© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #105
თებერვალი, 2008
კაფკარისი (Kafkaris) კვიპროსის წინააღმდეგ - 21906/04
გადაწყვეტილება 12.2.2008 [დპ]
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად სავალდებულო უვადო თავისუფლების აღკვეთა კარგი ქცევისათვის ვადაზე ადრე გათავისუფლების პერსპექტივის გარეშე: დარღვევას არ ქონდა ადგილი
მე-7 მუხლი
მუხლი 7.1
Nullum crimen sine lege
სასჯელის შემცირების მიზნებისთვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთის განმარტების კოლიზიური ნორმები: დარღვევა
უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეფარდებულებთან მიმართებით კარგი ქცევისთვის სასჯელის ვადის შემცირების შესახებ კანონის ცვლილება. ასეთ პირს პირველი ინსტანციის სასამართლომ ბოლო მომენტში შეატყობინა რომ მისთვის შეფარდებული სასჯელი უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: 1989 წელს განმცხადებელი სამმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობაში და სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად შეუფარდა სავალდებულო უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ დროისთვის ციხის (ზოგადი) წესები, ცვლილებების შედეგად, ადგენდა, რომ სამუდამო პატიმრები უფლებამოსილი იყვნენ სასჯელის მეოთხედით შემცირებაზე. აქედან გამომდინარე უვადო თავისუფლების აღკვეთა უდრიდა თავისუფლების აღკვეთას ოცი წლით. განმცხადებლის საქმეზე სასჯელთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მსაჯულთა სასამართლოს სთხოვა განმარტება, აღნიშნულ საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა გულისხმობდა თავისუფლების აღკვეთას სიცოცხლის ბოლომდე თუ ოცი წლის ვადით ციხის წესებიდან გამომდინარე, რადგანაც შემდეგ ინსტანციაში მას სურდა მოეთხოვა სასჯელის შეფარდება უწყვეტად. სასამართლომ დაადგინა, რომ ტერმინი გულისხმობდა თავისუფლების აღკვეთას მსჯავრდებულის სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი განთავსების მომენტში ადმინისტრაციამ მას შეატყობინა, რომ კარგი ქცევის შემთხვევაში ის 2002 წლისთვის შეძლებდა გათავისუფლების მოთხოვნას. შედეგად, უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განაცხადა, რომ სასჯელის შემცირების მარეგულირებელი წესები არაკონსტიტუციური და ultra vires იყო. ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც პატიმრებს შეუზღუდა უფლება კარგი ქცევისთვის სასჯელის შემცირების მოთხოვნაზე. განმცხადებელი არ გაათავისუფლეს მისთვის ციხის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ დროს და მან უზენაეს სასამართლოს მიმართა habeas corpus განკარგულებისთვის. მისი განცხადება და საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კვიპროსში სამუდამო პატიმრებისთვის გათავისუფლების ერთადერთ შესაძლებლობად დარჩა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება შეაჩეერებია, ეპატიებია ან შეაცვა სასჯელი გენერალური პროკურორის რეკომენდაციით, ან მისივე კანონისმიერი უფლებამოსილება პირობით გათავისუფლებაზე ამ უკანასკნელის თანხმობით.
კანონმდებლობით: მე-3 მუხლი - (ა) პატიმრობის ხანგრძლივობა: მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსში უვადო პატიმრებისთვის გათავისუფლების შესაძლებლობა შეზღუდული იყო, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ კვიპროსში თავისუფლების უვადო აღკვეთა შემცირებას არ ექვემდებარებოდა და გათავისუფლება შეუძლებელი იყო. პირიქით, ასეთი სასჯელები როგორც de jure ისე de facto შემცირებადი იყო. მრავალი უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პატიმარი გათავისუფლდა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების საფუძველზე და სამუდამო პატიმრები სარგებლობდნენ ამ ნორმების მოქმედებით ნებისმიერ დროს, თავისუფლების აღკვეთი მინიმალური სავალდებულო ვადის მოხდის გარეშეც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურას გარკვეული ხარვეზები ქონდა და ამ მიმართულებით რეფორმა მიმდინარეობდა, განმცხადებელს ვერ ექნებოდა პრეტენზია იმაზე, რომ მას სრულად წაერთვა გათავისუფლების შესაძლებლობა ან მისი განგრძობადი პატიმრობა, მართალია ხანგრძლივი, უტოლდებოდა არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
(ბ) ციხის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული დროის შემდეგ თავისუფლების აღკვეთა: მიუხედავად იმისა რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა და მოსალოდნელ გათავისუფელბასთან დაკავშირებულმა ფრუსტრაციამ განმცხადებლის მღელვარება გამოიწვია, ამას არ მიუღწევია სიმწვავის იმ ხარისხისთვის რაც მოითხოვება მე-3 მუხლის ფარგლებში განსახილველად. მოვლენათა ქრონოლოგიის გათვალისწინებით, განმცხადებელს არ შეეძლო კანონიერად შეენარჩუნებია ბუნებრივი მოლოდინი, რომ მას გაათავისუფლებდნენ 2002 წელს, რადგანაც მსაჯულთა სასამართლომ ნათლად განსაზღვრა მის მიერ შეფარდებული სასჯელის ბუნება და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მითითებული სავარაუდო გათავისუფლების თარიღამდე ექვსი წლით ადრე. განმცხადებლის ვადაზე ადრე გათავისუფლების იმედი შესაბამისად შემცირდა. ნათელი გახდა რა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების საფუძველზე მას მოუწევდა სასჯელის მოხდა სიცოცხლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადის გარეშე აუცილებლად იწვევდა აღელვებას და გაურკვევლობას პატიმრის ცხოვრებაში, ეს დაკისრებული სასჯელის ბუნების თანდაყოლილი ელემენტია და არსებული სისტემის თანახმად გათავისუფლების პერსპექტივის გათვალისწინებით არ იძლევა იმის საფუძლველს, რომ დადგინდეს არაადამიანური და დამაცირებელი მოპყრობა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ).
მუხლი 5.1 - მსაჯულთა სასამართლომ საკმაოდ ნათლად განმარტა, რომ განმცხადებელს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა სიცოცხლის ბოლომდე და არა ოცი წლის ვადით. ციხის ადმინისტრაციის მიერ ვადამდე გათავისუფლების თარიღის შეტყობინებას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა სასჯელზე ან 2002 წლის შემდეგ მისი პატიმრობის უკანონობა განეპირობებია.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მე-7 მუხლი - (ა) კანონის ხარისხი: რაც შეეეხება ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს სისხლის სამართლის კოდექსი განზრახი მკვლელობისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას, ასევე ნათელი იყო, რომ ციხის წესების ნორმებზე დაყრდნობით როგორც სასჯელაღსრულების ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოქმედებდნენ იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ სასჯელი ოცწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა და ყველა პატიმარს, მათ შორის უვადო პატიმრებს ჰქონდა კარგი ქცევისთვის სასჯელის შემცირების მოთხოვნის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაიზიარა არგუმენტი იმის შესახებ, რომ წესები განსაზღვრავდა სასჯელის აღსრულებას და არა თვით სასჯელის დეფინიციას, უვადო თავისუფლების აღკვეთის ფარგლებსა და ამ სასჯელის აღსრულების წესს შორის განსხვავება არ იყო სრულიად ნათელი. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, კვირპოსული სამართალი ერთიანობაში არ იყო საკმარისად ნათლად ფორმულირებული იმისათვის, რომ განმცხადებელს, საჭროებისამებრ სათანადო რჩევის საფუძველზე, გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი ხარისხით განეჭვრიტა უვადო თავისუფლების აღკვეთის ფარგლები და მისი აღსრულების წესი.
დადგენილება: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
(ბ) უფრო მძიმე სასჯელი უკუძალის გავრცელებით და სასჯელის შემცირების შესაძლებლობის დაკარგვა: სასამართლომ არ გაიზიარა ის მტკიცება, რომ განმცხადებლის მიმართ უკუძალის მოქმედებით უფრო მძიმე სასჯელი იქნა გამოყენებული, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის მატერიალური ნაწილის ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უდრიდა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთას. ის ფაქტი, რომ განმცხადებელს, როგორც უვადო პატიმარს, აღარ ქონდა სასჯელისგან გათავისუფლების უფლება უკავშირდებოდა მის მიმართ სასჯელის აღსრულებას და არა მისთვის შეფარდებული „სასჯელის“, რაც კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებით კანონმდებლობაში და გათავისუფლების პირობებში შეტანილმა ცვლილებებმა განმცხადებლის პატიმრობა გაამკაცრა, ისინი არ შეიძლება შეფასდეს როგორც სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელზე მძიმე „სასჯელის“ დაკისრება. ვადაზე ადრე გათავისუფლების პოლიტიკის, სასჯელთა აღსრულებისა და ამის უკან არსებულ დასაბუთებასთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული დონეზე განსასაზღვრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მე-14 მუხლი მე-3, მე-5 და მე-7 მუხლთან ერთობლიობაში - (ა) განმცხადებელისა და უკვე გათავისუფლებული უვადო პატიმრების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის მტკიცება: განსახილველი უვადო პატიმრები არ გათავისუფლებულან ციხის რეგულაციების საფუძველზე ან მათი სასჯელიდან გამომდინარე, არამედ რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ თავისი დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად. უფრო მეტიც, განმცხადებლის საქმეზე, მსაჯულთა სასამართლომ პირდაპირ განმარტა უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად გამოიყენა განმცხადებლის თავისუფლების აღკვეთა სიცოცხლის ბოლომდე. პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას გასათვალისწინებელ ფაქტორთა (როგორიც არის დანაშაულის სახე და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობა) მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ითქვას, რომ ამ დისკრეციის განხორციელებამ წამოჭრა საკითხები მე-14 მუხლთან მიმართებით.
(ბ) განმცხადებელის, როგორც უვადო პატიმარის და სხვა პატიმრების მიმართ დისკრიმინაციის მტკიცება: უვადო თავისუფლების აღკვეთის ბუნებიდან გამომდინარე არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ განმცხადებელი იმ პატიმრების ანალოგიურ ან მსგავს მდგომარეობაშია, რომლებიც არ იხდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენდა სამართლიან დაკმაყოფილებას არამატერიალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy