© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #123
2009 წლის ოქტომბერი
კიმლია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ – 76836/01
გადაწყვეტილება 1.10.2009 (1 სექცია)
მუხლი 9
მუხლი 9-1
რელიგიის თავისუფლება
რელიგიური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარი იმის გამო, რომ ჯგუფმა ვერ დაადასტურა ცენტრალიზებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან მინიმუმ თხუთმეტწლიანი კავშირი ან მისი არსებობა: დარღვევა
ფაქტები – პირველი და მეორე მომჩივანი იყვნენ რუსეთში საენტოლოგიური ეკლესიის დამფუძნებლები. 1994 წელს დიანეტიკის (საენტოლოგიის ეკლესიის რწმენა) შემსწავლელი ცენტრი პირველად დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრს უარი ეთქვა განმეორებით რეგისტრაციაზე ვინაიდან მისი მიზნები იყო “ბუნებით რელიგიური”. შედეგად კი ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა მომჩივანის მიერ დაფუძნებულ ფილიალებს უარი უთხრეს ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე ვინაიდან მათ ვერ დაასაბუთეს მინიმუმ 15 წლიანი კავშირი რეგიონთან.
კანონი- მე-9-ე მუხლის ინტერპრეტაცია მე-11-ე მუხლთან მიმართებით: (ა) გამოყენებადობა – სასამართლომ აღნიშნა რომ არ არსებობდა ევროპული შეთანხმება საენტოლოგიის სწავლების რელიგიურ ბუნებაზე და სასამართლოს ფუნქციებში არ შედიოდა რწმენა ან მასთან დაკავშირებული პრაქტიკა განეხილა “რელიგიად” მე-9-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ვინაიდან რუსეთის ეროვნული ორგანოებს სწამდათ რომ ფილიალებს რელიგიურ მიზნები ჰქონდათ სასამართლომ დაადგინა რომ მე-9-ე მუხლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია. ამასთანავე, ვინაიდან რელიგიური გაერთიანებები ტრადიციულად არსებობს ორგანიზაციულად სტრუქტურირებული ფორმით და ვინაიდან მომჩივანის საჩივარი ეხებოდა მათ რელიგიურ მიმდევრებთან თავისუფლად შეკრების უფლების შეზღუდვას მე-9 მუხლი განხილული უნდა ყოფილიყო მუხლი 11-თან ერთად.
(ბ) არსებითი მხარე - “რელიგიური ჯგუფი” იურიდიული პირის ფორმის გარეშე ვერ იქონიებს და ვერ გამოიყენებს იურიდიული პირის სტატუსს – ისეთ უფლებებს როგორიცაა საკუთრების ფლობის ან ქირაობის უფლება, საბანკო ანგარიშის ქონის უფლება, თანამშრომლების დაქირავება ან სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღება – იმ უფლებებს, რომელიც არსებითია საკუთარი რელიგიური უფლებების რეალიზებისთვის. ამასთანავე, რუსული კანონმდებლობით მხოლოდ რეგისტრირებულ “რელიგიურ ორგანიზაციებს” აქვთ გარკვეული უფლებების რეალიზების უფლება, მაგალითად ღვითისმსახურების ადგილის ქონა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში რელიგიური მსახურების განხორციელება და რელიგიური ლიტერატურის წარმოება, მიღება და გავრცელება. შესაბამისად, რელიგიური ჯგუფის შეზღუდული სტატუსი არ აძლევს მის წევრებს საშუალებას ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით და თავისუფალი შეკრების უფლებით და შესაბამისად მომჩივანის უფლება გარანტრებული მე-9-ე მუხლით დარღვეულ იქნა. ჩარევა განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და ემსახურებოდა მართლზომიერ მიზანს რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იყო. მაგრამ მომჩივანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე არა იმიტომ რომ მათ ვერ დააკმაყოფილეს გარკვეული მოთხოვნები არამედ რელიგიური ჯგუფებისთვის მინიმუმ 15 წლის განმავლობაში არსებობის საკანონმდებლო მოთხოვნის ავტომატური რეჟიმის გამო. ამიტომ რეგისტრაციაზე უარი იყო ფორმალური და არ იყო კავშირში რელიგიური ჯგუფის ფუნქციონირებასთან. სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ შეზღუდვის ან სხვა მსგავსი ქმედების რომელიც აჭიანურებს რელიგიური ჯგუფების მიერ იურიდიული პირის სტატუსის მიღების პროცესს მწვავე სოციალური საჭიროების დადგენა. გასაჩივრებული შეზღუდვა მხოლოდ ეხებოდა საბაზისო რელიგიურ გაერთიანებებს რომელიც ვერ ამტკიცებდა წარმომადგენლობას მოცემულ რეგიონში ან ცენტრალიზებულ ორგანიზაციასთან კავშირს. ამიტომ მხოლოდ ახლად შექმნილი რელიგიური ჯგუფები რომლეთაც არ ჰქინდათ მკაცრად განსაზღვრული იერარქიული საეკლესიო სტრუქტურა გახდნენ “თხუთმეტწლიანი წესის” ობიექტები. ამის გამო სასამართლომ დაადგინა რომ მომჩივანის რელიგიის და შეკრებების თავისუფლებაში ჩარევა არ იყო საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 5000 ევრო პირველ და მეორე მომჩივანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy