© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №170
იანვარი 2014
ჯოუნსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ -34356/06 და 40528/06
გადაწყვეტილება 14.1.2014 [სექცია IV]
მუხლი 6
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოზე ხელმისაწვდომობა
მოპასუხე სახელმწიფოს (საუდის არაბეთის სამეფო) და მისი მოხელეების წინააღმდეგ წამების საფუძველზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელების მიუღებლობა ამ უკანასკნელების მიერ იმუნიტეტის მოხმობის საფუძველზე: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ისინი დაექვემებარნენ წამებას საუდის არაბეთის სამეფოში პატიმრობის დროს. პირველმა მომჩივანმა (ბ-ნი ჯოუნსი) დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება ინგლისის სასამართლოში საუდის სამეფოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინდივიდი ოფიცრის წინააღმდეგ. დანარჩენმა სამმა მომჩივანმა დაიწყეს სამართალწარმოება ოთხი ინდივიდის: ამავე ქვეყნის პოლიციის ორი ოფიცრის, ციხის მმართველის მოადგილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა მოპასუხე სარგებლობდა იმუნიტეტით სახელმწიფო იმუნიტეტის შესახებ 1978 წლის კანონის თანახმად და უარი განუცხადა მომჩივნებს დაეწყოთ სამართალწარმოება იურისდიქციის მიღმა. აპელაციისას, სააპელაციო სასამართლომ ურთიერთისაგან განასხვავა ratione personae იმუნიტეტი (რომელიც ვრცელდება სახელმწიფოზე, პოსტზე მყოფ მის პრეზიდენტსა და დიპლომატებზე) და ratione materiae იმუნიტეტი (რომელიც ვრცელდება ჩვეულებრივ მოხელეებზე, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებსა და ყოფილ დიპლომატებზე). მან უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამეფოსა და სამინისტროსთან მიმართებაში, თუმცა დაუშვა აპელაცია ინდივიდი მოპასუხეების წინააღმდეგ. საქმე შემდეგ განიხილა ლორდთა პალატამ, რომელიც დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ყველა მოპასუხე სარგებლობდა იმუნიტეტით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ბრალი ედებოდათ წამების ჩადენაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ საჩივარში მომჩივნები ასაჩივრებდნენ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას.
სამართალი - მუხლი 6 § 1: სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები, რომელიც ასახავს სახელმწიფო იმუნიტეტთან მიმართებაში საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს, არ უნდა იქნას მიჩნეული არაპროპორციულ შეზღუდვად კონვენციის 6 § 1 მუხლით დადგენილი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე. 2001 წელს ალ-ადსანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯერჯერობით საერთაშორისო სამართალში მიღებული არ იყო მიდგომა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ვერ ისარგებლებდნენ იმუნიტეტით სამოქალაქო სარჩელების შემთხვევაში იმ ზიანისათვის, რომელიც ეხებოდა განმხილველი სასამართლოს იურისდიქციის მიღმა ჩადენილ სავარაუდო წამებას. მან აღნიშნა, რომ 6.1 მუხლით შესაბამისი ტესტის მიხედვით, სასამართლო მოქმედებდა მისი ვალდებულებების შესაბამისად და გაითვალისწინა საერთაშორისო სამართლის წესები და პრინციპები და კონვენცია განმარტა საერთაშორისო სამართლის - რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს - წესებთან რაც შეიძლება ჰარმონიულად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დიდი პალატის მიერ ალ-ადსანის საქმეში დაწესებული პროპორციულობის მიდგომა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ამ საქმეშიც.
(ა) ზემორე პრინციპების გამოყენება საუდის არაბეთის სამეფოს მიმართ - სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე გერმანია იტალიის წინააღმდეგ - რომელიც მიჩნეულ უნდა იქნას ავტორიტეტულ წყაროდ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შინაარსის ფორმირების გზაზე - ნათლად იქნა დადგენილი, რომ იმ დროისათვის, სახელმწიფო იმუნიტეტიდან jus cogens გამონაკლისი არ იყო ჯეროვნად ჩამოყალიბებული. ინგლისის სასამართლოების მიერ 1978 წლის კანონის დებულებების საფუძველზე საუდის არაბეთის სამეფოს მიერ 2006 წელს იმუნიტეტის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაბამისად ვერ მიიჩნეოდა მომჩივნების სასამართლოზე წვდომის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვად.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ)
(ბ) ზემორე პრინციპების გამოყენება სახელმწიფო მოხელეებთან მიმრთებაში - ოთხივე მომჩივანი აცხადებდა, რომ მათ ვერ შეძლეს სამოქალაქო სარჩელების წარდგენა წამებისათვის ხსენებული სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეისწავლა საჩივრების განხილვაზე უარი შესაბამისობაში იყო თუ არა კონვენციის 6 § 1 მუხლთან და განხილვის დროს გამოიყენა ალ-ადსანის საქმეში დადგენილი ზოგადი მიდგომა. სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ საქმეებში გამოყენებული იმუნიტეტი იყო „სახელმწიფო“ იმუნიტეტი: იგი მოხმობილი იქნა სახელმწიფოს მიერ და მასზე უარის თქმაც სახელმწიფოს შეეძლო. მაშინ, როდესაც, მსგავსად წინამდებარე საქმისა, ratione materiae იმუნიტეტის მინიჭება მოხელეებზე მიზნად ისახავს სახელმწიფო იმუნიტეტის შესახებ საერთაშორისო სამართლის დაცვას, სასამართლოზე წვდომის შეზღუდვის მიზანი კანონიერ გახლდათ. იმის გამო, რომ ზომები ასახავდნენ სახელმწიფო იმუნიტეტის შესახებ საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს, მათი გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოზე წვდომის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად. შესაბამისად, მომჩივნების საჩივრებთან მიმართებაში მთავარი განსახილველ საკითხად იმის დადგენა რჩებოდა თუ რამდენად ასახავდა ამგვარ წესს სახელმწიფო მოხელეებისათვის ratione materiae იმუნიტეტის მინიჭება. ამიტომ, სასამართომ განიხილა არსებობდა თუ არა საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგადი წესი, რომელიც ეროვნული სასამართლოებისაგან ითხოვდა საუდის არაბეთის მიერ სახელმწიფო იმუნიტეტის მინიჭების მოთხოვნის დაკმაყოფილებას მისი მოხელეების მისამართით; და თუკი პასუხი დადებითი იყო, რამდენად არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება მასზედ, რომ ნაგულვები წამების შემთხვევაში არსებობდა რაიმე სპეციალური წესი ან გამონაკლისი.
(i) ზოგადი წესის არსებობა: იმის გამო, რომ თავად სახელმწიფო ვერ განახორციელებს ვერანაირ მოქმედებას, არამედ მისი სახელით მოქმედებენ მხოლოდ ინდივიდები, სახელმწიფოს მიერ იმუნიტეტის მოთხოვნისას უწინარესად მიჩნეული უნდა იყოს, რომ ratione materiae იმუნიტეტი ვრცელდება სახელმწიფო მოხელეების მოქმედებებზე. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, სახელმწიფოს იმუნიტეტი აზრს დაკარგავდა მოხელეების წინააღმდეგ საჩივრების წარდგენის შედეგად. როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე სამართლის წყაროები მხარს უჭერდნენ მიდგომას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს იმუნიტეტი, პრინციპში, დაცვას თავაზობდა უცხო სახელმწიფოს ინდივიდ თანამშრომლებსა თუ მოხელეებს იმ მოქმედებებისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს სახელით და რომ ამ შემთხვევაში მათზე დაცვა ისევე ვრცელდებოდა, როგორც თავად სახელმწიფოზე.
(ii) წამების შემთხვევაში გამონაკლისის სპეციალური წესის არსებობა: მოქმედებების ოფიციალური ბუნება აღიარებული რომც ყოფილიყო სახელმწიფო პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, იგი თავისთავად ან ადგენს, საერთაშორისო სამართლით, სახელმწიფოს იმუნიტეტის მოთხოვნა ყოვლთვის უნდა იყოს თუ არა აღიარებული ერთიდაიგივე მოქმედებებისათვის. შესაბამისი საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უცხო სახელმწიფოს მოხელეების წინააღმდეგ წამების საფუძველზე წარმოდგენილ სამოქალაქო სარჩელების მიმართ მართალია სასამართლოს აზრით არსებობს სპეციალური წესისა თუ გამონაკლისის გარკვეული მხარდაჭერა, მაგრამ წყაროების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უფლება იმუნიტეტზე არ შეიძლება შეიზღუდოს მისი მოსამსახურეებისა თუ აგენტების წინააღმდეგ ჩივილის დაშვებით. წამების წინააღმდეგ კონვენციაში მოცემული „წამების“ განმარტების, სახელმწიფოს იმუნიტეტისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ ჩარჩო დებულებებით ქმედებების მიკუთვნების წესებისა და გაეროს 1984 წლის წამების წინააღმდეგ კონვენციის გააზრების მიზნით, ამ ბოლო დროს მიმდინარეობს მათი აქტიური განხილვა. თუმცა, მოცემულ საკითზე სასამართლო პრაქტიკა ჯერ მერყევია, რაც დასტურდება ratione materiae იმუნიტეტის როგორც მინიჭებით, ისევე მასზე უარის თქმით. ამ მხრივ მინიმუმ ორი საქმე ჯერ კიდევ განიხილება ეროვნულ უზენაეს სასამართლოებში. საერთაშორისო მოსაზრება ამ საკითხზე ჯერ ვითარდება, რაც დასტურდება საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ საკითხის კრიმინალური სამართლის კუთხით ბოლოდროინდელი განხილვებით. ამ მხრივ საქმიანობა ჯერ ისევ მიმდინარეობს და ველით მომავალ განვითარებებს. მოცემულ საქმეში, ნათელია, რომ ლორდთა პალატამ სრულად განიხილა წამების მიყენების საფუძველზე სამოქალაქო სარჩელთან არსებული სახელმწიფოს იმუნიტეტიდან შესაძლო გამონაკლისის არსებობის შესახებ ყველა შესაბამისი არგუმენტი. გრძელ და ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებაში მან დაასკვნა, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი არ უშვებდა გამონაკლისს - წამების ტოლფასი ნაგულვები მოქმედების შემთხვევაში - სახელმწიფო მოხელეებისათვის სამოქალაქო სარჩელების შემთხვევაშიratione materiae იმუნიტეტის ზოგადი წესიდან, მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფო სარგებლობდა იმუნიტეტით. ლორდთა პალატის დასკვნები არც აშკარად შეცდომითი და არც თვითნებური ყოფილა, არამედ ეფუძნებოდა საერთაშორისო სამართლის მასალების საფუძვლიან შესწავლასა და წყაროებს; მასში ჯეროვნად იყო შესწავლილი მომჩივნების სამართლებრივი არგუმენტები და სააპელაციო სასამართლოს - რომელმაც დაკმაყოფილა მომჩივნების სარჩელები - გადაწყვეტილება. სხვა ეროვნულმა სასამართლოებმა დეტალურად განიხილეს ამ საქმეში მოცემული ლორდთა პალატის დასკვნა და ეს უკანასკნელი სარწმუნოდ მიიჩნიეს. ამგვარ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში სახელმწიფო მოხელეთათვის იმუნიტეტის მინიჭება ასახავდა საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს. 1978 წლის კანონის საფუძველზე სახელმწიფო მოხელეთათვის იმუნიტეტის მინიჭება მომჩივნების სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებში, შესაბამისად, არ წარმოადგენდა მომჩივნების სასამართლოზე წვდომის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. თუმცა, საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, მოცემული საკითხი წევრ სახელმწიფოთა მხრიდან შემდგომ ყურადღებას საჭიროებს.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ)
(იხ. ალ-ადსანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დპ],35763/97, საინფორმაციო ბროშურა N 36)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy