© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #114
დეკემბერი, 2008
K.U. ფინეთის წინაღმდეგ - 2872/02
გადაწყვეტილება 2.12.2008 [IV სექცია]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ინტერნეტ-მომსახურების პროვაიდერი კომპანიის მიერ ინტერნეტ-გაცნობის ვებ-გვერდზე არასრულწლოვნის შესახებ სარეკლამო განცხადების განთავსებასთან დაკავშირებით ძებნილი პირის მონაცემების გაცემის ვერ უზრუნველყოფა: დარღვევა
ფაქტები: 1999 წელს უცნობმა ადამიანმა სექსუალური ხასიათის რეკლამა განათავსა ინტერნეტ-პაემანის ვებ-გვერდზე განმცხადებლის სახელით, რომელიც თორმეტი წლის იყო, მისგან მალულად. განცხადებაში მითითებული იყო მისი ასაკი, დაბადების წელი და ფიზიკური აღწერილობა და რომ მას სურდა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა, ასევე მითითებული იყო მისი ვებ-გვერდის მისამართი, სადაც შეიძლებოდა მისი ფოტოსა და ტელეფონის ნომერის ნახვა. განმცხადებელმა შეიტყო ამის შესახებ მას შემდეგ რაც მიიღო ელექტრონული წერილი მამაკაცისგან, რომელიც შეხვედრას სთავაზობდა. პოლიციას მიმართეს საჩივრით, მაგრამ ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერმა კომპანიამ უარი განაცხადა იმ პირის მონაცემების გაცემაზე, ვინც განათავსა რეკლამა, რადგანაც მიიჩნია, რომ მას კონფიდენციალობის დაცვის წესები ავალდებულებდა. რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სისხლის სამართლის გამოძიების კანონის საფუძველზე პოლიციის მოთხოვნა, პროვაიდერი კომპანიის დავალდებულებაზე, გაეცა რეკლამის განმთავსებელი პირის მონაცემები, დაადგინა რა რომ არ არსებობდა პირდაპირი სამართლებრივი ნორმები ნაკლებად მძიმე დარღვევებთან მიმართებით, როგორიცაა ცილისწამება, რომელთა საფუძველზეც შეიძლება პროვაიდერი კომპანიის დავალდებულება გასცეს პროფესიული საიდუმლო ან მსგავსი ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება და უზენაესმა სასამართლომ არ დართო გასაჩივრების ნება.
კანონმდებლობა: მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობა განმცხადებლის საქმეს ცილისწამების ფარგლებში განიხილავდა, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ ამჯობინა გამოეკვეთა მის პირად ცხოვრებაზე ზემოქმედების საკითხი, მისი ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის და სათუთი ასაკისთვის საფრთხის შექმნის პოტენციალის გათვალისწინებით. განმცხადებლის შესახებ ინტერნეტ-განცხადების განთავსება სისხლისსამართლებრივი ქმედება იყო, რამაც გამოიწვი არასრულწლოვანთან პედოფილების დაკავშირება. ასეთი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ეფექტური პრევენციული ზომები უნდა გატარდეს ადეკვატური გამოძიებისა და მსჯავრდების სახით. ბავშვებს და სხვა მოწყვლად პირებს მათ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევისგან სახელმწიფოს მიერ დაცვის უფლება აქვთ. მესამე პირისაგან, ამ შემთხვევაში პროვაიდერი კომპანიისგან, ზიანის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა არ იყო საკმარისი სამართლებრივი დაცვის საშუალება. აუცილებელი იყო სამართლებრივი დაცვის ისეთი საშულების არსებობა, რაც შესაძლებელს გახდიდა სამართალდამრღვევის - ამ შემთხვევაში, პირის რომელმაც სარეკლამო განცხადება განათავსა - იდენტიფიცირებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, ხოლო დაზარალებულისთვის - მისგან ფინანსური კომპენსაციის მიღება. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ გააბათილა არგუმენტი იმის შესახებ, რომ მათ ვერ შეძლეს ინტერნეტის საშუალებით პედოფილების მიერ ბავშვებზე ზემოქმედებისგან მათი დამცავი სისტემის შექმნა, რადგანაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფართოდ გავრცელებული პრობლემა და კრიმინალური მიზნებისთვის ინტერნეტის გამოყენების საფრთხე კარგად ცნობილი იყო ინციდენტის ჩადენის მომენტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მიმოწერის კონფიდენციალობა მნიშვნელოვანი დაცვის ობიექტი იყო და ტელეკომუნიკაციის და ინტერნეტ-მომსახურების მომხმარებლებს გარანტირებული უნდა ქონოდათ მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა, ეს გარანტიები არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურად და უნდა შეიზღუდოს სხვა ლეგიტიმური იმპერატივების სასარგებლოდ, როგორიც არის წესრიგის დარღვევის ან დანაშაულის პრევენცია ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. შესაბამისად კანონმდებელს უნდა უზრუნველეყო სისტემა, რომელიც თავსებადს გახდიდა ამ კონკურენტ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა შეიქმნა მასობრივ მედია საშუალებებში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესახებ კანონით, ის არ მოქმედებდა საქმისთვის მნიშვნელოვან დროს. შესაბამისად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა, უპირატესობა მიანიჭა რა კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნებს და არა მის ფიზიკურ და მორალურ კეთილდღეობას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - 3 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy