© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენი N. 177
სექტემბერი 2014
ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დპ] – 29750/09
გადაწყვეტილება 16.9.2014 [დპ]
მუხლი 5
მუხლი 5-1
კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
ერაყში ინტერნირება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების საფუძველზე: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
მუხლი 1
სახელმწიფოთა იურისდიქცია
სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
ტერიტორიული იურისდიქცია ერაყში შეიარაღებული ძალების კოალიციის მიერ ერაყის მოქალაქის ინტერნირებასთან დაკავშირებით
ფაქტები - 2003 წლის მარტში შეიარაღებული ძალების კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით მოახდინა ერაყის ოკუპაცია. ბასრას რეგიონის ოკუპირების შემდეგ, ბრიტანეთის არმიამ დაიწყო მმართველი ბა’ათ პარტიის მაღალჩინოსანი წევრების დაკავება და მომჩივანი, პარტიის მაღალჩინოსანი, მიიმალა, ხოლო შინ, უმ ქასრში კი ოჯახის სახლის დასაცავად დატოვა ძმა ტარექი. 2003 წლის 23 აპრილის დილას ბრიტანეთის არმიის დანაყოფი მივიდა სახლში, იმედოვნებდა რა მომჩივნის დაპატიმრებას. მათი ჩანაწერების მიხედვით, შინ მათ ნახეს ტარექ ჰასანი, იგი შეიარაღებული იყო აკ-47 ტიპის ავტომატური იარაღით; მოხდა მისი დაკავება იეჭვეს რა, რომ იგი იყო კომბატანტი ან სამოქალაქო პირი, რომელიც უშიშროებას საფრთხეს უქმნიდა. ტარექ ჰასანი გადაიყვანეს ბანაკ „ბუკაში“ დაკავების ცენტრი ერაყში, რომლის მმართველობასაც აშშ ახორციელებდა. ბანაკის ნაწილს იყენებდა გაერთიანებული სამეფო პატიმართა დასაკავებლად და დასაკითხად. ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი ორგანოების მიერ დაკითხვის შემდეგ, მიჩნეულ იქნა, რომ ტარექ ჰასანი არ ფლობდა დაზვერვისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და, ჩანაწერების მიხედვით, იგი გაათავისუფლეს დაახლოებით 2003 წლის 2 მაისს, უმ ქასრში გათავისუფლებისათვის განკუთვნილ ადგილზე. მისი სხეული აღმოჩენილ იქნა 2003 წლის სექტემბრის დასაწყისში 700 კმ. მოშორებით. მას სხეულზე აღენიშნებოდა წამებისა და მკვლელობის კვალი.
2007 წელს მომჩივანმა მიმართა ინგლისის ადმინსიტრაციულ სასამართლოს, მაგრამ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ ბანაკი „ბუკა“ წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების და არა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაწესებულებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიამრთვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი ძმა დააკავეს და დააპატიმრეს ბრიტანეთის ძალებმა ერაყში, რის შემდეგაც იგი გარდაცვლილი იპოვნეს გაურკვეველ გარემოებებში. მოჩივანი ჩიოდა კონვენციის 5 $ $1, 2, 3 და 4 მუხლის დარღვევას იმის გამო, რომ დაკავება და დაპატიმრება თვითნებური და უკანონო გახლდათ, არ აკმაყოფილებდა რა კონვენციით დადგენილ გარანტიებს, ხოლო მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებზე დაყრდნობით კი აცხადებდა, რომ გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა ორგანოებმა არ განახორციელეს გამოძიება ტარექ ჰასანის დაპატიმრების, არასათანადო მოპყრობისა და გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.
სამართალი - მუხლები 2 და 3: სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა მტკიცებულებანი მასზედ, რომ ტარექ ჰასანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პატიმრობისას, რის გამოც არ წარმოშობილა მე-3 მუხლით ოფიციალური გამოძიების წარმოების ვალდებულება. ასევე, არ არსებობს მტკიცებულებანი, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რაიმე ფორმით, პირდაპირ ან ირიბად, პასუხისმგებელი იყო მის გარდაცვალებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბანაკ „ბუკადან“ მისი გათავისუფლების შემდეგ ოთხ თვეში, ქვეყნის მოშორებულ ნაწილში, რომელზეც კონტროლს არ ახორციელებდა გაერთიანებული სამეფოს ძალები. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება მასზედ, რომ გაერთიანეუბლი სამეფოს სახელმწიფო აგენტები მონაწილეობდნენ ტარექ ჰასანის გარდაცვალებაში და რადგან არც ის დასტურდება, რომ გარდაცვალებას ადგილი ჰქონდა გაერთიანებული სამეფოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მე-2 მუხლით გამოძიების ვალდებულება არ წარმოშობილა.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
მუხლი 5 $ $ 1, 2, 3 და 4
(ა) იურისდიქცია
(i) დროითი შუალედი ბრიტანეთის ჯარების მიერ დაკავებასა და ბანაკ „ბუკაში“ მიყვანას შორის: ტარექ ჰასანი იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების ფიზიკურ ძალაუფლებასა და კონტროლს ქვეშ, შესაბამისად, იგი გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ გახლდათ. სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ იურისდიქცია არ უნდა გავრცელდეს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქცის აქტიურ საომარ პერიოდზე, მაშინ როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს აგენტები/წარმომადგენლები მოქმედებენ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მათი სახელმწიფო არ არის მიჩნეული ოკუპაციის განმახორციელებლად და როდესაც სახელმწიფოს ქმედება უნდა დაექვემდებაროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს აზრით, ამგვარი დასკვნა არ შეესაბამება მის პრაქტიკასა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკას, რომელმაც დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ერთდროულად მოქმედებენ.*
(ii) დროის მონაკვეთი ბანაკ „ბუკაში“ მიყვანის შემდეგ: სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც იურისდიქცია უნდა გამორიცხულიყო ტარექ ჰასანის ბანაკ „ბუკაში“ მიყვანის მომენტიდან, რადგან ამ დროს პატიმარი გაერთიანებულმა სამეფომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. ტარექ ჰასანი ბანაკში მიყვანილ იქნა გაერთიანებული სამეფოს ტყვის სტატუსით. მისი მიყვანიდან მალევე, იგი გადაიყვანეს სრულად გაერთიანებული სამეფოს მიერ კონტროლირებულ ნაწილში. გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიის მთავრობას შორის დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო პასუხისმგებელი გაერთიანებული სამეფოს პატიმრების ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის მიხედვით კლასიფიკაციასა და იმის განსაზღვრაზე, თუ რამდენად უნდა მომხდარიყო პატიმრის გათავისუფლება. მართალია ბანაკ „ბუკაში“ ტარექ ჰასანის პატიმრობის გარკვეული ოპერაციული ასპექტი გადაეცა აშშ ძალებს (მაგალითად მისი ესკორდირება ბანაკში და მის მიღმა და მისი დაცვა), მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ შეინარჩუნა ძალაუფლება და კონტროლი პატიმრობის ყველა იმ ასპექტზე, რომელიც მნიშვნელოვანია მომჩივნის მიერ მე-5 მუხლით წარმოდგენილ საჩივრებთან მიმართებაში.
ტარექ ჰასანი, შესაბამისად, იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში 2003 წლის 23 აპრილს მისი დაკავებიდან სავარაუდოდ 2003 წლის 2 მაისს უმ ქასრში მის გათავისუფლებამდე.
დასკვნა: იმყოფებოდა იურისდიქციაში (ერთხმად)
(ბ) საქმის არსებითი მხარე: მნიშვნელოვან განსხვავებას აქვს ადგილი მშვიდობიანობის დროს დაკავების კონტექსტსა და მიზნებსა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს კომბატანტის დაკავებას შორის. ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით პატიმრობა არ შეესაბამება 5 $ 1 მუხლის (ა) და (ფ) პარაგრაფებში ჩამოყალიბებული თავისუფლების შეზღუდვის ნებადართულ საფუძვლებს.
გაერთიანებულ სამეფოს არ წარმოუდგენია ფორმალური მოთხოვნა კონვენციის მე-15 მუხლის მოქმედების შესახებ (გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს), რომელიც მას უფლებას მისცემდა გადაეხვია მე-5 მუხლით დადგენილი ვალდებულებებიდან ერაყში წარმოებული ოპერაციების ფარგლებში. ნაცვლად ამისა, მთავრობამ თხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ გამოეყენებინა გაერთიანებული სამეფოს მე-5 მუხლით დადგენილი ვალდებულებები ან განემარტა იგი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრული პატიმრობის ჭრილში.
სასამართლომ განხილვა დაიწყო კონვენციის პრაქტიკის ვენის სახელშეკრულებო სამართლის 31 $ 4 მუხლის ფარგლებში განმარტებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრეულების განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას (ა) მხარეებს შორის ხელშეკრულების ან მისი დებულებების ინტერპრეტირების შესახებ შემდგომი შეთანხმებანი, (ბ) ნებისმიერ შემდგომი პრაქტიკა ხელშეკრულების გამოყენებაზე, რომელიც ადგენს მხარეთა მიერ განმარტების პირობებს და (გ) საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესები, რომელიც არეგულირებს მხარეებს შორის ურთიერთობებს.
რაც შეეხება 31 $ 3 (ა) მუხლს, ხელშემკვრელი მხარეები არ შეთანხმებულან საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს მე-5 მუხლის განსხვავებულ ინტერპრეტირებაზე. თუმცა, 31 $ 3 (ბ) მუხლთან მიმართებაში, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა თანმიმდევრული პრაქტიკა, რომელსაც ადგილი აქვს კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას შეთანხმებად არა მხოლოდ ინტერპრეტაციის ფორმაზე, არამედ კონვენციის ტექსტის ცვლილებაზეც კი. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა პრაქტიკა არ იცნობს მე-5 მუხლიდან გადახვევას იმ მიზნით, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოხდეს პირის დაპატიმრება ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების საფუძველზე. პრაქტიკა ასახულია სახელმწიფოთა პრაქტიკაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფარგლებში.
რაც შეეხება 31 $ 3 (გ) პუნქტში მოცემულ კრიტერიუმს, ადამიანის უფლებათა სასამართლო იმეორებს, რომ კონვენცია უნდა განიმარტოს საერთაშორისო სამართლის წესებთან ჰარმონიაში, მათ შორის ეს ეხება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსაც. სასამართლომ უნდა განმარტოს და გამოიყენოს კონვენცია იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში ასახულ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებთან. შესაბამსიად, კო ნვენციის მე-15 მუხლიდან ფორმალური გადახვევის არარსებობა ხელს არ უშლის სასამართლოს მომჩივნის საქმეში მე-5 მუხლის განმარტებისა და გამოყენებისას გაითვალისწინოს კონტექსტი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებანი.
მიუხედავად ამისა, თვით საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტშიც კი, კონვენციით დადგენილი გარანტიები განაგრობს მოქმედებას, თუმცა მათი განმარტება ხდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებების გათვალისწინებით. შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და კონვენციაში არსებული გარანტიების თანაარსებობის გამო თავისუფლების ნებადართული აღკვეთის საფუძვლები, რომელიც მოცემულია (ა)-(ვ) პარაგრაფებში, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ უნდა იქნას სამხედრო ტყვეების აყვანისა და უშიშროებისათვის საფრთხის მომცველი სამოქალაქო პირების ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციების საფუძველზე დაპატიმრების დროს. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მშვიდობიანობის ჟამს ინტერნირება არ ხვდება კონვენციის მე-5 მუხლით დარეგულირებული თავისუფლების აღკვეთის სქემაში ამავე კონვენციის მე-15 მუხლით გადახვევის უფლების გამოყენების გარეშე. მხოლოდ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაშვებული სამხედრო ტყვეების აყვანისა და უშიშროებისათვის საფრთხის მომცველი სამოქალაქო პირების დაპატიმრებისას შეიძლება მოხდეს მე-5 მუხლის იმგვარად განამრტება, რომ ნებადართულ იქნეს მიჩნეული ესოდენ ფართო უფლებამოსილებებით სარგებლობა.
რაც შეეხება მოცემულ პუნქტებში გაწერილ ნებადართული პატიმრობის საფუძვლებს, თავისუფლების აღკვეთა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით „კანონიერი“ უნდა იყოს იმისათვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს კონვენციის 5 $ 1 მუხლის დარღვევას. მოცემული გულისხმობს, რომ პატიმრობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს და, ყველაზე მნიშვნელოვანი, იგი მიზნად უნდა ისახავდეს 5 $ 1 მუხლის ფუნდამენტურ მიზანს, რომელიც გულისხმობს პირის დაცვას თვითნებური პატიმრობისაგან.
რაც შეეხება პროცედურულ გარანტიებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში პატიმრობისას მუხლი 5 $ $ 2 და 4 უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გათვალისწინებულ იქნას კონტექსტი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედი წესები. ჟენევის მეოთხე კონვენციის 43-ე და 78-ე მუხლები ადგენენ, რომ „ინტერნირება უნდა დაექვემდებაროს კომპეტენტური ორგანოს მიერ პერიოდულ გადახედვას, შესაძლებლობის ფარგლებში ექვს თვეში ერთხელ“. მართალია შესაძლოა მოცემული წესი პრაქტიკაში რთული შესასრულებელი იყოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, მაგრამ იმისათვის, რომ დადგინდეს პატიმრობის კანონიერება, აუცილებელია განმხილველი ორგანო იყოს დამოუკიდებელი „სასამართლო“ 5 $ 4 მუხლის ზოგადი მოთხოვნის შესაბამისად. იმისათვის, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ მოცემულ კონტექსტში დააკმაყოფილოს 5 $ 4 მუხლის ვალდებულებები, „კომპეტენტურმა ორგანომ“ უნდა წარმოადგინოს მიუკერძოებლობისა და თვითნებურობისაგან დაცვის სამართლიანი პროცესის საკმარისი გარანტიები. მეტიც, პირველი გადახედვა უნდა შედგეს პირის დაპატიმრებიდან მალევე, რასაც უნდა მოყვეს შემდგომი გადახედვა გარკვეული ინტერვალით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ნებისმიერი პირი რომელიც არ ხვდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ინტერნირებას დაქვემდებარებულ კატეგორიაში, გათავისუფლდეს გაჭიანურების გარეშე. თუმცა, წინამდებარე საქმეში მუხლი 5 $ 3 არ გამოყენებულა, რადგან ტარექ ჰასანი არ იყო დაკავებული მე-5 მუხლის 1 (გ) პარაგრაფის შესაბამისად.
მომჩივნის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ საფუძველი ევარაუდათ, რომ ტარექ ჰასანი, რომელიც ბრიტანეთის ჯარისკაცებმა შეიარაღებული ნახეს მისი ძმის სახლის სახურავზე, სახლისა სადაც ინახებოდა სხვა იარაღი და სამხედრო სადაზვერვო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები, შესაძლოა ყოფილიყო პირი, როლის დაკავებაც დაშვებული იქნებოდა სამხედრო ტყვის სტატუსით, ან რომლის ინტერნირებაც აუცილებელი იქნებოდა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე; ორივე აღნიშნული მიზეზი წარმოადგენს ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით პირის დაკავებისა და დაპატიმრების სამართლებრივ საფუძველს. ბანაკ „ბუკაში“მიყვანისთანავე იგი დაექვემდებარა სკრინინგს აშშ-ს და გაერთიანეული სამეფოს სამხედრო სადაზვერვო ოფიცრებთან საუბრის სახით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შესაძლებელი იყო მისი გათავისუფლება, რადგან ტარექ ჰასანი წარმოადგენდა სამოქალაქო პირს, რომელის საფრთხეს არ უქმნიდა უშიშროებას. მტკიცებულებით დასტურდება, რომ იგი ფიზიკურად მალევე გაათავისუფლეს ბანაკიდან.
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ ტარქ ჰასანის დაკავება და პატიმრობა შეესაბამებოდა ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციებით განსაზღვრულ გაერთიანებული სამეფოს უფლებამოსილებებს და შესაბამისად, არ იყო თვითნებური. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება, ისევე როგორც ფიზიკურად გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა ბანაკში მიყვანიდან რამდენიმე დღეში, სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ განეხილა თუ რამდენად შეადგენდა სკრინინგის პროცესი თვითნებური პატიმრობისაგან ადექვატურ დაცვას. დაბოლოს, კონტექსტიდან და სკრინინგის ორი ინტერვიუს ფარგლებში ტარექ ჰასანისადმი დასმული შეკითხვებიდან იკვეთება, რომ მან იცოდა მისი დაპატიმრების მიზეზი.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ)
(იხ. აგრეთვე Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], 55721/07, და Al-Jedda v. the United Kingdom [GC], 27021/08, ორივე მიღებული 7 ივლისი, 2011, საინფორმაციო ბიულეტენი N. 143)
* განსაკუთრებით იხილეთ შემდეგი სარეკომენდაციო გადაწყვეტილება - Advisory Opinion on The Legal Consequences of the Construction of a Wall in the Occupied Palestinian Territory (9 ივლისი 2004).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy