მეხუთე სექცია
ჰელიგი გერმანიის წინააღმდეგ
(Case of Hellig v Germany)
(განაცხადი No. 20999/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
7 ივლისი 2011
საბოლოო ვერსია
07/10/2011
გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. შესაძლოა ის დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის გადასინჯვას
საქმეზე Hallig v. Germany
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, პრეზიდენტი,
ელიზაბეტ ფურა,
ბოსტ მ. ზუპანჩიჩი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ანა პაუერი,
განა იუდკივსკა,
ანჯელიკა ნუსბერგერი, მოსამართლე
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა განმარტოებით 2011 წლის 31 მაისს,
და ამავე დღეს გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
საქმე დაიწყო განაცხადით (No. 20999/05) გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს წარუდგინა გერმანიის მოქალაქემ, ბ-ნმა ჰერბერტ ჰელიგმა („განმცხადებელი“) 2005 წლის 31 მაისს, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის თანახმად.განმცხადებლის ინტერესებს წარმოადგენდა ადვოკატი, ბ-ნი ჰ.ო. სიეგი, რომელიც საქმიანობდა ფრანკფურტში/მაინში. გერმანიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი აგენტი, ქ-ნი ა. ვიტლინგ-ფოგელი, იუსტიციის ფედერალური სამინისტროდან.კერძოდ, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება საკანში დაექვემდებარა არასათანადო და ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.2009 წლის 15 დეკემბერს მეხუთე სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ეცნობებინა მთავრობისათვის განაცხადის შეტანის შესახებ.
ფაქტები
1. საქმის გარემოებები
განმცხადებელი დაიბადა 1953 წელს და ცხოვრობს ფრანკფურტში/მაინი.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები (background)
განმცხადებელი სასჯელს იხდიდა ბუტცბახის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2000 წლის ოქტომბერში ბუტცბახის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ უბრძანა მას, თავისი სამარტოო საკნიდან გადასულიყო სხვა საკანში, სადაც მასთან ერთად იქნებოდა ორი თნამესაკნე, ხოლო ტუალეტი არ გამოიყოფოდა შირმით ან ფარდით დანარჩენი საკნისაგან.2000 წლის 11 ოქტომბერს, ფრანკფურტის სააპელაციო სასამართლოს მიერ 1985 წელს სხვა პატიმრის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, წერილით მიმართა ბუტცბახის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსს და აცნობა, რომ ამგვარ საკანში განთავსება უკანონოა და ის უარს აცხადებს გადასვლაზე. იმავე დღეს, განმცხადებელმა შუამდგომლობით მიმართა გისენის რეგიონულ სასამართლოს, რომელმაც იგი განიხილა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განმცხადებელი რამდენიმეადგილიან საკანში გადაიყვანეს.2000 წლის 12 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულების თნამშრომლებმა განმცხადებელს უბრძანეს, დაეტოვებინა მისი სამარტოო საკანი და უთხრეს, რომ უარის შემთხვევაში გამოიყენებდნენ ძალას (unmittelbarer Zwang). შესაბამისად, განმცხადებელმა დატოვა თავისი საკანი და იგი წაიყვანეს რამდენიმეადგილიანი საკნისაკენ. თუმცა, იმ საკნის კარებთან მან კვლავ უარი თქვა იქ შესვლაზე. შედეგად, წარმოიშვა ჩხუბი განმცხადებელსა და თანამშრომლებს შორის. განმცხადებლის თქმით, მას ურტყამდნენ და სცემდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები მაშინ, როცა ის მხოლოდ პასიურად ეწინააღმდეგებოდა მის განთავsებას რამდენიმეადგილიან საკანში. მთავრობა აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ურტყამდა დაწესებულების თანამშრომლებს.შედეგად, განმცხადებელი ძალით გადაიყვანეს იზოლატორში, სადაც არაფერი იყო ისეთი, რაც საფრთხეს შეუქმნიდა (besonders gesicherter Haftraum ohne gefährdende Gegenstände). იქ მას გახადეს და ჩხრეკდნენ. მხარეების წარმოდგენილი მასალიდან არ ჩანს, რჩებოდა თუ არა განმცხადებელი შიშველი მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მან იზოლატორში გაატარა.იზოლატორი – ზომით, დაახლოებით, 8,46 კვ.მ – აღჭურვილი იყო შემდეგნაირად: ორი კარი, ერთმანეთთან დაკავშირებული ჯაჭვით, ორი კამერა, ერთი დაბურულმინიანი, გისოსებიანი ფანჯარა დღის სინათლისათვის, ერთი მატრასი ცეცხლგამძლე ზეწრით, ერთი ჩეჩმა, ერთი დასარეკი სისტემა, ორი ფანჯარა კარს ზემოთ, ალუმინის ჭერი სავენტილაციო ხვრელებით, ფილებიანი იატაკი. ტემპერატურა საკანში კონტროლდებოდა კომფორტისათვის და საკვები მოჰქონდათ ჩვეულ დროს.იზოლატორში გადაყვანისას განმცხადებელი გასინჯა ციხის ექიმმა, რომლის დიაგნოზითაც, განმცხადებელს აღმოაჩნდა მცირე ჩალურჯება სახესა და მარცხენა მუხლზე, ასევე, ჩალურჯება და მცირე ჰემატომა გულმკერდის მარცხენა მხარეს. 2000 წლის 12, 13, 16, 18 და 19 ოქტომბერს განმცხადებელი ხელახლა გასინჯა ციხის ექიმმა. 2000 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილ ექიმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებები უნდა განიკურნოს გართულების გარეშე, სილურჯე გულმკერდის არეში, სამედიცინო გამოცდილებით, გამოიწვევს დისკომფორტს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.2000 წლის 14 ოქტომბერს განმცხადებელი მოინახულა ფსიქიატრმა.2000 წლის 15 ოქტომბერს განმცხადებელთან მივიდა ციხის პასტორი. თავის 2001 წლის 12 იანვრის წერილში პასტორი აღნიშნავდა:
„რამდენადაც უსაფრთხოების ჯაჭვი ჩაკეტილი იყო, კარის მხოლოდ ოდნავ შეღება გახლდათ შესაძლებელი. მე შემეძლო დამენახა, რომ პატიმარი შიშველი იყო. არ ვარ დარწმუნებული, ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები, გადასული სილურჯეში და სამედიცინო ანგარიშის შესაბამისი. თუმცა, პატიმარი იყო ძალიან აღგზნებულ მდგომარეობაში და ლაპარაკობდა ციხის თნამშრომლების მხრიდან ცემაზე“.2000 წლის 16 ოქტომბერს ციხის ადმინისტრაციის უფროსმა წარმოადგინა შემდეგი ანგარიში:
„2000 წლის 12 ოქტომბრიდან მსჯავრდებული მოთავსებულია სპეციალურ იზოლატორში... სამედიცინო შემოწმების კვალად, დღეს განზრახული გვქონდა მისი გადაყვანა რამდენიმეადგილიან საკანში სადგურზე B I. ციხის მეთვალყურეების, B-სა და H-ის, და თავად ჩემი თანდასწრებით, მსჯავრდებულმა ჰელიგმა განაცხადა, რომ იგი დაჟინებით მოითხოვს მისი უფლების შესრულებას – გამოეყოს სამარტოო საკანი, როგორც ამას ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი – და რომ ის არ დატოვებს იზოლატორს. თუ ამას ძალით გააკეთებენ, მაშინ ციხის ზედამხედველებს მოუწევთ მისი “ცემა სიკვდილამდე“.2000 წლის 17 ოქტომბერს განმცხადებელი მოინახულა ციხის ფსიქოლოგმა დოქტორმა E-მ, რომელმაც განმცხადებელთან საუბრის შესახებ შემდეგი ანგარიში წარმოადგინა:
„მე მოვინახულე ბატონი ჰელიგი 2000 წლის 17 ოქტომბერს იზოლირებულ საკანში იმ განზრახვით, რომ მეპოვა გამოსავალი ჩიხში შესული ვითარებიდან. თუმცა, ბ-ნი ჰელიგი ამტკიცებდა, რომ ვერაფრით წავიდოდა კომპრომისზე და დაჟინებით ითხოვდა თავისი მოთხოვნის შესრულებას სამარტოო საკანში გადაყვანაზე... მას ძნელად წარმოუდგენია ამ ციხეში დარჩენა, სადაც უპატიოდ მოეპყრნენ იზოლატორში მოთავსებასთან დაკავშირებით... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბ-ნ ჰელიგს იმდენად აკვიატებული აქვს ეს აზრი, ამჟამად ვერ შეძლებს კომპრომისის დაშვებას და დროებით გამოსავალზე მსჯელობას. იგი მიიჩნევს, რომ მას ცუდად ეპყრობიან და ართმევენ სამარტოო საკანს, რომელსაც მანამდე იკავებდა. ბ-ნი ჰელიგი, როგორც ყოფილი სპორტსმენი და არამწეველი, ვერ შეეგუება საკნის გაზიარებას მწეველებთან.“განმცხადებელი იზოლატორში რჩებოდა 2000 წლის 19 ოქტომბრის 11:30 სთ-მდე, სანამ იგი არ დათანხმდა ციხის ჰოსპიტალში მოთავსებას. ამის შემდეგ მან წამოიწყო საქმისწარმოებათა ორი წყება.
საქმისწარმოება, დაკავშირებული ძალის სავარაუდო გამოყენებასთან ციხის ზედამხედველების მხრიდან და იზოლატორში დაკავების უკანონობა
2000 წლის 25 ოქტომბერს განმცხადებელმა მოსთხოვა გისენის რეგიონულ სასამართლოს (Gießen Regional Court), უკანონოდ გამოეცხადებინა მისი იზოლატორში დაკავების ფაქტი და ციხის ხელისუფლების(ხელმძღვანელობის) მხრიდან გამოყენებული ძალა. მან წარმოადგინა, რომ ციხის თანამშრომლები ურტყამდნენ და სცემდნენ მიუხედავად იმისა, რომ არავითარი მიზეზი არ მიუცია ზედამხედველებისათვის მის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.2004 წლის 8 აპრილს რეგიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა ამ მოთხოვნაზე. სასამართლომ გაითვალისწინა ციხის პასტორის, ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ციხის ფსიქოლოგის წერილობითი განცხადებები (იხ. ზემოთ §§14-16). ამას გარდა, მან განაცხადა: ეჭვგარეშეა, რომ განთავსება რამდენიმეადგილიან საკანში, სადაც ტუალეტები არ არის გამოყოფილი დანარჩენი საკნისაგან არც შირმით და არც ფარდით, უნდა იყოს უკანონო, როგორც ეს უკვე დაადგინა ფრანკფურტის სააპელაციო სასამართლომ ადრინდელ პრეცედენტულ სამართალში.რეგიონული სასამართლოს თანახმად, განმცხადებლის იზოლატორში მოთავსება არ იყო გამოწვეული მისი უარით რამდენიმეადგილიან საკანში გადასვლაზე. კერძოდ, ეს არ იყო დისციპლინარული ზომა მის დასასჯელად წინააღმდეგობის გაწევისათვის, იგი იზოლატორში მოათავსეს თავისი ქცევის გამო, ძალადობისა და ფიზიკური ზიანის განსაკუთრებულ საფრთხეს რომ უქმნიდა სხვა ადამიანებს (ციხის აქტის ნაწილი 88, §§1, 2 no. 5, იხ. ქვემოთ: „შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა“), რაც იძლევა იზოლატორში დროებით დაკავების ნებას.სასამართლომ თავისი დასკვნები დააყრდნო ციხის თანამშრომელთა განცხადებებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ განმცხადებელი მათ ხელს კრავდა და ურტყამდა, რომ ის გახდა ძალიან აგრესიული, როცა უბრძანეს რამდენიმეადგილიან საკანში გადასვლა. ციხის ზედამხედველები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ თავად განმცხადებელი იყენებდა ძალას. მისი ძალადობრივი ქცევის გამო აუცილებელი გახდა, რომ ციხის ხელისუფლებას გამოეყენებინა ძალა განმცხადებლის იზოლატორში გადასაყვანად, რათა თავიდან აეცილებინათ ციხის ზედამხედველებისათვის ზიანის მიყენება.ამას გარდა, რეგიონული სასამართლო მიიჩნევს, რომ „დაზუსტებით არ შეიძლება დადგინდეს“, არსებობდა თუ არა თვითდაზიანების ან სუიციდის სერიოზული რისკი იზოლატორში მოთავსების პერიოდში.ეს დაკავება იყო პროპორციული, რადგან განმცხადებლის გამოყვანა საკნიდან შეუძლებელი გახდა 2000 წლის 19 ოქტომბრამდე. მან განაცხადა, რომ ციხის პერსონალი მოკლავდა მას, თუ მოისურვებდა რამდენიმეადგილიან საკანში ძალით გადაყვანას. სავარაუდოდ, ეს იყო მიზეზი, რის გამოც ის კვლავ შეეწინააღმდეგებოდა ამგვარ გადაყვანას. ამდენად, 2000 წლის 19 ოქტომბრამდე არსებობდა განმცხადებლის მხრიდან ძალადობრივი ქმედების განსაკუთრებული რისკი. გარდა ამისა, ციხის ფსიქოლოგმა დაადგინა, რომ განმცხადებელი სრულებით არ იყო მზად კომპრომისის მიღწევისათვის, კერძოდ, ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ გადაეყვანათ სამარტოო საკანში.2004 წლის 8 აპრილს განმცხადებელმა წარმოადგინა აპელაცია კანონმდებლობის პუნქტებზე. კერძოდ, ის მიუთითებდა, რომ შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე, სპეციალურ იზოლატორში დაკავების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. აქედან გამომდინარე, 7-დღიანი განთავსება იყო არაპროპორციული.2004 წლის 27 სექტემბერს ფრანკფურტის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის აპელაცია მიუღებლად ცნო იმ მიზეზით, რომ ამასთან დაკავშირებით საჭირო არ იყო გადაწყვეტილება კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ან პრეცედენტული სამართლის სიმყარის დასადასტურებლად.2004 წლის 26 ოქტომბერს განმცხადებელმა შეიტანა საკონსტიტუციო საჩივარი. იგი აცხადებდა, რომ მას ურტყამდნენ და სცემდნენ იზოლატორში განთავსებამდე, მიუხედავად იმისა, რომ მან ითხოვა თანხმობა იზოლატორში გადაყვანაზე. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა შემდეგს:
„ მოცემულ შემთხვევაში მე არ ვასაჩივრებ თავისუფლების აღკვეთას, როგორც ასეთს. თუმცა, საკონსტიტუციო საჩივარი მიმართულია ჩემი დროებითი დაკავების განსაკუთრებით მკაცრი პირობების წინააღმდეგ (“besonders einschneidende Art und Weise meiner zeitweiligen Unterbringung”), განაჩენის გამოტანის პროცესში“.2004 წლის 28 დეკემბერს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ, მის პროცესუალურ ნორმებზე დაყრდნობით, უარი თქვა განმცხადებლის საკონსტიტუციო საჩივარზე, დამატებითი მიზეზების დასახელების გარეშე.
სისხლის სამართალწარმოება
2001 წლის 12 მარტს გისენის საზოგადოებრივმა პროკურატურამ შეწყვიტა სისხლის სამართალწარმოება ციხის ზედამხედველთა წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ განმცხადებლის იზოლატორში გადაყვანის პროცესში. პროკურორის ოფისმა აღნიშნა: განმცხადებლის სამედიცინო შემოწმებამ 2000 წლის 12 ოქტომბერს აჩვენა, რომ მას ჰქონდა დალურჯებები. რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებულმა რენტგენმა არ დაადასტურა მოტეხილობა ან ძვლების სხვაგვარი დაზიანება. ამდენად, დადგინდა, რომ განმცხადებელს აქვს დაზიანებები იზოლატორში მისი გადაყვანის გამო. თუმცა, შეუძლებელია დადგინდეს, ეს დაზიანებები მიღებულია ციხის პერსონალის მხრიდან – კერძოდ, დარტყმითა და ცემით – თუ გარდაუვალი შედეგია მისი იზოლატორში იძულებითი გადაყვანისა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ციხის წესდების შესაბამისი დებულებები იკითხება ასე:
სექცია 88 (სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები)
„(1) სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოიყენონ მისი ქცევიდან გამომდინარე, ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისიწნებით, როცა არსებობს მისი გაქცევის მომეტებული საფრთხე, ან სხვა ადამიანების თუ ქონების მიმართ ძალადობრივი შეტევის საფრთხე, ან სუიციდისა თუ თვითდაზიანების საფრთხე.
(2) მოცემული ზომები შეიძლება ჩაითვალოს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებად:
...
5. დაკავება სპეციალურ იზოლატორში, რომელიც არ შეიცავს საშიშ ობიექტებს,
...
(5) სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უნდა გრძელდებოდეს მანამ, სანამ საჭიროა მათი მიზნებიდან გამომდინარე.“
სექცია 92 (ექიმი სპეციალისტის ზედამხედველობა)
„(1) როცა მსჯავრდებული დაკავებულია სპეციალურ იზოლატორში ან ხელბორკილებით (სექცია 88 (2) nos. 5 და 6), ექიმი სპეციალისტი უნდა მივიდეს მასთან მალევე და, თუ შესაძლებელია, მოინახულოს ყოველდღე ამის შემდეგ...
(2) ექიმ სპეციალისტთან რეგულარული კონსულტაციები საჭიროა მანამ, სანამ მსჯავრდებულს ეკრძალება ყოველდღიური გასვლები ჰაერზე“.
სექცია 96 (პროპორციულობის პრინციპი)
„(1) ძალის პირდაპირი გამოყენების რამდენიმე შესაძლო და შესაფერის ზომას შორის უნდა შეირჩეს ის ზომები, რომლებიც, სავარაუდოდ, ნაკლებ ზიანს მიაყენებს პირს და, ზოგადად, საზოგადოებას.
(2) ძალის პირდაპირი გამოყენება არ უნდა მოხდეს, როცა ზიანი, რომელიც მოსალოდნელია გამოიწვიოს, აშკარად არ არის პროპორციული სასურველი შედეგისა“.
სექცია 109 (სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა)
„(1) პატიმრობის აღსრულების სფეროში ინდივიდუალური შემთხვევების მარეგულირებელ ზომათა გაპროტესტება შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნით...“
III. ევროპის საბჭოს დოკუმენტები
ქვემოთ მოცემული ამონარიდები აღებულია წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის მე-2 ზოგადი ანგარიშიდან (CPC/Inf(92)3):
“56. CPT განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ მსჯავრდებულთ, რომლებიც იმყოფებიან განცალკევებით მოთავსებასთან მიახლოებულ პირობებში, მიუხედავად იმისა, თუ რა არის ამის მიზეზი (დისციპლინარული მიზეზი, მათი „საშიშიანობის“ თუ „რთული ქცევის“ შედეგი, სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინტერესები, მათი პირადი მოთხოვნა).
პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს, რომ დაცული იყოს ბალანსი საქმის მოთხოვნებსა და განცალკევებით მოთავსების ტიპის რეჟიმის გამოყენებას შორის, რომელიც ისეთი ნაბიჯია, რასაც მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები დაკავშირებული პირისათვის. მარტო განთავსება, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას; ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ზომა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე....“
CPT-ს 1998 წლის ანგარიშიდან ფინეთის შესახებ (CPC/Inf(96)28):
“102. ამას გარდა, განყოფილება მოიცავს „სადამკვირვებლო საკანსაც“, სადაც შეიძლება მოათავსონ მსჯავრდებულნი, რომლებზეც ეჭვია, რომ მიმართავენ სუიციდს ან დაიზიანებენ საკუთარ თავს. ზედამხედველობა ხორციელდებოდა შიგნით ჩამონტაჟებული CCTV კამერების მეშვეობით... დელეგაციას აცნობეს, რომ იქ მოთავსებულ მსჯავრდებულებს ხშირად ხდიან ტანსაცმელს და შიშველს ტოვებენ საკანში. ამგვარი პრაქტიკა სრულებით მიუღებელია.
CPT იძლევა რეკომენდაციას, რომ მსჯავრდებულების შიშვლად განთავსება სადამკვირვებლო საკანში დაუყოვნებლივ დამთავრდეს. ამგვარ საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ ჭუჭყგამძლე ტანსაცმელი და საწოლის მოწყობილობები...“
CPT-ს 1998 წლის ანგარიშიდან ბელგიის შესახებ 2009 (CPC/Inf(2010)24):
„130... მსჯავრდებულის საკანში შიშვლად დატოვება, CPT-ს თანახმად, წარმოშობს ღირსების შემლახველ ქმედებას. CPT იძლევა რეკომენდაციას, რომ ამგვარ პრაქტიკას დაუყოვნებლივ ბოლო მოეღოს. არსებობს სპეციალური სამოსი, რომელიც საშუალებას აძლევს მსჯავრდებულს, რომ ეცვას რაც შიძლება ცოტა ტანსაცმელი, რამდენადაც გასათვალისწინებელია სუიციდის საფრთხე“.
სამართალი
სარჩელი განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ციხის თანამშრომელთა მხრიდან.განმცხადებელი ჩიოდა იმის გამო, რომ მას ურტყამდნენ და სცემდნენ ციხის ზედამხედველები იზოლატორში მოთავსებამდე. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
მთავრობა ეყრდნობა მტკიცებულებებს, რომლებიც მოყვანილია გისენის რეგიონული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში.სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეების წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ არის ცხადი, დაცვის სამართლებრივ საშუალებათგან რომელს იყენებს განმცხადებელი იმ მიზნით, რომ დაიწყოს ციხის ზედამხედველთა სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ცუდად მოეპყრნენ მას. თუნდაც ჩაითვალოს, რომ ადგილობრივი საშუალებები მთლიანად ამოიწურა, განმცხადებლის საჩივარი სავარაუდო ცუდად მოპყრობის შესახებ უნდა გამოცხადდეს დაუშვებლად, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი შემდეგ საფუძვლებზე.სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მე-3 მუხლი აბსოლუტური მნიშვნელობით არ კრძალავს ძალის გამოყენებას ადამიანების მიმართ დაკავების საკნებში. თუმცა, ძალის ამგვარი გამოყენება უნდა იყოს მხოლოდ გამოუვალ ვითარებაში და არავითარ შემთხვევაში აღმატებული. ფიზიკური ძალის გამოყენება თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ისე, თუ ეს არ არის გამოწვეული მკაცრი აუცილებლობით მისივე ქცევის გამო, ლახავს ადამიანურ ღირსებას და პრინციპულად არღვევს უფლებას, რომელიც გარანტირებულია მე-3 მუხლით (იხ. აგრეთვე: Ribitsch v. Austria, 4 December 1995, § 38, Series A no. 336 and Staszewska v. Poland, no. 10049/04, § 53, 3 November 2009).სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ არასათანადო მოპყრობის დარღვევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით (იხ. აგრეთვე Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006‑IX; and, mutatis mutandis, Klaas v. Germany, 22 September 1993, § 30, Series A no. 269). იგი აღნიშნავს, რომ გისენის რეგიონულმა სასამართლომ, გამოწვლილვით განიხილა რა განმცხადებლის მტკიცებულებები და ციხის ზედამხედველთა და მოწმეთა განცხადებები, დაასკვნა, რომ მხოლოდ განმცხადებელმა გამოიყენა ძალა ციხის ზედამხედველთა მიმართ და არა პირიქით. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა.ამას გარდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ციხის ექიმმა, გასინჯა რა განმცხადებელი იზოლატორში მოთავსებისთანავე, დაადგინა მხოლოდ მცირე დალურჯებები და პატარა ზომის ჰემატომა, რომელიც განიკურნებოდა გართულებათა გარეშე. რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთებულმა რენტგენულმა გამოკვლევამ არ აჩვენა არანაირი მოტეხილობა ან ძვლების რაიმე დაზიანება. სასამართლო იღებს იმას, რომ ეს დაზიანებები შეიძლება აიხსნას განმცხადებლის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობით, როცა მას იძულებით ათავსებდნენ იზოლატორში.ამას გარდა, სასამართლო აღნიშნავს: გისენის რეგიონული სასამართლო აღიარებს, რომ კანონიერი არ არის განმცხადებლის მოთავსება რამდენიმეადგილიან საკანში, რომელიც არ იყო აღჭურვილი სამი ადამიანისათვის. როგორც ჩანს, სათანადო საცხოვრებელი არ იყო ხელმისაწვდომი განმცხადებლისათვის შესაბამის დროს. ამ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს, ციხის წესრიგის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, შეეძლო გონივრულად აღეძრა საჩივარი მისი გადაყვანის წინააღმდეგ და, საბოლოოდ, გაესაჩივრებინა ზიანი, წარმოშობილი არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო, ვიდრე ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია მისი გადაყვანისათვის.ყველა ამ გარემოების და, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა მიიღო სხეულის დაზიანება მცირე დოზით, სასამართლო ასკვნის: გადაყვანისას განმცხადებლის მიმართ მოპყრობას არ მიუღწევია არაჰუმანური მოპყრობის ზღვრისთვის. აქედან გამომდინარე, განცხადების ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას, კონვენციის 35-ე მუხლის §3 (a)-ს შესაბამისად.
II. საჩივარი იზოლატორში დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით
განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი მოთავსება იზოლატორში და იქ დაკავება შვიდი დღის განმავლობაში ტანსაცმლის გარეშე, უტოლდება არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.მთავრობა არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
დასაშვებობა
სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის §3(a)-ს მნიშვნელობით. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ განაცხადი არ შეიძლება დაუშვებლად გამოცხადდეს რაიმე სხვა საფუძვლით. ამდენად, ის შეიძლება გამოცხადდეს დასაშვებად.
საქმის არსებითი მხარეგანმცხადებლის არგუმენტაცია
განმცხადებელი ჩიოდა იზოლატორში 7 დღის განმავლობაში დაკავებაზე, სადაც ის იმყოფებოდა ტანისამოსისა და პირადი ჰიგიენის საშუალებათა გარეშე. იგი ხაზს უსვამდა შემდეგ ფაქტს: ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მისი მოთავსება რამდენიმეადგილიან საკანში, როგორც ეს თავდაპირველად გადაწყვიტა ციხის ხელმძღვანელობამ, უნდა ჩათვლილიყო უკანონოდ. შედეგად, მას მიეცა უფლება, წინ აღდგომოდა ციხის თნამშრომელთა ძალადობრივ ქმედებებს, რისი მიზანიც იყო მისი იძულება, გადასულიყო რამდენიმეადგილიან საკანში. შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი მისი იზოლატორში გადაყვანისათვის.განმცხადებელმა, ამასთან, აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოსდა ის ძალადობრივად თავს დაესხა ციხის თანამშრომლებს, რასაც კარგად აჩვენებს შემდეგი ფაქტი: ციხის არც ერთი თანამშრომელი არ დაზიანებულა. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ დარჩენილიყო სამარტოო საკანში. ის დაუყოვნებლივ და წინააღმდეგობის გარეშე დატოვებდა იზოლატორს, თუ მას შესთავაზებდნენ ასეთ საცხოვრებელს.გარდა ამისა, განმცხადებლის თქმით, მისი გადაადგილებისა და მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა იზოლატორში გამიზნული იყო იმისათვის, რომ ის ეიძულებინათ, დათანხმებოდა რამდენიმეადგილიან საკანში გადასვლაზე.
მთავრობის არგუმენტაცია
მთავრობა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთავსება იზოლატორში, არსებული საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე, არ უტოლდება არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. განმცხადებლის მიმართ მოპყრობა თანხვდება ციხის წესდების შესაბამის დებულებებსა და ადმინისტრაციულ სახელმძღვანელო პრინციპებს.იზოლატორში მოთავსების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მთავრობა არ მიიჩნევს, რომ გადაიკვეთა არაადამიანური მოპყრობის ზღვარი. გადაადგილებისა და მოქმედების შეზღუდვის განსაკუთრებულ გარემოებებს არ გამოუწვევია განმცხადებლის ფიზიკური დაზიანება ან ემოციური სტრესი იმ ზომამდე, რომ ეს განხილულიყო როგორც არაადამიანური მოპყრობა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ განმცხადებელს თითქმის ყოველდღიურად ნახულობდა სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი, ასევე, ფსიქოლოგი და სასულიერო პირი.იმის გამო, რომ საქმის გარემოებები თითქმის 10 წლის წინანდელია, იზოლატორში მოთავსების დეტალების სრული აღდგენა შეუძლებელია. წერილობითი დოკუმენტაცია ცხადად არ აჩვენებს, ჰყავდათ თუ არა გაშიშვლებული განმცხადებელი იზოლატორში ყოფნისას. თუმცა, ეს იყო მიღებული პრაქტიკა – გაშიშვლებული მოეთავსებინათ ადამიანი ამ ტიპის საკანში იმისათვის, რომ დაეცვათ იგი თვითდაზიანებისაგან, რამდენადაც იმყოფებოდა აღგზნებულ და/ან ემოციურ მდგომარეობაში.განმცხადებლის მოთავსება იზოლატორში იყო ერთადერთი დარჩენილი შესაძლებლობა ციხის ზედამხედველთა დაზიანების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მიდრეკილი იყო ძალადობისაკენ, რაც გამოვლინდა ციხის ზედამხედველებზე თვდასხმით. მიღებული ზომების პროპორციულობა შემოწმდა სათანადო შუალედებში. ციხის მენეჯმენტი ესწრაფვოდა უსაფრთხოების ამ ზომის რაც შეიძლება მალე შეცვლას. თუმცა, ეს თავიდანვე შეუძლებელი გახდა განმცხადებლის მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის სურვილის ნაკლებობის გამო. მისივე თანხმობით, განმცხადებელი დროებით გადაიყვანეს საავადმყოფოში 2000 წლის 19 ოქტომბერს, რადგან ციხეში არ ჰქონდათ სამარტოო საკნის მიცემის შესაძლებლობა.გარდა ამისა, მთავრობა მიიჩნევს, რომ არც განმცხადებლისათვის გადაადგილებისა და მოქმედების ხანმოკლე შეზღუდვა, არც კონკრეტული გარემოებანი, არც განმცხადებლის დაკავების მიზანი არ ექცევა კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. იზოლატორში განმცხადებლის მოთავსების მიზანი არ ყოფილა მისი დასჯა რამდენიმეადგილიან საკანში გადასვლაზე უარისათვის – ციხის ზედამხედველებზე მისი თავდასხმისა და შემდგომი ქცევის გამო გაჩნდა შიში ციხის წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევისა.საბოლოოდ, მთავრობამ დაადგინა: გასათვალისწინებელია ისიც, რომ განმცხადებელმა მაინც მიაღწია თავის მიზანს, არ მოეთავსებინათ იგი რამდენიმეადგილიან საკანში.
სასამართლოს შეფასება
სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი აბსოლუტური მნიშვნელობით კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად არსებული გარემოებებისა და მსხვერპლის ქცევისა. არასათანადო მოპყრობა უნდა აღწევდეს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოექცეს მე-3 მუხლის ფარგლებში. სისასტიკის მინიმალური ზღვარის შეფასება ფარდობითია; იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური შედეგები და, ზოგიერთ შემთხვევაში, სქესი, ასაკი და მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. inter alia, Price v. United Kingdom, no. 33394/96, § 24, ECHR 2001-VII და Jalloh, ციტირებული ზემოთ, § 67). დარღვევა არასათანადო მოპყრობის სახით გამყარებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით (იხ.no. 33394/96, §24, ECHR 2001-VII და Jalloh, ციტირებული ზემოთ, § 67).მოპყრობას სასამართლო მიიჩნევდა „არაადამიანურად“ იმიტომ, რომ inter alia, ის იყო წინასწარ განზრახული, მიმდინარეობდა საათების განმავლობაში, მძიმე გარემოებებში და გამოიწვია როგორც სხეულის ფიზიკური დაზიანება, ასევე ინტენსიური ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა (იხ. Labita, ციტირებულია ზემოთ, § 120). მოპყრობას ჩათვლიდა „ღირსების შემლახველად“, როცა ის მსხვერპლში იწვევდა შიშის, ტანჯვისა და დამდაბლების შეგრძნებას – რასაც შეეძლო მისი შეურაცხყოფა, დამცირება და, შესაძლოა, ფიზიკური ან მორალური მდგრადობის შერყევა (იხ. Hurtado v. Switzerland, 28 იანვარი 1994, კომისიის მოსაზრებები, § 67, Series A no. 280) – ან როცა მოპყრობა ისეთი იყო, რომ მსხვერპლს აიძულებდა, მოქცეულიყო მისი სურვილის ან სინდისის წინააღმდეგ (იხ. მაგალითად, Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v. Greece (the “Greek case”), nos. 3321/67, 3322/67, 3323/67 და 3344/67, კომისრის 1969 წლის 5 ნოემბრის ანგარიში, Yearbook 12, გვ. 186 და Keenan v. the United Kingdom, no. 27229/95, §110, ECHR 2001-III). გარდა ამისა, იმის გადაწყვეტისას, მოპყრობა არის თუ არა „ღირსების შემლახველი“ მე-3 მუხლის მნიშვნელობით, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც სასამართლო გაითვალისწინებს, არის საკითხი, იყო თუ არა ასეთი მოპყრობის მიზანი შესაბამისი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება. ასევე, ამგვარი მიზნის არარსებობით არ შეიძლება საბოლოოდ გამოირიცხოს მე-3 მუხლის დარღვევა (იხ. Raninen v. Finland, 16 დეკემბერი 1997, § 55, Reports of Judgments and Decisions 1997‑VIII; Peers v. Greece, no. 28524/95, §§ 68 and 74, ECHR 2001-III; და Jalloh, ციტირებულია ზემოთ, §68). იმისათვის, რომ ამასთან დაკავშირებული დასჯა ან მოპყრობა იყოს „არაადამიანური“ ან „დამამცირებელი“, მისგან გამოწვეული ზიანი ან დამცირება ყველა შემთხვევაში უნდა სცდებოდეს ზიანისა და დამცირების იმ აუცილებელ ელემენტს, რაც უკავშირდება კანონით დაშვებული მოპყრობისა ან დასჯის ფორმას (იხ. Labita, ციტირებულია ზემოთ, §120 და Jalloh, ციტირებულია ზემოთ, § 68).უბრუნდება რა მოცემული საქმის გარემოებებს, სასამართლო, თავდაპირველად, ხედავს, რომ განმცხადებელი მოათავსეს იზოლატორში, რათა დაეცვათ ციხის თანამშრომლები მისი თავდასხმისაგან. მისი დაკავების განსაკუთრებულ გარემოებათა შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ საკნის ფართობი იყო 8,46 კვ. მ. აქ იყო მატრასი და თურქული ტიპის ტუალეტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე არსებითი საშუალებები, რომლებიც აღმოჩნდა იზოლატორში, არ იყო მოსახერხებელი გრძელვადიანი საცხოვრებლისათვის. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოთავსება ამ საკანში ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან სულაც არ იყო გამიზნული, როგორც გრძელვადიანი ღონისძიება. ეს ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ციხის ხელმძღვანელობაც და ფსიქოლოგიური სამსახურიც 2000 წლის 16 და 17 ოქტომბერს ცდილობდა დაერწმუნებინა განმცხადებელი, რომ გაეთავისუფლებინა იზოლატორი და, საბოლოოდ, გადასულიყო ციხის საავადმყოფოში, რადგან სხვა სამარტოო საკანი არ იყო იმ დროისათვის.სასამართლო შემდეგ აკვირდება იმას, რომ მხარეთა წარმოდგენილი მასალებიდან არ არის ცხადი, განმცხადებლის გაჩხრეკისა და იზოლატორში მოთვსების შემდეგ ის კვლავ შიშველი რჩებოდა თუ არა. სასამართლო ამის შესახებ აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არასოდეს, იზოლატორში მოთავსების პერიოდში თუ ეროვნულ სასამართლოებში საქმისწარმოებისას, არ უჩივლია მისთვის ტანსაცმელზე ხელმისაწვდომობის აკრძალვის გამო. თავის სარჩელში სასამართლოს წინაშე ის მხოლოდ ჩიოდა, რომ გააშიშვლეს.მეორე მხრივ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მთავრობის არგუმენტაციას, რომ ადამიანების მოთავსება ტანსაცმლის გარეშე ამგვარი ტიპის საკნებში მიღებული პრაქტიკა იყო იმისათვის, რომ ისინი დაეცვათ თვითდაზიანებისაგან, რამდენადაც იმყოფებოდნენ აღგზნებულ მდგომარეობაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ციხის პასტორმა, რომელმაც მცირე ხნით მოინახულა განმცხადებელი იზოლატორში მოთავსებიდან სამი დღის შემდეგ, დაწერა თავის ანგარიშში (რომელიც მოყვანილია გისენის რეგიონული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში), რომ განმცხადებელი, მყოფი ძალიან აღგზნებულ მდგომარეობაში, გააშიშვლეს.სასამართლო, ეყრდნობა რა ზოგადი წესის გამოყენებას, რომელსაც იხსენიებს მთავრობა (იხ. §§46 და 54, ზემოთ) განმცხადებლის საქმეში, ასკვნის: არის საკმარისად მყარი, ცხადი და თანმხვედრი ნიშნები, რომ განმცხადებელი გაშიშვლებული ჰყავდათ იზოლატორში ყოფნისას. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებებმა იცოდნენ ამის შესახებ და უნდა გამოეძიებინათ ეს ფაქტები. შესაბამისად, განმცხადებლის საჩივრის შემდგომ განხილვას სასამართლო აყრდნობს იმ დაშვებას, რომ განმცხადებელი, რასაკვირველია, გააშიშვლეს მისი იზოლატორში მოთავსების შვიდდღიან პერიოდში.სასამართლო მიიჩნევს, რომ ტანსაცმელზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს შიშის, ტკივილისა და დამდაბლების გრძნობა, რასაც მოჰყვება მისი შეურაცხყოფა და დამცირება. რაც შეეხება დასახულ მიზანს, სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტაციას, რომ, როგორც წესი, ადამიანს ათავსებენ იზოლატორში ტანსაცმლის გარეშე, რათა დაიცვან იგი თვითდაზიანებისაგან. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ გისენის რეგიონულმა სასამართლომ – რომელსაც ჰქონდა უპირატესობა, გამოეძიებინა ფაქტები და მოესმინა მოწმეებისათვის უფრო ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს მოახერხა სასამართლომ – ვერ შეძლო დარწმუნებით დაედგინა, არსებობდა თუ არა თვითდაზიანების ან სუიციდის სერიოზული საფრთხე განმცხადებლის საკანში ყოფნისას. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტზე: არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ ციხის ხელმძღვანელობას ეფიქრა ნაკლებად მკაცრი საშუალებების გამოყენებაზე, როგორიცაა განმცხადებლისათვის ისეთი ტანსაცმლის მიწოდება, რომელიც არ იხევა, თანახმად წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციისა (იხ. ზემოთ, §29).ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთავსება იზოლატორში შვიდი დღის განმავლობაში, როგორც ასეთი, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ ამ კონკრეტული საქმის გარემოებებში. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთვრობამ ვერ წარმოადგინა საკმარისი რაოდენობის მიზეზი, რითაც დაასაბუთებდა ასეთ უხეშ მოპყრობას, როგორიცაა განმცხადებლისათვის ტანსაცმლის ჩამორთმევა იზოლატორში ყოფნისას. ამდენად, განმცხადებელი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას მე-3 მუხლის შესაბამისად.აქედან გამომდინარეობს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
III. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
ამას გარდა, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იზოლატორში მის მოთავსებასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ხანგრძლივობა არღვევს მის უფლებას, აღმოუჩინონ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-13 მუხლით. გარდა ამისა, გისენის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა მისსავე პრეცედენტულ სამართალს და, ამდენად, არღვევდა განმცხადებლის უფლებას თანასწორი მოპყრობისა, გარანტირებულს კონვენციის მე-14 მუხლით.თუმცა, ყველა იმ მასალის შუქზე, რომელიც მის ხელთაა – და რამდენადაც გასაჩივრებული საკითხები ექცევა მისი კომპეტენციის ფარგლებში – სასამართლო ადგენს, რომ არ ვლინდება არანაირი დარღვევა კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი უფლებების და თავისუფლებებისა.აქედან გამომდინარე, საჩივრები არ არის აშკარად დასაბუთებული და უარყოფილი უნდა იყოს კონვენციის 35-ე მუხლის §§3(a) და მე-4 მუხლით.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„Tu sasamarTlo daadgens, rom dairRva konvencia da misi oqmebi, xolo Sesabamisi maRali xelSemkvreli mxaris Sidasaxelmwifoebrivi samarTali darRvevis mxolod nawilobrivi gamosworebis SesaZleblobas iZleva, saWiroebis SemTxvevaSi, sasamarTlo dazaralebul mxares samarTlian dakmayofilebas miakuTvnebs.”
განმცხადებელი ითხოვდა 40,000 ევროს მისი არაფინანსური ზარალის გამო, როგორც კომპენსაციას ტკივილისა და ტანჯვისათვის, შედეგად რომ მოჰყვა დაზიანებებს, რომლებიც მიიღო იზოლატორში ძალადობრივი გადაყვანისა და მოთავსებისას.მთავრობა ეყრდნობოდა მის არგუმენტაციას, რომ კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა.სასამართლო აცხადებს, რომ განმცხადებლის საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმატებული. გადაწყვიტა რა თანასწორობის საფუძველზე, იგი განმცხადებელს აკუთვნებს 10,000 ევროს – არაფინანსური ზარალისათვის.
ხარჯები და დანახარჯები
განმცხადებელი ასევე ითხოვდა 200 ევროს – გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად ეროვნულ სასამართლოთა წინაშე – და 5,000 ევროს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ხარჯებისათვის.მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს, მიიღოს ანაზღაურება ხარჯებისა და და გაწეული დანახარჯებისათვის მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მას შეუძლია დაადასტუროს, რომ მათი გაღება მოხდა რეალურად და აუცილებლობიდან გამომდინარე და ეს ხარჯები გონივრული იყო თავისი მოცულობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტური დასაბუთება სავარაუდო დანახარჯებისა ეროვნული სასამართლოების წინაშე და, ამასთან, არ განსაზღვრა ადვოკატის ხარჯი სასამართლოს წინაშე წარდგენის სანაცვლოდ. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრული იქნება, უარი ეთქვას განმცხადებელს მოთხოვნილი დანახარჯების კომპენსაციაზე ეროვნული სასამართლოების წინაშე და მიეკუთვნოს თანხა – 3,500 ევროს ოდენობით – მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში განხორციელებული საქმისწარმოებისათვის.
sauravi
სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური ნიხრით, რასაც უნდა დაემატოს თანხის სამი პროცენტი.
xsenebuli mizezebidan gamomdinare, sasamarTlom erTxmad
1. გამოაცხადა იზოლატორში დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივარი დაშვებულად და განაცხადის დარჩენილი ნაწილი – დაუშვებლად;
2. დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი;
3. დაადგინა, რომ
(a) მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უნდა გადაუხადოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან 3 თვის განმავლობაში:
(i) 10,000 ევრო (ათი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა, არაფინანსური ზიანისათვის;
(ii) 3,500 ევრო (სამი ათას ხუთასი ევრო), პლუს ნებისმიერი თანხა, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს განმცხადებელი გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისათვის;
(b) რომ ზემოხსენებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადახდის დღემდე საურავი უნდა გადაიხადონ იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპული ბანკის სესხისათვის განკუთვნილ მინიმალურ პროცენტს, რომელსაც უნდა დაემატოს სამპროცენტიანი განაკვეთი;
4. უარყოფს განმცხადებლის სხვა პრეტენზიებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
შესრულებულია ინგლისურად და გაცხადებულია წერილობითი სახით 2011 წლის 7 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკი
რეგისტრატორი
დინ შპილმანი
პრეზიდენტი
Full & Egal Universal Law Academy