© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 189
ოქტომბერი 2015
კუდრევიციუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ (Kudrevičius and Others v. Lithuania) [დიდი პალატა] - 37553/05
გადაწყვეტილება 15.10.2015 [GC]
მუხლი 11
მუხლი 11-1
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
ფერმერთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორი დღის განმავლობაში ძირითადი მაგისტრალების გადაკეტვისთვის: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – განმცხადებელმა ფერმერებმა ნებართვა მოიპოვეს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვაზე, რათა ყურადღება მიექციათ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო მოქმედების ნაკლებობაზე სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების საპასუხოდ. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ნებართვის შესაბამისად. თუმცა მთავრობასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მთავრობაზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, განმცხადებლები გაცდნენ ნებართვას და ორი დღით გადაკეტეს სამი ძირითადი საავტომობილო მაგისტრალი, რითაც მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვიეს. ბლოკადა დასრულდა მას შემდეგ რაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. შედეგად განმცხადებლებს მსჯავრი დაედოთ “აჯანყებისთვის” და შეეფარდათ 60 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალათ პირობითი მსჯავრით ერთი წლის ვადით. მათ ასევე დაევალათ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაეტოვებიათ საცხოვრებელი ადგილები შვიდ დღეზე მეტი ვადით.
2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პალატამ ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება168). 2014 წლის 14 აპრილს საქმე გადაეცა დიდ პალატას მოპასუხე ხელისუფლების მოთხოვნით.
კანონმდებლობა – მუხლი 11
(a) მოქმედების გავრცელება – განმცხადებლების მსჯავრდება არ ეფუძნებოდა ძალადობაში მონაწილეობას ან ძალადობისკენ მოწოდებას, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რაც გზების გადაკეტვამ გამოიწვია. საავტომობილო მოძრაობის შეფერხება არ იყო საჯარო ადგილას გამართული შეხვედრის გვერდითი მოვლენა, არამედ ფერმერთა მიზანმიმართული მოქმედების შედეგი. მართალია, ფიზიკური მოქმედებით განზრახ დაირღვა საავტომობილო მოძრაობა და ცხოვრების ჩვეული რიტმი, რათა მნიშვნელოვნად შეფერხებულიყო სხვათა მოქმედებები, ეს არ იყო მე-11 მუხლით დაცული შეკრების თავისუფლების ცენტრში, რასაც შესაძლოა ზეგავლენა ქონოდა ამ მუხლის მეორე ნაწილით “აუცილებლობის” შეფასებაზე. იმავდროულად, განმცხადებლების ქცევა არ იყო იმგვარი ბუნებისა და ხარისხის, რომ დემონსტრაციაში მათი მონაწილეობა გამოეცალკევებია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე უფლების დაცვის სფეროდან. არ არსებობდა მინიშნება, რომ მათ საფრთხე შეუქმნეს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. შესაბამისად მე-11 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა.
(b) საქმის არსებითი მხარე – განმცხადებლების მსჯავრდება უტოლდებოდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე მათ უფლებაში ჩარევას. ჩარევას სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა ეროვნულ კანონმდებლობაში. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმების ეროვნული სასამართლოებისეული განმარტება არც თვითნებური იყო და არც არაგანჭვრეტადი. მშვიდობიანი შეკრებების გამართვის ნებართვები შეიცავდა გაფრთხილებას ორგანიზატორთა შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. უფრო მეტიც, განმცხადებლებისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ პოლიციის კანონიერი და მკაფიო ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობა, გაეხსნათ ჩაკეტილი გზები, სავარაუდოდ გამოიწვევდა მათ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, განსახილველი ჩარევა “გათვალისწინებული იყო კანონით” და ემსახურებოდა “წესრიგის დარღვევისა” და “სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის” ლეგიტიმურ მიზნებს.
დემონსტრანტების გადაადგილება ნებადართული ადგილებიდან საავტომობილო მაგისტრალზე ნებართვაში მითითებული პირობების აშკარა დარღვევა იყო. ეს მოქმედება სახელმწიფო ორგანოებისთვის რაიმე წინასწარი გაფრთხილებისა და მათთვის ნებართვის პირობების შეცვლის თხოვნის გარეშე განხორციელდა. განმცხადებლებისთვის უცნობი ვერ იქნებოდა ეს მოთხოვნები. უფრო მეტიც, მათი მოქმედებები არ იყო გამართლებული მიმდინარე მოვლენაზე დაუყოვნებელი რეაგირების საჭიროებით. სასამართლოს არ ქონდა საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებია ეროვნული სასამართლოების შეფასება იმის თაობაზე, რომ ფერმერებს თავიანთ განკარგულებაში ქონდათ მათ ინტერესების დაცვის ალტერნატიული და კანონიერი საშუალებები, როგორიცაა საჩივრების ადმინისტრაციული სასამართლოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა.
ვინაიდან გზების განზრახ გადაკეტვა მიმართული იყო მთავრობაზე ზეწოლაზე, რათა მათ გაეზიარებიათ ფერმერთა მოთხოვნები, ეს მახასიათებელი წინამდებარე საქმეს განასხვავებდა იმათგან, რომლებზეც სასამართლომ დაადგინა, რომ დემონსტრაციებს შესაძლოა გამოეწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის, მათ შორის საავტომობილო მოძრაობის გარკვეული ხარისხით შეფერხება. საქმეებზე სადაც დემონსტრანტებმა ცადეს თავიდან აეცილებიათ ან ჩაენაცვლებინათ სხვათა მოქმედებები, სასამართლომ დაასკვნა, რომ სანქციების დაკისრება სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი იყო. იგივე დასკვნა უნდა მიიღწეს a fortiori წინამდებარე საქმეზე, ვინაიდან დემონსტრანტთა მოქმედებები პირდაპირ მიმართული არ იყო იმ ქმედებებზე, რომელთაც ისინი არ ეთანხმებოდნენ, არამედ სხვა საქმიანობის ფიზიკურ ბლოკირებაზე, რასაც პირდაპირი კავშირი არ ქონდა მათი პროტესტის საგანთან.
როგორც შეიძლება დავინახოთ სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან, დემონსტრანტების მხრიდან ცხოვრების ჩვეული რიტმისა და სხვათა კანონიერი მოქმედებების განზრახი მნიშვნელოვანი შეფერხება უფრო მეტად, ვიდრე საჯარო ადგილას მშვიდობიანი შეკრების უფლებით ჩვეული სარგებლობით გამოწვეული, შეიძლება მიჩნეულ იქნას “მიუღებელ ქმედებად” და შესაბამისად გაამართლოს სასჯელების დაკისრება, სისხლის სამართლებრივი ხასიათისაც კი. მართალია განმცხადებლებს არც თავად უძალადიათ და არც სხვებისთვის მოუწოდებიათ ეძალადათ, სამი ძირითადი საავტომობილო მაგისტრალის თითქმის სრული გადაკეტვა პოლიციის მოთხოვნებისა და გზებით მოსარგებლეთა საჭიროებებისა და უფლებების სრული იგნორირებით წარმოადგენდა ქმედებას, რომელიც შეიძლება აღვწეროთ როგორც “მიუღებელი”. ამ გარემოებებში დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით მოპასუხე სახელმწიფო აშკარად უფლებამოსილი იყო მიეჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესები აჭარბებდა განმცხადებლებისას, რომელთაც გზების გადაკეტვას მიმართეს ფერმერთა მხრიდან მთავრობასთან მოლაპარაკებაში წარმატების მისაღწევად.
რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოთა ქცევას, პოლიცია შემოიფარგლა განმცხადებლებისთვის იმის მითითებით, რომ მოეხსნათ გზის ბლოკირება და მათი გაფრთხიელბით შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ. მათ არჩიეს არ დაეშალათ შეკრება, მაშინაც კი, როდესაც განმცხადებლებმა უარი განაცხადეს მათი კანონიერი მოთხოვნებისადმი დამორჩილებაზე. როდესაც ფერმერებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შორის ვითარება დაიძაბა, პოლიციამ მხარეებს მოუწოდა დამშვიდებისკენ, რათა მწვავე დაპირისპირება თავიდან აცილებულიყო. განმცხადებლების ქმედების მიერ გამოწვეული მძიმე შეფერხებების მიუხედავად სახელმწიფო ორგანოებმა მაღალი ხარისხის შემწყნარებლობა გამოიჩინეს. უფრო მეტიც, მათ ცადეს დაებალანსებიათ დემონსტრანტების ინტერესები საავტომობილო მაგისტრალების მოსარგებლეთა ინტერესებთან, რათა უზრუნველეყოთ შეკრების მშვიდობიანი მიმდინარეობა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, რითაც დააკმაყოფილეს ყველა პოზიტიური ვალდებულება, რაც შესაძლოა მათ ქონოდათ.
რაც შეეხება განმცხადებლებისთვის დაკისრებულ სანქციებს, შეფარდებული სასჯელი მსუბუქი იყო, 60 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულებაც ერთი წლით პირობითი მსჯავრით შეიცვალა. განმცხადებლებს არ დაკისრებიათ ჯარიმების გადახდა და მათი მსჯავრდების ერთადერთი რეალური შედეგი იყო ერთწლიანი ვალდებულება, წინასწარი ნებართვა მოეპოვებიათ, თუკი მოისურვებდნენ საცხოვრებელი ადგილის შვიდ დღეზე მეტი ვადით დატოვებას. ამგვარი შეზღუდვა არ მიიჩნეოდა არათანაზომიერად, განმცხადებლების მიერ გამოწვეული საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვან დარღვევასთან შედარებით.
და ბოლოს, ვინაიდან წევრ ქვეყნებში არ არსებობდა ერთგვაროვანი მიდგომა საზოგადოებრივ მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხების სამართლებრივ მახასიათებლებთან მიმართებით, სისხლის სამართებრივ თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის კუთხით, ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს არ გადაუბიჯებიათ თავისუფალი შეფასების ფარგლებისთვის განმცხადებელებისთვის ამ ქმედებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით. ის ფაქტი, რომ ცალკეულ პირებს შესაძლოა უფრო მსუბუქი მოპყრობა მოეპოვებიათ, აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ განმცხადებლებისთვის დაკისრებული სანქციები არათანაზომიერია.
საბოლოო ჯამში ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა სამართლიანი ბალანსი დაიცვეს ერთის მხრივ “წესრიგის დარღვევის პრევენციისა” და “სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის” ლეგიტიმურ მიზანსა და მეორეს მხრივ შეკრების თავისუფლების მოთხოვნებს შორის და თავიანთი გადაწყვეტილებები დააფუძნეს ფაქტების მისაღებ შეფასებასა და შესატყვის და საკმარის დასაბუთებას.
სასამართლოს აუცილებლად უნდა ეპასუხა მხარეთა მიერ წარმოდგენილ არგუმენტზე, რათა განესაზღვრა სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებები გამართლებული იყო თუ არა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს e (ECJ) პრეცედენტული სამართლის ჭრილში.* ECJ-ის როლი დადგენილი იყო, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქონლის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების დამდგენი, ხოლო წინამდებარე საქმეზე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ამოცანა იყო განესაზღვრა, სახეზე იყო თუ არა განმცხადებლების შეკრების თავისუფლებაზე უფლების დარღვევა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
(იხილეთ ბუკტა და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ (Bukta and Others v. Hungary), 25691/04, 17 ივლისი, 2007, Information Note 99; ლუკასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Lucas v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), 39013/02, 18 მარტი, 2003; ბარაკო საფრანგეთის წინააღმდეგ (Barraco v. France), 31684/05, 5 მარტი, 2009, Information Note 117)
* ეუგენ შმიდბერგერი, Internationale Transporte and Planzüge ავსტრიის წინააღმდეგ (Eugen Schmidberger, Internationale Transporte and Planzüge v. Austria), C-112/00, 2003 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება; და კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ (Commission v. France), C-265/95, 1997 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy