© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #120
2009 წლის ივნისი
ჰერი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ – 25803/04
გადაწყვეტილება 30.6.2009 (V სექცია)
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო პოლიტიკური პარტიების დაშლა: არ არის დარღვევა
ფაქტები: პოლიტიკური ორგანიზაცია ჰერი ბატასუნა დაფუძნდა როგორც საარჩევნო კოალიცია და რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1979 წლის არჩევნებში. 1986 წელს ჰერი ბატასუნა დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ პარტიათA რეესტრში. 2001 წელს მომჩივანმა ბატასუნმა შეიტანა განაცხადი პოლიტიკურ პარტიათა რეესტრში პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირების მიზნით. 2002 წელს ესპანეთის პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი 6/2002 პოლიტიკუტი პარტიების შესახებ (LOPP). ახალი კანონით დადგენილი ნოვაცია ჩაიდო თავი II-ში პოლიტიკური პარტიების ორგანიზაცია, ფუნქციონირება და საქმიანობა და თავი III-ში პოლიტიკური პარტიების დაშლა და სასამართლო გადაწყვეტილებით მათი საქმიანობის შეწყვეტა. 2002 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა საგამოძიებო მოსამართლემ Audiencia Nacional–ში შეწყვიტა ბატასუნას საქმიანობა და ბრძანა ყველა იმ ოფისის დახურვა სამი წლის ვადით რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა ჰერი ბატასუნას და ბატასუნას. 2002 წლის სექტემბერში სახელმწიფო საბჭომ იმოქმედა ესპანეთის მთავრობის სახელით და მიმართა უზენაეს სასამართლოს მომჩივანის პარტიის დაშლის მიზნით და საფუძვლად დაუდო ახალი LOPP კანონის დარღვევა სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით რომელიც შეუფერებელია დემოკრატიული და კონსტიტუციური ღირებუელბებისთვის, დემოკრატიული პროცესისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა ასევე მიმართა უზენაეს სასამართლოს იმავე პარტიების დაშლის მოთხოვნით LOPP კანონის შესაბამისად. 2003 წელს ბატასუნამ მოითხოვა ახალი LOPP კანონის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეკითხვით მიმართვა. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა დ ამიუთითა რომ ბატასუნას მიერ დაყენებული საკითხი ახალი LOPP კანონის კონსტიტუციორობასთან დაკავშირებით უკვე გამოკვლეული იქნა და არ დაკმაყოფილდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილებით. უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა პატრიები ჰერი ბატასუნა და ბატასუნა უკანონოდ და მიიღო განკარგულება მათი დაშლის შესახებ იმ საფუძვლით რომ ისინი ახორციელებდნენ “ტერორიზმით “ტაქტიკური სეპერატიზმის” სტრატეგიას”. სასამართლომ დაადგინა რომ პარტიები ფუნდამენტურად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ტერორისტული ორგანიზაცია ეტასგან. უზენაესმა სასამართლომ ისინი აღწერა როგორც “დაჯგუფებები რომელიც იზიარებენ ერთნაირ იდეოლოგიას. . . და რომელთა კონტროლსაც ახორციელებს ზემოთ ხსენებული ტერორისტული ორგანიზაცია” და დაადგინა რომ რეალურად ეს იყო “ერთი ორგანიზაცია, კონკრეტულად კი ტერორისტული ორგანიზაცია ეტა, რომელიც ამოფარებული იყო თითქოსდა ამ ორი სხვადასხვა ორგანიზაციის უკან რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა ეტას მიერ წინასწარი გეგმის მიხედვით იმ მიზნით რომ მათ “გადასცემოდათ საქმიანობა”. სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა LOPP კანონზე. სასამართლომ ასევე გდაწყვიტა პარტიების ქონების ლიკვიდაცია იმავე კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2004 წელს გამოტანილი ორი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამპარო სააპელაციო სარჩელი მომჩივანის მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
კანონი: მომჩივანი პარტიის დაშლა წარმოადგენს მათი გაერთიანების თავისუფლების უფლების გამოყენებაში ჩარევას. ახალმა LOPP კანონმა ნათლად განმარტა პოლიტიკური პარტიების ორგანიზების და ფუნქციონირების საკითხი და ასევე საქმიანობები რომელიც დააყენებს სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის დაშლის პასუხისმგებლობას. უზენაესი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული საქმიანობა რამაც გამოიწვია მომჩივანის პარტიის დაშლა განხორციელებული იყო მას შემდეგ რაც LOPP კანონი ამოქმედდა. შესაბამისად ეჭვ ქვეშ დაყენებული ჩარევა “კანონით იყო განსაზღვრული”. ამასთანავე, პარტიის დაშლა ემსახურებოდა რამოდენიმე კანონიერ მიზანს რომელიც მუხლი 11-ია ჩამოთვლილი, მათ შორის როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, არეულობის პრევენცია და სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვა.
იმასთან დაკავშირებით დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩარევა იყო თუ არა საჭირო და პროპორციული სასამართლოს ჯერ უნდა დაედგინა მომჩივანის პარტიის დაშლა წარმოადგენდა თუ არა ”მწვავე სოციალურ საჭიროებას”, სანამ დაადგენდა იმას იყო თუ არა ეს ქმედება ”დასახელებული მართლზომიერი მიზნის თანაზომიერი.” პარტიის დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესმა სასამართლომ არ შეზღუდა საკუთარი თავი ეხსენებინა ფაქტი რომ მომჩივნებს ბრალი არ ედებათ ეტას მიერ განხორციელებულ თავდასხმებში, მაგრამ ჩამოთვალა გარკვეული ქმედებები რომელიც იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას იმის თაობაზე რომ მომჩივანი პარტიები ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს ეტას ტერორისტულ სტრატეგიაში. ეს შეიძლება ორ კატეგორიად გაიყოს: პირველი, ისინი ვინც მონაწილეობას იღებდნენ სოციალური კონფლიქტის კლიმატის შექმნაში და მეორე ისინი ვინც ფარულად მხარს უჭერდნენ ეტას ტერორისტულ საქმიანობას. ყველა შემთხვევაში, როგორც ეს ეროვნულმა შიდა სასამართლოებმა დაადგინეს ეს საქმიანობები მჭიდრო კავშირში მოდიოდა ძალადობის დ აიმ პირების მხარდაჭერასთან რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდათ ტერორისტებთან. ამასთანავე, მომჩივანი პარტიის ლიდერების და წევრების მოქმედებები და გამოსვლები მითითებული უზენაესი სასამართლოს მიერ არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად. სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა მომჩივანის არგუმენტები რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ნახსენები აქტივობები არ არის LOPP კანონში მითითებული როგორც პოლიტიკური პარტიის დაშლის საფუძვლები. სასამართლოს აზრით მომჩივანის მოქმედებები უნდა განხილული ყოფილიყო ერთობლიობაში როგორც მათი პოლიტიკური მიზნის მიღწევის სტრატეგიის ნაწილი, რომლებიც მათი შინაარსით სცდებოდა ესპანეთის კონსტიტუციაში მითითებულ დემოკრატიულ პრინციპებს. ამან გამოიწვია სწორედ LOPP კანონით განსაზღვრული ერთერთი საფუძვლით პოლიტიკური პარტიის დაშლა, კონკრეტულად კი ეს იყო პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობისთვის იმისათვის რომ მიღწეული ყოფილიყო მიზანი რაც მდგომარეობდა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ან სერიოზული სოციალური არეულობის გამოწვევაში. მოცემულ საქმეში ეროვნული სასამართლოები მივიდნენ გონივრულ დასკვნამდე მას შემდეგ რაც დეტალურად შეისწავლეს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება და სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი არ დაეთანხმოს უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას მომჩივანი პარტიების და ტერორისტული ორგანიზაცია ეტას შორის კავშირის არსებობის თაობაზე. ესპანეთში წლების განმავლობაში ტერორისტული თავდასხმების კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი “პოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში” – ბასკეთში, ეს კავშირები შესაძლოა განხილულ იქნას როგორც დემოკრატიის საფრთხე. და ბოლოს, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოვლენილი გარემოებები უნდა იყოს განხილული საკითხის გადაჭრის საერთაშორისო ჭრილში იმისათვის რომ მოხდეს ტერორიზმის საჯარო დაგმობა. შედეგად, მომჩივანი პარტიისთვის დამახასიათებელი საქმიანობა და გამოსვლები განხილული ერთად ქმნის აშკარა სოციალურ მოდელს რომლის მხარდაჭერასაც ისინი ახორციელებდნენ და რომელიც ეწინააღმდეგება “დემოკრატიული საზოგადოების” კონცეფციას. უზენაესი სასამართლოს მიერ მომჩივანი პოლიტიკუტი პარტიების მიერ მიღებული და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული გადაწყვეტილება შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც “მწვავე სოციალური საჭიროება”, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლების კონტექსტშიც კი. სასამართლოს უნდა დაედგინა ჩარევა იყო თუ არა დასახელებული მართლზომიერი მიზნის თანაზომიერი. იმის გათვალისწინებით რომ ზემოთ ხსენებული პარტიების ქმედება ეწინააღმდეგებოდა “დემოკრატიული საზოგადოების” პრინციპს და წარმოადგენდა ესპანეთის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს, მომჩივანზე დაკისრებული სანქცია იყო თანაზომიერი მართლზომიეირ მიზნის მე-11-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის მიხედვით. ამის სედეგად შეიძლება ითქვას რომ პარტიის დაშლა წარმაოდგენდა “საჭიროებას დემოკრატიულ საზოგადოებაში” იმისათვის რომ უზრუნვეკყოფილი ყოფილიყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მომხდარიყო არეულობის პრევენცია და მომხდარიყო სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვა მე-11 მუხლის ნაწილი 2-ის მიზნებიდან გამომდინარე.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
ასევე იხილეთ ექტებერია, ბარენა, არზა, ნაფაროაკო, აუტოდერმინაციოა ბილგუანა და აირაკო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ (#33579/03, 35613/03, 35626/03 და 35634/03 და ჰერიტარენ ზერენდა ესპანეთის წინააღმდეგ # 43518/04) დამატებითი ოქმი #1 მუხლი 3.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy