© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 179
ნოემბერი 2014
ჯალუდი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დპ] – 47708/08
გადაწყვეტილება 20.11.2014 [დპ]
მუხლი 1
სახელმწიფოთა იურისდიქცია
ნიდერლანდების სამხედრო მოსამსახურის, ერაყში სტაბილიზაციის ძალის წევრის მიერ ერაყის მოქალაქის სავარაუდო მკვლელობაზე ტერიტორიული იურისდიქციის გავრცელება.
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულეები
მუხლი 2-1
ეფექტიანი გამოძიება
სამხრეთ ერაყში შემოწმების ზონაში/ჩექფოინთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნიდერლანდების ძალების მხრიდან სავარაუდო სასიკვდილო სროლის არაეფექტიანი გამოძიება: დარღვევა
ფაქტები - 2003 წლის ივლისიდან 2005 წლის მარტამდე ნიდერლანდების ჯარები მონაწილეობდნენ ერაყში სტაბილიზაციის ძალების (SFIR) ბატალიონში. ისინი განთავსებულნი გახლდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში მრავალეროვანი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიის ნაწილში (MND-SE), რომელიც ექვემდებარებოდა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის მეთაურობას. ნიდერლანდების ძალების მონაწილეობა MND-SE-ში რეგულირდებოდა გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, რომელსაც თან ერთვოდა ბრძოლის წესები. ორივე დოკუმენტი საიდუმლო სტატუსის მატარებელია.
მომჩივანი გახლავთ 2004 წლის აპრილში მანქანისადმი ნასროლი ტყვიის შედეგად გარდაცვლილის მამა. მისი ვაჟი მანქანაში მგზავრის სავარძელში იჯდა, როდესაც ჩექფოინთზე დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას ესროლეს. იმ დროს ჩექფოინთზე ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსი იყო განთავსებული, რომელსაც შეუერთდა ნიდერლანდელი ჯარისკაცების პატრული, რომელიც ჩექფოინთზე მივიდა მას შემდეგ, რაც სხვა მანქანამ, მომჩივნის ვაჟის მოკვლის ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე, ცეცხლი გაუხსნა. ნიდერლანდების ერთ-ერთმა ჯარისკაცმა აღიარა რამდენიმე გასროლა იმ მანქანის მიმართულებით, რომლითაც გადაადგილდებოდა მომჩივნის ვაჟი, თუმცა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა თავდაცვას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ მანქანიდან განხორციელდა გასროლა რამდენიმე წუთის წინ. სამეფო სამხედრო პოლიციის (ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების დანაყოფი) გამოძიების შემდეგ, სამხედრო პროკურორმა დაასკვნა, რომ მომჩივნის ვაჟს სავარაუდოდ მოხვდა ერაყელების მიერ ნასროლი ტყვია და რომ ნიდერლანდების ჯარისკაცები მოქმედებდნენ თავდაცვის ფარგლებში. შესაბამისად, მან გამოძიება დახურა. მოცემული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატის მიერ, რომელმაც დაასკვნა, რომ სამხედროებმა რეაგირება მოახდინეს მათივე ჯარისკაცების გასროლაზე, შეცდომით მიიჩნიეს რა, რომ გასროლა მანქანიდან ხორციელდებოდა. მოცემულ გარემოებებში მან, შესბამისად, იმოქმედა ინსტრუქტაჟის ფარგლებში და გადაწყვეტილება მისი მსჯავრდებაში არ მიცემის შესახებ უცვლელად დარჩა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-2 მუხლით მასზედ, რომ გამოძიება არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი და ეფექტიანი. 2013 წლის 9 ივლისს სასამართოს პალატამ გადაწყვიტა იურისდიქცია დაეთმო დიდი პალატისათვის.
სამართალი - მუხლი 1 (იურისდიქცია): მთავრობამ პირველად პრეტენზიაში აღნიშნა, რომ საჩივრები არ ხვდებოდა ნიდერლანდების ტერიტორიულ იურისდიქციაში იმის გამო, რომ პასუხისმგებელი თავად არ გახლდათ: ამერიკის შეერთებული შტატები ან გაერთიანებული სამეფო იყვნენ „ოკუპაციის განმახორციელებელი ძალები“ გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციის მიხედვით ან, რომ მხოლოდ გაერთიანებული სამეფო იყო პასუხისმგებელი როგორც „წამყვანი სახელმწიფო“ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რადგან სწორედ ის ახორციელებდა ზედამხედველობას ნიდერლანდების კონტინგენტზე SFIR-ში.
სასამართლომ არ გაიზიარა რა წამოყენებული არგუმენტი, მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ან ბრძანების შესრულება უცხო სახელმწიფოს ორგანოს მიერ თავისთავად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ჩამოერთვას კონვენციით დაკისრებული ვალდებულებანი. ნიდერლანდებს არ ჩამოერთვათ „იურისდიქცია“ მხოლოდ იმის გამო, რომ ხელმძღვანელი ოფიცერი გაერთიანებული სამეფოს ოპერაციულ კონტროლს ექვემდებარებოდა. მართალია იმ ქვეყნების ძალები, რომლებიც არ გახლდნენ „წამყვანი სახელმწიფოები“ ყოველდღიურ ბრძანებებს იღებდნენ უცხოელი მეთაურებისაგან, მაგრამ ძირითადი პოლიტიკის ჩამოყალიბება, მათ შორის იმ ზღვრულ ფარგლებში, რომელიც დადგენილი იყო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმისადმი დართულ ბრძოლის წესებში, სადაც განსაზღვრული იყო ძალის გამოყენების წესები - რჩებოდა ყოველ იმ სახელმწიფოს, რომელსაც წარმოდგენილი ყავდა შეიარაღებული ძალები. ნიდერლანდებს პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ჯარისკაცების განთავსების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რომელზეც მხოლოდ იგია პასუხისმგებელი და საკუთარ კონტინგენტზე იგი სრულ მმართველობას ახორციელებს. ამასთანავე, სასამართლომ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია ის ფატქი, რომ ჩექფოინთ, სადაც განხორციელდა სროლა, ნომინალურად აღჭურვილი იყო ICDC პერსონალით, ხოლო ICDC-ზე ზედამხედველობას ახორციელებდა და ექვემდებარებოდა კოალიციის ძალების ოფიცრებს. ნიდერლანდების ჯარები, შესაბამისად, არ იყვნენ რომელიმე სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს ექსკლუზიურ მმართველობას ან კონტროლს არ ექვემდებარებოდა.
ფატალურ სროლას ადგილი ჰქონდა ჩექფოინთზე, რომელიც აღჭურვილი იყო ნიდერლანდების არმიის ოფიცერზე დაქვემდებარებული და მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პერსონალით, რომელიც შექიმნა გაეროს უშიშროების საბჭოს N. 1483 რეზოლუციით SFIR მისიის შესასრულებლად. შესაბამისად, განხილულ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ნიდერლანდების „იურისდიქციაში“.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (ერთხმად).
მუხლი 2 (პროცედურული ასპექტი): სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნების ბრალდება მასზედ, რომ გამოძიება არასაკმარისად დამოუკიდებელი იყო. საქმეში არ იკვეთება, რომ სამეფო სამხედრო პოლიცია, გამოძიებამდე, იზიარებდა რა საცხოვრებელ სივრცეს იმ სამხედროებთან ერთად, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელნი იყვნენ გარდაცვალებაზე, ამ ფაქტის გამო იმდენად დიდი გავლენა იქონია დამოუკიდებლობაზე, რომ დააზიანა გამოძიების ხარისხი. ასევე, არც ის ფაქტი, რომ პროკურორი დიდწილად დაეფუძნა სამეფო სამხედრო პოლიციის ანგარიშებს გამოძიების წარმოებისას, წარმოადგენს პრობლემას, რადგან გარდაუვალია პროკურორების მიერ პოლიციაზე დაყრდნობა ინფორმაციისა და დახმარების მისაღებად. რაც შეეხება სამხედრო ოფიცრის წევრობას სააპელაციო პალატის სამხედრო პალატაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება არ დაესაჯა ნიდერლანდების არმიის ის ოფიცერი, რომელმაც განახორციელა გასროლა მანქანის მიმართულებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პალატა შედგებოდა სააპელაციო სასამართლოს ორი სამოქალაქო წევრისა და ერთი სამხედრო წევრისაგან. სამხედრო წევრი გახლდათ მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომელსაც ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელების კვალიფიკაცია და რომელიც არ ექვემდებარებოდა სამხედრო ხელისუფლებასა და მათ დისციპლინას და რომლის ფუნქციონალური დამოუკიდებლობაცა და მიუკერძოებლობაც უთანაბრდებოდა სამოქალაქო მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. შესაბამისად, სამხედრო პალატას გააჩნდა საკმარისი გარანტიები მე-2 მუხლის მიზნებისათვის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობას, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა რიგ ნაკლოვანებებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სამხედრო პალატა შემოიფარგლა იმის დადგენით, რომ ოფიცერი, რომელმაც განახორციელა გასროლა, მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, მაშინ, როდესაც შეცდომით მიიღო მისი თანამებრძოლების გასროლა მოწინააღმდეგის გასროლად. სასამართლოს არ განუხილავს გამოყენებული ძალის პროპორციულობის რიგი ასპექტები, კერძოდ კი ის, თუ რამდენად განხორციელდა საჭიროზე მეტი გასროლა და თუ რამდენად შეწყდა სროლა მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება შეიქმნა. ის დოკუმენტები, რომელშიც მოცემულია სასამართლოსათვის პოტენციურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გადაცემულა სამხედრო პალატას იმ დროს. კერძოდ, კი ICDC პერსონალის ოფიციალური ჩვენება, სადაც აღნიშნულია თუ ვინ იყო ინციდენტის დროს ჩექფოინთზე და რამდენი გასროლა განახორციელეს.
ამასთანავე, ინციდენტის შემდეგ ექვს საათზე მეტი ხანი გავიდა მანამდე, სანამ დაკითხეს ის პირი, ვინც განახორციელა გასროლა. მართალია საქმის მასალები არ მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, მაგრამ ის ფაქტი, რომ სათანადო ზომები არ მიღებულა რათა თავიდან აცილებულიყო ეჭვმიტანილი პირის მიერ მოწმეებზე ზეწოლა, ნამდვილად წარმოადგენს წუნს. რაც შეეხება კვეთას, იგი განხორციელდა კვალიფიციური ნიდერლანდელი ოფიცრის დასწრების გარეშე. პათოლოგ-ანატომის ანგარიში ძალიან მწირი იყო, არ მოიცავდა დეტალებსა თუ სურათებს. დაბოლოს, სხეულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტებად იდენტიფიცირებული მეტალი - პოტენციურად მნიშვნელოვანი სამხილი - არ იქნა შენახული ან შესწავლილი სათანადო პირობებში და მოგვიანებით დაიკარგა გაურკვეველ გარემოებებში.
მთლიანობაში, გარდაცვალების მიზეზების შესახებ გამოძიება არ აკმაყოფილებს მე-2 მუხლით დადგენილ სტანდარტებს იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცველი დოკუმენტები არ იყო ხელმისაწვდომი არც მართლმსაჯულებითი ორგანოების და არც მომჩივნისათვის; არ იქნა მიღებული წინასწარი ზომები, რათა თავიდან აცილებულიყო სროლის განმახორციელებელი ოფიცრის მხრიდან გავლენა სხვა მოწმეებზე; არ ყოფილა მცდელობა კვეთა განხორციელებულიყო გამოძიებისათვის სასარგებლო გარემოებებში, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძებ ძიებისათვის დახმარება და, მისგან გამომდინარე ანგარიში არაჯეროვანი იყო; ხოლო მნიშვნელოვანი სამხილი კი დაიკარგა გაურკვეველ გარემოებებში. ვერ ვიტყვით, რომ მოცემული ნაკლოვანებების თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმ დროს ერაყში არსებული მძიმე პირობებისა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 25, 000 ევრო მორალური ზიანისათვის
(იხ. აგრეთვე Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], 55721/07, 7 ივლისი 2011, საინფორმაციო ბიულეტენი 143; Hassan v. the United Kingdom [GC], 29750/09, 16 სექტემბერი 2014, საინფორმაციო ბიულეტენი 177; და ფაქტები კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების ესტრა-ტერიტორიული იურისდიქციის შესახებ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy