დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.165
ივლისი 2013
ხადარკოვსკი და ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ - 11082/06 და 13772/05
გადაწყვეტილება 25.7.2013 [სექცია I]
მუხლი 7
მუხლი 7-1
Nullum crimen sine lege (არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე (ლათ.)
გადასახადებისგან თავის არიდების დანაშაულის ინტერპრეტაცია სამართლის სხვა სფეროების მითითებით: არ არის დარღვევა
მუხლი 6
სისხლისსამართლებრივი პროცედურები
მუხლი 6-1
მიუკერძოებელი ტრიბუნალი
სასამართლო პროცესის მოსამართლის სავარაუდო მიკერძოებულობა, რომელმაც უკვე მიიღო პროცედურული გადაწყვეტილებები, რომელიც არახელსაყრელი იყო დაცვის მხარისთვის და რომელიც ასევე მონაწილეობდა თანადადანაშაულებულის პროცესში: არ არის დარღვევა
მუხლი 6-3-b
ადეკვატური შესაძლებლობები
ადეკვატური დრო
მომჩივნების საჭიროება, შეესწავლათ დიდი რაოდენობის მტკიცებულებები ციხის რთულ პირობებში, რომელთაც ეხმარებოდა მაღალკვალიფიციური სამართლებრივი გუნდი: არ არის დარღვევა
მუხლი 6-3-c
დაცვა სამართლებრივი დახმარების მეშვეობით
ციხის წარმომადგენლებისა და პროცესში მონაწილე მოსამართლის მიერ დადანაშაულებულებსა და მათ ადვოკატებს შორის შეტყობინებების სისტემატური წაკითხვა: დარღვევა
მუხლი 6-3-d
მოწმეთა დაკითხვა
უარი, მიეცათ დაცვის მხარისათვის უფლება ბრალდების მხარის მიერ გამოძახებული ექსპერტ მოწმის ჯვარედინ დაკითხვაზე ან თავად წარედგინათ თავიანთი ექსპერტ-მოწმის ჩვენება: დარღვევა
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
პატიმრების საცხოვრებელი სახლებიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ სასჯელაღსრულებით კოლონიებში დაპატიმრება: დარღვევა
მუხლი 18
შეზღუდვები არაავტორიზებული მიზნებისთვის
სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება მომჩივნების წინააღმდეგ: არ არის დარღვევა
მუხლი 34
ხელის შეშლა შუამდგომლობის უფლების განხორციელებაში
დისციპლინური და სხვა ღონისძიებები ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული სასამართლოს წინაშე იცავდნენ მომჩივნების ინტერესებს: არ შესრულდა 34–ე მუხლი
ფაქტები – დაკავებამდე მომჩივნები იყვნენ უფროსი მენეჯერები და მთავარი აქციონერები დიდი ინდუსტრიული ჯგუფისა, რომელიც შეიცავდა იუკოს ნავთობის კომპანიას (Yukos oil company). ისინი იყვნენ რუსეთში ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის. ბ–ნი ხადარკოვსკი, პირველი მომჩივანი, იყო ასევე პოლიტიკურად აქტიური: ის ანაწილებდა მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხებს, რათა მხარი დაეჭირათ ოპოზიციური პარტიებისთვის და ასევე აფინანსებდა რამდენიმე განვითარების პროგრამასა და არასამთავრობო ორგანიზაციას. დამატებით, იუკოსი ახორციელებდა დიდ ბიზნეს–პროექტებს, რომელიც ეწინააღმდგებედოა საწვავთან დაკავშირებულ ოფიციალურ პოლიტიკას.
2003 წელს მომჩივნები დააკავეს ჯგუფიდან ერთ–ერთი კომპანიის თაღლითური პრივატიზების ბრალდებით. მომდევნოდ, საგადასახადო და სააღსრულებო წარმოება დაიწყო იუკოსის ნავთობის კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც გატანილი იქნა ლიკვიდაციაზე. მომჩივნებს წაუყენეს ახალი ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოდა სავარაუდოდ გადასახადებისგან თავის არიდებას სავაჭრო კომპანიების დარეგისტრირების გზით, რომელიც ფაქტობრივად არ აწარმოებდა ბიზნეს–აქტივობებს, დაბალ საგადასახადო ზონაში, ყალბი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებების მეშვეობით. 2005 წელს მომჩივნები უმეტეს ბრალდებებში დამნაშავეებად სცნეს. მათ მიესაჯათ ცხრა წლით პატიმრობა და დაევალათ სახელმწიფოსათვის 500,000,000 ევროს ეკვივალენტის გადახდა, როგორც კომპანიის გადაუხდელი გადასახადების. მათი პატიმრობის ვადა გასაჩივრების შემდეგ შემცირდა რვა წლამდე. ორივე მომჩივანი გააგზავნეს შორეულ მანძილზე, მოსკოვში მდებარე თავიანთი სახლებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, რათა მოეხადათ თავიანთი პატიმრობა.
ევროპული სასამართლოსადმი მათ საჩივრებში, მომჩივნები დაობდნენ კონვენციის სხვადასხვა დარღვევებზე, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე (მე–6(1) მუხლი) და მათ უფლებაზე, არ გაესამართლებინათ ისინი იმ დანაშაულისთვის, რომელიც დანაშაულად არ ითვლებოდა მაშინ, როცა ის ჩაიდინეს (მე–7 მუხლი).
სამართალი
მე–6(1) მუხლი: ორივე მომჩივანი დაობდა ამ დებულების რამდენიმე სხვადასხვა დარღვევაზე. მათი არგუმენტების პირველი ჯგუფი შეეხებოდა თავმჯდომარე მოსამართლის მხრიდან სავარაუდო მიკერძოებულობას. მეორე ჯგუფი პროცედურულ უსამართლობას, კერძოდ: დროისა და შესაძლებლობების სიმცირე, რომ მოემზადებინათ დაცვის მხარის არგუმენტები, შეუძლებლობა, ესარგებლათ ეფექტური სამართლებრივი დახმარებით, და შეუძლებლობა, გამოეკვლიათ ბრალდების მტკიცებულებები ან წარედგინათ დაცვის მხარის მტკიცებულებები.
(a) მიუკერძოებლობა – მომჩივნები დაობდნენ, რომ მათი სასამართლო პროცესისას მოსამართლის მიერ მიღებული პროცედურული გადაწყვეტილებები მიუთითებდა მიკერძოებულობაზე, რადგან თავად მოსამართლეზე მიმდინარეობდა გამოძიება მათი სასამართლო პროცესის დროს და რომ ის იყო მიკერძოებული იუკოსის მეორე ტოპ მენეჯერის საქმის დროს გაკეთებული დასკვნების გამო.
რაც შეეხება პირველ საკითხს, ევროპულ სასამართლოს უნდა ჰქონოდა პერსონალური მიკერძოებულობის უფრო ძლიერი მტკიცებულება ვიდრე პროცედურული გადაწყვეტილებების სერიები, რომელიც არახელსაყრელი იყო დაცვის მხარისთვის. არაფერი არ იყო პროცესის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილებებში ისეთი, რომ გამოეაშკარავებინა რაიმე კერძო განწყობილება მომჩივნების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება მეორე საკითხს, ვარაუდი, რომ თავად პროცესის განმხილველ მოსამართლეზე ხორციელდებოდა გამოძიება, დაფუძნებული იყო ჭორზე, და არ შეიძლებოდა დაეკმაყოფილებინა საჩივარი მიუკერძოებულობაზე. რაც შეეხება ბოლო საკითხს – ფაქტი, რომ მოსამართლე უკვე მონაწილეობდა საქმეში, რომელიც ეხებოდა იუკოსის მეორე მთავარ მენეჯერს – სასამართლომ ადრევე ნათელყო, უბრალო ფაქტი, რომ მოსამართლემ უკვე გაასამართლა თანადადანაშაულებული, თავისთავად არ იყო საკმარისი, რომ გაჩენილიყო ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობაზე. სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოებებში ხშირად ჩართულნი იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც უძღვებოდნენ სხვადასხვა სასამართლო პროცესებს, რომლებშიც ბრალი ედებოდათ თანადადანაშაულებულთა გარკვეულ რაოდენობას და სისხლისსამართლებრივ სასამართლოებში მუშაობა შეუძლებელი გახდებოდა, თუ მხოლოდ ამ ფაქტით, მოსამართლის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. თუმცა, საჭირო იყო გამოკვლევა, რომ დადგენილიყო, შეიცავდა თუ არა წინა გადაწყვეტილებები ისეთ დასკვნებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასამართლოში საქმის განხილვამდე გამოიტანა გადაწყვეტილება მომჩივანის ბრალეულობაზე. მოსამართლე მომჩივანის საქმეში იყო პროფესიონალი, a priori მზად, რომ გაეთავისუფლებინა თავი თავისი წინა, სხვა მენეჯერის შესახებ სასამართლო პროცესის გამოცდილებიდან. მენეჯერის საქმეში გადაწყვეტილება არ შეიცავდა ისეთ დასკვნებს, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრა მომჩივანის ბრალეულობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხი მომდევნო პროცედურებში და მოსამართლე არ იყო შებოჭილი თავისი ძველი დასკვნებით, მაგალითად, რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, ან სამართლებრივად ან სხვაგვარად.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
(b) სამართალწარმოების სამართლიანობა
(i) მე–6(1) მუხლი მე–6(3b) მუხლთან კავშირში: დრო და შესაძლებლობანი დაცვის მხარის მოსამზადებლად – მეორე მომჩივანს ჰქონდა რვა თვე და ოცი დღე, რომ შეესწავლა თავისი საქმის ფაილის 41 000-მდე გვერდი, და პირველ მომჩივანს ჰქონდა ხუთი თვე და თვრამეტი დღე, რომ შეესწავლა 55 000-მდე გვერდი. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა დოკუმეტების კომპლექსურობა, საჭიროება, რომ გაკეთებულიყო შენიშვნები, დოკუმენტების შედარება და საქმის ფაილის შესახებ დისკუსია იურისტებთან. მან ასევე მხედველობაში მიიღო საქმის მასალებთან მუშაობის გრაფიკის გაწყვეტები, და არაკომფორტული პირობები, რომლებშიც მომჩივნებს უხდებოდათ მუშაობა (მაგალითად, მათ არ შეეძლოთ ასლების გადაღება ციხეში და თავიანთ საკნებში დოკუმენტების ასლების შენახვა და აკრძალვები ჰქონდათ თავიანთი იურისტებისგან დოკუმენტების ასლების მიღებასთან დაკავშირებით). თუმცა, ბრალდებულისთვის მიცემული დროისა და შესაძლებლობების ადეკვატურობის საკითხი უნდა შეფასებულიყო თითოეულ კერძო საქმეში გარემოებების გათვალისწინებით. მომჩივნები არ იყვნენ ჩვეულებრივი ბრალდებულები: მათ ეხმარებოდა სახელგანთქმული მაღალკვალიფიციური იურისტების გუნდი, ყველა კერძოდ დაქირავებული. თუნდაც მათ არ ჰქონოდათ შესაძლებლობა, შეესწავლათ თითოეული და ყველა დოკუმენტი პირადად საქმის მასალებში, ეს საქმე შეიძლებოდა დაკისრებოდა მათ ადვოკატებს. მნიშნელოვანია ის, რომ მომჩივნები არ იყვნენ შეზღუდულნი თავიანთ იურისტებთან შეხვედრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაში. ადვოკატებს შეეძლოთ გაეკეთებინათ ასლები; მომჩივნებს ნებას რთავდნენ გაეკეთებინათ შენიშვნები საქმის მასალიდან და შეენახათ ჩანაწერები თავისთან. მართლაც, მომჩივნებს, ორივეს ჰქონდათ უნივერსიტეტის ხარისხები, იყვნენ უფროსი აღმასრულებლები რუსეთში ერთერთი უდიდესი ნავთობის კომპანიისა და იცოდნენ საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესის პროცესები, შესაძლოა, იმაზე უკეთესად, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. ამგვარად, იმის მიუხედავად, რომ დაცვის მხარეს მოუხდა რთულ პირობებში მუშაობა წინასასამართლო ეტაპზე, დრო, რომელიც მისცეს დაცვის მხარეს, რომ შეესწავლა საქმის მასალები, არ იყო იმგვარი, რომ გავლენა მოეხდინა მე–6(1) და მე–6(1b) მუხლით გარანტირებული უფლების მთავარ არსზე.
ევროპულმა სასამართლომ შემდგომ განიხილა ის პირობები, რომელშიც დაცვის მხარეს უწევდა მუშაობა პროცესის დროს და სააპელაციო სამართალწარმოების დროს. კერძოდ, ზოგიერთი საკითხის გამო მოსამართლემ გადაწყვიტა გაეძლიერებინა პროცესის მიმდინარეობა და ატარებდა მოსმენებს ყოველდღე. თუმცაღა, მომჩივნებისთვის არ იყო შეუძლებელი, რომ დაკვირვებოდნენ სამართალწარმოებას და დაცვის მხარეს შეეძლო, ეთხოვა გადავადება, როცა საჭირო იქნებოდა.
გასაჩივრების სტადიზე, დაცვის მხარეს ჰქონდა სამ თვეზე მეტი დრო, რომ შეედგინა წერილობითი არგუმენტები და მომზადებულიყო ზეპირი არგუმენტებისთვის. იმის მიუხედავად, რომ დაცვის მხარეს მოუხდა, დაეწყო მომზადება მათი გასაჩივრებისთვის ისე, რომ არ ჰქონდა საქმის ყველა მასალა და მიუხედავად იმისა, რომ იყო ეჭვები სასამართლო ჩანაწერების სიზუსტესთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა, რომ რომელიმე მსგავს უზუსტობას შეეძლო მსჯავრდადება გაეხადა არასანდო. გარდა ამისა, დაცვის მხარემ იცოდა იმ პროცედურული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მიიღეს სასამართლო პროცესისას და იმის შესახებ, თუ რა მასალები იყო დამატებული. მათ ჰქონდათ სასამართლო პროცედურების აუდიო ჩანაწერები და შეეძლოთ, დაყრდობოდნენ მათ გასაჩივრებისთვის მათი პოზიციის მომზადების დროს. იმ სირთულეებმა, რომელიც შეხვდა დაცვის მხარეს სააპელაციო სამართალწარმოების დროს არ იქონია გავლენა სასამართლო პროცესის მთლიან სამართლიანობაზე.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
(ii) მე–6(1) მუხლი მე–6(3c) მუხლთან კავშირში: კონფიდენციალურობა ადვოკატსა და კლიენტს შორის – მომჩივნები დაობდნენ, მათ კონფიდენციალურ კავშიერებს თავიანთ ადვოკატებთან სერიოზულად ეშლებოდა ხელი. ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ ნებისმიერი ჩარევა პრივილეგირებულ მასალაში, და, a fortiori, ამგვარი მასალის გამოყენება სამართალწარმოებაში ბრალდებულის წინააღმდეგ, უნდა ყოფილიყო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და უნდა ყოფილიყო გამართლებული სასწრაფო საჭიროებით და უნდა დაქვემდებარებოდა ყოველთვის უმკაცრეს შესწავლას.
რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს, რომ ერთ-ერთი მათი ადვოკატი გამოიძახა სასამართლოში ბრალდების მხარემ, ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ ადვოკატი, რომელსაც საქმე ეხებოდა, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და მის უარს არ გამოუწვევია რაიმე სახის სანქცია მის წინააღმდეგ. შესაბამისად, წინამდებარე საქმის ამ კერძო გარემოებებში, იურისტ-კლიენტის კონფიდენციალურობა არ დარღვეულა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.
ამის საწინააღმდეგოდ, ადვოკატის ოფისში ჩხრეკის ჩატარებითა და მისგან სამუშაო მასალების ამოღებით, სახელმწიფო წარმომადგენლები განზრახ ჩაერივნენ ადვოკატ–კლიენტის ურთიერთობის საიდუმლოებაში. სასამართლომ ვერ დაინახა რაიმე მყარი მიზეზები ამ ჩარევისა. მთავრობას არ აუხსნია, რა სახის ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდა ადვოკატს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ის გამოძიებისთვის, ან შეიძლებოდა თუ არა მისი მიღება სხვა საშუალებებით. რელევანტურ დროს ადვოკატი არ იყო რაიმე სახის ეჭვის ქვეშ. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მისი ოფისის ჩხრეკას არ ახლდა შესაბამისი პროცედურული დაცვა, როგორც მაგალითად, ცალკე სასამართლოს ბრძანება, როგორც ამას კანონი მოითხოვდა. ჩხრეკა და ამოღება, შესაბამისად, იყო თვითნებური.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს იყო ციხის ადმინისტრაციის პრაქტიკა, წაეკითხათ ყურადღებით ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც გაიცვლებოდა მომჩივნებსა და თავიანთ ადვოკატებს შორის შეხვედრებზე იმ ციხეში, სადაც მომჩივნები იყვნენ დაპატიმრებულები. ამგვარ წაკითხვებს არ ჰქონდა მტკიცე საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ სამართალში, რომელიც ამგვარ სიტუაციებს სპეციფიურად არ არეგულირებდა. გარდა ამისა, ჩანაწერები, პროექტები, მონახაზები, სამოქმედო გეგმები და სხვა მსგავსი დოკუმენტები, რომელიც მომზადებული იყო ადვოკატის მიერ თავის დაკავებულ კლიენტთან შეხვედრისთვის ან შეხვედრის განმავლობაში, იმგვარად იყო განზრახული, რომ პრივილეგირებული მასალა ყოფილიყო. კონფიდენციალურობის ზოგადი პრინციპისგან გამონაკლისი დასაშვები იყო მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ გონივრული მიზეზი, რომ დაეჯერებინათ რომ, პროფესიული პრივილეგია იყო ბოროტად გამოყენებული დოკუმენტის იმ შემადგენლობებში, რომელსაც შეეძლო საფრთხის ქვეშ დაეყენებინა სხვების უშიშროება ან უსაფრთხოება, ან სხვაგვარად იყო სისხლისსამართლებრივი ბუნების. წინამდებარე საქმეში, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთ საწყის საკითხად აიღეს საპირისპირო პრეზუმფცია, სახელდობრ ყველა წერილობითი კომუნიკაცია პატიმარსა და მის ადვოკატს შორის, ეჭვქვეშ იყო დაყენებული. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო რაიმე დადგენილი ფაქტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ან მომჩივნებმა ან ადვოკატებმა ბოროტად გამოიყენეს პროფესიული პრივილეგია, ღონისძიებები, რომლებზეც დავობდნენ, გაგრძელდა ორ წლამდე. კანონის გარემოებების გათვალისწინებით დაცვის მხარის სამუშაო დოკუმენტები ექვემდებარებოდა ყურადღებით წაკითხვას და შეიძლებოდა ჩამორთმეული ყოფილიყო, თუ ციხის წარმომადგენლების მიერ წინასწარ შეუმოწმებლობა იყო გაუმართლებელი, ისევე როგორც მომჩივნების ადვოკატების ჩხრეკა.
საბოლოოდ, რაც შეეხება პირობებს, რომლებშიც მომჩივნებს შეეძლოთ ურთიერთობა ჰქონოდათ თავიანთ ადვოკატებთან სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლო პროცესის მოსამართლემ მოსთხოვა დაცვის მხარის ადვოკატებს, რომ ეჩვენებინათ მისთვის ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც სურდათ, რომ გაეცვალათ მომჩივნებისთვის ციხის ადმინისტრაციის უშიშროების ზომების გათვალისწინებით. მოსამართლე, როცა ის შეამოწმებდა დაცვის მხარის ან მომჩივნების მიერ მომზადებულ პროექტებსა და ჩანაწერებს, შეიძლებოდა გადაწყდომოდა ისეთ ინფორმაციას ან არგუმენტებს, რომელიც დაცვის მხარეს არ სურდა, რომ გაემჟღავნებინა და რომელსაც შეეძლო გავლენა ექონია მის აზრზე საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების შესახებ. ევროპული სასამართლოს აზრით, შეჯიბრებითობის პრინციპის საპირისპირო იქნებოდა, თუ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას მოახდენდა არგუმენტები და ინფორმაცია, რომელიც მხარეებმა არ წარმოადგინეს ან არ განუხილიათ ღია სასამართლო პროცესზე. გარდა ამისა, ზეპირი კონსულტაციები მომჩივნებსა და მათ ადვოკატებს შორის შეიძლებოდა მიყურადებული ყოფილიყო ციხის ოფიცრების მიერ. გადავადებების დროს, ადვოკატებს უხდებოდათ განეხილათ საქმე თავიანთ კლიენტებთან ციხის მცველების ახლო გარემოცვაში. საბოლოოდ, მომჩივნების როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი დოკუმენტების თავიანთ ადვოკატებთან გაცვლების საიდუმლოებას სერიოზულად მიადგა ზიანი სამართალწარმოების დროს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(iii) მე–6(1) მუხლი მე–6(3d) მუხლთან კავშირში: მტკიცებულებების მიღება და გამოკვლევა – რაც შეეხება მომჩივნების საჩივრებს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ბრალდების მხარის მიერ მოწვეული ორი ექსპერტის მიერ, დაუშვეს ისე, რომ მომჩივნებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა აცილება მიეცათ, ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, უპირველესად, რომ ბრალდების მხარის მიერ მიღებული ექსპერტის ანგარიში დაცვის მხარის ჩართვის გარეშე თავისთავად არ წამოწევს საკითხს კონვენციით, თუ დაცვის მხარეს შემდგომში ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეკვლია და შედავებოდა ორივე ანგარიშს და იმ პირთა სანდოობას, ვინც მოამზადა ისინი, სასამართლო პროცესზე პირდაპირი დაკითხვის გზით.
მთავრობის არგუმენტის პასუხად, რომ დაცვის მხარეს არ უჩვენებია, თუ რატომ იყო საჭირო დაეკითხათ ექსპერტ მოწმეები, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაცვის მოწმეების სიტუაციის საპირისპიროდ, ბრალდებულს არ მოეთხოვებოდა, რომ ეჩვენებინა მნიშვნელობა ბრალდების მოწმისა. თუ ბრალდების მხარე გადაწყვეტდა, რომ დაყრდნობოდა კერძო პირის ჩვენებას, როგორც ინფორმაციის რელევანტურ წყაროს და თუ ჩვენება იქნებოდა გამოყენებული პროცესის განმხილველი სასამართლოს მიერ, რომელიც მიემხრობოდა დამნაშავედ ცნობის ვერდიქტს, წამოწევდა პრეზუმფციას, რომ პირადი ყოფნა და დაკითხვა იმ პირისა, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა, იყო საჭირო, თუ ჩვენება არ იქნებოდა აშკარად არარელევანტური ან ზედმეტი. ორი ექსპერტი აშკარად იყვნენ მთავარი მოწმეები, მას შემდეგ რაც მათი დასკვნები იყო მომჩივნების ზოგიერთ მსჯავრში უმთავრესი. დაცვის მხარეს არ მიუღია არანაირი მონაწილეობა ექსპერტების ანგარიშების მომზადებაში და არ ჰქონია შესაძლებლობა, დაესვა კითხვები მათთვის უფრო ადრეულ ეტაპზე. დამატებით, დაცვის მხარემ აუხსნა რაიონულ სასამართლოს, რატომ სჭირდებოდათ მათ ექსპერტების დაკითხვა და რომ არ არსებობდა გამამართლებელი მიზეზები იმისთვის, რომ აერიდებინათ ისინი სასამართლოში მოსვლისგან. თუნდაც თუ არ იქნებოდა ძირითადი შეუსაბამობები ანგარიშში, ექსპერტების დაკითხვას შეიძლება გამოემჟღავნებინა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, მასალის უსაფუძვლობა მათი განხილვისას ან დეფექტები გამოკვლევის მეთოდებში.
მომჩივნები ასევე დაობდნენ სასამართლოს უარზე, რომ მიეღო ექსპერტთა მტკიცებულებები (ორივე, წერილობითი და ზეპირი) შეთავაზებული დაცვის მხარის მიერ, რომ ემსჯელა მასზე სასამართლო პროცესზე. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ პროცესის განმხილველმა სასამართლომ უარი თქვა მიეღო გარკვეულ ექსპერტთა მტკიცებულებები, რადგან მან ისინი ჩათვალა არარელევანტურად და უსარგებლოდ. ამასთან კავშირში, სასამართლომ გაიმეორა, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა არ აკისრებდა ვალდებულებას სასამართლო პროცესის მოსამართლეს, რომ მას მოეთხოვა ექსპერტის მოსაზრებები ან სხვა საგამოძიებო ღონისძიებები უბრალოდ იმიტომ, რომ მხარე ასე თვლიდა, და კითხვის ქვეშ დაყენებული ანგარიშების ბუნების გამოკვლევის შემდეგ, ევროპული სასამართლო მზად იყო, დათანხმებოდა, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც არ დაუშვეს ისინი, იყო მათი რელევანტურობის ნაკლებობა ან უსარგებლობა, რომელიც ექვემდებარებოდა პროცესის განმხილველი სასამართლოს დიკრეციას მისი გადაწყვეტის შესახებ. თუმცა, ორ აუდიტორულ ანგარიშს (Ernst and Young–ისა და Price Waterhouse Coopers–ის მიერ ჩატარებულს) ფაქტობრივად უარი ეთქვათ იმ მიზეზებით, რომელიც დაკავშირებული იყო არა იმასთან, თუ რას შეიცავდა იგი, არამედ მის ფორმასა და წარმოშობასთან. სხვა ექსპერტთა მტკიცებულებებისგან განსხვავებით, რომელიც დაცვის მხარეს უნდოდა, რომ წარმოედგინა, ეს ანგარიშები იყო არასამართლებრივი და შეეხებოდა არსებითად იმავე საკითხებს, რასაც ანგარიშები, მომზადებული ბრალდების მხარის მიერ და შესაბამისად იყო რელევანტური მომჩივნების წინააღმდეგ ბრალდებებში. ამ მტკიცებულების ამორიცხვით, პროცესის განმხილველმა სასამართლომ დაცვის მხარე ჩააყენა არახელსაყრელ პოზიციაში, რადგან ბრალდების მხარეს ჰქონდა უფლება, რომ აერჩია ექსპერტები, ჩამოეყალიბებინა კითხვები და შეექმნა ექსპერტთა ანგარიშები, მაშინ, როცა დაცვის მხარეს არ ჰქონია მსგავსი უფლება. გარდა ამისა, იმისთვის რომ ეფექტურად გაეპროტესტებინა ექსპერტს მოხსენება, დაცვის მხარეს უნდა ჰქონოდა იგივე შესაძლებლობა, რომ წარედგინა თავისი ექსპერტის მტკიცებულება. დაცვის მხარის უმცირესი უფლებაც კი, ეთხოვა მოსამართლისთვის, რომ განხორციელებულიყო სხვა ექპერტის დაკითხვა, არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ერთადერთი არჩევანი, რაც პრაქტიკულად მომჩივნებს ჰქონდათ, რუსული სამართლის მიხედვით იყო „სპეციალისტის“ სასამართლო პროცესზე ზეპირი დაკითხვა, მაგრამ „სპეციალისტს“ ჰქონდა განსხვავებული პროცედურული სტატუსი ვიდრე „ექსპერტს“, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ წვდომა საქმის ძირითად მასალებთან და პროცესის განმხილველი სასამართლო უარს ამბობდა, განეხილა მათი წერილობითი მოსაზრებები. ამგვარ გარემოებებში, გადაწყვეტილებამ, ამოერიცხათ ორი აუდიტორული ანგარიში, შექმნა დისბალანსი დაცვის მხარესა და ბრალდების მხარეს შორის „ექსპერტის მტკიცებულების“ შეგროვებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაირღვა მხარეებს შორის უფლებათა თანასწორობა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე–7 მუხლი
(a) ბრალდების მხარისთვის სავარაუდოდ პროცედურულად ხელის შეშლა – მომჩივნები დაობდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის დადგენილებით, მათ არ უნდა დაკისრებოდათ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა გადასახადებისგან თავის არიდებაში მანამ, სანამ გადასახადებთან დაკავშირებით პასუხიმგებლობა არ დადგინდებოდა ცალკე სამართალწარმოებით. ევროპული სასამართლო არ ეთანხმებოდა, რომ მომჩივნების მიერ ამ დადგენილების გაგება იყო სწორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სავარაუდო „პროცედურულად ხელის შეშლა“ არ გულისხმობდა, რომ ქმედებები, რომლის ჩადენასაც აბრალებდნენ მომჩივნებს, არ იყო განსაზღვრული, როგორც „სისხლისსამართლებრივი დანაშაულები“ როცა ის ჩაიდინეს. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო დარღვეული მე–7 მუხლი.
(b) „გადასახადებისგან თავის არიდების“ კონცეფციის ახალი ინტერპრეტაცია – მომჩივნები დაობდნენ, რომ მათ ზიანი მიადგათ დებულებების (სისხლის სამართლის კოდექსის 198–ე და 199ე მუხლები) სრულიად ახალი და არაპროგნოზირებადი ინტერპრეტაციით, რომლებითაც ისინი დაადანაშაულეს. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ მაშინ როცა ეს დებულებები განსაზღვრავდა გადასახადებისგან თავის არიდებას ძალიან ზოგადი ტერმინებით, თავისთავად ასეთი ფართო დეფინიცია არ წამოწევდა საკითხს მე–7 მუხლის მიხედვით. ეკონომიკური საქმიანობის ფორმები იყო მუდმივ განვითარებაში, და ასევე იყო გადასახადებისგან თავის არიდების მეთოდები. იმისთვის, რომ განესაზღვრათ, შედიოდა თუ არა კერძო ქმედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ გადასახადებისგან თავის არიდებაში, ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ, მოეხმოთ სამართლებრივი კონცეფცია სამართლის სხვა სფეროებიდან. სამართალი ამ სფეროში შეიძლება ყოფილიყო საკმარისად მოქნილი, რომ მორგებოდა ახალ სიტუაციებს, თუ ის არ გახდებოდა არაპროგნოზირებადი. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ სისხლის სამართლოს სფეროში არ იყო ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართალი, რომელიც უშუალოდ იქნებოდა გამოყენებული სატრანსფერო ფასების ჩამოყალიბების მექანიზმებთან და სავარაუდოდ, ყალბი ტრანზაქციებისთვის, რომელიც საქმის მთავარი არსი იყო; ყალბი ტრანზაქციების კონცეფცია ცნობილი იყო რუსული სამართლისთვის და სასამართლოებს ჰქონდათ უფლებამოსილება, გამოეყენებინათ ე.წ. „ფორმის ზედნადების პრიორიტეტის“ წესი და ბათილად ეცნოთ ტრანზაქცია, როგორც ყალბი, სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსების მიხედვით. სასამართლომ გაიმეორა, რომ ის არ მოუწოდებდა, რომ ხელახლა შეფასებულიყო ეროვნული სასამართლოების დასკვნები, თუ ისინი დაფუძნებული იქნებოდა მტკიცებულების გონივრულ შეფასებაზე. წინამდებარე საქმეში, გარკვეული დეფექტების მიუხედავად, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები არ შეიძლება დახასიათდეს, როგორც მართლმსაჯულების აშკარა უარყოფა.
სასამართლო შემდგომ მიუბრუნდა საკითხს, იყო თუ არა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების ძირითადი დასკვნები თვითნებური, ან აშკარად არაგონივრული.
(i) ბრალდებები სისხლის სამართლის კოდექსის 199–ე მუხლის მიხედვით (სავაჭრო კომპანიების ოპერაციები დაბალ საგადასახადო ზონებში და “transfer pricing”–ის ტექნიკა) – გადასახადების მინიმიზაციისთვის ლეგიტიმური მეთოდების არსებობის აღიარებამდე, სასამართლომ შენიშნა, რომ სქემა, რომელიც გამოიყენა იუკოსმა არ იყო სრულიად გამჭვირვალე და ამ სქემის ზოგიერთი ელემენტი შესაძლოა ყოფილიყო გადამწყვეტი გადასახადების შესახებ კომპანიების უფლებების განსაზღვრისათვის დაფარული ხელისუფლების ორგანოებისთვის. მაგალითად, მომჩივნებს არასოდეს შეუტყობინებიათ საგადასახადო ორგანოები მათ ნამდვილ ურთიერთობაზე სავაჭრო კომპანიებთან. სავაჭრო კომპანიების მოგებები ბრუნდებოდა იუკოსში არაპირდაპირ. ყველა ბიზნეს მოქმედება, რომელიც წარმოშობდა მოგებას, ფაქტობრივად ხორციელდებოდა მოსკოვში და არა დაბალ გადასახადიან ზონაში. სავაჭრო კომპანიებს, რომლებიც არსებობდა მხოლოდ ფურცელზე, არ ჰქონდათ რეალური აქტივები ან პერსონალი. გადასახადების მინიმიზაცია იყო ერთადერთი მიზეზი დაბალ გადასახადიან ზონაში სავაჭრო კოპმანიების შექმნისა. ამგვარი ქმედება არ უნდა შედარებოდა bona fide გადასახადის გადამხდელს, რომელმაც დაუშვა ნამდვილი შეცდომა. საბოლოოდ, რთული იყო სასამართლოსთვის, წარმოედგინა, რომ მომჩივნებმა, როგორც იუკოსის უფროსმა აღმასრულებლებმა და თანამფლობელებმა, არ იცოდნენ სქემის შესახებ ან ის, რომ სავაჭრო კომპანიების ფისკალური ანგარიშები არ აირეკლავდა მათი ოპერაციების ნამდვილ ბუნებას. შესაბამისად, მომჩივნების ქმედებები გონივრულად უნდა ყოფილიყო ინტერპრეტირებული, როგორც საგადასახადო ორგანოებისთვის ყალბი ინფორმაციის წარდგენა. შესაბამისად, აღნიშნული შეადგენდა actusreus გადასახადებისგან თავის არიდების დანაშაულს.
(ii) ბრალდებები სისხლის სამართლის კოდექსის 198–ე მუხლით (პირადი საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდება) – იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა პირადი საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდებას, მომჩივნები დაობდნენ, რომ ისინი კონსულტაციას უწევდნენ უცხოურ ფირმებს და გადასახადების ჩამოჭრა, რომელსაც ისინი იღებდნენ, როგორც „ინდივიდუალური მეწარმეები“, იყო ლეგიტიმური. თუმცა, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ ამგვარი მომსახურების შეთანხმებები ფაქტობრივად იყო de facto გადახდები მომჩივნების სამსახურისთვის იუკოსში და რომ მისი შემოერთებული სტრუქტურები, ნორმალურად უნდა ყოფილიყო დასაბეგრი ზოგადი დაბეგვრის რეჟიმის მიხედვით და რომ მომჩივნებმა შეგნებულად მოახდინეს მათი აქტივობების რეალურ ბუნებასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების დეზინფორმირება. ეს დასკვნები არ იყო არაგონივრული ან თვითნებური.
(c) საჩივარი სისხლის სამართლის სავარაუდო გამოუყენებლობის შესახებ – საბოლოოდ, სასამართლო არ დაეთანხმა მომჩივნების არგუმენტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მარცხმა, განეხორციელებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა და/ან მსჯავრის დადება სხვა ბიზნესმენებზე, რომლებიც იყენებდნენ მსგავსი გადასახადის მინიმიზაციის ტექნიკას, ეს ტექნიკა გახადა ლეგიტიმური და გამორიცხა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მანამ სანამ გარკვეულ გარემოებებში ხანგრძლივი ტოლერანტობა გარკვეული ქმედებისა, სხვაგვარად დასჯადი სისხლის სამართლის მიხედვით, შეიძლება გადაზრდილიყო de facto ამ ქმედების დეკრიმინალიზაციაში; საქმე ამაში არ იყო, უწინარესად იმიტომ, რომ ამგვარი ტოლერანტობის მიზეზები არ იყო ნათელი. შესაძლებელი იყო, რომ ხელისუფლების წარმოამდგენლებს უბრალოდ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია ან წყაროები, რომ განეხორციელებინათ სისხლისსამართლებრივი დევნა მომჩივნებზე და/ან სხვა ბიზნესმენებზე, რომლებიც იყენებდნენ ამგვარ სქემებს. საჭირო იყო მოცულობითი სისხლისსამართლებრივი გამოძიება, რათა დაემტკიცებინათ, რომ საგადასახადო ორგანოებისთვის წარდგენილი დოკუმენტები არ აირეკლავდა ბიზნეს ოპერაციების ნამდვილ ბუნებას. საბოლოოდ, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სხვა ბიზნესმენების მიერ გამოყენებული გადასახადის მინიმიზაციის სქემა იყო ორგანიზებული ზუსტად იმ გზით, როგორც ამას იყენებდნენ მომჩივნები. ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება, შესაბამისად, არ შეიძლება ჩათვლილიყო ამგვარი პრაქტიკის შეგნებულ ტოლერანტობად.
დასკვნისთვის, კონვენციის მე–7 მუხლი არ იყო შეუსაბამო სამოსამართლო სამართლის ჩამოყალიბებასთან და კანონგარეშედ არ აცხადებდა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის წესების თანმიმდევრულ გარკვევას თითოეულ საქმეზე სასამართლოს ინტერპეტაციის გზით, თუ შედეგად მიღებული განვითარება იყო შესაბამისი დანაშაულის მთავარ არსთან და შეიძლებოდა გონივრულად წინასწარი განჭვრეტა. მაშინ, როცა მომჩივნები შეიძლებოდა ჩათვლილიყვნენ გადასახადებისგან თავის არიდების კონცეფციის ახალი ინტერპრეტაციის მსხვერპლად, ის იყო დაფუძნებული შიდასახელმწიფოებრივი სამართლის გონივრულ ინტერპრეტაციაზე და შესაბამისი იყო დანაშაულის მთავარ არსთან.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
მე–8 მუხლი: მომჩივნები დაობდნენ, რომ მათი გადაყვანა ისეთ სასჯელაღსრულებით კოლონიებში, რომლებიც მდებარეობდა მათი სახლებიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, შეუძლებელს ხდიდა მათთვის ენახათ თავიანთი ოჯახები. სასამართლო დაეთანხმა, რომ გასაჩივრებული სიტუაცია მოიცავდა მომჩივნების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას და მზად იყო დათანხმებოდა, რომ ჩარევა იყო კანონიერი და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, რათა აეცილებინათ თავიდან არეულობა და დანაშაული და დაეცვათ სხვების უფლებები და თავისუფლებები.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში, სასამართლომ შენიშნა უპირველესად, რომ რუსეთი სასჯელების აღსრულების კოდექსში (Russian Code of Execution of Sentences) მითითებული მუხლის მიხედვით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ბრალდებულების გადაყვანა უახლოესი რეგიონის ციხეში (მაგრამ არა ათასობით კილომეტრის მოშორებით) თუ ის ციხე, სადაც იმყოფებოდა, გადატვრითული იყო, ეს წესი არ იყო დაცული მომჩივნების საქმეში. რთულად დასაჯერებელი იყო, რომ არ იყო თავისუფალი ადგილები მომჩივნებისთვის მოსკოვთან ახლომდებარე ბევრი კოლონიიდან რომელიმეში მაინც. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პატიმრების გადაყვანა არ უნდა დარჩეს მთლიანად ადმინისტრაციული ორგანოების დიკრეციაში და რომ მსჯავრდებულების ინტერესები, სულ მცირე ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ შენარჩუნდეს ოჯახთან კავშირი და სოციალური კავშირები. მსჯავრდებულების სასჯელაღსრულებით კოლონიებს შორის გადაყვანის აშკარა და განჭვრეტადი მეთოდების არარსებობისას, სისტემამ ვერ შეძლო წარმოედგინა სამართლებრივი დაცვის ღონისძიება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ და მიიყვანა ისეთ შედეგებამდე, რაც იყო შეუსაბამო მომჩივნების პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
პირველი ოქმის პირველი მუხლი: პირველი აპლიკანტი ჩიოდა, რომ მას შემდეგ რაც ბრალი დასდეს კორპორაციული გადასახადების დამალვაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას დააკისრა ზარალის ანაზღაურება ისეთი ოდენობით, რაც აჭარბებდა „იუკოსის“ წინააღმდეგ შეტანილ შაჩივრებში მითითებულ თანხებს. სასამართლომ დაადგინა, უპირველესად, რომ პირველი მომჩივნის ვალდებულება, გადაეხადა გარკვეული გადაუხდელი გადასახადები, შეიძლება მიჩნეულიყო ჩარევად მის მფლობელობაში, რომელიც ექცეოდა პირველი ოქმის პირველი მუხლის მოქმედებაში.
თუმცაღა, სასამართლოსთვის აღარ იყო საჭირო ცალკე პირველი მომჩივნის საჩივრის განხილვა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ მას ორჯერ დააკისრა იმავე რაოდენობის გადაუხდელი კორპორატიული გადასახადები, ვინაიდან ნებიმიერ შემთხვევაში, ჩარევას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი. სასამართლო დაეთანხმა, რომ როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია გამოყენებულია თავისი მეპატრონეების და მენეჯერების მიერ, უბრალოდ, როგორც ფასადი თაღლითური ქმედებებისთვის, ჩარევა კორპორატიულ საიდუმლოებაში/საკუთრებაში შეიძლება იყოს პრობლემის სათანადო გადაჭრა, რათა დაცული იყოს მისი კრედიტორების უფლებები, მათ შორის, სახელმწიფოსიც. თუმცა, უნდა არსებობდეს ნათლად განსაზღვრული წესები, რომლებიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს მოიქცეს ამგვარად, თუ ჩარევა არ არის თვითნებური. არც რუსეთის საგადასახადო კოდექსი (Russian Tax Code) და არც სამოქალაქო კოდექსი (Civil Code) არ იძლეოდა ნებას, რომ კომპანიის საგადასახადო ვალები დაფარულიყო მისი მენეჯერებისგან. გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოები განმეორებით კანონის ინტერპრეტირებას ახდენდნენ ისე, რომ პასუხიმგებლობას კომპანიის გადაუხდელი გადასახადებისთვის აკისრებდნენ კომპანიის აღმასრულებლებს. საბოლოოდ, პროცესის განმხილველი სასამართლოს დასკვნები სამოქალაქო საჩივართან დაკავშირებით იყო ძალიან მოკლე და არ შეიცავდა შიდასახელმწიფოებრივი სამართლის გამოყენებად დებულებებთან მიმართებას ან ზიანის ანაზღაურების რაიმე მისახვედრ გამოთვლას, თითქოს ეს არ იყო მნიშვნელოვანი საკითხი. დასკვნისთვის, არც თავდაპირველი კანონმდებლობა, რომელიც მაშინ იყო ძალაში და არც პრეცედენტები, არ იძლეოდა უფლებას, რომ კომპანიის აღმასრულებლებს დაკისრებოდათ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხიმგებლობა კომპანიის გადაუხდელ გადასახადებთან დაკავშირებით. ზარალის ანაზღაურების გადაცემა სახელმწიფოს სასარგებლოდ შესაბამისად იყო თვითნებური.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე–18 მუხლი (ბრალდების სავარაუდო პოლიტიკური მოტივაცია): სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენციის მთლიანი სტრუქტურა ეფუძნება ზოგად ვარაუდს, რომ საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლები წევრ სახელმწიფოებში მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად. თუმცა, უარყოფილი თეორიაში, ეს ვარაუდი რთულია გადალახო პრაქტიკაში: მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი უფლებები და თავისუფლებები იყო შეზღუდული არასწორი მიზეზით, რამაც აჩვენა დამაჯერებლად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების რეალური მიზანი არ იყო იგივე, რაც საჯაროდ გამოაცხადეს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ძალიან მომთხოვნი მტკიცების სტანდარტი ამგვარი განცხადებებისთვის.
ეს სტანდარტი არ შესრულდა მომჩივნის საქმეში. მანამ სანამ მის შესახებ გარემოებები შეიძლება ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც მომჩივნის სარჩელის მხარდაჭერა, რომელიც ეხებოდა შეუსაბამო მოტივს, არ არსებობდა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ამგვარი მოტივისა. სასამართლო მზად იყო დათანხმებოდა, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ თავიანთი მიზეზები, რის გამოც შეეძლოთ ბიძგი მიეცათ მომჩივნების სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. თუმცაღა, ეს არ იყო საკმარისი იმ დასკვნისთვის, რომ მომჩივნები არ შეიძლებოდა დაედანაშაულებინათ სხვაგვარად. საბოლოო ანგარიშში, მათ წინააღმდეგ არც ერთი ბრალდება, არ ეხებოდა მათ პოლიტიკურ საქმიანობას. „შეუსაბამო მოტივაციის“ ელემენტებმა, რომელიც არსებობდა წინამდებარე საქმეში, არ გაუხდია არალეგიტიმური მომჩივნების ბრალდება დასაწყისიდან დასასრულამდე: ფაქტად მაინც დარჩა, რომ მომჩივნების წინააღმდეგ არსებული ბრალდებები საერთო სისსხლისსამართლებრივ დანაშაულზე, როგორიცაა გადასახადებისგან თავის არიდება და თაღლითობა, იყო სერიოზული, რომ მათ წინააღმდეგ საქმეს ჰქონდა „ჯანმრთელი ბირთვი“ (“healthy core”), და ისიც კი, რომ არსებობდა შერეული განზრახვა მათი ბრალდების უკან, რამაც მათ არ მისცა იმუნიტეტი ბრალდებებისთვის პასუხისგაცემასთან დაკავშირებით.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 34: პირველი მომჩივანი შემდგომ დავობდა, რომ იმისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ ევროპულ სასამართლოში ჩივილი, ხელისუფლების წარმომადგენლები აწუხებდნენ მის ადვოკატებს.
სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანი განსხვავება იყო პირველი მომჩივნის განცხადებებს მე–18 მუხლის მიხედვით და 34–ე მუხლის მიხედვით. იმდენად, რამდენადაც მისი სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო პროცესი ინტერესს იწვევდა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიზნები, მიეყვანათ მომჩივანი სასამართლო პროცესზე და მსჯავრი დაედოთ მისთვის, იყო აშკარა და არ მოითხოვდა შემდგომ ახსნებს. ამის საპირისპიროდ, დისციპლინური და სხვა ღონისძიებების მიზნები, რომელიც მიემართებოდა მისი ადვოკატების წინააღმდეგ, შორს იყო სიცხადისგან. სასამართლომ სპეციალურად მოიწვია მთავრობა, რათა მათ აეხსნათ მიზეზები საადვოკატო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართალწარმოებაზე, უჩვეულო საგადასახადო აუდიტისა და პირველი მომჩივნის უცხოელი ადვოკატებისთვის ვიზის მიუცემლობის შესახებ, მაგრამ მთავრობა დუმდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარ გარემოებებში ბუნებრივი იყო ვარაუდი, რომ ღონისძიებები, პირდაპირ მიმართული პირველი მომჩივნის ადვოკატების მიმართ, დაკავშირებული იყო მის საქმესთან ევროპულ სასამართლოში. დასკვნისთვის, ღონისძიებები რომლებზეც დაობდნენ, იყო თავდაპირველად მიმართული, თუნდაც არა განსაკუთრებით, ადვოკატების დაშინებისკენ, რომლებიც მუშაობდნენ პირველი მომჩივნის საქმეზე ევროპული სასამართლოს წინაშე წარსადგენად. თუმცა რთული იყო განსაზღვრულიყო ამ ზომების გავლენა მის შესაძლებლობებზე, მოემზადებინა და ედავა საქმეზე, იმ ღონისძიებების ეფექტის გაზომვა, თუმცა ის არ იყო უმნიშვნელო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევა მეორე მომჩივანთან დაკავშირებით, რომ ის, სასამართლო პროცესზე იყო რკინის საკანში და არ დაუდგენია დარღვევა ამ დებულებისა იმ ციხეში მისი დაკავების პირობებთან დაკავშირებით; კონვენციის მე–5(3) მუხლის დარღვევა მეორე მომჩივნის წინასასამართლო დაკავების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და მე–5(4) მუხლის დარღვევა მისი დაკავების შესახებ გადახედვის გადადებების გამო.
მუხლი 41: 10,000 ევრო პირველ მომჩივანს, როგორც არამატერიალური ზიანი; მეორე მომჩივნის საჩივრებს მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მთლიანად უარი ეთქვა.
(იხილეთ ასევე Khodorkovskiy v. Russia, 5829/04, 31 მაისი 2011, საინფორმაციო ბუკლეტი 141; და OAO NeftyanayaKompaniyaYukos v. Russia, 14902/04, 20 სექტემბერი 2011, საინფორმაციო ბუკლეტი 144)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy