© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივარიNo.29750/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
16 სექტემბერი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
სარჩევი
პროცედურა
ფაქტები
I.საქმის გარემოებანი
ა. ერაყში შეჭრა
ბ. მომჩვნის ძმის დაკავება ბრიტანეთის ძალების მიერ
გ. დაკავება ბანაკში „ბუკა“ („ქემფ ბუკა“)
დ. სკრინინგის პროცესი
ე. მტკიცებულებანი ტარექ ჰასანის „ქემფ ბუკას“ სამოქალაქო ნაწილში ყოფნისა და მისი სავარაუდო გათავისუფლების შესახებ
ვ. ტარექ ჰასანის სხეულის აღმოჩენა
ზ. კორესპოდენცია საზახინო ადვოკატებთან და სამართალწარმოება
II.შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული სამართალი და პრაქტიკა
ა. ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის შესაბამისი დებულებანი
ბ. ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ, 1969, მუხლი 31
გ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერკავშირის შესახებ
დ. საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაციის საერთაშორისო სამართლის კომისიის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიში
ე. ლორდთა პალატის გადაწყვეტილება ალ-ჯედას საქმეზე
ვ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლით დადგენილი პატიმრობიდან გადახვევა
სამართალი
I. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება და ფაქტების დადგენა
ა. მხარეთა არგუმენტები
1.მომჩივანი
2.მთავრობა
ბ. სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასება
II. კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევა
ა. მხარეთა არგუმენტები
1.მომჩივანი
2.მთავრობა
ბ. სასამართლოს შეფასება
III.კონვენციის5 §§ 1, 2, 3 და 4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. იურისდიქცია
1. მხარეთა არგუმენტები
ა. მომჩივანი
ბ. მთავრობა
2. სასამართლოს შეფასება
ბ. 5 §§ 1, 2, 3 და 4 მუხლით წარმოდგენილი სასაჩივრო მოთხოვნების არსებითი განხილვა
1.მხარეთა არგუმენტები
ა. მომჩივანი
ბ. მთავრობა
გ. მესამე მხარე
2.სასამართლოს შეფასება
ა. გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპები
ბ. მოცემული პრინციპების მისადაგება საქმის ფაქტებზე
გადაწყვეტილება
მოცემულ საქმეში ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი პრეზიდენტი,
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუის ლოპერს გერა,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაჯიევა,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანჟელიკა ნიურბერგერ,
პოლ მაჰოუნი,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
რობერტ სპანო, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი,სასამართლოს გამწესრიგებლის მოადგილე,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 11 დეკემბერს და 2014 წლის 25 ივნისს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემორე მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 29750/09) გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილ იქნა ერაყის მოქალაქის, ბ-ნი ხადიმ რეზაან ჰასანის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 5 ივნისს.
2. მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი პ.შინერის მიერ, ადვოკატი რომელიც პრაქტიკას ბირმინჰემში ეწევა და ბ-ნი ტ. ოტის [დმ] და ბ-ნი ტ. ჰიკმანის, ლონდონში მოღვაწე ადვოკატების, მიერ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას (“მთავრობა“) წარმოადგენდა ქ-ნი ტომლინსონი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან.
3. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი ძმა დააკავეს და დააპატიმრეს ბრიტანეთის ძალებმა ერაყში და რომ შემდეგ იგი ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი გაურკვეველ ვითარებაში. იგი ჩოდა კონვენციის 5 §§ 1, 2, 3 და 4 მუხლით, აცხადებდა რა, რომ დაკავება და დაპატიმრება თვითნებურ ხასიათს ატარებდა, იყო უკანონო და არ აკმაყოფილებდა მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილ პროცედურულ გარანტიებს და რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს მე-5 მუხლით დადგენილი გარანტიები არ გამოიძიეს რა პატიმრობის, არასათანადო მოპყრობისა და გარდაცვალების გარემოებანი.
4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 52.1). მისი განხილვა გადაიდო საქმის Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, ECHR 2011 განხილვამდე. შემდეგ, 2011 წლის 30 აგვისტოს, საჩივარი კომუნიცირებულ იქნა მთავრობისათვის.
5. 2013 წლის 4 ივნისს პალატამ გადაწყვიტა იურისდიქცია დიდი პალატისათვის დაეთმო. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27.2 და 3 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
6. მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი საჩივრები საქმის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის შესახებ. მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის პროფესორების ფრანსუაზ ჰემფსონისა და ნოამ ლუბელისაგან („მესამე მხარეები“).
7. მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 11 დეკემბერს (რეგლამენტის მუხლი 59.3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქ-ნი რ. ტომლინსონი,წარმომადგენელი
ბ-ნი ჯ. იდი [დმ]
ბ-ნი ს. სტეიკერიადვოკატი,
ბ-ნი მ. ადისონი,
ქ-ნი ა. მაქლეოდიმრჩევლები;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ტ. ოტი [დმ],
ბ-ნი ტ. ქლივერი,ადვოკატი,
ბ-ნი პ. შაინერი,
ქ-ნი ბ. შაინერი,
ქ-ნი ლ. შაინერი,მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი იდისა და ბ-ნი ოტის გამოსვლა და სასამართლოს შეკითხვებზე მათი პასუხი.
ფაქტებისაქმის გარემოებანი
8. საქმის გარემოებანი, მხარეების მიხედვით, შესაძლებელია შეჯამდეს შემდეგგვარად. როდესაც ადგილი აქვს ფაქტებზე შეუთანხმებლობას, სასამართლო ასახავს ორივე მხარის ვერსიას.
ა. ერაყში შეჭრა
9. 2003 წლის 20 მარტს ერთიანი ხელმძღვანელობის მქონე შეიარაღებული ძალების კოალიციამ, რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატები და სადაც დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი გაერთიანებული სამეფო, ხოლო მცირე შენაერთებით ავსტრალია, დანია და პოლონეთი, დაიწყო ერაყში შეჭრა შეკრების წერტილებიდან, რომელიც განთავსებული იყო ქუვეითთან არსებული საზღვრის მიღმა. 2003 წლის 5 აპრილს ბრიტანეთის ძალებმა დაიკავეს ბარსა და 2003 წლის 9 აპრილს აშშ ჯარებმა დაამყარეს კონტროლი ბაღდადზე. ერაყში მთავარი საბრძოლო ოპერაციები დასრულებულად გამოცხადდა 2003 წლის 1 მაისს.
ბ. მომჩვნის ძმის დაკავება ბრიტანეთის ძალების მიერ
10. შეჭრამდე მომჩივანი გახლდათ ბა’ათის პარტიის ეროვნული სამდივნოს გენერალური მენეჯერი და ალ-ქუდსის - ბა’ათის არმიის- გენერალი. იგი ცხოვრობდა უმ ქასრში, საპორტო ქალაქ ბასრას რეგიონში, ქუვეითის საზღვართან ახლოს, ალ-ბასრა (ქალაქი ბასრიდან) დაახლოებით 50 კმ მოშორებით. მას შემდეგ რაც ბრიტანეთის არმიამ განახორციელეა ბასრას ოკუპაცია, მათ დაიწყეს ბა’ათის პარტიის მაღალჩინოსანი წევრების დაკავება. პარტიის სხვა წევრები მოკლეს ერაყის სამხედროებმა. შესაბამისად, მომჩივანი და მისი ოჯახი მიიმალა, დატოვეს რა მომჩივნის ძმა, ტარექ რეზაან ჰასანი (შემდგომში „ტარექ ჰასანი“) და მისი ბიძაშვილი ოჯახის სახლის დასაცავად.
11. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის არმიის შენაერთის - „ბლექ უოჩ“ [The Black Watch] 1ლი ბატალიონი - წევრები მივიდნენ მომჩივნის სახლში 2003 წლის 23 აპრლის დილით ადრე, იმედოვნებდნენ რა მის დაკავებას. მომჩივანი შინ არ დახვდათ, მაგრამ ბრიტანეთის ძალები შეხვდნენ ტარექ ჰასანს, რომელიც აღწერილი გახლდათ დამაკავებელი შენაერთის მიერ იმ დროსვე შედგენილ ანგარიშში („ბატალიონის ანგარიში“) როგორც „იარაღიანი“, რომელიც იმყოფებოდა სახლის სახურავზე ავტომატური იარაღით აკ-47. ბატალიონის ანგარიში აღნიშნავს, რომ „იარაღიანმა“ განაცხადა, რომ იყო მომჩივნის ძმა და რომ მისი დაკავება მოხდა დაახლოებით დილის 6.30. ანგარიშში შემდგომ ვკითხულობთ, რომ დაკავების განმახორციელებელი ჯარისკაცების მიხედვით, სახლში აღმოჩენილ იქნა სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და დაზვერვისათვის საინტერესო სხვა დოკუმენტები, რომელიც ეხებოდა ბა’ათის პარტიისა და ალ-ქუდის არმიის ადგილობრივ წევრობას.
12. მომჩივნის მიერ გაკეთებული ჩვენების მიხედვით, დათარიღებული 2006 წლის 30 ნოემბრით, ტარექ ჰასანი დააკავეს ბრიტანეთის ჯარებმა 2003 წლის 22 აპრილს მომჩივნის არყოფნის ჟამს. მისი ჩვენების თანახმად „როდესაც ჩემი დები მივიდნენ ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, მათ უთხრეს, რომ მე თავად უნდა ჩავბარებულიყავი იმისათვის, რომ ჩემი ძმა გაეთავისუფლებინათ“. მოგვიანებით ჩვენებაში, 2008 წლის 12 სექტემბერს, მომჩივანი აღარ ახსენებს საკუთარ დებს, არამედ მიუთითებს, რომ მეგობარს, საიდ ტერიაღსა და მეზობელ ჰაჯ სალემს სთხოვა ინფორმაციის მოძიება ტარექ ჰასანის შესახებ. მომჩივანმა თხოვნით მეგობრებს მიმართა, რადგან მათ ენდობოდა; ჰაჯ სალემი გახლდათ პატივცემული ბიზნესმენი, ხოლო საიდ ტერიაღი კი საუნივერსიტეტო განათლებას ფლობდა და ინგლისურად საუბრობდა. მომჩივნის მიხედვით „როდესაც ისინი მივიდნენ ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობსთან, ბრიტანელებმა უთხრეს, რომ მე უნდა ჩავბარებულიყავი იმისათვის, რომ ჩემი ძმა გაეთავისუფლებინათ“.
13. მომჩივნის მეზობელ, ბ-ნ სალიმ ჰუსეინ ნასირ ალ-უბოდისთან, 2007 წლის 3 თებერვალს განხორციელებული სატელეფონო საუბრის მოკლე შინაარსის მიხედვით, ტარექ ჰასანი აიყვანეს ბრიტანელმა სამხედროებმა აპრილში, უცნობ დღეს დაახლოებით 4.30 საათზე, დაუკავეს რა ამ უკანასკნელს ხელები ზურგს უკან. ბ-ნმა ალ-უბოდიმ განაცხადა, რომ იგი მივიდა ერთ-ერთ ერაყეთან, რომელიც თან ახლდა სამხედროებს და ჰკითხა თუ რა სურდათ მათ, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სამხედროები მოსულები იყვნენ მომჩივნის დასაკავებლად. სამი დღის შემდეგ, მომჩივანმა დაურეკა ბ-ნ ალ-უბოდის და თხოვა ეპოვნა დაცვა მისი სახლისათვის და გაერკვია ბრიტანეთის არმიაში თუ რა მოუვიდა ტარექ ჰასანს. ორი დღის შემდეგ ბ-ნი ალ-უბოდი წავიდა ბრიტანელების სათაო ოფისში, შათ-ალ-არაბ სასტუმროში. მან სთხოვა ერაყელ თარჯიმანს იქნებ გაეგო რაიმე ინფორმაცია ტარექ ჰასანის შესახებ. ორი დღის შემდეგ, როდესაც ბ-ნი ალ-უბოდი დაბრუნდა, თარჯიმანმა შეატყობინა, რომ ბრიტანეთის ძალებს დაკავებული ეყოლებოდათ ტარექ ჰასანი მანამდე, სანამ მომჩივანი არ ჩაბარდებოდა. თარჯიმანმა შემდგომ თხოვა ბ-ნ ალ-უბოდის აღარ დაბრუნებულიყო, რადგან შეიძლება ამის გამო იგი დაეკითხათ.
გ. დაკავება ბანაკში „ბუკა“ („ქემფ ბუკა“)
14. ორივე მხარე თანხმდება, რომ ტარექ ჰასანი ბრიტანეთის ძალებმა ბანაკ ბუკაში წაიყვანეს. მოცემული ბანაკი, რომელიც უმ ქასრიდან დაახლოებით 2.5 კმ., ხოლო ალ-ბასრადან 50 კმ. მდებარეობს, პირველად 2003 წლის 23 მარტს ამოქმედდა გაერთიანებული სამეფოს საპატიმროდ. თუმცა, 2003 წლის 14 აპრილს იგი ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმრო, სახელით „ქემფ ბუკა“. 2003 წლის აპრილში ბანაკი შედგებოდა რვა ნაწილისაგან, რომელიც ურთიერთისაგან იმიჯნებოდა ეკლებიანი ,,, ღობით, სადაც ყოველ მათგანს გააჩნდა საკუთარი შესასვლელი. ყოველ ნაწილში იყო ერთ მხარეს გაღებული კარვები, სადაც შესაძლებელი იყო რამდენიმე ასეული დაკავებულის, წყლის ონკანის, ფარნებისა და ღია მონაკვეთის განთავსება.
15. ოპერატიული მოსახერხებლობის მიზნებისათვის, გაერთიანებული სამეფო განაგრძობდა დაპატიმრებული პირების განთავსებას „ქემფ ბუკაში“. ერთი ნაწილი განისაზღვრა სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი ინტერნირებული პატიმრების განსათავსებლად. ამასთანავე, გაერთიანებული სამეფო იკავებდა ბანაკში არსებულ ცალკე ნაწილსაც, მისი ერთობლივი დაკითვის ჯგუფის (JFIT)საქმიანობისათვის.მოცემული ნაწილი აშენდა ბრიტანეთის ძალების მიერ და მათ მიერ იყო ადმინისტრირებული. მართალია JFIT ნაწილში ხდებოდა როგორც ბრიტანელების, ისე ამერიკელების მიერ დაკავებული პირების დაკითხვა და როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის დაკითხვის ჯგუფები მუშაობდნენ, საპატიმროს აკონტროლებდა გაერთიანებული სამეფოს JFIT გუნდი და ყველა პატიმრის დაკითხვა სწორედ იქ ხდებოდა. ბანაკის დანარჩენ ნაწილში პატიმრების მეთვალყურეობასა და ესკორტირებაზე პასუხისმგებელი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების არმია და გაერთიანებული სამეფო ვალდებული იყო აშშ-სათვის აენაზღაურებინა ის ხარჯი, რომელიც უკავშირდებოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაკავებულ და ბანაკში მყოფ პატიმრებს. გარდა JFIT ნაწილში დაკავებული პირებისა, ბრიტანეთის სამხედრო პოლიციას ეკისრებოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაპატიმრებული იმ პირების „ზედამხედველობის პასუხისმგებლობა“, რომლებიც გადადიოდნენ აშშ პატიმრობაში. გაერთიანებული სამეფოს ავადმყოფ ან დაზარალებულ პატიმრებს მკურნალობდნენ ბრიტანეთის საველე ჰოსპიტალებში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება პასუხისმგებელი იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (წჯსკ) დაკავშირებაზე გაერთიანებული სამეფოს პატიმრების მკურნალობის საკითხებსა და მათი ოჯახებისათვის პატიმრობის შესახებ შეტყობინების გაცემაზე (იხ. შემდეგ პარაგრაფი 20). გაერთიანებული სამეფო ასევე პასუხისმგებელი იყო პატიმრებისათვის ჟენევის მესამე კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლებით დაკვალიფიცირებაზე (იხ. პარაგრაფი 33 ქვემოთ).
16. იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებული სამეფო აპირებდა საერთო სივრცის გამოყენებას საკუთარი პატიმრების განსათავსებლად, 2003 წლის 23 მარტს გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-სა და ავსტრალიის მთავრობებმა დადეს „შეთანხმების მემორანდუმი“ („შმ’), რომელიც ეხებოდა პატიმრების დაკავებას და ადგენდა შემდეგს:
„მოცემული შეთანხმება ადგენს აშშ, გაერთიანებული სამეფოსა თუ ავსტრალიის ძალებს შორის, ერაყის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, დაკავებული ნებისმიერი სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის ურთიერთშორის გადაცემის პროცედურას.
მხარეები კისრულობენ შემდეგ ვალდებულებას:
მოცემული შეთანხმება განხორციელდება ჟენევის სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ კონვენციისა და ჟენევის სამოქალაქო პირთა ომის დროს დაცვის შესახებ კონვენციების, ისევე როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შესაბამისად.
აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის ძალები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მიიღებენ (როგორც მიღები ძალა) სამხედრო ტყვეებს, სამოქალაქო ინტერნირებულ პირებსა და სამოქალაქო პატიმრებს, რომლებიც მოხვდნენ ნებისმიერი სხვა მხარის ხელში (დამატყვევებელი სახელმწიფო) და პასუხისმგებელნი იქნებიან მათთვის გადაცემული პირების დაცვასა და შენახვაზე. სამხედრო ტყვეთა, სამოქალაქო ინტერნირებულ პირთა და სამოქალაქო პატიმართა გადაცემა მიმღებ ძალებს შორის შესაძლოა განხორციელდეს როგორც მიმღები, ისე დამატყვევებელი სახელმწიფოების მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
დაზარალებული სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის გადაცემა უნდა განხორციელდეს დაჩქარებულად რათა მოხდეს მათი მკურნალობა სამედიცინო პრიორიტეტით. ნებისმიერი ამგვარი გადაცემა ადმინისტრირებული და აღნუსხული იქნება წინამდებარე შეთანხმებით გაწერილ სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის გადაცემის შესახებ სისტემებში.
დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ გადაცემული ნებისმიერი სამხედრო ტყვე, სამოქალაქო ინტერნირებული პირი და სამოქალაქო პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მიმღები მხარის მიერ დამატყვევებელ სახელმწიფოს ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
გადაცემული სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის გათავისუფლება, რეპატრიაცია ან ერაყის ტერიტორიიდან გაყვანა განხორციელდება მხოლოდ დამატყვევებელი და მიმღები სახელმწიფოების მიერ ორმხრივი უზრუნველყოფის საფუძველზე.
დამატყვევებელი სახელმწიფო ინარჩუნებს სრული წვდომის უფლებას მის მიერ მიმღები მხარისადმი დასაპატიმრებლად გადაცემული სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის მიმართ მანამდე, სანამ ხსენებული პირები იმყოფებიან მიმღები მხარის პატიმრობაში.
მიმღები მხარე პასუხისმგებელია მისადმი გადაცემული ყველა სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის ზუსტ ანგარიშვალდებულებაზე. მათ შესახებ ჩანაწერები შესამოწმებლად ღია იქნება დამატყვევებელი სახელმწიფოსათვის ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. თუკი სამხედრო ტყვე, სამოქალაქო ინტერნირებული პირი და სამოქალაქო პატიმარი უბრუნდება დამატყვევებელ სახელმწიფოს, შესაბამისი სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის შესახებ ჩანაწერები (ან მისი ზუსტი ორიგინალები) ასევე გადაეცემა მხარეს.
დამატყვევებელი სახელმწიფოები მიმღებ მხარეს გამოუყოფენ ურთიერთობის ოფიცერს, რათა მოხდის შეთანხმების იმპლემენტაციის გაიოლება.
მხოლოდ დამატყვევებელ სახელმწიფოს ეკისრება საკუთარი ძალების მიერ დაკავებული პოტენციური პატიმრების ჟენევის სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისი კლასიფიკაციის ვალდებულება. ამგვარი განსაზღვრების გაკეთებამდე, მიმღები მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში, დაკავებული პირები უნდა დაექვემდებარონ სამხედრო ტყვის შესაბამის მოპყრობას, თანმდევი ყველა უფლებისა და კონვენციური დაცვის გათვალისწინებით.
დამატყვევებელი სახელმწიფოს განსაზღვრისას ეჭვის შემთხვევაში, ყველა მხარე ერთობლივად იქნება პასუხისმგებელი და მიენიჭებათ სრული წვდომა ყველა დაკავებულ პირზე (და მათ მიმართ მოპყრობის შესახებ), მანამდე, სანამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განისაზღვრება დამატყვევებელი სახელმწიფო.
სისხლის სამართლის იურისდიქციის განხორციელების ფარგლებში რაც მოიცავს სავარაუდოდ სამხედრო ტყვის მიერ მის დაკავებამდელ დანაშაულებს, პირველადი იურისდიქცია მიენიჭება დამატყვევებელ სახელმწიფოს. მიმღები მხარე დადებითად განიხილავს მიმღები მხარის ნებისმიერ მოთხოვნას იურისდიქციის მოხსნის შესახებ.
დისციპლინური დებულებებისა და სამართლებრივი დანაშაულების, სავარაუდოდ სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის მიერ ჩადენის შემთხვევაში პირველადი იურისდიქცია გადაეცემა მიმღებ მხარეს.
წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე დაკავებული სამხედრო ტყვის, სამოქალაქო ინტერნირებული პირისა და სამოქალაქო პატიმრის შენახვის ხარჯებს დამატყვევებელი სახელმწიფო აუნაზღაურებს მიმღებ მხარეს.
ერთ-ერთი მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები განიხილავენ წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციას.“
17. განხილულ პერიოდში „ქემფ ბუქაში“ სამხედრო პოლიციის მაიორ ნილ ბ. ვილსონის მოწმის ჩვენების მიხედვით, ზოგადი პროცედურის თანახმად, დაკავებული პირი ბანაკში სამხედრო ესკორტით გადმოყავდათ დაკავების ნაწილიდან. მოსვლისას მათი განთავსება ხდებოდა დროებითი დაკავების ტერიტორიაზე მანამდე, სანამ ხდებოდა დოკუმენტების შემოწმება და პირადი ნივთების ჩამორთმევა. სწორედ ამ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, ხდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა. ამის შემდეგ პატიმარი გადავიდოდა ახალმოსულების კარავში, სადაც მას დახვდებოდა გაერთიანებული სამეფოს პერსონალი და თარჯიმანი. ამის შემდეგ ხდებოდა ციფრული ფოტოს გადაღება და ფოტო, პატიმრის შესახებ სხვა ინფორმაციასთან ერთად გაერთიანებული სამეფოს მოხელეებს შეყავდათ მონაცემთა ბაზაში, სადაც ინახებოდა ერაყში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პერსონალის შესახებ ფართო ინფორმაცია, მათ შორის პატიმრის ინფორმაცია, ცნობილი როგორც „აპ3-რაიან“ მონაცემთა ბაზა.
18. მონაცემთა ბაზის შესწავლამ დაადასტურა, რომ ჩანაწერი სახელით ტარექ რესან ჰასანი არ არსებობდა, თუმცა, არსებობდა ფოტო და ჩანაწერი „ტარექ რესან ჰაშმი ალი“-ზე. მოწმის ჩვენებაში მომჩივანმა განმარტა, რომ ოფიციალური მიზნებისათვის ერაყელები იყენებენ მათ სახელს, შემდეგ მამის სახელს, დედის სახელს, ბაბუის და დიდი ბაბუის სახელს. „ალი“ გახლდათ მომჩივნის დიდი ბაბუის მამის სახელი და როგორც ჩანს ბაბუის სახელი „ჰასან“ შეცდომით იყო გამორჩენილი. ტარექ ჰასანს გამოუწერეს სამაჯური სადაც დატანილი იყო მისი გაერთიანებულ სამეფოში ინტერნირების სერიული ნომერი UKDF018094IZSM; სადაც აბრევიატურები შემდეგგვარად იშფრებოდა „UK” - გაერთიანებული სამეფო (United Kingdom) “DF” - პატიმრობის ადგილი (Detention Facility) “IZ” - ერაყში მოქმედება (Allegiance to Iraq) და “SM” -სამხედრო მამრობითი (Soldier Male). „აპ3-რაიან“ მონაცემთა ბაზის ეკრანის ფოტოებიდან იკვეთება, რომ ტარექ ჰასანს ჰკითხეს თანახმა იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლებისათვის შეეტყობინებინათ მისი დაპატიმრების შესახებ, რაზეც მან თანხმობა არ განაცხადა.
19. გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრაციის პროცესის შემდეგ, პატიმრები გადაეცემოდნენ აშშ ძალებს მეორე რეგისტრაციისათვის. აღნიშნული პროცესი მოიცავდა აშშ ნომრის გაცემას, რომელიც ასევე სამაჯურზე იყო დატანილი. ტარექ ჰასანის აშშ რეგისტრაციის ნომერი გახლდათ UK912-107276EPW46. „UK“ აღნიშნავდა, რომ დამატყვევებელი გახლდათ გაერთიანებული სამეფო (the United Kingdom) ხოლო “EPW” კი ნიშნავდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა მოწინააღმდეგე სამხედრო ტყვის შესაბამისი მოპყრობა (Enemy Prisoner of War); თუმცა, ამ ეტაპზე უკვე ყველა პატიმარი კლასიფიცირებული იყო როგორც სამხედრო ტყვე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ბრიტანეთის ძალებმა დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენის ბრალდებით. რეგისტრაციის შემდეგ, პატიმრები ექვემდებარებოდნენ სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მათზე გაიცემოდა საწოლის თეთრეული, საკვები და სარეცხი საშუალებანი და გადადიოდნენ აშშ ძალების დაბინავების ტერიტორიაზე.
20. მთავრობამ წარმოადგინა მოწმის - ბ-ნი ტიმოთი ლესტერის- ჩვენება. ეს უკანასკნელი გახლდათ ომის ტყვეთა გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო ბიუროს (UKPWIB) ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ერაყში 2003 წლის მარტში სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტიდან. მან აღნიშნა, რომ UKPWIB მოქმედებდა ერაყში როგორც „ეროვნული საინფორმაციო ბიურო“ რომლის შესახებაც ვალდებულება მოცემულია ჟენევის მესამე კონვენციის 122-ე მუხლში და ახორციელებდა სამხედრო ტყვეთა, ინტერნირებულ პირთა და სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პატიმართა მონიტორინგს, რათა გაეადვილებინათ მათი კონტაქტი ნათესავებთან. ჟენევის მესამე კონვენცია ამასთანავე მოითხოვს „სამხედრო ტყვეთა ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს“ შექმნას. მოცემული როლი დაეკისრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის („წჯსკ“) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ცენტრალურ სააგენტოს. „წჯსკ“-მ შეაგროვა ინფორმაცია პირების დაკავების შესახებ, და პატიმრის თანხმობის საფუძველზე, გადასცა იგი პატიმრის წარმოშობის ქვეყანას ან იმ მხარეს, რომელზეც იყო პატიმარი დამოკიდებული. პრაქტიკაში, ყველა იმ პატიმრის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ძალების ტყვეობაში, თანამშრომლებს შეჰქონდათ მონაცემთა ბაზაში უშუალოდ პატიმრობის ადგილზე ან იგზავნებოდა ბ-ნ ლესტერთან ლონდონში, რომელსაც შემდეგ ეს მონაცემები გადაყავდა სპრედშითზე და ტვირთავდა „წჯსკ“ დაცულ ვებ-გვერდზე. მან აღნიშნა, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს, იგი, როგორც წესი, მონაცემებს „წჯსკ“-ს გადასცემდა ყოველ კვირას, ხოლო შემდეგ კი ყოველ თვე. თუმცა, ტარექ ჰასანის დეტალები არავის შეუტყობინებია „წჯსკ“-სათვის 2003 წლის 25 ივლისამდე, რის მიზეზადაც UKPWIBკომპიუტერული სისტემის გაუმართაობა სახელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ტარექ ჰასანის ჩანაწერში აღინიშნა, რომ იგი არ იყო თანახმა ერაყის ხელისუფლების ორგანოებისათვის გაგზავნილიყო შეტყობინება მისი დაკავების შესახებ (იხ. პარა 18 ზემოთ). თანხმობის გარეშე, ბ-ნი ლესტერი ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევდა „წჯსკ“ შეეტყობინებინა დაკავების შესახებ ერაყის ხელისუფლებისათვის და რომ, ხელისუფლებაც, შესაბამისად, ვერ შეატყობინებდა ჰასანის ოჯახს.
დ. სკრინინგის პროცესი
21. მთავრობის მიხედვით, თუკი პატიმრის სტატუსი გაურკვეველი იყო მისი „ქემფ ბუკა“-ში მიყვანის დროისათვის გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ იგი რეგისტრირდებოდა როგორც სამხედრო ტყვე. ნებისმიერი პატიმარი, მსგავსად ტარექ ჰასანისა, რომელსაც აკავებდნენ ოპერაციის დროს, დაუყოვნებლივ გადაყავდათ JFIT ბანაკში ორ-ეტაპიანი ინტერვიუსათვის. მთავრობის იხედვით, JFIT ბანაკში მუშაობდა გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაკითხვის ჯგუფები, და რომ ორივე ჯგუფი ჰკითხავდა გაერთიანებული სამეფოსა და აშშ მიერ დაკავებულ პატიმრებს. პირველი ინტერვიუ შესაძლოა განხორციელებულიყო იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც ეცალა პატიმრის მოყვანის მომენტისათვის. ინტერვიუს მიზანი გახლდათ მიეღოთ ინფორმაცია იმ სამხედრო ან გასამხედროებული პირების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ სამხედრო კამპანიასთან კავშირში მყოფი ინფორმაცია, დაედგინათ იყო თუ არა პატიმარი არა-კომბატანტი და გაერკვიათ ხომ არ ედებოდა მას ბრალი სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაულის ჩადენაში. თუკი რომელიმე მოცემული საფუძველი არ არსებობდა, პირს ენიჭებოდა -სამოქალაქო პირი, რომელიც საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოებას - სტატუსი და იგი დაუყოვნებლივ თავისუფლდებოდა.
22. JFIT კომპიუტერის მონაცემიდან ამობეჭდილი ინფორმაციის მიხედვით, „ქემფ ბუკაში“ ტარექ ჰასანს მიენიჭა JFIT ნომერი 494 და დარეგისტრირდა ნომრით UK107276. მისი შემოსვლის თარიღად აღინიშნა 2003 წლის 23 აპრილი, 16.40, ხოლო ტერიტორიის დატოვებისად კი 2003 წლის 25 აპრილი 17.00. მის „საბოლოო მიმართულებად“ აღინიშნა „რეგისტრაცია (Civ Cage).” „გათავისუფლება/დატოვება“ ნიშნულში მითითებულია ასოა „გ“. „ტდ“ ანუ „ტაქტიკური დაკითხვა“ ბლოკში კი მითითებულია “231830ZAPR03‑Steve”, ხოლო “Intg 1” ნაწილში კი წერია 231830ZAPR03. მთავრობის განმარტებით, პირველი ბლოკების მიხედვით, ტარექ ჰასანი დაექვემდებარა ტაქტიკურ დაკითხვას 2003 წლის 23 აპრილის 18.30 ზულუ („ზულუ“ ამ კონტექსტში აღნიშნავს კოორდინირებულ უნვიერსალურ დროს, ასევე ცნობილი როგორც გრინვიჩის მერიდიანის დრო). 23 აპრილს, 18.30 ზულუ ერაყის დროით იქნებოდა 21.30. მეორე ჩანაწერი აღნიშნავს, რომ ტარექ ჰასანი კიდევ დაიკითხა 2003 წლის 25 აპრილს 5.00 ზულუ ან ადგილობრივი დროით 8.00 საათზე და შემდეგ გადაიყვანეს „ქემფ ბუკას“ სამოქალაქო ნაწილში და 2003 წლის 25 აპრილს, ადგილობრივი დროით 20.00 გაათავისუფლეს.
23. მთავრობამ სასამართლოს წარმოუდგინა ტარექ ჰასანსა და აშშ აგენტებს შორის ინტერვიუს ჩანაწერის ასლი, დათარიღებული 2003 წლის 23 აპრილით, 18.30 ზულუ, სადაც მითითებულია შემდეგი:
„“EPW” [მოწინააღმდეგე სამხედრო ტყვე] დაიბადა ბარსაში, 1981 წლის 3 აგვისტოს. ამჟამად იგი ცხოვრობს მამასთან, დედასთან, უფროს ძმასთან (სახელი: ქაზმ; დაბადებული 1970იან წლებში) და უმცროს დასთან (ასაკი: უცნობია) ერთად. სახლი მდებარეობს ჩრ. ბარსაში, ჯამიატის რაიონში მდებარე ხალისას სკოლის მოპირდაპირედ. “EPW” დაანება საშუალო სკოლას თავი, რადგან დაიწყო ფეხბურთის პროფესიონალური თამაში. ამჟამად იგი თამაშობს ბარსას საფეხბურთო კლუბში თავდამსხმელის პოზიციაზე. მისი საფეხბურთო გუნდი დაფინანსებას იღებს მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტისაგან, რომელიც აფინანსებს გუნდის ხარჯებს. “EPW” არ მუშაობს, რადგან ფეხბურთი მისი ცხოვრებაა და რადგან ფეხბურთთან დაკავშირებული ხარჯები მას უნაზღაურდება.
“EPW” იცის, რომ იგი ბანაკში მოიყვანეს მისი ძმის, ქაზმის გამო. ქაზმი არის ოთოო შერბა ბა’ათ პარტიაში; მან სახლი დატოვა ოთხი დღის წინ; მისი ადგილმდებარეობა უცნობია. ქაზმი გაწევრიანდა ბა’ათ პარტიაში 1990 წელს და მონაწილეობას იღებს რეგულარულ შეხვედრებსა და გადაუდებელი მოქმედების გეგმის შედგენაში (სხვა უცნობია). ომამდე, ქაზმიმ მიიღო პიკაპი ბა’ათის პარტიიდან. როდესაც კოალიციის ძალები შევიდნენ ბარსაში, ქასმიმ პიკაპი მეზობელს მისცა (სახელი უცნობია). ქაზმიმ განახორციელა რამდენიმე სატელეფონო ზარი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა არასდროს აღუნიშნავს საკუთარი ადგილსამყოფელი. პრობლემა წარმოიშვა მაშინ, როდესაც პიკაპის თავდაპირველმა მესაკუთრეებმა, ადგილობრივმა ბენზინ კომპანიამ, განაცხადა, რომ მათ ავტომანქანა მიაქირავეს ბა’ათის პარტიას. ქაზმის იმედი გაუცრუვდა არეულობის გამო და მალევე დატოვა.
“EPW” კარგი ბავშვი ჩანს, რომელიც როგორც ჩანს იმდენად იყო ფეხბურთში ჩართული, რომ ძმის საქმიანობას დიდად არ ადევნებდა თვალ-ყურს. თუმცა, მას ოჯახთან მჭიდრო კავშირი აქვს და “EPW” შესაძლოა უფრო მეტი იცოდეს საკუთარი ძმის საქმიანობის შესახებ ბა’ათ პარტიაში, ისევე როგორც პარტიაში მყოფი ძმის მეგობრების შესახებ. მკაცრი მოპყრობა მის მიმართ ეფექტიანი ვერ იქნება. “EPW” უყვარს საკუთარი ოჯახი და ფეხბურთი. “EPW” ითანამშრომლებს, მაგრამ მას ჭირდება ვინმე, ვისაც იგი ენდობა, რათა მას უთხრას ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საკუთარ ძმას მიაყენოს ზიანი. “EPW” როგორც ჩანს თავად უდანაშაულოა, თუმცა შესაძლოა დაგვეხმაროს მის ირგვლივ მყოფთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.“
24. მეორე დაკითხვის შესახებ ჩანაწერი მთავრობამ წარმოადგინა ტაქტიკური დაკითხვის ანგარიშის ფორმით. მოცემული დოკუმენტი აღნიშნავდა, რომ ეხებოდა “PW 494” [სამხედრო ტყვე 494], სადაც „ინფორმაციის თარიღად“ მითითებულია “250445ZAPR03”, ანუ 4.45 ზულუ ან 7.45 ადგილობრივი დროით, 2003 წლის 25 აპრილი. ანგარიში აღნიშნავს შემდეგს:
„1. “EPW” [მოწინააღმდეგე სამხედრო ტყვე] არის 22 წლის, დაუოჯახებელი, ცხოვრობს 80 წლის მამასთან (რომელიც არის შეიხი) და დედასთან ერთად, ბასრას ჯამიეტის უბანში. იგი მუშაობს ოსტატად და არ ყოფილა გაწვეული ჯარში სტუდენტობის გამო. მან აღნიშნა, რომ მისი დაკავების დროს სახლში არსებული აკ-47 ინახებოდა მხოლოდ პირადი დაცვის მიზნით. “EPW” და მისი მამა არ არის ბა’ათ პარტიის წევრები.
2. “EPW” ამბობს, რომ იგი დააკავეს საკუთარ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა, რომლებიც მის ძმას, ჰატიმს ეძებდნენ. მისი ძმა არის ბა’ათ პარტიის წევრი, უთო შუბა. იგი პარტიაში გაწევრიანდა 1990 წელს, მაშინ როდესაც ჩააბარა „შაათ ალ არაბ“ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. მისი ძმა ჯერ ისევ სტუდენტია, არის ბოლო კურსზე, დაოჯახებულია, თუმცა არ ყავს შვილები. იგი სწავლასთან ერთად პერიოდულად მუშაობს მანქანების გამყიდველად. ძმას ეშინოდა საფრთხე არ დამუქრებოდა მის სიცოცხლეს ბა’ათ პარტიის წევრების მიმართ რეპრისალიების გამო და ამიტომ იძულებული იყო გაქცეულიყო სირიაში ან ირანში. “EPW” ბოლოს ძმას ესაუბრა 5 დღის წინ ტელეფონით. ძმას საკუთარი ადგილსამყოფელი არ გაუმხელია.
JFIT კომენტარი: როგროც ჩანს “EPW” სიმართლეს ამბობს და დაკავებულია მისი პიროვნების შეცდომით იდენტიფიცირების გამო. მას არ გააჩნია სადაზვერვო ღირებულება და რეკომენდირებულია მისი, როგორც სამოქალაქო პირის, გათავისუფლება. JFIT კომენტარის დასასრული.“
ე. მტკიცებულებანი ტარექ ჰასანის „ქემფ ბუკას“ სამოქალაქო ნაწილში ყოფნისა და მისი სავარაუდო გათავისუფლების შესახებ
25. მომჩივანმა წარმოადგინა 2007 წლის 27 იანვარს ფუად აუდა ალ-სადუნისთან, ბასრაში ერაყის წითელი ნახევარმთვარის ყოფილ თავმჯდომარესა და მის მეგობართან ინტერვიუს მოკლე მიმოხილვა. იგი დააკავეს ბრიტანეთის ჯარებმა და განათავსეს „ქემფ ბუკაში“, კარავში, სადაც იმყოფებოდა დაახლოებით 400 პატიმარი. მან აღნიშნა, რომ 2003 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 18.00 ტარექ ჰასანი მოიყვანეს კარავში. ბ-ნმა ალ-სადუნმა აღნიშნა, რომ ტარექ ჰასანი შეშინებული და დაბნეული ჩანდა, თუმცა არ უთქვამს, რომ ტარექ ჰასანს ეჩივლოს არასათანადო მოპყრობის შესახებ. ტარექ ჰასანი „ქემფ ბუკაში“ მათი ერთად ყოფნის დროს არ დაუკითხავთ. იმის გამო, რომ ბ-ნი ალ-საუნი შეუძლოდ იყო, ტარექ ჰასანმა მას მოუტანა საკვები და ზრუნავდა მასზე. ბ-ნი ალ-სადუნი გაათავისუფლეს 2003 წლის 27 აპრილს სხვა 200 პატიმართან ერთად, რადგან გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა ყველა პატიმარი, რომელიც იყო 55 წლის ან მეტის. პატიმრები გაათავისუფლეს ღამეს, ალ-ბასრასა და ალ-ზუბაირს შორის ტრასაზე, სადაც მათ დასჭირდათ 25 მილის გავლა ფეხით, რათა მისულიყვნენ უახლოეს ადგილამდე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მანქანების დაქირავება. გათავისუფლების შემდეგ, მან შეატყობინა მომჩივნის ოჯახს, რომ ნახა ტარექ ჰასანი ბანაკ ბუკაში. მომჩივნის მიხედვით, ეს გახლავთ ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო მისი ძმის ადგილსამყოფელის შესახებ მისი დაკავებიდან მოყოლებული. ამ განცხადებაზე პასუხად, მთავრობამ აღნიშნა, რომ ბ-ნი ალ-სადუნს შესაძლოა შეშლოდა თარიღი, რადგან დაკითხვის ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ტარექ ჰასანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო ნაწილში 2003 წლის 25 აპრილს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მცელოდებს დაებრუნებინათ პირები მათივე დაკავების ადგილებზე ან სხვა, ალტერნატიულად მოთხოვნილ ადგილზე და რომ ალ-ბასრადან ალ-ზუბაირამდე ნამდვილად არ იყო 25 მილის დისტანცია.
26. მაიორ ნილ ვილსონი სამხედრო პოლიციის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც გახლდათ გაერთიანებული სამეფოს ერაყში იმ დროს მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში დაკავების საკითხებზე კონსულტანტი -მთავრობისმოწმის ჩვენების მიხედვით, გადაწყვეტილება „ქემფ ბუკაში“ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ (გადაწყვეტილება რომელიც არ შეეხო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ პირებს) მიღებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო იურიდიული ოფიცრების მოწვეული ტრიბუნალის მიერ. დეტალები შემდეგ გადაეცა აშშ დაცვას, მანამდე, სანამ გათავისუფლებულები გავიდოდნენ ბანაკიდან, სადაც მოხდა მათი დეტალების შემოწმება და შეყვანა აპ3-რაიანის მონაცემთა ბაზაში. ბარსაში ბაზირებული, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დივიზიის შტაბბინის ბრძანებების მიხედვით, რომლებიც მოხმობილ იქნა იმ დროს, აშშ ძალები პასუხისმგებელნი იყვნენ ყველა პატიმრის რეპატრიაციაზე მათი მოქმედების ზონაში, ხოლო გაერთიანებული სამეფოს ძალები კი პასუხისმგებელნი იყვნენ პატიმრების მათ დაქვემდებარებულ ზონაში დაბრუნებაზე, კერძოდ, სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყში, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა ძალამ მოახდინა მათი დაკავება. „წჯსკ“-ს უნდა ჰქონოდა წვდომა ყველა გათავისუფლებულ პირზე. მაშინ მოქმედი ბრძანებების მიხედვით, ბრიტანეთის ძალების მიერ რეპატრირებული პატიმრები აიყვანეს ავტობუსებში, რომელთაც თან ახლდათ შეიარაღებული დაცვა უშუალოდ ავტობუსში და შეიარაღებული სამხედრო ესკორტის მანქანები წინ და უკან. გათავისუფლება უნდა განხორციელებულიყო სპეციალურ რეპატრიაციის ადგილებში დღის სინათლეზე, სათანადო საკვებითა და წყლით, რათა საკმარისი ყოფილიყო სახლებში მისვლამდე. მაიორ ვილსონის ჩვენების მიხედვით კი მხარე ცდილობდა ინდივიდები დაკავების ადგილზე დაებრუნებინათ. გაერთიანებული სამეფოს ოპერაციების ფარგლებში განისაზღვრა ოთხი დაბრუნების ადგილი, მათ შორის „ალ-ბასრა GR TBC“ [კოდით „ექვემდებარება დადასტურებას“]. უმ ქასრი არ გახლდათ დაბრუნების ადგილი, მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო აღნიშნული გათავისუფლების ადგილად.
27. მთავრობამ ამასთანავე წარმოადგენა სამხედრო ბრძანება, თარიღით 2003 წლის 27 აპრილი (FRAGO 001/03), რომლის მიზანიც გახლდათ სამხედრო მოქმედებების დასრულებამდე (რომელიც შედგა 2003 წლის 1 მაისს) მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების გათავისუფლების უზრუნველყოფა. ბრძანებას თან ერთვოდა დანართი, სადაც გაწერილი იყო სავალდებულო პროცედურა. რამდენიმე პირი რჩებოდა პატიმრობაში უსაფრთხოების მიზნებისა თუ მათი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანის გამო; ისინი უკვე იდინტიფიცირებულნი იყვნენ JFIT მიერ და დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეტანილი იყო „აპ3-რაიან“ მონაცემთა ბაზაში. მათი სია გადაცემული იყო აშშ ხელისუფლებისათვის, რათა არ მომხდარიყო მათი გათავისუფლება. დანარჩენი პირები დარჩებოდნენ ცალკეულ ნაწილებში და დაელოდებოდნენ გათავისუფლების პროცედურის გავლას გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ. გათავისუფლებამდელი შემოწმების კარავში ყოველი პატიმრის სამაჯური, სახე და „აპ3-რაიან“ ბაზის ციფრული მონაწემი მოწმდებოდა. რის შემდეგადაც ხდებოდა შემდგომიდან ერთ-ერთი ჩანაწერის გაკეთება მონაცემთა ბაზაში: „(1) ძალის ნაწილის გათავისუფლება; (2) გათავისუფლების თარიღი; (3) გამათავისუფლებელი სახელმწიფო; (4) გათავისუფლების ადგილი.“ ბრძანების ტექსტი ეხებოდა ოთხივე გათავისუფლების ადგილს (ალ-ბასრა, ნაჯეფი, ალ-კუტი და ან ნასარია (ეს ბოლო სამი ქალაქი იყო ალ-ბასრას ჩრდილოეთით). ბრძანება, თუმცა, დამატებით მიუთითებდა უმ ქასრს გათავისუფლების ადგილად (მდებარეობს ალ-ბასრა ქალაქიდან სამხრეთით, ბანაკიდან 2.5 კმ). გაერთიანებული სამეფოს ძალები იტოვებდნენ პატიმრის საიდენტიფიკაციო ბარათს და გადასცემდნენ მას აშშ ხელისუფლებას საბოლოო დამუშავებისათვის, იქვე გასცემდნენ საკვებს, წყალს და უბრუნებდნენ პირად ნივთებს. ოთხი დაკავების ადგილი განისაზღვრა „თითო ყოველი გათავისუფლების ადგილის“ საპირწონედ, საიდანაც პატიმრები გადაყვანილნი იქნებოდნენ შეთანხმებულ რეპატრიაციის ადგილზე და გათავისუფლდებოდნენ დღის ნათელ მონაკვეთში. ბრძანება ასევე ითხოვდა საბოლოო აუდიტს, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ „აპ3-რაიან“ მონაცემთა ბაზაში არსებული, გაერთიანებული სამეფოს ყველა პატიმარი ან გათავისუფლებულიყო ან დარჩენილიყო პატიმრობაში. თუკი ანგარიშში აღმოჩნდებოდა პირი, რომელიც არც გათავისუფლდა და არც პატიმრობაშია, მაშინ მოკვლევის საბჭოს უნდა განესაზღვრა რა მოხდა.
28. მთავრობამ ასევე წარმოადგინა 2007 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული მოწმის- მე-2 კლასის ოფიცრის, ქერი პატრიკ მედისონის - ჩვენება, რომელიც ანგარიშვალდებული იყო „აპ3-რაიან“ მონაცემთა ბაზის მართვაზე. მან მიუთითა, რომ 2003 წლის 22 მაისისათვის „აპ3-რაიან“ მონაცემთა ბაზის მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ძალებმა დაკავეს და შეამოწმეს 3,738 პატიმარი ერაყში სამხედრო მოქმედებების დაწყების მომენტიდან და გაათავისუფლეს ყველა, გარდა 361 პირისა. ოფიცერ მედისონის ჩვენებას თან ერთვოდა ტარექ ჰასანის მონაცემების შესახებ რამდენიმე ამონაბეჭდი. მათ მიხედვით, „აპ3-რაიანის“ ბაზაში ინფორმაცია შეტანილი იყო 2003 წლის 4 მაისს 13.45 და აღნიშნული იყო, რომ „ტარექ რესან ჰაშმი ალი“ გათავისუფლდა 2003 წლის 2 მაისს 00.02. გამათავისუფლებელი მხარე იყო „გაერთიანებული სამეფოს (ARMD) DIV SIG REGT”; გათავისუფლების ადგილი - „უმ ქასრი“; გათავისუფლების მეთოდი „ავტობუსით“, ხოლო გათავისუფლების საფუძველი „ სამხედრო მოქმედებების დასასრული“. გაერთიანებული სამეფოს „აპ3-რაიანის“ მონაცემთა ბაზაში შემდეგი ინფორმაცია შეტანილი იყო 2003 წლის 12 მაისს 22.13 და აღნიშნული იყო, რომ „სამხედრო ტყვე არ იმყოფებოდა ინტერნირების ბლოკში როდესაც განხორციელდა 100% შემოწმება. სტ გათავისუფლდა 2003 წლის 12 მაისს აპ3-ზე“. ოფიცერ მედისონის მიხედვით, დაახლოებით 400 პირის საქმეში იყო მოცემული ჩანაწერი, რომ მათი გათავისუფლება მოხდა 2003 წლის 12 მაისს აპ3-ზე, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ისინი უფრო ადრე გათავისუფლდნენ და რომ დიდია ალბათობა, რომ კომპიუტერში არსებული გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია განახლდა 12 მაისს ბაზის ფიზიკური შემოწმების შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების სისტემა საერთოდ არ მოიცავდა ჩანაწერს გათავისუფლების შესახებ 2003 წლის 17 მაისამდე, თუმცა, მთავრობის მიხედვით ამის მიზეზი გახლდათ აშშ ხელისუფლების მიერ, 17 მაისს ბუკას ბანაკის აშშ ნაწილის მონაცემთა ბაზის შესწორება ფიზიკური შემოწმების ჩატარების შემდეგ.
ვ. ტარექ ჰასანის სხეულის აღმოჩენა
29. მომჩივნის მიხედვით, ტარექ ჰასანი ოჯახს არ შეხმიანებია მისი ვითომდა გათავისუფლების შემდეგ. 2003 წლის 1 სექტემბერს მომჩივნის ერთ-ერთმა ბიძაშვილმა მიიღო სატელეფონო ზარი უცნობი კაცისაგან, სამარადან, ბაღდადის ჩრდილოეთ ქალაქი. ხსენებულმა კაცმა შეატყობინა, რომ მახლობლად აღმოაჩინეს გარდაცვლილი კაცის გვამი, რომელსაც ჰქონდა პლასტიკური საიდენტიფიკაციო ბარათი და პატარა ქაღალდი ბიძაშვილის ტელეფონის ნომრით, რომელიც ედო იმ სპორტული ტანისამოსის ჯიბეში, რომელიც მას ეცვა. მომჩივნის მიხედვით, ტარაქ ჰასანს სპორტული ტანისამოსი ეცვა ბრიტანეთის ძალების მიერ დაკავებისას. მომჩივნის ბიძაშვილმა დაურეკა მას და, მეორე ძმასთან ერთად, მომჩივანი წავიდა სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში სამარაში არსებულ ტეკრიტის საავადმყოფოში. მათ იხილეს, რომ ტარექ ჰასანს ჰქონდა რვა ნატყვიარი აკ-47 იარაღიდან გულ-მკერდის არეში. მომჩივნის მიხედვით, ტარაქ ჰასანის ხელები პლასტმასის თოკით იყო შეკრული. ჯიბეში არსებული საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემული იყო აშშ ხელისუფლების მიერ ბუკას ბანაკში. გარდაცვალების შესახებ ცნობა ერაყის ხელისუფლებამ გასცა 2003 წლის 2 სექტემბერს, სადაც გარდაცვალების თარიღად ჩაიწერა 2003 წლის 1 სექტემბერი. გარდაცვალების მიზეზის მისათითებელ ადგილას ჩანაწერი არ გაკეთებულა. პოლიციის ანგარიშის მიხედვით, გვამი იდენტიფიცირდა როგორც „ტარიქ ჰასანი“, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე არაფერი თქმულა.
ზ. კორესპოდენცია საზახინო ადვოკატებთან და სამართალწარმოება
30. მომჩივანი იმალებოდა ერაყში 2006 წლის ოქტომბრამდე, მანამდე, სანამ გადაკვეთა სირიის საზღვარი. 2006 ნოემბერში სირიაში წარმომადგენლის საშუალებით, იგი დაეკონტაქტა გაერთიანებულ სამეფოში ადვოკატებს. მომჩივნების ადვოკატებმა მისწერეს მთავრობის სახაზინო ადვოკატებს 2006 წლის 21 დეკემბერს და მოითხოვეს ტარექ ჰასანის დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ განმარტებანი, ისევე როგორც მისი გარდაცვალების გაარემოებების შესახებ ინფორმაცია. გარკვეული დრო დასჭირდა მომჩივნის ძმის ვინაობის დადგენას, რადგან „ქემფ ბუკას“ მონაცემთა ბაზაში იგი შეყვანილი იყო სახელით „ტარექ რეზან ჰაშმი ალი“ (იხ. პარაგრაფი 18 ზემოთ). თუმცა, 2007 წლის 29 მარტით დათარიღებული წერილით სახაზინო ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ შემოწმდა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ტყვეთა შესახებ კომპიუტერული ჩანაწერები და გაირკვა, რომ ტარექ რეზან ჰაშმი ალი დაპატიმრებული იყო „ქემფ ბუკაში“. 2007 წლის 5 აპრილის წერილში სახაზინო ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ კომპიუტერული ჩანაწერები ამოღებულ იქნა და „ადასტურებდა [ტარექ ჰასანის] გადაცემას“ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ აშშ ხელისუფლებისათვის „ქემფ ბუკაში“ და რომ მასში მითითებული იყო მისი გათავისუფლების თარიღი 2003 წლის 12 მაისი.
31. მომჩივანმა მიმართა სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისს და მოითხოვა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევის დადგენა მისი ძმის მიმართ, 1998 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ კანონის პირველი დანართის მიხედვით. ამასთანავე, მომჩივანი ითხოვდა ფინანსურ კომპენსაციას და მთავრობის მიერ დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიების წარმოებას ბრიტანეთის ძალების მიერ მისი 2003 წლის 22 აპრილს დაკავების შემდეგ გარდაცვლილის ბედის დასადგენად. საჩივარი სასამართლომ მოისმინა 2009 წლის 19 და 20 იანვარს და არ დააკმაყოფილა 2009 წლის 25 თებერვალს ჯ. ვოკერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ([2009] EWHC 309 (Admin)). მოსამართლემ დაადგინა, რომ ლორდთა პალატის მიერ ალ-სკეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ციტირებული ზემოთ, პარა.83-88), ტარექ ჰასანი დროის არცერთ მონაკვეთში არ იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში კონვენციის 1 მუხლის მიხედვით. ალ-სკეინის საქმეში ლორდთა პალატამ აღიარა რიგი გამონაკლისები ზოგადი წესიდან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ ახორციელებს იურისდიქციას ექსტრა-ტერიტორიულად, თუმცა მოცემული გამონაკლისები არ მოიცავს პირის პატიმრობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი პატიმრობა ხორციელდება სამხედრო ციხეში ან სხვა მსგავს ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლირებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. მოსამართლის მიერ შეთანხმების მემორანდუმის ანალიზში (იხ. პარა 16 ზემოთ) აღნიშნულია, რომ ბანაკი ბუკა იყო აშშ-ს და არა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაწესებულება, შემდეგი მიზეზების გამო:
„ ... ნათელია, რომ დამატყვევებელი სახელმწიფო [გაერთიანებული სამეფო] თმობს პასუხისმგებლობას გადაცემული პირების შენახვასა და უსაფრთხოებაზე მანამდე, სანამ იგი არ მოითხოვს პირის დაბრუნებას. ანგარიშვალდებულება ამ მხრივ მოიცავს მიმღები მხარის [ამერიკის შეერთებული შტატები] პასუხიმგებლობას. რაც შეეხება მიმღები მხარისათვის გადაცემული პირის კონტაქტის შესახებ გადაწყვეტილებებს, დამატყვევებელი სახელმწიფო მიმღებ მხარეს გადასცემს მთავარ იურისდიქციას. რაც, მთლიანობაში უტოლდება სამართლებრივ რეჟიმს, სადაც დამატყვევებელ სახელმწიფოს არ გააჩნია არსებითი კონტროლი ინდივიდის ყოველდღიურ პირობებზე.“
32. მომჩივანს ურჩიეს, რომ აპელაციას წარმატების შანსები არ ჰქონდა.შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული სამართალი და პრაქტიკა
ა. ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის შესაბამისი დებულებანი
33. წინამდებარე საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს მესამე კონვენციას სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ („ჟენევის მესამე კონვენცია“) და 1949 წლის 12 აგვისტოს ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ მეოთხე კონვენციას.
მუხლი 2, საერთო ჟენევის ოთხივე კონვენციისათვის
იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა მოქმედებდეს მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.
კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებს...
ჟენევის მესამე კონვენციის მუხლი 4(ა)
წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, სამხედრო ტყვეებად ითვლებიან მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილი პირები, რომლებიც ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნებიან:
(1) კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.
(2) სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების იმ პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, თუმცა იმ პირობით, რომ ასეთი ლაშქრები ან რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:
(ა) მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;
(ბ) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
(გ) ღიად ატარებენ იარაღს;
(დ) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
(3) რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც მისი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო არ ცნობს.
(4) შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები, როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, ომის კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი თან ახლავან და რისთვისაც შეიარაღებული ძალები მათ უზრუნველყოფენ დანართში მოცემული ნიმუშის მსგავსი პირადობის მოწმობით.
(5) კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით მოპყრობის უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.
(6) არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.
ჟენევის მესამე კონვენციის მუხლი 5
(1) წინამდებარე კონვენცია მე-4 მითითებული პირების მიმართ გამოიყენება მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის მომენტიდან მათ საბოლოო გათავისუფლებასა და რეპატრიაციამდე.
(2) საომარ მოქმედებაში მონაწილე და მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნილ პირთა მე-4 მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიათაგან ერთ-ერთისადმი კუთვნილების თაობაზე ეჭვის აღძვრის შემთხვევაში აღნიშნული პირები, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მათი სტატუსის განსაზღვრამდე, წინამდებარე კონვენციის დაცვით ისარგებლებენ.
ჟენევის მესამე კონვენციის მუხლი 12
სამხედრო ტყვეები მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და არა მათი ტყვედ ჩამგდები ცალკეული პირების ან სამხედრო შენაერთების ხელისუფლებაში იმყოფებიან. მიუხედავად იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ცალკეულ პირებს შეიძლება დაეკისროთ, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობაზე პასუხს დამატყვევებელი სახელმწიფო აგებს.
სახელმწიფოს თავის ხელში მყოფი სამხედრო ტყვეების გადაცემა შეუძლია მხოლოდ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსათვის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს, რომელსაც ტყვეები უნდა გადასცეს, სურს და შეუძლია ამ კონვენციის დებულებათა დაცვა. როდესაც ტყვეებს ამგვარი პირობების დაცვით გადასცემენ, კონვენციის გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა მათ მიმღებ სახელმწიფოს მანამ ეკისრება, სანამ ტყვეები მისი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.
თუმცა, თუ ეს სახელმწიფო ამ კონვენციის ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის მარეგულირებელ დებულებებს არ შეასრულებს, სახელმწიფომ, რომელმაც ტყვეები გადასცა, მფარველი სახელმწიფოსგან შეტყობინების მიღებისთანავე მდგომარეობის გამოსასწორებლად ეფექტური ზომები უნდა მიიღოს ან მოითხოვოს სამხედრო ტყვეების დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
ჟენევის მესამე კონვენციის მუხლი 21
დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია სამხედრო ტყვეთა ინტერნირება. მას შეუძლია აუკრძალოს მათ ინტერნირების ბანაკის დადგენილი მიჯნის გარეთ გასვლა ან, თუ ბანაკს გარს მესერი აკრავს, ამ მესერს გარეთ გასვლა. წინამდებარე კონვენციის დებულებებით გათვალისწინებული იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც დისციპლინარულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს ეხება, დაუშვებელია სამხედრო ტყვეთა ჩაკეტილ შენობაში მოთავსება, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მიღებული ზომები მათი ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, ამ ღონისძიების გამოყენება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაშია დასაშვები, სანამ მისი გამომწვევი მიზეზები არ შეწყდება...
ჟენევის მესამე კონვენციის მუხლი 118
სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და რეპატრიაცია საომარ მოქმედებათა დასრულებისთანავე უნდა მოხდეს...
ჟენევის მეოთხე კონვენციის მუხლი 42
განკარგულება დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირების ან საცხოვრებელზე გადაყვანის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს, როცა ეს დამკავებელი სახელმწიფოს უშიშროების აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს.
ჟენევის მეოთხე კონვენციის მუხლი 43
დაცვის ქვეშ მყოფ ინტერნირებულ ან გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე მიმაგრებულ პირს უფლება აქვს სასამართლოს ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით შექმნილ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილებათა უმოკლეს ვადაში გადასინჯვა. თუ ინტერნირება ან გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე განთავსება ძალაში რჩება, სასამართლომ ან შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ პერიოდულად, ყოველ შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გადასინჯოს საკითხი, რათა, თუ მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, პირველადი გადაწყვეტილება ამ პირისათვის ხელსაყრელად შეიცვალოს.
ჟენევის მეოთხე კონვენციის მუხლი 78
თუ უშიშროების იმპერატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ოკუპანტი სახელმწიფო აუცილებლად ჩათვლის დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ უსაფრთხოების ზომების მიღებას, უკიდურეს შემთხვევაში მას შეეძლება, მათი გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრება ან ინტერნირება.
გადაწყვეტილებას გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრების ან ინტერნირების შესახებ იღებს ოკუპანტი სახელმწიფო წინამდებარე კონვენციის საფუძველზე შემუშავებული რეგულარული პროცედურის თანახმად. ეს პროცედურა დაინტერესებულ პირთა მხრიდან აპელაციის უფლებას უნდა ითვალისწინებდეს. აპელაციის შესახებ გადაწყვეტილებები უმოკლეს ვადაში უნდა იყოს მიღებული. თუ საცხოვრებელზე მიმაგრების ან ინტერნირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპეტენტური ორგანო მას პერიოდულად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მაინც გადასინჯავს.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე მიმაგრების გამო იძულებულნი იყვნენ თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ, წინამდებარე კონვენციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა უპირატესობით სარგებლობენ.
ჟენევის მეოთხე კონვენციის მუხლი 133(1)
ინტერნირება საომარი მოქმედებების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს.
ჟენევის მეოთხე კონვენციის მუხლი 132(2)
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ეცდებიან საომარი მოქმედებების დროს დადონ შეთანხმებები ცალკეული კატეგორიის ინტერნირებულთა გათავისუფლების, რეპატრიაციის, საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ან ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსების შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს და ჩვილი ან მცირეწლოვანი ასაკის შვილების დედებს, დაჭრილებს და ავადმყოფებს და იმ ინტერნირებულებს, რომლებიც ინტერნირების ადგილებში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან.
ბ. ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ, 1969, მუხლი 31
34. სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წლის კონვენციის („ვენის კონვენცია“) 31-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 31, განმარტების ზოგადი წესი
ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერად, ჩვეულებრივი მნიშვნელობის შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულების ტერმინებს უნდა მიეცეს მათი კონტექსტის მიხედვით და რომელიც გამომდინარეობს ხელშეკრულების ობიექტიდან და მიზნებიდან.
ხელშეკრულების ინტერპრეტაციის მიზნებისათვის, კონტექსტი, მისი ტექსტის, პრეამბულისა და დანართებთან ერთად მოიცავს:
ა) ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული და რომელიც, ამ ხელშეკრულების დადებიასთან მიმართებაში, მიღწეულ იყო ყველა მონაწილეს შორის.
ბ) ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია ერთი ან რამდენიმე მონაწილის მიერ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით და რომელიც სხვა სახელმწიფოებმა მიიღეს, როგორც ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტი.
კონტექსტთან ერთად, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:
ა) ხელშეკრულების მონაწილეთა შორის ნებისმიერი შემდგომი შეთანხმება, რომელიც შეეხება ხელშეკრულების განმარტებას ან მისი დებულებების გამოყენებას;
ბ) ხელშეკრულების გამოყენების ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა, რომელიც აძლიერებს მონაწილეთა შეთანხმებას მისი განამრტების შესახებ;
გ) საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი შესაბამისი ნორმები, რომლებიც გამოიყენება მონაწილეთა შორის ურთიერთობებში.
ტერმინს უნდა მიეცეს სპეციალური მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, თუკი დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ ამგვარი განზრახვა.
გ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერკავშირის შესახებ
35. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ სარეკომენდაციო მოსაზრებაში ატომური იარაღის მუქარისა თუ გამოყენების კანონიერების შესახებ საქმეში (1996 წლის 8 ივლისი) მიუთითა შემდეგი:
„25. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დაცვის ვალდებულება არ წყვეტს მოქმედებას ომის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედებაში მოდის პაქტის მე-4 მუხლი, რომელიც უშვებს რიგი დებულებებიდან გადახვევას ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დროს. სიცოცხლის უფლების პატივისცემა არ შედის ამ დებულებაში. ამიტომ, უფლება თვითნებურად არ ჩამოერთვას პირს სიცოცხლე ვრცელდება საომარი მოქმედებების დროსაც. შეფასება, თუ რა იგულისხმება სიცოცხლის თვითნებურ შეზღუდვად, განისაზღვრება შესაბამისი lex specialis დახმარებით, კერძოდ კი იმ კანონით, რომელიც გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტში და რომელიც მიმართულია საომარი მოქმედებების წარმოების დარეგულირებისაკენ. შესაბამისად, იმის დადგენა, თუ რამდენად უნდა იქნას მიჩნეული სიცოცხლის მოსპობა გარკვეული საომარი იარაღით სიცოცხლის თვითნებურ შეზღუდვად, პაქტის მე-6 მუხლს დარღვევით, შესაძლოა განისაზღვროს მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს გამოყენებული სამართლის ჭრილში და არ უნდა გამომდინარეობდეს პაქტის დებულებებისაგან.“
36. სარეკომენდაციო მოსაზრებაში ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ (2004 წლის 9 ივლისი), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ არ გაითვალისწინა ისრაელის არგუმენტი მასზედ, რომ ადამიანის უფლებების ის ინსტრუმენტები, რომლის წევრიც იგი გახლდა არ გამოიყენებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სასამართლომ აღნიშნა:
„106. ... სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციებით დადგენილი დაცვა არ წყვეტს მოქმედებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს [სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის] მე-4 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს. რაც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართალს შორის ურთიერთობას, არსებობს სამი შესაძლო ვითარება: რიგი უფლებები შესაძლოა ექსკლუზიურად განეკუთვნებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს; სხვანი ექსკლუზიურად ადამიანის უფლებათა სამართლის ნაწილი იყოს, ხოლო დანარჩენი ხვდებოდეს საერთაშორისო სამართლის ორივე სფეროს რეგულირების ქვეშ. სასამართლოს წინაშე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სამართლის ორივე სფერო, კერძოდ, ადამიანის უფლებათა სამართალი და, როგორც lex specialis საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.“
37. კონგოს ტერიტორიაზე შეიარაღებული მოქმედებების შესახებ საქმეში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (კდრ) უგანდის წინააღმდეგ), (2005 წლის 19 დეკემბერი) საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„215. სასამართლომ, უკვე დაადგინა რა, რომ უგანდის სახალხო დაცვის ძალის (უსდძ), ისევე როგორც მისი ოფიცრებისა და სამხედროების ქმედებები მიეკუთვნება უგანდას, ახლა უნდა განსაზღვროს თუ რამდენად წარმოადგენდა ეს ქმედება უგანდის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. ამ მხრივ სასამართლომ უნდა განსაზღვროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ის წესები და პრინციპები, რომელიც ესადაგება წინამდებარე საქმეს.
216. სასამართლო, პირველ რიგში მოიხმობს, რომ მას ჰქონდა უკვე საშუალება ემსჯელა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლბათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთობასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლით დადგენილი ინსტრუმენტების გამოყენებაზე ეროვნულ ტერიტორიებს მიღმა მის სარეკომენდაციო მოსაზრებაში ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ საქმეზე 2004 წლის 9 ივლისს. ამ სარეკომენდაციო მოსაზრებაში სასამართლომ დაადგინა:
„„106. ... სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციებით დადგენილი დაცვა არ წყვეტს მოქმედებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს. რაც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართალს შორის ურთიერთობას, არსებობს სამი შესაძლო ვითარება: რიგი უფლებები შესაძლოა ექსკლუზიურად განეკუთვნებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს; სხვანი ექსკლუზიურად ადამიანის უფლებათა სამართლის ნაწილი იყოს, ხოლო დანარჩენი კი ხვდებოდეს საერთაშორისო სამართლის ორივე სფეროს რეგულირების ქვეშ. (მსს ანგარიშები 2004, გვ.178, პარა. 106).
შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საერთაშორისო სამართლის ორივე სფერო, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლომ შემდგომ დაასკვნა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტები გამოიყენება „სახელმწიფოს მიერ, მისი ტერიტორიის მიღმა გავრცელებული იურისდიქციის ფარგლებში ჩადენილ მოქმედებებზე“, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც (ibid., გვ. 178-181, პარა. 107-113).“
დ. საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაციის საერთაშორისო სამართლის კომისიის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიში
38. საერთაშორისო სამართლის კომისიის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიში თემაზე „საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაცია: საერთაშორისო სამართლის დივერსიფიკაციისა და გაფართოების სირთულეები“ მიღებულ იქნა საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ მის 58-ე სესიაზე 2006 წელს. შემსწავლელი ჯგუფის ანალიტიკურმა კვლევამ (A/CN.4/L.682) ამავე საკითხზე 2006 წლის 13 აპრილს 104-ე პარაგრაფში დაასკვნა შემდეგი:
„ომის კანონების წარმოადგენს შემთხვევას, სადაც თავად წესი განსაზღვრავს იმ პირობებს, სადაც უნდა მოხდეს მისი გამოყენება, კერძოდ კი ადგენს, რომ უნდა არსებობდეს „შეიარაღებული კონფლიქტი“. მოცემული პირობის ბუნების გათვალისწინებით, წესი უფრო „სპეციალური“ ხასიათისაა ვიდრე იგი იქნებოდა ამგვარი წინაპირობის დაუდგენლად. მოცემული ვითარების lex specialis-ად განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს პრინციპის გამოყენების მნიშვნელოვან ასპექტს. მართალია, მოცემული სპეციალური ნორმა გამოიყენება სპეციალურ პირობებში, მაგრამ ზოგადად მოქმედი წესი ამ დროს არ არის უგულვებელყოფილი. [მართლმსაჯულების საერთაშორისო] სასამართლომ სიფრთხილით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა სამართალი განაგრძობდა მოქმედებას შეიარაღებულ კონფლიქტშიც. გამონაკლისი -ჰუმანიტარული სამართალი - გავლენას ახდენს მის მხოლოდ ერთ (თუმც, მნიშვნელოვან) ასპექტზე, კერძოდ „თვითნებობის“ შედარებით შეფასებას. ჰუმანიტარული სამართალი როგორც lex specialis არ ნიშნავს ადამიანის უფლებათა გაუქმებას ომის დროს. იგი არ იმოქმედებს ფორმალური ან აბსოლუტური ფორმით, არამედ იქნება სასამართლოს არგუმენტირების პრაგმატული ასპექტი. რაც არ უნდა სასურველი იყოს მშვიდობასა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს განსხვავებების უგულვებელყოფა, გამონაკლისი, რომ ომი არის სიმშვიდის ნორმალური ნაწილი და რომ იმ სტანდარტის გასაზღვრისას, თუ რომელი სტანდარტი უნდა იქნას გამოყენებული იმ (გამონაკლის) გარემოებებში მოსამართლის მოქმედებაზე, იგი არ უნდა იქნას უარყოფილი. ატომური იარაღის კანონიერება„რთული შემთხვევაა“ იმდენად, რამდენადაც [საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ] არჩევანი უნდა გააკეთოს წესების სხვადასხვა წყებიდან, რომლებსაც ძალუძთ ურთიერთის შთანთქმა. Lex Specialis ამ შემთხვევაში მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მართალია, სასურველი იქნებოდა მხოლოდ ადამიანის უფლებების სამართლის გამოყენება ყოფილიყო საჭირო, მაგრამ ამგვარი ვითარების წარმოდგენა იდეალისტური უფროა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტები მთელი მისი სპეციფიკურობითა და სიჯიუტით. ამიტომ, სასამართლომ მიიღო კანონისადმი სისტემური მიდგომა, სადაც კანონთა ორი წყება ურთიერთს უკავშირდება დღევანდელი რეალურობითა და ხვალინდელი ალბათბით, სადაც მთავარი ინტერესი გახლავთ „სახელმწიფოს გადარჩენა“.
ე. ლორდთა პალატის გადაწყვეტილება ალ-ჯედას საქმეზე
39. 2007 წლის 12 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში ალ-ჯედა საქმეზე R. (on the application of Al-Jedda) (FC) (Appellant) v Secretary of State for Defence (Respondent) [2007] UKHL 58), ლორდთა პალატის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ბ-ნი ალ-ჯედას ინტერნირება ავტორიზებული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1546 რეზოლუციით. მათ ასევე დაადგინეს, რომ გაეროს წესდების მიხედვით გაერთიანებულ სამეფოს მოცემული რეზოლუციით განსაზღვრული ვალდებულებანი უპირატესობის მქონენი იყვნენ კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილ მის ვალდებულებაზე (იხ. შემდგომ Al-Jedda v. the United Kingdom [GC], no. 27021/08, §§ 18-22, ECHR 2011). თუმცა ლორდმა ბინჰემმა ცალსახად გააჟღერა, რომ მიუხედავად მოცემული დასკვნისა, კონვენციის მე-5 მუხლს ნაწილი განაგრძობდა მოქმედებას:
„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დაპირისპირება, ერთის მხრივ უშიშროების საბჭოს მიერ აშკარად მონიჭებულ უფლებასა თუ ვალდებულებას - დავაკავოთ პირი და მეორეს მხრივ ფუნდამენტური ადამიანის უფლება, რომლის დაცვაც გაერთიანებულმა სამეფომ იკისრა ყველა მის იურისდიქციაში მყოფი პირის მიმართ (მსგავსად აპელანტისა). როგორ უნდა მოხდეს ამ ორის თავსებადობა? ჩემი აზრით ამისათვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა: გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია კანონიერად, უშიშროების იმპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელოს დაკავება გაეროს უშიშროების საბჭოს 1546 რეზოლუციისა და სხვა შემდგომი რეზოლუციების საფუძველზე, თუმცა, ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ პატიმრის მე-5 მუხლით დაცული უფლებები არ დაირღვევა იმაზე მეტად, ვიდრე ეს თან ახლავს პატიმრობას.“
ანალოგიურად, ბარონესა ჰეილმა აღნიშნა:
„125. ... ვეთანხმები ლორდ ბინჰემს, მის მიერ მოხმობილი მიზეზების გამო, რომ ერთადერთი გზა არის კონვენციის უფლებების ამგვარი შეზღუდვა.
126. თუმცა, მე ამაზე შორს აღარ წავიდოდი. კერძოდ, უფლება უნდა შეიზღუდოს, მაგრამ არ ჩანაცვლდეს. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე შორს წავიდეთ ვიდრე გაეროს მიერ არაპირდაპირი მოთხოვნა აღვადგინოთ მშვიდობა და უშიშროება პრობლემურ ტერიტორიაზე. უფლება იზღუდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოთხოვნილი ან ნებადართულია რეზოლუციით. შესაბამისად, უფლებიდან რაც რჩება, აუცილებელია მისი დაცვა. ეს ეხება როგორც არსებით, ისე პროცედურულ მოთხოვნებას.
127. ჩემთვის არ არის ნათელი რამდენად შორს წავიდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1546 რეზოლუცია, როდესაც [მრავალ-ეროვან ძალას] მოუწოდა „მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რათა ხელი შეუწყოს უშიშროებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ერაყში, წინამდებარე რეზოლუციაზე თანდართული წერილების შესაბამისად, რომელიც inter alia ასახავენ ერაყის მოთხოვნას საერთაშორისო ძალების განგრძობად დარჩენასა და მისი ვალდებულებების განსაზღვრაზე (პარა.10). „ვალდებულებათა ფართო სპექტრი“ ჩამოთვლილი გახლდათ სახელმწიფო მდივან პაუელის მიერ, და მოიცავდა „საბრძოლო ოპერაციებს რიგი ჯგუფების წევრების წინააღმდეგ [რომლებიც მიზნად ისახავენ ერაყის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრას ძალადობით], ინტერნირება, როდესაც ეს აუცილებელია უშიშროების იმპერატიული მიზნებისათვის, და ერაყის უშიშროებისათვის საფრთხის მომცველი იარაღის უწყვეტ ძებნას და ნეიტრალიზირებას.“ ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ნათლად მიუთითა, რომ მრავალეროვანი ძალების შემადგენელი ძალები ვალდებულნი იყვნენ „ემოქმედათ შეიარაღებული კონფლიქტის კანონებით, მათ შორის ჟენევის კონვენციებით, დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად.“
128. რის საფუძველზე ითქმის, რომ ამ კონკრეტული აპელანტის დაპატიმრება შეესაბამება შეიარაღებული კონფლიქტის კანონით დადგენილ ვალდებულებებს? იგი არ არის ჟენევის მეოთხე კონვენციით „დაცული პირი“ რადგან იგი არის ჩვენი მოქალაქეთაგანი. არც გაერთიანებული სამეფო არის უკვე მეომარი ოკუპანტი ერაყის რომელიმე ტერიტორიის. შესაბამისად, მითითება უნდა გაკეთდეს რაიმე ტიპის პოსტ კონფლიქტური, პოსტ ოკუპაციური ინტერნირების განხორციელებაზე უფლებამოსილ ანალოგიურ ძალაზე, რომელსაც გააჩნია მყარი „უშიშროებისათვის აუცილებელი იმპერატიული მიზნები“. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ასეც რომ წავიკითხოთ, აშკარა მაინც არ არის თუ რატომ არის ამ პირის ერაყში განგრძობადი პატიმრობა აუცილებელი, იმის გათვალისწინებით, რომ ის პრობლემები, რომელსაც ხსენებული პირი უქმნის ერაყს, შესაძლოა მოგვარდეს მისი გაერთიანებულ სამეფოს რეპატრიაციით და მასთან აქ ურთიერთობით. მოცემული საქმის ერთობ სპეციფიურ გარემოებებს მცირედ გარედან თუ შევხედავთ, დავინახავთ პასუხს, რომელიც ბრიტანელ ხალხს ასე ხშირად აყენებს კანონთან წინააღმდეგობაში უცხო ქვეყნებში, და ამ შემთხვევაში ბრიტანეთის ხელისუფლებას შეუძლია ამის გამოსწორება.
129. თუმცა, საკითხი ჩვენს წინაშე ასე არ წარმოჩენილა. მაშ რატომ საუბრობდნენ უნისონში ლორდები ბინჰემი და ბრაუნი „ჩანაცვლებასა თუ შეზღუდვაზე“, მაშინ როდესაც ისინი სრულიად განსხვავებულ რამეს გულისხმობენ? ჩვენ შეწუხებულნი ვართ გაეროსადმი უფრო აბსტრაქტულ დონეზე ატრიბუცია/მიკუთვნებასა და ავტორიზაციაზე. ჩვენ მცირე ყურადღება დავუთმეთ ავტორიზაციის ზუსტ მასშტაბს. ჯერ კიდევ არის ადგილი განვიხილოთ არგუმენტი თუ კონკრეტულად რას მოიცავს რეზოლუცია და ვრცელდება თუ არა იგი ამ საქმის ფაქტებზე. ის, თუ როგორ უნდა მოხდეს განხილვა, გადასაწყვეტია სხვა სამართალწარმოებების ფარგლებში. მოცემული გაფრთხილების გათვალისწინებით, მე ვეთანხმები ლორდ ბინჰემს, ლორდ ქარსველსა და ლორდ ბრაუნს, და არ ვაკმაყოფილებ სააპელაციო საჩივარს.“
ვ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლით დადგენილი პატიმრობიდან გადახვევა
40. გაერთიანებული სამეფოს მიერ 1945-1966 წლებში გაკეთებული დათქმების გარდა, სადაც სახელმწიფომ შეინარჩუნა უფლება ჩაახშოს აჯანყებანი რიგ მის კოლონიებში, ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციის მე-15 მუხლიდან გადახვევისას ყველა ასახელებს საგანგებო მდგომარეობის არსებობას გადამხვევ სახელმწიფოში.
41. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის („პაქტი“) მე-4 მუხლი შეიცავს კონვენციის მე-15 მუხლის მსგავს გადახვევის ნებადამრთველ მუხლს. სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციით, პაქტის რატიფიკაციის შემდეგ, 18 სახელმწიფომ წარმოადგინა დეკლარაცია მე-9 მუხლიდან გადახვევის შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი მუხლი ეხება „პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას“. მათ შორის, მხოლოდ სამი დეკლარაცია ეხება, გადამხვევი სახელმწიფოს ხელისუფლების მიხედვით, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისა თუ სხვა სახელმწიფოს მიერ სამხედრო აგრესიას. ამგვარი დეკლარაციები წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახელმწიფოების მიერ: 1985-1988 წლებში ნიკარაგუის მიერ, სადაც დეკლარაცია ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების „უსამართლო, უკანონო და ამორალურ აგრესიას ნიკარაგუის ხალხისა და მათი რევოლუციური მთავრობის მიმართ“; აზერბაიჯანის მიერ 1993 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, „სომხეთის სამხედრო ძალების მზარდი აგრესიის“ შემთხვევების გამო; და ისრაელის მიერ 1991 წლის 3 ოქტომბერს გაკეთებული დეკლარაცია, რომელიც აღნიშნავდა შემდეგს:
“შექმნის დღიდან, ისრაელის სახელმწიფო წარმოადგენს მისი არსებობის, ისევე როგროც მისი მოქალაქეების სიცოცხლესა და ქონებაზე წინააღმდეგ განგრძობადი მუქარისა და თავდასხმის მსხვერპლს.
ეს უკანასკნელი ხან ომის მუქარის, ხან რეალური შეიარაღებული თავდახმის და ხანაც კი ტერორისული კამპანიების ფორმას ატარებს, რაც შედეგად იწვევს ადამიანების სიკვდილსა და მათდამი ზიანის მიყენებას.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, 1948 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განუწყვეტლივ მოქმედებს. ეს ვითარება წარმოადგენს საჯარო საგანგებო მდგომარეობას პაქტის 4(1) მუხლის გაგებით.
ისრაელის მთავრობა, შესაბამისად, აუცილებლად მიიჩნევს, ზემორე ხსენებული მე-4 მუხლის შესაბამისად, აუცილებლობის ფარგლებში და ვითარებიდან გამომდინარე, მიიღოს ზომები, რათა დაიცვას სახელმწიფო, სიცოცხლე და ქონება, რისთვისაც, მათ შორის, გამოიყენებს დაკავებისა და დაპატიმრების უფლებამოსილებას.
იმის გამო, რომ ამგვარი ზომები არ შეესაბამება პაქტის მე-9 მუხლს, ისრაელი უხვევს მის მიერ ხსენებული მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს.“
არც ერთ სახელმწიფოს ცხადად არ გამოუთქვამს, რომ გადახვევა აუცილებელი იყო პირთა დასაპატიმრებლად ჟენევის მესამე ან მეოთხე კონვენციით.
42. რაც შეეხება სახელმწიფოთა პრაქტიკას, წიგნში „დატყვევებული ომში: კანონიერი ინტერნირება შეიარაღებულ კონფლიქტში“ (“Captured in War : Lawful Internment in Armed Conflict” Hart Publishing, Editions A. Pedone, Paris and Oxford 2013), ელს დებეფი მოიხმობს გაეროსა და ევროპის საბჭოს ონლაინ მონაცემთა ბაზაში (ბოლოს შემოწმებულია 2010 წლის 1 ოქტომბერს) ასახულ კვლევას, რომელიც მან განახორციელა იმ გადახვევების შესასწავლად, რომელიც შესაბამის ორგანოებს ატყობინებდა კონვენციიდან და პაქტიდან გადახვევის შესახებ. ავტორმა აღნიშნა შემდეგი:
„მონაცემთა ბაზების ჩვენი კვლევავ - რომელიც აქცენტს აკეთებდა საერთაშორისო შეიარაღებულ ქონფლიქტებსა და ოკუპაციებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები, დღიდან რატიფიკაციისა - დაადასტურა შემდეგი ... არც ავღანეთს და არც საბჭოთა კავშირს არ გადაუხვევია პაქტიდან მათ შორის 1979-1989 წელს მიმდინარე კონფლიქტისას. ასევე, არც ავღანეთს, ავსტრალიას, კანადას, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ნიდერლანდებს, ახალ ზელანდიას, გაერთიანებულ სამეფოს და აშშ-ს გადაუხვევია პაქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული თავისუფლების უფლებიდან ავღანეთში ბოლო დროს მიმდინარე კონფლიქტის საერთაშორისო ფაზის მსვლელობისას (2001-2002); იგივე ითქმის ერაყის, აშშ, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების შესახებ 2003-2004 წლებში. შემდეგმა სახელმწიფოებმა განახორციელეს პირების ინტერნირება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის მიხედვით პაქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული თავისუფლების უფლებიდან გადახვევების გარეშე: გაერთიანებული სამეფო და არგენტინა ფოლკლენდის/მალვინას კუნძუნლები - 1982; აშშ სამხედრო ოპერაციებისას გრენადაში - 1983; ინდოეთი და ბანგლადეში პაკისტანთან კონფლიქტისას - 1970იანები (პაკისტანი არ არის პაქტის წევრი); ირანი და ერაყი - 1990-1988 წლების ომის დროს; ისრაელი და არაბეთის სახელმწიფოები შუა აღმოსავლეთის არცერთი საერთაშორისო კონფლიქტის დროს (1948 წლიდან დღემდე) [აქ, გასათვალისწინებელია ისრაელის ზემოთ, მე-40 პარაგრაფში განხილული დათქმა]; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც გაეროს ეგიდით მონაწილეობდნენ კორეის ომში 1950-1953 წლებში; ერაყი, ქუვეითი, აშშ და გაერთიანებული სამეფო 1991 წლის ყურის ომის ფარგლებში (საუდის არაბეთი, რომელმაც მოახდინა მოცემული კონფლიქტისას მრავალი პატიმრის ინტერნირება, არ არის პაქტის წევრი); ანგოლა, ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (კდრ), ნამიბია, რუანდა, უგანდა და ზიმბამბვე „კდრ“-ში (1998-2003); ეთიოპია ერითრიის წინააღმდეგ კონფლიქტში 1998-2000 (იმ დროისათვის ერითრეას არ ჰქონდა პაქტი რატიფიცირებული); ერითრეა და ჯიბუტი, მცირე, სასაზღვრო კონფლიქტისას 2008 წელს; საქართველო და რუსეთი 2008 წლის აგვისტოს მცირე ომისას; რუსეთს არ გადაუხვევია პაქტიდან მოლდოვეთში დნესტრისპირეთის კონფლიქტისას 1992 წელს (ამ დროისათვის რუსეთი ჯერ არ იყო ევროპული კონვენციის წევრი, ხოლო მოლდოვა კი არც პაქტის და არც კონვენციის წევრი არ გახლდათ). არც კვიპროსს და არც თურქეთს გადაუხვევიათ პაქტისა თუ ევროპული კონვენციიდან ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით ინტერნირებისას ჩრდილოეთ კვიპროსში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად (აღსანიშნავია, რომ თურქეთი არ მიიჩნევდა რომ პაქტი, ისევე როგორც ევროპული კონვენცია, არ მოქმედებდა ექსტრა-ტერიტორიულად); თურქეთმა გადაუხვია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, იმდენად რამდენადაც ეს ეხებოდა მის ტერიტორიაზე მყოფ პირებს, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ დაუკონკრეტებია ის მუხლები, რომლიდანაც აპირებდა გადახვევას, გაურკვეველია მიიჩნევდა თუ არა იგი ამას აუცილებლად პირების ინტერნირებისას ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის ფარგლებში. ანალოგიურად, აზერბაინაჯმა გადაუხვია პაქტიდან (იმ დროს არ იყო ევროპული კონვენციის მხარე), როდესაც მიიღო აუცილებელი ზომები სომხეთთან კონფლიქტის ფარგლებში (1988-1994 წლებში), თუმცა, გაურკვეველია მოიქცა თუ არა იგი ასე ჟენევის კონვენციების ფარგლებში ინტერნირების მიზნით; სომხეთს არ გადაუხვევია პაქტიდან (ჯერ არ იყო ევროპული კონვენციის მხარე). ანალოგიურად, ნიკარაგუამ გადაუხვია პაქტის მე-9 მუხლიდან, აღნიშნა რა, რომ ვ ალდებული იყო ასე მოქცეულიყო აშშ მიერ მოწინააღმდეგებთან კავშირის გამო 1980იან წლებში. უცნობია მიიჩნია თუ არა ნიკარაგუამ პაქტიდან გადახვევა ჟენევის კონვენციების ფარგლებში ინტერნირების მიზნით, როდესაც მის მიერ გადახვევის შეტყობინება მიუთითებდა, რომ 9.1 მუხლიდან გადახვევა ხდებოდა მხოლოდ ეროვნული უშიშროებისა და საჯარო წესრიგის წინაღმდეგ დანაშაულების პასუხად.“
სამართალი
I. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება და ფაქტების დადგენა
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი
43. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი დების, მეგობრისა და მეზობლის ჩვენებები ადასტურებდა, რომ მისი ძმა დააკავეს და დააპატიმრეს ბრიტანეთის ძალებმა მომჩივნის ჩაბარების მიზნით. მთავრობის მიერ ძალებისადმი ჩანაწერის პირველი მითითება ტარექ ჰასანის დაკავებაზე (იხ. პარა. 11 ზემოთ), გადაეცა დიდ პალატას 2013 წლის სექტემბერში. მოცემულ მასალას ჯეროვანი განმარტება არ დართვია თან, რაც უცნაური გახლდათ იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობასაც ანიჭებდა მას მთავრობა. მომჩივანს არაფერი უთქვამს, თუ რამდენად უდავოდ მიაჩნდა მოცემული დოკუმენტი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გახლდათ ერთადერთი მტკიცებულება მასზედ, რომ ტარექ ჰასანს აღმოუჩინეს აკ-47 ავტომატური იარაღი და რომ იგი სახურავზე იყო. მასთან გასაუბრების არცერთი ჩანაწერი (იხ. პარა.23-24 ზემოთ) არ მიუთითებდა, რომ იგი დაკავებული იქნა იმის გამო, რომ არსებობდა ეჭვი მის კომბატანტობაზე ან რომ იგი საფრთხის რაიმე რეალურ ან სავარაუდო ეჭვს ბადებდა ბრიტანეთის ძალებისათვის დროის რომელიმე მონაკვეთში.
44. მომჩივანმა შემდგომ მიუთითა, რომ „ქემფ ბუკას“ კომპიუტერული ჩანაწერები პატიმრობის შესახებ სამ სხვადასხვა გათავისუფლების თარიღს მიუთითებდა, რომელთაგან არცერთი გახლდათ სანდო (იხ. პარა 28 ზემოთ). ანალოგიურად, გათავისუფლების ადგილიც სპეკულაციის საგანი გახლდათ, რადგან იგი ეფუძნებოდა ბუნდოვან და შეუსაბამო მონაცემებს (იხ. პარა 27-28 ზემოთ). დაზუსტებით იმის თქმაც კი რთული იყო რომ 2003 წლის 12 მაისს, ტარექ ჰასანი ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა პატიმრობაში ბანაკის ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, რის საფუძველსაც გვაძლევს აშშ მონაცემებში ჩაწერილი თარიღი. მომჩივანმა მიუთითა, რომ მისი ძმა გარდაცვლილი იპოვნეს გულზე აშშ „ქემფ ბუკა“ პირადობის ნიშნით (იხ. პარა 29 ზემოთ) და რომ იგი არ დაკავშირებია ოჯახს გაერთიანებული სამეფოს ძალების მიერ დატყვევების მომენტიდან, რაც დიდწილად იმაზე მიუთითებს, რომ მას ამის საშუალება არც ჰქონია.მთავრობა
45. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებისადმი დაგვიანებული ჩივილის გამამართლებელი საკმარისი საფუძვლები. სწორედ ამ დაგვიანების გამო ვერ მოხდა ტარექ ჰასანის სიკვდილის ეფექტიანი გამოძიება. ამასთანავე, მთავრობა არ უნდა იყოს დადანაშაულებული ტარექ ჰასანის გარდაცვალების მიზეზების არაჯეროვანი განმარტების გამო მაშინ, როდესაც არსებული მტკიცებულებანი სანდოდ და ჯეროვნად ადასტურებდნენ მისი დაკავებას, პატიმრობასა და გათავისუფლებას.
46. მთავრობამ უარყო ბრალდება, რომ ტარექ ჰასანი პატიმრობაში იმყოფებოდა იმის გამო, რათა ზეწოლა გაეხორციელებინა მომჩივანზე, რომ ეს უკანასკნელი თავად ჩაბარებულიყო. მათ განაცხადეს, რომ მომჩივნის მიერ ამ მხრივ წარმოდგენილი მტკიცებულებანი არაზუსტი და მოჭორილი გახლდათ და რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ამგვარი მიზანი შეუსაბამო იქნებოდა ტარექ ჰასანის შემდგომ გათავისუფლებასთან „ქემფ ბუკადან“ მას შემდეგ რაც დადასტურდა მისი, როგორც სამოქალაქო პირის სტატუსი, რომელიც საფრთხეს არ უქმნიდა უსაფრთხოებას. ნაცვლად ამისა, მათ მიუთითეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ძალებისათვის გონივრული იყო ტარექ ჰასანის კომბატანტად მიჩნევა იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებისას იგი იყო შეიარაღებული ალ-ქუდს არმიის გენერლის სახლის სახურავზე, სახლისა, რომელშიც აღმოჩენილ იქნა დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღი და დაზვერვისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტები ბა’ათ პარტიის ადგილობრივი წევრების შესახებ (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). მთავრობამ შემდეგ მიუთითა, რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი მტკიცებულება გარდაცვალების შესახებ იმის გამო, რომ ინფორმაცია არ იყო შეტანილი გარდაცვალების მოწმობაში (იხ. პარა 29 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ხაზი გაუსვეს, რომ სამარა იყო „ქემფ ბუკადან“ 700 კილომეტრით დშორებული და რომ მოცემული ტერიტორია არასდროს ყოფილა დაკავებული ბრიტანეთის ძალების მიერ და რომ ბრიტანეთის ძალებში აკ-47 იარაღი არ გამოიყენებოდა.
ბ. სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასება
47. თავდაპირველად, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეროვნული სამართალწარმოება არ შემდგარა, იმის გამო, რომ მომჩივნის ძმა არ ხვდებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში იმ დროს (იხ. პარა. 31 ზემოთ). შესაბამსიად, ადგილობრივ სასამართლოებს ფაქტები და მისი დეტალები არ დაუდგენია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდი სიფრთხილით ეკიდება მის ამ დამხმარე როლს და დაკვირვებით კისრულობს პირველი ინსტანციის სასამართლოს როლს - განსაზღვროს ფაქტები (იხ. McKerr v. the United Kingdom (dec.), no. 28883/95, 4 აპრილი 2000). თუმცა, მოცემულ საქმეში გარდაუვალია რიგი ფაქტების დადგენა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
48. იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა მოვლენათა ურთიერთსაწინააღმდეგო აღწერა, სასამართლოს უწევს ფაქტების დადგენის იმავე სირთულის გავლა, რასაც, როგორც წესი, პირველი ინსტანციის სასამართლო გადის. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მტკიცებულების შეფასებისას, იგი ეფუძნება „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. თუმცა, სასამართლოს მიზანი არასდროს ყოფილა იმ ეროვნული სამართლებრივი სისტემის მიდგომის გამოყენება, რომლებიც იყენებენ ამ სტანდარტს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი არ გახლავთ სისხლისსამართლებრივი ბრალეულობისა თუ სამოქალაქო გადაცდომების დადგენა, არამედ მიზნად ისახავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობების განსაზღვრას კონვენციის ფარგლებში. კონვენციის მე-19 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების მახასიათებელი გახლავთ - ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციაში გაწერილი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა - სწორედ ამ პირობით განისაზღვრება სასამართლოს მიდგომაც მტკიცებულებისა და სამხილებისადმი. სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების ფარგლებში მტკიცებულების დასაშვებობის შეფასებისას, არ არსებობს პროცედურული დაბრკოლება და მისი შეფასების წინასწარ განსაზღვრული ფორმულა. სასამართოს გამოაქვს დასკვნები, რომელიც მისი აზრით გამყარებულია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის იმ დასკვნებითაც, რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ერთიანობიდან ან მსგავსი, გაუბათილებელი ფაქტების დაშვებიდან. ამასთანავე, ცალკეული დასკვნის გამოტანისათვის აუცილებელი დარწმუნების დონე, და ამ მხრივ, მტკიცებულების ტვირთის გადანაწილების მასშტაბი, განუყოფლად არის კავშირში ფაქტების სპეციფიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციის განსახილველ მუხლთან. სასამართლო ასევე სიფრთხილიდ უდგება იმ გადაწყვეტილების სერიოზულობას, რომლითაც დგინდება ხელშემკვრელი მხარის მიერ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა (იხ.El Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, § 151, ECHR 2012).
49. ასევე, უნდა გვახსოვეს, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა შემთხვევაში მკაცრად არ ეფუძნება affirmanti incumbit probatioპრინციპს (ანუ, პრინციპი, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელ მხარეს). სასამართლო მოიხმობს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, შემთხვევები, როდესაც მოვლენები ვითარდებოდა ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური ორგანოების ცოდნის ფარგლებში, მაგალითად, როდესაც პირი არის სახელმწიფოს ორგანოების კონტროლის ქვეშ პატიმრობისას, ამ დროს დაზიანებისა და გარდაცვალების დროს ფაქტების მიმართ სერიოზული დაშვებები შესაძლოა წარმოიშვას. ასეთ შემთხვევებში, მტკიცების ტვირთი შესაძლოა დაეკისროს ხელისუფლებას, რათა მან წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტებანი. ამგვარი განმარტების გარეშე სასამართლომ შესაძლოა გამოიტანოს მოპასუხე მთავრობისათვის არასახარბიელო დასკვნა. სასამართლოს უკვე დადგენილი აქვს, რომ ამგვარი მიდგომა მოქმედებს გაუჩინარების შემთხვევებზე კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მტკიცდება პირის ხელისუფლების მიერ დაპატიმრება, შესაძლოა დავასკვნათ, რომ იგი იყო ოფიციალურად გამოძახებული სახელმწიფო ორგანოების მიერ, შევიდა მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ადგილზე და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ წარმოდგენლი უნდა იქნას გონივრული და დამაკმაყოფილებელი განმარტება თუ რა მოხდა შენობაში და აჩვენოს, რომ მოცემული პირი არ დაკავებულა სახელმწიფო ორგანოების მიერ, არამედ დატოვა შენობა თავისუფლების შემდგომი აღკვეთის გარეშე. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 5.1 მუხლით წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, იმისათვის, რომ მოხდეს მტკიცების ტვირთის გადაკისრება მოპასუხე მთავრობაზე, საჭიროა მტკიცებულების წარმოდგენა უერთიერთგამამყარებელი ვარაუდების ფორმით (იხ. El Masri, ციტირებული ზემოთ, პარა. 152-153).
50. წინამდებარე საქმეში სადავო არ გახლავთ, რომ მომჩივნის ძმა დააკავეს გაერთიანებული სამეფოს ძალებმა 2003 წლის 23 აპრილს, რის შემდეგად იგი პატიმრობაში იმყოფებოდა „ქემფ ბუკა“-ში და რომ შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა და რომ მისი სხეული ნაპოვნი იქნა სამარაში, 2003 წლის 1 სექტემბერს. ფაქტებზე შეუთანხმებლობა ძირითადად ორ ნაწილშია: პირველი, ტარექ ჰასანი დაკავებულ და დაპატიმრებული იყო თუ არა მომჩივანზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რათა ეს უკანასკნელი საკუთარი ნებით ჩაბარებულიყო და, მეორე, რა გარემოებებში დატოვა ტარექ ჰასანმა „ქემფ ბუკა“. ამასთანავე, იმის გამო, რომ მომჩივანი აცხადებს, რომ ტარექ ჰასანის სხეულზე აღინიშნებოდა არასათანადო მოპყრობის კვალი, დაექვემდებარა თუ არა იგი არასათანადო მოპყრობას პატიმრობისას.
51. პირველ ნაწილთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მის წინაშე წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ტარექ ჰასანი პატიმრობაში იმყოფებოდა მომჩივანზე ჩაბარების ზეწოლის განსახორციელებლად, გახლავთ მომჩივნის ორი ჩვენება და მომჩვნის მეზობლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც მომზადებულ იქნა ეროვნული სამართალწარმოების წინაშე წარმოსადგენად (იხ. პარაგრაფები 12-13 ზემოთ). მომჩივნის პირველ ჩვენებაში იგი აცხადებდა, რომ მის დებს პრიტანეთის სამხედრო ხელისუფლებამ განუცხადა, რომ ტარექ ჰასანი არ გათავისუფლდებოდა მანამდე, სანამ მომჩივანი არ გამოცხადდებოდა და არ ჩაბარდებოდა. მეორე ჩვენებაში მომჩივანი აცხადებდა, რომ ეს ინფორმაცია მას მიაწოდა მისმა მეზობელმა და მეგობარმა. მომჩივნის არცერთ ჩვენებაში, ისევე როგორც მისი მეზობლის, ბ-ნი ალ-უბოდის, ჩვენებაში არ იკვეთება გაერთიანებული სამეფოს სამხედრო პირის არც სახელი და არც რანგი, რომელმაც მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა. სიცხადის ნაკლებობის, მტკიცებულების გადმოცემითი ხასიათისა და მომჩივნის ჩვენებებშივე არსებული უზუსტობების გათვალისწინებით, წარმოდგენილ მტკიცებულებას სასამართლო არ მიიჩნევს საკმარისად მომჩივნის ბრალდების გასამყარებლად.
52. თავის მხრივ, ვერც მთავრობამ წარმოუდგინა სასამართლოს ტარექ ჰასანის დაკავების ვერცერთი მოწმის ჩვენება. თუმცა, მათ სასამართლოს მიაწოდეს საოპერაციო ჩანაწერების წიგნი „ბლექ უოჩ ბატალიონ“, რომელიც განხილული მოვლენების თანადროულად შეიქმნა (იხ. პარა. 11 ზემოთ). ჩანაწერის მიხედვით, როდესაც ბრიტანეთის ძალები მივიდნენ სახლთან, ტარექ ჰასანი სახურავზე იყო შეიარაღებული აკ-47 ტიპის იარაღით და რომ სახლში აღმოჩენილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და დაზვერვისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ამასთანავე, მთვრობამ წარმოდგინა ტარექ ჰასანის „ქემფ ბუკაში“ დაკითხვის ჩანაწერები და აპ-3 რაიან მონაცემთა ბაზაში არსებული ჩანაწერების ფოტოები (იხ. შესაბამისად, პარა.23-24 და 18, 22 და 28 ზემოთ). სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოცემული ჩანაწერების ნამდვილობაში. მათ მიხედვით დასტურდება, რომ ტარექ ჰასანი დარეგისტრირდა „ქემფ ბუკაში“ 2003 წლის 23 აპრილს, შემდეგ გადაყვანილ იქნა JFIT ნაწილში 16.40 იმავე 23 აპრილს, 2003, ხოლო 2003 წლის 25 აპრილს, ადგილობრივი დროით 20.00 კი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო პირთა ნაწილში. კომპიუტერული ჩანაწერების მიხედვით, იგი პირველად დაიკითხა 2003 წლის 23 აპრილს, 21.30, ადგილობრივი დროით, შემდეგ 25 აპრილს 8.00, ადგილობრივი დროით. ორივე დაკითხვის ჩანაწერები წარმოდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე. მათ მიხედვით დასტურდება, რომ ტარექ ჰასანის, როგროც მომჩივნის ძმის ვინაობა ნათელი იყო და დაკითხვის მსვლელობისას დადგინდა, რომ იგი პირადად არ იყო ჩართული ბა’ათ პარტიისა თუ ალ-ქუდს არმიის საქმიანობაში.
53. სასამართლოს აზრით, დაკავებისა და დაკითხვის ჩანაწერები თანხვედრაშია მთავრობის განაცხადთან, რომლის მიხედვითაც ტარექ ჰასანი დაკავებული იყო როგორც საეჭვო კომბატანტი ან საზოგადოებისათვის საფრთხის მომცველი სამოქალაქო პირი. ამ ხედვას ამყარებს სხვა მტკიცებულებანიც, რომლითაც იკვეთება, რომ ტარექ ჰასანი შესაძლოა შეიარაღებული ყოფილიყო, ან, მინიმუმ, ჰქონოდა იარაღი, აკ-47 ტიპის ავტომატი დაკავების დროს, მათ შორის მომჩივნის ჩვენება მასზედ, რომ მისი უმცროსი ძმა შინ დატოვეს სახლის დასაცავად (იხ. პარა 10 ზემოთ) და რომ ტარექ ჰასანისავე ჩვენება, ბრიტანეთის აგენტების მიერ დაკითხვისას, რომლის მიხედვითაც არსებული იარაღი მას თავდაცვისათვის ჰქონდა (იხ. პარა. 24 ზემოტ). „ქემფ ბუკას“ ჩანაწერები ასევე აღნიშნავენ, რომ ტარექ ჰასანის გათავისუფლებაზე ნებართვა გაიცა, მაშინვე, როგორც კი დადგინდა, რომ იგი იყო სამოქალაქო პირი, რომელიც საფრთხეს არ ბადებდა.
54. სასამართლო იზიარებს, რომ ტარექ ჰასანის დაკავება კავშირში იყო მის ძმასთან ურთიერთობაზე, თუმცა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ბრიტანეთის ძალებს თავად დაკავებულმა ამცნო ამის შესახებ და რომ დაკავებისას მისი შეიარაღებული ხილვა (იხ. პარა. 11 ზემოთ), შესაძლოა ყოფილიყო ბა’ათ პარტიისა და ალ-ქუდს არმიის წევრობის ეჭვის საფუძველი. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მტკიცებულებით დასტურდება ბრალდება, თითქოს ტარექ ჰასანი დააკავეს და პატიმრობაში ამყოფებდნენ მანამდე, სანამ მომჩივანი თავად არ ჩაბარდებოდა. ასეთი მიზანი რომ ჰქონოდათ გაერთიანებული სამეფოს ძალებს, მაშინ მას არ დართავდნენ გათავისუფლების ნებას მეორე ინტერვიუს შემდეგვე, მას შემდეგ რაც ბანაკში მიყვანიდადნ 38 საათიც არ იყო ჯერ გასული (იხ. პარა 22 ზემოთ).
55. რაც შეეხება ტარექ ჰასანის გათავისუფლების თარიღსა და დროს, ძირითადი მტკიცებულება გახლავთ აპ3-რაიან ბაზის ჩანაწერები (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). 2003 წლის 4 მაისის ჩანაწერის მიხედვით, ტარექ ჰასანი გათავისუფლდა 2003 წლის 2 მაისს, გაიგზავნა უმ ქასრში ავტობუსით, „საომარი მოქმედებების“ დასრულების საფუძვლით. მეორე ჩანაწერი, დათარიღებული 2003 წლის 12 მაისით, ადგენს, რომ ტარექ ჰასანი ბანაკში აღარ იყო პატიმრების სრული შემოწმებისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ჩანაწერები, მეორე დაკითხვისას პატიმრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, იგი გათავისუფლდა 2003 წლის მაისის დასაწყისში. მოცემულ ხედვას ადასტურებს მთავრობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომელიც ეხება გაერთიანებული სამეფოს ძალებში გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკას, გათავისუფლებული ყოფილიყო ყველა პატიმარი, 2003 წლის 1 მაისს გამოცხადებული საომარი მოქმედებების დასრულებიდან დაუყოვნებლივ, გარდა იმ სისხლის სამართლის დამნაშავეებისა და უშიშროებისათვის საფრთხის მომცველი პირებისა (იხ. პარა 27 ზემოთ). რაც შეეხება გათავისუფლების ადგილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანაკი ბუკა მდებარეობდა უმ ქასრიდან მხოლოდ 2.5 კილომეტრში. მართალია გათავისუფლების შესახებ სამხედრო ბრძანება პირდაპირ არ მიუთითებდა უმ ქასრს, როგორც გათავისუფლების ადგილს (არამედ თვლიდა მხოლოდ ოთხ ქალაქს ბანაკიდან ჩრდილოეთით), მაგრამ ბრძანებაზე დანართი უმ ქასრსაც მიუთითებდა გათავისუფლების ადგილად. უფრო დეტალური მტკიცებულებების არარსებობის გამო, შეუძლებელია კონკრეტიკა, მაგრამ ბანაკთან ქალაქის ახლომდებარეობა, მისი მოხსენიება დანართში, გაერთიანებულისამეფოს პოლიტიკა სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ პატიმრების გათავისუფლებაზე და კომპიუტერული ჩანაწერი ტარექ ჰასანის გათავისუფლების შესახებ, სასამართლოს უბიძგებს მიიჩნიოს, რომ სავარაუდოდ, ტარექ ჰასანი გათავისუფლდა უმ ქასრში ან მის მიმდებარედ, 2003 წლის 2 მაისს.
56. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, იმის გამო, რომ ტარექ ჰასანის პატიმრობასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული მტკიცებულებანი, დიდწილად, მხოლოდ მთავრობისათვის იყო ხელმისაწვდომი, ტვირთიც მათზეა წარმოადგინონ გონივრული და დამაკმაყოფილებელი განმარტება მასზედ, თუ რა მოუვიდა ტარექ ჰასანს ბანაკში და დაადასტუროს, რომ იგი გათავისუფლდა და რომ ხსენებული გათავისუფლება განხორციელდა უსაფრთხო პროცედურების დაცვით (იხ. პარა. 49 ზემოთ). კომპიუტერული მონაცემების მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ 2003 წლის 22 მაისისათვის დაატყვევა და შეისწავლა დაახლოებით 3,739 პატიმრის საქმე ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებიდან და რომ შემდგომ გაათავისუფლა ყოველი მათგანი, გარდა 361 პირისა (იხ. პარაგრაფი 28 ზემოთ). იმის გათვალისწინებით, თუ რა დრო გავიდა, მანამდე სანამ მომჩივანმა წარმოადგინა საჩივარი, ასევე 2003 წლის აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე, „ქემფ ბუკადან“ გაერთიანებული სამეფოს მიერ დიდი რაოდენობით გათავისუფლებული პატიმრების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ არავის ახსოვს ტარექ ჰასანის გათავისუფლების დეტალები. მოცემული საქმის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთწარმოდგენილი მტკიცებულებანი საკმარისია მთავრობაზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დასაკმაყოფილებლად.
57. დაბოლოს, სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ტარექ ჰასანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პატიმრობისას. დაკითხვის ჩანაწერების მიხედვით, იგი ორჯერ დაიკითხა. ბანაკში მიყვანიდან მალევე დადგინდა, რომ იგი იყო სამოქალაქო პირი, რომელსაც არ გააჩნდა სადაზვერვო ღირებულება და არ მოიცავდა საფრთხეს უშიშროებისათვის. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მოწმის - ბატონი ალ-საადუნის - ჩვენების მიხედვით, რომელიც აცხადებდა, რომ ნახა ტარექ ჰასანი ბანაკის სამოქალაქო ნაწილში მისი დაკითხვიდან მალევე, მანამდე სანამ გაათავისუფლებდნენ, არსად არის ნახსენები ტარექ ჰასანისადმი რაიმე ზიანი თუ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ჩივილი. მეტიც, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენების გარდა, სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა მასალა, რომელიც აღწერდა ტარექ ჰასანის სიკვდილის მიზეზსა თუ მის სხეულზე არასათანადო მოპყრობის ნიშნებს, რადგან გარდაცვალების მოწმობა არცერთ ხსენებულ თემაზე არ მოიცავდა ინფორმაციას. რომც დავუშვათ, რომ მომჩივნის მიერ მისი ძმის სხეულის მდგომარეობის აღწერა მართებულია, ოთხთვიანი ვადა, რომელიც გავიდა ტარექ ჰასანის გათავისუფლებასა და მის გარდაცვალებას შორის, არ ამყარებს ხედვას, რომლის მიხედვითაც დაზიანებანი პატიმრობის დროსაა მიყენებული.
58. საქმის დადგენილი ფაქტების საფუძველზე, სასამართლომ უნდა განიხილოს მომჩივნის მიერ კონვენციის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრები.
II. კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდ დარღვევა
ა. მხარეთა არგუმენტებიმომჩივანი
59. მომჩივანი აცხადებდა, რომ ტარექ ჰასანის გარდაცვალების გარემოებანი იწვევდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლის, მინიმუმ prima facie, დარღვევას, რასაც შედეგად მოჰყვება მთავრობის ვალდებულება განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება. კონვენციის მე-2 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებელობას წარმოადგენდა:
ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
ბ) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
მესამე მუხლი კი შემდეგს აღნიშნავს:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.“
60. მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება, რომელიც იყო ერთადერთი, ვინც იცოდა თუ რა მოუვიდა ტარექ ჰასანს დაკავების შემდეგ, ვალადებული იყო დაედგინა, რომ იგი იყო ცოცხალი პატიმრობისას და რომ იგი არ გათავისუფლებულა იმგვარ გარემოში, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა ან დაქვემდებებარებულიყო არაჯეროვან მოპყრობას. მისი გაუჩინარება და გარდაცვალება გაერთიანებული სამეფოს მიერ პატიმრობის შემდეგ წარმოადგენდა prima facie შემთხვევას, რომ ტარექი გაერთიანებული სამეფოს პერსონალმა ან მოკლა ან იცოდა მისი მკვლელობის შესახებ ან დაუქვემდებარეს არაჯეროვან მოპყრობას გაუშვეს რა შორეულ და სხვამხრივ სახიფათო გარემოში, ან გადასცეს იგი მესამე მხარეს. ეს ყოველივე კი ეხებოდა მე-3 და მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. პირველი, თუკი მთავრობა ვერ წარმოადგენს გონივრულ ალტერნატიულ განმარტებას იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც შედეგად მოყვა ტარექ ჰასანის სიკვდილი, მაშინ, გაერთიანებული სამეფო პასუხისმგებელი უნდა იყოს მასზე. მეორე, სახეზე გახლდათ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც მოიცავდა გამოძიების პროცედურულ ვალდებულებას.მთავრობა
61. მთავრობამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში გამოძიების ვალდებულება არ წარმოიშვებოდა მე-2 ან მე-3 მუხლით. ამგვარი ვალდებულება იარსებებდა, თუკი დადასტურებადი იქნებოდა, რომ გაერთიანებული სამეფო პასუხისმგებელი იყო ტარექ ჰასანის მიმართ არასათანადო ქმედებასა თუ მისი მკვლელობაში ან თუკი ტარექ ჰასანი გარდაიცვლებოდა გაერთიანებულ სამეფოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მტკიცებულებების მიხედვით, ჩვენს წინაშე არ არის შემთხვევა, როდესაც სიკვდილი დგება პატიმრობისას. ასე რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა მტკიცების ტვირთის დაწევა ან საგამოძიებო ვალდებულების წარმოშობა, თუმცა, ეს ასე არ მომხდარა. ტარექ ჰასანის გარდაცვალება დადგა მისი გათავისუფლებიდან მრავალი თვის შემდეგ, გარემოებებში, სადაც არაფრით დასტურდება გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ჩართულობა.
ბ. სასამართლოს შეფასება
62. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით მე-2 მუხლით სიცოცხლის დაცვის უფლების ვალდებულება, სახელმწიფოს მიერ კონვენციის 1-ლი მუხლით ნაკისრ ზოგად ვალდებულებასთან ერთად „საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, საჭიროებს დაშვებას, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ფორმის ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება იმ შემთხევებში, როდესაც ხდება პირთა მკვლელობა სახელმწიფოს აგენტების მიერ ძალის გამოყენების ფარგლებში (იხ. Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, § 163, ECHR 2011). ამასთანავე, მე-3 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას განახორციელონ ეფექტიანი გამოძიება იმ შემთხვევებში, როდესაც პირი „სანდო მტკიცებით“ აღნიშნავს, რომ დაექვემდებარა ხსენებული დებულების საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ან, აშკარა საჩივრის არარსებობის შემთხვევაში, თუკი არსებობს სხვა, საკმარისად ნათელი მითითებანი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა წამებას ან, არასათანადო მოპყრობას (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 131, ECHR 2000 IV დაMembers (97) of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses v. Georgia, no. 71156/01, § 97, 3 მაისი 2007, და იქვე ციტირებული საქმეები).
63. სასამართლოს მიერ ზემოთშეფასებული ფაქტების გათვალისწინებით,წინამდებარე საქმეში, არ იკვეთება იმ მტკიცებულებების არსებობა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ტარექ ჰასანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პატიმრობისას, რომლის საფუძველზეც წარმოიშვებოდა მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება მე-3 მუხლით ეწარმოებინა ოფიციალური გამოძიება. ამასთანავე, არც ის დასტურდება, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოები რაიმე ფორმით, პირდაპირ ან ირიბად, პასუხისმგებელნი იყვნენ ტარექ ჰასანის გარდაცვალებაზე, რომელიც დადგა მისი „ქემფ ბუკადან“ გათავისუფლებიდან ოთხი თვის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ძალების მიერ არაკონტროლირებად, შორეულ ტერიტორიაზე. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო აგენტების გარდაცვალებაში ჩართულობის მტკიცებულების არარსებობის ფონზე, მაშინ როდესაც ვერც ის დასტურდება, რომ გარდაცვალება დადგა გაერთიანებული სამეფოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მე-2 მუხლით გამოძიების ვალდებულება ვერ წარმოიშვება.
64. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით წარმოდგენილი საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მიხედვით და შესაბამისად, დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული კონვენციის 35 §§ 3 და 4 მუხლების საფუძველზე.კონვენციის 5 §§ 1, 2, 3 და 4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
65. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი ძმის დაკავება გაერთიანებული სამეფოს ძალების მიერ და მისი პატიმრობა ბანაკში „ბუკა“ („ქემფ ბუკა“) არღვევს კონვენციის 5 §§ 1, 2, 3 და 4 მუხლით დაცულ უფლებას, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
„1. ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
...
b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპიტმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებმოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
...
2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლ ივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავსუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.“
მთავრობა აცხადებდა, რომ ტარექ ჰასანი არასდროს ყოფილა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ფარგლებში. ალტერნატიულად, ისინი უარყოფდნენ მეხუთე მუხლის დებულებების დარღვევით, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მისი დაკავებასა და პატიმრობას.
ა. იურისდიქცია
66. მომჩივანი აცხადებდა, რომ მთელი განხილული მოვლენების ჟამს, მისი ძმა გახლდათ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით, რომელიც მიუთითებს შემდეგს:
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თავში გ ანსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.”
1. მხარეთა არგუმენტები
ა. მომჩივანი
67. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ტარექ ჰასანი იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით სასამართლოს მიერ ალ-სკეინის საქმეში დადგენილი „ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის“ პრინციპის საფუძველზე (იხ.Al‑Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, § 138-140, ECHR 2011). მან შემდგომ მიუთითა, რომ ალ-სკეინის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა ეფექტური კონტროლი სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყზე 2003 წლის 1 მაისს ბა’ათ პარტიის რეჟიმის შეცვლის შემდეგ. მან მიუთითა, რომ 2003 წლის 9 აპრილს კოალიციის ჯარებმა დაიკავეს ბაღდადი და 2003 წლის აპრილის შუისათვის, ანუ ტარექ ჰასანის დაკავებამდე საკმაოდ ადრე, გავრცელდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ისევე როგორც აშშ პერსონალის ერთობლივი ხელმძღვანელობის დირექტორის გამოსვლა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ კოალიციის ძალები ომის ეფექტურად დასრულებულად მიიჩნევდნენ. სახელმწიფოს მიერ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის დასადგენად სასამართლოს მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს რაც შეეხება, კერძოდ კი „ტერიტორიაზე სახელმწიფოს სამხედრო ძალის წარმოდგენის მასშტაბი“ და „ადგილობრივ, სუბორდინირებულ ადმინისტრაციაზე სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მასშტაბი, რომელიც იწვევს რეგიონზე გავლენასა და კონტროლს“, არ არსებობდა 2003 წლის 23 აპრილსა და 1 მაისს რეალურად არსებულ ვითარებას შორის განსხვავების მტკიცებულებანი, ასევე, არ არსებობდა ჯეროვანი მიზეზი თუ რატომ უნდა ყოფილიყო ამ თარიღებს შორის სამართლებრივად განსხვავებული მდგომარეობა.
68. ალტერნატიულად, მომჩივანი აცხადებდა, რომ იურისდიქცია აშკარად დგინდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლის ავტორიტეტის პრინციპის საფუძველზე. მომჩივნის მიხედვით, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ამ საფუძველზე იურისდიქცია არ იყო დამოკიდებული შენობის, ტარიტორიისა თუ ავტომობილის კონტროლზე, არამედ შესაძლოა დაფუძნებოდა პირზე ფიზიკურ კონტროლსა თუ ძალაუფლებას. პირზე ამგვარი ძალაუფლება ან კონტროლი არ უნდა ყოფილიყო ექსკლუზიური ან ყოვლისმომცველი არსებული იურისდიქციის დასადგენად. სახელმწიფოსათვის არც იმ მდგომარეობაში ყოფნა იყო სავალდებულო, რომ შეძლებოდა კონვენციის ყველა უფლების დაცვა მის კონტროლს დაქვემდებარებული პირისათვის. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ უნდა უარყოს მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ან ერთობლივი კონტროლი არ იყო საკმარისი კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის.
69. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი ძმის დაკავების შემდეგ 2003 წლის 22/23 აპრილის ღამეს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი დააკავეს გაერთიანებული სამეფოს სამხედროებმა, რთულია ვიდავოთ, რომ იგი არ იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებისა და კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, 1-ლი მუხლით განსაზღვრული იურისდქიცია მასზე ვრცელდებოდა. რაც შეეხება მის ბანაკ ბუკაში მიყვანას, გაერთიანებული სამეფო აგრძელებდა ხელისუფლებისა და კონტროლის ქონას მთელი მისი პატიმრობის დროს. კერძოდ, იგი გახლდათ გაერთიანებული სამეფოს პატიმარი როგორც აპ3-რაიან მონაცემთა ბაზის, ისე აშშ ქემფ ბუკა ბაზის მიხედვით. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება პასუხისმგებელი იყო დაკავების ანგარიშისა და პატიმრობის ანგარიშის მომზადებაზე. ბანაკში მიყვანიდან მალევე, იგი გადაყვანილ იქნა JFIT ნაწილში, რომელიც სრულიად ექვემდებარებოდა გაერთიანებული ძალების კონტროლს და დარჩა მათსავე კონტროლის ფარგლებში 25 აპრილამდე. JFIT ნაწილიდან ტრანსფერის შემდეგაც კი, იგი გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რადგან გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა „ქემფ ბუკაში“ არსებულ, გაერთიანებული სამეფოს პატიმრების კეთილდღეობაზე; ისინი ამყარებდნენ კავშირს „წჯსკ“-სთან მათ მიმართ მოპყრობისა და ოჯახებისათვის პატიმრობის შეტყობინების საკითხებზე; ჰქონდათ სრული წვდომა მათზე და ყავდათ მონიტორინგის განმახორციელებელი რეზიდენტ ჯგუფი ბანაკში, რომელიც უზრუნველყოფდა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო პოლიციას ეკისრებოდა ვალდებულება ზედამხედველობა გაეწია გაერთიანებული სამეფოს პატიმრებზე, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ამოწმებდნენ და უზრუნველყოფდა გაერთიანებული სამეფოს საველე ჰოსპიტალში გაერთიანებული სამეფოს იმ პატიმრების განთავსებას, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო ზრუნვას, გაერთიანებული სამეფო ასევე პასუხისმგებელი იყო ჟენევის მე-4 და მე-5 კონვენციებით პატიმრების კლასიფიკაციაზე. არსებული მასალებიდან არ დასტურდება, რომ ტარექ ჰასანის დაკავებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები. მაიორ უილსონის ჩვენების მიხედვით, გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო თუ არა გაერთიანებული სამეფოს პატიმარი მიიღებოდა უშუალოდ გაერთიანებული სამეფოს მიერ. ტარექ ჰასანის შემთხვევაში, JFIT გასცა რეკომენდაცია მის გათავისუფლებაზე. ამასთანავე, თუკი პატიმრის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებდა გაერთიანებული სამეფო, იგი ვერ გათავისუფლდებოდა აშშ-ს მიერ, არამედ ბანაკიდან გასვლისას სკრინინგი გაერთიანებული სამეფოს მიერ უნდა გაევლო. მომჩივნის აზრით, ნათელი იყო, რომ გაერთიანებული სამეფოს პატიმრების დაცვისა და ესკორტირებისას „ქემფ ბუკადან“, ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებდა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის რანგში. აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტით, რომ გაერთიანებული სამეფო აშშ-ს უნაზღაურებდა მისი პატიმრების ცხოვრებისა და შენახვის ხარჯებს. პატიმრების განთავსება აშშ ბაზაზე წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოსათვის ოპერატიულად მოხერხებულ არჩევანს. მოცემული პოზიცია არსობრივად არაფრით განსხვავდებოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ კერძო კონტრაქტორების დაქირავებისაგან. გაერთიანებული სამეფო, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებიდან ვერ მოახერხებდა პატიმრების ამორიცხვას და პატიმრების დროებით სხვა ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებით ვერ მოიხსნიდა პასუხისმგებლობას.
ბ. მთავრობა
70. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ექსტრა-ტერიტორიული იურისდიქციის განხორციელება გამონაკლისი ხასიათისა გახლდათ. ასევე, იურისდიქციის არსი არ წარმოადგენდა „ცოცხალი ინსტრუმენტის“ დოქტრინის საგანს. ალ-სკეინის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა იურისდიქცია მომჩივნების ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაზე იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა ორ, ფაქტობრივად-სპეციფიურ გარემოებას. პირველი მნიშვნელოვანი მომენტი გახლდათ ის ფაქტი, რომ გაერთიანებულ სამეფოს, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ მხარეს, 2003 წლის 1 მაისიდან 24 ივნისამდე ეკისრებოდა უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყში უზრუნველეყო უსაფრთხოება. მეორე ელემენტი გახლდათ ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ძალების უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელების ფარგლებში ჩატარებულ ოპერაციებში გარდაიცვალნენ პირები, ამ გარემოებების არარსებობისას, არ იარსებებს არც იურისდიქციული კავშირი. კერძოდ, სასამართლოს იურისდიქცია „ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის“ საფუძველზე არ დაუდგენია, არამედ პირდაპირ მოიხმო სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ალ-სკეინის საქმეში, რომლის მიხედვითაც „სრულიად არარეალური“ იქნებოდა გვეფიქრა, რომ 2003 წლის მაისში გაერთიანებული სამეფო ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს და ვალდებული იყო ბასრაში ყველა პირი უზრუნველეყო კონვენციით დაცული უფლებებითა და თავისუფლებებით. 2003 წლის 23 აპრილს, როდესაც მოხდა მომჩივნის ძმის დაკავება, გაერთიანებულ სამეფოს ჯერ არ ჰქონდა პასუხისმგებლობა ნაკისრი სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყში მიმდინარე ოპერაციებზე; აღნიშნული პასუხისმგებლობანი არ დამდგარა 2003 წლის 1 მაისამდე.
71. მთავრობამ გაიაზრა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, 1-ლი მუხლით იურისდიქციის დადგენა შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს აგენტები მოქმედებენ იმ ტერიტორიის მიღმა, რომელზეც სახელმწიფო ახორციელებს „ტოტალურ და ექსკლუზიურ კონტროლს“ ან ახორციელებს „სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს“ ინდივიდზე, მაგალითად, როდესაც პირი იმყოფება ხელშემკვრელი სახელმწიფოს პატიმრობაში საზღვარგარეთ. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ იურისდიქციის მოცემული საფუძველი არ ვრცელდებოდა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე თუკი კონკრეტული ხელშემკვრელი სახელმწიფოს აგენტები მოქმედებდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი არ წარმოდგენდნენ ოკუპაციის განმახორციელებელ ძალას. ასეთ შემთხვევაში, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება უნდა დაექვემდებაროს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდა 2003 წლის 1 მაისამდე, მათ შორის ტარექ ჰასანის დატყვევება, გადაცემა აშშ პატიმრობისათვის „ქემფ ბუკაში“ და დაკითხვა ბრიტანეთის ძალების მიერ 2003 წლის 25 აპრილს, არ განხორციელებულა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის.
72. ამასთანავე, მთავრობა მიიჩნევდა, რომ ტარექ ჰასანი არ ყოფილა გაერთანებული სამეფოს იურისდიქციაში „ქემფ ბუკაში“ მისი მიყვანის შემდეგ იმის გამო, რომ იმ დროისათვის იგი გადავიდა აშშ პატიმრობაში და შეწყვიტა ექსკლუზიურად, ან უწინარესად, გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშ ყოფნა. მთავრობის მიხედვით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა სავალდებულოდ ითხოვდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედებას იმ ტერიტორიის მიღმა, რომელზეც სახელმწიფო ახორციელებს „ტოტალურ და ექსკლუზიურ კონტროლს“ ან ახორციელებს „სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს“ ინდივიდზე; ორმხრივი ან ერთობლივი კონტროლი არ არის საკმარისი 1-ლი მუხლით იურისდიქციის დასადგენად. მოცემულ დასკვნებზე არ მოქმედებდა ის ფაქტი, რომ „უშმ“ მე-4 მუხლის მიხედვით (იხ. პარა. 16 ზემოთ) გაერთიანებულ სამეფოს შეეძლო აშშ-სათვის მოეთხოვა ტარექ ჰასანის დაბრუნება მის პატიმრობაში. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გაერთიანებულ სამეფოს გაეკეთებინა ამგვარი მოთხოვნა. მეტიც, ის ფაქტი რომ ამგვარი დებულება არსებობდა „უშმ“-ში ნათლად მიუთითებდა, რომ იმდენად რამდენადაც ესა თუ ის პირი იყო აშშ პატიმრობაში და კონტროლის ქვეშ, იგი არ იყო გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში. ამგვარი გადანაწილება გამყარებული გახლდათ ჟენევის მესამე კონვენციის მე-12 მუხლით (იხ. პარაგრაფი 33 ზემოთ). მე-12 მუხლის პირველი პარაგრაფი მიუთითებდა, რომ სამხედრო ტყვეებისადმი „მოპყრობაზე პასუხს დამატყვევებელი სახელმწიფო აგებს“. თუმცა, მეორე პარაგრაფი ნათლად ადგენს, რომ დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ, კონვენციის სხვა წევრი სახელმწიფოსათვის სამხედრო ტყვის გადაცემის შემდეგ, „პასუხისმგებლობა პატიმრობისას კონვენციის გამოყენებაზე აკისრია იმ მხარეს, რომელიც მიიღებს მათ“. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ტარექ ჰასანი დაპატიმრებული გახლდათ „ქემფ ბუკაში“, ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენვიების გამოყენების ვალდებულება მის მიმართ ეკისრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
73. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა აცხადებდა, რომ 2003 წლის 25 აპრილს, მაშინ როდესაც ტარქ ჰასანი განისაზღვრა სამოქალაქო პირად, რომელიც უნდა გათავისუფლებულიყო და გადაყვანილ იქნა ბანაკის სამოქალაქო ფრთაში, არც გაერთიანებული სამეფო და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ არღვევდნენ სამართლებრივ უფლებას პატიმრობაში ყოლოდათ იგი. იგი ბანაკში დარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, უპასუხიმგებლო იქნებოდა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. იგი აღარ იყო დაპატიმრებული, არამედ იმყოფებოდა „ქემფ ბუკაში“ და ელოდა ტრანსპორტირებას მისი დაკავების ადგილამდე. ანალოგიურად, როდესაც მოხდა მისი ავტობუსით ტრანსპორტირება გაერთიანებული სამეფოს ძალების მიერ მისი გათავისუფლების ადგილზე, იგი იყო თავისუფალი პირი და აღარ იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს პატიმრობაში, კონტროლისა თუ იურისდიქციის ქვეშ.
2. სასამართლოს შეფასება
74. სასამართლო მოიხმობს ალ-სკეინის ზემოთციტირებულ საქმეს, პარაგრაფებს 130-142, სადაც კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის შეჯამებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის მიღმა იურისდიქციის მოქმედების პრინციპი:
„130. კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით: „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I ნაწილში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ”როგორც დადგენილია ამ მუხლში, წევრ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ („reconnaître“ - ფრანგულ ტექსტში) მათ იურისდიქციაში მყოფ პირთა უფლებები და თავისუფლებები (იხ.Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისი, § 86, Series A no. 161; Banković and Others v. Belgium and Others [GC] (dec.), no. 52207/99, § 66, ECHR 2001‑ XII). „იურისდიქცია” პირველი მუხლის მიხედვით წარმოადგენს განმსაზღვრელ კრიტერიუმს. იურისდიქციის განხორციელება სავალდებულო პირობას წარმოადგენს წევრი სახელმწიფოსთვის, რათა შესაძლებელი იყოს პასუხისმგებლობის დადგენა მასზე მიკუთვნებადი იმ ქმედებისა თუ უმოქმედობისთვის, რომელიც კონვენციაში გაწერილი უფლებებისა და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევას წარმოადგენს (იხ.Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 311, ECHR 2004‑VII).
(α) ტერიტორიულობის პრინციპი
131. სახელმწიფოს იურისდიქცია, რომელიც გამომდინარეობს პირველი მუხლიდან ძირითადად არის ტერიტორიული (იხ. Soering-ის ზემოხსენებული საქმე § 86; Bankovic-ისზემოხსენებული საქმე §§ 61 და 67;Illascu-სზემოხსენებული საქმე § 312;). სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძირითადად მოქმედებს იურისდიქციის პრეზუმპცია (Illascu ციტირებულია ზემოთ § 312; Assanidze v. Georgia #. 71503/01, § 139, ECHR 2004 II). ამის საწინააღმდეგოდ, წევრი სახელმწიფოს მოქმედებები, რომლებიც განხორციელებულია ან წარმოშობენ შედეგებს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში ექცევა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ (Bankovic- იხ ზემოხსენებულისაქმე § 67).
132. დღევანდელი მდგომარეობით, სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა აღიარა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც წევრ სახელმწიფოს ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ წარმოშობენ იურისდიქციას. ყველა შემთხვევაში, გამონაკლისი შემთხვევის დადგენა, რომელიც ადგენს წევრ სახელმწიფოს იურისდიქციას ექსტრა-ტერიტორიალურად, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ფაქტების მხედველობაში მიღებით.
(β)სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობა და კონტროლი
133. სასამართლომ პრეცედენტული სამართლით აღიარა, რომ ტერიტორიალურობის პრინციპიდან გამონაკლისის სახით, წევრ სახელმწიფოს იურისდიქცია, პირველი მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელებულიყო მისი ორგანოების ქმედებებზე, რომლებიც წარმოშობენ შედეგებს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (იხილეთ, Drozd and Janousek v. France and Spain 1992 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება Series A no. 240, § 91; Loizidou v. Turkey (პირველადი პრეტენზიები), 1995 წლის 23 მარტი, § 62, Series A no. 310; Loizidou v. Turkey (არსებითიგანხილვა), 1996 წლის 18 მარტი, § 52, გადაწყვეტილებები და განჩინებები 1996 VI; და Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე, 69).). Drozd and Janousek-ის და სხვა ზემოხსენებულ საქმეებში განსაზღვრული პრინციპი ფართოა: სასამართლო უთითებს უბრალოდ წევრ სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის „შესაძლო არსებობობაზე” ამ პირობებში. აუცილებელია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შემოწმება, რათა მოხდეს შესაბამისი პრინციპის დადგენა.
134. პირველ რიგში ნათელია, რომ დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლების ქმედებებმა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისი დებულებების შესაბამისად იმყოფებიან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება წარმოშვას იურისდიქცია, როდესაც ისინი ახორციელებენ მმართველობას და კონტროლს სხვა პირებზე (Bankovic ციტირებულია ზემოთ, § 73; იხილეთ ასევეX v. Federal Republic of Germany, no.. 1611/62, კომისიის 1976 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, Yearbook of the European Convention on Human Rights, vol. 8, pp. 158 and 169; X v. the United Kingdom, no. 7547/76, კომისიის 1977 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება; WM v. Denmark, no. 17392/90, კომისიის 1993 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
135. მეორე,სასამართლომ აღიარა, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქცია, როცა იგი სახელმწიფოს თანხმობით, მოწვევით ან მასთან შეთანხმებით ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნებიან (Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე § 71). შესაბამისად, როდესაც ჩვეულების, ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოს ორგანოები ახორციელებენ აღმასრულებელ ან სასამართლო უფლებამოსილებებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება აგოს პასუხი კონვენციის შესაბამის დარღვევებზე, თუკი ისინი მიეკუთვნებიან მას და არა შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს (იხილეთDrozd and Janousek-ისზემოხსენებულისაქმე; Gentilhomme and Others v. France, nos. 48205/99, 48207/99 და 48209/99, 2002 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება; და ასევე X and Y v. Switzerland 7289/75 და 7349/76, კომისიის 1977 წლის 14 ივლისის დასაშვებობის გადაწყვეტილება, DR 9, პ. 57).
136. დამატებით, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებს, რომ სხვადასხვა შემთხვევებში ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოქმედი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ შეიძლება განხორციელდეს პირის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოქცევა პირველი მუხლით დადგენილი იურისდიქციის შესაბამისად. პრინციპი გამოიყენებოდა, როცა პირი დაკავებული იყო სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, საქმეშიÖcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 91, ECHR 2005‑IV, სასამართლომ დაადგინა, რომ„კენიის მოხელეების მიერ თურქეთის შესაბამისი მოხელეებისათვის დაკავებულის გადაცემის შემდეგ მომჩივანი იმყოფებოდა თურქეთის მმართველობის ქვეშ და შესაბამისად მის „იურისდიქციაში“კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ახორციელებდა მმართველობას მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ”. 2004 წლის 16 ნოემბრის საქმეშიIssa and Others v. Turkey, no. 31821/96, სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილი იყო თურქი ჯარისკაცების მიერ მომჩივნის ჩრდილოეთ ერაყში დაკავების ფაქტი, რის შემდეგაც მოხდა მისი ახლომდებარე გამოქვაბულში გადაყვანა და გარდაცვალება. შესაბამისად გარდაცვლილი პირი იმყოფებოდა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ ჯარისკაცების მმართველობიდან და კონტროლიდან გამომდინარე. 2009 წლის 30 ივნისის საქმეშიAl-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom (dec.), no. 61498/08, §§ 86-89, სასამართლომ დაადგინა, რომ ერაყის ორი მოქალაქე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად სამხედრო ციხეში, ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა სრულად ექსკლუზიურ კონტროლსციხეებზე და მათში განთავსებულ პირებზე. დაბოლოს, საქმეშიMedvedyev and Othersv. France [GC], no. 3394/03, § 67, ECHR 2010-..., სასამართლომ მიუთითა, რომ საერთაშორისო წყლებში შემოწმების შემდეგ მომჩივნები ექცეოდნენ საფრანგეთის იურისდიქციის ქვეშ ფრანგი აგენტების მიერ გემზე და მის ეკიპაჟზე სრულიად ექსკლუზიური კონტროლის განხორციელების გამო. სასამართლომ აღნიშნულ საქმეებში იურისდიქცია დაადგინა არა მხოლოდ შენობებზე, გემზე ან ხომალდზე განხორციელებული კონტროლის გამო. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ფიზიკური მმართველობის და კონტროლის განხორციელებამ კონკრეტულ პირზე.
137. ნათელია, რომ როცა სახელმწიფო ახორციელებს ინდივიდზე კონტროლს,მმართველობას და შესაბამისად იურისდიქციას, სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე დაიცვას ინდივიდის კონვენციის პირველი ნაწილით დადგენილი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც მომჩივნის სიტუაციისთვის რელევანტურია. ამ მიმართებით, კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებები შეიძლება „გაიყოს და შეიკვეცოს” (შეადარეთBankovic-ისზემოხსენებულსაქმეს § 75).
(γ)ტერიტორიის ეფექტური კონტროლი
138. კიდევ ერთი გამონაკლისი პირველი მუხლით დადგენილი იურისდიქციის პრინციპიდან გახლავთ კანონიერი ანუ კანონი სამხედრო მოქმედების შედეგად, წევრ სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიის კონტროლი. ამ პირობებში, კონვენციით განსაზღვრული უფლებების და თავისუფლებების დაცვის ვალდებულება გამომდინარეობს ამგვარი კონტროლის ფაქტიდან, რომელიც ხორციელდება პირდაპირ წევრ სახელმწიფოს სამხედრო ძალების მიერ ან მის დაქვემდებარებულ ადგილობრივი თვითმართველობის მიერ (Loizidou (პირველადი პრეტენზიები), იხ.ზემოხსენებული საქმე, § 62; Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 76, ECHR 2001‑IV, Banković-ის ზემოხსენებული საქმე, § 70; Illascu-ს ზემოხსენებული საქმე, §§ 314-316; Loizidou (არსებითიგანხილვა),ზემოხსენებული საქმე § 52 ).როცა ტერიტორიის ამგვარი დომინირების ფაქტი დადგენილია, არ არის აუცილებელი განისაზღვროს წევრ სახელმწიფოს მიერ დეტალური კონტროლის განხორციელება დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამების და მოქმედებების მიმართ. ის ფაქტი, რომ წევრი სახელმწიფოს სამხედრო ან სხვა სახის დახმარება ასულდგმულებს ადგილობრივ თვითმართველობას, აკისრებს ამ უკანასკნელს პასუხისმგებელს მის პროგრამებსა და მოქმედებებზე. მაკონტროლებელ სახელმწიფოს აქვს იმის ვალდებულება, რომ პირველი მუხლის შესაბამისად დაიცვას მის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე კონვენციით და შესაბამისად რატიფიცირებული ოქმებით განსაზღვრული ძირითად უფლებათა მთლიანი დასტა. დარღვევის შემთხვევაში, სწორედ ეს სახელმწიფო იქნება აღნიშნულ უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი (Cyprus v. Turkey, ციტირებულია ზემოთ, §§ 76-77).
139. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად ახორციელებს წევრი სახელმწიფო ეფექტურ კონტროლს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ეფექტური კონტროლის დასადგენად, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას აქცევს სახელმწიფოს სამხედრო წარმომადგენლობას ტერიტორიაზე (იხილეთ, Loizidou- ს ზემოხსენებული საქმე, §§ 16 და 56; Illascu -ს ზემოხსენებული საქმე, § 387). შესაძლებელია სხვა ინდიკატორების მნიშვნელობის გათვალისწინებაც, ისეთების როგორებიცაა, თუნდაც, დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების ფარგლების შედეგად რეგიონზე გავლენა და კონტროლი (იხილეთ, Illascu ციტირებული აზემოთ, §§ 388-394).
140. ზემოხსენებული იურისდიქციის „ეფექტური კონტროლის” პრინციპი არ ანაცვლებს კონვენციის 56-ემუხლით (ადრემოქმედი 63-ე მუხლი) განსაზღვრულ დეკლარაციებს, რომლებიც სახელმწიფოების მიერ კონვენციის მიღებისას იქნა განსაზღვრული იმ უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე გასავრცელებლად, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც იყვნენ ისინი პასუხისმგებელნი. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მექანიზმს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს კონვენციის მოქმედების გავრცელება, „ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით” სხვა ტერიტორიებზეც, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეცაა იგი პასუხისმგებელი. ამ მექანიზმის არსებობა, რომელიც კონვენციაში გათვალისწინებული იყო ისტორიული მიზეზებით, არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ დაავიწროვოს პირველ მუხლში განსაზღვრული „იურისდიქციის” შინაარსი. ეფექტიური კონტროლის პრინციპით მოცული სიტუაცია განსხვავებული და უცხოა იმ შემთხვევებისგან, როცა წევრ სახელმწიფოს არ აქვს გავრცელებული კონვენციის ან რომელიმე ოქმის მოქმედება 56-ე მუხლით განსაზღვრული დეკლარაციის საშუალებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეცაა იგი პასუხისმგებელი (იხილეთ, Loizidou (preliminary objections) ციტირებულია ზემოთ, §§ 86-89 დაQuark Fishing Ltd v. the United Kingdom (dec.), no. 15305/06, ECHR 2006-...).
(δ)კონვენციის სამართლებრივი სივრცე (“espace juridique”)
141. კონვენცია წარმოადგენს ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტს (იხილეთ Loizidou v. Turkey (პირველადი პრეტენზიები), ზემოხსენებული საქმე, § 75). იგი არ აწესრიგებს არაწევრ სახელმწიფოთა მოქმედებებს და არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს გაავრცელონ კონვენციის სტანდარტები სხვა სახელმწიფოებზე (იხ., შოერინგ-ის ზემოხსენებული საქმე - 86).
142. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ როცა კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ ხდება მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დარჩებოდა უუფლებოდ და შედეგად მივიღებდით „ვაკუუმს” „კონვენციის სამართლებრივ სივრცეში” (იხ., ლოიზიდოუ (არსებითი განხილვა), ციტირებული ზემოთ, §78; Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე, § 80). მაგრამ, აღნიშნულ საქმეებში ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს იურისდიქციის განსაზღვრის მნიშვნელობა არ გულისხმობს, a contrario, რომ კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად იურისდიქცია არ შეიძლება გავრცელდეს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (სხვა მაგალითებს შორის იხილეთÖcalan, Issa, Al-Saadoon and Mufdhi, Medvedyev, ყველა ციტირებულია ზემოთ).“
75. ზემოთციტირებულ ალ-სკეინის საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების ნათესავები ხვდებოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში იმის გამო, რომ 2003 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 28 ივნისამდე გაერთიანებული სამეფო უზრუნველყოფდა სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყში უშიშროებას, ხოლო ნათესავები კი მოკლეს სამხედრო ოპერაციისას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჯარებმა განახორციელეს მმართველობის ფარგლებში (ალ-სკეინი, პარა.143-150). მოცემული დასკვნის გათვალისწინებით, არ გახლდათ აუცილებელი დადგენილიყო თუ რამდენად წარმოიშვა იურისდიქცია იმის გამო, რომ გაერთიანებული სამეფო ახორციელებდა ეფექტურ სამხედრო კონტროლს სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყზე მოცემული პერიოდში. თუმცა, ალ-სკეინის საქმეში ფაქტები მოიცავდა მასალას, რომელიც მიუთითებდა, რომ გაერთიანებული სამეფო არ ახორციელებდა მის მიერ ოკუპირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს, სწორედ ეს დაასკვნა სააპელაციო სასამართლომაც, რომელმაც განიხილა საქმე ეროვნულ დონეზე ალ-სკეინის სამართალწარმოების ფარგლებში (იხ. ალ-სკეინი, ციტირებული ზემოთ, პარა.20-23 და 80). წინამდებარე საქმე ეხება უფრო ადრინდელ პერიოდს, მანამდე სანამ გაერთიანებული სამეფო და კოალიციის მისი პარტნიორები გამოაცხადებდნენ, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა დასრულებული იყო და რომ ისინი ოკუპაციას ახორციელებდნენ და მანამდე, სანამ გაერთიანებულმა სამეფომ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში (იხ. ალ-სკეინი, ციტირებული ზემოთ, პარა. 10-11). თუმცა, მსგავსად ალ-სკეინის საქმისა,სასამართლო აუცილებლად არ მიიჩევს დაადგინოს ჰქონდა თუ არა გაერთიანებულ სამეფოს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე მოცემულ დროს, რადგან სასამართლო გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციას ტარექ ჰასანზე ადასტურებს სხვა მიზეზების გამო.
76. გაერთიანებული სამეფოს ჯარების მიერ დაკავების შემდეგ, 2003 წლის 23 აპრილის დილას, მანამდე სანამ იმავე დღის ბოლომდე ტარექ ჰასანი არ მიიყვანეს „ქემფ ბუკაში“, იგი იმყოფებოდა გაერთიანებულის სამეფოს სამხედროების ფიზიკური მმართველობისა და კონტროლის ქვეშ, შესაბამისად, ხვებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში ზემოთგანხილული ალ-სკეინი საქმის 136-ე პარაგრაფში მოცემული პრინციპების მიხედვით. მთავრობამ, წარმოდგნილ მოსაზრებებში, გაიაზრა, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო აგენტები მოქმედებენ ექსტრა-ტერიტორიულად და ამ დროს აკავებენ პირს, მაშინ საქმე გვაქვს ექსტრა-ტერიტორიულ იურისდიქციასთან, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია. თუმცა, მათ მიუთითეს, რომ იურისდიქციის ეს საფუძველი არ ვრცელდება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე, სადაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს აგენტები მოქმედებენ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ისინი არ წარმოადგენენ ოკუპაციის განმახორციელებელ ძალას და როდესაც სახელმწიფოს ქმედებანი ექვემდებარება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილ წესებს.
77. სასამართლო მოცემულ არგუმენტს არ იზიარებს. ალ-სკეინი საქმეც ეხებოდა იმ პერიოდს, რომელზეც ვრცელდებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, კერძოდ კი დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო და მისი კოალიციური პარტნიორები ახორციელებდნენ ერაყის ოპკუპაციას. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფო მომჩივნის ნათესავებზე ახორციელებდა იურისდიქციას კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით. მეტიც, მთავრობის არგუმენტის გაზიარება ამ საკითხზე შეუსაბამო იქნებოდა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოსთან, რომელმაც დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი შესაძლოა ერთდოულად მოქმედებდეს (იხ. პარა.35-37 ზემოთ). როგორც არაერთგზის აღნიშნა სასამართლომ, კონვენცია უნდა განიმარტოს არა ვაკუუმში, არამედ საერთასორისო საჯარო სამართლის სხვა წესებთან ჰარმონიაში, რადგან ეს უკანასკნელი მისი ნაწილი გახლავთ (იხ. მაგ. Al-Adsani v. the United Kingdom [GC], no. 35763/97, § 55, ECHR 2001‑XI). მოცემული წესი ვრცელდება კონვენციის როგორც 1, ისე სხვა მუხლებზეც.
78. რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც ტარექ ჰასანი შევიდა ბანაკ „ბუკაში“, მთავობამ წამოაყენა ალტერნატიული საფუძველი საკუთარი იურისდიქციის არარსებობის დასადასტურებლად, მიუთითა რა, რომ ბანაკში მიყვანა მოიცავდა პატიმრობის გადაცემას გაერთიანებული სამეფოდან ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის არგუმენტი ეფუძნება „უშმ“ პირობებსა და ჟენევის მესამე კონვენციის მე-12 მუხლს (იხ. პარა. 16, 33 და 72), სასამართლო მიიჩნევს, რომ „ქემფ ბუკაში“ მოქმედი განაწესის მიხედვით ტარექ ჰასანი იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მმართველობისა და კონტროლის ქვეშ. იგი ბანაკში მიყვანილ იქნა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პატიმარი. მიყვანიან მალევე, იგი გადაიყვანეს JFIT ნაწილში, რომელიც სრულიად კონტროლდებოდა გაერთიანებული სამეფოს ძალების მიერ (იხ. პარა.15 ზემოთ). „უშმ“ მიხედვით, რომელიც აყალიბებს გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებებს ბანაკში დაპატიმრებულ პირებთან მიმართებაში, გაერთიანებულ სამეფოს ეკისრებოდა მისი პატიმრების კლასიფიკაციის ვალდებულება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების მიხედვით და მისივე გადასაწყვეტი იყო უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ესა თუ ის ინდივიდი (იუხ. პარა. 16 ზემოთ). სწორედ ეს მოხდა ტარექ ჰასანის დაკითხვის შემდეგ JFIT ნაწილში, როდესაც გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ იგი იყო სამოქალაქო პირი, რომელიც არ უქმნიდა საფრთხეს უშიშროებას, ბრძანეს მისი გათავისუფლება, როგორც კი ამის შესაძლებლობა შეიქნებოდა. მართალია ტარექ ჰასანის „ქემფ ბუკაში“ პატიმრობის რიგი ოპერატიული ასპექტები გადაცემული იყო აშშ-სათვის, კერძოდ კი JFIT ნაწილიდან ესკორტირება და მისი დაცვა ბანაკის ტერიტორიაზე, გაერთიანებული სამეფო მაინც ინარჩუნებდა მმართველობასა და კონტროლს პატიმრობის ყველა იმ ასპექტზე, რომელსაც ეხება მომჩივნის მიერ მე-5 მუხლით წარმოდგენილი საჩივრები.
79. დაბოლოს, სასამართლო ეხმიანება მთავრობის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ტარექ ჰასანის გათავისუფლებაზე ნებართვის გაცემისა და სამოქალაქო პირთა ნაწილში გადაყვანის შემდეგ იგი აღარ იყო პატიმარი და, შესაბამისად, აღარ იყო გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ. სასამართლოს აზრით, ტარექ ჰასანი რჩებოდა შეიარაღებული სამხედრო პერსონალის პატიმრობის ქვეშ, შესაბამისად იგი იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს მმართველობასა და კონტროლში მანამდე, სანამ ავტობუსიდან არ ჩამოვიდა ბანაკის დატოვების შემდეგ.
80. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტარექ ჰასანი გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში გახლდათ გაერთიანებული სამეფოს ჯარების მიერ უმ ქასრში 2003 წლის 23 აპრილს მისი დაკავების მომენტიდან, იმ ავტობუსიდან ჩამოსვლამდე, რომელმაც იგი წაიყვანა „ქემფ ბუკადან“ გათავისუფლების ადგილას, სავარაუდოდ უმ ქასრში, 2003 წლის 2 მაისს (იხ. პარა 55 ზემოთ).
ბ. 5 §§ 1, 2, 3 და 4 მუხლით წარმოდგენილი სასაჩივრო მოთხოვნების არსებითი განხილვამხარეთა არგუმენტები
ა. მომჩივანი
81. მომჩივანი არ ეთანხმებოდა, რომ ტარექ ჰასანის დაკავება და პატიმრობა განხორციელდა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ ფაზაში, რადგან 2003 წლის 9 აპრილის შემდეგ კოალიციის ჯარებმა დაამყარეს კონტროლი ბაღდადზე და ხელისუფლებიდან გადააყენეს ბა’ათ პარტია. თუმცა, ტარექ ჰასანის დაკავება და პატიმრობა რომც განხორციელებულიყო აქტიურ საომარ ფაზაში, ეს მაინც არ დატოვებდა კონვენციას გამოყენების გარეშე. მე-15 მუხლით დადგენილია კონვენციიდან გადახვევის სპეციალური უფლებამოსილება, რომლის საჭიროებაც გამოწვეული უნდა გახლდეთ „ომით ან სხვა საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობით, რომელიც საფრთხეს უქმნის ერს“. ამ შემთხვევაში ასეთ გადახვევას ადგილი არ ჰქონია და ადგილი ვერ ექნება კონვენციური უფლებების ნაგულვებ ცვლილებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს კონვენციის შექმნის ისტორიული კონტექსტი, კერძოდ კი გლობალური კონფლიქტის შემდგომი პერიოდი. მაშინ, როდესაც ომის შესახებ მოგონებანი ჯერ კიდევ ახალი იყო, შემდგენელებმა გონებაში განიხილეს საკითხი თუ რამდენად იყო შესაძლებელი კონვენციის ფუნდამენტური უფლებების განსხვავებული მოქმედება ომის დროს და გადაწყვიტეს, რომ გადახვევა დასაშვები იქნებოდა მხოლოდ (ა) იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო ომისა თუ საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე, (ბ) იმ პირობით, რომ სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები დაცული იქნებოდა და (გ) თუკი სახელმწიფო გადახვევას აწარმოებდა ფორმალურად და ღიად. შედეგად მიღებულ იქნა მე-15 მუხლი. კონვენციის შემქმნელებს რომ ნდომოდათ რეჟიმის შექმნა, სადაც ადამიანის უფლებები ავტომატურად შეიკვეცებოდა ან ხელახლა დაიწერებოდა საერთაშორისო კონფლიქტის დროს, ისინი სწორედ ასეც მოიქცეოდნენ.
82. მომჩივანი არ დაეთანხმა რომ არსებობდა მაღალი ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო პრაქტიკა, მასზედ, რომ კონვენცია არ უნდა იყოს დაცული რეალური ან საეჭვო კომბატენტების დაჭერისას საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში. ამგვარი პრაქტიკა რომც არსებობდეს, მას თან არ ახლავს opinion juris. მეტიც, ორივეც რომ არსებობდეს, სასამართლოს ფუნქცია მე-19 მუხლის მიხედვით, გახლავთ კონვენციის დაცვის უზრუნველყოფა, არ დაუშვას მისი მხოლოდ მაშინ გამოყენება, როდესაც სახელმწიფოები იყენებენ ხოლმე მას. არც სასამართლოს პრაქტიკა არ ამყარებს მთავრობის პოზიციას, მათ შორის საქმე Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 185, ECHR 2009. ვარნავას საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი წესები აფართოებდნენ სახელმწიფოთა ვალდებულებას კონვენციის მე-2 მუხლით; იგი მხარს არ უჭერდა ხედვას, რომ ფუნდამენტური უფლებები ავტომატურად იკვეცებოდა ომის დროს. „დებულების განმარტვა მაქსიმალურად საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით“ წარმოადგენს აღიარებას, რომ არსებობს განმარტებათა სხვადასხვა ვარიანტები და რომ ზოგიერთი განმარტებანი არ ხვდება დასახულ საზღვრებში. მთავრობის მიერ „შეკვეცის“ არგუმენტი პრინციპში გულისხმობდა, რომ კონვენციური უფლებები წაკითხული უნდა იყოს იმგვარად, თითქოს მოიცავდეს „ომის დროს“ ფართო გამონაკლისს, რომელსაც სინამდვილეში იგი არ გულისხმობს. ამგვარი მიდგომა არ გამყარებულა ვარნავას საქმეში. დაბოლოს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართოს მიერ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ სარეკომენდაციო მოსაზრების მოხმობა უცნაური გახლდათ, იმის გამო, რომ სწორედ ხსენებულ მოსაზრებაში საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის დებულებებიდან გადახვევის ერთადერთი გზა, გადახვევა იყო (იხ. პარა. 36 ზემოთ).
83. სასამართლო ხშირად იყენებს კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს და აღიარებს, რომ პრინციპში იგი შეუკვეცადია (მომჩივანმა მოიხმო შემდეგი საქმეები Ahmet Özkan and Others v. Turkey, no. 21689/93, §§ 85 and 319, 6 აპრილი 2004; Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 და 16073/90, § 191, ECHR 2009; Al-Jedda, ციტირებული ზემოთ, § 105; Al-Skeini, ციტირებული ზემოთ, §§ 164-167). იგივე პოზიცია იქნა გაზიარებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ სარეკომენდაციო მოსაზრებაშიც, პარაგრაფში 106 (იხ. პარაგრაფი 36 ზემოთ). მომჩივნის მიხედვით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ამ ნაწილში აღიარებდა, რომ შესაძლოა რიგი უფლებები მოხვდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით მოცულ იმ სფეროებში, რომელზეც არ ვრცელდება ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია. მომჩივნის აზრით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გავლენას შესაძლოა ახდენდეს კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციაზე. მაგალითად, იგი შესაძლოა რელევანტური იყოს იმის დადგენისას, თუ რა ტიპის ქმედებანი იყო განუხრელად მოთხოვნილი მე-2 მუხლიდან გადახვევის საჭიროების დასადგომად. მე-5 მუხლის კონტექსტში, შესაბამის შემთხვევაში, სასამართლოს ინტერპრეტაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას „კომპეტენტური იურიდიული ორგანოს“ და „დანაშაულის“ განსამარტად 5.1(გ) მუხლით. თუმცა, არამართებული იქნებოდა მე-5 მუხლის გადატანა იმ ვითარებებში, რომელთაც მოქმედებაში მოყავთ ჟენევის კონვენციები. კონვენცია გახლდათ ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მისი დებულებანი არ უნდა იყოს დამახინჯებული და არც იგნორირებული, რათა საქმე გაუადვილდეთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ვერ გამოიყენეს კონვენციით განსაზღვრული ის მექანიზმი, რომელიც ცალსახად აღნიშნავს თუ როგორ უნდა მოხდეს დებულებების გამოყენება ომის საჭიროებების გათვალისწინებით.
84. მომჩივანმა შემდგომ განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობას არ მოუხმია არცერთი მაგალითი მასზედ, რომ გაერთიანებული სამეფოს ძალები ჟენევის კონვენციებით იყვნენ მე-5 მუხლის საწინააღმდეგოდ მოქცეულიყვნენ. ერაყის ომი იყო არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი სადამ ჰუსეინის ძალების დამხობისა და კოალიციის ძალების მიერ ოკუპაციის შემდეგ. უდავოდ, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქცის მარეგულირებელი ბევრად უფრო ნაკლები სახელშეკრულებო ვალდებულებებია საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტთან შედარებით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აყალიბებს სახელმწიფოთა მინიმუმ ვალდებულებებს, რომელიც დაცული უნდა იყოს შეიარაღებული კონფლიქტისას, მაგრამ არ აწესებს უფლებამოსილებებს. რეალურად, მთავრობის არგუმენტი, რომ კონვენცია უნდა „ჩანაცვლდეს“ წარმოადგენდა მცდელობას კიდევ ერთხელ გამხდარიყო სადავო ალ-სკეინის საქმეში (იხ. ზემოთ) დადგენილი 1-ლი მუხლით განსაზღვრული იურისდიქცია. მთავრობის პოზიცია რომ მართებული ყოფილიყო, იგი შედეგად გამოიწვევდა მსხვერპლთათვის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებების სრულად ჩამორთმევას , რადგან ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციები არ მოქმედებდა ინდივიდის დონეზე. უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ინდივიდის მიმართ მოპყრობის უფლებების ამგვარი შეზღუდვა მიუღებელი და არამართებული იქნებოდა.
85. დაბოლოს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მე-5 მუხლი განმარტებულ უნდა იქნას ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების ფარგლებში, მაშინ უნდა გათვალისწინებულ იქნას, რომ ტარექ ჰასანი დაკავებული და დაპატიმრებული იყო მომჩვნის საკუთარი ნებით ჩაბარების ზეწოლის მიზნით. პატიმრობა თვითნებური გახლდათ, იგი არ ხვდებოდა 5.1 მუხლით დადგენილ კანონიერ კატეგორიებში და თვით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლითაც კი დაუშვებელი გახლდათ.
ბ. მთავრობა
86. მთავრობამ აღნიშნა, რომ კონვენციის შემქმნელნი მიზნად არ ისახავდნენ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ ფაზაში ექსტრა-ტერიტორიული მოქმედებების სავარაუდო მსხვერპლმა,მათ შორის, სამხედრო ტყვემ, რომელიც დაცულია ჟენევის მესამე კონვენციით და რომელსაც მაინც შესაძლოა სურდეს კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევის მტკიცება, ისარგებლოს კონვენციისეული დაცვით. არც კონვენცია და არც მისი მოსამზადებელი სამუშაოები/travaux préparatoires, ისევე როგროც არც ჟენევის 1949 წლის კონვენციები და მათი მოსამზადებელი სამუშაოები/travaux préparatoires, რომელსაც სავარაუდოდ ითვალისწინებენ კონვენციის შემქმნელნი შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმის დადგენისას, არ ადასტურებს ამგვარ მიზანს. ამასთანავე, მსგავსი მიზანი შეუსაბამო იქნებოდა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური სამხედრო მოქმედებების წარმოებისას არსებულ პრაქტიკულ რეალობასთან, ისევე როგორც კონვენციის შესაბამის იურისპრუდენციასთან.
87. მთავრობის მთავარი არგუმენტი გახლდათ ის ფაქტი, რომ განხილულ მოვლენებს ადგილი ჰქონდათ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის მიღმა. ალტერნატიულად, თუკი სასამართლო დაადგნდა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა იურისდიქცია ტარექ ჰასანზე მისი პატიმრობისას, მაშინ მთავრობა აცხდებდა, რომ მე-5 მუხლი უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სამართალთან ჰარმონიაში. თუკი კონვენციის დებულებები გამოიყენებოდა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, კერძოდ კი კონფლიქტის აქტიურ ფაზაში, მაშინ მისი გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, როგორც lex specialis, რომელიც შესაძლოა იწვევდეს კონვენციის კონკრეტული დებულების ცვლილებას ან, ჩანაცვლებასაც კი. ასე მაგალითად, საქმეში კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey, nos. 6780/74 and 6950/75, Report of the Commission of 10 July 1976, volume 1,) კომისიმ საჭიროდ არ მიიჩნია მე-5 მუხლის დარღვევის საკითხის განხილვა მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ჟენევის მესამე კონვენციით დაპატიმრებულ პირებს სამხედრო ტყვეების კონტექსტში. მეტიც, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს უცვლელი მიდგომის მიხედვით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გამოიყენება როგორც lex specialis საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს მაშინ, როდესაც ხდება ადამიანის უფლებების ხელშეკრულების გამოყენებაც. ამ მიდგომას იზიარებს საერთაშორისო სამართლის კომისიის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიშიც „საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაციის შესახებ“ (იხ. პარა 38 ზემოთ) და აკადემიური ავტორები, მათ შორის შემდეგ გამოცემებში: ფლეკი „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სახელმძღვანელოსა“ და გილ და ფლეკ „საერთაშორისო სამხედრო ოპერაციების სამართლის სახელმძღვანელო“.
88. მთავრობა აცხადებდა, რომ კონვენციის მე-5 მუხლით დაცული თავისუფლების უფლება განმარტებულ უნდა იქნას შეიარაღებულ კონფლიქტში რეალური ან ეჭვმიტანილი კომბატანტების დატყვევევებისა და პატიმრობის ფუნდამენტალური მნიშვნელობის კონტექსტში. შეუძლებელია, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომლის შეიარაღებული ძალებიც ჩართულნი არიან მათი ქვეყნის მიღმა მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ სამხედრო მოქმედებებში მისცენ თავს ფუფუნება დაიცვან მე-5 მუხლის პროცედურული გარანტიები ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგე ან სავარაუდო კომბატანტების მიმართ დაპატიმრებისას მანამდე, სანამ გადაწყდება ამ უკანასკნელის სტატუსი. ამასთანავე, იმდენად რამდენადაც საკითხი წარმოიშვა მოცემულ საქმეში, იგივე პრინციპი უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო პირების დაპატიმრებისასაც, როდესაც საქმე გვაქვს „აბსოლუტურ აუცილებლობასთან“ უშიშროების მიზნებისათვის ჟენევის კონვენციის 42-ე მუხლის თანახმად (იხ. პარა. 33 ზემოთ). წინამდებარე საქმეში იმის გამო, რომ ტარექ ჰასანი დატყვევებულ იქნა და თავდაპირველად დაპატიმრებულ იქნა როგორც სავარაუდო კომბატანტი, მე-5 მუხლი ჩანაცვლდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, როგროც lex specialis ან შეიცვალა იმგვარად, რომ გათვალისწინებული ან ნებადართული ჰოფილიყო რეალური ან საეჭვო კომბატანტების დატყვევება და პატიმრობა ჟენევის მესამე და/ან მეოთხე კონვენციების შესაბამისად, და რომ შედეგად გაერთიანებული სამეფოს მიერ დარღვევას ადგილი არ ჰქონია ტარექ ჰასანის დატყვევებასა და დაპატიმრების დროს.
89. ალტერნატიულად, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-5 მუხლი მოქმედებს და არ ჩანაცვლება ან არ იცვლება შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მთავრობამ მიუთითა, 5.1 მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პატიმრობა შესაძლოა იმგვარად იქნას განმარტებული, რომ გათვალისწინებულ იქნას და შესაბამისობაში მოვიდეს მოქმედ lex specialis-თან, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან. სამხედრო ტყვეების აყვანა ჟენევის მესამე კონვენციით და სამოქალაქო პირთა პატიმრობა ჟენევის მეოთხე კონვენციით განხილულ უნდა იქნეს პატიმრობის კანონიერ კატეგორიად 5.1 მუხლით; იგი ხვდებოდა „კანონიერ პატიმრობაში“ კონვენციის 5.1(გ) მუხლით. ამ კონკრეტულ და ერთობ სპეციფიურ კონტექსტში, „დანაშაული“-ს ცნება მართებული იქნება თუ განიმარტება იმგვავარდ, რომ მოიცავდეს მოწინაღმდეგე კომბატანტად მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში ან/და დამკავებელი სახელმწიფოს უშიშროებისათვის საფრთხის შექმნას ჟენევის მეოთხე კონვენციის 42-ე მუხლით. 5.1 მუხლის ფარგლებში მთავარი შეკითხვა გახლავთ, იყო თუ არა ტარექ ჰასანის დაპატიმრება „კანონიერი დაპატიმრება“ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში; მთავრობამ მიუთითა, რომ იყო. ტარექ ჰასანი ბრიტანეთის ძალების მიერ აღქმული იყო როგორც „იარაღიანი“, აღჭურვილი აკ-47 ავტომატური იარაღით, ალ-ქუდსის არმიის გენერლის სახლის სახურავზე, სახლისა, სადაც შემდგომ აღმოჩენილ იქნა იარაღი და დაზვერვისათვის საინტერესო მასალა. იგი დაკავებულ იქნა როგორც სავარაუდო კომბატანტი და ბრიტანეთის ძალებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, კანონიერად ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ და დაეპატიმრებინათ იგი მანამდე, სანამ არ გაირკვეოდა მისი სტატუსი.
90. მთავრობამ აღიარა, რომ ამგვარ საქმეში შესაძლოა წარმოიშვას რიგი რთული საკითხები მე-15 მუხლის გამოყენებასთან მიმართებაში. ამგვარ ოპერაციებში ჩართული ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის პრაქტიკის მსგავსად, გაერთიანებულ სამეფოს დარღვევა არ ჩაუდენია; ამის საჭიროება არ არსებობდა, რადგან კონვენცია ვერ და არ ითვალისწინებს დაპატიმრებას მსგავს შემთხვევაში, ითვალისწინებს რა lex specialis - საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. მე-15 მუხლის არსებობა კონვენციაში არანაირად არ მიუთითებს, რომ ხალხის სიცოცხლისათვის საფრთხის მომცველი ომისა თუ სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებანი, ყოველთვის განმარტებულ უნდა იქნას ისევე, როგორც მშვიდობიან ჟამს. ნებისმიერი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც მე-5 მუხლი, გარდა მე-15 მუხლით დადგენილი გადახვევებისა, განმარტებულ და გამოყენებულ უნდა იქნას კონტექსტისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით,სადაც ეს უკანასკნელი არეგულირებს სავარაუდო კომბატანტების პატიმრობას, უგულვებელყოფილ უნდა იქნას, რადგან წარმოშობს კომბატანტებისა და სამოქალაქო პირების დაცვის შემცირების საფრთხეს (გამოიწვევს რა სახელმწიფოების მიერ წესებიდან გადახვევებს). ამგვარი მიდგომა შეუსაბამო იქნებოდა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების ფარგლებში რეალური ან სავარაუდო კომბატანტების დაპატიმრების უნივერსალურ პრაქტიკასთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისპრუდენციასთან, რომლებმაც ნათლად აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენება lex specialis წარმოადგენს ზოგად პრინციპს და რომ იგი არ არის დამოკიდებული იმაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი მოქმედი ადამიანის უფლებების დამცველი ხელშეკრულებიდან გადახვევას.
გ. მესამე მხარე
91. მესამე მხარის პოზიცია წარმოდგენილ იქნა ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ცენტრის მიერ, სადაც მითითება იყო გაკეთებული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნული იყო, რომ კონვენცია განმარტებული უნდა იყოს საერთაშორისო საჯარო სამართლის სხვა წესებთან ჰარმონიაში, წარმოადგენს რა იგი მის განუყოფელ ნაწილს. ამგვარი მიდგომა სასურველი და აუცილებელია, რათა სახელმწიფოებმა აირიდონ შეუსრულებელი სამართლებრივი ვალდებულებები და ურთიერთსაპირისპირო შედეგები. ასეთ მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების ფარგლებში პატიმრობის რეჟიმის განხილვისას, რადგანაც ეს უკანასკნელი სპეციალურად შეიქმნა ამ სიტუაციაბისათვის და რადგან ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციები სარგებლობდნენ უნივერსალური რატიფიკაციით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში Al-Jedda v. the United Kingdom [GC], no. 27021/08, § 107, ECHR 2011,არსებობს ერთი წინადადება, რომელიც შესაძლოა წაკითხულ იქნას ისე, თითქოს სასამართლო ვალდებულებების დაკისრებისას და არა ქმედების განსაზღვრისას ითვალისწინებს მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, კერძოდ, როდესაც მან აღნიშნა შემდეგი: „ ... სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას გამოიყენოს უვადო ინტერნირება სასამართლოს გარეშე.“ თუმცა, მესამე მხარის აზრით, გადწყვეტილების კონტექსტის მიხედვით, იკვეთება, რომ სასამართლო საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს უყურებდა არა როგორც უფლებას, არამედ შესაძლო წესების წყაროს, რომელიც შეიძლება გადასულიყო უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შეეძლო წამოეყენებინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, როგორც პატიმრობის გამამართლებელი დამოუკიდებელი საფუძველი, მაგრამ ნაცვლად ამისა, იგი დაეფუძნა მხოლოდ უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ზემორე ციტირებული წინადადება ალ-ჯედას საქმიდან არ მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ როდესაც იგი სახელმწიფოებს აკისრებს მოვალეობებს.
92. მესამე მხარემ აღნიშნა, რომ მსგავსად საერთაშორისო სამართლის მრავალი სხვა სფეროსი, რომლებიც განვითარდნენ და სიღრმისეულად მოიცვეს საქმიანობის ესა თუ ის სფერო, შეიარაღებული კონფლიქტის სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალიც (შემდგომში „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“) განვითარდნენ საკუთარი შიდა თანამიმდევრობითა და დასკვნებით. სამართლის ამ დარგისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ ბალანსის დაცვა სამხედრო აუცილებლობასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს შორის. რაც გულისხმობდა, რომ სამხედრო აუცილებლობა ვერ იქნებოდა გამოყენებული სახელშეკრულებო წესებს მიღმა, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებდა სამხედრო საჭიროებებს. მეორე პრინციპი, რომელიც საფუძველში უძევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს გახლავთ მისი არა უფლებებზე, არამედ კონფლიქტის მხარეთა ვალდებულებებზე დაფუძნება. მესამე, ინდივიდისათვის მოქმედი წესები დამოკიდებულია მის, როგორც ჯგუფის წევრის სტატუსზე, მაგალითად, კომბატანტი ან სამოქალაქო პირი. მეოთხე, მაშინ როდესაც მითითება კეთდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „პრინციპებზე“, ეს პრინციპები თავად არ წარმოადგენენ სამართლებრივ წესებს; წესები მოცემულია ხოლმე სახელშეკრულებო დებულებებში, რომელიც წარმოადგენს ხსენებული პრინციპების კოდიფიცირებას სამართლებრივად სავალდებულო ფორმით. შესაბამისად, ნათელი გახლდათ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისათვის საკუთარ წესებთან თანმიმდევრობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის უფლებების სამართლის თანმიმდევრობიდან.
93. საერთაშორისო სამართლის სფეროებს შორის ურთიერთობებიდან გამოირჩევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, სადაც მასსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთობა არა მარტო პრობლემური, არამედ ყველაზე დიდი ინტერესის მომცველიც გახლავთ. ადამიანის უფლებების დაცვის რიგი ხელშეკრულებების დებულებები პირდაპირ მიუთითებდნენ მის განგრძობად მოქმედებაზე „ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის“ დროს, მაშინ როდესაც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის წესები მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს შეიარაღებული კონფლიქტი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის, მათ შორის როდესაც ერთი სახელმწიფო ახორციელებს მეორის ტერიტორიის ოკუპირებას. მოცემული ვითარება გულისმობს, რომ ადამიანის უფლებების რიგი ხელშეკრულებები განაგრძობდა მოქმედებას, შესაძლოა სახეცვლილი ფორმით, მაშინ როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის წესებიც გამოიყენება. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ამ ურთიერთობაზე სამჯერ ისაუბრა (იხ. პარა. 35-37). გარკვეული ელემენტები ამ პრაქტიკიდან წარმოიშვა. პირველი, ის რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენება არ ანაცვლებს ადამიანის უფლებების დამცველის იურისდიქციას. რაც შედეგად იწვევს ადამიანის უფლებების სამართლის განგრძობად გამოყენებას ყველა გარემოებებში. მეორე, როდესაც გამოიყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ადამიანის უფლებების დამცველს აქვს ორი არჩევანი: ან უნდა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა სამართალი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადასახედიდან ან უნდა შერწყას ადამიანის უფლებების სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს გახლავთ ერთადერთი შესძლო განმარტება იმ საკითხებისა, რომლებიც ხვდება სამართლის ორივე დარგის არეალში, მაშინ როდესაც სხვა საკითხებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არეგულირებს. მითითება lex specialis-ზე არაფერში გვეხმარება, რითაც შესაძლოა აიხსნას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ ასპექტის მოხმობაზე უარი კონგოს გადაწყვტილებაში (იხ. პარა 37 ზემოთ). მოცემული ტერმინის გამოყენება ხშირად უფრო აღვივებს დებატებს და არ გვთავაზობს ნათელ განმარტებას.
94. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, როგორც ირკვევა, ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები წარმოადგინა მასზედ, თუ რამდენად აუცილებელია გადახვევა, მანამდე სანამ სახელმწიფო მოიხმობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. თუკი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენების საფუძველი გახლდათ არგუმენტი, რომ ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო სამართლის სხვა სფეროები, მაშინ რთული იქნება იმის განსაზღვრა, სახელმწიფომ გადაუხვია წესებს, მოიხმო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი თუ არა. მეორეს მხრივ, როდესაც სახელმწიფო არც ადამიანის უფლებებით გადახვევას არ ახდენს და არც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არ მოიხმობს, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოებს შესაძლოა მოუნდეთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენებადობაზე მითითება, რის დროსაც შესაძლოა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ აირჩია მშვიდობიან დროში მოქმედი ადამიანის უფლებების წესების დაცვა, რაც უფრო მაღალ სტანდარტს წარმოადგენს, თუმცა, ამგვარ მიდგომას თან ახლავს საფრთხე იყოს რეალობისაგან ზედმეტად დაშორებული. მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ ახორციელებს გადახვევას, არამედ ეფუძნება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანოს ექნება საშუალება ან გაითვალისწინოს სამართლის ეს დარგი ან მიუთითოს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილი ვალდებულებების შეცვლის ერთადერთი გზა მისი დაცვისაგან გადახვევა გახლავთ.
95. ამ ორ რეჟიმს შორის ურთიერთობისას არ არსებობს მხოლოდ ერთი მოქმედი წესი. ნებისმიერი ვითარება საჭიროებს სამართლის ორივე დარგის ელემენტების თანადროულ მოქმედებას, თუმცა ბალანსი და ურთიერთმიმართება სხვადასხვა იქნება. შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს ვითარებები, ასე მაგალითად, სამხედრო ტყვის დაკავება, სადაც კრიტერიუმების ერთობა გვიბიძგებს დავუშვათ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია და რომ ადამიანის უფლებათა დარღვევების განსაზღვრა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა პატიმრობის საფუძვლები და მისი გადახედვა, განხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი წესების საფუძველზე. თუმცა, ასეთ კონტექსტებშიც კი, ადამიანის უფლებათა სამართალი სრულად არ ნაცვლდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. მაგალითად, თუკი არსებობს ბრალდება არასათანადო მოპყრობაზე, ადამიანის უფლებათა სამართალი გამოსადეგი იქნება ისეთი საკითხების განსაზღვირსას, როგორიც გახლავთ დარღვევის გამომწვევი აქტების მახასიათებლები. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანოს გადასახედიდან, თავდაპირველად უმჯობესი იქნება ადამიანის უფლებათა სამართლის გამოყენება, რათა განისაზღვროს განსახილველი საკითხები, მაგალითად, პატიმრობის კანონიერების პერიოდული გადახედვა, პატიმრობის მიზეზების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, განმხილველი ორგანოს წინაშე იურიდიული დახმარება. მეორე ნაბიჯი კი იქნება საქმის მასალების კონტექსტუალური ანალიზი როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული, ისე ადამიანის უფლებათა სამართლით. იმ პირობით, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანო ანალიზს განახორციელებს საკმარისი თანმიმდევრობითა და სიცხადით, მიღებული გადაწყვეტილებანი სახელმძღვანელო ძალის მატარებელნი შეიძლება შეიქნან როგორც სახელმწიფოს, ისე შეიარაღებული ძალებისათვის მომავალი საქმიანობებისას. რაღა თქმა უნდა, მიდგომები და შედეგი იმგვარი უნდა იყოს, რომ შესაძლო იყოს შეიარაღებულ კონფლიქტში მათი პრაქტიკული გამოყენება.სასამართლოს შეფასება
ა. გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპები
96. კონვენციის 5.1 მუხლი აყალიბებს ზოგად წესს, რომ „ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“ და რომ „არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება“, გარდა (ა)-(ვ) პარაგრაფებში მოცემული შემთხვევებისა.
97. უკვე მრავალი წელია დადგენილია, რომ 5.1 მუხლით ნებადართული პატიმრობის საფუძვლები არ მოიცავს ინტერნირებასა თუ პატიმრობის პრევენციას, მაშინ როდესაც არ არსებობს განზრახვა პირს წარედგინოს ბრალი გონივრულ ვადაში (იხ.Lawless v. Ireland (no. 3), 1 ივლისი 1961, §§ 13 და 14, Series A no. 3; Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი 1978, § 196, Series A no. 25; Guzzardi v. Italy, 6 ნოემბერი 1980, § 102, Series A no. 39; Jėčius v. Lithuania, no. 34578/97, §§ 47-52, ECHR 2000-IX; და Al‑Jedda, ციტირებული ზემოთ, § 100). ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მშვიდობიანობის დროს განხორციელებულ დაკავებასა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს კომბატანტის დაკავებას შორის არსებობს მნიშვნელოვანი კონტექსტუალური და მიზნობრივი სხვაობა. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციით განსაზღვრული პატიმრობის უფლებამოსილებასა და მე-5 მუხლის (ა)-(ვ) მოცემულ კატეგორიებით განსაზღვრულ პატიმრობას შორის არის რაიმე მსგავსება. მართალია შესაძლოა 5.1(გ) პუნქტი, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს ყველაზე რელევანტურ დებულებად, მაგრამ კავშირი უშიშროებისათვის ინტერნირებასა და დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის ან სისხლისსამართლებრივად დასჯადი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო დაპატიმრებას მასთან კავშირში არ არის. სამხედრო ტყვეებად დაკავებულ კომბატანტებთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ პირთა ეს კატეგორია სარგებლობს კომბატანტის პრივილეგიით, რაც მათ აძლევთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის უფლებას და ამისათვის მათ არ აკისრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლოს მხრიდან არამართებული იქნებოდა დაედგინა, რომ პატიმრობის ეს ფორმა ხვდება 5.1(გ) პუნქტით დადგენილ მასშტაბში.
98. ამასთანავე, 5.2 მუხლი საჭიროებს ყოველი პატიმრის დაუყოვენებლივ ინფორმირებას დაკავების მიზეზების შესახებ, ხოლო 5.4 მუხლის მიხედვით კი, ყოველი პატიმარი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი პატიმრობის კანონიერების სწრაფი გადახედვა სასამართლოს მიერ. კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით „ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა საფრთხე ემუქრება ხალხის სიცოცხლეს“, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან გადახვევის მიზნით, მათ შორის მე-5 მუხლიდანაც. მოცემულ საქმეში, გაერთიანებული სამეფო მიზნად არ ისახავდა მე-15 მუხლით გადახვევას მე-5 მუხლით დაკისრებული ვალდებულებებიდან.
99. წინამდებარე საქმე პირველია, სადაც მოპასუხე სახელმწიფო სასამართლოს სთხოვს არ გამოიყენოს მე-5 მუხლით დადგენილი ვალდებულებანი ან რაიმე სხვა ფორმით განმარტოს იგი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით მინიჭებული უფლებამოსილებების გათვალისწინებით. კერძოდ, ზემოთციტირებული ალ-ჯედა საქმეში გაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ მოუთხოვია მე-5 მუხლის ცვლილება ან ჩანაცვლება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით განსაზღვრული პატიმრობის უფლებამოსილებებით. ნაცვლად ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ეკისრებოდა ვალდებულება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე მოეხდინა მომჩივნის ინტერნირება, რადგან გაეროს წესდების 103-ე მუხლით, ხსენებული ვალდებულება უპირატესობის მქონე იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებზე. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივნის ინტერნირების ვალდებულება გამომდინარეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1546-ე რეზოლუციიდან და მასზე თანდართული წერილებიდან და რომ რეზოლუცია ეხებოდა ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, კერძოდ კი ჰააგის რეგულაციების 43-ე მუხლით დაკისრებულ ვალდებულებებს (იხ. ალ-ჯედა, ციტირებული ზემოთ, პარა. 107). სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარ ვალდებულებას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ კომისიის წინაშე, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში (Cyprus v. Turkey, nos. 6780/74 and 6950/75, Report of the Commission of 10 July 1976, volume 1) წარმოიშვა წინამდებარე საქმის მსგავსი შეკითხვა, კერძოდ შესაბამისობაში იყო თუ არა პირის პატიმრობა ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილ ვალდებულებებთან იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი არ ჰქონია ჯეროვან გადახვევას კონვენციის მე-15 მუხლით. წარმოდგენილ ანგარიშში კომისიამ უარი განაცხადა განეხილა მე-5 მუხლის შესაძლო დარღვევა სამხედრო ტყვის სტატუსის მქონე პატიმრებთან მიმართებაში და გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ როგორც კვიპროსი, ისე თურქეთი იყვნენ ჟენევის მესამე კონვენციის წევრნი (იხ. ანგარიშის 313-ე პარაგრაფი). სასამართლოს დღემდე არ ჰქონია საშუალება გადაეხედა კომისიის მიდგომისათვის და საკითხი თავად გადაწყვიტა.
100. სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას კონვენციის ინტერპრეტირების უცვლელი პრაქტიკა 1969 წლის 23 მაისის სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის მიხედვით (იხ.Golder v. the United Kingdom, გადაწყვეტილება, 21 თებერვალი 1975, Series A no. 18, § 29, და მრავალი სხვა შემდგომი საქმე). ვენის კონვენციის 31-ე მუხლი, რომელიც ეხება „ინტერპრეტაციის ზოგად წესს (იხ. პარა. 34 ზემოთ), მე-3 პარაგრაფში ადგენს, რომ კონტექსტთან ერთად მხედველობაში მიღებულ უნდა იქნს (ა) ხელშეკრულების მონაწილეთა შორის ნებისმიერი შემდგომი შეთანხმება, რომელიც შეეხება ხელშეკრულების განმარტებას ან მისი დებულებების გამოყენებას; (ბ) ხელშეკრულების გამოყენების ნებისმიერი შემდგომი პრქტიკა, რომელიც აფუძნებს მონაწილეთა შეთანხმებას მისი განმარტების შესახებ; და (გ) საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი შესაბამისი ნორმები, რომლებიც გამოიყენება მონაწილეთა შორის ურთიერთობებში.
101. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არ დადებულა შემდგომი შეთანხმება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისას მე-5 მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. თუმცა, ვენის კონვენციის 31.3(ბ) კრიტერიუმთან მიმართებაში (იხ. პარა. 34 ზემოთ), სასამართლომ აქამდეც აღნიშნა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციის რატიფიკაცის შემდეგ, თანმიმდევრული პრაქტიკა შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორც მათი თანხმობა კონვენციის არა მხოლოდ ინტერპრეტაციის, არამედ ტექსტის ცვლილებასთან მიმართებაშიც კი (იხ.mutatis mutandis, Soering v. the United Kingdom, 7 ივლისი 1989, §§ 102-103, Series A no. 161 და Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom, no. 61498/08, § 120, ECHR 2010). მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა პრაქტიკა არ მოიცავს მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევას რათა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისას განხორციელდეს პირთა დაპატიმრება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით. სასამართლომ როგორც აღნიშნა ბანკოვიჩის საქმეში (Banković and Others v. Belgium and Others (dec.) [GC], no. 52207/99, § 62, ECHR 2001‑XII), მართალია არსებობს მრავალი სამხედრო მისია, რომელშიც ხელშემკვრელი სახელმწიფოები, კონვენციის რაფიტიკაციის შემდგომ, მონაწილეობენ ექტრა-ტერიტორიულად, არცერთ სახელმწიფოს არ განუხორციელებია კონცენვიის მე-15 მუხლით გადახვევა ხსენებული საქმიანობების ფარგლებში. მე-5 მუხლთან მიმართებაში წარმოდგენილი გადახვევები ეხებოდა დაპატიმრების გაზრდილ უფლებამოსილებას იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებმაც აღნიშნული პატიმრობა აუცილებლად მიიჩნიეს შიდა კონფლიქტებისა თუ ტერორისტული საფრთხეების შედეგად (იხ. მაგ, Brannigan and McBride v. the United Kingdom, 26 მაისი 1993, Series A no. 258‑B; Aksoy v. Turkey, 18 დეკემბერი 1996, Reports of Judgments and Decisions 1996-VI; და A. and Others v. the United Kingdom [GC], no. 3455/05, ECHR 2009; იხ. ასევე პარაგრაფები 40-41 ზემოთ). მეტიც, ჩანს, რომ კონვენციის მე-15 მუხლით გადახვევების შესახებ შეტყობინების გაუკეთებლობა მაშინ, როდესაც პატიმრობა ხორციელდება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისას, ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით, ასახვას პოვებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტთან მიმართებაში არსებულ სახელმწიფოს პრაქტიკაში. ანალოგიურად, მართალია პაქტის რატიფიცირების შემდეგ, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს მრავალ სახელმწიფოს განუხორციელებია ინტერირება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის საფუძველზე, მაგრამ არცერთ სახელმწიფოს პირდაპირ არ განუცხადებია პაქტის მე-4 მუხლიდან გადახვევის შესახებ როდესაც ახდენდა დაპატიმრებას (იხ. პარა.42 ზემოთ), მათ შორის არც ზემოთგანხილული სარეკომენდაციო მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების შემდეგაც, სადაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ნათლად აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა ვალდებულებანი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იმ ინსტრუმენტების საფუძველზე, რომლის წევრნიც ისინი გახლდნენ, განაგრძობდა მოქმედებას საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისას (იხ. პარა. 35-37 ზემოთ).
102. ვუბრუნდებით რა ვენის კონვენციის 31.3(გ) მუხლს (იხ. პარა.34 ზემოთ), სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ კონვენცია უნდა განიმარტოს საერთაშორისო სამართლის, რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს, სხვა წესებთან ჰარმონიაში (იხ. პარა. 77 ზემოთ). იგივე ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზეც. 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენცია მიზნად ისახავს ომის სისასტიკის შემსუბუქებას. ხსენებული დოკუმენტები ადამინის უფლებათა ევროპულ კონვენციის თანადროულად იქმნებოდა და უნივერსალური რატიფიკაციით სარგებლობენ. ინტერნირებასთან დაკავშირებული. ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის დებულებანი, წარმოადგენენ რა წინამდებარე საჩივრის საგანს, შეიქმნა უშიშროებისათვის საფრთხისმომცველი დატყვევებული კომბატანტებისა და სამოქალაქო პირების დასაცავად. სასამართლოს არაერთხელ აქვს დადგენილი, რომ კონვენციის მე-2 მუხლი უნდა „განიმარტოს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების მაქსიმალური გათვალისწინებით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, რომელიც თამაშობს განუყოფელ და უნივერსალურად აღიარებულ როლს შეიარაღებული კონფლიქტის სისასტიკისა და არაჰუმანურობის შემცირებაში“ (იხ. Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 185, ECHR 2009) და მიიჩნევს, რომ მოცემული მოსაზრებანი თანაბრად ვრცელდება მე-5 მუხლზეც. ამასთანავე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი კონვენციებითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი დაცვა თანაცხოვრობს შეიარაღებული კონფლიქტებისას (იხ. პარა 35-37 ზემოთ). მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმეში შეიარაღებული მოქმედებანი კონგოს ტერიტორიაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, მოიხმო რა საკუთარი სარეკომენდაციო მოსაზრება საქმეში ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგები, აღნიშნა, რომ: საერთაშორისო ჰუმანტიარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალს შორის ურთიერთობისას არსებობს სამი შესაძლო გადანაწილება: რიგი უფლებები ექსკლუზიურად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით რეგულირდება; სხვანი მხოლოდ ადამიანის უფლებათა სამართლით, ხოლო დანარჩენი კი საერთაშორისო სამართლის ამ ორი დარგით ერთობლივადაა მოცული (იხ. პარა.36 და 37 ზემოთ). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უნდა ეცადოს კონვენცია ისე განმარტოს და გამოიყენოს, რომ შესაბამისობაში იყოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი საერთაშორისო სამართლის მონახაზთან.
103. ყოველივე ხსენებული მოსაზრების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მთავრობის არგუმენტს, რომ მე-15 მუხლით ფორმალური გადახვევის არარსებობა სასამართლოს არ უშლის ხელს გაითვალისწინოს კონტექსტი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებანი წინამდებარე საქმეში მე-5 მუხლის ინტერპრეტირებისა და გამოყენებისას.
104. თუმცა, მსგავსად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ თვით საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი, კონვენციით დადგენილი დაცვა განაგრძობს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტება ამ დროს ხდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებების ფონზე. იმის გამო, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი დაცვა თანაარსებობს კონვენციით განსაზღვრულ უფლება/ვალდებულებებთან, მე-5 მუხლის (ა)-(ვ) პუნქტებში გაწერილი თავისუფლების აღკვეთის ნებადართული საფუძვლები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული სამხედრო ტყვეების აყვანასა და უშიშროებისათვის საფრთხის მომცველი სამოქალაქო პირების დაპატიმრებისას ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მშვიდობიან დროს ინტერნირება არ ხვდება კონვენციის მე-5 მუხლით თავისუფლების შეზღუდვაში ამავე კონვენციის მე-15 მუხლით გადახვევის უფლებამოსილების გამოყენების გარეშე (იხ. პარა. 97 ზემოთ). მხოლოდ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს არის შესაძლებლი სამხედრო ტყვეების დაკავება და საზოგადოებისათვის საფრთხის მომცველი სამოქალაქო პირების დაპატიმრება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და ამ დროს მე-5 მუხლის ისე განმარტება, რომ ეს უკანასკნელი იძლეოდეს ამგვარ ფართო უფლებამოსილებებს.
105. რაც შეეხება განხილულ პარაგრაფებში ნებადართულ პატიმრობის საფუძვლებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს „კანონიერი“ რათა თავიდან იქნას აცილებული 5.1 მუხლის დარღვევა. მოცემული გულისხმობს პატიმრობისას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართის წესების დაცვას, განსაკუთრებით კი ინდივიდის დაცვას თვითნებობისაგან, რადგან ეს უფლება წარმოადგენს 5.1 მუხლის ფუნდამენტურ მიზანს (იხ. მაგ. Kurt v. Turkey, 25 May 1998, § 122, Reports of Judgments and Decisions 1998‑III; El-Masri, ციტირებული ზემოთ, § 230; იხ. აგრეთვე Saadi v. the United Kingdom [GC], no. 13229/03, §§ 67-74, ECHR 2008, და იქვე ციტირებული სხვა საქმეები).
106. რაც შეეხება პროცედურულ გარანტიებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს პატიმრობის შემთხვევაში 5.2 და 5.4 მუხლები განმარტებული უნდა იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი წესების გათვალისწინებით. ჟენევის მეოთხე კონვენციის 43-ე და 78-ე მუხლები ადგენენ, რომ ინტერნირება „უნდა დაექვემდებაროს პერიოდულ გადახედვას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, კომპეტენტური ორგანოს მიერ“. მართალია საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ამგვარი მოთხოვნა შესაძლოა რთულად განხორციელებადი იყოს, თუმცა, ზოგადად კონვენციის 5.4 მუხლიც ითხოვს პატიმრობის კანონიერების განსაზღვრას დამოუკიდებელი „სასამართლოს“ მიერ (იხ. ეს უკანასკნელი კონტექსტი საქმეში Reinprecht v. Austria, no. 67175/01, § 31, ECHR 2005‑XII ), მაგრამ მიუხედავად ამისა, თუკი ხელშემკვრელ სახელმწიფოს მოცემულ კონტექსტში სურს დაემორჩილოს 5.4 მუხლით დადგენილ ვალდებულებას, მაშინ „კომპეტენტური ორგანო“ უნდა აკმაყოფილებდეს მიუკერძოებლობისა და სამართლიანი პროცედურის საკმარის გარანტიებს, რათა უზრუნველყოს თვითნებობისაგან დაცვა. მეტიც, პატიმრობის პირველი გადახედვა უნდა შედგეს დაპატიმრებიდან მალევე და შემდეგ დაექვემდებაროს პერიოდულ გადახედვას ხშირი ინტერვალებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ პირი, რომელიც ხვდება ინტერნირებას დაქვემდებარებულ კატეგორიაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, გათავისუფლდეს დაყოვნების გარეშე. მართალია მომჩივანი დამატებით ეფუძნება 5.3 მუხლს, სასამართო მიიჩნევს, რომ მოცემული დებულება არ გამოიყენება წინამდებარე საქმეში, რადგან ტარექ ჰასანი არ ყოფილა დაკავებული 5.1(გ) პუნქტის დებულებების შესაბამისად.
107. დაბოლოს, მართალია ზემოთმითითებული მიზეზების გამო, სასამართლო არ მიიჩნევს აუცილებლად გადახვევის შესახებ ფორმალური განაცხადის გაკეთებას, მე-5 მუხლის დებულებანი განიმარტება და გამოყენებულ იქნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას კონკრეტულად ითხოვს მოპასუხე სახელმწიფო. სასამართოს ფუნქციას არ წარმოდგენს იმის დაშვება რომ სახელმწიფომ მიზნად დაისახოს იმ ვალდებულებების შეცვლა, რომელიც მან იკისრა კონვენციის რატიფიცირებისას, თუკი ამის შესახებ თავად სახელმწიფო ცალსახად არ მიუთითებს.
ბ. მოცემული პრინციპების მისადაგება საქმის ფაქტებზე
108. სასამართლო იწყებს იმის აღნიშვნით, რომ ერაყში განხილულ პერიოდში, ყველა მონაწილე მხარე გახლდათ ჟენევის ოთხივე კონვენციის მხარე, რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისას ან მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან სრული ოკუპაციისას (იხ. ჟენევის კონვენციების მეორე საერთო მუხლი, მოცემული ზემოთ, პარა. 33). შესაბამისად, ნათელია, რომ ვითარება სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყში 2003 წლის აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში წარმოადგენს ოკუპაციას ან, აქტიურ საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს და რომ ამ ვითარებებზე ვრცელდება ჟენევის ოთხივე კონვენცია.
109. სასამართლო მოიხმობს იმ ფაქტობრივ დასკვნებს, რომელიც მან გააკეთა არსებული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე (იხ. პარა. 47-57 ზემოთ). კერძოდ, მან დაადგინა, რომ ტარექ ჰასანი პირველად ნახეს ბრიტანეთის ჯარებმა შეიარაღებული, მისი ძმის სახლის სახურავზე, სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა სხვა იარაღი და სამხედრო დაზვერვისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები (იხ. პარაგრაფები 51-54 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში, გაერთიანებული სამეფოს შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ საფუძველი ეფიქრათ, რომ იგი შესაძლო იყო ყოფილიყო პირი, რომელიც შეიძლება დაპატიმრებულიყო სამხედრო ტყვის სტატუსით ან ყოფილიყო პირი, რომლის ინტერნირებაც აუცილებელი გახლდათ უსაფრთხოების იმპერატიული მიზნებისათვის - ორივე ვარაუდი წარმოადგენდა დაკავებისა და დაპატიმრების კანონიერ საფუძველს (იხ. ჟენევის მესამე კონვენციის 4ა და 21-ე მუხლები და ჟენევის მეოთხე კონვენციის 42-ე და 78-ე მუხლები, მოცემული ზემოთ, პარაგრაფში 33). ბანაკ „ბუკაში“ მიყვანიდან თითქმის დაუყოვნებლივ, ტარექ ჰასანი ორჯერ დაიკითხა ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მიერ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ იგი იყო უშიშროებისათვის საფრთხის არ მომცველი სამოქალაქო პირი (იხ. პარა. 21-24 ზემოთ). სასამრთლომ ასევე დაადგინა, რომ მტკიცებულებები მიხედვით ტარექ ჰასანი ბანაკიდან ფიზიკურად მალევე გათავისუფლდა (იხ. პარა. 55-56 ზემოთ).
110. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩანს, რომ ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების საფუძველზე ტარექ ჰასანის დაკავება და პატიმრობა შესაბამისობაში იყო გაერთიანებული სამეფოს უფლებამოსილებებთან და არ წარმოადგენდა თვითნებულ აქტს. მეტიც, ბანაკში მიყვანიდან რამდენიმე დღეში გათავისუფლების უფლების მიცემისა და ფიზიკური გათავისუფლების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს განიხილოს წარმოადგენდა თუ არა სკრინინგის/შემოწმების პრიცესი ადექვატურ დაცვას თვითნებური პატიმრობისაგან. დაბოლოს, კონტექსტიდან და ტარექ ჰასანისათვის ორი სკრინინგ ინტერვიუს დროს დასმული შეკითხვებიდან იკვეთება, რომ მისი პატიმრობის მიზეზი ტარექ ჰასანმა იცოდა.
111. ზემოთმოცემული ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში ადგილი არ ჰქონია კონვენციის 5 §§ 1, 2, 3 ან 4 მუხლის დარღვევას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო,აცხადებს, ერთხმად, მე-2 და მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივრებს მიუღებლად;ადგენს, ერთხმად, რომ მომჩივნის ძმა იყო გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში მისი დაკავების მომენტიდან მის გათავისუფლებამდე, როდესაც იგი ავტობუსით იქნა გაყვანილი ბანაკ „ბუკადან“;ადგენს, ერთხმად, რომ საჩივრები კონვენციის 5 §§ 1, 2, 3 ან 4 მუხლით მისაღებია;ადგენს, ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 5 §§ 1, 2, 3 ან 4 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლიურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 16 სექტემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლების შესაბამისად.
მაიკლ ო’ბოილიდინ სპილმანი
გამწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე სპანოს განცალკევებული მოსაზრება, რომელიც გაზიარებულ იქნა მოსამართლეების ნიკოლაუ, ბიანკუ და კალაჯიევას მიერ.
დ.ს.
მ.ო’ბ
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy