© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ჯალუდი ნიდერლანდების წინააღმდეგ
(საჩივარი No. 47708/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
20 ნოემბერი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
აბრევიატურები და აკრონიმები
AORოპერატიული პასუხისმგებლობის არეალი
CD-ROMკომპაქტ დისკი, წასაკითხი მეხსიერება
CENTCOMამერიკის ცენტრალური სამხედრო ხელმძღვანელობა
CFLCCკოალიციის ძალების ხმელეთის კომპონენდის მეთაური
CPAკოალიციის დროებითი ხელისუფლება
DARIOსაერთაშორისო ორგანიზაციათა პასუხისმგებლობის ჩარჩო დებულებანი (საერთაშორისო სამართლის კომისია)
DR European ადამიანის უფლებების ევროპული კომისია, გადაწყვეტილებანი და ანგარიშები
ECHRადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები (1999-დღემდე)
EURევრო (ვალუტა)
GCდიდი პალატა
GSTმთავრობის მხარდაჭერის ჯგუფები
I.C.J.მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო
ICDCერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი
LJNLandelijk Jurisprudentienummer (ეროვნული იურისპრუდენციის ნომერი, ნიდერლანდები)
LOCკომუნიკაციის ხაზები
loc. cit.loco citato (ციტირებულ ადგილზე)
MND (C-S)მრავალეროვანი დანაყოფი, ცენტრალური რეგიონი - სამხრეთი
MND (SE)მრავალეროვანი დანაყოფი, სამხრეთ-აღმოსავლეთი
MoU, MOUურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
NATOჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
PJCCკოორდინაციის დროებითი ერთობლივი ცენტრი (გადაუდებელი და ადგილობრივი მთავრობის სერვისები ერაყში)
PODგადმოტვირთვის პორტი
Reportsადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები (1996-1998)
RoE, ROEბრძოლის წესები
SFIRერაყში სტაბილიზაციის ძალა
UKდიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
UNPROFORგაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაცვითი ძალა (ბოსნია და ჰერცეგოვინა 1992-1995)
UNSCგაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო
UNSCRგაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია
US, USAამერიკის შეერთებული შტატები
VCPავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოწმების ადგილები
წინამდებარე საქმეში ჯალუდი ნიდერლანდების წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ელიზაბეტ შტაინერი,
ალვინა გიულუმიანი,
იან შიკუტა,
პაივი ჰირველა,
ლუის ლოპეს გერა,
ანდრაშ შაიო,
ზდრავკა კალაჯიევა,
ალეშ პეჩალი,
იოანეს სილვისი,
ვალერიუ გრიტკო,
იულია ანტუანელა მოტოჩი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე.
ითათბირეს რა დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 19 თებერვალს და 2014 წლის 10 სექტემბერს,
გამოიტანეს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No.47708/08) ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 6 ოქტომბერს სასამართლოში წარმოადგინა ერაყის მოქალაქემ, ბ-ნმა საბაჰ ჯალუდმა ("მომჩივანი"). მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ამსტერდამში მოღვაწე იურისტების ქ-ნი ლ. ზეგველდისა და ბ-ნი ა.ვ. ეიკელბუმის მიერ. ნიდერლანდების მთავრობას („მთავრობა“) წარმოდგენდა ბ-ნი რ.ა.ა. ბიოკერი საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მომჩივანი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას იმის გამო, რომ მისი ვაჟის, ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალების გამოძიება არასათანადო გახლდათ. 2011 წლის 6 დეკემბერს საჩივრის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას. 2013 წლის 9 ივლისს მესამე სექციის პალატამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მოსამართლეები: კოზეფ კასადევალი, პრეზიდენტი, ალვინა გიულუმიანი, კორნელიუ ბირსანი, იან შიკუტა,ლუის ლოპეს გერა, ქრისტინა პარდალოსი, იოან სილვისი, ასევე სანტიაგო კესადა, სექციის გამწესრიგებელი, იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ. იურისდიქციის გადაცემა არ გაუპროტესტებია საქმის არცერთ მხარეს (კონვენციის 30-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 72-ე მუხლი). დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 $$ 4 და 5 მუხლებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის თანახმად. მოგვიანებით, ელიზაბეტ შტეინერმა, შემცვლელმა მოსამართლემ, ჩაანაცვლა მოსამართლე პარდალოსი, რომელმაც ვეღარ შეძლო საქმის შემდგომ განხილვაში მონაწილეობა. მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი. ამასთანავე, მესამე მხარის მოსაზრებანი მიღებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისაგან, რომელსაც პრეზიდენტმა მისცა უფლება ჩართულიყო სამართალწარმოებაში (კონვენციის 36 $ 2 მუხლი და რეგლამენტის 44 $ 2 მუხლები). გაერთიანებული სამეფოს მთავრობას წარმოადგენდა ქ-ნი რ. ტომლინსონი საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან. მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 19 თებერვალს (რეგლამენტის მუხლი 59 $ 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მოპასუხე მთავრობის სახელით
ბ-ნი რ. ბიოკერი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან,წარმომადგენელი
დრ. მ. კუილერი, უშიშროებისა და იუსტიციის სამინისტროდან,მრჩეველი
ბ-ნი ბ.ვან ჰოკი, პროკურატურიდან,მრჩეველი
მეთაური ჰ. ვარნერი, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პერსონალი მრჩეველი
(ბ) მომჩვნის სახელით
ქ-ნი ლ. ზეგველდი,მრჩეველი
ბ-ნი ა.ვ. ეიკელბუმი,მრჩეველი;
(გ) მესამე მხარედ ჩართული სახელმწიფო: გაერთიანებული სამეფოს მთავრობა
ქ-ნი რ. ტომლინსონი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდანწარმომადგენელი
ბ-ნი ჯ. ედი QC,მრჩეველი,
ბ-ნი ბენსონი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან,მრჩეველი.
ქ-ნი მ. ადის, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან,დამკვირვებელი.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ბიოკერის, ბ-ნი ეიკელბუმის, ქ-ნი ზეგველდისა და ბ-ნი ედის გამოსვლები, ისევე როგორც მათი პასუხები სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებზე.
ფაქტები მომჩივანი, ბ-ნი საბაჰ ჯალუდი გახლავთ ერაყის მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1943 წელს და ცხოვრობს ან-ნასირიაში, ერაყში. იგი გახლავთ 2004 წლის 21 აპრილს, ოცდაცხრა წლის ასაკში, გარდაცვლილი აზჰარ საბაჰ ჯალუდის მამა.
ა. საქმის გარემოებანი ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალება 2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 2.12 საათზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ალ-მუთანას პროვინციის ქალაქ არ-რუმაიათას ჩრდილოეთით მდებარე მთავარი მიწოდების “B-13” გზატკეცილზე მდებარე „ჯექსონის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოწმების ადგილს (VCP) მიუახლოვდა უცნობი ავტომობილი. მანქანამ სვლა შეანელა და გამორთო ძრავი. მანქანიდან გაისმა სროლის ხმა VCP დაცვის მიმართულებით. დაცვა შედგებოდა ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის (ICDC) წევრებისაგან. დაცვამ სროლითვე უპასუხა. არავინ დაზარალებულა; მანქანა უკან გაბრუნდა და გაუჩინარდა სიბნელეში. შემოწმების ადგილის/ჩექფოინთის მეთაურის ICDC სერჟანტის ჰუსამ საადის ზარის საფუძველზე, ექვსი ნიდერლანდელი სამხედროსაგან შემდგარი პატრული, ლეიტენანტ ა. მეთაურობით მოვიდა შემთხვევის ადგილზე დაახლოებით გამთანიის 2.30-ზე. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ, მერსედესის მარკის ავტომობილი მიუახლოვდა VCD-ს მაღალი სიჩქარით. იგი დაეჯახა რამდენიმე კასრს, რომელიც განთავსებული იყო ბარიერის შესაქმნელად ჩექფოინთზე, თუმცა ამის გამო არ დაბრკოლებულა და განაგრძო სვლა. მანქანის მიმართულებით გაისმა სროლა: ლეიტენანტმა ა.-მ ისროლა 28 ტყვია დაიმაკოს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან. შესაძლებელია რამდენიმე გასროლა ICDC პერსონალის მიერაც ყოფილიყო განხორციელებული კალაშნიკოვის აკ-47 ტიპის იარაღიდან (იხ. პარაგრაფები 21 და 49-52 ქვემოთ). ამის შემდეგ მძღოლმა გააჩერა ავტომობილი. მომჩივნის ვაჟი, ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდი, იჯდა მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე. მას ტყვია რამდენიმე ადგილას მოხვდა, მათ შორის გულმკერდის არეში. ნიდერლანდელმა სამხედროებმა გადმოიყვანეს იგი და ეცადნენ პირველადი დახმარების გაწევას. მიუხედავად ამისა, ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდი გარდაიცვალა. იგი გარდაცვლილად იქნა მიჩნეული ინციდენტიდან ერთ საათში. სხეულს ჩაუტარდა რენტგენოგრაფია. რადიოგრამები ადასტურებს მეტალის ნივთის არსებობას მკერდისა და სხეულის სხვა ნაწილებში. ოტოფსია ჩატარდა ერაყელი ექიმის მიერ, რომელმაც შემოწმების ანგარიში არაბულად შეადგინა. დადგინდა მეტალის ნივთების, იდენტიფიცირებული როგორც ტყვიის ფრაგმენტები, არსებობა სხეულში. არსად განსაზღვრულა თუ რომელი ტყვია ან ტყვიები იყო ნასროლი და არც ის გარკვეულა, თუ რომელი იარაღიდან განხორციელდა სროლა.
გამოძიება
ა. გამოძიების დაწყება ას-სამაუაჰის გარნიზონის პირველი კლასის სეჟანტის (wachtmeester 1e klasse) სამეფო სამხედრო პოლიციის შელინგერჰაუტის (Koninklijke marechaussee) ოფიციალური ანგარიშიდან იკვეთება, რომ სატელეფონო ზარი მიღებულ იქნა გამთენიის 3.25-ზე ბატალიონის ოპერაციების ოთახიდან, რომელიც ეხებოდა სროლის ინციდენტს. მანქანა დაეჯახა VCP. გასროლა განხორციელდა ნიდერლანდებისა და ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ და მანქანის მგზავრი დაიჭრა. იგი წაიყვანეს საავადმყოფოში. საქმის გამოძიება დაევალა სამეფო სამხედრო პოლიციას. შვიდი პირისაგან შემდგარმა სამეფო სამხედრო პოლიციის ჯგუფმა (piketgroep), რომელსაც თან ახლდა თარჯიმანი, დატოვა ბაზა 3.50-ზე და ადგილზე მივიდნენ დაახლოებით გამთენიის 4.50-ზე. სამეფო სამხედრო პოლიციის პირველი კლასის სერჟანტებმა ბროიკმანმა და ვან ლაარმა დაიწყეს მტკიცებულებათა მოძიება გამთენიის 5.00-ზე. ამავე დროს, 5.00-ზე სამეფო სამხედრო პოლიციის პერსონალი ჰააგაში და არნჰემის რაიონული სასამართლოს (rechtbank) საჯარო პროკურორმა მიიღეს შეტყობინება ინციდენტის შესახებ.
ბ. გარდაცვლილის სხეული, მანქანის დაკავება და ლეიტენანტ ა.-სა და ICDC სერჟანტ ჰუსაამ საადის პირადი იარაღის ჩამორთმევა სამეფო სამხედრო პოლიციის პასუხისმგებელმა ოფიცერმა (adjudant-onderofficier) კორტმანმა დილის 7.30-ზე სხეული გადაიყვანა მობილურ ჰოსპიტალში ბანაკში „სმითი“. 11.45-ზე ადგილობრივი სასამართლოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძევლზე, სხეულის გადასვენება მოხდა ას-სამავას მთავარ საავადმყოფოში. პოსტ-მორტემ კვლევა განხორციელდა პოლიციის დასწრების გარეშე, ერაყელი ექიმის მიერ. მერსედესის მარკის მანქანის დაკავება მოხდა დაახლოებით გამთენიის 5.10-ზე პასუხისმგებელი ოფიცრის, კორტმანის მიერ, რომელიც მოგვიანებით გადაიყვანეს ბანაკში „სმითი“. დაახლოებით დილის 7.50-ზე, პირველი კლასის სერჟანტმა სერჟანდ ჰუსამ საადს ჩამოართვა კალაშნიკოვის ტიპის აკ-47 იარაღი; დაახლოებით 11.55-ზე კი ლეიტენანტ ა.-ს დაიმაკოს ც7ა1 იარაღი. ორივე იარაღი დაილუქა და გადატანილ იქნა არნჰემის საჯარო პროკურორთან.
გ. სამეფო სამხედრო პოლიციის ოფიცრების ჩვენებები საგამომძიებო და სასამართლო ხელისუფლების წინაშე, ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა შემდგომი ჩვენებები:
ბ-ნი დავუდ ჯოად კეთიმი 2004 წლის 21 აპრილს, დახლოებით გამთენიის 5.05-ზე, სამეფო სამხედრო პოლიციის პასუხისმგებელმა ოფიცერმა მერქსმა, თარჯიმნის დახმარებით, ჩვენება ჩამოართვა მერსედესის მარკის მანქანის მძღოლს, ბ-ნ დავუდ ჯოად ქეთიმს. ბ-ნმა დავუდ ჯოად ქეთიმმა აღიარა, რომ წინა ღამეს დალია ორი ბოთლი ლუდი, მაგრამ არა მეტი და არ მიიჩნევდა თავს ნასვამად. მან მიუთითა, რომ მას არ შეუნიშნავს შემოწმების პუქტი/ჩექფოინთი მანამდე, სანამ არ დაეჯახა ორ კასრს. ღამე იყო, ბნელოდა და განათება არ იყო. მისდა გასაოცრად, მას სროლა დაუწყეს ჩექფოინთზე გასვლისას. მისი მეგობარი, ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდი დაიჭრა; ბ-ნმა დავუდ ჯოად ქეთიმმა გაიგო თუ როგორ ამბობდა მისი მეგობარი - ვკვდებიო. მას სურდა საჩივრის წარდგენა, რადგან ჩექფოინთი არ იყო სათანადოდ გამოკვეთილი.
ICDC სერჟანტი ჰუსამ საადი 2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 5.15-ზე სამეფო სამხედრო პოლიციის პირველი კლასის სერჟანდმა ვირდენბურგმა მიიღო ჩვენება ICDC სერჟანტ ჰუსამ საადისაგან. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ მან განაცხადა მანქანიდან სროლის შესახებ დაახლოებით გამთენიისას 2.10-ზე; ლეიტენანტი ა. მოვიდა დაახლოებით გამთენიის 2.30-ზე. სერჟანტი ჰუსამ სააადი ლეიტენან ა.სთან, კიდევ ერთ ნიდერლანდელ სამხედროსა და თარჯიმანთან ერთად გავიდა დახარჯული გილზების სანახავად. მან უცებ გაიგო დაჯახების ხმა და დაინახა მანქანა, რომელიც მათ უახლოვდებოდათ არ რაიაითას მიმართულებიდან. მანქანამ განგრძო წინ სვლა, მიუხედავად ბრძანებისა გაჩერებულიყო. მან შემდგომ გაიგო სროლის ხმა გზის მარცხენა მხრიდან. თუმცა, მას, თავად არ გაუსროლია.
ICDC სხვა პერსონალი
პირველი კლასის სერჟანტმა ვირდენბურგმა შემდგომ დაკითხა სხვა ერაყელი სამხედროები, თუმცა მათგან სათანადო ინფორმაცია ვერ მიიღო.
ბ-ნი ვალიდ აბდ ალ ჰუსაინ მაჯიედი 2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით დილის 7 საათზე სამეფო სამხედრო პოლიციის სერჟანტმა კლინკენბერგმა ჩვენებები ჩამოართვა ბ-ნ ვალიდ აბდ ალ ჰუსაინ მაჯიედს, თარჯიმანს, რომელიც მუშაობდა ICDC-ში. თარჯიმანი თან ახლდა ლეიტენანტ ა.-ს როდესაც იგი პატრულირებდა ორ შემოწმების პუნქტს შორის. VCP B 1.3-ში მისვლისას, მას შემდეგ რაც ICDC სერჟანტმა ჰუსამ საადმა შეატყობინა მას პირველი გასროლის შესახებ, იგი შეუერთდა ლეიტენანტ ა.-ს და სხვებს დახარჯული გილზების ძიებაში. მან უცებ გაიგო კასრების გადმოვარდნის ხმა, მობრუნდა და დაინახა მანქანა, რომელიც უახლოვდებოდათ. მან იყვირა „სტოპ, სტოპ, სტოპ“, მაგრამ მანქანამ განაგრძო სვლა. გზის მეორე მხარეს, სადაც ის იდგა, ნიდერლანდელმა სამხედრომ ესროლა მანქანას. ამის შემდეგ მანქანა გაჩერდა. თარჯიმანმა დაიწყო თარგმნა. მგზავრის მარცხენა მკლავი სისხლით იყო დაფარული, ხოლო მძღოლს კი ალკოჰოლის სუნი სდიოდა.
სერჟანტი ტიუნისენი 2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით დილის 9.30-ზე სამეფო სამხედრო პოლიციის პირველი კლასის სერჟანტმა ვან ლაარმა და სერჟანტმა კლინკენბერგმა ჩვენებები ჩამოართვეს ქვეითი შენაერთის სერჟანტს ტიუნისენს. მოვიდა რა VCP B 1.3-ში გამთენიის 2 საათზე, მან მიაწოდა ინფორმაცია ICDC სერჟანტს. ლეიტენანტთან, ICDC სერჟანთან და თარჯიმანთან ერთად, იგი გავიდა გზაზე დახარჯული გილზების საძიებლად. შემოწმების ბაზიდან დაახლოებით 100 მეტრში იგი მობრუნდა, გაიგო რა უცნაური ხმა. მან დაინახა მანქანა როგორ მიდიოდა VCP-სკენ მაღალი სიჩქარით; როდესაც მანქანამ ჩაიარა VCP-ს, მან გაიგო სროლის ხმა VCP-დან. ოთხი მათგანი ჩაიმუხლა, რათა მოფარებულიყვნენ სროლის ადგილს. როდესაც მანქანა მიუახლოვდა მათ, სროლა გაისმა გზის მოპირდაპირე მხრიდან, სადაც ლეიტენანტი იყო პოზიცირებული. მან იყვირა „შეწყვიტეთ სროლა“, მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ხმა. როდესაც სროლა შეწყდა, მანქანაც გაჩერდა. მგზავრს სისხლი სდიოდა სხეულის ქვედა ნაწილიდან და მარცხენა მკლავიდან. სერჟანტმა ტიუნისენმა და რიგითმა ფინკელნბერგმა იგი გადმოიყვანეს მანქანიდან, დააწვინეს და გადაუხვიეს ჭრილობები. იგი და ლეიტენანტი ა. ცდილობდნენ მგზავრისათვის დახმარების გაწევას მანამდე, სანამ ექიმმა არ უთხრა, რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
ლეიტენანტ ა.-ს პირველი ჩვენება 2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით ღამის 11.15-ზე, სამეფო სამხედრო პოლიციის პირველი კლასის სერჟანტმა ბრიეკმანმა და ვან ლაარმა დიდი სიფრთხილით ჩაიბარეს ლეიტენანტ ა.-ს ჩვენება. ლეიტენანტმა ა.-მ აღნიშნა, რომ იგი პასუხისმგებელი გახლდათ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ორ ზონაზე. ერთი გახლდათ VCP B 1.3 ჯექსონზის გზაზე, არ-რუმაიათას ჩრდილეოთით. სროლის პირველი ინციდენტის შეტყობინების შემდეგ, იგი მივიდა VCP B1.3-ში დაახლოებით გამთენიის 2.30-ზე; იგი აპირებდა ტერიტორიის ფეხით შემოვლას სერჟანტ ტიუნისენთან და ICDC სერჟანტთან ერთად. დაახლოებით 2.45-ზე მას ყური მოსჭრა ხმაურმა. უკან მიიხედა და დაინახა თუ როგორ უახლოვდებოდა მას მანქანის ორი მკვეთრად განათებული ფარი. სროლის ხმა გაისმა მანქანის მხრიდან; მათი გაგონებისას იგი მიწაზე დაემხო თავის დასაცავად. იგი დარწმუნებული იყო, რომ სროლა მანქანიდან მოდიოდა. როდესაც მანქანა მას მიუახლოვდა, მან იარაღი გადატენა, ხოლო როგორც კი ჩაუარა, დაუწყო მას უკნიდან სროლა. მან გაისროლა 28 დამიზნებული ტყვია. იგი პასუხობდა საფრთხეს, რომელიც გამომდინარეობდა მისი მისამართით გასროლის საპასუხოდ. მან სრულად დახარჯა მჭიდი, 28 ტყვია; რასაც დასჭირდა დაახლოებით 7 წამი. მგზავრი დაიჭრა. იგი და სერჟანტი ტიუნისენი ცდილობდნენ მის სამედიცინო დახმარებას სანამ დახმარება მოვიდა. იმ დროისათვის, პულსი არ ისინჯებოდა. მალევე მოვიდა უფროსი; ლეიტენანტმა ა.-მ მას მოახსენა ვითარების შესახებ.
რიგითი ფინკელნბერგი 2004 წლის 23 აპრილს, დაახლოებით შუადღის 1.50-ზე, სამეფო სამხედრო პოლიციის პასუხისმგებელმა ოფიცერმა კორტმანმა და პირველი კლასის სერჟანტმა ბროიკმანმა ჩვენება ჩამოართვეს რიგით ფინკელნბერგს. გამთენიისას 2 საათზე 2004 წლის 21 აპრილს იგი ლეიტენანტ ა.-სა და სერჟანტ ტიუნისენთან, ისევე როგორც სხვა პირებთან ერთად, მივიდა VCP B1.4 ჩექფოინთზე, სადაც ICDC სერჟანტმა მოახსენა ლეიტენანტ ა.-ს, რომ ადგილი ჰქონდა სროლას VCP B 1.3-ში. შესაბამისად, პატრული წავიდა ჩექფოინთზე, სადაც მივიდა დაახლოებით გამთენიისას 2.30-ზე. ლეიტენანტი ა. სერჟანტი ტიუნისენი, ICDC სერჟანტი და თარჯიმანი გავიდნენ გზაზე ჰამზას მიმართულებით გილზების მოსაძიებლად. მუქი ფერის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მიუახლოვდა მათ და განაგრძო შემდგომი სვლა ჩექფოინთისაკენ და გზად დაეჯახა რამდენიმე კასრს. ოპტიკურ გამაძლიერებელი დანადგარის დახმარებით მან დაინახა გზის მარცხენა ნაწილში ლეიტენანტი ა. რომელიც ცდილობდა მოფარებულიყო; მან დაინახა არეკვლა იარაღიდან გზის მარცხენა ნაწილში და გაიგო სროლის ხმა იმავე მიმართულებიდან. გასროლა ერთი იარაღიდან განხორციელდა. გარკვეულ მომენტში, მან დაინახა თუ როგორ გაჩერდა მანქანა. გასროლის დროს, მან გაიგო თუ როგორ ყვიროდა სერჟანტი ტიუნისენი „შეწყვიტეთ სროლა“. იგი მიუახლოვდა ავტომობილს და მგზავრის ჭრილობას ტანსაცმელი მოაშორა. სანამ სერჟანტი ტიუნისენი პირველად დახმარებას უწევდა, იგი მანქანაში იარაღს ეძებდა. მან დაინახა ჩამაციებელი ყუთი, რომელშიც თითქმის ცარიელი ალკოჰოლური სასმელის ბოთლი იდო. იგი შემდეგ შეუერთდა სერჟანტ ტიუნისენსა და ლეიტენანტ ა.-ს, როდესაც ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ მგზავრისათვის სამედიცინო დახმარების გაწევას, მანამდე სანამ, ეს უკანასკნელი გარდაცვლილად არ მიიჩნიეს. იგი აკრიტიკებდა ლეიტენანტ ა.-ს სროლისათვის მაშინ, როდესაც მისი საკუთარი ჯარისკაცები იყვნენ გზის მეორე მხარეს და ასევე, ამდენი გასროლისათვის, და ასევე ICDC-ს მიერ ზოგადად მისი საკუთარი პერსონალის მიმართულებით სროლის გამო.
კავალერიის სერჟანტი ქუისთი
2004 წლის 23 აპრილს, დაახლოებით შუადღის 1.50, სამეფო სამხედრო პოლიციის სერჟანტ მაიორმა (opperwachtmeester) ვულფსმა და პირველი კლასის სერჟანტმა (wachtmeester) ვან ლაარმა, ჩვენება ჩამოართვეს კავალერიის სერჟანტს ქუისტს. 2004 წლის 21 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 2 საათზე იგი იმყოფებოდა VCP B 1.4-ში ლეიტენანტ ა.-სა და მისი პატრულის სხვა წევრებთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა სერჟანტი ტიუნისენი. VCP B1.3-ში მოხდა სროლა და ისინი იქ წავიდნენ. მისვლისას შენიშვნეს, რომ ICDC პერსონალიდან არავინ იყო ჩექფოინთზე, მაგრამ დაინახეს პირთა ჯგუფი, რომლებიც იდგნენ გზის მეორე მახრეს. მას შემდეგ რაც კავალერიის სერჟანტმა ქუისტმა გააჩერა მანქანა, ლეიტენანტი ა., სერჟანტი ტიუნისენი, თარჯიმანი ვალიედი და ICDC სერჟანტი წავიდნენ ჩრდილოეთით, გასროლილი გილზების სანახავად. გარკვეულ მომენტში, მან დაინახა თუ როგორ უახლოვდებოდათ მანქანა დიდი სიჩქარით არ-რუმაიათას მიმართულებიდან; როდესაც მანქანა მიუახლოვდა ჩექფოინთს, იგი დაეჯახა კასრებსა თუ ქვებს, რომელიც იქ იყო განთავსებული. მან გაიგო ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა ICDC მიმართულებიდან, რომელიც შემდეგ შეწყდა. შემდგომი სროლის ხმა გაისმა დაახლოებით მათგან 100 მეტრში რამდენიმე იარაღიდან. მან დაინახა თუ როგორ გაჩერდა მანქანა 50 მეტრში. მან წარმოადგინა ვითარების ანგარიში. მან დაინახა თუ როგორ ცდილობდნენ ლეიტენანტი ა. და სერჟანტი ტიუნისენი დაზარალებულის გადარჩენას.
ლეიტენანტ ა.-ს მეორე ჩვენება 2004 წლის 23 აპრილს, დაახლოებით შუადღის 3.35-ზე სამეფო სამხედრო პოლიციის პირველი კლასის სერჟანტმა ბროიქმანმა და პასუხისმგებელმა ოფიცერმა კორტმანმა მეორე ჩევნება ჩამოართვეს ლეიტენანტ ა.-ს. ეს უკანასკნელი მიუთითებდა, რომ ბოლოს მან ICDC სერჟანტი ნახა ჩექფოინთზე, როდესაც ეს უკანასკნელი ათამაშებდა (klungelen) აკ-47 მარკის იარაღს. ლეიტენანტმა ა.-მ მიუთითა, რომ არ იყო საჭირო იარაღის მისკენ მიმართვა.გასროლის ინციდენტთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ რამდენადაც ახსოვდა, ის, სავარაუდოდ, გზაზე იყო გართხმული; მას იარაღი არ უსვრია მდგომარე პოზიციაში. მან დაჭრილს ჩაუტარა ხელოვნული სუნთქვა და ახსოვს, რომ იგი ალკოჰოლის სუნით იყო სავსე. ICDC მეთაურის მოადგილემ მისცა მას ICDC იმ პერსონალის სახელები, რომლებმაც გაისროლეს იარაღი და შესაბამისი მჭიდების ნომრები და სთხოვა ამუნიციის შეცვლა.
დ. გამოძიების სხვა ანგარიშები მერსედესის მარკის ავტომობილის შემოწმება
2004 წლის 22 აპრილს სამეფო სამხედრო პოლიციის პასუხისმგებელმა ოფიცერმა ვურთუიზენმა და სერჟანტმა ჰაიდენმა შეამოწმეს პასუხისმგებელი ოფიცრის, კორტმანის მიერ წინა დღეს დაკავებული მანქანა. მანქანა გახლდათ შავი ფერის, მერსედეს ბენცი 320E AMG. მას ჰქონდა შავი სანომრე ნიშნები არაბული შრიფტით და ჩანდა, რომ ფარვდა თეთრ სანომრე ნიშნებს შავი ლათინური ასოებითა და ციფრებით. მანქანას მიყენებული ჰქონდა დაზიანება მაღალ სიჩქარეზე დაჯახების გამო. უკანა ფანჯარა გაბზარული იყო. მანქანის უკანა ნაწილში და სალონის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ისევე როგორც სავარძლებთან, შეინიშნებოდა ნასროლი ტყვიის ნაკვალევი. მეტალის ნაკვალევი აღინიშნებოდა მრავალ ადგილზე, ერთი მათ შორის, იდენტიფიცირებული როგორც ტყვიის ფრაგმენტი, აშკარად გასული იყო მგზავრის სავარძელში. დასკვნის მიხედვით, მანქანას ესროლეს როგორც მარცხნიდან, ისევე მარჯვნიდან, 6მმ-ზე ნაკლებ კალიბრიანი იარაღიდან. თუმცა, ვერ დადგინდა სროლის ზუსტი კუთხე.
რენტგენი და ფოტოები 2004 წლის 9 მაისს სამეფო სამხედრო პოლიციის პასუხისმგებელმა ოფიცერმა ვურტუიზენმა და სერჟანტმა კლინკენბერგმა ჩაიბარეს CD-ROM (დისკი), რომელშიც ჩაწერილი იყო აზარ საბაჰ ჯალუდის სხეულზე ჩატარებული რენტგენი. რენტგენი ადასტურებდა მეტალის ფრაგმენტების არსებობას მარცხენა მკერდის არეში, მარჯვენა თეძოსა და ხელის ქვედა კიდურში. რენტგენით გაშუქება განახორციელა პასუხისმგებელმა ოფიცერმა დალინგამ, რენტგენის ტექნიკოსმა ბანაკში სმითმა, ას-სამავაშიმ ალ-მუთანას პროვინციაში. საქმის მასალები შეიცავს ზემოთხსენებული რენტგენისა და ფოტოების ასლებს. მათ თან ახლავთ აღწერა, რომელიც მოცემული გახლდათ პასუხისმგებელი ოფიცრის კორტმანის ოფიციალურ ანგარიშში. ფოტოები მოიცავს გზისა და ჩექფოინთის კადრებს, ზოგი გადაღებული დილას, ზოგი კი ღამეს. რამდენიმე ფოტო აჩვენებს მიწაზე დაყრილ გილზებს, მათ შორის რამდენიმე 7x39მმ (გასროლილი კალაშნიკოვის აკ-47 ტიპის იარაღიდან), როგორც დახარჯული, ისე ახალი, მათ შორის, დახარჯული ტყვიების რაოდენობა არის 5.56x45mm (გასროლილი დაიმაკო C7A1 ტიპის იარაღიდან). დანარჩენ ფოტოებში ჩანს მამაკაცის სხეული, დაჭრილი მკლავში, ზურგის ზედა მარცხენა ნაწილში და მარჯვენა დუნდულაზე. შემდგომ ფოტოებზე ასახულია მუქფერიანი მერსედესის ავტომობილი; დეტალები მანქანის სალონში და სავარძლებზე გადაკრულ მატერიაზე არსებული ხვრელები.
ICDC ლეიტენან პოლკოვნიკ ავადუ ქარიმ ჰადის ანგარიში 2004 წლის 22 აპრილს, ICDC ლეიტენანტ პოლკოვნიკმა ავადუ ქარიმ ჰადიმ, ICDC 603 ბატალიონის მეთაურმა, მისი ბატალიონის სათაო ოფისიდან ერაყის პოლიციის სათაო ოფისში გააგზავნა ანგარიში. მასში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია (გაურკვეველი ხელწერა, თარგმანი არაბულიდან ინგლისურში, წარმოდგენილი მომჩივნის მიერ):
„დეტალები (20/04/2004) ინციდენტის შესახებ და პირველი ბატალიონიდან (არ-რუმაიათა) მიღებული ინფორმაციის შესახებ შემდეგია:
21.05 (შუაღამის შემდეგ) (20/04.2004) დღეს, (მერსედესის) მანქანა მოდიოდა დიდი სიჩქარით (ალ ჰამზადან) (ალ ნასირია) მიმართულებით და როდესაც მანქანა მიუახლოვდა ჩექფოინთს, არ გაჩერდა და დაეჯახა იქ განლაგებულ წინაღობებს. იგი დაუმორჩილებელი გახლდათ. სამხედროებმა დაუყვირეს მას და და მოსთხოვეს გაჩერება. მან განაგრძო გზა და არ გაჩერდა, ამის შემდეგ ნიდერლანდელმა სამხედროებმა ნახეს, რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდათ და ესროლეს და დაჭრეს ერთი პირი ([აზარ საბაჰ ჯალუდი]), შემდეგ იგი გარდაიცვალა. იგი მძღოლის გვერდით იჯდა.
პატივისცემით,
[ხელმოწერილი] ლეიტენანტ პოლკოვნიკი ავადუ ქარიმ ჰადი
ასლი / PJCC”
მეტალის ფრაგმენტები სამეფო სამხედრო პოლიციის პასუხისმგებელი ოფიცრის ვურთჰუიზენის მიერ 2004 წლის 21 ივნისს წარმოდგენილი ოფიციალური ანგარიში აღნიშნავს, რომ 2004 წლის 2 ივნისს დოკუმენტი წარმოდგენილ იქნა არაბულ ენაზე, რომელიც ზეპირსიტყვიერად გადათარგმნა თარჯიმანმა, და აღმოჩნდა ბაღდადის პოლიციის ანგარიში. იგი მიუთითებდა, რომ ბაღდადში, ალ-მუთანას პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა მეტალის სამი ფრაგმენტი, რათა დადგენილიყო თუ რომელი იარაღიდან მოხდა გასროლა; თუმცა, მეტალის ფრაგმენტის წყარო ვერ დადგინდა მისი სიმცირის გამო. არაბულ ენაზე შესრულებული დოკუმენტის ასლი თან დაერთო პასუხისმგებელი ოფიცრის ვურთჰუიზენის ანგარიშს. მასში არ აღნიშნულა თუ სად ან ვისთან მოხდა მეტალის ფრაგმენტების შენახვა.
ე. ერაყული დოკუმენტი 2004 წლის 21 აპრილს ბ-ნმა დავუდ ჯოად ქეთიმმა, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა, ერაყის პოლიციაში შეიტანა საჩივარი იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მის ავტომობილს. მისი წერილობითი საჩივრიდან იკვეთება, რომ ბ-ნ დავუდ ჯოად ქეთიმს არასწორად ეგონა, რომ უცხო საჯარისო შენაერთი პოლონეთის გახლდათ და არა ნიდერლანდების. ბ-ნ დავუდ ჯოად ქეთიმს ასევე წერილობით აქვს აღნიშნული, რომ თარჯიმანმა მას უთხრა, რომ ყველა გასროლა იყო ICDC მიერ განხორციელებული, მაშინ როდესაც მას არ უნახავს ICDC პერსონალის მიერ ნასროლი ტყვია.
ვ. დამატებითი ანგარიში, ICDC წევრების ჩვენებების ჩანწერი მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ, მთავრობამ წარმოადგინა ICDC წევრების მიერ გაკეთებული ოფიციალური ჩვენებების ჩანაწერი. ქვემორე ტექსტი გახლავთ მომჩვნის მიერ წარმოდგენილ უფლებამოსილი თარჯიმნის მიერ შესრულებული თარგმანი:
„ სახელი: ა საად მოსა
იარაღის ნომერი: GL 5574
ამუნიცია: 4 x 30 მჭიდი
‘მეორე ინციდენტის დროს, მე მიწაზე დავწექი. დავინახე თუ როგორ მოდიოდა მანქანა დიდი სიჩქარით ჩექფოინთის მიმართულებით არ-რუმაითას მხრიდან. დავინახე თუ როგორ დაეჯახა იგი ორ კასრს ჩექფოინთზე და მაინც განაგრძო სვლა. ჩემი მეთაური [ICDC სერჟანტი ჰუსამ საადი] წინ წავიდა თარჯიმანთან და ორ ჰოლანდიელ სამხედროსთან ერთად და მერე მე გავიგე მრავალჯერადი გასროლის ხმა. მე თავად არ მისვრია. ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.’
სახელი: ჰაიდერ შარიფი
იარაღის ნომერი: UE 0481 1984
ამუნიცია: 4 მჭიდის შეკვრა, სულ 12 მჭიდი.
‘ვერაფერს გეტყვით პირველი ინციდენტის შესახებ, რადგან იმ დროს მეძინა სათვალთვალო პუნქტში.
მეორე ინციდენტს რაც შეეხება, ამ დროს ვიდექი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ადგილზე/ჩექფოინთზე და დავინახე თუ როგორ მოდიოდა მერსედეს ბენცი ჩექფოინთისაკენ. მანქანა შემდეგ დაეჯახა ორ კასრს და განაგრძო სვლა ჰამსას მიმართულებით. გავიგე თუ როგორ უყივორდნენ მას ჰოლანდიელი სამხედროები და მოუწოდებდნენ გაჩერებულიყო. შემდეგ გავიგე სროლის ხმა. მეტი არაფერი დამინახავს, რადგან ამ დროს სათვალთვალო პუნქტის უკან ვიდექი, მეორე მხარეს, რათა თვალყური მედევნებინა პუნქტისათვის.’
თარჯიმანი
სახელი: ვალიდ აბდ ალ ჰუსაინ მაჯიდი
დაბადების თარიღი: 25-10-1969 ქუვეითი/ჰავალი
ჩვენ დავიწყეთ 0.00ზე და ვიყავით პატრულთან ერთად. დაახლოებით 01.30-მდე სხვადასხვა ადგილებზე ვიყავით, ხოლო შემდეგ კი მივედით ხსენებულ ჩექფოინთთან. როცა მივედით, ჩექფოინთის მეთაურმა გვითხრა, რომ წინა ჩექფოინთს ცეცხლი გაუხსნეს. გავიგე თუ როგორ მითხრა ლეიტენანტმა ვ.-მ [სავარაუდოდ ა.-მ] მანქანაში ჩავმჯდარიყავი და დავბრუნდით ჩექფოინთთან. როდესაც მივედით, ვიკითხეთ დეტალების შესახებ. ჩექფოინთის მეთაურმა და სერჟანტმა ჰოსამმა ICDC-დან გვითხრეს, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ გაჩერდა სატვირთო მანქანა და რომ მისმა მძღოლმა თქვა, რომ ავტომობილი, ოპელის მარკის, მათ უკან მოდიოდა. შემდეგ ოპელი მოგვიახლოვდა, გააკეთა U ტიპის ბრუნი ჩექფოინთამდე 100 მეტრში და ჩააქრო ფარები. სერჟანტმა ჰუსამ საადმა გაისროლა ორი მჭიდი, სანამ არ დაცალა, ყოველი მათგანი შეიცავდა 30 ტყვიას, მოცემული მანქანის მიმართულებით. სერჟანტ ჰოსამის თანმხლებმა პირებმაც გაისროლეს. მას შემდეგ რაც გავიგე ამ ანგარიშის შესახებ, მე გავყევი ლეიტენანტ ვ.-ს გილზების მოსაძებნად. ჩვენ ჩავუარეთ ჩექფოინთს და ამ დროს გავიგე კასრების დაცემის ხმა. მოვბრუნდი და დავინახე თუ როგორ დაეჯახა მანქანა კასრებს და განაგრძო გზა ჩვენი მიმართულებით. მე მგონია, რომ მანქანა სწრაფად არ მოდიოდა. არ მინახავს მანქანას მოეხვიოს.მე სამჯერ დავუძახე არაბულად, ხმამაღლა გაჩერდი-მეთქი, მაგრამ მანქანამ განაგრძო სვლა. კაცი ნასვამი ჩანდა, მან ფანჯრები აუწია მანქანას. მას შემდეგ რაც მანქანამ ჩაიარა, გავიგე სროლის ხმა. მერე ჰოლანდიელმა სერჟანტმა მითხრა, რამეს მოეფარეო. შემდეგ მანვე ხმამაღლა იყვირა შეწყვიტეთ სროლაო. მეც იგივე დავიძახე ICDC ხალხის მიმართულებით. ჰოლანდიელმა სამხედრომ, გზის მეორე მხარეს, განაგრძო სროლა. იგი არ გაჩერდა მას შემდეგაც კი, რაც ჰოლანდიელმა სერჟანტმა მოუწოდა გაჩერებულიყო. როდესაც მანქანა გაჩერდა, ჰოლანდიელი სერჟანტის ინსტრუქციის თანახმად, მე ვეცადე დავლაპარაკებოდი მანქანაში მსხდომთ. ვუთხარი მძღოლს გადმოსულიყო და მიწაზე დაწოლლიყო. იგი დამემორჩილა. როდესაც საუბარი დავუწყე წინა სავარძელზე მჯდომ მგზავრს, გავიგე როგორ მითხრა მძღოლმა, რომ მისი თანამგზავრი დაჭრილი იყო. მივედით მანქანასთან, გავაღეთ წინა მგზავრის კარი. დავინახე მისი მარცხენა ხელი სისხლიანი იყო. შემდეგ მივედი მანქანის მძღოლთან და მან მითხრა, რომ სვამდნენ და რომ არ დაუნახავთ აქ ჩექფოინთი. მართლაც, მძღოლს ალკოჰოლის სუნი სდიოდა. მანქანა როდესაც გაჩერებული იყო, სროლა ისევ გრძელდებოდა, თუმცა არ ვიცი საიდან. როდესაც ჩვენ გილზებს ვეძებდით პირველი ინციდენტის შემდეგ, ყველამ დატოვა ჩექფოინთი და გზაზე არავინ იყო, თან ბნელოდა. ჩექფოინთი განათებული არ იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნათელი არ იყო რომ წინ ჩექფოინთი იყო. მე მგონია უცნაურია, რომ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რადგან იმ დროს სროლა არ ისმოდა. მე მგონია, რომ მათ გამაფრთხილებელი გასროლა უნდა განეხორციელებინათ და მანქანაც გაჩერდებოდა. მოგახსენებთ, რომ პირველი სროლის ინციდენტის მერე გილზების ძიებისას, მე იმავე მხარეს ვიყავი სადაც ჰოლანდიელი სერჟანტი და ICDC სერჟანტი. ჰოლანდიელი ლეიტენანტი მეორე მხარეს იყო. არ ვიცი მაშინ ჩემს უკან რამდენი ადამიანი მოდიოდა. ასევე, არ ვიცი მანქანის მიმართულებით მეორე ინციდენტის დროს სროლა ჩექფოინთიდან განხორციელდა თუ არა.’
2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 05.15 მოხდა მისი დაკითხვა:
სახელი: ჰუსამ საადი, სერჟანტი და ადგილობრივი მეთაური ICDC-ში.
იარაღის ნომერი: 84MD5596 და AK 47, რომელიც ინტერვიუს დროს არ იყო დატენილი.
იგი ასევე ფლობდა ორ სრულ მჭიდს (2x30 ტყვია).
1 მჭიდი ცარიელი იყო.
„ჩემი ცვლის დაწყებისას, მე მქონდა 120 ტყვია. დაახლოებით 02.10 გავისროლე 60 ტყვია. იმ მომენტისათვის მანქანა მოვიდა ალ ჰამზას მიმართულებიდან და გაჩერდა საგზაო საკონტროლო პუნქტთან. მანქანის ფარები გამორთული იყო და შემდეგ მანქანა გაბრუნდა უკან ალ ჰამზასაკენ. გავიგე სროლის ხმა და დავინახე მანქანისაკენ მიმართული იარაღი. მეც გავისროლე საპასუხოდ ჩემი AK 47-დან. სროლი ინციდენტის დასაწყისში მე ვიდექი სათვალთვალო პუნქტის წინ. სროლის შემდეგ გავიქეცი ავტომობილისაკენ სამ კოლეგასთან ერთად. კოლეგები გახლავთ:
-ალა’ა ადნანი
- მოჰამად ხაზიმი
-ჰამედ ჯაბერი
ნახსენებმა სამმა კოლეგამაც გაისროლეს.
დაახლოებით 02.15 მანქანა მოულოდნელად უკან გაბრუნდა.
ამის შემდეგ, ჩვენ უმალვე დავუკავშირდით ბაზას. ლეიტენანტი ა. მოვიდა დაახლოებით 20-25 წუთში. CDT, თარჯიმანი, ლეიტენანტი ა. და კიდევ ერთი პირი წავიდნენ მჭიდების მოსაძებნად. ძებნისას, საგზაო საკონტროლო პუნქტს მოუახლოვდა მანქანა ჯექსონის მთავარი მოწოდების გზაზე რიუმაიათას მიმართულებიდან, რომელიც მიდიოდა ალ ჰამზას მიმართულებით.
CDT იყო იმ გზის მარჯვენა მხარეს, სადაც ვეძებდით გილზებს (ალ ჰამზას მიმართულებით). ლეიტენანტი ა. გზიდან მარცხნივ იდგა, ეძებდა რა გილზებს (ალ ჰამზას მიმართულებით).
უცებ გავიგეთ ხმა, თითქოს ვიღაც დაეჯახა საგზაო კონტროლის პუნქტის კასრებს. დავინახე თუ როგორ განაგრძო მანქანამ მსვლელობა ალ ჰამზას მიმართულებით.
ჩვენ დავუყვირეთ და ვეცადეთ გაგვეჩერებინა მანქანა. შემდეგ გავიგეთ სროლის ხმა. ხმა მოისმა გზის მარცხენა მხრიდან (ალ ჰამზას მიმართულებით). რამდენადაც მე ვიცი, მერსედესის მარკის მანქანიდან სროლა არ განხორციელებულა. ჰოლანდიელი ჯარისკაცი იდგა გზის მარჯვენა მხარეს.
მე თავად არ მისვრია მერსედესის მიმართულებით.’
2004 წლის 211 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 05.30-ზე დაიკითხა შემდეგი პირი:
სახელი: ჰამიდ ჯაბერი
იარაღის ნომერი: 84MD0596
ამუნიცია:
1 მჭიდი 15 ტყვიით.
2 მჭიდი, თითოში 30 ტყვიით.
1 მჭიდი, 25 ტყვიით.
‘მეორე ინციდენტის დროს მე ვიწექი სათვალთვალო კოშკის უკან. დავინახე და გავიგონე თუ როგორ გვიახლოვდებოდა მანქანა არ რუმაითას მხრიდან. მანქანა სწრაფად მიუახლოვდა ჩექფოინთს და დაეჯახა ორ კასრს. შემდეგ გავიგე სროლის ხმა. სხვა არაფერი ვიცი. პირველი ინციდენტის დროს გავისროლე 15 ტყვია.’
2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 06.15 დაიკითხა შემდეგი:
სახელი: ჰაიდერ მოჰსენი
იარაღის ნო მერი: GB 4140
ამუნიცია: 4 მჭიდი, ყოველი მათგანი 30 ტყვიით.
‘პირველი ინციდენტის დროს მეძინა. გარეთ ვერ გავედი, რადგან სათვალთვალო პუნქტის მიმართულებით ისროდნენ. როდესაც გამოვედი, დავინახე თუ როგორ წავიდა მანქანა ალ ჰამზას მიმართულებით.
მეორე ინციდენტის დროს დავინახე მერსედესი, რომელიც მოდიოდა ჩვენსკენ. მე ვიდექი VCP-ზე. მაშინ გვქონდა 360 სრული უსაფრთხოება. გავიგეთ როგორ შეეჯახა მერსედესი კასრებს და დავინახეთ როგორ განაგრძო შემდგომ გზა ალ ჰამზას მიმართულებით.
გავიგე თუ როგორ ყვიროდა ჰოლანდიელი „გაჩერდით“. თუმცა, მანქანა არ გაჩერდა.
გავიგე სროლის ხმა. გავიგე როგორ გაჩერდა მანქანა. მესმოდა ხმები მანქანის რადიოდან, რომელიც ძალიან ხმამაღლა იყო მომართული. მეტი არაფერი დამინახავს.“
2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 06.00 დაიკითხა შემდეგი:
სახელი: ალი ჰუსეინი
იარაღის ნომერი: S41297
ამუნიცია:
3 მჭიდი, ყოველი მათგანი შეიცავს 30 ტყვიას.
1 მჭიდი, რომელიც შეიცავს 26 ტყვიას.
‘მეორე ინციდენტის დროს ვიწექი უსაფრთხოების ზონაში. დავინახე VCP-კენ მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა ალ ჰამზადან. გავიგე ჰოლანდიელი სამხედროს ყვირი „გაჩერდით, გაჩერდით“. მე არ მინდოდა სროლა, რადგან ჩვენები, ახლები დადიოდნენ VCP წინ.
შემდეგ გავიგე სროლის ხმა. პირველი ინციდენტის დროს მე 4 ტყვია ვისროლე. მაშინ მე ვიდექი კოშკის გარეთ.’
2004 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 05.45 დაიკითხა შემდეგი:
სახელი: აჰმედ ღალები
იარაღის ნომერი S54469
ამუნიცია 4x30 ტყვია
‘პირველი ინციდენტის დროს მეძინა სათვალთვალო კოშკში. მაშინ მე არ გამისვრია. მეორე ინციდენტის დროს ვიწექი უსაფრთხოების ზონაში სათვალთალო კოშკის გვერდით. გავიგე თუ როგორ დარჯახა მანქანა ორ კასრს. მანქანამ განაგრძო სწრაფი სვლა (აშკარა იყო, რომ სიჩქარეს მოუმატა). შემდეგ გავიგე სროლის ხმა VCP წინ. მეტი არაფერი ვიცი.’
სახელი: ალაა ა დნანი
იარაღის ნომერი: 84 MD 0890
ამუნიცია: 3 მჭიდი თითო 30 ტყვიით და 1 მჭიდი 22 ტყვიით
‘მე ვისროლე პირველი ინციდენტის დროს. აი, ნასროლი [sic].
მეორე ინციდენტის დროს მე ვიყავი უსაფრთხო ზონაში და ვიწექი გზის მარცხენა მხარეს. ვიყურებოდი ჰამზას მიმართულებით. დავინახე, რომ არ რუმაიატას მიმართულებიდან გვიახლოვდებოდა მანქანა. მან გაიარა საგზაო შემოწმების პუნქტი და დაეჯახა რამდენიმე კასრს. მერე რა მოხდა ვერ დავინახე, თუმცა მესმოდა გასროლის ხმა.’
სახელი: ილია მოჰამად ხაზიმი, მე-2 რანგის კაპრალი
იარაღს ნომერი: 84 MD 6151
ამუნიცია: 3 მჭიდი, სულ 120 ტყვია
‘გუშინ ღამეს არცერთი ტყვია არ გამისვრია, რადგანაც ამის შესახებ ბრძანება არ მიმიღია. მე ვიდექი პირით ჰამზასაკენ საგზაო საკონტროლო პუნქტთან. გარკვეულ დროს გავიგა მანქანა როგორ დაეჯახა კასრს. მანქანამ განაგრძო სვლა ჰამზას მიმართულებით. მესმოდა როგორ უყვიროდნენ ჰოლანდიელები მანქანის მძღოლს გაჩერდითო, მაგრამ მანქანა გაიჭრა წინ. შემდეგ სროლის ხმა გავიგე. როცა დავინახე, რომ მერსედესი გაჩერდა, მივირბინე. ვერ დავინახე თუ ვინ იდგა გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რადგან ბნელოდა.
მურტადა ხაზაათი
იასერ აბდ ალაალი
აჰმედ შაკერი
ალი ჰუსეინი
ეს პირები მოვიდნენ გამთენიისას 04.10-ზე.’
სახელი: საჰიბ ჯასიმი
იარაღს ნომერი: 84 MV 7435
ამუნიცია: 4 მჭიდი სულ 120 ტყვიით
‘ პირველი ინციდენტის დროს საგზაო საკონტროლო პუნქტთან ვიდექი. დავინახე სატვირთო მანქანა, რომელიც მოდიოდა ჰამზას მიმართულებიდან გამშვები პუნქტისაკენ. მძღოლმა თქვა, რომ მას მოყვებოდა მანქანა და მიუთითა ამ მანქანაზე. სატვირთოს მძღოლმა თქვა, რომ მანქანა ოპელის მარკისა გახლდათ. რაღაც მომენტში მანქანიდან გაისმა მრავალჯერადი სროლის ხმა. ჩემმა კოლეგებმა უპასუხეს მანქანის მიმართულებით ცეცხლით. შემდეგ ჩვენ 360 გრადუსიანი დაცვა გავაკეთეთ, რის შემდეგეც მანქანამ გზა განაგრძო.
მეორე ინციდენტის დროს მე მიწაზე ვიწექი საგზაო გამშვები პუნქტის უსაფრთხო ზონაში. დავინახე როგორ მოდიოდა მანქანა არ- რუმაიტას მიმართულებიდან. მანქანა სწრაფად მოდიოდა და დაეჯახა კასრებს. შემდეგ იგი პირდაპირ საგზაო პუნქტში შევიდა და შემდეგ სროლის ხმა გავიგე. მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ვითარების ასახსნელად.“
ეროვნული სამართალწარმოება 2007 წლის 8 იანვარს მომჩივნის ადვოკატმა, ქ-ნმა ზეგველდმა, ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდის სახელით წერილი გაუგზავნა არნჰემის რაიონული სასამართლოს სახელმწიფო პროკურატურის სამხედრო პალატას. მან მოითხოვა გარდაცვალების შედეგად ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია ისევე როგორც ინფორმაცია ეჭვმიტანილების შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის (Wetboek van Strafvordering) საფუძველზე სამართალწარმოების დაწყების მიზნით (იხ. ქვემოთ). სახელმწიფო პროკურორმა 2007 წლის 11 იანვარს უპასუხა და აღნიშნა, რომ გამოძიება დასრულდა 2004 წლის ივნისში; რომ ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდი სავარაუდოდ (vermoedelijk) დაიჭრა ერაყელის ტყვიით; რომ ნიდერლანდელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ასევე ესროლეს ავტომობილს, ჰქონდათ თავდაცვის არგუმენტის მოხმობის უფლება; და რომ ამის გამო, ნიდერლანდების სამხედრო მოსამსახურეები არ იყვნენ ეჭვმიტანილნი. 2007 წლის 1 თებერვალს ქ-ნმა ზეგველდმა მისწერა სახელმწიფო პროკურორს და სხვა საკითხებთან ერთად, გამოითხოვა მონაწილეობის წესები და ერაყის გამოძიების შედეგად საქმის ფარგლებში შედგენილი ნებისმიერი ანგარიში. სახელმწიფო პროკურორმა უპასუხა 14 თებრვალს და უარი განაცხადა ქ-ნი ზეგველდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოიხმო რა 2005 წლის 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა სასამართლოს პალატის მიერ ნიდერლანდების წინააღმდეგ სხვა საქმის ფარგლებში გამოტანილი გადაწყვეტილება Ramsahai and Others v. the Netherlands, no. 52391/99, აღნიშნა, იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი არ გულისხმობდა „სისხლისსამართლებრივი“ ბრალის დადგენის საკითხს, კონვენციის მე-6 მუხლი არ გამოიყენებოდა და რომ მოცემული საქმის მასალებზე წვდომა ჩვეულებრივ სისხლისსამართლის საქმეებთან შედარებით განსხვავებულად რეგულირდებოდა. 2007 წლის 2 ოქტომბერს მომჩივანმა, რომელსაც წარმოადგენდნენ ადვოკატები ქ-ნი ზეგველდი და ბ-ნი პესტმანი, არნჰემის რაიონულ სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის საფუძველზე ლეიტენანტ ა.-ს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველზე. იგი აცხადებდა, რომ გაუმართლებელი იყო ვარაუდი მასზედ, რომ ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდი ერაყელის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა; რომ ლეიტენანტ ა.-ს მიერ ნასროლი მრავალი ტყვია წარმოადგენდა არაპროპორციულ ძალადობას; რომ ლეიტენანტმა ა.-მ არ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და არ დაემორჩილა სერჟანტ ტიუნისენის ბრძანებას შეეწყვიდა სროლა; რომ, ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის 50-ე მუხლის მიხედვით, ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდი სამოქალაქო პირად უნდა ყოფილიყო მიჩნეული საწინააღმდეგო ვარაუდის არარსებობის გამო და რომ შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო სამიზნე; და რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება ლეიტენანტ ა.-ს მიერ არასაჭირო იყო მოცემულ ვითარებაში. იგი ასევე დაეფუძნა მძღოლის მიერ ერაყელი პოლიციელისადმი მიცემულ ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მას მოუწოდეს გაჩუმებულიყო ნიდერლანდების სამხედრო პერსონალის მონაწილეობის შესახებ ამ ინციდენტში. 2008 წლის 28 იანვარს, არნჰემის რაიონული სასამართლოს მთავარმა საჯარო პროკურორმა (hoofdofficier van justitie) მისწერა არნჰემის სააპელაციო სასამართლოს მთავარ პროკურორს (hoofdadvocaat-generaal), და ურჩია მომჩივნის საჩივარი არ დაეკმაყოფილებინა. მან წერილს თან დაურთო გადაწყვეტილების მიმღები (2004 წლის ივლისში) საჯარო პროკურორის დეტალური მოტივაცია არ მიეცათ სამართალწარმოებაში ლეიტენანტი ა. საჯარო პროკურორის მიხედვით, მართალია დადგენილი იყო, რომ ლეიტენანტმა ა.-მ ესროლა მანქანას, ვერ მტკიცდებოდა, რომ ლეიტენანტმა ა.-მ გამოიწვია ბ-ნი აზარ საბაჰ ჯალუდის სიკვდილი. მეტიც, ასეც რომ ყოფილიყო, ლეიტენანტ ა.-ს გონივრულად სჯეროდა, რომ მას თავს დაესხნენ და საჭიროებდა დაცვას. საჯარო პროკურორის მოტივაცია შეიცავდა შემდგომ პასაჟს:
„ გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციის საფუძველზე, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელი ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობანი აღიარებულია. განსხვავებით ბრიტანეთის ძალებისაგან, ნიდერლანდები არასდროს ყოფილა მიჩნეული ერაყში ოკუპაციის განმახორციელებელ ძალად: SFIR ნიდერლანდებისათვის მიიჩნევა მშვიდობისმყოფელთა ოპერაციად (vredesoperatie). მთავრობის პოზიციის მიხედვით, ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები შეზღუდული რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი და გააჩნდათ ბრიტანეთის ძალების დამხმარე ფუნქცია მათთვის გამოყოფილ ზონაში, კერძოდ კი სამხრეთ ერაყში (პარლამენტის ქვედა პალატა, 2002-23, N. 23432, N. 16). SFIR მიერ გამოყენებული ძალის ლეგიტიმაცია უნდა ვეძებოთ არა jus in bello პრინციპებში, არამედ განსაზღვრული გახლდათ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით, დადგენილი ბრძოლის წესებით (ROE) და ძალის გამოსაყენებლად დადგენილი ნიდერლანდების საინსტრუქციო ბარათით, რომელიც გამომდინარეობდა ამ უკანასკნელიდან. ROE იძლევა ძალის გამოყენების უფლებას ნებისმიერი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხვდება შესაბამისი წესების მოქმედების სფეროში. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, ამგვარ ვითარებაში შესაძლოა სამოქალაქო პირიც აღმოჩნდეს. მოცემული წესი ასევე ვრცელდება - რომელიც გამომდინარეობს ძალის გამოყენების ინსტრუქციიდან - განუყოფელ თავდაცვის უფლებაზეც. ინსტრუქციები და მმართველი ოფიცრის მიზანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სავარაუდო საფრთის მიხედვით, წარმოადგენს გადამწყვეტ გარემოებას, თუ რამდენად უნდა ისარგებლოს უფლებამოსილებით და გამოიყენოს ძალა სამხედრომ.“ სახელმწიფო პროკურორმა შემდგომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ნაწილში ადგილი არ ჰქონია, რადგან კონვენცია არ ვრცელდება ერაყში მყოფ ნიდერლანდების ჯარებზე: ნიდერლანდების ჯარები არ ახორციელებდნენ ეფექტურ ხელისუფლებას ერაყში. 2008 წლის 1 თებერვალს არნჰემის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება, სადაც გააჟღერა სავარაუდო მოსაზრება მასზედ, რომ გონივრული იქნებოდა გადაწყვეტილება მსჯავრდებაზე უარის შესახებ. ნიდერლანდების მოსამსახურეები ნიდერლანდების სისხლის სამართლის იურისდიქციის ქვეშ რჩებიან მიუხედავად იმისა, თუ დედამიწის რომელ ნაწილში არიან. თუმცა, UNSC რეზოლუცია N. 1483 აღნიშნადა, რომ დამხმარე სახელმწიფოებს არ გაჩნდათ ოკუპაციის განმახორციელებელი ძალის სტატუსი და რომ შეიარაღებული კონფლიქტი დასრულებული იყო იმ დროისათვის, როდესაც გარდაიცვალა ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდი. ამასთანავე, რომც დავუშვათ, რომ იმ დროს ერაყში შეიარაღებული კონფლიქცი არსებობდა, ის გარემოებები, რომელშიც ადგილი ჰქონდა ინციდენტს, არ იყო კონფლიქტთან კავშირში და ნაკლებსავარაუდო იქნებოდა ლეიტენანტ ა.-ს დასჯა ომის დანაშეულების კანონმდებლობის საფუძველზე. ჩვეულებრივი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი, ლეიტენანტი ა. უფლებამოსილი იქნებოდა ედავა თავდაცვის განხორციელების შესახებ. თუმცა, მიუხედავად მსჯავდებისა, ნიდერლანდების მთავრობამ, შესაძლოა, ex gratia გადაიხადოს კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლოს მოსმენა შედგა 2008 წლის 18 მარტს. მომჩივნის წარმომადგენელმა, ქ-ნმა ზეგველდმა მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, მათ შორის საქმისათვის ROE და მისგან გამომდინარე ინსტრუქტიების ასლების დართვა, საჭიროების მიხედვით შესაბამისი თარგმანებითურთ; ერაყში ჩატარებული კვეთის ანგარიში; ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის მიერ ერაყის პოლიციისათვის მიცემული ჩვენება; ერაყელი თარჯიმნის, ბ-ნი მაჯიდის დაკითხვის ოქმი, რომელიც ეხებოდა ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის განცხადებას მასზედ, რომ თარჯიმანმა მას უთხრა გაჩუმებულიყო ნიდერლანდების ჯარების ამ ინციდენტში ჩართულობის შესახებ. მას ასევე მოითხოვა ერაყელი პერსონალის მიერ გასროლის დადგენა და განაცხადა, რომ ლეიტენანტ ა.-ს ქმედებები გასცდა კანონიერი თავდაცვის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2008 წლის 7 აპრილს. მან არ დააკმაყოფილა შემდგომი საგამოძიებო ზომების მიღების შესახებ მოთხოვნა, გაითვალისწინა რა ის დრო, რაც გავიდა უკვე ინციდენტის შემდეგ, რის გამოც ამგვარი ზომები უშედეგო იქნებოდა. სასამართლომ უარი განაცხადა ლეიტენანტ ა.-ს მიმართ დევნის დაწყებაზე, რაც, inter alia დააფუძნა შემდეგ არგუმენტაციას:
„ფუნქციონალური ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია მოცემული ტიპის შემთხვევებში გამომდინარეობს ROE და SFIR ძალის გამოყენების ინსქტრუქციის 2003 წლის 24 ივლისის ვერსიიდან. ადვოკატმა სასამართლოს დახურულ სხდომაზე მოთხოვა ROE-ზე წვდომის მინიჭება. თუმცა, მოცემული დოკუმენტი არ წარმოადგენს საქმის ნაწილს და არც სააპელაციო სასამართლოსა და არც მთავარ მრჩეველს არ მიუწვდება მასზე ხელი. მოცემულ საქმეში შეფასება უნდა მოხდეს SFIR ძალის გამოყენების ინსტრუქციების საფუძველზე. მოცემულ ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ ძალის გამოყენება ნებადართულია, inter alia, თავდაცვის, საკუთარი ჯარებისა და MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრული პირების დასაცავად. პირისადმი დამიზნებასთან დაკავშირებით, ინსტრუქცია მიუთითებს, რომ მიზანმიმართული ცეცხლის გახსნა დაშვებულია თუ [თავად ISFR წევრს], მის ჯარებს ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ემუქრება ძალადობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის სერიოზული დაზიანება, ან სიკვდილი და როდესაც არ არსებობს მისი თავიდან არიდების სხვა გზა. ამგვარი შემთხვევის მაგალითებს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პირი ისვრის ან უმიზნებს იარაღს პირს, რომელიც ემუქრება მის ჯარებს ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და როდესაც პირი მიზანმიმართულად დააჯახებს მანქანას მოცემულ პირს, მის ჯარებს ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.
როგორც ჩანს, ლეიტენანტი ა. - რომელიც იძიებდა მცირე ხნით ადრე მომხდარი სროლის ინციდენტის კვალს, რომლის დროსაც მანქანიდან მოხდა გასოლა ჯარების მიმართულებით - აღმოჩნდა ვითარებაში, სადაც მანქანამ უგულვებელყო VCP და წავიდა სწორედ მისი მიმართულებით მაღალი სიჩქარით. ლეიტენანტმა ა.-მ ივარაუდა, რომ სწორედ ამ მანქანიდან ისროდნენ. რაც სრულიად გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ ლეიტენანტ ა.-ს არ ევალებოდა ევარაუდა, რომ მოხდებოდა გასროლა მისი ან მათივე დამხმარე ერთეულებიდან - ნიდერლანდელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ ან ICDC წევრებისაგან - მისი მიმართულებით. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის ვარაუდს მასზედ, რომ ინციდენტის მომსწრე სხვა პირებს განსხვავებული შთაბეჭდილება ჰქონდათ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ლეიტენანტი ა. სხვა პოზიციაში იყო და ვერ ხედავდა ვითარებას ისე, როგორც ქუჩის მეორე მხარეს მყოფი ჯგუფი, რომელიც, აღსანიშნავია, რომ სარგებლობდა გამადიდებელი დანადგარით. განსხვავებულ მიდგომას არც ის ფაქტი იწვევს, რომ ლეიტენანტმა ა.-მ გაისროლა მას შემდეგ, რაც მანქანა გასცდა მას იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ მოცემულ საგუშაგოს ესროლა სწრაფად მოძრავმა მანქანამ და ლეიტენანტ ა.-ს, როგორც ეს მან თავადაც აღნიშნა, უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ გზის მეორე მხარეს იყვნენ დამხმარე/მეგობარი ძალები და რომ მას არ სურდა მანქანა მათ დასჯახებოდათ. ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ ლეიტენანტ ა.-ს შეეძლო გამაფრთხილებელი გასროლა. ძალის გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით, გამაფრთხილებელი გასროლა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საშუალებას იძლევა ოპერაციის გარემო-პირობები, ხოლო გამაფრთხილებელი გასროლა არ არის სავალდებულო, თუკი პირი ან სხვები იმყოფებიან შეიარაღებული თავდასხმის მიმდებარედ.
ზემორეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლეიტენანტ ა.-ს შეეძლო გონივრულად ევარაუდა, რომ მას და მის ჯარებს თავს დაესხნენ და რომ ამის გათვალისწინებით, მან იმოქმედა ძალის გამოყენების შესაბამისი ინსტრუქციის ფარგლებში.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფო პროკურორმა მართებულად არ დაიწყო დევნა.“
ბ. ინციდენტის დროს გამოყენებული იარაღი დაიმაკო C7A1 დაიმაკოს C7A1 იარაღი წარმოადგენს ნიდერლანდების არმიის სტანდარტულ იარაღს. ის კანადური წარმოშობისაა და წარმოადგენს ცნობილი ამერიკული Armalite AR-15/Colt M16 სახესხვაობას. მას შეუძლია ავტომატური და ნახევრადავტომატური გასროლა. ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები სტანდარტულად იღებენ 30 ტყვიიან მჭიდს. ავტომატურ რეჟიმში გასროლა სტანდარტულად ხორციელდება წუთში.700-940 მონაცემით. მსგავსად AR-15/Colt M16, დაიმაკო ისვრის 5.56x45 mm (ან 5.56 NATO) ტყვიებს. მაღალი სიჩქარისას ტყვია უხვევს და ფრაგმენტირდება, რითაც იწვევს ქსოვილის მძიმე დაზიანებას.
კალაშნიკოვი AK-47 კალაშნიკოვის AK-47 ტიპის იარაღი თავდაპირველად შეიქმნა და მისი წარმოება მოხდა საბჭოთა კავშირში, თუმცა მსგავსი იარაღის წარმოება ხდება მრავალ ქვეყანაში. ვარშავის პაქტის ჯარების მთავარი იარაღი, იგი და მისი მსგავსი/კლონი, დღეს მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია , მათ შორის ერაყშიც. მსგავსად AK-47, მისი ამუნიცია, 7.62x39 ტყვიები დიდი რაოდენობით მზადდება მრავალი მწარმოებლისაგან. სტანდარტულ ტყვიას გააჩნია შეღწევის დიდი ძალა; თუმცა, როდესაც ეჯახება სხეულს მასში შესვლის გარეშე, შესაძლებელია გადაუხვიოს და ფრაგმენტირდეს, რითიც იწვევს 5.56 mm NATO ტყვიის მსგავს ეფექტს.
გ. ნიდერლანდების სამხედრო განთავსება ერაყში ზოგადი მიმოხილვა 2003 წლის ივლისიდან 2005 წლის მარტამდე ნიდერლანდების ჯარები მონაწილეობდნენ ერაყში სტაბილიზაციის ძალებში (SFIR). ისინი განთავსებულნი იყვნენ ალ-მუთანას პროვინციაში სამხრეთ-აღმოსავლეთის მულტინაციონალური დივიზიის ფარგლებში (MND-SE), რომელიც გახლდათ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის მეთაურობის ქვეშ. ნიდერლანდების მონაწილეობას MND-SE არეგულირებდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის, რომელსაც თან ახლდა ბრძოლის წესები (ROE). ორივე დოკუმენტი საიდუმლო იყო და დღემდე ასეთად რჩება. ნიდერლანდების სამხედრო პერსონალს ნიდერლანდების მთავარი სამხედრო პერსონალის (Chef Defensiestaf ) მიერ სამხედროებს გააჩნიათ aide-mémoire. ეს უკანასკნელი გახლავთ ბრძოლის წესების მიმოხილვა. ამასთანავე, მთავარი სამხედრო პერსონალის მიერ შექმნილი ძალის გამოყენების ინსტრუქციაც (Geweldsinstructie) წარმოადგენს ჯარების სახელმძღვანელო დოკუმენტს. რაც შეეხება ზოგადად ერაყის ოკუპაციას 2003 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, ზოგადი მიმოხილვისათვის იხილეთ საქმე Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, §§ 9-19, 7 ივლისი 2011.
წერილი პარლამენტის ქვედა პალატას 2003 წლის 6 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა, ერთობლივი წერილი გაუგზავნეს პარლამენტის ქვედა პალატას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ, სადაც აღწერეს ზოგადი ვითარება და ჩამოაყალიბეს მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ნიდერლანდების ძალების გაგზავნა SFIR-ში მონაწილეობის მისაღებად. წერილი, inter alia, აღნიშნავს შემდეგს:
„ბრიტანელების მოთხოვნის შესაბამისად, ნიდერლანდების დანაყოფები განთავსდება ერაყის სამხრეთში, ალ-ბუთანას პროვინციაში... მოცემული პროვინცია ხვდება ბრიტანეთის დანაყოფის პასუხისმგებლობის ქვეშ. შესაბამისად, ოპერატიული მართვის ხაზი გადის ბრიტანეთის დივიზიის სათაო ოფისზე და ერაყში ამერიკის შტაბბინიდან ამერიკულ ცენტრალურ მმართველობაზე (CENTCOM), რომელიც გახლავთ სამხედრო მმართველობის მაკოორდინირებელი ძალა.“
და
„მანდატი/იურიდიული საფუძველი
ნიდერლანდების ჯარების ერაყში განთავსების საფუძველი უნდა ვეძიოთ გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციაში. მთავრობა მიჩნევს, რომ სწორედ ამ რეზოლუციის დებულებები წარმოადგენს მანდატს. რეზოლუცია ცალსახად ეფუძნება გაეროს წესდების VII თავს და მისი პირველი პარაგრაფი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს „დაეხმაროს ერაყის ხალხს ინსტიტუტების რეფორმირების პროცესსა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ხელი შეუწყონ სტაბილიურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ერაყში მოცემული რეზულიციის თანახმად“. უფრო ზოგადად, N. 1383 რეზოლუციის ბოლო ოპერატიული პარაგრაფი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს „ხელი შეუწყონ მოცემული რეზოლუციის იმპლემენტაციას“. უშიშროების საბჭოს შეხვედრის ანგარიში, სადაც მოხდა ხსენებული რეზოლუციის მიღება, ნათლად მიუთითებს, რომ მოცემული უშიშროების საბჭოს შეხვედრა, რომელზეც მოხდა რეზოლუციის მიღება, ხასიათდებოდა ფართო კონსესუსით მასზედ, რომ სწორედ ეს რეზოლუცია, მისი დებულებებით, წარმოადგენს წევრ სახელმწიფოებისათვის ერაყში ჯარების გაგზავნის საფუძველს.
რეზოლუციის პრეამბულის მიხედვით იკვეთება, რომ განსხვავება არსებობს აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რომლებიც ერაყში მოქმედებენ ოკუპაციის განმახორციელებელი ხელისუფლების სტატუსით, და იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც არ გააჩნიათ ამგვარი უფლებამოსილებანი. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი მიჩნეულ უნდა იქნეს მონაწილე სახელმწიფოების სტატუსის შესახებ ავტორიტეტულ მოსაზრებად, რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოებისათვის სავალდებულო ხასიათის მქონეა.
რეზოლუციის მე-5 პარაგრაფი პირდაპირ მოუწოდებს („უხმობს“) ყველა შესაბამის სახელმწიფოს (მათ შორის იმ ქვეყნებსაც, რომლებიც არ არიან ოკუპაციის განმახორციელებლები) „სრულად დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლით დადგენილ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და ჰააგის 1907 წლის დებულებებს.“ ნიდერლანდები გამოეხმაურა მოწოდებას.“
და
„გავლენა
სტაბილიზაციის ძალა შედგება მონაწილე სახელმწიფოთა კოალიციისაგან, რომელსაც მეთაურობს ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. მნიშვნალოვანია, რომ ჯარების მომწოდებელი სხვა სახელმწიფოებიც საკმარისად იყვნენ ჩართულნი უსაფრთხოების ძალის ზოგად პოლიტიკურ-სამხედრო პოლიტიკასა და ინფორმაციის გაცვლაში. ამ მიზნით, გაერთიანებული სამეფო შექმნის „ძალების მომწოდებელთა კომიტეტს“ ბრიტანული სექტორისათვის, რომელიც საშუალებას მისცემს აწარმოონ მჭიდრო კონსულტაციები მთავრობის წარმომადგენლებს შორის, მსგავსად ISAF-ისათვის ბრიტანელების მიერ შექმნილი პროცედურისა [ავღანეთში გაგზავნილი საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალა] და რომელსაც ახლა ასევე ახორციელებენ ნიდერლანდები და გერმანია ISAF-ისათვის. ჯარების მომწოდებელი სახელმწიფოები ამასთანავე ჩართულნი იქნებიან სამხედრო მიმართულებაშიც ოპერაციის შტაბბინაში ეროვნული წარმომადგენლების საშუალებით.“
და
„ინსტრუქციები ძალის გამოყენების შესახებ (ბრძოლის წესები)
ბრძოლის წესები (ROE) წარმოადგენს სამხედრო ერთეულებისათვის შექმნილ ინსქტრუქციას, რომელიც გაწერს ნებადართული ძალის გამოყენების გარემოებებს, პირებებს, ხარისხსა და მოდალობებს. მისი შინაარსი საჯარო არ არის. ROE იქმნება სამხედრო-ოპერატიული და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მოიცავს ჰუმანიტარულ სამართალს, ომის კანონებსა და პოლიტიკურ/დიპლომატიურ გარემოებებს. მისი შემუშავება ხდება NATO დოკუმენტზე დაფუძნებით, რომელიც მოიცავს ROE სახელმძღვანელო პრინციპებს.
ისევე როგორც სხვა მშვიდობისმყოფელ ოპერაციებში, დადგენილია, რომ ნიდერლანდებმა უნდა გაითვალისწინოს „წამყვანი სახელმწიფოს“, ჩვენს შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს, ROE. ნიდერლანდებს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს ძალის გამოყენების ინსტრუქციებში ეროვნული დირექტივებისა და გარემოებების გათვალისწინებით. მართალია ROE ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მთავრობა აპირებს მათ გამყარებას, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, გულისხმობს, „დაცვის ძალის“ ფართო უფლებამოსილებების მინიჭებასა და უსაფრთხო, სტაბილური გარემოს შექმნას. ამის საფუძველზე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ROE უზრუნველყოფს დავალებების შესრულებას საომარი მოქმედებებისა თუ არეულობების დროსაც.
მმართველობის სტრუქტურა
ერაყის ოპერაცია სრულად არის აშშ CENTCOM მმართველობის ქვეშ, სადაც სახმელეთო კომპონენტის კოალიციური ძალების მმართველი (CFLCC) ოპერაციას მართავს ბაღდადიდან. ამ მიზნით, ერაყი დაყოფილია ოთხ სექტორად. ჩრდილოეთ ერაყის სექტორებს, ბაღდადის გარშემო ტერიტორიის ჩათვლით, მართავს ამერიკის შერთებული შტატები. პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო არიან სამხრეთ ერაყზე პასუხისმგებელნი. ნიდერლანდების ბატალიონი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული (zelfstandige eenheid) არის ბრიტანეთის დივიზიის ოპერატიული კონტროლის ქვეშ. NATO მიერ პოლონეთის მხარდაჭერის გათვალისწინებით, გადაწყვეტილია ნიდერლნდების რიგი პერსონალის განთავსება პოლონეთის შტაბში. ამასთანავე, პოლონეთის სექტორი ამერიკული სექტორის მიმდებარედაა და ნიდერლანდების პერსონალის იქ განთავსება უზრუნველყოფს უკეთეს ზოგად კოორდინაციას.
სხვათაშორის (Overigens), ნიდერლანდები ინარჩუნებს „სრულ მმართველობას“ [ორიგინალი ინგლისური ტექსტი] ნიდერლანდების სამხედრო პერსონალზე ოპერაციის მთელი მსვლელობის განმავლობაში. თავდაცვის მთავარი პერსონალი იცავს ნიდერლანდების ჯარების მანდატსა და სამხედრო მიზანს. საჭიროების შემთხვევაში, იგი დაემორჩილება თავდაცვის მინისტრის სახელით გაცემულ შემდგომ მითითებებს.“ სამეფო სამხედრო პოლიცია ერაყში ერაყში ნიდერლანდების ძალებს თან ახლდათ სამეფო სამხედრო პოლიცია. მომჩივანი აცხადებს, რომ ისინი რეგულარულ ჯარებთან ერთად ცხოვრობდნენ ბაზაზე.
დ. ინსქტრუქცია SFIR ნიდერლანდების პერსონალისათვის
მოპასუხე მთავრობამ წარმოადგინა 2003 წლის 24 ივლისს გამოცემული aide-mémoire/დამხმარე სახელმძღვანელო SFIR მეთაურებისათვის, ისევე როგორც SFIR ნიდერლანდების სამხედრო პერსონალისათვის გაცემული სამხედრო ბარათები. წინამდებარე სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი რელევანტური მონაკვეთი მოყვანილია ქვევით (თარგმანი შესრულებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ინგლისური ტექსტი გამოყოფილია დახრილი შრიფტით):
Aide-mémoire/დამხმარე სახელმძღვანელო SFIR ხელმძღვანელობისათვის
„ წინამდებარე ინსქტრუქცია წარმოადგენს MND (SE) ბრძოლის წესებისა (ROE) და მასზე მოქმედი ნიდერლანდული შეზღუდვების გამარტივებულ ტექსტს კომისირებული და არა-კომისირებული ოფიცრებისათვის. გაურკვევლობის შემთხვევაში, იხელმძღვანელეთ ROE ინგლისურენოვანი ტექსტითა და შესაბამისი ნიდერლანდული დეკლარაციებით. თუკი წინამდებარე დოკუმენტი განსხვავდება ROE-საგან და ნიდერლანდების დეკლარაციებისაგან, უპირატესობა ენიჭება ROE-სა და ნიდერლანდების დეკლარაციებს.
მისია თქვენი მისია გახლავთ უსაფრთო და სტაბილური გარემოს შექმნა ერაყში, რათა შესაძლებელი შეიქნას ქვეყნის რეკონსტრუქცია და წარმომადგენლობით თვითმმართველობაზე გადასვლა. უკიდურესად აუცილებელი ძალის გამოყენება დაშვებულია ქვემოთმოცემული პირობების გათვალისწინებით.
ზოგადი წესები ძალის გამოყენება დასაშვებია, თუკი სხვა საშუალებანი არასაკმარისია. გახსოვდეთ, რომ:
(ა) ნებისმიერ შემთხვევაში, არ გამოიყენოთ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე ეს უკიდურესად აუცილებელია თქვენი დავალების შესასრულებლად;
(ბ) მაქსიმალურად აიცილეთ თავიდან თანმდევი ზიანი (ეს ეხება როგორც ადამიანებს, ისე ქონებას).
თავდაცვა უკიდურესად აუცილებელი ძალის გამოყენება, მათ შორის ძალისა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარდაცვალება ან სხეულის სერიოზული დაზიანება (მომაკვდინებელი ძალა) და ნებადართული იარაღის გამოყენება, გარდა თავდაცვის უფლებისა, დაშვებულია:
(ა) საკუთარი ჯარების ან MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრულ პირთა დასაცავად (განსაზღვრული პირები);
(ბ) MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრული ქონების მოპარვის ან განადგურებისაგან დასაცავად (განსაზღვრული ქონება);
(გ) SFIR საკუთრებაში არსებული სამხედრო ინსტალაციებსა და MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებზე უნებართვო წვდომის თავიდან ასაცილებლად (მათ შორის განსაზღვრულ ქონებაზეც) (მაგალითად, შეზღუდულ სამხედრო ზონებზე);
(დ) მოწინააღმდეგე ერთეულების დასაკავებლად, გასაჩხრეკად ან განსაიარაღებლად, თუკი ისინი ემუქრებიან SFIR ერთეულის ან MND (SE) მეთაურის მიერ მისიის შესრულების დროს განსაზღვრულ პირთა უსაფრთხოებას;
(ე) მოწინააღმდეგე ქმედებებისა და მოწინააღმდეგე განზრახვის წინააღმდეგ;
(ვ) ადგილზე მეთაურის ბრძანების მიხედვით.
...
გაფრთხილების პროცედურა თუკი ოპერაციისას არსებული გარემოებანი ამის საშუალებას იძლევა, გაფრთხილება, რომ მოხდება ცეცხლის გახსნა, უნდა გაიცეს. რიგი შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია ცეცხლის გახსნა გაფრთხილების გარეშე წარმოადგენს:
(ა) თუკი თქვენ ან თქვენს უშუალო სიახლოვეში სხვები შეიარაღებულ თავდასხმას დაექვემდებარეთ; ან
(ბ) თუკი გაფრთხილება გაზრდის საფრთხეს მასზედ, რომ თქვენ, ან სხვა პირი შესაძლოა მოკლან ან მძიმედ დაჭრან. გაფრთხილება გაიცემა შემდეგის დაძახებით:
ინგლისურად:
‘STABILIZATION FORCE! STOP OR I WILL FIRE!’ – „სტაბილიზაციის ძალა! გაჩერდით, თორემ გესვრით!“
და შემდეგ ადგილობრივ ენაზე,
‘OEGAF DFEE-SJ! AU-OE ILLA ARMIE BILL NAAR!’[1] (გაჩერდით, არმია! თორემ გესვრით!) თუკი მოხდება გაფრთხილების უგულვებელყოფა, უფლებამოსილი ხართ გაისროლოთ ადგილზე მეთაურის ბრძანების ან არსებული მოქმედი ბრძანების თანახმად.
მოწინააღმდეგის ქმედება და მოწინააღმდეგის განზრახვა მოწინააღმდეგის ქმედება წარმოადგენს აგრესიულ მოქმედებას, რომელიც უთანაბრდება თავდასხმას ან თავდასხმის მუქარას ძალის გამოყენებით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ან ჯამრთელობის სერიოზული დაზიანება და რომელიც მიმართულია შენი ჯარების, განსაზღვრული პირებისა თუ განსაზღვრული ქონების წინააღმდეგ. ამგვარი მოწინააღმდეგის ქმედების მაგალითებს წარმოდგენს:
(ა) როდესაც პირი გესვრით თქვენ, თქვენს ჯარებს ან განსაზღვრულ პირებს ან განსაზღვრულ ქონებას;
(ბ) პირი ამონტაჟებს ასაფეთქებელ ან ცეცხლგამჩენ დანადგარს, ან გესვრით თქვენ ან თქვენს ჯარს ან განსაზღვრულ პირებს ან განსაზღვრულ ქონებას;
(გ) პირი განზრახ მოდის მანქანით თქვენზე დასაჯახებლად, თქვენს ჯარებზე, ან განსაზღვრულ პირებზე, ან განსაზღვრულ ქონებაზე.
...
მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი ძალის გამოყენების მოთხოვნა როდესაც ნებადართულია ძალის გამოყენება, ვალდებული ხართ შეზღუდოთ მოცემული ძალა და გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი ოდენობით. მიიღეთ ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილოთ ესკალაცია და მაქსიმალურად შეზღუდოთ თანმდევი ზიანი. აკრძალულია სამოქალაქო პირებზე თავდასხმა, გარდა თავდაცვის შემთხვევებისა. აკრძალულია აშკარად სამოქალაქო ან რელიგიურ ქონებაზე თავდასხმა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემული ქონება სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენება. თუკი გიწევთ ცეცხლის გახსნა, ვალდებული ხართ:
(ა) ესროლოთ მხოლოდ მიზანს;
(ბ) არ ისროლოთ იმაზე მეტი ტყვია, ვიდრე აუცილებელია; და
(გ) მიიღოთ ყველა აუცილებელი წინასწარი ზომა, რათა თავიდან აიცილოთ თანმდევი ზიანი (ადამიანებსა და ქონებაზე); და
(დ) შეწყვიტეთ სროლა როგორც კი ამის საშუალებას მოგცემთ გარემოება. დაიცავით ტერიტორია და მოუარეთ დაჭრილებს.
მმართველობის სხვა სახელმძღვანელო პრინციპები
... თავიდან აიცილეთ და ზემდგომ მეთაურს შეატყობინეთ ჰუმანიტარული სამართლით ომის დანაშაულების ნებისმიერი ვარაუდის შესახებ.“ SFIR სამხედროს ბარათი
„მისია
მისია თქვენი მისია გახლავთ უსაფრთო და სტაბილური გარემოს შექმნა ერაყში, რათა შესაძლებელი შეიქნას ქვეყნის რეკონსტრუქცია და წარმომადგენლობით თვითმმართველობაზე გადასვლა.
ძალის გამოყენება ძალის გამოყენება დაშვებულია ქვემოთმოცემული პირობების გათვალისწინებით.
(ა) თავდაცვისას;
(ბ) საკუთარი ჯარების ან MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრულ სხვა პირთა დასაცავად;
(გ) SFIR საკუთრებაში არსებული და მისიის შესასრულებლად აუცილებელი ქონების ან MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრული ქონების მოპარვის ან განადგურების თავიდან ასაცილებლად;
(დ) SFIR საკუთრებაში არსებული სამხედრო ინსტალაციებსა და MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებზე უნებართვო წვდომის თავიდან ასაცილებლად (მათ შორის განსაზღვრულ ქონებაზეც) (მაგალითად, შეზღუდულ სამხედრო ზონებზე);
(ე) მოწინააღმდეგე ერთეულების დასაკავებლად, გასაჩხრეკად ან განსაიარაღებლად, თუკი ისინი ემუქრებიან SFIR ერთეულის ან MND (SE) მეთაურის მიერ მისიის შესრულების დროს განსაზღვრულ პირთა უსაფრთხოებას;
(ვ) ადგილზე მეთაურის ბრძანების მიხედვით.
ზოგადი წესები ძალის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ, თუკი სხვა საშუალებანი არასკმარისია. გახსოვდეთ რომ:
(ა) ეცადეთ თავიდან აიცილოთ ესკალაცია;
(ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, არ გამოიყენოთ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე უკიდურესად აუცილებელია თქვენი დავალების შესასრულებლად;
(გ)მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული თანმდევი ზიანი (ადამიანებსა თუ ქონებაზე); ნებადართულია იმ პირთა დაკავება და განიარაღების მიზნით გაჩხრეკა, მანამდე, სანამ არ დადგინდება, რომ ისინი აღარ ფლობენ თქვენთვის საფრთხის მომცველ იარაღს, რომლებიც თავს გესხმიან თქვენ ან რომლებიც ახორციელებენ ან ძალით ცდილობენ უნებართვოდ შევიდნენ SFIR სამხედრო ინსტალაციებსა თუ MND (SE) მეთაურის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში. უფლებამოსილნი ხართ ჩამოართვათ სახიფათო ობიექტები და, საჭიროების შემთხვევაში გააუვნებელყოთ - დაუყოვნებელი გამოყენების თავიდან ასაცილებლად - თუკი მოცმული ნივთები საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ქონებას ან მისიის შესრულებას. როგორც კი ამის საშუალებას მოგცემთ მისია, დაკავებული პირები უნდა გადასცეთ ერაყის შესაბამის ორგანოებს ან ოკუპაციის განმახორციელებელ (გს) ხელისუფლებას. ყველას მოექეცით ჰუმანურად. შეაგროვეთ დაჭრილები და მოუარეთ მათ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნიან ისინი. არ მოიხვეჭოთ „ომის ძღვენი“. თავიდან აიცილეთ ჰუმანიტარული ომის სამართლის დარღვევები და შეატყობინებთ ყოველი დარღვევის შესახებ თქვენს მეთაურს. ძალის გამოყენების ყველა შემთხვევა შეატყობინეთ მეთაურს.
გაფრთხილება და გამაფრთხილებელი სროლა თუკი გარემოება ამის საშუალებას იძლევა, ვალდებული ხართ გააფრთხილოთ მხარე მანამდე, სანამ მიზანში ისვრით. თქვენ უნდა გააფრთხილოთ, რომ თუკი მეორე მხარე არ გაჩერდება ან არ შეწყვეტს საფრთხილს მომცველი ქმედების განხორციელებას, თქვენ ისვრით.
გაფრთხილება ხდება შემდეგის დაძახებთ:
ინგლისურად:
‘STABILIZATION FORCE! STOP OR I WILL FIRE!’
შემდეგ კი ადგილობრივ ენაზე:
‘OEGAF DFEE-SJ! AU-OE ILLA ARMIE BILL NAAR!’ (შეჩერდით! არმია, თორემ გესვრით!) თუკი მოხდება გაფრთხილების უგულვებელყოფა, თქვენ უფლებამოსილნი ხართ განახორციელოთ გამაფრთხილებელი გასროლა ადგილზე თქვენი მეთაურის ბრძანების ან თქვენდამი მოცემული სხვა ბრძანებების შესაბამისად.
მიზანში სროლა თქვენ უფლებამოსილნი ხართ მიზანში ისროლოთ თუკი თავად თქვენ, თქვენი ჯარები ან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დგანან იმგვარი ძალადობის საფრთხის წინაშე, რომ შესაძლებელია სერიოზული დაზიანება მიადგეს მათ ჯანმრთელობას ან დადგეს სიკვდილი და თუკი ამ ყოველივეს თავიდან აცილების სხვა გზა არ არსებობს.
რამდენიმე მაგალითი გახლავთ:
- შეგიძლიათ ესროლოთ ადამიანს, რომელიც გესვრით ან გიმიზნებთ იარაღს თქვენ, თქვენს ჯარებს ან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს;
- შეგიძლიათ ესროლოთ პირს, რომელსაც მოქმედებაში მოყავს ასაფეთქებელი ან ცეცხლსასროლი დანადგარი ან ემზადება თქვენი, თქვენი ჯარების ან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მისამართით სასროლელად;
- შეგიძლიათ ესროლოთ ადამიანს, რომელიც მანქანით განზრახ მოდის თქვენი, თქვენი ჯარების ან თქვენი დაცვის ქვეშ მოფი პირების მიმართულებით.
მინიმალური ძალა თუკი თქვენ გაგიხსნეს ცეცხლი, თქვენ ვალდებულნი ხართ:
- ესროლოთ მხოლოდ სამიზნეს;
- არ ისროლოთ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა; და
- შეწყიტოთ სროლა როგორც კი ამის საშუალებას მოგცემთ ვითარება. აკრძალულია ძალის გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე გვაქვს თავდაცვის აუცილებლობასთან. აკრძალულია ცალსახად სამოქალაქო ან რელიგიური ტიპის ქონებაზე თავდასხმა. გამონალისია შემთხვეები, როდესაც:
(ა) მოცემული ქონების გამოყენება ხდება სამედრო მიზნებისათვის; და
(ბ) თქვენი მეთაური გიბრძანებთ; აკრძალულია თავდასხმის ან სხვა აგრესიული ქმედების სიმულირება. აკრძალულია ცრემლდენი გაზის გამოყენება.“
ე. სამეფო სამხედრო პოლიცია
სამეფო სამხედრო პოლიცია წარმოადგენს შეიარაღებული ძალების დანაყოფს სამეფო საზღვაო ძალებთან (Koninklijke Marine), სამეფო არმიასთან (Koninklijke Landmacht) და სამეფო საჰაერო ძალებთან (Koninklijke Luchtmacht) ერთად. მის წევრებს გააჩნიათ სამხედრო სტატუსი და აქვთ სამხედრო წოდება. მას საკუთარი სამეთაურო დანაყოფი აქვს; მეთაური ოფიცერი არის გენერალ-ლეიტენანტის (luitenant-generaal) წოდების მქონე და პირდაპირ არის პასუხისმგებელი თავდაცვის მინისტრის წინაშე. მოცემული საქმის ფარგლებში, სამეფო სამხედრო პოლიციის შესაბამისი ვალდებულებანი მოიცავს „ნიდერლანდებისა და სხვა შეიარაღებულ ძალებში, ისევე როგორც საერთაშორისო სამხედრო შტაბბინაში და მოცემულ შეიარაღებულ ძალებსა და შტაბბინაზე მიკუთვნებულ პირთათვის პოლიციური ვალდებულებების განხორციელება (პოლიციის შესახებ 1993 წლის კანონის მუხლი 6(1)(ბ) (Politiewet 1993)). სამეფო სამხედრო პოლიციის წევრები გადიან როგორც სამხედრო, ისე პოლიციის წვრთნებს. არაკომისირებული ოფიცრები, რომლებიც ფლობენ სერჟანტის (wachtmeester) ან უფრო მაღალი რანგის წოდებას, შესაძლოა დაინიშნონ საგამოძიებო უფლებამოსილების (opsporingsambtenaren)მქონე სამოქალაქო მოხელეებად, ხოლო გარკვეული კატეგორიის კომისირებული მოხელეები კი შესაძლოა დაინიშნონ სახელმწიფო ასისტენტ პროკურორად (hulpofficieren van justitie). სამხედო პოლიციის ან სამხედრო პოლიციის გამომძიებლის უფლებამოსილების მქონე სამეფო სამხედრო პოლიციის პერსონალი ანგარიშვალდებულია არნჰემის რაიონული სასამართლოს სახელმწიფო პროკურორის წინაშე.
ვ. არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატა
მოვლენების განვითარების დროს მოქმედი სამხედრო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (Wet militaire strafrechtspraak) მე-9 მუხლი აღნიშნავს, რომ არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატა უნდა შედგებოდს სააპელაციო სასამართლოს ორი მოსამართლისაგან, მათ შორის ერთი თავმჯდომარე, და ერთი სამხედრო წევრისაგან. სამხედრო წევრი უნდა იყოს მომსახურე ოფიცერი კაპიტნის რანგით (kapitein ter zee, სამეფო საზღვაო ძალები), პოლკოვნიკი (kolonel, სამეფო არმია), ჯგუფის კაპიტანი (colonel, სამეფო საჰაერო ძალები) ან უფრო მაღალი რანგისა, რომელიც ამასთანავე ფლობს მართლმსაჯულების განამხორციელებელ უფლებამოსილებას; იგი უნდა დაწინაურდეს კომოდორის (commandeur, სამეფო საზღვაო ძალები), ბრიგადირის (brigadegeneraal, სამეფო არმია) ან საჰაერო კომოდორის (commodore სამეფო საჰაერო ძალები) რანგამდე, თუკი უკვე არ გააჩნია ამგვარი წოდება. იგი ვერ იქნება სამეფო სამხედრო პოლიციის წევრი. სამხედრო წევრი ინიშნება ოთხი წლით და უფლებამოსილია ერთჯერადად გააგრძელოს მოცემული ვადა. სავალდებულო საპენსიო ასაკი არის სამოცი წელი ( სამხედრო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6$4 მუხლი). მართლმსაჯულების (ორგანიზების) შესახებ კანონის მუხლი 68(2) () განსაზღვრავს არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის იმ სამხედრო წევრების კანდიდატურას, რომელთაც, მათ სამოქალაქო კოლეგებთან თანაბარ საწყისზე, კონფიდენციალურობის დაცვისა (კანონის მუხლები 7 და 13) და ფუნქციური დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობის ვალდებულებით (მუხლი 12), შეუძიათ მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვაში მოსამართლის სტატუსით; მათი ქმედებები ექევმდებარებიან იგივე შემოწმებას, როგორც ეს ხდება სამოქალაქო მოსამართლეების შემთხვევაში (მუხლები 13ა-13ზ). ეს უკანასკნელი მოიცავს დაინტერესებული პირის მიერ ან proprio motu წამოყენებული უზენაესი სასამართლოს (Hoge Raad ) კონკრეტული ქმედების გადახედვას გენერალური პროკურორის (procureur-generaal) მიერ.
ზ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პროცედურა
წინამდებარე საქმისათვის რელევანტური დებულებები ეროვნული კანონმდებლობიდან გახლავთ შემდეგი:
ნიდერლანდების სამეფოს კონსტიტუცია
მუხლი 97
„1. სამეფოს თავდაცვისა და ინტერესების, ასევე საერთაშორისო მართლწესრიგის დასაცავად და ხელშესაწყობად არსებობს შეიარაღებული ძალები.
2. მთავრობა წარმოადგენს შეიარაღებული ძალების უზენაეს ორგანოს.“
სისხლის სამართლის კოდექსი (Wetboek van Strafrecht)
მუხლი 41 „. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს ქმედებას, რომელიც აუცილებელია მისი ან სხვა პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის (lijf), სექსუალური ხელშეუხებლობის (eerbaarheid) ან ქონების დასაცავად მეყსიერი, უკანონო თავდასხმისაგან, არ იქნება პასუხისმგებელი მოცემული ქმედების ჩადენისათვის. დაცვის მასშტაბების გადაჭარბება არ არის დასჯადი, თუკი გამოწვეულია თავდასხმის შედეგად ძლიერი, მეყსიერი ემოციით.
მუხლი 42
„ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს კანონით ნებადართულ ქმედებას არ დაექვემდებარება სასჯელს.“
მუხლი 43 „პირი, რომელიც მოქმედებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ოფიციალური ბრძანების განხორციელების მიზნით, არ არის პასუხისმგებელი და არ დაექვემდებარება სასჯელს.“ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გაცემული ოფიციალური ბრძანება არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაქვემდებარებულ პირს, კეთილსინდისიერად ეგონა, რომ ბრძანება გაცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ და რომ მისი შესრულება მისი, როგორც სუბორდინირებული პირის ვალდებულებას წარმოადგენდა.“
სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსი (Wetboek van Militair Strafrecht)
მუხლი 4
„ნიდერლანდების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ვრცელდება სამხედრო პესონალზე, რომელიც ჩაიდენს დასჯად ქმედებას ნიდერლანდების საზღვრებს მიღმა.“
მუხლი 38 „პირი, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაიდენს ქმედებას, რომელიც ნებადართულია ომის კანონებით, ან რომელიც ვერ დაისჯება ნიდერლანდებსა და ომში ჩართულ სახელმწიფოს შორის მოქმედი ხელშეკრულების ან მისგან გამომდინარე რეგულაციის დარღვევის გარეშე, არ დაექვემდებარება სასჯელს. სამხედრო, რომელიც იყენებს ძალას მისი ვალდებულების კანონიერად შესასრულებლად და რომელიც ექვემდებარება მოცემული დავალებისათვის განსაზღვრულ წესებს, არ დაექვემდებარება სასჯელს.“
მუხლი 71
„წინამდებარე კოდექსის მიზნებსიათვის „ომი“ გაგებულ იქნას როგორც შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივი გაგებით ომს და რომელშიც მონაწილეობას იღებს სამეფო, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვისა თუ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.“
მუხლი 135
„ ფრაზა „სამსახურეობრივი ინსტრუქცია“ წარმოადგენს ზოგადი მიზნის მქონე წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც გაიცემა სამეფოს ან მისი ავტონომიუერი ნაწილის (bij of krachtens algemene maatregel van rijksbestuur of van bestuur dan wel een bij of krachtens landsverordening onderscheidenlijk landsbesluit gegeven schriftelijk besluit van algemene strekking) საბჭოს მიხედვით ან მისი დადგენილი ფორმით და რომელიც ეხება სამხედრო სამსახურის ყოველ ინტერესს (enig militair dienstbelang) და მოიცავს სამხედრო პერსონალისადმი მიმართულ ბრძანებას ან აკრძალვას.“ სამხედრო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (Wetboek Militair Strafrechtspraak)
მუხლი 1
„... სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემული კანონი ადგენს განსხვავებულ წესს.“
მუხლი 8
„ ... არნჰემის სააპელაციო სასამართლოს მრავალმოსამართლიან პალატას, რომელსაც ეწოდება სამხედრო პალატა, გააჩნია ექსკლუზიური კომპეტენცია განიხილოს მე-3 მუხლში ხსენებული რაიონული სასამართლების სამხედრო პალატების გადაწყვეტილებების აპელაცია [მაგ. არნჰემის რაიონული სასამართლოსი]. მოცემული პალატა განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლით წარმოდგენილ საჩივრებსაც.“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (Wetboek van Strafvordering)
მუხლი 12
„თუკი არ მოხდება დასჯადი ქმედების განმახორციელებლი პირის პასუხისგებაში მიცემა, ან თუკი სამართალწარმოება არ დასრულდება, მაშინ პირდაპირი ინტერესის მქონე ნებისმიერ მხარეს (rechtstreeks belanghebbende) გააჩნია უფლებამოსილება წარმოადგინოს წერილობითი საჩივარი იმ იურისდიქციის შესაბამის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება პასუხისგებაში არ მიცემის, ან მისი შეწყვეტის შესახებ.
...“
მუხლი 148 “ სახელმწიფო პროკურორს ევალება იმ რაიონული სასამართლოს მიერ განსჯადი სისხლის საქმეების ძიება, სადაც არის იგი დანიშნული, ისევე როგორც გამოძიების წარმოება სხვა რაიონული ან საოლქო სასამართლოების მიერ განსჯად სისხლის სამართლის ქმედებებზე მოცემული რაიონული სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით. მოცემული მიზნით, იგი უფლებამოსილია გასცეს მითითებანი/ბრძანებები გამოძიების განამხორციელებელი სხვა პირების მიმართ. ...“
თ. შესაბამისი ეროვნული სასამართლო პრაქტიკა ერიკ ო.-ს საქმე 2007 წლის 27 დეკემბერს, სამეფო საზღვაო ძალების (Korps Mariniers), სერჟანტ მაიორმა (sergeant-majoor) ერიკ ო.-მ, „ჯექსონის“ გზის მიმდებარედ განთავსებულ კონტეინერში მდებარე ნივთების დასაცავად გამოყოფილი ერთეულის ხელმძღვანელობის დროს, მიწის მიმართულებით განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, რათა მოეშორებინა მძარცველების ჯგუფი. ტყვიამ რიკოშეტით სასიკვდილოდ დაჭრა მძარცველი. სერჟანტ მაიორ ო.-ს წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ოფიციალური ინსტრუქციების დარღვევის გამო, რადგან მას ედავებოდნენ aide-mémoire და ძალის გამოყენების შესახებ ინსტრუქციით ნებადართული ძალის გადამეტებას ან, ალტერნატიულად, დაუდევრობით მკვლელობას. პირველი ინსტანციით გამამართლებელი განაჩენის აპელაციისას, არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატამ უდანაშაულოდ ცნო სერჟანტ მაიორი ო. 2005 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში Landelijk Jurisprudentie Nummer (ეროვნულ იურისპრუდენციაში საქმის ნომერია “LJN”) AT4988, მან დაადგინა, რომ ბრძოლის წესები წარმოადგენს ოფიციალურ ინსტრუქციას, მიუხედავად მათი გასაიდუმლოებისა. მან ასევე დაადგინა, რომ სერჟანტ მაიორი ო. მოქმედებდა ბრძოლის წესებით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში და რომ არ მოქცეულა დაუდევრად.
მუსტაფიჩისა და ნუჰანოვიჩის საქმეები 1992 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკისაგან. რასაც მოჰყვა ომი 1992 წლის დეკემბრამდე. 1992 წლის 21 თებერვალს მიღებული N. 743 (1992) რეზოლუციით, გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნა გაერთიანებული ერების დაცვითი ძალა (UNPROFOR), რომელშიც გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყანათა ჯარები, მათ შორის ნიდერლანდებისაც, რომელმაც გამოჰყო თავისი საჰაერო სამობილიზიო ბატალიონი. მოცემული ბატალიონი, ცნობილი როგორც Dutchbat, წარმოადგენდა გაეროს მშვიდობისმყოფელთა ძალებს და განთავსდა ბოსნიის აღმოსავლეთით მდებარე სრებრენიცას ქალაქის გარშემო, ქალაქისა რომელსაც, მაშინ, აკონტროლებდა ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის ბოსნიელებით დომინირებული მთავრობა. 1995 წლის 10 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა ყოვლისმომცველი თავდასხმა განახორციელეს სრებრენიცის „დაცულს ზონაზე“. მათ გადაუარეს ზონას და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს იგი, მიუხედავად Dutchbat-ების იქ ყოფნისა, რომელსაც, საბოლოოდ, კონტროლის ქვეშ დარჩა მხოლოდ პოტოჩარის სოფელში განთავსებული ბაზა. შემდგომ დღეებში, ბოსნიელი კაცები, რომლებიც ბოსნიელი სერბების ძალების ხელში ჩავარდნენ დააშორეს ქალებსა და ბავშვებს და მოკლეს. დღეისათვის აღიარებულია, რომ მაშინ 7,000 და შეიძლება 8,000 ბოსნიელი კაცი და ბავშვი მოკლულ იქნა ბოსნიელი სერბი ძალებისა და სერბების გასამხედროებული ძალების მიერ. მოცემულ მოვლენას იხსენიებენ როგორც „სრებრენიცას ჟლეტვას“. ნიდერლანდების სასამართლოებში სამოქალაქო სარჩელები წარმოადგინეს 1995 წლის ივლისს სრებრენიცის ჟლეტვის დროს მოკლული სამი მამაკაცის გადარჩენილმა ნათესავებმა. პირველ საქმეში მომჩივნები (Mustafić v. the State of the Netherlands) იყვნენ Dutchbat-ის de facto, და არა პირდაპირ გაეროს მიერ და შესაბამისად გაეროს მიერ დაქირავებულის სტატუსის არმქონე, დასაქმებული ელექტრიკოსის გადარჩენილი მემკვიდრეები. ისინი აცხადებდნენ, რომ ნიდერლანდების სახელმწიფომ დაარღვია კონტრაქტი იმდენად, რამდენადაც Dutchbat მეთაურის მოადგილემ უარი განუცხადა მას დარჩენილიყო თავის ოჯახთან ერთად ბაზაში პოტოჩარიში, რის შედეგადაც მას აიძულეს დაეტოვებინა ბაზა იმავე დღეს, და ეს მაშინ, როდესაც Dutchbat ხელმძღვანელობას უნდა დაეცვათ იგი ბაზაში დატოვებისა და უშუალოდ ძალებთან ერთად ევაკუირების გზით. ალტერნატივის სახით, ისინი ითხოვდნენ დელიქტურ ანაზღაურებას. მეორე საქმეში (Nuhanović v. the State of the Netherlands) მომჩივანი გახლდათ თავად Dutchbat de facto თანამშრომელი, რომელიც თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ არ ფლობდა გაეროს თანამშრომლის სტატუსს; მისი მამა და ძმა მოკლეს თავდასხმის შედეგად. იგი დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აცხადებდა, რომ Dutchbat მეთაურის მოადგილემ მისი მამა და ძმა ბაზიდან გააძევა. 2013 წლის 6 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ორივე საქმეზე (LJN BZ9225, Nuhanović, and LJN BZ9228, Mustafić). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის, ამ საქმის რელევანტური ნაწილი, რომელიც იდენტურია ორივე საქმეში, მიუთითებს შემდეგს (ამონარიდი Nuhanović გადაწყვეტილებიდან, ინგლისურად ნათარგმნი თავად უზენაესი სასამართლოს მიერ): საკასაციო საჩივრის ნაწილი 1 აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 5.7. და 5.8. სამართლებრივი ნაწილი არ აღიარებს, რომ გაეროს ჯარების კონტინგენტი, რომელიც შეიქმნა გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე და რომელიც იმყოფებოდა გაეროს მეთაურობისა და კონტროლის ქვეში - მოცემულ შემთხვევაში UNPROFOR - რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა Dutchbat - გახლავთ გაეროს ორგანო. მოცემული ფაქტი გულისხმობს, რომ ჯარის კონტინგეტის ქმედებების მიკუთვნება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებული, საერთაშორისო ორგანიზაციათა პასუხისმგებლობის შესახებ ჩარჩო დებულებების მე-6 და არა მე-7 მუხლის მიხედვით (საერთაშორისო სამართლის კომისიის სამოცდამესამე სესია, UN Doc A/66/10, Yearbook of the International Law Commission, 2011, vol. II, Part Two). აპელაციის ამ ნაწილის მიხედვით, მე-6 მუხლი გულისხმობს, რომ Dutchbat ქმედებები ყოველთვის უნდა მიეკუთვნოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.ზემოთხსენებული ჩარჩო დებულებების მე-7 მუხლის კომენტარებიდან იკვეთება, რომ ... მიკუთვნების ხსენებული წესი, inter alia, ვრცელდება იმ ვითარებებზეც, როდესაც სახელმწიფო ჯარებს გადასცემს გაეროს მისი მშვიდობისმყოფელი მისიის კონტექსტში და როდესაც მმართველობა და კონტროლიც გადაეცემა გაეროს, ხოლო დისციპლინური უფლებამოსილებანი და სისხლისსამართებრივი იურისდიქცია („ორგანული მმართველობა“) რჩება გამგზავნ სახელმწიფოს. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებიდან იკითხება, რომ ჩვენ სწორედ ასეთი შემთხვევის წინაშე ვართ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 5.10. ნაწილი - რომელიც არგასაჩივრებული კასაციისას - მიუთითებს, რომ სადავო არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ნიდერლანდები, როგორც ჯარების გამგზავნი სახელმწიფო, ინარჩუნებს კონტროლს სამხედრო პერსონალის საქმიანობაზე, რომლებიც რჩებიან ნიდერლანდების სამსახურში, და ამასთანავე ინარჩუნებს უფლებამოსილებას დასაჯოს ხსენებული სამხედრო პერსონალი შესაბამისი დისციპლინური თუ სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო საჩივარი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ნაწილი 1 არ იყენებს ჩარჩო დებულებების მე-6 მუხლით დადგენილ მიკუთვნების წესსა და შეცდომით, იყენებს მიკუთვნების მე-7 მუხლში გაწერილ წესს.საკასაციო საჩივრის ნაწილი 2 ეხება გადაწყვეტილების 5.8-5.20 ნაწილს, სადაც სააპელაციო სასამართლო ჩარჩო დებულებების მე-7 მუხლით მიკუთვნების წესის გამოყენებით განსაზღვრავს ეფექტური კონტროლის კრიტერიუმს.იმდენად რამდენადაც აპელაცია ეფუძნება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სამართალი გამორიცხავს ქმედების მიკუთვნებას როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაზე, ისე სახელმწიფოზე, და რადგანაც სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისად, არასწორად დაუშვა, რომ არსებობდა შესაძლებლობა როგორც გაეროს, ისე სახელმწიფოს ჰქონოდა ეფექტური კონტროლი Dutchbat-ის სადავო ქმედებაზე, ადგილი აქვს კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციას. როგორც აღინიშნა კიდეც ზემოთ 3.9.4 პარაგრაფში, საერთაშორისო სამართალი, კერძოდ კი ჩარჩო დებულებების მე-7 მუხლი 48(1) მუხლთან ერთობლიობაში, არ გამორიცხავს ქმედების ორმხრივ მიკუთვნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, თუ რამდენაც ფლობდა გაერო ეფექტურ კონტროლს Dutchbat ქმედებაზე 1995 წლის 13 ივლისის საღამოს. ასეც რომ ყოფილიყო, ეს მაინც არ გულისხმობს რომ მხოლოდ გაეროს გააჩნდა ექსკლუზიური პასუხისმგებლობა.
3.11.3. იმდენად, რამდენადაც საკასაციო საჩივრის მოცემული საფუძვლები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი კრიტერიუმის გამოყენებით შეაფასა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი Dutchbat-ზე გასაჩივრებული ქმედების დროს, უნდა აღინიშნოს, რომ აპელაციაც კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება. იმის დასადგენად თუ რამდენად ფლობდა ეფექტურ კონტროლს სახელმწიფო, არ არის აუცილებელი სახელმწიფოს ჰქონდეს Dutchbat-ებისათვის გაეროსაგან განსხვავებული მმართველობის სტრუქტურა ან ახორციელებდეს დამოუკიდებელ ოპერაციულ მმართველობას. ჩარჩო დებულებების მე-7 მუხლის კომენტარებიდან იკვეთება ... რომ ქმედების მიკუთვნება გამგზავნ სახელმწიფოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ეფუძნება კონკრეტულ ქმედებაზე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებას, რომლის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა ფაქტობრივი გარემოება და საქმის სპეციალური კონტექსტი. კანონის მოცემულ სადავო განმარტებაში სააპელაციო სასამართლომ განიხილა, საქმის გარემოებებისა და სპეციალური კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახორციელებდა სახელმწიფო ფაქტობრივ კონტროლს Dutchbat-ის სადავო ქმედებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კანონი არასწორად არც განუმარტავს და არც გამოუყენებია.“
შედეგად დადგინდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამი ადამიანის გარდაცვალების გამო ნიდერლანდების სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ მართებული იყო.
ი. სხვა ეროვნული დოკუმენტები
ანგარიში საზღვარგარეთ ოპერაციების ფარგლებში სამხედრო სისხლის სამართლის პროცესის გამოყენების შესახებ 2006 წლის 31 აგვისტოს წინამდებარე ანგარიში მომზადებული გახლავთ კომიტეტის მიერ, რომლის წევრებიც არიან მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელე, არნჰემის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი გენერალური პროკურორი და მოსამართლე. დამკვეთი გახლავთ თავდაცვის სამინისტრო პარლამენტის ქვედა პალატის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც დიდწილად გამოიწვია ერიკ ო.-ს საქმემ (იხ $ $ 67-69 ზემოთ). ანგარიშში განხილულ სხვა მრავალ საკითხს შორის არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1 მუხლის მნიშვნელობით იურისდიქციის განხილვაც. ამ მხრივ ანგარიში აღნიშნავს შემდეგს (გვ.30):
„კონვენციის ფორმალურად ექსტრატერიტორიული მოქმედება შეზღუდულია რამდენიმე კონკრეტული საქმით. რაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კონვენციიდან გამომდინარე სტანდარტები ზოგადი მნიშვნელობის მატარებელია საზღვარგარეთ მოქმედი ნიდერლანდების სამხედრო ოპერაციებისათვის. კერძოდ, კონვენციიდან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი საბაზისო სტანდარტი, რომელიც ვრცელდება სიკვდილის გამომწვევი ან ჭრილობის მიმყენებელი ძალის გამოყენების შემთხვევებში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ გამოძიებებზე. ... „
რასაც მოყვება ეროვნულ პრაქტიკაში არსებული, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით მე-2 მუხლის არსობრივი და პროცედურული ანალიზი. ანგარიში ეხება იმ ცვლილებებს, რომელიც უკვე განხორციელდა ერიკ ო.-ს საქმის შემდეგ ოპერაციებში ჩართული მმართველების მიმართ ბრძოლის წესებისა და სხვა ინსტრუქციების გამოყენების საკითხზე სამართლებრივი დევნის პოლიტიკის ფარგლებში. ანგარიში რეკომენდაციას უწევს შემდგომ ცვლილებებს. უცხო ქვეყნებში არსებულ ოპერაციებში, პოლიციური საქმიანობისათვის სამეფო სამხედრო პერსონალის მომზადების ნაკლებობა კიდევ ერთხელ დაექვემდებარა კრიტიკას, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ 2006 წლის მდგომარეობით „ განხორციელდა დიდი ინვესტიცია სამხედრო პოლიციის ხარისხის გასაუმჯობესებლად“ და რომ შემდგომ თვეებში კიდევ უფრო მეტი იგეგმება. ასევე, ანგარიში მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროკურატურა, რომელიც შედგება სამოქალაქო იურისტებისაგან, რამდენიმე შემთხვევაში დადასტურდა რომ ნაკლებად ფლობდა „სიტუაციურ ინფორმაციას“. რასაც შედეგად მოყვა ნაჩქარევი გადაწყვეტილებანი სამხედრო პერსონალის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში მოხმობილ იქნა ერიკ ო.-ს საქმე. თუმცა, ამ მხრივაც შეინიშნება გაუმჯობესებანი. სროლის ინციდენტი, რომელიც განიხილება ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ, მოხმობილია როგორც ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც სწავლობს კომისია, თუმცა, ანგარიში მას დეტალურად არ განიხილავს.
ვან დენ ბერგის კომიტეტის ანგარიში ნიდერლანდების სამხედრო პერსონალის მიერ ერაყის მოქალაქეებისადმი არაჯეროვანი მოპყრობისა თუ წამების შესახებ ბრალდებების პასუხად, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ კომიტეტს დაუკვეთა კვლევა. კომიტეტი შედგებოდა პარლამენტის ყოფილი წევრისაგან ( მისი თავმჯდომარე, დრ. ი.ტ. ვან დენ ბერგი, რომლის სახელიც ეწოდა კომისიას), მოქმედი პარლამენტარისაგან, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტისა და საზღვაო ძალების გადამდგარი ადმირალისაგან. კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა 2007 წლის ივნისში. იგი მიუთითებს, რომ ანგარიშის წინარე ვერსია წაიკითხა და კომენტარები გაუკეთა ორმა იურიდიულმა ექსპერტმა, მათ შორის ერთი გახლავთ ქ-ნი ზეგველდი, ამჟამად მომჩივნის წარმომადგენელი. ანგარიში საუბრობს არაჯეროვანებაზე სამეფო სამხედრო პოლიციის დანაყოფში, რაც, interl alia მოიცავს პოლიციის ტიპის სისხლის სამართლის გამოძიებისათვის არაადექვატურ წვრთნასა და დაძაბულობას სამეფო სამხედრო პოლიციასა და სამეფო საზღვაო ბატალიონებს შორის, ბატალიონისა, რომელიც გახლდათ ნიდერლანდების პირველი კონტინგენტი ერაყში (ეს ბატალიონი იმყოფებოდა სამეფო არმიის ბატალიონის ჩასვლამდე, და სწორედ მათ დროს გარდაიცვალა ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდი). ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ნიდერლანდები არ გახლდათ „ოკუპაციის განმახორციელებელი ძალა“ და რომ ამ მხრივ ადგილი ჰქონდა რიგ ხარვეზებს; მათ შორის ის, რომ ნიდერლანდების ჯარებს არ ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ ინტერნირებული პირები ან განეხორციელებინათ დევნა. ნიდერლანდების ჯარების მიერ დაკავებული ნებისმიერი პირი უნდა გადაცემოდა ან გაერთიანებული სამეფოს სამხედროებს ან ერაყის ხელისუფლებას, იმის მიხედვით თუ რის ჩადენაზე იყო ეჭვი. „საუბრები“ დაკავებულებთან ნებადართული იყო მხოლოდ იძულებით დაცვის კონტექსტში. ანგარიში შეეხო საკითხს, თუ რამდენად იმყოფებოდნენ პირები ნიდერლანდების იურისდიქციის ქვეშ, თუკი იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს ზონის მიღმა, შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში განთავსებული ნიდერლანდების ჯარების ზონაში. ანგარიშმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. თავდაცვის სამინისტრომ ანგარიში, თანმდევი დასკვნების წერილითურთ, წარუდგინა პარლამენტის ქვედა პალატას 2007 წლის 18 ივნისს.
საბოლოო შემაფასებელი ანგარიში საბოლოო შემაფასებელი ანგარიში გამოქვეყნდა ნიდერლანდების კონტიგენტის სრული გამოყვანის შემდეგ. იგი აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების მთავრობას ჰქონდა გარკვეული „ხარვეზები“ (შეზღუდვები) ნიდერლანდების ჯარების მიერ ვალდებულების განხორციელების დროს. მოცემული „ხარვეზები“ გულისხმობდა, რომ ნიდერლანდებს არ ჰქონდა არანაიდი ადმინსიტრაციული ვალდებულება და რომ არ ახორციელებდა „ექსკლუზიურად სამართალდამცავი საქმიანობის განვითარებას. ისინი შთაგონებულნი იყვნენ სურვილით არ მიჩნეულიყვნენ ოკუპაციის განმახორციელებელ de facto ძალად. რაც შეეხება მეთოდების არჩევანს, აღინიშნა, რომ თავდაპრიველად მიზანი იყო სამხედრო წარმომადგენლობაზე სტრესის თავიდან აცილება და პატრულირებისა და ჩექფოინთების მაქსიმალური შეზღუდვა. თუმცა, პრაქტიკით დადგინდა, რომ უსაფრთხოება მიიღწეოდა მხოლოდ ხშირი პატრულირების გზით, რომელიც ხორციელდებოდა დღისითა და ღამით და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ზონების შექმნით იმ გზებზე, რომელსაც სავარაუდოდ იყენებდნენ დამნაშავეები ან ტერორისტები. ანგარიში ასევე მოიხმობს რამდენიმე შემთხვევას, სადაც მოხდა ნიდერლანდების ჯარების მიერ გასროლა და, მათ შორის რამდენი მოხდა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ზონებში/ჩექფოინთებზე. იმ შემთხვევებში, როდესაც დაიჭრნენ ან დაიღუპნენ ერაყელები, ბრძოლის წესების დარღვევა არ დადგენილა. ასევე აღინიშნა, რომ ნიდერლანდების ძალების მიერ გასროლის შედეგად დაჭრილი ერთი ერაყელი რამდენიმე კვირა მკურნალობდა ნიდერლანდებში.
კ. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი ჰააგის რეგულაციები ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოსა და სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოცემული საქმისათვის რელევანტური მისი ვალდეულებების გამარტება მოცემულია ხმელეთზე ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ რეგულაციების 42-56 მუხლებში ( ჰააგა, 1907 წლის 18 ოქტომბერი, შემდგომში ხსენებული როგორც „ჰააგის რეგულაციები“). ჰააგის რეგულაციების 42-ე და 43-ე მუხლები აღნიშნავენ შემდეგს:
42. ტერიტორია ითვლება ოკუპირებულად, თუკი იგი რეალურად იმყოფება მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო არმიის მმართველობის ქვეშ. ოკუპაცია ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული მმართველობა ჩამოყალიბდა და შეიძლება განხორციელდეს.
43. ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე მმართველობა ფაქტობრივად გადადის ოკუპანტის ხელში და ამ უკანასკნელმა უნდა მიიღოს ყველა ღონისძიება მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა აღადგინოს და უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, შესაბამის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალური პატივისცემით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აბსოლუტურად გამოირიცხება. ჟენევის მეოთხე კონვენცია ჟენევის მეოთხე კონვენციის 27-34 და 47-78 მუხლები ეხება ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვას (ჟენევა, 12 აგვისტო 1949: შემდგომში „ჟენევის მეოთხე კონვენცია“) და დეტალურად აყალიბებს ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს ვალდებულებებს. კერძოდ, ჟენევის მეოთხე კონვენციის მე-6 და 29-ე მუხლები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 6
„წინამდებარე კონვენცია მოქმედებას იწყებს მე-2 მუხლში მითითებული ნებისმიერი კონფლიქტის ან ოკუპაციის დაწყების მომენტიდან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე წინამდებარე კონვენციის მოქმედება სრულდება საომარი მოქმედებების მთლიანად დამთავრების შემდეგ.
კონვენციის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასრულდება საომარი მოქმედების დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ; თუმცა, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია, რომ, ოკუპაციის პერიოდში, იმ მოცულობით, რომლითაც იგი ამ ტერიტორიაზე მთავრობის ფუნქციებს ასრულებს, დაიცვას წინამდებარე კონვენციის 1-12-ე, 27-ე, 29-34-ე, 47-ე, 49-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 59-ე, 61-77-ე და 143-ე მუხლები.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომელთა გათავისუფლება, რეპატრიაცია ან ხელახალი განთავსებაც განხორციელდება ამ ვადების შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციის დაცვით.“
მუხლი 29
„კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, პასუხს აგებს მისი წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ მოპყრობაზე, რაც საკუთრივ ამ წარმომადგენლებს პირადი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ („უშიშროების საბჭო“) 2003 წლის 22 მაისს 4761-ე შეხვედრაზე მიიღო რეზოლუცია N.1483 (2003). მოცემული რეზოლუციიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წინამდებარე საქმის ფარგლებში რელევანტური ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
„უშიშროების საბჭო,
მოიხმობს რა მის ყველა შესაბამის რეზოლუციას,
ადასტურებს რა ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
...
მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლების 2003 წლის 8 მაისის წერილზე უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის მიმართ (S/2003/538) და აღიარებს მოცემული სახელმწიფოების, როგორც ერთიანი მმართველობის მქონე ოკუპაციის განმახორციელებელი მხარეების, შესაბამისი საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ კონკრეტული უფლებამოსილებებს, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს („ხელისუფლება“),
ასევე აღნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც არ ფლობენ ოკუპაციის განმახორციელებელი ძალის სტატუსს, შესაძლოა ამჟამად ან მომავალში იმუშაონ „ხელისუფლებასთან“ ერთად,
მიესალმება რა წევრ სახელმწიფოთა სურვილს ხელი შეუწყონ ერაყის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ამ მიზნით გამოყონ და აღჭურვონ პერსონალი და უზრუნველყონ სხვა რესურსები „ხელისუფლებისათვის“ და მასთან ერთად,
...
მოქმედებს რა გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე. მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის ორგანიზაციებს დაეხმარონ ერაყელ ხალხსა და მათ მონდომებას მოახდინონ ინსტიტუტების რეფორმირება და ააშენონ საკუთარი ქვეყანა, და ხელი შეუწყონ ერაყში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოცემული რეზოლუციის ფარგლებში; მოუწოდებს დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობის მქონე წევრ სახელმწიფოებს უპასუხონ ერაყისათვის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნას და დაეხმარონ ერაყელი ხალხის ჰუმანიტარული და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას საკვების, სამედიცინო მარაგებისა და ერაყის ეკონომიკის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო სხვა რესურსების გაცემით;
... მოუწოდებს „ხელისუფლებას“ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა შესაბამისი წესების დაცვით, ხელი შეუწყონ ერაყელ ხალხს ტერიტორის ეფექტური ადმინისტრირების გზით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი მიმართული საქმიანობითა და იმგვარი პირობების შექმნით, რომელშიც ერაყელი ხალხი შეძლებს თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური მომავალი; მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს სრულად დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლით დადგენილ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და ჰააგის 1907 წლის რეგულაციებს;
... თხოვს გენერალურ მდივანს დანიშნოს სპეციალური წარმოამდგენელი ერაყისათვის, რომლის დამოუკიდებელი ვალდებულებებიც მოიცავს რეზოლუციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ რეგულარულ ანგარიშგებას საბჭოს წინაშე, გაეროს საქმიანობათა კოორდინირებას ერაყში კონფლიქტისშემდგომ პროცესებზე, გაეროსა და ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციის საქმიანობის განმახორციელებელ საერთაშორისო სააგენტოებს შორის კოორდინაციას, და კოორდინაციას „ხელისუფლებასთან“, ერაყელი ხალხის დახმარების მიზნით შემდგომი საქმიანობების განხორციელებაში:
(ა) გაეროს სააგენტოებსა და გაეროს სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო საქმიანობების განხორციელბის კოორდინირება;
(ბ) ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, მოწესრიგებული და ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობა;
(გ) „ხელისუფლებასთან“, ერაყელ ხალხთან და სხვა შესაბამის მხარეებთან ინტენსიურად მუშაობის შედეგად ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ხელისუფლების აღდგენა და შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული, წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნის პროცესის ხელშეწყობას;
(დ) ძირითადი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის ხელშეწყობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
(ე) ეკონომიკური რეკონსტრუქციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული და რეგიონული, ისევე როგორც შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების კოორდინირებით;
(ვ) საბაზისო სამოქალაქო ადმინისტრირების ფუნქციისადმი საერთაშორისო დახმარებისაკენ მოწოდება;
(ზ) ადამიანის უფლებათა დაცვისაკენ მოწოდება;
(თ) ერაყის სამოქალაქო პოლიციის ძალების უნარების შექმნისაკენ მიმართული საერთაშორისო მოქმედებისაკენ მოწოდება;
(ი) საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოწოდება იურიდიული და მართლმსაჯულებითი რეფორმების დასახმარებლად; მხარს უჭერს „ხელისუფლების“ დახმარებითა და სპეციალურ წარმომადენელთან ერთად მუშაობით, ერაყის დროებითი მთავრობის, როგორც ერაყელი ხალხის მიერ მართული გარდამავალი ადმინისტრაციის ფორმირებას მანამდე, სანამ ერაყელი ხალხი არ შექმნის საერთაშორისოდ აღიარებულ წარმომადგენლობით მთავრობას, რომელიც განახორციელებს „ხელისუფლებას“;
... მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ წინამდებარე რეზოლუციის იმპლემენტაციას; განაგრძობს მოცემული თემის განხილვას.“
უშიშროების საბჭომ 4844-ე სესიაზე 2003 წლის 16 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია 1511 (2003). იგი ეხება წინამდებარე საქმის ფარგლებში შემდეგ რელევანტურ მასალას:
„უშიშროების საბჭო
ადასტურებს მის წინარე რეზოლუციებს ერაყთან დაკავშირებთ, მათ შორის 2003 წლის 22 მაისის N. 1483 რეზოლუციას (2003) და 2003 წლის 14 აგვისტოს N.1500 რეზოლუციას (2003), ასევე რეზოლუციებს მიღებულს ტერორისტული აქტებით მშვიდობისა და უშიშროებისათვის გამოწვეულ საფრთხეზე, მათ შორის რეზოლუცია N. 1373(2001) მიღებული 2001 წლის 28 სექტემბერს და სხვა რეზოლუციებს;
ხაზს უსვამს, რომ ერაყის სუვერენიტეტი ერაყის სახელმწიფოშია, ადასტურებს ერაყელი ხალხის უფლებას თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი და გააკონტროლონ საკუთარი ბუნებრივი რესურსები, იმეორებს რა საკუთარ დადგენილებას, რომ დღე, როდესაც ერაყელები თავად უნდა მართავდნენ საკუთარ სახელმწიფოს უნდა მოვიდეს რაც შეიძლება დაუყოვნებლივ და აღიარებს საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში მდებარე სახელმწიფოების, ერაყის მეზობლებისა და რეგიონალური ორგანიზაციების მნიშვნლობას პროცესის სწრაფი წინსვლისათვის,
აღიარებს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღსადგენად უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ერაყის ხალხის კეთილდღეობისათვის, ისევე როგორც ერაყის ხალხისათვის შრომითი ურთიერთობების საწარმოებლად და მიესალმება წევრი სახელმწიფოების კონტრობუციებს რეზოლუცია N.1483 (2003) პასუხად,
....
მოქმედებს რა გაეროს წესდების VII თავით,
ადგენს, რომ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უმთავრესია ზემორე მე-7 პარაგრაფში გაწერილი პოლიტიკური პროცესების წარმატებულად დასასრულებლად, ისევე როგორც გაეროს შესაძლებლობისათვის ეფექტურად დაეხმაროს პროცესს და მოახდინოს N.1483 (2003) რეზოლუციის იმპლემენტაცია, და ავტორიზაციას აძლევს ერთიანი მმართველობის ქვეშ მრავალეროვან ძალას მიიღონ ყველა საჭირო ზომა რათა ხელი შეუწყონ ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, მათ შორის, გეგმისა და პროგრამების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფისა და გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის, ერაყის მმართველი საბჭოსა და ერაყის დროებითი ადმინსიტრაციის სხვა ინსტიტუტებისა და ძირითადი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ინფრასტუქტურისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დახმარება გაუწიონ, მათ შორის სამხედრო ძალებითაც, გაეროს მანდატის მქონე, ზემორე მე-13 პარაგრაფში მოხმობილ მრავალეროვან ძალას;
... ხაზს უსვამს ერაყის ეფექტური პოლიციისა და სამხედრო ძალების შექმნის მნიშვნლობას კანონის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ტერორიზმის დასამარცხებლად რეზოლუცია N.1483 (2003) მე-4 პარაგრაფის თანახმად, და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს, დაეხმარონ ერაყის პოლიციასა და უშიშროების ძალებს მათი წვრთნისა და აღჭურვის გზით;
... თხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ზემორე მე-13 მუხლში განხილული მრავალეროვანი ძალის სახელით, აწარმოოს ანგარიშგება უშიშროების საბჭოს წინაშე ძალის საქმიანობისა და პროგრესის შესახებ საჭირო სიხშირით, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ; განაგრძობს მოცემული თემის განხილვას.“
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა
ა. საქმე ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ საქმის სარეკომენდაციო მოსაზრებაში, მ.ს.ს. ანგარიშები, 2004, გვ.136, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ შემდეგი აღნიშნა:
„109. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სახელმწიფოს იურისდიქცია უწინარესად იფარგლება საკუთარი ტერიტორიით, იგი შესაძლოა გავრცელდეს ეროვნული ტერიტორიის მიღმაც. ვითვალისწინებთ რა გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ობიექტსა და მიზანს, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში, პაქტის წევრ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი დებულებანი.
მოცემულ მიდგომას იზიარებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უცვლელი პრაქტიკაც. კომიტეტმა ურუგვაის მიერ ქმედებათა კანონიერებაზე მოსაზრების წარმოდგენისას, როდესაც განიხილებოდა ურუგვაის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული დაპატიმრებანი ბრაზილიასა და არგენტინაში (საქმეები N. No. 52/79, López Burgos v. Uruguay და No. 56/79, Lilian Celiberti de Casariego v. Uruguay), დაადგინა, რომ პაქტი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს საკუთარ იურისდიქციას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული კომიტეტის მიერ ურუგვაის საკონსულოს მიერ გერმანიაში პასპორტების კონფისკაციის საქმეზეც.
პაქტის მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე დასკვნა თანხვედრაშია კომიტეტის მიერ მე-2 მუხლის ინტერპრეტაციასთან. რაც ადასტურებს, რომ პაქტის შემდგენელთა მიერ შერჩეული ფორმულირება მიზნად არ ისახავდა მიეცა სახელმწიფოთათვის საშუალება თავი დაეღწიათ საკუთარ ვალდებულებებს ეროვნული ტერიტორიის მიღმა იურისდიქციის განხორციელებისას. მათ სურდათ საზღვარგარეთ მცხოვრები პირების მხრიდან vis-a-vis წარმოშობის სახელმწიფოსთან იმ მოთხოვნების წარდგენის არიდება, რომელიც ხვდება არა წარმოშობის, არამედ საცხოვრებელი სახელმწიფოს კომპეტენციაში (იხ. პირველადი ტექსტის განხილვა ადამიანის უფლებათა კომისიაში E/CN.4/SR.194, პარა. 46; და გაეროს ოფიციალური ჩანაწერი, გენერალური ასამბლეა, მეათე სესია, დანართები Al2929, ნაწილი II, თავი V, პარა. 4 (1955)).
110. სასამართლო ითვალისწინებს ისრაელის პოზიციას პაქტის გამოყენების შესახებ და მის კომუნიკაციას ადამიანის უფლებათა კომიტეტთან, ისევე როგროც თავად კომიტეტის მოსაზრებას.
1998 წელს, ისრაელმა აღნიშნა, რომ კომიტეტისათვის წარსადგენი ანგარიშის მომზადებისას მას უნდა გაეცა პასუხი შეკითხვაზე პაქტის გამოყენების მიზნებისათვის, „ხვდებიან თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ისრაელის იურისდიქციაში“ (CCPR/C/SR.1675, პარა. 21). ისრაელის პოზიციის მიხედვით „პაქტი და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები პირდაპირ არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე“ (ibid, პარა, 27).
კომიტეტმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ დასკვნით მოსაზრებებში გამოხატა წუხილი ისრაელის მიდგომის მიმართ და მიუთითა, „ისრაელის ხანგრძლივი ყოფნის გათვალისწინებით [ოკუპირებულ] ტერიტორიებზე, ისრაელის ბუნდოვანი მიდგომაზე მომავალი სტატუსის, ისევე როგორც ისრაელის უშიშროების ძალების მიერ ეფექტური იურისდიქციის განხორციელებაზე“ (CCPR/C/79/Add.93, პარა. 10). 2003 წელს, ისრაელის თანმიმდევრული პოზიციის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც „პაქტი არ ვრცელდება მის საკუთარ ტერიტორიას მიღმა, განსაკუთრებით დასავლეთ ნაპირსა და ღაზაზე...“ კომიტეტმა შემდეგი დასკვნა მიიღო:
„არსებულ ვითარებაში, პაქტის დებულებანი ვრცელდება ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობაზე, მოცემულ ტერიტორიაზე წევრ სახელმწიფოს ხელისუფლებისა თუ წარმომადგენლების ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს პაქტში წარმოდგენილი უფლებებით სარგებლობაზე და ხვდება ისრაელის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპების თანახმად“ (CCPR/C0/78/1SR, პარა. 11).
111. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ვრცელდება სახელმწიფოს ქმედებებზე მისი საკუთარი ტერიტორიის მიღმა გავრცელებული იურისდიქციის ფარგლებში.“
ბ. საქმე კონგოს ტერიტორიაზე შეიარაღებული მოქმედებების შესახებ (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უგანდის წინააღმდეგ) კონგოს ტერიტორიაზე შეიარაღებული მოქმედებების შესახებ საქმეში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უგანდის წინააღმდეგ), გადაწყვეტილება, მ.ს.ს. ანგარიშები 2005, გვ. 168, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომელიც ასახულია ჰააგის 1907 წლის რეგულაციების 42-ე მუხლში, ტერიტორია ოკუპირებულადაა მიჩნეული როდესაც იგი რეალურად არის მოწინააღმდეგე სახელმწიფოს არმიის კონტროლს ქვეშ და ოკუპაცია ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც განსაზღვრულია და ხორციელდება ამგვარი მმართველობა (იხ. ოკუპირებული პალასტინის ტერიტორიაზე კელის მშენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ საქმე, სარეკომენდაციო მოსაზრება, მ.ს.ს. ანგარიშები 2004, გვ. 167, პარა 78 და გვ. 172, პარა 89).
173. იმის დასადგენად თუ რამდენად არის სახელმწიფო რომლის სამხედრო ძალებიც, ინტერვენციის შედეგად, განთავსებულნი არიან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, „ოკუპაციის განამხორციელებელი სახელმწიფო“ ტერმინის jus in bello დადგენილი მნიშვნელობით, სასამართლომ უნდა განსაზღვროს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ხსენებული მმართველობა რეალურად დამკვიდრებულია და ხორციელდება განხილულ ტერიტორიაზე ინტერვენციის განმახორციელებელის სახელმწიფოს მიერ. წინამდებარე საქმეში სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ უგანდის შეიარაღებული ძალები კ.დ.რ.-ში არა მხოლოდ განთავსებულნი იყვნენ გარკვეულ ტერიტორიებზე, არამედ რომ ახორციელებდნენ საკუთარ მმართველობას კონგოს მთავრობის ნაცვლად. ასეთ შემთხვევაში, უგანდის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი არგუმენტი ოკუპაციის საკითხზე მნიშვნელობას მოკლებული შეიქნება; და არც ის იქნება მნიშვნელოვანი, უგანდამ შექმნა თუ არა სტრუქტურირებული სამხედრო ადმინისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.“
და
„179. სასამართლომ დაასკვნა რა, რომ უგანდა გახლდათ იტურიში იმ დროს ოკუპაციის განმახორციელებელი ძალა, მიიჩნევს, რომ მასვე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მისი სამხედროების მიერ განხორციელებულ, საერთაშორისო ვალდებულებების დამრღვევ ქმედებებზე, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების პრევენციაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ძალების, მათ შორის იმ აჯანყებულების მხრიდანაც, რომლებიც მოქმედებდნენ დამოუკიდებლად.
180. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთელი დროის განმავლობაში უგანდას ეკისრებოდა ვალდებულება კ.დ.რ.-ში განთავსებული მისი სამხედრო ძალების ყველა მოქმედებითა და უმოქმედობოთ გამოწვეულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი შესაბამისი ვალდებულებების დარღვევაზე.“
და
„213. ამჯერად სასამართლო განიხილავს თუ რამდენად მიეკუთვნება უგანდას UPDF-ისა და მისი ოფიცრებისა და სამხედროების მიერ ჩადენილი მოქმედებანი და უმოქმედობანი. UPDF-ის ქმედებანი, მთლიანობაში ცალსახად მიეკუთვნება უგანდას, ეს უკანასკნელი წარმოადგენს რა სახელმწიფოს ორგანოს ქმედებას. ჩვეულებითი სამართლის მნიშვნელობის მქონე, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის მიხედვით „სახელმწიფო ორგანოს ქმედება მიიჩნევა მოცემული სახელმწიფოს ქმედებად (Difference Relating to Immunity from Legal Process of a Special Rapporteur of the Commission on Human Rights, Advisory Opinion, I.C.J. Reports 1999 (I), p. 87, para. 62). UPDF-ს ცალკეული სამხედროებისა და ოფიცრების ქმედება მიჩნეულ უნდა იქნას სახელმწიფოს ორგანოს ქმედებად. სასამართლოს აზრით, კ.დ.რ.-ში უგანდის სამხედროების სამხედრო სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, მათი ქმედება უგანდას ერაცხება. შესაბამისად, მოსაზრება, რომ კონკრეტულ ვითარებაში მოცემული პირები არ მოქმედებდნენ ხელისუფლების უფლებამოსილებით, ვერ იქნება გაზიარებული.
214. ამასთანავე, უგანდისათვის მოცემულ ქმედებათა მიკუთვნების განხილვისას მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რამდენად არ დაემორჩილა UPDF პერსონალი ხელმძღვანელობის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს. ჩვეულებითი სამართლის მყარად დამკვიდრებული პრინციპების მიხედვით, რომელიც ასახული გახლავთ 1907 წლის ხმელეთზე ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ მეოთხე ჰააგის კონვენციის მესამე მუხლში, ისევე როგორც 1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის 91-ე მუხლში, შეიარაღებული კონფლიქტის მხარე პასუხისმგებელია მისი სახელით მოქმედი შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებაზე.“
გ. გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის გამოყენება (ბოსნია ჰერცეგოვინა სერბია მონტენეგროს წინააღმდეგ) საქმეში გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის გამოყენების შესახებ (ბოსნია ჰერცეგოვინა სერბია მონტენეგროს წინააღმდეგ) მ.ს.ს გადაწყვეტილება, ანგარიშები 2007, გვ. 43, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„ 399. წინამდებარე დებულება [საერთაშორისო სამართლის კომისიის მუხლები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 8] გაგებულ უნდა იქნას მოცემულ საკითხზე სასამართლოს იურისპრუდენციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი 1986 წლის გადაწყვეტილება საქმეზე სამხედრო და გასამხედროებული საქმიანობანი ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ (ნიკარაგუა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ) მოხმობილი ზემოთ (პარაგრაფი 391). გადაწყვეტილებაში სასამართლომ, მას შემდეგ რაც არ გაიზიარა არგუმენტი მასზედ, რომ კონტრა ძალების სტატუსი უნდა გათანაბრებულიყო ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოს სტატუსთან, მიიჩნია რომ ეს უკანასკნელნი არ იყვნენ „სრულიად დამოკიდებულნი“ აშშ-ზე და იქვე დასძინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შესაძლოა მაინც დამდგარიყო თუკი დადასტურდებოდა, რომ მან თავად „მიმართა ან განახორციელა ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევი ქმედებები მომჩივანი სახელმწიფოს წინააღმდეგ“ (მ.ს.ს. ანგარიშები, 1986, გვ. 64, პარა, 115). რის შედეგადაც დაასკვნა შემდეგი:
„ იმისათვის, რომ მოცემულმა ქმედებამ დააყენოს ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა პრინციპში დადასტურდეს, რომ სახელმწიფო ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხედრო ან გასამხედროებულ ოპერაციებზე, რომლის ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა სადავო დარღვევებს.“ (ibid. გვ. 65).
400. შესაბამისად, მოცემული ტესტი ზემორე განხილული ტესტისაგან განისაზღვროს შესაძლოა თუ არა პირის ან ერთეულის გათანაბრება სახელმწიფო ორგანოსთან თუკი ამ უკანასკნელს არ გააჩნია ამგვარი სტატუსი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით - განსხვავდება ორ ასპექტში. პირველი, ამ კონტექსტში არ არის აუცილებელი დადასტურდეს, რომ პირები, რომლებიც ახორციელებდნენ საერთაშორისო სამართლის დარღვევის სადავო ქმედებებს „სრულად დამოკიდებულნი“ იყვნენ მოპასუხე სახელმწიფოზე; საკმარისია დადასტურდეს, რომ ისინი მოქმედებდნენ მოცემული სახელმწიფოს ინსტრუქტციებით ან იმყოფებოდნენ მისი „ეფექტური კონტროლის“ ქვეშ. თუმცა, აქვე უნდა განიმარტოს, რომ ხსენებული „ეფექტური კონტროლი“ ხორციელდებოდა ან, რომ სახელმწიფოს მიერ ინსტრუქტაჟი გაიცემოდა ყოველ იმ ოპერაციაზე, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა სავარაუდო დარღვევებს. ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის იმის მტკიცება, რომ ინსტრუქციები ან ეფექტური კონტროლი ხორციელდებოდა ზოგადად, დარღვევათა ჩამდენი პირების ან ჯგუფების ქმედებებზე მთლიანობაში.“
და
„406. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ზოგადი კოტნროლის“ ტესტს გააჩნია ერთი მთავარი ნაკლი - საერთაშორისო პასუხისმგებლობის მარეგულირებელი სამართლით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მასშტაბის გაფართოება: სახელმწიფო პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე, ანუ იმ პირთა ქმედებაზე, რომლებიც კავშირის სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, მოქმედებენ მისი სახელით. მოცემული წესი ვრცელდება სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ისევე როგორც იმ პირთა ან ერთეულთა ქმედებებზე, რომლებიც ოფიციალურად არ არიან აღიარებულნი სახელმწიფოს ორგანოდ შიდა სამართლის მიხედვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, გათანაბრებულნი არიან სახელმწიფოს ორგანოებთან სახელმწიფოზე სრულიად დამოკიდებული ურთიერთობის გამო. მოცემულ შემთხვევებთან ერთად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს პირთა ან პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის - მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ წარმოადგენენ სახელმწიფოს ორგანოებს და არც მათთან არიან გათანაბრებულნი - მხოლოდ მაშინ, თუკი განხორციელებული ქმედებანი საერთაშორისოდ უკანონოდაა მიჩნეული და მიეკუთვნება სახელმწიფოს ზემორეციტირებულ მე-8 მუხლში ასახული ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით [მაგ. საერთაშორისო სამართლის კომისიის დებულებანი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 8]. ასეთი შემთხვევა შესაძლოა დადგეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ორგანო გასცემს ინსტრუქციებს ან მითითებებს, რომლის მიხედვითაც იმოქმედეს უკანონო ქმედების ჩამდენმა პირებმა ან როდესაც სახელმწიფო ახორციელებს ეფექტურ კონტროლს იმ ოპერაციაზე რომლის ფარგლებშიც მოხდა უკანონო ქმედების ჩადენა. ამ შემთხვევაში „ზოგადი კონტროლის“ ტესტი გამოუსადეგარია, რადგან იგი ზედმეტად ფართოა და რადგან კავშირის არსებობა სახელმწიფოს ორგანოების ქმედებასა და მასზე საერთაშორისო პასუხისმგებლობას შორის აუცილებელია.“
საერთაშორისო სამართლის კომისიის დებულებანი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ სახელმწიფო პასუხისმგებლობის შესახებ დებულებანი და მისი კომენტარები მიღებულ იქნა საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ მის ორმოცდამეთხუთმეტე სესიაზე, 2001 წელს და წარდგენილ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მოცემული სესიის ფარგლებში საერთაშორისო სამართლის კომისიის საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში (A/56/10). ანგარიში საერთაშორისო სამართლის კომისიის წლიურ გამოცემაში გამოქვეყნდა 2001 წელს, ტომი II, ნაწილი ორი. წინამდებარე საქმისათვის რელევანტური დებულებანი და მათი კომენტარები (მიღებული დებულებებთან ერთად) მოცემულია ქვემოთ (გამოტოვებულია სქოლიოები):
მუხლი 2
სახელმწიფოს საერთაშორისოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ელემენტები
„სახეზეა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საერთაშორისო მართლსაწინააღმდეგო აქტი, როდესაც მოქმედება ან უმოქმედობა:
(ა) მიეკუთვნება სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით; და
(ბ) წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევას.“
მუხლზე თანდართული კომენტარი აღნიშნავს შემდეგს:
„(5) იმისათვის რომ ცალკეული ქმედება მიჩნეულ იქნას საერთაშორისოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, იგი, პირველ რიგში, უნდა მიეკუთვნებოდეს სახელმწიფოს. სახელმწიფო გახლავთ ორგანიზებული ერთეული, იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია სრული უფლებაუნარიანობა იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, მოცემული ფაქტის აღიარება არ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი თავის სახელით მოქმედება. „სახელმწიფოს ქმედება/აქტი“ მოიცავს ადამიანის ან ჯგუფის მიერ განხორციელებულ გარკვეულ მოქმედებას ან უმოქმედობას: „სახელმწიფოებს შეუძლიათ მოქმედება მხოლოდ მათი აგენტების და წარმომადგენლების საშუალებით.“ მთავარი საკითხი გახლავთ თუ რამდენად უნდა მივიჩნიოთ პირი სახელმწიფოს სახელით მოქმედად, ანუ, რა წარმოადგენს „სახელმწიფოს აქტს/ქმედებას“ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მიზნებისათვის.
(6) სახელმწიფოსადმი ქმედების მიკუთვნების განხილვისას იგულისხმება, რომ სახელმწიფო წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. მრავალ სამართლებრივ სისტემაში ს ახელმწიფოს ორგანოები შედგებიან სხვადასხვა იურიდიული პირებისაგან (სამინისტროები თუ სხვა იურიდიული ერთეულები), რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა უფლებები და ვალდებულებანი და რომელზეც მხოლოდ მათ შეიძლება უჩივლონ და იყვნენ პასუხისმგებელნი. საერთაშორისო სამართლით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გადასახედიდან მიდგომა განსხვავებულია. სახელმწიფო განიხილება როგორც ერთიანი ერთეული, რომელიც საერთაშორისო სამართლით წარმოადგენს ერთ იურიდიულ პირს. ამ, ისევე როგორც სახელმწიფოსადმი ქმედების მიკუთვნების სხვა ასპექტებში, აუცილებელია ნორმატიული მოქმედება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია კონკრეტული მოვლენის საკმრისი კავშირი ქმედებასთან (როგორც მოქმედება, ისე უმოქმედობა), რომელიც მიეკუთვნება მხოლოდ სახელმწიფოს მე-2 თავში მოცემული ამა თუ იმ წესის მიხედვით.
(7) სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების მეორე პირობა გახლავთ სახელმწიფოსათვის მიკუთვნებული ქმედებით ამ სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა ...
(12) ქვეპუნქტში (ა) ტერმინი ‘მიკუთვნება’ გულისხმობს კონკრეტული მოქმედებისა თუ უმოქმედობის სახელმწიფოსათვის დაკავშირებას/ბმას. საერთაშორისო პრაქტიკა და სასამართლო გადაწყეტილებანი ასევე იყენებენ ტერმინს ‘მიწერა’. თუმცა, ტერმინი ‘მიკუთვნება’ თავიდან გვაცილებს იმის დაშვებას, რომ ქმედების სახელწმიფოსადმი დაკავშირება შეუძლებელია და რომ განხილული ქმედება ‘მართლაც’ მიეკუთვნება ვინმეს.
(13) ქვეპუნქტში (ბ) მითითება უწინარესად ხდება საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაზე და არა საერთაშორისო სამართლის ნორმაზე. მოცემული მიზნებისათვის მნიშვნელოვანია არა წესის არსებობა, არამედ მისი გამოყენება მოპასუხე სახელმწიფოს კონკრეტულ შემთხვევაზე. ტერმინი ‘ვალდეულება’ რომელიც როგორც წესი გამოიყენება საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკაში, ისევე როგროც შესაბამის ლიტერატურაში, მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევას. მითითება ‘ვალდებულებაზე’ იფარგლება საერთაშორისო სამართლით დადგენილი ვალდებულებით. მოცემული საკითხი დამატებით გახლავთ განხილული მე-3 მუხლში.“
მუხლი 6
ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს განკარგულებაში განთავსებული ორგანოების ქმედება
“ერთი სახელმწიფოს ორგანო, განთავსებული მეორე სახელმწიფოს განკარგულებაში, საერთაშორისო სამართლის მიხედვით მიიჩნევა მიმღები სახელმწიფოს ქმედებად/აქტად, თუკი ხსენებული ორგანო ახორციელებს იმ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება იგი.“
მოცემული მუხლის კომენტარი აღნიშნავს შემდეგს:
„(2)მე-6 მუხლში მოხმობილი სიტყვები ‘განკარგულებაში მყოფი’ ასახავს ძირითად პირობას, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ ორგანოს ქმედება საერთაშორისო სამართლით მიჩნეულ იქნას მიმღები და არა გამგზავნი სახელმწიფოს ქმედებად. მიმღები სახელმწიფოს ‘განკარგულებაში მყოფი’ ორგანოს არსი საკმაოდ სპეციალიზირებულია და გულისხმობს, რომ ორგანო მოქმედებს მიმღები სახელმწიფოს თანხმობით, იმყოფება რა მისი ხელისუფლების ქვეშ და ახორციელებს რა მის მიზნებს. ორგანო არა მარტო უნდა ახორციელებდეს იმ სახელმწიფოს ფუნქციებს რომლის განკარგულებაშიც იმყოფება, არამედ მოსარგებლე სახელმწიფოს მიერ მიკუთვნებულ ფუნქციებთან ერთად, ასევე უნდა ჯდებოდეს მოცემული სახელმწიფოს და არა გამგზავნი სახელმწიფოს სისტემაში და უნდა იმყოფებოდეს მისი ექსკლუზიური მართვისა და კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, მე-6 მუხლი არ ეხება კონტრაქტით დადგენილ თუ სხვა საფუძველზე წარმოშობილ ჩვეულებრივ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა თუ კოლაბორაციონიზმის შემთხვევებს.
(3) ამგვარი სხვა სახელმწიფოს ‘განკარგულებაში მყოფი’ ვითარების მაგალითები შესაძლებელია მოიცავდეს ჯანდაცვის მომსახურების გამწევი ან სხვა ერთეულის დაქვემდებარებას სხვა სახელმწიფოსადმი, რათა ეს უკანასკნელი დაეხმაროს მას ეპიდემიისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმის დაძლევაში, ან მოსამართლეების დანიშნვას კონკრეტულ საქმეებზე, რათა დახმარება გაუწიოს სხვა სახელმწიფოს მართლმსაჯულებით ორგანოებს. მეორეს მხრივ, ერთი სახელმწიფოს ორგანოების მიერ მეორის მხოლოდ დახმარება ან მხარდაჭერა, ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე არ ხვდება მე-6 მუხლში. მაგალთად, შესაძლებელია შეიარაღებული ძალების გაგზავნა მეორე სახელმწიფოში კოლექტიური თავდაცვის უფლების ან სხვა მიზნების განსახორციელებლად. თუკი ძალები იმყოფებიან გამგზავნი სახელმწიფოს ხელისუფლების ქვეშ, ისინი ახორციელებენ სწორედ გამგზავნი და არა მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილებებს. ასევე შესაძლებელია წარმოიშვას ვითარება, როდესაც ერთეული წარმოადგენს რამდენიმე სახელმწიფოს ერთობლივ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში, ქმედება მიეკუთვნება ორივე სახელმწიფოს და განიხილება მოცემული თავის სხვა მუხლის საფუძველზე.
(4) შესაბამისად, მე-6 მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ფუნქციური კავშირის დადგენა კონკრეტულ ორგანოსა და მიმღები სახელმწიფოს სტრუქტურასა თუ მმართველობასთან. სხვა სახელმწიფოს ‘განკარგულებაში მყოფი’ ორგანოს არსი გამორიცხავს შემთხვევებს, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეში აგზავნის მის ორგანოებს უშუალოდ მისი ან საერთო ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ ავტონომიასა და სტატუსს: მაგალითად, კულტურული მისიები, დიპლომატიური ან საკონსულო მისიები, საგარეო დახმარება ან დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციები. ამასთანავე, მე-6 მუხლი გამორიცხავს შემთხვევებს, სადაც ‘ბენეფიციარი/მიმღები’ სახელმწიფოს ფუნქციები ხორციელდება მისი თანხმობის გარეშე, ანუ როდესაც სახელმწიფო დამოკიდებულ ვითარებაშია, მაგალითად, მისი ტერიტორია ოკუპირებულია ან სხვაგვარად იძულებულია გადადოს მისი ორგანოების მოქმედება და მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლოს იგი სხვა სახელმწიფოს ორგანოთი.
(5) მე-6 მუხლის მოქმედება საჭიროებს დამატებით ორი კრიტერიუმის არსებობას. პირველი - ორგანო უნდა ფლობდეს გამგზავნი სახელმწიფოს ორგანოს სტატუსს; და მეორე- მისი ქმედება უნდა მოიცავდეს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო უფლებამოსილების ელემენტებს. პირველი კრიტერიუმით მე-6 მუხლის მოქმედებიდან ირიცხება კერძო ერთეულებისა თუ პირების მოქმედებანი, რადგან ისინი არ ფლობენ გამგზავნი სახელმწიფოს ორგანოს ფუნქციას. მაგალითად, ექსპერტები ან მრჩევლები, რომლებიც სახელმწიფოს განკარგულებაში არიან ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ისინი როგორც წესი არ ფლობენ გამგზავნი სახელმწიფოს ორგანოების სტატუსს. მეორე კრიტერიუმის მიხედვით კი გამგზავნი სახელმწიფოს მიერ მიმღების ‘განკარგულებაში’ არსებული ორგანო უნდა ‘ახორციელებდეს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების ელემენტებს’. ქმედება მიმღებ სახელმწიფოს მიეკუთვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნასესხები ორგანოს ქმედება ხორციელდება ამ ქვეყნის სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებში. შედარებისათვის, სახელმწიფოების მიერ ურთიერთ თავდაცვის, დახმარებისა და განვითარების სფეროებში არსებული თანამშრომლობის შემთხვევებიდან, მე-6 მუხლი ფარავს მხოლოდ კონკრეტულ, შეზღუდულად ‘გადაცემული პასუხისმგებლობის’ შემთხვევებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოთა პრაქტიკა ამ ვითარებაში არ არის ცნობილი.“
მუხლი 8
სახელმწიფოს მიერ მართული ან კონტროლირებული ქმედება
„საერთაშორისო სამართლით პირის ან პირთა ჯგუფის ქმედება მიჩნეულ იქნება სახელმწიფოს ქმედებად თუკი პირი ან პირთა ჯგუფი რეალურად მოქმედებს ქმედების განმახორციელებელი სახელმწიფოს მითითებებით ან არის მის მიერ მართული ან ექვემდებარება მის კონტროლს.“
მოცემული მუხლის კომენტარი აღნიშნავს შემდეგს:
„(2) სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ქმედების მიკუთვნება მოცემულის სახელმწიფოსათვის ფართოდ არის მიღებული საერთაშორისო იურისპრუდენციაში. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელობა არ ენიჭება არც იმ ფაქტს, რომ პირი ან პირები წარმოადგენენ კერძო პირებს და არც იმას თუ რამდენად წარმოადგენს მათი ქმედება „სახელმწიფოებრივ საქმიანობას“. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები დგება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ორგანოები საკუთარ ქმედებებს ავსებენ სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურის მიღმა არსებული კერძო პირების ან ჯგუფების, ხშირად ხსენებულნი როგორც „დამხმარები“ დაქირავების ან მათდამი მოწოდების შედეგად. ამგვარი შემთხვევა მოიცავს, მაგალითად, პირებს ან პირთა ჯგუფს რომელიც არ არის დაქირავებული სპეციალურად სახელმწიფოს მიერ და არ წარმოადგენს მისი პოლიციის ან ჯარის ნაწილს, მაგრამ დაქირავებულნი არიან დამხმარე ძალად ან გაგზავნილნი არიან როგორც ‘მოხალისენი’ მეზობელ ქვეყნებში ან რომლებიც ასრულებენ ინსტრუქციებს კონკრეტულ მისიებში საზღვარგარეთ.“
და
(5) ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის სააპელაციო პალატამ ტადიჩის საქმეში განიხილა მოცემული საკითხი და აღნიშნა შემდეგი:
სახელმწიფოსათვის კერძო პირების მიერ ჩადენილი ქმედებების მიკუთვნებისათვის,ს აერთაშორისო სამართალი ადგენს სახელმწიფოს მიერ ინდივიდებზე კონტროლის განხორციელების აუცილებელ კრიტერიუმს. კონტროლის ხარისხი, განსხვავდება ყოველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით. სააპელაციო პალატა ვერ იზიარებს ხედვას თუ რატომ უნდა დაადგინოს საერთაშორისო სამართალმა კონტროლის უმაღლესი ნიხრი ყოველ შემთხვევაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იუგოსლავიის ხელისუფლების მიერ კონტროლის სათანადო მასშტაბი მოცემულ შეიარაღებულ ძალებზე, იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლით შეიარაღებული კონფლიქტი მიჩნეულიყო საერთაშორისო ხასიათის მატარებლად, გახლდათ ზოგადი კონტროლი, რომელიც სცილდებოდა ძალების მხოლოდ დაფინანსებასა და აღჭურვას და მოიცავდა სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობასა და მათზე ზედამხედველობას“. ამგვარი არგუმენტირების ფარგლებში, უმეტესობამ საჭიროდ მიიჩნია მსს მიერ ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ სამხედრო და გასამხედროებული საქმიანობის შესახებ საქმეში დადგენილი მიდგომის შეცვლა. თუმცა, სამართლებრივი საკითხები, ისევე როგორც ფაქტობრივი გარემოებანი ტადიჩის საქმეში დიდწილად განსხვავდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი წინამდებარე საქმის გარემოებებიდან. ტრიბუნალის მანდატი მიმართული იყო ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაკენ და არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობისაკენ და საკითხი მოცემულ საქმეში ეხებოდა არა პასუხისმგებლობას, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენებად წესებს. განხილულ შემთხვევებში, ყოველი საქმის ფარგლებში მოხდა გააზრება თუ რამდენად იყო კონკრეტული ქმედების განხორციელება ან განუხორციელებლობა სახელმწიფოს კონტროლის ფარგლებში და თუ რამდენად უნდა მომხდარიყო ქმედების მიკუთვნება სახელმწიფოსადმი.“
ლ. ერაყის ოკუპაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები კოალიციის დროებითი მთავრობის ბრძანება N.28 კოალიციის დროებითი მთავრობის N.28 ბრძანება სათაურით „ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის შექმნა“ გამოიცა კოალიციის დროებითი მთავრობის ადმინისტრატორის, ელჩი ლ. პოლ ბრემერის მიერ 2003 წლის 9 მარტს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი საქმისათვის რელევანტურ მონაკვეთებში მითითებულია შემდეგი:
„თანახმად ჩემი, როგოროც კოალიციის დროებითი მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებისა, ომის კანონებისა და წესებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, მათ შორის რეზოლუცია N. 1483 (2003) მიხედვით,
აღვნიშნავთ რა, რომ N. 1483 რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დაეხმარონ ერაყელი ხალხის მცდელობებს მოახდინონ საკუთარი ინსტიტუტების რეფორმირება, ააშენონ საკუთარი ქვეყანა და ხელი შეუწყონ ერაყში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას,
ვიაზრებთ რა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და კატაკლიზმების შედეგად საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი შექმნილი საფრთხისადმი დაუყოვნებელი რეაგირების საჭიროებას,
ვაღიარებთ რა განგრძობადი თავდასხმებისა და საბოტაჟის პირობებს ბა’ატისტი მომხრეებისა და ტერორისტების მხრიდან, რომლებიც მიზნად ისახავენ საფრთხე შეუქმნან ერაყში უსაფრთხოებას, რაც აუცილებელი გახლავვთ კოალიციის ძალების ფარგლებში ერაყში დროებით საპოლიციო ძალის შესაქმნელად და ერაყისადმი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და უშიშროების შესანარჩუნებლად,
ვადგენ შემდეგს:
მუხლი 1
ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის შექმნა
1) ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი წარმოადგენს დროებით ინსტიტუტს, რომელიც ექვემდებარება ერაყის ხალხის მიერ შექმნილი, საერთაშორისოდ აღიარებული, წარმომადგენლობითი მთავრობის გადაწყვეტილებას განაგრძოს ან შეწყვიტოს მოქმედება კორპუსმა.
2) ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი არის ერაყის უსაფრთხოების და გადაუდებელი დახმარების სერვისის მომწოდებელი სააგენტო. ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი შედგება იმ ერაყელებისაგან, რომლებიც მონაწილეობენ ერაყის ხალხისა და ეროვნული ინფრასტრუქტურისადმი მოძალადე ორგანიზებული ჯგუფებისა და ინდივიდების წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის სამხედრო ძალების ერაყში წარმოებულ ოპერაციებში.
3) ერაყის ხალხისათვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით კოალიციის მიერ წარმოებული ოპერაციების მხარდასაჭერად, ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი უფლებამოსილია განახორციელოს საპოლიციო ვალდებულებანი, მათ შორის: ურბანულ და ქალაქგარეთ ტერიტორიაზე პატრულირება; უკანონო იარაღისა და სხვა კონტრაბანდის ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციების წარმოება; ფიქსირებული ადგილის, შემოწმების ზონის/ჩექ ფოინთის, გზისა და გამტარის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ხალხისა და აჯანყების კონტროლირება; კატაკლიზმის შედეგად საჭირო სერვისების განხორციელება;ძებნისა და გადარჩენის სერვისებილ ჰუმანიტარული მისიებისა და კატაკლიზმების შედეგად დაზარალებულთთვის დახმარების მხარდაჭერა, მათ შორის ტრანსპორტირების სერვისები; კოალიციის ძალებთან ერთად ერთობლივი პატრულირება; და ერაყის ხალხსა და კოალიციის ხელისუფლებას შორის პოზიტიური ურთიერთობების შენების მხარდამჭერი საქმიანობების განხორციელება, მათ შორის საზოგადოებასთან შესაბამისი ურთიერთობების დამყარების გზით.
4) ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი განსხვავდება ერაყის პოლიციის ძალებისა და ერაყის ახალი არმიისაგან. ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპული წარმოადენს პოლიციის დანამატს, თუმცა განახორციელებენ პოლიციის უფლებამოსილებებს მიღმა ოპერაციებს.
ა) მორიგეობისას, კოალიციის ძალების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის დროს, ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის წევრები არ ექვემდებარებიან ერაყის პოლიციის მითითებებსა და კონტროლს. მოცემულ წესებში მითითების გარდა, ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსს არ ენიჭება, და არ განახორციელებს, შიდასახემწიფოებრივი სამართალდამცველის ფუნქციებს.
ბ) ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი არ არის ერაყის ახალი არმიის შექმნის შესახებ (CPA/ORD/9 აგვისტო 2003/22) CPA ბრძანება N.22 მიხედვით შექმნილი ერაყის ახალი არმიის ნაწილი და არ ექვემდებარება ერაყის ახალი არმიის მეთაურობას.
...
მუხლი 4
ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის ფუნქციონირება
1) ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი იმოქმედებს CPA ადმინსიტრაციის ქვეშ და დაექვემდებარება კოალიციის ძალების ზედამხედველობას. CPA ადმინსტრატორი უფლებამოსილია ერაყში კოალიციის ძალების უფროს სამხედრო მეთაურს გადასცეს ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის დაქირავების, წვრთნის, ორგანიზებისა და კონტროლის ფუნქცია. მოცემული ვალდებულება და უფლებამოსილება შესაძლოა გადაეცეს სხვა პირებს ქვემორე მე-7 მუხლის დაცვით.
2) კოალიციის ძალებში მოქმედი ერაყის სამოქალაქო დაცვის ოპერაციული თუ ტაქტიკური მართვის უფლებამოსილებანი ენიჭება ერაყში კოალიციის ძალების ოფიცერს ქვემორე მე-7 მუხლის თანახმად. ...
...
მუხლი 7 უფლებამოსილების დელეგირება
კოალიციის დროებითი მთავრობის ადმინისტრატორს შეუძლია გადასცეს წინამდებარე ბრძანების მიხედვით, ადმინისტრატორის მიერ განსაზღვრული ვალდებულებანი, ერაყში კოალიციის ძალების მაღალჩინოსან სამხედრო მეთაურს. ერაყში კოალიციის ძალების მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაური უფლებამოსილია შემდგომ გადასცეს წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულებანი მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს.“
MND (SE) (მრავალეროვანი დივიზია, სამხრეთ აღმსოავლეთი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა ამონარიდი ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დადებული ურთიერითშეთანხმების მემორანდუმიდან:
„14.1 MND (SE) მისიის განსახორციელებლად, MND (SE) მეთაურისაგან მიღებული ავტორიზაციის საფუძველზე MND (SE) წევრები უფლებამოსილნი არიან ფლობდნენ და ატარებდნენ იარაღსა და ამუნიციას ერაყში მათი შესაბამისი ეროვნული ოპერატიული წესებსა და პროცედურის დამატებით.
14.2 MND (SE) ბრძოლის წესები თან ერთვის ამ დოკუმენტს დანართში „ვ“. ნებადართულობის მასშტაბის მთავარი განმსაზღვრელი ბრძოლის წესებში გახლავთ ძალების დაცვა და არა MND (SE) მისია. მონაწილეებმა შესაძლოა გამოხატონ მიზანი გამოიყენონ ნებადართულობის განსხვავებული მასშტაბი საკუთარი ძალების მისამართით მათი ეროვნული კონტინგენტის მეთაურების მითითებისა თუ მოწოდების საფუძველზე იმ პირობით, რომ:
ა. ერაყში მოცემული ბრძოლის წესების განხორციელებამდე ყოველი განსხვავება შეტყობინებულ იქნება MND (SE) მეთაურის იურიდიული მრჩეველისათვის.
ბ. არცერთი განსხვავება არ არის იმაზე მეტად დაშვებული ვიდრე MND (SE) მიერ ნებადართული ბრძოლის წესები.
14.3 მისი კლასიფიცირების გამო, დანართი „ე“ [სავარაუდოდ იგულისხმება დანართი „ვ“] ცალკე იქნება გამოცემული და გავრცელდება შეზღუდულად. წინამდებარე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერა, გულისხმობს დანართ „ვ“-ში მოცემული ბრძოლის წესების აღიარებას. მთავრობის მიხედვით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი მიუთითებდა, რომ ნიდერლანდები ექსკლუზიურად განახორციელებდა დისციპლინურ და სისხლისსამართლებრივ იურისდიქციას მის პერსონალზე. მოპასუხე მთავრობის წარმომადგენელმა სასამართლო განხილვაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საიდუმლო დოკუმენტი გახლდათ და რომ თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მისთვის საიდუმლო სტატუსის მოსახსნელად სასამართლოს წინაშეც კი.
MND (C-S) (მრავალეროვანი დივიზია, ცენტრალური რეგიონი-სამხრეთი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
ლატვიის ძალები მონაწილეობას იღებდნენ SFIR-ში პოლონეთის მეთაურობის ქვეშ ცენტრალურ-სამხრეთ ერაყში განთავსებული მრავალეროვანი დივიზიის ფარგლებში. ლატვიის რესპუბლიკის მთავრობამ 2005 წლის 11 იანვარს გამოაქვეყნა შესაბამისი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ლატვიის მაცნეში (Latvijas Vēstnesis) , ოფიციალურ გამოცემაში, რომელშიც იბეჭდება სამართლებრივი აქტები და ოფიციალური განცხადებანი (N. 5(3163).
„მუხლი ოთხი - მანდატი
4.1 გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციის შესაბამისად, SFIR MND (C-S) მანდატი გულისხმობს ერაყში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის მთავრობის დახმარებას პერსონალის, ეკიპირებისა და სხვა რესურსის მიწოდებით, რომელიც იმოქმედებს ერთიანი მართველობის ქვეშ, ქვემოთმოცემული მეხუთე მუხლში გაწერილი დებულებების შესაბამისად. MND (C-S) ძირითადი ვალდებულებანი გაწერილია მისიის მიმოხილვაში, რომელიც თან ახლავს წინამდებარე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ...
4.2 MND (C-S) წევრები განახორციელებენ ნაკისრ ვალადებულებებს მკაცრად, სამართლიანად და მიუკერძოებლად და თავს შეიკავებენ ნებისმიერი იმ ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც შეუსაბამოა მათ მიუკერძოებელ ვალდებულებთან. წინამდებარე დებულება არ წარმოადგენს ჩარევას SFIR უფლებასთან იმოქმედოს თავდაცვის და განვრცობილი თავდაცვის ფარგლებში და აწარმოოს შეიარაღებული ძალების დაცვა და განახორციელოს ნაკისრი მისია.
მუხლი ხუთი - MND (C-S) მმართველობა და კონტროლი
5.1 MND (C-S) მეთაურის პოსტს დაიკავებს პოლონეთის რესპუბლიკა. პოლონეთის რესპუბლიკა განახორციელებს MND (C-S) სტრუქტურის გაცნობის კოორდინაციას და პასუხისმგებელი იქნება მოცემული სტრუქტურის განხორციელების შესახებ წევრების ინფორმირებულობაზე.
5.2 ეროვნული კონტინგენტების წევრები იმყოფებიან სახელმწიფოს შესაბამისი ეროვნული კონტინგენტის მეთაურის/ზემდგომი ეროვნული წარმომადგენლის სრული მეთაურობის ქვეშ. MND (C-S) ყველა ეროვნული კონტინგენტის ოპერატიული კონტროლი ხორციელდება ზემდგომი მეთაურის მიერ.
5.3 მონაწილენი პასუხისმგებელნი არიან მათი ძალების მოძრაობის დაგეგმვასა და აღსრულებაზე, ისევე როგორც სათაო სადგურებიდან POD-ში [გადმოტვირთვის პორტებიდან] LOC [კომუნიკაციის ხაზების] სტრატეგიულ გამოყენებაზე. მოცემული ვალდებულება შესაძლოა დელეგირებულ იქნას იმ სხვა ორგანოებისადმი, რომლებიც მოქმედებენ მონაწილეთა სახელით. მიღების, დაგეგმვისა და მოქმედების ოპერაციები (RSOM) მათ შორის შემოწმების პორტების მართვა, განხორციელდება მოქმედი სტანდარტული ოპერირების პროცედურის შესაბამისად, თუკი სხვა გზა არ იქნება მითითებული. სტრატეგიული და ტაქტიკური LOC-ების ყველა ასპექტის ‘ტაქტიკური კონტროლი’ ეკისრება შესაბამის ‘მოქმედებათა კონტროლის ორგანიზაციებს’ ზედამხედველობის პოზიციაზე (CJTF -7).
5.4 MND (C-S) მმართველობას აკისრია ‘ეროვნული დახმარების ელემენტების’ ლოჯისტიკის კოორდინირების ვალადებულება, რათა დაკმაყოფილებულ იქნას ოპერატიული მოთხოვნები და უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული ინფრასტრუქტურისა თუ ქონების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას მე-11 მუხლი. ის ლოჯისტიკა, რომელიც წარმოადგენს მონაწილეთა მხრიდან MND (C-S) მიმართ კონტრიბუციას, გაკონტროლდება ზემორე 5.2 მუხლის შესაბამისად.
5.5 MND (C-S) მმართველობისათვის შეიარაღებულ ძალებზე მმართველობის გადაცემა (TOA) ზემოთმოცემული მმართველობის სტატუსის შესაბამისად, განხორციელდება ეროვნული კონტინგენტის მმართველების მიერ (NCC) ‘სრული ოპერაციული უნარიანობის’ გამოცხადების შემთხვევაში. მონაწილეები დაადასტურებენ მათი ძალების მმართველობის სტატუსს MND (C-S) წინაშე TOA ხელმოწერით.
5.6 ეროვნული კონტინგენტის მმართველები/ უფროსი ეროვნული წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან მათი მმართველობის ქვეშ მყოფი ეროვნული კონტინგენტის წესრიგსა და დისციპლინაზე.
5.7 MND (C-S) მმართველობამ შესაძლოა მოითხოვოს MND (C-S) ნებისმიერი პერსონალის დათხოვნა. ეროვნული კონტინგენტის მმართველები/ უფროსი ეროვნული წარმომადგენლები განიხილავენ ამგვარ მოთხოვნას და ეცდებიან, ნებადართული უფლებამოსილების ფარგლებში, მის გათვალისწინებას შესაბამისი ეროვნული რეგულაციების საფუძველზე.
5.8 MND (C-S) მმართველობა პასუხისმგებელია CPA კოორდინირებაზე MND (C-S) AOR-თან. ბრიგადის მეთაურები, შესაბამის მონაწილესთან კონსულტაციის საფუძველზე, დაასახელებენ წარმომადგენლებს სამხედრო კონტაქტის განსახორციელებლად CPA-სთან მათსავე ბრიგადის AOR-ში, რის შესახებაც შეატყობინებს MND (C-S) მეთაურს. მოცემული წარმომადგენლები ამასთანავე იქნებიან ‘ერთობლივი კოორდინაციის საბჭოს წევრები’.
5.9 ბატალიონის დონემდე MND (C-S) ოფიციალური სამუშაო და მართვის ენა გახლავთ ინგლისური. გამონაკლისი გახლავთ საომარი ჯგუფი 1.
მუხლი თოთხმეტი - ბრძოლის წესები (ROE) / იარაღისა და ამუნიციის ტარება
14.1 MND (C-S) მეთაურის მითითებების საფუძველზე, MND (C-S) წევრები უფლებამოსილნი არიან ატარონ იარაღი და ამუნიცია ერაყში MND (C-S) მისიის შესასრულებლად.
14.2 MND (C-S) ROE წარმოადგენს MND (C-S) ოპერაციული ბრძანების ნაწილს. ROE პროფილის ნებადართულობის მასშტაბის მთავარი განმსაზღვრელი არის ‘შეიარაღებული ძალების დაცვა’ და არა MND (C-S) მისია. ეროვნული წესებისა თუ ეროვნული კონტინგენტის მეთაურების/ უფროსი ეროვნული წარმომადგენლის მითითებების საფუძველზე, მონაწილეებმა შესაძლოა გამოთქვან სურვილი მათმა ძალებმა გამოიყენონ ნებადართულობის განსხვავებული მასშტაბი. ასეთ შემთხვევაში:
ა. თავდაპირველი განსხვავება უნდა შეატყობინონ MND (C-S) მეთაურობას TO A-მდე. სხვა განსხვავებების შეტყობინება უნდა მოხდეს საჭიროების მიხედვით.
ბ. არანაირი განსხვავება არ არის იმაზე ნებადართული ვიდრე MND (C-S) ავტორიზებული ROE.
მუხლი თექვსმეტი - ჩივილი
16.1 ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში მოცემულ წესებთან ერთად, წინამდებარე MOU ფარგლებში ოფიციალური ვალდებულებების შესრულების ჟამს, ყოველი მონაწილე უარს აცხადებს მისი ეროვნული კონტინგენტის პერსონალის მიერ, , ნებისმიერი სხვა მონაწილის ან მისივე ეროვნული კონტინგენტის პერსონალის მიერ მიყენებული ზიანის საფუძველზე (მათ შორის დაზიანება. რომელსაც მოყვა გარდაცვალება) სხვა მონაწილის წინააღმდეგ ჩივილის უფლებაზე.
16.2 თუკი, საჩივრის პასუხად, შესაბამისი მონაწილენი ერთხმად დაადგენენ, რომ დაზიანება, გარდაცვალება, დანაკარგი ან ზიანი გამოწვეულ იქნა დაუდევარი მოქმედებით, დაუდევრობით უმოქმედობით, განზრახი არასწორი ქმედებით ან გაუფრთხილებლობით მხოლოდ ერთი მონაწილის მხრიდან, მისი პერსონალის, დაქირავებულებისა თუ წარმოამდგენლების წინაშე, ნებისმიერი პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხოლოდ მოცემული მონაწილის მიმართ.
16.3 თუკი დაზიანებაზე, გარდაცვალებაზე, დანაკარგსა თუ ზიანზე პასუხისმგებელია ერთზე მეტი მონაწილე ან თუკი შეუძლებელია ზიანის, გარდაცვალების, დანაკარგისა თუ ზიანისათვის პასუხისმგებლობის მიკუთვნება კონკრეტულად ერთ მონაწილეზე, საჩივრის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მონაწილეების მიერ. საქმის მოგვარებისა და დაკმაყოფილების ხარჯები თანაბრად იქნება განაწილებული საქმეში ჩართული მონაწილეების მიერ.
16.4 მესამე მხარის საჩივრები, მათ შორის ქონების დაკარგვისა თუ დაზიანების ან პირადი ზიანის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების შესახებ, ან ნებისმიერი იმ ქმედების საფუძველზე, რომელიც განხორციელდა ან მიეკუთვნება MND (C-S) პერსონალს ან მის მიერ დაქირავებულ ნებისმიერ პირს, მიუხედავად იმისა იგი ცხოვრობს თუ არა ერაყში და მიუხედავად იმისა კავშირშია თუ არა იგი სამხედრო ოპერაციებთან, გადაეცემა და განიხილება იმ მონაწილის მიერ, მისი შესაბამისი ეროვნული წესების თანახმად, რომლის ეროვნული კონტინგენტის პერსონალი, ქონება, საქმიანობანი ან სხვა ქონება წარმოადგენდა სავარაუდო ზიანის საფუძველს.
16.5 მესამე მხარის საჩივრებს თავდაპირველად მიიღებს HQ MND (C-S) და შემდეგ გადაეცემა სავარაუდოდ პასუხისმგებელ მონაწილეს. როდესაც დაზიანების, გარდაცვალების, დანაკარგისა თუ ზიანისათვის პასუხისმგებელია ერთზე მეტი მონაწილე ან თუკი დაზიანების, გარდაცვალების, დანაკარგისა თუ ზიანისათვის შეუძლებელია პასუხისმგებლობის მიკუთვნება ერთ მონაწილეზე, საჩივართან დაკავშირებული ხარჯები თანაბრად განაწილდება ყველა შესაბამის მონაწილეს შორის.
დანართი ა
MND (C-S) MOU
სტაბილიზაციის ძალა MND (C-S) მისია
შესავალი მისიის ფარგლებში მონაწილეები განახორციელებენ მთავარ ვალდებულებებს. ხსენებული ვალდებულებანი მოიცავს კოალიციის დროებით ხელისუფლებასთან (CPA) და ერაყელ ხალხთან მზარდ თანამშრომლობას ადგილობრივი ინსტიტუტების აღსადგენად და შესაქმნელად.
ოპერატიული პასუხისმგებლობის MND C-S ზონა (AOR) ‘ერაყში სტაბილიზაციის ძალებისათვის’ ‘ოპერატიული პასუხისმგებლობის’ ზონა MND (C-S)-ში მოიცავს ხუთ პროვინციას: ბაბილი, კარბალა, ვასიტი, ალ ქადისტია, MND (C-S) ნაჯაფის დროებითი რუქა მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის 1 დანართში.
მთავარი ვალდებულებანი SFIR MND (C-S) კისრულობს ვალდებულებებს AOR-ში მისიის მხარდასაჭერად, რომელიც განისაზღვრება ცვლადი ვითარებით. მთავარი ვალდებულებანი მოიცავს შემდეგს:
ა. საგარეო უსაფრთხოება/საზღვრის დაცვა SFIR MND (C-S) ხელმძღვანელობით მთავარი პუნქტების დაცვა, მათ შორის სახმელეთო საზღვრის მონიტორინგი და ერაყის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალის შექმნა და წვრთნა.
ბ. შიდა უსაფრთხოება. SFIR MND (C-S) ხელმძღვანელობით. უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, მათ შორის დაზვერვის ოპერაციების განხორციელება და საფრთხის თავიდან არიდება შეიარაღებული და მოწინააღმდეგე ჯგუფებისაგან.
გ. ძალების დაცვა. SFIR MND (C-S) ხელმძღვანელობით. მოიცავს მოქმედი ოპერაციების ყველა ასპექტს SFIR და, შეზღუდული დროით, AOR ფარგლებში CPA პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დ. ფიქსირებული ადგილების უსაფრთხოება. SFIR MND (C-S) ხელმძღვანელობით. მოიცავს AOR ზონაში კრიტიკული და სენსიტიური ადგილების უსაფრთხოების შენარჩუნებას.
ე. მმართველობა და ინფრასტრუქტურის დაცვა. CPA ხელმძღვანელობით. SFIR MND (C-S), შეზღუდული ვადით, ხელს შეუწყობს CPA (C-S) მცდელობებს შექმნან ადგილობრივი მმართველობა კანონის უზენასეობაზე დაფუძნებით, რომელიც ერაყის ყველა მოქალაქეს თავაზობს თანასწორ უფლებებსა და სამართლიანობას AOR-ში ეთნიკურობის, რელიგიისა თუ გენდერის მიუხედავად. SFIR MND (C-S) აღნიშნული მიზნებისათვის იმუშავებს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე მმართველობისა და სამოქალაქო ადმინისტრირების მექანიზმების შესაქმნელად მანამდე, სანამ CPA შეძლებს ადგილობრივ ერაყელ ხალხთან მუშაობას სრული მმართველობის დასამყარებლად. SFIR MND (C-S) განაგრძობს AOR ფარგლებში მთავრობის მხარდაჭერის ჯგუფების (GST) დახმარებას მანამდე, სანამ CPA ადგილობრივი მმართველობის ჯგუფები (LGT) შეძლებენ მუშაობას AOR Com SFIR MND (C-S) განაგრძობს GST-სათვის დამაკავშირებელის როლის შესრულებას მას შემდეგ, რაც CPA იკისრებს კონტროლს და მჭიდროდ ითანამშრომლებს CPA (C-S)-თან რათა უზრუნველყოს სამხედრო ოპერაციების სინქრონიზება კოალიციის საქმიანობებთან. შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული პერიოდით, რათა დახმარება გაუწიონ ერაყის ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენარჩუნებას.
ვ. სამართალდამცავი ორგანოების განვითარება. CPA ხელმძღვანელობით. SFIR MND (C-S) უზრუნველყოფს მხარდაჭერას შეზღუდული დროით. SFIR MND (C-S) განაგრძობს სამოქალაქო პოლიციის ძალების განვითარების მხარდაჭერას, მათ შორის ერთობლივი პატრულირების განხორციელება, პოლიციის შეფასების ჯგუფის შექმნა, საჩივრების პროცედურის განვითარება და ადგილობრივი ერაყის სასამართლებისა და მართლმსაჯულების მხარდაჭერა კანონისა და წესრიგის ხელშესაწყობად. CPA-ში გადასვლის შემდეგ, ადგილობრივი ერაყელები და SFIR MND (C-S) შეასრულებენ დამაკავშირებელ როლს სამართალდამცავთა ოპერაციებისა და წვრთნების კოორდინირებისა და სამხედროების ზედამხედველობის გზით.
ზ. ომის დამნაშავეები. CPA ხელმძღვანელობით. SFIR MND (C-S) შესაძლოა დასჭირდეს ომის დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებაში AOR დახმარება.
თ. ძირითადი სერვისების აღდგენა. CPA ხელმძღვანელობით. SFIR MND (C-S) უზრუნველყოფს შეზღუდული დროით დახმარებას მანამდე, სანამ მოხდება სამოქალაქო პირთა დაკონტრაქტება და სანამ ერაყელი პერსონალი შეძლებს ვალდებულებათა განხორციელებას. SFIR MND (C-S) პასუხისმგებელია CPA მხარდაჭერაზე AOR-ში ძირითადი სერვისების მიწოდების ხელშეწყობაზე.
ი. ერაყის სამხედრო სამსახურის შენება. CPA ხელმძღვანელობით. SFIR MND (C-S) უზრუნველყოფს ნომინალურ სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა ერაყის სამხედრო სტრუქტურის პერსონალით უზრუნველყოფა, წვრთნა და აღჭურვა CPA ფუნქცია გახლავთ. ჟენევის მეოთხე კონვენციის (სამოქალაქო პირების შესახებ) მიხედვით დაკავების „განმახორციელებელ ძალას“ AOR -ში, მთავრობის სახელით წარმოადგენს Comd SFIR MND (C-S). SFIR MND (C-S) მეთაური წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ლიდერებთან AOR საჭიროების მიხედვით, რათა უზრუნველყოს ერაყში რელიგიურად, ეთნიკურად და კულტურულად მგრძნობიარე თემების სათანადო პატივისცემა SFIR MND (C-S) წევრების მხრიდან.
იდენტიფიკაცია ერაყის ადმინისტრაციის შექმნის შემდეგ, SFIR MND (C-S) სამხედრო და გასამხედროებული პერსონალი ატარებს უნიფორმასა და იარაღს ბრძანების შესაბამისად. ერაყის სამოქალაქო პოლიცია, ცვლაში ყოფნის ჟამს, ატარებს უნიფორმასა და სხვა განმასხვავებელ ნიშნებს და იარაღს CPA რეგულაციებისა და ბრძანებების შესაბამისად.
საფრთხის შეფასება კოალიციის ძალები შეაფასებენ შეიარაღებული ფრაქციების მიერ პოლიტიკური ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, ისევე როგორც ბაათის პარტიის დარჩენილი წევრებისა და მათი სატელიტური ორგანიზაციების, კრიმინალებისა და ტერორისტების მიერ ერაყის სტაბილურობისათვის შექმნილ საფრთხეს. საგარეო ასპარეზზე საფრთხე ლიმიტირებულია და მეზობელი ქვეყნები მზად არიან მხარდაჭერისათვის. სიტუაცია დინამიურია და შესაძლოა შეიცვალოს. SFIR MND (C-S) ძალას შესაძლოა დასჭირდეს შექმნილივითარებისადმი მორგება და მონაწილენი მზად უნდა იყვნენ ცვლილებებისათვის. მონაწილეებმა უნდა გაიაზრონ SFIR MND (C-S) მეთაურობისათვის მისიის უშიშროებასთან, მის პერსონალთან, აღჭურვილობასთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის გაზიარების საჭიროება.
SFIR MND (C-S) წევრობა SFIR MND (C-S) შექმნის შემდეგ, შესაძლოა მისი წევრები შეიცვალონ.
განმარტების უფლებამოსილების მქონე უმაღლესი ორგანო MND (C-S) მეთაური გახლავთ წინამდებარე მისიის დოკუმენტის შესაძლო განმარტების უმაღლესი ორგანო.
შეჯამება მისიის წინამდებარე დოკუმენტი ადგენს მონაწილეთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს და განსაზღვრავს AOR-ში SFIR MND (C-S) მისიის ძირითად საქმიანობებს.“ წინამდებარე დოკუმენტს ხელს აწერენ ლატვიის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინსიტრო, დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტრო, დომინიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მდივანი, ჰონდურასის რესპუბლიკის თავდაცვის მდივანი, ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, მონღოლეთის თავდაცვის მინისტრი, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცის მინისტრი, ნიკარაგუის რესპუბლიკის თავდაცვის მინსიტრი, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისიტრი, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინსიტრი, ელ სალვადორის რესპუბლიკის თავდაცვის მინსიტრი, სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ესპანეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ტაილანდის სამეფოს თავდაცვის მინისტრი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი.
საჩივრები მომჩივანი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ასპექტში. იგი ჩივის, რომ გამოძიება არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი შემდგომი მიზეზების გამო:
(ა) სამეფო სამხედრო პოლიციის დანაყოფი ერაყში ექვემდებარებოდა მხოლოდ ნიდერლანდების ბატალიონის მეთაურს და წარმოდგენილი არ ყოფილა სახელმწიფო პროკურატურა. იმის გამო, რომ დანაყოფის წევრები საცხოვრებელ ზონას ინაწილებდნან არმიასთან ერთად, დისტანცია მათდა იმ პირებს შორის, რომლებსაც შესაძლოა დავალებოდათ გამოძიების წარმოება, არასაკმარისი გახლდათ.
(ბ) არნჰემის სახელმწიფო პროკურორის გადაწყვეტილება ლეიტენანტ ა.-ს ბრალდებაში არმიცემის შესახებ სრულად ეფუძნებოდა სამეფო სამხედრო პოლიციის ჩვენებებს, რომელზეც სახელმწიფო პროკურორმა მომეტებული აქცენტი გააკეთა.
(გ) არნჰემის სააპელაციო სასამართოს სამხედრო პალატა, რომლის შემადგენლობაშიც შედის მომსახურე სამხედრო ოფიცერი, რომელიც არ გახლავთ მართლმსაჯულებითი სისტემის ნაწილი, ასევე სრულად დაეფუძნა სამეფო სამხედრო პოლიციის ერთობ შეზღუდული გამოძიების შედეგებს. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ გამოძიება არასაკმარისად ეფექტური იყო შემდგომი მიზეზების გამო:
(ა) ინციდენტის მომსწრე ICDC პერსონალისგან არ აღებულა ჩვენებები, რადგან სამეფო სამხედრო პოლიციის გამომძიებელმა მიიჩნია, რომ მათგან ინფორმაცია არ იყო მნიშვნელოვანი.
(ბ) მთავარი მოწმის, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლის ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის ჩვენება უკიდურესად ზედაპირული გახლდათ. მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი გახლდათ ერთადერთი სამოქალაქო თვითმხილველი, და შესაბამისად, იყო ერთადერთი მოწმე, რომელსაც არ გააჩნდა იერარქიული ან სხვა ფუნქციური კავშირი ლეიტენანტ ა.-სთან. ამასთანავე, სამეფო სამხედრო პოლიციის გამომძებლების მიერ აღნუსხული მისი ჩვენება არ შეესაბამება იმავე დღეს ერაყელი ოფიცრის წინაშე მიცემულ ჩვენებას.
(გ) ლეიტენანტი ა. დაიკითხა ინციდენტიდან მხოლოდ შვიდი საათის შემდეგ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა მისი განცალკევება სხვა მოწმეებიაგან. შესაბამისად, მას ჰქონდა მარტივი შესაძლებლობა განეხილა ინციდენტი სხვა მოწმეებთან ერთად და ამის მიხედვით აეწყო საკუთარი ჩვენება.
(დ) ინციდენტის მეორე დღეს ლეიტენანტმა ა.-მ აღნიშნა, რომ ICDC მეთაურის მოადგილისაგან მან მიიღო სია ICDC იმ პერსონალის სახელებით, რომლებმაც გაისროლეს იარაღი, შესაბამისი გასროლის ნომრებთან ერთად. იმ ფაქტმა, რომ მან, როგორც მთავარმა ეჭვმიტანილმა შეძლო ინფორმაციის მიღება მთავარი მოწმისაგან, ასევე ნეგატიური გავლენა იქონია გამოძიების ეფექტურობაზე.
(ე) ასევე, ლეიტენანტ ა.-ს მიერ მიღებული სია არ არის საქმის ფაილებში, მიუხედავად მისი პოტენციური მნიშვნელობისა.
(ვ) სამეფო სამხედრო პოლიციას ჰქონდა გარდაცვლილი ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის სხეული რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ პერიოდში კვეთა არ ჩატარებულა. სხეული გადაასვენეს ერაყის სამოქალაქო ჰოსპიტალში, სადაც განხორციელდა კვეთა სამეფო სამხედრო პოლიციის ოფიციალური პირების დასწრების გარეშე. კვეთის ანგარიში დაერთო საქმეს, მაგრამ არ გადათარგმნილა.
(ზ) ანალოგიური დაუდევარი მოპყრობა განხორციელდა რიგი სხვა სასამართლო მტკიცებულების მიმართაც. კერძოდ, სხეულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტების შესახებ ანგარიში დეტალურად არ გადათარგმნილა. დაბოლოს, მომჩივანი აცხადებდა, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის მემკვიდრე არ იყო საკმარისად ჩართული გამოძიებაში და არ ჰქონდა ჯეროვანი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის ოჯახთან დასაკავშირებლად მცდელობას არ ჰქონია ადგილი; არც არავინ შეწუხებულა და შეუტყობინებია მათთვის ლეიტენანტ ა.-ს მიმართ სისხლისსამართებრივი დევნის მოხსნის შესახებ.
სამართალი კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. დასაშვებობა მთავრობის პირველადი პრეტენზია მთავრობა აცხადებდა, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა მიჩნეულიყო იმის გამო, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდი არ ხვდებოდა მოპასუხე ხელშემკვრელი სახელმწიფოს „იურისდიქციაში“ კონვენციის 1 მუხლის გაგებით. მსგავსად გადაწყვეტილებისა საქმეში Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, § 102, ECHR 2011, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ შემთხვევაში გააერთიანებს დასაშვებობის შესახებ პრეტენზიის განხილვას საქმის არსებით განხილვასთან. დასკვნა დასაშვებობის შესახებ სასამართლო მიიჩნევს, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოშობს კონვენციის მიხედვით ფაქტობრივ და სამართლებრივ სერიოზულ საკითხებს, რომლის განსაზღვრაც საჭიროებს საქმის არსებით განხილვას. სასამართლო ასკვნის, შესაბამისად, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 $ 3 (ა) მუხლის მიხედვით. ასევე არ დასტურდება მისი დაუშვებლად ცნობის სხვა საფუძვლები. მთავრობის პირველად პრეტენზიაზე გავლენის გარეშე, რომელსაც იგი მოგვიანებით განიხილავს, სასამართლო საჩვარს დასაშვებად მიიჩნევს.
ბ. იურისდიქცია სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არგუმენტები
ა. მოპასუხე მთავრობა ნიდერლანდების მთავრობა აცხადებდა, რომ გასაჩივრებული მოვლენები არ ხვდებოდნენ ნიდერლანდების „იურისდიქციაში“ კონვენციის 1 მუხლის გაგებით. მათ თხოვეს სასამართლოს განასხვავოს წინამდებარე საქმე ალ-სკეინის საქმისაგან Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], no. 55721/07, ECHR 2011. პირველ რიგში, ნიდერლანდები არ გახლდათ „ოკუპაციის განმახორციელებელი მხარე“ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაგებით. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო არიან „ოკუპაციის განმახორციელებელი მხარეები“, რაც განისაზღვრა გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციით; სწორედ მოცემული დანაწესი განასხვავებთ მათ კოალიციის დროებით მთავრობაში შემავალი სხვა სახელმწიფოებისაგან. ამასთანავე, ნიდერლანდები ერაყში არ ახორციელებენ როგორც წესი სუვერენული მთავრობის მიერ ნაკისრ არანაირ საჯარო უფლებამოსილებას. ამგვარი უფლებამოსილებანი სრულიად განეკუთვნება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, რომლებმაც შექმნეს კიდევაც კოალიციის დროებითი მთავრობა. ნიდერლანდების კონტინგენტი მუდმივად იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს ოფიცრის MND (SE) ოპერატიული კონტროლის ქვეშ. მართალია SFIR საწყის ეტაპზე ნიდერლანდების ჯარები ახორციელებდნენ სამართალდამცავ ფუნქციებს, 2003 წლისათვის მოცემული პასუხისმგებლობა სრულიად ჰქონდათ გადაცემული ერაყის ხელისუფლების ორგანოებისათვის. გასაჩივრებული მოვლენების დროისათვის, შესაბამისად, პოლიციის ფუნქციებს აღარ ახორციელებდნენ ნიდერლანდების შესაბამისი ორგანოები ან ჯარები. ალ-სკეინი და სხვების საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფო ფლობდა „იურისდიქციას“ კონვენციის 1-ლი მუხლის გაგებით იმის გამო, რომ გასაჩივრებული გარდაცვალებანი დადგა გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების მოქმედებათა შედეგად, რომლის დროსაც, ან რომლის განმავლობაშიც, უშიშროების ოპერაციები, განსაკუთრებით სამხედრო პატრულირება, ხორციელდებოდა სწორედ მათ მიერ. განხილული შემთხვევისაგან განსხვავებით, ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალებას ადგილი ჰქონდა ავტომობილების შემოწმების ადგილზე/ჩექფოინთზე, რომელიც განთავსებული და აღჭურვილი იყო ICDC მიერ. მართალია ნიდერლანდების სამხედრო პერსონალი იმყოფებოდა ადგილზე დაკვირვებისა და კონსულტირების მიზნით, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ადგილი ჰქონდა იმგვარ იერარქიულ ურთიერთობას, რომლის შედეგადაც ნიდერლანდები უნდა იყოს პასუხისმგებელი: მმართველობა ხორციელდებოდა ერაყის უშიშიროების ძალების მიერ. ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები არცერთ მომენტში არ ახორციელებდნენ ფიზიკურ ზედამხედველობას ან კონტროლს ბ-ნ აზჰარ საბაჰ ჯალუდზე, რადგან იგი არასდროს ყოფილა მათ მიერ დაკავებული. უფრო ზოგადად კი, ნიდერლანდების ძალები წარმოდგენილნი იყვნენ ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეზღუდული ძალებით და არასდროს განუხორციელებიათ კონტროლის ის მასშტაბი, რომელიც აუცილებელია კონვენციის 1 მუხლით „იურისდიქციის“ დასადგენად. მოცემული ფაქტი, რომ მომსახურე პერსონალმა ესროლა პირს, რომც დავუშვათ რომ გასროლა სასიკვდილო იყო, თავისთავად საკმარისი არ არის იურისდიქიის დასადგენად. მოპასუხე მთავრობა უთითებს ბანკოვიჩის საქმეზე Banković and Others v. Belgium and Others (GC) (dec.), no. 52207/99, ECHR 2001-XII, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ გარკვეული სახელმწიფოს ბომბდამშენი საფრენი ობიექტის თავდასხმის მსხვერპლობა არ იყო საკმარისი პირის მოცემული ქვეყნის იურისდიქციაში მისაჩნევად. დაბოლოს, რომც დავუშვათ, რომ იმ კონკრეტულ დროს ნიდერლანდები ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ავტომობილების შემოწმების ადგილზე/ჩექფოინთზე, მოცემული ტერიტორია იმდენად შეზღუდული იყო, რომ აზრი აღარ ენიჭება განსხვავებას „ტერიტორიაზე ეფექტურ ზოგად კონტროლსა“ და „სახელმწიფოს წარმომადგენლის უფლებამოსილებასა და კონტროლს“ შორის.
ბ. მესამე მხარედ ჩართული მთავრობა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ხაზი გაუსვა პირველი მუხლის მიხედვით ტერიტორიის „უპირატესად ტერიტორიულ“ ბუნებას და მიუთითა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის მიღმა იურისდიქციის გავრცელება გამონაკლისს წარმოადგენდა. მათ განმარტეს ზემოთმოხმობილი ბანკოვიჩის გადაწყვეტილება, კერძოდ კი მისი $ 65, და მიიჩნიეს, - იგი გულისხმობს, რომ „იურისდიქციის“ ბუნებას არ უნდა მიეცეს „გაფართოების“ ან „მოცულობით განვითარების“ საშუალება, ისევე როგორც წესებს კონვენციით გარანტირებულ არსებით უფლებებსა და თავისუფლებს; მათი აზრით „ცოცხალი ინსტრუმენტის“ დოქტრინა ამ შემთხვევაში უადგილო გახლდათ. ისინი დავობდნენ, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელიც, კანონიერი თუ უკანონო სამხედრო მოქმეების შედეგად, ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს ზონაზე“ რომელიც მდებარეობს მათი სახელმწიფოს ტერიტორიის მიღმა, 1-ლი მუხლის საფუძველზე პასუხისმგებელი იყო უზრუნველეყო მოცემული ზონაში კონვენციაში და რატიფიცირებულ დამატებით ოქმებში გაწერილი არსებითი უფლებებით სარგებლობა. მოცემულიდან, მათი მოსაზრებით, დგინდებოდა, რომ გარემოებანი, სადაც იურისდიქციის ტერიტორიული ბუნებიდან გამონაკლისი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, უკიდურესად შეზღუდულია. ასეც რომ იყოს, ალ-სკეინი და სხვების შესახებ საქმეში, ადამიანის უფლებათა სასამართლო დაეთანხმა ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ გაერთიანებული სამეფოს ბასრასა და ერაყის სხვა ტერიტორიებზე მყოფი ძალებისაგან არარეალური იქნება ველოდოთ კონვენცის არსებითი უფლებების სრულ უზრუნველყოფას ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ალ-სკეინი და სხვების, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილულ სხვა საქმეებში, სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მუხლით იურისდიქცია მყარდება ფიზიკური ფლობისა და კონტროლის ექსკლუზიურ შემთხვევებსა და პირზე არსებული თუ სამომავლო სამართლებრივი უფლებამოსილების ქონის შემთხვევაში (თეორიულად იხ. საქმე Issa and Others v. Turkey, no. 31821/96, 16 ნოემბერი 2004, რეალობაში კი საქმე Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, ECHR 2005‑IV; Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom, no. 61498/08, ECHR 2010; და Medvedyev and Others v. France [GC], no. 3394/03, ECHR 2010). განსხვავებით ხსნებული საქმეებისაგან, ზემოთციტირებულ საქმეში ბანკოვიჩი და სხვები დაბომბვის უშუალო აქტი არ იქნა მიჩნეული ფიზიკური უფლებამოსილებისა და კონტროლის იმგვარ დასტურად, რომელსაც შეეძლო საფუძველი მიეცა ექტრა-ტერიტორიული იურისდიქციისათვის; შესაბამისად, არც მოძრავი მანქანის, რომელშიც ზის პირი და არ არის დაკავებული, მიმართ სროლის უშუალო აქტი უნდა იქნას მიჩნეული იურისდიქციის წყაროდ. არსებითი განსხვავება წინამდებარე საქმესა და ალ-სკეინის და სხვების საქმეებს შორის გახლავთ ის, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში გაერთიანებული სამეფო მიჩნეული გახლდათ „ოკუპაციის განმახორციელებელ ძალად“ ჰააგის წესების 42-ე მუხლის გაგებით და, შესაბამისად ეკისრებოდათ, როგორც წესი სახელმწიფოსათვის მიკუთვნებული ვალდებულებანი, იმავე წესების 43-ე მუხლის მიხედვით. დაბოლოს, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები ახორციელებდა კონტროლს მოცემულ საქმეში, მაშინ იქმნება „რეალური საფრთხე“ რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები მომავალში „თავს შეიკავებენ გამოეხმაურონ გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებას, გაეროს მანდატით შექმნილი ძალებისათვის ჯარების მიწოდების შესახებ, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს გაეროს უშიშროების საბჭოს მისიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება“.
გ. მომჩივანი მომჩივნის მიხედვით გასაჩივრებული საკითხები ხვდება ნიდერლანდების იურისდიქციაში. პირველ რიგში, იურისდიქცია წარმოიშვება ნიდერლანდების მიერ მის მომსახურე პერსონალზე განხორციელებული კონტროლიდან. მათი საშუალებით, ნიდერლანდები ახორციელებდა გარკვეულ საჯარო უფლებამოსილებებს. კოალიციის დროებითი ხელისუფლება არ იმართებოდა მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ; მაშინ როდესაც ამ ორ სახელმწიფოს ეკისრებოდა გარკვეული ადმინისტრაციული და მაკოორდინირებელი ფუნქციები, სხვა სახელმწიფოები - მათ შორის ნიდერლანდებიც - მონაწილეობდნენ CPA მმართველობასა და უშიშროების უზრუნველყოფაში. ეს უკანასკნელი კი მოიცავდა „როგროც წესი სუვერენული მთავრობის მიერ ნაკისრი საჯარო უფლებამოსილებების განხორციელებას“. ნიდერლანდების ჯარები ახორციელებდნენ ამგვარ საჯარო უფლებამოსილებებს მაშინ, როდესაც, CPA „თანხმობით, მოწვევითა თუ ცოდნით“ ახორციელებდნენ ზედამხედველობას ICDC შემოწმების ადგილზე/ჩექფოინთზე. ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ პოზიციაში აღინიშნა, რომ ნიდერლანდები მთელი დროის განმავლობაში ფლობდნენ სრულ კონტროლს ნიდერლანადების სამხედრო პერსონალზე. მეორე - ნიდერლანდები იურისდიქციას ახორციელებდნენ მოცემულ ტერიტორიაზე ეფექტური სამხედრო კონტროლის ფლობის გამო. მოიხმო რა Issa and Others v. Turkey, no. 31821/96, 16 ნოემბერი 2004, საქმე, მომჩივანი აცხადებდა, რომ იურისდიქცია ხორციელდება მაშინაც კი, თუკი სამხედრო კონტროლი შეზღუდულია დროსა და გეოგრაფიულ მოცემულობაში. მესამე - ნიდერლანდები იურისდიქციას ფლობდა მისი, როგორც „ოკუპაციის განმახორციელებელი მხარის“ სტატუსის გამო ჰააგის წესების 42-ე მუხლის თანახმად. მართალია, გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციით მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო იყვნენ მოხსენიებულნი „ოკუპაციის განმახორციელებელ მხარეებად“, მოცემული სტატუსის განსაზღვრა ჰააგის წესებით ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და არ არის დამოკიდებული მხარის სურვილზე. MND (C-S) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 103) - რომელიც წინამდებარე საქმის მიზნებისათვის მომჩივანმა მიიჩნია MND (CE) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ტოლფასად - მოიხმობს ჰააგის წესებს, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მოცემული წესები გამოიყენება. მეოთხე - საქმეში განხილულ ვითარებზე სხვა არცერთი სახელმწიფო არ ახორციელებდა კონტროლს. გაერთიანებულ სამეფოს არ ეკისრებოდა პირდაპირი სამხედრო პასუხისმგებლობა ალ-მუთანას პროვინციაზე; და ამ შემთხვევაში არც ნიდერლანდებს განუცხადებიათ სურვილი იურისდიქციის გადაცემაზე. იმ დროს არც ერაყის სამოქალაქო ადმინისიტრაცია და სამხედრო ან პოლიციური ძალები არებობდნენ; ამ პერიოდში მთავრობის ფუნქციებს ახორციელებდა CPA სამხედრო კოალიცია სხვა წევრებთან, მათ შორის ნიდერლანდებთან ერთად. რაც შეეხება საქმის ფაქტებს, ნიდერლანდების სამხედრო პერსონალი აკონტროლებდა ავტომობილთა შემოწმების პუნქტს/ჩექფოინთს და იქ მყოფ ერაყელ პერსონალს სწორედ იგი მართავდა. ამასთანავე, ნიდერლანდების სამეფო სამხედრო პოლიცია ახორციელებდა გამოძიებას: მათ ჩამოართეს იარაღი ICDC სერჟან ჰუსამ საადს, ფლობდნენ ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის მანქანასა და ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის სხეულს. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიდერლანდები ახორციელებდა „სუვერენული მთავრობის მსგავს გარკვეულ საჯარო უფლებამოსილებებს“. დაბოლოს, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი 2007 წლის 18 ივნისის წერილში, რომლითაც მოხდა ვან დენ ბერგის კომიტეტის ანგარიშის წარდგენა პარლამენტისათვის, იზიარებს კომიტეტის დასკვნას, რომ კონვენცია ვრცელდება ნიდერლანდების ჯარებზე ერაყში ერაყის მოქალაქეებთან მათი ურთიერთობების ჟამს. სასამართლოს შეფასება
ა. MND (C-S) (მრავალეროვანი დივიზია, ცენრალური ნაწილი-სამხრეთი) ურთიერშეთანხმების მემორანდუმი სასამართლოში საქმის განხილვისას მთავრობის წარმომადგენელმა, სასამართლოს შეკითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ ნიდერლანდების თავდაცვის ორგანოებმა უარი განაცხადეს გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებს შორის ალ-მუთანას პროვინციაში მოქმედი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმისათვის სასამართლოსათვის საიდუმლო სტატუსის მოხსნაზე; თუმცა, MND (C-S) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი „[ქმნის] კარგ წარმოდგენას თუ რა ტიპის დოკუმენტზეა საუბარი“. სასამართლო აღნიშნავს, რომ MND (C-S) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმომწერები მოიცავს SFIR-სათვის ჯარების მიმწოდებელი მრავალი მთავრობის თავდაცვის უწყებას, მათ შორის ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრსაც (იხ. პარა. 104 ზემოთ). იგი ასევე მიუთითებს, რომ MND (CE) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გასაჯაროებული ნაწილი (იხ. პარა. 100 ზემოთ) დიდწილად წააგავს, თუმცა არ არის MND (C-S) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესაბამის ნაწილს იდენტური (იხ. პარა 103 ზემოთ) და რომ მოპასუხე მთავრობის წარმომადგენელს არ უხსენებია, არც კი შემოუთავაზებია რაიმე მნიშვნელოვანი არსებითი განსხვავება ამ ორ მემორანდუმს შორის. ამგვარ გარემოებებში, სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას იმ დაშვებით, რომ ორი დოკუმენტი, შესაბამის ასპექტებში, იდენტურია. თუმცა, MND (C-S) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მოხმობა სათანადო სიფრთხილით მოხდება.
ბ. შესაბამისი პრინციპები სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია უწინარესად ტერიტორიული ხასიათისაა, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა გავრცელდეს ეროვნული ტერიტორიის მიღმაც (შეადარეთ საქმეს Legal Consequences of the Construction of a Wall in the Occupied Palestinian Territory, Advisory Opinion, I.C.J. Reports 2004, გვ. 136, § 109, იხ. პარა. 95 above). სასამართლო იმეორებს მის მიერ ზემორე $$ 130-139 ციტირებლ ალ-სკეინის საქმეში მოხმობილ პრინციპებს, რომელიც აჯამებს იურისდიქციის განხორციელებას კონვენციის 1-ლი მუხლით ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის მიღმა. კერძოდ:
“130. ... [კონვენციის 1-ლი მუხლის] მიხედვით წევრ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ (`reconnaître” - ფრანგულ ტექსტში) მათ იურისდიქციაში მყოფ პირთა უფლებები და თავისუფლებები (იხილეთ, Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისი, § 86, Series A no. 161; Banković and Others v. Belgium and Others [GC] (dec.), no. 52207/99, § 66, ECHR 2001‑ XII). „იურისდიქცია” პირველი მუხლის მიხედვით არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. იურისდიქციის განხორციელება არის სავალდებულო პირობა წევრი სახელმწიფოსთვის, რათა შესაძლებელი იყოს მისი პასუხისგება მოქმედების ან უმოქმედობისთვის, რომლებიც სავარაუდო შეხებაშია კონვენციით განსაზღვრულ უფლებებთან და თავისუფლებებთან (იხილეთ, Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 311, ECHR 2004‑VII).
(α) ტერიტორიული პრინციპი
131. სახელმწიფოს იურისდიქცია, რომელიც გამომდინარეობს პირველი მუხლიდან, ძირითადად არის ტერიტორიული (იხილეთ Soering-ის ზემოხსენებული საქმე § 86; Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე §§ 61 და 67; Illascu-ს ზემოხსენებული საქმე § 312;). სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძირითადად იგულისხმება სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის განხორციელება (Illascu ციტირებულია ზემოთ § 312; Assanidze v. Georgia #. 71503/01, § 139, ECHR 2004 II). ამის საწინააღმდეგოდ, წევრი სახელმწიფოს მოქმედებები, რომლებიც განხორციელებულია ან წარმოშობენ შედეგებს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ექცევა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით (Bankovic- ის ზემოხსენებული საქმე § 67).
132. დღევანდელი მდგომარეობით, სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა აღიარა რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც წევრ სახელმწიფოს ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ წარმოშობენ იურისდიქციას. ყველა შემთხვევაში, საგამონაკლისო შემთხვევის დადგენა, რომელიც ადგენს წევრ სახელმწიფოს იურისდიქციას ექსტრა-ტერიტორიალურად, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ფაქტების მხედველობაში მიღებით.
(β) სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობა და კონტროლი
133. სასამართლომ პრეცედენტული სამართლით აღიარა, რომ ტერიტორიულობის პრინციპიდან გამონაკლისის სახით, წევრ სახელმწიფოს იურისდიქცია, პირველი მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელებულიყო მისი ორგანოების ქმედებებზე, რომლებიც წარმოშობენ შედეგებს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (იხილეთ, Drozd and Janousek v. France and Spain 1992 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება Series A no. 240, § 91; Loizidou v. Turkey (პირველადი პრეტენზიები), 1995 წლის 23 მარტი, § 62, Series A no. 310; Loizidou v. Turkey (არსებითი განხილვა), 1996 წლის 18 მარტი, § 52, გადაწყვეტილებები და განჩინებები 1996 VI; და Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე, 69).). ...
135. ... სასამართლომ აღიარა, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქცია, როცა იგი სახელმწიფოს თანხმობით, მოწვევით ან მასთან შეთანხმებით ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნებიან (Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე § 71). შესაბამისად, როდესაც ჩვეულების, ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოს ორგანოები ახორციელებენ აღმასრულებელ ან სასამართლო უფლებამოსილებებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება აგოს პასუხი კონვენციის შესაბამის დარღვევებზე, თუკი ისინი მიეკუთვნებიან მას და არა შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოს (იხილეთ Drozd and Janousek-ის ზემოხსენებული საქმე; Gentilhomme and Others v. France, nos. 48205/99, 48207/99 და 48209/99, 2002 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება; და ასევე X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ. N. 7289/75 და 7349/76, კომისიის 1977 წლის 14 ივლისის დასაშვებობის გადაწყვეტილება, DR 9, გვ. 57).
136. ამასთანავე, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებს, რომ სხვადასხვა შემთხვევებში ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოქმედ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ შეიძლება განხორციელდეს პირის სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მოქცევა პირველი მუხლით დადგენილი იურისდიქციის შესაბამისად. პრინციპი გამოიყენება შემთხვევებში, როცა პირი დაკავებული გახლდათ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, საქმეში Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 91, ECHR 2005‑IV, სასამართლომ დაადგინა, რომ „თურქეთის შესაბამისი პირებისთვის დაკავებულის გადაცემის შემდეგ მომჩივანი იმყოფებოდა თურქეთის მმართველობის ქვეშ და შესაბამისად მის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ახორციელებდა მმართველობას მის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ”. 2004 წლის 16 ნოემბრის საქმეში Issa and Others v. Turkey, no. 31821/96, სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილი იყო თურქი ჯარისკაცების მიერ განმცხადებლის ჩრდილოეთ ერაყში დაკავების ფაქტი, რის შემდეგადაც მოხდა მისი ახლომდებარე გამოქვაბულში გადაყვანა და მოკვდინება. შესაბამისად გარდაცვლილი პირი იმყოფებოდა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ ჯარისკაცების მმართველობიდან და კონტროლიდან გამომდინარე. 2009 წლის 30 ივნისის საქმეში Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom (dec.), no. 61498/08, §§ 86-89, სასამართლომ დაადგინა, რომ ერაყის ორი მოქალაქე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბრიტანეთის კონტროლირებად სამხედრო ციხეში, ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს ციხეებსა და მათში განთავსებულ პირებზე. და ბოლოს, საქმეში Medvedyev and Others v. France [GC], no. 3394/03, § 67, ECHR 2010-..., სასამართლომ მიუთითა, რომ საერთაშორისო წყლებში ინსპექტირების შემდეგ მომჩივნები ექცეოდნენ საფრანგეთის იურისდიქციის ქვეშ ფრანგი აგენტების მიერ გემზე და მის ეკიპაჟზე სრული და ექსკლუზიური კონტროლის განხორციელების გამო. სასამართლომ აღნიშნულ საქმეებში იურისდიქცია დაადგინა არა მხოლოდ შენობებზე, გემზე ან ხომალდზე განხორციელებული კონტროლის გამო. ამ შემთხვევაში გადამწყვეტად იქნა მიჩნეული ფიზიკური მმართველობის და კონტროლის განხორციელება კონკრეტულ პირზე...
(γ) ტერიტორიის ეფექტური კონტროლი
138. კიდევ ერთი გამონაკლისი პირველი მუხლით დადგენილი იურისდიქციის პრინციპიდან დგება მაშინ, როდესაც კანონიერი ან უკანონო სამხედრო მოქმედების შედეგად, წევრი სახელმწიფო აკონტროლებს მის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიას. ამ პირობებში, კონვენციით განსაზღვრული უფლებების და თავისუფლებების დაცვის ვალდებულება მომდინარეობს ამგვარი კონტროლის ფაქტიდან, რომელიც ხორციელდება პირდაპირ წევრ სახელმწიფოს სამხედრო ძალების ან მის დაქვემდებარებულ ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან (Loizidou (პირველადი პრეტენზიები), იხ. ზემოხსენებული საქმე, § 62; Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 76, ECHR 2001‑IV, Banković-ის ზემოხსენებული საქმე, § 70; Illascu-ს ზემოხსენებული საქმე, §§ 314-316; Loizidou (არსებითი განხილვა), ზემოხსენებული საქმე § 52). როდესაც დგინდება ტერიტორიის ამგვარი დომინირების ფაქტი, არ არის აუცილებელი განისაზღვროს, რომ წევრი სახელმწიფო ახორციელებს დეტალურ კონტროლს დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამების და მოქმედებების მიმართ. საკმარისია ის ფაქტი, რომ წევრი სახელმწიფოს სამხედრო ან სხვა სახის დახმარება ასულდგმულებს ადგილობრივ თვითმართველობას, აკისრებს ამ უკანასკნელს პასუხისმგებელს მის პროგრამებსა და მოქმედებებზე. მაკონტროლებელ სახელმწიფოს აქვს იმის ვალდებულება, რომ პირველი მუხლის შესაბამისად დაიცვას მის კონტროლ ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე კონვენციით და შესაბამისად რატიფიცირებული ოქმებით განსაზღვრული ძირითად უფლებათა მთლიანი დასტა. იგი იქნება აღნიშნულ უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი (Cyprus v. Turkey, ციტირებულია ზემოთ, §§ 76-77).
139. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად ახორციელებს წევრი სახელმწიფო ეფექტიან კონტროლს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ეფექტური კონტროლის დასადგენად, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას აქცევს სახელმწიფოს სამხედრო წარმომადგენლობას ტერიტორიაზე (იხილეთ, Loizidou- ს ზემოხსენებული საქმე, §§ 16 და 56; Illascu -ს ზემოხსენებული საქმე, § 387). სხვა ინდიკატორები ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მათ შორის თუნდაც დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების ფარგლების შედეგად რეგიონზე გავლენა და კონტროლი (იხილეთ, Illascu ციტირებულია ზემოთ, §§ 388-394)...“
გ. ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარე დიდწილად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ შეუძლებელია ნიდერლანდების დადანაშაულება იმ მოვლენების გამო, რომელთაც სხვა მხარე ზედამხედველობდა: ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო გახლდნენ მიჩნეულნი „ოკუპაციის განმახორციელებელ მხარეებად“ გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციით და/ან გაერთიანებული სამეფო წარმოადგენდა „წამყვან ქვეყანას“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, რომელიც მეთაურობდა ნიდერლანდების კონტინგენტს SFIR-ში. კონვენციით იურისდიქციის დასადგენად, სასამართო ითვალისწინებს ფაქტობრივ კონტექსტსა და საერთაშორისო სამართლის შესაბამის წესებს. პირველ რიგში საერთაშორისო სამართლის განიხილვისას სასამართლო განიხილავს, per se არა-განმსაზღვრელ, „ოკუპაციის განმახორციელებელი მხარის“ სტატუსს ან მის არარსებობას, ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლის გაგებით. მართალია მან დაადგინა, რომ ალ-სკეინის (ციტირებული ზემოთ $ 143) და Al‑Jedda v. the United Kingdom [GC], no. 27021/08, § 77, ECHR 2011 საქმეებში იგი რელევანტური იყო, მაგრამ არ გამოუყენებია როდესაც დაადგინა თურქეთის ჩრთულობა ჩრდილოეთ კვიპროსში მიმდინარე მოვლენებში Loizidou v. Turkey (preliminary objections), 23 მარტი 1995, Series A no. 310, და Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, ECHR 2001‑IV) და რუსეთისა მოლდოვის ტერიტორიაზე არსებული დნესტრისპირეთის ვითარებაში (იხ, inter alia, Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, ECHR 2004‑VII, და Catan and Others v. the Republic of Moldova and Russia [GC], nos. 43370/04, 8252/05 and 18454/06, ECHR 2012 (extracts)). ამასთანავე, უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან ბრძანების შესრულება, თავისთავად არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს (იხ.mutatis mutandis, Pellegrini v. Italy, no. 30882/96, § 40, ECHR 2001-VIII, და K. v. Italy, no. 38805/97, § 21, ECHR 2004‑VIII). შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს არ ეკარგება „იურისდიქცია“ კონვენციის 1 მუხლის მნიშვნელობით მხოლოდ იმის გამო, რომ დაემორჩილა გაერთიანებული სამეფოს ოფიცრის MND (SE) მმართველობის ოპერაციულ კონტროლს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები ახორციელებდა „სრულ კონტროლს“ მის პერსონალზე, რაც აღინიშნა კიდევაც საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში (იხ. პარა. 57 ზემოთ). გაეროს უშიშროების საბჭოს 1482 რეზოლუცია ასახავს გაეროს წევრ სახელმწიფოთა მრავალფეროვან წარმომადგენლობას ერაყში, აშშ და გაერთიანებული სამეფოს მეთაურობით ერთიანი „მმართველობის“ (კოალიციის დროებითი მთავრობა) ქვეშ. „ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ხელშეუხებლობის“ ხაზგასმასთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებდა „ყველა შესაბამის მხარეს“, მიუხედავად იმისა ჰქონდა მას ოკუპაციის განმახორციელებელი ძალის სტატუსი თუ არა, „სრულად დამორჩილებოდა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და ჰააგის 1907 წლის რეოზლუციებს“ (იხ. პარა. 93 ზემოთ). N.1983 როზლუციიასთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭომ, N. 1511 რეზოლუციითაც „გაუსვა ხაზი“ ერაყის სახელმწიფოს სუვერენიტეტს. მან მოუწოდა გაეროს წევრ სახელმწიფოებს გაეწიათ კონტრიბუცია მრავალეროვანი ძალებისათვის სტაბილურობის აღდგენისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ისევე როგორც საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს, დახმარებოდნენ ერაყის პოლიციისა და უშიშროების ძალების წვრთასა და აღჭურვაში (იხ. პარა. 94 ზემოთ). მრავალეროვანი ძალების პრაქტიკული ფორმატი განისაზღვრა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში, რომელმაც გამიჯნა ურთიერთობები ერაყში არსებულ სხვადასხვა შეიარაღებულ კონტინგენს შორის. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ, 2003 წლის 6 ივნისს პარლამენტის ქვედა პალატისადმი გაგზავნილი წერილი (იხ. პარა 57 ზემოტ) აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების მთავრობა ახორციელებდა სრულ მმართველობას ერაყში არსებულ ნიდერლანდურ კონტინგენტზე. ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ MND (C-S) ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.2 პარაგრაფის ფორმულირების გათვალისწინებით, მოცემული ინფორმაცია ეფუძნებოდა MND-SE ურთიერთგაგების მემორანდუმს. MND (C-S) ურთიერთგაგების მემორანდუმიდან, ისევე როგროც MND-SE ურთიერთგაგების მემორანდუმის იმ მონაკვეთიდან, რომელზეც მთავრობამ სასამართლოს წვდომა მიანიჭა, იკვეთება, რომ „არაწამყვანი ქვეყნების“ ძალები, მართალია იღებდნენ ყოველდღიურ მითითებებს უცხოელი მეთაურებისაგან, მაგრამ ძირითადი პოლიტიკის ფორმულირება - მათ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე თანდართული ბრძოლის წესებით განსაზღვრული ლიმიტები, და ძალის გამოყენების შესახებ წესების ფორმულირება, წარმოადგენდა კონკრეტული გამგზავნი სახელმწიფოს უფლებამოსილების სფეროს. შესაბამისად, სწორედ მის საფუძველზე მოხდა SFIR მმართველობისათვის aide-mémoire-ისა და ნიდერლანდელი პერსონალისათვის სამხედროს ბარათის გაცემა ნიდერლანდების მთავრობის მიერ (იხ. პარა. 59 ზემოთ). მართალია ნიდერლანდების ჯარები განთავსებული იყო ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც SFIR ოფიცრები ექვემდებარებოდნენ გაერთიანები სამეფოს ხელმძღვანელობას, მიუხედავად ამისა, ნიდერლანდები, სხვა მონაწილე სახელმწიფოებისაგან დამოუკიდებლად კისრულობდა პასუხისმგებლობას ზონაში უშიშროებაზე და ინარჩუნებდა სრულ მმართველობას განთავსებულ მის კონტინგენტზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმ ფაქტს, რომ ზემოთმოხმობილი ჩექფოინთი ICDC ერაყელი პერსონალით იყო დაკომპექტებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ კოალიციის დროებითი მმართველობის N. 28 ბრძანების მიხედვით („ ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსის შექმნა“, იხ. პარა.99 ზემოთ), ICDC ვალდებულებები არ მოიცავდა ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებას ერაყის ხელისუფლების დაქვემდებარებით; რეალურად ICDC-ზე ხედამხედველობას ახორციელებდა, და ეს უკანასკნელი ემორჩილებოდა კოალიციის ძალების ოფიცრებს (იხ. პარა. 1(4)(ა), 4(1) და 7). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ ნიდერლანდების ჯარები „ექვემდებარებოდნენ“ რომელიმე სხვა, უცხო ხელისუფლებას, იქნება ეს ერაყის, გაერთიანებული სამეფოს თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლება და ვერც იმას დაასკვნის, რომ ისინი რომელიმე სხვა სახელმწიფოს „ექსკლუზიური მმართველობის ან კონტროლის ქვეშ“ იყვნენ (შეადარე, mutatis mutandis საერთშორისო სამართლის კომისიის დებულებანი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 6. იხ. პარა. 98 ზემოთ; იხ. აგრეთვე საქმე Application of the Convention on the Prevention and Punishment of the Crime of Genocide (Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro), Judgment, I.C.J. Reports 2007, გვ. 43, § 406,, პარაგრაფი 97 ზემოთ)). სასამართლო უბრუნდება ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალების გარემოებების განხილვას და მიუთითებს, რომ იგი გარდაიცვალა მანქანაში ყოფნისას, როდესაც მას, როგორც მძღოლის გვერდზე მჯდომს, ჩექფოინთზე გასვლისას ცეცხლი გაუხსნა ნიდერლანდების სამეფო არმიის ოფიცრის ზედამხედველობისა და მმართველობის ქვეშ მყოფმა პერსონალმა. ჩექფოინთი SFIR მისიის მიერ იყო მოწყობილი, გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციის საფუძველზე (იხ. პარა. 93 ზემოთ) და მიზნად ისახავდა ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პირობების შექმნას ეფექტური ადმინსიტრაციის ხელშესაწყობად. სასამართლო იზიარებს პოზიციას, რომ მოპასუხე მხარე ახორციელებდა „იურისდიქციას“ რომელიც შემოფარგლული იყო SFIR მისიით დადგენილი საზღვრებით და მიზნად ისახავდა მმართველობისა და კონტროლის განხორციელებას ჩექფოინთზე გამავლ პირთა კონტროლირების გზით. მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალება მოხდა ნიდერლანდების „იურისდიქციის“ ქვეშ, ამ ტერმინის კონვენციის პირველი მუხლის მნიშვნელობით. სასამართლომ დაადგინა ნიდერლანდების იურისდიქცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოსათვის მხარეებს არ უთხოვიათ დაედგინა ახორციელებდა თუ არა თანმდევ იურისდიქციას გაერთიანები სამეფო ან კონვენციის რომელიმე სხვა წევრი სახელმწიფო.
დ. მიკუთვნება სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კონვენციის პირველი მუხლით „იურისდიქციის“ დადგენა არ უთანაბრდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენას საერთაშორისოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის ზოგადი საერთაშორისო სამართლის მიხედვით (იხ. კატანის საქმე, ციტირებული ზემოთ, $ 115). ამასთანავე ალ-სკეინის საქმეში სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ “როდესაც სახელმწიფო მისი წარმომადგენელბის დახმარებით ახორციელებს კონტროლსა და მმართველობას და, შესაბამისად იურისდიქციასაც ინდივიდზე, სახელმწიფოს პირველი მუხლით ეკისრება ვალდებულება კონვენციის პირველი მუხლის გაგებით უზრუნველყოს მოცემული ინდივიდის ის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მის ვითარებაში რელევანტურია. ამ მხროვ, შესაბამისად, კონვენციური უფლებები შესაძლოა „დაიყოს და მოერგოს“ (შეადარე ბანკოვიჩის საქმე, ციტირებული ზემოთ, $ 75). მომჩივნის მიერ გასაჩივრებული წინამდებარე საქმის ფაქტები ეფუძნება ნიერლანდების სამხედრო პერსონალის, საგამოძიებო და მართლმსაჯულებითი ორგანოების სავარაუდო მოქმედებებსა და უმოქმედობას. როგორც ასეთი, მათ შესაძლოა გამოიწვიონ ნიდერლანდების პასუხისმგებლობა კონვენციის საფუძველზე.
ე. მთავრობის პირველადი პრეტენზიები სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის პირველად პრეტენზიას, რომელიც მან გააერთიანა საქმის არსებით ნაწილთან (იხ. პარა.110 ზემოთ). შესაბამისიად, მან უნდა განიხილოს მომჩივნის საჩივრების საფუძვლიანობა.
გ. მე-2 მუხლით დადგენილი გამოძიების ვალდებულების სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი აცხადებდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ დააკმაყოფილა ვალდებულება ჯეროვნად გამოეძიებინა მისი ვაჟის გარდაცვალება და დაესაჯა მასზე პასუხისმგებელი პირი. იგი დაეფუძნა კონვენციის მე-2 მუხლს, რომელიც მიუთითებს შემდეგს:
"1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებელობას წარმომადგენდა:
a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
b) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
მოპასუხე მთავრობამ უარყო ამგვარი დარღვევის არსებობა. მესამე მხარედ ჩართულ მთავრობას არ უპასუხია მომჩივნის საჩივრების არსებით მხარეზე. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არგუმენტები
ა. მომჩივანი მომჩივანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალების გამოძიება და შემდგომი სამართალწარმოება. პირველ რიგში, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ერაყში სამეფო სამხედრო პოლიციის ერთეულის დამოუკიდებლობა. მან სთხოვა სასამართლოს გაეთვალისწინებინა, რომ მოცემული ერთეულის წევრები ცხოვრობდნენ ნიდერლანდების SFIR ძალებთან ერთად და შესაბამისად, მათთან ახლოს იყვნენ. ასევე, მან მიუთითა - იმის გამო, რომ საჯარო პროკურორი, რომელსაც ევალდებოდა ანგარიშის წარმოდგენა იმყოფებოდა ნიდერლანდებში, სამეფო სამხედრო პოლიციის ერთეული, ყოველდღიურ საკითხებზე, იმყოფებოდა ნიდერლანდების ბატალიონის მეთაურის კონტროლის ქვეშ. სამეფო სამხედრო პოლიციის ერთეულის დამოუკიდებლობის ნაკლებობამ ასევე გავლენა იქონია საჯარო პროკურორის გადაწყვეტილებაზე არ დაესაჯათ ლეიტენანტი ა.. მოცემული გადაწყვეტილება მომეტებულად დაეფუძნა სამეფო სამხედრო პოლიციის გამოძიების შედეგებს. მომჩივანმა მოიხმო საქმე Ergi v. Turkey, 28 ივლისი 1998, Reports 1998‑IV, სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ნაწილში იმის გამო, რომ პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იურისდიქციის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, დიდწილად დაეფუძნა ჟანდარმერიის მიერ შემთხვევის ადგილზე შედგენილ ანგარიშს. არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატაც სრულად დაეფუძნა სამეფო სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებულ ერთობ შეზღუდულ გამოძიებას. ნაცვლად ამისა, მას უნდა მოეთხოვა გამოძიების წარმოება დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ. დაბოლოს, არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის წევრად მოქმედი სამხედრო ოფიცრის ყოფნა გულისხმობს, რომ მოცემული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება დამოუკიდებელი. პოზიციის გასამყარებლად მომჩივანმა მოიხმო შემდეგი საქმეები: Akkoç v. Turkey, nos. 22947/93 and 22948/93, ECHR 2000‑X, და Incal v. Turkey, 9 ივნისი 1998, Reports 1998‑IV. მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ გამოძიება არ იყო ადექვატური. პირველ რიგში მან მოიხმო ის ფაქტი, რომ სროლის დროს ჩექფოინთზე მყოფი ICDC პერსონალისაგან მიღებული ჩვენებები არ ერთვოდა საქმის მასალებს. პროკურორისა და არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის მიერ წარმოდგენილი სამეფო სამხედრო პოლიციის ანგარიში მიუთითებდა მხოლოდ იმას, რომ მოცემულ პირთაგან რელევანტური ინფორმაცია არ მიუღიათ. რეალობაში კი ICDC პერსონალს ჩამოართვეს დეტალური ჩვენებები, რაც არ წარმოდგენილა არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის წინაშე და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას გამოიკვეთა. ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის დაკითხვა, რომელსაც მომჩივანი მიიჩნევს „მთავარ მოწმედ“ იმის გამო, რომ მხოლოდ იგი გახლდათ სამოქალაქო მოწმე და ინციდენტის დროს გადარჩენილი პირი, რომელიც არ ექვემდებარებოდა ლეიტენანტ ა.-ს, უკიდურესად ზედაპირულია. აქვე უნდა მოვიხმოთ ის ფაქტიც, რომ მისი ჩვენებები, რომელიც მას ჩამოართვეს სამეფო სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა შეუსაბამოა მის მიერ მოგვიანებით, იმავე დღეს ერაყელი პოლიციელების მიმართ მიცემულ ჩვენებასთან. ლეიტენანტი ა. არ დაკითხულა ინციდენტამდე შვიდი საათის განმავლობაში და არც განცალკევებულა სხვა მოწმებისაგან ამ პერიოდში. შესაბამისად, იგი იოლად შეძლებდა განეხილა ინციდენტი სხვა მოწმეებთან და შესაბამისად შეეცვალა ჩვენება. ინციდენტის მეორე დღეს ლეიტენანტმა ა.-მ აღნიშნა, რომ შეძლო ICDC მეთაურის მოადგილისაგან ICDC იმ პერსონალის სიის მიღება, რომელმაც გაისროლეს იარაღი, გასროლილი ტყვიების შესაბამის ნომრებთან ერთად. ის ფაქტი რომ მას, როგორც მთავარ ეჭვმიტანილს, შეეძლო მიეღო აღნიშნული ინფორმაცია მთავარი მოწმისაგან, ასევე გავლენას ახდენს გამოძიების ეფექტიანობაზე. ასევე, ლეიტენანტ ა.-ს მიერ მიღებული სია არ ერთვის თან საქმის მასალებს, მიუხედავად საქმისათვის მისი მნიშვნელობისა. სამეფო სამხედრო პოლიციას ჰქონდა ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის სხეული რამდენიმე საათის განმავლობაში და მთელ ამ დროში კვეთა არ ჩატარებულა. სხეული შემდეგ გადაიტანეს ერაყის სამოქალაქო ჰოსპიტალში, სადაც განხორციელდა კვეთა სამეფო სამხედრო პოლიციის ოფიცრების დასწრების გარეშე. კვეთის ანგარიში დაემატა საქმეს, თუმცა არ გადათარგმნილა. ანალოგიური დაუდევარი მოპყრობა განხორციელდა რიგი სხვა სასამართლო მტკიცებულების მიმართაც. კერძოდ, სხეულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტების შესახებ ანგარიში დეტალურად არ გადათარგმნილა. დაბოლოს, მომჩივანი აცხადებდა, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის მემკვიდრე არ იყო საკმარისად ჩართული გამოძიებაში და არ ჰქონდა ჯეროვანი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის ოჯახთან დასაკავშირებლად მცდელობას არ ჰქონია ადგილი; არც არავინ შეწუხებულა და შეუტყობინებია მათთვის ლეიტენანტ ა.-ს მიმართ სისხლისსამართებრივი დევნის მოხსნის შესახებ.
ბ. მოპასუხე მთავრობა მოპასუხე მთავრობამ აღნიშნა, რომ მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათ არგუმენტაციაში დამოუკიდებლობის საკითხი არ წამოჭრილა. სამეფო სამხედრო პოლიციას გააჩნია საკუთარი სამეთაურო ხაზი, და გამოძიების წარმოებისას იგი ანგარიშვალდებულია მხოლოდ პროკურატურის წინაშე; უდავოა, რომ ლეიტენანტ ა.-ს სამართალში არ მიცემა უნდა დაფუძნებოდა მათ საგამოძიებო ანგარიშს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტებიდან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატა არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი. ასევე, გამოძიება საკმარისად ეფექტიანი გახლდათ. სამეფო სამხედრო პოლიციამ შეისწავლა შემთხვევის ადგილი და უზრუნველყო არსებული მტიცებულებების უსაფრთხოება მისვლისთანავე. ლეიტენანტმა ა.-მ, რომელმაც თავად მოახდინა ინციდენტის შეტყობინება, იკისრა სრული პასუხისმგებლობა სროლაზე და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მტკიცებულებებით მანიპულირებას. ICDC პერსონალი დაიკითხა, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება არ მომხდარა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელნი არ იყვნენ ეჭვმიტანილნი. ბ-ნ დავუდ ჯოად ქეთიმისაგან სამეფო სამხედრო პოლიციისა და ერაყის პოლიციის მიერ აღებულ ჩვენებანი არ იყო ურთიერთსაწინააღმედგო, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ მიცემულ ჩვენებაში აღნიშნული ის ფაქტი, რომ მხოლოდ ICDC პერსონალმა ისროლა, ნაკლებსავარაუდოა. იმის გამო, რომ ნიდერლანდების ბანაკში არ არსებობს კვეთის განსახორციელებლად საჭირო პირობები, სხეული გადაყვანილ იქნა ერაყის ზრუნვის ქვეშ. ხოლო ნიდერლანდების პერსონალის მიერ კვეთაზე არდასწრება ეფუძნებოდა ერაყის ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებას არ დაეშვათ ნიდერლანდების ძალები. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ იქ მყოფი ნიდერლანდების პერსონალისაგან მხოლოდ ლეიტენანტმა ა.-მ ესროლა მანქანას და ამიტომაც, სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ აღიძრა. დაბოლოს, მომჩივანი საკმარისად იყო ჩართული სამართალწარმოებაში. მას, იურისტის დახმარებით ან საკუთარი მოთხონვის საფუძველზე, , ატყობინებდნენ; ხოლო მიღებული ინფორმაცია საკმარისი იყო მისთვის გასაჩვრების პროცედურაში ეფექტიანად მონაწილეობის მისაღებად, რომლითაც მან ისარგებლა, როდესაც გაასაჩივრა გადაწყვეტილება ლეიტენანტ ა.-ს მსჯავრდებაში არ მიცემის შესახებ. სასამართლოს შეფასება
ა. გასროლა განხორციელდა მხოლოდ ლეიტენანტ ა.-ს მიერ თუ ICDC პერსონალის მიერაც სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ არსებული მტკიცებულებანი, მათ შორის ჩვენებები რომელიც აღებულ იქნა ICDC პერსონალისაგან, მაგრამ ეროვნულ დონეზე საქმეთაწარმოებისას არ დაეთო საქმის მასალებს, ადასტურებს, რომ გასროლა განხორციელდა მხოლოდ ლეიტენანტ ა.-ს მიერ. აღსანიშნავია, ICDC არც ერთ წევრს არ უღიარებია, რომ გაისროლა იმ მანქანის მიმართულებით, სადაც იმყოფებოდა ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდი. თუმცა აქ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამეფო სამხედრო პოლიციის გამომძებლების მიხედვით, მანქანის, სადაც იმყოფებოდა ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდი, მიმართულებით გასროლილი იყო სხვადასხვა კალიბრის ტყვიები, ზოგი 6მმ-ზე ნაკლები, ზოგი კი მეტი (იხ. პარა 32 ზემოთ). მოცემული ფაქტი მიუთითებს, რომ გამოყენებულ იქნა მინიმუმ ორი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, სავარაუდოდ დაიმაკო C7A1, იარაღი რომელსაც ფლობს ნიდერლანდების არმია (და ისვრის 5.56მმ ნატო-ს სტანდარტით ტყვიას, იხ. პარა 50 ზემოთ) და კალაშნიკოვი AK47, რომელსაც ატარებს ICDC (და ისვრის 7.62 მმ ტყვიებს, იხ. პარა 52 ზემოთ). მოცემულის გათვალისწინებით, მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ გასროლა მხოლოდ ლეიტენანტმა ა.-მ განახორციელა ვერ იქნება გაზიარებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად არ იქნა დაკმაყოფილებული კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე პროცედურული ვალდებულებანი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფაქტების დადგენის საჭიროება არ დგას.
ბ. შესაბამისი პრინციპები ზემორეციტირებულ ალ-სკეინის საქმეში სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„163. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის ზოგად სამართლებრივი აკრძალვა არაეფექტიანი იქნებოდა პრაქტიკაში, თუკი არ იარსებებდა ხელისუფლების მხრიდან სასიკვდილო ძალის გამოყენების კანონიერების გადასინჯვის მექანიზმი. სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება ერთად აღებული კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან “თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები” მოითხოვს რაიმე ფორმის ეფექტიანი გამოძიების არსებობას, როდესაც პირის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა, inter alia, სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან (იხილეთ ზევით მითითებული საქმე McCann, § 161). ასეთი გამოძიების მთავარი მიზანი არის სიცოცხლის უფლების უზრუნველმყოფი ეროვნული კანონების ეფექტიანი იმპლემენტაცია და იმ შემხვევებში, როდესაც სიცოცხლის ხელყოფაში წვლილი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან ორგანოებს მიუძღვით – მათი პასუხიმგებლობის უზრუნველყოფა. (იხ. Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 and 43579/98, § 110, ECHR 2005-VII). თუმცა, გამოძიება საკმაოდ მოცულობითი უნდა იყოს, რათა საგამოძიებო ორგანოებს არა მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედებების გათვალისწინება შეეძლოთ (რომელთაც უშუალოდ გამოიყენეს სასიკვდილო ძალა), არამედ გაითვალისწინონ ყველა თანმხლები გარემოება, სადავო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ჩათვლით, როცა ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად თუ რამდენად შეასრულა სახელმწიფომ კონვენციის მეორე მუხლით ნაკისრი ვალდებულება (იხილეთ ზემოთ მითითებული McCann and Others, ხემოთხსენებული გადაწყვეტილება, §§ 150 და 162; Hugh Jordan v. the United Kingdom, no. 24746/94, § 128, ECHR2001‑III (ამონარიდები); ზემოთნახსენები McKerr, §§ 143 და 151; Shanaghan v. the United Kingdom, no. 37715/97, §§ 100-125, 2001 წლის 4 მაისი; Finucane v. the United Kingdom, no. 29178/95, §§ 77-78, ECHR 2003‑VIII; ზემოთხსენებული Nachova, §§ 114-115; და ასევე, mutatis mutandis, Tzekov v. Bulgaria, no. 45500/99, § 71, 2006 წლის 23 თებერვალი).
164. სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება განაგრძობს მოქმედებას რთული უსაფრთხოების პირობებშიც, შეიარაღებული კონფლიქტის ჩათვლით (სხვა მაგალითებთან ერთად იხილეთ Güleç v. Turkey, 1998 წლის 27 ივლისი, § 81, Reports of Judgments and Decisions 1998‑IV; Ergi v. Turkey, 1998 wlis 28 ivlisi, §§ 79 and 82, Reports 1998‑IV; Ahmet Özkan and Others v. Turkey, no. 21689/93, §§ 85-90 and 309-320 and 326-330, 2004 წლის 6 აპრილი; Isayeva v. Russia, no. 57950/00, §§ 180 და 210, 2005 წლის 24 თებერვალი; Kanlibaş v. Turkey, no. 32444/96, §§ 39-51. 32444/96, §§ 39-51, 2005 წლის 8 დეკემბერი). ცალსახაა, რომ როდესაც მეორე მუხლის ქვეშ გამოსაძიებელ სიცოცხლის ხელყოფას ადგილი აქვს განზოგადებული ძალადობის, შეიარაღებული კონფლიქტის ან ამბოხის დროს, გამომძიებლებს შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეექმნათ და როგორც გაერთიანებული ერების სპეციალურმა მომხსნებელმა აღნიშნა (იხილეთ ზევმო 93-ე პუნქტი) გარკვეულმა შეზღუდვებმა შეიძლება აიძულონ გამომძიებლები მიმართონ ნაკლებად ეფექტიან საგამოძიებო მოქმედებებს ან შეიძლება გამოძიება შეყოვნდეს (ნახეთ მაგალითისათვის Bazorkina v. Russia, no. 69481/01, § 121, 2006 წლის 27 ივლისი). მიუხედავად ამისა, მეორე მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცვა გულისხმობს, რომ უსაფრთხოებისთვის რთულ გარემოებებშიც კი ყველა გონივრული ნაბიჯი უნდა გადაიდგას ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად (სხვა მაგალითებთან ერთად იხილეთ Kaya v. Turkey, 1998 წლის 19 თებერვალი, §§ 86 92, Reports of Judgments and Decisions 1998‑I; ზემოთმითითებული Ergi, §§ 82-85; Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, §§ 101-110, ECHR 1999‑IV; Khashiyev and Akayeva v. Russia, nos. 57942/00 და 57945/00, §§ 156-166, 2005 წლის 24 თებერვალი; Isayeva, ზემოთ ხსენებული, §§ 215‑224; Musayev and Others v. Russia, nos. 57941/00, 58699/00 and 60403/00, §§ 158-165, 2007 წლის 26 ივლისი).
165. რა სახის გამოძიება მიაღწევს მეორე მუხლით განსაზღვრულ მიზნებს დამოკიდებულია გარემოებებზე. თუმცა, რა მეთოდზეც არ უნდა იყოს საუბარი, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით როგორც კი ამ უკანასკნელისთვის შემთხვევის შესახებ გახდება ცნობილი. მათ არ შეიძლება ფორმალური საჩივრის შეტანის ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვალდებულება მსხვერპლის ახლო ნათესავს გადააბარონ (იხილეთ ზევით ნახსენები Ahmet Özkan and Others, § 310, § 310; ზევით ნახსენები Isaeva, § 210). სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც ახლო ნათესავმა და არა ხელისუფლებამ წამოიწყო და რომელიც არ უზრუნველყოფს სავარუდო დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას, არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელისუფლების მიერ კონვენციის მეორე მუხლით გათვალისწიებული პროცედურული ვალდებულების შესრულების ნიმუშად (იხილეთ მაგალითისათვის ზევით მითითებული Hugh Jordan, § 141). უფრო მეტიც, მეორე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულება ვერ ჩაითვლება შესულებულად მხოლოდ კომპენსაციის გაცემის შემთხვევშიც კი (იხილეთ ზემოთ მითითებული McKerr, § 121; ზემოთ მითითებული Bazorkina, § 117).
166. როგორც ზემოთ იქნა ნახსენები, გამოძიება ეფექტიანი უნდა იყოს, რაც გულისხმობს იმის დადგენის შესაძლებლობას გამართლებული იყო თუ არა მოცემულ გარემოებებში ძალის გამოყენება, ასევე პასუხიმგებელ პირთა გამოვლენასა და დასჯას. ამ შემთხვევაში სახეზეა შესაძლებლობების და არა შედეგის ვალდებულება. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება, თვითმხილველთა ჩვენებებისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და კვეთის ჩათვლით, რომელიც შეიცავს ჭრილობის სრულ და ზუსტ აღრიცხვას და კლინიკური დასკვნების ობიექტურ ანალიზს, სიკვდილის მიზეზის ჩათვლით. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს შეუშლის მას სიკვდილის მიზეზის ან პასუხისმგებელი პირის/ პირთა დადგენაში შეიცავს რისკს, რომ გამოძიება სტანდარტების შესაბამისად არ ჩაითვალოს (იხილეთ ზევმოთმითითებული Ahmet Özkan and Others, § 312; ზემოთმითითებული Isaeva, § 212 და იქვე მითითებული საქმეები).
167. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი უკანონო სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით გამოძიება რომ ეფექტიანი იყოს, აუცილებელია გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი ჩამტარებელი პირი იყოს დამოუკიდებელი მათგან ვინც შესაძლოა კავშირში იყოს დანაშაულთან. აღნიშნული გულისხმობს არა მხოლოდ იერარქიული და ინსტიტუციური კავშირის არქონას, არამედ ასევე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას (იხილეთ მაგალითისათვის ზემოთ მითითებული Shanaghan, § 104). მოცემულ კონტექსტში მოიაზრება სისწრაფის და გონივრული დაჩქარების მოთხოვნა. თუმცა შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები და სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების მსვლელობას კონკრეტულ სიტუაციაში, სასკვდილო ძალის გამოყენების გამოძიებისას ხელისუფლების მხრიდან სწრაფი პასუხი შეიძლება ზოგადად ჩაითვალოს არსებითად მათ მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემასთან მიმართებით საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად და უკანონო ქმედებების შეწყნარების თავიდან ასაცილებლად. იგივე მიზეზების გამო უნდა არსებობდეს გამოძიების ან მისი შედეგების საზოგადოებრივი კონტროლის საკმარისი ელემენტი პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ვრცელდება როგორც პრაქტიკაში, ისე თეორიაში. საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს საქმიდან საქმეში. თუმცა, ყველა საქმეში მსხვერპლის ახლო ნათესავი ჩართული უნდა იყოს პროცესში იმ მოცულობით, რაც საჭიროა მისი ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველსაყოფად (იხილეთ ზემოთ მითითებული Ahmet Özkan and Others, §§ 311‑314; Isayeva §§ 211-214, §§ 211-214 და იქვე მითითებული საქმეები).
გ. გამოძიების დამოუკიდებლობა ერაყში სამეფო სამხედრო პოლიციის დანაყოფი მომჩივანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავდაპირველი გამოძიების განმახორციელებელი სამეფო სამხედრო პოლიციის დამოუკიდებლობა იმის გამო, რომ ისინი თანაცხოვრობდნენ სამეფო არმიის პერსონალთან, რომელთაც მომჩივანი ადანაშაულებს საკუთარი ვაჟის გარდაცვალებაში. მთავრობამ აღნიშნა, რომ სამეფო სამხედრო პოლიცია საკმარისად დამოუკიდებელი გახლდათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ უკანონო მკვლელობის გამოძიების დამოუკიდებლობა და შესაბამისად ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლოა დადგეს თუკი გამომძიებლები და გამოძიებას დაქვემდებარებულნი ახლო ურთიერთობაში არიან (შეადარე საქმეს Ramsahai and Others v. the Netherlands [GC], no. 52391/99, § 337, ECHR 2007‑II). მთავრობა არ უარყოფს, რომ იმ დროისათვის სამეფო სამხედრო პოლიციის დანაყოფი ცხოვრებდა სამეფო არმიის პესონალთან ერთად. თუმცა, არ არსებობს მომენტი, რომელიც უბიძგებდა სასამართლოს ევარაუდა, რომ მოცემული ფაქტი თავისთავად გავლენას ახდენდა სამეფო სამხედრო პოლიციის დამოუკიდებლობაზე იმდენად, რომ ნეგატიურად ემოქმედა გამოძიების ხარისხზე. სასამართლო დადგენილად არც იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ ფიზიკური დისტანცია, რომელიც ყოფდა სამეფო სამხედრო პოლიციის ერაყში განთავსებულ ერთეულს არნჰემში მყოფ, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პროკურორისაგან, ყოველდღურ საქმეებში იწვევდა სამეფო სამხედრო პოლიციის დაქვემდებარებას ნიდერლანდების სამეფო არმიის ბატალიონის მმართველისადმი. მომჩივანს ამ ვარაუდის გასამყარებლად მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია. სამეფო სამხედრო პოლიციის ანგარიშებზე დაყრდნობა მომჩივანმა აღნიშნა, რომ პროკურატურა მომეტებულად დაეფუძნა სამეფო სამხედრო პოლიციის ანგარიშებს. მთავრობამ გაასაჩივრა მოცემული ვარაუდი. გარდაუვალია, რომ პროკურორები ეფუძნებიან პოლიციის ანგარიშებს ინფორმაციისა და დახმარების მიღების მიზნით. მოცემული ფაქტი, თავისთავად, არ წარმოადგენს საფუძველს დავასკვნათ, რომ სახეზეა vis-a-vis პოლიციის დამოუკიდებლობის ნაკლებობა (იხ., mutatis mutandis, Ramsahai, ციტირებული ზემოთ, § 344). მეტიც, სამეფო სამხედრო პოლიცია ერაყში სწორედ იმიტომ იყო განთავსებული, რომ განეხორციელებინა პოლიციის საქმიანობანი, სწორედ ისეთი, როგორსაც ადგილი აქვს წინამდებარე საქმეში. შესაბამისად, პროკურორის მიერ მასზე დაფუძნება პრობლემას არ წარმოშობს. სასამართო იაზრებს, რომ წინამდებარე საჩივრის არსს წარმოადგენს გამოძიების არაეფექტიანობა და მისგან გამომდინარე ანგარიშების არასანდოობა. სამეფო სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხს იგი მოგვიანებით განიხილავს. არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის სამხედრო წევრი მომჩივანი აცხადებდა, რომ არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ იდგა იმის გამო, რომ მას მოქმედი სამხედრო ოფიცერი ყავდა წევრებს შორის. მთარობა აცხადებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის დამოუკიდებლობა დაცული გახლდათ. წინამდებარე საქმეში სასამართლო ითვალისწინებს სამხედრო პალატის შემადგენლობას მთლიანობაში და აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს სამი წევრისაგან შემდგარ პალატას, მათ შორის არნჰემის სააპელაციო სასამართლოს ორი სამოქალაქო წევრი და ერთი სამხედრო. სამხედრო წევრი არის მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომელიც ფლობს მართლმსაჯულების განსახორციელებელ უფლებამოსილებას; იგი დაწინაურებულია ტიტულარული ჩინით, გენერალი ან საჰაერო ჩინი, თუკი უკვე არ გააჩნია საჭირო წოდება (იხ. პარა.64 ზემოთ). მართლმსაჯულების განხორციელებისას, იგი არ ექვემდებარება სამხედრო ხელისუფლებასა და დისციპლინას; მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უთანაბრდება სამოქალაქო მოსამართლეებისას (იხ. პარა. 65 ზემოთ). მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მზადაა მიიჩნიოს, რომ სამხედრო პალატა კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის აკმაყოფილებს გარანტიებს.
დ. გამოძიების ეფექტიანობა ICDC პერსონალის ჩვენებები მომჩივანი მხარე ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ სამეფო სამხედრო პოლიციამ არ აიღო ჩვენება სროლის ინციდენტის დროს ჩექფოინთზე მყოფი ICDC პერსონალისაგან სრულად. არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის წინაშე წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მათ არ წარმოადგინეს „ სათანადო ინფორმაცია“ (იხ პარა. 25 ზემოთ). მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ, მთავრობამ წარმოადგინა სამეფო სამხედრო პოლიციის ოფიცრების მიერ ICDC პერსონალის დაკითხვის ოფიციალური ჩანაწერები (იხ. პარა. 38 ზემოთ). ჩანს, რომ მოცემული დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც პოტენციურად შესაძლოა გამოსადეგი ყოფილიყო არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატისათვის, მათ შორის ყოველი მოსამსახურის მიერ გასროლილი ტყვიების რაოდენობა და დარჩენილი ამუნიციის ოდენობა და თარჯიმნის, ბ-ნი ვალიდ აბდ ალ ჰუსაინ მაჯიდის დეტალური ჩვენება. სასამართლოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ კონვენციის 2 $ 2 მუხლში ტერმინ „აბსოლუტურად აუცილებელი“-ს გამოყენება მიუთითებს აუცილებელზე იმაზე მკაცრი და სარწმუნო ტესტის გამოყენებაზე ვიდრე ეს ხდება კონვენციის 8-11 მუხლების მე-2 პარაგრაფების შემთხვევაში, თუკი ხდება იმის განსაზღვრა თუ რამდენად იყო სახელმწიფოს ქმედება „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. კერძოდ, გამოყენებული ძალა უნდა იყოს მე-2 მუხლის (ა), (ბ) და (გ) ქვე-პუნქტებში მოცემული მიზნების მიღწევის მკაცრად პროპორციული (იხ. სხვა მრავალს შორის, McCann and Others v. the United Kingdom, 27 სექტემბერი 1995, § 149, Series A no. 324; Kelly and Others v. the United Kingdom, no. 30054/96, § 93, 4 მაისი 2001; და Isayeva v. Russia, no. 57950/00, § 173, 24 თებრვალი 2005). შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ ეროვნულ დონეზე გამოძიება ვერ დააკმაყოფილებს კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ სტანდარტს თუკი არ დაადგენს იყო თუ არა სახელმწიფოს აგენტების მიერ გამოყენებული სასიკვდილო ძალა არსებული საჭიროების შესაბამისი (იხ. Kaya v. Turkey, 19 თებერვალი 1998, § 87, Reports 1998-I). გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი, ანუ უნდა განსაზღვროს და, საჭიროების შემთხვევაში, დასაჯოს პასუხისმგებელი პირები (იხ. inter alia, Hugh Jordan v. the United Kingdom, no. 24746/94, § 107, ECHR 2001‑III (extracts); McKerr v. the United Kingdom, no. 28883/95, § 113, ECHR 2001‑III; Finucane v. the United Kingdom, no. 29178/95, § 69, ECHR 2003‑VIII; Makaratzis v. Greece [GC], no. 50385/99, § 74, ECHR 2004‑XI; Tahsin Acar v. Turkey [GC], no. 26307/95, § 223, ECHR 2004‑III; და Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, § 301, ECHR 2011), ამასთანავე, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ გამოძიების მიერ მართლმსაჯულებისათვის იმის შეტყობინება იყო თუ არა კონკრეტულ გარემოებებში გამოყეებული ძალა გამართლებული, აუცილებელია შემდგომ სისხლისსამართლებრივი წარმოების შედეგად პასუხისმგებაში მიცემული სახელმწიფოს აგენტის მიერ თავდაცვის უფლებით სარგებლობის დასადგენად (იხ. inter alia და mutatis mutandis, Edwards v. the United Kingdom, 16 დეკემბერი 1992, § 36, Series A no. 247‑B; Rowe and Davis v. the United Kingdom [GC], no. 28901/95, § 60, ECHR 2000‑II; I.J.L. and Others v. the United Kingdom, nos. 29522/95, 30056/96 and 30574/96, § 112, ECHR 2000‑IX; და Dowsett v. the United Kingdom, no. 39482/98, § 41, ECHR 2003‑VII). არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატამაც განიხილა თუ რამდენად მოქმედებდა ლეიტენანტი ა. შესაბამისი ხელისუფლების მიერ მიცემული ინსტრუქტაჟის მიხედვით (სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 38, იც. პარა 66 ზემოთ). ლეიტენანტ ა.-ს ვალდებულებანი ძალის გამოყენების შესახებ, მოცემულია სამხედროს ბარათზე (იხ. პარაგრაფი 57 ზემოთ), სათაურით „მინიმალური ძალა“ და გულისხმობს შემდეგს (loc. Cit. პარა 14):
„ თუკი გიწევთ ცეცხსლის გახსნა, მაშინ უნდა:
- ისროლოთ მხოლოდ მიზანში;
- არ ისროლოთ იმაზე მეტი ვიდრე აუცილებელია; და
- შეწყვიტოთ სროლა როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგცემთ.“ არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატა შეიზღუდა მხოლოდ იმ ფაქტის დადგენით, რომ ლეიტენანტმა ა.-მ შეცდომით იქონია რეაგირება ქუჩის მეორე მხარეს თანამებრძოლების მიერ განხორციელებულ სროლაზე და დაადგინა, რომ ამის გამო ლეიტენანტ ა.-ს ჰქონდა უფლება ემოქმედა თავდაცვის ფარგლებში (იხ. პარა. 48 ზემოთ). სასამართლოს არ განუხილავს თუ რამდენად იმოქმედა ლეიტენანტმა ა.-მ გამოყენებული ძალის პროპორციის შესახებ ინსტრუქციით დადგენილ ფარგლებში. კერძოდ, მას არ დაუდგენია მოხდა თუ არა იმაზე მეტი ტყვიის გასროლა ვიდრე აუცილებელი იყო და შეწყდა თუ არა სროლა როგორც კი ამის საშუალება შეიქმნა ვითარებიდან გამომდიანრე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ვითარება საჭიროებდა ზემოთმითითებულ მოკვლევას რაც გულისხმობს არნჰემის სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის მიერ ICDC პერსონალის დაკითხვის ოფიციალურ ოქმებზე სამეფო სამხედრო პოლიციის ოფიცრების წვდომას (იხ. პარაგრაფი 38 ზემოთ). არსებული ვითარების მიხედვით კი, ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალები არ შეიცავს მოცემულ მასალას, მნიშვნელოვნად აზიანებს საქმის გამოძიების ეფექტიანობას. ბ-ნ დავუდ ჯოად კეთიმის დაკითხვა მომჩივანი აცხადებს, რომ მანქანის მძღოლის, ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის მიერ მიცემული ჩვენების, რომელიც მას ჩამოართვა სამეფო სამხედრო პოლიციის გამომძიებელმა (იხ. პარა 23 ზემოთ), სიმწირეც ასახავს გამოძიების ხარისხს. მან ასევე ხაზი გაუსვა განსხვავებებს ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის მიერ მოცემულ ჩვენებასა და მოგვიანებით, ერაყელი ოფიცრის წინაშე მიცემულ ჩვენებას შორის (იხ. პარა. 37 ზემოთ). მთავრობის აზრით, ნებისმიერი განსხვავება ამ ორ ჩვენებას შორის არასაკმარისი გახლდათ გამოძიების ეფექტიანობაში ეჭვის შესატანად. სასამართლო მიჩნევს, რომ ბ-ნი დავუდ ჯოად ქეთიმის მიერ მიცემული პირველი ჩვენების სიმწირე თავისთავად დასკვნების გამოტანისაკენ არ გვიბიძგბს. განსხვაევბა პირველ და მეორე ჩვენებას შორის შესაძლოა მიჩნეულ იქნას ეჭვის საფუძვლად ორივე ჩვენების მიმართ, თუმცა, მხოლოდ ამის გამო სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ გამოძიება არაადექვატური იყო. ლეიტენანტ ა.-ს დაკითხვის გაჭიანურება მომჩივანმა სასამართლოს ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ლეიტენანტი ა.-ს დაკითხვა საგრძნობლად გაჭიანურდა და რომ ინციდენტის შემდეგ იგი არ განცალკევებულა თვითმხილველებისაგან. მთავრობამ აღნიშნა, რომ ლეიტენან ა. არ ჩარეულა გამოძიებაში. ლეიტენანტი ა. დაკითხეს მხოლოდ მას შემდეგ რაც სამეფო სამხედრო პოლიციის პერსონალმა შემთხვევის ადგილზე დაჰყო ექვს საათზე მეტი (იხ. პარა.28 ზემოთ). მართალია, როგორც მთავრობამ აღნიშნა, ვერ ვიტყვით რომ ამ მხრივ ადგილი არ ჰქონია არაკეთილსინდისიერ ქმედებებს მისი (ან ნიდერლანდების რომელიმე ჯარისკაცის) მხრიდან, მაგრამ ამდენად დიდი დრო მას მისცემდა საკმარის საშაულებას შეთანხმებულიყო სხვა პირებთან და შეეცვალა ფაქტები, რადგან მას ამაში ხელი არავინ შეუშვალა. როგორც ჩანს ამგვარი ქმედების ასარიდებლად არაფერი გაკეთებულა. მსგავსად ზემოთციტირებული რამსაჰაი საქმისა სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ შემცირებულიყო სავარაუდო წინასწარი შეთანხმების საფრთხე, ადგილი აქვს არასაკმარის გამოძიებას (loc. Cit., $ 330). ICDC იმ პერსონალის სია, რომლებმაც განახორციელეს გასროლა მომჩივანმა აღნიშნა, რომ ლეიტენანტმა ა.-მ ICDC მეთაურის მოადგილისაგან მიიღო იმ პერსონალის სია, რომლებმაც განახორციელეს გასროლა, შესაბამისი იარაღის მითითებით (იხ. პარა 31 ზემოთ). ის ფაქტი, რომ ლეიტენანტმა ა.-მ შეძლო მოცემული სიის მიღება თავისთავად ეჭვს არ წარმოშობს. მანამდე სანამ მოვიდოდა მეთაური, ადგილზე იგი წარმოადგენდა კოალიციის მაღალჩინოსან ოფიცერს არა მხოლოდ ნიდერლანდებისათვის, არამედ მთელი ICDC პერსონალისათვის. აქედან კი გამომდიანრეობს, რომ ლეიტენანტი ა.-ს ვალდებულება გახლდათ გამოძიების ხელშესაწყობად ზომების მიღება. თუმცა მოცემული სია უნდა დართვოდა საქმის ფაილებს. მასში არსებული ინფორმაცია შესაძლოა ერთობ მნიშვნელოვანი ყოფილიყო, განსაკუთრებით თავად ICDC პერსონალის მიერ მიცემული ჩვენებების შესადარებლად. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიება არასაკმარისი იყო ამ ასპექტში. კვეთა მომჩივანი ასაჩივრებდა იმ პირობებს, რომელშიც განხორციელდა კვეთა და არაჯეროვნად მიიჩნევდა თანმდევ ანგარიშს. მთავრობა აცხადებდა, რომ კვეთა იყო გარემოებების შესაბამისად ეფექტური. სასამართლო აღნიშნავს, რომ კვეთა, როგორც ჩანს, ჩატარდა კვალიფიციური ნიდერლანდელი ოფიცრების დასწრების გარეშე. უცნობია იმ ერაყელი პათოლოგ-ანატომის კვალიფიკაცია, რომელმაც განახორციელა ოტოფსია. ამასთანავე, პათოლოგ-ანატომის ანგარიშს სერიოზული წუნი ჰქონდა; იგი ძალიან მოკლე იყო, არ მიუთითებდა დეტალებზე და ფოტოებიც კი არ ახლდა თან. ამასთანავე, როგორც იკვეთება არც ალტერნატიული კვეთის შეთავაზებას არ ჰქონია ადგილი. მაგალითად, არ ჩანს, რომ ან ოკუპაციის განმახორციელებელ ძალებს ან, შესაძლო კოალიციის წევრ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ჰქონოდა შესაბამისი პირობები ან პერსონალი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ასპექტში გამოძიება არასაკმარისი გახლდათ. ტყვიის ფრაგმენტები მომჩივანმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ არ არსებობდა ტყვიის ფრაგმენტების შემსწავლელი დეტალური ანგარიში. მთავრობის აზრით, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, გამოძიება მაინც ჯეროვანი გახლდათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის სხეულიდან ამოღებული მეტალის ფრაგმენტები მიჩნეულ იქნა ტყვიის ფრაგმენტებად. როგორც ჩანს ნიდერლანდელმა გამომძიებლებმა მათი კვალი სრულად დაკარგეს (იხ. პარა. 36 ზემოთ). მიუხედავად იმისა, ფრაგმენტები წარმოადგენდნენ თუ არა ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია არ მომხდარიყო მათი შენახვა და გამოკვლევა შესაბამის პირობებში, თუნდაც ნიდერლანდებში, საჭიროების შემთხვევაში. მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიება არაჯეროვანი იყო.
ე. გამოძიებაში მოჩივნის სავარაუდო ჩაურთველობა მომჩივანი აცხადებდა, რომ მიღებული არ ყოფილა არანაირი ზომა დაკავშირებოდნენ გარდაცვლილის მემკვიდრეს. მთავრობა აცხადებდა, რომ ნიდერლანდების სამეფო არმიის პოლიციის გამომძიებლები ესაუბრნენ მომჩივანს და სხვა მემკვიდრეს კვეთის დროს, მაგრამ დატოვეს ტერიტორია როგორც კი შენიშნეს, რომ ოჯახი მათ ტყვედ აყვანას აპირებდა. მომჩივანი ასაჩივრებდა მთავრობის პოზიციას, რომელიც, იმის გამო რომ არ არსებობს შესაბამისი დასტური, ვერ იქნება მიჩნეული რეალურ ფაქტად. მიუხედავად იმისა თუ რომელი ვერსიაა მართალი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, მიეცა წვდომა საგამოძიებო მასალებზე; რომელიც მან სასამართლოს მიაწოდა კიდეც. საქმის მასალებზე წვდომა საკმარისი გახლდათ იმისათვის, რომ მას შეძლებოდა სისხლის სამართოს საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით სამართალწარმოების დაწყება, რომლის ფარგლებშიც მან შეძლო ერთობ ეფექტიანად გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება ლეიტენანტ ა.-ს პასუხისმგებაში არმიცემის შესახებ. შესაბამისად, სასამართო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გამოძიება არაჯეროვანი არ ყოფილა (იხ. რამსაჰაი, ციტირებული ზემოთ, $ $ 349-350).
ვ. დასკვნა სასამართლო მზადაა გაითვალისწინოს ის შედარებით რთული გარემოებანი, რომელშიც უწევდათ მუშაობა ნიდერლანდების სამხედრო პერსონალსა და გამომძიებლებს. კერძოდ, უნდა გავითალისწინოთ, რომ ისინი იმყოფებოდნენ უცხო ქვეყანაში, რომელიც საომარი მოქმედებების შემდეგ ჯერ კიდევ ასაშენებელია, რომლის ენაცა და კულტურაც უცხო იყო მათთვის და რომლის მოსახლეობაც - იხილეთ 2004 წლის 21 აპრილის სროლის პირველი ინციდენტი (იხ. პარა. 10 ზემოთ) - ცალსახად მოიცავდა შეიარაღებულ, დაპირისპირებულ ელემენტებს. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდის გარდაცვალების გარემოებების შესახებ გამოძიება ვერ აკმაყოფილებს კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ სტანდარტებს შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, მნიშნველოვანი ინფორმაციის მომცველი დოკუმენტები არ იყო მართლმსაჯულებითი ხელისუფლებისა და მომჩივანისათვის ხელმისაწვდომი (ICDC პერსონალის ჩვენებები და სია, რომელიც შეადგინა ლეიტენანტმა ა.-მ და რომელიც ასახავდა თუ რომელმა წევრებმა და რამდენჯერ გაისროლეს იარაღი); მეორე, იმის გამო, რომ არ იქნა მიღებული ზომები ლეიტენანტ ა.-ს მიერ ინციდენტის მოწმეებთან მოლაპარაკების თავიდან ასაცილებლად; მესამე, იმის გამო, რომ არ ყოფილა მიღებული ზომები კვეთა ჩატარებულიყო გამომძიებისათვის სასარგებლო პირობებში, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო სახელმწიფოს წარმომადგენლის სავარაუდო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და რომ კვეთის ანგარიში არაჯეროვანი იყო; და მეოთხე, იმის გამო რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებანი - სხეულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტები - გაიბნა გაურკვეველ გარემოებებში. სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოცემული ნაკლოვანებების თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, თუნდაც ერაყში იმ დროს არსებულ რთულ გარემოებებში. ზემორე ნაკლოვანებანი უბიძგებს სასამართლოს დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი პროცედურული ვალდებულებების დაუკმაყოფილებლობას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება კონვენციის 41-ე მუხლი მიუთითებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“. მომჩივანმა წარმოადგინა მოთხოვნა მორალური ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. მესამე მხარედ ჩართულ მთავრობას სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე პოზიცია არ გამოუხატავს.
ა. ზიანი მომჩივანმა სთხოვა სასამართლოს მოეთხოვა მთავრობისაგან „მე-2 მუხლის არსებული დარღვევების გამოსწორება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მისი ვაჟის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად სხვა, ჯეროვანი გამოძიების ჩატარებით, მასში ჩართულ პირთა დასჯა და მომჩივნის სრულად ინფორმირება როგორც გამოძიების, ისე მსჯავრდების შესახებ.“ მან ასევე მოითხოვა 25,000 ევრო მორალური ზიანისათვის. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მომჩივნის მოთხოვნა არამართებული იყო. ფინანსური ანაზღაურების საკითხი კი სასამართლოს დისკრეციას დაუქვემდებარეს, მიუთითეს რა, რომ ალ-სკეინის საქმეში ნაკლები თანხა იქნა მიკუთვნებული. მოპასუხის მოთხოვნის პასუხად, სადაც მომჩივანი ითხოვს ეფექტიან გამოძიებასა და მსჯავრდებას, სასამართლო მიუთითებს ზოგად პრინციპზე, მასზედ, რომ მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ის საშუალებანი, რომლითაც მოახდენს კონვენციის 46-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ვალდებულების შესრულებას, იმ პირობით, რომ მის მიერ არჩეული ზომები შესაბამისობაშია სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან და რომ მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში ახდენს სასამართლო განსახორციელებელ ზომებზე მითითებას (იხ. მაგალითად, Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §§ 202-203, ECHR 2004‑II, და Hutten-Czapska v. Poland [GC], no. 35014/97, §§ 238‑239, ECHR 2006‑VIII). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც მოქმედებს კონვენციის 46-ე მუხლით, უნდა განიხილოს საკითხი თუ რამდენად უნდა მოხდეს კონკრეტული ზომების განხორციელების დავალდებულება (იხ. სხვა მრავალს შორის, ალ-სკეინი, $ 181). რაც შეეხება ფინანსურ მთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ-სკეინის საქმეში, რომელიც ასევე ეხებოდა კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი პროცედურული მოთხოვნის დარღვევას, მან მომჩივნებს მიაკუთვნა მოთხოვნილი თანხა (Ibid., $ 182). წინამდებარე საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიან საწყისზე მან მომჩივანს უნდა მიაკუთვნოს მოთხოვნილი თანხა, კერძოდ 25, 000 ევრო.
ბ. ხარჯები მომჩივანმა მოითხოვა 13,200 ევრო მისი ადვოკატების 120 საათიანი სამუშაოსათვის. მან აქვე მიუთითა, რომ მოითხოვა ეროვნული სამართლებრივი დახმარება და თუკი იგი დაკმაყოფილდებოდა, მაშინ აღარ მოითხოვდა ანაზღაურებას სასამართლოსაგან. მომჩივანმა ასევე მოითხოვა მისი ორი ადვოკატის მოსმენებზე დასწრების ტრანსპორტირების ხარჯებისა და საფოსტო გზავნილების ანაზრაურება. მთლიანობაში წარმოდგენილ იქნა 1,372.06 ევროს ფაქტურა. მომჩივანმა მთავრობამ მიუთითა, რომ თუკი მოხდებოდა ეროვნულ დონეზე სამართებრივი დახმარების ანაზღაურება, საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარებოდა და ამასთანავე უარი განაცხადა დამატებითი თანხის შესახებ კომენტირებაზე. 236-ე პარაგრაფში მოხმობილ ხარჯებთან დაკავშირებით მომჩივანს სასამართლოსათვის არ შეუტყობინებინა, რომ ეროვნული სამართალწარმოების დახმარებაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, ადგენს, რომ იგი ეხება „რეალურად გაწეულ“ ხარჯებს. შესაბამისად, მოცემული ხარჯის ანაზღაურება არ მოხდება. სასამართო იზიარებს 237-ე პარაგრაფში გაწერილ ხარჯებს და აკმაყოფილებს მათ.
გ. საურავი სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, დამატებული სამპროცენტიანი განაკვეთი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად: აერთიანებს მთავრობის პირველად პრეტენზიას საქმის არსებით მხარესთან; ადგენს, რომ საჩივარი დასაშვებია; ადგენს, რომ ბ-ნი აზჰარ საბაჰ ჯალუდი იმყოფებოდა მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ და უარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიას; ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ვალდებულების დარღვევას; ადგენს:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს სამი თვის ვადაში მორალური ზიანის ანაზღაურების სახით უნდა გადაუხადოს 25, 000 ევრო (ოცდახუთი ათასი ევრო), და დამატებით ნებისმიერი გადასახადი რაც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას;
ბ)მოპასუხე სახელმწიფომ ხარჯებისა ანაზღაურების სახით მომჩივანს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 1,372.06 ევრო (ათას სამას სამოცდათორმეტი ევრო და ექვსი ცენტი), დამატებით ნებისმიერი გადასახადი რაც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას;
(გ) ზემოთხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამპროცენტიანი განაკვეთი; არ აკმაყოფილებს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადდა ზეპირ მოსმენაზე 2014 წლის 20 ნოემბერს.
მაიკლ ო’ბოილი დინ სპილმანი
განმწესრიგებელი პრეზიდენტი
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი ცალკეული მოსაზრებები:
(ა) მოსამართლე სპილმანის თანმხვედრი მოსაზრება, გაზიარებული მოსამართლე რაიმონდის მიერ;
(ბ) მოსამართლეების კასადევალი, ბერო-ლეფევრი, შიკუტა, ჰირველა, ლოპეს გერა, შაიო და სილვის ერთობრივი თანმხვედრი მოსაზრება.
(გ) მოსამართლე მოტოჩის თანმხვედრი მოსაზრება.
დ.ს.
მ.ო’ბ.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის თანმხვედრი/განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1]
Full & Egal Universal Law Academy