© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #130
2010 წლის მაისი
კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ – 36376/04
გადაწყვეტილება 17.5.2010 (GC)
მუხლი 7
მუხლი 7-1
არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
1993 წელს ძალაში შესული კანონის შესაბამისად მსჯავრდება მეორე მსოფლიო ომის დროს ომის დანაშაულის ჩადენის გამო: არ არის დარღვევა
ფაქტები – 1998 წელს მომჩივანს ბარალად წაუყენეს ომის დანაშაულის ჩადენა რომლის საფუძველს წარმოადგენდა ორმოცდაათ წელზე მეტი წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი ინციდენტი როდესაც მომჩივანი იყო საბჭოთა წითელ პარტიზანთა რაზმის წევრი. ბრალის წაყენება მოხდა 1961 წლის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 68-3 მუხლის მიხედვით. ეს დებულება ეხება ომის დანაშაულს რომელიც ჩამატებული იყო კანონში ლატვიის უზენაესი საბჭოს მიერ 1993 წლის 6 აპრილს, მას შემდეგ რაც ლატვიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ლატვიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მომჩივანი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა მას ოც თვიანი პატიმრობა მისი ასაკის და ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ლატვიის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით, 1944 წლის 27 მაისს იგი ხელმძღვანელობდა წითელ პარტიზანთა ჯგუფს რომელმაც დამსჯელი ლაშქრობა მოაწყო სოფელ მალიე ბატიზე (რომელიც მაშინ გერმანული მმართველობის ქვეშ იყო) მას შემდეგ რაც მათ შეიტყეს რომ სოფლის მაცხოვრებლებმა უღალატეს რუსულ პარტიზანულ სხვა რაზმს და ისინი მოტყუებით გადასცეს გერმანელებს. რაზმი სოფელში შევიდა გერმანულ ფორმაში ჩაცმული და მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს გერმანელების მიერ მიწოდებული იარაღი და ყუმბარები სახლებში ცეცხლი წაუკიდეს მათ და მოკლეს 9 სოფლის მაცხოვრებელი, მათ შორის სამი ქალი რომელთაგან ერთი ორსულობის ბოლო თვეში იყო. არცერთი მათგანი რომელიც გარდაიცვალა არ იყო შეიარაღებული, მათ არც გაქცევა უცდიათ და არც წინააღმდეგობა გაუწევიათ. მომჩივანმა განაცხადა რომ თავდასხმის მსხვერპლები იყვნენ კოლაბორაციონისტები რომლებმაც პარტიზანთა ჯგუფი გადასცა გერმანელებს ინციდენტამდე სამი თვით ადრე. მის ნაწილს მისცა მითითება ად ჰოც პარტიზანულმა ტრიბუნალმა დაეჭირათ ისინი ვინც ამ ქმედებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი იმისათვის რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. მომჩივანმა აღნიშნა რომ ის თავად არ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და სოფლეში შესვლას. მომჩივანმა საკუთარ სარჩელში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიუთითა რომ ის ქმედებები რომლისთვისაც იგი პასუხს აგებს მათი ჩადენის მომენტისთვის არ წარმოადგენდა დანაშაულს არც ეროვნული არც საერთაშორისო კანონმდებლობით. მან ასევე აღნიშნა რომ 1944 წელს, როგორც ახალგზარდა ჯარისკაცს საბრძოლო სიტუაციაში მტრის ზურგში არ შეეძლო ევარაუდა რომ მისი ქმედება წარმოადგენდა ომის დანაშაულს ან რომ ის ამისთვის პასუხს აგებდა. მისი აზრით,მისი ბრალდება 1991 წელსლატვიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო მეტად წარმოადგენდა პოლიტიკურ მიზანს ვიდრე საერთაშორისო ვალდებულების შესრულების რეალურ სურვილს გამოეძიებინათ ომის დანაშაული. 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლოს საბჭომ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7-ე მუხლის ნაწილი პირველის დარღვევას (იხილეთ საინფომრაციო ჩანაწერი @110).
კანონი – მუხლი 7: სასამართლო განხილვა არ გამართულა იმ მიზნით რომ მომჩივანის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო ვინაიდან ეს მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივა იყო. სასამართლოს მიზანს წარმოადგენდა იმის გამოკვლევა კანონის მიხედვით რომელიც მოქმედებდა 1944 წლის 27 მაისისთვის არსებობდა თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები მომჩივანის ბრალდებისთვის, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა იყო თუ არა ხანდაზმული და ის დანაშაული რომელიც მომჩივანს ბრალად ედებოდა საკმარისად ხელმისაწვდომად იყო განსაზღვრული თუ არა. ვინაიდან ფაქტობირვი მტკიცებულება სადაო იყო, სასამართლომ დაიწყო მისი გამოკვლევა ჰიპოტეტური მაგალითის საფუძველზე იმ ფორმით რომელიც ყველაზე უფრო მეტად კეთილგანწყობილი იყო მომჩივანისთვის, კერძოდ კი ის რომ სოფლის მაცხოვრებლები არ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები არამედ “მებრძოლები” ან “სამოქალაქო პირები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მტრობასა და შუღლში”.
(ა) 1944 წლის დანაშაულის სამართლებრივი საფუძვლები – მომჩივანს ბრალი წაეყენა 1961 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 68-3 საფუძველზე, რომელიც 1993 წლის 6 აპრილს უზენაესი საბჭოს მიერ იყო ინიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი 68-3 იძლევა მაგალითებს იმ ქმედებების რომელიც შესაძლოა იყოს განხილული ომის დანაშაულად ის კონკრეტული დეფინიციისთვის იყენებს “შესაბამის სამართლებრივ განმარტებებს”. შესაბამისად, მომჩივანის ბრალდება მოხდა საერთაშორისო და არა ეროვნული კანონმდებლობით.
სასამართლომ პოზიცია განიხილა 1944 წელს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით. მან აღნიშნა, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ კოდიფიკაციის მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევის შემდეგ, ნურემბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება იძლევა არა ამომწურავ დეფინიციას ომის დანაშაულის, სადაც შენარჩუნებულია ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თანამედროვე დოქტრინაში არსებობს შეთანხმება რომ საერთაშორისო სამართალი, კონკრეტულად კი 1907 წლის ჰააგის კონვენცია და რეგულაცია განმარტავს ომის დანაშაულს და მოითხოვს ინდივიდუალური პირების სისხლის სამართლებრივ დევნას ასე რომ წესდება არ წარმოადგენს ეხ პოსტ ფაცტო სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობას. კოდიფიკაციის პერიოდში, ეროვნული სისხლის სამართლის და სამხედრო ტრიბუნალები წარმოადგენდა კანონის და ომის წეს-ჩვეულებების აღსრულების პირველად მექანიზმს და საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნა კი წარმოადგენდა გამონაკლისს. შესაბამისად, სახელმწიფოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებების და კონვენციების მიხედვით არ კრძალავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას განახორციელოს დევნა და დასაჯოს ის პირები რომლებმაც დაარღვიეს ომის კანონები და წესები. საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა წარმოადგენს ეროვნულ დონეზე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების საფუძველს. კონკრეტულად კი, მაშინ როდესაც ეროვნული კანონმდებლობით არ არის განმარტებული ომის დანაშაულის კონკრეტული მახასიათებლები, ეროვნული სასამართლო უფლებამოსილია დაეყრდნოს საერთაშორისო სამართალს დასაბუთების ჩამოყალიბებისას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია რომ 1944 წლის მაისისთვის ომის დანაშაული განმარტებული იყო როგორც ომის კანონის და წესჩვეულებების საწინააღმდეგო ქმედებები და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული იყო ზოგადი პრინციპები და ქმედებების ფართო ჩამონათვალი რომელიც მსგავს დანაშაულს მოიცვას. სახელმიწფოს ჰქონდათ უფლება (შესაძლოა ვალდებულება) გადაედგა ნაბიჯები ომის დანაშაულში მონაწილე პირების დასჯის მიზნით.
სასამართლომ განიხილა ის ომის დანაშაული რომლისთვისაც მომჩივანი დაისაჯა ჰუმანიტარული სამართლის “ორი მნიშვენლოვანი პრინციპის” ფარგლებში როგორიცაა “სამოქალაქო პირების და ობიექტების დაცვა” და “მებრძოლთათვის უსარგებლო ტანჯვის მიყენების თავის არიდების ვალდებულება” და განსაზღვრა კონკრეტული ომის დანაშუალისთვის არსებობდა თუ არა არსებითად ნათელი და თანამედროვე სამართლებრივი საფუძვლები. ეს დანაშაულები მოიცავს ცუდ მოპყრობას, სოფლის მცხოვრებლების დაჭრას და მოკვლას, მათი მუხანათური დაჭრა და მოკვლა, ორსული ქალის სიკვდილამდე დაწვა და დაუცველ რაიონზე თავდასხმა.
რაც შეეხება ამ დანაშაულების პირველ ნაწილს, 1907 წლის ჰააგის რეგულაციის მუხლი 23(გ) ფარგლებში, სოფლის მაცხოვრებელთა მკვლელობა და ცუდი მოპყრობა არღვევს ფუნდამენტურ წესს რომ მტერმა მიაგო ჰორს დე ცომბატ - ამ შემთხვევაში არ ჰქონდათ იარაღი – იყო დაცული. ასეთ პირებს არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ კონკრეტული სამართლებრივი სტატუსი ან ფორმალურად ჩაბარდნენ ტყვედ. როგორც მერბრძოლებს, სოფლის მაცხოვრებლებს ასევე ექნებოდათ უფლება დაცულები ყოფილიყვნენ ისევე როგორც ომის პატიმრები მომჩივანის და მისი ნაწილის კონტროლის ქვეშ და მათი შემდგომი ცუდი მოპყრობა და საბოლოოდ მოკვლა ეწინააღმდეგება ომის წესებს და ომის ტყვეების დაცვის წესებს. რაც შეეხება მეორე დანაშაულს, ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ ჰააგის რეგულაციის მუხლი 23(ბ) მუხანათური დაჭრისა და მკვლელობისთვის დამოუკიდებელი ბრალდების წარსადგენად, რომელიც განხორციელდა მტრის მოტყუებით (გერმანული სამხედრო ფორმის ტარებით) და დაჯერებით რომ მათ არ ემუქრებოდათ თავდასხმის საფრთხე. ასევე არსებობდა მესამე დანაშაულისთვის დასჯის შესაძლო სამართლებრივი საფუძვლები (ორსული ქალის სიკვდილამდე დაწვა) იმის გათვალისწინებით რომ ომის დროს ქალები სარგებლობენ დაცვის განსაკუთრებული მექანიზმებით ჯერ კიდებ 1863 წელს მიღებული ლიბერის კონვენციის ფარგლებში. და ბოლოს რაც შეეხება მეოთხე დანაშაულს, ჰააგის რეგულაციის მუხლი 25 კრძალავს თავდასხმას დაუცველ ადგილებზე “გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც არსებობს იმპერატიული მოთხოვნა ომის საჭიროებიდან გამომდინარე”. არაფერი იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას რომ ესეთი გარადაუვალი საჭიროება იდგა მომჩივანის საქმის შემთხვევაში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რომ თითოეული ეს დანაშაული წარმოადგენდა ომის დანაშაულს. მომჩივანი კი პასუხისმგებელი იყო ამ დანაშაულისთვის ვინაიდან ის იყო პიროვნება რომელმაც მოახდინა ამ დანაშაულის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პარტიზანული ჯგუფის ლიდერობა თავდასხმის განხორციელებისას.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით რომ გარდაცვლილი სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ “სამოქალაქო პირები რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მტრობაში” ან “მებრძოლები” არსებობდა საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები 1944 წლის საერთაშორისო სამართლის ნორმების გამოყენების მომჩივანის ბრალდებისა და დასჯისთვის ომის დანაშაულისთვის როგორც იმ ნაწილის ხელმძღვანელის რომელიც თავს დაესხა სოფელს მალოე ბატი. იმ შემთხვევაში თუ ჩაითვლება რომ სოფლის მაცხოვრებლები არიან სამოქალაქო პირები მათზე დაცვის კიდევ უფრო მაღალი მექანზიმები უნდა გავრცელებულიყო.
(ბ) ბრლადებები ხანდაზმულია თუ არა – ეროვნული პროკურატურა 1944 წელს ომის დანაშაულის შემთხვევაში მიმართავდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არა მხოლოდ ესეთი დანაშაულის განმარტების მისაღებად არამედ ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით, ეროვნულ დონეზე მოქმედი არანაირი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებდა. საერთასორისო სამართალი დუმდა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით 1944 წელს და არც ამის შემდგომ დაუდგენია ხანდაზმულობის ვადა. ამის შედეგად მომჩივანის სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის ხანდაზმული.
(გ) პროგნოზირებადობა – საერთაშორისო სამართალი და ომის სამართალი ამომწურავია იმისათვის რომ 1944 წელს ჩადენილი ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვროს ასე რომ ის ფაქტი რომ ეს დებულება არ იყო განსაზღვრული ეროვნული კანონმდებლობით იმდროს არ არის გადამწყვეტი. ისინი წარმოადგენს Llex specialis–ის დეტალურ რეგულაციას რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივი ქმედების პარამეტრებს ომის დროს და კონკრეტულად ეხება შეიარაღებული ძალების და მათი ხელმძვანელების ქმედებებს. მისი თანამდებობის გათვალისწინებით როგორც სამხედრო ოფიცრის, მომჩივანის შესაძლოა პასუხისმგებელი იყო სპეციალური ყურადღება გამოევლინა მალიე ბატის ოპერაციის რისკების შეფასებისას. ზედაპირული დაკვირვებაც კი აშკარას გახდიდა რომ სოფლის მაცხოვრებელთა ცუდი მოპყრობა და მკვლელობა შესაძლოა ქცეულიყო ომის დანაშაულად რომლისთვისაც პირს რომელიც იყო ოპერაციის ხელმძღვანელი დაეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასამართლომ უარი თქვა მომჩივანის სარჩელის განხილვაზე სადაც ის ამტკიცებდა რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არა პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ის იყო კანონიერი და პროგნოზირებადი მოწინააღმდეგე სახელმწიფოსთვის მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებისთვის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის წინა რეჟიმის ფარგლებში. მემკვიდრე სასამართლოს ვერ გააკრიტიკებ იმისთვის რომ გამოიყენა და მოახდინა ინტერპრეტაცია სამართლებრივი დებულებების, რომელიც იყო ძალაში წინა რეჟიმის შესაბამის დროს მაგრამ იმ პრინციპების გათვალისიწნებით რაც არეგულირებს კანონის უზენაესობას და კონვენციის ძირითად სისტემას, განსაკუთრებით კი სიცოცხლის უფლების შელახვას. ეს პრინციპები შესაბამისია ძალაუფლების ცვლილების რაც ლატვიაში მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ.
შესაბამისად, იმ მომენტში როცა დანაშაული იყო ჩადენილი, მომჩივანის ქმედება წარმოადგენდა დანაშაულს რომელიც საკმარისად ნათლად და პროგნოზირებადი ფორმით იყო განსაზღვრული ომის კანონის და წესების მიხედვით.
დასკვნა: არ არის დარღვევა (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy