© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #98
ივნისი, 2007
არუთინიანი (Harutyunyan) სომხეთის წინააღმდეგ - 36549/03
გადაწყვეტილება 28.6.2007 [III სექცია]
მე-6 მუხლი
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სამართლიანი სასამართლო განხილვა
საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულისგან და მოწმისგან წამებით მიღებული ჩვენებების გამოყენება: დარღვევა
ფაქტები: 1998 წელს განმცხადებელი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 2002 წელს განმცხადებელი თანამომსახურე სამხედრო პირის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო inter alia დაეყრდნო განმცხადებლის აღიარებას და ორი სამხედრო მოსამსახურის ჩვენებას, ამასთან მიიჩნია, რომ ისინი იძულებას დაექვემდებარნენ. შესაბამისი პოლიციის თანამშრომლებიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელებმა განმცხადებელი და ორი მოწმე სცემეს რეზინის ხელკეტებით, დაუჟეჟეს ფრჩხილები ბრტყელტუჩათი, სცემეს ფეხის გულებზე და მიაყენეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. არასათანადო მოპყრობის მუქარით, მათ აიძულეს განმცხადებელი, ეღიარებინა მკვლელობა, ხოლო ორი სამხედრო მოსამსახურე აიძულეს ეღიარებინათ, რომ შეესწრნენ მკვლელობის ფაქტს. მოწმეებს ისინი ასევე დაემუქრნენ არასათანადო მოპყრობით ნებისმიერი მაღალი რგოლის სახელმწიფო ორგანოს ინფორმირების შემთხვევაში. ამ გარემოებებზე დაყრდნობით განმცხადებელმა მისი მსჯავრდება წარუმატებლად გაასაჩივრა.
კანონმდებლობა: განმცხადებელი აიძულეს, ეღიარებინა და ორი მოწმე კი - მიეცათ ჩვენება მისი ბრალის დასადასტურებლად. ზეწოლით მიღებული შვენება გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად, მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო მოპყრობა უკვე დადგენილი იყო შესაბამისი პოლიციელების მიმართ პარალელური სამართალწარმოების შედეგად. ეროვნულმა სასამართლოებმა ამ მტკიცებულებების გამოყენება იმით გაამართლეს, რომ განმცხადებელმა აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებელს და არა აღნიშნულ პოლიციელებს, ხოლო მოწმეებმა იგივე ჩვენება მისცეს მოგვიანებითაც, დაპირისპირებისას და სასამართლო განხილვისას. თუმცა ევროპული სასამართლო არ დაკმაყოფილდა ამ დასაბუთებით. როდესაც არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადამიანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა აღიარა - ან დაადასტურა იძულებით მიცემული ჩვენება მოგვიანებით განცხადებებში - იმ სახელმწიფო ორგანოს წინაშე, რომელიც არ არის პასუხისმგებელი არასათანადო მოპყრობაზე, ავტომატურად ვერ მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ ასეთი აღიარება ან მოგვიანებით გაკეთებული განცხადება არ არის არასათანადო მოპყრობის ან შიშის შედეგი, რასაც ეს ადამიანი შესაძლოა განიცდიდა ამის შემდეგ. ეროვნული სასამართლოებს საკმარისი მტკიცებულება ქონდათ იმის თაობაზე, რომ მოწმეების მიმართ გრძელდებოდა მომავალი წამებისა და შურისძიების მუქარა. უფრო მეტიც, თავად ის ფაქტი, რომ ეს პირები კვლავ სამხედრო სამსახურში იყვნენ, მათ შიშს შესაძლოა აძლიერებდა და შესაბამისად გავლენას ახდენდა მათ განცხადებებზე, რაც დადასტურდა იმითაც, რომ ამ განცხადებების ბუნება მნიშვნელოვნად შეიცვალა დემობილიზაციის შემდგომ. შესაბამისად, ამ პერიოდში მათი ჩვენებების სანდოობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშა იყო და ამ განცხადებებზე დაყრდნობა არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმ გავლენისა, რაც წამების შედეგად მოპოვებულ ჩვენებებს შეიძლება ქონოდა განმცხადებლის მიმართ სისხლის სამართალწარმოებაზე, ამ მტკიცებულებების გამოყენება მთელს სასამართლო განხილვას უსამართლოს ხდის.
41-ე მუხლი - 4 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy