© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #138
თებერვალი, 2011
კარუსიოტისი (Karoussiotis) პორტუგალიის წინააღმდეგ - 23205/08
გადაწყვეტილება 1.2.2011 [II სექცია]
35-ე მუხლი
მუხლი 35.2
სხვა პროცედურის საფუძველზე ინიცირებული დავის მსგავსი დავის საგანი
სასამართლოსთვის მიმართვა ევროპულ კომისიაში წარდგენილი ინდივიდუალური საჩივრის პარალელურად: დასაშვები
ფაქტები - საქმე შეეხებოდა გერმანიიდან პორტუგალიაში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვის დაბრუნებას და ბავშვზე მეურვეობას. 2005 წლის მარტში განმცხადებელმა, გერმანიის მოქალაქემ, გერმანიის სახელმწიფო ორგანოებს მიმართა ბავშვის დაბრუნებაში დახმარებისთვის, ჰააგის კონვენციის შესაბამისად. 2009 წელს პორტუგალიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვი პორტუგალიაში დატოვება უკანონო იყო, თუმცა ევროპული საბჭოს EC 2201/2003 რეგულაციის (საოჯახო საკითხებისა და მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებათა იურისდიქციისა და მათი აღიარებისა და აღსრულების შესახებ) საფუძველზე მიიჩნია, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე უმჯობესი იყო მისი პორტუგალიაში დატოვება. მეურვეობასთან დაკავშირებით 2005 წლის მარტში დაწყებული საქმისწარმოება კვლავ მიმდინარეობდა პორტუგალიის სასამართლოებში. 2008 წლის აპრილში განმცხადებელმა ევროპული კომისიის წინაშე წამოიწყო „დარღვევასთან დაკავშირებული წარმოება“ პორტუგალიის წინააღმდეგ EC 2201/2003 რეგულაციის დარღვევასთან დაკავშირებით, პორტუგალიის სასამართლოებში სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის გამო. ამ საქმის განხილვაც ასევე მიმდინარეობდა.
კანონმდებლობა - დასაშვებობა:
ევროპული კომისიის წინაშე მსგავსი განაცხადის არსებობა: [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის და ევროპული კომისიისთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი ფაქტებისა და საჩივრების მსგავსება უდავო იყო.
უნდა გაირკვეს, ამ უკანასკნელი ორგანოსადმი მიმართვა შეიძლება თუ არა პროცედურული და სხვა პოტენციური შედეგების თვალსაზრისით ჩაითვალოს კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ განაცხადად. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპულ კომისიაში საჩივრის შეტანა, წევრ ქვეყანასთან გაიგივებული ზომის ან პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, რომელიც მომჩივნის აზრით ევროპული კავშირის სამართლებრივი ნორმებს ან სამართლებრივ პრინციპებს არღვევდა. საჩივრის დასაშვებად ცნობა მოხდებოდა თუკი ის ეხებოდა წევრი ქვეყნის მიერ თანამეგობრობის სამართლის დარღვევას. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ასევე ევროპული კომისიის დისკრეციას წარმოადგენდა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წინაშე წამოეწყო დარღვევასთან დაკავშირებული წარმოება. „დარღვევასთან დაკავშირებული წარმოებისა“ და „სამართალწარმოებამდელი განხილვის“ ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა შესაბამისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის სამართლის მოთხოვნების ნებაყოფლობითი შესრულების უზრუნველყოფა. რაც შეეხება თანამეგობრობის სამართლის დარღვევაზე რეაგირებას, თუკი მართლმსაჯულების სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას დარღვევის შესახებ, ის უფლებამოსილი იყო წევრი ქვეყანისთვის დაეკისრებინა კომისიის მიერ მითითებული გარკვეული თანხის ან ჯარიმის გადახდა, თანამეგობრობის სამართლის დაცვის დავალდებულების სახით. შესაბამისად, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ ექნება გავლენა მომჩივნის უფლებებზე, რადგანაც მის შედეგად ვერ მოწესრიგდება ინდივიდუალური პრობლემა. ნებისმიერი ინდივიდუალური დაკმაყოფილებისთვის მომჩივანმა უნდა მიმართოს ეროვნულ სასამართლოებს. სწორედ ამიტომ მომჩივანმა არ უნდა დაასაბუთოს რომ ის სამართალსუბიექტია ამ საქმეზე და სადავო დარღვევამ მნიშვნელოვანი და პირდაპირი გავლენა იქონია მასზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველი პროცედურა არ შეიძლება შედარდეს 34-ე მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ განაცხადს, არც პროცედურული და არც პოტენციური შედეგების თვალსაზრისით. ევროპული კომისიის მიერ საქმის გადაწყვეტისას მას წინამდებარე საქმის მსგავსად პირის მიერ წარდგენილ საჩივარზე არ დაუდგენია „საერთაშორისო გამოძიების ან მორიგების პროცედურა“ კონვენციის 35.2.b მუხლის მიზნებისთვის.
დადგენილება: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (ერთხმად).
სასამართლომ განაგრძო საქმის არსებითი განხილვა და უარყო მოპასუხე სახელმწიფოს პირველადი პრეტენზია შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობასთან დაკავშირებით; მან ასევე დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy