© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #150
2012 წლის მარტი
კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ [GC] - 30078/06
გადაწყვეტილება 22.3.2012 [GC]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
დეკრეტული შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით ქალი და მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის გამოყენება: დარღვევა
ფაქტები - რუსული სამოქალაქო სამართლის მიხედვით ბავშვის მოვლის მიზნით, ორივე მშობელს ეკუთვნის სამ წლამდე დეკრეტული შვებულება და შესაბამისი თვიური ანაზღაურება ამ დროის გარკვეული ნაწილის განმავლობაში. ეს უფლება ვრცელდება ქალ სამხედრო მოსამსახურეებზე, თუმცა არ არსებობს მსგავსი ჩანაწერი მამაკაც სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით. მომჩივანი არის განქორწინებული სამხედრო რადიო ოპერატორი, რომელმაც მოითხოვა 3 წლიანი დეკრეტული შვებულება თავის 3 შვილზე ზრუნვის მიზნით. თუმცა მას უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ არეგულირებს მსგავს შემთხვევას. შესაბამისად, მისი რთული პირადი მდგომარეობის გათვალისწინებით მომჩივანს მისცეს დაახლოებით ორ წლიანი დეკრეტული შვებულება ფინანსურ დახმარებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, მან საჩივრით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ, თანაბარი უფლებების პრინციპს. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო საჩივარი და განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ემყარებოდა სამხედრო პირების განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს და მათი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეებმა ნებაყოფლობით აიღეს სამხედრო პასუხისმგებლობა, აქვთ უფლება ადრე შეწყვიტონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, თუკი გადაწყვეტენ ბავშვების პირადად მოვლას. ხოლო ქალ სამხედრო მოსამსახურეებს დეკრეტული შვებულების უფლება მიენიჭათ გამონაკლისის სახით, გათვალისწინებულ იქნა რა ქალების ნაკლები ჩართულობა სამხედრო სამსახურში და მათი განსაკუთრებული როლი ბავშვების აღზრდაში.
2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (იხილეთ საინფორმაციო ბარათი #134), სასამართლო კოლეგიამ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადინა, რომ სახეზე იყო მე-14 და მე-8 მუხლების დარღვევა.
კანონი – მე-14 და მე-8 მუხლები: დეკრეტული შვებულებისა და შესაბამისი ანაზღაურების საკითხები ჯდება მე-8 მუხლის ფარგლებში, ვინაიდან ეხება ოჯახურ ცხოვრებასა და მის განვითარებას. იგივე საკითხებს ასევე ეხება კონვენციის მე-14 მუხლი (მე-8 მუხლთან ერთად). მამაკაცები იყვნენ ქალების მსგავს სიტუაციაში დეკრეტულ შვებულებასა და ანაზღაურებასთან მიმართებაში ბავშვის მოვლის შვებულებისგან განსხვავებით. შესაბამისად, მომჩივანი, როგორც სამხედრო მოსამსახურე მამაკაცი, სამხედრო მოსამსახურე ქალების ანალოგიურ სიტუაციაში იყო. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა განსხვავებული მოპყრობა სამხედრო მოსამსახურე მამაკაცებისა და ქალების მიმართ ბავშვის მოვლის შვებულებასთან დაკავშირებით იყო თუ არა ობიექტურად და გონივრულად გამართლებული.
ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იქნეს განხილული, სანამ სქესის საფუძველზე ადამიანების მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოექცევა კონვენციასთან შესაბამისობის ფარგლებში. კერძოდ კი, ტრადიციებზე მითითება, ზოგადი ვარაუდი ან/და გაბატონებული სოციალური დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყანაში არადამაკმაყოფილებლად იქნება მიჩნეული.
სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელმწიფოს წარმომადგენლების ის მტკიცებულება, რომ განსხვავებული მოპყრობა მომჩივანის საქმეში ეფუძვნებოდა ქალის განსაკუთრებულ როლს ბავშვის აღზრდის პროცესში. თანამედროვე ევროპული საზოგადოება აღიარებს პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებას ქალსა და მამაკაცს შორის და ბავშვის აღზრდაში კაცის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, რუსეთის ჩათვლით უზრუნველყოფს ბავშვის მოვლის შვებულებას როგორც ქალების ასევე კაცებისათვის, ამ ქვეყნების უმრავლესობა კი ამ უფლებას ავრცელებს სამხედრო მოსამსახურე კაცებზე და ქალებზე. განსხვავებული მოპყრობა მომჩივანის საქმეში არ შეიძლება იქნას აღქმული როგორც პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების სასარგებლოდ, რადგან ნათლად ჩანს რომ ის საზოგადოებაში ქალის არახელსაყრელი მდგომარეობის გამოსწორებისკენ არ არის მიმართული. პირიქით, აღნიშნულს გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნების შედეგი ჰქონდა და უარყოფითი იყო, როგორც ქალების კარიერას, ასევე კაცების ოჯახურ ცხოვრებაზე. საზოგადოებაში გენდერული როლების ტრადიციული გადანაწილება არ შეიძლება ამართლებდეს მამაკაცებისათვის მათ შორის სამხედრო მოსამსახურე მამაკაცებისათვის ბავშვის მოვლის შვებულების ჩამორთმევას.
სასამართლოსთვის არ იყო საკმარისად მყარი სახელმწიფოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურე მამაკაცებზე ბავშვის მოვლის შვებულების პირობების გავრცელებას ექნებოდა უარყოფითი გავლენა სამხედრო და შეიარაღებული ძალების ეფექტურ მუშაობაზე. არც მათ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები არ იყო საკმარისი. ის ფაქტი, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე მამაკაცი იყო “რეპროდუქციულ ასაკში” არ იყო საკმარისი მიზეზი სამხედრო მოსამსახურე კაცებისა და ქალების მიმართ განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად. ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო დაეთანხმა, რომ გარკვეული შეზღუდვები ბავშვის მოვლის შვებულებასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გამართლებული, თუმცა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. სამხედრო მოსამსახურე როგორც მამაკაცს ასევე ქალს, შეიძლება შეუწყდეს შვებულება თუ მისი შეცვლა იერარქიული თანამდებობის გამო, ტექნიკური კვალიფიკაციის, ან სამხედრო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის გამო შეუძლებელია. თუმცა რუსეთში ბავშვის მოვლის შვებულება არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურე მამაკაცებზე მათი თანამდებობის, შემცვლელის არსებობისა თუ ინდივიდუალური სიტუაციის მიუხედავად. სასამართლოს აზრით, ასეთი განზოგადებული და ავტომატური აკრძალვა რომელიც ვრცელდება ადამიანების ჯგუფზე მხოლოდ მათი სქესიდან გამომდინარე სცდება სახელმწიფოსათვის მინიჭებულ თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
მომჩივანი მსახურობდა რადიო ოპერატორად, შესაბამისად მისი შეცვლა შეეძლო სამხედრო მოსამსახურე ქალსაც და მამაკაცსაც. მსგავსი თანამდებობა იგივე განყოფილებაში ხშირად ეკავათ ქალებს რომლებსაც, მისგან განსხვავებით, უპირობოდ ეძლეოდათ სამწლიანი დეკრეტული და ბავშვის მოვლის შვებულება. მომჩივანი გახდა სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომჩივანის მიერ სამხედრო ხელშეკრულების ხელმოწერა არ უნდა გახდეს მისდამი დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 34: მომჩივანი აღნიშნავს, რომ სანამ მისი საჩივარი ევროპულ სასამართლოში იხილებოდა, მას სახლში მოულოდნელად ეწვია პროკურორი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია მომჩივანის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან, მომჩივანთან პირდაპირ კონტაქტში შესვლა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით არ იყო გამართლებული საქციელი. თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ პროკურორის ვიზიტი, რომელიც მომჩივანის სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ისახავდა მიზნად, გათვლილი იყო მომჩივანზე გავლენის მოსახდენად, რათა მას გამოეტანა ან შეეცვალა საჩივარი. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ იქნება დადანაშაულებული სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის უფლების განხორციელებაში დაბრკოლების შექმნისათვის.
დასკვნა: არ დასტურდება 34-ე მუხლის დარღვევა (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ)
მუხლი 41: 3,000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy