ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის შუალედური გადაწყვეტილება განაცხადზე, რომელიც შეეხება მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი პროცესის უფლების დარღვევას, რადგან განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნაზე მისი საქმე განხილულიყო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ: დაუშვებელია.
საქმე „ადრეი ანატოლიევიჩ კლემენტიევი რუსეთის წინააღმდეგ „
CASE OF Andrey Anatolyevitch KLIMENTYEV against Russia
განაცხადი N46503/99
შუალედური გადაწყვეტილება
განაცხადის დასაშვებად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი აცხადებს, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით - დაირღვა, რადგან მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ არ განიხილა.
სამართალი
განმცხადებელი ირწმუნება, რომ აღნიშნული უფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით და უარი, რომ მისი საქმე განხილულიყო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ, წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნის ნაწილს.
სასამართლო შეგვახსენებს, რომ ზოგიერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოშიც კი, სასამართლო პროცესის ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ განხილვა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ელემენტია სისხლის სამართლის სისტემაში. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას არ წარმოადგენს სამართლიანი საქმის განხილვის ძირითად ასპექტს. აქედან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ კონვენციაზე ან ყოფილი კომისიის პრეცედენტულ სამართალზე ვერ იქნება დაფუძნებული.
რაც შეეხება განმცხადებლის მტკიცებას, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ სასამართლო განხილვის უფლება ეროვნული კანონმდებლობითაა გარანტირებული, სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის კონსტიტუციის 47-ე მუხლი, ყველას ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, ანიჭებს სასამართლო პროცესის ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ განხილვის უფლებას ფედერალური კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუმცა, 47-ე მუხლის შესაბამისი ნაწილი ძალაში სრულად არ არის შესული. აღნიშნულის ძალაში შესვლამდე გამოიყენება წინა სასამართლო პრაქტიკა. ამიტომ შეუძლებელია აღნიშნული უფლება მომდინარეობდეს ეროვნული კანონმდებლობიდან.
აქედან გამომდინარე, განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.
Full & Egal Universal Law Academy