Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC
კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ
KIKABIDZE v. GEORGIA
(საჩივარი N57642/12)
გადაწყვეტილება
16 ნოემბერი 2021
ფაქტები
წინამდებარე საქმე ეხება მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის სამართალწარმოების სავარაუდო არასამართლიანობას.
კონვენციის მე-6 მუხლის §§ 1 და მე-3 (ბ) და (დ) პუნქტების საფუძველზე, სავარაუდო არაადეკვატური დრო და რესურსი, რომელიც გამოყოფილი იყო მისი დაცვის მოსამზადებლად; მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით პროცედურების სავარაუდო არასამართლიანობა; და მისი საჩივრის დაუშვებლად უარყოფის გადაწყვეტილებაში დასაბუთების არარსებობა.
2004 წლის 7 სექტემბერს პატიმარი ნ.მ. იპოვეს გარდაცვლილი საკანში, სადაც სამოცდაათზე მეტი პატიმარი იყო. წინასწარი გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, მაგრამ შეწყდა 2004 წლის 1 ოქტომბერს, დადგინდა, რომ ნ.მ-მ თავი მოიკლა.
მომჩივანი დავობდა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე დაგვიანებული ხელმისაწვდომობის გამო, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად. მან ასევე განაცხადა, რომ სხდომის თავმჯდომარემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და რომ სააპელაციო სასამართლოს უარი მისი საჩივრის დაშვებაზე იურიდიულ საკითხებზე იყო დაუსაბუთებელი. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის §§ 1 და მე-3 (ბ) და (დ) პუნქტებს.
სასამართლოს შეფასება
39. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საჩივარი არსებითად წარმოშობს განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ (i) სავარაუდო არასაკმარისი დრო და საშუალებები თავდაცვის მოსამზადებლად, (ii) დაცვის მხარის მიერ გამოსაძახებელ მოწმეთა სიის დაუშვებლობის პრობლემა; და (iii) სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის საკმარისი საფუძვლების არარსებობა. ვინაიდან მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები განიხილება როგორც მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული ასპექტები, ევროპული სასამართლო განიხილავს თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხს ორივე დებულების ჭრილში (იხ., სხვებთან ერთად Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, § 100, ECHR 2015, and Idalov v. Russia [GC], no. 5826/03, § 169, 22 May 2012).
(ა) სავარაუდო არასაკმარისი დრო და საშუალებები თავდაცვის მოსამზადებლად
(i) ზოგადი პრინციპები
40. მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფრო ფართო კონცეფციის ერთ-ერთი მახასიათებელი, თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას არახელსაყრელ პირობებში არ აყენებს მოწინააღმდეგე მხარესთან. ამ კონტექსტში, მნიშვნელობა ენიჭება როგორც გამოცხადებას ასევე, მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულებისადმი მომატებულ მგრძნობელობას (იხ., სხვა საკითხებთან ერთად Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 140, ECHR 2005‑IV; see also Bulut v. Austria, 22 February 1996, Reports of Judgments and Decisions 1996-II, p. 359, § 47, and Moiseyev v. Russia, no. 62936/00, § 203, 9 October 2008).
41. შეჯიბრებითი სამართალწარმოების უფლება ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ბრალდების მხარეს ასევე, დაცვის მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცოდნენ და კომენტარი გააკეთონ მეორე მხარის მიერ წარდგენილ მასალებსა და მტკიცებულებებზე. არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ეროვნული კანონმდებლობა შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას. თუმცა, რა მეთოდიც არ უნდა იყოს არჩეული, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მეორე მხარე ინფორმირებული იყოს, რომ მასალები წარდგენილია და მას რეალურად აქვს კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა (იხ. Murtazaliyeva v. Russia [GC], no. 36658/05, § 91, 18 December 2018; იხ. ასევე Zahirović v. Croatia, no. 58590/11, § 42, 25 April 2013).
42. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს საქმის მასალების ხელმისაწვდომობის უფლებას. სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ საქმის მასალებზე შეუზღუდავი წვდომა და ნებისმიერი შენიშვნის შეუზღუდავი გამოყენება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ასლების მოპოვების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი გარანტიაა. ასეთი ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას (იხ. Beraru v. Romania, no. 40107/04, § 70, 18 March 2014). ამ კონტექსტში, მნიშვნელობა ენიჭება როგორც გამოცხადებას ასევე, მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულებისადმი მომატებულ მგრძნობელობას. დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა მოითხოვს, რომ ბრალდებულის ან მისი ადვოკატის მიერ სასამართლოში არსებულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა ხელს არ უნდა უშლიდეს მტკიცებულებების ხელმისაწვდომობას ბრალდებულისთვის სასამართლო პროცესის დაწყებამდე და ბრალდებულს საშუალება უნდა მიეცეს, ზეპირი წარდგინებების დროს, გააკეთოს მათზე კომენტარები ადოკატის მეშვეობით (იხ. Öcalan, § 140).
43. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი გულისხმობს, რომ ბრალდებულის სახელით არსებული დაცვის განხორციელება შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, რაც „აუცილებელია“ სასამართლოს მთავარი სხდომის მოსამზადებლად. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი დაცვა მოამზადოს სათანადოდ და ყველა შესაბამისი დაცვის არგუმენტის სასამართლოს წინაშე წარდგენის შეზღუდვის გარეშე და ამით მოახდინოს ზეგავლენა საქმისწარმოების შედეგზე (იხ. Connolly v. the United Kingdom (dec.), no. 27245/95, 26 June 1996; Mayzit v. Russia, no. 63378/00, § 78, 20 January 2005, and Moiseyev v. Russia, no. 62936/00, § 220, 9 October 2008). იმის შეფასებისას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ადეკვატური დრო დაცვის მოსამზადებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქმის ხასიათს ასევე, საქმის სირთულეს და პროცესის სტადიას (იხ. Albert and Le Compte v. Belgium, 10 February 1983, § 41, Series A no. 58, and Gregačević v. Croatia, no. 58331/09, § 51, 10 July 2012).
44. ბრალდებულისთვის მინიჭებული დროისა და საშუალებების ადეკვატურობის საკითხი უნდა შეფასდეს თითოეული კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Iglin v. Ukraine, no. 39908/05, § 65, 12 January 2012).
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება მიმდინარე საქმის გარემოებებზე
45. მომჩივანი დავობდა, რომ მას დაგვიანებით ჰქონდა შესაძლებლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე ხელმისაწვდომობაზე, რამაც განაპირობა ის, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა განიმარტოს იურიდიული დახმარების ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული გარემოებები და მისი როლი მომჩივნის კერძო ადვოკატებთან ერთად; ამის გაკეთებისას, იგი იხელმძღვანელებს სასამართლოს პრაქტიკით იურიდიულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით „არჩევანზე უარი თქმის“ შესახებ (იხ., Dvorski v. Croatia [GC], no. 25703/11, §§ 81-82, ECHR 2015).
46. დასაწყისისთვის, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს, როგორც ბრალდებული იურიდიული დახმარების ადვოკატის თანდასწრებით ოფიციალურად დაკითხვისას, მომჩივანმა ხელი მოაწერა შესაბამის ექსპერტიზის დასკვნას და გააკეთა ჩანაწერი, რომელშიც მითითებულია მისი თანხმობა კონკრეტული ადვოკატის წარმომადგენლობაზე. იმ დროისთვის, მომჩივანი უკვე ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ უფლება ჰქონდა საკუთარი არჩევანით დაენიშნა ადვოკატი. 2011 წლის 12 ოქტომბერს მომჩივნის იურიდიული დახმარების ადვოკატს გადაეცა მომჩივნის წინააღმდეგ მტკიცებულებათა სია და შესაბამისი მტკიცებულებების ასლები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იმავე დღეს, 13 საათზე, მომჩივანმა დანიშნა კერძო ადვოკატი გ.ჩ.. 2011 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა წინასწარი პატიმრობის შესახებ სხომა, რომელზეც მომჩივანს წარმოადგენდა იურიდიული დახმარების ადვოკატი კერძო ადვოკატთან ერთად. მოსმენის დროს მომჩივანს არცერთ მომენტში არ გამოუთქვამს სურვილი, შეეცვალა ან მოეხსნა იურიდიული დახმარების ადვოკატი. ის არც იმას ამტკიცებდა, რომ ეს უკანასკნელი ვერ წარმოადგენდა მის ინტერესებს ეფექტურად. ეს საკითხი გულდასმით შეაფასა მოსამართლემ მომჩივნის სისხლის სამართლის წინასასამართლო სხდომის დროს. ასეთ გარემოებებში, სტრასბურგის სასამრთლო ვერ ხედავს რაიმე საკითხს რომელიც წარმოიქმნება მომჩივნის იურიდიულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების საწყის ეტაპთან მიმართებით (იხ. Almaši v. Serbia, no. 21388/15, §§ 112-13, 8 October 2019; contrast Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11 and 35839/11, §§ 85‑86, 27 February 2020). შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ იურიდიული დახმარების ადვოკატისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების და ბრალდების მხარის მტკიცებულებების სიის გადაცემით, ბრალდების მხარე ერთგვარად თვითნებურად მოქმედებდა ან მიზნად ისახავდა დაცვის მხარისათვის ხელის შეშლას.
47. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განცხადებით, მომჩივნის ადვოკატებმა ვერ დაასაბუთეს თავიანთი განცხადება, რომ პროკურატრამ ხელი შეუშალა მათ საქმის მასალებთან წვდომაზე.
სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ გააჩნია საფუძველი, რომ არ დაეთანხმოს მოსამართლის ზემოაღნიშნულ დასკვნას. უფრო მეტიც, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ იგი არ ენდობოდა იურიდიულლი დახმარების ავოკატს, მას არასდროს გაუხმაურებია მსგავსი ბრალდებები ადგილობრივ დონეზე. შეაბამისად, ევროპული სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის ბრალდება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ უარყო მისი უფლება საქმის მასალებზე წვდომის შესახებ 2011 წლის 21 ოქტომბერი - 3 ნოემბრის პერიოდში, კვლად რჩება დაუმტკიცებელი.
48. რაც შეეხება 2011 წლის 3-დან 8 ნოემბრამდე პერიოდს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს იმის ახსნა თუ რატომ არ იყო შესაძლებელი პროკურორისთვის დაუყონებლივ ემოქმედა კერძო ადვოკატების 2011 წლის 3 და 4 ნოემბრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფი, დაცვის მხარის მოთხოვნით, გარანტიას იძლევა „დაუყონებლივ“ ხელმისაწვდომობას ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე „სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.“ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შესაბამისი ადმინისტრაციული ნაბიჯების გადადგმას გარკვეული დრო მაინც დასჭირდეს, პროკურატურას, წინასასამართლო სხდომის მოახლოებასთან ერთად, ათი დღის განმავლობაში უნდა გამოეჩინა მეტი მონდომება, რათა ხელი არ შეეშალა მომჩივნის მიერ მისი დაცვის მომზადებაში. იურიდიული დახმარების ადვოკატის ხელმისაწვდომობა მტკიცებულებებზე გამოძიების საწყის ეტაპზე არანაირ გავლენას არ ახდენდა ბრალდების მხარის უწყვეტ ვალდებულებაზე სსსკ-ის 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაუშვას დაცვის მხარეს საქმის მასალებზე წვდომა. მართლაც, ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ მათი მოთხოვნით, საბოლოოდ გადასცა დაცვის მხარეს საქმის მასალების ასლები, გულისხმობდა, რომ ისინი არ აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ვალდებულების ბუნებას, რომ ემოქმედათ დაცვის მხარის მოთხოვნით.
49. ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასასამრთლო სხდომის მოსამართლემ არ დააკონკრეტა ზემოაღნიშნული ეროვნული კანონმდებლობის დებულებით გათვალისწინებულ „დაუყონებლივობის“ მოთხოვნა და უპასუხოდ დატოვა მომჩივნის შესაბამისი არგუმენტი. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქმის მასალების ეფექტური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი შეფასებისას თუ როგორ იქნა გამოყენებული მხარეთა თანასწორობის პრინციპი. წინამდებარე საქმეში, პროკურატურას არ ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება სსსკ-ის 83-ე მუხლის მიხედვით, საკუთარი ინიციატივით გაეზიარებინდა მტკიცებულებები დაცვის მხარისთვის, წინასასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე. თუმცა, განსაზღვრული ხუთდღიანი ვადა საკმაოდ მოკლეა და დაცვის მხარის მიერ ამ ვადის გასვლის შემდეგ რაიმე მტკიცებულების წარდგენით, თუ სრულად არ იყო შეფერხებული, თავმჯდომარე მოსამართლეს ევალებოდა დარწმუნებულიყო, რომ ბრალდების მხარე მოქმედებდა ოპერატიულად და გულმოდგინედ, საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დაცვის მხარის მოთხოვნით, სსკ-ის 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. თავის მსჯელობაში, თავმჯდომარე მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივნის იურიდიული დახმარების ადვოკატს მიეცა საქმის მასალებზე წვდომის უფლება უკვე 2011 წლის 12 ოქტომბერს, ანუ წინასასამართლო სხდომამდე ერთი თვით ადრე, და რომ დაცვის მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ პროკურატურის ორგანოებმა 2011 წლის 21 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში უარი უთხრეს საქმის მასალებზე წვდომის უფლებაზე. თუმცა, იურიდიული დახმარების ადვოკატი არ იყო ჩართული მომჩივნის წარმომადგენლობაში წინასასამართლო სხდომის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის იურიდიული დახმარების ადვოკატსა და კერძო იურისტებს შორის თანამშრომლობის და გულმოდგინების ნაკლებობა თავისთავად ვერ ათავისუფლებს სახელმწიფოს და მის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობისგან, რომ იმოქმედონ გულმოდგინედ. ამ კუთხით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ თავმჯდომარე მოსამართლეს უნდა ეზრუნველყო, რომ ნაფიც საჯულთა სასამართლოსთვის მომზადების დროს დაცვის მხარის სავარაუდო სირთულეები არ ყოფილიყო ისეთი, რომ გავლენა ექონია მომჩივნის უფლებების არსზე კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. Öcalan, cited above, § 147; see also OAO Neftyanaya Kompaniya Yukos v. Russia, no. 14902/04, §§ 540, 20 September 2011; see also the Joint Opinion of the ODIHR and the CoE, as cited in paragraph 25 above). მთლიანობაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე დაგვიანებული ხელმისაწვდომობა სწორედ ის იყო რასაც მომჩივნის ადვოკატები ეყრდნობოდნენ. გარდა ამისა, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, 2010 წლის რეფორმების ერთ-ერთი დასახული მიზანი იყო თავდაცვის უფლებების გაძლიერება.
50. რომ შევაჯამოთ, კუმულაციურად, საქმისწარმოების ბუნებისა და ციხეში მკვლელობის თითქმის ათწლეულის წინანდელი საქმის სირთულის გათვალისწინებით, და ასევე, მოვლენების თანმიმდევრობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას მისცემდა ეფექტურად მოემზადებინა საკუთარი დაცვა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
ბ. სავარაუდო უკანონო და თვითნებური უარი დაცვის მტკიცებულების მიღებაზე
i. ზოგადი პრინციპები
51. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით მტკიცებულების დასაშვებობა არის უპირატესად ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანი და სასამართლოს ამოცანა არ არის გადაწყვიტოს მოწმეთა განცხადებები სათანადოდ იყო თუ არა მიღებული მტკიცებულებად, არამედ მისი ამოცანაა დაადგინოს სამართალწარმოება მთლიანად, მათ შორის, მტკიცებულების მიღების წესი იყო თუ არა სამართლიანი (იხ. სხვა ბევრ ავტორიტეტს შორის , Van Mechelen and Others v. the Netherlands, 23 April 1997, § 50, Reports 1997-III, and Perna v. Italy [GC], no. 48898/99, § 29, ECHR 2003-V). კონვენციის მუხლი 6 § 3 (დ) არ ითხოვს ბრალდებულის სასარგებლოდ ყველა მოწმის დასწრებასა და დაკითხვას, ამ დებულების არსებითი მიზანია, როგორც არის მითითებული სიტყვებით ‘‘იმავე პირობების მიხედვით’’ , უზრუნველყოს მხარეთა სრული თანასწორობა საკითხის განხილვისას (იხ. Engel and Others v. the Netherlands, 8 June 1976, § 91, Series A no. 22; Vidal v. Belgium, 22 April 1992, § 33, Series A no. 235-B; and Murtazaliyeva, იხ. ზემოთ, § 139).
52. საქმეში Murtazaliyeva v. Russia [GC] (§ 158) სასამართლომ მოახდინა სამსაფეხურიანი ტესტის ფორმულირება იმის შესაფასებლად მე-6 § 3(დ) მუხლით მოცემული დაცვისთვის მოწმის გამოძახების უფლება დაცული იყო თუ არა: (1) იყო თუ არა მოწმის დაკითხვის მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებული და ბრალდების საგნის რელევანტური; 2) ეროვნულმა სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს თუ არა ჩვენების რელევანტურობა და დაასაბუთეს თუ არა თავიანთი გადაწყვეტილება პროცესზე მოწმის დაკითხვის უართან დაკავშირებით და 3) სასამართლოთა უარმა ხელყო თუ არა სამართალწარმოების მთლიანი სასამართლიანობა.
53. პირველ ელემენტთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელია შემოწმდეს მოწმის ჩვენება იყო თუ არა ისეთი, რომ გავლენა მოეხდინა სამართალწარმოების შედეგზე ან მოსალოდნელი იყო თუ არა მისგან დაცვის პოზიციის გაძლიერება. მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებული დაცვის მხარის მოტივების დასაბუთების საკმარისობა დამოკიდებული იქნება მოცემული საქმის გარემოებების შეფასებაზე, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებად დებულებებზე, სამართალწარმოების განვითარებაზე და ეტაპზე, მხარეთა დასაბუთების მიმართულებაზე და სტრატეგიაზე და მათ საპროცესო მოქმედებაზე (იქვე, §§ 160-61).
54. რაც შეეხება ტესტის მეორე ელემენტს, სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად ჩვენების რელევანტურობა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დასაბუთების საკმარისობა საქმის გარემოებებთან ერთად განსაზღვრავს ეროვნული სასამართლოების მიერ მოწმის დასწრების და დაკითხვის უზრუნველყოფის საჭიროების შეფასების ფარგლებსა და დეტალურობის ხარისხს. შესაბამისად, თუ არის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები ძლიერი და წონადი, უფრო დეტალური უნდა იყოს შემოწმება და უფრო დამაჯერებელი ეროვნული სასამართლოების დასაბუთება თუ ისინი გადაწყვეტენ უარი უთხრან დაცვის მხარეს მოწმის დაკითხვაზე (იქვე., § 166).
55. რაც შეეხება მთლიანი სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასებას, როგორც მესამე ელემენტს, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი პროცესის მოთხოვნებთან შესაბამისობა შემოწმებულ უნდა იქნეს თითოეულ საქმეში მთლიანი პროცესის მსვლელობის განვითარების გათვალისწინებით და არა ცალკე ასპექტის ან შემთხვევის გათვალისწინების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, ტესტის პირველი ორი საფეხურის მიხედვით გამოტანილი დასკვნები ზოგადად, მტკიცედ მიუთითებს იმაზე, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ განსაზღვრულ, აღიარებულ გამონაკლის შემთხვევებში სამართლიანობასთან დაკავშირებულმა მოსაზრებებმა შეიძლება მოგვცეს საპირისპირო დასკვნები (იქვე, §§ 167-68).
ii ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემული საქმის გარემოებებთან
56. მოცემულ საქმეში მომჩივნის მოთხოვნა რათა მიეღოთ მტკიცებულებად დაცვის მხარის მოწმეთა სია უარყოფილ იქნა საპროცესო საფუძვლებით. თავმჯომარე მოსამართლემ დაასკვნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (CCP) მუხლი 83 § 6-ის საფუძველზე, რომ სია წარმოდგენილ იქნა წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს ხუთი დღის ვადის დარღვევით და არ მიიღო მომჩივნის არგუმენტი, რომ ეს იყო გამოწვეული იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყოვნეს მის მიერ საქმის მასალებზე წვდომა. საკუთარი დასკვნების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლის ნახსენები გადაწყვეტილება იყო ეროვნული სამართლის ზედმეტად ფორმალური და შეზღუდული გამოყენების შედეგი მომჩივნის საზიანოდ.
57. მას არ შეუძლია ყურადღების მიღმა დატოვოს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარმართულ მომჩივნის წინააღმდეგ საქმეში, დაცვის მხარის არც ერთი მოწმე არ დაკითხულა. საქმეთა ასეთი მდგომარეობა შემაშფოთებლად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმის საგნის ბუნებიდან გამომდინარე, დამამძიმებელ მკვლელობაზე, რომელიც ჩადენილია ციხეში სამოცდაათი პატიმარის თანდასწრებით, მოწმეების გარდა სხვა მტკიცებულებების არარსებობისა, და იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვიტა. ამგვარად კონვენციის სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნების თვალთახედვიდან და მომჩივნის უფლებიდან ‘‘მიიღოს თავის მოწმეთა დასწრება და დაკითხვა იმავე პირობებში რაც მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთათვის არის გათვალისწინებული’’, რაც გარანტირებულია მე-6 §§ 1 და 3 (d) მუხლით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ყველა მოწმის გამორიცხვა უნდა ყოფილიყო დასაბუთებული უფრო წონადი არგუმენტებით ვიდრე მომჩივნის მიერ საპროცესო ვადების მოთხოვნებთან შესაბამისობაა.
სასამართლო ამ მხრივ აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, განსაკუთრებით 84-ე მუხლი-შესაბამის დროს მოქმედი-უზრუნველყოფდა დაცვის უფლების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების დაშვებას, მაშინაც კი თუ ბრალდების მხარესთან მტკიცებულებების გაცვლა არ განხორციელებულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83 § 6-ე მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 23 ზემოთ). სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ დაცვის მხარის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლების გამოყენება დამოკიდებული იყო დამაჯერებელ არგუმენტებზე, რომლებსაც შეეძლოთ გაემართლებინათ დაცვის მხარის მიერ დაყოვნება. წინასასამრთლო სხდომის განმავლობაში მოსამართლემ ამგვარად მიუთითა დამაჯერებელი მტკიცებულებების ნაკლებობაზე რომელიც გაამართლებდა დაყოვნებას (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ წარმოადგინა ორი პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მათი არგუმენტის მხარდასაჭერად. ამ გადაწყვეტილებების ყურადღებით წაკითხვამ (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ) და ასევე თავად დებულების, სასამართლო არ მიიყვანა იგივე დასკვნებამდე. ერთადერთი წინაპირობა დაცვის საგამონაკლისო უფლების გამოყენებისთვის, სისხლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის ფორმულირების თანახმად, რომელიც მოქმედებდა შესაბამის დროს, იყო მტკიცებულების მნიშვნელობა საქმისთვის (შეადარა და განასხვავე საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლთან, მითთებულია 23 პარაგრაფში ზემოთ, რომელიც ეხებოდა არსებითი განხილვის შემდგომ მტკიცებულების წარდგენას და ითხოვდა შესაბამისი მხარის მიერ მტკიცებულებების ადრე წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთებას). სახელმიწფომ ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარედგინა უზენაესი სასამართლოს რელევანტური სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის გაკეთება მოსთხოვეს. როცა სასამართლოს დასადგენი არ არის ეროვნული სამართლის სწორი ინტერპრეტაცია, სახელმწიფომ ვერ შეძლო იმის დასაბუთება, რომ სამართლებრივად მომჩივნის მიერ გამოძახებულ მოწმეთა დაკითხვა შეუძლებელი იყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა და მისმა ადვოკატებმა ვერ შეძლეს საკმარისად გამოხატულად და დასაბუთებულად მოეთხოვათ საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით განსაზღვრული დაცვის საგამონაკლისო უფლების გამოყენება. მიუხედავად ამისა, შესაბამისმა მოსამართლემ დაასაბუთა, რომ აღნიშნული საგამონაკლისო უფლების, რომ წარადგინოს მტკიცებულება დაგვიანებით, გამოყენებისთვის საჭირო წინაპირობები არ არსებობდა (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ in fine). ამ პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავმჯდომარე მოსამართლემ, მიუხედავად ბრალდების ხასიათისა და იმ ფაქტისა, რომ საქმის შედეგი საკმაოდ დამოკიდებული იყო მოწმის ჩვენებაზე, აირჩია უფრო მკაცრი და შეზღუდული მიდგომა, რაც აისახა ბრალდების მხარის სასარგებლოდ ბალანსის დარღვევაში. იმის გათვალისწინებით თუ როგორი ეფექტი უნდა ჰქონოდა ამას მთლიანი სამართალწარმოების სამართლიანობაზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოწმის მტკიცებულების ეფექტურად დართვისა და შესაძლებლობა დაყრდნობოდა მას საქმის განხილვისას, თავმჯდომარე მოსამართლეს, რომელიც არის პროცესის სამართლიანობის საბოლოო გარანტი, ფრთხილად უნდა გაეთვალისწინებინა თავისი დაცვის მხარის უფლებებთან დაკავშირებული საპროცესო გადაწყვეტილებების შედეგები და უზრუნველეყო დეტალური დასაბუთება ამ მიზნისთვის (იხ. ამასთან დაკავშირებით ერთობლივი მოსაზრება ODIHR და CoE, მითითებულია 25-ე პარაგრაფში ზემოთ). სასამართლოს შეხედულებით, საკმარისად დეტალური დასაბუთების ნაკლებობა ამ მნიშვნელოვან დაცვის საპროცესო უფლებასთან დაკავშირებით იყო განსაკუთრებით შემაშფოთებელი, რადგან სისხლის სამართლის პროცესის კარდინალური რეფორმა განხორციელდა მომჩივნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე და არ იყო დადგენილი სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე.
ეს მოსაზრებები საკმარისია სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 §§ 1 და 3 (d) მუხლის დარღვევას, თავმჯდომარე მოსამართლის მიერ მთლიანად დაცვის მხარის მოწმეთა სიის უარყოფის ფორმის გამო.
(c) სავარაუდო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მომჩივნის სამართლებრივ საკითხებზე სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობასთან დაკავშირებით
(i) ზოგადი პრინციპები
მე-6 § 1 მუხლის გამოყენების წესი აპელაციის შემდგომ სამართალწარმოების მიმართ დამოკიდებულია პროცესის სპეციფიურ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საპროცესო სიტემის მთლიანობა ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში და კონკრეტული სასამართლოს როლი მასში (იხ, inter alia, Botten v. Norway, 19 February 1996, § 39, Reports of Judgments and Decisions 1996-I; and Lazu v. the Republic of Moldova, no. 46182/08, § 33, 5 July 2016).
თუმცა მე-6 § 1 მუხლის ავალდებულებს სასამართლოებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე თითქოს ის ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე. ამგვარად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია უბრალოდ დაადასტუროს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტები (იხ. García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, § 26, ECHR 1999-I; Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, § 30, 27 September 2001; and Stepanyan v. Armenia, no. 45081/04, § 35, 27 October 2009).
(i) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება მიმდინარე საქმის გარემოებებზე
63. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნაფიცმსაჯულთა მიერ. ასეთ ვითარებაში, ახალი სსსკ, რომელიც ძალაში შევიდა წინამდებარე საქმეში მომხდარ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, ითვალისწინებდა გასაჩივრებას სსსკ-ის 266-ე მუხლით. გასაჩივრების პროცედურა, რომელიც გამოიყენება ნაფიცმსაჯულთა სასამართლოში, განსხვავდება სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო პროცედურისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ეხება საკმაოდ სტანდარტულ დასაშვებობის კრიტერიუმებს, 266-ე მუხლი ყურადღებას ამახვილებს თავმჯდომარე მოსამართლის როლზე კონკრეტულად ნაფიცმსაჯულთა მიმართებით და ზოგადად სასამართლო პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფისათან დაკავშირებით. ამრიგად, წმინდა პროცედურულ საკითხებთან ერთად, როგორიცაა მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით თავმჯდომარე მოსამართლის გადაწყვეტილების უკანონობა, სსსკ-ის 266-ე მუხლის სააპელაციო საფუძვლები ასევე მოიცავდა „თავმჯდომარე მოსამართლის არსებით შეცდომას ნაფიცმსაჯულთათვის მითითებების მიცემისას“. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 226-ე მუხლის საფუძველზე სამართლებრივი საკითხების გასაჩივრება იწვევს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის თავიდან განხილვას, იმ ეტაპზე, როდესაც სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს ამ დებულების მე-2 პუნქტის ა) - ე) პუნქტებში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობას. შესაბამისად, სსსკ-ის 266-ე მუხლით გასაჩივრების ბუნების და როლის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქცია სცილდება საქმის ფარგლებს. შესაბამისად, წინამდებარე საქმე, ამ მხრივ განსხვავდება ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული წინა საქმეებისგან, რომლებიც ეხებოდნენ სტანდარტულ საკასაციო პროცედურას, რომელიც არსებობდა 2010 წლის ოქტომბერში ახალი სსსკ-ის ამოქმედებამდე (იხ. Tortladze v. Georgia, no. 42371/08, § 77, 18 March 2021, with further references therein).
64. აღნიშნულს, სტრასბურგის სასამართლო შემდეგ პუნქტამდე მიჰყავს. წინამდებარე საქმეში, მომჩივანმა შეიტანა სააპეაციო საჩივარი, მათ შორის, მისი დაცვის უფლებების დარღვევასა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღევაზე კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, როგორიცაა თავმჯდომარე მოსამართლის გადაწყვეტილებები, საქმის მასალების ხელმისაწვდომობასა და დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომჩივნის მიერ საკუთარ საჩივარში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხები ეხებოდა, კერძოდ, 266-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა და ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით. ეროვნული კანონმდებლობის სწორ ინტერპეტაციაზე რაიმე პოზიციის გარეშე, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითები სულ მცირე სამართლებრივად რელევანტური იყო და მაშინვე არ ჩანდა, რომ მოკლებული იყო რაიმე არსებით საფუძველს. გარდა ამისა, მათ ნათლად წამოჭრეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, მიმდინარე საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით (see, mutatis mutandis, Xero Flor w Polsce sp. z o.o. v. Poland, no. 4907/18, §§ 170-71, 7 May 2021). ამრიგად, საამპელაციო სასამართლოს მოვალეობა იყო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება რათა გაექარწყლებინა მომჩივნის ბრალდებების მართებულობა და მათ ბუნების ნებისმიერი ეჭვი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრალდებები ადეკვატურად არ იქნა განხილული ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიმდინარეობისას (იხ. მაგ., Timofeyev v. Russia [Committee], no. 16887/07, §§ 22-24, 14 November 2017; შედარებისთვისTalmane v. Latvia, no. 47938/07, §§ 31-32, 13 October 2016, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის შესაბამისი საჩივრები სათანადოდ იქნა განხილული სრული იურისდიქციის მქონე ორი სასამართლო ინსტანციის მიერ და რომ ქვედა სასამართლოებმა წარმოადგინეს სათანადო დასაბუთება; see also Vyerentsov v. Ukraine, no. 20372/11, §§ 87-88, 11 April 2013, and Mrazovic and Others v. Croatia ((dec.) [Committee], no. 25149/19, § 42, 17 December 2019)). მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სააპელაციო სასამართლომ ჩაატარა ასეთი შემოწმება, მის გადაწყვეტილებაში არ იყო მოცემული თუ რატომ მიიჩნია მომჩივნის ბრალდებები დაუსაბუთებლად და რატომ არ უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივარი დასაშვები. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებით სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება გასაჩივრების გზების არსებობას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს კონტექსტში (იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, §§ 92 and 99, ECHR 2010; see also Lhermitte v. Belgium [GC], no. 34238/09, § 68, 29 November 2016).
65. რომ შევაჯამოთ, ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ მეორე საქმე იყო რომელიც საქართველოში ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ იქნა განხილული; რომ აშკარად არ არსებობდა ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა მომჩივნების მიერ მოცემულ საქმეში წამოყენებულ მთელ რიგ პროცედურულ საკითებზე და რომ თავმჯდომარემ არ განიხილა ეს პროცედურული საკითხები საკმარისად დეტალურად და დასაბუთებულად ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიმდინარეობისას; და იმის გათვალისწინებით, თუ რა ემუქრებოდა მომჩივანს იმის გათვალისწინებით, რომ მისი საქმე განიხილებოდა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ, არსებითად, დაცვის მტკიცებულებების გარეშე, სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის არგუმენტები, რომლებიც წამოჭრილი იყო მის საკასაციო საჩივარში, იმსახურებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში ამომწურავ და დეტალურ პასუხს. რაიმე მნიშვნელოვანი დასაბუთების წარუმატებლობას ევროპული სასამართლო მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ამ დებულების შესაბამისად გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასთან დაკავშირებით.