© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
საქმე იორგიჩი გერმანიის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 74613/01)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 ივლისი 2007
საბოლოო
12/10/2007
წინამდებარე საქმეზე იორგიჩი გერმანიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პეერ ლორენსენ, პრეზიდენტი
სნეჟანა ბუტუჩაროვა,
ვოლოდიმირ ბუტკევიჩი,
მარგარიტა ცაცა-ნიკოლოვსკა,
რაიტ მარუსტე,
ხავიერ ბორეგო ბორეგო,
რენატე იეგერ, მოსამართლეები
და კლაუდია უესტერდიკ, სექციის განმწესრიგებელი
ითათბირა განმარტოებით 2007 წლის 19 ივნისს,
გამოიტანა ქვემორე გადაწყვეტილება, მიღებული მოცემულ თარიღზე:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (n. 74613/01) გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2001 წლის 23 მაისს სასამართლოში შეიტანა ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბი წარმოშობის მოქალაქემ, ბ-ნმა ნიკოლა იორგიჩმა ("მომჩივანი").მომჩივანს სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბ-ნი ჰ. გრუნბაუერი, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ეწევა ლეიპციგში. გერმანიის მთავრობას (“მთავრობა”) წარმოადგენდა აგენტი, ქ-ნი ა. ვიტლინგ-ვოგელი, Ministerialdirigentin, იუსტიციის ფედერალური სამინისტროდან, რომელსაც დახმარებას უწევდა ბ-ნი გ. უერლე, სამართლის პროფესორი ბერლინის ჰამბოლდტის უნივერსიტეტიდან.მომჩივანი, ეყრდნობოდა რა კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტს და მე-6 მუხლის 1 ნაწილს, ასაჩივრებდა, რომ გერმანიის სასამართლოებს არ გააჩნდათ იურისდიქცია გენოციდში მის გასასამართლებლად. იგი ამტკიცებდა, რომ ეროვნული სასამართლოების უარის შედეგად დაცვის სახელით დაეკითხათ ნებისმიერი მოწმე, რომელიც გამოძახებული უნდა ყოფილიყო საზღვარგარეთ, მას არ უსარგებლია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-3 ნაწილების შესაბამისად. ამასთანავე, იგი ასაჩივრება, რომ მისი მსჯავრდება გენოციდის დანაშაულში არღვევდა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილს, კერძოდ კი ეროვნული სასამართლოების მიერ მოცემული დანაშაულის ფართო ინტერპრეტაციას არ გააჩნდა საყრდენი არც გერმანულ და არც საერთაშორისო საჯარო სამართალში.2005 წლის 7 ივლისს სასამართლომ გადაწყვიტა შეეტყობინებინა საჩივარის შესახებ მთავრობისათვის. 2006 წლის 2 ოქტომბერს გადაწყვიტა განეხილა საჩივარის არსებითი მხარე მის მისაღებობასთან ერთად კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სასამართლო რეგლამენტის 54ა მუხლის მე-3 ნაწილის ერთობლიობის საფუძველზე.ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავრობამ, მიიღო რა შეტყობინება სამართალწარმოებაში ჩართვის შესახებ (კონვენციის 36-ე მუხლი, 1 ნაწილი და რეგლამენტის მუხლი 44) არ გამოხატა სურვილი ესარგებლა მინიჭებული უფლებით.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანიმომჩივანი დაიბადა 1946 წელს. საჩივარის შეტანის დროსათვის იგი დაკავებულ გახლდათ ბოხუმში, გერმანია.
1. საქმის ვითარება1969 წელს მომჩივანმა, სერბული წარმოშობის ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მოქალაქემ გადაკვეთა გერმანიის საზღვარი, სადაც იგი ლეგალურად ცხოვრობდა 1992 წლის დასაწყისამდე. შემდეგ იგი დაბრუნდა კოსტაინიკაში, ბოსნიაში მდებარე დობოის ქალაქის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ამასთანავე წარმოადგენს მოსაჩივარის დაბადების ადგილს.1995 წლის 16 დეკემბერს მომჩივანი დააკავეს გერმანიაში შემოსვლის დროს და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა გენოციდის დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის გამო.
2. სამართალწარმოება დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოში1997 წლის 28 თებერვალს დაიწყო მომჩივნის სასამართლო პროცესი 1992 წლის მაისიდან სექტემბრამდე დობოიში გენოციდის ჩადენის ბრალდების საფუძველზე. პროცესი მიმდინარეობდა დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოში (Oberlandesgericht), რომელიც საქმეს პირველი ინსტანციით იხილავდა.სამართალწარმოების განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ მოისმინა ბრალდების მიერ საზღვარგარეთიდან მოწვეული ექვსი მოწმის ჩვენება.1997 წლის 18 ივნისს მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს სთხოვა კოსტაინიკიდან მოეწვია რვა მოწმე და მოესმინა მათი ჩვენებისათვის, რათა დაემტკიცებინა, რომ დობოიში, 1992 წლის 14 მაისიდან 15 აგვისტომდე იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და, შესაბამისად, ვერ ჩაიდენდა იმ დანაშაულებს რაშიც ბრალი ედებოდა. 1997 წლის 10 ივლისს მომჩივანმა მოითხოვა კოსტაინიკიდან დამატებითი ჩვიდმეტი მოწმის მოწვევა რათა დაემტკიცებინა თავისი პოზიცია.1997 წლის 18 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა მოწმეთა მოწვევაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით (იხ. პარაგრაფი 39, ქვემოთ), სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ მოწმეთა ჩვენებას მცირე მტკიცებულებითი ძალა გააჩნდა. აღნიშნულ მოწმეთაგან შვიდმა წერილობითი ჩვენებები წარმოადგინეს, რომელიც უკვე წაკითხული იყო სასამართლოში. მათგან მხოლოდ ერთი ამტკიცებდა, რომ რეალურად მოინახულა მომჩივანი ციხეში. უკვე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ მომჩივანისმიერ დასახელებული მოწმეების ჩვენებები პირადად მოსმენის შემთხვევაში, ზეგავლენას მოახდენდა სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ოცზე მეტმა მოწმემ, რომლებიც უკვე დაკითხული იყვნენ სასამართლოში, მათ შორის ორმა ჟურნალისტმა, რომლებიც არ გახლდნენ იმ დანაშაულების მსხვერპლნი რომლის ჩადენაშიც ბრალდებული გახლდათ მომჩივანი, მომჩივანი ნახეს ციხის გარეთ სხვადასხვა ადგილებში იმ დროის განმავლობაში, როდესაც მომჩივანი ამტკიცებს, რომ დაკავებული გახლდათ. მომჩივნის მიერ წარმოდგენილ, დობოიში მისი დაკავების დასაწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელ დოკუმენტებს არ მივყავართ განსხვავებულ დასკვნამდე, რადგანაც ეს უკანასკნელი ხელმოწერილი გახლდათ იმ პირის მიერ, რომელსაც მომჩივანი კარგად იცნობდა.1997 წლის 8 სექტემბერს მომჩივანმა სასამართლს სთხოვა დობოიდან სამი მოწმის მოწვევა რათა დაემტკიცებინა, რომ 1992 წლის 14 მაისიდან 15 აგვისტომდე იგი დაკავებული გახლდათ. მან ასევე მოითხოვა დანაშაულის ადგილის (Augenscheinseinnahme) შემოწმება გრაბსკაში ან, ალტერნატიულად, მოითხოვა ტოპოგრაფიული რუქის შედგენა რათა დაეტკიცებინა, რომ გრაბსკაში ჩადენილი სავარაუდო ქმედებების შესახებ მოწმეთა ჩვენებები არასანდო გახლდათ.1997 წლის 12 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნისმოთხოვნა. სამი მოწმის მოწვევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასამართლო ისევ დაეფუძნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილს და დაადგინა, რომ მოცემულ მოწმეთა ჩვენებები მცირე მტკიცებულებითი ძალის მქონე გახლდათ. სხვა მოწმეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, სასამართლო დარწმუნდა, რომ მომჩივანი არ გახლდათ დაკავებული განსახილველ დროს. სასამართლომ შემდგომ განიხილა მოთხოვნა დანაშაულის ადგილის შემოწმებასა ან ტოპოგრაფიული რუქის შედგენის თაობაზე და დაასკვნა, რომ წარმოადგენდა მოუპოვებელ მტკიცებულებას (unerreichbare Beweismittel) სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით (იხ. პარაგრაფი 38, ქვემოთ), რის გამოც არ დააკმაყოფილა მოცემული მოთხოვნა.1997 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დუსელდორფის სააპელაციო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო გენოციდის მომცველი თერთმეტი ქმედების ჩადენაში (სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის 1 და 3 ნაწილებით – იხ. პარაგრაფი 34, ქვემოთ) და ერთ შემთხვევაში – ოცდაორი კაცის მკველობაში, მეორე შემთხვევაში – შვიდი კაცის მკვლელობაში და მესამე შემთხვევაში – ერთი კაცის მკვლელობაში. დანარჩენ საქმეებზე, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საფრთხის მომცველი თავდასხმის ჩადენაში და საკუთრების ჩამორთმევაში. სასამართლომ მომჩივანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და აღნიშნა, რომ მისი ბრალი განსაკუთრებული სიმძიმის გახლდათ (იხ. პარაგრაფი 37, ქვემოთ).სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა შექმნა გასამხედროებული დაჯგუფება, რომელთან ერთადაც იგი მონაწილეობდა ბოსნიელი სერბი პოლიტიკური ლიდერებისა და სერბი სამხედროების მიერ ნაბრძანებ ეთნიკურ წმენდაში დობოის რეგიონში. უშუალოდ მან მონაწილეობა მიიღო დაკავებაში, დაპატიმრებაში, თავდასხმასა და არასაანადოდ მოპყრობაში ბოსნიის სამ სოფელში მცხოვრები მამაკაცი მუსულმანების მიმართ 1992 წლის მაისის დასაწყისში და ივნისში. მან მოკლა ამ სოფლების რამდენიმე მაცხოვრებელი. 1992 წლის ივნისში უშუალოდ მომჩივანმა ესროლა და მოკლა სოფელ გრაბსკას ოცდაორი მაცხოვრებელი – ქალები, შრომისუუნარო და მოხუცი ხალხი. შემდეგ, მომჩივანმა მის მიერ მართულ გასამხედროებულ ჯგუფთან ერთად ორმოცი მამაკაცი მათსავე სოფლის სახლებიდან გამოდევენა, ბრძანა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება და ექვსი მათგანის მკვლელობა. მეშვიდე დაზარალებული პირი გარდაიცვალა მოკლული ექვსი პირის გვამებთან ერთად დაწვის შედეგად. 1992 წლის სექტემბერში მომჩივანმა ხის კეტით მოკლა პატიმარი, რომელსაც ცუდად ეპყრობოდნენ ჯარისკაცები დობოის ციხეში, რათა მოეხდინა არასათანადო მოპყრობისა და მკვლელობის ახალი მეთოდის დემონსტრირება.სასამართლომ აღნიშნა, რომ მას გააჩნდა იურისდიქცია მოცემულ საქმეზე სისხლი სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 34, ქვემოთ). ამასთანავე, დგინდებოდა გერმანიაში სასამართლო დევნასთან ლეგიტიმური კავშირი, რადგანაც იგი თავსებადი გახლდათ გერმანიის სამხედრო და ჰუმანიტარულ მისიებთან ბოსნია და ჰერცეგოვინაში, რადგან მომჩივანი ცხოვრობდა გერმანიაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში და რადგან მისი დაკავება გერმანიაში მოხდა. ასევე, საერთშორისო საჯარო სამართლის ექსპერტის დასკვნების გაზიარებით, სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიის სასამართლოები არც საერთაშორისო სამართლით იზღუდებოდნენ განეხილათ მოცემული საქმე. კერძოდ კი, არც 1948 წლის კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, VI მუხლი (გენოციდის კონვენცია) და არც 1993 წლის ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მე-9 მუხლი (ICTY სტატუტი) (იხ. პარაგრაფები 48-49, ქვემოთ) არ გამორიცხავს გერმანიის სასამართლოების იურისდიქციას გერმანიის საზღვრებს მიღმა, უცხოელის მიერ უცხოელის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის ქმედებებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხედვა დასტურდებოდა იმ ფაქტითაც, რომ ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ არ სურდა საკუთარ თავზე აეღო მომჩივანისგასამართლება.სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლისს კოდექსის 220ა მუხლის თანახმად, მომჩივანი მოქმედებდა გენოციდის ჩადენის განზრახვით. რამდენიმე იურისტი ავტორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ “ჯგუფის განადგურება” სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის მიხედვით ნიშნავდა ჯგუფის, როგორც განსხვავებული, ცალკეული და ურთიერთდაკავშირებული სულისკვეთების მქონე სოციალური ერთეულის განადგურებას (“Zerstörung der Gruppe als sozialer Einheit in ihrer Besonderheit und Eigenart und ihrem Zusammengehörigkeitsgefühl”); ბიოლოგიურ-ფიზიკური განადგურება არ იყო აუცილებელი. სასამართლომ შესაბამისად დაასკვნა, რომ მომჩივანმა იმოქმედა ჩრდილოეთ ბოსნიაში ან მინიმუმ დობოის რეგიონში მუსულმანთა ჯგუფის განადგურების განზრახვით.
3. მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს წინაშე მიმდინარე სამართალწარმოება1999 წლის 30 აპრილს მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ, მომჩივანის მიერ საქმის იურიდიულ საფუძველზე გასაჩივრებისა და მოსმენის შემდეგ, მომჩივანი დამნაშავედ სცნო გენოციდის დანაშაულის ერთ შემთხვევასა და მკვლელობის ოცდაათ შემთხვევაში, მომჩივანს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა და აღინიშნა, რომ მისი ბრალი განსაკუთრებულად მძიმე იყო.სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტების გათვალისწინებით, მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიის სისხლის სამართალი ვრცელდებოდა მოცემულ საქმეზე და რომ გერმანიის სასამართლოებს შესაბამისად გააჩნდათ იურისდიქცია სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით. მან ასევე დაადგინა, რომ საერთშორისო საჯარო სამართლის არც ერთი წესი არ კრძალავდა მომჩივნის გასამართლებას გერმანიის სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ უნივერსალური იურისდიქციის (Universalitäts‑/Weltrechtsprinzip) პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულ მუხლშია გაწერილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული პრინციპი არ იყო პირდაპირ გაწერილი გენოციდის კონვენციის VI მუხლში, მიუხედავად გენოციდის კონვენციის პირვანდელ მოსამზადებელი დოკუმენტებში არსებული შემოთავაზებისა. თუმცა, აღნიშნული მუხლი არ კრძალავდა გენოციდში ბრალდებული პირების გასამართლებას იმ ეროვნული სასამართლოების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ დანაშაულის ჩადენის ტერიტორიის სახელმწიფოს ტრიბუნალებს. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია შეუსაბამო იქნებოდა გენოციდის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ I მუხლით ნაკისრი გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის erga omnes ვალდებულებისაგან (იხ. პარაგრაფი 48, ქვემოთ). გენოციდის კონვენციის ზემოთმოცემული ინტერპრეტაცია დადასტურებული გახლდათ ICTY სტატუტის მე-9 მუხლის 1 ნაწილით, რომელიც ICTY -სა და ყველა სხვა ეროვნულ სასამართლოებზე აწესებდა თანმხვედრ იურისდიქციას.ამასთანავე, მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიის სასამართლოებს იურისდიცქია ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვითაც (ის. პარაგრაფი 34, ქვემოთ).მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ პირდაპირ არ განიხილა მომჩივნის საჩივარი მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ 1997 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში უარი განუცხადა მომჩივანს საზღვარგარეთიდან მოეწვია დაცვის მოწმეები, რომელთა შესახებაც თხოვნა მომჩივანმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით წარადგინა. თუმცა, იგი ზოგადად შეეხო ფედერალური საჯარო პროკურორის (Generalbundesanwalt) არგუმენტებს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მომჩივანის აპელაცია ამ მხრივ მიუღებელი იყო, რადგანაც მან ვერ წარმოადგინა სათანადო ფაქტების დამადასტურებელი საკმარისი დეტალები. მომჩივანის სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც იგი ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს 1997 წლის 12 სექტემბრის უარს მოეწვია სამი დამატებითი მოწმე საზღვარგარეთიდან, მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ საჩივარი მისაღებლად ჩათვალა, რადგანაც საკმარისად არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტები, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი არ გახლდათ სათანადო არგუმენტებით დასაბუთებული. სასამართლო შემდეგ შეეხო ფედერალური საჯარო პროკურორის არგუმენტებს მომჩივანის სასარჩელო მოთხოვნებზე, რომლითაც იგი ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს უარს შედგენილიყო ტოპოგრაფიული რუქა. ფედერალური საჯარო პროკურორის მიხედვით, მომჩივანის საჩივარი დაუსაბუთებელი გახლდათ ამ კუთხით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს უკვე გააჩნდა შესაბამისი ტერიტორიის ამსახველი ვიდეო.მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მომჩივანს განზრახული ჰქონდა გენოციდის დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის მიხედვით, თუმცა დაადგინა, რომ მისი ქმედებები კვალიფიცირდებოდა გენოციდის მხოლოდ ერთ შემთხვევად. სასამართლომ მოიშველია 220ა მუხლის 1 ნაწილის მე-4 პუნქტი (ჯგუფში შობადობის აღმკვეთი ზომების დაკისრება) და მე-5 პუნქტი (ბავშვების იძულებითი გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში) რათა გაემართლებინა მისი ხედვა, რომ გენოციდის დანაშაულისათვის აუცილებელი არ იყო ჯგუფის ფიზიკური განადგურების განზრახვა, არამედ საკმარისი გახლდათ მისი, როგორც სოციალური ერთეულის განადგურების სურვილი.
4. სამართალწარმოება ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში2000 წლის 12 დეკემბერს, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა მომჩივანის საკონსტიტუციო საჩივრის განხილვაზე.საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, ერთობლიობაში სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილისა და გენოციდის კოვენციის VI მუხლის საფუძველზე დადგენილი იურისდიქციით სისხლის სამართლის სასამართლოებს არ დაურღვევიათ საბაზისო კანონის არცერთი დებულება. უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის მიხედვით, საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებული ინტერვენციის აკრძალვის (Interventionsverbot) დაცვის შემთხვევაში, დადგენილია გონივრული კავშირი გერმანიის ტერიტორიის მიღმა წამოჭრილი შემთხვევების განხილვის უფლებასთან. კომპეტენტური სასამართლოების არგუმენტაცია, კერძოდ კი ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილი გენოციდის კონვენციის VI მუხლთან ერთად უფლებას ანიჭებდა მათ განეხილათ მომჩივანის საქმე, არ იყო თვითნებური. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გენოციდის კონვენცია, მართალია პირდაპირ არ არეგულირებს უნივერსალური იურიდიქციის პრინციპს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელი მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი დაესაჯათ გენოციდის ჩამდენი პირები, თუმცა აღნიშნულის განსახორციელებლად იურისდიქცია გააჩნდათ. რეალურად, გენოციდი წარმოადგენს უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის გამოყენების კლასიკურ მაგალითს. შესაბამისად, სისხლის სამართლის სასამართლოების გადაწყვეტილებანი არ ერეოდა ბოსნია და ჰერცეგოვინას პირად ან ტერიტორიულ სუვერენიტეტში, რადგანაც მოცემულმა სახელმწიფომ აშკარად შეიკავა თავი მომჩივანის ექსტრაციდიის მოთხოვნისაგან.იმის ხაზგასმით, რომ დასაშვები კონსტიტუციური საჩივრის შემთხვვევაში იგი უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული ქმედებები ყველა კონსტიტუციური კუთხით განეხილა, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საბაზისო კანონით გარანტირებული მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ იყო დარღვეული. ეჭვგარეშე გახდათ, რომ სისხლის სამართლის საპოროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილები კონსტიტუციური იყო. კანონმდებელი არ იყო ვალდებული შეექმნა სპეციალური პროცედურული წესები გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის. საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ იზღუდებოდა მომჩივნის უფლებით მიეღო გარკვეული მტკიცებლება, მაგალითად ისეთი როგორიც გახლავთ მოწმეების საზღვარგარეთიდან მოწვევა.სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის განმარტებისას ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საბაზისო კანონის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებულ, სისხლის სამართლის კანონის უკუძალის აკრძალვას ადგილი არ ჰქონია. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოსა და მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს მიერ აღნიშნულ მუხლში არსებული “განადგურების განზრახვის” ცნების განმარტების ფორმა განჭვრეტადი იყო. მეტიც, განმარტება შეესაბამებოდა საერთაშორისო საჯარო სამართალში კომპეტენტური ტრიბუნალების, რამდენიმე მეცნიერისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრაქტიკით, ინტერ ალია, გენერალური ასამბლეის 47/121 რეზოლუციით (იხ. ქვემოთ, პარაგრაფი 41) დადგენილ გენოციდის აკრძალვას– რომელთა საფუძველზეც მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის განმარტება.
5. სამართალწარმოების განახლება2002 წლის 3 ივლისს დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო მომჩივნის მოთხოვნა სამართალწარმოების განახლებაზე. ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხული ერთ-ერთი მოწმე გახლდათ ერთადერთი ადამიანი რომელიც აცხადებდა, რომ თვითმხილველი იყო განმცადებლის მიერ გრაბსკაში ოცდაორი კაცის მკვლელობისას, ეჭვმიტანილი იყო ცრუ ჩვენების მიცემაში, არ წარმოადგენდა სამართალწარმოების განახლების საფუძველს. იმის დაშვების შემთხვევაში კი, რომ აღნიშნულმა მოწმემ გამოიგონა მომჩივნის წინააღმდეგ წარმოთქმული ბრალდებანი, მომჩივანს მაინც მიესჯებოდა სამუდამო პატიმრობა გენოციდისა და რვა შემთხვევაში მკვლელობის გამო.2002 წლის 20 დეკემბერს (გადაწყვეტილება მომჩივანს მიუვიდა 2003 წლის 28 იანვარს) მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მომჩივნის თხოვნა სამართალწარმოების განახლების შესახებ დასაშვები იყო, იმდენად რამდენადაც იგი ეხებოდა გრაბსკაში ოცდაორი ადამიანს მკვლელობას. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მომჩივნის მსჯავრდება ოცდაორი ადამინის მკვლელობაზე არ დადასტურებულიყო, მისი მსჯავრი გენოციდისა და რვა მკვლელობისათვის, და შესაბამისად მისი სამუდამო პატიმრობა, მათ შორის იმის დადგენაც, რომ მისი ბრალი განსაკუთრებული სიმძიმისა გახლდათ, უპირატესი ძალის მქონე იქნებოდა.2003 წლის 28 თებერვლის საკონსტიტუციო საჩივარში მომჩივანი ჩიოდა, რომ დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოსა და მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართალწარმოების განახლების შესახებ არღვევდა საბაზისო კანონით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას. იგი აცხადებდა, რომ სამართალწარმოების საქმის განახლების განხილვისას, სასამართლოები შეცდნენ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ მომჩივნის ბრალის განსაკუთრებული სიმძიმე ხელახლა არ უნდა განხილულიყო.2003 წლის 22 აპრილს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიუღებლად სცნო მომჩივნის საკონსტიტუციო საჩივარი.2004 წლის 21 ივნისს დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა სამართალწარმოების განახლება გრაბსკაში ოცდაორი ადამიანის მკვლელობის გამო მომჩივნის მსჯავრდებასთან მიმართებაში. მან დაადგინა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ აღნიშნული მკვლელობების თვითმხილველი გახლდათ, დამნაშავედ სცნეს ცრუ ჩვენების მიცემაში სხვა ჩვენებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გამორიცხავდა ალბათობას, რომ საქმის მაშინ გამხილველ მოსამართლეებს შეიძლება გაემართლებინათ მომჩივანი მოცემულ ბრალდებებში თუ ეცოდინებოდათ, რომ აღნიშნული მოწმის მიერ მიცემული რიგი ჩვენებები ტყუილი იყო.იმდენად, რამდენადაც მომჩივნის თხოვნა განახლებულიყო სამართალწარმოება დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება. იგი აცხადებდა, რომ მომჩივნის სავარაუდო სასჯელი, გრაბსკაში ოცდაორი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ კიდევ ერთხელ ცნობის შემთხვევაში, დიდწილად არ განსხვავდებოდა იმ სასჯელისაგან რომელიც მასზე უკვე დაკისრებული და ძალაში შესული იყო გენოციდის დანაშაულის ჩადენის გამო. შესაბამისად, დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოს 1997 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა მომჩივნის გენოციდსა და რვა მკვლელობაში მსჯავრდების მხრივ, მათ შორის სასამართლოს დასკვნა, რომ მისი ბრალი განსაკუთრებული სიმძიმისა გახლდათ.
II. შესაბამის ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო საჯარო სამართალი და პრაქტიკა
1. სისხლის სამართლის კოდექსისისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებების იმ დროისათვის მოქმედი ვერსიები, გერმანიის სასამართლოების იურისდიქციაზე გენოციდის დანაშაულთან და მოპასუხის ბრალის სიმძიმესთან დაკავშირებით მიუთითებდა შემდეგს:
მუხლი 6
სართაშორისოდ დაცული სამართლებრივი ინტერესების წინააღმდეგ საზღვარგარეთ ჩადენილი ქმედებები
“გერმანული სისხლის სამართალი გავრცელდება, მიუხედავად ჩადენის ადგილას მოქმედი კანონმდებლობისა, საზღვარგარეთ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე:
1.გენოციდი (მუხლი 220ა)
...”
მუხლი 7
სხვა შემთხვევაში საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულებზე გამოყენება“1. ...გერმანიის სისხლის სამართალი გამოიყენება საზღვარგარეთ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე თუკი ქმედება დასჯადია ჩადენის ადგილას ან თუკი დანაშაულის ჩადენის ადგილი არ ექვემდებარება სისხლის სამართლის აღსრულებას და თუ დამნაშავე:
...
(2) დანაშაულის ჩადენისას იყო უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, იმყოფება გერმანიაში და, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონი მისი ამგვარი ქმედებისათვის იძლევა ექსტრადირების საშუალებას, არ ხდება მისი ექსტრადირება ექსტრადირების მოთხოვნის წარმოუდგენლობის, უარყოფის ან ექსტრადირების აღუსრულებლობის გამო.”
მუხლი 220ა
გენოციდი
1.ნებისმიერი პირი, რომელიც ეროვნული, რასობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით ჩაიდენს:
(1) ჯგუფის წევრთა მკვლელობას;
(2) ჯგუფის წევრებს მიაყენებს სხეულის მძიმე დაზიანებას ან გამოიწვევს ფსიქიკურ მოშლილობას;
(3) ჯგუფს ისეთ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მათი მთლიანი ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურება;
(4) გაატარებს ისეთ ზომებს, რომელიც მიზნად ისახავს ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთას;
(5) ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვებს იძულებით გადაიყვანს
დაისჯება სამუდამო პატიმრობით.
...”სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლი გაიწერა გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში 1954 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით გერმანიის მიერ გენოციდის კონვენციისადმი მიერთებისას და ძალაში შევიდა 1955 წელს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილმა და 220ა მუხლმა ძალა დაკარგა 2002 წლის 30 ივნისს, როდესაც ძალაში შევიდა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულთა კოდექსი (Völkerstrafgesetzbuch). ახალი კოდექსის 1 მუხლის მიხედვით, იგი ვრცელდება საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მაგალითად გენოციდზე (იხ. მუხლი 6 ახალი კოდექსის) მაშინაც კი, როდესაც დანაშაული ჩადენილია საზღვარგარეთ და არანაირი კავშირი არ გააჩნია გერმანიასთან.მომჩივანი გახლავთ პირველი ადამიანი, რომელიც 220ა მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში ინკორპორირების შემდეგ გერმანიის სასამართლოების მიერ გენოციდის ჩადენაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 1992 წელს მომჩივნის მიერ დანაშაულების ჩადენის დროს, მეცნიერთა უმრავლსობა მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის მიხედვით გენოციდის “ჯგუფის განადგურების განზრახვა” მიმართული უნდა ყოფილიყო დაცული ჯგუფის ფიზიკურ-ბიოლოგიურ განადგურებაზე (იხ.A. Eser in Schönke/Schröder, Strafgesetzbuch – Kommentar, 24-ე გამოცემა, მიუნჰენი 1991, მუხლი 220ა, §§ 4-5 შემდგომი მითითებებით). თუმცა, მეცნიერთა საგრძნობი ნაწილი იმ აზრის გახლდნენ, რომ ჯგუფის განადგურების ცნება, როგორც ასეთი, მისი გადატანითი მნიშნველობით, ბევრად უფრო ფართო იყო ვიდრე ფიზიკურ-ბიოლოგიური განადგურება და ასევე მოიცავდა ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის განადგურებას (იხ. კერძოდ, H.-H. Jescheck, Die internationale Genocidium-Konvention vom 9. Dezember 1948 und die Lehre vom Völkerstrafrecht, ZStW 66 (1954), gv. 213, da B. Jähnke in Leipziger Kommentar, Strafgesetzbuch, მე-10 გამოცემა, ბერლინი, ნიუ იორკი 1989, მუხლი 220ა, §§ 4, 8 და 13 ).სისხლის სამართლის კოდექსის 57ა მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სამუდამო პატიმრობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ პრობაციით, თუ პატიმრობის თხუთმეტი წელი უკვე მოხდილია და თუკი მოპასუხის ბრალის (besondere Schwere der Schuld) არ ითხოვს პატიმრობის გაგრძელებას.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საჩივარი მტკიცებულების მოხმობაზე შეიძლება უარყოფილ იქნას მხოლოდ მოცემულ მუხლში არსებულ გარემოებებში. მოთხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, inter alia, თუკი მტკიცებულება მოუპოვებადია (unerreichbar).სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადება აყალიბებს სპეციალურ პირობებს საზღვარგარეთ მყოფი მოწმის გამოძახებაზე უარის თქმის შემთხვევაში. მოცემული პირობები ნაკლებად მკაცრია ვიდრე ის პირობები, რომლებიც ვრცელდება იმ განაცხადზე უარის სათქმელად, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი მოწმისაგან ჩვენების მიღებას. საკმარისია სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელებისას მიიჩნიოს, რომ მოწმის დაკითხვა არ არის აუცილებელი სიმართლის დასადგენად.
3.შედარებითი და საერთაშორისო საჯარო სამართალი და პრაქტიკა
(ა)გენოციდის დანაშაულის განმარტება და მასშტაბი
(i) 1984 წლის კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებგენოციდის კონვენციის რელევანტური დებულებები, რომელიც გერმანიისათვის ძალაში 1955 წლის 22 თებერვალს შევიდა, აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი II
წინამდებარე კონვენციის მიხედვით გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:
(ა)ჯგუფის წევრთა მკვლელობა;
(ბ)ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;
(გ)ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;
(დ)ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა;
(ე)ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.
(ii) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუციაბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1992 წლის 18 დეკემბრის 47/121 რეზოლუცია (# A/RES/47/121) აღნიშნავდა შემდეგს:
“შეშფოთებულნი ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვითარების გაუარესების გამო, სერბიისა და მონტენეგროს ძალების მიერ ინტენსიურად აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავს ძალისმიერი მეთოდებით მეტი ტერიტორიის მოპოვებას, ხასიათდება რა ადამიანის უფლებების ფართო და სისტემატური დარღვევებით, მზარდი ლტოლვილი მოსახლეობით, რაც გამოიხატება დაუცველი სამოქალაქო მოსახლეობის მასიური გამოყრით საკუთარი სახლებიდან და სერბიისა და მონტენეგროს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საკონცენტრაციო ბანაკებისა და დაკავების ცენტრების არსებობით, “ეთნიკური წმენდის” შემაძრწუნებელი პოლიტიკის გახორციელებით, რაც წარმოადგენს გენოციდის ფორმას. ...”
(iii) ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სასამართლო პრაქტიკაProsecutor v. Krstić, IT-98-33 2001 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას 577-80 პარაგრაფებში ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბინალის სამართალწარმოების პალატამ აშკარად გადაუხვია გაეროს გენერალური ასამბლეისა და ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2000 წლის 12 დეკემბერს წინამდებარე საქმეში არსებულ “განადგურების განზრახვის” ფართო ინტერპრეტაციას და დაადგინა, რომ გენოციდის კონვენციასთან მიმართებაში:
“577. რამდენიმე ბოლოდროინდელმა დეკლარაციამ და გადაწყვეტილებამ განადგურების განზრახვა იმგვარად განმარტა, რომ ... მოიცავდეს ჯგუფის განადგურების კულტურულ და სხვა არა-ფიზიკურ ფორმებთან დაკავშირებულ მტკიცებულებას.
578. 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ეთკინური წმენდა გენოციდის ფორმად განიხილა...
579. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 2000 წელს აღნიშნა, რომ:
გენოციდის კანონისმიერი განმარტება იცავს სამართლებრივი დაცვის სუპრა-ინდივიდუალურ ობიექტს, ი.ე. ჯგუფის სოციალურ არსებობას ... ჯგუფის განადგურების განზრახვა ... სცდება ფიზიკურ და ბიოლოგიურ განადგურებას ... კანონის ტექსტი, შესაბამისად, არ გვაიძულებს შევიზღუდოთ ინტერპრეტაციით, რომლის მიხედვითაც დამნაშავის განზრახვა არის ფიზიკური განადგურება, ჯგუფის წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობისა მაინც. ...
580. სამართალწარმოების პალატამ იცის, რომ მან კონვენცია უნდა განმარტოს nullum crimen sine lege პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი განვითარებისა, ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი გენოციდის განმარტებას ზღუდავს იმ ქმედებებით, რომელიც მიზნად ისახავს ჯგუფის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ თუ ბიოლოგიურ განადგურებას. შესაბამისად, ერთეული რომელიც თავს ესხმის ადამიანთა ჯგუფის მხოლოდ კულტურულ ან სოციოლოგიურ მახასიათებლებს რათა მოახდინოს ჯგუფის დანარჩენი საზოგადოებიდან განმასხვავებელი იდენტობის მახასიათებელი ელემენტების განადგურება, არ ხვდება გენოციდის განმარტებაში. სამართალწარმოების პალატა მიუთითებს. რომ როდესაც ფიზიკურ ან ბიოლოგიურ განადგურებას აქვს ადგილი, ხშირია იმავდროული თავდასხმა კულტურულ და რელიგიურ საკუთრებაზე და სამიზნე ჯგუფის სიმბოლოებზე; თავდასხმები განიხილება ჯგუფის ფიზიკური განადგურების განზრახვის მტკიცებულებად.”სამართალწარმოების პალატის გადაწყვეტილება ამ კუთხით გაზიარებულ იქნა ICTY სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 19 აპრილის განაჩენში IT-98-33-A,, რომელმაც დაადგინა, რომ:
“25. გენოციდის კონვენცია და ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი ზოგადად კრძალავს ადამიანების ჯგუფის მხოლოდ ფიზიკურ ან ბიოლოგიურ განადგურებას. ... სამართალწარმოების პალატამ აშკარად გაიაზრა ეს შეზღუდვა და თავი შეიკავა სხვა უფრო ფართო განმარტებისაგან. ...”
33. ... ის ფაქტი, რომ იძულებითი გადაყვანა არ წარმოადგენს თავისთავად გენოცის აქტს არ უშლის ხელს სამართალწარმოების პალატას განიხილოს იგი VRS ძირითადი წევრების განზრახვათა მტკიცებულებად. გენოციდის განზრახვა შეიძლება გამომდინარეობდეს, სხვა ფაქტებთან ერთად, “იგივე ჯგუფის მიმართ სისტემატიურად განხორციელებული სხვა დასჯადი ქმედებებისაგან”.მსგავსად საქმისა Prosecutor v. Kupreškić and Others (IT‑95‑16-T, გადაწყვეტილება 14 იანვარი 2000, § 751), რომელიც ეხებოდა 116 მუსულმანის მკვლელობას და მიზნად ისახავდა სოფლიდან მუსულმანური მოსახლეობის გაძევებას, ICTY -მ დაადგინა:
“დევნა მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული გენოციდისაგან – ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე შემზარავი დანაშაულისაგან – რადგან გენოციდის შემთხვევაში, დევნის განზრახვა აღწევს მაქსიმალურ ზღვარს ჯგუფის ან მისი წევრების ფიზიკური განადგურების მიღწევის გზით. გენოციდის დანაშაულში სისხლისსამართლებრივი განზრახვა გახლავთ ჯგუფის ან მისი წევრების განადგურება; დევნის დანაშაულში კი სისხლისსამართლებრივი განზრახვას წარმოადგენს ჯგუფის ან მისი წევრების მიმართ ძალადობრივი დისკრიმინაცია, რის შედეგადაც ხდება მათი ფუნდამენტური ადამიანის უფლებების ფართო და სისტემატური დარღვევა. წინამდებარე საქმეში, ბრალდების მიხედვით – და მოცემულ ეტაპზე სამართალწარმოების პალატა ეთანხმება, რომ – მუსულმანი სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობის პირველადი განზრახვა იყო მათი, როგორც ჯგუფის სოფლიდან გაძევება და არა მუსლმანური ჯგუფის, როგორც ასეთის, განადგურება. შესაბამისად, ჩვენს წინაშეა დევნის და არა გენოციდის შემთხვევა.”
(iv) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა2007 წლის 26 თებერვლის განაჩენში საქმეზე ბოსნია და ჰერცეგოვინა სერბია და მონტენეგროს წინააღმდეგ (“გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის გამოყენების შესახებ”), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) “განზრახვის” და “ეთნიკური წმენდის” ცნებების ანალიზისას დაადგინა შემდეგი (§ 190):
“ტერმინი “ეთნიკური წმენდა” ხშირად გამოიყენება იმ მოვლენებისადმი, რომელსაც ადგილი აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინაში და რომელიც წინამდებარე საქმის საფუძველს წარმოადგენს ... გენერალურმა ასამბლეამ 47/121 რეზოლუციის პრეამბულაში აღნიშნა, რომ ‘ “ეთნიკური წმენდვის” შემზარავი პოლიტიკა”, რომელიც გენოციდის ფორმას წარმოადგენს’, ხორციელდება ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ... იგი [ანუ ეთნიკური წმენდა], გენოციდის ფორმა კონვენციის მნიშვნელობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გახლავთ, თუ შეესაბამება ან ხვდება კონვენციის II მუხლით აკრძალულ ქმედებების კატეგორიებში. არც განზრახვა, როგორ პოლიტიკის ნაწილი, რათა ტერიტორია “ეთნიკურად ჰომოგენური” შეიქნას და არც ქმედებები რომელიც შეიძლება განხორციელდეს მოცემული პოლიტიკი განსახორციელებლად, არ შეიძლება, როგორც ასეთი, განისაზღვროს როგორც გენოციდი: გენოციდის მახასიათებელი განზრახვა გახლავთ კონკრეტული ჯგუფის “განადგურება მთლიანად ან ნაწილობრივ”, ხოლო ჯგუფის წევრების დეპორტირება ან გადაადგილება, მაშინაც კი, თუკი ეს უკანასკნელი ხორციელდება ძალის გამოყენებით, არ წარმოადაგენს მოცემული ჯგუფის განადგურების ექვივალენტ ქმედებებს, აღნიშნული განადგურება არ გახლავთ გადაადგილების ავტომატური შედეგი. თუმცა, არამართებული იქნება იმის აღნიშვნა, რომ “ეთნიკური წმენდის” ქვეშ მოსაზრებული ქმედებები ვერასდროს განიხილება გენოციდად. გენოციდი შეიძლება დადგეს თუკი მოცემული ქმედებები დახასიათდება, მაგალითად, კონვენციის II მუხლის (გ) პუნქტში აღწერილი “ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნით, რომელიც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას” და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება აუცილებელი სპეციალური განზრახვით (dolus specialis), ანუ ჯგუფის განადგურების განზრახვით და არა რეგიონიდან მათი გაძევების სურვილით. ICTY მიხედვით, მართალია “არსებობს აშკარა მსგავსებანი გენოციდის პოლიტიკასა და “ეთნიკური წმენდის” პოლიტიკას შორის (Krstić, IT-98-33-T, Trial Chamber Judgment, 2 აგვისტო 2001, პარაგრაფი. 562) მაინც ‘უნდა დადგინდეს აშკარა განსხვავება ჯგუფის ფიზიკურ განადგურებასა და დაშლას შორის. ჯგუფის ან მისი ნაწილის გაძევება არ გახლავთ საკმარისი გენოციდის დასადგენად.’ ...”
(v) კონვენციის ინტერპრეტაცია სხვა სახელმწიფოების მიერსასამართლოს ხელთ არსებული მასალების მიხედვით კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გენოციდისათვის ეროვნული გასამართლების მხოლოდ რამდენიმე, ძალიან მწირი შემთხვევა არსებობს. არ არსებობს საქმეები, სადაც მოცემულ სახელმწიფოთა სასამართლოებმა განსაზღვრეს ჯგუფის განადგურების ტიპი, რომელიც განზრახული იყო დამნაშავეების მიერ რათა ცნობილიყვნენ გენოციდში დამნაშავედ, ანუ იმის დადგენა “განადგურების განზრახვა” ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ან ბიოლოგიურ განადგურებაზე თუ მოიცავდა ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის განადგურებასაც.
(vi) ინტერპრეტაცია იურისტი ავტორების მიერმეცნიერთა უმრავლესობის მიხედვით, ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა სერბი ძალების მიერ ბოსნია და ჰერცეგოვინაში მუსულმანებისა და ხორვატების სახლებიდან გასადენად. არ წარმოადგენს გენოციდს (იხ. სხვა მრავალს შორის, William A. Schabas, Genocide in International Law: The Crime of Crimes, Cambridge 2000, gv. 199 et seq). თუმცა, მეცნიერთა საკმაო ნაწილი გვთავაზობს, რომ მოცემული აქტები წარმოადგენს გენოციდს (იხ.inter alia, M. Lippman, Genocide: The Crime of the Century, HOUJIL 23 (2001), p. 526, da J. Hübner, Das Verbrechen des Völkermordes im internationalen und nationalen Recht, Frankfurt am Main 2004, gv. 208-17; G. Werle, differentiating in Völkerstrafrecht, 1st edition, Tübingen 2003, gv. 205, 218 et seq., რომელიც მიუთითებდა, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ კი ჩადენილ დანაშაულთა მასშტაბის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, იყო თუ არა ჯგუფის როგორც სოციალური ერთეულის განადგურების განზრახვა, განსხვავებით ჯგუფის მხოლოდ გაძევების მიზნისაა, შეიძლება დადასტურდეს).
(ბ) უნივერსალური იურისდიქცია გენოციდის დანაშაულისათვის
(i) 1948 წლის კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ (გენოციდის კონვენცია)გენოციდის კონვენციის შესაბამისი მუხლები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი I
“ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ გენოციდი, მიუხედავად იმისა ჩადენილია ის მშვიდობიანობისა თუ ომის დროს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულს, რომლის თავიდნ აცილებასა და დასჯას ისინი საკუთარ თავზე იღებენ.”
მუხლი VI
“პირები, რომელნიც ეჭვმიტანილნი არიან გენოციდის დანაშაულის ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ქმედების ჩადენაში, გასამართლებლნი იქნებიან იმ სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ქმედება იქნა ჩადენილი, ან იმ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიმართ, რომელთა მიერაც აღირებულ იქნა მისი იურისდიქცია.”
(ii) 1993 წლის ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი (ICTY სტატუტი)ICTY სტატუტის შესაბამისი დებულებები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 9
თანმხვედრი იურისდიქცია
“1. საერთაშორისო ტრიბუნალსა და ეროვნულ სასამართლებს ენიჭებათ თანმხვედრი იურისდიქცია რათა გაასამართლონ პირები, რომლებმაც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, 1991 წლის 1 იანვრიდან ჩაიდინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები.
2. საერთაშორისო ტრიბუნალს უპირატესობა ენიჭება ეროვნულ სასამართლოებზე. საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საერთაშორისო ტრიბუნალი უფლებამოსილია ფორმალურად მოსთხოვოს ეროვნულ სასამართლოებს დათმონ კომპეტენცია საერთაშორისო ტრიბუნალის სასარგებლოდ წინამდებარე სტატუტისა და საერთაშორისო ტრიბუნალის პროცედურისა და მტკიცებულებების წესების შესაბამისად.”
(iii) ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სასამართლო პრაქტიკა1995 წლის 2 ოქტომბერს, იურისდიქციასთან დაკავშირებულ მოპასუხის შუალედურ სააპელაციო საჩივრის შუამდგომლობაზე პასუხად Prosecutor v. Tadić (no. IT-94-1), ICTY სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “უნივერსალური იურისდიქცია დღეისათვის აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულებზე” (§ 62).ანალოგიურად, ICTY სამართალწარმოების პალატამ 1998 წლის 10 დეკემბრის განაჩენში Prosecutor v. Furundžija (no. IT‑95‑17/1‑T), დადაგინა, რომ საერთაშორისო დანაშაულები უნივერსალურად ისჯება, მიუხედავად ჩადენის ადგილისა და რომ ყოველ სახელმწიფოს აქვს უფლება გაასამართლოს და დასაჯოს აღნიშნულ დანაშაულთა ჩამდენი პირები. ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ Eichmann საქმეში გაჟღერებული და შემდეგ აშშ სასამართლოს მიერ Demjanjuk საქმეში გამეორებული ზოგადი პრინციპის მიხედვით “განხილულ დანაშაულთა უნივერსალური ხასიათი... ანიჭებს ყოველ სახელმწიფოს უფლებამოსილებას გაასამართლოს და დასაჯოს მისი ჩამდენი პირები” (§156).
(iv) ეროვნული კანონმდებობა და პრაქტიკა კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებშისასამართლოს წინაშე არსებული ინფორმაციისა და მასალის მიხედვით, მათ შორის მთავრობის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მომჩივანის მიერ არ გასაჩივრებულა, კონვენციის მრავალი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონისმიერი დებულებები მიმდინარე საქმის მსგავს შემთხვევებში გენოციდისათვის გასამართლებას უფლებამოსილებას იძლევა.კონვენციის მრავალ ხელშემკვრელ სახელმწიფოში გენოციდისათვის გასამართლება ექვემდებარება უნივერსალური იურისდიქიის პრინციპს, ანუ სახელმწიფოს ტერიტორიის მიღმა, უცხო მოქალაქის მიერ უცხო მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომელიც არ არის მიმართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუ მოპასუხე იმყოფება მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგალითად, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია (2003 წლამდე), ფინეთი, იტალია, ლატვია, ლიუქსემბურგი, ნიდერლანდები (2003 წლის შემდეგ), რუსეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და უნგრეთი). მომჩივნის სასამართლო პროცესის დროს, მრავალ სხვა ქვეყანას ჰქონდა ნებადართული უცხო მოქალაქის მიერ უცხო მოქალაქის წინააღმდეგ საზღვარგარეთ ჩადენილი გენოციდისათვის გასამართლება, წარმომადგენლობის პრინციპის მსგავსი დებულებების საფუძველზე (stellvertretende Strafrechtspflege - შეადარეთ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პარაგრაფის მე-2 ნაწილს, იხ. პარაგრაფი 34, ზემოთ), მაგალითად ავსტრია, დანია, ესტონეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და შვეიცარია (2000 წლის შემდეგ). კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების, რომლებიც არ აწესებენ უნივერსალურ იურისდიქციას გენოციდისათვის, მაგალითი გახლავთ გაერთიანებული სამეფო.ავსტრიის, ბელგიისა და საფრანგეთის სასამართლების გარდა, აღსანიშნავია ესპანეთის სასამართლოები, რომლებმაც უნივერსალური იურისდიქციის პრინციპზე დაყრდნობით უკვე აწარმოეს სასამართლო განხილვა გენოციდის ბრალდებისათვის. ესპანეთის Audiencia Nacional -მა, 1998 წლის 5 ნოემბრის განაჩენში Augusto Pinochet საქმეზე დაადგინა, რომ ესპანეთის სასამართლოებს გააჩნდათ იურისდიქცია. გენოციდის კონვენციის საგნის მასშტაბთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
“კონვენციის მე-6 მუხლი არ უარყოფს დანაშაულის ჩადენის ადგილის ტერიტორიული სასამართლოებისა და საერთაშორისო ტრიბუნალების მიღმა არსებული მართლმსაჯულების ორგანოების იურისდიქციის არსებობას. ... კონვენციის სულისკვეთების საწინააღმდეგო იქნებოდა ამგვარი სერიოზული დანაშაულების ჩადენის თავიდან არიდება დაუსჯელობით და იმის ჩათვლა, რომ კონვენციის მოცემული მუხლი ზღუდავს იურისდიქციის განხორციელებას განხილული დებულების მიერ გათვალისწინებული იურისდიქციების გამორიცხვით. ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი მხარეები მათ შესაბამის ეროვნულ იურისდიქციებში არ შეთანხმდნენ მოცემული დანაშაულისათვის უნივერსალურ იურისდიქციაზე, არ წარმოადგენს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიციის განხორციელებისათვის წინაღობას იმ დანაშაულზე, რომელიც ეხება მთელ მსოფლიოს და გავლენას ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობაზე და მართლაც უშუალოდ ადამიანურობაზე, როგორც ეს თავად კონვენციაშია მითითებული. იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, რომლის კანონმდებლობაც ამგვარი დანაშაულებისათვის ითვალისწინებს ექსტრატერიტორიულობის პრინციპს, მაგალითად, ესპანეთი, 1948 წლის კონვენციის მე-6 მუხლი არ აწესებს იურისდიქციის აკრძალვას გენოციდისათვის გასასამართლებლად, ამგვარი დანაშაულების გასამართლებასთან დაკავშირებით ... (International Law Reports, vol. 119, gv. 331 et seq., gv. 335-36).
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტის და მე-6 მუხლის 1 ნაწილის ერთობლიობაში სავარაუდო დარღვვევამომჩივანი ჩიოდა, რომ დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გენოციდისათვის გასამართლება, გაზიარებული ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოსა და ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომელთაც, მომჩივანის მტკიცებით, მის საქმეზე იურისდიქცია არ გააჩნდათ, და შედეგად მისი დაკავება, წარმოადგენდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტის და მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას. აღნიშნული მუხლების შესაბამისი ნაწილები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 5
“1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
(ა)კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;”
მუხლი 6
“1. ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია .. მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ ...” მთავრობა ასაჩივრებდა მოცემულ არგუმენტაციას.
ა. მისაღებობასასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი არ არის აშკარად უსაფუძვლო კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. იგი ამასთანავე აღნიშნავს, რომ იგი არ არის მიუღებელი არც სხვა საფუძვლით. შესაბამისად, იგი საჩივარს მისაღებად მიიჩნევს.
ბ.არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანიმომჩივანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებობს ჩაურევლობის ზოგადი წესი, რომელიც უკრძალავდა გერმანიის სასამართლოებს საზღვარგარეთ მცხოვრები უცხოელის გასამართლობას გენოციდისათვის, რომელიც მის მიერ ჩადენილ იქნა აშკარად უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მსხვერპლთა წინააღმდეგ. მისი არგუმენტის მიხედვით, გერმანიის სასამართლოებს ასევე ეკრძალებოდათ განსაკუთრებული იურისდიქციის განხორციელება საერთაშორისო სისხლის სამართლის უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის მიხედვით, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილში, რადგანაც აღნიშნული პრინციპის შესაბამისი იურისდიქცია გენოციდის შემთხვევაში არ იყო საერთაშორისოდ აღიარებული.მომჩივანი დავობდა, რომ გენოციდის კონვენციის VI მუხლის მიხედვით მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ტერიტორიულ სახელმწიფოს ან საერთაშორისო ტრიბუნალს ჰქონდა გენოციდში ბრალდებულ პირთა გასაართლების უფლება. მოცემული მუხლი, შესაბამისად, ასახავდა ჩაურევლობის ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპიდან და კრძალავს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რაც საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგად წესებს წარმოადგენს. იგი უშვებდა, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიერ აღიარებული უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი შეიძლება თეორიულად გენოციდის კონვენციის VI მუხლში მოხსენიებულ ეროვნულ სასამართლოსთან ერთად სხვა ეროვნულ სასამართლოებსაც ანიჭებდეს იურისდიქციას. თუმცა იგი აღნიშნავდა, რომ იურისდიქცია მოცემული პრინციპის მიხედვით, გახლდათ ჩაურევლობის ვალდებულების გამონაკლისი, და არ იყო არც საერთაშორისო სახელშეკრულებო და არც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით აღიარებული გენოციდში ბრალდებულ პირთა გასამართლებისას. გერმანიის სასამართლოებმა, შესაბამისად, თვითნებურად განახორციელეს იურისდიქცია.
(ბ) მთავრობამთავრობის მიხედვით, გერმანიის სასამართლოები წარმოადგენდნენ კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტით განსაზღვრულ “უფლებამოსილ სასამართლო(ებ)ს” და მე-6 მუხლის 1 ნაწილით “კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლო(ებ)ს” რათა გაესამართლებინათ მომჩივანი. გერმანიის სისხლის სამართალი გამოიყენება წინამდებარე საქმის ფაქტებზე იმდენად, რამდენადაც, გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, გერმანიის სასამართლოებს გააჩნიათ იურისდიქცია იმ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენაშიც მომჩივანი იყო ბრალდებული. სასამართლოები უფლებამოსლინი იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილით (იმ დროს მოქმედი ვერსია). ამასთანავე, იურისდიქციის დადასტურებისათვის სახეზე იყო გერმანიის სასამართლოების მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილით, ფორმულირების მიღმა განხილვისას დადგენილი, აუცილებელი კავშირი იმ დანაშაულების გასამართლებას, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედებოდა დამნაშავეს და გერმანიას შორის; შესაბამისად, ჩაურევლობის პრინციპი დაცული გახლდათ. მომჩივანი გერმანიაში ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში და სახელმწიფო ორგანოებში ჯერ ისევ რეგისტრირებული გახლდათ როგორც გერმანიაში მცხოვრები, მისი დაკავებაც გერმანიის ტერიტორიაზე მოხდა. ამასთანავე,Gგერმანია მონაწილეობას იღებდა სამხედრო ჰუმანიტარულ მისიებში ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის პირობები, რომელიც ახდენდა წარმომადგენლობითი პრინციპის ინკორპორირებას, დაკმაყოფილებული გახლდათ, კერძოდ კი არც ICTY -ს და არც ბოსნია და ჰერცეგოვინას სისხლის სამართლის სასამართლოებს არ მოუთხოვიათ მომჩივნისექსტრადიცია.მთავრობამ აღნიშნა, რომ გერმანიის კანონმდებლობა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საკითზებზე შეესაბამებოდა საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებს. კერძოდ, გერმანიის სასამართლოების მიერ საფუძვლიანად იქნა აღნიშნული, რომ გენოციდის კონვენციის VI მუხლი, რომელიც აყალიბებდა გენოციდისათვის გასამართლების ვალდებულების მინიმალურ მოთხოვნებს, არ კრძალავდა იმ სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გენოციდისათვის გასამართლებას, რომელიც არ გახლდათ დანაშაულის ჩადენის ტერიტორიული სახელმწიფო.მეტიც, ჩვეულებითი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიერ აღიარებული უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი უფლებას ანიჭებდა ყველა სახელმწიფოს განეხორციელებინა იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგი დანაშაულების, მაგალითად გენოციდისათვის, რომელიც მიმართული გახლდათ მთლიანი საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა თუ სად და ვის მიერ იქნა მოცემული დანაშაულები ჩადენილი. შესაბამისად, წარმომადგენლობითი პრინციპის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული იურისდიქცია არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო საჯარო სამართალს. გერმანიის სასამართლოებს, შესაბამისად, ჰქონდათ უფლებამოსილება განეხილათ მომჩივნის საქმე.მთავრობამ აღნიშნა, რომ კონვენციის მრავალი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, ისევე როგორც ICTY სასამართლო პრაქტიკა, ცალსახად იძლეოდა გენოციდის გასამართლების უფლებას უნივერსალური იურისდიქციის საფუძველზე.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) შესაბამისი პრინციპებისასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე უწინარესად უნდა იქნას განხილული კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით იმის დასადგენად, თუ რამდენად მოხდა მომჩივნის საქმის განხილვა “კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს” მიერ. სასამართლო იმეორებს, რომ მოცემული ფრაზა ასახავს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელიც კონვენციისა და მისი ოქმების მიერ დაწესებული დაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. “კანონი”, მე-6 მუხლი 1 ნაწილის მიხედვით, მოიცავს მართლმსაჯულების ორგანოების დაფუძნებისა და უფლებამოსილების შესახებ კონკრეტულ კანონმდებლობას (იხ.inter alia, Lavents v. Latvia, no. 58442/00, § 114, 28 ნოემბერი 2002). შესაბამისად, თუ სასამართლოს არ გააჩნია მოპასუხის გასამართლების იურისდიქცია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, იგი ვერ იქნება მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით “კანონის საფუძველზე შექმნილი” (შედარებისათვის,Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96, 32547/96, 32548/96, 33209/96 da 33210/96, §§ 99 da 107-08, ECHR 2000-VII).სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, სასამართლოს მიერ ეროვნული სამართლებრივი დებულებების დარღვევა მართლმსაჯულების ორგანოების დაფუძნებისა და უფლებამოსილების შესახებ წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას. სასამართლო, შესაბამისად, უფლებამოსილია განიხილოს თუ რამდენად მოხდა ამ კუთხით ეროვნული კანონმდებლობის დაცვა. თუმცა, იმ ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ეროვნული კანონმდებლობის დებულებების ინტერპრეტაცია უწინარესად ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებას განეკუთვნება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან შესაძლოა არ განიხილოს არსებული განმარტება თუ ადგილი არ აქვს ეროვნული კანონმდებლობის სასტიკ დარღვევას (იხ.mutatis mutandis, Coëme and Others, citirebuli zemoT, § 98 in fine, da Lavents, ციტირებული ზემოთ, § 114). ამ მხრივ, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მე-6 მუხლი მოპასუხეს არ ანიჭებს სასამართლოს იურისდიქციის არჩევანის უფლებას. სასამართლოს ფუნქცია, შესაბამისად იზღუდება იმის განხილვით, თუ რამდენად ჰქონდა ხელისუფლებას იურისდიქციის დადგენის გონივრული მიზეზები (იხ.inter alia, G. v. Switzerland, no. 16875/90, კომისიის გადაწყვეტილება 10 ოქტომბერი 1990, unreported, da Kübli v. Switzerland, no. 17495/90, კომისიის გადაწყვეტილება 2 დეკემბერი 1992, unreported).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეშისასამართლო ითვალისწინებს, რომ გერმანიის სასამართლოებმა იურისდიქცია სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილსა და 220ა მუხლზე ერთობლივი დაყრდნობით განახორციელეს (იმ დროს მოქმედი ფორმულირებით). აღნიშნული დებულებები მიუთითებდნენ, რომ გერმანული სისხლის სამართალი გამოიყენებოდა და რომ, შედეგად, გერმანიის სასამართლოებს ჰქონდათ იურისდიქცია გაესამართლებინათ საზღვარგარეთ ჩადენილი გენოციდის დანაშაულში ბრალდებული პირი მიუხედავად მოპასუხისა და მსხვერპლთა ეროვნებისა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს იურისდიქცია სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო დებულებების ნათელი ფორმულირების შესაბამისად.იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად გააჩნდათ გერმანიის სასამართლოებს იურისდიქცია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რამდენად იყო ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება მომჩივნის საქმეზე იურისდიქციის ქონასთან დაკავშირებით შესაბამისობაში გერმანიაში მოქმედ საერთაშორისო საჯარო სამართლის დებულებებთან. იგი აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ უნივერსალური იურისდიქციის საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპი, რომელიც კოდიფიცირებულ გახლდათ სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილში აყალიბებდა მათ იურისდიქციას და ამასთანავე შესაბამისობაში იყო ჩაურევლობის საერთაშორისო საჯარო სამართლებრივ ვალდებულებასთან. მათი აზრით, უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის მიხედვით მათი უფლებამოსილება არც გენოციდის კონვენციის VI მუხლიდან არ გამოირიცხებოდა, რადგან მოცემული მუხლი ადგენდა აღნიშნული სასამართლოების ვალდებულებას გაესამართლებინათ გენოციდის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები და არ კრძალავდა გენოციდისათვის გასამართლებას სხვა ეროვნული სასამართლოების მიერ.იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად მართებული იყო ეროვული სასამართლოების მიერ იურისდიქციის შესახებ შესაბამისი კანონებისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის დებულებების განმარტება, სასამართლო ვალდებულია განიხილოს მათ მიერ გენოციდის კონვენციის VI მუხლის ინტერპრეტაცია. სასამართლო მიიჩნევს, როგორც უკვე აღინიშნა კიდეც ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ), რომ გენოციდის კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები, მიუხედავად მოსამზადებელი დოკუმენტის შემოთავაზებისა, ვერ შეთანხმდნენ მოცემულ მუხლში ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში ეროვნული სასამართლოებისათვის უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის მინიჭების კოდიფიცირებაზე (შეადარეთ პარაგრაფები 20 და 54 ზემოთ). თუმცა, გენოციდის კონვენციის I მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელ მხარეებს erga omnes ვალდებულება, რათა აღკვეთონ და დასაჯონ გენოციდი, რომლის აკრძალვაც წარმოადგენს jus cogens ნორმის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოების არგუმენტაცია, რომ გენოციდის კონვენციის მიზანი, რომელიც გაჟღერებული გახლდათ მოცემულ მუხლში, არ გამორიცხავდა გენოციდის დასასჯელად იურისდიქციის განხორციელებას იმ სახელმწფოების მიერ, რომელთა კანონმდებლობაც მოიცავს ექსტრატერიტორიულობის პრინციპს, უნდა ჩაითვალოს გონივრულად (და სწორედ რომ დამაჯერებლად). შესაბამისად, დავადგინეთ რა გენოციდის კონვენციის VI მუხლის გონივრული და აშკარა ინტერპრეტაცია, აღარ არსებობს მოცემული კონვენციის მოსამზადებელი დოკუმენტების ანალიზის შედეგად განმარტების საჭიროება, რადგანაც ეს უკანასკნელი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიხევით ინტერპრეტაციის დამხმარე საშუალებად გვევლინება (იხ. 1969 წლის 23 მაისის სახელშეკრულება სამართლის ვენის კონვენცია, მუხლები 31 § 1 და 32).სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის I მუხლის გათვალისწინებით გერმანიის სასამართლოების მიერ გენოციდის კონვენციის VI მუხლის ინერპრეტაცია და მის საფუძველზე გენოციდის ჩადენაში ბრალდებულ პირზე იურისდიქციის დადგენა ფართოდ არის აღიარებული კონვენციის (ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა) მრავალი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კოდიფიცირებული ნორმებითა და სასამართლო პრაქტიკით, ისვე როგორც ICTY სტატუტისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ესპანეთის Audiencia Nacionl -მა გენოციდის კონვენციის VI მუხლი სწორედ ისე განმარტა, როგორც გერმანიის სასამართლოებმა (იხ. პარაგრაფი 54, ზემოთ). ამასთანავე, ICTY სტატუტის მე-9 მუხლის 1 ნაწილი ადასტურებს გერმანიის სასამართლოების ხედვას აწესებს რა ICTY -სა და ეროვნული სასამართლოების თანმხვედრ იურისდიქციას, ცალკეული ქვეყნების ეროვნული სასამართლოებზე ყოველგვარი შეზღუდვის დაწესების გარეშე. მართლაც, გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში უნივერსალური იურისდიქცია საჯაროდ არის აღიარებული ICTY -ს მიერ (იხ. პარაგრაფები 50-51 ზემოთ) და მოცემული პრინციპის საფუძველზე კონვენციის მრავალი წევრ-სახელმწიფო აწესებს გენოციდისათვის გასამართლებას უფლებამოსილებას, მინიმუმ იმ შემთხვევებში მაინც, როდესაც, მსგავსად მომჩივნის საქმისა, დამატებითი პირობები – წარმომადგენლობის პრინციპის მიერ დადგენილი – არის დაკმაყოფილებული (იხ. პარაგრაფები 52-53, ზემოთ).შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გერმანიის სასამართლოების მიერ შესაბამისი დებულებებისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის წესების ინტერპრეტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, არ იყო თვითნებური. ამიტომაც, მათ გააჩნდათ გონივრული საფუძვლები რათა დაედგინათ იურისდიქცია მომჩივანის გენოციდის ბრალდებისათვის გასასამართლებლად.ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით გამომდინარეობს, რომ მომჩივნის საქმე განიხილა კანონის საფუძველზე შექმნილმა სასამართლომ კონვენციიის მე-6 მუხლის 1 ნაწილის მნიშვნელობით. შესაბამისად, მოცემული დებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევის არარსებობის დადგენის გათვალისწინებით, კერძოდ კი იმისა, რომ გერმანიის სასამართლოებმა გონივრულად დაუშვეს იურისდიქცია მომჩივნის გენოციდის ბრალდების გასასამართლებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდების შემდეგ, მომჩივანი კანონიერად იყო დაპატიმრებული “უფლებამოსილი სასამართლოს” მიერ კონვენციის მე-5 მუხლის 1 ნაწილის (ა) პუნქტის მიხედვით შესაბამისად, არც მოცემული მუხლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი.
II. კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილისა და მე-3 ნაწილის (დ) პუნქტის სავარაურო დარღვევამომჩივანი ჩიოდა, რომ დიუსელდორფის სააპელაციო სასამართლოს უარის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოეწვია მოპასუხის ნებისმიერი მოწმე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მას არ უსარგებლია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილისა და მე-3 ნაწილის (დ) პუნქტების შესაბამისად. იგი ასევე ჩიოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი ¬_ შეემოწმებინათ გრაბსკაში არსებული დანაშაულის სავარაუდო ადგილი ან შეედგინათ შესაბამისი ტოპოგრაფიული რუქა _ წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილისა და მე-3 ნაწილის (დ) პუნქტების დარღვევას, რომლის შესაბამისი ნაწილებით აღნიშნავენ შემდეგს:
“1. ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას აღჭურვილია .. მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ ...”
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(დ) დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;”მთავრობა არ ეთანხმებოდა მოცემულ არგუმენტს.
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობამთავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს გასაჩივრების ყველა შიდასამართლებრივი საშუალება, კერძოდ კი ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოს წინაშე სააპელაციო სასამართლოს მიერ ოცდარვა მოწმის დაკითხვზე უარი მის საჩივრებში არ გახლდათ სათანადოდ დაბუთებული. ისინი ასევე დავობდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი შეემოწმებინა დანაშაულის სავარაუდო ადგილი გრაბსკაში განმცადებელს არ გაუსაჩივრებია ფედერალური სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას და, შესაბამისად, მას არ ამოუწურავს გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალება ამ კუთხით.მთავრობა ასევე დავობდა, რომ მომჩივანი არ განიხილებოდა კონვენციის უფლებების დარღვევის მსხვერპლად და რომ საჩივარი კონვენციისათვის გახლდათ ratione personae მიუღებელი, რადგან საჩივრები ეხებოდა გრაბსკაში ოცდაორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებულ მტკიცებულების მოპოვებას. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელახლა გაიხსნა და შეწყვეტილი იყო მოცემულ დანაშაულებთან მიმართებაში.მთავრობა აღნიშნავდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანის უფლება საქმის სამართლიან განხილვაზე კონვენციის მე-6 მუხლით არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები მიიღო შესაბამისი დებულებების მიხედვით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის მიხედვით, იდენტური წესები ვრცელდებოდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხრიდან მტკიცებულებათა მიღებაზე. გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, უშუალოდ სისხლის სამართლის სასამართლოების გამოსაკვლევი იყო შუამდგომლობათა მართებულობა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება გარკვეულ პროცედურალ პრობლემებს აწყდებოდა, მოპასუხეები დაცულნი იყვნენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და ეჭვის არსებობით.მთავრობის აზრით, სააპელაციო სასამართლო არ მოქმედებდა თვითნებურად მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობისას. მან ჯეროვნად განიხილა მომჩივნის თხოვნები და წარმოადგინა ობიექტურად გამართლებული არგუმენტები მათზე უარის გაცხადებისას. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მომჩივნის მიერ დასახელებულ მოწმეთა მოწვვა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ იყო აუცილებელი იმის დასადგენად, რომ ადგილი არ ჰქონდა კანონის შეცდომას, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად ჩამოაყალიბა არგუმენტები.
2. მომჩივანიმომჩივანი ასაჩივრებდა მთავრობის პოზიციას. მან აღნიშნა, რომ ფედერალურმა მართლმსაჯულების სასამართლოს არგუმენტი მისი საჩივრის დაუკმაყოფილებლობისას არ ყოფილა ის, რომ მას არ ამოუწურავს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებანი. განმცხადებეი ასევე აღნიშნავდა, რომ მას არ დაუკარგავს მსხვერპლის სატუსი კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით.მომჩივანი ჩიოდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილი და მე-3 მუხლის (დ) პუნქტი დაირღვა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მოეწვია მოპასუხის მიერ დასახელებული ის ოცდარვა მოწმე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ბრალდების მიერ მოთხოვნილი ექვსი საზღვარგარეთ მყოფი მოწმე დაკითხულ იქნა. იგი აცხადებდა, რომ მისი საქმის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება მართებულად რომ გამოეყენებინა, მაშინ აღარ მიეცემოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საშუალება. მან აღნიშნა, რომ წინამდებარე დებულება მიუთითებს, რომ წინაპირობები საზღვარგარეთ მყოფი მოწმის მოწვევაზე უფრო ნაკლებ მკაცრია, ვიდრე გერმანიაში მცხოვრები მოწმის მოწვევისას. იგი ეფუძნება დაშვებას, რომ გერმანიაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულება ძირითადად მოპოვებადია გერმანიაშივე. თუმცა, მის საქმეში, რომელიც ეხება ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩადენილ სავარაუდო ქმედებებს, თითქმის ყველა მოწმე საზღვარგარეთ ცხოვრობდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება შესაბამისად თვითნებური გახლდათ. საპელაციო სასამართლოს რომ დაეკითხა მომჩივნის მიერ დასახელებული მოწმეები, უმალვე დადგინდებოდა, რომ გრაბსკაში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ ბრალდების მიერ მოხმობილი მოწმეები სიმართლეს არ ამბობდნენ.
ბ. სასამართლოს შეფასებასასამართლო წინამდებარე საქმეში საჭიროდ არ მიიჩნევს განიხილოს მთავრობის საჩივარი გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასა და მომჩივნის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მომჩივანმა ამოწურა გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებანი და შეუძლია მოითხოვოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის მსხვერპლის სტატუსი, იგი მიიჩნევს, რომ საჩივარი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ქვემოთმოცემული მიზეზების გამო.
1. ზოგადი პრინციპებისასამართლო იმეორებს, რომ ზოგადი წესის მიხედვით მომჩივნის მიერ მოხმობილი მტკიცებულების შეფასება, ისევე როგორც მათი მნიშვნელობის განსაზღვრა, ეროვნული სასამართლოების ფუნქციას განეკუთვნება. უფრო კონკრეტულად კი მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის (დ) პუნქტი – რომელიც მე-6 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით აყალიბებს სამართლიანი სასამარლოს პრინციპის ზოგად არსს – მხარეებს უტოვებს გადაწყვეტილების მიღებას უფლებას მასზედ, თუ რამდენად უნდა მოხდეს ამა თუ იმ მოწმის გამოძახება. იგი არ მოითხოვს ბრალდებულის მიერ მოთხოვნილი ყოველი მოწმის დასწრებასა და დაკითხვას. თუმცა, სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად არღვევდა მტკიცებულების მიღება და შეფასება “მხარეთა თანასწორობის” პრინიპს, რის შედეგადაც სამართალწარმოება მთლიანობაში უსამართლო ხდება (იხ.inter alia, Vidal v. Belgium, 22 aprili 1992, § 33, Series A no. 235-B, da Heidegger v. Austria (dec.), no. 27077/95, 5 ოქტომბერი 1999).ინდივიდუალური სარჩელების შემთხვევებში, სასამართლოს ფუნქცია არ გახლავთ ეროვნული კანონმდებლობის ნაწილობრივი განხილვა, არამედ მისი ვალდებულებაა იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მოცემული კანონმდებობის მოსაჩივრისადმი გამოყენება კონკრეტულ პირობებში (იხ. სხვა მრავალს Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 87, ECHR 2003-VIII, da Sommerfeld v. Germany [GC], no. 31871/96, § 86, ECHR 2003-VIII).
2. მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეშიშესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად იყო ეროვნული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის გამოყენება და მის საფუძველზე გარკვეული მოწმეების დაკითხვაზე, სავარაუდო დანაშაულის ადგილის შემოწმებასა და ტოპოგრაფიული რუქის შედგენაზე გაცხადებული უარის საფუძველზე დაედგინა მთლიანობაში სამართალწარმოების არასამართლიანი ხასიათი.სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეების მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლი ვრცელდება მოწმეთა გამოძახებისა და მტკიცებულების მოპოვების ყველა მოთხოვნაზე, მიუხედავად იმისა თუ ვის - ბრალდებისა თუ დაცვის - მიერ იქნა მოთხოვნა წამოყენებული. მსგავს საქმეებში, სადაც დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა გერმანიის მიღმა და სადაც, ზოგადად, საჭირო არის მტკიცებულებების საზღვარგარეთიდან მოპოვება, მუხლის გამოყენება უპირატესობას არ ანიჭებს ბრალდების მიერ წარმოდგენილ სარჩელებს მტკიცებულებათა მიღებაზე. მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადება აწესებს კონკრეტულ პირობებს საზღვარგარეთ მყოფი მოწმის მოწვევის შესახებ სარჩელზე უარის შემთხვევებზე, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხდება მოწმის მოწვევა – ბრალდების თუ დაცვის. აღნიშნული პირობები, მართლაც, უფრო ნაკლებად მკაცრია ვიდრე ის პირობები, რომელიც დადგენილია გერმანიაში მყოფი მოწმის დაკითხვის განაცხადზე უარის განცხადების შემთხვევაში. შესაბამისად, მოცემული მოწმეები თავისთავად არ განიხილებიან როგორც მოუპოვებელი მტკიცებულება. სასამართლოებმა მათ წინაშე არსებული მტკიცებულების წინასწარი შეფასებისას, შესაძლებელია დაასკვნან, რომ ამგვარ მოწმეთა დაკითხვა არ არის აუცილებელი სიმართლის დასადგენად (იხ. პარაგრაფი 39, ზემოთ).სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც მოქმედებდა პირველი ინსტსანციის სასამართლოს ფუნქციით, უარი განაცხადა დაეკითხა მომჩივნის მიერ დასახელებული, ბოსნიაში მცხოვრები ოცდარვა მოწმე, მაშინ როდესაც მან გამოიძახა ბრალდების მიერ მოთხოვნილი და საზღვარგარეთ მცხოვრები ექვსი მოწმე. აღნიშნული ფაქტი, თავისთავად არ გულისხმობს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი ან მომჩივნის უფლება გამოიძახოს მოწმეები, უგულვებელყოფილი იყო და რომ შედეგად სამართალწარმოება მთლიანობაში უსამართლო გახლდათ. ამ მხრვ სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლომ, როდესაც წარმოადგინა დეტალური არგუმენტაცია, თუ რატომ აცხადებდა უარს დამატებითი მტკიცებულებების მიღებაზე, განიხილა ზემოთხსენებული ოცდარვა მოწმიდან შვიდი მათგანის წერილობითი ჩვენება, რომელიც ადასტურებდა იგივე ფაქტს (კერძოდ, მომჩივნის პატიმრობას დანაშაულების ჩადენის დროს) და მხოლოდ მას შემდეგ დაასკვნა, რომ ოცდარვავე მოწმის ჩვენება მცირე მტკიცებულებითი ღირებულების გახლდათ და, რომ უადგილო იქნებოდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს, მომჩივნის მიერ აღნიშნული მოწმეების გამოძახებაზე უარის თქმამდე, უკვე მოსმენილი ჰქონდა ოცზე მეტი მოწმის ჩვენება, მათ შორის ორი ჟურნალისტის, რომლებზეც იმ დანაშაულებს, რომელთა ჩადენაშიც მომჩივანი იყო ბრალდებული, უშუალო გავლენა არ ჰქონია (და შესაბამისად, როგორც წესი, განიხილება განსაკუთრებით სანდოდ). აღნიშნული ყველა მოწმე, რომელთა ჯვარედინი დაკითხვის საშუალებაც ჰქონდა მომჩივანს, აცხადებდა, რომ მათ მომჩივანი ციხის გარეთ ნახეს იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ დაკავებული იყო. მოცემულ პირობებში, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოები თვითნებურად მოიქცნენ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ დანაშაულების ჩადენის დროს იგი დაკავებული იყო, უსარგებლო იქნებოდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, რათა დაასკვნას, რომ მომჩივნის სამართალწარმოება მთლიანობაში უსამართლო იყო.რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს სააპელაციო სასამართლოს უარზე შეემოწმებინა დანაშაულის სავარაუდო ადგილი გრაბსკაში ან შეედგინა ტოპოგრაფიული რუქა, რათა დაედგინა, რომ მოწმეთა ჩვენებები სავარაუდო ქმედებების შესახებ არასანდო იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ჯეროვანი არგუმენტები თუ რატომ მიიჩნია, რომ მოცემული მტკიცებულება მოუპოვებადი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაბამისი ტერიტორიის ვიდეო და რომ მომჩივანს შეეძლო კითხვები დაესვა განხილულ ქმედებათა შესახებ მტკიცებულებების სარწმუნეობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ დამატებითი მტკიცებულებების მიუღებლობა შეუსაბამობაში იყოს მე-6 მუხლის 1 და მე-3 ნაწილებთან.შესაბამისად, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, მომჩივნის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-3 ნაწილის (დ) პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივრები უარყოფილ უნდა იქნას როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
III. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევამომჩივანი დავობდა, რომ გერმანიის სასამართლოების მიერ გამოყენებული გენოციდის დანაშაულის ფართო განმარტება არ ეფუძნებოდა გერმანიისა და საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებულ ფორმულირებას და რომ გერმანიის სასამართლოებმა თვითნებურად დაადგინეს, რომ მისი ბრალი განსაკუთრებული სიმძიმისა გახლდათ. იგი, შესაბამისა,დ ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდება უტოლდებოდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც:
“არავინ შეიძლება ბრალეულად იქნას მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისი ჩადენის დროს. არც იმაზე ურო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშAულის ჩადენის დროს.”მთავრობა ასაჩივრებდა მოცემული არგუმენტს.
ა. მისაღებობასასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არგუმენტიარ არის აშკარად დაუსაბუთებელი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ არც რაიმე სხვა საფუძველზე არის იგი მიუღებელი. შესაბამისად, იგი მას მისაღებად აცხადებს.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანიმომჩივანი მიუთითებდა, რომ გენოციდის დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლი მოითხოვს მტკიცებულებას. რომ დამნაშავე მოქმედებდა ეროვნული, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების განხრახვით. იგი აღნიშნავდა, რომ ტერმინ “განადგურებ”-ის მნიშვნელობით, ჯგუფის საცხოვრებელ პირობებზე ან არსებობის საფუძველზე მხოლოდ თავდასხმა, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში მოხდა, არ წარმოადგენდა ჯგუფის განადგურებას. “ეთნიკური წმენდა”, რომელიც ბოსნიელი სერბების მიერ დობოის რეგიონში განხორციელდა, მიზნად ისახავდა რეგიონიდან მუსულმანების იძულებით განდევნას, ანუ, მათ გაძევებას და არა მათ განადგურებას. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის მიხედვით იგი გენოციდად ვერ განიხილება.ამასთანავე, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ გერმანიის სასამართლოების მიერ 220ა მუხლში მითითებული “განადგურების განზრახვის” განმარტება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში გაწერილ იქნა, რათა მომხდარიყო გენოციდის კონვენციის ინკორპორირება ეროვნულ სამართალში, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ მიღებული გენოციდის კონვენციის II მუხლში მოცემული იგივე ცნების განმარტებას. საერთაშორისოდ აღიარებული დოქტრინის მიხედვით, გენოციდი სახეზეა მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მკვლელობა, განადგურება ან დეპორტაცია განხორციელდა ვიწროდ განმარტებული ჯგუფის გასანადგურებლად, ანუ, მათი ბიოლოგიურ-ფიზიკური და არა სოციალური ერთეულის მოსასპობად. ყოფილ იუგოსლავიაში განხორციელებული ეთნიკური წმენდა ვერ შეედრება ებრაელთა განადგურებას ნაცისტური რეჟიმის დროს, მოვლენას, რომელიც შეიქნა გენოციდის კონვენციის შემუშავების საფუძველი.მომჩივანი შესაბამისად აცხადებდა, რომ მის მიერ ქმედებების ჩადენის დროს მისთვის არ იყო წინასწარ განჭრეტადი, რომ მის ქმედებებს გერმანიის სასამართლოები დააკვალიფიცირებდნენ როგორც გენოციდს გერმანული თუ საერთაშორისო საჯარო სამართლის საფუძველზე.ამასთანავე, მომჩივნის მიხედვით, გერმანიის სასამართლოების დასკვნა, რომ მისი ბრალი განსაკუთრებული სიმძიმისა იყო წარმოადგენდა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას, რადგან სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ იგი მხოლოდ მინიმალურ როლს თამაშობდა ბოსნიაში ჩადენილ სავარაუდო გენოციდში.
(ბ) მთავრობამთავრობის აზრით გერმანიის სასამართლოების მიერ “გენოციდის” განმარტება არ არღვევდა კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილს. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლში არსებული ფორმულირება იძლეოდა გენოციდის ცნების იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ მოეცვა ქმედებები, რომელიც განხორციელდა ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის განადგურების მიზნით. კერძოდ კი, განადგურების განზრახვა მიმართული უნდა ყოფილიყო როგორც ასეთი “ჯგუფის”განადგურების მიმართ, რაც გულისხმობს, რომ ჯგუფის არა მარტო ფიზიკური, არამედ სოციალური არსებობაც დაცული გახდათ. მეტიც, 220ა მუხლის მე-4 ნაწილში (ზომების დაკისრება, რომელიც მიზნად ისახავს ჯგუფში შობადობის ხელის შეშლას) და მე-5 ნაწილში (ბავშვების იძულებით გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში) მოცემული გენოციდის განმარტება არ იწვევს ჯგუფის ცოცხალ წევრთა ფიზიკურ განადგურებას.იგივე მიზეზებით, გენოციდის კონვენციის II მუხლი, რომელიც შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლს, არ ზღუდავდა გენოციდის დანაშაულს ამა თუ იმ ჯგუფის ფიზიკურ-ბიოლოგიური განადგურებით. მოცემული ხედვა დადასტურებულ იქნა მრავალი მეცნიერისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, რომელმაც გენოციდის კონვენცია განმარტა როგორც დაცვა ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის მიმართ (იხ. პარაგრაფი 41, ზემოთ).იმის გამო, რომ გერმანიის სასამართლოების მიერ გენოციდის დანაშაულის ინტერპრეტაცია შეესაბამებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლს, ეროვნული სასამართლოების მიერ შემოთავაზებული განმარტება 1992 წელს დანაშაულების ჩადენის დროისათვის წინასწარ განჭვრეტადი იყო მომჩივანისათვის. მეტიც, გერმანელ მეცნიერებს უკვე შემუშავებული ჰქონდათ ხედვა, რომ გენოციდისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მიზნად ისახავდა ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის დაცვას (იხ. პარაგრაფი 36, ზემოთ).მთავრობა ეთანხმებოდა, რომ 2001 წლის 2 აგვისტოს განაჩენში საქმეზე Prosecutor v. Krstsic, ICTY სამართალწარმოების პალატამ, ისევე როგორც აპელაციამ, აშკარად უარყვეს ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული “განადგურების მიზნის” წინამდებარე საქმეში არსებული ინტერპრეტაცია, დაეფუძნენ რა nullum crimen sine legeპრინციპს, ICTY პირველად აღნიშნა, რომ გენოციდის დანაშაული საერთაშორისო საჯარო სამართლის მიხედვით იზღუდებოდა ჯგუფის ფიზიკური ან ბიოლოგიური განადგურებით. თუმცა ICTY მიერ 2001 წელს მიღებული გენოციდის დანაშაულის მასშტაბის აღნიშნული ვიწრო ინტერპრეტაცია – რომელიც მთავრობის აზრით არ იყო სათანდოდ დამარწმუნებელი - არ ნიშნავდა, რომ მომჩივანისათვის მაშინ, როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა, ანუ 1992 წელს, არ იყო წინასწარ განჭვრეტადი რომ მისი ქმედებები გენოციდად კვალიფიცირდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, გერმანიის სასამართლოებს ეთნიკური წმენდა ზოგადად გენოციდად არ დაუკვალიფიცირებიათ, მაგრამ დაადგინეს, რომ მომჩივანი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დამნაშავე იყო გენოციდში, რადგანაც მიზნად ისაავდა ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის გადადგურებას და არა მის უბრალო გაძევებას.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპებისასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-7 მუხლში მოცემული გარანტია კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. იგი არ იზღუდება ბრალდებულის საზიანოდ სისხლის სამართლის კანონის უკუძალის აკრძალვით, არამედ ასევე მოიცავს უფრო ზოგადად პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია დანაშაულის განსაზღვრა და სასჯელის დაწესება (nullum crimen nulla poena sine lege) და პრინციპს, რომ სისხლის სამართლის კანონი არ უნდა იყოს ფართოდ, მაგალითად ანალოგიით, განმარტებული ბრალდებულის საზიანოდ. აღნიშნული პრინციპების საფუძველზე დანაშაული უნდა იყოს ნათლად განსაზღვრული კანონში. მოცემული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც ინდივიდმა შესაბამისი დებულების ფორმულირებიდან გამომდინარე და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტების დახმარებით იცის. თუ რომელი ქმედებები და უმოქმედობანი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მე-7 მუხლში “კანონზე” საუბრისას, ტერმინს იგივე მნიშვნელობა ენიჭება, რაც მას აქვს კონვენციის სხვა დებულებებში, კონცეფცია, რომელიც მოიცავს დაწერილ, ისევე როგორც დაუწერელ კანონებს და გულისხმობს თვისობრივ მოთხოვნებს, კერძოდ კი მის ხელმისაწვდომობასა და წინასწარ განჭვრეტადობას (იხ.inter alia, S.W. v. the United Kingdom, 22 noemberi 1995, §§ 34-35, Series A no. 335-B; C.R. v. the United Kingdom, 22 noemberi 1995, §§ 32-33, Series A no. 335-C; da Streletz, Kessler and Krenz v. Germany [GC], no. 34044/96, 35532/97 da 44801/98, § 50, ECHR 2001-II).კანონის ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რაც არ უნდა ნათლად იყოს სამართლებრივი დებულება ფორმულირებული, მაინც არსებობს სამართლებრივი განმარტების გარდაუვალობის მომენტი. ყოველთვის იარსებებს საეჭვო დეტალების განმარტებისა და ცვალებად გარემოებებზე მორგების საჭიროება. მართლაც, კონვენციის წევრ სახელმწიფოებში, სამართლებრივი კანონშემოქმედების გზით სისხლის სამართლის პროგრესული განვითარება წარმოადგენს სამართლებრივი ტრადიციის კარგად დანერგილ და აუციელებლ ნაწილს. კონვენციის მე-7 მუხლი არ შეიძლება იქნას განხილული როგორც საქმეების იურიდიული ინტერპრეტაციის გზით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის პერიოდული განმარტების გამომრიცხველი საფუძველი, იმ დათქმით, რომ შედეგად მიღებული განვითარება შესაბამისობაშია დანაშაულის არსთან და გონვირულად განჭვრეტადია (იხ.inter alia, S.W. v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 36; C.R. v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 34; Streletz, Kessler and Krenz, ციტირებული ზემოთ, § 50; და K.‑H.W. v. Germany [GC], no. 37201/97, § 45, ECHR 2001-II).რაც შეეხება ეროვნული კანონმდებლობის განმარტებასა და გამოყენებას, სასამართლო იმეორებს, რომ ეროვნული კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება უწინარესად ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ კი სასამართლოების, ფუნქციას წარმოადგენს (იხ.mutatis mutandis, Kopp v. Switzerland, 25 marti 1998, § 59, Reports of Judgments and Decisions 1998-II, da Streletz, Kessler and Krenz, ციტირებული ზემოთ, § 49). მაშინ როდესაც სასამართლოს ვალდებულება, კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, გახლავთ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნული სასამართლოს მიერ ფაქტობრივი თუ სამართლებრივი შეცდომების განხილვა, თუ და იმდენად რამდენადაც იგი არ არღვევს კონვენციის მიერ დაწესებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (იხ.mutatis mutandis, Schenk v. Switzerland, 12 ivlisi 1988, § 45, Series A no. 140, da Streletz, Kessler and Krenz, ციტირებული ზემოთ, § 49).
(ბ) განხილული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეშიზემოთმოცემული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს ეროვნული სასამართლოების მიერ გერმანიის კანონმდებლობაზე დაყრდნობით გენოციდის დანაშაულის, კერძოდ კი გენოციდისათვის აუცილებელი “განადგურების განზრახვის”, რომელიც მოიცავდა მომჩივნის ქმედებებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეთნიკური წმენდის დროს, განმარტება და მისი შესაბამისობა მოცემული დანაშაულის არსთან, ისევე როგორც იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეეძლო მომჩივანს მისი წინასწარ განჭვრეტა დანაშაულის ჩადენის დროს.პირველ რიგში. იმის დადგენისას, თუ რამდენად შეესაბამებოდა გერმანიის სასამართლოების მიერ მოცემული განმარტება გენოციდის დანაშაულის არსს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლოებს მოცემული დანაშაულის მასშტაბი ვიწროდ არ განუმარტავთ. მათ მიიჩნიეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლში არსებული “განადგურების განზრახვა” არ საჭიროებდა ჯგუფის ფიზიკურ ან ბიოლოგიურ განადგურებას. საკმარისი იყო, რომ დამნაშავეს მიზნად ჰქონოდა დასახული მოცემული ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის განადგურება.სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოები “ჯგუფის, როგორც ასეთის განადგურების განზრახვას” სისტემატიურად განმარტავდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის 1 ნაწილის სრულ კონტექსტში, ითვალისწინებდნენ რა იგივე მუხლის მე-4 (ჯგუფში შობადობის აღმკვეთი ზომების დაკისრება) და მე-5 (ბავშვების იძულებითი გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში) ნაწილით დადგენილ ალტერნატივებს, რომელიც მიზნად არ ისახავდა მოცემული ჯგუფის ცოცხალი წევრების ფიზიკურ განადგურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განმარტებული “ჯგუფის განადგურების განზრახვა”, რომელიც არ საჭიროებს ჯგუფის ფიზიკურ განადგურებას, გაზიარებულია მრავალი მეცნიერის მიერ (იხ. პარაგრაფები 36 და 47, ზემოთ) და შესაბამისად კონტექსტში წაკითხვის შემთხვევაში, გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული გენოციდის დანაშაულის ცნებიდან და არ გამოიყურება არაგონივრულად.ამასთანავე, სასამართლო, მსგავსად ეროვნული სასამართლოებისა, მიიჩნევს, რომ გენოციდის დანაშაულის არსის დასადგენად აუცილებელია გენოციდის კონვენციის II მუხლში კოდიფიცირებული გენოციდის აკრძალვის განხილვა, რომლის ფარგლებშიც უნდა განიმარტოს მოცემული მუხლი და რომლის დასაცავადაც მოხდა მისი ინკორპორირება სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლში. იმის გამო, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლის ფორმულირება შეესაბამება გენოციდის კონვენციის II მუხლისას გენოციდის განმარტების მხრივ, ზემოთმოცემული არგუმენტაცია გენოციდის აკრძალვის მასშტაბზე ვრცელდება ორივე დებულებაზე.ასევე, გერმანიის სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტება გაზიარებულია არამარტო დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი მრავალი მეცნიერის მიერ (იხ. პარაგრაფი 36, ზემოთ), არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერაც, რომელიც დაეთანხმა გერმანიის სასამართლოების მიერ წინამდებარე საქმეში მიღებულ განმარტებას და ასახა იგი 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციაში N. 47/121 (იხ. პარაგრაფი 41, ზემოთ).შესაბამისად, მომჩივნის ქმედებები, რომელიც მან ჩაიდინა დობოის რეგიონში მიმდინარე ეთნიკური წმენდის დროს და რომელიც მიზნად ისახავდა მუსულმანების ჯგუფის, როგორც სოციალური ერთეულის განადგურებას, გონივრული გაანალიზების შედეგად, მოისაზრება გენოციდის დანაშაულად.მეორეს მხრივ, იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად იყო ეროვნული სასამართლოების მიერ შემოთავაზებული გენოციდის დანაშაულს განმარტება წინასწარ განჭვრეტადი მომჩივნის მიერ ქმედებების ჩადენის დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი გახლავთ პირველი ადამიანი, რომელიც 1955 წლიდან, ე.ი. მოცემული მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში ინკორპორირების დროიდან, 220ა მუხლზე დაყრდნობით გერმანიის სასამარლოებმა გაასამართლეს გენოციდის დანაშაულსათვის. ასეთ პირობებში სასამართლო მიიჩნევს, რომ განსხვავებით იმ საქმეებისა, რომელიც ეხება წინასწარ არსებული სასამართლო პრაქტიკის ცვლილებას, დანაშაულის მასშტაბის ინტერპრეტაცია, რომელიც – როგორც ეს წინამდებარე საქმეშია – შესაბამისობაშია დანაშაულის არსთან და უნდა, როგორც წესი, ჩაითვალოს წინასწარ განჭვრეტადად. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გამონაკლისის სახით, მომჩივანი შეიძლება დაეყრდნოს მოცემული დებულების გარკვეულ განმარტებას, რომელიც ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიყენეს საქმის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით.წინამდებარე საქმეში, რომელიც ეხება ეროვნული სასამართლოების მიერ საერთაშორისო საჯარო სამართლიდან გამომდინარე დებულების განმარტებას, კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილით გარანტირებული დაცვის ეფექტიანობისათვის, სასამართლო აუცილებად მიჩნევს განიხილოს თუ რამდენად არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რომელიც მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ მომჩივანს, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, შეეძლო დაყრდნობოდა ეროვნული სასამართლოების მიერ გენოციდის დანაშაულის ვიწრო ინტერპრეტაციას, განსაკუთრებით კი სხვა ორგანოების მიერ გენოციდის ინტერპრეტაციის გათვალისწინებით.ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის, გენოციდის კონვენციის II მუხლი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 220ა მუხლი, სადაო გახლდათ მეცნიერებს შორის “ჯგუფის განადგურების განზრახვის” განმარტებასთან დაკავშირებით. იურისტ ავტორთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ეთნიკური წმენდა, როგორც ეს განხორციელდა სერბეთის ძალების მიერ ბოსნია და ჰერცეგოვინაში მუსულმანებისა და ხორვატების სახლებიდან გამოძევების სახით, არ წარმოადგენდა გენოციდს. თუმცა, მეცნიერთა მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოცემული ქმედებები სწორედ რომ გენოციდს წარმოადგენდა (იხ. პარაგრაფი 47, ზემოთ).სასამართლო აღნიშნავს, რომ – მომჩივნის მიერ სადავო ქმედებების ჩადენის შემდეგაც კი – გენოციდის მასშტაბი სხვადასხვაგვარად განიმარტება საერთაშორისო ორგანოების მიერ. მართალია, რომ ICTY , მის განაჩენებში საქმეებზე Prosecutor v. Krstić da Prosecutor v. Kupreškić and Others აშკარად არ დაეთანხმა გაერთიანებული ერების ორგანოზაციის გენერალური ასამბლეისა და გერმანიის სასამართლოები მიერ მიღებულ “განადგურების განზრახვის” ფართო ინტერპრეტაციას. მოიხმო რა პრინციპი nullum crimen sine lege, ICTY მიიჩნია, რომ გენოციდი, მისი საერთაშორისო სამართლებრივი განმარტების მიხედვით მოიცავდა მხოლოდ იმ ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავდა დაცული ჯგუფის ფიზიკურ ან ბიოლოგიურ განადგურებას. თუმცა, იმის გამო, რომ ICTY განაჩენები – ისევე როგორც ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის მართლმსაჯულების საერთაშორისო საამართლოს, განაჩენები იგივე საგანზე (იხ. პარაგრაფი 45, ზემოთ), რომელიც ეფუძნებოდა გენოციდის დანაშაულის მათი ეროვნული და საერთაშორისო კოდიფიკაციას - გამოტანილი იყო მომჩივნის მიერ დანაშაულებების ჩადენის შემდეგ, მომჩივანი ვერ დაეყრდნობოდა გერმანიის სასამართლოების მიერ, მოცემულ დროს მოქმედი გერმანული კანონმდებლობის საფუძველზე გაკეთებულ განმარტებას, ანუ, მაშინ როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის,_ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წყარო უპირატესობას ანიჭებს გენოციდის დანაშაულის ვიწრო ინტერპრეტაციას, უკვე არსებობდა რამდენიმე წყარო, რომელიც გენოციდის დანაშაულს ისევე ფართოდ განიხილავდა, როგორც გერმანიის სასამართლოები. ასეთ ვითრებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს, საჭიროების შემთხვევაში ადვოკატის დახმარებით, შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა მის მიერ 1992 წელს ჩადენილი ქმედებების გამო გენოციდისათვის ბრალდებისა და გასამართლების საფრთხე. ამასთანავე, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ განმცადებელი დამნაშავედ სცნეს მნიშვნელოვანი სისასტიკისა და ხანგრძლივობის ქმედებების ჩადენაში: როგორც გასამხედროებული დაჯგუფების ლიდერმა, რომელიც ახორციელებდა ეთნიკური წმენდის პოლიტიკას, მან ჩაიდინა რამდენიმე ადამიანის მკვლელობა, დაკავება და დიდი რაოდენობის ადამიანებისადმი არასათანადო მოპყრობა რამდენიმე თვის განმავლობაში.შესაბამისად, ეროვნული სასამართლოების მიერ გენოციდის დანაშაულის განმარტება შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის არსთან შესაბამისად და მიიჩნევა, რომ იგი შეიძლება გონვრულად განჭვრეტადი ყოფილიყო მომჩივნის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს. დაკმაყოფილებული იყო რა აღნიშნული მოთხოვნები, უკვე გერმანიის სასამართლოების დასადგენი იყო, ეროვნული კანონდმებლობის თანახმად, გენოციდის დანაშაულის თუ როგორი განმარტება გაეკეთებინათ. შესაბამისად, მომჩივნის გასამართლება გენოციდისათვის არ წარმოადგენდა კონვენციის მე-7 მუხლი 1 ნაწილის დარღვევას.რაც შეეხება მომჩივნის შემდგომ საჩივარს მე-7 მუხლის 1 ნაწილით მასზედ, რომ სასამართლომ არამართებულად დაადგინა მისი ბრალის განსაკუთრებული სიმძიმე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტები ამ მხრივ შეზღუდულია ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომებით. მათ მიხედვით არ იკვეთება კონვენციის არც მოცემული დებულების და არც მე-6 მუხლის 1 ნაწილის დარღვევა.შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.
აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ერთხმადმისაღებად აცხადებს საჩივარს კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილისა და მე-3 ნაწილის (დ) პუნქტის მიხედვით ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ, ისევე როგორც საჩივარის დანარჩენ ნაწილს;ადგენს, რომ მომჩივნის საჩივრის საპასუხოდ, გერმანიის სასამართლოების მიერ მომჩივნის გენოციდში მსჯავრდებისას იურისდიქციის ნაკლებობის თაობაზე, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1 ნაწილისა და მე-5 მუხლის 1 ნაწილის დარღვევას.ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2007 წლის 12 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
კლაუდია უესტერდიკპეერ ლორენსენ
სასამართლო გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy