დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტთან დაკავშირებით N 159
2013 წლის იანვარი
კარაბეტი და სხვები უკრაინის წინააღმდეგ - 38906/07 და 52025/07
2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება [მე–5 სექცია]
მე–3 მუხლი
წამება
ეფექტიანი გამოძიება
ფართომასშტაბიანი დარღვევები პატიმრების მიმართ, მშვიდობიანი მოშიმშილე გაფიცვისათვის და ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარება: დარღვევა
ფაქტები – 2007 წლის იანვარში მომჩივნებმა, რომლებიც ციხეში იხდიდნენ სასჯელს, მონაწილეობა მიიღეს მოშიმშილე გაფიცვაში სხვა პატიმრებთან ერთად იმისათვის, რომ გაეპროტესტებინათ პატიმრობის პირობები. ერთი კვირის შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ ჩაატარა უსაფრთხოების ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოფიცრები და სპეციალური ძალები. ჩხრეკის შემდეგ პატიმართა ჯგუფი, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მიერ მოშიმშილე გაფიცვის ორგანიზატორებად მიიჩნეოდნენ, გადაიყვანეს დაკავების სხვა პირობებში. ოპერაციასთან დაკავშირებულ ოფიცალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორი მომჩივნის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ზომები, მაგრამ ყველა მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ოპერაციის განმავლობაში და/ან შემდეგ ისინი დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას. ოპერაციის შემდეგ მომჩივანთა ნათესავებმა იჩივლეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში პატიმრების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასა და თვითნებურ გადაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, პროკურორმა უარი განაცხადა სისხლისსამართლებრივი პროცესების დაწყებაზე ციხის ადმინისტრაციის ან სახელისუფლებო ორნოების მიმართ, რომელიც ჩართული იყო ოპერაციაში. რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, მაგრამ შემდეგ კვლავ დაიხურა და არ მოჰყოლია რაიმე შედეგი.
სამართალი – მე–3 მუხლი (პროცედურული მხარე): გასაჩივრებული შემთხვევების მნიშვნელობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემთხვევა გაიხსნა ხელისუფლების ორგანოების კონტროლში და მათ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ არასათანადოდ მოეპყრნენ და სახელმწიფო მოხელეებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაეტარებინათ ეფექტიანი გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. მაშინ, როცა რამდენიმე პატიმარი დაჭრილი იყო ციხეში სპეციალური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ხელისუფლების ორგანოებს მე–3 მუხლის თანახმად ჰქონდათ პოზიტიური ვალდებულება, მათთვის აღმოეჩინათ დაუყოვნებლივი და ყოველმხრივი სამედიცინო გამოკვლევა.
ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, პროკურორის სტატუსმა, მისმა სიახლოვემ შესაბამისი ციხის თანამშრომლებთან, რომლებზეც იგი ყოველდღიურ ზედამხეველობას ახორციელებდა და მისმა ციხის სისტემაში ინტეგრაციამ, ვერ უზრუნველყო ადეკვატური ზომების მიღება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვა. განხილვა უკავშირდება პატიმრების ბრალდებებს ციხის თანამშორმლების მიერ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, განმცხადებელთა საჩივრები ციხის დეპარტამენტის მოხელეებმა არ მიიღეს. ეს პირები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი იმ მოვლენებში, რომლებიც გასაჩივრდა. საბოლოო ჯამში, არ ჩატარებულა დამოუკიდებელი გამოძიება მომჩივანთა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
თუმცა, სამედიცინო გამოკვლევები და სავარაუდო მსხვერპლთა და დამნაშავეთა დაკითხვა დაიწყო ხუთ დღეში. გამოკვლევები იყო არასრულყოფილი და ზედაპირული, დააშინეს პატიმრები და სავარაუდო დამნაშავეთა მიერ კანონდარღვევის უარყოფა მიღებული იყო პირდაპირ მტკიცებულებად. განსხვავებით დაუყოვნებლივი და სერიოზული მცდელობისა, რომ დაედგინათ, რა მოხდა, განხორციელებული ღონისძიებები იყო დაჩქარებული და ქმნიდა საფუძველს გამოძიების არგაგრძელებისთვის. უფრო მეტიც, მიუხედავათ დამატებითი გამოძიების დაწყების შესახებ რამდენჯერმე მოთხოვნისა, ხელისუფლების ორგანოებმა ხუთი წლის შემდეგ აღიარეს, რომ გამოძიება არასრულყოფილი იყო. შესაბამისად, მათ ვერ შეასრულეს დაუყოვნებლობის მოთხოვნა. არც მომჩივნებს მიეცათ უფლება, ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ ჩატარებულ გამოძიებაში. ეს განპიროებებული იყო იმ მტკიცებულებების არარსებობით, რომელიც მომჩივანთა ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გთვალისწინებული იქნებოდა.
ამ გარემოებებში, მომჩივანთა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი და დამოუკიდებელი. გამოძიება არ შეესაბამებოდა ოპერატიულობის მოთხოვნას და არ იყო საჯაროდ, კრიტიკულად განხილული.
დასკვნა: დარღვევა(ერთხმად).
მე–3 მუხლი (არსებითი მხარე): სასამართლომ მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომელსაც ბიძგი მისცა პატიმართა მასობრივმა მოშიმშილე გაფიცვამ ციხის პირობებთან დაკავშირებით, არ იყო ზოგადი დათვალიერება ან პრევენციის ზომა. მომჩივანთა მტკიცებები, რომ ოფიცრები მასკებში იყვნენ, სარწმუნოა, რადგან სპეციალური ძალების გაერთიანება შეიარაღებული და გაწრთვნილი იყო ანტიტერორისტული ოპერაციისათვის. მაშინ, როდესაც ოპერაციამდე ციხეში მყოფი თითქმის ყველა პატიმარი გაერთიანდა ციხის ადმინისტრაციიის წინააღმდეგ სავსებით სპეციფიკური საჩივრის გამოსახატად, ოპერაციის შემდეგ, არცერთი ასეთი საჩივარი არ იყო აღრიცხული. ასეთი გადამწყვეტი ცვლილება რამდენიმე საათში, შეიძლება აიხსნას პატიმართა მიმართ განხორციელებული განურჩეველი სისასტიკით. საბოლოოდ, მომჩივნებს არ მიეცათ შანსი, მომზადებულიყვნენ მათი გადაყვანისათვის. ოპერაციის შემდეგ მათ არ მიეცათ საშუალება შეეგროვებინათ თავიანთი პირადი ნივთები ან ჩაეცვათ სათანადოდ ამინდის გათვალისწინებით. მოვლენების ასეთი განვითარება დამაჯერებელი იყო წარსულში განვითარებული სისატიკის და დაშინების წინააღმდეგ. ზემოთ აღნიშნული დასკვნების მხედველობაში მიღებით და მთავრობის დუმილით მომჩივანთა მტკიცებებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მტკიცების შესაბამისი სტანდარტი იმისა, რომ მომჩივნები დაექვემდებარნენ მათ მიერ საჩივრებში მითითებულ მოპყრობას.
აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ პატიმართა პროტესტი შეიზღუდა მშვიდობიანი საშუალებით – უარი ციხის საკვების მიღებაზე, ყოველგვარი ძალადობის ინციდენტის გარეშე. მათ გამოთქვეს სურვილი ციხის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე. უფრო მეტიც, ციხეში არსებობდა უსაფრთხოების მინიმალური დონე, რადგან ყველა პატიმარი პირველი ვადით იხდიდა სასჯელს ნაკლებად მძიმე ან საშუალო სიმძიმის სისხლისსამართლის დანაშაულისათვის. მიუხედავად ამისა, ოპერაცია ჩატარდა წინასწარი მომზადების გარეშე, სპეციალურად გაწრთვნილი პერსონალის მონაწილეობით. ოპერაციაში მონაწილე ოფიცრების რაოდენობა აჭარბებდა პატიმართა რაოდენობას ორი მესამედით. პატიმრებს გაფრთხილებაც კი არ მიუღიათ იმასთან დაკავშირებით, რაც უნდა მომხდარიყო. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აღიარებულია ძალის გამოყნების მხოლოდ ორი შემთხვევა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებს არც კი უცდიათ ეჩვენებინათ ასეთი ძალის გამოყენების აუცილებლობა. ნაცვლად ამისა, ყველა ანგარიში შეიცავდა იდენტურ ფორმულირებას და მიუთითებდა პატიმრების მხრიდან დაუზუსტებელ ფიზიკურ წინააღმდეგობაზე ჩხრეკის ჩატარებისას. გარდა ამისა, ყველა პატიმარი იყო ნაცემი, ეს იყო დამამცირებელი და საპასუხო ქმედება, რომელიც მიზნად არ ისახავდა ფიზიკური წინააღმდეგობის დაძლევას. მაშინ, როდესაც სასამართლოსთვის შეუძლებელი იყო ყველა ჭრილობის სერიოზულობის განსაზღვრა და თითეული მომჩივნის მიერ განცდილი შოკის, ტანჯვის და დამცირების ხარისხი, არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების ორგანოთა მოულოდნელი და სასტიკი ქმედება იყო უხეშად შეუსაბამო და უმიზეზო. მხედველობაში მიიღება მისი მიზანი – საპროტესტო მოძრაობის განადგურება, პატიმრების დასჯა მშვიდობიანი მოშიმშილე გაფიცვისთვის და მათ მიერ საჩივრების წარმოადგენისათვის ხელის შეშლა. ეს გამოიწვევდა მძიმე ტკივილსა და ტანჯვას და მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანმრთელობისათვის გრძელვადიანი ზიანი არ გამოუწვევია, შეიძლება აღწერილი იყოს როგორც წამება.
დასკვნა: დარღვევა(ერთხმად).
სასამართლომ ასევე დაადგინა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ ციხის ადმინისტრაციამ მომჩივნებს არ დაუბრუნა მათი პირადი ნივთები.
41–ე მუხლი: 25,000 ევრო თითეულს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy