© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტულ საქმეზე #118
2009 წლის აპრილი
კ.ჰ და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ 32881/04
გადაწყვეტილება 28.4. 2009 (IV სექცია)
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
პირადი ცხოვრების დაცულობა
ყოფილი პაციენტების მიერ საკუთარი სამედიცინო ბარათების გადაღების უფლების შეზღუდვა: დარღვევა
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
მომჩივანის უუნარობა ეფექტურად წარმოედგინა საკუთარი საქმე უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადამწყვეტ მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობაზე უარის გამო: დარღვევა
ფაქტები: მომჩივნებმა, რვა ბოშა ქალმა ორსულობისა და მშობიარობის დროს მიიღეს მომსახურება გინეკოლოგიისა და სამეანო განყოფილებაში სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ორ სხვადასხვა საავადმყოფოში. მიუხედავად ჩასახვის ხანგრძლივი მცდელობისა არცერთი მათგანი არ დაორსულებულა მათი საავადმყოფოში ბოლო მკურნალობისას. მათ ბავშვები გაჩენილი ჰყავდათ საკეისრო კვეთით. მომჩივნებს ჰქონდათ ეჭვი, რომ მათი უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სტერილიზაციით, რომელიც განხორციელდა მათგან დამოუკიდებლად, მათი თანხმობის გარეშე საკეისრო კვეთის დროს. 2004 წელს მომჩივანებმა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებს გადასცეს მინდობილობა რომელთაც უნდა გამოეკვლიათ მომჩივანების სამედიცინო ჩანაწერები და გადაეღოთ მათი ასლები. მომჩივანებმა მიმართეს ადგილობრივ სასამართლოს ვინაიდან მათ გარკვეული პრობლემები შეხვდათ სამედიცინო ბარათაბის სხელმისაწვდომობის კუთხით. ამის შედეგად მომჩივანების უმეტესობას მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებს და დოკუმენტაციას. მაგრამ მათი მოთხოვნა გაეკეთებინათ ქსეროასლი უარყოფილ იქნა იმ დროს მოქმედი შიდა კანონდებლობის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო ჩანაწერები წარმოადგენდა საავადმყოფოს საკუთრებას და რომ შეზღუდვები ხელმისაწვდომობაზე გამართლებული იყო იმ საფუძვლით რომ არ მომხდარიყო სამედიცინო მონაცემების ბოროტად გამოყენება. ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ 2005 წელს ყველა მომჩივანს - გარდა მეორე მომჩივანისა, რომლის სამედიცინო ჩანაწერები დაიკარგა – მიეცათ სრული ხელმისაწვდომობა საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებზე და მათი ასლების გადაღების შესაძლებლობა.
კანონმდებლობა: მუხლი 8 – სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მუხლი 8-ის მიხედვით წარმოადგენს ვალდებულებას პირისთვის მის შესახებ მონაცემები გახადოს ხელმისაწვდომი. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პირადი მონაცემების გადაღების ვალდებულება ან გადაღებაზე უარის თქმის საფუძვლები. მომჩივნების შემთხვევაში ეროვნულმა შიდა სასამართლოებმა გაამართლეს სამედიცინო მასალების ასლების გადაღების აკრძალვა შესაბამისი ინფორმაციის ხელყოფის საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. მაგრამ სასამართლომ ვერ დაასაბუთა თუ როგორ მოახდენდნენ მომჩივნები, რომელთაც უკვე ჰქონდათ საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებთან ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი, დოკუმენტების განადგურებას ან ბოროტად გამოყენებას. ამასთანავე, ასეთი მოქმედების პრევენცია შესაძლებელია სხვა საშუალებებით გარდა იმისა რომ მომჩივანს შეეზღუდოს საბუთებთან ხელმისაწვდომობა, მაგალითად როგორიცაა იმ უფლებამოსილ პირთა რაოდენობის შეზღუდვა ვისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება დოკუმენტები. სახელმწიფომ ვერ მოახერხა კარგად დაესაბუთებინა მომჩივანისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე უარის მიზეზი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 6 ნაწილი 1 – მომჩივანებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტების ასლების გადაღების აკრძალვამ შელახა მათი სასამართლოს ეფექტური ხელმისაწვდომობის უფლება ვინაიდან მათ ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება სამოქალაქო სარჩელის წარმოებისთვის იმ ზიანისთვის რომელიც მათ მიადგათ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება შეზღუდული არ იყო, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანის მდგომარეობაში მყოფი პირები რომელთაც აქვთ სამოქალაქო წარმოება სასამართლოში დაწყებული ვერ ახდენენ საკუთარი უფლებების ეფექტურად რეალიზებას მათთვის მტკიცებულების ხელმისაწვდომობაზე დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვების გამო რაც ახდენს მათი სასამართლოს საშუალებით უფლებების დაცვის პრევენციას. მიუხედავად იმისა რომ მათ სრულად არ შეეზღუდათ სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყება სასამართლოში მომჩივნები გახდნენ ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი გამოყენების მსხვერპლები და მათზე გავრცელდა არა თანაზომიერი შეზღუდვა ეფქტურად წარმოედგინათ საკუთარი საქმე სასამართლოში. იგივე მიზეზების გამო რაც მე-8-ე მუხლთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი მომჩივანის უფლების შეზღუდვა გადაეღოთ საკუთარი სამედიცინო ბარათები ვერ ჩაითვლება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტურ რეალიზებად.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41 - 3500 ევრო თითოეულ მომჩივანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy