© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 172
მარტი 2014
კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC] - 26828/06
გადაწყვეტილება 12.3.2014 [GC]
მუხლი 41
სამართლიანი დაკმაყოფილება
მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტიდან უკანონო ამოშლით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
მუხლი 46
პილოტური გადაწყვეტილება
ზოგადი ღონისძიებები
მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა კომპენსაციის ეროვნული ad hoc მექანიზმის შემუშავება და განხორციელება
ფაქტები – 2012 წლის 26 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში („ძირითადი გადაწყვეტილება“) დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8-ე და მე-13-ე მუხლების დარღვევას, რაც გამოიხატა სლოვენიის სახელმწიფო უწყებების უმოქმედობაში დროულად დაერეგულირებინა მომჩივანის საცხოვრებელი სტატუსი მას შემდეგ რაც ისინი უკანონოდ „ამოშალეს“ მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან და მათთვის მიეცათ გამოსწორების ადექვატური საშუალება. ამ ღონისძიების შედეგად ზიანი მიადგათ არა მხოლოდ მოცემული საქმის მომჩივნებს, არამედ სხვა ბევრ ადამიანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა გამოეყენებინა პილოტური გადაწყვეტილების პროცედურა კონვენციის 46-ე მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით და მოპასუხე სახელმწიფოს დაავალა გაეტარებინა ზოგადი ღონისძიება და შეემუშავებინა კომპენასაციის ეროვნული ad hoc მექანიზმი ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც მიიღებდა ძირითად გადაწყვეტილებას.
კანონი – მუხლი 41: დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ ექვსი მომჩივანი, რომელთაც არ ჰქონდათ არანაირი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია გაცემული სლოვენიაში რეესტრიდან „ამოშლის“ შედეგად აღმოჩნდა სამართლებრივ ვაკუუმში, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი დროით მათი მოწყვლად, სამართლებრივად გაურკვეველ და არა უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა. „ამოშლის“ შედეგად იურიდიული სტატუსის დაკარგვამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური შედეგი. იმის გათვალისწინებით რომ მომჩივნები „ამოშალეს“ რეესტრიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე და თავიანთი მდგომარეობის შესახებ მათ მხოლოდ შემთხვევით გაიგეს, ამიტომ არსებობს ჩვეულებრივი კავშირი უკანონო ღონისძიებას და მიღებულ მატერიალურ ზიანს შორის.
შესაბამისად, სასამართლომ გამოიკვლია მომჩივანის უფლებამოსილება ფინანსური ზიანის სამართლიან დაკმაყოფილებაზე ორი კატეგორიის ფარგლებში. კომპენასაციის მიღება წარსული შემოსავლის დაკარგვის გამო და თითოეულ მომჩივანზე გასცა სოციალური დახმარება და ორ ბავშვზე (ორ მომჩივანთან მიმართებით) ბავშვის შემწეობა. საცხოვრებლისთვის შემწეობა არ გაცემულა ვინაიდან 2003 წელს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა შემწეობის გაცემას მხოლოდ სლოვენიის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის და მომჩივანმა ვერ დაადასტურა რომ ის შეძლებდა პირობის დაკმაყოფილებას წინა კანონმდებლობის ფარგლებში. რაც შეეხება მატერიალური ზიანის მეორე კატეგორიას - სამომავლო შემოსავლის დაკარგვა - საპენსიო უფლებასთან მიმართებით არ მომხდარა მოთხოვნის დაკმაყოფილება ვინაიდან მომჩივანის სოციალური შემწეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავდა ნებისმიერ მოთხოვნას ამ კუთხით.
მუხლი 46: სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო კომპენსაციის ეროვნული ad hoc მექანიზმის შემუშავება ერთი წლის ვადაში მას შემდეგ რაც ძირითადი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ არ უდავიათ ეროვნულ დონეზე ზოგადი ღონისძების საჭიროების შესახებ. ამ საკითხთან მიმართებით, დიდმა პალატამ გაითვალისწინა ფაქტი, რომ კომპენსაციის ეროვნული ad hoc სქემის შექმნის შესახებ აქტი ძალაში შედიოდა 2014 წლის 18 ივნისიდან. ამ კანონით დადგენილია ერთიანი თანხის ოდენობა რომელსაც კომპენსაციის სახით მიიღებენ პირები რეესტრიდან „ამოშლის“ ყოველი თვისთვის და ასევე იძლევა დამატებითი კომპენასაციის შესახებ დავის შესაძლებლობას. პრობლემის გადაწყვეტის ეს გზა მისაღები აღმოჩნდა.
ბოლოს, სისტემური, სტრუქტურული ან მსგავსი დარღვევების არსებობის გამო, მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებდა საქმე იმისათვის რომ მომხდარიყო სამომავლოდ მსგავსი საფუძვლით სასამართლოსადმი მომართვიანობის პრევენცია. უფრო მეტიც, თავიდან სასამართლოს წინაშე განსახილველად წარდგენილი იყო დაახლოებით 65 საქმე რომელიც 1000-მდე მომჩივანს ეხებოდა. შესაბამისად სხვა დავების განხილვა უნდა შეწყდეს საკითხზე სამართლებრივი დაცვის საშუალების მიღებამდე.
(იხილეთ კურიჩ და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ [GC], 26828/06, 26 ივნისი 2012, Information Note 153)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy