© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
იანვარი 2012
ჰირსი ჯამაა და სხვები იტალიის წინააღმდეგ [GC] - 27765/09
გადაწყვეტილება 23.2.2012 [GC]
მუხლი 3
გაძევება
ღია ზღვაზე აღმოჩენილი მიგრანტების წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება: დარღვევა
მუხლი 13
ღია ზღვაში აღმოჩენილი და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სამართლებრივი დაკმაყოფილების არ არსებობა: დარღვევა
მე-4 ოქმის მე-4 მუხლი
უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა
ღია ზღვაში აღმოჩენილი მიგრანტების წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება: მე-4 ოქმის მე-4 მუხლი გამოიყენება; დარღვევა.
ფაქტები – მომჩივანები, თერთმეტი სომალელი მოქალაქე და ცამეტი ერიტრიელი მოქალაქე იყვნენ დაახლოებით ორას კაციანი ჯგუფის ნაწილი, რომლებმაც დატოვეს ლიბია 2009 წელს სამი საზღვაო ჰომალდის ბორტზე იმ მიზნით რომ მიეღწიათ იტალიის სანაპირომდე. 2009 წლის 6 მაისს, როდესაც ჰომალდები იმყოფებოდნენ მალტის ძებნისა და გადარჩენის პასუხისმგებლობის რეგიონში, ისინი აღმოჩენილ იქნენ იტალიის შემოსავლების პოლიციისა (Guardia di finanza) და სასაზღვრო სანაპიროს დაცვის გემების მიერ. აღმოჩენილ ხომალდებზე მყოფი პირები გადაყვანილ იქნენ იტალიის სამხედრო გემებზე და მოხდა მათი დაბრუნება ტრიპოლში. მომჩივანებმა აღნიშნეს რომ მოცემული ვოიაჟის დროს იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მოახდინეს მათი ინფორმირება დანიშნულების თაობაზე და არ მათ მიუღიათ რაიმე ღონისძიება მათი იდენტიფიცირებისათვის. ტრიპოლის პორტში ჩასვლის შემდეგ, ათ საათიანი ვოიაჟის შედეგად, მიგრანტები გადაცემულ იქნენ ლიბიის ხელისუფლების ორგანოებისათვის. მომხდარი მოვლენების შესახებ მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი ვერსიის თანახმად, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ მათი ლიბიის ხელისუფლებისათვის გადაცემაზე, მაგრამ მათ ძალით დაატოვებინეს იტალიის გემები. პრეს კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა შემდეგ დღეს, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ ღია ზღვაში გემების აღმოჩენისა და ლიბიაში მიგრანტთა უკან დაბრუნების ოპერაციები იყო 2009 წლის თებერვალში ლიბიასთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების ძალაში შესვლის შედეგი და წარმოადგენდა მნიშვნელოვან შემობრუნების ეტაპს უკანონო იმიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. მოცემული მოვლენების შემდეგ ორი მომჩივანი გადარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში. 2009 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მომჩივანთაგან თოთხმეტს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი ტრიპოლში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ (UNHCR). 2011 წლის თებერვალში ლიბიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ მომჩოვანებსა და მათ წარმომადგენლებს შორის კონტაქტის ხარისხი გაუარესდა. ამჟამად იურისტებს აქვთ კონტაქტი ექვს მომჩივანთან, რომელთა შორის ოთხი ცხოვრობს ბენინში, მალტაში ან შვეიცარიაში, სადაც რიგი მათგანი ელოდება პასუხს მათ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე. ერთ-ერთი მომჩივანი ლტოლვილია ტუნისის ლტოლვილთა ბანაკში და გეგმავს იტალიაში დაბრუნებას. 2011 წლის ივნისში ერთ-ერთ მომჩივანს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი იტალიაში, რომელშიც ის შევიდა უკანონოდ.
კანონი
მუხლი 1: იტალიამ აღიარა რომ გემები რომლებზეც მოხდა მომჩივანების აყვანა სრულად ექვემდებარებოდნენ იტალიის იურისდიქციას. სასამართლომ ყურადღება გაამხვილა საერთაშორისო სამართლის პრინციპზე, რომელიც მოცემულია იტალიის ნავიგაციის კოდექსში და რომლის მიხედვითაც ხომალდები, რომლებიც არიან ღია ზღვაში წარმოადგენენ იმ ქვეყნის იურიდიქციის ობიექტებს, რომლის დღოშის ქვეშაც ისინი ცურავენ. სასამართლომ არ მიიღო მთავრობის მომხდარი მოვლენების მიერ წარმოდგენილი დახასიათება, როგორც “გადარჩენის ოპერაციები ღია ზღვაში”, ან სავარაუდო მინიმალური კონტროლი რომელიც განხორციელდა მომჩივანების მიმართ. აღნიშნულ მოვლენებს ადგილი ქონდა სრულად იტალიის სამხედრო ძალების გემებზე, რომელთა ეკიპაჟები ექსკლუზიურად შედგებოდა იტალიის სამხედრო პერსონალისაგან. აღნიშნულ გემებზე აყვანისა და ლიბიის ხელისუფლებისათვის გადაცემის პერიოდში მომჩივანები იყვნენ განგრძობად და ექსკლუზიურ de jure და de facto კონტროლის ქვეშ იტალიის ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, ეს მოვლენები, რომლებმაც განაპირობეს სავარაუდო უფლებების დარღვევა, ექცევა იტალიის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისათვის.
დასკვნა: ექცევა განსჯადობაში (ერთხმად)
მუხლი 3
(ა) არაადამიანური მოპყრობის რისკი ლიბიაში – სასამართლო აცნობეირებს რა იმ ტვირთს, რაც სახელმწიფოებს აწევს მიგრანტთა ზრდადი შემოსვლის გამო, განსაკუთრებით კი საზღვაო გარემოში არსებულ კომპლექსურ სიტუაციას, ამის მიუხედავად უთითებს რომ ეს სიტუაცია არ ათავისუფლებს სახელმწიფოებს მათი ვალდებულებისგან არ გააძევონ პირი რომელსაც ემუქრება მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობა მიმღებ ქვეყანაში. 2010 წლის აპრილის შემდეგ ლიბიაში გართულებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვის მიზნით, სასამართლო მიუთითებს მხოლოდ სიტუაციას რომელსაც ქონდა ადგილი ლიბიაში განსახილველი მოვლენების დროს. ამასთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს რომ მრავალი ორგანიზაციის შემაშფოთებელი დასკვნები უკანონო მიგრანტების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით დასტურდებოდა CTP-ის ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა 2010 წელს. არანაირი განსხვავება არ დაფიქსირებულა იმ არარეგულარულ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს შორის, ვისი დაპატიმრებაც სისტემატურად ხდებოდა და მოთავსება ისეთ პირობებში, რომლებსაც დამკვირვებლები ახასიათებდნენ როგორც არაჰუმანურს და იტყობინობებოდნენ, კერძოდ წამების შემთხვევების შესახებ. უკანონო მიგრანტები იყვნენ მათი წარმოშობის ქვეყანაში ნებისმიერ დროს წამების რისკის ქვეშ და თუ ისინი მოახერხებდნენ რომ მოეპოვებინათ თავისუფლება, დაექვემდებარებოდნენ მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და რასიზმს. იტალიის მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე რომ ლიბია გახლდათ უსაფრთხო დანიშნულება მიგრანტებისთვის და რომ ქვეყანა დააკმაყოფილებდა საერთაშორისო ვალდებულებებს თავშესაფრისა და ლტოლვილთა დაცვის კუთხით, სასამართლომ მიიჩნია რომ ადგილობრივი კანონმდებლობის არსებობდა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს ფუნდამენტურ უფლებებს თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი რათა უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობისაგან ადექვატური დაცვა, როდესაც სანდო წყაროების მიხედვით არსებობდა პრაქტიკა კონვენციის პრინციპების საწინააღმდეგოდ. მეტიც, იტალია ვერ აიცილებდა თავიდან ვალდებულებას კონვენციის მიხედვით მისი სხვა ვალდებულებებზე მითითებით, რომლებიც მომდინარეობს ლიბიასთან ორმხრივი ხელშეკრულებებიდან. UNHCR ოფისი ტრიპოლში არასდროს ყოფილა აღიარებული ლიბიის მთავრობის მიერ. რადგან ლიბიაში მოცემული სიტუაცია ცნობილი იყო და განსახილველ დროს მარტივად შეიძლებოდა გადამოწმებულიყო, იტალიის ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა ცოდნოდათ, რომ როდესაც ხდებოდა მომჩივანების გაძევება, მოხდებოდა მათი მიმართ ისეთი მოპყრობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონვენციას. მეტიც, ის ფაქტი რომ მომჩივანებმა ვერ შეძლეს ნათლად გამოეხატათ მათი მოთხოვნა თავშესაფაზე არ ათავისუფლებს იტალიას მისი ვალდებულებების შესრულებებისგან. სასამართლო აღნიშნავს რომ სახელმწიფოთა ვალდებულებები რომლებიც მომდინარეობს ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის “non-refoutement” პრინციპი, აგრეთვე მოცემულია ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიაში. სასამართლო ამასთან ერთად განიხილავს რომ გაზიარებული სიტუაცია მომჩივანებისა და სხვა უკანონო მიგრანტების ლიბიაში არ ქმნიან სავარაუდო რისკს როგორც ნაკლებად ინდივიდუალურს, ადგენს რომ მომჩივანთა გადაყვანამ ლიბიაში, იტალიის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, ფაქტების სრული ცოდნით, საფრთხის ქვეშ დააყენა ისინი იმ ქმედებების წინაშე, რომლებიც აკრძალულია კონვენციით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
(ბ) არაადამიანური მოპყრობის რისკი მომჩივანების წარმოშობის ქვეყნებში – უცხოელის არა პირდაპირმა გაძევებამ ხელშეუხებელი დატოვა მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულება და სახელმწიფო ვალდებული იყო უზრუყნველეყო რომ შუალედურ ქვეყანას გაეთვალესწინა შესაფერისი გარანტიები თვითნებური რეპატრიაციის საწინააღმდეგოდ, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ ეს სახელმწიფო არ იყო კონვენციის მანაწილე. სასამართლოს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ნათლად მიუთითებს რომ სიტუაცია სომალისა და ერიტრეაში იყო ფართოდ გავრცელებული დაუცველობა – არსებობდა წამებისა და არაადამიანურ პირობებში დაკავების რისკი მარტოოდენ იმის გამო რომ პირმა დატოვა ქვეყანა არალეგურალურად. მომჩივანებს შესაბამისად, ქონდათ საშუალება ემტკიცებინათ რომ მათი რეპატრიაციის დროს დაირღვეოდა მე-3 მუხლი. სასამართლომ შემდეგში შეაფასა თუ რამდენად შეიძლებოდა იტალიის ხელისუფლების ორგანოებს გონივრულად ქონოდათ მოლოდინი რომ ლიბია წარმოადგენდა საკმარის განარტიებს თვითნებური რეპატრიაციის საწინააღმდეგოდ. იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნულმა სახელმწიფომ არ გაუკეთა რატიფიცირება ლტოლვილთა შესახებ ჟენევის კონვენციას და ლიბიაში არ არსებობდა ლტოლვილებისთვის არანაირი ფორმა თავშესაფრის და დაცვის პროცედურის, სასამართლო არ დაეთანხმა იმ არგუმენტს რომ UNHCR საქმიანობა ტრიპოლში წარმოადგენდა გარანტიას თვითნებური რეპატრიაციისაგან. Human Rights Watch და UNHCR დაგმეს თავშესაფრის მაძიებლების და ლტოლვილების რამდენიმე ძალადობრივი დაბრუნება მაღალი რისკის ქვეყნებში. შესაბამისად, ის ფაქტი რომ ზოგიერთმა მომჩივანმა მიიღო ლტოლვილის სტატუსი ლიბიაში, შორს იყო დამშვიდებისაგან, წარმოადგენდა შესაბამისი მხარეების მოწყვლადობის დამატებით მტკიცებულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც მოხდა მომჩივანების გადაყვანა ლიბიაში, იტალიის ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა ცოდნოდათ, რომ არ არსებობდა საკმარისი გარანტიები ამ პირების მათი წარმოშობის ქვეყანაში თვითნებური დაბრუნებისაგან დასაცავად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მე-4 ოქმი მე-4 მუხლი
ა) დასაშვებობა – სასამართლოს პირველად მოუწია განეხილა აღნიშნულ საქმეში თუ რამდენად გამოიყენებოდა მე-4 ოქმის მე-4 მუხლი, რომელიც მოიცავს უცხოელთა გაძევებას მესამე სახელმწიფოში, რაც განხორციელდა ეროვნული ტერიტორიის გარეთ. სასამართლოს მიზანი იყო დაედგინა ლიბიაში მომჩივანების გადაყვანა რამდენად წარმოადგენდა “უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას” აღნიშნული დებულების შინაარსის ფარგლებში. სასამართლომ დაადგინა რომ არც მე-4 ოქმის მე-4 მუხლი და არც კონვენციის travaux preparatoires არ კრძალავს მოცემული მუხლის ექსტრა-ტერიტორიულ გამოყენებას. ამასთან ერთად, ამ დებულების მოქმედების შეზღუდვა მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიიდან კოლექტიურ გაძევებით, გამოიწვევდა იმას რომ მნიშვნელოვანი ნაწილი თანამედროვე საიმიგრაციო ნაკადების არ მოექცეოდა ამ დებულების მოქმედების ქვეშ და არ მისცემდა საშუალებას ზღვაზე აყვანილ მიგრანტებს, ვინც ხშირად რისკავენ საკუთარი სიცოცხლით და ვერ ახერხებენ მიაღწიონ სახელმწიფოს საზღვრებს, შესაძლებლობას განეხილათ მათი პერსონალური გარემოებები, მანამ სანამ მოხდებოდა მათი გაძევება, არა იმათ მსგავსად ვინც მოგზაურობენ ხმელეთზე. “გაძევების” ცნება თავისი პრინციპის ტერიტორიულია, ისევე როგორც ცნება “იურისდიქცია”. როდესაც, მოცემულ საქმეში, სასამართლომ დაადგინა რომ მონაწილე სახელმწიფომ, გამონაკლისის სახით, განახორციელა მისი იურისდიქცია მისი ეროვნული ტერიტორიის გარეთ, მას შეეძლო ეღიარებინა რომ ამ სახელმწიფოს მიერ მისი ექსტრატერიტორიული იურისდიქციის განხორციელებას ქონდა კოლექტიური გაძევების ფორმა. მეტიც, საზღვაო გარემოს სპეციალურ ხასიათს არ შეეძლო დაესაბუთებინა კანონის გარეშე არსებული ტერიტორია სადაც ინდივიდებზე არ ვცდელდება არანაირი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მისცემდა მას საშუალებას ესარგებლა კონვენციის მიერ დაცული უფლებებითა და გარანტიებით. მე-4 ოქმის მე-4 მუხლი შესაბამისად დასაშვებია მოცემულ საქმეში.
დასკვნა: დასაშვებია (ერთხმად)
(ბ) საქმის არსებითი მხარე – მომჩივანების გადაყვანა ლიბიაში მოხდა თითოეული მათგანის ინდივიდუალური სიტუაციის შესწავლის გარეშე. მომჩივანები არ გამხდარან რაიმე იდენტიფიცირების პროცედურების ობიექტები იტალიის ხელისუფლების ორგანოების მიერ, რომლებმაც შეიზღუდეს თავი მათ ხომალდზე აყვანითა და ლიბიაში ჩამოსხმით. მომჩივანთა გაძევებას ქონდა კოლექტიური ხასიათი მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
კონვენციის მე-3 და მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან ერთად განხილული მე-13 მუხლი: იტალიის მთავრობამ აღიარა რომ არანაირი ღონისძიება არ გატარებულა რათა მომხდარიყო იტალიის სამხედრო გემებზე აყვანილი მომჩივანების პერსონალური გარემოებების შესწავლა. გემის ეკიპაჟში არ იყვნენ არც თარჯიმნები და არც იურიდიული მრჩევლები. მომჩივანების მტკიცებით მათ იტალიის სამხედრო პერსონალმა არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა, რამაც აიძულა ისინი დაეჯერებინათ რომ ხდებოდა მათი გადაყვანა იტალიაში და აგრეთვე არ მომხდარა მათი ინფორმირება იმ პროცედურის შესახებ, რაც აარიდებდა მათ ლიბიაში დაბრუნებას. მოვლენების აღნიშნული ვერსია, თუმცა სადავოდ გამხდარი მთავრობის მიერ, დადასტურებულ იქნა UNHCR-ის, CTP-ის და Human Rights Watch-ის მიერ მოძიებული დიდი რაოდენობის მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო შესაფერის მნიშვნელობას ანიჭებს ამას. სასამართლო კვლავ აცხადებს თუ რა მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც ობიექტია გაძევების, იმ შედეგებით რომლებიც პოტენციურად გამოუსწორებელია, გარანტირება იმ უფლების რომელიც ითვალისწინებს საკმარისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას რომ მისცეს მათ საშუალება მიიღოს ეფექტური ხელმისაწვდომობა შესაბამის პროცედურებზე და შესაძლებლობა დაასაბუთოს მათი საჩივრები. იმ შემთხვევაშიც კი თუ მსგავსი დაკმაყოფილების საშუალება ხელმისავწდომი იყო პრაქტიკაში, კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნები ნათლად არ იქნა დაკმაყოფილებული სისხლისსამართლებრივ პროცედურებში რომლებიც წარიმართა სამხედრო გემების ბორტზე მყოფი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ, რადგან ამას არ ქონდა შეჩერების ეფექტის კრიტერიუმის დაკმაყოფილების ხასიათი როგორც ეს მოცემულია მე-13 მუხლში. მომჩივანებს ჩამორთმეული ქონდათ რაიმე დაკმაყოფილების საშუალება, რომელიც მისცემდა მათ საშუალებას შეეტანათ საჩივრები კონვენციის მე-3 და მე-4 ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე კომპეტენტურ ორგანოებში და მოიეთხოვათ მათი მოთხოვნების სრული და საფუძვლიანი შესწავლა მანამ მოხდებოდა გაძევების ღონისძიების აღსრულება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 46: იტალიის ხელისუფლების ორგანოებს უნდა გადაედგათ ყველა შესაძლო ნაბიჯი რათა მიეღოთ გარანტიები ლიბიის ხელისუფლებისგან რომ მომჩივანები არ გახდებოდნენ კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობის ობიექტები და არ მოხდებოდა მათი თვითნებური რეპატრიაცია.
მუხლი 41: 15,000 ევრო თითოეულს მორალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy