© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე იანოვიჩი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივრები No. 55508/07 და 29520/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
21 ოქტომბერი 2013
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოცემულ საქმეში იანოვიჩი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჯოზეფ კასადევალი, პრეზიდენტი
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
კორნელიუ ბირსანი,
პიირ ლორენსენი,
ალვინა გიულუმიანი,
ხალნარ ჰაჯიევი,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ლუის ლოპეს გერა,
კრისტინა პარდალოსი,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
იულია ლაფრანკი,
ელენ კელერი,
ელენა იადერბლომი,
კრისტოფ ვოიტიჩეკი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
და ერიკ ფრიბერგი, სასამართოს განმწესრიგებელი
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 13 თებერვალსა და 5 სექტემბერს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო ორი საჩივარი (No. 55508/07 და 29520/09) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2007 წლის 19 ნოემბერსა და 2009 წლის 24 მაისს სასამართლოში წარმოადგინა პოლონეთის თხუთმეტმა მოქალაქემ ("მომჩივნები").მომჩივანთა სახელები მოცემულია ქვემორე 25-37 პარაგრაფებში. ისინი ცხოვრობენ პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მომჩივნებს ბ-ნ იანოვიჩსა და ბ-ნ ტრიბოვსკის სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბ-ნი ი. შევჩუკი, პოლონელი ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ვარშავაში ეწევა. დანარჩენი მომჩივნები წარმოდგენილნი გახლდნენ პროფესორ ი. კამინსკის მიერ სამართლებრივი სწავლების ინსტიტუტიდან და ბ-ნი რ. ნოვოსიელსკისა და ბ-ნი ბ. სოჩანსკის მიერ, ადვოკატები რომლებიც პრაქტიკას ეწევიან გდანსკსა და სზჩეჩინში, ასევე, ბ-ნი კარპინსკისა და ქ-ნი ა. სტავიცკაიას, რუსი ადვოკატების მიერ, რომლებიც პრაქტიკას მოსკოვში აწარმოებენ.რუსეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი გ. მატიუშკინის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, მიერ.პოლონეთის მთავრობა, რომელიც საქმეში ჩაერთო კონვენციის 36 § 1 მუხლის შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი ი. ვოლაშევიჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ხოლო შემდეგ კი მისი თანაწარმომადგენლის, ქ-ნი ა. მეზიკოვსკას მიერ.საჩივრები გადაეცა სასამართლოს მე-5 სექციას (სასამართლო რეგლამენტის 52 § 1 მუხლის მიხედვით). 2008 წლის 7 ოქტომბერსა და 2009 წლის 24 ნოემბერს სექციის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საჩივრების შესახებ შეეტყობინებინა რუსეთისა და პოლონეთის მთავრობებისათვის. იქვე გადაწყდა საჩივრებს მინიჭებოდა პრიორიტეტი სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლის მიხედვით.2011 წლის 5 ივლისს სასამართლომ გააერთიანა საჩივრები. მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარესთან ერთად განხილა მთავრობის პრეტენზია სასამართლოს ratione temporis იურისდიქციასთან დაკავშირებთ კონვენიის მე-2 მუხლის საპროცესო ნაწილთან მიმართებაში და საჩივრები ნაწილობრივ მისაღებად სცნო.2012 წლის 16 აპრილს მეხუთე სექციის პალატამ შემდგომი მოსამართლეების შემადგენლობით: დინ სპილმანი, პრეზიდენტი, კარელ იუნგვირთი, ბოშტინ მ. ცუპანჩიჩი, ანატოლი კოვლერი, მარკ ვილიგერი, განა იუდკივსკა და ანჟელიკა ნიუბერგერი, მიიღო გადაწყვეტილება. მან ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ვერ განიხილავდა საქმის არსებით მხარეს კონვენციის მე-2 მუხლით, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ათ მომჩივანთან მიმართებაში და ერთხმად მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მოცემული მუხლის დარღვევას დანარჩენი მომჩივნების მისამართით. მან ასევე დაადგინა ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებანი.2012 წლის 5 ივლისს მომჩივნებმა მოითხოვეს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენიის 43-ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლის საფუძველზე. 24 სექტემბერს დიდი პალატის კოლეგიამ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 მუხლებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.მომჩივნებმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი საჩივრები დიდი პალატის წინაშე.დიდი პალატის პრეზიდენტმა კონვენციის 36.2 მუხლის მიხედვით შემდეგ ორგანიზაციებს მიანიჭა უფლება მესამე მხარის სახით წარმოედგინათ წერილობითი კომენტარები: ღია საზოგადოების სამართლის ინიციატივა (Open Society Justice Initiative), ემნესთი ინთერნეშენალი (Amnesty International) და საერთაშორისო საჯარო სამართლისა და პოლიტიკის ჯგუფი (the Public International Law and Policy Group). ამასთანავე, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფს – მემორიალი (Memorial), ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (the European Human Rights Advocacy Centre) და გარდამავალი სამართლის ქსელი (Transitional Justice Network) ასევე მიეცათ უფლება მესამე მხარის როლში წარმოედგინათ წერილობითი პოზიცია.მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 13 თებერვალს (რეგლამენტის მუხლი 59.3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე მთავრობის მხარეს
ბ-ნიგ. მატიუშკინი,წარმომადგენელი,
ბ-ნინ. მიხაილოვი,
ბ-ნიპ. სმირნოვი,მრჩევვლები;
(b) მომჩივნების მხარეს
ბ-ნიი. შევჩუკი,
ბ-ნიი. კამინსკი,
ბ-ნიბ. სოჩანსკი,მრჩეველი;
(c) პოლონეთის მთავრობის მხარეს
ბ-ნიმ. სპუნარი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,
ქ-ნია. მეიკოვსკა,თანაწარმომადგენელი,
ბ-ნივ. შაბასი,მრჩეველი.
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი შევჩუკის, ბ-ნი კამინსკისა და ბ-ნი სოჩანსკის გამოსვლებს მომჩივნის სახელით, ბ-ნი მატიუშკინის გამოსვლას მოპასუხე მთავრობის სახელითა და ქ-ნი მეიკოვსკას გამოსვლას პოლონეთის მთავრობის სახელით.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანისაქმის უდავო ფაქტები, მხარეების მიხედვით, შესაძლოა შემდეგგვარად შეფასდეს.
ა. ვითარება1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნაცისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერეს აგრესიისაგან თავის შეკავების ხელშეკრულებას (ცნობილი როგორც "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი"), რომელსაც თან ერთვოდა საიდუმლო ოქმი, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებოდნენ "აღმოსავლეთ ევროპაში შესაბამისი გავლენის სფეროების შესაბამის საზღვრებზე". კერძოდ, ისინი მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე:
"პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაში არსებულ მიწაზე ტერიტორიული და პოლიტიკური გადაადგილების შემთხვევაში გერმანიისა და სსრკ გავლენის სფერო შემოიფარგლება მდინარეების ნარიუ, ვისტულა და სანის ზოლებით."1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიამ დაიპყრო პოლონეთი, რითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1939 წლის 17 სექტემბერს საბჭოთა წითელი არმია შევიდა პოლონეთის ტერიტორიაზე, ვითომდა იმ უკრაინელებისა და ბელორუსების დასაცავად, რომლებიც ცხოვრობდნენ პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რადგან პოლონეთის სახელმწიფო განადგურებული გახლდათ გერმანიის თავდასმიხის შედეგად და აღარ შეეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფა. პოლონეთის არმიას სამხედრო წინააღმდეგობა არ გაუწევია. სსრკ-მ მოახდინა ხელახლა მისი ტერიტორიის ანექსირებით კონროლი და 1939 წლის ნოემბერში 13.5 მილიონი პოლონეთის ის მოქალაქე, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საბჭოთა მოქალაქეებად გამოაცხადა.წითელი არმიის შემოსვლის შედეგად პოლონეთის დაახლოებით 250,000 სამხედრო, მესაზღვრე, პოლიციელი, ბადრაგი, სახელმწიფო მოხელე და სხვა ჩინოსანი დააპატიმრეს. მათი განაიარაღების შემდეგ, ზოგიერთი გაათავისუფლეს; თუმცა დანარჩენი გაამწესეს "ნკვდ"-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, "კგბ" წინამორბედი) სპეციალურ ციხის ბანაკებში კოზელსკში, ოსტაშკოვსა და სტარობელსკში. 1939 წლის 9 ოქტომბერს გადაწყდა, რომ პოლონეთის ოფიცერთა კორპუსი განთავსებულიყო კოზელსკისა და სტარობელსკის ბანაკებში, ხოლო დანარჩენი მოხელენი, პოლიციის, ოფიცრებისა და ციხის ბადრაგების ჩათვლით კი ოსტაშკოვში.1940 წლის მარტის დასაწყისში ლ.ბერიამ, "ნკვდ"-ს ხელმძღვანელმა, შესთავაზა ი. სტალინს, სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, დაემტკიცებინა პოლონელი ომის პატიმრების დახვრეტა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ "საბჭოთა ხელისუფლების მტრებს, რომელთაც ეზიზღებოდათ საბჭოთა მმართველობის სისტემა" და რომლებიც "ცდილობდნენ განეგრძოთ ანტირევოლუციური საქმიანობა" და "განეხორციელებინათ ანტისაბჭოთა აგიტაცია". შეთავაზება აკონკრეტებდა, რომ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში განთავსებული იყო 14,736 ყოფილი სამხედრო და პოლიციის მოხელე, რომელთა შორისაც 97% პოლონელი იყო და რომ დანარჩენი 10,685 პოლონელი განთავსებული იყო უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთ რაიონების ციხეებში.1940 წლის 5 მარტს სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ განიხილა შეთავაზება და გადაწყვიტა შემდეგი:
"I. მოუწოდებს სსრკ "ნკვდ"-ს რომ:
(1) სამხედრო ტყვეთა ბანაკებში დარჩენილ 14, 700 პატიმართან მიმართებაში (პოლონეთის არმიის ყოფილი ოფიცრები, მთავრობის მოხელენი, მიწათმესაკუთრები, პოლიციელები, დაზვერვის მუშაკები, სამხედრო პოლიციელები, მოსახლენი და ციხის ბადრაგები).
(2) და იმ დაკავებულ და ციხეში მყოფ პირებთან მიმართებაში, რომლებიც იმყოფებიან უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთ რაიონებში, სულ 11, 000 (სხვადასხვა ანტირევოლუციური დაჯგუფების, ჯაშუშობისა და საბოტაჟის ორგანიზაციების წევრები, ყოფილი მიწათმფლობელები, ქარხნების მფლობელები, პოლიციის არმიის ყოფილი ოფიცრები, სახელმწიფო მოხელეები და დევნილები) უნდა დაექვემდებარონ სპეციალურ პროცედურას, რომელთაც შეეფარდებათ სიკვდილით დასჯა - აღსრულებული დახვრეტით.
II. საქმეები უნდა განიხილოს პატიმრების დაკითხვისა თუ ბრალის გამხელის გარეშე, გამოძიების დასრულებისა თუ მსჯავრდების გარეშე, შემდგომი წესით:
(ა) სამხედრო ტყვეთა ბანაკებში მყოფი პირები: სამხედრო ტყვეთა საქმეების დირექტორატის "ნკვდ", სსრკ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე,
(ბ) დაპატიმრებული პირები: უკრაინის სსრ "ნკვდ" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ბელორუსიის სსრ "ნკვდ" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე."
გადაწყვეტილებას ხელს აწერდა ი. სტალინი, კ. ვოროშილოვი, ა. მიქოიანი, ვ. მოლოტოვი, მ. კალინინი და ლ. კაგანოვიჩი.მკვლელობები განხორციელდა 1940 წლის აპრილსა და მაისში. კოზელკსის ბანაკის პატიმრები დახვრიტეს სმოლენსკის ახლოს მდებარე ადგილზე, ცნობილი როგორც კატინის ტყე; სტარობელსკის ბანაკიდან პატიმრები კი "ნკვდ"-ს ხარკოვის ციხეში აღასრულეს. მათი სხეულები დამარხეს სოფელ პიატიხატკის მახლობლად; პოლიციის ოფიცრები ოსტაშკოვიდან მოკლეს კალინინთან (ახლა ტვერი) არსებულ "ნკვდ" ციხეში და დამარხეს მედნოიში. დღემდე უცნობია დასავლეთ უკრაინასა და ბელორუსიაში პატიმართა მკვლელობის შესახებ.1942 და 1943 წლებში პირველად პოლონეთის რკინიგზის თანამშრომლებმა, შემდეგ კი გერმანიის არმიამ აღმაჩიესა მასობრივი საფლავები კატინის ტყესთან. ბელგიიდან, ბულგარეთდან, ხორვატიიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთისა და შვედეთიდან წარმოდგზავნილმა თორმეტმა სამედიცინო-სასამართლო ექსპერტმა და მათი დამხმარე პერსონალისაგან შემდგარმა საერთაშორისო კომისიამ აწარმოა საეგსჰუმაციო სამუშაოები 1943 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში. ამოღებულ იქნა 4,243 პოლონელი ოფიცრის გვამი, მათ შორის მოხდა 2,730 იდენტიფიცირება. კომისიამ დაასკვნა, რომ მკვლელობებზე პასუხისმგებელი საბჭოთა ხელისუფლება გახლდათ.საბჭოთა ხელისუფლებამ, საპასუხოდ, ბრალი დასდო გერმანიას, რომელმაც - მოსკოვის მიხედვით - 1941 წლის ზაფხულში კონტროლს დაუქვემდებარა პოლონელი პატიმრები და დახოცა ისინი. 1943 წელს წითელი არმიის მიერ სმოლენსკის ოლქის გათავისუფლების შემდეგ, "ნკვდ"-მ შექმნა სახელმწიფოს სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნ. ბურდენკო, რომელიც მინად ისახავდა გერმანიის მიერ პოლონელი პატიმრების მკვლელობის დამადსტურებელი მასალის შეგროვებას. 1944 წლის 22 იანვრის კომუნიკეთი კომისიამ დაასკვნა, რომ პოლონელი პატიმრები მოკლულნი იქნენ გერმანელების მიერ 1941 წლის შემოდგომაზე.გერმანელი ომის დამნაშავეების საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე კატინის მკვლელობები ნახსენები გახლდათ საბრალდებო ომში, როგორც სამხედრო დანაშაულის ფორმა (საბრალდებო ოქმი: მესამე პუნქტი - ომის დანაშაულები, ნაწილი გ(2)). 1946 წლის 13 თებერვალს სსრკ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბ-ნმა პოკროვსკიმ, სახელიმწიფოს სპეციალური კომისიის ანგარიშის საფუძველზე მოპასუხეებს ბრალი წაუყენა 1941 წლის შემოდგომაზე 11 000 პოლონელი სამხედრო ტყვის მკვლელობისათვის (საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე ომის სერიოზული დანაშაულების შესახებ სამართალწარმოება, თავი VII, გვ. 425-7). ზეპირი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ საბჭოთა პროკურორების პრეტენზიის მიუხედავად, ტრიბუნალმა მოისმინა ბრალების სამი და დაცვის სამი მოწმის ჩვენება 1946 წლის 1 და 2 ივლისს (თავი XVII, გვ. 270-371). სასამართლოს ბოლოს კატინის მკვლელობები არ ყოფილა ხსენებული არც საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებასა და არც საბჭოთა მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებაში.1959 წლის 3 მარტს ა. შელეპინმა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ("კგბ") თავმჯდომარემ შესთავაზა ნ. ხრუშოვს, სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, გაენადგურებინათ პოლონელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შესახებ დოკუმენტაცია:
"1940 წლიდან მოყოლებული სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მინისტრთა საბჭოს მიერ ინახება პატიმრებისა და ინტერნირებული ოფიცრების, პოლიციელების, ჟანდარმების, [სამხედრო] მოსახლეების, მიწათმფლობელებისა და პოლონეთის ყოფილი ბურჟუაზიის სხვა წევრების იმავე წელს დახვრეტის შესახებ ჩანაწერები და სხვა მასალა. საბჭოთა "ნკვდ"-ს სპეციალური ტროიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, მთლიანობაში დახვრეტილ იქნა 21,857 პირი, მათ შორის 4,421 კატინის ტყეში (სმოლენსკის რაიონი), 3,820 პირი სტარობელსკის ბანაკში, ხარკოვთან ახლოს, 6,311 ოსტაშკოვის ბანაკში (კალინინსკის ოლქი) და 7,305 პირი კი დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის სხვა ბანაკებსა და ციხეებში.
ზემოთხსენებულ პირთა ლიკვიდირების სრული ოპერაცია განხორციელდა სსრკ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ 1940 წლის 5 მარტს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე... მას შემდეგ რაც განხორციელდა ზემოთსენებული ოპერაცია, ანუ 1940 წლის შემდეგ, საქმის შესახებ ინფორმაცია არ გაცემულა არავიზე და სრული 21, 857 ფაილი ინახება დალუქულ ადგილზე.
არცერთი ეს დოკუმენტი არ არის ოპერაციული თუ ისტორიული ღირებულების მქონე საბჭოთა ორგანოებისთვის. ასევე დიდად საეჭვოა მათ რაიმე ღირებულება ჰქონდეთ ჩვენი პოლონელი მეგობრებისათვის. პირიქით, გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა გამოაშკარავოს ოპერაცია, რასაც მოყვება არასასურველი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ კატინის ტყეში მოკლულ პირებთან მიმართებაში ოფიციალური ვერსია დადასტურებულ იქნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1944 წელს, საკუთარი ინიციატივით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში...
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასურველია განადგურდეს ყველა ჩანაწერი, რომელიც ეხება 1940 წელს ხსენებული ოპერაციის დროს მოკლულ პირებს... სსრკ-ს "ნკვდ" ტროიკის შეხვედრების ანგარიშები, რომლის დროსაც მოხდა მოცემული პირების დახვრეტის ბრძანების გაცემა, ისევე როგორც დოკუმენტები რომელიც ეხება ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაძლოა შევინარჩუნოთ."გადარჩენილი დოკუმენტები შენახულ იქნა სპეციალურ ფაილში, რომელსაც ეწოდა "პაკეტი N.1" და რომელზეც წვდომა მხოლოდ სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს ჰქონდა. 2010 წლის 28 აპრილს მისი შინაარსი ოფიციალურად გასაჯაროვდა რუსეთის სახელმწიფო არქივის სამსახურის ვებგვერდის საშუალებით. ფაილი მოიცავდა შემდეგ ისტორიულ დოკუმენტებს: ბერიას 1940 წლის 5 მარტის წერილი, იმავე დღეს პოლიტბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 1959 წლის 3 მარტს პოლიტბიუროს შეხვედრისა და შელეპინის წერილის ოქმების ამოღებულ გვერდებს.
ბ. მომჩივნები და მათი კავშირი მსხვერპლებთან
1. მომჩივნები საქმეში N. 55508/07პირველი მომჩივანი, ბ-ნი იერი-რომან იანოვიჩი დაიბადა 1929 წელს. იგი გახლავთ 1890 წელს დაბადებული ბ-ნი ანდრეი იანოვიჩის, პოლონეთის არმიის ლეიტენანტის შვილი.მეორე მომჩივანი, ბნი ანტონი-სტანისლავ ტრიბოვსკი, დაიბადა 1940 წელს. იგი არის 1883 წელს დაბადებული ბ-ნ ანტონი ნავრატილის, პოლონეთის არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკის შვილიშვილი.როგორც ბ-ნი ანდრეი იანოვიჩი, ისე ბ-ნი ანატოლი ნავრატილი სამხედრო ტყვედ აიყვანეს პოლონეთის საბჭოთა დაპყრობის დროს 1939 წლის სექტემბერში და გააგავნეს სტარობელკსის ბანაკში სსრკ-ში. ბ-ნი იანოვიჩი იყო N.3914 პატიმარი ბანაკში, ხოლო ბ-ნი ნავრატილი კი 2407-ე ნომერს ატარებდა. ისინი გადაყვანილ იქნენ ხარკოვის ციხეში და სიკვდილით დაისაჯნენ 1940 წლის აპრილში.
2. მომჩივნები საქმეში N. 29520/09პირველი და მეორე მომჩივნები, ქ-ნი ვიტომილა ვოლკ-იეზიერსკა და ქ-ნი ოჩუმილა ვოლკი დაიბადნენ 1940 და 1917 წლებში. ისინი გახლავთ 1909 წელს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთის არმიის მძიმე საარტილერიო დანაყოფის ლეიტენანტის, ბ-ნი ვინსენტი ვოლკის მეუღლე და ქალიშვილი. წითელმა არმიამ იგი სამხედრო ტყვედ აიყვანა 1939 წლის 19 სექტემბერს და დააკავა კოზელკსის სპეციალურ ბანაკში ("ნკვდ"-ს N.052/3 04.1940 დასახვრეტთა სიაში იგი მე-3 ადგილზე იყო). იგი მოკლეს 1940 წლის 30 აპრილს და დამარხეს კატინში. 1943 წლის ეგსჰუმაციების დროს მოხდა მისი სხეულის იდენტიფიცირება (N.2564).მესამე მომჩივანი, ქ-ნი ვანდა როდოვიჩი დაიბადა 1938 წელს. იგი არის 1883 წელს დაბადებული, პოლონეთის არმიის თადარიგის ოფიცრის ბ-ნი სტანისლავ როდოვიჩის შვილიშვილი. ბ-ნი როდოვიჩი სამხედრო ტყვედ აიყვანა წითელმა არმიამ უნგრეთის საზღვართან დაახლოებით 1939 წლის 20 სექტემბერს და მოათავსა კოზელსკის სპეციალურ ბანაკში (სიაში 017/2 იგი იყო ნომერი 94). იგი მოკლეს და დამარხეს კატინში. მისი სხეულის იდენტიფიცირება მოხდა 1943 წლის ექსჰუმაციისას (N. 970).მეოთხე მომჩივანი, ქ-ნი ჰალინა მიჩალსკა, დაიაბადა 1929 წელს და გარდაიცვალა 2012 წელს. იგი გახლდათ 1889 წელს დაბადებული, პოლონეთის არმიის ოფიცრის ბ-ნი სტანისლავ უიმბლოს ქალიშვილი. . საბჭოთა არმიამ იგი ტყვედ აიყვანა ბიალისტოკთან, პოლონეთი, ახლოს და განათავსა "ნკვდ"-ს სპეციალურ ბანაკში სტარობელსკში (პოზიცია N. 3400). სავარაუდოა, რომ იგი მოკლეს ხარკოვში და დამარხეს პიატიხარკიში, ხარკოვთან ახლოს (ახლა უკრაინა).მეხუთე მომჩივანი, ბ-ნი არტურ ტომაშევსკი, დაიბადა 1933 წელს. იგი არის ბ-ნი სიმონ ტომაშევსკის, დაბადებული 1900 წელს, ვაჟი. მეხუთე მომჩივნის მამა გახლდათ კობილიაში პოლონეთ-საბჭოთა საზღვარზე მდებარე პოლიციის სადგურის უფროსი, სადაც დააპატიმრეს კიდეც საბჭოთა ჯარებმა და გადაიყვანეს "ნკვდ" სპეციალურ ბანაკში ოსტაშკოვში (პოზიცია N. 4, სია N. 045/3). იგი მოკლეს ტვერში და დამარხეს მედნოეში.მეექვსე მომჩივანი, ბ-ნი იერი ლეხ ვილებნოვსკი დაიბადა 1930 წელს. მისი მამა, ბ-ნი ალექსანდერ ვილებნოვსკი, დაბადებული 1897 წელს, გახლდათ პოლიციის ოფიცერი და მუშაობდა ლაქში, აღმოსავლეთ პოლონეთში. 1939 წლის ოქტომბერში იგი დააკავა საბჭოთა ჯარმა და განათავსა ოსტაშკოვის ბანაკში (პოზიცია 10 სიაში 033/2). იგი მოკლეს ტვერში და დამარხეს მედნოეში.მეშვიდე მომჩივანი, ბ-ნი გუსტავ ერხარდი დაიბადა 1935 წელს. მისი მამა, ბ-ნი სტეფან ერხარდი, დაბადებული 1900 წელს, გახლდათ რუდკაში, პოლონეთი, დაწყებითი სკოლის დირექტორი. იგი დააკავეს საბჭოთა ჯარებმა და დააპატიმრეს სტარობელსკის ბანაკში (პოზიცია 3869). ივარაუდება, რომ იგი მოკლეს ხარკოვში და დამარხეს პიატიხატკიში.მერვე და მეცხე მომჩივნები, ბ-ნი იერი კაროლ მალევიჩი და ბ-ნი კრისტოფ იან მალევიჩი, დაბადებულნი 1928 და 1931 წლებში არიან ბ-ნი სტანისლავ აუგუსტ მალევიჩის შვილები. მეცხე მომჩივანი გადაიცვალა 2011 წელს. მათი მამა დაიბადა 1889 წელს და ექიმად მუშობდა პოლონეთის არმიაში. იგი სამხედრო ტყვედ აიყვანეს როვნეში, პოლონეთში და განაათავსეს სტარობელსკის ბანაკში (პოზიცია 2219). სავარაუდოა, რომ იგი მოკლეს ხარკოვში და დამარხეს პიატიხატკიში.მეათე და მეთერთმეტე მომჩივნები, ქ-ნი კრისტინა კრისკოვიაკი და ქ-ნი ირენა ერხარდი, დაბადებულნი 1940 და 1936 წლებში არიან 1903 წელს დაბადებული ბ-ნი მიქაელ ადამსკის ქალიშვილები. იგი გახლდათ სარნაკის პოლიციის სადგურის უფროსი. საბჭოთა არმიამ იგი დაპატიმრა და განათავსა ოსტაშკოვის ბანაკში (პოზიცია 5, სია 037/2), მოკლეს ტვერში და დამარხეს მედნოეში.მეთორმეტე მომჩივანი, ქ-ნი კრისტინა მიესზანკოვსკა, დაბადებული 1930 წელს არის ბ-ნი სტანისლავ მიელეცკის ქალიშვილი. მისი მამა, პოლონელი ოფიცერი, დაიბადა 1895 წელს და საბჭოთა ჯარების მიერ დაკავების შემდეგ დაპატიმრებული იყო კოზელსკის ბანაკში. იგი მოკლეს და დამარხეს კატინში. მისი სხეულის იდენტიფიცირება მოხდა 1943 წლის ექსჰუმაციის დროს.მეცამეტე მომჩივანი, ბ-ნი კრისტოფ რომანოვსკი, დაიბადა 1953 წელს და არის ბ-ნი რიჩარდ ზოლედიოვსკის ძმიშვილი. ბ-ნი ზოლედიოვსკი, დაბადებული 1887 წელს, დაკავებული იყო სტარობელსკის ბანაკში (პოზიცია 1151) და მიჩნეულია, რომ მოკლეს ხარკოვში და დამარხეს პიატიხატკიში. სტარობელსკის პატიმრების სია, რომელშიც იგი მოხსენიებული გახლდათ, ამოღებულ იქნა პოლონელი ოფიცრის პალტოს ჯიბიდან. ხოლო ამ უკანასკნელის გვამი, რომელსაც იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა თავში, კი ამოღებულ იქნა პოლონეთ-რუსეთის მიერ ერთობლივად განხორციელებული ექსჰუმაციების შედეგად ხარკოვთან ახლოს 1991 წელს.
გ. გამოძიებანი სისხლის სამართლის საქმეში N. 1591990 წლის 13 აპრილს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ვ. იარუზელსკიმ მოსკოვში ვიზიტის შედეგად, სადაც იგი შეხვდა სსრკ პრეზიდენტს, მ. გორბაჩოვს, გადასცა კატინის მკვლელობებთან დაკავშირებული დოკუმენტები. სსრკ-ს ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა კომუნიკე, სადაც დაადასტურა, რომ ახლადგასაჯაროვებული საარქივო მასალის მიხედვით "ბერიას, მერკულოვსა და მათ ქვეშევდომებს ეკისრებოდათ პირდაპირი პასუხისმგებლობა კატინის ტყეში ჩადენილ დანაშაულებზე."1990 წლის 22 მარტს ხარკოვის პროკურატურის რაიონულმა ოფისმა დაიწყო სისხლისსამართლებრივი ძიება ქალაქის ლესოპარკის უბანში აღმოჩენილი მასობრივი საფლავების წარმომავლობის დასადგენად. 1990 წლის 6 ივნისს კალინინის (ტვერი) პროკურატურამ გახსნა სისხლის სამართლის საქმე 1940 წლის მაისში, ოსტაშკოვის "ნკვდ" ბანაკში დაკავებული პოლონელი სამხედრო ტყვეების "გაუჩინარებების" გამოსაძიებლად. 1990 წლის 27 სექტემბერს სსრკ-ს სამხედრო პროკურატურის უფროსმა გადაიბარა ხარკოვის გამოძიება ნომრით 159 და დააწერა სამხედრო პროკურორთა ჯგუფს.1991 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე პოლონელმა და რუსმა სპეციალისტებმა აწარმოეს ხარკოვში, მედნოესა და კატინში არსებული მასობრივი საფლავებიდან გვამების ექსჰუმაცია. მათ ასევე განიხილეს კატინის მკვლელობასთან დაკავშირებული საარქივო მასალა, დაკითხეს ორმოცი მოწმე მაინც და მოითხოვეს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება.1992 წლის 14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ბ. იელცინმა გაამჟღავნა, რომ პოლონელი ოფიცრების სიკვდილის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება სტალინისა და სსრკ-ს კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მიერ იყო მიღებული. რუსეთის სახელმწიფო არქივის დირექტორმა პოლონეთის ორგანოებს გადასცა რიგი დოკუმენტებისა, მათ შორის 1940 წის 5 მარტის გადაწყვეტილებაც. პოლონეთში ოფიციალური ვიზიტისას, 1993 წლის 25 აგვისტოს, პრეზიდენტმა იელცინმა პატივი მიაგო კატინის მსხვერპლების სამახსოვროდ აღმართლ ჯვარს ვარშავაში.1995 წლის მაისის ბოლოს ბელორუსმა, პოლონელმა, რუსმა და უკრაინელმა პროკურორებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა ვარშავაში, რომლის განმავლობაშიც განიხილეს გამოძიების წინსვლა საქმეზე N. 159 გამოძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ რუსი პროკურორები ბელორუს და უკრაინელ კოლეგებს სთხოვდნენ სამართლებრივ დახმარებას 1940 წელს 7,305 პოლონეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის გარემოებების დასადგენად.1997 წლის 13 მაისს ბელორუსიის ხელისუფლების ორგანოებმა შეატყობინეს რუს კოლეგებს, რომ მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი დოკუმენტი პოლონელი სამხედრო ტყვეენის 1940 წელს სიკვდილით დასჯის შესახებ. 2002 წელს უკრაინელმა ხელისუფლების ორგანოებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომელიც ეხებოდა პოლონელი პატიმრების გადაყვანას სტარობელსკის ბანაკიდან "ნკვდ"-ს ციხეში, ხარკოვის რაიონში.2001, 2002 და 2004 წლებში ეროვნული ხსოვნის პოლონეთის ინსტიტუტის ("ეხი") პრეზიდენტი განმეორებით, მაგრამ უშედეგოდ დაუკავშირდა რუსეთის სამხედრო პროკურატურის უფროსს და სთხოვა წვდომა საგამოძიებო მასალებზე.2004 წლის 21 სექტემბერს სამხედრო პროკურატურის უფროსმა გადაწყვიტა შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე N. 159, როგორც ჩანს იმ მიზეზით, რომ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მოცემულ დანაშაულზე, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ. 2004 წლის 22 დეკემბერს სახელმწფო საიდუმლოს დაცვის სააგენტოთაშორისმა კომისიამ საქმის მასალების ოცდათექვსმეტ ტომს - სულ 183 ტომიდან - მიანიჭა გრიფი "ზე საიდუმლო", ხოლო კიდევ რვა ტომს კი "მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის". გადაწყვეტილებას გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიენიჭა გრიფი "ზე საიდუმლო" და მისი არსებობა გამოაშკარავდა მხოლოდ 2005 წლის 11 მარტს, მთავარი სამხედრო პროკურორის პრეს-კონფერენციაზე.სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნის პასუხად რუსეთის მთავრობამ უარი განაცხადა მის წარმოდგენაზე, მიუთითა რა მის საიდუმლო სტატუსზე. მთავრობის არგუმენტებიდან გამოსჭვიოდა, რომ გამოძიება შეწყვეტილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 24 § 4 (1) მუხლის საფუძველზე, ეჭვმიტანილების გარდაცვალების გამო.2005 წლის 9-21 ოქტომბერს "ეხი"-ს სამმა გამომძიებელმა აწარმოა ძიება კატინის მკვლელობზე და პოლონელი ერის წინააღმდეგ დანაშაულებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნის ცენტრალური კომისიის მთავარი სპეციალისტი ეწვია მოსკოვს მთავარი სამხედრო პროკურატურის მოწვევის საფუძველზე. მათ შეიწავლეს საქმე N. 159-ის სამოცდაშვიდი ტომი. მოცემული ტომები არ იყო გასაიდუმლოებული, თუმცა ასლის გადაღების უფლება მაინც არ მიეცათ.2010 წლის 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა პოლონეთის პარლამენტის სპიკერს გადასცა კატინის საგამოძიებო მასალების სამოცდაშვიდი ტომი. მთლიანობაში, პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ მათ გადასცა 148 ტომის დამოწმებული ასლი, დაახლოებით 45,000 გვერდის მოცულობით.
დ. სამართალწარმოება საჩივარზე N. 55508/072003 წელს ბ-ნმა შევჩუკმა - პოლონელი ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანს ბ-ნ იანოვიჩსა და მომჩივანი, ბ-ნ ტრიობოვსკის დედას - მიმართა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას თხოვნით მიეღო დოკუმენტები ბ-ნ ანდრეი იანოვიჩს, ბ-ნი ანტონი ნავრატილისა და მესამე პირის შესახებ.2003 წლის 23 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ უპასუხა ადვოკატს და შეატყობინა, რომ მთავარი სამხედრო პროკურატურა იძიებდა სისხლის სამართლის საქმეს რომელიც ეხებოდა 1940 წელს პოლონელი ოფიცრების სიკვდილით დასჯას. 1991 წელს გამოძიებამ ხარკოვში, ტვერსა და სმოლენსკის რეგიონებში აღმოაჩინა დაახლოებით ორასი გვამი და მოახდინა რიგი მათგანის იდენტიფიცირება, მათ შორის ბ-ნი ნავრატილისა და ბ-ნი იანოვიჩის. მათი სახელები ასევე ნაპოვნი იქნა სტარობელსკის ბანაკის პატიმრების სიაში. ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც მათ ეხებოდა, უკვე განადგურებული იყო.2004 წლის 4 დეკემბერს ბ-ნმა შევჩუკმა ოფიციალურად მოსთხოვა სამხედრო პროკურატურას ეღიარებინა ბ-ნი იანოვიჩისა და ბ-ნი ტრიბოვსკის, როგორც სიკვდილით დასჯილი პოლონელი ოფიცრების ნათესავების, უფლებები და მიეწოდებინა მათთვის ყველა იმ საპროცესო დოკუმენტისა და პერსონალური დოკუმენტების ასლები, რომელიც ეხებოდა ბ-ნ ანატოლი ნავრატილსა და ბ-ნ ანდრეი იანოვიჩს.2005 წლის 10 თებერვალს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ უპასუხა, რომ ბ-ნი ანტონი ნავრატილი და ბ-ნი ანდრეი იანოვიჩი იყვნენ მოხსენიებულნი იმ პატიმართა სიებში სტარობელსკის ბანაკიდან, რომლებიც 1940 წელს დახვრიტა "ნკვდ"-მ და დასაფლავებულ იქნენ ხარკოვთან ახლოს. ამ პირების შესახებ სხვა არანაირი მასალა არ არსებობდა. საპროცესო დოკუმენტების ასლები შესაძლოა მხოლოდ გაიცეს ოფიციალურად აღიარებულ მსხვერპლსა თუ მის წარმომადგენლებზე.შემდეგ, მომჩივნებმა ბ-ნმა იანოვიჩმა და ბ-ნმა ტრიბოვსკიმ დაიქირავეს რუსი ადვოკატი, ბ-ნი ბუშუევი, რომელმაც მიმართა სამხედრო პროკურატურას საქმის მასალების შესწავლის უფლების მისაღებად. 2006 წლის 7 ნოემბერს მთავარმა სამხედრო პროკურორმა შეატყობინა მას, რომ არ აძლევდა წვდომას საქმის მასალებზე, რადგან მისი კლიენტები არ წარმოადგენდნენ საქმეში ოფიციალურად აღიარებულ მსხვერპლს.ადვოკატმა გაასაჩივრა მთავარი სამხედრო პროკურატურის 2005 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 7 ნოემბერის უარი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლის სტატუსი უნდა განისაზღვროს ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, თუ რამდენად მიადგა კონკრეტულ პირს ზიანი დანაშაულის შედეგად. ამ გადასახედიდან, გამომძიებლის გადაწყვეტილება ეცნო პირი მსხვერპლად უნდა განიხილოს როგორც ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების ოფიციალური აღიარება. ადვოკატი მიზნად ისახავდა მომჩვნების, ბ-ნების იანოვიჩსა და ტრიბოვსკის მსხვერპლად აღიარებასა და წვდომის მიღებას საქმის მასალებზე.2007 წლის 18 აპრილს მოსკოვის ოლქის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. მან აღნიშნა, რომ მართალია ბ-ნები ანტონი ნავრატილი და ანდრეი იანოვიჩი ირიცხებოდნენ სტარობელკსის ბანაკში, მათი გვამი არ იყო გამოძიების შედეგად იდენტიფიცირებულებს შორის. შესაბამისად, სამხედრო სასამართლოს აზრით არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ევარაუდათ, რომ ისინი გარდაიცვალნენ განხილული დანაშაულის შედეგად. რაც შეეხება საქმეში არსებულ მასალებს, სამხედრო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტაზე მიღებული იყო 2004 წლის 21 სექტემბერს, მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოს სტატუსი და ამის გამო, უცხო ქვეყნის მოსამართლეებს არ შეიძლება ჰქონოდათ მათზე წვდომა.2007 წლის 24 მაისს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ აპელაციისას ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, გაიმეორა რა სამხედრო სასამართლოს არგუმენტაცია.
ე. სამართალწარმოება საჩივარზე N. 29520/09 2008 წლის 20 აგვისტოს ადვოკატთა ჯგუფმა, რომლებიც იცავდნენ მომჩივანთა ინტერესებს, გაასაჩივრეს პროკურორის 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივნების ნათესავები გახლდნენ დაპატიმრებული პოლონელი ოფიცრები, რომელთა დახვრეტის შესახებ ბრძანებაც გაიცა სსრკ კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მიერ 1940 წლის 5 მარტს. თუმცა, მომჩივნებს არ მიენიჭათ მსხვერპლის სტატუსი საქმეში N. 159 და ვერ წარმოადგენდნენ საჩივრებსა და პეტიციებს, არ ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე და ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებების ასლებს. ადვოკატები ასევე ჩიოდნენ, რომ გამოძიება არ იყო ეფექტიანი, რადგან ადგილი არ ჰქონია მცდელობებს აღებულიყო მომჩივნების ბიოლოგიური ნიმუშები რათა მომხდარიყო ექსჰუმირებული გვამების იდენტიფიკაცია.2008 წლის 14 ოქტომბერს მოსკოვის ოლქის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. მან დაადგინა, რომ 1943 წელს საერთაშორისო კომისიამ და პოლონეთის წითელი ჯვრის ტექნიკურმა კომისიამ ამოიღეს და შემდეგ ისევ დამარხეს გვამები სხეულების იდენტიფიკაციისა თუ დათვლის გარეშე. შემდგომი ამოღება განხორციელდა 1991 წელს და მოხდა მხოლოდ ოცდაორი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის არ გახლდნენ მომჩივანთა ნათესავები. სამხედრო სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნების ნათესავთა სახელები მითითებული იყო "ნკვდ"-ს ოსტაშკოვის, სტარობელსკისა და კოზელკსის ბანაკების სიებში; თუმცა, "კატინის გამოძიებას ... არ დაუდგენია მოცემულ პირთა ბედის შესახებ". იმის გამო, რომ მათი სხეულების იდენტიფიცირება არ განხორციელებულა, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მომჩივნების ნათესავები გარდაიცვალნენ 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაულის შედეგად (საბჭოთა სისხლის სამართლის 1926 წლის კოდექსის 193-17 მუხლები). შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი მსხვერპლის სტატუსი მიგვენიჭებინა მომჩივნებისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე. ამასთანავე, საიდუმლო მასალა ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი "უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელბისათვის."ადვოკატებმა წარმოადგინეს სააპელაციო საჩივარი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნების ნათესავების შესახებ ინფორმაციის ვითომდა არარსებობა იყო არაეფექტიანი გამოძიების შედეგი. ოცდაორი პირის იდენტიფიცირება მოხდა მხოლოდ სამხედრო საიდენტიფიკაციო ნიშნების საფუძველზე, რომელიც ნაპოვნი გახლდათ დამარხვის ადგილზე და რომ გამომძიებლებს სხვა არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებიათ და არც სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზა მოუთხოვიათ ექსჰუმირებული გვამების იდენტიფიკაციის მიზნით. ამასთანავე, საჯაროდ ცნობილი ფაქტი გახლდათ, რომ 1943 წლის ამოღების შედეგად მოხდა 4,243 გვამის მოპოვება, მათ შორის კი 2,730 ვინაობა დადგენილია. მათ შორის არის ის სამი პირიც, რომელთა ნათესავებიც ჩიოდნენ მოცემულ საქმეში. მომჩივნებისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება შესაძლებელს გახდიდა გვამების იდენტიფიცირებას გენეტიკური მეთოდების გამოყენებით. და ბოლოს, ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს, რომ კატინის სისხლის სამართლის საქმის მასალები არ შეიცავდა ინფორმაციას რომლის საფუძველზეც ვივარაუდებდით, რომ "ნკვდ" ბანაკიდან წაყვანილი რომელიმე პოლონელი ოფიცერი გადარჩა ან გარდაიცვალა ბუნებრივად.2009 წლის 29 იანვარს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 2008 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება სრულად. მან გაიმეორა იგივე არგუმენტები რაც წარმოდგენილი იყო მოსკოვის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და დასძინა, რომ 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ვერ შეიცვლებოდა, რადგან გასაჩივრების ვადა გასული იყო და რომ სამართალწარმოება რიგი ეჭვმიტანილების მიმართ შეწყვეტილი იყო "რეაბილიტაციის საფუძვლებზე".
ვ. სამართალწარმოება 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების საიდუმლო სტატუსის მოხსნაზე2008 წლის 26 მარტს "მემორიალმა", რუსულმა ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, შეიტანა საჩივარი მთავარ სამხედრო პროკურატურაში და მოითხოვა 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებისათვის საიდუმლოს სტატუსის მოხსნა. 2008 წლის 22 აპრილის პასუხში პროკურატურამ შეატყობინა "მემორიალს," რომ არ იყო კომპეტენტური საიდუმლო სტატუსის მოხსნაზე, რადგან ეს უკანასკნელი მინიჭებული გახლდათ სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის სააგენტათაშორისო კომისიის მიერ ("კომისია").2009 წლის 12 მაისს "მემორიალმა" მიმართა კომისიას 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებისათვის საიდუმლოს სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, აღნიშნავდა რა, რომ კატინის გამოძიების მასალების გასაიდუმლოება მორალურად და სამართლებრივად მიუღებელი იყო და არღვევდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-7 მუხლს, რომელიც კრძალავდა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას. 2009 წლის 27 აგვისტოს კომისიამ შეატყობინა „მემორიალს“, რომ მოხდა მათი განაცხადის განხილვა და არ დაკმაყოფილდა. დამატებითი ინფორმაცია კომისიას არ გაუცია.მემორიალმა გაასაჩივრა კომისიის უარი მოსკოვის საქალაქო სასამართოში. 2010 წლის 13 ივლისის მოსმენაზე სასამართლომ წაიკითხა კომისიის 2010 წლის 25 ივნისის წერილი, რომელიც მიმართული იყო თავმჯდომარე მოსამართლის მიმართ. წერილი აღნიშნავდა, რომ 2004 წლის 22 დეკემბერს კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება საიდუმლო გრიფი დაედო 2004 წლის 21 სექტემბრის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებაზე.დახურული მოსმენის შემდეგ, 2010 წლის 2 ნოემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართომ არ დააკმაყოფილა მემორიალის სარჩელი საიდუმლო სტატუსის მოხსნაზე დაასკვნა რა შემდეგი:
"სასამართლომ დადგინა, რომ 2004 წლის 21 სექტემბერს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა ხარკოვის ტყის ზონაში პოლონეთის მოქალაქეების გვამის აღმოჩენის შედეგად, 1990 წლის 22 მარტს, ხარკოვის რაიონული პროკურატურის მიერ, უკრაინის სსრ-ში დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება...
გამოძიებამ რამდენიმე მაღალჩინოსანი სსრკ მოხელის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში რუსეთის ფედერაციის სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის 193-17(ბ) მუხლის საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმე მოცემული მოხელეების მისამართით შეწყდა რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24 § 1 (4) მუხლის საფუძველზე (დამნაშავე პირების გარდაცვალების გამო). სხვათა მიმართებაში საქმე შეწყდა 24 § 1 (2) მუხლის საფუძველზე (ადგილი არ ჰქონდა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს).
მთავარმა სამხედრო პროკურატურამ გაუგზავნა სისხლის სამართის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ წერილის სამუშაო ვერსია ფედერალურ უშიშროების სამსახურს საექსპერტო მოსაზრების მისაღებად მასზედ, თუ რამდენად შეიცავდა იგი კონფიდენციალურ ან საიდუმლო ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-9 მუხლის ფარგლებში, რადგან ფედერალური უშიშროების სამსახურს ჰქონდა უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ შეეცვალა მთავარი სამხედრო პროკურორის გადაწყვეტილებაში მოცემული ინფორმაციის ფორმულირება.
ფედერალური უშიშროების სამსახურის ექსპერტთა კომისიამ დაადგინა, რომ მთავარი სამხედრო პროკურორის წერილის სამუშაო ვერსია მოიცავდა ინფორმაციას, რომელიც საიდუმლო ხასიათისა გახლდათ. ამასთანავე, კომისიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია მოიცავდა იმგვარ ცნობებს, რომელზე წვდომაც შეზღუდული გახლდათ...
2004 წლის 21 სექტემბერს მთავარი სამხედრო პროკურატურის ჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეწყვიტათ სისხლის სამართლებრივი გამოძიება საქმეზე N. 159. ზემორემოცემული დასკვნების გათვალისწინებთ, ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა და სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის 5 § 4 (2, 3) და მე-8 მუხლების, ასევე პრეზიდენტის 1995 წლის 30 ნოემბრის 1203 ბრძანებულების მე-80 პუნქტის საფუძველზე, დოკუმენტს მიენიჭა ზესაიდმლო სტატუსი... შესაბამისად, არ არსებობს მემორიალის სარჩელის - უკანონოდ და გაუმართლებლად ყოფილიყო ცნობილი 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებისათვის საიდუმლო სტატუსის მინიჭევა - დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი...
იმდენად, რამდენადაც მომჩივანი დავობდა, რომ სახელმწიფო ორგანოებისა თუ ჩინოსნების მიერ კანონის დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება გამოცხადდეს სახელმწიფო საიდუმლოდ ან მოხდეს მისი დაფარვა სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის მე-7 მუხლით, მოცემული არგუმენტის გათვალისწინება ვერ მოხდება, რადგან მთავარი სამხედრო პროკურორის 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება მოიცავდა ინფორმაციას დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და ოპერატიული და ჩხრეკის საქმიანობების ირგვლივ, რაც, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-4 მუხლით წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოს..."2011 წლის 26 იანვარს რუსეთის ფედერაციის უზენესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მემორიალის“ მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.
ზ. მომჩივნების ნათესავების "რეაბილიტაციის" შესახებ სამართალწარმოებამომჩივანთა უმრავლესობამ არაერთგზის მიმართა რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოებს, მათ შორის პირველ რიგში მთავარ სამხედრო პროკურატურას, ითხოვდნენ რა ინფორმაციას კატინის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ და მათი ნათესავების "რეაბილიტაციას" რეაბილიტაციის შესახებ კანონის 1991 მუხლის დებულებების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 86 ქვემოთ).1998 წლის 21 აპრილის წერილით, რომელიც ეხებოდა ქ-ნი ოჩუმილა ვოლკის მოთხოვნას რეაბილიტაციის შესახებ, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისი მეუღლე, ბ-ნი ვინსენტი ვოლკი, დაკავებული გახლდათ კოზელსკის ბანაკში და რომ შემდეგ დაისაჯა სიკვდილით სხვა პატიმრებთან ერთად 1940 წელს. წერილი მიუთითებდა, რომ რეაბილიტაციის შესახებ მისი საჩივარი განიხილებოდა მხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიების დასრულების შემდეგ.საქმე N. 159 გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ქ-ნმა ვიტომილა ვოლკ-იეზიერსკამ 2005 წლის 25 ოქტომბერს მიმართა მთავარ სამხედრო პროკურატურას მოთხოვნით მიეცათ მისთვის გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. 2005 წლის 23 ნოემბრის წერილით პროკურატურამ უარი განაცხადა მის წარმოდგენაზე, მიუთითა რა, რომ გადაწყეტილება ზესაიდუმლო სტატუსის მატარებელი გახლდათ. 2005 წლის 8 დეკემბერს პოლონეთის საელჩომ მოსკოვში სთხოვა პროკურატურას განმარტება ბ-ნი ვოლკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 2006 წლის 18 იანვრის წერილში პროკურატურამ გამოხატა პოზიცია, რომლის მიხედვითაც არ არსებობდა სამართლებრივი ვალდებულება ბ-ნი ვოლკისა თუ სხვა პოლონეთის მოქალაქეების რეაბილიტირების შესახებ, იმის გამო, რომ გამოძიებას არ ჰქონდა დადგენილი 1926 წლის სისხლის სამართლის კოდექსის რომელი დებულებები წარმოადგენდა იმ რეპრესიების საფუძველს, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ. 2007 წლის 12 თებერვლის იმავე შინაარსის წერილით ეთქვა უარი ქ-ნ ვოლკს იმავე მოთხოვნაზე.2008 წლის 13 მარტს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მომჩივნების ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა რეაბილიტაციის შესახებ. პროკურატურამ აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო იმ რეპრესიების სამართლებრივი საფუძვლის დადგენა, რომელსაც დაექვემდებარნენ პოლონეთის მოქალაქეები 1940 წელს. რიგი დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, რომლებიც მიუთითებდა, რომ მომჩივნების ნათესავები გადაყვანილნი იყვნენ "ნკვდ"-ს ოსტახკოვის, კოზელსკისა და სტარობელსის ბანაკებიდან კალინინში, სმოლენსკსა და ხარკოვში, ბელორუსი, პოლონელი, რუსი და უკრაინელი გამომძიებლების ერთობლივი მცდელობების მიუხედავად ვერ მოხდა სისხლის სამართლის მასალებისა თუ სხვა დოკუმენტების მოპოვება მათი 1940 წელს სიკვდილით დასჯის შესახებ. ამგვარი დოკუმენტების არარსებობის გამო შეუძებელი იყო იმის დადგენა თუ რამდენად გამოიყენებოდა რეაბილიტაციის შესახებ კანონი. ამასთანავე, პროკურორმა აღნიშნა, რომ მომჩივნების ნათესავების გვამები არ იყო აღმოჩენილი იმ გვამებს შორის, რომლებიც ნაპოვნი იქნა ექსჰუმაციის სამუშაოების დროს.ადვოკატმა გაასაჩივრა პროკურორის უარი.2008 წლის 24 ოქტომბერს, მოსკოვის ხამოვნიჩესკის ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ მართალია დაადასტურა, რომ მომჩივნების ნათესავების სახელები მოცემული იყო "ნკვდ"-ს პატიმართა სიებში, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ საქმე N. 159 ფარგლებში ჩატარებული ექსჰუმაციის ფარგლებში მოხდა მხოლოდ ოცი გვამის იდენტიფიცირება და რომ მომჩივნების ნათესავები არ ფიგურირებდნენ მათ შორის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობდა მიზეზი ევარაუდა, რომ ათი პოლონელი სამხედრო ტყვე (მომჩივნების ნათესავები) მართლაც მოკლეს და რომ რუს ადვოკატს არ ჰქონდათ პოლონეთის მოქალაქეების რეაბილიტაციის სამართლებრივი ინტერესი.2008 წლის 25 ნოემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დაკმაყოფილა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივარი.
თ. რუსეთის დუმის განცხადება კატინის ტრაგედიის შესახებ2010 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო დუმამ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო განცხადება სათაურით "კატინის ტრაგედიისა და მისი მსხვერპლების შესახებ" რომელიც მიუთითებდა შემდეგს:
"სამოცდაათი წლის წინ, ათასობის პოლონელი მოქალაქე, დაპატიმრებული "ნკვდ"-ს სამხედრო ტყვეთა ბანაკებსა და უკრაინის სსრ და ბელორუსიის სსრ დასავლეთ რეგიონების ციხეებში, დახვრეტილ იქნა.
ოფიციალურმა საბჭოთა პროპაგანდამ მკვლელობებზე, რომელსაც კოლექტიურად ეწოდა კატინის ტრაგედია, პასუხისმგებლობა ნაცისტ კრიმინალებს დააკისრა... 1990-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა ქვეყანამ დიდი შრომა გასწია კატინის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დასადგენად. აღიარებულ იქნა, რომ პოლონეთის მოქალაქეების მასობრივი განადგურება სსრკ ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის დროს, წარმოადგენდა ტოტალიტარული სახელმწიფოს თვითნებურ აქტს...
გამოქვეყნებული მასალა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა საიდუმლო არქივებში ამჟღავნებს არა მარტო ამ საშინელი ტრაგედიის მასშტაბს, არამედ ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ მათი შესრულება მოხდა სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერების უშუალო ბრძანების საფუძველზე...
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს დახურულ არქივებში შენახული მრავალი დოკუმენტის ასლი უკვე გადაეცა პოლონეთის მხარეს. სახელმწიფო დუმის წევრები მიიჩნევენ, რომ სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია გაგრძელდეს სახელმწიფო არქივების შესწავლა, მსხვერპლთა სიების დადგენა, კატინსა და სხვა ადგილებში გაუჩინარებულ პირთა სახელის აღდგენა და ტრაგედიის გარემოებების გამოაშკარავება..."
II. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკაკონვენცია (IV) სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ, კერძოდ კი მისი დანართი: სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ რეგულაციები (ჰააგა, 1907 წლის 18 ოქტომბერი) აღნიშნავს შემდეგს:
"მუხლი 4. სამხედრო ტყვეები იმყოფებიან მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და არა კერძო პირებისა თუ მათი შემპყრობი შენაერთების ხელისუფლებაში.
მათ უნდა მოექცნენ ჰუმანურად.
...
მუხლი 23. სპეციალურ კონვენციებში მოცემულ აკრძალვებთან ერთად, განსაკუთრებით აკრძალულია -
...
(ბ) მოკლა ან დაჭრა ღალატით პირები, რომლებიც განეკუთვნებიან მოწინააღმდეგე სახელმწიფოსა თუ არმიას;
(გ) მოკლა ან დაჭრა მტერი, რომელმაც იარაღი დადო, ან აღარ გააჩნია დაცვის საშუალება, ან ჩაბარდა საკუთარი ნებით...
...
მუხლი 50. დაუშვებელია ზოგადი სასჯელის, ფულადი თუ სხვაგვარი, დაკისრება მოსახლეობაზე იმ კერძო პირების მოქმედების გამო, რომლთა ქმედებებზეც ისინი ვერ იქნებიან ერთობლივად ან ინდივიდუალურად პასუხისმგებელნი."
ბ. ჟენევის კონვენციასამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის შესახებ კონვენცია (ჟენევა, 1929 წლის 27 ივლისი) აღნიშნავს შემდეგს:
"მუხლი 2. სამხედრო ტყვეები იმყოფებიან მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და არა მათი დამკავებელი ინდივიდებისა თუ შენაერთების ხელისუფლებაში.
ისინი ექვემდებარებიან ადამიანურ მოპყრობასა და დაცვას, განსაკუთრებით ძალადობის, შეურაცხყოფისა და საჯარო ინტერესისაგან.
მათ წინააღმდეგ რეპრისალიები აკრძალულია.
...
მუხლი 61. დაუშვებელია სამხედრო ტყვის მსჯავრდება მისთვის დაცვის უფლების მინიჭების გარეშე.
დაუშვებელია სამხედრო ტყვის იძულება აღიაროს ბრალი იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩდენაშიც ედება ბრალი.
...
მუხლი 63. სამხედრო ტყვის სასჯელი უნდა განაცხადოს მხოლოდ იმ ტრიბუნალმა და იმავე წესების შესაბამისად, როგორც ამას გააკეთებდა დამკავებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შემთხვევაში."
გ. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებასაერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის (ნიუმბერგის ტრიბუნალი) წესდების (სტატუტის) მე-6 მუხლი, რომელიც დაიდო 1945 წლის 8 აგვისტოს აშშ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და სსრკ შეთანხმების საფუძველზე, შემდეგგვარად განმარტავდა შემდეგ დანაშაულებს:
"შემდეგი მოქმედებანი, ნებისმიერი მათგანი, წარმოადგენს ტრიბუნალის იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს, რომელთა მიმართებაშიც დგინდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა:
(ა) მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაული: კერძოდ, აგრესიული ან საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა თუ გარანტიების დარღვევით ომის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება, ან ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილის მისაღწევად საერთო გეგმასა თუ შეთქმულებაში მონაწილეობა;
(ბ) ომის დანაშაულები: კერძდ, ომის წესებისა და ჩვეულებების დარღვევა. ხსენებული დარღვევები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობა, არასათანადო მოპყრობა ან დეპორტაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონობისათვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, სამხედრო ტყვეების ან ზღვად მყოფ პირთა მკვლელობა ან არასათანადო მოპყრობა, მძევლად აყვანა, საჯარო ან კერძო ქონების ძარცვა, ქალაქებისა თუ სოფლების განზრახ ნგრევა ან სამხედრო აუცილებლობით გაუმართლებელი განადგურება;
(გ) ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები: კერძდ, მკვლელობა, განადგურება, მონობა, დეპორტაცია და სხვა არაადამიანური მოქმედებანი ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დროს ან მის დაწყებამდე, ან დევნა პოლიტიკურ, რასობრივ თუ რელიგიურ საფუძველზე ტრიბუნალის იურისდიქციის ქვეშ არსებული ნებისმიერი დანაშაულის აღსრულების მიზნით, მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა თუ არა მოცემული დანაშაულები იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას, სადაც მოხდა მათი ჩადენა."მოცემული განმარტება შემდგომად კოდიფიცირდა როგორც პრინციპი VI ნიუმბერგის ტრიბუნალის საერთაშორისო სამართლის პრინციპების და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია 177(II) მიერ საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ ჩამოყალიბებული ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში.
დ. კონვენცია ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისადმი ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობის შესახებკონვენცია ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისადამი ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობის შესახებ (1968 წლის 26 ნოემბერი), რომლის წევრიც გახლავთ რუსეთის ფედერაცია, აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი I
"დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის დაწესება შემდეგი დანაშაულებისათვის, მიუხედავად მათი ჩადენის თარიღისა:
(ა) ომის დანაშაულები, განმარტებული 1945 წლის 8 აგვისტოს ნიუმბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებაში და მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვლის 3 (I) და 1945 წლის 11 დეკემბრის 95 (I) რეზოლუციით...
(ბ) ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩადენილი ომისა თუ მშვიდობის დროს, განმარტებული 1945 წლის 8 აგვისტოს ნიუმბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებაში და მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვლის 3 (I) და 1945 წლის 11 დეკემბრის 95 (I) რეზოლუციით...
მუხლი IV
წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, საკუთარი საკონსტიტუციო პროცესის, საკანონმდებლო თუ სხვა საჭირო ზომების შესაბამისად უზრუნველყონ ხანდაზმულობისა თუ სხვა შეზღუდვების დაუწესებლობა კონვენციის I და II მუხლებში მოცემულ დანაშაულებზე და რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი გაუქმება."
ე. სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციასახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენცია (1969 წლის 23 მაისი) რომლის ხელშემკვრელი მხარეც გახლავთ რუსეთის ფედერაცია, აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 26
Pacta sunt servanda
ყოველი ძალაში მყოფი ხელშეკრულება სავალდებულოა მის მონაწილეთათვის და მათ მიერ კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს.
მუხლი 27
შიდასახელმწიფოებრივი სამართალი და ხელშეკრულების შესრულება
ხელშეკრულების მონაწილე არ შეიძლება დაეფუძნოს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი სამართლის დებულებებს მის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გასამართლებლად.
მუხლი 28
ხელშეკრულებებს არ აქვთ უკუქცევით ძალა
თუკი ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს სხვა განზრხვა ან სხვაგვარად არ არის დადგენილი, ხელშეკრულების დებულებები სავალდებულო არ არის ხელშეკრულების მონაწილის ნებისმიერი მოქმედებისა და ფაქტის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ მონაწილისათვის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე, ან ნებისმიერი სიტუაციის მიმართ, რომლებმაც არსებობა შეწყვიტა ხსენებულ" თარიღამდე. "
ვ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტიპაქტის, რომლის წევრიც გახლავთ რუსეთს ფედერაცია, მე-7 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. არავინ შეიძლება დაექვემდებაროს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტებს საკუთარი ნების გარეშე."ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N. 31[80], მიღებული 2004 წლის 29 მარტს (2187-ე შეხვედრაზე) სათაურით პაქტის წევრ სახელმწიფოებზე დაკისრებული ზოგადი სამართლებრივი ვალდებულების ბუნება, მიუთითებს შემდეგს:
"4. ზოგადად პაქტითა და კერძოდ კი მის მე-2 მუხლში დადგენილი ვალდებულებანი ეკისრება ყველა სახელმწიფოს. ხელისუფლების ყველა შტო (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) და სხვა საჯარო თუ სამთავრობო ორგანოები, მიუხედავად მათი დონისა - იქნება ეს ეროვნული, რეგიონული თუ ადგილობრივი- უნდა ახორციელებდნენ წევრ სახელმწიფთა მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. აღმასრულებელი შტო, რომელიც როგორც წესი წარმოადგენს ხელშემკვრელ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ამ კომიტეტის წინაშეც, ვერ მიუთითებს, რომ პაქტის დებულებებთან შეუსაბამო ქმედება განხორციელდა ხელისუფლების სხვა შტოს მიერ და ამით მოხდეს წევრი სახელმწიფოს გათავისუფლება მოქმედების ვალდებულებისა და შესაბამისი შეუსაბამობისაგან. მოცემული მიდგომა პირდაპირ გამომდინარეობს ვენის სახელშეკრულებო სამართლის კონვენციის 27-ე მუხლიდან, რომლის მიხედვითაც "წევრი სახელმწიფო ვერ მოიხმობს შიდაეროვნულ დებულებებს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გასამართლებლად". ..."2003 წლის 3 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ქ- ნატალია შედკოსა და ბ-ნ ანტონ ბოდარეოს მიერ ბელორუსიის წინააღმდეგ წარმოდგენილი კომუნიკაცია N. 886/1999 განხილვის შემდეგ, პაქტის 28-ე მუხლის საფუძველზე გამოხატა შემდგომი პოზიცია:
"10.2 კომიტეტი აღნიშნავს, რომ მომჩივნის საჩივარი,მასზედ, რომ მისმა ოჯახმა არ იცოდა მისი ვაჟის სიკვდილით დასჯის არც თარიღი, არც დრო და არც ადგილი, ისევე როგორც მისი ვაჟის დაკრძალვის ადგილი, გაუპროტესტებელი დარჩა. წევრ-სახლმწიფოს მიერ მოცემული საჩივრის მიმართ პროტესტის გამოუხატველობისა და სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯისას შესაბამისი ინფორმაციის გაუცემლობა დამატებით ძალას ანიჭებს მომჩივნის საჩივარს. კომიტეტი იაზრებს, რომ მომჩივანს, როგორც მსჯავრდებული პატიმრის დედას მისი ვაჟის სიკვდილით დასჯის გარემოებების მუდმივი გაურკვევლობის გამო მიადგა განგრძობადი ტანჯვა და გონებრივი სტრესი. სიკვდილით დასჯის თარიღისა და დაკრძალვის ადგილის სრული გასაიდუმლოება, ხოლო შემდეგ კი მისი სხეულის დასაკრძალად გადაცემაზე უარი წარმოადგენდა დამაშინებელ და სადამსჯელო ზომას ოჯახის მიმართ, განზრახ ამყოფებდა რა მათ გაურკვეველ და გონებრივად სტრესირებულ მდგომარეობაში. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოების უარი შეეტყობინებინათ მომჩივნისათვის მისი ვაჟის სიკვდილით დასჯის დაგეგმილი თარიღი და შემდგომ მისი დაკრძალვის ადგილის განგრძობადად შეუტყობინებლობა წარმოადგენდა მომჩივნის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც არღვევს პაქტის მე-7 მუხლს."2006 წლის 28 მარტის შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ბუკინა ფასოს წინააღმდეგ მარიამ, ფილიპე, აუგუსტ და თომას სანკარას მიერ N. 1159/2003 კომუნიკაციის განხილვისას გამოხატა შემდეგი პოზიცია:
"6.2 კომიტეტი ეხება წევრ სახელმწიფოს არგუმენტებს კომუნიკაციის ratione temporis საფუძველზე დაუშვებლობის შესახებ. ითვალისწინებს რა მომჩივნების არგუმენტაციას, კომიტეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია განვასხვავოთ საჩივარი, რომელიც ეხება ბ-ნ თომას სანკარას და საჩივარი, რომელიც ეხება ქ-ნ სანკარასა და მის შვილებს. კომიტი აღნიშნავს, რომ ბ-ნი თომას სანკარა, რომელიც ჩართული გახლდათ პაქტის რამდენიმე მუხლის დარღვევაში, გარდაიცვალა 1987 წლის 15 ოქტომბერს, ანუ მანამდე, სანამ პაქტი და მისი დამატებითი ოქმი ძალაში შევიდოდა ბუკინა ფასოსათვის. კომუნიკაციის ეს ნაწილი, შესაბამისად, დაუშვებელია ratione temporis. თომას სანკარას გარდაცვალების მოწმობა, დათარიღებული 1988 წლის 17 იანვრით, აღნიშნავს, რომ იგი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზით - განსხვავებით იმ ფაქტებისა რაც იცის საზოგადოებამ და დადასტურდა წევრ სახელმწიფოს მიერ...- და ხელისუფლების ორგანოების მიერ მას შემდეგ განვლილი დროის განმავლობაში მისი გარდაცვალების მოწმობის შეუსწორებლობა განხილულ უნდა იქნას ქ-ნ სანკარასა და მის შვილებზე განგრძობითი ძალის მქონედ.
...
12.2. მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას რაც შეეხება, კომიტეტი იაზრებს იმ ტანჯვასა და ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც იმ კაცის ოჯახის წევრებს, რომელიც გარდაიცვალა დავისას - ქ-ნ სანკარასა და მის ვაჟებს - ჰქონდათ და დღემდე აქვთ იმ გარემოებების არცოდნის გამო, რომლის დროსაც გარდაიცვალა თომას სანკანა, მათ შორის მისი სხეულის ოფიციალურად დაკრძალვის ზუსტი ადგილის არცოდნის გამოც. თომას სანკარას ოჯახს აქვს უფლება იცოდეს მისი გარდაცვალების გარემოებანი და კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საჩივარი, რომელიც ეხება პაქტის მე-7 მუხლს კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიებულ უნდა იქნას სწრაფად და მიუკერძოებლად. კომიტეტი ამასთანავე აღნიშნავს, როგორც ეს გააკეთა უკვე დასაშვებობის შესახებ განხილვისას, რომ თომას სანკარას 1988 წლის 17 იანვრის გარდაცვალების შესახებ მოწმობის შეუსწორებლობა, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზი გახლდათ ბუნებრივი სიკვდილი, განსხვავებით წევრ სახელმწიფოს მიერ აღიარებული და საჯაროდ ცნობილი მიზეზებისა. კომიტეტი მიიჩნევს, რომ თომას სანკარას გარდაცვალებაზე გამოძიების წარმოებაზე უარი, მისი დაკრძალვის ადგილის ოფიციალური არ აღიარება და გარდაცვალების მოწმობის შეუსწორებლობა წარმოადგენს ქ-ნი სანკარასა და მისი ვაჟების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და არღვევს პაქტის მე-7 მუხლს. ..."
III. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (კანონი N. 174-FZ 18 დეკემბერი 2001)მუხლი 24 § 1 აყალიბებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლებს:
"(1) არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დანაშაული;
(2) ქმედება არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს;
...
(3) ეჭვმიტანილი ან მოპასუხე გარდაიცვალა, გარდა იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სისხლისსამართლებრივი საქმის გაგრძელება გარდაცვლილის რეაბილიტაციისათვის.’’მუხლი 42 განმარტავს "მსხვერპლს" როგორც პირს, რომელსაც მიადგა ფიზიკური, მატერიალური ან მორალური ზიანი დანაშაულის შედეგად. გადაწყვეტილება პირის "მსხვერპლად" აღარების შესახებ უნდა მიიღოს განმხილველმა, გამომძიებელმა, პროკურატურამ ან სასამართლომ.
ბ. რებილიტაციის შესახებ კანონი (კანონი N. 1761-I 18 ოქტომბერი 1991)პრეამბულის მიხედვით, რეაბილიტაციის შესახებ კანონის მიზანია პოლიტიკური რეპრესიის ყველა იმ მსხვერპლის "რეაბილიტაცია" რომლებიც 1917 წლის 7 ნოემბრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დევნას დაექვემდებარნენ. კანონის მიზნებისათვის "რეაბილიტაცია" ნიშნავს "სამოქალაქო უფლებების აღდგენას, თვითნებური ქმედებების შედეგად სხვა ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას და კომპენსაციის გადახდას მატერიალური ზიანისათვის".პირველი მუხლი "პოლიტიკურ რეპრესიას" განმარტავს როგორც შეზღუდვის სხვადასხვა ზომას, მათ შორის სიცოცხლის მოსპობითა და თავისუფლების შეზღუდვით, რომელიც სახელმწიფოს მიერ პირის წინააღმდეგ გამოიყენებოდა პოლიტიკური მოტივებით, ისევე როგორც სხვა უფლებებისა თუ თავისუფებების შეზღუდვას იმ პირებისათვის, რომლებიც მიიჩნეოდნენ სახელმწიფოსა თუ პოლიტიკური რეჟიმისათვის სოციალურად სახიფათოდ მათი კლასობრივი, სოციალური, ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის გამო.მეორე მუხლი რეაბილიტაციის შესახებ კანონის მოქმედებას ავრცელებს რუსეთის იმ ყველა მოქალაქეზე, ყოფილი სსრკ მოქალაქეებზე, უცხო მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც დაექვემდებარნენ პოლიტიკურ რეპრესიებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 1917 წლის 7 ნოემბრის შემდეგ.მესამე მუხლი აყალიბებს იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან "რეაბილიაციაზე". პუნქტი (ბ) ეხება ინდივიდებს, რომლებიც დაექვემდებარნენ სისხლისსამართლებრივ რეპრესიებს მთელი-რუსეთის ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან: განსაკუთრებული კომისიის (ვეჩეკა,ВЧК) მთავარი პოლიტიკური დირექტორატის (გპუ, ГПУ), შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ნკვდ,НКВД), სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (მგბ,МГБ), პროკურორებისა და მათი კოლეგიური ორგანოების, "სპეციალური კომისიების", ტროიკისა და სხვა სასამართლოს ფუნქციების მატარებელი ორგანოების გადაწყვეტილებებს.
გ. სახელმწიფო საიდუმლო სტატუსის მინიჭება და მოხსნა რუსეთშიპრეამბულის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონი (კანონი N. 5485-I 21 ივლისი1993) არეგულირებს სახელმწიფო საიდუმლოების დადგენის პროცედურას, მათ გასაიდუმლოებასა და საიდუმლოს სტატუსის მოხსნას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციისათვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მომცველი ინფორმაციის დაცვას.მე-5 მუხლი მოიცავს ინფორმაციის კატეგორიის სიებს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს. კერძოდ კი მოიცავს შემდეგს:
"(4) ინფორმაცია დაზვერვის, კონტრდაზვერვის, ოპერატიული და ჩხრეკის საქმიანობისა და ტერორიზმის საწინააღმდეგო სფეროდან:
- დაზვერვის, კონტრდაზვერვის და ოპერატიული და ჩხრეკის საქმიანობებისა და მათი დაფინანსების შესახებ რესურსები, საშუალებები, წყაროები, მეთოდები, გეგმები და შედეგები...
- იმ პირთა შესახებ, რომლებიც თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ კონფიდენციალურად ხელისუფლების ორგანოებთან დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და ოპერატიული და ჩხრეკის საქმიანობების ფარგლებში".მე-7 მუხლი ჩამოთვლის იმ ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება გამოცხადდეს სახელმწიფო საიდუმლოდ ან მოხდეს მისი დაფარვა. იგი, სხვათა შორის, მოიცავს შემდეგი ტიპის ინფორმაციას:
"- რომელიც ეხება სახელმწიფო ორგანოებისა თუ მოხელეების მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ...
- რომელიც ეხება სახელმწიფო ორგანოებისა თუ მოხელეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს"კანონის მეცამეტე მუხლი ადგენს ინფორმაციისათვის საიდუმლოს სტატუსის მოხსნას. იგი ადგენს შემდეგს:
"ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა ინფორმაციას ენიჭებოდეს სახელმწიფო საიდუმლოს სტატუსი, არ უნდა აჭარბებდეს ოცდაათ წელს. გამონაკლის შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სააგენტოთაშორისმა კომისიამ შესაძლოა განავრცოს ეს ვადა."1997 წლის 2 აგვისტოს მთავრობამ მიიღო რეგულაცია სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემის მომზადების შესახებ (N. 973). იგი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ამგვარი ინფორმაციის გადაცემის შესახებ შესძლოა მიიღოს რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სააგენტოთაშორისი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე (§ 3). მიმღებმა მხარემ, ინფორმაციის გადაცემის პროცედურის, კონფიდენციალურობის და დავების მოგვარების პროცედურის შესახებ დებულებების მომცველი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების გზით, უნდა იკისროს ვალდებულება დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია (§ 4).
დ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი (კანონი N. 63-FZ 13 ივნისი 1996)კოდექსის 34-ე მუხლი ეხება კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულების ჩამონათვალს. მუხლი 356 კრძალავს "სამხედრო ტყვეთა თუ სამოქალაქო პირთა მიმართ სასტიკ მოპყრობას", დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოც წლამდე ვადით.მუხლი 78 § 5 მიუთითებს, რომ 353-ე (ომი), 356-ე (ომის წარმოების აკრძალული გზები), 357-ე (გენოციდი) და 358-ე მუხლებში (ეკოციდი) გაწერილი დანაშაულები ხელშეუვალია.
სამართალი
I. გააჩნიათ თუ არა გარდაცვლილი მომჩივნების ნათესავებს სასამართლოს წინაშე მიმართვის საპროცესო უფლებაუნარიანობა2011 წლის 7 ივლისს მომჩივანი ბ-ნი კრისტოფ იან მალევიჩის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა, ბ-ნმა პიოტრ მალევიჩმა შეატყობინა სტრასბურგის სასამართლოს საკუთარი სურვილი განეგრძო მამამისის მიერ წარმოდგენილი საჩივარი.პალატამ გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების დროს ადგილი აქვს მომჩივნის გარდაცვალებას, სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის მემკვიდრეებისა თუ ოჯახის ახლო წევრის განაცხადს, სადაც გამოხატულია მათი ნება განაგრძონ სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება (იხ. Karner v. Austria, no. 40016/98, § 25, ECHR 2003-IX, და Dalban v. Romania [GC], no. 28114/95, § 39, ECHR 1999-VI). პალატამ, შესაბამისად, მიიღო ბ-ნი პიოტრ მალევიჩის სურვილი განეგრძო მისი გარდაცვლილი მამის საჩივრის წარმოება სასამართლოს წინაშე.მომჩივანი ქ-ნი ჰალინა მიჩალსკა გარდაიცვალა 2012 წლის 28 ნოემბერს. 2013 წლის 30 იანვრით დათარიღებული წერილით მისმა ვაჟმა, ბ-ნმა კაზიმიერ რასინსკიმ გამოხატა სურვილი განეგრძო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება. დიდი პალატა ეთანხმება, რომ ბ-ნი პიოტრ მალევიჩი და ბ-ნი კაზიმიერ რასინკსი არიან გარდაცვლილი მომჩივნების პირდაპირი შთამომავლები. იგი ასევე აღნიშნავს, რომ პალატის მიერ ბ-ნი პიოტრ მალევიჩს წარმომადგენლობითი უფლებაუნარიანობა არ გასაჩივრებულა მხარეების მიერ. დიდი პალატა, შესაბამისად, ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა გამოიტანოს განსხვავებული გადაწყვეტილება ბ-ნი პიოტრ მალევიჩის, და მისი ანალოგიით, ბ-ნი კაზიმიერ რასინკსის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნ პიოტრ მალევიჩსა და ბ-ნ კაზიმიერ რასინსკის აქვთ უფლება განაგრძონ სამართალწარმოება გარდაცვლილი ბ-ნი კრისტოფ იან მალევიჩსა და გარდაცვლილი ქ-ნ ჰალინა მიჩალსკას სახელით.
II. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა მომჩივნები ჩიოდნენ კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე რუსეთის ხელისუფლების მიერ, სადაც ეს უკანასკნელი ითხოვდა ადექვატური და ეფექტიანი გამოძიების წარმოებას მათი ნათესავების გარდაცვალების ირგვლივ. მე-2 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. დაუშვებელია სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, გარდა სიკვდილით დასჯისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს მოცემულ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
ბ. კანონიერი დაკავებისას ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
გ. აჯანყების ან ამბოხების ჩახშობის მიზნით კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის."
ა. პალატის გადაწყვეტილება 2011 წლის 5 ივლისის დასაშვებობის გადაწყვეტილების მოხმობით სასამართლომ გაითვალისწინა მთავრობის პრეტენზია მე-2 მუხლის პროცედურული კუთხით საქმის არსებითი მხარის განხილვისადმი დროითი კომპეტენციის არარსებობასთან დაკავშირებით, რომელიც პალატამ დასაწყისშივე განიხილა. ამ მხრივ მან განიხილა სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა და სახელმწიფოს საპროცესო ვალდებულებების დროითი შეზღუდვების მარეგულირებელი პრინციპები, რომელიც ჩამოყალიბებული გახლდათ გადაწყვეტილებაში საქმეზე Šilih v. Slovenia ([GC], no. 71463/01, §§ 160-163, 9 აპრილი 2009) და მოხმობილია რიგ საქმეებში რუმინეთის, უკრაინისა და ხორვატიის წინააღმდეგ. პირველი ტესტი - Šilih გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფის პირველ წინადადებაში მოხმობილი "ჯეროვანი კავშირის" არსებობა, პალატამ დაადგინა, რომ "ჯეროვანი კავშირის" სტანდარტი დაკმაყოფილებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ათვლის დასაწყებ მოვლენასა და სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციას შორის მცირე დროა გასული. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მე-2 მუხლით საპროცესო ვალებულების დაცვა საჭიროებს საგამოძიებო მოქმედებათა მნიშვნელოვანი ნაწილის რატიფიკაციის შემდგომ განხორციელებას. პალატის შეფასებით, მოცემულ საქმეში არცერთი პირობა არ დაკმაყოფილებულა, რადგან დროითი შუალედი გარდაცვალებებს (1940) და რატიფიკაციის თარიღს შორის (1998 წლის 5 მაისი) უკიდურესად დიდი იყო და სრულიად არ აკმაყოფილებდა "ჯეროვანი კავშირის" სტანდარტს. ამასთანავე, პალატამ ვერც საქმის მასალებში და ვერც მხარეთა არგუმენტებში ვერ აღმოაჩინა რატიფიკაციის შემდგომ პერიოდში განხორციელებული იმგვარი საპროცესო საქმიანობანი, რომელიც მნიშვნელობით შეედრებოდა რატიფიკაციის თარიღამდე განხორციელებულ საქმიანობას. შემდგომ პალატამ განიხილა თუ რამდენად ამართლებდა საქმის გარემოებანი დასკვნას, რომ კავშირი გამომწვევ მოვლენასა და რატიფიკაციის თარიღს შორის ეფუძნებოდა "კონვენციის საფუძველში არსებული ღირებულებებისა და გარანტიების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას" (პარა.139), როგორც ეს მითითებული გახლდათ Šilih გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფბის ბოლო წინადადებაში. იმის გამო, რომ საქმე წარმოადგენდა პირველ შემთხვევას როდესაც სასამართლოს უწევდა მოცემული დებულების განმარტება, პალატამ - დაეფუძნა რა Brecknell გადაწყვეტილებას (Brecknell v. the United Kingdom, no. 32457/04, 27 ნოემბერი 2007) - იგი შემდეგგვარად ჩამოაყალიბა:
"შემთხვევითი არ გახლავთ, რომ კონვენციის საფუძველში არსებულ ღირებულებებზე მითითება აღნიშნავს, რომ ამგვარი კავშირის დასამყარებლად კონკრეტული მოვლენა უნდა იყოს ჩვეულებრივ დანაშაულზე ფართო მასშტაბის და წარმოადგენდეს კონვენციის ღირებულებების სრულ უგულვებელყოფას, მაგალითად, როგორიც იქნებოდა ომის დანაშაულები ან დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ. მართალია მოცემულ დანაშაულებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა ომის დანაშაულებსა და ადამიანურობის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობის კონვენციის ფარგლებში..., იგი არ გულისხმობს სახელმწიფოს უწყვეტ ვალდებულებას გამოიძიოს მოცემული დანაშაულები. მიუხედავად აღნიშნულისა, საპროცესო ვალდებულება შესაძლოა აღსდგეს თუკი ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს ამგვარ დანაშაულებს, აღმოჩნდება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ამ კრიტიკული თარიღის შემდეგ. თუმცა, ნებისმიერი ინფორმაცია თუ ვარაუდი ვერ შეიქნება კონვენციის მე-2 მუხლით ახალი გამოძიების განხორციელების წინაპირობა. მოცემული დებულების ფუნდამენტური მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელისუფლება სათუთად უნდა მოექცეს ნებისმიერ ინფორმაციასა თუ მასალას, რომელმაც შესაძლოა წინარე გამოძიებების შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს ან დაუშვას წინარე არაჯეროვანი გამოძიების შემდგომი გაგრძელება... თუკი რატიფიკაციის შემდეგ გამოჩნდება ახალი მასალები და თუკი ეს უკანასკნელი საკმარისი ძალის მქონე იქნება და შექმნის სამართალწარმოების განახლების საჭიროებას, სასამართლოს ექნება დროთი იურისდიქცია განიხილოს თუ რამდენად დააკმაყოფილა მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლოს პრაქტიკაში მოცემული პრინციპების შესაბამისად მე-2 მუხლის ფარგლებში მისი პროცედურული ვალდებულება (პარაგრაფი 139, ციტატა გამოტოვებულია)." მოცემული მოთხოვნების გამოყენებისას წინამდებარე საქმეში, პალატამ დაადგინა, რომ (1) საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ პოლონელი პატიმრების მასობრივი მკვლელობა შეიცავდა ომის დანაშაულების ნიშნებს, მაგრამ (2) 1998 წლის 5 მაისის შემდგომ პერიოდში არ აღმოჩენილა არანაირი მტკიცებულება ან მოცემულობა, რომელიც განაახლებდა გამოძიების საპროცესო ვალდებულებას ან წარმოაჩენდა ახალ ან უფრო ფართო მასშტაბის საკითხს რომელიც აღმოჩნდა ან გამოირკვა. მან, შესაბამისად, დაასკვნა, რომ არ არსებობს არცერთი ელემენტი, რომელიც ითამაშებდა იმ ხიდის როლს, რომელიც დააკავშირებდა შორეულ წარსულში მომხდარ მოვლენებს რატიფიკაციის შემდგომ ახლანდელ პერიოდთან და არც ახალი სპეციალური გარემოებანი წარმოჩენილა, რომელიც გაამართლებდა კავშირს გარდაცვალებებსა და რატიფიკაციას შორის. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს არ გააჩნდა იურისდიქცია ratione temporis რათა არსებითად განეხილა საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლით.
ბ. მხარეთა არგუმენტები
1. რუსეთის მთავრობა მთავრობამ აღნიშნა, რომ აუცილებელია სამართლებრივი განსხვავების გაკეთება ორ ვითარებას შორის: ერთი, რომლის დროსაც კონვენციის დარღვევას ადგილი ჰქონდა სასამართლოს დროით იურისდიქციის მიღმა პერიოდში და მეორე, სადაც კონვენციის დარღვევა "სამართლებრივად საერთოდ არ არსებულა", რადგან იმ დროისათვის კონვენცია საერთოდ არ არსებობდა. მათი აზრით, მოცემული განსხვავება უმნიშვნელოვანესია, რადგან კონვენციის მე-2 მუხლის არსობრივ ნაწილში მხოლოდ "სამართლებრივად არსებულ" დარღვევას - რომელიც შესაძლოა განხორციელდა სასამართლოს დროითი იურისდიქციის მიღმა პერიოდში - შეუძლია დააყენოს სახელმწიფოს საპროცესო ვალდებულება მე-2 მუხლის მიხედვით კონვენციის 1 მუხლთან ერთობლიობაში. სასამართლოს მიერ აქამდე განხილულ საქმეებში, მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს გამოძიების ვალდებულება, განხორციელდა კონვენციის მიღების შემდეგ. მოცემულ საქმეში კი, კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა არსებით ნაწილში არამარტო სასამართლოს დროითი იურისდიქციის მიღმაა, არამედ ასევე de jure არც არსებობდა, რადგან "კატინის მოვლენები" მოხდა კონვენციის 1950 წლის 4 ნოემბერს მიღებამდე ათი წლით ადრე, ხოლო რუსეთის მიერ 1998 წლის 5 მაისს რატიფიკაციამდაე კი ორმოცდათვრამეტი წლით ადრე. მთავრობის აზრით მოცემული ფაქტი არ აძლევდა სასამართლოს საშუალებას განეხილა რუსეთის მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულება. ამასთანავე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადასახედიდან სტრასბურგის სასამართლოს არ ჰქონდა ratione materiae კომპეტენცია დაეკვალიფიცირებინა კატინის მკვლელობები "ომის დანაშაულად". მთავრობამ აღნიშნა, რომ "კატინის მოვლენების" გამოძიების ვალდებულება არ გამომდინარეობდა არც ეროვნული და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლიდან თუ კონვენციიდან. ეროვნულ დონეზე, გამოძიება განხორციელდა სისხლისსამართებრივ დანაშაულზე, რომელიც რუსეთის სსრ 1926 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 193-17(ბ) მუხლებით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგები, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) ექვემდებარებოდა ათწლიან ხანდაზმულობის ვადას. რუსეთის თანამედროვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითხოვდა სამართალწარმოების შეწყვეტას ხანდაზმულობის შემთხვევაში. ამასთანავე, სსრკ-ს "ნკვდ" ოფიცრები გარდაიცვალნენ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებამდე. ამასთანავე, ეროვნული სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით, მათი გარდაცვალება წარმოადგენს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების ხელისშემშლელ გარემოებას. საერთაშორისო სამართალში, ეჭვმიტანილისა თუ მოპასუხის გარდაცვალება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დაწყებისაგან თავის შეკავების ან შეწყვეტის უნივესალურად აღიარებულ საფუძველს (მთავრობამ მითითება გააკეთა სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე საქმეზე Prosecutor v. Norman, Fofana and Kondewa, SCSL-04-14-T-776, და ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე საქმეზე Prosecutor v. Slobodan Milošević, , IT-02-54, სადაც 2006 წლის 14 მარტს მოხდა სისხლისსამართლებრივი საქმის შეწყვეტა ). მთავრობისათვის ნათელი გახლდათ, რომ საქმეზე N. 159 გამოძიება განხორციელდა "სისხლის სამართის პროცესის მოთხოვნების დარღვევით, პოლიტიკური მიზნებისათვის, პოლონეთის ხელისუფლებისადმი კეთილი ნების გამოსახატად". საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადასახედიდან, მთავრობა მიიჩნევდა, რომ 1945 წლამდე არ არსებობდა უნივერსალურად სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი დებულება, რომელიც განმარტავდა ომის დანაშაულებსა თუ ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებს, პასუხისმგებლობის დაკისრებასა თუ დასჯას ამგვარი დანაშაულებისათვის. იმის გამო, რომ სამხედრო ტრიბუნალი იყო ad hoc ტრიბუნალი, მისი წესდების დებულებანი, მათ შორის იქ განმარტებული დანაშაულები, იფარგლებოდა იმ სამართალწარმოებით, რომლის წინაშეც წარდგენილი იყვნენ მთავარი დამნაშავენი. მთავრობამ დაასკვნა, რომ 1940 წლისათვის არსებული საერთაშორისო სამართალი არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს დაეკვალიფიცირებინა "კატინის მოვლენები" ომის დანაშაულად, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულად ან გენოციდად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ქმედებანი ჩადენილი იქნებოდა იმ მთავარ დამნაშავეთა მიერ, რომლების სამართლდებოდნენ ტრიბუნალის წინაშე და რომელიც ხვდებოდა ნიუმბერგის ტრიბუნალის იურისდიქციის ქვეშ. მიუხედავად ამისა, პოლონეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის გამომძიებლებმა განიხილეს "გენოციდის ვერსია" და დაადგინას, რომ ამგვარი დანაშაული არ ჩადენილა, რადგან ეჭვმიტანილებს ჰქონდათ უშუალოდ კრიმინალური მოტივი და არ ხასიათდებოდნენ მიზნით, მთლიანად ან ნაწილობრივ, გაენადგურებინათ ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი (გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემული განმარტების მიხედვით, 1948 წლის 9 დეკემბერი). რაც შეეხება გამოძიების კონვენციით დადგენილ საპროცესო ვალდებულებას, მთავრობამ გაიმეორა, რომ, პირველ რიგში, სისხლის სამართლის N. 159 საქმეზე გამოძიება განხორციელდა პოლიტიკური მიზნებით, კეთილი ნების ჟესტად, და შესაბამისად ვერ შეფასდებოდა მე-2 მუხლის პროცედურული მოთხოვნების გადასახედიდან. მეორეც, მთავრობის აზრით, მხოლოდ ის მოვლენები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ კონვენიის მიღების შემდეგ შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი საპროცესო ვალდებულების საფუძველს. და მესამე, რუსეთის ხელისუფლებას, გონივრულად, ვერ მოეთხოვებოდა ეფექტიანი გამოძიების წარმოება იმ მოვლენებიდან ორმოცდათვრამეტი წლის შემდეგ, სადაც მოწმენი უკვე გარდცვლილი იყვნენ და მნიშვნელოვანი დოკუმენტები კი განადგურებული გახლდათ. ალტერნატიულად, მთავრობამ აღნიშნა, რომ "კონვენცია არ აწესებს კონკრეტულ ვალდებულებას ... გამოასწოროს ის ზიანი ან შეცდომები, რომელიც მოხდა... რატიფიკაციამდე" (აქ მთავრობამ მოიხმო საქმე Kopecký v. Slovakia [GC], no. 44912/98, § 38, ECHR 2004‑IX). სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლოს არ გააჩნდა ratione temporis იურისდიქცია განეხილა გარდაცვალების გარემოებანი, მას არ შეეძლო დაედგინა თუ რამდენად წარმოადგენდა იგი მე-2 მუხლით საპროცესო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს (აქ, მითითება გაკეთდა საქმეზე Kholodovy v. Russia (dec.), no. 30651/05, 14 სექტემბერი 2006, და Moldovan and Others v. Romania (dec.), nos. 41138/98 და 64320/01, 13 მარტი 2001). რაც შეეხება საპროცესო ვალდებულების განმხოლოებას, რუსეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ ყოველი გარდაცვალება არ იწვევს საპროცესო ვალდებულებას და რომ სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს თუ რამდენად მოჰყავდა გარდაცვალებებს მოცემული ვალდებულება მოქმედებაში. თუმცა, მაშინ როდესაც გარდაცვალებას ადგილი ჰქონდა რატიფიკაციის თარიღამდე, სასამართლოს არ გააჩნია დროით იურისდიქცია განახორციელოს ამგვარი ანალიზი. განმხოლოების პრინციპი უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რათა მოხდეს სასამართლოს იურისდიქციისა და კონვენციის წვდომის გაუთვალისწინებელი გაფართოების თავიდან აცილება. პირველ რიგში, განვლილი დრო უნდა იყოს გონივრულად მოკლე, რასაც ადგილი არ ჰქონია მოცემულ შემთხვევაში. მეორე, საგამოძიებო მოქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული უნდა იყოს რატიფიკაციის თარიღის შემდეგ. ამ საქმეში არც ეს კრიტერიუმია დაკმაყოფილებული. დაბოლოს, როდესაც საქმე ეხება კონვენციის საფუძველში არსებულ ღირებულებათა რეალური და ეფექტიანი დაცვის საჭიროებას, მთავრობა იზიარებდა, რომ განხილულ მოვლენას იმაზე ფართო დიაპაზონი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. თუმცა, "კატინის მოვლენებზე" სასამართლოს არ ჰქონდა იურისდიქცია არც ratione temporis და არც ratione materiae, რათა შეეფასებინა იგი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადასახედიდან. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი კატინის გამოძებაში განხორციელდა 1990-1995 წლებში და რომ შესაბამისი "ახალი მასალა" აღმოჩენილი არ ყოფილა 1998 წლის 5 მაისის შემდეგ. განსხვავებით პოლონეთის მთავრობის ბრალდებისაგან, გადაწყვეტილება რიგი მასალების საიდუმლოდ კლასიფიცირების შესახებ არ უნდა იყოს განხილული "ახალ მასალად", რომელიც მე-2 მუხლით მისცემს დასაბამს საპროცესო ვალდებულებას. 2002 წელს უკრაინული სიის აღმოჩენაც, რომელიც მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებისადმი დაზუსტების მოთხოვნას უტოლდებოდა, არ წარმოადგენდა საპროცესო ვალდებულების დაკისრების წინაპირობას.
2. მომჩივნები მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ კატინის მკვლელობა მოხდა 1940 წელს და წარმოადგენდა მოქმედებას, რომელიც არ ხვდებოდა კონვენციის მიერ მოცულ დროში და რომ სასამართლოს არ ჰქონდა ratione temporis იურისდიქცია განეხილა იგი მე-2 მუხლის არსობრივ ნაწილში. მიუხედავად ამისა, მათი აზრით, სასამართლოს უნდა ჰქონდეს დროითი იურისდიქცია განიხილოს თუ რამდენად დაიცვა რუსეთმა მისი საპროცესო ვალდებულება მე-2 მუხლის მიხედვით, რომელიც განსხვავდება და ავტონომიურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც ეკისრება სახელმწიფოს მაშინაც კი, თუკი გარდაცვალებას ადგილი ჰქონდა რატიფიკაციამდე. მომჩივნებმა მიიჩნიას, რომ ჯეროვანი კავშირი, რომელიც აუცილებელია სასამართლოს დროითი კომპეტენციის დასადგენად უნდა, უწინარესად, ეფუძნებოდეს "საჭიროებას უზრუნველყოფილ იქნას რომ კონვენციის საფუძველში არსებული გარანტიები და ღირებულებები იყოს რეალურად და ეფექტიანად დაცულლი" (მომჩვნებმა მოიხმეს Šilih საქმე, ციტირებული ზემოთ § 163 in fine). გამოთქმმა "კონვენციის საფუძველში არსებული ღირებულებები" სასამართლოს მიერ უკვე მოხმობილია შემთხვევებში როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიზღის მომწოდებელი გამოსვლა, მათ შორის ჰოლოკოსტის აღიარებაზე უარი თუ ომის დანაშაულების გამართლება, იყო კონვენციის ღირებულებებთან შეუსაბამო (აქ ციტირებულია საქმეები Garaudy v. France (dec.), no. 65831/01, ECHR 2003-IX (ამონარიდები); Witzsch v. Germany (dec.), no. 7485/03, 13 დეკემბერი 2005; და Orban and Others v. France, no. 20985/05, § 35, 15 იანვარი 2009). იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სამართლით დანაშაულების რეალური ბუნების აღიარებაზე უარი მიჩნეულ იქნა კონვენციის საფუძველში არსებული ღირებულებების შეუსაბამოდ, იგივე არგუმენტაცია უნდა გავრცელდეს a fortiori თავად იმ მოქმედებებზეც, რომელიც საფრთხეს უქმნის სამართლისა და მშვიდობის არსს, კონვენციის ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორც ეს გაცხადებულია კიდეც მის პრეამბულაში. მომჩივნების მიხედვით, Šilih გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფში ნახსენები საფუძველში არსებული ღირებულებები მიუთითებდა, რომ არსებობდა რიგი ქმედებანი, რომელიც არღვევდა კონვენციის მთლიან სისტემას და რომლის ბუნება, მასშტაბი და სიმძიმეც სასამართლოს უნდა ანიჭებდეს ratione temporis იურისდიქიას განიხილოს სახელმწიფოს ვალდებულება აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ კატინის მკვლელობები დანაშაულს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. წითელი არმიის მიერ დაკავებულ პოლონელ სამხედროებს ჰქონდათ სრული უფლება დაცული ყოფილიყვნენ სამხედრო ტყვის სტატუსის შესაბამისად, მათ შრის ძალადობისა და სისასტიკისაგან, როგორც ეს მოცემულია ჰააგის 1907 წლის IV კონვენიისა და ჟენევის 1929 წლის კონვენციების მიხედვით. პოლონელი სამხედრო ტყვეების მკლელობა 1940 წელს წარმოადგენდა უკანონო ქმედებას, რომელიც არღვევდა ჰააგის 1907 წლის IV კონვენიის 4, 23 (c) და 50 მუხლებსა და ჟენევის კონვენციის 2, 46, 61 და 63 მუხლებს. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ არ იყო არცერთი კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, მას ეკისრებოდა ვალდებულება დაეცვა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის უნივერსალურად სავალდებულო დებულებანი, რომელიც კოდიფიცირებული იყო მოცემულ კონვენციებში. რომ ამგვარი ვალდებულება სამართლებრივად სავალდებულო ხსიათისა გახლდათ სსრკ-სათვის, რაც აშკარად დასტურდებოდა იმ ფაქტით, რომ ნიუმბერგის ტრიბუნალზე საბჭოთა პროკურორები ცდილობდნენ ნაცისტი ლიდერების პოლონელი სამხედრო ტყვეების მკვლელობისათვის ბრალდებას. პოლონელი სამხედრო ტყვეების გაწყვეტა გახლდათ ომის დანაშაული ნიუმბერგის წესდების 6ბ მუხლის მიხედვით და სამოქალაქო პირთა მკვლელობა წარმოადგენდა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ნიუმბერგის წესდების 6გ მუხლის თანახმად. კატინის მკვლელობის კლასიფიკაცია ომის დანაშაულად, როგორც ეს დააწესა ნიუმბერგის ტრიბუნალმა, განხილულ უნდა ყოფილიყო ობიექტურად და არ უნდა ყოფილიყო იმაზე დამოკიდებული თუ რეალურად ვინ ჩაიდინა ეს სისატიკე. მეტიც, სამხედრო ტყვეთა მკვლელობა წარმოადგენდა და განიხილებოდა ომის დანაშაულად საერთაშორისო თანამეგობრობის მიხედვით, ფაქტი, რომელიც ცალსახად დასტურდება მომეტებული სასამართლო პრაქტიკით ომის დანმაშავეთა მიმართ ომისშემდგომი სამართალწარმოებებისას. კატინის მკვლელობა, როგორც საერთაშორისო სამართლის დანაშაული, ჩადენის დროსა და ახლაც წარმოშობს განუყოფელ ვალდებულებას მოხდეს მისი გამოძიება. მომჩივანნი შემდგომ შეეხნენ ორ გარემოებას, რომელიც ამყარებდა სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენციას განეხილა რუსეთის მიერ მე-2 მუხლით დადგენილი საპროცესო ვალდებულების შესრულება. პირველი, ევროპის საბჭო და კონვენცია შეიქმნა ორი ტოტალიტარული რეჟიმის, ნაციზმისა და სტალინიზმის, მიერ ჩადენილი მასშტაბული არამიანური ღირსების წინააღმდეგ დანაშაულებების დემოკრატიულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ალტერნატივად. კატინის მკვლელობა განხორციელდა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ, რომლის მიზნებიცა და ღირებულებებიც რადიკალურად განსხვავდებოდა კონვენციის მიზნებიდან და ღირებულებებიდან. იმისათვის, რომ კონვენცია რეალურად და ეფექტიანად იყოს დაცული, ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან აწარმოონ ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. მეორე, კატინის მკვლელობაზე ეფექტიანაი გამოძიება წარმოადგენდა წინაპირობას მომხდარიყო გარდაცვლილ პირთა, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის "რეაბილიტაცია" და გაზრდილიყო საზოგადოებაში ტოტალიტარული დანაშაულების შესახებ ცნობადობა. მომჩივნები შემდგომ მიიჩნევდნენ, რომ თვით "ახალი გარემოების ტესტის" მიხედვითაც, რომელიც პალატის გადაწყვეტილებაში გამოიკვეთა და განივრცო, სასამართლოს შეუძლია განიხილოს რუსეთის მიერ მე-2 მუხლით დადგენილი საპროცესო ვალდებულების შესრულება იმის დაშვებთ, რომ საჭირო ახალი ელემენტები არ იფარგლებოდა მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებულებით, რომელიც ცნობილი უნდა შექნილიყო რატიფიკაციის შემდეგ პერიოდში, არამედ ასევე მოიცავდა ახალ და საკმარისად მნიშვნელოვან პროცედურულ ფაქტებს. მოცემული ტესტი ასევე უნდა მოიცავდეს შემთხვევებს, სადაც ეროვნული ხელისუფლება თავს იკავებდა ახალი მტკიცებულებების შეგროვებისაგან ან სადაც ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიტანა დასკვნები, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგებოდა წინა დასკვებსა თუ ისტორიულ ფაქტებს. მართალია გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, როგორც ასეთი, არ გახლდათ ახალი გარემოება გამოძიებისათვის, იგი შესაძლოა წარმოადგენდეს კონვენციის მე-2 მუხლისათვის მნიშვნელოვან ახალ საპროცესო განვითარებას. მეტიც, როდესაც საგამოძიებო საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი გასაიდუმლოებულია და იგივე სტატუსი ენიჭება გამოძიების ბოლო გადაწყვეტილებას, არსებობს საკმარისი საფუძველი დავუშვათ, რომ გამოძიებაში უცაბედი და რადიკალური ცვლილება გამოწვეულ იქნა ახალი გარემოებებით. რაც შეეხება საჩივრის არსებით მხარეს მე-2 მუხლის მიხედვით, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული გამოძიება არ აკმაყოფილებდა იმ საბაზისო მოთხოვნებს, რომელიც გამომდინარეობს ხსენებული დებულებიდან. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუდგენია სხვაობა მოკლული პირების რაოდენობას (21,857) და ბევრად უფრო ნაკლებ "გამქრალ" (1,803) პირებს შორის. მათ არ განუხორციელებიათ სრულმასშტაბიანი ამოღების საქმიანობანი დაკრძალვის ყველა ადგილზე. მომჩივნებს უარი ეთქვათ სამართალწარმოებში დაზარალებული მხარის სტატუსზე და გამოძიება ამ მხრივ გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. დაბოლოს, გამოძიება არ იყო მიმართული დამნაშავეების დადგენისა და მათი სასამართლოს წინაშე წარდგენისაკენ. მომჩივნებმა მიუთითეს ორი საბჭოთა მაღალჩინოსნის სახელი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კატინის მკვლელობებში და რომლებიც ჯერ ისევ ცოცხლები იყვნენ 1990 წლებში.
3. პოლონეთის მთავრობა პოლონეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ "სპეციალური-გარემოებების დებულების" ინტერპრეტაცია Šilih გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფის ბოლო წინადადებაში ასევე უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი მოქმედებების სპეციალურ ბუნებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულებს წარმოადგენდა. ამასთანავე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი გარემოებანი: (1) კატინის მკვლელობის გამოძიება შეუძლებელი გახლდათ 1990 წლამდე პოლიტიკური მიზეზების გამო; (2) გამოძიება გაგრძელდა რუსეთის მიერ კონვენციის რატიფიცირებიდან ექვსი წლის განმავლობაში; (3) არსებობს პირთა დიდი წრე, რომელთაც გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი დაადგინონ მკვლელობების ჩადენის გარემოებანი; და (4) ჯერ ისევ არსებობს გამოძიების განხორციელების მრავალი შესაძლებლობა. პოლონეთის მთავრობამ შემდეგ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან 2004 წლამდე რუსეთის ბრალმდებელმა ორგანოებმა, კატინის გამოძიების ფარგლებში, განახორციელეს რამდენიმე საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგადაც მოხდა ახალი მტკიცებულებების აღმოჩენა, რომელსაც შეეძლო "განეახლებინა" მე-2 მუხლით დადგენილი საპროცესო ვალდებულება. ეს უკანასკნელი მოიცავდა შემდეგს: (1) კორესპოდენციის გაცვლა 2002 წელს რუსეთისა და უკრაინის პროკურორებს შორის კატინის დანაშაულის შესახებ; (2) რუსეთის პირად მონაცემთა ბაზების ცენტრებში "უკრაინული კატინის სიაში" არსებულ პოლონეთის მოქალაქეების ბედის შესახებ ინფორმაციის მისაღებად 3,000-ზე მეტი მოთხოვნის გაგზავნა; (4) კატინის მსხვერპლთა ნათესავების მიერ ოთხმოცდაათზე მეტი მოთხოვნის გაგზავნა; (5) კატინის მკვლელობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის ორი საექსპერტო დასკვნის დაკვეთა; და (6) საქმის მასალების კლასიფიკაციების შესახებ გადაწყვეტილება. მე-2 მუხლით წარმოდგენილი საჩივრის არსებით მხარეს რაც შეეხება, პოლონეთის მთავრობა იზიარებდა პოზიციას, რომ კატინის გამოძიება არაეფექტიანი გახლდათ. ერთის მხრივ, რუსეთის პროკურორებმა დაადასტურეს რომ 1940 წელს მომჩვნების ნათესავები მოკლულ იქნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. რუსეთის ხელისუფლებას არ ამოუღია მტკიცებულებანი მომჩვნებისაგან და არც არანაირი ძალისხმევა გაუწევია განეხორციელებინა სამეციდინო-სასამართლო ექსპერტიზა ან გაესაჯაროვებინა დოკუმენტები. მათ არასწორად შეაფასეს მტკიცებულებანი, რომელიც პოლონეთის მხარემ გადასცა მათ და არასწორად დააკვალიფიცირეს კატინის მკვლელობანი როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მომჩივნებს არ მიეცათ უფლება ჩართულიყვნენ გამოძიებაში და არც დაზარალებულის საპროცესო სტატუსი მიენიჭათ. საბოლოოდ, საქმის მასალების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის საიდუმლოს სტატუსის მინიჭებით, რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაიცვა სამართლიანი ბალანსი ტოტალიტარული წარსულის დანაშაულების გამოაშკარავების საჯარო ინტერესსა და ნათესავების გარდაცვალების გარემოებების დადგენის ირგვლივ მომჩივნების კერძო ინტერესს შორის.
4. მესამე მხარეები
(ა) ღია საზოგადოების სამართლის ინიციატივა (Open Society Justice Initiative) ღია საზოგადოების სამართლის ინიციატივამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს, კონვენციისა და ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჰქონდა ვალდებულება გამოეძიებინათ ომის დანაშაულები და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები იმდენად, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იყო. მოცემული ვალდებულება გამომდინარეობდა ხსენებული დანაშაულებებისათვის ხანდაზმულობის ვადის აკრძალვითა და დროით კვალიფიკაციაზე უარის თქმით. მართლაც, ეფექტიანი გამოძიების წარმოება უფრო რთულდება დროის დინებასთან ერთად; თუმცა, არსებული პრაქტიკა ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში, რომელიც იურისდიქციას უქვემდებარებს წარსულ დანაშაულებს, მიუთითებს, რომ წარმატებული დევნა შესაძლებელი იყო ჩადენილი ქმედებების გასვლიდან მრავალი ათწლეულების შემდეგაც. მესამე მხარემ ყურადღება მიაპყრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეებზე Brecknell და Varnava და ადამიანის უფლებების ინტერ-ამერიკული სასამართლოს იურისპრუდენციას საქმეებე Heliodoro Portugal v. Panama (გადაწყვეტილება 12 აგვისტო 2008) და Gomes Lund v. Brazil (გადაწყვეტილება 24 ნოემბერი 2010). მესამე მხარე ამტკიცებდა, რომ ეფექტიანი გამოძიება მეორე მსოფლიო ომის დანაშაულებზე ისევ შესაძლებელი იყო 1998 წლის შემდეგ. მათ მოახდინეს გერმანიის, უნგრეთის, იტალიისა და პოლონეთის მიერ არაერთი ნაცისტური დროის დანაშაულის გამოძიება, რომელიც დასრულდა წარმატებული მსჯავრდებით, მიუხედავად მოპასუხეთა ასაკისა. ამასთანავე, 2012 წელს ბრიტანეთის სასამართლომ დაუშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ რომელიც ეხებოდა 1952 - 1961 წლებში კენიის აჯანყების დროს ჩადენილ სავარაუდო წამებებს. მესამე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ უფლება იცოდე სიმართლე, განხილული ინდივიდუალურ ჭრილში, გულისხმობდა გამოძიების შედეგებზე, ისევე როგორც დაარქივებულ და ღია საგამოძიებო მასალებზე წვდომას. მათი გასაჯაროება გადამწყვეტი იყო დარღვევების პრევენციისათვის, დაუსჯელობასთან ბრძოლასა და კანონის უზენაესობაში საზოგადოების მრწამსის შენარჩუნებისათვის (აქ, მათ მითითება გააკეთეს საქმეზე Kelly and Others v. the United Kingdom, no. 30054/96, § 118, 4 მაისი 2001). ის, სადაც საქმე ეხებოდა სიმართლის ცოდნის უფლებას, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება დასაშვები გახლათ მხოლოდ გამონაკლის გარემოებებში, საპირწონე სახელმწიფო ინტერესის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დამოუკიდებლად განხილვის საფუძველზე და ისიც მხოლოდ შეზღუდული დროით, იმ პირობით, რომ უფრო ნაკლებად შემბოჭველი ალტერნატივები არ არსებობს. მესამე მხარემ წარმოადგინა კვლევა, რომელიც განახორციელა ოთხმოცდაცამეტი სახელმწიფოს ინფორმაციის უფლების კანონმდებლობის ირგვლივ, საიდანაც იკვეთებოდა, რომ მათ შორის ორმოცდაოთხი პირდაპირ ითხოვდა ინფორმაციის გასაჯაროებას, მაშინ, როდესაც ინფორმაციის გამოაშკარავებაზე საჯარო ინტერესი სძალავდა გასაიდუმლოების ინტერესს. წარსული დანაშაულების შესახებ სიმართლის ობიექტური აღდგენა აუცილებელი იყო სახელმწიფოებისათვის რათა ესწავლათ საკუთარ ისტორიაზე დაყრდნობით და მიეღოთ ზომები შემდგომი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად (UNCHR, დაუსჯელობის დამარცხების გზით ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის განახლებული პრინციპები, რეზოლუცია 2005/81, 8 თებერვალი 2005, პრინციპები 2 და 3).
(ბ) ემნესთი ინთერნეშენალი Amnesty International Amnesty International-მა აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიების ვალდებულება ვრცელდებოდა იმ დანაშაულებზეც, რომელიც ჩადენილი იყო კონვენციის შემუშავებასა და ძალაში შესლამდე. სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა და მათ მიმართ არაჯეროვანი მოპყრობა 1939 წელს იკრძალებოდა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით და სახელმწიფოებს ჰქონდათ ვალდებულება გამოეძიებინათ და დაესაჯათ ომის დამნაშავეები 1939 წლამდეც, ხანდაზმულობის ვადის გავრცელების გარეშე (აქ, მათ მიუთითეს საქმეზე Kononov v. Latvia [GC], no. 36376/04, §§ 186 და 232, ECHR 2010 და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეში Velásquez-Rodríguez v. Honduras, 29 ივლისი 1988, § 174, და Gomes Lund v. Brazil, 24 ნოემბერი 2010, § 108). მესამე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ არაერთგზის დაადგინა მოპასუხე ხახელმწიფოს მიერ გამოძიების, მსჯავრდებისა და დასჯის ვალდებულების დარღვევა იმ ქმედებების მიმართ, რომელთაც ადგილი ჰონდათ ადამიანის უფლებების ამერიკული კონვენციის ძალაში შესვლამდე (აქ, მათ მოიხმეს გადაწყვეტილებანი საქმეებზე Gomes Lund და Almonacid Arellano v. Chile, 26 სექტემბერი 2006, § 151). მათ აღნიშნეს, რომ დროის დინება არ ცვლიდა სახელმწიფოს ვალდებულებას ეწარმოებინა გამოძიება და მსხვერპლთათვის უზრუნველეყო შესაფერისი, ეფექტიანი მისაგებელი. მსხვერპლთა უფლება მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომაზე მოიცავდა უფლებას მოგისმინონ და უფლებას სრულ რეპარაციაზე, რომელიც, თავისთავად, მოიცავდა შემდეგ ელემენტებს: რესტიტუცია, კომპენსაცია, რეაბილიტაცია, სატისფაქცია და განუმეორებლობის გარანტიები (მითითება გაკეთდა ინტერ-ამერიკული სასამართლოს დასკვნაზე საქმეში Gomes Lund, §§ 261-262, 277 და 297). დაბოლოს, მესამე მხარემ აღნიშნა, ისევ Gomes Lund, (§§ 241-242) გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომ ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენდა ოჯახის წევრების უფლებაზე მიიღონ ადამიანური მოპყრობა.
(გ) მემორიალი (მოსკოვი), ეჰრაკი (ლონდონი) და გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელი Transitional Justice Network (ესექსი) სამმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სისტემა და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი შეიცავდა ომის დანაშაულების გამოძიებისა და გასამართლების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავდა დარღვევების შესახებ ზუსტი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებას დაზარალებულთათვის, მათი ოჯახებისათვის, ფართო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ოჯახების უფლება იცოდნენ მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული თუ გარდაცვლილი ოჯახის წევრის ბედის შესახებ წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით განმტკიცებული გამოძიების ვალდებულების განუყოფელ კომპენენტს (აქ მოხდა საერთაშორისო ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართლის 117-ე წესის, წიგნი I, საერთაშორისო სამართლის კვლევა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, 2005, და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს პრაქტიკის მოხმობა). მათ შემდგომ წარმოადგინეს საერთაშორისო დანაშაულების ჩადენის პასუხად შექმნილი სიმართლის კომისიებისა თუ სხვა მსგავსი საგამოძიებო ორგანოების სხვადასხვა სახელმწიფოს პრაქტიკის მიმოხილვა, მათ შორის დეტალური ინფორმაცია ხსენებული კომისიების მანდატისა და ფუნქციების შესახებ.
გ. სასამართლოს შეფასება მთავრობამ წამოაყენა პირველადი პრეტენზია სასამართლოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილით მომჩივნების სარჩელის განხილვისას ratione temporis იურისდიქციის არსებობასთან მიმართებაში. შესაბამისად, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს თუ რამდენად მისაღებია ხსენებული პრეტენზია.ზოგადი პრინციპები სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის დებულებანი არ ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეს იმ მოქმედებსა თუ ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ან ნებისმიერ ვითარებაზე, რომლის არსებობაც დასრულდა კონვენცის მოცემული სახელმწიფოსათვის ძალაში შესვლის თარიღამდე („ათვლის თარიღი“). ხსენებული წარმოადგენს სასამართლოს პრაქტიკის დამკვიდრებულ პრინციპს, რომელიც გამომდინარეობს 1969 წლის 23 მაისის სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის 28-ე მუხლიდან (იხ.Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 და 16073/90, § 130, ECHR 2009; Šilih v. Slovenia [GC], no. 71463/01, § 140, 9 აპრილი 2009; და Blečić v. Croatia [GC], no. 59532/00, § 70, ECHR 2006‑III). თუკი კონვენციის სავარაუდოდ დამრღვევი მოქმედება, უმოქმედობა თუ გადაწყვეტილება განხორციელდა მის ძალაში შესვლამდე, მაგრამ მის საპასუხოდ სამართალწარმოება მისაგებლის მისაღებად დაიწყო ან გრძელდება მისი ძალაში შესვლის შემდეგ, მოცემული სამართალწარმოება ვერ ჩაითვლება სავარაუდო დარღვევის შემადგენელ ნაწილად და არ მოხვდება სასამართლოს დროით იურისდიქციაში (იხ.Varnava and Others, § 130, და Blečić, §§ 77-79, ციტირებული ზემოთ). მაშინ როდესაც ზოგადი წესია, რომ ათვლის თარიღიდან მოყოლებული სახელმწიფოს ყველა მოქმედება და უმოქმედობა უნდა შეესაბამებოდეს კონვენციას, კონვენცია კონკრეტულ ვალდებულებებს არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უზრუნველყონ მისაგებელი იმ დარღვევებისა თუ ზიანისათვის, რომელიც დადგენილ იქნა მოცემულ თარიღამდე (იხ. Kopecký v. Slovakia [GC], no. 44912/98, § 38, ECHR 2004‑IX). შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგეს სასამართლოს დროითი იურისდიქცია აუცილებელია დადგინდეს, ყოველ კონკრეტულ საქმეში, თუ როდის ჰქონდა არდილი სავარაუდო ჩარევას. ამისათვის, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მომჩივნის მიერ გასაჩივრებული ფაქტები, ისე კონვენციით დაცული და სავარაუდოდ დარღვეული უფლების მასშტაბი (იხ.Varnava and Others, § 131, და Blečić, §§ 72 და 81-82, ორივე ციტირებული ზემოთ). სასამართლოს არაერთგზის განუხილავს საქმეები, სადაც მე-2 და მე-3 მუხლების არსებით ნაწილთან დაკავშირებული ფაქტები მოხდა სასამართლოს დროითი კომპეტენციის მიღმა პერიოდში, ხოლო მასთან დაკავშირებული საპროცესო ასპექტი , კერძოდ კი შესაბამისი სამართალწარმოება, ნაწილობრივ მაინც განხორციელდა სასამართლოს დროითი კომპეტენციის დადგომის შემდეგ (სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვისათვის იხილეთ Šilih, §§ 148-152, ციტირებული ზემოთ). სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-2 მუხლით ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულება განვითარდა როგორც დამოუკიდებელი და ავტონომიური ვალდებულება. მართალია იგი გამოწვეულია მე-2 მუხლის არსობრივი ნაწილის მომცველი ფაქტებით, მაგრამ იგი შესაძლებელია განმხოლოებული იყოს მე-2 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან და მის მიხედვით სახელმწიფოს შესაძლოა ვალდებულება დაეკისროს მაშინაც, როდესაც გარდაცვალებას ადგილი ჰქონდა ათვლის თარიღამდე (იხ.Varnava and Others, § 138, და Šilih, § 159, ორივე ციტირებული ზემოთ). თუმცა, სამართლებრივი სიცხადის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს დროითი იურისდიქცია მე-2 მუხლიდან გამომდინარე საპროცესო ვალდებულების შესრულების ნაწილში იმ გარდაცვალებებთან მიმართებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ათვლის თარიღამდე, არ არის უსასრულოდ ღია (იხ. Šilih, § 161, ციტირებული ზემოთ). Šilih გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა მისი დროითი იურისდიქციის ლიმიტები:
„162. პირველი, ნათელია, რომ როდესაც გარდაცვალებას ადგილი აქვს ათვლის თარიღამდე მხოლოდ საპროცესო მოქმედებანი ან/და უმოქმედობანი, რომელიც განხორციელდა მოცემულ თარიღამდე ხვდება სასამართლოს დროით იურისდიქციაში.
163. მეორე, მე-2 მუხლით დაკისრებული საპროცესო ვალდებულებისათვის, გარდაცვალებასა და კონვენციის მოცემული სახელმწიფოსათვის ძალაში შესვლას შორის უნდა არსებობდეს ჯეროვანი კავშირი.
შესაბამისად, მოცემული დებულებით მოთხოვნილი საპროცესო მოქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილი - რომელიც მოიცავს არამარტო კონკრეტული პირის გარდაცვალების ეფექტიან გამოძიებას, არამედ შესაბამის სამართალწარმოებასაც გარდაცვალების მიზნის განსასაზღვრად და პასუხისმგებელთა დადგენას - უნდა განხორციელებულიყო ან მომავალში უნდა განხორციელდეს ათვლის თარიღის შემდეგ.
თუმცა, სასამართლო არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში კავშირი შესაძლოა ასევე დაეფუძნოს გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებასა და კონვენციის საფუძველში არსებული ღირებულებების რეალურ და ეფექტიან დაცვას.“ Varnava გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა მნიშვნელოვანი სხვაობა საეჭვო გარდაცვალების გამოძიების ვალდებულებასა და საეჭვო გაუჩინარების გამოძიების ვალდებულებას შორის:
„148. ...გაუჩინარება იყო განსხვავებული ფენომენი, რომელიც ხასიათდება მიმდინარე გაურკვეველი და უპასუხისმგებლო სიტუაციით, სადაც არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ან განზრახ დამალვა ან ცნობიერების შელახვა იმის შესახებ თუ რა მოხდა... მოცემული სიტუაცია ხშირაც იწელება დროში, რითაც კიდევ უფრო აზიანებს მსხვერპლთა ნათესავებს. შესაბამისად, რთულია ითქვას, რომ გაუჩინარება არის, უბრალოდ “მეყსიერი” მოქმედება ან ღონისძიება; დამატებითი განმასხვავებელი ელემენტები, იმასთან დაკავშირებით რომ ეცნობებინათ გაუჩინარებული ადამიანის ადგილსამყოფელი, იწვევს განგრძობად მდგომარეობას. შესაბამისად, საპროცესო ვალდებულება გაგრძელდება მანამდე, სანამ გაუჩინარებული პირის ბედი არ დადგინდება; სათანადო გამოძიების ვალდებულების განგრძობადი შეუსრულებლობა კი განგრძობად დარღვევად ჩაითვლება ... იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარდაცვალება, მთლიანობაში, იგულისხმება კიდეც.“ სასამართლომ შემდგომ ხაზი გაუსვა, რომ გარდაცვალებისა და საგამოძიებო მოქმედებების სიახლოვე კონვენციის მოცემული ქვეყნისათვის ძალაში შესვლასთან - როგორც ეს აღინიშნა Šilih გადაწყვეტილებაში - გამოიყენება მხოლოდ მკვლელობებისა და საეჭვო გარდაცვალებების კონტექსტში, იქ, სადაც მთავარი ფაქტობრივი გარემოება, მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობა, დადასტურებულად არის ცნობილი, მაშინაც კი, თუკი ზუსტი მიზეზი ან მასზე პასუხისმგებელი პირი არ არის დადგენილი. ასეთ შემთხვევებში პროცედურული ვალდებულება არ არის განგრძობითი ხასიათის (იხ. Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 149).უახლესი სასამართლო პრაქტიკა Šilih გადაწყვეტილების შემდეგ, კონვენციის მე-2 მუხლისათვის სასამართლოს დროითი იურისდიქციის მარეგულირებელი პრინციპები პირის გარდაცვალებისას გამოძიების „განმხოლოებად“ ვალდებულებასთან მიმართებაში გამოყენებულ იქნა მრავალ საქმეში. ყველაზე დიდი ჯგუფი მსგავსი საქმეებისა წარმოდგენილი გახლდათ რუმინეთის წინააღმდეგ და ეხებოდა 1989 წელს რუმინეთის რევოლუციის დროს პროტესტანტების გარდაცვალებაში სავარაუდო არაეფექტიან გამოძიებას. მოცემულ საქმეებში სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია მოცემულ ფაქტებზე, იმის გამო, რომ რუმინეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლის დროს პროკურატურის წინაშე ჯერ ისევ მიმდინარეობდა სამართალწარმოება (იხ. Association “21 December 1989” და Others v. Romania, nos. 33810/07 და 18817/08, 24 მაისი 2011; Pastor and Ţiclete v. Romania, nos. 30911/06 და 40967/06, 19 აპრილი 2011; Lăpuşan and Others v. Romania, nos. 29007/06, 30552/06, 31323/06, 31920/06, 34485/06, 38960/06, 38996/06, 39027/06 და 39067/06, 8 მარტი 2011; Şandru and Others v. Romania, no. 22465/03, 8 დეკემბერი 2009; და Agache and Others v. Romania, no. 2712/02, 20 ოქტომბერი 2009). მსგავსი დასკვნები იქნა მიღებული ორ შემდგომ საქმეში, რომელიც ეხებოდა 1990 წლის ივნისში განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებს (იხ. Mocanu and Others v. Romania, nos. 10865/09, 45886/07 და 32431/08, 13 ნოემბერი 2012) და 1991 სექტემბერში (იხ. Crăiniceanu and Frumuşanu v. Romania, no. 12442/04, 24 აპრილი 2012). განსხვავებით საქმე Tuna v. Turkey საქმისაგან, რომელიც ეფუძნებოდა პოლიციაში გარდაცვალების ფაქტს და რომელსაც ადგილი ჰქონდა თურქეთის მიერ ინდივიდუალური გასაჩივრების უფლების აღიარებამდე შვიდი წლით ადრე (იხ.Tuna v. Turkey, no. 22339/03, §§ 57-63, 19 იანვარი 2010), სხვა შემდგომ უახლეს საქმეებში, გარდაცვალება არ გამომდინარეობდა სახელმწიფო აგენტების მიერ ჩადენილი ქმედებისაგან, წინ უსწრებდა კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს ერთიდან ოთხ წლამდე პერიოდით, სადაც სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ეტაპები განხორციელდა ძალაში შესვლის შემდეგ (იხ. Kudra v. Croatia, no. 13904/07, §§ 110-112, 18 დეკემბერი 2012: ოთხი წელი, შემთხვევეითი გარდაცვალება კერძო კომპანიის დაუდევრობის გამო; Igor Shevchenko v. Ukraine, no. 22737/04, §§ 45-48, 12 იანვარი 2012: სამი წელი, საგზაო შემთხვევა; Bajić v. Croatia, no. 41108/10, § 62, 13 ნოემბერი 2012: ოთხი წელი, სამედიცინო დაუდევრობა; Dimovi v. Bulgaria, no. 52744/07, §§ 36-45, 6 ნოემბერი 2012: სამი წელი, გარდაცვალება ხანძრის შედეგად; Velcea and Mazăre v. Romania, no. 64301/01, §§ 85-88, 1 დეკემბერი 2009: ერთი წელი, ოჯახური დავა; Trufin v. Romania, no. 3990/04, §§ 32-34, 20 ოქტომბერი 2009: ორი წელი, მკვლელობა; და Lyubov Efimenko v. Ukraine, no. 75726/01, § 65, 25 ნოემბერი 2010: ოთხი წელი, ყაჩაღობა და მკვლელობა). ორ საქმეში ის ფაქტი, რომ მომჩივნების ნათესავები მოკლეს აჯანყებულებმა თუ თუ შეიარაღებულმა ფორმირებებმა ათვლის თარიღამდე შვიდი და ექვსი წლით ადრე არ განხილულა სასამართლოს მიერ მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილით საქმის განხილვის წინაღობად (იხ. Paçacı and Others v. Turkey, no. 3064/07, §§ 64-66, 8 ნოემბერი 2011, და Jularić v. Croatia, no. 20106/06, §§ 38 და 45-46, 20 იანვარი 2011). არც ცამტწლიანი პერიოდი, რომელიც მომჩივნის ვაჟის შეკამათების შედეგად გარდაცვალებასა და კონვენციის სერბეთისათვის ძალაში შესვლას აშორებდა არ განხილულა იმ საპროცესო მოქმედების მნიშვნელობის გადამწონად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ათვლის თარიღის შემდეგ (იხ.Mladenović v. Serbia, no. 1099/08, §§ 38-40, 22 მაისი 2012). სასამართლომ ასევე განიხილა რამდენიმე საქმე, სადაც მომჩივანი აცხადებდა, რომ დაექვემდებარა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე. სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია განეხილა მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება - ძალაში შესვლის შემდგომი პერიოდის - მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის მიხედვით, განეხორციელებინა ეფექტიანი გამოძიება პოლიციის მიერ ჩადენილ სისასტიკეში (იხ.Yatsenko v. Ukraine, no. 75345/01, § 40, 16 თებერვალი 2012, და Stanimirović v. Serbia, no. 26088/06, §§ 28-29, 18 ოქტომბერი 2011), გაუპატიურება (იხ. P.M. v. Bulgaria, no. 49669/07, § 58, 24 იანვარი 2012) და კერძო პირის მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა (იხ. Otašević v. Serbia, no. 32198/07, 5 თებერვალი 2013).შილიჰის საქმის (Šilih) კრიტერიუმების დაზუსტება მიუხედავად მუდმივად მზარდი რაოდენობა საქმეებისა, სადაც სასამართლომ დაადგინა მისი ratione temporis იურისდიქცია შილიჰ საქმეში მიღებული კრიტერიუმების საფუძველზე, მათი პრაქტიკაში გამოყენება, ხანდახან, იწვევს გარკვეულ უზუსტობას, რომლის შემდგომი განმარტებაც სასამართლოს სასურველად მიაჩნია. შილიჰის საქმის გადაწყვეტილების 162-ე და 163-ე პარაგრაფებში მოცემული კრიტერიუმები (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფში 133) შესაძლებელია შემდეგგვარად შეჯამდეს. პირველი, როდესაც გარდაცვალება დგება ათვლის თარიღამდე სასამართლოს დროითი იურისდიქცია გავრცელდება მხოლოდ იმ საპროცესო მოქმედებებსა თუ უმოქმედობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძალაში შესვლის შემდეგ. მეორე, პროცედურული ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს „ჯეროვანი კავშირი“ გარდაცვალებას, როგორც გამომწვევ მოვლენასა და კონვენციის ძალაში შესვლას შორის. მესამე, კავშირი, რომელიც არ არის „ჯეროვანი“ შესაძლებელია მაინც საკმარისი იყოს სასამართლოს იურისდიქციის დასადგენად თუკი იგი აუცილებელია იმისათვის, რომ კონვენციის გარანტიები და საფუძველში არსებული ღირებულებანი რეალურად და ეფექტიანად იყოს დაცული. სასამართლო ყოველ ამ ელემენტს განიხილავს.
(ა) ძალაში შესვლის შემდგომი საპროცესო მოქმედებანი და უმოქმედობანი სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მე-2 მუხლით დადგენილი გამოძიების საპროცესო ვალდებულება არ წარმოადგენს მისაგებლის პროცედურას სიცოცხლის უფლების იმ სავარაუდო დარღვევის პასუხად, რომელიც დადგა ათვლის თარიღამდე პერიოდში. საპროცესო ვალდებულებას აქვს გამოყენების მისეული განსხვავებული მასშტაბი და მოქმედებს მე-2 მუხლის არსებითი ნაწილისაგან დამოუკიდებლად (იხ.Varnava and Others, § 136, და Šilih, § 159, ორივე ციტირებული ზემოთ). შესაბამისად, სასამართლოს დროითი იურისდიქცია ვრცელდება იმ საპროცესო მოქმედებებსა და უმოქმედობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ან შესაძლოა ჰქონოდა კონვენციის მოპასუხე მთავრობისათვის ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლო შემდეგ აღნიშნავს, რომ „საპროცესო მოქმედებებში“ იგულისხმება მე-2 ან, საქმის მიხედვით, მე-3 მუხლით მოცული საპროცესო ვალდებულება, კერძოდ მოქმედებანი რომელიც ხორციელდება სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში, და რომელთა შედეგადაც შესაძლებელია პასუხისმგებელი პირების დადგენა და დასჯა ან დაზარალებული მხარისათვის კომეპნსაციის მიკუთვნება (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 131, ECHR 2000‑IV, და McCann and Others v. the United Kingdom, 27 სექტემბერი 1995, § 161, Series A no. 324). მოცემული განმარტება გამორიცხავს სხვა ტიპის ძიებებს, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვა მიზნებისათვის, მაგალითად, ისტორიული სიმართლის დასადგენად. ხსენებული „უმოქმედობა“ ეხება ვითარებას, სადაც არ განხორიცელებულა გამოძიება ან სადაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო საპროცესო მოქმედებებეს და სადაც უნდა განხორციელებულიყო ეფექტიანი გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელისუფლების ამგვარი ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას გამოაშკარავებული და გონივრული, სარწმუნო ბრალდების, მტკიცებულების ნაწილის ან იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც რელევანტურია პასუხისმგებელ პირთა დასადგენად და შედეგად მათ გასასამართლებლად ან დასაჯელად (იხ. Gutiérrez Dorado and Dorado Ortiz v. Spain (dec.), no. 30141/09, §§ 39-41, 27 მარტი 2012; Çakir and Others v. Cyprus (dec.), no. 7864/06, 29 აპრილი 2010; და Brecknell v. the United Kingdom, no. 32457/04, §§ 66‑72, 27 ნოემბერი 2007). კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, თუკი ხსენებული გარემოება საკმარისად საფუძვლიანია და წარმოშობს საქმის წარმოების განახლების საჭიროებას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, შეასრულა მე-2 მუხლით ნაკისრი საპროცესო ვალდებულება. თუმცა, თუკი გამომწვევი ფაქტი ხვდება სასამართლოს ratione temporis იურისდიქციის მიღმა, ახალი გარემოებების აღმოჩენა ათვლის თარიღის შემდეგ, შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქნეს გამოძიების ახალი ვალდებულების საფუძველი, თუკი დაკმაყოფილებულია ზემოთგანხილული „ჯეროვანი კავშირის“ ან „კონვენციის ღირებულებების“ ტესტი.
(ბ) „ჯეროვანი კავშირის“ ტესტი „შილიჰ“ გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფის პირველი წინადადება მიუთითებს, რომ „ჯეროვანი კავშირი“ გამომწვევ მოვლენასა და კონვენციის მოპასუხე სახელმწიფოსათვის ძალაში შესვლას შორის გახლავთ sine qua non პირობა იმისათვის, რომ კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი საპროცესო ვალდებულება მოქმედებაში მოვიდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროითი ფაქტორი წარმოადგენს კავშირის „ჯეროვანების“ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორს. იგი აღნიშნავს, როგორც ეს აქამდეც დაადგინა პალატის გადაწყვეტილებაში, რომ განვლილი დრო გამომწვევ მოვლენასა და ათვლის თარიღს შორის უნდა იყოს გონივრულად მოკლე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს „ჯეროვანი კავშირის“ სტანდარტი. მართალია არ არსებობს აშკარა სამართლებრივი კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება მოცემული პერიოდის ხანგრძლივობის აბსოლუტური შეზღუდვა, იგი მაინც არ უნდა აჭარბებდეს ათ წელს (იხ. ანალოგიით, Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 166, და Er and Others v. Turkey, no. 23016/04, §§ 59-60, ECHR 2012 (ამონარიდები)). გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია გამართლებულ იქნას ვადის ამ პერიოდის მიღმა გავრცელება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს „კონვენციის ღირებულებების“ ტესტით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება. გამომწვევ მოვლენასა და ათვლის თარიღს შორის ვადის ხანგრძლივობა თავისთავად არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს იმის დასადგენად თუ რამდენად არსებობდა მათ შორის „ჯეროვანი“ კავშირი. შილიჰის გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფის მეორე წინადადების მიხედვით, კავშირი დადგინდება თუკი გარდაცვალებაში გამოიების უმეტესობა განხორციელდა ან უნდა განხორციელებულიყო კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. მოცემული მოიცავს საპროცესო მოქმედებების გატარებას გარდაცვალების მიზეზის დასადგენადა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად, ისევე როგორც გამოძიებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საპროცესო მოქმედებების გატარებას. მოცემული ხედვა გამომდინარეობს პრინციპისაგან, რომლის მიხედვითაც სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ იმ საპროცესო მოქმედებებსა თუ უმოქმედობაზე, რომელიც განხორციელდა ძალაში შესვლის შემდეგ. თუკი, საპროცესო მოქმედებებსა თუ ყველაზე მნიშვნელოვან საპროცესო ნაბიჯებს ადგილი ჰქონდა კონვენციის ძალაში შესვლამდე, ამით შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს სასამართლოს უფლებაა შეაფასოს თუ რამდენად იყო გამოძიება ეფექტიანი კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი საპროცესო მოთხოვნების მიხედვით. ზემოთმოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ „ჯეროვანი კავშირის“ დასადგენად ორივე კრიტერიუმი უნდა იყოს დაკმაყოფილებული: დრო გამომწვევ მოვლენასა და კონვენციის ძალაში შესვლას შორის უნდა იყოს გონივრულად მცირე და გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული უნდა იყოს ან უნდა განხორციელებულიყო, კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.
(გ) „კონვენციის ღირებულებების“ ტესტი სასამართლო ეთანხმება, რომ შესაძლებელია არსებობდეს განსაკუთრებული ვითარებანი, რომელებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთგანხილულ „ჯეროვანი კავშირის“ ტესტს, მაგრამ რომელთა შემთხვევაშიც კონვენციის საფუძველში არსებული გარანტიებისა და ღირებულებების რეალური და ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს საკმარის საფუძველს კავშირის არსებობის დადგენად. შილიჰის გადაწყვეტილების 163-ე პარაგრაფის ბოლო წინადადება არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, რომელიც წარმოდგენს „ჯეროვანი კავშირის“ ტესტისაგან გამონაკლისს. ზემოთგანხილულ ყველა საქმეში სასამართლომ აღიარა „ჯეროვანი კავშირის“ არსებობა, რადგან განვლილი დრო გარდაცვალებასა და ათვლის თარიღს შორის გონივრულად მოკლე იყო და საგამოძიებო მოქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილიც მოცემული თარიღის შემდეგ იყო განხორციელებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმე იქნება პირველი, რომელიც ხსენებულ გამონაკლის კატეგორიაში გავა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განმარტოს „კონვენციური ღირებულებების“ ტესტის გამოყენების კრიტერიუმები. პალატის მსგავსად, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ კონვენციის საფუძველში არსებულ ღირებულებებზე მითითება გულისხმობს, რომ საჭირო კავშირი შესაძლოა დადგენილ იქნას თუკი გამომწვევი მოვლენა ჩვეულებრივ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე დიდი მასშტაბისაა და უტოლდება კონვენციის საფუძვლების სრულ უარყოფას. ასეთ შემთხვევას წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სერიოზული დანაშაულები, მაგალითად, ომის დანაშაულები, გენოციდი თუ ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული, საერთაშორისო ინსტრუმენტებში მოცემული შესაბამისი განმარტების მიხედვით. ამგვარი დანაშაულების სასტიკმა ბუნებამ და სიმძიმემ უბიძგა ხელშემკვრელ მხარეებს ხელი მოეწერათ ომის დანაშაულებსა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებისადმი ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობის შესახებ კონვენციაზე და დათანხმებოდნენ მათ ხელშეუვალობასა და მათ მიმართ ხანდაზმულობის ვადის დაუშვებლობაზე ეროვნული სამართლის მიხედვით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნეს, რომ „კონვენციის ღირებულებების“ დებულება არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმ მოვლენების მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1950 წლის 4 ნოემბრამდე, რადგან მხოლოდ ამ თარიღის შემდეგ არსებობს კონვენცია, როგორც საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ხელშემკვრელი მხარე ვერ იქნება კონვენციით პასუხისმგებელი თვით საერთაშორისო სამართლის ყველაზე სერიოზული დანაშაულების გამოუძიებლობისათვის, თუკი ისინი ჩადენილ იქნა კონვენციამდე პერიოდში. მართალია სასამართლო სათუთად უდგება არგუმენტს, რომ დღესაც კი რიგმა სახელმწიფოებმა წარმატებით გაასამართლეს მეორე მსოფლიო ომში ომის დანაშაულების ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები, იგი ხაზს უსვამს ფუნდამენტურ განსხვავებას საერთაშორისო სამართლით სერიოზული დანაშაულებისათვის ინდივიდის გასამართლების საშუალებასა და კონვენციით განსზღვრულ ამგვარ ვალდებულებას შორის.ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში მოცემული საქმის უდავო ფაქტების მოხმობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების ნათესავები იყვნენ პოლონეთის არმიის მსახურნი, რომლებიც დააკავეს 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთის ტერიტორიის საბჭოთა ძალების მიერ დაპყრობისას. შემდგომი თვეების განმავლობაში ისინი დაპატიმრებულნი იყვნენ „ნკვდ“ ბანაკებში სსრკ დასავლეთ ნაწილში, კოზელსკში, ოსტაშკოვსა და სტარობელსკში. 1940 წლის 5 მარტს, „ნკვდ“ ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრებმა დაამტკიცეს პოლონელი სამხედრო ტყვეების სასამართლოსგარეშე სიკვდილით დასჯა, რაც განხორციელდა კიდეც „ნკვდ“ ოფიცრების მიერ. პატიმრები მოკლეს და დამარხეს მასობრივ სამარხებში სხვადასხვა დროს 1940 წლის აპრილსა და მაისში. სიკვდილით დასასჯელ პატიმართა სია შედგა „ნკვდ“ „გასაგზავნი სიების“ საფუძველზე, სადაც, სხვა მრავალთა შორის, მოხსენიებული იყვნენ მომჩივანთა ოჯახის წევრებიც. სამი მომჩივნის ოჯახის წევრი ინდეტიფიცირებულ იქნა 1943 წლის ეგსჰუმაციების დროს; სხვათა ნეშტი არ არის ნაპოვნი ან იდენტიფიცირებული. სასამართლო იმეორებს, რომ მას არაერთხელ განუხორციელებია ფაქტების დადგენა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის გარდაცვლილად მიჩნევისას. ზოგადად, მოცემული ფაქტის დადგენა წარმოადგენს პასუხს მოპასუხე მთავრობის პოზიციაზე, რომ პირი ჯერ ისევ ცოცხალია ან რომ არ არის თვალსაჩინო სახელმწიფო აგენტების ხელით მისი გარდაცვალება. გარდაცვალების ამგვარი დაშვება არ არის ავტომატური და მხოლოდ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად მიიღება, სადაც პირის ბოლოჯერ ცოცხლად ნახვასა თუ მისგან შეყტობინების მიღებიდან გასული დრო მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს (იხ.Aslakhanova and Others v. Russia, nos. 2944/06, 8300/07, 50184/07, 332/08 და 42509/10, § 100, 18 დეკემბერი 2012; Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 143; და Vagapova and Zubirayev v. Russia, no. 21080/05, §§ 85-86, 26 თებერვალი 2009). სასამართლო გარდაცვალების დაშვებას მაშინაც ეწევა, როდესაც არ არსებობს ხელშესახები ინფორმაცია გაუჩინარებული პირების შესახებ ოთხწელიწად ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში (იხ. Imakayeva v. Russia, no. 7615/02, § 155, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები)) ათ წელზე მეტიs (იხ. Aslakhanova and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 103-115). უდავოა - რასაც ადასტურებს „ნკვდ“ „გაგზავნის სიები“, რომელიც წარმოდგენილია დოკუმენტურ მტკიცებულებად - რომ 1939 წლის ბოლოსა და 1940 წლის დასაწყისში მომჩივნების ოჯახის წევრები პატიმრობაში იმყოფებოდნენ საბჭოთა ტერიტორიაზე, საბჭოთა ხელისუფლების სრული და ექსკლუზიური კო ნტროლის ქვეშ. პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ „ნკვდ“ ბანაკებში მყოფი ყველა პოლონელი სამხედრო ტყვე, გამონაკლისის გარეშე, უნდა დაქვემებარებოდა სასამართლოსგარეშე სიკვდილის დასჯას, რაც გამხორციელდა კიდეც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ მომდევნო თვეებში. პოლონეთის უნიფორმებიანი გვამების მასიური სამარხები აღმოჩენილ იქნა კატინის ტყეში 1943 წელს, ტერიტორის გერმანელების იურისდიქციაში გადასვლის შემდეგ. 1959 წელს „კგბ“-ს, „ნკვდ“-ს მემკვიდრის, უფროსის მიერ დაწერილი წერილი აღნიშნავდა, რომ მთლიანობაში ოცდაერთი ათასზე მეტი პოლონელი სამხედრო ტყვე იქნა მოკლული „ნკვდ“ ოფიცრების მიერ. ოჯახებმა პატიმრებისაგან კორესპოდენციის მიღება შეწყვიტეს 1940 წელს და მას შემდეგ, აქ უკვე სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აღარაფერი მიუღიათ. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნების ოჯახის წევრები, რომლებიც 1939 წელს დააპატიმრეს უნდა ჩაითვალონ 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოკლულად. რუსეთის ფედერაციამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1998 წლის 5 მაისს, ანუ, მომჩივნების ნათესავების სიკვდილით დასჯიდან ორმოცდათვრამეტი წლის შემდეგ. დიდი პალატა იზიარებს პალატის დასკვნას მასზედ, რომ გარდაცვალებასა და ათვლის თარიღს შორის დრო არის არამარტო მრავალგზის იმაზე ხანგრძლივი რომელმაც გამოიწვია კონვენციის მე-2 მუხლით ყველა სხვა წინარე საქმეში საპროცესო ვალდებულების დადგომა, არამედ ასევე ზოგადად ძალიან გრძელია ჯეროვანი კავშირის დასადგენად მომჩივნების ნათესავების გარდაცვალებასა და რუსეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლას შორის. გამოძიება მასობრივი დაკრძალვის ადგილის წარმოშობის დასადგენად დაიწყო 1990 წელს და ოფიციალურად დასრულდა 2004 წლის სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა აცხადებდა, რომ სამართალწარმოების პირველადი გადაწყვეტილება უკანონო იყო, მოცემულ სამართალწაროებას, თეორიულ დონეზე მაინც, შეეძლო მოეხდინა იდენტიფიკაცია და დაესაჯა პასუხისმგებელი პირები. შესაბამისად, იგი ხვდებოდა „საპროცესო მოქმედებებსა და უმოქმედობაში“ კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებში. 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა და შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ მოხდა მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებების განხორციელება.მოხდა გვამების ამოღება მასობრივი დაკრძალვის ადგილიდან ხარკოვში, მედნოესა და კატინში 1991 წელს და გამომძიებლებმა დაუკვეთეს სამეციდინო-სასამართლო კვლევა და დაგეგმეს ინტერვიუები მკვლელობის პოტენციურ თვითმხილველებთან. ოფიციალური ვიზიტები და საკოორდინაციო შეხვედრები შედგა რუსეთის, პოლონეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ორგანოებს შორის. თუმცა, ყველა ეს მოქმედება განხორციელდა ათვლის თარიღამდე პერიოდში. რაც შეეხება ძალაში შესვლის შემდგომ მოვლენებს, შეუძლებელია საქმის მასალებითა და მხარეთა არგუმენტებით დადგინდეს თუ რამდენად განხორციელდა რეალური საგამოძიებო მოქმედებანი 1998 წლის 5 მაისის შემდეგ. სასამრთლო ვერ იზიარებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებული დასკვნებიდან გადახვევა ან გადაწყვეტილება საგამოძიებო მასალების კლასიფიკაციის შესახებ შესაძლოა წარმოადგენდეს „საპროცესო მოქმედებების მნიშვნელოვან ნაწილს“, რომელიც საჭიროა „ჯეროვანი კავშირის“ დასადგენად კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. ათვლის თარიღის შემდეგ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი ახალი მტკიცებულება ან არსებითი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ არც „ჯეროვანი კავშირის“ არსებობის კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული. საბოლოოდ, გასარკვევი რჩება თუ რამდენად გამონაკლის გარემოებებს ჰქონდათ ადგილი მოცემულ საქმეში, რათა მოხდეს „ჯეროვანი კავშირის“ მოთხოვნიდან გადახვევა კონვენციის ღირებულებების სტანდარტის გამოყენებით. როგორც სასამართლომ დაადგინა, მოვლენებს, რომელთაც შესაძლოა გამოეწვიათ გამოძიების ვალდებულება მე-2 მუხლით, ადგილი ჰქონდა 1940 წელს, ანუ კონვენციის შექმნამდე ათ წელზე მეტი ხნით ადრე. სასამართლო შესაბამისად იზიარებს პალატის დასკვნას, რომ არ არსებობს არანაირი ელემენტი, რომელიც ხიდად გაედებოდა შორეულ წარსულსა და ახლანდელ ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდს. ყოველივე ზემოთმოცემულის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მთავრობის პრეტენზიას ratione temporis იურისდიქციის შესახებ და ასკვნის, რომ მას არ გააჩნია კომპეტენცია განიხილოს საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე.
III. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ისტორიული ფაქტების განგრძობადად უარყოფა და ინფორმაციის დაფარგა მათი ნათესავების ბედის შესახებ, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მოთხოვნაზე ინდიფერენტული და ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებთან ერთიანობაში, წარმოადგენდა არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. მოცემული მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“
ა. პალატის გადაწყვეტილება პალატამ მომჩივნები ორ ჯგუფად დაყო იმის მიხედვით, თუ რამდენად მჭიდრო იყო ნათესაური კავშირები კატინის მკვლელობის მსხვერპლებთან. მან გაიზიარა, რომ არსებობდა „ძლიერი ოჯახური კავშირი“ ქვრივსა და ცხრა ბავშვს შორის, რომლებიც 1940 წლამდე დაიბადნენ, და რომ ამ ჯგუფს შეეძლო მოეთხოვა მსხვერპლის სტატუსი მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფარგლებში. მეორეს მხრივ, დანარჩენი ხუთი მომჩივნის გონებრივი ტანჯვა, რომლებიც დაიბადნენ 1940 წელს ან მას შემდეგ ან იყვნენ კატინის მსხვერპლთა უფრო შორეული ნათესავები, არ იყო იმგვარი, რომ მოხვედრილიყო კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. პალატამ განიხილა მომჩივნების პირველი ჯგუფის ვითარება დროის სხვადასხვა მონაკვეთებში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ისინი „იყვნენ გაურკვეველ მდგომარეობაში მათთვის ძვირფასი ადამიანების ბედის შესახებ“; ომის შემდეგ, ისინი „ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ იმედს, რომ ზოგიერთი პოლონელი პატიმარი მაინც შეიძლება გადაჩენილიყო უფრო მოშორებულ საბჭოთა ბანაკებში ან შესაძლოა გაქცეულიყვნენ ან დამალულიყვნენ.“ სსრკ-ს მიერ კონტროლირებულ სოციალისტურ პოლონეთში მომჩივნებს „არ მიეცათ უფლება, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, შეეტყოთ სიმართლე თუ რა მოხდა და აიძულეს მიეღოთ ისტორიული ფაქტის საბჭოთა და პოლონელი კომუნისტური ხელისუფლების მიერ დამახინჯებული ვერსია“. საბჭოთა და რუსი ხელისუფლების მიერ კატინის მკვლელობების საჯარო აღიარების შემდეგაც კი მომჩივნებმა სავარაუდოდ „განიცადეს იმედგაცრუება გამოძოებაში აშკარა წინსვლის არარსებობის გამო.“ კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდში მომჩივნებს უარი ეთქვათ გამოძიების მასალებზე წვდომაზე და გამოირიცხნენ სამართალწარმოებიდან მათი უცხოეროვანი მოქალაქეობის გამო. პალატა განსაკუთრებით გააოცა „რუსეთის ხელისუფლების აშკარა სურვილის არარსებობამ ეღიარებინათ კატინის მკვლელობის რეალური ინფორმაცია“. მართალია რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა აღიარეს, რომ მომჩივნების ნათესავები დაკავებულნი იყვნენ „ნკვდ“ ბანაკებში, ისინი მუდმივად იცილებდნენ თავიდან და არ ახსენებდნენ მათ შემდგომ სიკვდილით დასჯას, მოუხმობდნენ რა მტკიცებულების ნაკლებობას კატინის გამოძიებაში.პალატამ მოცემული მიდგომა დააკვალიფიცირა როგორც „მომჩივნების წუხილის უგულო უგულვებელყოფა და კატინის მკვლელობის გარემოებების მიზანმიმართულად ბინდით მოცვა“. რაც შეეხება რეაბილიტაციის შესახებ სამართალწარმოებას, პალატამ მიიჩნია, რომ „მასობრივი მკვლელობების შესახებ რეალობის უარყოფა გაძლიერებული ქვეტექსტით, რომ პოლონელი პატიმრები შესაძლოა მსჯავრდებულიყვნენ და ჯეროვნად შეფარდებოდათ სიკვდილის დასჯა, ადასტურებდა მომჩივნების მიმართ არა მარტო სამარცხვინო, არამედ არაადამიანურ დამოკიდებულებასაც.“ პალატამ აღიარა, რომ ის დრო, რაც გავიდა მომჩივნების ნათესავებისაგან დაშორების შემდეგ საკმაოდ გრძელია მოცემულ საქმეში, განსხვავებით სხვა საქმეებისაგან და მომჩივნები უკვე აღარ იყვნენ აგონიაში, რომელსაც იწვევს იმის არცოდნა ცოცხალია თუ არა შენი ოჯახის წევრი. მიუხედავად ამისა, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის იურისპრუდენციის მოხმობით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის ანალოგიური მე-7 მუხლის საფუძველზე, პალატამ დაადგინა, რომ ხელისუფლების ვალდებულება კონვენციის მე-3 მუხლით არ მცირდებოდა გარდაცვალების ფაქტის აღიარებით, არამედ ასევე საჭიროებდა გარდაცვალების გარემოებებისა და სამარხების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემას. მოცემულ საქმეში რუსეთის ხელისუფლებას მომჩივნებისათვის არ მიუცია არანაირი ოფიციალური ინფორმაცია მათი ნათესავების გარდაცვალების გარემოებების შესახებ და არც გულისხმიერ მცდელობას ჰქონია ადგილი დადგენილიყო მათი დამარხვის ადგილები. პალატამ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა.
ბ. მხარეთა არგუმენტებირუსეთის მთავრობა მთავრობამ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მოკლული თუ გარდაცვლილი პირების ნათესავების მიმართ მე-3 მუხლით საკითხის განხილვისას უნდა დადასტურდეს ორი ელემენტის არსებობა: (1) მომჩივნები უნდა ყოფილიყვნენ მათი ნათესავების ბედის შესახებ გაურკვევლობაში გარკვეული ვადით და (2) ხელისუფლების მოქმედებებს უნდა დაემძიმებინათ მათი ტანჯვა ამ პერიოდის მიხედვით (აქ, მათ მოიხმეს საქმე Luluyev and Others v. Russia, no. 69480/01, §§ 114-115, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები)). პირველ ელემენტს რაც შეეხება, გაურკვეველ მდგომარეობას, მთავრობამ აღნიშნა, რომ მართალია მომჩივნების ნათესავების ბედი ზუსტად არ იყო დადგენილი სისხლისსამართლებრივი ან „სარეაბილიტაციო“ სამართალწარმოების მიზნებისათვის, გონივრული მაინც არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ 1998 წლის 5 მაისისათვის ისინი ცოცხალნი იქნებოდნენ, ვითვალისწინებთ რა მათი დაბადების თარიღსა და მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის არსებობას მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული. პირველი ელემენტის არარსებობის გათვალისწინებით, რუსეთის მთავრობამ მიიჩნია, რომ ცალკე საკითხი აღარ წარმოიშობოდა მე-3 მუხლით უკვე განხილული მე-2 მუხლის გარდა (აქ, მათ მითითება გააკეთეს საქმეებზე Esmukhambetov and Others v. Russia, no. 23445/03, § 189, 29 მარტი 2011; Velkhiyev and Others v. Russia, no. 34085/06, § 137, 5 ივლისი 2011; Sambiyev and Pokayeva v. Russia, no. 38693/04, §§ 74-75, 22 იანვარი 2009; და Tangiyeva v. Russia, no. 57935/00, § 104, 29 ნოემბერი 2007). მთავრობამ შემდგომ აღნიშნა „სპეციალური გარემოებების“ არარსებობა, რომელიც მომჩივანთა ტანჯვას მიანიჭებდა იმგვარ „მასშტაბსა და ხასიათს, რომელიც განასხვავებდა მას ემოციური წუხილისაგან, რომელიც უდავოდ ადგება ხოლმე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის მსხვერპლის ნათესავებს (აქ მათ მოიხმეს საქმეები Gongadze v. Ukraine, no. 34056/02, § 184, ECHR 2005‑XI, და Orhan v. Turkey, no. 25656/94, §§ 357-358, 18 ივნისი 2002). რაც შეეხება პირველ „სპეციალურ გარემოებას“, „ოჯახური კავშირების სიახლოვეს“ მომჩივანთაგან ხუთი დაიბადა მათი ნათესავების დაკავების შემდეგ და პალატამ მათ მიმართ დარღვევა არ დაადგინა. მეორე „სპეციალური გარემოება“ „მასშტაბი თუ რამდენად იყო ოჯახის წევრი განხილული მოვლენების თვითმხილველი“ არ არსებობდა, რადგან არცერთი მათგანი არ ყოფილა იმ მოვლენების მხილველი, რომელმაც გამოიწვია მათი ნათესავების გარდაცვალება. მესამე კრიტერიუმი „ოჯახის წევრების ჩართულობა გაუჩინარებული პირის შესახებ ინფორმაციის მოძიების მცდელობებში“ არ იყო დაკმაყოფილებული, რადგან მომჩვნებს არ მიუღიათ მონაწილეობა კატინის გამოძიებაში და არ უშუამდგომლიათ ან მიუციათ ჩვენებანი. მართალია სამართალწარმოება ფართოდ შუქდებოდა რუსული და პოლონური მედიის მიერ თოთხმეტზე მეტი წლის განმავლობაში, მხოლოდ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ორმა მომჩივანმა მოითხოვა ფორმალურად პროცედურული სტატუსის მინიჭება (აქ მთავრობამ მოიხმო განსხვავებული საქმე Musikhanova and Others v. Russia, no. 27243/03, §§ 81-82, 4 დეკემბერი 2008). რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების პასუხს მომჩივნების შეკითხვებზე, რომელიც გახლავთ მეოთხე „სპეციალური გარემოება“ მთავრობამ აღნიშნა, პირველი, რომ მათი მოქმედებებისა თუ უმოქმედობების სავარაუდო გავლენა დიდწილად შემცირებული იყო იმ ორმოცდათვრამეტი წლის გათვალისწინებით, რომელიც აშორებდა „კატინის მოვლენებს“ რუსეთის მიერ კონვენციის რატიფიკაციის თარიღისაგან და ასევე იმ ფაქტის გამო, რომ მომჩივნები აღარ იყვნენ მათი ნათესავების ბედის შესახებ გაურკვევლობაში. მთავრობა დავობდა, რომ ეროვნული ხელისუფლების მოქმედება გამართლებული იყო და პირველ რიგში მიუთითებდნენ, რომ პოლონელი პატიმრების „რეაბილიტაცია“ შეუძლებელი იყო მათ მიმართ არსებული ბრალდების შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო. მეორეც, ხელისუფლებას არ ეკისრებოდა სამართლებრივი ვალდებულება მოეძია მომჩივნები ან მიენიჭებინა მათთვის მსხვერპლის სტატუსი, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება დადგენილიყო კაზუალური კავშირი „კატინის მოვლენებსა“ და მომჩივნების ნათესავების გარდაცვალებას შორის მტკიცების იმ ტვირთის შესაბამისად, როგორიც გამოიყენება სისხლი სამართლის საქმის განხილვისას. მესამე, მომჩივნების მიმართ გაგზავნილი პროკურორების წერილები შეიცავდა „არასწორ დასკვნებს“ და „შეუსაბამობანი“ ნათელყოფილ იქნა რუსეთის სასამართლოების მიერ, რომლებმაც, მომჩივნების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯეროვნად შეაფასეს დოკუმენტები. მთავრობა არ დაეთანხმა პალატის დასკვნას მასზედ, რომ რუსეთის სასამართლოებმა არ ნათელყვეს კატინის მკვლელობის რეალობა; მათი აზრით სასამართლოებმა „უბრალოდ მიუთითეს მომჩივნების ნათესავების გარდაცვალების გარემოებების დასადგენად საკმარისი მტკიცებულების ნაკლებობაზე“ სისხლისსამართლებრივი მტკიცების ტვირთის ფარგლებში. მთავრობა ასევე ასაჩივრებდა, რომ ეროვნულ ორგანოებს არ ეკისრებოდათ ვალდებულება დაედგინათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედი და მოეძიებინა მათი დაკრძალვის ადგილები, რადგან მომჩივანთა ნათესავები არ იყვნენ „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები“ და შესაბამისად ამგვარი ვალდებულება არ გამომდინარეობდა არც ეროვნული სამართლიდან, არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლიდან და არც კონვენციიდან. დაბოლოს, ისინი აცხადებდნენ, რომ არ ჰქონდათ არანაირი სურვილი შეეცვალათ ისტორიული ფაქტები ან დაექვემდებარებინათ მომჩივნები რაიმე სახის დამამცირებელი მოპყრობისათვის.მომჩივნები მომჩივნები ეთანხმებოდნენ პალატის გადაწყვეტილებაში ასახულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც მე-3 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულება განსხვავდებოდა მე-2 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი ავალდებულებდა სახელმწიფოს მიეღო სპეციალური სამართლებრივი ზომები, ხოლო პირველი კი უბრალოდ ზოგად ჰუმანიტარული ხასიათისა გახლდათ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ უნდა შეძლოს და გაითვალისწინოს კონვენციის ძალაში შესვლამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებანი იმდენად, რამდენადაც იგი შესაძლოა რელევანტური იყოს ძალაში შესვლით თარიღის შემდგომ დამდგარ ფაქტებთან მიმართებაში (აქ მათ მიუთითეს საქმეებზე Broniowski v. Poland (dec.) [GC], no. 31443/96, § 74, ECHR 2002‑X, და Hokkanen v. Finland, 23 სექტემბერი 1994, § 53, Series A no. 299‑A). ამასთანავე, სასამართლო კომპეტენტური უნდა იყოს იმის შეფასებისას, თუ რამდენად დაემორჩილნენ სახელმწიფო ორგანოები მე-3 მუხლით დადგენილ ვალდებულებებს მაშინ, როდესაც თავისთავად სიცოცხლის მოსპობის ფაქტის შესახებ სახელმწიფო არ შეფასებულა ratione temporis იურისდიქციის არარსებობის გამო (აქ მათ პარალელი გაავლეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2006 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებასთან, საქმეზე Mariam Sankara and Others v. Burkina Faso). მომჩივნები არ დათანხმნენ პალატის გადაწყვეტილებას რომლითაც ისინი ორ განსხვავებულ ჯგუფად დაიყვნენ ოჯახური კავშირების სიმჭიდროვის მიხედვით. მათ აღნიშნეს, რომ ომის შემდგომ სოციალისტურ პოლონეთში ვითარება და საბჭოთა ხელისუფლების მიერ კატინის მკვლელობის აღიარებამ მათზე ყველაზე თანაბრად იმოქმედა. ისინი დავობდნენ, რომ განსხვავებით პალატის მიდგომისაგან, ისინი, რომელთაც არ ახსოვთ მამები ან საერთოდ არ მიეცათ საშუალება პირადი კონტაქტი ჰქონოდათ მამებთან კიდევ უფრო მგრძნობიარენი იყვნენ მშობლის ტრაგიკული ბედის მიმართ. მეტიც, მეორე ჯგუფის მომჩივნები - რომელთა მიმართაც არ დადგინდა მე-3 მუხლის დარღვევა - აქტიურად იყვნენ ჩართულნი რიგ სამართლებრივ ზომებსა და სხვა საქმიანობაში, რომელიც ახორციელებდა მათი მოკლული ნათესავების ხსოვნისადმი პატივისცემას: ქ-ნი ვოლკ-იეზიერსკამ დაწერა რამდენიმე წიგნი კატინის მკვლელობაზე, ქ-ნმა კრისკოვიაკმა შექმნა საგამომცემლო სახლი, სადაც ბეჭდავდა კატინთან დაკავშირებულ მასალას, ქ-ნმა რომანოვსკიმ, მომჩივანთა შორის ყველაზე ახალგაზრდამ, დედისაგან „მემკვიდრეობით მიიღო“ ვალდებულება პატივი ეცა მისი მოკლული ბიძის ხსოვნისათვის. ადამიანის უფლებების ინტერ-ამერიკული სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ყველა მომჩივანი იყო იმ ტანჯვის მსხვერპლი, რომელიც მოცემულია მე-3 მუხლში როგორც, ან მოკლული ადამიანის ზრდასრული პირდაპირი ნათესავნი ან როგორც არაპირდაპირი ნათესავი, რომლებმაც გამოამჟღავნეს ძლიერი და განგრძობადი უშუალო ჩართულობა ოჯახის მოკლული წევრების ბედის დადგენის შესახებ საქმიანობებში. რაც შეეხება მათი განცხადებებისადმი რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოს წინაშე აქამდე არსებულ საქმეებში ხშირად ხდებოდა, რომ „გაუჩინარებული პირები“ ხდებოდნენ „გარდაცვლილი პირები“ მათი სხეულების პოვნის შემდეგ . კატინის შემთხვევაში, მოვლენათა თანმიმდევრობა პირუკუ განვითარდა: „გარდაცვლილები“ გახდნენ „გაუჩინარებულნი“ რუსეთის ხელისუფლების მიხედვით. მოცემული შემობრუნება წარმოადგენდა ისტორიული ფაქტების სრულ უარყოფას და მომჩივნებს აყენებდა მძიმე ტკივილს, სასოწარკვეთასა და სტრესს. იგი უტოლდებოდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ნათესავების ჯგუფისათვის იმის თქმას, მსხვერპლნი უგზო-უკვლოდ დაკარგულად უნდა იქნენ მიჩნეულნი, რადგან მათი ბედის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონცენტრაციის ბანაკში მიყვანამდე, რადგან შემდგომი დოკუმენტები განადგურებულ იქნა ნაცისტური ხელისუფლების მიერ. მეტიც, იმის გამო, რომ სამხედრო სასამართლოებმა განაცხადეს, ვითომდა მათ არ შეძლოთ დაედგინათ თუ „სისხლის სამართლის კოდექსის რომელი დებულება წარმოადგენდა [პოლონელი] პატიმრ[ებ]ის ძიების საფუძველს“ რეალურად წარმოადგენდა იმის დაშვებას, რომ მსხვერპლნი იყვნენ დამნაშავენი, რომელნიც სამართლიანად დაექვემდებარნენ სიკვდილით დასჯას. შემდგომ, რეაბილიტაციის შესახებ სამართალწარმოება მოსკოვის სასამართლოს წინაშე, სადაც პროკურორი აცხადებდა, რომ არსებობდა „ჯეროვანი მიზეზები“ რეპრესიაბისათვის, რადგან ზოგიერთი პოლონელი ოფიცერი იყო „ჯაშუში, ტერორისტი და საბოტაჟის განმახორციელებელი“ და რომ პოლონეთის ომამდელი არმია „გაწვრთნილი იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომრად“. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი მორალური ტანჯვა ვერ დაკვალიფიცირდებოდა როგორც უშუალოდ მკვლელობების თანმდევი განცდა, არამედ გამომდინარეობდა იმ მოპყრობისაგან, რომელსაც ისინი იღებდნენ რუსეთის ხელისუფლებისაგან.პოლონეთის მთავრობა პოლონეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მომჩვნები დაუქვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მათ მიუთითეს, რომ ის პირები, რომლებიც დააკავეს, ამყოფეს პატიმრობაში და შემდეგ მოკლა საბჭოთა ხელისუფლებამ, იყვნენ მომჩივნების პირდაპირი ნათესავები. მრავალი წლის განმავლობაში, პოლიტიკური მიზეზების გამო, საბჭოთა ხელისუფლება მათ უარს ეუბნებოდა 1939 წლის დასასრულს დაპატიმრებული პირების ბედის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაზე წვდომაზე. 1990 წელს გამოძიების დაწყების შემდეგ, მომჩივნები უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ წვდომა საგამოძიებო მასალებზე რათა მოეხდინათ მათი ნათესავების რეაბილიტირება. მომჩივანთათვის წვდომის ნაკლებობა და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია მათ ამყოფებდათ მუდმივი გაურკვევლობის მდგომარეობაში, სტრესის ქვეშ და სრულად დამოკიდებულს რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებზე, რომელიც, თავის მხრივ მათ დამცირებას ისახავდა მიზნად. მოცემული მოპყრობა უტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას.მესამე მხარის არგუმენტები Public International Law & Policy Group-მა წარმოადგინა სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა მე-3 მუხლით დარღვევის დადგენისას მსხვერპლსა და ოჯახის მომჩივან წევრს შორის ოჯახური ურთიერთობების ბუნებისა და სიმჭიდროვის შესახებ. მათი აზრით, სასამართლო პრაქტიკა ადასტურებდა, რომ სასამართლო სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა ოჯახის მომჩივანი წევრების მოქმედებებითა და სახელმწიფოს როლით მას შემდეგ, რაც მოხდებოდა ინფორმაციის მოთხოვნა. მესამე მხარემ შემდეგ მიუთითა, რომ მსხვერპლად აღიარების მიდგომა ეფუძნებოდა ოჯახის წევრის აქტიურობას გაუჩინარებული პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისას და იმას, თუ როგორ უდგებოდა მოცემულ მცდელობებს ხელისუფლება; აღნიშნული კრიტერიუმები პირდაპირ კავშირში იყო იმ სტანდარტებთან, რომელსაც საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუტები იყენებდნენ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო (აქ მათ მოიხმეს საქმეები Garrido and Baigorria v. Argentina, გადაწყვეტილება 27 აგვისტო 1998, და Blake v. Guatemala, გადაწყვეტილება 24 იანვარი 1998) და კამბოჯის სასამართლოების სპეციალური პალატები.
გ. სასამართლოს შეფასებაზოგადი პრინციპები სასამართლო პრაქტიკა ყოველთვის ფრთხილად უდგებოდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ღრმა ფსიქოლოგიურ გავლენას მსხვრეპლის იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩიოდნენ სასამართლოს წინაშე. თუმცა იმისათვის, რომ დადგინდეს კონვენციის მე-3 მუხლის ცალკე დარღვევა მსხვერპლის ნათესავების მიმართ, უნდა არსებობდეს სპეციალური გარემოებანი, რომელიც მათ ტანჯვას ისეთ დიაპაზონსა და ხასიათს მისცემს, რომ განასხვავოს იგი იმ ემოციური დარდისაგან, რომელიც უდავოდ გამომდინარეობს თავად ზემოთხსენებული დარღვევისაგან. შესაბამისი გარემოებანი მოიცავს ოჯახური კავშირების სიმჭიდროვეს, ურთიერთობის სპეციფიურ გარემოებებს, იმას, თუ რამდენად იყო ოჯახის წევრი გასაჩივრებული მოქმედებების თვითმხილველი და მომჩივნების ჩართულობას მათი ნათესავის ბედის დასადგენ აქტივობებში. ამ მხრივ, სასამართლო იმეორებს, რომ „გაუჩინარებული პირის“ ოჯახის წევრი შესაძლოა წარმოადგენდეს მე-3 მუხლის დამრღვევი ქმედებების მსხვერპლს იმ შემთხვევებში, როდესაც გაუჩინარებას მოჰყვა გაურკვევლობის ხანგრძლივი პერიოდი მანამდე, სანამ მოხდებოდა დაკარგული პირის სხეულის აღმოჩენა. ამ ტიპის საქმეში მე-3 მუხლით მთავარი არსი მდგომარეობს არა უშუალოდ დაკარგული პირის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, არამედ მოცემული მდგომარეობისადმი ხელისუფლების ორგანოების უყურადღებო რეაქციებსა და დამოკიდებულებაში მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ვითარება მათ წინაშე წარსდგა. ამ საფუძველზე დარღვევის დადგენა არ იფარგლება იმ შემთხვევებით, როდესაც მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია გაუჩინარებაზე. იგი შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელისუფლების მხრიდან ნათესავების მიერ ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმიდან ან მათთვის წინაღობების შექმნისაგან, რის შედეგადაც მათი მთავრი მცდელობა გამოარკვიონ ვითარება უშედეგო ხდება, მაშინ როდესაც ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა მიჩნეულ იქნას დაკარგული პირის ბედის გარკვევის ვალდებულების აშკარა, განგრძობად და უგულო უგულვებელყოფად (იხ. კერძოდ Açış v. Turkey, no. 7050/05, §§ 36 და 51‑54, 1 თებერვალი 2011; Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 200; Osmanoğlu v. Turkey, no. 48804/99, § 96, 24 იანვარი 2008; Luluyev and Others v. Russia, no. 69480/01, § 114, ECHR 2006‑XIII (ამონარიდები); Bazorkina v. Russia, no. 69481/01, § 139, 27 ივლისი 2006; Gongadze v. Ukraine, no. 34056/02, § 184, ECHR 2005‑XI; Taniş and Others v. Turkey, no. 65899/01, § 219, ECHR 2005–VIII; Orhan v. Turkey, no. 25656/94, § 358, 18 ივნისი 2002; და Çakıcı v. Turkey [GC], no. 23657/94, § 98, ECHR 1999‑IV).იმ ვითარებებში, როდესაც ხდება პირის დაკავება და შემდეგ, მისი სამყოფელის არცოდნიდან საკმაოდ მოკლე ხანში მას პოულობენ გარდაცვლილს, სასამართლოს შემუშავებული აქვს შეზღუდული მიდგომა (იხ. Tanlı v. Turkey, no. 26129/95, § 159, ECHR 2001-III, და Bitiyeva and Others v. Russia, no. 36156/04, § 106, 23 აპრილი 2009). რიგ ჩეჩნურ საქმეებში, სადაც მომჩივნები არ ყოფილან მათი ნათესავების მკვლელობის მოწმენი, მაგრამ შეიტყვეს გარდაცვალების შესახებ მხოლოდ გვამების აღმოჩენის შემდეგ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალკე მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა არ იყო აუცილებელი, რადგან უკვე მიჩნეული იყო კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა როგორც არსობრივ, ისე პროცედურულ ნაწილში (იხ.Velkhiyev and Others v. Russia, no. 34085/06, § 137, 5 ივლისი 2011; Sambiyev and Pokayeva v. Russia, no. 38693/04, §§ 74‑75, 22 იანვარი 2009; და Tangiyeva. Russia, no. 57935/00, § 104, 29 ნოემბერი 2007 ).საქმეებში, სადაც პირები ხელისუფლების ორგანოების მიერ მოკლულ იქნენ მე-2 მუხლის დარღვევით სასამართლომ დაადგინა, რომ მე-3 მუხლის გამოყენება არ ვრცელდება ნათესავებზე განხილული გარდაცვალების გამომწვევი ინციდენტის უშუალო ბუნების გამო (იხ.Damayev v. Russia, no. 36150/04, § 97, 29 მაისი 2012; Yasin Ateş v. Turkey, no. 30949/96, § 135, 31 May 2005; Udayeva and Yusupova v. Russia, no. 36542/05, § 82, 21 დეკემბერი 2010; Khashuyeva v. Russia, no. 25553/07, § 154, 19 ივლისი 2011; და Inderbiyeva v. Russia, no. 56765/08, § 110, 27 მარტი 2012).მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკე მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა გამართლებულია შემთხვევებში, სადაც დადასტურებულია, რომ მომჩივნები წარმოადგენდნენ ოჯახის წევრების ტანჯვის უშუალო თვითმხილველებს (იხ. Salakhov and Islyamova v. Ukraine, no. 28005/08, § 204, 14 მარტი 2013, სადაც მომჩივანი იყო მისი დაპატიმრებული ვაჟის ნელი სიკვდილის თვითმიხილვეი, ისე რომ არ შეეძლო მისი დახმარება Esmukhambetov and Others v. Russia, no. 23445/03, § 190, 29 მარტი 2011, სადაც მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა მომჩივნისათვის, რომელიც შეესწრო მთელი მისი ოჯახის მკვლელობას, თუმცა დარღვევა არ დადგა სხვა მომჩივნების შემთხვევაში, რომლებმაც მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს მკვლელობების შესახებ; Khadzhialiyev and Others v. Russia, no. 3013/04, § 121, 6 ნოემბერი 2008, სადაც მომჩივნებს არ შეეძლოთ სათანადოდ დაემარხათ საკუთარი შვილების დანაწევრებული და თავმოკვეთილი სხეულები; Musayev and Others v. Russia, nos. 57941/00, 58699/00 და 60403/00, § 169, 26 ივლისი 2007 სადაც მომჩივანი იყო მისი რამდენიმე ნათესავისა და მეზობლის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის თვითმხილველი; და Akkum and Others v. Turkey, no. 21894/93, §§ 258-259, ECHR 2005‑II (ამონარიდები), სადაც მომჩივანს მიუტანეს მისი ვაჟის დასახიჩრებული სხეული).ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეშისასამართლო აღნიშნავს, რომ მე-3 მუხლით წარმოდგენილი სარჩელის გარემოებანი თავდაპირველად ხასიათდებოდა „გაუჩინარების“ შემთხვევის მახასიათებლებით. მომჩივნების ოჯახის წევრები დააკავეს საბჭოთა საოკუპაციო ძალებმა და დააპატიმრეს საბჭოთა ბანაკებში. არსებობს მტკიცებულება, რომ პოლონელ პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია მყარდებოდა 1940 წლის გაზაფხულამდე, ანუ ოჯახებმა იცოდნენ, რომ მათი ნათესავები ცოცხლები იყვნენ. ამის შემდეგ პოლონეთში წერილები აღარ გაგზავნილა, ნათესავები მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ გაურკვევლობაში მათი ბედის შესახებ.1943 წელს, კატინის ტყესთან მასობრივი სამარხების აღმოჩენის შემდეგ განხორციელდა გვამების ნაწილობრივი ექსჰუმაცია და იდენტიფიკაცია. თუმცა, მათ შორის იდენტიფიცირებულ იქნა მხოლოდ სამი მომჩივნის ნათესავი - ბ-ნი ვოლკი, ბ-ნი როდოვიჩი და ბ-ნი მიელეკი. საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა უარყვეს პოლონელი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, ხოლო პოლიტბიუროსა თუ „ნკვდ“ მასალებზე წვდომის დაშვების გარეშე, შეუძლებელი იყო იმ პატიმრების ბედის გარკვევა, რომელთა სხეულების იდენტიფიცირებაც არ მომხდარა. კატინის მკვლელობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების შემდგომ მცდელობას ადგილი არ ჰქონა ცივი ომის პერიოდში, რადგან ნაცისტების მიერ ორკესტრირებული მკვლელობის ვერსია, გაჟღერებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ, გახლდათ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაზე ოფიციალურად მოხვეული ვერსია სოციალისტური რეჟიმის სრული პერიოდის განმავლობაში, ანუ 1989 წლამდე.1990 წელს სსრკ-მ ოფიციალურად აღიარა საბჭოთა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა პოლონელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე. შემდგომ წლებში მკვლელობასთან დაკავშირებული და გადარჩენილი დოკუმენტები გასაჯაროვდა და გამომძიებლებმა განახორციელეს რამდენიმე დაკრძალვის ადგილის ექსჰუმაცია. კონსულტაციების რაუნდი შედგა პოლონელ, რუს, უკრაინელ და ბელოსურ პროკურორებს შორის.კონვენციის რუსეთის ფედერაციის მიერ რატიფიცირებისას, 1998 წლის 5 მაისს, პოლონელი სამხედრო ტყვეების მკვლელობიდან უკვე გასული იყო ორმოცდათვრამეტი წელი. ამ ხანგრძლივი დროის, გამოაშკარავებული მასალებისა და სხვადასხვა მხარის მიერ კატინის მკვლელობის გარემოებებისათვის ნათელის მოსაფენად გაწეული ძალისხმევის გათვალისწინებით, სასამრთლო მიიჩნევს, რომ ათვლის თარიღის შემდგომ პერიოდში მომჩივნები არ იმყოფებოდნენ გაურკვეველ მდგომარეობაში მათი იმ ნათესავების ბედის შესახებ, რომლებიც დააპატიმრა საბჭოთა არმიამ 1939 წელს. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ ის, რაც თავდაპირველად შესაძლოა ყოფილიყო „გაუჩინარების“ საქმე, უკვე წარმოადგენს „დადასტურებული გარდაცვალების“ შემთხვევას. მომჩივნებმა გაიზიარეს მოცემული საქმის შეფასებისა (იხ, კერძოდ, პარაგრაფი 116 ზემოთ და პალატის გადაწყვეტილების 119-ე პარაგრაფი). ხსენებული დასკვნა არ იცვლება რუსეთის სასამართლოების მიერ სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას გადაწყვეტილებებით, რომლებიც თავს იკავებდნენ აშკარად ეღიარებინათ ის ფაქტი, რომ მომჩივნების ნათესავები მოკლულ იქნენ საბჭოთა ბანაკებში.სტრასბურგის სასამრთლო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს მომჩივნების ღრმა წუხილსა და ტკივილს მათი ოჯახის წევრების სასამართლოს გარეშე სიკვდილთ დასჯის გამო. თუმცა, იმეორებს, რომ სამართლებრივი სიცხადის , განჭვრეტადობისა და კანონის წინაშე თანამსწორობის მიზნებისათვის, არ უნდა მოხდეს სასამართლო პრეცედენტებისაგან გადახვევა სათანადო მიზეზის გარეშე (იხ. Sabri Güneş v. Turkey [GC], no. 27396/06, § 50, 29 ივნისი 2012). სასამართლოს პრაქტიკა, როგორც ეს მიმოხილულ იქნა კიდეც ზემორე პარაგრაფებში, მიუთითებს რომ „გაუჩინარებული პირების“ ოჯახის წევრების ტანჯვა, რომელთაც მოუწიათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაევლოთ იმედისა და სასოწარკვეთის ეტაპები, შესაძლოა ამართლებდეს მე-3 მუხლის დარღვევის ცალკე დადგენას ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მათ მიერ ინფორმაციის მოთხოვნისადმი განსაკუთრებული სასტიკი დამოკიდებულების გამო. რაც შეეხება მოცემულ საქმეს, სასამართლოს პრაქტიკა ვრცელდება მხოლოდ 1998 წლის 5 მაისის შემდგომ, ანუ რუსეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდზე. სასამართლომ დაადგინა ზემოთ, რომ მოცემული თარიღის შემდეგ პოლონელი სამხედრო ტყვეენის ბედი გაურკვეველი აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხეული არ ყოფილა აღმოჩენილი, მათი სიკვდილი საჯაროდ იქნა აღიარებული საბჭოთა და რუსი ხელისუფლების ორგანოების მიერ და უკვე წარმოადგენს დადასტურებულ ისტორიულ ფაქტს. 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბი ძლიერ ემოციურ გარემოებას წარმოადგენს, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს სათანადო მიზეზს რათა გადაუხვიოს დამკვიდრებულ პრაქტიკას „გაუჩინარებული პირების“ ოჯახის წევრების მე-3 მუხლის დარღვევის მსხვერპლის სტატუსის შესახებ და ვერ მიანიჭებს ამ სტატუსს იმ მომჩივნებს, რომელთავისაც ნათესავთა გარდაცვალება ნათელი გახლდათ.სასამართლო შემდგომ მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია სხვა სპეციალურ გარემოებებს, რომელიც უბიძგებდა მას დაედგინა მე-3 მუხლის ცალკეული დარღვევა „დადასტურებული სიკვდილის“ შემთხვევებში (სასამართლო პრაქტიკა იხ. პარაგრაფში 181 ზემოთ).ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს - იგი ვერ დაადგენს, რომ მომჩივნების ტანჯვამ მიაღწია იმ მასშტაბსა და იყო იმგვარ ხასიათს, რომ მიჩნეულ იქნას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების მსხვერპლის ნათესავებისადმი უდავოდ მიყენებული ემოციური ტანჯვისაგან განსხვავებულად.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
IV. მოპასუხე მთავრობის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დაცვასასამართლომ არაერთგზის მოთხოვა მოპასუხე მთავრობას წარმოედგინა 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც მოხდა კატინის მკვლელობის შესახებ გამოძიების შეწყვეტა (იხ. პარაგრაფი 45 ზემოთ). იმის გამო, რომ მოპასუხე მთავრობამ უარი განაცხადა წარმოედგინა მოთხოვილი დოკუმენტები, სასამართლომ მხარეებს სთხოვა წარმოედგინათ კომენტარები მოპასუხე მთავრობის მიერ კონვენციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს გამოძიებისათვის ყველა აუცილებელი საშუალების მიწოდების ვალდებულების დაცვის შესახებ. მოცემული დებულება აღნიშნავს შემდეგს:
„სასამართლო საქმეს განხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთდ და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით“.
ა. პალატის გადაწყვეტილებაპალატამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს ... თუ რა ტიპის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ მხარეებმა საქმის ჯეროვნად განსახილველად“ და რომ „მხარეები ვალდებულინ არიან დაემორჩილონ სასამართლოს მიერ მტკიცებულების მოთხოვნასა და მიღებულ ინსტრუქციას“. მან შემდგომ მიუთითა, რომ მოპასუხე მთავრობას არ წარმოუდგენია ჯეროვანი განმარტება მასზედ, თუ რა ტიპის უსაფრთხოების მიზნებისათვის მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტების გასაიდუმლოება. მან შენიშნა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტი „ეხებოდა ისტორიულ მოვლენას, სადაც მოქმედ პირთა უმრავლესობა უკვე გარდაცვლილია და რომ, შესაბამისად, ვერ შეეხებოდა ამჟამად მიმდინარე სათვალთავლო ოპერაციასა თუ საქმიანობას“.ზოგადად, პალატამ დაასკვნა, რომ წინა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულის საჯარო და გამჭვირვალე გამოძიება ნაკლებსავარაუდოა ზიანს აყენებდეს თანამედროვე დემოკრატიული რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროების ინტერესებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული დანაშაულისათვის საბჭოთა ხელისუფლების პასუხისმგებლობა აღიარებულ იქნა მაღალ პოლიტიკურ დონეზე.
ბ. მხარეთა არგუმენტებირუსეთის მთავრობამთავრობამ პირველ რიგში აღნიშნა, რომ საქმის მასალების ოცდათექვსმეტი ტომისა და 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაიდუმლოება გრიფით „ზესაიდუმლო“ კანონიერი გახლდათ, რადგანაც შეიცავდა ინფორმაციას დაზვერვის, კონტრდაზვერვის, ოპერატიული და ჩხრეკის საქმიანობებს შესახებ და ამიტომაც გასაიდუმლოება იყო „შემოწმებული და დადასტურებული“ ფედერალური უშიშროების სამსახურისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სააგენტოთაშორისი კომისიის მიერ, რაც მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის საქალაქო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ „მემორიალის“ მიერ წარდგენილი სარჩელის პასუხად. მათ აღნიშნეს, რომ რუსეთის კანონი არ მოიცავდა აბსოლუტურ აკრძალვას საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სენსიტიური ინფორმაციის მიწოდებაზე და რომ 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სასამართლოს მხოლოდ იმიტომ არ მიეწოდა, რომ „შესაბამისი ეროვნული ორგანოები არ მივიდნენ დასკვნამდე“ რომ ეს შესაძლებელი იყო.მთავრობამ მიუთითა- კონვენციის 38-ე მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოთხოვოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაამჟღავნონ ინფორმაცია, რომელიც დიდი ალბათობით დააზიანებს მათ უშიშროებას. მათ მოუწოდეს სასამართლოს გაეანალიზებინა სხვა წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობა, სადაც „სავარაუდოდ აღმოაჩენდნენ მსგავს წესებს“. მთავრობამ მიუთითა სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის დებულებებზე და რუსეთის ფედერაციასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს აძლევდა უფლებას უარი განეცხადებინათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუკი არსებობდა ალბათობა, რომ იგი ზიანს მიაყენებდა ქვეყნის სუვერენიტეტს, უშიშროებას, საჯარო წესრიგს ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესს (აქ, მათ მოიხმეს საქმეები Liu v. Russia (no. 2), no. 29157/09, § 85, 26 ივლისი 2011, და Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, § 138, Reports of Judgments and Decisions 1996‑V). მთავრობამ ხაზი გაუსვა სასამართლოს რეგლამენტის 33-ე წესს, რომელიც არ აწესებდა სანქციებს სასამართლოსადმი მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის არაუფლებამოსილ გამჟღავნებაზე.მთავრობამ განაცხადა, რომ მათ წარმოადგინეს ინფორმაცია 1994 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ, რაც მიჩნეულ უნდა იქნას საკმარისად 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. მათ მიუთითეს თუ რომელმა ორგანომ მოახდინა გასაიდუმლოება, უშიშროების რა მიზნებისათვის, რის საფუძველზე მოხდა სამართალწარმოების შეწყვეტა და თუ რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ენიჭებოდა სავარაუდო დანაშაულებს. გადაწყვეტილება არ იხსენიებდა მომჩივნებს და არც რაიმე ინფორმაციას მოიცავდა მათი ნათესავების ბედისა თუ სამარხების მდებარეობის შესახებ.დაბოლოს, მთავრობა შეეხო პალატის გადაწყვეტილების, როგორც თავად შეაფასა, „უჩვეულო ლოგიკას“. მათი აზრით, 38-ე მუხლი განხილული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების ბოლოში, როგორც ეს მოხდა სხვა შემთხვევებში. მათ აღნიშნეს, რომ 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება იყო „პირწმინდად საპროცესო ბუნების“ და რომ მისი ნაგულვები დარღვევა „ვერ გამოიწვევდა მომჩივნების ტანჯვას“ და ვერ „გადაწონიდა მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევების სიმძიმეს“. მთავრობა არ დაეთანხმა, რომ 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს; მათი აზრით, იგი ბუნებით დამოკიდებული იყო და გამომდინარეობდა კონვენციის დებულებების მიხედვით დასაშვები საჩივრების ბუნებიდან. მოცემულ საქმეში აზრი არ ჰქონდა მთავრობის მიერ 38-ე მუხლის შესრულების შეფასებას, რადგან სასამართლომ უნდა მიიჩნიოს, რომ არ გააჩნია იურისდიქცია კონვენციის მე-2 მუხლით წარმოდეგნილი სარჩელის არსებით მხარეზე.მომჩივნები მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის კარგად დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით დაუშვებელია შიდა სამართლის, თვით კონსტიტუციური ძალის მქონისაც კი, მოხმობა საერთაშორისო სამართლის დაუცველობის გასამართლებლად (აქ მათ მოიხმეს საერთაშორისო მუდმივმოქმედი მართლმსაჯულების სასამართლოსა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა (სმს)). მოცემული პრინციპი კოდიფიცირებული იყო სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის 27-ე მუხლში და წარმოადგენს ზოგად pacta sunt servanda პრინციპს, რომელიც ხშირად არის მოხმობილი საერთაშორისო სასამართლოებისა და კვაზი-მართლმსაჯულებითი ორგანოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის, ადამიანის უფლებების ინტერ-ამერიკული სასამართლოს, ადამიანისა და ხალხების უფლებების აფრიკული კომისიისა და საარბიტრაჟო ტრიბუნალების მიერ. როდესაც სახელმწიფო ცდილობს არ წარმოადგინოს მოთხოვნილი მასალები კონფიდენციალურობის გამო, საერთაშორისო ტრიბუნალები აწარმოებენ დახურულ მოსმენას (მომჩივნებმა მიუთითეს საქმეებზე (Godínez Cruz v. Honduras, IACtHR, გადაწყვეტილება 20 იანვარი 1989, და Ballo v. UNESCO, ILO Administrative Tribunal, გადაწყვეტილება no. 191, 15 მაისი 1972). საქმეში Corfu Channel მსს-მ ნეგატიურად არ მიიღო გაერთიანებული სამეფოს უარი წარმოადგინა მტკიცებულებანი, რომელიც მისი აზრით იყო საზღვაო საიდუმლო (გადაწყვეტილება 1949 წლის 9 აპრილი). თუმცა, ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალმა არ გაიზიარა ხორვატიის მთავრობის მიერ Corfu Channel საქმის მოხმობა, როდესაც იგი უარს აცხადებდა რიგი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე საქმეში Prosecutor v. Tihomir Blaškić, სადაც ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოების ბლანკეტური უფლება უშიშროების მიზნებისათვის არ წარმოადგინონ სამართალწარმოებისათვს აუცილებელი დოკუმენტები, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს უშუალოდ ტრიბუნალის უშუალო ფუნქციაზე (1997 წლის 29 ოქტომბერი). მან დასძნა, რომ სახელმწიფო უშიშროების მიზანი გათვალისწინებული უნდა იყოს საპროცესო შეთანხმებებით, მათ შორის in camera მოსმენითა და სენსიტიური ინფორმაციის კომუნიკაციისა და ჩაწერის სპეციალური პროცედურით. მოგვიანებით განხილულ საქმეში Prosecutor v. Dario Kordić and Mario Čerkez, ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალმა კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ მოთხოვნილი მასალის საჭიროების განსაზღვრა სრულად ტრიბუნალის დისკრეციას განეკუთვნებოდა და ვერ მოხდებოდა მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სახელმწიფოების მიერ (1999 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება). მოჩივნებმა აღნიშნეს, რომ მოცემული საქმეების ratio decidendi mutatis mutandis ვრცელდებოდა წინამდებარე საქმეზეც.მომჩივნებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ რუსეთის მთავრობას არ დაუსაბუთებია წარმოდგენილი უშიშროების საფრთხე და არ აუხსნიათ თუ რატომ უნდა მომხდარიყო იმ დოკუმენტის გასაიდუმლოება, რომელიც ეხებოდა წინა, ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილ მკვლელობებს. გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს, რომლის მე-7 მუხლიც კრძალავს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას. კატინის მკვლელობა იყო მასობრივი მასშტაბის სიცოცხლის უფლების დარღვევა, ჩადენილი სსრკ ხელისუფლების უმაღლესი ჩინის მქონე პირთა ბრძანების საფუძველზე.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ეთანხმებოდნენ პალატის გადაწყვეტილებას იმდენად, რამდანადაც იგი მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას. მათ ასევე მიუთითეს, რომ სასამრთლოს გააჩნია აბსოლუტური დისკრეცია განსაზღვროს თუ რომელი მტკიცებულება არის საჭირო საქმის განსახილველად და რომ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარმა შესაძლოა გამოიწვიოს 38-ე მუხლის დარღვევა მაშინაც კი, როდესაც კონვენციით დაცული უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.პოლონეთის მთავრობაპოლონეთის მთავრობამ გაიზიარა პალატის დასკვნა კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. მათ თავიდანვე აღნიშნეს, რომ სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის დროსაც კი რუსეთის მთავრობამ წარმოადგინა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მასზედ, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება მასალების გასაიდუმლოების შესახებ და თუ რა რიცხვში მიხდა მისი მიღება. 2010 წლის 19 მარტს წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, რუსეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სააგენტოთაშორისი კომისიის მიერ, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილ წერილობით არგუმენტაციაში კი მიუთითეს, რომ მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, ფედერალური უშიშროების სამსახურთან კონსულტაციის შედეგად მიიღო ხსენებული გადაწყვეტილება.პოლონეთის მთავრობა მიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საგამოძიებო მასალების გასაიდუმლოების შესახებ წარმოადგენს რუსეთის კანონმდებლობის დარღვევას. სისხლისსამართლებრივი წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შინაარსი ნათლად არის გაწერილი რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ვერ შეიძლება მოიცავდეს რაიმე ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. თუკი იგი მოიცავდა ინფორმაციას იმ ინდივიდების შესახებ, რომელთა მიმართაც ხდებოდა საქმის განხილვა, მოცემული ვერ შეიძლება იქნას განხილული მთელი გადაწყვეტილების ზესაიდუმლოდ შერაცხვის საფუძვლად. ნებისმიერი ინფორმაცია მაღალჩინოსანი სსრკ მოხელეების შესახებ ეხებოდა 1970 წლამდე პერიოდს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი გასაიდუმლოების ოცდაათწლიანი მაქსიმალური ვადა უკვე გასული იყო. ამასთანავე, იმდენად რამდენადაც რუსეთის მთავრობამ აღიარა, რომ სსრკ მოხელეების მოქმედებანი კანონის მიერ კვალიფიცირებული იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, მოცემული ინფორმაცია, სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის მე-7 მუხლით, აშკარად არ ექვემდებარებოდა გასაიდუმლოებას. პოლონეთის მთავრობამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მთავრობას არ წარმოუდგენია გასაიდუმლოების შესახებ არგუმენტირებული გადაწყვეტილება.დაბოლოს, პოლონეთის მთავრობამ მიუთითა, რომ კატინის გამოძიება არ უკავშირდებოდა პოლიციის სპეციალური ძალების ამჟამინდელ ფუნქციებსა თუ ოპერაციებს. თუკი საქმის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებული იყო წინა რეჟიმის მიერ, გასაიდუმლოების შენარჩუნების განგრძობადი და აქტუალური საჯარო ინტერესი უკვე აღარ არსებობდა.
გ. სასამართლოს შეფასებაზოგადი პრინციპებისასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილი ინდივიდუალური გასაჩივრების უფლების ეფექტიანად მუშაობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების მიერ ყველა აუცილებელი საშუალების უზრუნველყოფას რათა შესაძლებელი შეიქნას საჩივრების ჯეროვანი და ეფექტიანი განხილვა. მოცემული ვალდებულება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას სასამართლოს მიაწოდონ ყველა აუცილებელი საშუალება, იქნება ეს ფაქტების დამდგენი ძიებისა თუ საჩივრების განხილვის ზოგადი ვალდებულების მიზნებისათვის. მთავრობის მხრიდან, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დამაკმაყოფილებელი განმარტების გარეშე ხელს შეუწყობს მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანას, რომ მომჩივნების ბრალდებები საფუძვლიანია და ასევე ნეგატიურად ასახავს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (იხ.Tahsin Acar v. Turkey [GC], no. 26307/95, §§ 253-254, ECHR 2004‑III; Timurtaş v. Turkey, no. 23531/94, §§ 66 და 70, ECHR 2000‑VI; და Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, § 70, ECHR 1999‑IV).სასამართლოს მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება სავალდებულო ხასიათისაა მოპასუხე მთავრობისათვის მისი ფორმულირების მომენტიდანვე, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საჩივრის მთავრობისათვის კომუნიცირების დროს თუ მოგვიანებით, საქმის განხილვის ეტაპზე (იხ.Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, § 295, 26 აპრილი 2011, და Bekirski v. Bulgaria, no. 71420/01, §§ 111-113, 2 სექტემბერი 2010). სასამართლოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გამოთხოვილი მასალის სრულად წარმოდგენა ფუნდამენტური ვალდებულებაა და მასალის ნებისმიერი დანაკლისი უნდა იყოს ჯეროვნად განმარტებული (იხ. Damir Sibgatullin v. Russia, no. 1413/05, §§ 65-68, 24 აპრილი 2012; Enukidze and Girgvliani, ციტირებული ზემოთ, §§ 299‑300; და Davydov and Others v. Ukraine, nos. 17674/02 და 39081/02, §§ 167 et seq., 1 ივლისი 2010). ამასთანავე, ნებისმიერი მოთხოვნლი მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ და, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში, რადგან არსობრივმა და განუმარტავმა დაგვიანებამ შესაძლოა სასამართლოს უბიძგოს მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებანი არასარწმუნოდ მიიჩნიოს (იხ. Damir Sibgatullin, § 68; Tahsin Acar, § 254; და Enukidze and Girgvliani, §§ 297 და 301, ყველა ციტირებული ზემოთ).სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება მაშინ, როდესაც არ განმარტა მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის მიზეზები (იხ. მაგ, Bekirski, ციტირებული ზემოთ, § 115; Tigran Ayrapetyan v. Russia, no. 75472/01, § 64, 16 სექტემბერი 2010; და Maslova and Nalbandov v. Russia, no. 839/02, §§ 128-129, 24 იანვარი 2008) ან, როდესაც წარმოადგინა არასრული მასალა, ან დაზიანებული ასლი და უარი განაცხადა ორიგინალი დოკუმენტის წარმოდგენაზე სასამართლოს მიერ ამ უკანასკნელის შესამოწმებლად (იხ.Trubnikov v. Russia, no. 49790/99, §§ 50-57, 5 July 2005).იმ შემთხვევებში, როდესაც მთავრობა მასალის წარმოუდგენლობას ამართლებს კონფიდენციალურობისა თუ უშიშროების მიზეზებით, სასამართლო ადგენს თუ რამდენად არსებობდა გონივრული და საფუძვლიანი მიზეზები მოცემული დოკუმენტების გასასაიდუმლოებლად ან კონფიდენციალური სტატუსის მისანიჭებლად. შესაბამისად, მრავალ საქმეში, უპირატესაც საქმეებში, რომელიც ეხებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაუჩინარებebს, რუსეთის მთავრობა მოიხმობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომელიც, მათი აზრით, აბრკოლებდა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებში არსებული დოკუმენტის გამჟღავნებას. სასამართლომ, თუმცა, აღნიშნა, რომ ხსენებული დებულება არ აწესებდა აბსოლუტურ აკრძალვას, არამედ ადგენდა პროცედურასა და შეზღუდვებს გამჟღავნების შემთხვევაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრ მსგავს საქმეში რუსეთის მთავრობამ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტები ხსენებული დებულების მოხმობის გარეშე ან დათანხმდა საგამოძიებო საქმის მასალებიდან დოკუმენტების წარმოდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დებულება თავდაპირველად მოხმობილი გახლდათ (იხ. სხვა მრავალ საქმეს შორის Sasita Israilova and Others v. Russia, no. 35079/04, § 145, 28 ოქტომბერი 2010, და Musikhanova and Others v. Russia, no. 27243/03, § 107, 4 დეკემბერი 2008 ).რაც შეეხება დოკუმენტების გასაიდუმლოებას, სასამართლო არ არის კმაყოფილი, ერთის მხრივ მოპასუხე მთავრობის განმარტებით, რომლის მიხედვითაც პატიმართა მიმოწერის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული წესები წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას (იხ. Davydov and Others, ციტირებული ზემოთ, § 170) ან, სხვა საქმეში, რომ ეროვნული სამართალი არ აყალიბებდა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის მიწოდების პროცედურას (იხ. Nolan and K. v. Russia, no. 2512/04, § 56, 12 თებერვალი 2009). სასამრთლომ მიუთითა, რომ თუკი არსებობდა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური ინტერესები, მთავრობას უნდა გაეკეთებინა შესაბამისი ნაწილის რედაქტირება, ან წარმოედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მოკლე მიმოხილვა (loc. Cit.). დაბოლოს, საიდუმლო ინფორმაციის ბუნების განხილვისას, სასამართლომ გაითვალისწინა იყო თუ არა დოკუმენტი საიდუმლო სადაზვერვო სამსახურებისა და მაღალჩინოსან სახელმწიფო მოხელეთა გარდა ვინმესთვის ცნობილი. ინფორმაციის ვითომდა ზემგრძნობიარე ბუნება ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საერო პირებს, მათ შორის სამოქალაქო საქმეში მოსარჩელის ადვოკატს, შეეძლოთ მოცემულ დოკუმენტზე წვდომა (loc. Cit.).ზემორე პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეშიმოპასუხე მთავრობისათვის თავდაპირველი ორი საჩივრის შესახებ შეტყობინების მიცემისას, სასამართლომ მხარეებს დაუსვა რამდენიმე შეკითხვა და მთავრობას მოსთხოვა 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების, რომელიც ეხებოდა სისხლის სამართლის საქმე N. 159 მიმდინარე სამართალწარმოების შეწყვეტას, ასლის წარმოდგენა. მთავრობამ უარი განაცხადა მის წარმოდგენაზე, აღნიშნა რა, რომ ეს უკანასკნელი ზესაიდუმლო სტატუსის მქონე გახლდათ ეროვნულ დონეზე. 2011 წლის 5 ივლისს სასამართლომ მიიღო ნაწილობრივ დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება და სთხოვა მხარეებს სურვილისამებრ წარმოედგინათ ნებისმიერი დამატებითი მასალა და ასევე დასვა შეკითხვა მთავრობის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დაცვის შესახებ. მთავრობას არ წარმოუდგენია მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლი. დიდი პალატის წინაშე საქმის განხილვისას, 2012 წლის 30 ნოემბერსა და 2013 წლის 17 იანვარს მთავრობამ წარმოადგინა რამდენიმე დამატებითი დოკუმენტი, თუმცა, არცერთი მათგანი არ გახლდათ მოთხოვნილი 2004 წლის 21 სექტმებრის გადაწყვეტილება.სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 38-ე მუხლი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან ითხოვს ყველა აუცილებელი საშუალების უზრუნველყოფას სასამართლოსადმი, მიუხედავად იმისა მოხდება იგი ფაქტების დამდგენი გამოძიებისა თუ საჩივრების განხილვის ზოგადი ვალდებულების ფარგლებში. წარმოადგენს რა საკუთარი პროცედურისა და წესების განმსაზვრელს, სასამართლო სარგებლობს სრული თავისუფლებით შეაფასოს მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულების არა მარტო მისაღებობა და რელევანტურობა, არამედ მისი სავარაუდო ღირებულებაც. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს თუ რამდენად და რა მასშტაბით არის საჭირო კონკრეტული მოწმის მონაწილეობა ფაქტების შეფასების პროცესში და თუ რა ტიპის მტკიცებულების წარმოდგენა მოეთხოვებათ მხარეებს საქმის ჯეროვნად განხილვის მიზნით. მხარეები ვალდებულნი არიან დაემორჩილნონ მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნებსა და მითითებებს, წარმოადგინონ დროული ინფორმაცია დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ და ჯეროვნად და სარწმუნოდ განმარტონ მათი წარმოუდგენლობის მიზეზი (იხ. Davydov and Others, ციტირებული ზემოთ, § 174; Nevmerzhitsky v. Ukraine, no. 54825/00, § 77, ECHR 2005-II (ამონარიდები); და Ireland v. the United Kingdom, 18 იანვარი 1978, § 210, Series A no. 25). შესაბამისად, საკმარისია თუკი მოცემულ საქმეში ფაქტების დასადგენად სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია მოთხოვნილ გადაწყვეტილებაში (იხ. Dedovskiy and Others v. Russia, no. 7178/03, § 107, ECHR 2008 (ამონარიდები), და სევე Akhmadova and Sadulayeva v. Russia, no. 40464/02, § 137, 10 მაისი 2007).რაც შეეხება კონვენციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოძიებისათვის ყველა აუცილებელი საშუალების უზრუნველყოფის ვალდებულების დამოკიდებულობას არსებითი დარღვევიდან, სასამართლო იმეორებს, რომ მოცემული ვალდებულება არის შედეგი ვალდებულებისა არ მოხდეს კონვენცის 34-ე მუხლით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური გასაჩივრების უფლების დაბრკოლება. მართლაც, მოცემული უფლების ეფექტიანად გამოყენება შესაძლოა დაზიანდეს ხელშემკვრელი მხარის მხრიდან სასამართლოსათვის დაუხმარობლობით, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი იძიებს საქმესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას, მათ შორის სასამართლოს მიერ ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გზით. ორივე დებულება უზრუნველყოფს მართლმსაჯულებითი სამართალწარმოების ეფექტიანობას და უკავშირდება მომჩივნების მიერ კონვენციისა თუ ოქმების არსობრივი დებულებების პროცედურულ და არა არსებით მხარეს. მართალია სასამართლოს გადაწყვეტილებების სტრუქტურა, ტრადიციულად ეფუძნება კონვენციაში მუხლების ნუმერაციას, სასამართლო მთავრობის მხრიდან კონვენციის 38-ე მუხლით დადგენილი პროცედურული ვალდებულების დაცვას ჩვეულებისამებრ დასაწყისშივე განიხილავს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ნეგატიური დასკვნები ეფუძნება მთავრობის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულების წარმოუდგენლობას (იხ. სხვა მრავალს შორის Shakhgiriyeva and Others v. Russia, no. 27251/03, §§ 134-140, 8 იანვარი 2009; Utsayeva and Others v. Russia, no. 29133/03, §§ 149-153, 29 მაისი 2008; Zubayrayev v. Russia, no. 67797/01, §§ 74-77, 10 იანვარი 2008; და Tangiyeva, ციტირებული ზემოთ, §§ 73-77). ამ მხრივ სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მან შესაძლოა მიიჩნიოს მოპასუხე მთავრობის მიერ პროცედურული ვალდებულების დარღვევა მაშინაც კი, როდესაც კონვენციური უფლების არსობრივი დარღვევის შესახებ სარჩელი დასაშვებად არ იქნა მიჩნეული (იხ.Poleshchuk v. Russia, no. 60776/00, 7 ოქტომბერი 2004). ამასთანავე, არ არის სავალდებულო, რომ მთავრობის მხრიდან სავარაუდო ჩარევა აუცილებლად იყოს ვიწრო ან ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა ინდივიდუალური გასაჩივრების უფლებით სარგებლობაზე (იხ. McShane v. the United Kingdom, no. 43290/98, § 151, 28 მაისი 2002). სასამართლო იმეორებს, რომ ხელშემკვრელი მხარის პროცედურული ვალდებულება კონვენციის 34-ე და 38-ე მუხლების საფუძველზე უნდა შესრულდეს მიუხედავად სამართალწარმოების საბოლოო შედეგისა და უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული მომჩივანსა თუ მის წარმომადგენლებზე რეალური თუ პოტენციური შემაფერხებელი ეფექტი.მთავრობის მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლის წარმოუდგენლობის გამამართლებელი არგუმენტების პასუხად, სასამართლო აღნიშნავს, - იგი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად იქნა საიდუმლოდ მიჩნეული ეროვნულ დონეზე და რომ მოქმეედი კანონები და წესები უკრძალავდა მთავრობას საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციისათვის მისი მხრიდან კონფიდენციალურობის შესახებ გარანტიების არარსებობის გამო.სასამართლო იმეორებს, რაც მან აღნიშნა უკვე რუსეთის წინააღმდეგ სხვა გადაწყვეტილებაში, რომ ეროვნული კანონმდებლობის სტრუქტურული ნაკლი, რომლის შედეგადაც შეუძლებელია სენსიტიური დოკუმენტების საეთაშორისო ორგანოებისათვის გადაცემა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველსა და სათანადო განმარტებას სასამართლოსათვის, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობისათვის (იხ.Nolan and K., ციტირებული ზემოთ, § 56). სასამართლომ უკვე უარყო რუსეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი მსგავსი არგუმენტები, რომელიც მიუთითებდა სასამართლოს პროცედურაში დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაუცველობასა თუ კონფიდენციალურობის დარღვევისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სანქციების დაუწესებლობის გამო (იხ.Shakhgiriyeva and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 136-140). ამ კუთხით სასამართლო იმეორებს, რომ კონვენცია გახლავთ საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც, სახელშეკრულებო სამართლის ვენის კონვენციის 26-ე მუხლში მოცემული pacta sunt servanda პრინციპის შესაბამისად, სავალდებულო ძალის მქონეა ხელშემკვრელი მხარეებისათვის და უნდა შესრულდეს კეთილი ნებით. ვენის კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, შიდა კანონმდებლობის დებულებანი არ შეიძლება მოხმობილ იქნას ხელშემკვრელი მხარის მიერ სახელშეკრულებო ვადლებულებების შეუსრულებლობის გასამართლებლად. კონვენციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების კონტექსტში, მოცემული ვალდებულება გულისხმობს შემდეგს: მოპასუხე მთავრობას არ აქვს უფლება დაეყრდნოს ეროვნულ სამართლებრივ ბარიერებს, მაგალითად სახელმწიფოს სხვა სააგენტოს სპეციალური გადაწყვეტილების არარსებობა, და ამით გაამართლოს სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის აუცილებელი ყველა საშუალების წარმოუდგენლობა. სასამართლოს მუდმივი პოზიცია გახლავთ, რომ მთავრობა კონვენციის საფუძველზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ორგანოების ყველა ქმედებაზე იმ საქმეებში, რომელიც სასამართლოს წინაშე აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებას (იხ.Lukanov v. Bulgaria, 20 მარტი 1997, § 40, Reports 1997‑II).მართალია დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოებისას მთავრობამ წარმოადგინა იმ გადაწყვეტილებების ასლები, რომლებიც ეროვნულმა სასამართლოებმა მიიღეს საიდუმლო სტატუსის მოხსნის წარმოებისას, მათ არ განუმარტავთ ის უშიშროების მიზნები, რომელიც წამოაყენეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილის გასაიდუმლოებისას, მათ შორის სასამართლოს მიერ მოთხოვნილი 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწვეტილების შემთხვევაშიც. ნათელია, რომ გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა სამხედრო პროკურატურამ მიიღო არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ფედერალური უშიშროების სამსახურის მოხელის ინიციატივით, რომელსაც „ჰქონდა საჭირო მითითების მიცემის უფლება, მთავარი სამხედრო პროკურორის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიხედვით“. ასევე დამატებითი მითითებების გარეშე აღინიშნა, რომ 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება მოიცავდა ინფორმაციას „დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და ოპერატიული და ჩხრეკის საქმიანობების შესახებ“ (იხ. პარაგრაფი 64 ზემოთ).სასამართლო იმეორებს, რომ ეროვნული ხელისუფლების მიერ, კონკრეტულ საქმეში მიღებული გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების გათვალისწინებით წარმოადგენს იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რომლის განსჯის საშუალებაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნაკლებად გააჩნია. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც სახეზეა ეროვნული უშიშროება, კანონიერებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპები საჭიროებს რომ ზომები, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, დაექვემდებაროს დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე, რომელიც კომპეტენტურია განიხილოს გადაწყვეტილებანი და შესაბამისი მტკიცებულებები, გარკვეული შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას. ეროვნული უშიშროების წინაშე საფრთხის შესახებ აღმასრულებლის გადაწყვეტილების ეფექტიანი გასაჩივრების არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები შეძლებენ თვითნებურად დაარღვიონ კონვენციით დაცული უფლებები (იხ. Liu, ციტირებული ზემოთ, §§ 85-87, და Al‑Nashif v. Bulgaria, no. 50963/99, §§ 123 და 124, 20 ივნისი 2002 ).მოცემულ საქმეში მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ, არ შეიცავს საქმის მასალებისათვის საიდუმლო სტატუსის შენარჩუნების მიზეზების არსობრივ ანალიზს. არ იკვეთება თუ რამდენად იყო ქალაქის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ფედერალური უშიშროების სამსახურის საექსპერტო დასკვნის ასლი. ეროვნულ სასამრთლოებს კრიტიკულად არ გაუანალიზებიათ აღმასრულებლის მხრიდან იმის მტკიცება, რომ გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია უნდა დარჩეს საიდუმლოდ მოვლენებიდნ სამოცდაათი წლის შემდეგაც კი. ისინი შემოიფარგლნენ იმის აღნიშვნით, რომ გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებში და არ განუხორციელებია დამოუკიდებელი ანალიზი იმისა, თუ რამდენად გონივრული იყო დასკვნა იმის შესახებ, რომ სტატუსის მოხსნა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის სასამართლოებს არსებითად არ განუხილავთ „მემორიალის“ არგუმენტი მასზედ, რომ გადაწყვეტილებამ შეწყვიტა გამოძიება შეუიარაღებელი პატიმრების მასობრივი მკვლელობის, ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევის შესახებ, ჩადენილი საბჭოთა მაღალჩინოსნების ბრძანების საფუძველზე და რომ შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, იგი არ ექვემდებარებოდა გასაიდუმლოებას. დაბოლოს, მათ არ შეუმოწმებიათ ბალანსი ერთის მხრივ ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ ფლობილი ინფორმაციის დაცვის ნაგულვებ საჭიროებას და საზოგადოების ინტერესს შორის, რომელსაც სურდა წინა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების განმჭვირვალე გამოძიება და მსხვერპლთა ნათესავების მიერ დაღუპვის გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიღების კერძო ინტერესს შორის. გასაიდუმლოების შესახებ ეროვნული სასამართლოების ამგვარი შეზღუდული მიდგომის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლის წარმოდგენა, მისი მოთხოვნის შესაბამისად, ვერ მოახდენდა გავლენას რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.და ბოლოს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეროვნული უშიშროების ლეგიტიმური ინტერესი შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სამართალწარმოებისას შესაბამისი საპროცესო შეთანხმებებით, მათ შორის სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლით მოცემულ დოკუმენტზე შეზღუდული წვდომითა და, in extremis, მოსმენის დახურულ კარს მიღმა ჩატარებით. მართალია რუსეთის მთავრობამ კარგად უწყოდა ამ შესაძლებლობების შესახებ, მათ არ მოუთხოვიათ მოცემული ზომების გამოყენება, მაშინ, როდესაც მხარის ვალდებულებას წარმოადგენს კონფიდენციალურობის მოთხოვნა და მისი დასაბუთება.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხე სახელმწიფომ არ დაიცვა კონვენციის 38-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება უარი განაცხადა რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ასლის წარმოდგენაზე.
V. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებაკონვენცის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს“.
ა. ზიანიმომჩივნები, ბ-ნი ჯერზი კაროლ მალევიჩი, ბ-ნი იანოვიჩი და ბ-ნი ტრიბოვსკი ითხოვდნენ კომპენსაციას მამებისა და ბაბუის გარდაცვალების გამო. ყველა მომჩივანი ასევე ითხოვდა მორალურ დაკმაყოფილებას კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების ნაგულვებ დარღვევაზე, ანიჭებდნენ რა სასამართლოს სამართლიანი დაკმაყოფილების ოდენობის განსაზღვრის უფლებას.მთავრობა არ ეთანხმებოდა მათ.სასამართლომ არ დაადგინა მომჩივნების მიერ მოთხოვნილი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა. რუსეთის მთავრობის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დაუცველობა გახლდათ პროცედურული საკითხი, რომელიც არ წარმოშობს სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნების საკითხს მომჩივნებისათვის. შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილეს მომჩივანთა მოთხოვნას მატერიალური და მორალური ზიანის დაკმაყოფილების შესახებ.
ბ. ხარჯები
მომჩივნები ითხოვდნენ შემდეგ ოდენობას: (i) 25,024.82 ევრო წარმომადგენლობის ხარჯები ბ-ნი შევჩუკისათვის (სასამართლოსაგან მიღებული იურიდიული დახმარების გამოკლებით);
(ii) 7,000 ევროს ბ-ნი კაპრინსკისა და ქ-ნი სტავინსკაიას მიერ რუსეთში სამართალწარმოების ხარჯებისათვის;
(iii) 7,581 ევროსა და 1,199.25 პოლონურ ზლოტს ტრანსპორტირებისა და თარგმანებისათვის პალატის წინაშე სამართალწარმოების ფარგლებში;
(iv)4,129 ევროს მომჩივანთა ადვოკატების ტრანსპორტირებისა და დაბინავების ხარჯებისა და პალატისა და დიდი პალატის მოსმენებზე დასასწრებად მომჩივანთა მომზადებისათვის;
(v)124 ევროს თარგმანისა და საფოსტო მომსახურებისთვის დიდი პალატის წინაშე სამართალწარმოების ფარგლებში.ამასთანავე, მომჩივანი ბ-ნი ჯერზი კაროლ მალევიჩი ითხოვდა 2,219.36 აშშ დოლარს პალატის მოსმენაზე დასასწრებად მისი ქალიშვილისა და მისი მგზავრობისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად.მთავრობამ აღნიშნა, რომ ბ-ნი შევჩუკის ხარჯები გადამეტებული გახლდათ და რომ მგზავრობის ხარჯების აუცილებლობა არ იყო დადასტურებული და რომ ორი რუსი ადვოკატი მონაწილეობდა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმართულ „რეაბილიტაციის“ სამართალწარმოებაში, რომელიც მოცემული საქმის ფარგლებს სცილდებოდა. ასევე, რუსი ადვოკატის მოთხოვნა არ ეფუძნებოდა არანაირ გადახდის მარჟას და არ იყო რეალურად შესრულებულ სამუშაოსთან კავშირში. დიდი პალატის მოსმენაზე დასასწრებად მომჩივნების დასწრების ხარჯები არ იყო აუცილებელი ხარჯი, რადგან მომჩივნები წარმოდგენილნი გახლდნენ სამი ადვოკატისაგან შემდგარი გუნდის მიერ. დაბოლოს, როგორც თავადვე აღნიშნეს, ბ-ნმა კამინსკიმ და ბ-ნმა სოჩანსკიმ სამართლებრივი სამუშაო გასწიეს უფასოდ, pro bono საფუძველზე, რაც, მთავრობის აზრით, არ აძლევდა მათ უფლებას მოეთხოვათ საქმის მომზადებისათვის რაიმე თანხა.სასამართლო იმეორებს, რომ მას არ დაუდგენია მომჩივნების მიერ მოთხოვნილი დარღვევები. თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რამაც გამოიწვია მომჩივანთა წარმოამდგენლების დამატებითი სამუშაო და რომელთაც განიხილეს მოცემული საკითხი წერილობით და ზეპირ არგუმენტებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული დახმარების ფარგლებში გადახდილი ოდენობა საკმარისი გახლდათ მოცემულ გარემოებებში, შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ხარჯების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო
ადგენს, ერთხმად, რომ ბ-ნ პიოტრ მალევიჩსა და ბ-ნ კაზიმირ რასინკსის გააჩნიათ სასამართლოს წინაშე საჩივრის წარმოდგენილის სამართლებრივი საფუძველი გარდაცვლილი ბ-ნი კრისტოფ იან მალევიჩისა და გარდაცვლილი ქ-ნი ჰალინა მიჩალსკას სახელით;ადგენს, ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია განიხილოს საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლით;ადგენს, თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;ადგენს, ერთხმად, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებანი;უარყოფს, თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ მომჩივნების მიერ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნას;
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 21 ოქტომბერს.
ერიკ ფრიბერგიჯოზეფ კასადევალი
სასამართლო გამწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45§ 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი ცალკეული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე გიულუმიანის თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე დედოვის თანმხვედრი მოსაზრება;
(გ) მოსამართლე ვოტიჩეკის თანმხვედრი და ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(დ) მოსამართლე ზიმელეს, დე გაეტანოს, ლაფრანკისა და კელერის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy