© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ
(საჩივარი # 26828/06)
გადაწყვეტილება
(სამართლიანი დაკმაყოფილება)
სტრასბურგი
12 მარტი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპლიმანი, პრეზიდენტი
ჟან–პოლ კოსტა,
ნიკოლას ბრათზა,
ფრანკ ტულკენსი,
გუიდო რაიმონდი,
ნინა ვაჯიჩი,
მარკ ვილიგერი,
იზაბელა ბერო–ლეფევრე,
ბოშტან მ ზუპანჩიჩი,
ელიზაბეთ შტეინერი,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუის ლოპეზ გუერა,
ზდრავკა კალავდჯიევა,
ნებოჟა ვუჩინიჩი,
განა იუდკივსკა,
ანგელიკა ნუბერგერი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, სხდომის გამწესრიგებელი,
განმარტოებით ითათბირა, 2014 წლის 28 თებერვალს და
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა:
1. საქმეს საფუძვლად უდევს ხორვატიის მოქალაქის მილან მაკუჩის და სხვა ათი მომჩივანის საჩივარი (#26828/06) სლოვენიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში შევიდა 2006 წლის 4 ივლისს. ბ–ნი მაკუჩის გარდაცვალების შემდეგ, საქმის სახელი შეიცვალა კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ. რვა მომჩივანი იღებდა მონაწილეობას დიდი პალატის მიერ საქმის განხილვაში (იხილეთ პუნქტი 4 ქვემოთ).
2. მომჩივნებს სასამართლოში წარმოადგენდა ბ–ნი ა.გ. ლანა და ბ–ნი ა. საკუჩი, ადვოკატები, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას რომში ახორციელებენ.
3. სლოვენიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მათი აგენტი, ბ–ნი ლ. ბემბიჩი, სახელმწიფო ადვოკატი.
4. 2012 წლის 26 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში („ძირითადი გადაწყვეტილება“) დიდმა პალატამ ხმათა უმრავლესობით ორი მომჩივანის მიმართ, ბ–ნი დაბეტიჩი და ქ–ნი რისტანოვიჩი, საჩივარი დაუშვებლად სცნო ვინაიდან მათ არ ჰქონდათ სრულად ამოწურული ეროვნულ დონეზე არსებული მექანიზმები.
5. დიდმა პალატამ ერთხმად განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა „პირადი ან ოჯახური ცხოვრების“ ან ორივე უფლების პატივისცემის (კონვენციის მე–8–ე მუხლი), სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების (მე–13–ე მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე–14–ე მუხლი მე–8–ე მუხლთან ერთად განხილული) უფლების შელახვას დარჩენილი ექვსი მომჩივნის მიმართ: ბ–ნი კურიჩი, ქ–ნი მეზგა, ბ–ნი რისტანოვიჩი, ბ–ნი ბერიშა, ბ–ნი ადემი და ბ–ნი მინიჩი.
6. სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევა გამოწვეული იყო სლოვენიის ხელისუფლების მიერ დიდი ხნის განმავლობაში პრობლემის მოუგვარებლობით, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომლითაც მთავრობას უნდა დაერეგულირებინა მომჩივნების საცხოვრებელი სტატუსი მას შემდეგ რაც ისინი უკანონოდ „ამოშალეს“ მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან 1992 წლის 26 თებერვალს და მოეხდინა მათთვის სამართლიანი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამის შედეგად, არა მხოლოდ მოცემული საქმის მომჩივნები, არამად ბევრი სხვა პირი (მთელი კატეგორია იმ ეგრეთ წოდებული „ამოშლილი“ (izbrisani), ადამიანების, რომლებიც იყვნენ იუგოსლავიის ყოფილი სოციალისტურ ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები მუდმივი ბინადრობის ნებართვით სლოვენიაში და რომელთა სახელები „ამოშალეს“ 1992 წლის 26 თებერვალს), გახდა და ჯერ კიდევ არის მსხვერპლი ამ ღონისძიების (იხილეთ კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ (Kurić and Others v. Slovenia [GC], #. 26828/06, §§ 29, 408‑ 409 და 412, ECHR 2012 (ამონარიდები)).
7. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვიტა გამოეყენებინა პილოტური გადაწყვეტილების პროცედურა კონვენციის 46–ე მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 61–ე მუხლის შესაბამისად და გადაწყვიტა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს ზოგადი ღონისძიება და დაადგინოს კომპენსაციის ეროვნული ad hoc სისტემა ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის ვადაში, ანუ არა უგვიანეს 2013 წლის 26 ივნისისა (იხილეთ პუნქტი 9 ძირითად გადაწყვეტილებაში და პუნქტი 415 ძირითად გადაწყვეტილებაში). მან დამატებით აღნიშნა, რომ იურიდიული სტატუსის შესახებ კანონის ცვლილებები და დამატებები სულ ახლახანს იქნა მიღებული და ჯერ ნაადრევი იყო იმაზე მსჯელობა დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნა თუ არა მიღწეული „ამოშლილთა“ საცხოვრებელი სტატსუსის მოსაგვარებლად საკანონმდებლო რეფორმით და მთავრობის მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯებით (იხილეთ პუნქტები 410–411 ძირითად გადაწყვეტილებაში).
8. კონვენციის 41–ე მუხლის მიხედვით, მომჩივნები ითხოვდნენ სამართლიანი დაკმაყოფილების საშუალებას მატერიალური და არა მატერიალური ზიანისათვის, რომელიც გამოწვეული იყო მოცემულ საქმეში დადგენილი დარღვევით, ასევე სასამართლოში საქმის წარმოების ხარჯების ანაზღაურებას.
9. სასამართლომ დაადგინა, რომ 41–ე მუხლის გამოყენების საკითხი არ იყო მზად გადაწყვეტილებაში ასახვისთვის, ვინაიდან მომჩივნების მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე სადაო იყო და საკითხის განხილვა შეჩერდა. მთავრობას და მომჩივნებს მოეთხოვათ ძირითადი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სამი თვის ვადაში წარმოედგინათ მათი წერილობითი დაკვირვება საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულად შეეტყობინებინათ სასამართლოსთვის ნებისმიერი შეთანმხების შესახებ, რომელიც მათ მიაღწიეს. უფრო კონკრეტულად კი, სასამართლომ მიიჩნია რომ 41–ე მუხლის გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მხარეებს შორის მიღწეული რაიმე შეთანხმების შედეგად, არამედ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების გატარებით, რომელიც შეიძლება მოპასუხე სახელმწიფომ გაატაროს ძირითადი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (იგივე. § 424, და პუნქტი 10 ძირითად გადაწყვეტილებაში; ასევე იხილეთ ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Broniowski v. Poland) (მეგობრული შეთანხმება) [GC], no. 31443/96, §§ 3 და 36, ECHR 2005‑IX, და ჰუტენ–გზაპსკა პოლონეთის იწნააღმდეგ (Hutten-Czapska v. Poland) (მეგობრული შეთანხმება) [GC], no. 35014/97, §§ 3 და 33, 28 აპრილი 2008). შესაბამისი ზოგადი ღონისძიების აღსრულების მოლოდინში, სასამართლომ გადაავადა იმ საჩივრების განხილვა რომელიც იგივე მიზეზით იყო გამოწვეული (იხილეთ პუნქტი 415 ძირითად გადაწყვეტილებაში).
ბოლოს, დიდმა პალატამ თითოეულ წარმატებულ მომჩივანს (ბ–ნი კურიჩი, ქ–ნი მეზგა, ბ–ნი რისტანოვიჩი, ბ–ნი ბერიშა, ბ–ნი ადემი და ბ–ნი მუნიჩი) მიანიჭა 20 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და მთლიანად 30 000 ევრო იმ ხარჯებისთვის, რაც მომჩივანებს დასჭირდათ საქმის დიდი პალატის განხილვის ეტაპამდე და უარი თქვა მათი საჩივრის დანარჩენი მოთხოვნების განხილვაზე დასახელებული მიზეზების გამო.
10. დიდი პალატის შემადგენლობა განსაზღვრული იყო კონვენციის 26–ე მუხლის მე–4–ე და მე–5–ე პუნქტებით და 24–ე მუხლით. 2012 წლის 31 ოქტომბერს ამოიწურა ნიკოლას ბრატზას სასამართლოს თავმჯდომარის ვადა. დინ სპილმანმა შეცვალა იგი და გადაიბარა დიდი პალატის თავმჯდომარის თანამდებობა მოცემულ საქმეზე (მუხლი 9; პუნქტი 2). ჟან–პოლ კოსტა, ნიკოლას ბრატზა, ფრანსუა ტულკენსი და ნინა ვაჯიჩი რჩებოდნენ პალატის წევრებად მათი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც, კონვენციის 23–ე მუხლის მე–3– პუნქტის და 24–ე მუხლის მე–4–ე პუნქტის შესაბამისად. მუხლი 24 პუნქტი 3–ის შესაბამისად ანატოლი კოვლერი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას შეცვალა მარკ ვილიგერმა.
11. შესაბამისი ვადის პირველად გაგრძელების შემდეგ როგორც 41–ე მუხლის ფარგლებში სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის ისე მეგობრული შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის საკითხზე, პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში მუხლი 61 პუნქტი 7–ის მიხედვით, დიდი პალატის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა მეორე მოთხოვნა და შეატყობინა მხარეებს რომ 2013 წლის 24 ივნისამდე მეგობრული შეთანხმების მისაღები პირობების არ არსებობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხზე.
12. მოპასუხე მთავრობის მოთხოვნის შემდეგ გაეგრძელებინათ კომპენსაციის ad hoc სქემის შესამუშავებლად დადგენილი ვადა ერთი წლით (იხილეთ პუნქტი 7 ზემოთ), სასამართლომ შეატყობინა მხარეებს 2013 წლის 9 აპრილს რომ ის არ აპირებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სასამართლოს აზრით, ეს იყო მინისტრთა კომიტეტის განსახილველი საკითხი, რომელიც მოქმედებდა კონვენციის 46–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის შესაბამისად.
მოპასუხე მთავრობის მოთხოვნის შემდეგ 2013 წლის 14 მაისს სასამართლომ გაითვალისწინა რა კომპენსაციის ad hoc სქემის შემუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცესის ბუნდოვანება და ის მწირი პროგრესი რაც მოცემული მომენტისთვის იყო მიღწეული ამ საკითხთან მიმართებით, გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. საკუთარ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ქმედება არ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე ფორმით ინტერპრეტირებული, როგორც მინისტრთა კომიტეტის მიერ კონვენციის 46–ე მუხლის ფარგლებში გადაწყვეტილების აღსრულებაზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციის საზიანო ქმედება.
13. 2013 წლის 24 ივნისს მომჩივნები და მოპასუხე სახელმწიფომ წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნაზე კონვენციის 41–ე მუხლის ფარგლებში. ორივე მხარემ გამოხატა მზაობა მეგობრულ შეთანხმებაზე, მაგრამ კონკრეტული შეთავაზება არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა რომ ის იმსჯელებდა ამ საკითხზე და გამოიტანდა გადაწყვეტილებას კონვენციის 41–ე მუხლის ფარგლებში და შეატყობინებდა მხარეებს.
ფაქტები
14. პირველი მომჩივანი, ბ–ნი მუსტაფა კურიჩი, დაბადებულია 1935 წელს და ცხოვრობს კოპერში (სლოვენია). ის არის მოქალაქეობის არ მქონე პირი. მეორე მომჩივანი არის ქ–ნი ანა მეზგა, ხორვატიის მოქალაქე. ის დაიბადა 1965 წელს და ცხოვრობს პორტოროზში (სლოვენია). მესამე მომჩივანი, ბ–ნი ტრიპუნ რისტანოვიჩი, დაიბადა 1988 წელს და ამჟამად ცხოვრობს სლოვენიაში. ის არის ბოსნია–ჰერცოგოვინის მოქალაქე. მეოთხე მომჩიბვანია ბ–ნი ალი ბერიშა, დაბადებული 1969 წელს კოსოვოში. ახალი მონაცამების მიხედვით ის არის სერბეთის მოქალაქე. ის ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. მეხუთე მომჩივანი, ბ–ნი იფან სადიკ ადემი დაიბადა 1952 წელს. ის ცხოვრობს გერმანიაში და არის მაკედონიის მოქალაქე. მეექვსე მომჩივანი, ბ–ნი ზორან მირიჩი, დაიბადა 1972 წელს. მთავრობის მონაცემებით ის სერბეთის მოქალაქეა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი.
I. მოვლენების განვითარება ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
15. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის წარდგენის ვადა „ამოშლილი“ მოქალაქეებისათვის იწურებოდა 2013 წლის 24 ივლისს იურიდიული სტატუსის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად. ეს კანონი მიღებული იყო, იმისათვის რომ დარეგულირებულიყო შეუსაბამობა იურიდიული სტატუსის შესახებ კანონსა და კონსტიტუციას შორის, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2003 წლის 3 აპრილს. კანონი ძალაში შევიდა 2010 წლის 24 ივლისს.
16. იურიდიული სტატუსის შესახებ კანონში შესული ცვლილებები იძლევა როგორც ex nunc ისე ex tunc უფლებას – რაც კანონის განმარტების მიხედვით ნიშნავს 1992 წლის 26 თებერვლიდან – მუდმივი საცოხვრებლის ნებართვას „ამოშლილი“ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „რეალურად ცხოვრობენ“ სლოვენიაში. ის ასევე არეგულირებს „ამოშლილი“ ბავშვების სტატუსს და ადგენს რეტროაქტიული გადაწყვეტილების მიღებას „ამოშლილი“ პირების შესახებ, რომელთაც მიიღეს სლოვენიის მოქალაქეობა ადრე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე (იხილეთ პუნქტები 71 და 76–79 ძირითად გადაწყვეტილებაში).
17. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით (#U-I-85/11) მიმართა „ამოშლილთა“ სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციამ, სხვა კერძო პირებთან ერთდ 2011 წლის 26 აპრილს, რომელიც სასამართლოს ჯერ არ განუხილავს (იხილეთ პუქტი 81 ძირითად გადაწყვეტილებაში).
18. 2013 წლის 10 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება კონსტიტუციის 26–ე მუხლის მიხედვით სახელმწიფოს ვალდებულების შესახებ იმ შემთხვევაში როდესაც წარმოიშობა გაჭიანურებული სამართალწარმოების სისტემური პრობლემა. (იხილეთ ლუკენდა სლოვენიის წინააღმდეგ (Lukenda v. Slovenia), no. 23032/02, §§ 89-98, ECHR 2005‑X). სასამართლომ დაადგინა, რომ 26–ე მუხლის ვიწროდ ინტერპრეტაცია არ შეიძლება და რომ ის ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში, რომელიც არ შეიძლება შეერაცხოს კონკრეტულ პირს ან კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოს, არამედ მხოლოდ თავად სახელმწიფოს. ეს ასევე ვრცელდება სასამართლო განხილვის შეუსაბამო გაჭიანურებისგან დაცვის გარანტიაზე, რომელზეც პასუხისმგებელი არა მხოლოდ სასამართლო არამედ ხელისუფლების სამივე შტოა – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მოცემულ საქმეზე მიღებული ძირითადი გადაწყვეტილების.
19. 2013 წლის მაისში მთავრობამ „საზოგადოებას“ წარუდგინა პირველადი ვერსია კანონმდებლობის, რომლის მიზანიც იყო „ამოშლილი“ პირებისთვის კომპენსაციის ad hoc სქემის შემუშავება.
20. 2013 წლის 25 ივლისს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონი მუდმივი ბინადრობის რეესტრიდან ამოშლილი პირების ზიანის ანზღაურების შესახებ (Predlog Zakona o povračilu škode osebam, ki so bile izbrisane iz registra stalnega prebivalstva – იხილეთ პუნქტი 7 ზემოთ). კანონი, ცვლილებებთან ერთად მიღებული იყო 2013 წლის 21 ნოემბერს. კანონი გამოქვეყნდა ოფიციალურ გაზეთში #. 99/2013 2013 წლის 3 დეკემბერს. კანონი ძალაში შევიდა 2013 წლის 18 დეკემბერს და გამოყენებადი იქნება 2014 წლის 18 ივნისიდან.
21. კანონი ადგენს, რომ კომპენსაციის სქემის ბენეფიციარები იქნებიან „ამოშლილი“ პირები, რომელთაც მიიღეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა ნებისმიერი სამართლებრივი საფუძვლით ან მიღებული აქვთ სლოვენიის მოქალაქეობა. ბენეფიციარები არიან ასევე ის „ამოშლილი“ პირები, რომლთა მოთხოვნაც წარუმატებელი აღმოჩნდა წინა კანონმდებლობის ფარგლებში, სანამ ძალაში შევიდოდა იურიდიული სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებები შესაბამისი პირობებით: მათ მოთხოვნაზე უარის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი წესრიგისადმი, სლოვენიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაცვისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების და სისხლის სამართლის დამნაშავის სამართლებრივი დევნის, როგორც ეს შესაბამისი კანონმდებლობით არის დაგდენილი, საფრთხე, ან ნებისმიერი სხვა საფუძვლი რომელიც იურიდიული სტატუსის შესახებ კანონის მე–3–ე მუხლშია დადგენილი; მათი განაცხადის განხილვა არ უნდა ყოფილიყო შეჩერებული მათი მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობით და ისინი უნდა ყოფილიყვნენ სლოვენიაში „რეალურად მცხოვრებნი“. ბოლოს ნახსენები პირობა უნდა ყოფილიყო განხილული იურიდიული სტატუსის შესახებ კანონის ნაწილი 1 ქვეპუნქტი (გ)–სთან ერთად (იხილეთ პუნქტები 77–79 და 211 ძირითადი გადაწყვეტილებიდან).
ბენეფიციართა ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, მთავრობამ გაითვალისწინა დიდი პალატის გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ ბ–ნი დაბეტიჩის და ქ–ნი რისტანოვიჩის ნაწილში საჩივარი ეცნო დაუშვებლად მათ მიერ ეროვნულ დონეზე არსებული მექანიზმების არ ამოწურვის გამო (იხილეთ პუნქტი 4 ზემოთ), და მიუთითა, რომ ამ ორმა მომჩივანმა ვერ გამოხატა ვერანაირი ფორმით მათი სურვილი ეცხოვრათ სლოვენიაში და გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები სლოვენიის მოქალაქეობის საკითხის დასარეგულირებლად, რითაც ნათელი იყო მათი ინტერესის ნაკლებობა ამ საკითხთან მიმართებით. (შეადარეთ პუნქტი 229 ძირითად გადაწყვეტილებაში). ახალი კანონის შესაბამისად დაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა კომპენსაციაზე უნდა იყოს წარმოდგენილი კანონის ძალაში შესვლიდან ან სლოვენიის მოქალაქეობის ან მუდმივად ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს სამი წლისა. ნებისმიერ შემთხვევაში „ამოშლის“ პერიოდი არ უნდა სცდებოდეს კანონის ძალაში შესვლის თარიღს.
22. კომპენსაციის ოდენობა დაიანგარიშება ერთიანი თანხის საფუძველზე, რომელიც შეადგენს 50 ევროს თითოეული „ამოშლილი“ თვისთვის, რომელიც მოიცავს მიყენებულ როგორც მატერიალურ ისე არამატერიალური ზიანის. იმ „ამოშლილი“ პირების, რომელთა მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა, „ამოშლის“ პერიოდი შეწყდება საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების დღეს. იმ შემთვევაში თუ უარყოფითი გადაწყვეტილება რამდენჯერმე იქნა მიღებული, პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღეს რომელთან მიმართებითაც სლოვენიაში „რეალურად ცხოვრების“ პირობა შესრულდება (იხილეთ პუნქტი 21 ზემოთ). ესეთ „ამოშლილ“ პირს უფლება აქვს საკუთარი მოთხოვნა დააყენოს საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი წლის განმავლობაში.
23. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ „ამოშლილი“ პირი მიიჩნევს, რომ მას ეკუთვნის დამატებითი კომპენსაცია, მას ექნება საშუალება სარჩელით მიმართოს ვალდებულებათა კოდექსის მიხედვით (Obligacijski zakonik, ოფიციალური გაზეთი #. 83/2001). კანონი აუქმებს ხანდაზმულობის ვადას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ვალდებულებათა კოდექსის მიეხდვით, ისე როგორც განმარტებულია სლოვენიის სასამართლოების მიერ (იხილეთ პუნქტი 85 ძირითადი გადაწყვეტილების) და ადგენს ახალ სამ წლიან ვადას კომპენსაციის მოთხოვნისთვის. ის „ამოშლილი“ პირები, რომელთა განაცხადი არ დაკმაყოფილდა უფლებამოსილნი არიან საკუთარი მოთხოვნა წარადგინონ სამი წლის ვადაში ბოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის ოდენობის შეზღუდვა გამართლებულია სლოვენიაში ამჟამად არსებული ფინანსური სიტუაციიდან და სახელმწიფოს კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე.
24. ასეთი სახის კომპენსაცია შეიძლება მოთხოვნილი იყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით ერთიან თანხასთან მიმართებით ან სასამართლო წარმოებით დამატებით კომპენსაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე დაკონკრეტებულია, რომ ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთიანი თანხის 50 ევროს ოდენობის სამმაგ ოდენობას თითოეული „ამოშლი“ თვისთვის.
25. ამავე დროს, ის „ამოშლილი“ პირები, რომელთაც უარი ეთქვთ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ან სამართალწარმოება შეწყდა უფლებამოსილნი არიან ახალი სარჩელი წარადგინონ.
26. ბენეფიციარები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ 1000 ევროზე მეტი თანხა კომპენსაციის სახით მიიღებენ პირველადი თანხის სახით 1000 ევროს და დანარჩენი თანხის გადახდა მოხდება ნაწილ–ნაწილ.
27. ისინი ასევე უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ სამართლიანი დაკმაყოფილების სხვა ფორმები იმისათვის, რომ მოხდეს მათი რეინტეგრაცია სლოვენიის საზოგადოებაში. ეს მოიცავს სახელმწიფო ორგანოების მიერ სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის, სარგებლის და სხვა განსაკუთრებულ მოპყრობას სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში; საზოგადოებრივი დახმარების სხვა ფორმებისა და სახელმწიფო გრანტებისადმი ხელმისაწვდომობას; სარგებელი და განსაკუთრებული მოპყრობა საცხოვრებლის საკითხთან დაკავშირებით (არამომგებიანი ქირა); განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა; და ბოლოს, განსაკუთრებული მოპყრობა ისეთი პროგრამების ფარგლებში, რომელიც გამიზნულია უცხოელებისთვის, ვინც არ არიან ევრო კავშირის სახელმწიფოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები, იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი ინტეგრაცია სლოვენიის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.
28. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2013 წლის ივლისიდან, როდესაც კანონის მომზადება დასრულდა 25671 „ამოშლილიდან“ 10046–მა სადაც 5360 იყო არასრულწლოვანი (ასევე იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილების პუნქტი 33 და 69), მოაგვარა მათი საცხოვრებელი სტატუსი (2807–მა მიიღო მუდმივი ბინადრობის ნებართვა და 7239–მა მიიღო სლოვენიის მოქალაქეობა). ზოგი გარდაიცვალა და დაუდგენელი რაოდენობის „ამოშლილმა“ პირებმა დატოვა სლოვენია.
29. 2013 წლის 25 ივლისს, იურიდიული სტატსუსის შესახებ კანონის ცვლილების შემდეგ ინტერნეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 849 განაცხადი შევიდა ex nunc მუდმივი ბინადრობის მოთხოვნით (174 განმცხადებელს უარი ეთქვა; 138–ზე გაიცა ბინადრობის ნებართვა და 537 განმცხადებელი მოცმეული მომენტისთვის პასუხის მოლოდინში იყო).
ამასთანავე, 627 განაცხადი ex tunc მუდმივი ბინადრობის მოთხოვნით იქნა მიღებული, აქედან დაკმაყოფილდა 417 განაცხადი, 76 მოთხოვნაზე ითქვა უარი და შეწყდა წარმოება და 134 განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მოცემული მომენტისთვის არ იყო მიღებული.
კანონი
I. კონვენციის 41–ე მუხლი
30. კონვენციის 41–ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.”
ა. მატერიალური ზიანი
1. მომჩივანის მოსაზრებები
(ა) ზოგადი შენიშვნები
31. 2012 წლის 26 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ძირითადი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მომჩივნებმა ცვლილებები შეიტანეს საკუთარ სარჩელში მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. 2013 წლის 24 ივნისს მათ დაადასტურეს საჩივარში ცვლილებების შეტანა.
მომჩივნები ითხოვდნენ კომპენსაციას მიყენებული მატერიალური ზიანისათვის სხვადასხვა მიზეზების გამო „ამოშლის“ მთელი პერიოდისთვის 1992 წლის 26 თებერვლიდან მათ მიერ მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების მომენტამდე: წარსული შემოსავლის დაკარგვა სოციალური სარგებლის, საცხოვრებლის, მეუღლის და ბავშვების დახმარების და მომავალი შემოსავლის დაკარგვა საპენსიო უფლებებთან მიმართებით (მათ მიუთითეს იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Iatridis v. Greece) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], # 31107/96, § 37, ECHR 2000‑XI, და ვილისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Willis v. the United Kingdom), # 36042/97, §§ 65-70, ECHR 2002‑IV).
32. მომჩივნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმ თანხის ზუსტი კალკულაცია, რომელიც საჭიროა იმ მატერიალური ზიანის რეპარაციისთვის (restitutio in integrum), რომელიც მათ მიადგათ შეიძლება ვერ განხორციელდეს დარღვევიდან გამოწვეული ზიანის „არსებითად გაურკვეველი მიზეზის გამო“ (იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Young, James and Webster v. the United Kingdom) (ყოფილი 50-ე მუხლი), 18 ოქტომბერი 1982, § 11, სერიები A #. 55) და „ამოშლის“ შემდეგ გასული დიდი დროის გამო. წარსული და მომავალი ზიანის შეფასებაში არსებული პარადოქსული მოვლენების გამო მომჩივნები ეყრდნობოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას საკითხზე მისი დისკრეციის ფარგლებში იმის გათვალისწინებით თუ რა მიიჩნევა გონივრულად. (სანდეი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (#1) (The Sunday Times v. the United Kingdom (no. 1) (ყოფილი 50-ე მუხლი), 6 ნოემბერი 1980, § 15, სერიები ა # 38). კონკრეტულად კი, საქმეზე სმიტი და გრადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Smith and Grady v. the United Kingdom) ((სამართლიანი დაკმაყოფილება), #. 33985/96 და 33986/96, §§ 18-21, ECHR 2000‑IX) სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა ეჭვის საფუძველი რომ თუ მომჩივნებს არ გაათავისუფლებდნენ მათი კონვენციით დადგენილი უფლების დარღვევით, ისინი გააგრძელებდნენ საკუთარ საქმიანობას ეფექტურად და ამიტომ სასამართლომ გაითვალისწინა მათი კარიერული ზრდის შანსები და მათ მიანიჭა სამართლიანი დაკმაყოფილება მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად წარსულში და მომავალში შემოსავლის დაკარგვის გამო.
(ბ) წარსულში შემოსავლის დაკარგვა
(i) სოციალური დახმარება
33. სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ არ არის სადაო ის ფაქტი, რომ მათ არ შეეძლოთ სლოვენიაში მუშაობა ან საარსებო წყაროს მოპოვება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რომელიც არ ექვემდებარებოდა მათ კონტროლს და რომ მათ შეეზღუდათ ხელმისაწვდომობა სოციალურ დახამრებაზე რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით იყო დაგეგმილი.
34. მომჩივნებმა მოითხოვეს იმ ოდენობის თანხა რომელიც შეესაბამება ყოველთვიური სოციალური დხმარების საერთო ოდენობას. ამ ერთიანი თანხის დაანგარიშებისთვის მათ საფუძვლად აიღეს სტანდარტული თვიური თანხა 260 ევროს ოდენობით, რომელიც შეიძლებოდა მათ მიეღოთ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა მათი „ამოშლა“ და გაამრავლეს „ამოშლილი“ თვეების რაოდენობაზე და დაუმატეს პროცენტი. ეს თანხა შეესაბამებოდა იმ სოციალურ დახმარებას რომელიც დაფიქსირებული იყო ფინანსური სოციალური დახმარების შესახებ კანონმდებლობით (Zakon o socialno varstvenih prejemkih, Official Gazette, no. 61/2010), განხილული ფისკალური ბალანსის შესახებ კანონის მუხლი 152(1)-თან ერთად (Zakon za uravnoteženje javnih financ, ოფიციალური გაზეთი, no. 40/2012).
35. მთავრობის პოზიციციას, რომლის მიხედვითაც სტანდარტული თვიური თანხა უნდა შეადგენდეს 230.61 ევროს 2011 წლის დეკემბრამდე და შემდეგი პერიოდისთვის 2013 წლის 30 ივნისამდე უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხაზე მორგება, მომჩივნებისთვის აღმოჩნდა მისაღები (იხილეთ პუნქტი 55 ქვემოთ).
36. ამასთანავე, კანონმდებლობით დადგენილია სოციალური დახმარება დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებისა და მეუღლეებისათვის და ამ დროისათვის ეს დახმარება განისაზღვრა 208 ევროს ოდენობით პირველ ბავშვზე და 182 ევროს ოდენობით ყველა დამატებით ბავშვზე, და დამატებითი სრულწლოვანი ადამიანის შემთხვევაში 130 ევროს ოდენობით.
37. რაც შეეხება მომჩივანის ბ-ნი ბერიშას სადაო მოთხოვნას, რომ მისი საჩივარი დაკმაყოფილდეს „ამოშლის“ სრული პერიოდისათვის (იხილეთ პუქნტები 56 და 71 ქვემოთ), მომჩივანმა განაცხადა რომ მთავრობამ ვერ შეძლო იმ თანხების დაკონკრეტება რომელიც სავარაუდოდ მომჩივანმა მიიღო გერმანიაში 1998 წლის შემდეგ. მას მინიმუმ ეკუთვნის ამ ორ თანხას შორის სხვაობა მოცემული პერიოდისათვის, ასევე სრული თანხა წინა პერიოდზე ვინაიდან არ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ მომჩივანს მიღებული აქვს რაიმე თანხა გერმანიაში, და თუ კი აქვს რა ოდენობისაა ეს თანხა. ბ-ნი ბერიშა ასევე ითხოვს სოციალურ დახმარებას მისი მეუღლისა და ხუთი შვილისთვის.
38. რაც შეეხება მომჩივანს ბ-ნ ადემის სადაო უფლებას ამ საფუძვლით, მომჩივანმა განაცხადა რომ მისი ქალიშვილის განცხადება ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში რომ მომჩივანმა გერმანიაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში მიიღო სოციალური დახმარება (იხილეთ პუნქტები 56 და 75-76 ქვემოთ) არ იყო საკმარისი საფუძველი კომპენსაციის უფლების ჩამოსართმევად.
(ii) საბინაო შემწეობა
39. საბინაო შემწეობის საკითხზე, მომჩივნებმა მოითხოვეს იმ სოციალური დახმარების თანხის 25%, რომელზეც მათ ჰქონდათ უფლება 2007 წლის სოციალური უსაფრთხოების კანონის შესაბამისად (Zakon o socialnem varstvu, ოფიციალური გაზეთი, no. 3/2007).
40. მომჩივანები დაობდნენ მთავრობის არგუმენტზე, რომ მათ არ შეასრულეს საკანონმდებლო მოთხოვნა და ამიტომ მხოლოდ იმ მდგმურებს აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება რომელთაც მიიღეს „სპეციალურად დაცული იჯარა“ ან „იჯარის უფლება“ (stanovanjska pravica – იხილეთ ბერგერ-კრალი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ (Berger-Krall and Others v. Slovenia) (dec.), #. 14717/04, § 4, 28 მაისი 2013) არიან უფლებამოსილნი მიიღონ საბინაო შემწეობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებლის მოთხოვნა დაყენებული ჰქონდათ მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საცხოვრებლის შესახებ კანონმდებლობა 2003 წელს და თუ ისინი ფლობდენ სლოვენიის მოქალაქეობას (იხილეთ პუნქტი 57 ქვემოთ). მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 1992 წლის სოციალური უსაფრთხოების შესახებ კანონის (Zakon o socialnem varstvu, ოფიციალური გაზეთი, no. 54/1992) მიხედვით „სპეციალურად დაცული იჯარა“ არ წარმოადგენს საბინაო შემწეობის მიღების პირობას. მათ განაცხადეს, რომ 2003 წლის კანონი ბინადრობის შესახებ (Stanovanjski zakon, ოფიციალური გაზეთი, no. 69/2003) ადგენს სლოვენიის მოქალაქეობის პირობას მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა მათი „ამოშლა“ მაშინ ამ დროისათვის მათ უკვე ექნებოდათ სლოვენიის მოქალაქეობა მიღებული.
(iii) ბავშვის შემწეობა
41. რაც შეეხება ბავშვის შემწეობას, მომჩივნებმა განაცხადეს რომ ისინი უფლებამოსილნი იქნებოდნენ მიეღოთ ბავშვის შემწეობა საჯარო ფონდების უფლების გამოყენების შესახებ კანონის მიხედვით (Zakon o uveljavljanju pravic iz javnih sredstev, ოფიციალური გაზეთი, #. 62/2012). ყოველთვიური ბავშვის შემწეობა შემოსავლის არ მქონე ოჯახებისთვის მოცემული მომენტისათვის შეადგენდა 114.30 ევროს პირველ შვილზე, 125.75 ევროს მეორე შვილზე და 137.18 ევროს ყოველ შემდგომ შვილზე. ბავშვის შემწეობა, რომელიც განსხვავდება სოციალური დახმარებისგან ბავშებთან მიმართებით (იხილეთ პუქნტი 36 ზემოთ) გადაეცემოდა ოჯახებს რომლებიც იღებდნენ სოციალურ დახმარებას და ასევე მათ ვისაც ჰქონდათ დაბალი შემოსავალი.
42. მთავრობის განცხადების საპასუხოდ, რომ ბ-ნი ბერიშა ითხოვდა ბავშვის შემწეობას მისი ხუთი შვილისთვის გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის საკუთარ ოჯახთან ერთად სლოვენიაში ცხოვრობდა (იხილეთ პუნქტი 59 და 71-74 ქვემოთ), მომჩივები კი ითვალისწინებდნენ რა ბავშვების ასაკს დაობდნენ, რომ მათ კომპენსაცია ეკუთვნოდათ მთელი პერიდისთვის.
43 რაც შეეხება ქ-ნ მეზგას მოთხოვნას მისი ორი შვილის შემწეობის შესახებ, რომლებიც ხორვატიაში ცხოვრობდნენ, მთავრობის არგუმენტის საპასუხოდ რომ იგი არ არის უფლებამოსილი მიიღოს ბავშვის შემწეობა ვინაიდან მისი შვილები ხორვატიაში ოჯახზე მინდობით აღზრდით ცხოვრობდნენ (იხილეთ პუნქტი 60 ქვემოთ), მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იგი უფლებამოსილი იყო მიეღო ბავშვის შემწეობა მის ორივე ქალიშვილზე და ვაჟზე ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა მისი „ამოშლა“ შვილები დარჩებოდნენ მასთან საცხოვრებლად და უფლებამოსილნი იქნებოდნენ მიეღოთ ბავშვის შემწეობა.
(გ) მომავალში შემოსავლის დაკარგვა
საპენსიო უფლება
44. სამომავლო შემოსავლის დაკარგვის საკითხთან დაკაშირებით მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება შეეტანათ თანხა საპენსიო სქემაში და შესაბამისად ისინი ვერ მიიღებდნენ პენსიას ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. ამიტომ საჭირო იყო მათი მინიმალური დანაკარგის განსაზღვრა მომავალში შესაძლო შემოსავლებთან მიმართებით საპენსიო მინიმალური ოდენობის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა რომ მათ მიეღოთ.
45. საპენსიო და შეზღუდული შესაძლებლობების დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით (Zakon o pokojninskem in invalidskem zavarovanju, ოფიციალური გაზეთი, no. 106/99, ცვლილებების მიხედვით) მინიმალური საპენსიო თანხა მოცემული მომენტისთვის შეადგენდა 551.6 ევროს, იმ პირებისათვის, რომლებსაც მინიმუმ 15 წლის სამუშაო გამოცდილება აქვთ. მომჩივნები უფლებამოსილნი იქნებოდნენ მიეღოთ ამ თანხის ნაწილი მომავალში, რომელიც მოცემული მომენტისათვის შეესაბამება 192.90 ევროს მამაკაცებისთვის და 209.44 ევროს ქალებისთვის. ამ კატეგორიის ქვეშ დათვლილი საერთო თანხის ოდენობაში მომჩივნებმა გაითვალისწინეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (73.83 წელი მამაკაცებისთვის და 81.36 წელი ქალებისთვის).
46. მთავრობის განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით რომ ყველა პირი, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა და რომლებიც ცხოვრობდნენ სლოვენიაში, მათ შორის უცხოელები და რომელთაც არ აქვთ უფლება მიიღონ პენსია უფლებამოსილნი არიან მიიღონ შემწეობა ან მინიმალური პენსია (იხილეთ პუნქტები 63-64 ქვემოთ) მომჩივნების მიერ ინტერპრეტირებული იყო როგორც შესაძლებლობა, რომ ისინი მიიღებდნენ მინიმალურ საპენსიო თანხას, როდესაც ისინი მიაღწევდნენ საპენსიო ასაკს (63 ქალების შემთხვევაში და 65 მამაკაცების), იმ შემთხვევაში თუ ისინი არ იქნებიან უფლებამოსილნი მიიღონ პენსია ან არ ექნებათ შემოსავალი ან ქონება 460 ევროს ოდენობით.
(დ) ინდივიდუალური მომჩივნები
(i) ბ-ნი მუსტაფა კურიჩი
47. მომჩივანი ბ-ნი მუსტაფა კურიჩი იმყოფებოდა ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე 1992 წლის 26 თებერვლიდან 2010 წლის 2 ნოემბრამდე (თვრამეტი წელი, რვა თვე და შვიდი დღე).
მან ჯამში 224 თვე გაატარა დარეგულირებული იურიდიული სტატუსის გარეშე.
მომჩივანი ითხოვდა 58240 ევროს სოციალური დახამრებისთვის და 14560 ევროს საბინაო შემწეობისთვის.
ამასთანავე, იგი ითხოვდა 9259.20 ევროს საპენსიო უფლების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანის ასაკი (სამოცდაჩვიდმეტი წელი) უფრო მაღალი იყო ვიდრე მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გამოყენებული იყო ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ასაკი.
ჯამში მომჩივანი ითხოვდა 82059.20 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
(ii) ქ-ნი ანა მეზგა
48. მომჩივანმა ქ-მა მეზგამ იურიდიული სტატუსი დაკარგა 1992 წლის 26 თებერვალს და დროებითი საცხოვრებლის ნებართვა მიიღო როგორც სლოვენიის მოქალაქის ოჯახის წევრმა 2007 წლის 13 სექტემბერს და მუდმივი საცხოვრებლის სტატუსი 2011 წლის 1 მარტს (ცხრამეტი წლის და 2 დღის შემდეგ). მან ჯამში დარეგულირებული იურიდიული სტატუსის გარეშე გაატარა 186 თვე და 228 თვე ელოდებოდა მუდმივი საცხოვრებლის ნებართვის მიღებას, დროებითი საცხოვრებლის ნებართვა არ ანიჭებდა მას სოციალური დახმარების მიღების უფლებას.
მომჩივანი ითხოვდა 59280 ევროს სოციალური დახმარებისთვის და 14820 ევროს საბინაო შემწეობისთვის.
დამატებით, ის ითხოვდა 13373.10 ევროს ბავშვის შემწეობისთვის ინესისთვის და 27157.68 ევროს ენესისთვის, მისი უფროსი შვილები რომლებიც ხორვატიაში ცხოვრობდნენ.
ბოლოს, მომჩივანი ითხოვდა 85451.52 ევროს საპენსიო უფლების სახით.
ჯამში მომჩივანი ითხოვდა 200 083.30 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
(iii) ბ-ნი ტრიპუნ რისტანოვიჩი
49. მომჩივანი ბ-ნი რისტანოვიჩი იმყოფებოდა ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე 1992 წლის 26 თებერვლიდან 2011 წლის 10 მარტამდე (თოთხმეტი წელი, ხუთი თვე და ოცდახუთი დღე როგორც არასრულწლოვანი 2006 წლის 20 აგვისტომდე და ოთხი წელი, ექვსი თვე და ოცი დღე როგორც სრულწლოვანი). მან ჯამში დარეგულირებული იურიდიული სტატუსის გარეშე გაატარა 228 თვე.
მომჩივანი ითხოვდა 36192 ევროს ბავშვობის პერიოდის სოციალური დახმარებისთვის და 14040 ევროს სრულწლოვნების ასაკისთვის, ასევე 3510 ევროს სოციალური დახმარებისთვის.
ამასთანავე, მომჩივანი, რომელიც იყო ოცდაოთხი წლის მის მიერ საჩივრის წარდგენისას ის ითხოვდა 6386.58 ევროს ყოვეთვიური საპენსიო თანხისთვის რომელიც მას შესაძლოა შეეტანა საპენსიო სქემაში.
ჯამში, მომჩივანი ითხოვდა 60128.58 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
(iv) ბ-ნი ალი ბერიშა
50. მომჩივანი ბ-ნი ბერიშა იმყოფებოდა ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე 1992 წლის 26 თებერვლიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე (თვრამეტი წელი, შვიდი თვე და ოცი დღე). მან ჯამში დაურეგულირებელი იურიდიული სტატუსის გარეშე გაატარა 223 თვე. .
მომჩივანი ითხოვდა 57980 ევროს საკუთარი თავის სოციალური შემწეობისთვის და 22100 ევროს საკუთარი მეუღლის სოციალური დახმარებისთვის, ასევე 14495 ევროს საბინაო შემწეობისთვის.
ამასთანავე დამატებით მან მოითხოვა ბავშვის დახმარება მისი ხუთი შვილისთვის: 17602.20 ევრო დემისთვის, 16,973.55 ევრო ეგზონისთვის, 15,775.70 ევრო ეგზონასთვის, 10,974.40 ჰაქსისთვის და 6,996.18 ევრო ვალონისთვის.
და ბოლოს მომჩივანმა მოითხოვა 71,758.80 ევრო საპენსიო უფლებასთან დაკავშირებით.
ჯამში მომჩივანის მიერ მოთხოვნილი თანხა შეადგენდა 234,655.83 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
(v) ბ-ნი ილფან სადიკ ადემი
51. მომჩივანი ბ-ნი ადემი იმყოფებოდა იურიდიული სტატუსის გარეშე 1992 წლის 26 თებერვლიდან 2011 წლის 20 აპრილამდე (ცხრამეტი წელი, ერთი თვე და ოცდაერთი დღეს). მან ჯამში დაურეგულირებელი იურიდიული სტატუსის გარეშე გაატარა 229 თვე.
მომჩივანი ითხოვდა 59,540 ევროს სოციალური შემწეობისთვის და 14,885 ევროს საბინაო შემწეობისთვის.
დამატებით მომჩივანი ითხოვდა 32407.20 ევროს საპენსიო უფლების ფარგლებში.
ჯამში, მომჩივანი ითხოვდა 106,832.20 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
(vi) ბ-ნი ზორან მინიჩი
52. მომჩივანი ბ-ნი მინიჩი იმყოფებოდა იურიდიული სტატუსის გარეშე 1992 წლის 26 თებერვლიდან 2011 წლის 4 მაისამდე (ცხრამეტი წელი, ორი თვე და ხუთი დღე). მან ჯამში დაურეგულირებელი იურიდიული სტატუსის გარეშე გაატარა 230 თვე.
მომჩივანი ითხოვდა 59,800 ევროს სოციალური დახმარებისთვის და 14950 ევროს საბინაო შემწეობისთვის.
დამატებით მომჩივანი ითხოვდა 78,703.20 ევროს საპენსიო უფლებისათვის.
ჯამში მომჩივანი ითხოვდა 153,453.20 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
2. მოპასუხე სახელმწიფოს წარმოდგენილი მოსაზრება
(ა) ზოგადი შენიშნვები
53. 2013 წლის 24 ივნისს წარმოდგენილ პოზიციაში სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მომჩივნების მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და ზოგიერთი მათგანი პოტენციურად უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია სხვადასხვა სოციალური შემწეობების საფუძველზე ან ბავშვის შემწეობის სახით. მიუხედავად ამისა, მიზეზობრივი კავშირი ნაგულვებ ზიანს და დარღვევას შორის რთული დასამტკიცებელია. ბევრი გარემოება არსებობს, რომელიც არ არის ნათელი და ზუსტი.
54. ამასთანავე, შესაბამისი კანონმდებლობა იცვლებოდა და ახალ შეზღუდვებს აწესებდა. მომჩივნების საცხოვრებელი პირობები იცვლებოდა და არ იყო ნათელი ისინი შეძლებდნენ თუ არა დაეკმაყოფილებინათ ყველა კრიტერიული ჩამოყალიბებული კონკრეტულ კანონში. და ბოლოს, მომჩივნებისთვის გადასახდელი პოტენციური თანხის შეფასებისას და მათთვის ამ ოდენობის შეთავაზებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სლოვენიაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია. (იხილეთ ქვემოთ „ინდივიდუალური მომჩივნები“, პუნქტები 65-78.
(ბ) წარსულში დაკარგული შემოსავალი
(i) სოციალური შემწეობა
55. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნების მიერ მოთხოვნილი თანხა შეესაბამებოდა „ამოშლის“ მთელი პერიოდისათვის მათი ყოველთვიური სოციალური შემწეობის ნაგულვებ ჯამურ ოდენობას, როდესაც საფუძვლად აღებული იყო საბაზისო თანხა 260 ევროს ოდენობით (იხილეთ პუნქტი 34 ზემოთ). მაგრამ ფინანსური სოციალური დახმარების კანონში 2012 წლამდე შესულ ცვლილებებამდე საბაზისო ოდენობა შეადგენდა 230.61 ევროს. მთავრობის აზრით, სტანდარტული თვიური თანხა მომჩივანის შესაძლო სოციალური შემწეობისათვის შეიძლებოდა მხოლოდ ყოფილიყო 230.61 ევრო, თანხა რომელიც იყო დადგენილი 2011 წლის 31 დეკემბრამდე და დანამატი ინფლაციისთვის. მიუხედავად ამისა, რეალური შეთავაზება არ განხორციელებულა ამის საფუძველზე და მთავრობის მიერ შეთავაზებული კონკრეტული თანხა ბევრად ნაკლები იყო ყოველგვარი განმარტების გარეშე იმის თაობაზე თუ როგორ მოხდა ეს დაანგარიშება (იხილეთ პუნქტები 66, 68, 70, 74, 76 და 78 ქვემოთ).
56. უფრო მეტიც, მთავრობამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი მიეღო თანხის ის ოდენობა რომელიც „ამოშლის“ მთელ პერიოდს შეესაბამებოდა მათი პირადი გარემოებების გამო. ამავე დროს, სხვა შესაბამისი ფაქტები და შესაბამისი კანონმდებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული იმ თანხების განსაზღვრისას რაზეც მომჩივნები არიან უფლებამოსილნი რომ მიიღონ. შრომის, ოჯახის, სოციალურ საქმეთა და თანაბარი შესაძლებლობების სამინისტრომ („სამინისტრო“) მოამზადა კალკულაცია იმ თანხების, რომელზეც მომჩივნები იქნებიან პოტენციურად უფლებამოსილნი მიიღონ იმ შემთხვევაში თუ ყველა პირობა იქნება დაკმაყოფილებული, რომლის საფუძველიც იქნება თვიური თანხა თითოეული პირისთვის ინფლაციის გათვალისწინებით.
(ii) საბინაო შემწეობა
57. რაც შეეხება საბინაო შემწეობას, მთავრობამ იდავა, რომ მომჩივნების მიერ ამ საფუძვლით მოთხოვნილი თანხა არ იყო დასაბუთებული. 1992 წლის სოციალური უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მხოლოდ ის მდგმურები - სლოვენიის მოქალაქეები ან სხვა - რომლებმაც მოიპოვეს „სპეციალურად დაცული იჯარა“ 1991 წლის 19 ოქტომბრამდე იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ ეს შემწეობა თუ მათ მოთხოვნა 1992 წლის 25 თებერვლამდე წამოაყენეს. იმ შემთხვევაში თუ ესეთი მოთხოვნა დაყენებული იყო მომჩივნები უფლებამოსილნი იქნებოდნენ მიეღოთ საბინაო შემწეობა მხოლოდ 2003 წლის 14 ოქტომბრამდე, როდესაც საბინაო კანონი იქნა მიღებული და შევიდა ძალაში და რომლისთვისაც მოქალაქეობა იყო სავალდებულო მოთხოვნა მსგავსი შემწეობის მისაღებად. მოცემული მონაცემების მიხედვით ყვლა მომჩივანიდან მხოლოდ ბ-ნი კურიჩი იყო ვისაც ჰქონდა „სპეციალურად დაცული იჯარა“, მაგრამ მან ვერ შეძლო 1992 წლამდე საბინაო შემწეობის მოთხოვნის დაყენება.
ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი მომჩივანის კონვენციით დადგენილ უფლებას და ნაგულვებ ზიანს შორის ამ საფუძვლით არ იქნა დადგენილი.
(iii) ბავშვის შემწეობა
58. რაც შეეხება ბავშვის შემწეობას, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანმა ბერიშამ ამ საფუძვლით მოითხოვა შემწეობა მისი ხუთი შვილისთვის და მომჩივანმა მეზგამ მისი ორი უფროსი შვილისთვის, რომლებიც ხორვატიაში ცხოვრობენ. ბავშვის შემწეობა თავიდან დარეგულირებული იყო ოჯახის შემოსავლის კანონმდებლობით (Zakon o družinskih prejemkih, Official Gazette, no. 65/93) და შემდეგ მშობლების დაცვის და ოჯახის სარგებლის კანონმდებლობის მიხედვით (Zakon o starševskem varstvu in družinskih prejemkih, Official Gazette, no. 97/2001). ამ უკანასკნელი კანონის 67-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის შემწეობის მიღების უფლება გადაეცემა ერთ-ერთ მშობელს შესაბამისი პირობების ფარგლებში.
59. სახელმწიფომ გაითვალისწინა, რომ მომჩივანი ბერიშას მოთხოვნა გამართლებული იქნება ნაწილობრივ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის იმყოფებოდა საკუთარ ოჯახთან ერთად სლოვენიაში (იხილეთ პუნქტები 71-73 ქვემოთ).
60. რაც შეეხება მომჩივან მეზგას, სახელმწიფო დაობდა რომ ის არ იყო უფლებამოსილი მიეღო ბავშვის შემწეობა 2002 წლის 1 იანვარს მშობლის დაცვის და ოჯახის სარგებლის შესახებ კანონის მიღებამდე და არც მის შემდეგი პერიოდისთვის ვინაიდან მისი უფროსი შვილები გამოყვანილ იქნენ ბავშვთა სახლიდან და იმყოფებოდნენ ოჯახზე მინდობით აღზრდით ხორვატიაში და არა სლოვენიაში. მას არასდროს მოუთხოვია ბავშვთა შემწეობა და ხორვატიაში ოჯახი, რომელზეც ეს ბავშვები იმყოფებოდნენ მინდობით აღზრდაში იღებდა ხორვატიაში არსებულ საბავშვო შეწმეობას ვაჟისთვის.
(გ) მომავალში შემოსავლის დაკარგვა
საპენსიო უფლება
61. რაც შეეხება მომავალში შემოსავლის დაკარგვას, მთავრობა აცხადებდა რომ მომჩივნები ითხოვდნენ ყველაზე დაბალ პენსიას, რომლის მიღებაც შესაძლოა ყოფილიყო მათთვის შესაძლებელი იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა მათი ამოშლა მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან. სახელმწიფოს აზრით, სოციალური შემწეობის მოთხოვნა ხელს უშლის ახალი სასარჩელო მოთხოვნის დაყენებას სამომავლო შემოსავლების და საპენსიო უფლების დაკარგვასთან დაკავშირებით. მიზეზობრივი კავშრი მომჩივანის კონვენციით დადგენილ უფლებას და ნაგულვებ ზიანს შორის ამ საფუძვლით არ დგინდება.
62. საპენსიო და შეზღუდული შესაძლებლობების კანონის მიხედვით დასაქმებული, თვით დასამებული ან სხვა ფორმით დასაქმებული პირის მიერ საპენსიო ფონდში თანხის გადახდა იყო სავალდებულო პირობა. პირი უფლებამოსილი იყო მიეღო პენსია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ახორციელებდა საპენსიო შენატანს მინიმუმ 15 წლის განმავლობაში და იმ შემთხვევაში თუ კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს მიაღწევდა, ეს უკანასკნელი კი მუდმივად იზრდებოდა ბოლო წლების განმავლობაში და მისი სწრაფი ზრდა კიდევ მოსალოდნელი იყო.
63. უმუშევარი პირი არ იყო ვალდებული გადაეხადა საპენსიო შენატანი და შესაბამისად არ იღებდნენ საპენსიო დაზღვევას არამედ სოციალურ შემწეობას. სანამ ეს პირები მიაღწევდნენ საპენსიო ასაკამდე (სამოცდასამი წელი ქალებისთვის და სამოცდახუთი მამაკაცებისთვის), მათ უხდიდნენ სოციალურ შემწეობას. დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, ნებისმიერი პირი რომელიც არ იყო უფლებამოსილი მიეღო პენსია ან რომლის პენსიაც ძალიან დაბალი იყო მაშინ ის იღებდა უფლებას მიეღო შემოსავლის დახამრება ან საპენსიო დახმარება. მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე უცხოელები სლოვენიაში ასევე იღებდნენ მინიმალური საპენსიო დახმარების უფლებას. ყოველთვიური მინიმალური შემოსავალის ზღვარი შეადგენს 460 ევროს იმისათვის რომ პირმა მიიღოს დადგენილი მინიმალური საპენსიო შემოსავალი.
64. დასკვნის სახით, ერთის მხრივ, პირები ვისაც არ აქვთ შემოსავალი ან ქონება რომელიც შეადგენს ან აღემატება 460 ევროს და რომლებიც აკმაყოფიელბენ ყველა სხვა შესაბამის პირობებს მიიღებენ მინიმალური საპენსიო დახმარების მიღების უფლებას. მეორეს მხრივ მომჩივნები არ არიან უფლებამოსილნი მიიღონ საპენსიო უფლება იმის საწინააღმდეგოდ რაც მათ შეინარჩუნეს.
(დ) ინდივიდუალური მომჩივნები
(i) ბ-ნი მუსტაფა კურიჩი
65. სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ დაადგინა რომ ბ–ნი კურიჩი დასაქმებული იყო 2000 წლამდე, ეს არის დადგენილი ფაქტი ჯანმრთელობის დაზღვევის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. მიუხედავად ამისა მას არ გადაუხდია სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სავალდებულო შენატანი 1992-2000 წლებში. მისი შემოსავლის ოდენობის მიხედვით დგინდება, რომ ის არ იქნებოდა უფლებამოსილი მიეღო სოციალური შემწეობა 1999 წლის 1 ივლისამდე, მაგრამ პოტენციურად ის იქნებოდა უფლებამოსილი მიეღო მსგავსი შემწეობა ამ თარიღის შემდეგ მუდმივი საცხოვრებლის ნებართვის მიღებამდე. ის პოტენციურად უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო 29,479.09 ევრო.
66. მთავრობა მზად იყო მომჩივანისთვის ამ საფუძვლით გადაეხადა 8,843.73ევრო.
(ii) ქ-ნი ანა მეზგა
67. სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანი ქ-ნი მეზგა უმუშევარი იყო 1992 წლის 30 ნოემბრიდან და ის პოტენციურად უფელებამოსილი იყო მიეღო სოციალური შემწეობა მას შემდეგ რაც უმუშევრობის დახმარების მიღება შეუწყდებოდა. ამასთანავე, მომჩივანის პარტნიორი და მისი ორი პატარა შვილი სლოვენიაში ცხოვრობდნენ და იღებდნენ სოციალურ შემწეობას 1999 წლიდან. ამ პერიოდისათვის ის უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო სოციალური შემწეობა როგორც მათი ოჯახის წევრს. სამინისტროს კალკულაციის მიხედვით სხვდასხვა სოციალური რეჟიმების გათვალსიწინებით მომჩივანი ქ-ნი მეზგა უფლებამოსილი იქნებოდა პოტენციურად მიეღო 35,359.94 ევრო.
68. სახელმწიფო მზად იყო მომჩივანისთვის გადაეხადა ამ საფუძვლით 10,607.98 ევრო.
(iii) ბ-ნი ტრიპუნ რისტანოვიჩი
69. სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ განაცხადა, რომ მომჩივანი რისტანოვიჩი, რომელიც სერბეთში ცხოვრობდა რამოდენიმე წლის განმავლობაში სლოვენიაში დაბრუნებამდე (იხილეთ პუნქტები 132-133 ძირიტადი გადაწყვეტილების), შესაბამისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე პოტენციურად უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო 17,404.25 ევრო.
70. სახელმწიფო მზად იყო მომჩივანისათვის გადაეხადა 5,112.08 ევრო.
(iv) ბ-ნი ალი ბერიშა
71. სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ განაცხადა, რომ მომჩივანი ბ-ნი ბერიშა მსგავს დახმარებას იღებდა გერმანიაში. სლოვენიის სახელმწიფო უწყებების მოთხოვნისას შესაბამისმა ორგანოებმა გერმანიაში დაადასტურეს, რომ მომჩივანი იღებდა სოციალურ დახმარებას 1998 წლიდან, გარდა 2001-2005 წლებისა და 2006 წლისა და ამასთანავე, ის იღებდა თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით 1991 წლიდან სხვადასხვა წყაროებიდან საპენსიო დაზღვევის მიზნებისათვის, კონკრეტული თანხის და ვადების დაკონკრეტება კი ვერ მოხერხდა. სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მომჩივანი უფლებამოსილი იყო მიეღო 3,790.43 ევრო საკუთარი თავისთვის და 2,653.30 ევრო მისი მეუღლისათვს, იმ პერიოდისათვის, როდესაც ის ცხოვრობდა სლოვენიაში ლტოლვილთა ცენტრში (იხილეთ პუნქტი 147 ძირითად გადაწყვეტილებაში).
72. რაც შეეხება ბავშვის შემწეობას მომჩივანი უფლებამოსილია მიიღოს 8,625.33 ევრო მისი ხუთი შვილისათვის.
73. შესაბამისად მომჩივანი პოტენციურად უფლებამოსილია ჯამში მიიღოს 15,069.06 ევრო სოციალური შემწეობის და ბავშვის შემწეობისათვის.
74. სახელმწიფო მზად იყო მომჩივანისათვის გადაეხადა 4,520.72 ევრო ამ საფუძვლით.
(v) ბ-ნი ილფან სადიკ ადემი
75. რაც შეეხება სოციალურ შემწეობას, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანის ბ-ნი ადემის ქალიშვილი აცხადებდა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას რომ მამამისი იღებდა სოციალურ დახმარებას გერმანიის სახელმწიფო უწყებებიდან და სახელმწიფო აცხადებდა რომ ის არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის სოციალური შემწეობა. სლოვენიის სახელმწიფო უწყებებმა ჩაატარეს სპეციალური მოკვლევა გერმანიის სოციალური კეთილდღეობის ცენტრში, რომელმაც ვერ უზრუნველყო პასუხის გამოგზავნა. მიუხედავად ამისა, გერმანიის საპენსიო დაზღვევის უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომჩივანი გერმანიაში დასაქმებული იყო 2003-2004 წლებში და მიიღო უმუშევრობის დახმარება 2005 წელს.
76. ამიტომ მთავრობა არ იყო მზად მომჩივანისთვის ამ საფუძვლით რაიმე თანხა გადაეხადა.
(vi) ბ-ნი ზორან მინიჩი
77. სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, მთავრობამ მისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, განაცხადა, რომ მომჩივანი მინიჩი მუშაობდა პოდუჯევოში (სერბია, ეხლა კოსოვო) 1992 წლის 26 თებერვლიდან 1999 წლის 6 აპრილამდე (იხილეთ პუნქტი 176 ძირითად გაადწყვეტილებაში). შესაბამისად ის არ იყო უფლებამისილი მიეღო სოციალური დახმარება ამ პერიოდისათვის. დარჩენილი პერიოდისათვის უფლებამოსილი იყო პოტენციურად მიეღო 31,463.38 ევრო.
78. სახელმწიფო მზად იყო მომჩივანისათვის გადაეხადა 9,439.02 ევრო ამ საფუძვლით.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება
(ა) ზოგადი პრინციპები
79. დიდი პალატა იმეორებს, რომ გადაწყვეტილება სადაც სასამართლო დაადგენს დარღვევას მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს იურიდიულ ვალდებულებას აღმოფხვრას დარღვევა და დარღვევის შედგეები გამოასწოროს შეძლებისდაგავარად და აღადგინოს დარღვევამდე არსებული მდგომარეობა.
80. ხელშემკვრელი სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქმის მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან აირჩიონ ის საშუალებები, რომლითაც ისინი დააკმაყოფილებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღმოფხვრიან დარღვევას. გადაწყვეტილების აღსრულების ფორმის დისკრეცია ასახავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კონვენციით დადგენილი პირველადი ვალდებულების - უფლებების და თავისუფლებების დაცვის (მუხლი 1)- გარანტიაზე დართულ არჩევანის თავისუფლებას. თუ დარღვევა თავისი ბუნებით უშვებს restitutio in integrum (პირველადი მდგომარეობის აღდგენას), მაშინ მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება ეს ვალდებულება სასამართლოს არც ამის ძალაუფლება აქვს და არც პრაქტიკული შესაძლებლობა იმოქმედოს ესე. მეორეს მხრივ, თუ ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა, ან ნაწილობრივ იძლევა რეპარაციის საშუალებას, კონვენციის 41-ე მუხლი აძლევს უფლებას სასამართლოს შესთვაზოს დაზარალებულ მხარეს სამართლიანი დაკმაყოფილება (იხილეთ, პაპამიჩალოპულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Papamichalopoulos and Others v. Greece) (ძველი მუხლი 50), 31 ოქტომბერი 1995, § 34, სერიები A no. 330‑B; იატრიდისი (Iatridis) (სამართლიანი დაკმაყოფილება), ზემოთ ციტირებული, §§ 32-33; და გუისო-გალისაი იტალიის წინააღმდეგ (Guiso-Gallisay v. Italy) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], no. 58858/00, § 90, 22 დეკემბერი 2009).
81. რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას ფინანსურ ზარალთან დაკაშირებით, სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ უნდა არსებობდეს ნათელი მიზეზობრივი კავშირი მომჩივანის მიერ მოთხოვნილ ზარალის ანაზღაურებასა და კონვენციის დარღვევას შორის. შესაბამის საქმეებში ეს შესაძლოა მოიცავდეს კომპენსაციას შემოსავლის დაკარგვის გამო (იხილეთ ბარბერა, მესაგი და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué and Jabardo v. Spain) (ძველი მუხლი 50), 13 ივნისი 1994, §§ 16-20, სერიები A no. 285‑C, და ჩაკიცი თურქეთის წინააღმდეგ (Çakıcı v. Turkey) [GC], no. 23657/94, § 127, ECHR 1999‑IV).
82. მომჩივნების მიერ მატერიალური ზიანის სრულყოფილი რეპარაციის (restitutio in integrum) განსახორციელებლად საჭირო ზუსტი კალკულაცია შესაძლოა ვერ განხორციელდეს დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ბუნდოვანების გამო (იხილეთ, mutatis mutandis, იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი (Young, James and Webster) (ყოფილი 50-ე მუხლი), ზემოთ ციტირებული, § 11). ფულადი კომპენსაცია შესაძლოა მაინც განისაზღვროს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბუნდოვანება არსებობს სამომვალო თანხების დაკარგვის შეფასების კუთხით, რაც უფრო ხანგრძლივი დროა გასული მით უფრო ბუნდოვანი ხდება კავშირი დარღვევას და ზიანს შორის. ასეთ შემხთვევებში გადასაჭრელია სამართლიანი დაკმაყოფილების ხარისხის საკითხი როგორც წარსულ ისე სამომავლო მატერიალურ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც უნდა გაიცეს თითოეულ მომჩივანზე და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ მისი დისკრეციის ფარგლებში და იმის გათვალისწინებით თუ რა არის სამართლიანი (იხილეთ, mutatis mutandis, სანდეი თაიმსი (The Sunday Times) (no. 1) (#1) (ძველი მუხლი 50), ზემოთ ციტირებული § 15; სმიტი და გრადი (Smith and Grady) (სამართლიანი დაკმაყოფილება), ზემოთ ციტირებული, §§ 18-19, ECHR 2000-IX; ზ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Z and Others v. the United Kingdom) [GC], no. 29392/95, §§ 119-120, ECHR 2001‑V; და ცენტრო ევროპა და დი სტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy) [GC], no. 38433/09, §§ 218-222, ECHR 2012).
(ბ) ამ პრინციპების არსებულ საქმესთან გამოყენება
83. დიდმა პალატამ ძირითად გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ მომჩივნები, რომლებიც სლოვენიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, კანონიერად ცხოვრობდნენ სლოვენიაში რამოდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობდნენ ფართო სოციალური და პოლიტიკური უფლებებით, როგორც იუგოსლავიის სოციალუსტურ ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები. 1992 წლის 26 თებერვალს მუდმივი მოქალაქეების რეესტრიდან „ამოშლის“ გამო მათ ჩამოერთვათ იურიდიული სტატუსი, შედეგად მათ მოუხდათ გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვა როგორიცაა მაგალითად გაუგებრობა პირადობის დოკუმენტების გამო, სამუშაო შესაძლებლობების დაკარგვა, ჯანმრთელობის დაზღვევის დაკარგვა, პირადობის მოწმობის და მართვის მოწმობის აღდგენის უფლების შეზღუდვა და საპენსიო უფლების შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები.
84. დიდმა პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ის მომჩივნები, რომლებიც არ ფლობდნენ არანაირ სლოვენიური მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას „ამოშლის“ შედეგად აღმოჩნდნენ სამართლებრივ ვაკუუმში და შესაბამისად მოწყვლად მდგომარეობაში, როდესაც სამართლებრივი მომავალი ბუნდოვანი იყო და ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ საკმაოდ დიდი ხნის, თითქმის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სასამართლომ ხაზი გაუსვა „ამოშლის“ მძიმე შედეგებს ამ პირებისათვის (იხილეთ პუნქტები 267, 302-303, 356 და 412 ძირითად გადაწყვეტილებაში).
85. საკონსტიტუციო სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში 2003 წლის 3 აპრილს განაცხადა, რომ მუდმივი საცხოვრებელი სტატუსი იყო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გარემოება გარკვეული უფლებებით სარგებლობისთვის, მაგალითად როგორიცაა სამხედრო საპენსიო უფლება, სოციალური დახმარება და მართვის მოწმობის განახლება, რომელიც მოთხოვნის უფლებაც „ამოშლილ“ პირს ჩამოერთვა სამართლებრივად დაურეგულირებელი მდგომარეობის გამო (იხილეთ პუნქტები 59 და 215 ძირითად გადაწყვეტილებაში).
86. დიდი პალატის აზრით, ნათელია, რომ სამართლებრივი სტატუსის დაკარგვა გამოწვეული „ამოშლით“ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ შედეგებს ყველა მომჩივანისათვის, მათ შორის ბევრი სოციალური და პოლიტიკური უფლებებისადმი ხელმისაწვდომობის დაკარგვას, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მართვის მოწმობა, ჯანმრთელობის დაზღვევა და განათლება, ასევე სამუშაოს და სხვა შესაძლებლობების დაკარგვა, იქადე სანამ მათ არ მიიღეს მუდმივი საცხოვრებელი სტატუსი. (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილების პუნქტები 59, 215, 302 და 356).
87. დიდი პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ როგორც მომჩივნებმა ისე სახელმწიფომ ხაზი გაუსვა ამ საქმესთან მიმართებით არსებულ სირთულეს მომჩივნების მიერ „ამოშლის“ შედეგად განცდილი ფინანსური ზიანის ზუსტი დაანგარიშების კუთხით იმის გამო რომ გავიდა საკმაოდ დიდი დრო მას შემდეგ რაც ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი და მისი შედეგების ბუნდოვანების გამო (იხილეთ, mutatis mutandis, ლუსტინ-პრინი და ბექეთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Lustig-Prean and Beckett v. the United Kingdom) (სამართლიანი დაკმაყოფილება), #. 31417/96 და 32377/96, § 22, 25 ივლისი 2000, და ლალემენტი საფრანგეთის წინააღმდეგ (Lallement v. France) (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 46044/99, §§ 16-17, 12 ივნისი 2003). მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ამ საკითხზე (იხილეთ პუნქტები 31-32 და 53-54 ზემოთ).
88. დიდი პალატა ეთანხმება მხარეების მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ თანხების ზუსტი დაანაგარიშება იმისათვის, რომ მოხდეს დარღვეული უფლების სრულად აღდგენა მომჩივნების მიერ განცდილ ფინანსურ ზიანთან მიმართებით გამოწვეულია დარღვევით დამდგარი ზიანის ბუნდოვანი ბუნებიდან (იხილეთ იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი ( Young, James and Webster) (ძველი 50-ე მუხი), ზემოთ ციტირებული, § 11).
89. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები ამოშალეს მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე 1992 წლის 26 თებერვალს და რომ მათ ამ „ამოშლის“ შესახებ შეიტყვეს მხოლოდ შემთხვევით (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილების პუნქტები 29 და 343), დიდი პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მრავალმხრივი მიზეზობრივი კავშირი უკანონო ღონისძიებას და მატერიალურ ზიანს შორის, რომელიც მომჩივნებს მიადგათ, რომლის გავლენა დროში გაიწელა და ჰქონდა სხვა გვერდითი მოვლენები. ამასთანავე, „ამოშლის“ შედეგი კიდევ უფრო დამძიმდა დიდი დროის გამო რომლის განმავლობაშიც მომჩივნების სტატუსი არ იყო დარეგულირებული. შედეგად მიყენებული ზარალი არ იძლევა ზუსტი ანგარიშის შესაძლებლობას.
90. შესაბამისად, დიდი პალატის მიერ გადასაწყვეტი საკითხი ეხება მომჩივნების უფლებას მიიღონ სამართლიანი დაკმაყოფილება - და შესაბამისად, თანხა ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად შემდეგი საფუძვლებით: სოციალური და საბინაო შემწეობა, ბავშვის შემწეობა და პენსიის უფლება, საკითხი რომელიც უნდა გადაწყდეს სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული გონივრულად (იხილეთ, mutatis mutandis, ზ და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, (Z and Others v. the United Kingdom), ზემოთ ციტირებული, §§ 121-122, და ლორდოსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Lordos and Others v. Turkey) (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 15973/90, §§ 64-70, 10 იანვარი 2012).
(გ) წარსული შემოსავლის დაკარგვა
(i) სოციალური შემწეობა
91. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მომჩივნების მოთხოვნა სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით არ გამხდარა სადაო საკითხი მთავრობის მხრიდან. მაგრამ, ამ უკანასკნელმა ეჭვის ქვეშ დააყენა ზოგიერთი მომჩივანის უფლება მიეღოთ სოციალური შემწეობა იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი დასაქმებულნი იყვნენ ან იღებდნენ უმუშევრობის შემწეობას ან აღმოჩნდა რომ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და იქ იღებდნენ სოციალურ შემწეობას ან მუშაობდნენ. მთავრობამ სადაო გახადა ამ საფუძვლით მოთხოვნილი თანხები (იხილეთ პუნქტები 56 და 65-78 ზემოთ).
92. დიდი პალატა ადგენს, რომ მომჩივნების სახელების „ამოშლამ“ გამოიწვია სასამართლოს მიერ ძირითად გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევა რომელთან მიმართებითაც უნდა მოხდეს ფინანსური ზიანის შეფასება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმაზე საუბარი თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მომჩივნების მდგომარეობა იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა „ამოშლა“. კონკრეტულად კი, შეუძლებელი იქნება იმის დადგენა ზოგიერთი მომჩივანი გააგრძელებდა თუ არა ცხოვრებას და მუშაობას სლოვენიაში იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა მათი „ამოშლა“ და საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულების არ არსებობის შემთხვევაში, დიდი პალატა მიიჩნევდა, რომ მომჩივნები გააგრძელებდნენ ცხოვრებას სლოვენიაში იმ შემთხვევაში თუ მათი სამართლებრივი სტატუსი შენარჩუნებული იქნებოდა. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე შეუძლებელია იმის შეფასება მომჩივანისთვის გადახდილი თანხა ქვეყნის გარეთ სოციალური დახმარების ან სამუშაოს ანაზღაურების სახით გადააჭარბებდა თუ იქნებოდა დაახლოებით იმდენივე თანხა რაც პირმა დაკარგა „ამოშლის“ შედეგად. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან არ ირკვევა რომ მომჩივნები უსამართლოდ გამდიდრდნენ შემოსავლის სხვა წყაროს შედეგად რის გამოც მოპასუხე სახელმწიფო შეიძლება განთავისუფლდეს საკუთარი ვალდებულებისგან აანაზღაუროს ფინანსური ზარალი გამოწვეული მომჩივნების სოციალური შემწეობის მიღების უფლების შელახვის შედეგად.
93. ასეთ გარემოებებში, დიდი პალატა ადგენს რომ ყველა მომჩივანმა უნდა მიიღოს კომპენსაცია სოციალური შემწეობის დაკარგვის გამო, რომელიც გამოწვეული იყო მათი სახელების „ამოშლის“ შედეგად.
94. დასკვნის სახით, მხარეების შეთანხმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით დიდი პალატა თითოეულ მომჩივანს მიანიჭებს თანხას ამ საფუძვლით იმ ფორმით რაც დაკონკრეტებულია ქვემოთ (იხილეთ „ინდივიდუალური მომჩივნების“ ქვეშ, პუნქტები 110-115 ქვემოთ).
(ii) საბინაო შემწეობა
95. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მთავრობის პოზიციაში მომჩივნებს არ ეკუთვნოდათ საბინაო შემწეობა, ვინაიდან ყველა მომჩივნიდან მხოლოდ ბ-ნი კურიჩი სარგებლობდა „სპეციალურად დაცული იჯარით“ საკუთარ ბინაზე 1991 წლის ოქტომბრამდე და მანაც კი ვერ შეძლო შესაბამისი კანონმდებლობით მოთხოვნის დაყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობამ განაცხადა, რომ 2003 წლის 14 ოქტომბრიდან საბინაო შემწეობა წარმოადგენდა სლოვენიის მოქალაქეობის ფლობის საფუძველს, ანუ პირობას რომელიც არცერთ მომჩივანს არ დაუკმაყოფილებია (იხილეთ პუნქტი 57 ზემოთ). მომჩივნებმა სადაო გახადეს „სპეციალურად დაცული იჯარის“ მოთხოვნა 1992 წლის სოციალური უსაფრთხოების კანონის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი არგუმენტების აგრეშე. რაც შეეხება მოქალაქეობის წინაპირობას, რომელიც 2003 წლის საბინაო აქტის შესაბამისად იქნა მიღებული, მომჩივნებმა განაცხადეს რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა მათი „ამოშლა“ მაშინ ისინი ამ დროისათვის უკვე შეძლებდნენ სლოვენიის მოქალაქეობის მიღებას (იხილეთ პუნქტი 40 ზემოთ).
96. დიდი პალატა ვერ ივარაუდებს იმას მომჩივნები მიიღებდნენ თუ არა სლოვენიის მოქალაქეობას იმ შემთხვევაში თუ მათ არ „ამოშლიდნენ“ მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან. იგი ადგენს, რომ მხარეებისთვის არ არის სადაო რომ მომჩივნები არ იქნებოდნენ უფლებამოსილნი მიეღოთ საბინაო შემწეობა 2003 წლის საბინაო აქტის საფუძველზე. უფრო მეტიც მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს რომ ისინი დააკმაყოფილებდნენ პირობებს ადრე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.
97. შესაბამისად, დიდი პალატა არცერთი მომჩივანისათვის არ ადგენს თანხის მინიჭებას ამ საფუძვლით.
(iii) ბავშვის შემწეობა
98. რაც შეეხება ბავშვის შემწეობის მოთხოვნას მომჩივნების ქ-ნი მეზგა და ბ-ნი ბერიშას მიერ მათი შვილებისათვის, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მთავრობა დაობდა რომ ქ-ნი მეზგა არ იყო უფლებამოსილი მიეღო ბავშვის შემწეობა ვინაიდან მისი ორი უფროსი შვილი ცხოვრობდა ხორვატიაში ოჯახზე მინდობით აღზრდით და ასევე დაობდა ბ-ნი ბერიშას უფლებაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიეღო ბავშვის შემწეობა საკუთარი შვილებისათვის (იხილეთ პუნქტები 59-60 ზემოთ). მომჩივნები აცხადებნდნე რომ ამ საფუძვლით ორ მომჩივანს უნდა მიეღო შემწეობა (იხილეთ პუნქტები 41-43 ზემოთ).
99. დიდი პალატა აღნიშნავს რომ ოჯახები, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას უფლებამოსილნი არიან სლოვენიის კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვონ ბავშვის შემწეობა (იხილეთ პუნქტი 58 ზემოთ). იგი მიუთითებს მის პოზიციას, რომ ყველა მომჩივანმა უნდა მიიღოს კომპენსაცია იმის გამო რომ მათ ვერ შეძლეს სოციალური შეწეობის მიღება იურიდიული სტატუსის დაკარგვის გამო, მიუხედავად მათი პირადი გარემოებებისა, რომლის საფუძველზეც ისინი შესაძლოა აღარ ყოფილიყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ დახმარება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. (იხილეთ პუნქტები 92-94 ზემოთ). ეს კი განსაკუთრებით მართალია ისეთ შემთვევებში, როდესაც ბავშვები იძულებულნი იყვნენ ყოფილიყვნენ საზღვარგარეთ ან მშობლებს მოწყვეტილნი მათი „ამოშლის“ გამო. დიდი პალატა აღნიშნავს ამ საკითხთან მიმართებით, რომ შეცვლილი კანონი იურიდიული სტატუსის შესახებ ასევე არეგულირებს „ამოშლილი“ პირების შვილების სტატუსს (იხილეთ პუნქტები 16 და 28 ზემოთ, ასევე პუნქტი 77 ძირითად გადაწყვეტილებაში).
100. შესაბამისად, დიდი პალატის მოსაზრებით, მომჩივანები ქ-ნი მეზგა უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მისი ორი უფროსი შვილისთვის და ბ-ნი ბერიშა მისი ხუთი შვილისთვის, იმ ოდენობით რაც ქვემოთ არის დაკონკრეტებული (იხილეთ პუნქტები 111 და 113 ქვემოთ).
(დ) სამომავლო შემოსავლის დაკარგვა
საპენსიო უფლება
101. მომავალში შემოსავლის დაკარგვის საკითხთან დაკავშირებით მომჩივნები აცხადებდნენ რომ ისინი ითხოვდნენ კომპენსაციას იმ შემოწირულობისთვის, რომლის გადახდის საშუალებაც მათ არ მიეცათ საპენსიო სქემაში რის შედეგადაც მათ შეეზღუდათ პენსიის მიღების უფლება ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. მაგრამ ისინი აცხადებდნენ რომ შესაძლებელი იყო მომავალი შემოსავლის მინიმალური დანაკარგის განსაზღვრა იმ მინიმალური საპენსიო თანხის საფუძველზე, რომლიც მიღებაზეც ისინი იქნებოდნენ უფლებამოსილნი. (იხილეთ პუნქტები 44-45 ზემოთ).
102. სახელმწიფომ განაცხადა, რომ მომჩივნების მოთხოვნა სოციალურ შემწეობასთან მიმართებით აბათილებს ნებისმიერ მოთხოვნას მომავალში შემოსავლების დაკარგვასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს, რომ უმუშევარი პირები არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ საპენსიო დაზღვევა არამედ სოცილური უსაფრთხოება. მაგრამ, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ (სამოცდასამი წელი ქალებისათვის და სამოცდახუთი მამაკაცებისათვის), ესეთი პირები, მათ შორის სლოვენიაში მაცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც მუდმივი საცხოვრებლის ნებართვა აქვთ უფლებამოსილნი არიან მიიღონ მინიმალური საპენსიო დახმარება იმ შემთხვევაში თუ მათი შემოსავალი არ აღემატება მინიმალურ თანხას 460 ევროს ოდენობით (იხილეთ პუნქტები 61-64 ზემოთ).
103. დიდი პალატა ითვალისწინებს სახელმწიფოს არგუმენტს რომ მომჩივნების სოციალური შემწეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება აბათილებს მომავალში შესაძლო შემოსავლის -საპენსიო უფლების საფუძველზე მოთოხვნის დაყენებას.
104. შესაბამისად დიდი პალატა უარს ამბობს ამ სასარჩელო მოთხოვნაზე;
105. მაგრამ ის ითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ მუდმივი საცხოვრებლის მქონე სლოვენიაში მაცხოვრებელ უცხოელებს აქვთ უფლება მიიღონ საპენსიო დახმარების უფლება მას შემდეგ რაც ისინი მიაღწევენ მინიმალურ საპენსიო ასაკას და ეს პრინციპულად შეეფერება მომჩივნებს იმ შემთხვევაში თუ ისინი აკმაყოფილებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს (იხილეთ პუნქტები 63-64 ზემოთ).
(ე) ინდივიდუალური მომჩივნები
106. დიდი პალატა იმეორებს, რომ მან გადაწყვიტა კომპენსაციის მინიჭება თითოეული მომჩივნისთვის სოციალური შემწეობის საფუძველზე (იხილეთ პუნქტი 94 ზემოთ).
107. მომჩივნები ითხოვენ კომპენსაციას ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ მიადგათ 1992 წლის 26 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც მოხდა მათი „ამოშლა“ მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან მუდმივი საცხოვრებლის ნებართვის მიღებამდე. (იხილეთ პუნქტი 34 ზემოთ).
108. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ კონვენცია ძალაში შევიდა სლოვენიაში 1994 წლის 28 ივნისს. თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გაკეთებული შეფასების და ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო გონივრულად მიიჩნევს შემდეგი ოდენობის თანხების გადაცემას შემდეგი საფუძვლით, რომელიც ითვალისწინებს, რომ სხვადასხვა მომჩივნები სხვადასხვა ხანგრძლივობით აღმოჩნდნენ „ამოშლილნი“ 1994 წლის 28 ივნისიდან იმ თარიღამდე, როდესაც კონკრეტული მომჩივნის იურიდიული სტატუსი იქნა მოგვარებული და საბოლოოდ აღდგენილი, გამრავლებული თვიურ ერთიან თანხაზე 150 ევროს ოდენობით (იხილეთ, mutatis mutandis, ცენტო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი სტეფანო (Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano), ზემოთ ციტირებული, §§ 220 და 222).
109. დიდი პალატა ასევე აკმაყოფილებს ქვემოთ განმარტებულ კომპენსაციას (იხილეთ პუნქტები 111 და 113 ქვემოთ) მომჩივნების ქ-ნ მეზგას და ბ-ნი ბერიშას შვილების მიმართ. კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება ემყარება სლოვენიის მიერ კონვეციის რატიფიცირების პერიოდს, ბავშების დაბადების თარიღიდან მათ მიერ სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე პერიოდს და შესაბამისი მომჩივნების იურიდიული სტატუსის დარეგულირების ვადამდე, გამრავლებული თვიურ ერთიან თანხაზე 80 ევროს ოდენობით. მაგრამ ის არ მიიჩნევს მართებულად ბ-ნი ბერიშას მეუღლისათვის სამართლიანი დაკმაყოფილების უფლების მინიჭებას, ვინაიდან მას შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა საკუთარი სახელით.
(i) ბ-ნი მუსტაფა კურიჩი
110. მომჩივანი ბ-ნი მუსტაფა კურიჩი დარჩა ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე 1994 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 2 ნოემბრამდე (თექვსმეტი წელი, ოთხი თვე და ცხრა დღე), რაც ჯამში შეადგენს 196 თვეს.
შედეგად, დიდი პალატა მას ანიჭებს კომპენსაციას 29,400 ევროს ოდენობით.
(ii) 1-ნი ანა მზეგა
111. მომჩივანი მეზგა იურიდიული სტატუსის გარეშე იმყოფებოდა 1994 წლის 28 ივნისიდან 2011 წლის 1 მარტამდე (თექვსმეტი წელი, რვა თვე და შვიდი დღე), რაც ჯამში შეადგენს 200 სრულ თვეს. შესაბამისად, დიდი პალატა მას ანიჭებს 30 000 ევროს სოციალური შემწეობის სახით.
კომპენსაცია მომჩივანის ქალიშვილი ინისთვის უნდა დაანგარიშდეს 1994 წლის 28 ივნისიდან 2001 წლის 22 ნომებრის პერიოდისათვის, როდესაც ის გახდა სრულწლოვანი (შვიდი წელი, ოთხი თვე და ოცდაშვილი დღე; ჯამში 88 სრული თვე); რაც ჯამში შეადგენს 7040 ევროს.
კომპენსაცია მომჩივანის ვაჟიშვილის ენესისთვის უნდა დაანგარიშდეს 1994 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 26 აპრილის პერიოდისთვის, როდესაც ის გახდა სრულწლოვანი (თხუთმეტი წელი, ათი თვე და 2 დღე; 190 სრული თვე); რაც ჯამში შეადგენს 15 200 ევროს.
შედეგად, დიდი პალატა განსაზღვრავს 52240 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
(iii) ბ-ნი ტრიპუნ რისტანოვიჩი
112. მომჩივანი ბ-ნი რისტანოვიჩი ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე იმყოფებოდა 1994 წლის 28 ივნისიდან 2011 წლის 10 მარტამდე (თექვსმეტი წელი, რვა თვე და თხუთმეტი დღე), რაც ჯამში შეადგენს 200 სრულ თვეს.
შედეგად, დიდი პალატა განსაზღვრავს კომპენსაციის სახით 30,000 ევროს.
(iv) ბ-ნი ალი ბერიშა
113. მომჩივანი ბ-ნი ბერიშა იურიდიული სტატუსის გარეშე იმყოფებოდა 1994 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე (თექვსმეტი წელი, სამი თვე და ოცდახუთი დღე), რაც ჯამში შეადგენს 195 სრულ თვეს. შესაბამისად დიდი პალატა კომპენსაციის სახით მას განუსაზღვრავს 29250 ევროს.
კომპენსაცია მომჩივანის ვაჟი დემისთვის უნდა იქნას დაანგარიშებული 1997 წლის 29 დეკემბრიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, როდესაც მან მიიღო საცხოვრებლის უფლება (თორმეტი წელი, ცხრა თვე და ოცდასამი დღე) ჯამში 153 სრულყოფილი თვე და კომპენსაცია შესაბამისად შეადგენს 12240 ევროს.
კომპენსაცია მომჩივანის ვაჟი ეგზონისთვის უნდა დაანგარიშდეს 1999 წლის 13 ივლისიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდისათვის (თერთმეტი წელი, სამი თვე და ათი დღე; ჯამში სრული 135 თვე) და კომპენსაციის თანხა შეადგენს 10800 ევროს.
კომპენსაცია მომჩივანის ქალიშვილი ეგზონასთვის უნდა დაანგარიშდეს 2001 წლის 19 მარტიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდისათვის (ცხრა წელი, ექვსი თვე და ოცდასამი დღე, ჯამში 114 სრული თე); კომპენსაციის თანხა ჯამში შეადგენს 9120 ევროს.
კომპენსაცია მომჩივანის ვაჟი ჰაქსისთვის უნდა დაანგარიშდეს 2003 წლის 9 თებრვლიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე (შვიდი წელი, რვა თვე და თერთმეტი დღე; ჯამში სრული 92 თვე) და კომპენსაციის თანხა შეადგენს 7370 ევროს.
კომპენსაცია მომჩივანის ვაჟი ვალონისთვის უნდა დაანგარიშდეს პერიოდისათვის 2006 წლის 28 ივლისიდან 2010 წლის 19 ოქტომბრამდე (ოთხი წელი, ორი თვე და ოცდასამი დღე; რაც ჯამში შეადგენს 50 სრულყოფილ თვეს) და კომპენსაციის სახით უნდა გაიცეს 4000 ევრო.
შესაბამისად დიდი პალატა ადგენს კომპენსაციას მომჩივანისათვის 72,770 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
(v) ბ-ნ ილფან სადიკ ადემი
114. მომჩივანი ბ-ნი ადემი აღმოჩნდა ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე 1994 წლის 28 ივნისიდან 2011 წლის 20 აპრილამდე (თექვსმეტი წელი, ცხრა თვე და ოცდაექვსი დღე), რაც ჯამში შეადგენს 201 თვეს.
შესაბამისად, დიდი პალატა ადგენს კომპენსაციას 30150 ევროს ოდენობით.
(vi) ბ-ნი ზორან მინიჩი
115. მომჩივანი მინიჩი იურიდიული სტატუსის გარეშე იმყოფებოდა 1994 წლის 28 ივნისიდან 2011 წლის 4 მაისამდე (თექვსმეტი წელი, ათი თვე და ათი დღე), ჯამში 202 სრული თვე.
შესაბამისად, დიდი პალატა ადგენს კომპენსაციას 30300 ევროს ოდენობით.
ბ. ხარჯები
1. მომჩივნების წარმოდგენილი პოზიცია
(ა)ადმინისტრაციული პროცედურები ეროვნულ დონეზე
116. მომჩივნები ითხოვდნენ ეროვნულ სასამართლოებში წარმოებული სასამართლო პროცედურების ხარჯების ანაზღაურებას, როგორც მუდმივი საცხოვრებლის ნებართვის ისე მოქალაქეობის საკითხთან მიმართებით. ეს თანხა უნდა შეადგენდეს რეალურ ხარჯებს, რომელიც ცნობილია მთავრობისათვის, ან ერთიან თანხას 200 ევროს ოდენობით თოთოეულ მომჩივანზე. მომჩივნებს უკვე თავად არ ჰქონდათ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
(ბ) სამართალწარმოება სასამართლოს წინაშე
117. ბოლოს, მომჩივნები ითხოვდნენ სრულ ანაზღაურებას რაც ჯამში შეადგენს 11190 ევროს, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) და დამატებითი გადასახადები (14081.49 ევრო), იმ ხარჯებისათვის, რომლებიც გონივრულად იქნა გაწეული დიდი პალატის მიერ საქმის განხილვისთვის მას შემდეგ რაც ძირითადი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქმის განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე და მომჩივნების უკიდურესად გაჭირვებული საცხოვრებელი პირობების გამო ადვოკატები დათანხმდნენ მათ წარმომადგენლობაზე ყოველგვარი წინასწარი ფინანსური ვალდებულების გარეშე და მათ დაიტოვეს უფლება მიიღონ ანაზღაურება სასამართლოს წინაშე საქმის წარმოებისათვის პირდაპირ სახელმწიფოსგან (იხილეთ მ.ს.ს. ბელგიის და საბერძნეთის წინააღმდეგ (M.S.S. v. Belgium and Greece) [GC], no. 30696/09, §§ 412-414, ECHR 2011).
2. მოპასუხე სახელმწიფოს წარმოდგენილი პოზიცია
(ა) ადმინისტრაციული პროცედურები ეროვნულ დონეზე
118. მთავრობამ გამოხატა თანხმობა რომ მომჩივნებს მოუწიათ ხარჯების გაწევა იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის შეცვლილი იურიდიული სტატუსის კანონის ფარგლებში და ისინი უფლებამოსინი იყვნენ მიეღოთ კომპენსაცია იმ თანხისა თუ მათ რეალურად გაწიეს ეს ხარჯები. მათ ეჭვის ქვეშ დააყენეს ერთიანი თანხის 200 ევროს ოდენობით გაცემა თითოეულ მომჩივანზე.
მაგრამ, მომჩივნები არ იყვნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ ანაზღაურება იმ ხარჯების რომელიც მათ გაწიეს მოქალაქეობის საკითხის დასარეგულირებლად. არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს და კონვენციის დარღვევას შორის რომელიც დადგინდა.
119. მთავრობის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე მომჩივნებიდან ოთხი მომჩივანი უფლებამოსილი იყო მიეღო ანაზღაირება იმ ხარჯების, რაც მათ რეალურად გასწიეს ერვნულ დონეზე ადმინისტრაციული წარმოებისას მუდმივი საცხოვრებელი ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.
120. კონკრეტულად კი, ქ-ნი მეზგა უფლებამოსილი იყო მიეღი 29.47 ევრო, მომჩივანი ბ-ნი რისტანოვიჩი უფლებამოსილი იყო მიეღო 79.87 ევრო, მომჩივანი ბ-ნი ადემი უფლებამოსილი მიეღო 86.77 ევრო და მომჩივანი ბ-ნი მინიჩი უფლებამოსილი იყო მიეღო 143.31 ევრო.
(ბ) სამართალწარმოება სასამართლოს წინაშე
121. მთავრობა არ დაეთანხმა მომჩივნების მიერ სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების ხარჯებისათვის დამატებით მოთხოვნილ თანხას. ადვოკატის ანაზღაურების შესახებ კანონი (Zakon o odvetniški tarifi, Official Gazette, no. 67/08), რომელიც გამოიყენება სლოვენიაში სასამართლოს წინაშე საქმის წარმოებისას, ადგენს რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია მიიღოს ანაზღაურება 500-დან 1500 ევრომდე.
122. სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადს ასევე იყო სადაო. მომჩივნების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინვოისი დათარიღებული იყო 2012 წლის 31 ივლისით, როდესაც სლოვენიის რესპუბლიკამ აანაზღაურა მორალური ზიანი და განმარტა რომ არ არსებობდა დამატებითი ღირებულების გადახდის ვალდებულება არამედ გადასახადის მხოლოდ 4% უნდა გადახდილიყო ადვოკატების საპენსიო ფონდში. შესაბამისად მომჩივნების წარმომადგენლები არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეღოთ დღგ ხარჯები.
3. სასამართლო გადაწყვეტილება
(ა) ეროვნული ადმინისტრაციული პროცედურები
123. რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას ეროვნულ დონეზე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მომჩივნები გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ეყრდნობოდნენ ინფორმაციას რომელიც მთავრობის ხელთ იყო. ალტერნატივის სახით მათ მოითხოვეს თითოეულ მომჩივანზე ერთიანი თანხის 200 ევროს ოდენობით გაცემა.
124. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ბოლოს წარმოდგენილ პოზიციაში მთავრობამ წარმოადგინა ზუსტი ციფრები ოთხი მომჩივნის მიერ მუმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სამართალწარმოებისთვის რეალურად გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით და ამ საფუძვლით ის ანიჭებს 29.47 ევროს ქ-ნ მეზგას, 79.87 ევროს ბ-ნ რისტანოვჩს, 86.77 ევროს ბ-ნ ედემს და 143.31 ევროს მომჩივან მინიჩს. უფრო მეტიც, დიდი პალატა უარს ამბობს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების განხილვაზე იმ საფუძვლით რომ მიზანს არ წარმოადგენდა კონვენცით გამოწვეული დარღვევის პრევენცია ან სამართლებრივი გამოსწორება.
125. ჯამში დიდი პალატა ადგენს 339.42 ევროს ოდენობის კომპენსაციას იმ ხარჯებისთვის, რაც მომჩივნებმა გასწიეს ეროვნულ დონეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მომჩივნებისთვის ქ-ნ მეზგა, ბ-ნ რისტანოვიჩი, ბ-ნი ადემი და ბ-ნი მინიჩი.
(ბ) სამართალწარმოება სასამართლოს წინაშე
126. დიდი პალატა ადგენს, რომ ძირითად გადაწყვეტილებაში მომჩივნებს მიენიჭათ ჯამში 30 000 ევრო სასამართლოს წინაშე საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად (იხილეთ პუნქტი 11 ოპერაციული ნაწილის და 427-ე პუნქტი ძირითად გადაწყვეტილებაში).
127. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ წამოჭრილ დღგ-ს საკითხს, დიდი პალატა იმეორებს რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ადგენს კომპენსაციას ხარჯებისათვის, რომელიც მომჩივნებმა გასწიეს სასამართლოს წინაშე საქმის წამროებისათვის იმ მიზნით რომ მიეღწიათ დარღვევის აღმოფხვრისათვის, მოეხდინათ პრევენცია, დარღვევის სასამართლოს მიერ დადგენა და (თუ საჭიროა) სამართლიანი აღდგენის უფლების მიღება - ან შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან ან სასამართლოსგან (იხილეთ ნეუმაისტერი ავსტრიის წიანააღმდეგ (Neumeister v. Austria) (ძველი მუხლი 50), 7 May 1974, § 43, Series A no. 17; კონიგი გერმანიის წინააღმდეგ (König v. Germany) (ძველი მუხლი 50), 10 მარტი 1980, § 20, Series A no. 36; და სკორდინო იტალიის წინააღმდეგ (Scordino v. Italy) (no. 1) [GC], no. 36813/97, § 284, ECHR 2006‑V). ესეთი ხარჯები ხშირად იბეგრება; მაგალითად ხელშემკვრელი სახელმწიფოების უმეტესობა ზოგიერთ პროდუქტზე და მომსახურებაზე აწესებს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ). რაც შეეხება ადვოკატის, თარჯიმნის და სხვა პროფესიონალების მომსახურებას ისინი იხდიან დღგ გადასახადს სახელმწიფოსთვის და ეს გადასახადი ეკისრებათ მომჩივნებს და ვალდებულნი არიან გადაიხადონ ის. მომჩივნები კი დაცული უნდა იყვნენ ამ დამატებითი გადასახადის გადახდისგან. მხოლოდ ამ მიზეზის გამო სასამართლო ადგენს, რომ ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს უნდა დაემატოს თანხას რომელიც მათ მიენიჭათ ხარჯების ანაზღაურებისთვის. (იხილეთ ასოციაცია Les Témoins de Jéhovah საფრანგეთის წინააღმდეგ ( Association Les Témoins de Jéhovah v. France) (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 8916/05, § 37, 5 ივლისი 2012).
128. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია მიიღოს თანხები ხარჯების ანზღაურებისთვის თუ ნათელია, რომ ეს ხარჯები გონივრულია და გაწეულ იქნა რეალურად და საჭიროებისამებრ (იხილეთ, მაგალითად, მაქტოფი დადამჯანოვიჩი ბოსნია ჰერცოგოვინის წინააღმდეგ (Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina) [GC], nos. 2312/08 და 34179/08, § 94, ECHR 2013 (ამონარიდები)).
129. მოცემულ საქმეში, ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალსიწინებით და ზემოთ არსებული კრიტერიუმის მიხედვით დიდი პალატა მიიჩნევს გონივრულად ამ საფუძვლით მომჩივნებს მიანიჭოს ერთიანად 5000 ევრო იმ სასამართლო პროცედურების წარმოებისთვის, რაც გაწეულ იქნა სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
გ. საურავი
130. სასამართლო მართებულად მიიჩნევს რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვითმ რასაც დაემატება სამი პროცენტი.
II. კონვენციის 46-ე მუხლი
131. კონვენციის 46-ე მუხლი ადგენს:
“1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.
...”
ა. ზოგადი პრინციპი
132. დიდი პალატა იმეორებს, რომ კონვენციის 46–ე მუხლი განხილული პირველ მუხლთან ერთად, მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ შესაბამისი ზოგადი და/ან ინდივიდუალური ღონისძიებების შესრულების იურიდიულ ვალდებულებას იმისათვის რომ მოხდეს მომჩივნების უფლებების დაცვა რომელთა დარღვევაც სასამართლომ დაადგინა. მსგავსი ღონისძიებები გამოყენებული უნდა იყოს ასევე მომჩივანის მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა პირების მიმართც რითაც მოხდება სასამართლოს მიერ დადგენილი პრობლემის მოგვარება (იხილეთ სკოცარი და გიუნტა იტალიის წინააღმდეგ ( Scozzari and Giunta v. Italy) [GC], nos. 39221/98 და 41963/98, § 249, ECHR 2000-VIII; ლუკენდა (Lukenda), ზემოთ ციტირებული, § 94; და ს და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ( S. and Marper v. the United Kingdom) [GC], nos. 30562/04 და 30566/04, § 134, ECHR 2008). ეს ვალდებულება მუდმივად ხაზგასმულია მინისტრთა კომიტეტის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობისას (იხილეთ, მაგალითად, დროებითი ღონისძიება DH(97)336 ისეთ საქმეებზე, რომელიც სამართალწარმოების გაჭიანურებას ეხება იტალიაში; DH(99)434 საქმეები, რომელიც თურქეთში უშიშროების ძალების მოქმედებას ეხება; ResDH(2001)65 საქმეზე სკოცარი და გიუნტა იტალიის წინააღმდეგ (Scozzari and Giunta v. Italy); და ResDH(2007)75 პოლონეთში წინასწარი პატიმრობის საქმეებთან მიმართებით.).
133. იმისათვის, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების ეფექტური აღსრულება მოხდეს სასამართლომ შეიძლება მიიღოს პილოტური გადაწყვეტილება, რომელიც მას საშუალებას აძლევს ნათლად განმარტოს გადაწყვეტილებაში სტრუქტურული პრობლემების არსებობა რომელიც იწვევს დარღვევას და მოახდინოს კონკრეტული ღონისძიებების ან მოქმედებების იდენტიფიცირება რომელიც უნდა გადადგას მოპასუხე სახელმწიფომ მის გამოსასწორებლად (იხილეთ ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Broniowski v. Poland) [GC], 31443/96, §§ 189-194 და ოპერატიული ნაწილი, ECHR 2004-V, და ჰუთენ გზაპსკა პოლონეთის წინააღმდეგ (Hutten-Czapska v. Poland) [GC] no. 35014/97, §§ 231-239, ECHR 2006‑VIII). გადაწყვეტილების მიღების ეს ფორმა კონვენციის შესაბამისი ინსტიტუტების მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს: მინისტრთა კომიტეტი კონვენციის 46–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის შესაბამისად ახდენს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესრულების შეფასებას (იხილეთ, mutatis mutandis, ბრონიოვსკი (მეგობრული შეთანხმება) (Broniowski), ზემოთ ციტირებული, § 42, და ჰუტენ–გზაპსკა (Hutten‑Czapska) (მეგობრული შეთანხმება), ზემოთ ციტირებული, § 42).
134. პილოტური გადაწყვეტილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის პილოტურ გადაწყვეტილებაში დადგენილი პრობლემის ეროვნულ დონეზე ადამიანების დიდი ჯგუფისათვის გამოსწორების უსწრაფესად უზრუნველყოფა და ამით კონვენციის სისტემის გაძლიერება (იხილეთ ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ ( Burdov v. Russia) (no. 2), no. 33509/04, §§ 127 და 142, ECHR 2009, და გრინსი და მ.თ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Greens and M.T. v. the United Kingdom), nos. 60041/08 და 60054/08, § 108, ECHR 2010 (ამონარიდები)). შესაბამისად პილოტურ გადაწყვეტილებაში შეიძლება დადგინდეს, რომ ერთი და იმავე პრობლემიდან გამომდინარე საქმეები უნდა გადაწყდეს მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით.
135. არ შეიძლება იმის გამორიცხვა რომ, სანამ მოპასუხე სახელმწიფო პილოტური გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მიიღებს ნებისმიერ ან ადექვატურ ზოგად ზომებს (კონვენციის 46–ე მუხლი), სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს გადაწყვეტილება რომელიც გამორიცხავს „პილოტურ“ საჩივარს მეგობრული შეთანხმების საფუძველზე (მუხლები 37 § 1 (ბ) და მუხლი 39) ან დაადგენს სამართლიანი დაკმაყოფილების კომპენსაციას მომჩივნისათვის (მუხლი 41) (იხილეთ ბრანიოვსკი (Broniowski) (მეგობრული შეთანხმება), ზემოთ ციტირებული, § 36, და ჰუტენ–გზაპსკა (Hutten-Czapska) (მეგობრული შეთანხმება), ზემოთ ციტირებული, § 34).
136. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე სახელმწიფო გადაავადებს ზოგადი ღონისძიებების აღსრულებას გონივრული ვადის მიღმა (იხილეთ ბრონიოვსკი (Broniowski), ზემოთ ციტირებული, § 198), და პრობლემას ტოვებს მოუგვარებლად და აგრძელებს კონვენციის დარღვევას, სასამართლოს არ რჩება არჩევანი გარდა იმისა, რომ განაახლოს მის წინაშე არსებული ყველა მსგავსი საჩივრის განხილვა და გამოიტანოს მასზე გადაწყვეტილება და ამით მოახდინოს აღსრულების პროცესის ამოქმედება მინისტრთა კომიტეტის წინაშე და უზრუნველყოს კონვენციის დაცვა ეროვნულ დონეზე (იხილეთ, mutatis mutandis, ე.გ და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ (E.G. and Others v. Poland) (dec.), no. 50425/99, § 28, ECHR 2008 (ამონარიდები)).
ბ. სასამართლოს შეფასება
137. დიდი პალატა ადგენს, რომ მოცემულ საქმეზე ძირითად გადაწყვეტილებაში მან გადაწყვიტა გამოეყენებინა პილოტური გადაწყვეტილების პროცედურა კონვენციის 46–ე მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 61–ე მუხლის შესაბამისად და მოპასუხე სახელმწიფოს დაავალა ზოგადი ღონისძიების შესრულება, როგორიცაა კომპენსაციის ეროვნული ad hoc სისტემის შექმნა მოცემული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის ვადაში – რაც უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 2013 წლის 26 ივნისისა – იმისათვის რომ „ამოშლილ“ პირებს ესარგებლათ გამოსწორების სწორი საშუალებით ეროვნულ დონეზე (იხილეთ პუნქტი 7 ზემოთ და პუნქტი 9 ოპერატიულ ნაწილში და ძირითად გადაწყვეტილებაში პუნქტი 415).
138. იგი აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო კომპენსაციის ეროვნული ad hoc სისტემის ჩამოყალიბება 2013 წლის 26 ივნისისთვის და ერთ წლიანი ვადა მითითებული ძირითად გადაწყვეტილებაში გავიდა. მოპასუხე სახელმწიფოს არ უდავია, რომ ეროვნულ დონეზე ზოგადი ღონისძიება მოთხოვნილ იქნა არა მხოლოდ კურიჩის და სხვების (Kurić and Others) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, არამედ სცდებოდა ინდივიდუალური მომჩივნების ინტერესებს და მოითხოვდა სხვა პოტენციური „ამოშლილი“ პირების ინტერესების დაცვას (იხილეთ პუნქტი 6 ზემოთ და პუნქტები 29, 408, 409 და 412 ძირითად გადაწყვეტილებაში).
139. ამის გათვალისწინებით, დიდი პალატა იზიარებს ფაქტს რომ 2013 წლის 25 ივლისს მთავრობამ პარლამენტს გაუგზავნა კანონი კომპენსაციის ეროვნული ad hoc სისტემის შექმნის შესახებ. კანონი მიღებულ იქნა 2013 წლის 21 ნოემბერს გარკვეული ცვლილებებით. შედეგად მიღებული კანონი გამოქვეყნდა 2013 წლის 3 დეკემბერს ოფიციალურ გაზეთში და ძალაში შევიდა 2013 წლის 18 დეკემბერს და ის გამოყენებადი გახდება 2014 წლის 18 ივნისიდან (იხილეთ პუნქტი 20 ზემოთ).
140. ამ კანონის მიხედვით ძალაში შევა კომპენსაციის სქემა ერთიანი თანხის ოდენობით ყოველი „ამოშლილი“ თვისთვის და მომჩვანისთვის შესაძლებლობით მოითხოვოს დამატებითი კომპენსაცია ვალდებულებათა კოდექსის ზოგადი წესის ფარგლებში (ხილეთ პუნქტები 20–27 ზემოთ). მოცემული საქმის გამონაკლის სიტუაციებში, „ამოშლილისთვის“ ფინანსური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ერთიანი თანხის მინიჭების ზოგადი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს დიდი პალატის მიდგომას მატერიალურ ზარალთან მიმართებით ამ გადაწყვეტილებაში (იხილეთ პ[უნქტები 106–109 ზემოთ) და არა მატერიალურ ზიანთან მიმართებით ძირითად გადაწყვეტილებაში (იხილეთ პუნქტი 425) – როგორც ჩანს მისაღებია.
141. დიდი პალატა ადგენს, რომ დეცენტრალიზაციის პრინციპის და მისი თანმდევი თავისუფალი შეფასების ფარგლების მიხედვით კომპენსაციის თანხა გაცემული ეროვნულ დონეზე კონვენციის 46–ე მუხლის ფარგლებში ზოგადი ღონსიძიების სახით უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ყველა პირზე, შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც ადგენს ამ ზომებს (იხილეთ, mutatis mutandis, Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) შვეიცარიის წინააღმდეგ (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland) (no. 2) [GC], no. 32772/02, § 88, ECHR 2009).
142. კონვენციის 46–ე მუხლის ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტი შეაფასებს სლოვენიის რესპუბლიკის მიერ მიღებულ ზოგად ღონსძიებას და ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილების შესრულებას. სასამართლო მუდმივად აცხადებს, რომ მას არ აქვს იურისდიქცია გადაამაწმოს კონვენციის 46–ე მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ შეასრულა თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც კონვენციის 46–ე მუხლის მე–4–ე პუნქტი დამატებითი ოქმი #14–თან ერთად არ ვრცელდება მასზე (იხილეთ ჰუტენ–კზაპსკა (Hutten-Czapska) (მეგობრული შეთნხმება), ზემოთ ციტირებული, § 43; აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Akdivar and Others v. Turkey) (ძველი 50–ე მუხლი), 1 April 1998, § 44, გადაწყვეტილებების ანგარიშები 1998‑II; Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT), ზემოთ ციტირებული, §§ 83-90; და მაკედონიის გაერთიანებული ორგანიზაცია ილინდენი – პირინი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (The United Macedonian Organisation Ilinden – PIRIN and Others v. Bulgaria) (no. 2), nos. 41561/07 და 20972/08, § 66, 18 ოქტომბერი 2011).
143. ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს წინაშე მხოლოდ რამოდენიმე „ამოშლილ“ პირს ჰქონდა შეტანილი სარჩელი, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სისტემური, სტრუქტურული და მსგავსი დარღევვების არსებობისას მნიშვნელოვანია ასევე სამომავლო საქმეების სავარაუდო შემოდინება ამიტომ მსგავსი საქმეების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა, რომ სადაო საკითხის მიგვარების მიზნით ღონისძიების მიღებამდე მსგავსი საქმეების განხილვა უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი 9 ზემოთ და 415 ძირითდ გადაწყვეტილებაში).
144. ამასთან დაკავშირებით, დიდი პალატა აღნიშნავს რომ სასამართლოს წინაშე ამჟამად წარდგენილია დაახლოებით სამოცდახუთი საქმე „ამოშლილი“ პირების, რომელშიც 1000–ზე მეტი მომჩივანია. კურიჩი და სხვების საქმეზე (Kurić and Others) გადაწყვეტილების სწრაფ აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს (იხილეთ, mutatis mutandis, გრინსი და მ.ტ (Greens and M.T.), ზემოთ ციტირებული, § 111).
ამ მიზეზის გამო, სასამართლო ერთხმად,
1. ადგენს
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივნებს, სამი თვის ვადაში, შემდეგი ოდენობის კომპენსაცია:
(i) 29,400 (ოცდაცხრა ათას ოთხასი) ევრო ბ–ნ კურიჩს და ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს მატერიალური ზიანისათვის;
(ii) 52,240 (ორმოცდათორმეტი ათას ორას ორმოცი) ევრო ქ–ნ მეზგას, და ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ფინანსური ზიანისათვის;
(iii) 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო ბ–ნ რისტანოვიჩს, და ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს მატერიალური ზიანისათვის;
(iv) 72,770 (სამოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ევრო ბ–ნ ბერიშას, და ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს მატერიალური ზიანისათვის;
(v) 30,150 (ოცდაათი ათას ასორმოცდათი) ევრო ბ–ნ ადემის, და ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს მატერიალური ზიანისათვის;
(vi) 30,300 (ოცდაათი ათს სამასი) ევრო ბ–ნ მინიჩს, და ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს მატერიალური ზიანისათვის;
(vii) 339.42 (სამასოცდაცხრამეტი და ორმოცდაორი ევრო ცენტი) ევრო ქ–ნ მეზგას, ბ–ნ რისტანოვიჩს, ბ–ნ ადემის და ბ–ნ მინიჩს ერთად ისეთი წილობრივი ოდენობით რომელიც ასახულია ზემოთ პუნქტში 124, და ამასთანავე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მომჩივნებს დაეკისროთ იმ ხარჯებისათვის, რომელიც მათ გასწიეს ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებისათვის;
(viii) 5,000 (ხუთი ათასი) ევრო მომჩივნებს ერთობლივად, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მათ დაეკისროს სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების ხარჯებისთვის.
(ბ) ზემოთ ხსენებული სამ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
2. უარს ამობობს განმცხადებლების დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის განხილვაზე სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე;
მომზადებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და წერილობით წარდგენილია 2014 წლის 12 მარტს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის §§ 2 და მე-3-ე მუხლის შესაბამისად.
მაიკლ ო ბოილი დინ სპილმანი
სხდომის გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy