დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე N 167
ოქტომბერი, 2013
კელერი რუსეთის წინააღმდეგ - 26824/04
გადაწყვეტილება 17.10.2013 [სექცია I]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2(1) მუხლი
სიცოცხლე
ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის დაცვის შეუსრულებლობა, რომელიც გარდაიცვალა პოლიციის იზოლატორიდან გაქცევის მცდელობისას: დარღვევა
ფაქტები – 2000 წლის 13 სექტემბერს განმცხადებლის ვაჟი (ვ.კ.) დააპატიმრეს ორი ველოსიპედის ქურდობასთან დაკავშირებით . დაკითხვის ოქმის მიხედვით, ის იყო ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული. სამი დღის შემდეგ ის აიყვანეს შინაგან საქმეთა რეგიონული დეპარტამენტის (Regional Department of the Interior (“the ROVD”)) მე-3 სართულზე, სადაც მორიგე სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით დასდეს ბრალი ქურდობაში. მას შემდეგ, რაც დაკითხვა დასრულდა და მორიგე სახაზინო ადვოკატმა დატოვა იქაურობა, გამომძიებელმა სთხოვა სტაჟიორ გამომძიებელს, რომ თვალყური ედევნებინა ვ.კ.-სთვის, სანამ ის (გამომძიებელი) იქნებოდა გასული პროკურორთან შეხვედრაზე. ერთ საათზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, ვ.კ. იპოვეს გარდაცვლილი შინაგან საქმეთა რეგიონული დეპარტამენტის (‘‘ROVD’’) შენობის შიდა ეზოში. თავის მოხსენებაში, სტაჟიორი გამომძიებელი აცხადებდა, რომ ვ.კ. მოულოდნელად გამოვიდა ოთახიდან და შევიდა ტუალეტში, საიდანაც იგი სავარაუდოდ გადახტა მესამე სართულის ფანჯრიდან და გარდაიცვალა.
სამართალი – მე-2 მუხლი (არსებითი ასპექტი): არ იყო საკმარისი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა იმ დასკვნის გაკეთება, რომ ვ.კ. სიკვდილით დასაჯეს ფანჯრიდან გადაგდების გზით, ან იძულებული გახდა, რომ გადამხტარიყო, ან გარდაიცვალა მაშინ, როცა ცდილობდა გაქცეოდა პოლიციის ოფიცრების მხრიდან სასტიკ მოპყრობას. საქმის მასალებსა და მხარეთა არგუმენტებთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ დასაბუთებული იყო ხელისუფლების წარმომადგნელების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვ.კ. გარდაიცვალა პატიმრობიდან გაქცევის დროს წარუმატებელი მცდელობის შედეგად.
რაც შეეხება იმას, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულება, დაეცვა ვ.კ-ს სიცოცხლე, სასამართლომ გაიმეორა, რომ ვალდებულება, დაცული იყოს დაკავებულ პირთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ცხადად მოიცავს ვალდებულებას, დაცული იყოს დაკავებული და დაპატიმრებული პირების სიცოცხლე პროგნოზირებადი საფრთხისგან. მართალია, არსებობდა არასაკმარისი მტკიცებულება იმისათვის, , რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, რომ არსებობდა რისკი, ვ.კ.-ს შესაძლო გაქცევის მცდელობაზე მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტომით, არსებობდა აუცილებელი საბაზისო გამაფრთხილებელი ზომები, რომელიც პოლიციის ოფიცრებს უნდა მიეღოთ დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით, რათა შეემცირებინათ გაქცევის მცდელობის პოტენციური რისკი.
ამასთან დაკავშირებით, ბადრაგირება და მეთვალყურეობის ზომები 2000 წლის 16 სექტემბერს ვ.კ.-ს დაკავებისას იყო მნიშვნელოვნად არასაკმარისი. შესაბამისი შიდა სამართლის აშკარა დარღვევით, ბადრაგის ოფიცრები არ ყოფილან ადგილზე არც მანამდე და არც ვ.კ.-ს ქმედების დროს, როცა იგი ცდილობდა გაქცევას და დაკითხვა ჩატარდა გამომძიებლის ოფისში, ნაცვლად ამისთვის წინასწარ განსაზღვრული ადგილისა. პოლიციას არ მიუღია უსაფრთხოების ზომები იმის მიუხედავად, რომ იცოდნენ ვ.კ.-ს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მისი შესამჩნევი შფოთვა დაკითხვის დღეს. საბოლოოდ, ვ.კ. დარჩა ეფექტური მეთვალყურეობის გარეშე ჩაუკეტავ ოფისში საკმაო ხანს, რამაც შესაძლებელი გახადა მისთვის, გაქცეულიყო გამომძიებლის ოფისიდან შეუმჩნევლად და წასულიყო მესამე სართულის ტუალეტისკენ სანამ გადახტებოდა ფანჯრიდან. მართალია, გადაჭარბებული იქნებოდა, რომ მოეთხოვათ სახელმწიფოსთვის პოლიციის განყოფილების ყველა ფანჯრისათვის გისოსების გაკეთება ისეთი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს მოხდა ამ საქმეში, თუმცა ეს არ შეამსუბუქებდა მათ ვალდებულებას მე-2 მუხლის მიხედვით დაეცვათ დაპატიმრებულის და დაკავებულის სიცოცხლე პროგნოზირებადი საფრთხისგან.
დასკვნისთვის, სახელმწიფო წარმომადგენლებმა ვერ უზრუნველყვეს ვ.კ. შესაბამისი და გონივრული დაცვით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე დაადგინა, ერთხმად, რომ არ იყო მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა ვ.კ.-ს სიკვდილთან დაკავშირებით წარმოებულ გამოძიებაში, რომ არ იყო მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა ვ.კ.-ს დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ მიყენებული იყო დაკავებისას, მაგრამ დაირღვა ამ დებულების პროცედურული ნაწილი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო წარმომადგენლებმა ვერ უზრუნველყვეს ეფექტური გამოძიების ჩატარება იმის შესახებ, თუ როგორ იყო გამოწვეული ეს დაზიანებები.
41-ე მუხლი:: 11,000 ევრო, როგორც არამატერიალური ზიანი.
(ნახეთ ასევე Robineau v. France (განჩ.), 58497/11, 3 სექტემბერი 2013, Information Note 166)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy