© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #143
ივლისი, 2011
ჰაინეში ( Heinisch) გერმანიის წინააღმდეგ - 28274/08
გადაწყვეტილება 21.7.2011 [V სექცია]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული მოხუცებულებზე ზრუნვის მომსახურების ხარვეზებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საჩივრის წარდგენის გამო ექთნის გათავისუფლება: დარღვევა
ფაქტები - განმცხადებელი გერიატრიულ ექთნად მუშაობდა მოხუცებულთა სახლში, იმ კომპანიაში, რომლის მეტი წილი ეკუთვნოდა ბერლინის ლანდს. 2003 წლის იანვრიდან 2004 წლის ოქტომბერამდე პერიოდში ის და მისი კოლეგები მუდმივად მიუთითებდნენ მმართველობას, რომ შტატების ნაკლებობის გამო ძალიან გადატვირთულები იყვნენ და მომსახურების სათანადო დოკუმენტირება ვერ ხდებოდა. ინსპექტირების შედეგად ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის სამედიცინო შემოწმების საბჭომ დაადგინა მომსახურების მიწოდების მძიმე ხარვეზები, მათ შორის არასაკმარისი პერსონალი და არადამაკმაყოფილებელი ზრუნვა და დოკუმენტირება. 2004 წლის ნოემბერში განმცხადებლის იურიდიულმა მრჩეველმა წერილობით მიმართა კომპანიას, უთითებდა რა პერსონალის პრობლემაზე და ინტერესდებოდა, როგორ აპირებდა კომპანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. მას შემდეგ რაც კომპანიამ უარყო ბრალდებები, მრჩეველმა სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა კომპანიის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, რაც გამოიხატა კომპანიის მიერ რეკლამებში მითითებული მაღალი ხარისხის მომსახურების მიუწოდებლობაში, პრობლემების მუდმივ მიჩქმალვასა და თანამშრომლებისთვის ანგარიშების გაყალბების დავალდებულებაში. 2005 წლის იანვარში პროკურატურამ შეწყვიტა დაწყებული წინასწარი გამოძიება. იმავე თვეში განმცხადებელი ავადმყოფობის გამო ხშირი გაცდენისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, რაც ძალაში შედიოდა 31 მარტიდან. პროფესიულმა კავშირმა და განმცხადებლის მეგობრებმა გაავრცელეს ლიფლეტი, რომელიც მის გათავისუფლებას უწოდებდა „პოლიტიკურ დისციპლინურ ზომას სხვა დასაქმებულთა დასაშინებლად“ და უთითებდა სისხლის სამართლის საჩივარზე. კომპანიამ, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი სისხლის სამართლის საჩივრის შესახებ, განმცხადებელი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა, ჩათვალა რა რომ მან მოახდინა ლიფლეტის მომზადებისა და გავრცელების ინიცირება. ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს განმცხადებლის საჩივარი გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიიჩნიეს რა, რომ მისი საჩივარი სისხლის სამართის საქმის ინიცირებასთან დაკავშირებით „უტყუარი მიზეზი“ იყო მისი გაფრთხილების გარეშე გათავისუფლებისთვის.
კანონმდებლობა - მე-10 მუხლი: ყველასთვის მისაღები იყო ის, რომ მე-10 მუხლის მიზნებისთვის განმცხადებლის მიერ სისხლის სამართლის საჩივრის შეტანა მხილება იყო და მისი თანმდევი გათავისუფლება და ამასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები წარმოადგენდა მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. ეს ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ კი განმცხადებლის დამქირავებლის საქმიან რეპუტაციასა და ინტერესებს.
რაც შეეხება ჩარევის პროპორციულობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული პირის შესახებ საქმეში გუჯა (Guja) მოლდოვეთის წინააღმდეგ* დადგენილი პრინციპები და კრიტერიუმი ასევე ვრცელდება კერძო სამართალში დასაქმებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე და უნდა იქნეს გამოყენებული დამსაქმებლის მხრიდან უკანონო ქმედების ან გადაცდომის სიგნალირების დასაქმებულის უფლების შესაფასებლად, დამსაქმებლის რეპუტაციისა და კომერციული ინტერესების დაცვის უფლებასთან მიმართებით.
მოხუც პაციენტთა სპეციფიური მდგომარეობისა და მათი შეურაცხყოფის თავიდან აცილების საჭიროების გათვალისწინებით, გავრცელებული ინფორმაცია უდავოდ საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა და შესაბამისად აკმაყოფილებდა გუჯას პირველ კრიტერიუმს. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, შესაძლებელი იყო თუ არა ინფორმაციის გავრცელება ალტერნატიული საშუალებებით, განმცხადებლის მიერ სისხლის სამართლის საჩივრის შეტანამდე მან მრავალგზის მიმართა ზემდგომებს იმის შესახებ, რომ იყო გადატვირთული და გააფრთხილა, რომ სისხლის სამართლის წესით გასაჩივრება შეეძლო. სიმართლეს შეესაბამებოდა ის, რომ დამსაქმებლის ქცევა დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობად მოხსენიებული იყო მხოლოდ სისხლის სამართლის საჩივარში, მაგრამ განმცხადებელს დამსაქმებლისთვის უკვე გამხელილი ქონდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ეფუძნებოდა მისი საჩივარი და არ არსებობდა იმის საკმარისი მტკიცებულება მისი პრეტენზიის გასაბათილებლად, რომ დამატებით შიდა საჩივრები არაეფექტური იყო. რაც შეეხება შემდეგ კრიტერიუმს, იყო თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ავთენტური, განმცხადებლის მტკიცებები არ იყო მოკლებული ფაქტობრივ საფუძვლებს (სამედიცინო შემოწმების საბჭომაც გააკრიტიკა იგივე ხარვეზები) და არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მან წინასწარი შეცნობით ან ზედაპირული მიდგომის საფუძველზე გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ წინასწარი გამოძიება არ გაგრძელდა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებები, რასაც ეფუძნებოდა სისხლის სამართლის საჩივარი თავიდანვე ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული იყო ან ზედაპირული იყო. არ არსებობდა იმის მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დამდგარიყო განმცხადებლის მიერ მეოთხე კრიტერიუმის დაკმაყოფილება - კეთილსინდისიერი მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საჩივრის ჩამოყალიბებისას ადგილი ქონდა გაზვიადებასა და განზოგადებას, მისი ბრალდებები არ იყო სრულად მოკლებული ფაქტობრივ საფუძვლებს და არ წარმოადგენდა დამსაქმებელზე უსაფუძვლო პირად თავდასხმას. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც დაასკვნა, რომ კომპანიის გარეთ ინფორმაციის გავრცელება იყო აუცილებელია, განმცხადებელს დაუყოვნებლივ არ მიუმართავს მედიისთვის ან არ გაუვრცელებია ფლაერები, არამედ მიმართა იურისტს სისხლის სამართლის საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით რჩევისთვის. რაც შეეხება მეხუთე კრიტერიუმს, დამსაქმებლისთვის მიყენებულ ზიანს, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის ბრალდებები კომპანიისთვის ზიანის მომტანი იყო, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიის მიერ მოხუცებულთა ზრუნვის ხარვეზების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაწონიდა კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და ინტერესების დაცვის ინტერესს. და ბოლოს, რაც შეეხება პასუხისმგებლობის ზომის სიმკაცრეს, განმცხადებელს დაეკისრა შრომის კანონმდებლობით დასაშვები ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა. ამას უარყოფითი გავლენა ქონდა არა მარტო განმცხადებლის კარიერაზე, არამედ ასევე მნიშვნელოვანი დამაშინებელი ეფექტი ქონდა როგორც ამ კომპანიის პერსონალზე, ისე ზოგადად ექთნების მიმართ, რაც იმ სფეროში, სადაც პაციენტები როგორც წესი მოკლებული არიან თავიანთი უფლებების დაცვის უნარს და სადაც სწორედ ექთნები ხედავენ მათზე ზრუნვის პროცესში არსებულ ხარვეზებს, ინფორმაციის გავრცელების დემოტივაციას იწვევდა.
შესაბამისად, განმცხადებლის გაფრთხილების გარეშე გათავისუფლება არაპროპორციული იყო და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს სამართლიანი ბალანსის დაცვა დამსაქმებლის რეპუტაციასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განმცხადებლის უფლების დაცვის აუცილებლობას შორის.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41ე მუხლი: 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* გუჯა (Guja) მოლდოვეთის წინააღმდეგ [დპ], # 14277/04, 12 თებერვალი, 2008, საინფორმაციო შეტყობინება #105.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy