დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №167
ოქტომბერი 2013
ჯანოვიეცი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] – 55508/07 და 29520/09
განჩინება 21.10.2013 [დიდი პალატა]
მე-3 მუხლი
არაადამიანური მოპყრობა
პოზიტიური ვალდებულებები
სავარაუდო მარცხი, შესაბამისად გაეთვალისწინებინა პოლონელი პატიმრების ბედი, რომლებიც სიკვდილით დასაჯა საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციამ კატინში 1940 წელს: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
35-ე მუხლი
35-3 მუხლი
Ratione temporis
სასამართლოს გარადამავალი იურისდიქცია იმ გარდაცვალებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 58 წლის წინ, სანამ კონვენცია ძალაში შევიდოდა მოპასუხე სახელმწიფოში: წინასწარი შედავება ნებადართულია
38-ე მუხლი
38-1-ა მუხლი
ვალდებულება, მოაწყოს ყველა საჭირო დაწესებულება
უარი, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე, შიდა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მიწოდებაზე, რომელიც ეხებოდა კატინის მკვლელობებზე სისხლისსასამართლებრივი გამოძიების შეწყვეტას: 38-ე მუხლის შეუსრულებლობა
ფაქტები – განმცხადებლები იყვნენ ნათესავები იმ პოლონელი ჯარისკაცების და ოფიციალური პირების, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ საბჭოთა ბანაკებში თუ ციხეებში 1939 წლის სექტემბერში წითელი არმიის პოლონეთის რესპუბლიკაში შეჭრის შემდეგ და რომლებიც მოგვიანებით დახოცა საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ სასამართლოს გარეშე 21 000 სხვა პატიმართან ერთად, 1940 წლის აპრილსა და მაისში. მოკლულები მასობრივად დამარხეს კატინის ტყეში. გამოძიება მასიურ მკვლელობებზე დაიწყო 1990 წელს, მაგრამ შეწყდა 2004 წელს. გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილების ტექსტი გასაიდუმლოებული იყო ევროპული სასამართლოს განჩინების გამოტანის დროს და განმცხადებლებს არ ჰქონდათ წვდომა მასზე. მათ განმეორებულ მოთხოვნებს, რომ მიეღოთ წვდომა ამ გადაწყვეტილებაზე და მომხდარიყო მისი განსაიდუმლოება, რუსეთის სასამართლოები არ აკმაყოფილებდნენ. რუსეთის შესაბამისმა ორგანოებმა ასევე უარი თქვეს გადაწყვეტილების ასლის ევროპული სასამართლოსთვის მიწოდებაზე, იმ მოტივით, რომ დოკუმენტი არ იყო არსებითი მნიშვნელობის განმცხადებლების საქმეში და რომ მათ შიდა სამართალი უკრძალავდა საიდუმლო ინფორმაციის განსაჯაროებას.
2012 წლის 16 აპრილის განჩინებაში (იხ. საინფორმაციო ბროშურა №151), სასამართლოს პალატამ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ასლის გადაუცემლობით ხელისუფლებამ არ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლის მოთხოვნები, მაგრამ მას არ ჰქონდა გარდამავალი იურისდიქცია შეემოწმებინა განმცხადებლის საჩივრის არსებითი მხარე, რომელიც ეხებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულების დარღვევას. ხუთი ხმით სამის წინააღმდეგ პალატამ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა ათი განმცხადებლის მიმართ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მათ მიაყენეს რუსეთის ოფიციალურმა ორგანოებმა მათი მდგომარეობის იგნორირებით.
სამართალი – მე-2 მუხლი (პროცედურული ასპექტი): სასამართლომ გაიმეორა, რომ მისი გარადამავალი იურისდიქცია, გადაეხედა, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ მისთვის მე-2 მუხლის ფარგლებში დაკისრებული პროცედურული ვალდებულებები, იმისათვის რომ წარმოებინა ეფექტური გამოძიება სავარაუდო უკანონო დახვრეტებზე, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლება ჩაიდინეს, არ იყო ვადებში შეზღუდული, რადგან გარდაცვალებები დადგინდა მანამდე, ვიდრე აღნიშნული სახელმწიფო გახდებოდა კონვენციის ხელმომწერი იმ მომენტისთვის. ასეთ შემთხვევებში, სასამართლოს ჰქონდა იურისდიქცია მხოლოდ პროცედურალ აქტებზე ან უმოქმედობაზე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ პერიოდში და ადგენდა `უტყუარ კავშირს~ სიკვდილს, როგორც გამომწვევ მოვლენასა და ძალაში შესვლას შორის.
იმისათვის, რომ შედგეს `უტყუარი კავშირი~, დროის შუალედი სიკვდილსა და ძალაში შესვლას შორის უნდა ყოფილიყო გონივრულად მოკლე და გამოძიების დიდი ნაწილი უნდა განხორციელებულიყო ძალაში შესვლის შემდეგ. ამ მიზნისთვის, გონივრულად მოკლე დროში იგულისხმება არანაკლებ ათი წელი.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიჩნეულიყო, რომ განმცხადებლების ნათესავები განადგურებულ იქნენ საბჭოთა ოფიციალური ორგანოების მიერ 1940 წელს. თუმცა, რუსეთმა არ მოახდინა კონვენციის რატიფიცირება 1998 წლის მაისამდე, ანუ 58 წლის შემდეგ. ეს პერიოდი იყო არამარტო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ის ვადა, რაც განაპირობებს პროცედურალ ვალდებულებებს მე-2 მუხლის შესაბამისად, არამედ, ასევე, ყოველი მხრივ ძალიან ხანგრძლივი, იმისათვის, რომ დადგენილიყო უტყრუარი კავშირი სიკვდილსა და რუსეთისთვის კონვენციის ძალაში შესვლას შორის. ამას გარდა, მართალია, გამოძიებები მასიურ დასაფლავებებთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალურად შეწყდა 2004 წელს, კონვენციის რუსეთისთვის ძალაში შესვლიდან ექვსი წლის შემდეგ, საქმესთან დაკავშირებული და მხარეთა განცხადებებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო ნებისმიერი რეალური საგამოძიებო ნაბიჯების იდენტიფიცირება ძალაში შესვლის დღის შემდეგ. სასამართლოს არ შეეძლო მიეღო მტკიცებულებების ხელახალი შეფასება, უკუქცევა წინა დადგენილებებიდან ან საგამოძიებო მასალების გასაიდუმლოების გადაწყვეტილებისგან შეიძლება ითქვას, უტოლდებოდა `პროცედურული ნაბიჯების მნიშვნელოვან პროპორციას~, რომელიც საჭიროა `უტყუარი კავშირის~ დასადგენად კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე. არც რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ გამოაშკარავებულა კრიტიკული თარიღის შემდეგ. შესაბამისად, არც `უტყუარი კავშირის~ არსებობის კრიტერიუმი შესრულდა.
მიუხედავად ამისა, როგორც სასამართლომ აღნიშნა საქმეში Šილიჰ ვ. შლოვენია, შესაძლებელია არსებობდეს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც არ აკმაყოფილებს `უტყუარი კავშირის~ სტანდარტს, მაგრამ სადაც გარანტიების რეალური და ეფექტური დაცვის უზრუნველყოფის საჭიროება და კონვენციით გათვალისწინებული ღირებულებები წარმოადგენენ არსებით საფუძველს იმისათვის, რომ მოხდეს კავშირის არსებობის აღიარება. რათა დადგინდეს საჭირო კავშირი ასეთ საქმეებში, გადამწყვეტ მოვლენას უნდა ჰქონდეს ფართო მასშტაბები ვიდრე რიგით სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და უნდა აღწევდეს კონვენციის ფუნდამენტური ღირებულებების უარყოფის დონეს. მძიმე დანაშაულები, როგორებიცაა ომის დანაშაული, გენოციდი ან დანაშაული კაცობრიობის წინაარმდეგ, საერთაშორისო სამართლით ამ კატეგორიაში ხვდება. თუმცა, ე.წ. `კონვენციური ღირებულებების~ მუხლი ვერ გავრცელდება იმ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 1950 წლის 4 ნოემბერს კონვენციის მიღებამდე, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კონვენციამ არსებობა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულებამ. საერთაშორისო სამართლით, ხელშემკვრელი მხარე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი კონვენციის საფუძველზე გამოძიების არ ჩატარებისთვის, ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვისაც კი, ვინაიდან ისინი დროში უსწრებდნენ კონვენციას. ამასთან დაკავშირებით არსებობდა ფუნდამენტური განსხვავება, ერთი მხრივ სახელმწიფოს შესაძლებლობაში, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მძიმე დანაშაულებისთვის, როდესაც ამის საშუალებას გარემოებები იძლეოდნენ, და სახელმწიფოს ვალდებულებაში გაეკეთებინა ეს კონვენციის საფუძველზე. მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ მე-2 მუხლის შესაბამისად გამოძიების დაწყების ვალდებულების წარმოშობა, ადგილი ჰქონდათ ადრეულ 1940 წელს, ათი წლით ადრე ვიდრე კონვენციამ დაიწყო არსებობა. შესაბამისად, არ არსებობდა ელემენტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ კავშირს შორეულ წარსულსა და უახლოეს პოსტ-ძალაში-შესვლის პერიოდს შორის და სასამართლოს არ ჰქონდა იმის უფლებამოსილება, გამოეკვლია საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში.
დასკვნა: დადგინდა წინასწარი პრეტენზია (ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ).
მე-3 მუხლი: თავის პრეცედენტულ სამართალში, სასამართლომ დაადგინა, რომ `გაუჩინარებული პირის~ ოჯახის წევრების ტანჯვამ, რომელთაც აღარ აქვთ იმედი და სასოწარკვეთილებაში არიან, შესაძლებელია გაამართლოს მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა, მათი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებისა და ოფიციალური ორგანოების გულგრილი დამოკიდებულების გათვალისწინებით. თუმცა, განმცხადებლების საქმეში, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდებოდა მხოლოდ 1998 წლის 5 მაისიდან დაწყებულ პერიოდზე, თარიღი როდესაც კონვენცია ძალაში შევიდა რუსეთისთვის. იმ დროისთვის არ არსებობდა ხანგრძლივი გაურკვევლობა პოლონელი ომის ტყვეების ბედთან დაკავშირებით. მართალია ყველა სხეულის აღმოჩენა ვერ მოხდა, მაგრამ მათი სიკვდილი საჯაროდ იქნა აღიარებული საბჭოთა და რუსი ოფიციალური ორგანოების მიერ და იქცა დადგენილ ისტორიულ ფაქტად. შესაბამისად, ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ რაც თავდაპირველად მიიჩნეოდა `გაუჩინარების~ შემთხვევად, ახლა განიხილებოდა როგორც `დადასტურებული სიკვდილის~ ფაქტი. იქიდან გამომდინარე რომ, განმცხადებლების საქმეში ადგილი არ ჰქონია სპეციალურ გარემოებებს, რომლებიც აიძულებდნენ სასამართლოს განცალკევებით დაედგინა მე-3 მუხლის დარღვევა (მაგალითად, მსხვერპლის ტანჯვის პირდაპირ მოწმედ ყოფნა), მათი ტანჯვა ვერ აღწევდა იმ მასშტაბს და ემოციური სტრესის იმ ხარისხს, რომელსაც განიცდიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლები.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ).
38-ე მუხლი: ხელისუფლებამ არ შეასრულა სასამართლოს მოთხოვნა მიეწოდებინა მისთვის 2004 წლის სექტემბერს კატინის გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლი, იმ საფუძვლით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საიდუმლო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და რომ ხელისუფლებას ეკრძალებოდა ასეთი ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიწოდება კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიის გარეშე.
სასამართლომ გაიმეორა, რომ მაშინაც კი, როდესაც სასწორზეა ეროვნული უსაფრთხოება, კანონიერების ცნებები და კანონის უზენაესობა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოითხოვდა ზომებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც უნდა გახდეს შეჯიბრებითობის პროცედურების საგანი დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე, რომელიც არის კომპეტენტური იმაზე, რომ განიხილოს გადაწყვეტილებების მიზეზები და შესაბამისი მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს მიეცემათ საშუალება თვითნებურად ხელყონ კონვენციით დაცული უფლებები.
წინამდებარე საქმეში, ეროვნულმა სასამართლოებმა არ გახადეს საფუძვლიანი შემოწმების საგნად ხელისუფლების მტკიცება, რომ ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიცავდა, უნდა შენახულიყო საიდუმლოდ, აღნიშნული მოვლენებიდან 70 წლის შემდეგ. ისინი შემოიფარგლენ მხოლოდ მათი გამოძიების საზღვრებით, რომელიც ადგენდა, რომ გასაიდუმლოების გადაწყვეტილება გამოიცა შესაბამისი ოფიციალური ორგანოების ადმინისტრაციული კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებელი გადახედვის ჩატარების გარეშე, რათა გაერკვია, მართლა აყენებდა თუ არა გასაიდუმლოება ეროვნულ უშიშროებას საფრთხის ქვეშ. მათ არსებითად არ მიმართეს იმ არგუმენტს, რომ მას შემდეგ, რაც მათ დაასრულეს გამოძიება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დარღვევასთან დაკავშირებით, რომლის ბრძანებაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა გასცეს, გადაწყვეტილება ფაქტობრივად არ ექვემდებარებოდა გასაიდუმლოებას ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად. ასევე, არ განუხორციელებიათ დამაბალანსებელი საქმიანობა, ერთის მხრივ ინფორმაციის დაცვასა და მეორეს მხრივ, გამჭვირვალე გამოძიების საჯარო ინტერესსა და მსხვერპლთა ნათესავების კერძო ინტერესებს შორის, რომ გამოაშკარავებულიყო მათი გარდაცვალების გარემოებები. ითვალისწინებდა რა შიდა სამართლის შეზღუდულ ფარგლებს, განხილულიყო გასაიდუმლოების გადაწყვეტილება, სასამართლოს არ შეეძლო დათანხმებოდა იმას, რომ 2004 წლის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ასლის განხილვისთვის გადაცემა რაიმე გავლენას იქონიებდა რუსეთის ეროვნულ უსაფრთოებაზე.
სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ლეგიტიმური შეშფოთება, შესაძლებელი იყო სასამართლოს წინაშე პროცედურების დროს მოგვარებულიყო, შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების საშუალებით, მათ შორის, სადაო დოკუმენტზე შეზღუდული წვდომა სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის საფუძველზე, ინ ეხტრემის, მოსმენის დახურულ კარს მიღმა ჩატარება. თუმცა, ხელისუფლებას არ მოუთხოვია ასეთი ზომების მიღება.
დასკვნა: 38-ე მუხლის შეუსრულებლობა (ერთხმად).
41-ე მუხლი: საჩივრები ზიანის უარყოფასთან დაკავშირებით დაკავშირებით, როგორც კონვენციის 38-ე მუხლის შეუსრულებლობა იყო პროცედურული საკითხი, რომელიც არ წარმოშობდა სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებას.
(იხ. Šilih v. Slovenia [GC], 71463/01, 2009 წლის 9 აპრილი, საინფორმაციო ბროშურა #118).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy