Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ხავშაბოვა საქართველოს წინააღმდეგ
KHAVSHABOVA V. GEORGIA
საჩივარი N26134/19
29.06.2023
ფაქტები
წინამდებარე საჩივარი ეხება მომჩივნის დამნაშავედ ცნობას თავდასხმისათვის, დაზარალებულისა და სამი ბრალდების მოწმის განცხადებებათა საფუძველზე, რომელთა სასამართლოში დაკითხვის უფლება არ მიეცა მომჩივანს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მოწმეთაგან ორი დაკითხულ იქნა გამომძიებლის მიერ სამართალწარმოების წინასწარ ეტაპზე დაცვის მხარის დაუსწრებლად. რაც შეეხება დაზარალებულსა და ბრალდების მესამე მოწმეს, ისინი დაკითხულ იქნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსკ) 114-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებითა და იურიდიული დახმარების სქემით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ იგი არ ყოფილა ინფორმრებული ზემოხსენებული მოწმეების დაკითხვის შესახებ და იმის შესახებ, რომ ამ პროცედურაში მისი სახელით მონაწილეობდა იურიდიული დახმარებით დანიშნული ადვოკატი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს განმცხადებელი და დაასკვნეს inter alia [მათ შორის], რომ მათ არ შეეძლოთ თავიანთი გადაწყვეტილებების დაყრდნობა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც არ დაუკითხავთ სასამართლოში. 2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მომჩივანის გამამართლებელი გადაწყვეტილება, იგი დამნაშავედ ცნო თავდასხმისათვის და დააკისრა ჯარიმა 500 ლარის (GEL) ოდენობით. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებული და ბრალდების მესამე მოწმე დაკითხეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებითა და მომჩივნის წარმომადგენელი იურიდიული დახმარების ადვოკატის მონაწილეობით. მოცემული პრცედურა ჩატარდა სსკ-ის 114-ე მუხლის გათვალისწინებით, შესაბამისად, დაკითხვის შედეგად მიღებული ჩვენებები სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთად, საკმარისი იყო მომჩივანის დანაშაულის დასამტკიცებლად.
მომჩივანი დავობს მის წინაააღმდეგ ჩატარებული სისხლის სამართლის პროცესის უსამართლობის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ც) და (დ) ქვეპუნქტების მიხედვით. კერძოდ, იგი ჩივის, რომ დამნაშავედ ცნეს დაზარალებულისა და ბრალდების იმ სამი მოწმის ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც არ დაუკითხავთ სასამართლო პროცესზე. ამასთან დაკავშირებით, ამტკიცებს, რომ დაზარალებულისა და ბრალდების მოწმის დაკითხვა მოხდა იმ ადვოკატის მონაწილეობით, რომელიც მას დაუნიშნეს მისი თანხმობისა და/თუ ცოდნის გარეშე.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ც) და (დ) ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევა4. მომჩივანი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ ჩატარებული სისხლის სამართლის პროცესი იყო უსამართლო. კერძოდ, მისი მტკიცებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე ბრალდების ორი მთავარი მოწმე დაკითხეს მის დაუსწრებლად იურიდიული დახმარებით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით, რომელიც დანიშნეს მომჩივანის ცოდნის გარეშე; რომ ეს მოწმეები არ დაუკითხავთ სასამართლო პროცესზე; და რომ მისი დამნაშავედ ცნობა ძირითადად ხსენებული ბრალდების ორი მოწმის მტკიცებულების საფუძველზე მოხდა. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ც) და (დ) ქვეპუნქტებს, რომელთა რელევანტური ნაწილებია შემდეგი:
„1. ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ ...
...
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
ც. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
...“
დასაშვებობა25. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ც) და (დ) ქვეპუნქტების მიხედვით წარმომადგენელთან დაკავშირებით იყო დაუშვებელი შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოუწურაობის გამო, ვინაიდან მომჩივანმა ვერ წამოიწყო დისციპლინური სამართალწარმოება ბ.ბ.-ის წინააღმდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინაშე. ალტერნატიულად, მათ მიუთითეს, რომ ეს საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი. მომჩივანი არ დაეთანხმა.
26. რაც შეეხება მთავრობის შუამდგომლობას ამოუწურაობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა შემდეგი: მომჩივანი მთელი პროცესის მანძილზე მიუთითებდა, რომ არ იცოდა ბ.ბ.-ის დანიშვნის შესახებ და რომ არ ყოფილა ინფორმირებული 2016 წლის 4 ივლისს გამართულ მოწმეთა მოსმენის პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ. ამრიგად, იგი ჩიოდა ეროვნული სასამართლოების სამართალწარმოების შედეგების უსამართლობასთან დაკავშირებით. ცალკე საქმის წარმოება ბ.ბ.-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოთხოვნით ვერ შეძლებდა იმ სიტუაციის გამოსწორებას, რაზეც მომჩივანი ჩიოდა.
27. ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარმა წამოსწია ფაქტებისა და სამართლის კომპლექსური საკითხები, რაც შეუძლებელია დადგინდეს არსებითი მხარის განხილვის გარეშე. სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანი არ ყოფილა არც აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით და შესაბამისად დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
B. არსებითი მხარე
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები განხილულ უნდა იქნეს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განსაკუთრებულ ასპექტებად. იგი თანმიმდევრულად მიმოიხილავს მომჩივანის თითოეულ საჩივარს ამ ორი დებულების ქვეშ (იხ. სხვა მითითებებთან ერთად, Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, § 100, ECHR 2015, და Idalov v. Russia [GC], no. 5826/03, § 169, 22 May 2012) და შემდეგ განაგრძობს მომჩივანის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაზე მათი გავლენის შეფასებით.
ადვოკატზე წვდომის უფლების სავარაუდო შეზღუდვა
(a) მხარეთა არგუმენტები
მომჩივანმა შეინარჩუნა არგუმენტი, რომ იგი სათანადოდ არ ყოფილა ინფორმირებული იურიდიული დახმარებით მეორე ადვოკატის, ბ.ბ.-ის დანიშვნის შესახებ. იგი ასევე ჩიოდა, რომ არ ყოფილა ინფორმირებული 2016 წლის 4 აგვისტოს ჩატარებული დაკითხვის პროცედურის თაობაზე და რომ ბ.ბ. მას არასდროს დაკავშრებია. მან წარადგინა ინფორმაცია 2016 წლის 26 ივლისსა და 5 აგვისტოს შუა პერიოდში მის მობილურ ტელეფონზე შემავალი და მობილური ტელეფონიდან გამავალი ზარებისა და მიუთითა ბ.ბ.-ის ტელეფონის ოფიციალური ნომერი, იმაზე ჩივილით, რომ ბ.ბ. მას არასდროს დაკონტაქტებია.
30. მთავრობამ უპასუხა, რომ მომჩივანმა თავად განაცხადა ნებყოფლობითი თანხმობა იურიდიული დახმარების სქემით ადვოკატის დანიშვნაზე; რომ ისინი წარმოადგენდნენ მის ინტერესს წინასწარი გამოძიებისა და საქმის განხილვის მთელ ეტაპზე იმ მომენტამდე სანამ მან არ გადაწყვიტა კერძო ადვოკატის დანიშვნა; და რომ მომჩივანს ეროვნულ სასამართლოებში არ უჩივლია მათი იურიდიული მომსახურების ხარისხზე. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ რაც შეეხება მეორე ადვოკატის ბ.ბ.-ს დანიშვნას, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა იყო ერთ საქმეზე ერთდროულად ორი ადვოკატის დანიშვნა, რათა უზრუნველყოფილიყო მოქნილი და შეუფერხებელი სამართალწარმოება, იმ შემთხვევისათვის თუ პირველი ადვოკატი ვერ შეძლებდა გარკვეულ საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. ამგვარად ახორციელებდა მომჩივნის სახელით ბ.ბ. ქმედებებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის პროცედურაში. მთავრობამ განაცხადა, რომ მაგისტრატი მოსამართლე არ მისცემდა ბ.ბ.-ს მომჩივანის სახელით მოქმედების უფლებამოსილებას იგი სათანადოდ, რომ არ ყოფილიყო დანიშნული იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ.
31. თავიანთი არგუმენტის განსამტკიცებლად, მათ წარადგინეს 2022 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული შესაბამისი რეგიონის იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავდა დეტალებს გარემოებების შესახებ, რომელთა მიხედვით ლ.რ. დაინიშნა მომჩივანის საქმეზე. რაც შეეხება 2016 წლის 4 აგვისტოს გამართულ მოწმეთა დაკითხვას, განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბ.ბ.-მ მონაწილეობა მიიღო ხსენებულ დაკითხვაში ლ.რ.-ის თხოვნით, ვინაიდან ეს უკანასკნელი ესწრებოდა სხვა მოსმენას შესაბამის დროს.
32. ბოლოს, მთავრობის თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ იურიდიული დახმარებით დანიშნული ადვოკატის ქმედებები არ ჩაითვლებოდა საკმარისად, სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი, რაც როგორც ჩანს ძირითადად იყო პირადი საქმე ბრალდებულსა და ადვოკატს შორის, მიუხედავად იმისა ეს უკანასკნელი კერძოდ იყო დანიშნული თუ იურიდიული დახმარების სქემით.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
33. შესაბამისი ზოგადი პრინციპები ადვოკატზე წვდომის უფლების შეზღუდვისას გამოსაყენებელი და პრინციპები, რომლებიც, ეხება სამართლიან სამართალწარმოებას სასამართლომ გამოიყენა საქმეში იბრაჰიმი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ([GC], nos. 50541/08, 505571/08, 50573/08 and 40351/09, §§ 257-65, 13 September 2016), დვორსკი ხორვატიის წინააღმდეგ ([GC], no. 25703/11, §§ 76-82, ECHR 2015, და Croissant v. Germany, 25 სექტემბერი 1992, § 29-, Series A no. 237‑B) და სიმეონოვი ბულგარეთის წინააღმდეგ ([GC], no. 21980/04, §§ 112-20, 12 მაისი 2017, სხვა მითითებებთან ერთად); მან ბოლო დროს დაადასტურა ეს პრინციპები საქმეში ბეუზი ბელგიის წინააღმდეგ ([GC], no. 71409/10, §§ 119-50, 9 ნოემბერი 2018), და ატრისტინ გოროსაბელი ესპანეთის წინააღმდეგ (no. 15508/15, §§ 41-45, 18 იანვარი 2022).
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
34. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა ხელი მოაწერა მის წინააღმდეგ ბრალის წაყენების საპროცესო გადაწყვეტილებას და რომ ეს დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, აწვდიდა მას ინფორმაციას იურიდიული დახმარების უფლებაზე (იხ. ზემოთ პარაგრაფები 8-9). განსახილველი დოკუმენტი, რომელიც ასევე ხელმოწერილ იქნა ლ.რ.-ის, იურიდიული დახმარების სქემით მომჩივანისათვის დანშნული ადვოკატის, მიერ და თარჯიმანს არ აქვს მომჩივანისაგან რაიმე შენიშვნა მის მიერ იურიდიული დახმარების არჩევასთან დაკავშირებით (შეადარეთ საქმეს რუსიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, no. 15269/13, § 41, 30 ივნისი 2022). სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ლ.რ.-ის დანიშვნასთან დაკავშირებული გარემოებების განხილვას, იმ ფაქტის გათვალისიწნებით, რომ მომჩივანს არ განუცხადებია რაიმე ზიანის შესახებ მის საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან მიმართებაში, რომელმაც თავი იჩინა იმ მოკლე პერიოდში როცა ლ.რ. იყო ფორმალურად მისი წარმომადგენელი.
35. რაც შეეხება ბ.ბ.-ის დანიშვნას., ეს საქმე არ შეიცავს არც ერთ პროცედურულ დოკუმენტს, რომელიც აჩვენებს, რომ მომჩივანი ინფორმირებული იყო მის საქმეში იურიდიული დახმარების მეორე ადვოკატის დანიშვნის შესახებ ( იხ. Elif Nazan Şeker v. Turkey, no. 41954/10, § 54, 8 March 2022; ასევე იხ. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11 and 35839/11, §§ 86-87, 27 თებერვალი 2020). როდესაც მთავრობამ მიმართა იურიდიული დახმარების ბიუროს, რომელსაც იმ დროისათვის ჰქონდა ერთ საქმეზე ერთდროულად ორი დამხმარე ადვოკატის დანიშვნის პრაქტიკა, ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებითი ბარათიდან გამოჩნდა, რომ ბ.ბ.-ს ბოლო წუთს სთხოვეს მოწმეთა დაკითხვაზე ჩაენაცვლებინა ლ.რ. (იხ. ზემოთ პარაგრაფი 31). სისხლის სამართლის პროცესის წარმოების დროს მხარეთა იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებისას, როდესაც ეს გათვალისწინებულია შიდა სამართლით, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს შეუპოვრობა, რათა დაიცვას ხსენებულ პირთა მიერ მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებებით ნამდვილად და ეფექტურად სარგებლობა (იხ. R.D. v. Poland, nos. 29692/96 და 34612/97, § 44, 18 დეკემბერი 2001; ასევე იხ. Blokhin v. Russia [GC], no. 47152/06, § 214, 23 მარტი 2016, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო როდის დაენიშნა იურიდიული დახმარების ადვოკატი მომჩივანს და რამდენად ნამდვილად დაიცვა მომჩივანის უფლებები). წესი, რომლის მიხედვითაც ბ.ბ. დანიშნულ იქნა მომჩივანის საქმეში არ პასუხობდა შეუპოვრობის ზემოხსენებულ კრიტერიუმს, რამაც შედეგად გამოიწვია მომჩივანის ადვოკატზე წვდომის უფლების შეზღუდვა. პროცედურული ხარვეზის გავლენის შეფასებისას, სასამართლომ დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ არ არსებობს რაიმე მითითება იმის შესახებ, რომ ბ.ბ.-მ მომჩივანს ინფორმაცია მიაწოდა 2016 წლის 4 აგვისტოს გამართული მოწმეთა დაკითხვის ან იმის თაობაზე, რომ იგი მომჩივანის სახელით იღებდა მონაწილეობას პროცედურაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიუთითა დაკითხვის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ბ.ბ.-მ დაადასტურა, რომ წინასწარ დაეკონტაქტა მომჩივანს, სასამართლო ამ მტკიცებას იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებითი ბარათის (იხ. ზემოთ პარაგრაფი 31) შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს ნაკლებ დამაჯერებლად და ასევე შესაბამისი მოვლენების ვადებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ მოკლე ინტერვალიდან რომლის დროსაც ერთ დღეში იქნა დაკითხვა მოთხოვნილი, დაკმაყოფილებული და ჩატარებული. მომჩივანის მნიშვნელოვანი მტკიცება, მისი საქმის განხილვის დროს, დარჩა განუხილველი სასამართლოების მიერ. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია მომჩივანის სასარჩელო მოთხოვნაზე, რომ მის მიერ სამართალწარმოებისას წარდგენილი დოკუმენტი (იხ. ზემოთ პარაგრაფი 29),რომელიც შეიცავდა ინფორმაციას შესაბამის პერიოდში მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, ადგენდა, რომ მას ბ.ბ. არ დაკავშირებია.
37. მთავრობა ამტკიცებდა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბ.ბ.-ის ქმედება იყო საკითხი, რომელიც უნდა გადაეწყვიტა მომჩივანს, და დავობდა, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩარეულიყო ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში. სასამართლო ვერ მიიღებს ამ არგუმენტს ისეთ გარემოებებში, როდესაც მომჩივანი ინფორმირებულიც კი არ ყოფილა ბ.ბ.-ის დანიშვნის თაობაზე, არც ადვოკატის ან გამომძიებლის, ან არც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა სასამართლოს მიერ ბრალდებულის ადვოკატის უბრალოდ მონაწილეობა არ უზრუნველყოფდა ეფექტურ დახმარებას (იხ. Artico v. Italy, 13 მაისი 1980, § 33, Series A no. 37, და Elif Nazan Şeker, ციტირებული ზემოთ, § 55).
38. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ორი მთავარი ბრალდების მოწმე - სავარაუდო დაზარალებული და მისი და - დაკითხულ იქნენ მომჩივანის და მისთვის ოფიციალურად დანიშნული ადვოკატის ლ.რ.-ის დასწრების გარეშე. მათი განცხადებები იყო მტკიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის საფუძველზეც მოხდა მომჩივანის საბოლოო მსჯავრდება (იხ. ზემოთ პარაგრაფი 20; შეადარეთ Rusishvili, ციტირებული ზემოთ, § 41 in fine) მიუხედავად მომჩივანისა და მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ გამოხატული წინააღმდეგობისა (იხ. ზემოთ პარაგრაფი 14). ასეთ გარემოებებში, კონკრეტული პროცედურული ეტაპის მნიშვნელობის გათვალისწინებით და მიუხედავად იმისა რომ შემდგომში მომჩივანი სათანადოდ იყო წარმოდგენილი მისი არჩეული ადვოკატის მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.ბ.-ის დანიშვნის წესმა და მომჩივანის გარეშე მოწმეთა დაკითხვაში მისმა მონაწილეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომჩივანის დაცვის უფლებაზე. თუმცა ვიდრე სამართალწარმოების საერთო სამართლიანობის შეფასება მოხდება, სასამართლო განიხილავს საჩივარს, რომელიც უკავშირდება საჩივარს დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებათა მტკიცებულებად გამოყენებაზე.
დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულებაზე დაყრდნობა(a) მხარეთა არგუმენტები
39. მომჩივანი ჩიოდა, რომ მას არ ჰქონია ბრალდების დაუსწრებელ მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობა სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე და რომ დაზარალებულისა და მისი დის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ორგანიზებულ იქნა მისი ინფორმირების გარეშე. მან მიუთითა, რომ მათი მტკიცებულება გადამწყვეტი იყო მისი მსჯავრდებისათვის და რომ დამადანაშაულებრივი განცხადებების გარეშე, ბრალდების ფაილი არ შეიცავდა სხვა დამადანაშაულებრივ მტკიცებულებას მის წინაააღმდეგ. მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ არ გამოუჩენიათ გონივრული ძალისხმევა, რათა 5 ბრალდების მოწმე დაეკითხათ საქმის განხილვისას.
40. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ბრალდების მოწმეთა დაუსწრებლობის კარგი მიზეზი არსებობდა, ვინაიდან ყოველი მათგანი იყო აზერბაიჯანის მოქალაქე და სადავო ინციდენტის შემდეგ მალევე დაბრუნდნენ სახლში. სასამართლო განხილვის მანძილზე, მთავრობის მტკიცებით, ბრალმდებელმა მრავალჯერ სცადა ხსენებულ მოწმეებთან დაკონტაქტება თუმცა წარუმატებლად. შესაბამისად, შიდა სასამართლოები მართებულად მოიქცნენ, როდესაც დაუსწრებელი მოწმეების მიერ სამართალწარმოების წინასწარ ეტაპზე გაკეთებული განცხადებების წაკითხვა დაუშვეს. მეტიც, ბრალდების ორი მთავარი მოწმის დაკითხვა ორგანიზებული იყო წინასწარ, მათ გამგზავრებამდე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებითა და დაცვის მხარის მონაწილეობით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით.
მოწმეთა დაკითხვის ასეთმა ტიპმა ნება დართო დაცვის მხარეს კითხვები დაესვა ორი მოწმისათვის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით და შეესაბამისად დააბალანსა შემდგომში საქმის განხილვაზე მოწმეთა დაუსწრებლობა. ამ პერსპექტივიდან ეს მტკიცებულება მიჩნეულ იქნა სასამართლოს მიერ შემოწმებული მტკიცებულების თანასწორ საფუძვლად.
41.მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სადავო მოწმეთა განცხადებები არ აკმაყოფილებდა ტესტს, რომ ეს იყო ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება მსჯავრდებისათვის. უზენაესი სასამართლო, მათი თქმით, ასევე დაეყრდნო დაზარალებულის სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს და მ.პ.-ის სასამართლოს მიერ შემოწმებულ მტკიცებულებას მხარი დაეჭირა მისი დასკვნისათვის მომჩივანის ბრალეულობის შესახებ.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
42. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომელიც მითითებულია კერძოდ საქმეში ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ([GC], nos. 26766/05 და 22228/06, ECHR 2011) და ჭაჭაშვილი (ციტირებული ზემოთ), შეჯამებულ იქნა საქმეში ბატეკი და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (no. 54146/09, §§ 36-40, 12 იანვარი 2017).
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
43. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანის მსჯავრდებაზე უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ორი დაუსწრებელი მოწმის, კერძოდ სავარაუდო მსხვერპლის და მისი დის, განცხადებებს, მეზობლის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას და მსხვერპლის სამედიცინო გამოკვლევის დასკვნას. სხვა სამი დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება, რომლებიც მხოლოდ გამომძიებლის მიერ იქნენ დაკთხულნი, არ უხსენებია უზენაეს სასამართლოს (იხ. ზემოთ პარაგრაფი 20). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო შესაბამისად შეზღუდავს მომჩივანის წინამდებარე საჩივარს სავარაუდო დაზარალებულისა და მისი დის ჩვენებების გამოყენების თაობაზე.
44. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა დაცვის მხარის თანხმობა, სასამართლოში წაეკითხათ დაზარალებულისა და მისი დის წინასწარი განცხადებები, მომჩივანის მხრიდან შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც უარი ხსენებულ მოწმეთა დაკითხვის უფლებაზე, (იხ. Murtazaliyeva v. Russia [GC], no. 36658/05, §§ 119-20, 18 დეკემბერი 2018), მათი დაკითხვა იყო მოსალოდნელი, ვინაიდან ისინი იყვნენ ბრალდების მოწმეთა სიაში, რომლებიც დაშვებულ იქნენ სასამართლოში დასაკითხად (იხ. ზემოთ პარაგრაფი 13 და 15).
მეტიც მომჩივანი ჩიოდა შიდა სასამართლოების წინაშე იმის თაობაზე, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დაეკითხა ხსენებული მოწმეები საქმის განხილვისას და საბოლოოდ მოითხოვა მათი წინასწარი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა (იხ. იქვე საწინააღმდეგოდ Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, §§ 123 and 126; შეადარეთ Makeyev v. Russia, no. 13769/04, § 37, 5 თებერვალი 2009, Gabrielyan v. Armenia, no. 8088/05, § 85, 10 აპრილი 2012, და Palchik v. Ukraine, no. 16980/06, § 36, 2 მარტი 2017). ასეთ ვითარებაში, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს, რომ შესაძლოა ჩაითვალოს განმცხადებელმა ცალსახად უარი თქვა საკუთარ უფლებაზე დაეკითხა ისინი.
(α) არსებობდა თუ არა კარგი მიზეზი ორი ბრალდების მოწმის საქმის განხილვაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით
45. პირველ კითხვასთან მიმართებით არსებობდა თუ არა კარგი მიზეზი ორი ბრალდების მოწმის საქმის განხილვაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რაც ეროვნულმა სასამართლოებმა მიიღეს იყო ის, რომ ისინი აზერბაიჯანლები იყვნენ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე და 243-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ სამართალწარმოების დროს მათი დაკითხვის ჩანაწერები აღიარა მტკიცებულებად გამოძიების ეტაპზე (იხ. ზემოთ პარაგრაფი 14).
46. როგორც არაერთხელ აღინიშნა, საზღვარგარეთ გამგზავრება არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს სასამართლო პროცესით დაინტერესებული მოწმის დაუსწრებლობის გასამართლებლად (იხ. Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, § 61, 31 მარტი 2016; ასევე იხ. Gabrielyan, ციტირებული ზემოთ, § 81; Paić v. Croatia, no. 47082/12, § 38, 29 მარტი 2016; და Al Alo v. Slovakia, no. 32084/19, §§ 48-52, 10 თებერვალი 2022). ბრალდების მოწმეთა დაუსწრებლობასთან დაკავშირებულ საქმეებში, როგორც საჭიროა, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს გამოიყენეს თუ არა შესაბამისმა ორგანოებმა ყველანაირი გონივრული ძალისხმევა, მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. (იხ. Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 120). სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საზღვრის გადაკვეთის ჩანაწერები, რომელიც აჩვენებდა, რომ მოწმეებმა დატოვეს ქვეყანა. საქმის გარემოებებიდან გაურკვეველია თუ რა კონკრეტული ზომები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიიღეს შიდა ორგანოებმა სამართალწარმოების დროს მოწმეთა დასწრების უზრუნველსაყოფად, მაშინაც კი როცა მათი ადგილსამყოფელი არ იყო უცნობი (შეადარეთ Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, §§ 133-37)
47. ყველა ღონისძიებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ შიდა სასამართლოებმა ვერ შეძლეს განეხილათ მომჩივნის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი შესაბამისად არ იყო წარმოდგენილი ორი დაუსწრებელი მოწმის დაკითხვის პროცედურაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის (ბ) პუნქტის გათვალისწინებით. ეს არგუმენტი იყო უდიდესი მნიშვნელობის, ვინაიდან იგი მიუთითებდა იმპერატიულ მიზეზზე დაუსწრებელ მოწმეთა სასამართლო პროცესზე დასწრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამ ელემენტების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ შიდა სასამართლოებმა არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არ გასწიეს გონივრული ძალისხმევა, ორი ბრალდების მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. ამდენად, იგი ასკვნის, რომ არ არსებობდა მათი დაუსწრებლობის რაიმე კარგი მიზეზი
(β) იყო თუ არა დაუსწრებელ მოწმეთა მტკიცებულება ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი მომჩივანის მსჯავრდებისათვის
48. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა სავარაუდო დაზარალებულისა და მისი დის მიერ 2016 წლის 4 აგვისტოს მოსამართლის წინაშე მიცემული და შემდეგ სასამართლო სხდომაზე წაკითხული მტკიცებულება ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი მომჩივნის მსჯავრდებისათვის, სასამართლომ შენიშნა, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მათი მტკიცებულება იყო გადამწყვეტი (იხ. ზემოთ პარაგრაფი 17 და 18) და უზენაესმა სასამართლომ, როდესაც იგი მიუთითებდა დამატებით მტკიცებულებებზე, არ ჩანს რომ დაეკავებინა განსხვავებული პოზიცია მათ გადამწყვეტ ბუნებაზე (იხ. ზემოთ პარაგრაფი 20). მხოლოდ ორი დამატებითი მტკიცებულება, რომელსაც უზენაესი სასამართლო დაეყრდნო მომჩივნის მსჯავრდებისას, იყო მეზობელი მოწმის, მ.პ.-ის, განცხადება, რომელმაც დაადასტურა, რომ მომჩივანსა და დაზარალებულს შორის იყო ჩხუბი, თუმცა მას არაფერი დაუნახავს (იხ. ზემოთ პარაგრაფი 16),და იმ დაზიანების სამედიცინო დასკვნა, რომელიც დაზარალებულმა მიიღო (იხ. ზემოთ პარაგრაფი 5). თუმცა, უზენაესმა სასამართლომ არ იმსჯელა, რომ სამედიცინო დასკვნაში არსებული სხვადსხვა დაზიანება, მომჩივანმა ერთი და იგივე ინციდენტის შედეგად მიიღო. (იხ. ზემოთ პარაგრაფები 6 და 18).
49. დაუსწრებელ მოწმეთა მტკიცებულებათა წონის შეფასებისას, შიდა სასამართლოების დასკვნებისა და იმ აღნიშვნის გათვალისიწნებით რომ სხვა ხელმისაწვდომი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ჩხუბის ფაქტს, არ იყო მომჩივანის დამნაშავედ მიჩნევისათვის გადამწყვეტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინციდენტზე სავარაუდო დაზარალებულისა და მისი დის მტკიცებულება, რომელიც შეესწრო ამ ინციდენტს, იყო სულ მცირე „გადამწყვეტი“, რაც იყო განმსაზღვრელი მომჩივანის მსჯავრდებისათვის.
(γ) არსებობდა თუ არა საკამრისი დამაბალანსებელი ფაქტორი იმ ხელისშემშლელი პირობების საკომპენსაციოდ, რომელშიც დაცვის მხარე მუშაობდა
50. რაც შეეხება დამაბალანსებელ ფაქტორებს, რომელთაც შეეძლოთ კომპენსაცია იმ ხელისშემშლელი პირობებისა, რომელიც გამოიწვია მომჩივანისათვის შესაძლებლობის არქონამ დაპირისპირებოდა ბრალდების მოწმეს და პირადად დაეკითხა იგი სასამართლო სხდომაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში შემდეგი მნიშვნელოვანი ელემენტები იქნა იდენტიფიცირებული: სასამართლოს მიდგომა შეუმოწმებელი მტკიცებულებისადმი; სხვა დამადანაშაულებრივი მტკიცებულების ხელმისწვდომობა და სიძლიერე; და პროცედურული ღონისძიებები, რომლებიც მიღებულ იქნა მოწმის პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაკითხვის შესაძლებლობის არქონის საკომპენსაციოდ (იხ. Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, §§ 125‑31 და 145).
51. სასამართლო იწყებს იმის აღნიშვნით, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა 2016 წლის 26 ივლისს მომხდარი მოვლენების საკუთარი ვერსია გადმოეცა და ამით ეჭვქვეშ დაეყენებინა მთავარი ბრალდების მოწმის სანდოობა.
52. რაც შეეხება შიდა სასამართლოების მიდგომას შეუმოწმებელი მტკიცებულებისადმი, სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის რაიმე მითითება, რომ იგი რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგა დაზარალებულისა და მისი დის განცხადებებს ან ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა მათ განცხადებებს. (შეადარეთ მაგალითად, Al-Khawaja and Tahery, ციტირებული ზემოთ, § 157, და Bobeş v. Romania, no. 29752/05, § 46, 9 ივლისი 2013). ამის საწინააღმდეგოდ, მან მომჩივანის მსჯავრდება დააფუძნა ძირითადად მათ განცხადებებზე, მოწმეთა სანდოობის ან მათი მტკიცებულების საიმედოობის გამოკვლევის გარეშე (საწინააღმდეგო Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, §§ 148-50; შეადარეთ Brzuszczyński v. Poland, no. 23789/09, §§ 86 და 89, 17 სექტემბერი 2013; Prăjină v. Romania, no. 5592/05, § 59, 7 იანვარი 2014; და Nikolitsas v. Greece, no. 63117/09, § 37, 3 ივლისი 2014), და უფრო მეტიც მას განიხილავდა სასამართლოს მიერ შემოწმებულ მტკიცებულებად (იხ. ზემოთ პარაგრაფი 20). ამ უკანასკნელთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის განცხადება, რომელიც მიღებულ იქნა მაგისტრატი (გამომძიებელი) მოსამართლის, თანდასწრებით არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ალტერნატივად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს (იხ. Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 155; ასევე იხ. Hümmer v. Germany, no. 26171/07, § 48, 19 ივლისი 2012; Hanu v. Romania, no. 10890/04, § 40, 4 ივნისი 2013 in fine; and Dadayan v. Armenia, no. 14078/12, § 46, 6 სექტემბერი 2018; ასევე იხ., mutatis mutandis, Faysal Pamuk v. Turkey, no. 430/13, §§ 70-71, 18 იანვარი 2022).
53. რაც შეეხება პროცედურულ ღონისძიებებს, რომლებიც მიღებულ იქნა მოწმის პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაკითხვის შესაძლებლობის არქონის საკომპენსაციოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებული და მისი და, ბრალდების ორი მთავარი მოწმე, დაკითხულ იქნენ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებითა და ბრალმდებელისა და ბ.ბ.-ის, იურიდიული დახმარების ადვოკატის, მონაწილეობით წინასწარი გამოძიების ეტაპზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით. ჩვეულებრივ ვითარებაში, სასამართლო განიხილავდა ასეთ პროცედურას ძლიერ პროცედურულ გარანტიად ბრალდებულისათვის, რომელსაც არ შეუძლია მოწმეთა დაკითხვა სასამართლო პროცესზე (იხ. Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 155; შეადარეთ Gani v. Spain, no. 61800/08, § 44, 19 თებერვალი 2013). თუმცა, ზემოთ 34-38-ე პარაგრაფში მის მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, ბ.ბ.-ის დანიშვნის წესისა და მის მიერ მომჩივანის გარეშე მნიშვნელოვან პროცედურაში მონაწილეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ მიეცა საშუალება ესარგებლა ამ პროცედურული გარანტიით (შეადარეთ Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 155; ასევე იხ. Hümmer, ციტირებული ზემოთ, § 48).
54. სასამართლო იმეორებს, რომ ბრალდების მოწმეთა დაკითხვის ხერხი გამოძიების ეტაპზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია და შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავად პროცესის სამართლიანობას, სადაც მთავარი მოწმეები ვერ იქნებიან დაკითხულნი საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ და შესაბამისად გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულება წარდგენილ იქნება პირდაპირ სასამართლო პროცესზე. ასეთ გარემოებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესის სამართლიანობისათვის მთლიანობაში დადგინდეს, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვისას, მოქმედებდნენ თუ არა იმ ვარაუდით, რომ მოწმეები ვერ დაიკითხებოდნენ სასამართლო პროცესზე. საიდან მიიღო საგამოძიებო ორგანომ გონივრული ეჭვი, რომ მოწმეები ვერ დაიკითხებოდნენ სასამართლო პროცესზე. დაცვის მხარისათვის აუცილებელია ჰქონოდა გამოძიების ეტაპზე მოწმისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა (იხ. Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, §§ 156-57). სასამართლო ეთანხმება მომჩივანს, რომ ორი მოწმე დაიკითხა მაგისტრატი მოსამართლის მიერ იმიტომ, რომ, ბრალმდებლის მხარემ მიიჩნია, რომ არსებობდა მათი მტკიცებულების დაკარგვის საფრთხე, მოწმეთა აზერბაიჯანში გარდაუვალი დაბრუნების გათვალისიწნებით. ეს ნაჩვენებია ბრალმდებლის მიერ მაგისტრატი მოსამართლისათვის წარდგენილ მოთხოვნაში არსებულ დასაბუთებაში, რათა დაეკითხა ორი მოწმე (იხ. ზემოთ პარაგრაფი 10). ასეთ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო შესაფერისი ორგანოსათვის, რომ შიდა სამართლის ხელმისაწვდომი დებულებებით, შესაბამისი შესაძლებლობა მიეცათ მომჩივანისათვის, რომ ორი მთავარი მოწმე გამოძიების ეტაპზე დაეკითხათ მისი ან/და მის მიერ არჩეული ადვოკატის თანდასწრებით. თავიანთი ქმედებით, მათ გასწიეს მოსალოდნელი რისკი, რაც შემდგომში გამოიხატა იმაში, რომ ბრალდებული ვერ შეძლებდა სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე დაზარალებულისა და მისი დის დაკითხვას (იხ. გამომძიებელი მოსამართლის მიერ ბრალდების მოწმეთა დაკითხვაზე ადვოკატის დასწრების მნიშვნელობისათვის, Hümmer, ციტირებული ზემოთ, §§ 43 and 48).
55. ბოლოს, მაგრამ არანკლებ მნიშვნელოვანი, სასამართლომ შენიშნა, რომ შიდა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ეყურებინათ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმეთა დაკითხვისათვის სასამართლო პროცესზე, ვინაიდან ასეთი ჩანაწერი არ გაკეთებულა (იხ. ზემოტ პარაგრაფი 11). როგორც აღნიშნულია საქმეში ჭაჭაშვილი (ციტირებული ზემოთ § 127), სასამართლოები სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში მიმართავენ იმ ვარიანტს, რომელიც რთავს ნებას, როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარეს, დააკვირდნენ დასაკითხავი მოწმის ქმედებას და შექმნან ნათელი წარმოდგენა მოწმის სანდოობასთან დაკავშირებით. არც მომჩივანსა და არც მოსამართლეს არ ჰქონიათ ასეთი შესაძლებლობა მიმდინარე საქმეში (იხ. მაგალითად, Blokhin, ციტირებული ზემოთ, § 215; ასევე იხ. Chernika v. Ukraine, no. 53791/11, § 73, 12 მარტი 2020).
(iii) სასამართლო პროცესის სამართლიანობის მთლიანობაში შეფასება
56. სასამართლო პროცესის საერთო სამართლიანობის შეფასებისას, სასამართლომ, ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ბ.ბ.-ის დანიშვნის წესისა და მომჩივანის გარეშე მოწმის დაკითხვაში მონაწილეობის გათვალისწინებით, ასევე ორ დაუსწრებელ მოწმეთა მტკიცებულების გადამწყვეტი ბუნების, სხვა დამადანაშაულებრივი მტკიცებულების ნაკლებობის და პროცედურული ღონისძიებების ნაკლებობის, რომელთაც შეეძლოთ მომჩივანის მიერ მოწმის პირადად დაკითხვის შესაძლებლობის არქონის საკომპენსაციოდ, გათვალისწინებით ადგენს რომ უარყოფითად იმოქმედა მომჩივანის დაცვის უფლებაზე იმდენად, რამდენადაც ძირს უთხრის სამართალწარმოების სამართლიანობას მთლიანობაში. შესაბამისად, ამ მხრივ, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (ც) და (დ) ქვეპუნქტების დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
57. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ზიანი58. მომჩივანმა მოითხოვა 5,000 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
59. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო გაემართლებინა ემოციური ტრავმა, რომელიც მისი მტკიცებით სადავო სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების გამო განიცადა. ალტერნატიულად, ისინი დავობდნენ, რომ დარღვევის დადგენა თავად წარმოადგენდა განმცხადებლისათვის მიყენებული ნებისმიერი არამატერიალური ზიანის დაკმაყოფილებას.
60. ზემოთ დადგენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივანმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რომლის კომპენსირება შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. სასამსართლო, სამართლიან (თანასწორ) საწყისებზე შეფასების გაკეთებისას, მომჩივანს მიაკუთვნებს 1,200 ევროს არამატერიალური ზიანისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს.