© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #111
აგვისტო-სექტემბერი, 2008
კორბელი (Korbely) უნგრეთის წინაამდეგ - 9174/02
გადაწყვეტილება 19.9.2008 [დპ]
მე-7 მუხლი
მუხლი 7.1
Nullum crimen sine lege
მსჯავრდება ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტისთვის არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას შესაბამისი საერთაშორისო სამართლის მიხედვით: დარღვევა
ფაქტები:განმცხადებელი იყო პენსიაზე მყოფი სამხედრო პირი. მას 1994 წელს ბრალი წაუყენეს 1956 წლის რევოლუციის დროს ტატაში ამბოხის ჩახშობაში მონაწილეობისთვის. მას ბრალი წაეყენა 15 ძლიერი დანაყოფის კაპიტნის რანგში მეთაურობისთვის, რომლებსაც ევალებოდა მეამბოხეების მიერ დაკავებული პოლიციის დეპარტამენტის შენობაზე კონტროლის დაბრუნება და სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლის გახსნითვის და მის დაქვემდებარებაში მყოფთათვის ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემისთვის. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა ამ ინციდენტის დროს, რომელიც, როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, წარმოიშვა მას შემდეგ რაც ერთერთმა მეამბოხემ ლაბადის ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტი, უთხრეს რა დაეყარათ იარაღი.
პირველი ინსტანციის სასამართლოებმა თავდაპირველად შეწყვიტეს სისხლის სამართალწარმოება იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს წაყენებული ჰქონდა ბრალი მკვლელობაში და მკვლელობის წაქეზებაში და არა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში და შესაბამისად, მის მიმართ ბრალდება ხანდაზმული იყო. თუმცა საბოლოო ჯამში განმცხადებელს მსჯავრი დაედო 1949 წლის ჟენევის კონვენციის 3.1 მუხლის საფუძველზე მრავალი ადამიანის მკვლელობის სახით ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის და განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. მან მოიხადა სასჯელის ნაწილი და გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე. ევროპულ სასამართლოში განმცხადებელმა სადავო გახადა მისი მსჯავრდება იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩადენის მომენტისთვის არ წარმოადგენდა დანაშაულს.
კანონმდებლობა: სასამართლოს უნდა დაედგინა, განმცხადებლის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენდა თუ არა ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით საკმარისი ხელმისაწვდომობით და განჭვრეტადობით განსაზღვრულ დანაშაულს. განმცხადებელს მსჯავრი დაედო მრავალი ადამიანის მკვლელობისთვის, რაც უნგრულმა სასამართლოებმა ჟენევის კონვენციების საფუძველზე დასჯად კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიიჩნიეს. შესაბამისად, მსჯავრდება ეფუძნებოდა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს. ვინაიდან ჟენევის კონვენციები აკმაყოფილებდა ხელმისაწვდომობის ტესტს, დასაშვებობის ტესტს, სასამართლო გადავიდა განჭვრეტადობის საკითხზე. ამ საკითხის გადაწყვეტისას მან პირველ ყოვლისა შეისწავლა, განმცხადებლის ქმედება წარმოადგენდა თუ არა კაცობრიბის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იმ კონცეფციის მიხედვით, რაც მისაღები იყო 1956 წელს და მეორეც, შეიძლებოდა თუ არა დასაბუთებულად იმის მტკიცება, რომ გაცხადებული სამართალდარღვევის დაზარალებულები „არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას დაპირისპირებაში“.
(ა) განმცხადებლის ქმედება უტოლდებოდა თუ არა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს: მიუხედავად იმისა რომ მკვლელობა საერთო მე-3 მუხლის მნიშვნელობისთვის არის 1956 წელს ჩადენილი კაცობრიობის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მსჯავრდების საფუძველი, სხვა ელემენტებიც უნდა იყოს სახეზე. ეს ელემენტები განისაზღვრება არა საერთო მე-3 მუხლით, არამედ საერთაშორისო სამართლის ელემენტებიდან, რომლებიც იმ დროისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ცნების თანდაყოლილი ნაწილებია. მათი გარკვეული ნაწილი რელევანტურია, კერძოდ კი მოთხოვნა, რომ განსახილველი დანაშაული არ უნდა იყოს იზოლირებული ან სპორადული ქმედება, არამედ წარმოადგენდეს „სახელმწიფო ქმედების ან პოლიტიკის“ ნაწილს ან ეს უნდა იყოს სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართოდ გავრცელებული და სისტემური თავდასხმა. ეროვნულმა სასამართლოებმა მოკვლევისას შემოიფარგლნენ საკითხით, მეამბოხეები იყვნენ თუ არა საერთო მე-3 მუხლის დაცვის ქვეშ და არ შეისწავლეს სხვა საკითხი, ჩადენილი მკვლელობა აკმაყოფილებდა თუ არა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად კვალიფიცირების დამატებით კრიტერიუმს, კერძოდ კი, შეიძლებოდა თუ არა მისი სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართოდ გავრცელებული და სისტემური თავდასხმის ნაწილად მიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეფექტურად წარმართა ომი სამოქალაქო მოსახლეობასთან, მან არ უპასუხა კითხვას, შეიძლებოდა თუ არა განმცხადებლის ქმედება განხილულიყო ამ პოლიტიკის ნაწილად. შესაბამისად, ღია დარჩა საკითხი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნები იყო თუ არა სახეზე განმცხადებლის საქმეში.
(ბ) შეიძლებოდა თუ არა დასაბუთებულად იმის მტკიცება, რომ დაზარალებულებს არ მიუღიათ აქტიური მონაწილეობა დაპირისპირებაში: განმცხადებლის მსჯავრდება ემყარებოდა მიგნებას, რომ ერთერთი დაზარალებული იყო სამოქალაქო პირი საერთო მე-3 მუხლის მიზნებისთვის. ეს დებულება ავრცელებს დაცვას იმ პირებზე, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობენ დაპირისპირებაში, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე, რომლებმაც დაყარეს იარაღი. გარდაცვლილი აშკარად აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაპირისპირებაში, ის იყო იმ მეამბოხეთა შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი, რომლებიც ძალადობდნენ, აიღეს პოლიციის შენობაზე კონტროლი და ოფიცრებს ჩამოართვეს იარაღი. შესაბამისად, გადამწყვეტი იყო, დაყარა თუ არა მან იარაღი. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინა, რომ ის ფარულად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და ნათლად და ცალსახად არ გამოუვლენია დანებების განზრახვა. უფრო მეტიც, ის განმცხადებელთან ცხარე დაპირისპირებაში ჩაერთო სანამ ამოიღებდა იარაღს უცნობი განზრახვით. სწორედ ამ მოქმედების შემდეგ გაუხსნეს მას ცეცხლი. შესაბამისად, იმ დროისთვის მოქმედი საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო სამართლის სტანდარტების ჭრილში [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ საერთო მე-3 მუხლის მიზნებისთვის შეიძლება ჩაითვალოს რომ გარდაცვლილმა დაყარა იარაღი ან ის მიეკუთვნებოდა სამოქალაქო პირთა რომელიმე კატეგორიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დამტკიცდა განჭვრეტადობა იმისა, რომ განმცხადებლის ქმედება წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
დადგენილება: დარღვევა (თერთმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy