© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტულ სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №167
ოქტომბერი 2013
იანოვიჩი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ [დპ] - 55508/07 და 29520/09
გადაწყვეტილება 21.10.2013 [დპ]
მუხლი 3
არაადამიანური მოპყრობა
პოზიტიური ვალდებულება
1940 წელს საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ კატინში მოკლული პოლონელი სამხედრო ტყვეების ბედის ჯეროვნად დაუდგენლობა: დარღვევას ადგილი არ აქვს.
მუხლი 35
მუხლი 35-3
Ratione temporis
სასამართლოს დროითი იურისდიქცია მოპასუხე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე 58 წლის წინანდელ მკვლელობებზე პირველადი პრეტენზია დაკმაყოფილდა
მუხლი 38
მუხლი 38-1-ა
ყველა საჭირო საშუალების უზრუნველყოფის ვალდებულება
ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მიწოდებაზე უარი, რომლის საფუძველზეც მოხდა სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტა კატინის მკვლელობაზე: 38-ე მუხლის მოთხოვნების დაუცველობა
ფაქტები- მომჩივნები იყვნენ 1939 წლის სექტემბერში წითელი არმიის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ დაპატიმრებული პოლონელი სამხედრო ტყვეებისა და ოფიციალური პირების ნათესავები, რომლებიც მოგვიანებით მოკლეს საბჭოთა საიდმულო პოლიციამ სასამართლო განხილვის გარეშე 21,000 სხვა პირთან ერთად 1940 წლის აპრილსა და მაისში. მსხვერპლნი დამარხულ იქნენ საერთო სამარხებში კატინის ტყეში. გამოძიება მასიურ მკველობებზე დაიწყო 1990 წელს და შეწყდა 2004 წელს. გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ტექსტი გასაიდუმლოებული რჩებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის და მომჩივნებს მასზე წვდომა არ ჰონდათ. მომჩივანთა მრავალჯერადი მოთხოვნა მიეღოთ წვდომა მოცემულ გადაწყვეტილებაზე და მომხდარიყო მისთვის ზესაიდუმლოს სტატუსის მოხსნა არ დაკმაყოფილდა რუსეთის სასამართლოების მიერ. რუსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ასლის ევროპული სასამართლოსათის მიწოდებაზეც იმის გამო, რომ ხსენებული დოკუმენტი არ გახლდათ გადამწყვეტი მნიშვნელობის მომჩივანთა საქმეში და რომ ეროვნული კანონმდებლობა მათ უკრძალავდა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას.
2012 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაში (იხ. საინფორმაციო ბიულეტები 151), სასამართლოს პალატამ ოთხი ხმით სამის წინაამდეგ დაადგინა, რომ მთავრობა არ დაემორჩილა კონვენციის 38-ე მუხლს არ წარმოადგინა რა გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ ამასთანავე, მას არ ჰქონდა დროითი იურისდიქცია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრის - გარდაცვალებების შესახებ ეფექტიანი გამოძიების წარმოების დარღვევის ვალდებულება - არსებითი მხარის განსახილველად. ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ პალატამ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა ათი მომჩივნის მიმართ იმ ტანჯვის გამო, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ მათი მდგომარეობის განგრძობადი უგულვებელყოფით.
სამართალი - მე-2 მუხლი (პროცედურული ასპექცი): სასამართლომ გაიმეორა, რომ მისი დროითი იურისდიქცია განიხილოს სახელმწიფოს მიერ პროცედურული ვალდებულებების დაცვა მე-2 მუხლის ფარგლებში ეფექტიანი გამოძიების საწარმოებლად სახელმწიფო აგენტების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი უკანონო მკვლელობების შესახებ - არ იყო უვადო, რადგან გარდაცვალებებს ადგილი ჰქონდა მოცემული სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე. ასეთ შემთხვევებში, სასამართლოს ჰქონდა იურისდიქცია მხოლოდ პროცედურული კუთხით ან იმ უმოქმედობების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა „ჯეროვანი კავშირი“ გარდაცვალებებს, როგორც გამომწვევ მოვლენასა, და კონვენციის ძალაში შესვლას შორის. „ჯეროვანი კავშირის“ დასადგენად, დრო გარდაცვალებებსა და კონვენციის ძალაში შესვლას შორის უნდა იყოს გონივრულად მოკლე ან გამოძიების უდიდესი ნაწილი უნდა განხორციელებულიყო კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. ხსენებული მიზნისათვის, გონივრულად მოკლე დროში იგულისხმება არაუმეტეს ათი წლისა.
მტკიცებულებებთან დაკავშირებით მომჩივნების ნათესავებს უნდა ეგულისხმათ, რომ მოხდა მათი მოკვლა 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ. თუმცა, რუსეთმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა მხოლოდ 1998 წლის მაისში, ანუ მოვლენებიდან ორმოცდათვრამეტი წლის შემდეგ. მოცემული პერიოდი არამარტო მრავალგზის აღემატებოდა იმ პერიოდს, რომელმაც გამოიწვია პროცედურული ვალდებულების წარმოშობა მე-2 მუხლის მიზნებისათვის სასამართლოს მიერ აქამდე განხილულ ყველა სხვა საქმეში, არამედ აბსოლუტური მნიშვნელობითაც ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ დამყარებულიყო ჯეროვანი კავშირი გარდაცვალებებსა და რუსეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლას შორის. ამასთანავე, მართალია მასობრივ დაკრძალვებში გამოძიება მხოლოდ ფორმალურად შეწყდა 2004 წელს, ანუ რუსეთისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვს წელში, მაგრამ მაინც შეუძლებელი გახლდათ საქმის მასალებში არსებული ინფორმაციისა და მხარეთა არგუმენტების საფუძველზე დადგენილიყო რაიმე რეალური საგამოძიებო ნაბიჯების არსებობა ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. სასამართლომ ვერ გაიზიარა პოზიცია მასზედ, რომ მტკიცებულების ხელახალი შეფასება, წინარე დასკვნების ცვლილება თუ საქმის საგამოძიებო მასალების გასაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენდა „პროცედურული ნაბიჯების მნიშვნელოვან ნაწილს“ რომლის არსებობაც აუცილებელი გახლდათ მე-2 მუხლის მიზნებისათვის „ჯეროვანი კავშირის“ დასადგენად. ამასთანავე, კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ადგილი არ ჰქონია არც მტკიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილის ან არსობრივი ელემენტის გამოაშკარავებას. შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდა „ჯეროვანი კავშირის“ დამდგენი ვერცერთი კრიტერიუმი.
მიუხედავად ამისა, როგორც სასამართლომ აღნიშნა საქმეში Šilih v. Slovenia, შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისი ვითარებანი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ჯეროვანი კავშირის“ სტანდარტს, მაგრამ სადაც კონვენციით დაცული უფლებებისა და მის საფუძველში არსებული ღირებულებების რეალური და ეფექტიანი დაცვის საჭიროება წარმოადგენს საკმარის საფუძველს კავშირის არსებობის დასადგენად. მოცემული კავშირის დასადგენად აუცილებელია, რომ გამომწვევი მოვლენა ჩვეულებრივ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე დიდი მასშტაბისა იყოს და წარმოადგენდეს კონვენციის საფუძვლების უარყოფას. საერთაშორისო სამართლით დასჯადი მძიმე დანაშაულები, ისეთები, როგორიცაა ომის დანაშაულები, გენოციდი ან ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული ხვდება ამ კატეგორიაში. თუმცა, „კონვენციური ღირებულებანი“ არ გამოიყენება იმ მოვლენების მიმართ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1950 წლის 4 ნოემბერს, კონვენციის მიღებამდე, რადგან სწორედ ამ დროს მოხდა კონვენციის, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ხელშეკრულების შექმნა. ხელშემკვრელი მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი კონვენციით საერთაშორისო სამართლის ყველაზე სერიოზული დანაშაულების გამოუძიებლობისათვის იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი განხორციელდა კონვენციამდე. ამ მხრივ, არსებობს ფუნდამენტური განსხვავება იმ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გაასამართლოს პირი საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევებისათვის არსებული გარემოებების გათვალისწინებით, და იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც ეკისრება ამის ვალდებულება კონვენციის მიხედვით. მოვლენები, რომლებსაც შესაძლოა გამოეწვია ხსენებული გამოძიების ვალდებულება მე-2 მუხლის მიხედვით, განხორციელდა 1940 წლის დასაწყისში, ანუ კონვენციის შექმნამდე ათ წელზე მეტი ხნით ადრე. შესაბამისად, არ არსებობდა ელემენტები, რომელიც ითამაშებდა ხიდის როლს შორეულ წარსულსა და ახლანდელ, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდს შორის და სასამართლოს არ გააჩნდა იურისდიქცია განეხილა საჩივარი მეორე მუხლით.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია დაკმაყოფილდა (ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ)
მუხლი 3: სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის“ ოჯახის წევრის ტანჯვა, რომელიც გადის ხანგრძლივ გზას იმედსა და სასოწარკვეთას შორის, შესაძლოა წარმოადგენდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენის საფუძველს ხელისუფლების მიერ ინფორმაციის მოთხოვნისადმი უგულო დამოკიდებულების გამო. თუმცა, მომჩივნების საქმეში, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდებოდა მხოლოდ 1998 წლის 5 მაისის შემდგომ პერიოდზე, ანუ მას შემდეგ, რაც კონვენცია ძალაში შევიდა რუსეთისათვის. იმ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა არანაირი იმედი პოლონელი სამხედრო ტყვეების გადარჩენის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის სხეული არ იყო აღმოჩენილი, მათი გარდაცვალება საჯაროდ იყო აღიარებული საბჭოთა და რუსი ხელისუფლების მიერ და წარმოადგენდა დადგენილ ისტორიულ ფაქტს. აღნიშნულიდან უდავოდ გამომდინარეობს, რომ ის, რაც თავდაპირველად წარმოადგენა „გაუჩინარებას“ გახდა „დადასტურებული გარდაცვალება“. იმის გამო, რომ არცერთი ის სპეციალური გარემოება, რომელიც სასამართლოს უბიძგებს დაადგინოს მე-3 მუხლის დარღვევა „დადასტურებული გარდაცვალების“ შემთხვევაში (მაგალითად, მსხვერპლის ტანჯვის უშუალო თვითმხილველობა) არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნების საქმეში, მათი ტანჯვა არ აღწევდა იმ მასშტაბსა და ბუნებას, რომ განსხვავებულად იქნეს მიჩნეული ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლთა ნათესავების მიერ განცდილი სასოწარკვეთისაგან.
დასკვნა: დარღვევას არ ჰქონდა ადგილი (თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ)
მუხლი 38: მთავრობა არ დაემორჩილა სასამართლოს მოთხოვნას წარმოედგინა მისთვის 2004 წლის სექტემბრის იმ გადაწყვეტილების ასლი, რომელიც ადგენდა კატინის გამოძიების შეწყვეტას. უარის საფუძველი გახლდათ გადაწყვეტილებისადმი ეროვნულ დონეზე, კანონის საფუძველზე მინიჭებული ზესაიდუმლო სტატუსი და ის ფაქტი, რომ მთავრობას არ ჰქონდა უფლება მიეწოდებინა გასაიდუმლოებული მასალა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის კონფიდენციალურობის შესახებ გარანტიების არარსებობისას.
სასამართლომ გაიმეორა, რომ როდესაც სახეზე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი, დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერებისა და კანონის უზენაესობის პრინციპი საჭიროებს იმ ზომების, რომელიც გავლენას ახდენენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, უნდა დაექვემდებაროს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებულ სასამართლო განხილვას დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე, სადაც ამ უკანასკნელს შეუძლია განიხილოს გადაწყვეტილების მიზეზები და შესაბამისი მტკიცებულებანი; რომ არა ამგვარი მიდგომა, სახელმწიფო ხელისუფლებას შეეძლებოდა კონვენციით დაცული უფლებების თვითნებური დარღვევა.
მოცემულ საქმეში, ეროვნული სასამართლოები არ დაქვემდებარებულან რაიმე სახის არსობრივ შეფასებას აღმასრულებლის მიერ იმის მტკიცების გამო, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში მოცემული ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა შენახულიყო მოვლენებიდან სამოცდაათი წლის შემდეგაც კი. მათ შეზღუდეს ძიების მასშტაბი აღნიშნეს რა, რომ საიდუმლო გადაწყვეტილება მიღებული იყო შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი შეფასების გარეშე მასზედ, თუ რამდენად წარმოადგენდა საფრთხეს ეროვნული უშიშროებისათვის მასალისათვის საიდუმლო სტატუსის მოხსნა. მათ არსობრივად არ განუხილავთ ის არგუმენტი, იმის გამო, რომ მოცემული გადაწყვეტილებით შეწყდა მაღალ დონეზე მიღებული, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამოძიება, გადაწყვეტილება არ შეიძლება გასაიდუმლოებულიყო ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. სასამართლოებს არც ბალანსი შეუმოწმებიათ ერთის მხრივ, ინფორმაციის დაცვის საჭიროებასა და, მეორეს მხრივ, გამჭვირვალე გამოძიების საჯარო ინტერესსა და მსხვერპლთა ნათესავების კერძო ინტერესს, გარკვეულიყო გარდაცვალების გარემოებანი, შორის. გადაწყვეტილების გასაიდუმლოების შესახებ ეროვნული სასამართლოების მიერ ამგვარი შეზღუდული განხილვის გათვალისწინებით, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსაზრება, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2004 წლის გადაწყვეტილების ასლი გავლენას მოახდენდა რუსეთის ეროვნულ უშიშროებაზე.
სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლეგიტიმური ეროვნული უშიშროების მოსაზრებანი შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას მის წინაშე სამართალწარმოებისას შესაბამისი პროცედურული ზომების მიღებით, მათ შორის, დოკუმენტზე შეზღუდული წვდომით, სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის მიხედვით, და, in extremis, მოსმენის დახურულ კარს მიღმა წარმოებით. თუმცა, მთავრობას ამგვარი ზომების მიღება არ მოუთხოვია.
დასკვნა: 38-ე მუხლის მოთხოვნების დაუცველობა (ერთხმად)
მუხლი 41: ზიანის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ კონვენციის 38-ე მუხლის დაუცველობა წარმოადგენდა პროცედურულ საკითხს, რომელიც არ გულისხმობდა სამართლიან დაკმაყოფილებას.
(იხ. Šilih v. Slovenia [GC], 71463/01, 9 აპრილი 2009, საინფორმაციო ბროშურა N. 118)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy