© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #157
ნოემბერი 2012
ჰრისტოზოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ - 47039/11 და 358/12
გადაწყვეტილება 13.11.2012 [სექცია IV]
მუხლი 8
პოზიტიური ვალდებულება
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების დაცულობა
სამედიცინო მკურნალობის მიზნით ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალების გამოყენებაზე უარი: არ არის დარღვევა
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულება
მუხლი 2-1
სიცოცხლე
სამედიცინო მკურნალობის მიზნით ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალების გამოყენებაზე უარი: არ არის დარღვევა
მუხლი 3
პოზიტიური ვალდებულება
სამედიცინო მკურნალობის მიზნით ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალების გამოყენებაზე უარი: არ არის დარღვევა
ფაქტები – ათი მომჩივანი იყო სიმსივნით დაავადებული პირი, რომლებიც ჩიოდნენ რომ მათ არ მიეცათ ულიცენზიო ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალების გამოყენების საშუალება. მას შემდეგ რაც პაციენტებმა რამოდენიმეჯერ გაიარეს კიბოთი მკურნალობის საყოველთაოდ მიღებული კურსი მათ კერძო კლინიკამ ურჩია ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალების გამოყენება, რომელიც კანადაში იქმნებოდა და რომლის ნაწილიც უფასოდ გადაეცემოდათ მათ ექსპერიმენტის ფარგლებში. სახელმწიფოს მიმართეს სამკურნალო საშუალების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის თხოვნით. ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია, რომ მსგავსი ნებართვა შესაძლებელია გაცემულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სადაო სამკურნალო საშუალება დაშვებულია სხვა ქვეყანაში. მაშინ როდესაც სამკურნალო საშუალების გამოყენება დაშვებული იყო ჰუმანიტარული მიზნების გამო რამოდენიმე ქვეყანაში არცერთ მათგანში ის ოფიციალურად დაშვებული არ ყოფილა. შესაბამისად ნებართვის გაცემაზე პაციენტებს უარი ეთქვათ.
კანონი – მუხლი 8: მე–8–ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ საკუთრი ძალაუფლების გამოყენების ფარგლები დაიცვას ადამიანები საკუთარი ქმედების შედეგებისგან, ვინაიდან ეს ეხება პირადი ავტონომიიის და სიცოცხლის ხარისხის საკითხებს, მაშინაც კი როდესაც ეს ქცევა ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის სახიფათოა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სამართლიანი ბალანსის განსაზღვრა პირის და საზოგადოების სადაო ინტერესებს შორის, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ზღვარის სათანადოდ გათვალისწინებით.
მომჩივნების ინტერესი განხილული იყო როგორც „არჩევანის თავისუფლება, როგორც უკიდურესი საჭიროება, გამოუცდელი მკურნალობის მეოთოდი რომელიც შეიცავს გარკვეულ რისკს მაგრამ რომელსაც მომჩივნები და მათი ექიმები მიიჩნევენ შესაბამისად არსებულ გარემოებებში, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას“. საპირპისპირო საჯარო ინტერესი იყო სამმაგი: პირველი, დაიცვას პაციენტები არალიცენზირებული მკურნალობის რისკისგან; მეორე, დარწმუნდეს რომ საკანონმდებლო ჩარჩო რომელიც არეგულირებს არალიცენზირებული სამკურნალო საშუალების გამოყენებას არ ირღვევა; მესამე, სამკურნალო საშუალების განვითარებისთვის ხელის შეშლა, მაგალითად, სამედიცინო ექსპერიმენტში პაციენტების მონაწილეობის შეზღუდვა.
სასამართლომ აღნიშნა რომ ზოგადად ჯანდაცვის საკითხები ჯდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში. ამასთანავე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების უმეტესობაში დაშვებულია არალიცენზირებული სამკურნალო საშუალების გამოყენება მაგრამ არ არსებობს ზოგადი შეთანხმება კონკრეტულ წესზე თუ როგორ ხდება ამის რეგულირება და ამავე დროს არ არსებობს დადგენილი საკანონმდებლო პრინციპი ამ საკითხზე.
ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა რომ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ბალანსი, მიუხედავად იმისა შესაძლებელი იყო თუ არა უფრო სამართლიანი ბალანსის დადგენა არ აჭარბებდა სახელმწიფოსათვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ოთხი ხმა სამის წინააღმდეგ).
მუხლი 2 § 1: სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ ბულგარეთში მოქმედებს რეგულაცია, რომლითაც რეგულირდება არალიცენზირებული სამკურნალო საშუალების გამოყენება იმ შემთხვევაში როდესაც საყოველთაოდ მიღებული მკურნალობა არ არის საკმარისი და დაადგინა რომ მე–2–ე მუხლი არ განსაზღვრავს პოზიტიურ ვალდებულებას რომლითაც სავალდებულო იქნება ამ რეგულაციის კონკრეტული ფორმით ჩამოყალიბება.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ)
მუხლი 3: დაავადებით გამოწვეული ტანჯვა შეიძლება განხილულ იქნას მე–3–ე მუხლის ფარგლებში როდესაც ეს გართულებულია მკურნალობით რისთვისაც სახელმწიფო უწყებები შეიძლება მიჩნეულ იქნან პასუხისმგებლად. ასეთ შემთხვევაში ზღვარი მაღალია ვინაიდან ნაგულვები ზიანი გამოწვეულია არა სახელმწიფო უწყებიდან არამედ ავადმყოფობიდან. ამ შემთვევაში სარჩელი გამოწვეულია არა არადექვატური მკურნალობით არამედ პოტენციურად სიცოცხლის გადასარჩენ მკურნალობაზე უარით რომლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ საეჭვო იყო და არ იყო დადგენილი. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, რომ ესეთი უარყოფა შესაძლებელია იყოს დახასიათებული როგორც არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა. მაშინ როდესაც უარს შესაძლოა გამოეწვია მომჩივნის ფსიქიკური ტანჯვა ის არ იყო განსაკუთრებულად მწვავე იმისათვის რომ ის მე–3–ე მუხლის ფარგლებში იყოს განხილული.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy