმიერი პირის მიმართ.
234. უვადო პატიმრების დაწესებულებაში ყოფნის რეჟიმი არ აბრკოლებდა მათ ეჩვენებიათ, რომ ისინი შეიცვალნენ. ეს აშკარა იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის უვადო პატიმრობით ჩანაცვლების შესახებ ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან და ბატონი ტოლუმოვის ქცევიდან და მისი პატიმრობის რეჟიმის ცვლილებიდან. თავის მხრივ ბატონმა ჰარაკჩევმა ვერ აჩვენა რეაბილიტაციის რაიმე ნიშნები. პირიქით, მას რამდენჯერმე შეეფარდა დისციპლინური სახდელი და მის შემთხვევაში რეციდივიზმის რისკი მუდმივად მაღალი რჩებოდა. უფრო მეტიც, არ არსებობდა მინიშნება, რომ ორი განმცხადებლიდან რომელიმემ მიმართა შეწყალების თხოვნით.
2. ბატონი ჰარაკჩევის წერილობითი მოსაზრებები
235. ბატონმა ჰარაკჩევმა განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებული მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა შეუსაბამობაში იყო კონვენციის მე-3 მუხლთან, რადგანაც ის ითვალისწინებდა, რომ მას მთელი სიცოცხლე უნდა გაეტარებია ციხეში. იმავდროულად ბულგარეთის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ სასჯელის შეფარდებით მისაღწევი მიზნების რეალიზება შესაძლებელი იყო უვადო პატიმრობითაც. 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა გამოიყენებოდა მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომლებზეც სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელი იყო უფრო მსუბუქი სასჯელით. ამას თან სდევდა ისიც, რომ ის შეეფარდებოდა პირებს, რომელთაც არ შეწევდათ რეაბილიტაციის უნარი, ასევე ნათელი იყო, რომ სასჯელის შემფარდებელ სასამართლოს არ შეეძლო იმის თქმა პატიმარი უცვლელი დარჩა თუ არა ოცი ან ოცდაათი წლის განმავლობაში.
236. მართალია უვადო პატიმრობის შეცვლის სასამართლო განხილვის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყო კონვენციის მე-3 მუხლთან, პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი იყო. 1991 წლის კონსტიტუციის 98-ე მუხლი და 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი არ ადგენს ამ უფლებამოსილების განხორციელების რაიმე პროცესუალურ ნორმებს. შედეგად უვადო პატიმრისთვის უცნობი იყო როგორ უნდა მოქცეულიყო შეწყალების მოსაპოვებლად. 2012 წლის 23 თებერვლამდე ამ უფლებამოსილების განხორციელების ფორმა ასევე ბუნდოვანი იყო: არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი პატიმარი შეიწყალეს და რა საფუძვლით, რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რა მიზეზებით და ვინ იყვნენ ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ექპსერტები და რა წესის თანახმად ახორციელებდნენ ისინი თავიანთ მოვალეობას. ამ ვარაუდის მხარდასაჭერად განმცხადებელმა წარმოადგინა 2006 წლიდან 2011 წლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეწყალების მთხოვნელი მთელი სიცოცხლის ვადით პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის გაგზავნილი ოთხი წერილი: ყველა მათგანში განმარტებული იყო, რომ მოთხოვნა სათანადოდ იქნა შესწავლილი და არ დაკმაყოფილდა. 2002 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში თექვსმეტმა ამგვარ სასჯელშეფარდებულმა პირმა მოითხოვა შეწყალება; არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. არც 2002 წლამდე მომხდარა ამ ტიპის პატიმრების შეწყალება.
237. პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო 2012 წლის 23 თებერვალს არ გაუმჯობესებულა. ამ დღეს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესები, მართალია წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ვერ აკონკრეტებდა პირობებს, რომელთა არსებობისასაც შეწყალება განჭვრეტადი იყო. ეს მხოლოდ შეწყალების კომისიის მუშაობის მარეგულირებელი შიდა ინსტქრუქციები იყო და არა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების მარეგულირებელი. უფრო მეტიც, ეს წესები სახელმწიფო გაზეთშიც არ გამოქვეყნებულა და არც ის იყო ნათელი, პრეზიდენტი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილი იყო თუ არა დაედგინა აბსტრაქტული წესები. კვლავ იქმნებოდა ვითარება, როდესაც კანონის საფუძველზე პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თავისუფლები იყვნენ რაიმე კრიტერიუმზე დაყრდნობის გარეშე გადაეწყვიტათ, შეიწყლებდნენ თუ არა. აქედან გამომდინარე არ იყო აუცილებელი გადაწყვეტილების დასაბუთება და შესაბამისად არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. 2012 წელს ასიდან მხოლოდ სამი შეწყალების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო უვადო პატიმრობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი იყო. შესაბამისად შეწყალება არ იყო უვადო პატიმრობის შეცვლის სათანადო საშუალება. ფაქტმა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა, საკუთარ პირად მოსაზრებაზე დაყრდნობით, იმის შესახებ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა უნდა გაუქმდეს, შეიწყალა ერთი ამგვარ სასჯელშეფარდებული პირი, რეალური იმედი არ წარმოშვა. მართალია მოწონებას იმსახურებს, მაგრამ ეს ვიცე-პრეზიდენტის პირადი პოზიცია იყო, ამასთან მეტად არაპოპულარული და ვალიდური იქნებოდა მანამ სანამ ის თანამდებობაზე დარჩებოდა. ამას არ ექნებოდა უსასრულო ეფექტი კანონმდებლობაში ცვლილების შეტანით.
238. მათი პატიმრობის რეჟიმი, ვინც ბატონი ჰარაკჩევის მსგავსად მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილი იყო, გულისხმობდა სრულ იზოლაციას, საკნის გარეთაც და მუშაობის დროსაც. კონტაქტის ერთადერთი შესაძლებლობა იყო იგივე რეჟიმში მყოფ პატიმრებთან ურთიერთობა და მხოლოდ ერთსაათიანი ყოველდღიური გასეირნების დროს. ამ მეტად მკაცრმა შეზღუდვებმა თითქმის შეუძლებელი გახადა უვადო პატიმრებისთვის შესაფერი სამუშაოს მოძიება. ეს გამოვლინდა ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტის 2010 წლის აპრილის ანგარიშში ასახული ინფორმაციიდან. იგივე ანგარიშიდან აშკარა გახდა, რომ უვადო პატიმრებისთვის არ არსებობდა რაიმე სახის რესოციალიზაციის პროგრამები და იმყოფებოდნენ მეტად ცუდ პირობებში. ყველა ამ ფაქტორმა შეუძლებელი გახადა მათთვის საკუთარი რეფორმირების წარმოჩენა და შესაბამისად პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დარწმუნება, გამოეყენებიათ შეწყალება მათ მიმართ.
3. მოპასუხე სახლემწიფოს დამატებითი წერილობითი მოსაზრებები
239. თავის დამატებით წერილობით მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ წინამდებარე საქმის ვითარება აშკარად განსხვავდებოდა ვითარებისგან საქმეზე ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. the United Kingdom) ([დიდი პალატა], # 66069/09, #130/10 და #3896/10, ECHR 2013 (ამონარიდები)). გაერთიანებულ სამეფოში იუსტიციის სახელმწიფო მდივნის შეზღუდული უფლებამოსილებისგან განსხვავებით ბულგარეთში პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება არანაირად არ შემოიფარგლებოდა. პრეზიდენს შეეძლო ნებისმიერი სასჯელის გადასინჯვა და ეს უფლებამოსილება რეალურად ხორციელდებოდა. პროცედურა საკმარისად მოქნილი იყო, რაც პატიმრებს შესაძლებლობას უქმნიდა მოეთხოვათ შეწყალება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით. შეწყალების ნებისმიერი მოთხოვნა ექვემდებარებოდა ყოვლისმომცველ შეფასებას, რასაც პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, პატიმრობის გაგრძელება გამართლებული იყო თუ არა ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლებით. ვიცე-პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის ყოველთვიურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ კომისიამ ეს ნიუანსები დეტალურად შეისწავლა. იმ ერთ საქმეზე, რომელზეც მან გასცა უვადო პატიმრის სასჯელის შეცვლის რეკომენდაცია, კომისიამ სწორედ ეს ფაქტორები გაითვალისწინა, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა უვადო პატიმრობის სასჯელის დასაწყისიდანვე ფართოდ ცნობილი და ხშირად გამოყენებული იყო.
240. მოპასუხე მთავრობის თანახმად, ამ უფლებამოსილების განხორციელების შესახებ უფრო დეტალური წესები არ იყო საჭირო. არ არსებობდა გაურკვევლობა ამ უფლებამოსილების განხორციელების ფორმასთან დაკავშირებით და ნებისმიერი დეტალური წესი მხოლოდ შეზღუდავდა მის მოქმედებას, რაც ამჟამად მეტად ფართოა. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოებს თავისუფალი შეფასების ფარგლები გააჩნიათ იმის გადაწყვეტისას, რა გზით გადასინჯავენ უვადო პატიმრობას. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება სრულად დისკრეციული იყო, არ აკნინებდა მის ეფექტიანობას. ეს გამოაშკარავდა 2013 წლის დასაწყისში მისი გამოყენებით მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული პირის მიმართ. ბატონი ჰარაკჩევის ბრალდებების საპირისპიროდ, ეს არ მომხდარა მხოლოდ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით. იმ უვადო პატიმრის სასჯელის შეცვლამ დასაბამი დაუდო პრაქტიკას. როგორც ეს შეწყალების კომისიის ანგარიშიდან გამოიკვეთა, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე. ეს ახალი პრაქტიკა ასევე ნათელი იყო სისხლის სამართლის კოდექსის პროექტიდან, რომელიც ითვალისწინებდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის გაუქმებას. თუმცა ისეთი კომპლექსური საკანონმდებლო აქტის ამოქმედება როგორიც სისხლის სამართლის კოდექსია დროს მოითხოვს. ამასობაში პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესაძლებლობა საკმარისად ეფექტიანი საშუალება იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა შეფარდებული პირების განკარგულებაში.
241. მოქმედი რეგულაციების თანახმად უვადო პატიმრებს დაწესებულებაში შესახლებისთანავე მათთვის გასაგებ ენაზე უნდა განემარტოთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ასევე ციხის განაწესი და დისციპლინა; ისინი ასევე უფლებამოსილი არიან ეს ინფორმაცია წერილობით მიიღონ. ეს ინფორმაცია მოიცავდა ციხის წესებისა და რეგულაციების დეტალურ განმარტებას, შრომის უფლებას, ვიზიტების რეჟიმს, დისციპლინურ სახდელებს და ციხის რეჟიმის შეცვლისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, 2007 წელს სასჯელთა აღსრულების მთავარმა დირექტორატმა გამოსცა “უვადო პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული სტანდარტები”. ამ სტანდარტებში პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უვადო პატიმრებისთვის უნდა შეექმნათ შესაძლებლობა, განეხილათ მათი სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა უვადო პატიმარი, მიუხედავად იმისა იხდიდნენ თუ არა ისინი შეცვლად თუ არაშეცვლად სასჯელებს, ინფორმირებული იყო იმ პერიოდის შესახებ, რაც მათ უნდა მოეხადათ მანამ სანამ შეძლებდნენ თავიანთი ციხის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნას და იმ ქცევის შესახებ, რაც მათგან მოითხოვებოდა საკუთარი სასჯელების შეცვლის მოპოვების შანსის გასაზრდელად. ამასთან თითოეულ უვადო პატიმარს ქონდა სასჯელის ინდივიდუალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა პატიმრისგან მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ამ ცვლილებას განაპირობებდა. ეს გეგმა პერიოდულ ხელახალ შეფასებას ექვემდებარებოდა, რაც პატიმრისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო. ბატონი ჰარაკჩევის საქმეზე უკანასკნელი გეგმა მის მიერ არ იყო ხელმოწერილი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ მან უარი განაცხადა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე.
B. სასამართლოს შეფასება
1. დასაშვებობა
242. საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.a მუხლის მნიშვნელობისთვის და არც დაუშვებელია სხვა რაიმე საფუძვლით. შესაბამისად ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
2. არსებითი მხარე
(a) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები
243. საქმეზე კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ (Kafkaris v. Cyprus) ([დიდი პალატა], # 21906/04, § 97, ECHR 2008), სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მართალია სახელმწიფოს არჩევანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით, მათ შორის სასჯელის გადახედვისა და გათავისუფლების სისტემებთან მიმართებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ზედამხედველობის ფარგლებს გარეთ არის და მართალია ზრდასრული სამართალდამრღვევებისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება არ იკრძალებოდა და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა კონვენციის მე-3 და სხვა მუხლებთან, არაშემცირებადი უვადო პატიმრობის დაკისრებას შესაძლოა წამოეჭრა საკითხები მე-3 მუხლთან მიმართებით. იმავდროულად დიდი პალატა სირთულის წინაშე იდგა, აღენიშნა, რომ უვადო პატიმრობა ვერ გახდება “არაშემცირებადი” მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ პრაქტიკაში ის შესაძლოა სრულად იქნას მოხდილი და კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის საკმარისი იყო რომ ამგვარი სასჯელი დე იურე და დე ფაქტო შემცირებადი იყო (ibid., § 98 in fine).
244. ამ საქმეზე დიდმა პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა, რადგანაც კვიპროსის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს, გენერალურ-პროკურორთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს შეეძლო უვადო პატიმრობის ჩანაცვლება უფრო ნაკლები ვადით. პროცედურას მართლაც ქონდა ხარვეზები: არ იყო გამოქვეყნებული კრიტერიუმი, რომელიც მიუთითებდა რაზე დაყრდნობით ახორციელებდა პრეზიდენტი თავის დისკრეციას, არ არსებობდა პატიმრისთვის მის განაცხადდთან დაკავშირებით გენერალური-პროკურორის მოსაზრების გამხელის ვალდებულება, პრეზიდენტსაც არ მოეთხოვებოდა დასაბუთება და არც ასეთი პრაქტიკა არსებობდა და ასევე დაუშვებელი იყო სასამართლო წესით გასაჩივრება. ასევე სიმართლე იყო ის, რომ უვადო პატიმრების გათავისუფლების პერსპექტივა შეზღუდული იყო, რადგანაც უვადო პატიმრობის გადასინჯვა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეცია იყო. თუმცა, არსებობდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რომლებშიც პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი დისკრეცია და ბრძანა უვადო პატიმრის გათავისუფლება. შესაბამისად, ვერ გაცხადდებოდა, რომ ბატონ კაფკარისს გათავისუფლების ყველანაირი პერსპექტივა ქონდა ჩამორთმეული (ibid., §§ 102-05).
245. შეუმცირებადი უვადო პატიმრობის კონვენციის მე-3 მუხლთან შესაბამისობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა სასამართლოს დიდმა პალატამ უახლეს საქმეზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others) (ციტირება მაღლა). დიდმა პალატამ დეტალურად მიმოიხილა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან და უახლესი შედარებითსამართლებრივი და საერთაშორისო სამართლებრივი სიახლეებიდან გამომდინარე შესაბამისი მსჯელობები (ibid., §§ 104-18). აღნიშნულზე დაყრდნობით მან დაადგინა, რომ უვადო პატიმრობა კონვენციის მე-3 მუხლთან შესაბამისობაში რჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არსებობს როგორც გათავისუფლების, ისე გადასინჯვის შესაძლებლობა (ibid., §§ 109-10), რადგანაც დაუშვებელი იყო პატიმრის დაპატიმრება იზოლაციისთვის ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლების გარეშე. ეს საფუძვლები მოიცავდა სასჯელს, გარიდებას, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და რეაბილიტაციას. დიდმა პალატამ განსაკუთრებით გამოყო, რომ დაპატიმრების ამ საფუძვლებს შორის ბალანსი არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად სტატიკური და შესაძლებელი იყო მათი გადანაცვლება სასჯელის მოხდის შესაბამისად. რაც შესაძლოა ყოფილიყო პირველი რიგის დასაბუთება სასჯელის მოხდის დასაწყისში, შესაძლოა აღარ ყოფილიყო იგივე პოზიციაზე სასჯელის აღსრულების ხანგრძილივი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, სასჯელის მოხდის შესაბამის დროს პატიმრობის გაგრძელების დასაბუთებულობის გადასინჯვით იყო შესაძლებელი ამ ფაქტორებისა თუ გადანაცვლების სათანადო შეფასება. თუკი პატიმარი დაპატიმრებულია გათავისუფლების პერსპექტივისა და მისი უვადო პატიმრობის გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე, არსებობს რისკი, რომ ის ვერასდროს მოინანიებს დანაშაულს: რაც არ უნდა გააკეთოს ციხეში, რაც არ უნდა გამორჩეული იყოს მისი პროგრესი რეაბილიტაციის მიმართულებით, მისი სასჯელი რჩება მკაცრად განსაზღვრული და არაგადასინჯვადი (ibid., §§ 111-12). შესაბამისად დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ადამიანის ღირსებასთან, რაც კონვენციის სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, შეუსაბამო იქნებოდა ადამიანისთვის თავისუფლების იძულებით აღკვეთა რეაბილიტაციის მოტივაციის შექმნის გარეშე და ერთ დღესაც ამ თავისუფლების დაბრუნების შანსის მიცემის გარეშე (ibid., § 113). დიდმა პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ და საერთაშორისო სამართალში არ იყო აშკარა მხარდაჭერა იმ პრინციპისა, რომ ყველა პატიმარისთვის, მათ შორის უვადო პატიმრებისთვის შეთავაზებული ყოფილიყო რეაბილიტაციის შესაძლებლობა და გათავისუფლების პერსპექტივა რეაბილიტაციის მიღწევის შემთხვევაში (ibid., § 114). მართალია თავისუფლების აღკვეთის ერთერთ მიზნად რჩება დასჯა, ევროპულ სისხლის სამართლის პოლიტიკაში აქცენტი უკვე კეთდება პატიმრობის სარეაბილიტაციო მიზანზე, უვადო პატიმრების შემთხვევაშიც, როგორც ეს აშკარად გამოხატულია ციხის ევროპული წესების მე-6, 102.1 და 103.8 წესებში, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში 76(2) და რეკომენდაციებში 2003(23) და 2003(22), CPT-ის განცხადებებში და მთელი რიგი ხელშემკვრელი სახელმწიფოების პრაქტიკაში და საერთაშორისო სამართალში, როგორც ასახულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 10.3 მუხლში და ამ მუხლის შესახებ ზოგად კომენტარში (ibid., §§ 115-18).
246. ამ ანალიზზე დაყრდნობით დიდმა პალატამ გადაწყვიტა შეეცვალა პალატის გადაწყვეტილება და უვადო პატიმრებთან დაკავშირებით დაადგინა შემდეგი პოსტულატები:
(a) უვადო პატიმრობის კონტექსტში კონვენციის მე-3 მუხლი უნდა განიმარტოს როგორც სასჯელის შემცირებადობის მომთხოვნი გადასინჯვის თვალსაზრისით, რაც ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს იმსჯელონ, უვადო პატიმრის ცხოვრებაში არის თუ არა რაიმე იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილება და სასჯელის მოხდის პროცესში იმგვარი პროგრესი რეაბილიტაციის კუთხით, რაც ნიშნავდა, რომ პატიმრობის გაგრძელება ვეღარ იქნებოდა გამართლებული ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლებით (ibid., § 119);
(b) სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სასჯელის შეფარდების საკითხებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ამოცანა არ არის განსაზღვროს რა ფორმით მოხდება გადასინჯვა, აღმასრულებელი თუ სასამართლოს გზით, ან დაადგინოს, როდის უნდა მოხდეს გადასინჯვა. თუმცა შედარებითი და საერთაშორისო სამართლის მასალები უთითებს უვადო პატიმრობის შეფარდების შემდეგ არაუგვიანეს ოცდახუთი წლისა და შემდეგ სასჯელის პერიოდული გადასინჯვისთვის შექმნილ ინსტიტუტის მიმართ აშკარა მხარდაჭერაზე (ibid., § 120);
(c) თუკი ეროვნული კანონმდებლობა ამგვარი გადასინჯვის შესაძლებლობას არ ქმნის, მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა ვერ მიუახლოვდება კონვენციის მე-3 მუხლის სტანდარტებს (ibid., § 121);
(d) მართალია აუცილებელი გადასინჯვა სასჯელის გარკვეული ვადის აუცილებელი მოხდის პერსპექტიული მოვლენაა, მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული არ უნდა იყოს ვალდებული სასჯელის მიმდინარეობისას მოიხადოს განუსაზღვრელი რაოდენობის წლები სანამ ის შეძლებს საჩივარი წარადგინოს იმის თაობაზე, რომ მის სასჯელთან დაკავშირებული პირობები ვერ აკმაყოფილებს კონვეციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს აღნიშნულთან მიმართებით. ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა როგორც სამართლებრივ მდგრადობასთან, ისე დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებულ პრინციპებთან ამ ტერმინის კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობით. უფრო მეტიც, საქმეებზე, სადაც სასჯელი შეფარდების შემდეგ შემცირებას არ ექვემდებარება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, კაპრიზული იქნება მოლოდინი, რომ პატიმარი იმუშავებს საკუთარ რეაბილიტაციაზე იმის ცოდნის გარეშე, რომ გაურკვეველ მომავალში შემოღებული იქნება მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას რეაბილიტაციის საფუძველზე განხილულ იქნას მისი გათავისუფლება. მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული უფლებამოსილია იცოდეს სასჯელის მოხდის პროცესში რა უნდა გააკეთოს, რათა განხილული იყოს მისი გათავისუფლება და რა პირობებით, მათ შორის, როდის მოხდება მისი სასჯელის გადასინჯვა ან შეიძლება გადაისინჯოს. შედეგად, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა არ ქმნის მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის გადასინჯვის რაიმე მექანიზმს ან შესაძლებლობას, კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამობა ამ საფუძვლით წარმოიშობა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის შეფარდებისთანავე და არა პატიმრობის მომდევნო ეტაპებიდან (ibid., § 122).
(b) ამ პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
247. სასამართლო იმთავითვე აღნიშნავს, რომ ბატონი ჰარაკჩევი არ ცდილობს ამტკიცოს, რომ მისი სასჯელი მეტად შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებისა ან რომ აღარ არსებობდა მისი პატიმრობის გაგრძელების რაიმე ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლები (იხილეთ ვინტერი და სხვები (Vinter and Others), ციტირება მაღლა, § 102). მისი პროტესტი მეტადრე მიმართული იყო ამ სასჯელის შედეგებზე.
248. ბულგარეთში მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა, რასაც მანამდე არ იცნობდა ბულგარეთის სისხლის სამართალი, შემოღებულ იქნა 1998 წლის დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა ფორმალურად გააუქმა სიკვდილით დასჯა (იხილეთ 51-ე, 52-ე და 58-ე პარაგრაფები მაღლა). ეს სასჯელი, რასაც ასევე ადასტურებს წინამდებარე საქმეზე მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებები, მიჩნეულია როგორც “პირობადებული” და “საგამონაკლისო” და გამოიყენება მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, (ა) რომლებიც “რესპუბლიკის საფუძვლებს ემუქრება” ან განსაკუთრებით მძიმე და განზრახია და (ბ) რომლებთან მიმართებითაც “სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა უფრო მსუბუქი სასჯელით” (იხილეთ 59-ე და მე-60-ე პარაგრაფები მაღლა). ის არსებობდა “მარტივი” უვადო პატიმრობის პარალელურად, რომელიც ამოქმედდა 1995 წლიდან და შეცვლადია (იხილეთ 56-ე, 65-ე და 71-ე პარაგრაფები მაღლა).
249. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატირობა მიჩნეულია “პირობადებულად” და “საგამონაკლისოდ” და რომ სისხლის სამართლის ახალი კოდექსის პროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ახლახანს წარუდგინა, 2014 წლის იანვრის ბოლოს, ითვალისწინებს ამ სასჯელის მხოლოდ “მარტივ” ფორმას, რაც არის გადასინჯვადი უვადო პატიმრობა (იხილეთ 67-ე პარაგრაფი) რადგანაც კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა “დღეს მიიჩნევა მეტად არაადამიანურად აღნიშნულ სასჯელშეფარდებული პირებისთვის ყოველგვარი იმედის არ არსებობის საფუძვლით” (იხილეთ 68-ე პარაგრაფი მაღლა). იკვეთება, რომ ეს კოდექსი მიღების შემდეგ როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულებს ისე უვადო პატიმრებს სასჯელის გადასინჯვის იგივე იმედი პერსპექტივას შეუქმნის.
250. სისხლის სამართლის მართლმასჯულების არჩევა სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სასჯელის გადასინჯვის და გათავისუფლების სისტემები როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს ზედამხედველობის გარეთ რჩება და ზრდასრული დამნაშავისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება თავისთავად არ არის აკრძალული კონვენციის მე-3 ან სხვა მუხლებით.
251. საკუთარი პრეცედენტული სამართლის ჭრილში სასამართლოს წინაშე დგას საკითხი, ბატონი ჰარაკჩევისთვის დაკისრებული სასჯელი შეიძლება თუ არა კლასიფიცირდეს შეუმცირებადად. აღნიშნულთან მიმართებთ სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბულგარული კანონმდებლობა ბატონ ჰარაკჩევს არ უქმნის შესაძლებლობას გათავისუფლდეს პირობით (ღონისძიება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ვადიან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებით (იხილეთ 70-ე პარაგრაფი მაღლა) და მაშინ როცა ბატონ ჰარაკჩევს ვერ ექნება სასამართლო გადაწყვეტილების იმედი, რომლითაც მისი მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა შეიცვლება უფრო მსუბუქი სასჯელით, კანონმდებლობა ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ შეწყალების ორ ღონისძიებას: ან სრულ შეწყალებას ან მისი სასჯელის გადასინჯვას (72-74 პარაგრაფები მაღლა). სრული შეწყალების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ბატონი ჰარაკჩევის გათავისუფლება დაუყოვნებლივ ან უპირობოდ. მისი სასჯელის ჩანაცვლების შემთხვევაში, თუნდაც ის მხოლოდ ჩანაცვლებულიყო უვადო პატიმრობით, როგორც ეს სხვა პატიმრის შემთხვევაში განხორციელდა 2013 წლის იანვარში (იხილეთ 99-101 პარაგრაფები მაღლა), ბატონი ჰარაკჩევისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა სასამართლო გადასინჯვის შესაძლებლობა და შემდეგ სავარაუდოდ პირობით გათავისუფლებაც.
252. იორგოვის (Iorgov) (# 2) ([Iorgov v. Bulgaria (no 2), no. 36295/02, 2 September 2010], §§ 48-60) საქმის შემთხვევაში, რომელიც გადაწყდა კაფკარისის (Kafkaris) (ციტირება მაღლა) შემდეგ, მაგრამ საქმემდე ვინტერი და სხვები (Vinter and Others) (ციტირება მაღლა), სასამართლოს მეხუთე სექციის პალატამ მიმოიხილა ეს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეგულაციები და მათი მოქმედება 2009 წლამდე. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია 2002-დან 2009 წლამდე პერიოდში პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება განხორციელდა 477 პატიმრის მიმართ, არცერთი მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილი პირის შეწყალება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა პალატამ დაასკვნა, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნეოდა, რომ ბატონ იორგოვს, რომელსაც მისჯილი ქონდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა, ერთ დღეს ციხიდან გათავისუფლების ყველანაირი იმედი ქონდა ჩამორთმეული. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის ნოემბრამდე არცერთი უვადო პატიმრის შეწყალება არ მომხდარა პრეზიდენტის მიერ, ეს არ იყო საკმარისი იმის დემოსნტრირებისთვის, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა ბულგარეთში დე ფაქტო არაშემცირებადი იყო. ეს სასჯელი ბულგარეთის კანონმდებლობაში შედარებით ახალი იყო, 1998 წლის დეკემბრიდან, სიკვდილით დასჯის ფორმალური გაუქმების შემდეგ. ეს ნიშნავდა, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ამგვარ სასჯელშეფარდებულ პირთაგან ბევრმა, მათ შორის ბატონმა იორგოვმა საკმარისად დიდი დრო გაატარეს ციხეში, იმისთვის, რომ მოეთხოვათ პრეზიდენტის მიერ შეწყალება. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ თუ ბატონი იორგოვი შესაბამის დროს მოითხოვდა შეწყალებას, მის განაცხადს სათანადოდ არ განიხილავდნენ ფართო კრიტერიუმზე დაყრდნობით. შესაბამისად, ვერ მიიჩნეოდა, რომ მას გათავისუფლების არანაირი იმედი არ ქონდა და რომ შესაბამისად კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა (იხილეთ იორგოვი (Iorgov (# 2), ციტირება მაღლა, §§ 52-60).
253. თუმცა, დიდი პალატის ადრინდელი გადაწყვეტილების ჭრილში, საქმეზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others (ციტირება პარაგრაფში 246(d) მაღლა) 122-ე პარაგრაფი, სასამართლო ვერ დაეყრდნობა იგივე მიდგომას წინამდებარე საქმეზე. ეს მიდგომა ეფუძნება ვარაუდს, რომ მხოლოდ უვადო პატიმრობის ჩანაცვლების მოპოვების რეალური შესაძლებლობის არ არსებობა გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, მას შემდეგ რაც უვადო პატიმარი მოიხდის თავისი სასჯელის საკმარის ხანგრძლივობას და საკმარის პროგრესს მიაღწევს რათა მოიპოვოს მისი სასჯელის ჩანაცვლებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს დარწმუნების რეალური შანსი. ამ ვარაუდმა განამტკიცა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები და საქმეზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others), პალატის უმრავლესობა იზიარებდა იმ აზრს, რომ არაშემცირებადი უვადო პატიმრობა არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, გარდა იმ შემთხვევისა და მანამ სანამ უვადო პატიმრის შემდგომი პატიმრობა აღარ არის გამართლებული (იხილეთ ვინტერი და სხვები (Vinter and Others), ციტირება მაღლა, §§ 48, 49, 56, 87 და 91). დასაბუთების ეს მიმართულება ამ საქმეზე დიდმა პალატამ (ibid., § 122).
254. ამასთან წინამდებარე საქმეზე მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა შეფარდებულთათვის, როგორიც იყო ბატონი ჰარაკჩევი სასჯელის გადასინჯვის მოპოვების შესაძლებლობის მარეგულირებელი არსებული მექანიზმების შესწავლასთან ერთად სასმართლოს უნდა დაეზუსტებია, ბულგარეთის კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა ბატონი ჰარაკჩევის სასჯელის გადასინჯვის ადეკვატურ შესაძლებლობას, 2004 წლის ნოემბერში ამ სასჯელის საბოლოო ძალაში შესვლის მომენტიდან და მას შემდეგ.
255. ნათელია, რომ ეს სასჯელი, მინიმუმ 1968 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლში უკანასკნელი ცვლილებების საფუძველზე 2006 წლის 13 ოქტომბრიდან (იხილეთ 74-ე პარაგრაფი მაღლა) დე იურე შემცირებადია. თუმცა არ არის ნათელი, რომ ეს ასე იყო ცვლილებებამდე. 2006 წლის 13 ოქტომბრამდე არსებული რედაქციით 74-ე მუხლი მართალია პირდაპირ არ გამორიცხავდა ამ შესაძლებლობას, მაგრამ ნათლად არ განმარტავდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეწყალებაზე ასევე ვრცელდებოდა მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობასა და უვადო პატიმრობაზე (იხილეთ 73-ე პარაგრაფი მაღლა). ვინაიდან 2006 წლის ოქტომბრამდე არ არსებობდა პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულ პირთან მიმართებით შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პრეცედენტი (იხილეთ 87-ე პარაგრაფი მაღლა) და ვინაიდან არ არსებობს პარალელურად პრეზიდენტის შეწყალების მარეგულირებელი კანონმდებლობის ავტორიტეტული განმარტება, რთულია ითქვას, შესაძლებელი იყო თუ არა ამ მუხლის განმარტება მარტო ან 1991 წლის კონსტიტუციის 98.11 მუხლთან ერთობლიობაში როგორც იმის დამდგენი, რომ ეს სასჯელი ექცეოდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტულად არ იყო მითითებული ამ მუხლის ტექსტში. ეს დაურწმუნებლობა მომდინარეობს მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობის შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან (იხილეთ 63-ე და 64-ე პარაგრაფები მაღლა), ის ფაქტი, რომ შედეგად კანონმდებელმა აუცილებლად მიიჩნია საკითხის დაზუსტება საკანონმდებლო ცვლილებებით და იმ ფაქტიდან, რომ 2012 წელს გაიზიარეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 1991 წლის კონსტიტუციის 98.11 მუხლის მავალდებულებელი განმარტება, კერძოდ კი იმის შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეწყალებაზე ვრცელდებოდა თუ არა ყველა სახის სასჯელებზე (იხილეთ 76-ე პარაგრაფი მაღლა). ამ გარემოებებში სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ბატონი ჰარაკჩევის სასჯელის საბოლოო ძალაში შეცვლის დროს ნათელი იყო, რომ ის დე იურე შემცირებადი იყო.
256. როგორც არ უნდა ყოფილიყო, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ შესაბამის პერიოდში ბატონი ჰარაკჩევის სასჯელი დე ფაქტო შემცირებადი იყო და რომ მისი დაპატიმრებისას ის შესაძლოა მიჩნეულიყო, როგორც იმის მცოდნე, რომ მექანიზმი არსებობდა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მას განხილულიყო გათავისუფლებისთვის.
257. მოქმედი სისტემის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება 2012 წლის იანვრიდან არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსა და ამ დროიდან მის მიერ შექმნილი შეწყალების კომისიის პრაქტიკას (იხილეთ 90-107 პარაგრაფები მაღლა) და რაც უფრო მნიშვნელოვანია 1991 წლის კონსტიტუციის 98.1 მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის აპრილის მავალდებულებელ ინტერპრეტაციას (იხილეთ 76-83 პარაგრაფები მაღლა), მეტნაკლებად ნათელია პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების ფორმა.
258. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა ამ უფლებამოსილების ფარგლები და დაადგინა, რომ ის უნდა განხორციელდეს არა-თვითნებურად, თანასწორობის, ჰუმანურობის, თანაგრძნობის, მიმტევებლობისა და მსჯავრდებული სამართალდამრღვევის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის და მის პიროვნებაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილების გათვალისწინებით. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მართალია პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ცალკეულ საქმეზე დასაბუთების წარდგენა ვერ მოეთხოვებოდათ, მათ მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმძღვანელო ზოგად კრიტერიუმს ცნობილს გახდიდნენ. და ბოლოს, სასამართლომ დაადგინა, რომ შეწყალების აქტი ექვემდებარებოდა გასაჩივრებას მის წინაშე, გარკვეული შემზღუდავი პირობების დაცვით, კერძოდ კი წარმდგენ სუბიექტთან დაკავშირებით (იხილეთ 76-83 პარაგრაფები მაღლა). ეს გადაწყვეტილება წონად გარანტიას ქმნის იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება განხორციელდება თანმიმდევრულად და ფართოდ განჭვრეტადი გზით.
259. ამასთან ვიცე-პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის მუშაობის მარეგულირებელი წესები ადგენს, რომ კომისიამ მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს inter alia საერთაშორისო სასამართლოებისა და სხვა ორგანოების პრეცედენტული სამართალი ბულგარეთთან მიმართებით ძალაში არსებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების განმარტებასთან და შეფარდებასთან დაკავშირებით (იხილეთ 91-ე პარაგრაფი მაღლა). კომისიის მუშაობის პრაქტიკამ, მას შემდეგ, რაც მან დაიწყო მუშაობა 2012 წლის დასაწყისში, განსაკუთრებით შეწყალების მოთხოვნების შესწავლის სახელმძღვანელო კრიტერიუმთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ საქმეებზე ვიცე-პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის საფუძვლებმა და შესატყვისმა სტატისტიკურმა ინფორმაციამ (იხილეთ 94-107 პარაგრაფები მაღლა) - ასევე გაზარდა შეწყალების პროცედურის გამჭვირვალობა და ამ მიმართულებით საპრეზიდენტო უფლებამოსილების თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ განხორციელების დამატებით გარანტიას წარმოადგენს.
260. და ბოლოს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ალბათ მხოლოდ 2012 წლის დეკემბერში შესთავაზა შეწყალების კომისიამ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრის მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა შეეცვალა უვადო პატიმრობით, ამ პატიმრის რეფორმირების საფუძველზე და რომ 2013 წლის იანვარში ვიცე-პრეზიდენტმა გაიზიარა ეს შეთავაზება (იხილეთ 99-101 პარაგრაფები მაღლა). როგორც ამ კომისიამ აღნიშნა და ასევე მოპასუხე სახელმწიფომ თავის წერილობით მოსაზრებებში, ეს საქმე მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილი სხვა პატიმრებისთვის როგორიცაა ბატონი ჰარაკჩევი, იმის დემონსტრირებაა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესება (იხილეთ მე-100-ე პარაგრაფი მაღლა).
261. შესაბამისად იკვეთება, რომ თუკი მომავალი პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები განაგრძობენ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2012 წელს განსაზღვრული დებულებებისა და იმავე წელს მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ბატონი ჰარაკჩევის მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც დე ფაქტო შემცირებადი და რომ ამ დროის შემდეგ ის შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც იმის მცოდნე, რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს განხილულ იქნას გათავისუფლებისთვის ან სასჯელის გადასინჯვისთვის. მართალია, რომ მოქმედ წესთაგან ზოგიერთი არ არის ასახული კონსტიტუციაში ან კანონში, არამედ პრეზიდენტის ბრძანებულებაში. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ამოცანა არ არის განსაზღვროს ფორმა, რომლითაც უნდა განხორციელდეს აუცილებელი გადასინჯვა.
262. თუმცა იგივე არ შეიძლება ითქვას სასჯელის საბოლოო ძალაში შესვლიდან, 2004 წლის ნოემბრიდან მინიმუმ 2012 წლის დასაწყისამდე პერიოდზე. წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც ორი ვადით იყო არჩეული, პირველად 2002 წლის 22 იანვრიდან 2007 წლის 22 იანვრამდე და მეორედ 2007 წლის 22 იანვრიდან 2012 წლის 22 იანვრამდე, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელება მეტად ბუნდოვანი იყო საჯაროდ გაკეთებული რაიმე პოლიტიკის განაცხადის გარეშე და ცალკეული შეწყალების აქტების რაიმე სახის დასაბუთების გარეშე (იხილეთ 87-ე პარაგრაფი მაღლა). მართლაც, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ 1998 წელს გამართული საპარლამენტო დებატებისას პარლამენტის წევრები ითხოვდნენ გარანტიებს, რომ პრეზიდენტის დისკრეცია არ განხორციელდებოდა პირების მიმართ, რომელთაც შეფარდებული ქონდათ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა და რომ 2012 წელს პარლამენტმა აუცილებლად მიიჩნია ad hoc კომიტეტის შექმნა ამ საკითხის შესასწავლად (იხილეთ 89-ე პარაგრაფი მაღლა). არც კონკრეტული მაგალითები არსებობდა იმისა, რომ ბაtონი ჰარაკჩევის მდგომარეობაში მყოფ პირებს შეიძლება ქონოდათ იმედი, რომ ამ უფლებამოსილების განხორციელებით სარგებელს მიიღებდნენ (საპირისპირო შედარება კაფკარისი (Kafkaris), ციტირება მაღლა, § 103). მართალია, ამგვარი მაგალითების ნაკლებობა აიხსნება იმით, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობა ბულგარეთის კანონმდებლობაში არც ისე დიდი ხანია არსებობს, მხოლოდ 1998 წლის დეკემბრიდან და შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამგვარ სასჯელშეფარდებულ პირთა დიდმა რაოდენობამ საკმარისად დიდი დრო გაატარეს ციხეში სანამ ისინი უფლებამოსილი გახდებიან შეწყალებაზე (იხილეთ იორგოვი (Iorgov (# 2), ციტირება მაღლა, §§ 56-57). თუმცა, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ფორმალური ან თუნდაც არაფორმალური გარანტიების არ არსებობის კომბინაცია, ერთობლიობაში იმგვარი მაგალითების არ არსებობასთან, რომლებიც გვთავაზობს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებულისთვის შესაძლებელი იქნება სასჯელის მორგების მოპოვება შესაბამის გარემოებებში, მიიყვანს სასამართლოს დასკვნამდე, რომ 2004 წლის ნოემბრიდან 2012 წლის დასაწყისამდე ბატონი ჰარაკჩევის სასჯელი ვერ მიიჩნევა როგორც დე ფაქტო შემცირებადი. საქმეზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others (ციტირება პარაგრაფიდან 246(d) მაღლა) დიდი პალატის გადაწყვეტილების 122-ე პარაგრაფიდან აუცილებლად მომდინარეობს, რომ ამ ტიპის საქმეებზე კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გამოიხატება პატიმრისთვის დროის ნებისმიერ მონაკვეთში გათავისუფლების რაიმე სახის იმედის ჩამორთმევას, რაც არ უნდა სუსტი იყოს ეს იმედი.
263. წინამდებარე საქმეზე, რომელზეც განმცხადებლებმა მძიმე საჩივრები წარადგინეს მათi პატიმრობის რეჟიმისა და პირობების თაობაზე (იხილეთ 179-ე პარაგრაფი დაბლა), არის ერთი ასპექტი რაც სასამართლომ უნდა შეისწავლოს: ბატონი ჰარაკჩევის პატიმრობის რეჟიმისა და პირობების ჭრილში შეიძლება თუ არა ის განვიხილოთ როგორც საკუთარი თავის რეფორმირებისა და შესაბამისად პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დარწმუნების რეალური შესაძლებლობის მქონე, რათა მათ გამოიყენონ შეწყალების უფლებამოსილება მასთან მიმართებით. აღნიშნულთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others) (ციტირება მაღლა, § 122) დიდმა პალატამ დაადგინა, რომ “უვადო პატიმარი უფლებამოსილია თავისი სასჯელის დასაწყისშივე იცოდეს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ განხილულ იქნას გათავისუფლებისთვის და რა პირობებით” (იხილეთ პარაგრაფი 246(d) მაღლა).
264. მართალია კონვენცია არ არის როგორც ასეთი რეაბილიტაციის უფლების გარანტი და მართალია მე-3 მუხლი ვერ განიმარტება როგორც სახელმწიფო ორგანოებზე აბსოლუტურ ვალდებულებათა დამკისრებელი, პატიმრებისთვის უზრუნველყონ სარეაბილიტაციო და რეინტეგრაციის პროგრამები და აქტივობები, როგორიცაა კურსები და კონსულტირება, ის ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს უვადო პატიმრებს მისცენ შანსი, თუნდაც შორეული, ერთ დღესაც მოიპოვონ თავისუფლება. იმისათვის რომ ეს შანსი იყო ნამდვილი და ხელშესახები, სახელმწიფო ორგანოებმა პატიმრებს ასევე უნდა მისცენ საკუთარი თავის რეაბილიტაციის სათანადო შესაძლებლობა. მართლაც, სასამართლოს უკვე ქონდა შესაძლებლობა აღენიშნა, რომ უკანასკნელ წლებში არსებობდა რეაბილიტაციაზე მეტი აქცენტის გადატანის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც წარმოადგენს რესოციალიზაციის იდეას პირადი პასუხისმგებლობის გაღვივებით (იხილეთ დიკსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Dickson v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 44362/04, § 28, ECHR 2007-V, და ვინტერი და სხვები (Vinter and Others), ციტირება მაღლა, §§ 113-18). ეს სრულ თანხვედრაშია სისხლის სამართლის სასჯელის პირველ მიზანთან, რაც დადგენილია ბულგარეთის სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლით (იხილეთ 53-ე პარაგრაფი მაღლა), ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 10.3 მუხლთან, რომელიც ბულგარეთისთვის ძალაშია 1970 წლიდან და რომელიც ადგენს, რომ პატიმრებთან მოპყრობის ძირითადი მიზანია მათი რეფორმირება და სოციალური რეაბილიტაცია (იხილეთ 157-ე და 158-ე პარაგრაფები მაღლა). ეს ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტის თანმდევია, რასაც როგორც აღინიშნა, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მიუხედავად მათი არასავალდებულო ხასიათისა (იხილეთ, mutatis mutandis, რივიერა (Rivière) [რივიერა საფრანგეთის წინააღმდეგ (Rivière v. France), # 33834/03, 11 ივლისი, 2006], § 72, და დიბეკუ (Dybeku) [დიბეკი ალბანეთის წინააღმდეგ (Dybeku v. Albania), # 41153/06, 18 დეკემბერი, 2007], § 48 ...): 2006 წლის ევროპულის ცუხის წესების 6, 33.3, 102.1 და 107.1 წესები, მინისტრთა კომიტეტის 76.2 რეზოლუციის მე-6 და მე-11 პუნქტები, ციხის ადმინისტრაციის მიერ უვადო პატიმრებისა და გრძელვადიან პატიმრობაში მყოფი პირების მართვის შესახებ 2003(23) რეკომენდაციის მე-2 პარაგრაფი ჯარიმებში, მე-5 და 33-ე პარაგრაფები, რომელთაგან ყველა ხაზს უსვამდა, რომ ციხის მენეჯმენტმა ძალისხმევა უნდა მიმართოს ყველა პატიმრის, მათ შორის უვადო პატიმრების, რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე (იხილეთ 159-ე, 161-ე და 162-ე პარაგრაფები მაღლა).
265. ეს რა თქმა უნდა ის სფეროა, რომელშიც ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით. თუმცა, უვადო პატიმრის პატიმრობის რეჟიმი და პირობები ვერ იქნება საკითხი, რომლის მიმართაც ამ კონტექსტში გულრილობაა დასაშვები. ეს პირობები და რეჟიმი უნდა იყოს იმგვარი, რომ უვადო პატიმრისთვის შესაძლებელი გახდეს საკუთარ რეფორმირებისკენ ძალისხმევის მიმართვა, რათა ერთ დღეს მისი სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობა მოიპოვოს.
266. თუნდაც ბულგარელმა უვადო პატიმარმა ახლა “იცის რა უნდა გააკეთოს, იმისათვის რომ განხილულ იქნას მისი გათავისუფლება და რა პირობებით (იხილეთ პარაგრაფი 246(d) მაღლა), პატიმრები, როგორიცაა ბატონი ჰარაკჩევი, ბატონი იორგოვის მდგომარეობისგან განსხვავებით, მისი რეჟიმი ეტაპობრივად შემსუბუქდა პლევენის ციხეში “ექსპერიმენტის” გზით (იხილეთ 209-ე პარაგრაფი მაღლა), როგორც წესი ექვემდებარებოდნენ განსაკუთრებით მკაცრ რეჟიმს, რაც გულისხმობს თითქმის სრულ იზოლაციას და სოციალური კონტაქტების, შრომისა და განათლების მეტად შეზღუდულ შესაძლებლობებს... წინამდებარე საქმეზე, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა მის ციხის რეჟიმში, რეალურად ბატონი ჰარაკჩევი მუდმივად რჩებოდა საკანში ჩაკეტილი და ციხის დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებული, პატიმრობის მთელი ვადის განმავლობაში სოციალური კონტაქტის, ან შრომაში ჩაბმის მეტად შეზღუდული შესაძლებლობებით (იხილეთ მე-12, 23-ე, 32-ე და 177-ე პარაგრაფები მაღლა). სასამართლოს აზრით ამ მეტად შემზღუდველი რეჟიმის დამაზიანებელმა შედეგებმა ბატონი ჰარაკჩევის ყოლის არადამაკმაყოფილებელ მატერიალურ პირობებთან ერთად მეტად შეასუსტა საკუთარი თავის რეფორმირების შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე რეალური იმედის ქონა, რომ ერთ დღეს ის შეძლებს პროგრესის მიღწევას და ამის დემონსტრირებას და მოიპოვებს სასჯელის შემცირებას. ამას ემატება რეაბილიტაციის თვალსაზრისით მისი პროგრესის თანმიმდევრული პერიოდული შეფასების არ არსებობა. მართალია, ბატონი ჰარაკჩევი ყოველწლიურ ფსიქოლოგიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.... თუმცა აღსანიშნავია, რომ 2007 წელს გამოცემული უვადო პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული სტანდარტი მიმართულია პატიმრების დახმარებაზე, ადაპტირება მოახდინონ მათ სასჯელთან და არა მათ რეაბილიტაციაზე (იხილეთ 135-ე პარაგრაფი მაღლა). ეს სტანდარტი არც იმას ხდის ნათელს, პატიმრების ცხოვრებაში რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებები უნდა იყოს მათი საკუთარი ძალისხმევის შედეგი, თუ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პროაქტიული მიდგომის შედეგი, რის რეკომენდაციასაც გასცემს CPT (იხილეთ 165-ე პარაგრაფი მაღლა).
267. წინამდებარე მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ქონდა ადგილი.
268. ამ დასკვნის გაკეთებასთან ერთად სასამართლო აღნიშნავს, რომ ბატონი ჰარაკჩევის საჩივრის ბუნება (იხილეთ 247-ე პარაგრაფი მაღლა) და ამ საჩივართან მიმართებით დარღვევის დადგენა ვერ იქნება გაგებული როგორც მისი გარდაუვალი გათავისუფლების პერსპექტივა.
...
V. კონვენციის 46-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
278. კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისი ნაწილები ადგენს:
“1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას...”
279. ამ მუხლის საფუძველზე ხელშემკვრელ მხარეებს ვალდებულება აქვთ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეც არიან; აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს inter alia, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის ან ოქმების დარღვევა მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას, არა მხოლოდ გადაუხადოს შესაბამის პირებს კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული თანხა, არამედ ასევე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით აირჩიოს ზოგადი და/ან შესაბამისობის მიხედვით, ეროვნულ სამართლრებრივ წესრიგში მისაღები ინდივიდუალური ღონისძიებები სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის დასასრულებლად და შედეგების მაქსიმალურად გამოსასწორებლად. შესაბამისად ამ სახელმწიფომ უნდა აარჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, აღნიშნული ვალდებულებების ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში აღსრულების საშუალებები. თუმცა მოპასუხე სახელმწიფოსთვის აღნიშულთან მიმართებით დახმარების აღმოსაჩენად სასამართლომ შესაძლოა მოითხოვოს ინდივიდუალური და/ან ზოგადი ღონისძიებების სახის მითითება, რომელიც გატარდება მის მიერ დადგენილი დარღვევის დასასრულებლად (იხილეთ, უახლესი წყარო, სტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stanev v. Bulgaria) [დიდი პალატა], # 36760/06, §§ 254-55, ECHR 2012).
280. წინამდებარე საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლის დადგენა განმცხადებლების პატიმრობის რეჟიმთან და პირობებთან მიმართებით დიდწილად ეფუძნება სასჯელთა და წინასწარი პატირობის აღსრულების 2009 წლის კანონის შესაბამის ნორმებს და მათი აღსრულების რეგულაციებს (იხილეთ 203-214 პარაგრაფები მაღლა). ეს ააშკარავებს სისტემურ პრობლემას, რომელმაც უკვე განაპირობა მსგავს განაცხადები (იხილეთ ჩერვენკოვი (Chervenkov [(ჩერვენკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ) Chervenkov v. Bulgaria (# 45358/04, 27 ნოემბერი, 2012], §§ 50 და 69-70, და საბევი (Sabev [საბევი ბულგარეთის წინააღდეგ (Sabev v. Bulgaria), # 27887/06, 28 მაისი 2013], §§ 72 და 98-99, ორივე ციტირებულია მაღლა) და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ამგვარი განაცხადი განაპირობოს. დარღვევის ბუნება უთითებს, რომ ამ გადაწყვეტილების სათანადოდ აღსასრულებლად მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვება ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის მქონე და არ მქონე უვადო პატიმრობაშეფარდებული პირების შესაბამისი ციხის რეჟიმის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმირება, სასურველია კანონშემოქმედების გზით. ეს რეფორმა, რაც ასევე გამუდმებით ხვდება CPT-ის რეკომენდაციებში 1999 წლიდან... უნდა ითვალისწინებდეს, (ა) უვადო პატიმრებისთვის საწყისი ხუთი წლის მანძილზე დღეს მოქმედი მეტად შემზღუდავი ციხის რეჟიმის ავტომატური შეფარდების მოხსნას და (ბ) ამოქმედებას ნორმებისა, რომლებიც გაითვალისწინებს, რომ საგანგებო უსაფრთხოების რეჟიმის შეფარდება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ თითოეულ უვადო პატიმრის რისკის ინდივიდუალური შეფასებით და ეს რეჟიმი არ გამოიყენება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე აუცილებელია.
...
ზემოთ აღწერილ საფუძვლებზე დაყრდნობით სასამართლო ერთხმად,
...
5. ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ბატონ ჰარაკჩევის მიერ უვადო პატიმრობის საბოლოო ძალაში შესვლის შემდეგ მისი შემცირების მიღწევის შეუძლებლობის გამო;
6. ადგენს რომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა ბატონი ჰარაკჩევის მიერ უვადო პატიმრობის შემცირების მოპოვების შეუძლებლობის გამო ამ სასჯელის საბოლოო ძალაში შესვლის მომენტიდან, თავისთავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას აღნიშნულთან მიმართებით მის მიერ განცდილი არამატერიალური ზიანისთვის;
...
შესრულებულია ინგლისურად და წერილობით გამოქვეყნდა 2014 წლის 8 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის თანახმად.
ფატოს არაჩიინეტა ზიემელე
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy