Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N184
2015 წლის აპრილი
Junta Rectora Del Ertzainen Nazional Elkartasuna (ER.N.E.) ესპანეთის წინააღმდეგ (Junta Rectora Del Ertzainen Nazional Elkartasuna (ER.N.E.) v. Spain)
(საჩივარი- N45892/09)
გადაწყვეტილება, 21 აპრილი, 2015 [მე-3 სექცია]
მე-11 მუხლი
მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილი
შეკრების თავისუფლება
პოლიციის ოფიცრებისთვის გაფიცვის აკრძალვა: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები: მომჩივანი პროფკავშირი ყველაზე დიდი პროფკავშირი იყო, რომელიც წარმოადგენდა ბასკეს სახელმწიფოს საპოლიციო ძალების თანამშრომლებს. 2004 წელს, სამუშაო პირობების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემდეგ, მომჩივანი პროფკავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა გაფიცვის ავტორიზაციის მიზნით მიმართა ბასკეს ავტონომიური თემის იუსტიციის, დასაქმებისა და სოციალური უსაფრთხოების დეპარტამენტს. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სამართალი: მე-11 მუხლი - გასაჩივრებული ღონისძიება გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით და ემსახურებოდა უწესრიგობის თავიდან არიდების ლეგიტიმურ მიზანს.
უფრო მეტიც, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყველა საჯარო მოხელეზე, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების წევრებზე, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის გარანტორებზე. იმავე კანონი მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებდა და მოითხოვდა მათი მხრიდან კანონის დაცვას სამუშაო საათებსა და მის ფარგლებს გარეთ. მათთვის დაკისრებული ვალდებულება, რომ მუდმივად ქვეყნის სამსახურში ყოფილიყვნენ, აგრეთვე ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები შეიარაღებულები იყვნენ, მათ განასხვავებდა სხვა საჯარო მოხელეებისგან და ამართლებდა მათი შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვას. მათზე დაკისრებული უფრო მკაცრი შეზღუდვები აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინაიდან ეს მოთხოვნები მიზნად ისახავდა სახელმწიფოს საზოგადო ინტერესების დაცვას, კერძოდ კი ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უწესრიგობის პრევენციას, რაც გათვალისწინებული იყო კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული პირების საქმიანობის სპეფიციკური ბუნება სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლებს აკუთვნებდა. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე გასაჩივრებული ფაქტები არ წარმოადგენდა მომჩივანი პროფკავშირების შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში არ დარღვეულა კონვენციის მე-14 მუხლი მე-11 მუხლთან ერთობლიობაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy