ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიუკერძოებლობის თაობაზე.
ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში ისეთი ნაფიცი მსაჯულის ყოფნა, რომელიც იცნობდა დაზარალებულს და დაახასიათა იგი: დადგინდა დარღვევა.
საქმე „კრისტიანსენი ნორვეგიის წინააღდეგ“
CASE OF KRISTIANSEN v. NORWAY
განაცხადი N1176/10
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2015 წლის 17 დეკემბერი
ფაქტობრივი გარემოებები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში განმცხადებელი გამოთქვამს პრეტენზიას კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, რომ სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში, რომლის მიხედვითაც მას ბრალად ედება გაუპატიურების მცდელობა, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი მიკერძოებული იყო. სამართალწარმოების დროს, აღნიშნულმა ნაფიცმა მსაჯულმა სხდომის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის წარსულში იცნობდა დაზარალებულს. მიუხედავად იმისა, რომ მას „ჩამოუყალიბდა დაზარალებულის მიმართ აზრი მრავალი წლის წინ, და იმ პერიოდში იცნობდა მას, როგორც წყნარ და მშვიდ პიროვნებას“. უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულს არ შეეძლო მისი ბრალეულობის შეფასებაზე გავლენის მოხდენა.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
25. განაცხადი ეფუძნებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომ უმაღლესი სასამართლოს საქმის განხილვაში ჯ.-ს მონაწილეობის და შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივარის არდაკმაყოფილების გამო, მან ვერ ისარგებლა მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ ჩატარებული სამართლიანი საქმის განხილვის უფლებით. განსახილველი საქმის ნაწილში, აღნიშნული დებულება იკითხება შემდეგნაირად:
„...წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ...“
26. ხელისუფლება დაუპირისპირდა აღნიშნულ არგუმენტს.
საქმის არსებითი გარემოებები
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) განმცხადებელი
28. განმცხადებლის აზრით, ის ფაქტი, რომ დაზარალებული და ნაფიც მსაჯულ ჯ.-ს შვილობილი კლასელები იყვნენ ასევე ის ფაქტი, რომ ის ხშირად სტუმრობდა ჯ.-ს სახლში დაბადების დღის წვეულებებზე და დაზარალებული დადიოდა კლასის ექსკურსიებზე რომელზეც ჯ.-ც იმყოფებოდა მშობლის რანგში აჩვენებს, რომ ჯ.-ს და დაზარალებულს ურთიერთიერთობა ჰქონდათ წლების მანძილზე და აღნიშნული დადებით მოვლენებთან იყო დაკავშირებული. მათ ბოლო კონტაქტი რამოდენიმე წლის წინ ჰქონდათ. ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი, ასევე ჯ.-ს განცხადების შინაარსი და დათარიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლეგიტიმურ საფუძველს იძლეოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად. ამასთან დაკავშირებით, განმცხადებელი ძირითადად უზენაესი სასამართლოს უმცირესობას ეთანხმებოდა. საკითხი არ მდგომარეობდა იმაში, თუ რას გულისხმობდა რეალურად ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრი ფაქტობრივი განცხადებით, არამედ რამდენად გონივრულად იქნებოდა აღქმული იგი ბრალდებულის და სხვა დამსწრეების მიერ. როგორც უმცირესობა აღნიშნავს, დროს, თუ როდის გაკეთდა აღნიშნული განცხადება, დიდი მნიშვნელობა აქვს. დაზარალებულისა და ბრალდებულის მიერ ზეპირი ჩვენების მიცემის შემდგომ ჯ.-მ აცნობა სხდომის თავმჯდომარეს თავისი და დაზარალებულის წარსული ნაცნობობის შესახებ. მან განაცხადა, რომ დაზარალებულის მიმართ აზრი მრავალი წლის წინ ჩამოუყალიბდა და იმ პერიოდში მას იცნობდა, როგორც „წყნარ და მშვიდ პიროვნებას“.
29. განმცხადებელი დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს უმცირესობას, ქ-ნ ჯ.-ს მიერ დაზარალებულზე წარმოთქმული მოსაზრების აღქმასთან დაკავშირებით.
30. განმცხადებელმა დაამატა, რომ თუ მისი აზრი აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამებოდა (რომ სექსუალური ხასიათის კონტაქტი ნებაყოფლობითი იყო), ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ დაზარალებული საკუთარი მეგობარი მამაკაცის ერთგული არ იყო. ჯ.-ს კომენტარი დაზარალებულთან მიმართებით („წყნარი და მშვიდი პიროვნება“) ადვილი შესაძლებელია, იმ მომენტის დახასიათებად აღქმულიყო მათთვის, ვინც შეესწრო ამ დახასიათებას, და შესაძლოა ეფიქრათ, რომ იგი შეუძლებელია, ყოფილიყო მოღალატე, ხოლო განმცხადებლის ვერსია შესაბამისად, არ იქნებოდა სიმართლე.
31. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ არა მხოლოდ დაცვის მხარის ადვოკატი, არამედ ადვოკატის თანაშემწეც რომელიც დაზარალებულს წარმოადგენდა შიშობდნენ, რომ ჯ. მიუკერძოებელი არ იყო. ხსენებულმა ადვოკატის თანაშემწემ მხარი დაუჭირა ადვოკატის შუამდგომლობას ჯ.-ს დათხოვნის შესახებ. პროკურორი გაგებით მოეკიდა შუამდგომლობას. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს, უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა მხარდაჭერა შუამდგომლობაზე. ფაქტი, რომ პროფესიონალი მხარეები რომლებიც სამართლებრივი პროცედურების ძირეულად საპირისპირო ინტერესებს წარმოადგენდნენ, ჯ.-ს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით საერთო აზრი ჰქონდათ, რომელიც ნათლად წარმოაჩენდა, თუ როგორ აღიქვამდნენ დამსწრეები აზრს მთავარი მოწმის შესახებ.
32. როგორც უზენაესი სასამართლოს უმცირესობამ აღნიშნა, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ დაზარალებულის სანდოობა გადამწყვეტი მტკიცებულება იყო საქმეში, რადგანაც დაზარალებული და განმცხადებელი მარტოები იყვნენ როდესაც გაუპატიურების მცდელობას უნდა ჰქონოდა სავარაუდოდ ადგილი. თუ კი იგი სანდო ადამიანად იქნებოდა მიჩნეული, განმცხადებელს სცნობდნენ დამნაშავედ. ფაქტი, რომ დაზარალებულის სანდოობა გადამწყვეტი იყო, ინფორმაცია ჯ.-ს წარსული ურთიერთობის შესახებ და დაზარალებულის დადებითი დახასიათება რომელიც გაკეთდა კრიტიკულ მომენტში, იყო ფაქტორები, რომლებმაც შექმნეს ლეგიტიმური მიუკერძოებლობის ნაკლებობის საფრთხე ობიექტური დამკვირვებლების თვალსაზრისით.
33. ასევე გასათვალისწინებელია განმცხადებელთან დაკავშირებული ბრალდებების სერიოზულობა და ხასიათის სტიგმატიზაცია, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს ორივე ფრაქციამ გააკეთა. გარდა ამისა, უმცირესობის აზრით, ბევრი რამ იდო სასწორზე დაზარალებულისთვის, რაც შეიძლებოდა, აღქმული ყოფილიყო როგორც გამამართლებელი განაჩენი რადგან შეიძლება ეფიქრათ, რომ ბრალდებულს დაუსაბუთებელი და სერიოზული ბრალი წაეყენა. რადგანაც ჯ.-ს შვილი დაზარალებულის კლასელი იყო და დაზარალებული იმ დროისთვის მხოლოდ 17 წლის იყო, არსებობდა ლეგიტიმური შიში იმისა, რომ ჯ.-სთვის რთული იქნებოდა გამამართლებელი განაჩენის სასარგებლოდ მიეცა ხმა, რადგან იცოდა შესაძლო უარყოფითი შედეგების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო დაზარალებულისთვის.
34. უზენაესი სასამართლოს უმცირესობა აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ მათ განაჩენთან დაკავშირებით არ იყო მოყვანილი რაიმე მიზეზი დამნაშავედ ცნობის საკითხთან მიმართებით და ხმების რაოდენობაც არ იყო მითითებული.
35. ამ ვითარებაში, ერთადერთი გარანტია, რომელიც შეიძლებოდა შეეთავაზებინა უმაღლეს სასამართლოს, ჯ.-ს დათხოვნა იქნებოდა.
(ბ) ხელისუფლება
36. ხელისუფლებამ მიუთითა, რომ მთავარი საკითხის შეფასებისას ჯ.-ს წარსულში ნაცნობობასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ნაცნობობის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს ორივე ფრაქციამ დაასკვნა, რომ ჯ.-ს წარსული ნაცნობობა მოწმესთან თავისთავად არ შეიძლება გახდეს მისი ობიექტური მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენების საგანი. გარდა ამისა, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ბუნებას და არა უბრალოდ ნაცნობობის არსებობას.
37. უზენაესი სასამართლო შეგვახსენებს, რომ უმაღლესი სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც „ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრს აქვს დაზარალებულთან მრავალწლიანი ნაცნობობა და იმ დროისთვის მას იცნობდა როგორც წყნარ და მშვიდ პიროვნებას“. ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯ.-ს მოწმესთან პირადი ახლო ნაცნობობა არ ჰქონია. ჯ.-ს შვილობილის ნაცნობობა ჩვეულებრივისგან ოდნავ განსხვავებული ჩანდა, იმის ფონზე, რომ ისინი კლასელები იყვნენ. ჯ.-მ იმაზე მეტი არაფერი იცოდა დაზარალებულის შესახებ, რაც სხვა დანარჩენმა მშობლებმა, რომლის შვილებიც იმავე კლასში სწავლობდნენ, რომელშიც მისი შვილი. ჯ. -ს მიერ გოგონას დახასიათება უკავშირდებოდა რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს. ნაცნობობის ხარისხს, რომელიც ზოგად პრინციპებს განეკუთვნებოდა საქმეში პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და რომელ საქმეებზეც იხელმძღვანელა შემდგომში სასამართლომ, ნამდვილად უფრო ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე იმ საქმეში, რომელიც მიმდინარე მომენტში განიხილებოდა.
38. ჯ.-ს მიერ მოწმის დახასიათების შესახებ დასმულ კითხვას, შეეძლო თუ არა გაემართლებინა სხვაგვარი დასკვნა, უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს შემდეგი მიზეზების გამო:
39. ყურადღება უნდა გამახვილდეს უფრო შინაარსზე ვიდრე დახასიათების ხარისხზე, რადგანაც ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს პირადი მოგონებები ადამიანზე, რომლსაც შორიდან იცნობს. როგორც უზენაესი სასამართლოს უმრავლესობა თვლის, ჯ.-ს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ მან დაახასიათა მოწმე როგორც შეუმჩნეველი გოგონა მათი ნაცნობობის პერიოდში. განცხადება არ უნდა იქნეს აღქმული როგორც მოსაზრება მისი სანდოობის შესახებ, რომელსაც უმცირესობაც იზიარებს, აღნიშნულს „დადებითი მუხტის“ დახასიათებაც რომ მივცეთ. ეს იყო არსებითად სემანტიკური საკითხი. მაშინ, როცა ის შესაძლოა ყოფილიყო საერთო საფუძველი, რომ უარყოფითი კონოტაცია არ არსებობდა, დადებითი კონოტაციის არსებობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ძალიან შეზღუდული იყო და მისი გამოხატვა შეუძლებელი იყო.
40. ცნობილი არ იყო ჯ.-მ აღნიშნული განცხადება უნებურად გააკეთა თუ კითხვის პასუხად სხდომის თავმჯდომარესთან საუბრისას, სანამ ეს უკანასკნელი წარმომადგენლებს მოიწვევდა. უკანასკნელ შემთხვევაში, არ არსებობდა მიზეზი, რომ ასეთი მნიშვნელობა მიგვენიჭებინა განცხადების გაკეთების მომენტისთვის, როგორც ეს უმცირესობამ გააკეთა.
41. შეუძლებელია განვასხვაოთ ერთის მხრივ ჯ-ს და მეორეს მხრივ, სასამართლოს, მიუკერძოებლობა. ჯ-მ განცხადება გააკეთა იმ დროს, როდესაც ნებისმიერი სუბიექტური დახასიათება, რომელიც წარსულს ეხება, მისი მოსაზრებით დაზარალებულისთვის მხარდაჭერას წარმოადგენდა სასამართლოში და რა დროსაც სხვა ნაფიც მსაჯულებს ჩამოუყალიბდებოდათ საკუთარი შთაბეჭდილება დაზარალებულზე.
42. ხელისუფლებამ მოიწვია სასამართლო რათა განეხილათ ნაფიცი მსაჯულის დათხოვნის ალტერნატიული გარანტიები, რათა შეემცირებინათ ნებისმიერი ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის მაგალითი არსებობს საქმეში გრეგორი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, როდესაც სასამართლომ მიუკერძოებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა ნაფიც მსაჯულთა თათბირის დროს, გაცილებით სერიოზულ განცხადებაზე დარღვევა ვერ დაადგინა. შესაბამისად, რომელსაც შესაძლოა გაცილებით დიდი ზეგავლენა მოეხდინა შედეგზე, რა დროსაც მოსამართლემ მოიწვია ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა და შეახსენა მათ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისე, რომ არც ერთი ნაფიცი მსაჯული არ დაუთხოვია. ამის საპირისპიროდ, ჯ-ს განცხადებას ძალიან შეზღუდული კონოტაცია ჰქონდა, თუკი შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ჰქონდა რაიმე კონოტაცია და გაკეთებული იყო განსხვავებულ დროს. გრეგორის საქმის გადაწყვეტილებამ გაამყარა მოსაზრება ჯ-ს არდათხოვნის შესახებ, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში შეესაბამებოდა მე-6 მუხლის პირველ პუნქტს.
43. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათსავე პრეცედენტულ სამართალში სასჯელის სიმძიმე მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული მე-6 მუხლის მიუკერძოებლობის მოთხოვნის გამოყენებისას. არა მხოლოდ უმცირესობა, არამედ უზენაესი სასამართლოს უმრავლესობაც ამგვარად მოიქცა მიუკერძოებლობის მკაცრი ნორმის გამოყენებისას და უმრავლესობამ დაასკვნა, რომ აღნიშნული ნორმა იყო დაცული.
44. ხელისუფლებამ შემდეგ მიუთითა არაერთ ზოგად საპროცესო გარანტიაზე რომელიც სათანადო ფაქტორი იყო საქმეებში პულარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N22399/93, 1996 წლის 10 ივნისი; გრეგორი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ N22299/93, 1997 წლის 25 თებერვალი და სიპუსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ N8400/07, 2010 წლის 21 სექტემბერი ნორვეგიის კანონმდებლობის მიხედვით. განსაკუთრებით კი, სუბიექტური და ობიექტური მიუკერძოებლობის მკაცრი მოთხოვნები, სხდომის თავმჯდომარის მოვალეობა უზრუნველყონ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების მიერ მიუკერძოებლობის აუცილებელი პირობის შესრულება (ე.ი. ჩართული პირების გაცნობის პრაქტიკა, მათ შორის მოწმეებისაც, რათა მოხდეს ნებისმიერი წარსული ნაცნობობის გახსენების უზრუნველყოფა) და მიაწოდონ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულებს მათი ვალდებულების შესახებ, რათა პატივი სცენ ფარულობას და მათ როლს საქმის ფაქტების შეფასებისას. უზენაესი სასამართლოს ჩანაწერებმა, აჩვენა, რომ სხდომის თავმჯდომარემ მიაწოდა ინფორმაცია და კონსულტაცია გაუწია ნაფიც მსაჯულებს, რათა უზრუნველეყო აღნიშნულ დებულებებთან შესაბამისობა. ასევე, სხდომის თავმჯდომარეს გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება მიემართა პროცესუალური საკითხებისთვის სამართალწარმოების მსვლელობისას, მაგრამ ნაფიცი მსაჯულებისთვის მითითების მიცემა, გრეგორის საქმის მსგავსად, არ იყო აუცილებელი წინამდებარე საქმეში.
45. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროფესიონალ მოსამართლეს შეეძლო გაეუქმებინა განაჩენი დამნაშავედ ცნობის შესახებ, ნაფიცი მსაჯულების მიერ დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულების არარსებობის გამო, მაგალითად, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ განაჩენი გამოიტანა მთლიანად ან ნაწილობრივ არასათანადო ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, როგორიცაა ტენდენციურობა ან დაზარალებულის დახასიათება.
46. ხელისუფლება შეგვახსენებს, რომ სასამართლოების ადმინისტრირების აქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა მიუკერძოებლობის საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც იკითხება სამართალწარმოების დროს და გვთავაზობს გამჭვირვალობას და უზენაეს სასამართლოში საპროცესო საჩივრის წარდგენის საფუძველს. განმცხადებელმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებლობით, მაგრამ წარუმატებლად.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
47. წინამდებარე საქმის განსახილველი საკითხია არსებითად მიუკერძოებლობის მოთხოვნაა. აღნიშნული საკითხის განსაზღვრისას სასამართლო გაითვალისწინებს თავის პრეცედენტული სამართლის პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება ნაფიც მსაჯულებთან და პროფესიონალ და არაპროფესიონალ მოსამართლეებთან. „მიუკერძოებლობის“ არსებობა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის უნდა განისაზღვროს სუბიექტურ შეფასებაზე დაყრდნობით ანუ კონკრეტული მოსამართლის სუბიექტურ მოსაზრებაზე დაყრდნობით მოცემულ საქმეში და ასევე ობიექტურ შეფასებაზე დაყრდნობით ანუ იმის დადგენის საფუძველზე - მოსამართლემ საკმარისი გარანტიები შესთავაზა თუ არა ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვის გამოსარიცხად აღნიშნულთან მიმართებაში.
48. რაც შეეხება სუბიექტურ შეფასებას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად ითვლება, სანამ ამის საპირისპირო არ დამტკიცდება.
49. ობიექტური შეფასებით უნდა გაირკვეს მოსამართლეთა ქცევისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობს თუ არა სარწმუნო ფაქტები, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მათი მიუკერძოებლობა. აღნიშნული გულისხმობს, რომ იმის დადგენისას, არის თუ არა შეშფოთება ლეგიტიმური, რომ რომელიმე კონკრეტული მოსამართლე ან პირი, რომელიც სასამართლოს შემადგენლობაშია - მიკერძოებულია, დაინტერესებული პირის მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის შესაძლებელია თუ არა ეს საფრთხე ობიექტურად იქნეს დასაბუთებული.
50. ობიექტური შეფასება ძირითადად ეხება იერარქიულ ან სხვა სახის კავშირს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის. თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში უნდა გადაწყდეს აღნიშნული ურთიერთობა ატარებს თუ არა ისეთ ხასიათს ან ხარისხს, რომელმაც შეიძლება მიუთითოს მიუკერძოებლობის არარსებობაზე სასამართლოს მხრიდან.
51. ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა გარეგნულ მხარესაც ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა ანუ სხვა სიტყვებით რომ ითქვას, „სამართალი არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა ჩანდეს კიდეც, რომ აღსრულებულია“. ნდობა, რომელსაც უნდა შთააგონებდნენ სასამართლოები დემოკრატიულ საზოგადოებას, რისკის ქვეშაა. შესაბამისად, უნდა მოხდეს ნებისმიერი მოსამართლის აცილება, რომელთან მიმართებაშიც არსებობს მიუკერძოებლობის საფრთხის ლეგიტიმური საფუძველი.
(ბ) პრინციპების გამოყენება
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. წარსულში იცნობდა ქ-ნ ა-ს და ჯ-მ განაცხადა, რომ “ჩამოუყალიბდა დაზარალებულის მიმართ აზრი მრავალი წლის წინ, როდესაც მას იმ დროისათვის წყნარ და მშვიდ პიროვნებად იცნობდა“. უზენაესი სასამართლოს უმცირესობა დაეთანხმა უმრავლესობის მოსაზრებას, რომ წარსული ურთიერთობა მსხვერპლსა და ჯ-ს შორის თავისთავად ვერ გამოიწვევდა ამ უკანასკნელის დისკვალიფიკაციას. ამ თვალსაზრისით, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თავად ფაქტი, რომ ჯ-ს დაზარალებული დაბადების დღის წვეულებებიდან და კლასის ექსკურსიებიდან იცნობდა, თავისთავად არ მიუთითებს დაზარალებულის იდენტიფიცირებასა ან სხვა გზით ჯ-ს მიუკერძოებლობის ნდობის შესუსტებას. იგი მოიცავს არარეგულარულ ურთიერთობას და არა პირად ნაცნობობას და აღნიშნული ურთიერთობა თარიღდება რამდენიმე წლის წინანდელი პერიოდით. დაცვის მხარის ადვოკატსაც არ განუცხადებია უზენაესი სასამართლოს წინაშე, რომ აღნიშნული საკმარისი საფუძველი იყო დისკვალიფიკაციისათვის. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, რომ სხვაგვარად იფიქროს.
53. გაცილებით პრობლემატურია ის ფაქტი, რომ ჯ-მ ქ-ნ ა. წარმოაჩინა „წყნარ და მშვიდ პიროვნებად“. აღნიშნული, როგორც მისივე სიტყვებიდან ირკვევა, არ იყო უბრალოდ შთაბეჭდილება, არამედ მისი „პორტრეტი“, რომელიც მას „ჩამოუყალიბდა ქ-ნ ა-ს იმდროინდელი ნაცნობობის „გამოცდილების“ საფუძველზე. გამოთქმული არ ყოფილა მოსაზრება, რომ ჯ-ს განცხადება შესაძლოა გაგებული ყოფილიყო ისე, რომ აღნიშნული „პორტრეტი“ უარყოფითად შეიცვალა განმცხადებლისა და ქ-ნ ა-ს ჩვენების მოსმენის შემდეგ. პირიქით, მხარეთა საერთო მოსაზრებაა, რომ ა-ს დახასიათებას უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია, თუმცა მოსაზრებები განსხვავდება მისი შინაარსისა და მიუკერძოებლობის საკითხის შეფასების მნიშვნელობასთან მიმართებით.
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს უმრავლესობის აზრით, ნაკლებსავარაუდოა ჯ-ს განცხადება აღქმული ყოფილიყო, როგორც პიროვნების სანდოობის შეფასების გამოხატვა ან შეექმნა მისი იდენტიფიკაციის ან მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიის შთაბეჭდილება. უმრავლესობის აზრით, აღნიშნული იყო ნეიტრალური შეფასება და წარმოადგენდა ბავშვის შეუმჩნეველ ქცევაზე დაკვირვებას. შესაძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ ვინმეს შეეძლო დასკვნა გამოეტანა, რომ წყნარი გოგონა უმიზეზოდ ასეთ აურზაურს არ გამოიწვევდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ა-ს ტირილი და სასოწარკვეთილება ავტომობილით გასეირნების შემდეგ მისი გაუპატიურების მცდელობაზე მიანიშნებდა. თუმცა, ისევ უმრავლესობის აზრით, არ არსებობდა რაიმე საფუძველი ისეთი დასკვნისთვის, რომ არსებობდა რაიმე გარემოება ან მიზეზი, რომ ასეთი ალბათობისთვის მნიშვნელობა მიენიჭებინათ.
55. უმცირესობის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „წყნარი და მშვიდი პიროვნების“ პირდაპირი მნიშვნელობით განმარტება არ იყო პირდაპირ დაკავშირებული სანდოობის შეფასებასთან, დახასიათება დადებით კონტექსტში იყო წარმოთქმული და როდესაც იგი გამოითქვა, დაზარალებულის ჩვენების მიცემიდან ცოტა ხნის შემდეგ, ჯ-ს მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეიძლებოდა, სულ მცირე, აღქმული ყოფილიყო ისეთ პიროვნებად, რომელსაც აურზაურის გამოწვევა არ შეეძლო და შესაბამისად, იგი ტყუილად არ დაადანაშაულებდა ადამიანს გაუპატიურების მცდელობაში. ჯ-ს აზრი, თუ როგორად აღიქვამდა მას „იმ პერიოდში“ - მეორეხარისხოვანია. ეს ნიუანსია, რომელიც შესაძლოა იოლად ვერ შეამჩნიოს ადამიანმა, რომელმაც შემთხვევით გაიგონა განცხადება, სადაც, დროის გათვალისწინებით, ძნელი აღსაქმელი იქნებოდა, როგორც შენიშვნა ა-ს ახლანდელ ხასიათთან დაკავშირებით.
56. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, განსაზღვროს ჯ-ს მსჯელობის ზუსტი მნიშვნელობა, რომელიც ბუნდოვანი და არაზუსტი იყო, მაგრამ იგი ეთანხმება უმცირესობას, რომ განცხადების გაკეთების მომენტი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
57. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფასების მქონე მსჯელობა, რომელიც ასახავდა ქ-ნ ა-ზე წინასწარშექმნილ აზრს. მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების შინაარსს და მიუკერძოებლობის საკითხის მნიშვნელობას იოლად შეიძლებოდა არაერთგვაროვანი შეფასება ჰქონოდა, იგი არ იყო უარყოფითი. სავსებით გონივრული იქნებოდა ვარაუდი, რომ ქ-ნ ა-სთან მიმართებაში არსებობდა გარკვეული დადებითი კონოტაციები, რომლებსაც გავლენის მოხდენა შეეძლო ჯ-ს შეფასებაზე და/ან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის სხვა წევრებზე განსასჯელის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული შესაძლებლობა გამყარდა იმ ფაქტით, რომ ჯ-მ გააკეთა შეფასება, იმ დროს, როდესაც იგი შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო, როგორც კომენტარი ან ერთის მხრივ რეაქცია. ქ-ნ ა-ს, და მეორეს მხრივ, განმცხადებლის მიერ მიცემულ ზეპირ ჩვენებებზე. ასევე საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლო განმცხადებლის ვერსიას დაეყრდნობოდა თუ დაზარალებულის ვერსიას, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობის საკითხში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.
58. აღნიშნულ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის შიშს ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, რომ შესაძლოა, ჯ-ს წინასწარშექმნილ აზრს გავლენის მოხდენა შეეძლო მის უდანაშაულოდ ან დამნაშავედ ცნობაზე.
59. გარდა ამისა, დროული იყო, რომ ჯ-ს დისკვალიფიკაციის მოთხოვნა მიუკერძოებლობის საფუძველზე არა მხოლოდ დაცვის მხარის ადვოკატმა მოითხოვა, არამედ ა-ს დამხმარე ადვოკატმაც დაუჭირა მხარი მის შუამდგომლობას და პროკურორიც გაგებით მოეკიდა შუამდგომლობას საკუთარი პოზიციის გამოხატვის გარეშე. სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც არც ერთი საწინააღმდეგო აზრი და კომენტარი თავისთავად გადამწყვეტი არ არის, ერთად განხილვისას იგი წამოადგენს ალბათობის მნიშვნელობის ინდიკატორს წინამდებარე საქმეში.
60. თუმცა, ჯ-ს მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსისა და მისი გაკეთების მომენტის, ასევე და მისი ქ-ნ ა-სთან წარსული ნაცნობობის და ჯ-ს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრობასთან დაკავშირებული უარყოფითი აზრისა და კომენტარის მიუხედავად, რომელიც გაკეთდა სასამართლო პროცესის ყველა მხარის კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იგი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში დარჩენილიყო. შედეგად მან განაგრძო საქმის განხილვაზე დასწრება და აღარ მიბრუნებია აღნიშნულ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრობის გამო. არ არსებობს ინფორმაცია, რომ ვინმემ განცხადება გააკეთა, რომ სხდომის თავმჯდომარეს მითითება მიეცა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობისგან, მაგალითად, ნაფიცი მსაჯულებისთვის შთაეგონებინა, რომ ეხელმძღვანელათ მხოლოდ სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებით და რომ უფლება არ ჰქონდათ, მათ გადაწყვეტილებაზე სხვა რაიმე ფაქტორს მოეხდინა ზეგავლენა.ნაფიც მსაჯულთა დადებითი პასუხიდან გამომდინარე გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით (და სხვა ბრალდებებზეც), ჯ-მ მონაწილეობა მიიღო ფორმირებაში, რომელიც შედგენილი იყო (კენჭისყრის საფუძველზე შერჩეული) პროფესიონალი მოსამართლეებისა და ნაფიცი მსაჯულებისაგან, რომლებმაც სასჯელის შეფარდების საკითხი გადაწყვიტეს.
61. ზემოხსენებული ფაქტორების კუმულაციური ეფექტის გათვალისწინებით, როგორიცაა განცხადების შინაარსი, მისი გაკეთების მომენტი, გადაწყვეტილება ჯ არ დაეთხოვათ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან და ნაფიც მსაჯულთათვის მითითების მიცემა, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, აღნიშნული ხარვეზის შემცირება შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი დაცვის საშუალებით, რომელზეც ხელისუფლება მიუთითებდა.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ დაეირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy