© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ
(საჩივარი N. 26828/06)
გადაწყვეტილება
(ამონარიდები)
სტრასბურგი
26 ივნისი 2012
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი
ჟან-პოლ კოსტა,
ფრანსუაზ ტულკენსი,
ნინა ვაჯიჩი,
დინ სპილმანი,
ბოშიან მ. ცუპანჩიჩი,
ანატოლი კოვლერი,
ელიზაბეტ შტეინერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუის ლოპეზ გერა,
ზდრავკა კალაიჯიევა,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
გიდო რაიმონდი,
განა იუდკივსკა,
ანჟელიკა ნიუბერგერ, მოსამართლეები
და ვინსენტ ბერგერი, იურისკონსული
2011 წლის 6 ივლისსა და 2012 წლის 11 აპრილს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 26828/06) სლოვენიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2006 წლის 4 ივლისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის მიხედვით ხორვატიის მოქალაქემ ბატონმა მილან მაკუჩმა და შემდეგ სხვა ათმა მომჩივანმა სასამართლოში შეიტანა. ბ-ნი მაკუჩის გარდაცვალების შემდეგ საქმეს სახელი შეეცვალა და ეწოდა კურიჩი და სხვები სლოვენიის წინააღმდეგ. დიდი პალატის წინაშე წარსდგა რვა მომჩივანი (იხ. პარაგრაფი 15 ქვემოთ).სასამარლოს წინაშე მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბ-ნები ა.გ. ლანა და ა. საკუჩი, ადვოკატები, რომელიც პრაქტიკას ეწევიან რომში, და ქ-ნი ა. ბალერინი და ბ-ნი მ. ვანო, ადვოკატები გენუიდან (იტალია).სლოვენიის მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ მისი წარმომადგენლის, მთავარი პროკურორის ბ-ნი ლ. ბემბიჩის მიერ.კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ მათ თვითნებურად ჩამოერთვათ მუდმივი რეზიდენტების სტატუსი სლოვენიის მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ამასთანავე ისინი ჩიოდნენ კონვენციის მე-13 მუხლით მიაჩნდათ რა, რომ ამ მხრივ არ არსებობდა ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი და მე-14 მუხლით, კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, რადგან ისინი დაექვემდებარნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას. საბოლოოდ, მათ ასევე აღნიშნეს, რომ I ოქმის 1 მუხლის დარღვევით მათ თვითნებურად ეთქვათ უარი საპენსიო უფლებებზე.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მესამე სექციას (სასამართლო რეგლამენტის 52-ე მუხლის 1 ნაწილი), რომელმაც 2006 წლის 10 ნოემბერს, საქმის გადაუდებელი ხასიათის გამო, გადაწყვიტა შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხე მთავრობისათვის სასამართლო რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად და მიანიჭა მას პრიორიტეტი რეგლამენტის 41-ე მუხლის მიხედვით.2007 წლის 31 მაისს მესამე სექციამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: კორნელიუ ბირსან, ბოშტიან მ. ცუპანჩიჩ, ელიზაბეტ ფურა, ალვინა გიულუმიან, ეხბერტ მეიერ, დავიდ თორ ბიორგვინსონ და ინეტა ზიემელე, ასევე სანტიაგო კესადა, სექციის განმწესრიგებელი, გადაწყვიტა შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხე მთავრობისათვის მე-8 მუხლით წამოყენებულ საჩივრებზე დამოუკიდებლად და კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლებთან მიმართებაში და I ოქმის 1 მუხლის მიხედვით. გადაწყდა, რომ საქმის მისაღებობა ისევე როგორც მისი არსებითი მხარე განიხილებოდა ერთდროულად (მუხლი 29 § 1). საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად იქნა ცნობილი.შემდგომ, მიღებულ იქნა მესამე მხარის კომენტარები სერბიის მთავრობისაგან, რომელმაც ისარგებლა მესამე მხარედ ჩართვის უფლებით (კონვენციის მუხლი 36 § 1 და რეგლამენტის 44 § 1 (ბ) მუხლი). მესამე მხარის დასკვნები იქნა წარმოდგენილი Equal Rights Trust, Open Society Justice Initiative, the Peace Institute – Institute for Contemporary Social and Political Studies-სა და არასამთავრობო ორგანიზაციათა სამართლებრივი ინფორმაციის ცენტრის მიერ, რომელთაც წერილობით პროცედურაში ჩართვის უფლება მიანიჭა პრეზიდენტმა (კონვენციის მუხლი 36 § 2 და რეგლამენტის 44 § 3 მუხლი). მოპასუხე მთავრობამ და მომჩივნებმა პასუხი გასცეს სერბეთის მთავრობის კომენტარებს.კონვენციის 36 § 1 მუხლისა და რეგლამენტის 44 § 1 (ა) მუხლის საფუძველზე წარდგენილი შეტყობინების პასუხად, ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავრობებმა არ გამოხატეს სურვილი ესარგებლათ წინამდებარე საქმეში ჩართვის უფლებით.2010 წლის 13 ივლისს მესამე სექციის პალატამ, რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან: ჯოზეფ კასადევალი, ელიზაბეტ ფურა, კორნელიუ ბირსანი, ბოშტიან მ. ცუპანჩიჩი, ალვინა გიულუმიანი, ეხბერტ მეიერი და ინეტა ზიემელე, ასევე სანტიაგო კესადა, სექციის გამწესრიგებელი, საჩივარი მისაღებად სცნო რვა მომჩივნის საჩივრებთან მიმართებაში კონვენციის მე-8, მე-13 და მე-14 მუხლების მიხედვით და ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევას და რომ საჭირო არ გახლდათ საკითხის განხილვა კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე. პალატამ ასევე დაადგინა, რომ გარდაცვლილი მომჩივნის ბ-ნი მაკუჩის ნათესავს არ გააჩნდა საპროცესო უფლებაუნარიანობა გაეგრძელებინა წარმოებაში მონაწილოება მისი სახელით. ბ-ნი პეტრეშისა და ბ-ნი იოვანოვიჩის საჩივრები, რომელთაც მიენიჭათ მუდმივი ცხოვრების ნებართები, ისევე როგორც დანარჩენი მომჩივანთა საჩივრები მიუღებლად იქნა მიჩნეული. ამასთანავე, პალატამ მიუთითა მოპასუხე მთავრობას იმ საჭირო ზოგადი და ინდივიდუალური ზომების შესახებ, რომლებიც უნდა მიღებულიყო 46-ე მუხლის მიხედვით და გადადო სამართლიანი დაკმაყოფილების განსაზღვრის საკითხი კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით.2010 წლის 13 ოქტომბერს მთავრობამ მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე და რეგლამენტის 73-ე მუხლების მიხედვით. 2011 წლის 21 თებერვალს დიდი პალატის კლეგიამ დააკმაყოფილა მოცემული მოთხოვნა.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 და რეგლამენტის 24-ე მუხლების მიხედვით. 2011 წლის 3 ნოემბერს ჟან-პოლ კოსტას ვადა სასამართლოს პრეზიდენტის პოსტზე ამოიწურა. იგი ჩაანაცვლა ნიკოლას ბრატცამ და გადაიბარა დიდი პალატის პრეზიდენტობა წინამდებარე საქმეშიც (რეგლამენტის მუხლი 9 § 2). ჟან-პოლ კოსტამ შეასრულა თავისი ვალდებულებები ვადის ამოწურვამდე კონვენციის 23 § 3 და რეგლამენტის 24 § 4 მუხლების შესაბამისად.მომჩივნებმა და მოპასუხე მთავრობამ წარმოადგინეს წერილობითი არგუმენტები. ამასთანავე, მიღებულ იქნა მესამე მხარის კომენტარები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისაგან ("გლუკი"), რომელიც პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი შეიქნა ჩართულიყო დიდი პალატის წინაშე მიმდინარე წერილობით პროცედურაში (კონვენციის 36 § 2 და რეგლამენტის 44 § 3 მუხლები). განახლებული და კონსოლიდირებული დასკვნა წარმოადგინა Open Society Justice Initiative -აც.მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2011 წლის 6 ივლისს (სასამართლო რეგლამენტის წესი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მოპასუხე მთავრობის სახელით
ბ-ნი ლ. ბემბიჩი, მთავარი პროკურორი,წარმომადგენელი,
ქ-ნი ვ. კლემენსი, მთავარი პროკურორი თანა-წარმომადგენელი,
ქ-ნი ნ. გრეგორი, შსს,
ბ-ნი ჯ. კოსელი, შსს
ქ-ნი ი. იეგლიჩი, შსს
ქ-ნი ა. სნოი, შსს
ბ-ნი ა. იერმანი, შსს
ბ-ნი პ. პავლინი, შსს
ბ-ნი ს. ბარდუცკი, შსსმრჩეველები;
(ბ) მომჩივების სახელით
ბ-ნი ა. გ. ლანა,
ბ-ნი ა. საკუჩი,ადვოკატები,
ქ-ნი ნ. კოგოვშეკ შალამო,
ქ-ნი ა. სირონიმრჩევლები.
დიდმა პალატა მოისმინა ბ-ნი ლანას, ბ-ნი საკუჩის და ბ-ნი ბემბიჩის გამოსვლები, ისევე როგორც მათი პასუხები მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე. წერილობით დამატებითი ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი მომჩივნებისა და მოპასუხე მთავრობის მიერ.
ფაქტები
საქმის გარემოებანიპირველი მომჩივანი, ბ-ნი მუსტაფა კურიჩი დაიბადა 1935 წელს და ცხოვრობს კოპერში (სლოვენია). იგი მოქალაქეობის არმქონე პირია. მეორე მომჩივანი, ბ-ნი ველიმირ დაბეტიჩი, დაიბადა 1969 წელს და ცხოვრობს იტალიაში. იგი მოქალაქეობის არმქონე პირია. მესამე მომჩვანი, ქ-ნი ანა მეზგა ხორვატიის მოქალაქეა. იგი დაიბადა 1965 წელს და ცხოვრობს პორტოროზში (სლოვენია). მეოთხე მომჩივანი, ქ-ნი ლიუბენკა რისტანოვიჩი სერბეთის მოქალაქეა, იგი დაიბადა 1968 წელს და ცხოვრობს სერბეთში. მეხუთე მომჩივანი, ბ-ნი ტრიპუნ რისტანოვიჩი გახლავთ მეოთხე მომჩივნის ვაჟი, დაიბადა 1988 წელს და ამჟამად ცხოვრობს სლოვენიაში. იგი ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეა. მეექვსე მომჩივანი ბ-ნი ალი ბერიშა, დაიბადა 1969 წელს კოსოვოში. ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით იგი სერბეთის მოქალაქეა. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. მეშვიდე მომჩივანი, ბ-ნი ილფან სადიკ ადემი დაიბადა 1952 წელს. იგი გერმანიაში ცხოვრობს და ახლა მაკედონიის მოქალაქეა. მერვე მომჩივანი, ბ-ნი ზორან მინიჩი დაიბადა 1972 წელს. მთავრობის მიხედვით იგი სერბეთის მოქალაქეა.
ა. საქმის გარემოებები
1. იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეობაიუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ("ისფრ") გახლდათ ფედერაციული სახელმწიფო, რომელიც შედგებოდა ექვსი რესპუბლიკისაგან: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, სერბეთი, სლოვენია, მონტენეგრო და მაკედონია. "ისფრ" მოქალაქეებს ჰქონდათ "ორმაგი მოქალაქეობა" შიდა მიზნებისათვის, ანუ, გახლდნენ როგორც "ისფრ"-ის ისე ექვს სახელმწიფოთაგან ერთ-ერთის მოქალაქეები. 1974 წლამდე, ფედერალურ მოქალაქეობას ენიჭებოდა უპირატესობა რესპუბლიკის მოქალაქეობაზე: რესპუბლიკის მოქალაქეობა მხოლოდ იუგოსლავიის მოქალაქეს შეეძლო მიეღო.მოქალაქობის საკითხები მსგავსად რეგულირდებოდა "ისფრ" ყველა რესპუბლიკაში, სადაც მოქალაქეობის მიღების ძირითადი პრინციპი სისხლისმიერი გახლდათ (jus sanguinis). ბავშვი იღებდა მისი მშობლების მოქალაქეობას; თუკი მშობლები სხვადასხვა რესპუბლიკის მოქალაქეები იყვნენ, ისინი ერთობლივად თანხმდებოდნენ ბავშვის მოქალაქეობაზე. სხვა რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების დღეს მოქმედებას წყვეტდა წინა რესპუბლიკის მოქალაქეობა.1947 წლიდან რესპუბლიკების და არა ფედერალური სახელმწიფოს დონეზე ცალკე მოქმედებდა მოქალაქეობის რეესტრი. 1974 წლიდან ახალშობილთა მოქალაქეობის მონაცემები შეიტანებოდა დაბადების რეესტრში და 1984 წლიდან მონაცემების შეყვანა მოქალაქეობის რეესტრში შეწყდა რადგან მოქალაქეობის შესახებ ყველა ინფორმაცია შეიყვანებოდა დაბადების რეესტრში."ისფრ" მოქალაქეებს გააჩნდათ გადაადგილების თავისუფლება ფედერალურ სახელმწიფოში და შეეძლოთ მუდმივი რეზიდენტობა დაერეგისტრირებინათ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც დასახლდებოდნენ. სხვადასხვა სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური და თვით პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა "ისფრ" მოქალაქეებისათვის კავშირში გახლდათ მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან."ისფრ" მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ მაშინდელ სლოვენიის სოციალისტურ რესპუბლიკაში და იყვნენ რომელიმე სხვა "ისფრ" რესპუბლიკის მოქალაქეები, მსგავსად მომჩივნებისა, არეგისტრირებდნენ მათ მუდმივ საცხოვრებელს სლოვენიის მოქალაქეების მსგავსად. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლოთ მიღოთ მუდმივი ცხოვრების ნებართვა "ისფრ"-ში, თუმცა ამ შემთხვევაში მოქმედებდა განსხვავებული პროცედურა.
2. სლოვენიის დამოუკიდებლობა და "ამოშლა""ისფრ" დაშლის პროცესში სლოვენიამ გადადგა ნაბიჯები დამოუკიდებლობისაკენ. 1990 წლის 6 დეკემბერს სლოვენიის რესპუბლიკის მაშინდელმა ასამბლეამ მიიღო "კეთილ ნებათა განაცხადი" (Izjava o dobrih namenih), რომელიც აჟღერებდა გარანტიას, რომ ყველა პირს, რომელიც მუდმივი რეზიდენტის სტატუსით სარგებლობდა სლოვენიის ტერიტორიაზე მიეცემოდა საშუალება მიეღო სლოვენიის მოქალაქეობა სურვილის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 200 ქვემოთ).1991 წლის 25 ივნისს სლოვენიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მიღებულ იქნა რიგი კანონებისა, სახელწოდებით "დამოუკიდებლობის კანონდებლობა", რომელიც მოიცავდა სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონს (Zakon o državljanstvu Republike Slovenije - "მოქალაქეობის შესახებ კანონი"), უცხოელთა შესახებ კანონს (ძაკონ ო ტუჯციჰ, იხ. პარაგრაფები 205-207 ქვემოთ), ეროვნული საზღვრის კონტროლის შესახებ კანონს (Zakon o nadzoru državne meje) და სლოვენიის მოქალაქეთა პასპორტების შესახებ კანონს (Zakon o potnih listinah državljanov Republike Slovenije).იმ დროისათვის, განსხვავებით ყოფილი "ისფრ" სხვა რესპუბლიკებისაგან, სლოვენიის მოსახლეობა შედარებით ჰომოგენური გახლდათ, სადაც 2 მილიონ მოსახლეთა 90% გააჩნდა სლოვენიის მოქალაქეობა. დაახლოებით 200,000 სლოვენიის რეზიდენტი (ანუ მოსახლეობის 10%), მათ შორის მომჩივნები, იყვნენ სხვა ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეები. მოცემული პროპორცია დიდწილად ასახავს სლოვენიის მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობასაც."კეთილ ნებათა განაცხადის" შესაბამისად, 1991 წლის კონსტიტუციური კანონის მე-13 ნაწილი აღნიშნავდა, რომ ყოფილი "ისფრ" ის მოქალაქეები, რომლებიც 1990 წლის 23 დეკემბრისათვის, ანუ როდესაც ჩატარდა პლებისციტი სლოვენიის დამოუკიდებლობის შესახებ, დარეგისტრირებლნი იყვნენ სლოვენიის რესპუბლიკის მუდმივ რეზიდენტებად და რეალურად ცხოვრობდნენ სლოვენიის ტერიტორიაზე, ფლობდნენ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეების თანაბარ უფლებებსა და ვალდებულებებს. მათთვის გამონაკლისი გახლდათ ქონების შეძენა და ისიც მანამდე სანამ მიიღებდნენ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობას მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, ან უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლით დადგენილი ვადის ამოწურვამდე (1991 წლის 25 დეკემბერი - იხ. პარაგრაფები 202, 205 და 207 ქვემოთ).მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლი, რომელიც ძალაში შევიდა 1991 წლის 25 ივნისს აღნიშნავდა, რომ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებიც არ იყვნენ სლოვენიის მოქალაქეები ("ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკის მოქალაქეები") უფლებამოსილნი იყვნენ მიეღოთ სლოვენიის მოქალაქეობა თუკი აკმაყოფილებდნენ შემდეგ სამ პირობას-ö მიიღეს სლოვენიის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი 1990 წლის 23 დეკემბრისათვის (პლებისციტის თარიღი), იყვნენ სლოვენიის რეალური რეზიდენტები და მიმართეს მოქალაქეობის მიღებაზე მოქალაქეობის შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში. როგორც აღინიშნა კიდეც 24-ე პარაგრაში, მოცემული ვადა ამოიწურა 1991 წლის 25 დეკემბერს, რომლის შემდეგაც ამოქმედდა ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების ნაკლებად ხელსაყრელი პირობები მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით. მოცემული წესები ვრცელდებოდა ყოფილი "ისფრ" რესპულიკების მოქალაქეებზეც (იხ. პარაგრაფი 205 ქვემოთ).ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკის 171,132 მოქალაქემ, რომელიც სლოვენიაში ცხოვრობდა მოითხოვა და მიიღო ახალი სახელმწიფოს მოქალაქეობა მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე. დაახლოებითი მონაცემებით 11,000 პირმა დატოვა სლოვენია.უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის მიხედვით, ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებმაც არ შეიტანეს განაცხადი სლოვენიის მოქალაქეობაზე დადგენილ ვადებში, ან რომელთაც უარი ეთქვათ მოქალაქეობის მინიჭებაზე, განიხილებოდნენ უცხოელებად. უცხოელთა შესახებ კანონის დებულებები გავრცელდა ყოფილი "ისფრ" მოქალაქეებზე ვადის ამოწურვიდან ორ თვეში (ანუ 1992 წლის 26 თებერვლიდან) ან მოქალაქეობის მინიჭებაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ორ თვეში (იხ. პარაგრაფი 207 ქვემოთ).დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ("სამინისტრო") გაუგზავნა რამდენიმე გამოუქვეყნებელი შიდა ინსტრუქცია (okrožnice, navodila, depeše) მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ორგანოებს დამოუკიდებლობის კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის უცხოელთა შესახებ კანონის ირგვლივაც. 1991 წლის 26 ივნისს გაგზავნილ ცირკულარში სამინისტრომ მოუწოდა ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებიც სლოვენიაში ცხოვრობდნენ, განხილულიყვნენ უცხოელებად ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას და რომ 1991 წლის საკონსტიტუციო კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, მათ მინიჭებოდათ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეების ტოლფასი უფლებები და მოვალეობები შესაბამისი ვადების ამოწურვამდე (იხ.პარაგრაფი 24 ზემოთ). იქვე გაიცა ტექნიკური ინსტრუქცია პასპორტებსა და უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1991 წლის 30 ივლისს სამინისტრომ შეატყობინა მუნიციპალურ ადმინიტრაციულ ორგანოებს, რომ ევროპის მინისტერიალის სამეულისა და სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთისა და იუგოსლავიის წარმომადგენლებს შორის ბრიონის დეკლარაციის მიხედვით დამოუკიდებლობის კანონმდებლობის აღსრულება შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში შეჩერებულ იქნა სამი თვის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში სხვა "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეები არ განიხილებოდნენ უცხოელებად. 1992 წლის 5 და 18 თებერვალს გამოიცა ორი შემდგომი ადმინისტრაციული ცირკულარი, რომელიც ეხებოდა უცხოელთა შესახებ კანონის იმპლემენტაციის ზოგად პრობლემებს. უკანასკნელი ცირკულარი აღნიშნავდა, რომ უცხოელთა სტატუსთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირებისას უნდა შენახულიყო სხვა "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეებზე სლოვენიის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული პერსონალური დოკუმენტები, ხოლო მათი პასპორტები კი უნდა გაუქმებულიყო და განადგურებულიყო.1992 წლის 26 თებერვალს, თარიღი როდესაც ძალაში შევიდა უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლი, მუნიციპალურმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მუდმივ რეზიდენტთა რეესტრიდან ამორიცხეს ის პირები, რომლებსაც არ მიუმართავთ სლოვებიის მოქალაქეობაზე (ღეგისტერ სტალნეგა პრებივალსტვა - "რეესტრი") და მთავრობის მიხედვით, გადასცეს მათი მონაცემები ცხოვრების ნებართვის არმქონე უცხოელთა რეესტრს.1992 წლის 27 თებერვალს სამინისტროს მიერ მუნიციპალური ადმინისტრაციული ორგანოებისადმი გაცემულ ინსტრუქციებში აღინიშნა, რომ საჭირო გახლდათ აღნიშნულ პირთა სამართლებრივი სტატუსის რეგულირება. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მოცემული გამოიწვევდა არაერთ პრობლემას; მათი სამართლებრივი სტატუსი უნდა დარეგულირებულიყო და პარალელურად უნდა განხორციელებულიყო "მონაცემთა წმენდა". ამასთანავე, სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოცემულ პირთა დოკუმენტები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაცემული გახლდათ სლოვენიის ორგანოების მიერ და თავის დროზე იურიდიული ძალის მქონე იყო, ფაქტობრივად იურიდიული ძალის გარეშე დარჩებოდა აღნიშნულ პირთა მიერ სტატუსის ex lege ცვლილების გამო. სამინისტრომ ასევე მოახდინა უცხოელთა შესახებ კანონის 23-ე და 28-ე მუხლების ინტერპრეტირება საცხოვრებლის გაუქმებისა და იძულებითი გაძევების შემთხვევებში.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ იმ პირებს, რომელთა სახელებიც ამოღებულ იქნა რეესტრიდნ არ მიუღიაღ არანაირი ოფიციალური შეტყობინება. მათ მიუთითეს, რომ ამ კუთხით არ განხორციელებულა არანაირი სპეციალური პროცედურა და რომ არ გამოცემულა არანაირი ოფიციალური დოკუმენტი. იმის შესახებ, რომ უცხოელთა სტატუსი მიენიჭათ მათ მოგვიანებით შეიტყვეს, მაგალითად, როდესაც სცადეს განეახლებინათ პერსონალური დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა). მთავრობა აღნიშნავდა, რომ ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებასთან ერთად, საკანონმდებლო სიახლეების შესახებ სლოვენიის მოსახლეობა ინფორმირებული გახლდათ მედიისა და შეტყობინებების გზით. რიგ მუნიციპალიტეტებში გამოყენებული იქნა შეტყობინების პერსონალური გზებიც.2002 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1992 წლის 26 თებერვალს მუდმივი რეზიდენტების სტატუსი დაკარგა ყოფილი "ისფრ" 18, 305 მოქალაქემ. მათ შორის დაახლოებით 2,400 უარი ეთქვა მოქალაქეობაზე. მათ ხშირად იხსენიებდნენ როგორც "ამოშლილებს" (izbrisani) და მოიცავენ მოცემულ საქმეში მომჩივანებს. ახალი მონაცემები "ამოშლილებზე" შეგროვებულ იქნა 2009 წელს (იხ. პარაგრაფი 69 ქვემოთ).შედეგად, "ამოშლილები" გახდნენ უცხოელები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობდნენ სლოვენიის ტერიტორიაზე. ზოგადად, მათ პრობემები შეექმნათ სამუშაოზე დარჩენაზე, მართვის მოწმობისა და პენსიის აღებაში. მათ არც ქვეყნის დატოვება შეეძლოთ, რადგან ვეღარ დაბრუნდებოდნენ ძალაში მყოფი დოკუმენტებით. მრავალი ოჯახი გაიყო, სადაც რიგი ოჯახის წევრები სლოვენიაში იყვნენ, სხვები კი ყოფილი "ისფრ"-ს სხვა სახელმწიფოებში. "ამოშლილთაგან" იყო 5,360 არასრულწლოვანი პირი. უმეტეს შემთხვევებში მათ ჩამოერთვათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ზოგიერთმა "ამოშლილმა" ნებაყოფლობით დატოვა სლოვენია. ზოგს კი მიუტანეს გაძევების ორდერი და მოახდინეს მათი დეპორტირება სლოვენიიდან.1992 წლის 26 თებერვლის შემდეგ იმ პირებს, რომელთაც არ ჰქონდათ აღებული ცხოვრების ახალი ნებართვები შეუწყდათ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეთა მუდმივი ცხოვრების რეგისტრაცია. თუმცა, უცხოელთა შესახებ კანონის 82-ე მუხლის საფუძველზე, უცხოელთა შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ძალაში დარჩა იმ პირთა მუდმივი ცხოვრების ნებართვები, რომლებიც ფლობდნენ მოქალაქეობას გარდა ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკებისა (იხ. პარაგრაფი 207 ქვემოთ).1992 წლის 4 ივნისს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა წერილი (ნო. 0016/1-შ-010/3-91) მთავრობას, სადაც შეატყობინა, რომ უცხოელთა შესახებ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ ღია იყო, რადგან სლოვენიაში რეგულირებული სტატუსის გარეშე ცხოვრობდა ბევრი ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკის მოქალაქე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით დამოუკიდებლობის პროცესის განმავლობაში სხვა "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც ცხოვრობდნენ სლოვენიაში, უნდა გათვალისწინებულიყო საერთაშორისო კონვენციებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. მთავრობა აღნიშნავდა, რომ მოცემული წერილის შემდეგ ისინი ეცადნენ შეემსუბუქებინათ "ამოშლის" შედეგები უცხოელთა შესახებ კანონის დებულებების უფრო მოქნილი ინტერპრეტაციით (იხ. პარაგრაფი 36 ქვემოთ). ამასთანავე, 1992 წლის 15 ივნისს მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაეგზავნათ ახალი ადმინისტრაციული ცირკულარი, რომელიც მოიცავდა ინსტრუქციებს უცხოელთა შესახებ კანონის იმპლემენტაციის შესახებ. იგი ეხებოდა რიგ დაურეგულირებელ საკითხებს, მათ შორის სამხედროთათვის ბინების გაცემას, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან დროებითი ლტოლვილების რეგიტრაციას, მონაცემთა შენახვას, სახალხო რეესტრიდან პერსონალური ინფორმაციის გადაცემას და უცხოელებთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას. სლოვენიის ხელისუფლების მიერ უცხოელთათვის გაცემული პერსონალური საიდენტიფიკაციო ბარათები უნდა განადგურებულიყო. კერძოდ კი სლოვენიაში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე ყოფილი "ისფრ" მოქალაქეებთან დაკავშირებით, იგი აკონკრეტებდა იმ თარიღებს, რომელიც უნდა შეყვანილიყო რეესტრში: როდესაც მათ მიენიჭათ სლოვენიის მოქალაქეობა, ან როდესაც უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მიხედვით მათ მიენიჭათ უცხოელის სტატუსი (1992 წლის 26 თებერვალი ან სლოვენიის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის მიღებიდან ორი თვე).1992 წლის 3 სექტემბერს მთავრობამ გადაწყვიტა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემისას გაეთვალისწინებინა ის პერიოდი, რომელიც წინ უძღვოდა უცხოელთა შესახებ აქტის ძალაში შესვლას იმის გამოთვლისას თუ რამდენად ცხოვვრობდა პირი სლოვენიაში სავალდებულო სამი წლის ვადით. 1992 წლიდან 1997 წლამდე მთლიანობაში გაიცა 4,893 მუდმივი ცხოვრების ნებართვა.1994 წლის 28 ივნისს, სლოვენიასთან დაკავშირებით ჩატარდა კონვენცია.სლოვენიის პარლამენტმა წარმოადგინა მოთხოვნა რეფერენდუმზე, რომლის საშუალებითაც განისაზღვრებოდა უნდა მისცემოდათ თუ არა სლოვენიის მოქალაქეობა ყოფილ "ისფრ" მოქალაქეებს და უნდა გამოხმობილიყო თუ არა მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლი. 1995 წლის 20 ნოემბერს სკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული მოთხოვნა არაკონსტიტუციური იყო.შემდგომ წლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის Amnesty International -მა და Helsinki Monitor -მა, ისევე როგორც სლოვენიის ადამიანის უფლებების ომბუდსმენმა გამოსცეს ანგარიში, სადაც ყურადღებას ამახვილებდნენ "ამოშლილების" ვითარებაზე.
3. 1999 წლის 4 თებერვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდგომი განვითარებანი1998 წლის 24 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ მისაღებად სცნო უცხოელთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის პირველი ქვეპუნქტისა და 81-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის კანონიერების შესახებ სარჩელი (იხ. პარაგრაფები 27 ზემოთ და 207 ქვემოთ), რომელიც წარმოდგენილი გახლდათ 1994 წელს ორი პირის მიერ, რომელთა მონაცემებიც ამოღებულ იქნა რეესტრიდან 1992 წელს.1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში (U-I-284/94) საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მოცემული ნაწილი არაკონსტიტუციური გახლდათ, რადგანაც არ აყალიბებდა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების პირობებს მეორე ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტებისათვის. მან აღნიშნა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა წაშალეს რეესტრიდან ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების იმ მოქალაქეების სახელები, რომლებმაც არ მოითხოვეს სლოვენიის მოქალაქეობა და შეიყვანეს ისინი ეხ პროპრიო მოტუ უცხოელთა რეესტრში, მათდამი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ მოცემული ღონისძიება არ ეფუძნებოდა სამართლებრივ საფუძველს: მაცხოვრებელთა რეზიდენტობის მტკიცებულებისა და მოსახლეობის რეესტრის შესახებ კანონი არ ეხებოდა ეხ ლეგე დერეგისტრაციას.უცხოელთა შესახებ კანონის დებულებები, ზოგადად, მიზნად ისახავდა იმ უცხოელთა სტატუსის დარეგულირებას, რომლებიც სლოვენიაში შემოვიდნენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, და არა მათ სტატუსს, რომლებიც უკვე იქ ცხოვრობდნენ. მაშინ როდესაც უცხოელთა კანონის 82-ე მუხლი არეგულირებდა იმ უცხოელთა სამართლებრივ სტატუსს, რომლებიც არ იყვნენ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკებიდან, მსგავსი დებულება არ არსებობდა იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ყოფილი "ისფრ"-დან გახლდნენ. შედეგად, ეს უკანასკნელნი უფრო ნაკლებად ხელსაყრელ სამართლებრივ ვითრებაში აღმოჩნდნენ ვიდრე ის უცხოელები, რომლებიც სლოვენიაში ცხოვრობდნენ დამოუკიდებლობის მიღებამდე დროიდან მოყოლებული.1991 წელს საკანონმდებლო პროცესის დროს შეთავაზებულ იქნა სპეციალური დებულება, რომელიც დაარეგულირებდა სლოვენიაში მცხოვრები იმ ყოფილი "ისფრ" მოქალაქეების დროებით ვითარებას, რომლებსაც არ მოუთხოვიათ სლოვენიის მოქალაქეობა. კანონი ისევ მიიჩნევდა, რომ მათი მდგომრეობა არ უნდა დარეგულირებულიყო უცხოელთა შესახებ კანონით, არამედ შეთანხმებით ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების სახელმწიფოებთან. იმის გამო, რომ შესაბამისი შეთანხმებები არ დაიდო, უმეტესწილად ხორვატიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, მათი ვითარება დაურეგულირებელი დარჩა. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული განვითრების გათვალისწინებით, იმ პირთა მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ წინარე, მაგრამ არა მემკვიდრე სახელმწიფოს მოქალაქეობა, რომლებიც მუდმივი რეზიდენტები არიან 1990 წელს დაშლილ სახელმწიფოებში, გახდა საერთაშორისო შეთანხმების დარეგულირების საგანი.შესაბამისად, 81-ე მუხლი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, რადგანაც იგი არ აყალიბებდა პირობებს, რომლის მიხედვითაც ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს მოქალაქეობის მოთხოვნა, ან რომელთაც უარი ეთქვათ სლოვენიის მოქალაქეობაზე, შეძლებდნენ მიემართათ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი და დაირღვა კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სიზუსტისა და თანასწორობის პრინციპები.ამასთანავე, უცხოელთა შესახებ კანონის დებულებები არეგულირებდნენ მუდმივი და დროებითი ნებართვის მიღებას იმ უცხოელების მიერ, რომლებიც შემოვიდოდნენ სლოვენიის ტერიტორიაზე (უცხოელთა შესახებ კანონის მე-13 და მე-16 მუხლები - იხ. პარაგრაფი 207 ქვემოთ); შესაბამისად იგი არ უნდა გამოყენებულიყო ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების იმ მოქალაქეების სტატუსის დასარეგულირებლად, რომელთაც გააჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ სლოვენიის მუდმივი რეზიდენტობის სტატუსის შესანარჩუნებლად ახალი პირობები არ იქნებოდა იმაზე მკაცრი, ვიდრე ეს დადგენილი გახლდათ საკონსტიტუციო კანონის მე-13 მუხლისა (იხ. პარაგრაფი 202 ქვემოთ) და მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 205 ქვემოთ), და რომ მათი სტატუსი განისაზღვრებოდა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგ დაადგინა, რომ უცხოელთა შესახებ კანონის 16(1) მუხლი არაკონსტიტუციური იყო, რადგანაც იგი გამოიყენებოდა მხოლოდ იმ უცხოელებზე, რომლებიც სლოვენიის ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ მისი დამოუკიდებლობის შემდეგ.კანონმდებელს მიეცა ექვსი თვე რომლის განმავლობაშიც უნდა შეეცვალა არაკონსტიტუციური დებულებანი. ამასობაში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი "ისფრ" არცერთი მოქალაქე, რომელიც სლოვენიაში მუდმივ რეზიდენტად იყო რეგისტრირებული 1990 წლის 23 დეკემბრისათვის და რომელიც რეალურად იქ ცხოვრობდა, არ უნდა გაძევებულიყო სლოვენიის ტერიტორიიდან უცხოელთა შესახებ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების იმ მოქალაქეთა დაურეგულირებელ მდგომარეობას, რომლებიც აღმოჩნდნენ გაურკვეველ სამართლებრივ ვითარებაში, შესაძლოა გამოეწვია, inter alia, კონვენციის მე-8 მუხლში გაწერილი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის დარღვევა (მოცემული გადაწყვეტილების ამონარიდები ციტირებულია პარაგრაფში 214 ქვემოთ).შედეგად, 1999 წლის 8 ივლისს მიღებულ იქნა კანონი სლოვენიაში ყოფილი "ისფრ"-ს სხვა მემკვიდრე სახელმწიფოების მოქლაქეთა სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ (Zakon o urejanju statusa državljanov drugih držav naslednic nekdanje SFRJ v Republiki Sloveniji – "სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი"), რომელიც მიზნად ისახავდა "ამოშლილთა" სამართლებრივი სტატუსის რეგულირებას მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად დადგენილი მოთხოვნების გამარტივების გზით.სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის 1 მუხლის მიხედვით, ყოფილი "ისფრ" მემკვიდრე სახელმწიფოს გარდა სხვა მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ მუდმივ რეზიდენტებად სლოვენიის ტერიტორიაზე 1990 წლის 23 დეკემბრისათვის, პლებისციის თარიღამდე, ან 1991 წლის 25 ივნისამდე, დამოუკიდებლობის თარიღამდე, და რეალურად ცხოვრობდნენ სლოვენიაში, უფლებამოსილნი იყვნენ მიეღოთ მუდმივი ცხოვრების ნებართვა, მიუხედავად უცხოელთა შესახებ კანონში გაწერილი დებულებებისა. მათ ჰქონდათ სამი თვე განცხადების შესატანდ. სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის მე-3 ნაწილი აყალიბებდა რიგ გამონაკლისებს იმ პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნდათ სისხლისსამართლებრივი ნასამართლეობა. ცხოვრების ნებართვა გაიცემოდა ex nunc იმ პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემორე პირობებს (იხ. პარაგრაფი 210 ქვემოთ).კიდევ ერთ საკონსტიტუციო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისას (U-I-295/99) 2000 წლის 18 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის მე-3 მუხლის ერთი ნაწილი, მიიჩნია რა, რომ მასში მითითებული მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების პირობები უფრო მკაცრი იყო ვიდრე ის პირობები, რომლებიც დაწესებული გახლდათ უცხოელთა შესახებ კანონის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაუქმებისათვის.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი "ამოშლილთა" მიერ წარმოდგენილ სხვა საქმეებში1999 წლის 4 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით (იხ. პარაგრაფები 41-48 ზემოთ), საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა რიგი გადაწყვეტილება რამდენიმე "ამოშლილის" მიერ წარმოდგენილ ინდივიდუალურ სარჩელებზე.1999 წლის 1 ივლისს (UP-333/96) მან განიხილა მომჩივანის საქმე, რომელსაც უარი ეთქვა მართვის მოწმობის განახლებაზე, რადგანაც მისი სახელი "ამოშლილი" გახლდათ რეესტრიდან. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი შემუშავებულ იქნა მისი 1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ ჯერ არ იყო მიღებული. მან გადაწყვიტა, რომ მანამდე სანამ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი შევიდოდა ძალაში, მომჩივანს უნდა ჰქონოდა ის სტატუსი, რომლითაც იგი ისარგებლებდა უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ). ადმინისტრაციულ ორგანოებს შედეგად მოეთხოვათ მომჩივანის დარეგისტრირება მუდმივ რეზიდენტად იმ მისამართზე, სადაც იგი ცხოვრობდა მანამდე, სანამ მოხდებოდა მისი უკანონოდ ამოშლა რეესტრიდან და რომ განეახლებინათ მისი მართვის მოწმობა.მსგავსი გადაწყვეტილება (UP-60/97) იქნა მიღებული 1999 წლის 15 ივლისს იმ მომჩივნებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს და ყველანი იყვნენ ერთ-ერთი ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკის მოქალაქეები, რომელთაც უარი ეთქვათ მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უცხოელთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, რადგანაც მათი მამა უმუშევარი დარჩა.1999 წლის 18 ნოემბერს (UP-20/97) და 1999 წლის 16 დეკემბერს (UP 152/97), საქმეებში, რომელიც ეხებოდა სამხედრო პენსიის გადახდას ორი "ამოშლილი" პირისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად.2001 წლის 20 სექტემბერს, საქმეში (UP-336/98) რომელიც ეხებოდა ინდივიდის უფლებას მიეღო ბავშვზე დახმარება, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებანი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა.ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა "ამოშლილთა" მიერ წარმოდგენილი რიგი საქმეები, რომელიც ეხებოდა სლოვენიის მოქალაქეობის მიღებას. 1995 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით (UP-38/93) მან დაადგინა, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი პირობა, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახლდათ "რეალურად ცხოვრება სლოვენიაში" (იხ. პარაგრაფები 25 ზემოთ და 205 ქვემოთ) შეიძლება დაკმაყოფილებულიყო მაშინაც, როდესაც პირის ცხოვრება სლოვენიაში შეწყდა საფუძვლიანი და გამართლებადი მიზეზების გამო, თუკი დადასტურდებოდა, რომ არსებობდა პირობები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი მთავარი ინტერესები სლოვენიის ტერიტორიაზე იყო. მან გააუქმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც მიიჩნია, რომ იგი აყალიბებდა ანალოგიურ საქმეებში არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებულ მოპყრობას და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება2003 წლის 3 აპრილს, სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ, 1999 წლის 8 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში (U-I-246/02), რომელიც წარმოდგენილი იქნა "ამოშლილთა" ასოციაციისა და სხვა "ამოშლილი" პირების მიერ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი არაკონსტიტუციური გახლდათ, რადგანაც იგი არ აძლევდა უკუძალით მუდმივ ცხოვრების ნებართვას "ამოშლის" თარიღიდან. მას არ განუმარტავს "რეალურად ცხოვრების" მნიშვნელობა, რომელიც გვხვდება 1 მუხლში და ვერც მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების პირობები ჩამოაყალიბა ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გაძევებულ იქნენ სლოვენიიდან უცხოელთა შესახებ კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე.მართალია უცნობია გაძევებულ პირთა ზუსტი რიცხვი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი რაოდენობა დიდი არ იქნებოდა, რადგანაც "ამოშლილ" პირთა დაურეგულირებელი სტატუსი ზოგადად შეწყნარებული იყო. მან ასევე გააუქმა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე მისამართად დაწესებული სამთვიანი ლიმიტი, რადგან არაგონივრულად მოკლე ვადად მიიჩნია და მიმართა კანონმდებელს შეესწორებინა გასაჩივრებული კანონის არაკონსტიტუციური დებულებანი ექვსი თვის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვა მნიშვნელოვანი გახლდათ რიგი უფლებებისა და სარგებლის მისაღებად, მათ შორის სამხედრო საპენსიო უფლებები, სოციალური დახმარებანი და მართვის მოწმობის განახლება.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ მოსთხოვა სამინისტროს მიეღო ex proprio motu გადაწყვეტილებანი სლოვენიაში მუდმივ ცხოვრებაზე ex tunc 1992 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული "ამოშლის" თარიღამდე მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდათ ex nunc (არა რეტროაქტიული) ნებართვები სამართლებრივი სტატუსისა თუ უცხოელთა შესახებ კანონების შესაბამისად (მოცემული გადაწყვეტილებიდან ამონარიდები ციტირებულია ქვემორე 215-ე პარაგრაფში).2003 წლის 25 ნოემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს U-I-246/02-28 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით (Zakon o izvršitvi 8. točke odločbe Ustavnega sodišča Republike Slovenije št. U-I-246/02-28) ასევე ცნობილი როგორც "ტექნიკური კანონი". მოცემულმა კანონმა ჩამოაყალიბა ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვების გაცემის პროცედურა ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მუდმივ რეზიდენტებად იყვნენ რეგისტრირებულნი სლოვენიაში 1990 წლის 23 დეკემბრისა და 1992 წლის 25 თებერვლისათვის და რომელთაც უკვე მიღებული ჰქონდათ მუდმივი ცხოვრების ნებართვა სამართლებრივი სტატუსისა თუ უცხოელთა შესახებ კანონების მიხედვით.თუმცა, 2004 წლის 4 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი შეკითხვით თუ რამდენად უნდა მომხდარიყო ტექნიკური კანონის იმპლემენტაცია. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 31.54%, რომელთაგან 94.59% ხმებისა ეწინააღმდეგებოდა მის იმპლემენტაციას. შესაბამისად, კანონი ძალაში არ შესულა.ამასობაში, 2003 წლის 22 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში (U-II-3/03) საკონსტიტუციო სასამართლომ დააკონკრეტა, რომ სამინისტროს მიერ დამატებითი საცხოვრებელი ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი გახლდათ მისი 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. პარაგრაფი 58-60 ზემოთ); სამინისტროს ეკისრებოდა გადაწყვეტილების იმპლემენტირების ვალდებულება.ერთ-ერთი "ამოშლილი" პირის მიერ წარმოდგენილ საქმეში (UP-211/04), რომელიც დავობდა, რომ სლოვენიაში მისი არყოფნა გამოწვეული იყო საომარი მდგომარეობით, 2006 წლის 2 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაუხვია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უარყოფილ იქნა მომჩივანის მოთხოვნა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე სამართლებრივი სტატუსის კანონის მიხედვით და საქმე განსახილველად დაუბრუნა ადმინიტრაციულ სასამართლოს. მან ინსტრუქცია მისცა ამ უკანასკნელს განეხორციელებინა 1990 წლის 23 დეკემბრიდან "სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეალურად მცხოვრები" პირის სამართლებრივი მდგომარეობის შეფასება და იმ მიზეზების ანალიზი, თუ რატომაც არ იმყოფებოდა მომჩივანი სლოვენიაში.კერძოდ კი, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კანონმდებელის მიერ შეუსაბამობის აღმოფხვრის დაგვიანება არ უზღუდავდა სასამართლოს უფლებას საქმე განეხილა 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 58-60).2004 წელს, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტრომ გასცა 4,034 რეტროაქტიული ნებართვა "ამოშლილი" პირების მისამართით. ხელისუფლების ორგანოების მიერ მოცემული ნებართვების ex proprio motu გაცემა დროებით შეჩერდა და ისევ გაგრძელდა 2009 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 70 ქვემოთ).მთავრობის მიხედვით, სამართლებრივი სტატუსის კანონის საფუძველზე 2007 წლის 30 ივნისისათვის წარმოდგენილი იყო 13,355 განაცხადი. შედეგად გაიცა 12,236 მუდმივი ცხოვრების ნებართვა.2008 წლის 21 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, დაინიშნა ახალი მთავრობა, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტადაც განისაზღვრა "ამოშლილთა" სტატუსის დარეგულირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.Iთ სისტემის დახვეწის შედეგად, სამინისტრომ შეაგროვა ახალი მონაცემები "ამოშლილების" შესახებ და გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ 2009 წლის 24 იანვრისათვის რეესტრიდან ამოღებულთა რაოდენობა შეადგენდა 25,761 პირს, ამათგან 7,899-მა შემდგომ მიიღო სლოვენიის მოქალაქეობა. იმ დროისათვის 7,313 მათგანი ცოცხალი იყო. დამატებით 3,630 პირმა მიიღო ცხოვრების ნებართვა. 13,426 "ამოშლილ" პირს მოცემული დროისათვის არ ჰქონდა რეგულირებული სტატუსი სლოვენიაში და მათი ცხოვრების ადგილი უცნობი იყო.2009 წელს სამინისტრომ განაახლა ex proprio motu გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომლის შედეგადაც დგინდებოდა 1992 წლის 26 თებერვლიდან სლოვენიაში მუდმივი ცხოვრება ex tunc საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 60 ზემოთ) იმ პირთათვის, რომლებიც უკვე ფლობდნენ ex nunc ნებართვებს. მთლიანობაში მიღებულ იქნა 2,347 ამგვარი გადაწყვეტილება.
6. კანონი შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის შესახებშედეგად, სამინისტრომ მოამზადა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ცვლილებები და დამატებები ("სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი") და დაარეგულირა შეუსაბამობები სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონსა და კონსტიტუციას შორის, ამ უკანასკნელის 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად. კერძოდ კი იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც განხორციელდა დეპორტაცია და რომლებიც იძულებულნი შეიქნენ დაეტოვებინათ სლოვენია "ამოშლასთან" დაკავშირებული სხვა მიზეზების გამო. 2010 წლის 8 მარტს მიღებულ იქნა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ცვლილებები.2010 წლის 12 მარტს ოცდათერთმეტმა პარლამენტარმა მოითხოვა ჩატარებულიყო რეფერენდუმი შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ირგვლივ, inter alia, იმის გამო, რომ იგი არ არეგულირებდა "ამოშლილთა" კომპენსაციის საკითხს. შედეგად, კანონის ძალაში შესვლა გადაიდო. 2010 წლის 18 მარტს ეროვნულმა ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ცვლილებების ძალაში შესვლის გადადება ან მისი რეფერენდუმით უარყოფა არაკონსტიტუციური იქნებოდა და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა.2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით (U-II-1/10) საკონსტიტუციო სასამართლო დაეფუძნა მის წინარე გადაწყვეტილებებს და დაადგინა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ცვლილებები შესაბამისობაში გახლდათ კონსტიტუციასთან. კანონის ცვლილებები გვთავაზობდა იმ "ამოშლილთა" სტატუსის საბოლოო რეგულირებას, რომელთაც ვერ დაარეგულირეს საკუთარი, ისევე როგორც მათივე შვილების სტატუსი და აწესებდა დებულებებს სპეციალური რეტროაქტიული გადაწყვეტილების მიღებაზე მათ შორის მათთვის, რომელთაც მიენიჭათ სლოვენიის მოქალაქეობა წინარე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოთხოვნის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მოიწონა რეფერენდუმის ჩატარების იდეა იმის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე პოტენციური უარი არაკონსტიტუციურ შედეგებს გამოიწვევდა. მან ასევე დაადგინა, რომ მისი 2003 წლის წამყვანი გადაწყვეტილების იმპლემენტაციის გაჭიანურება იწვევდა კონსტიტუციის დარღვევას.გადაწყვეტილების 43-ე პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ კანონში ცვლილებების მიღებით, კანონმდებელი გვთავაზობდა მორალურ დაკმაყოფილებას, "ამოშლილთა" მიმართ რეპარაციის გარკვეულ ფორმას. თუკი "ამოშლის" შედეგად პირებს მიადგათ ზიანი, შესაძლო სახელმწიფო პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დამდგარიყო კონსტიტუციის 26-ე მუხლის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუკი დაკმაყოფილებული იქნებოდა მოცემული მუხლით დადგენილი სხვა პირობებიც და თუკი ადგილი ექნებოდა შესაბამის პირობებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ცვლილება, თავისთავად, არ იწვევდა სახელმწიფო პასუხისმგებლობას ზიანზე და არც ახალ სამართლებრივ საფუძველს არ ჰქმნიდა ზიანის ანზღაურების მოსათხოვნად. კანონიერი გახლდათ კანონმდებლის მიერ კონკრეტული საკანონმდებლო აქტის მიღება სახელმწიფო პასუხისმგებლობის შესაზღუდად, როგორც განხორციელდა კიდეც, მაგალითად მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლებთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, ის ფაქტი რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებები არ ეხებოდა ფინანსურ რეპარაციებს, არ იყო არაკონსტიტუციური.2010 წლის 15 ივნისს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში "ამოშლილებს"; იგივე ჟესტი განახორციელა შინაგან საქმეთა მინისტრმაც 2010 წლის 22 ივნისს.2010 წლის 24 ივნისს ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა ცვლილებები სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში. იგი ძალაში შევიდა 2010 წლის 24 ივლისს, პალატის გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში. მის ძალაში შესვლამდე წარმოდგენილ იქნა 13,600 მოთხოვნა ცხოვრების ნებართვის გაცემაზე, მათგან 12,345 დაკმაყოფილდა.შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის აქტის 1 მუხლი ვრცელდებოდა იმ უცხოელებზე, რომლებიც გახლდნენ სხვა ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეები 1991 წლის 25 ივნისისათვის და 1990 წლის 23 დეკემბრისა თუ 1991 წლის 25 ივნისისათვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებული ჰქონდათ სლოვენია და რეალურად იქ ცხოვრობდნენ მას შემდეგ, მიუხედავად უცხოელთა შესახებ კანონის დებულებებისა. იგი აყალიბებდა როგორც ex nunc, ისე ex tunc მუდმივი ცხოვრეის ნებართვების გაცემას "ამოშლილთათვის". იგი ასევე არეგულირებდა "ამოშლილთა" შვილების სტატუსს და აწესებდა რეტროაქტიული გადაწყვეტილებების გაცემის წესს იმ "ამოშლილ" პირთა მიმართ, რომლებსაც მიეცათ სლოვენიის მოქალაქეობა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების გარეშე.კერძოდ კი მუხლი 1(გ) განმარტავდა "რეალურად ცხოვრების" მნიშვნელობას სლოვენიაში, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების წინაპირობას როგორც ვითარებას, როდესაც პირს მისი ცხოვრების ინტერესის ცენტრი აქვს სლოვენიაში, რაც განისაზღვრება პირადი, ოჯახური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა კავშირებით, რომელიც ადასტურებს რეალურ და მუდმივ კავშირს ინდივიდსა და სლოვენიას შორის.მან ასევე აღნიშნა, რომ "რეალურად ცხოვრების" პირობა შეიძლება დაკმაყოფილებული ყოფილიყო ერთ წელზე მეტი ხნით ქვეყნის დატოვების შემთხვევაშიც (სლოვენიიდან გაძევება, "ამოშლის" გამო არყოფნა ან დაბრუნების შეუძლებლობა ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოებში ომის გამო. უფრო ხანგრძლივი არყოფნის შემთხვევაში, "რეალურად ცხოვრების" პირობა შეიძლება დაკმაყოფილებული ყოფილიყო ხუთი წლის განმავლობაში და შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ეცადნენ სლოვენიაში დაბრუნებას - იხ. პარაგრაფი 211 ქვემოთ).მთავრობის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2010 წლის 24 ივნისიდნ 2011 წლის 31 მაისამდე ტერიტორიულ ადმინისტრაციულმა ერთეულებმა მიიღეს 173 ex nunc განაცხადი მუდმივ ნებართვაზე და ოთხმოცდაოთხი განაცხადი დამატებით, ex tunc ნებართვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ნებართვებთან ერთად, მოცემული განაცხადების შედეგად გაიცა სამოცდაოთხი ex nunc მუდმივი ცხოვრების ნებართვა და ასთერთმეტი ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რიგ შემთხვევებში გაცემა განხორციელდა ხელისუფლების ორგანოების მიერ ex proprio motu. შემდგომი სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მოთხოვნების წარდგენის ბოლო ვადა, განსაზღვრული შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის კანონის მიერ, იწურება 2013 წლის 24 ივლისს.2011 წლის 26 აპრილს "ამოშლილთა" სამოქალაქო ინიციატივის ასოციაციამ, ორმოცდათორმეტ სხვა კერძო პირთან ერთად შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნით გადახედილიყო შეცვლილი კანონი სამართლებრივი სტატუსის შესახებ (U-I-85/11). სამართალწარმოება ჯერ ისევ მიმდინარეობს.ამასთანავე, ერთ-ერთმა "ამოშლილმა" სასამართლოში შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი უზენაესი სასამართლოს მიერ სამუშაოს დაკარგვისა და მორალური ზიანისათვის 50,492.40 ევროს ოდენობით კომპენსაციის მოთხოვნის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოები არ მოქცეულან უკანონოდ და შესაბამისად, კონსტიტუციის 26-ე მუხლი არ გამოიყენებოდა. 2011 წლის 5 ივლისს () საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო აპელაცია დაეთანხმა რა უზენაესი სასამართლოს ხედვას მასზედ, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც აუქმებდა მოქალაქეობის შესახებ კანონის გასაჩივრებული დებულებას, იგი არ თვლიდა, რომ ადმინიტრაციულმა ხელისუფლებამ ან სასამართლოებმა უკანონოდ იმოქმედეს მოცემულ დროს. ამასთანავე, იმის გამო, რომ სამსახურის დაკარგვა დაკავშირებული გახლდათ მომჩივანისათვის სლოვენიის მოქალაქეობის და არა მუდმივი ცხოვრების მინიჭებაზე უარის თქმის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს წამყვანი გადაწყვეტილებანი "ამოშლილთა" შესახებ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.2011 წლის 21 ივლისს მთავრობამ წარმოადგინა დაახლოებით ოცდაათი საბოლო გადაწყვეტილება მიღებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელიც ეხებოდა "ამოშლილების" მიერ წარმოდგენილ საკომპენსაციო სამართალწარმოებას. საბოლოოდ, კომპენსაციის მომთხოვნი ყველა სარჩელი დაუკმაყოფილებელი დარჩა, უმეტესწილად დადგენილი ვადების დაუკმაყოილებლობის გამო, თუმცა, რიგ საქმეებში სასამართლომ თავდაპირველად მიიჩნია, რომ საჩივრები ჯეროვნად დასაბუთებული იყო. იმ დროისათვის, უზენაესი სასამართლოს წინაშე იხილებოდა თერთმეტი "ამოშლილი" პირის მიერ წარდგენილი საჩივარი. საბოლოდ, 2011 წლის 7 ნოემბერს მთავრობამ წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის ახალი გადაწყვეტილება (UP-108/11) ერთ-ერთი "ამოშლილი" პირის მიერ შეტანილ საჩივარზე, სადაც იგი ითხოვდა კომპენსაციას მატერიალური და მორალური ზიანისათვის. მოცემულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლომ თავდაპირველად გამოიტანა შუალედური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არსებობდა საფუძველი სახელმწიფო ცნობილიყო მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლად. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო. მოცემული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაც.
ბ. მომჩივანთა ინდივიდუალური გარემოებანი1991 წლის 25 ივნისამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც სლოვენიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მომჩივნები გახლდნენ როგორც "ისფრ", ისე მისი ერთ-ერთი შემადგენელი სახელმწიფოს, გარდა სლოვენიისა, მოქალაქები. მათ სლოვენიაში მუდმივი რეზიდენტის სტატუსი მიიღეს როგორც "ისფრ" მოქალაქეებმა, სტატუსი, რომელიც მათ შეუნარჩუნდათ 1992 წლის 26 თებერვლამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მოხდა მათი სახელების ამოშლა რეესტრიდან.სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის ძალაში შესვლასთან ერთად 2010 წლის 24 ივლისს, ბ-ნმა კურიჩმა, ქ-ნმა მეზგამ, ბ-ნა რისტანოვიჩმა, ბ-ნმა ბერიშამ, ბ-ნმა ადემიმ და ბ-ნმა მინიჩმა მიიღეს როგორც ეხ ნუნც, ისე ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვები. ბ-ნ დაბეტიჩსა და ქ-ნ რისტანოვიჩს არ მიუმართავთ ცხოვრების ნებართვის მიღებაზე. ქვემორე მოცემული ფაქტები წარმოადგენს ყოველი მომჩივანის ვითარების მოკლე მიმოხილვას.
1. ბ-ნი მუსტაფა კურიჩიბ-ნი კურიჩი დაიბადა 1935 წლის 8 აპრილს შიპოვოში (ბოსნია და ჰერცეგოვინა). მთავრობის მიხედვით, უცნობია მისი მოქალაქეობა. დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, იგი მეწაღედ მუშაობდა. ოცი წლის ასაკში გადმოვიდა სლოვენიაში და დასახლდა კოპერში 1965 წელს. 1976 წელს მან იქირავა მცირე სახელოსნო კოპერის მუნიციპალიტეტისაგან და დააფუძნა საკუთრი მცირე ბიზნესი. სლოვენიის მუდმივ რეზიდენტად იგი რეგისტრირებული გახლდათ 1970 წლის 23 ივლისიდან 1992 წლის 26 თებერვლამდე.1991 წელს იგი სერიოზულად გახდა ავად და ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამი თვის ვადით და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა სლოვენიის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა. მან აღნიშნა, - მას უთხრეს რომ კიდევ ექნებოდა მოქალაქეობის მოთხოვნის საშუალება. მთავრობამ დაადასტურა, რომ მომჩივანი მართლაც იყო ჰოსპიტალიზირებული, თუმცა 1991 წლის 15 ივნისს უკვე გამოწერილი გახლათ საავადმყოფოდან.მომჩივანს არასდროს მიუღია რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება მასზედ, რომ იგი უკვე აღარ სარგებლობდდა სლოვენიაში სამართლებრივი სტატუსით.1993 წელს მომჩივნის სახლს წაეკიდა ცეცხლი და შედეგად მან დაკარგა დოკუმენტთა უმეტესობა. როდესაც მან კოპერის მუნიციპალიტეტს მიმართა დოკუმენტების აღსადგენად, მას შეატყობინეს, რომ იგი ამოშლილი გახლდათ რეესტრიდან.მომჩივანმა განაგრძო საქმიანობა და იხდიდა ქირას 1990 წლის ბოლომდე, სანამ ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა. იმის გამო, რომ მას აღარ ძალუძდა ქირის გადახდა, მან დაკარგა შენობის დაკავების უფლება. ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის გარეშე, იგი გაძევების საფრთხის წინაშე გახლდათ ადგილობრივი ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, რადგან მის აქ ყოფნას შემწყნარებულად ეკიდებოდა პოლიცია.მომჩივანმა აღნიშნა, რომ 1990 წელს იგი რამდენიმეჯერ ეცადა დაერეგულირებინა მისი სტატუსი კოპერის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუმცა, მისი თქმით მას არანაირი პასუხი ან ინსტრუქცია არ მიუღია მასზედ თუ როგორ ემოქმედა. 2005 წელს მან მისწერა წერილი მინისტრს, სადაც ითხოვდა სლოვენიის მოქალაქეობის მინიჭებას. მოცემულ წერილზე მას პასუხი არ მიუღია. თუმცა, მთავრობა აღნიშნავდა, რომ ბ-ნი კურიჩს არასდროს მოუთხოვია სლოვენიის მუდმივი ცხოვრების ნებრთვის მიღება.მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ 2006 წელს მან დაიწყო სამართალწარმოება საპენსიო უფლებების მისაღებად საპენსიო და შრომისუუნარობის დაზღვევის ინსტიტუტში. 2006 წლის 14 მაისს ამ უკანასკნელმა მას გაუგზავნა წერილი, რომელიც ადასტურებდა მის სამუშაო სტაჟს და სთხოვდა მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენას. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლის მიერ ინფორმაციის მოძიების შედეგად, 2007 წლის 29 ოქტომბრისათვის საპენსიო და შრომისუუნარობის დაზღვევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ მომჩივანს მის წინაშე ოფიციალური სამართალწარმოება არ ჰქონდა დაწყებული.2007 წლის 7 მაისს მომჩივანმა, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით, მოითხოვა სლოვენიის მოქალაქეობა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2007 წლის 27 ივლისს.2008 წლის 29 იანვარს მომჩივანმა ისევ მიმართა სლოვენიის მოქალაქეობაზე მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე. 2009 წლის 10 ივნისს კოპერის ადმინისტრაციულმა ერთეულმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მას არ გაუსაჩივრებია უარი ადმინიტრაციული სასამართლოს წინაშე.2009 წლის 24 თებერვალს მომჩივანმა მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვა. 2010 წლის 2 ნოემბერს მას მიანიჭეს როგორც ex nunc ისე ex tunc ცხოვრების ნებართვები. მასთან იგი მიიტანეს 2010 წლის 26 ნოემბერს.მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების შემდეგაც კი, მას მაინც არაერთი სირთულე შეხვდა, მათ შორის საპენსიო უფლებებთან მიმართებაში, და ამასთანავე იგი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობემებს განიცდიდა.
2. ბ-ნი ველიმი დაბეტიჩიბ-ნი დაბეტიჩი დაიბადა 1969 წლის 22 სექტემბერს კოპერში (სლოვენია). იგი მოქალაქეობის არმქონე პირია. სლოვენიაში მუდმივ რეზიდენტად იგი დარეგისტრირებული გახლდათ 1971 წლის 29 სექტემბრიდან 1992 წლის 26 თებერვლამდე. მისი მშობლები და ორი ძმა დაიბადნენ მონტენეგროში და ისინიც, მსგავსად მომჩივანისა, რეესტრიდან ამოღებულ იქნენ 1992 წელს. მომჩივნის დედას სლოვენიის მოქალაქეობა მიენიჭა 1997 წელს, მამას კი 2004 წელს. მომჩივანმა დაასრულა დაწყებითი განათლება და ორ წლიანი სპეციალიზებული განათლება საშუალო სკოლაში მეტალის მუშად. ამჟამად იგი იტალიაში ცხოვრობს რაიმე სამართლებრივი სტატუსით სარგებლობის გარეშე.მომჩივანმა აღნიშნა, რომ 1991 წელს იგი გადავიდა იტალიაში, თუმცა მუდმივ რეზიდენტად რეგისტრირებული რჩებოდა კოპერში (სლოვენია), 1992 წლის მოვლენებამდე. მან მისი განცხადებით მიიღო ცრუ ინფორმაცია კოპერის ადმინიტრაციული ერთეულიდან. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნი იტალიაში ცხოვრობდა 1989 და არა 1991 წლიდან. შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენდა სლოვენიის რეზიდენტს მისი დამოუკიდებლობის მიღების დროისათვის.მომჩივანი აცხადებდა, რომ როდესაც იგი აპირებდა მიემართა კოპერის ადმინისტრაციული ერთეულისათვის სლოვენიის მოქალაქეობზე, დამქირავებელმა მას უთხრა წარედგინა მისი სლოვენიის სამუშაო სტაჟი. მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი იტალიაში მუშაობდა კანონიერად მიღებული სამუშაო ნებართვის საფუძველზე და რომ სლოვენიის სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტს იგი ვერ წარმოადგენდა. მისი თქმით დამქირავებელმა უთხრა, რომ მაშინ მას იტალიამ და არა სლოვენიამ უნდა მიანიჭოს მოქალაქეობა. მომჩივანმა შემდგომ აღნიშნა, რომ მან "ამოშლის" შესახებ სხვა მომჩივნებზე გვიან შეიტყო. 2002 წელს, როდესაც ვადა გაუვიდა მის ძველ "ისფრ" პასპორტს, იტალიის ორგანოებმა უარი უთხრეს მას სამუშაო ნებართვის (permesso di soggiorno) გაგრძელებაზე და უბრძანეს სლოვენიაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეცადა კანონიერად დაბრუნებულიყო სლოვენიაში, მან ვერ შეძლო იქ საკუთარი სტატუსის დარეგულირება. მათავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივანს წესიერად არასდროს მიუმართავს სლოვენიის ცხოვრების ნებართვაზე. 2003 წლის 26 ნოემბერს მომჩივანმა მოუწოდა სამინისტროს გაეცათ მასზე დამატებითი ex tunc გადაწყვეტილება, რომელიც დაარეგულირებდა მის სტატუსს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მანამდე ex nunc მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე მიმართვის გარეშე. 2003 წლის 29 ნოემბერს, 2002 წელს შეცვლილი მოქალაქეობის კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, მომჩივანმა მიმართა სლოვენიის მოქლაქეობაზე. 2004 წლის 9 თებერვალს მომჩივანმა სარჩელი შეიტანა ნოვა გორიცას ერთეულის ადმინისტრაციულ სასამართოში, სადაც ასაჩივრებდა ადმინისტრაციული ერთეულების უმოქმედობას (tožba zaradi molka upravnega organa), რომლებმაც არ მიიღეს ex tunc დამატებითი გადაწყვეტილება. 2005 წლის 20 მაისს მომჩივანის საჩელი არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ. 2005 წლის 14 ნოემბერს სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მისი მიმართვა სლოვენიის მოქალაქეობაზე, რადგანაც მომჩივანს არ დაუდასტურებია, რომ იგი რეალურად ცხოვრობდა სლოვენიაში ათი წლის განმავლობაში და რომ შეუწყვეტად ცხოვრობდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. თანადროულად, მომჩივანმა ასევე მიმართა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მისაღებად. ბოლო წლებში მომჩივანს ხშირად აჩერებდა და აკავებდა იტალიის პოლიცია. მეტიც, 2006 წლის 20 აპრილს მას უბრძანეს დაეტოვებინა ქვეყანა ხუთ დღეში. საბოლოოდ, მას დართეს უფლება დარჩენილიყო იტალიაში, რადგანაც მას მიმართული ჰქონდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსზე და სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მომჩივანს ბრალი წაუყენეს იტალიაში უკანონო იმიგრაციის გამო. 2006 წლის 19 ივნისს მანტუას ოლქის სასამართლომ იგი გაამართლა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მოქალაქეობა და რომ ვერ მოეთხოვებოდა იტალიის ნებაყოფლობით დატოვება. ამ დროისათვის მისი მოთხოვნა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსზე იხილებოდა. საბოლოოდ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან იგი გახლდათ უცხოელი, რომელიც უკანონოდ ცხოვრობდა იტალიის ტერიტორიაზე და რომელიც არ იყო უფლებამოსილი მიეღო მოცემული სტატუსი. მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობდა უკიდურესად მძიმე პირობებში. შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის შესახებ აქტის საფუძველზე მას მოთხოვნა არ წამოუყენებია.
3. ქ-ნი ანა მეზგაქ-ნი მეზგა დაიბადა 1965 წლის 4 ივნისს ჩაკოვეჩში (ხორვატია). იგი ხორვატიის მოქალაქეა. 1979 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა ლიუბლანაში (სლოვენია) სადაც მოგვიანებით დაიწყო მუშაობა. მან მიიღო რვაწლიანი დაწყებითი განათლება და მუდმივ რეზიდენტაც იყო რეგისტრირებული სლოვენიაში 1980 წლის 28 ივლისიდან 1992 წლის 26 თებერვლამდე.მომჩივანის მიხედვით, 1992 წელს, მისი მეორე შვილის დაბადების შემდეგ მან შეიტყო, რომ მისი სახელი "ამოშლილი" გახლდათ რეესტრიდან. დამქირავებელმა მას შეუმცირა დეკრეტული შვებულება და გაათავისუფლა სამსახურიდან. შემდეგ, 1993 წლის მარტში იგი პოლიციამ გააჩერა რუტინული შემოწმებების დროს. იმის გამო, რომ მას თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, იგი დააკავეს პოლიციის განყოფილებაში და მოგვიანებით გადაიყვანეს უცხოელთა ტრანზიტულ ცენტრში (prehodni dom za tujce), საიდანაც გაათავისუფლეს ჯარიმის გადახდის შემდეგ. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ მოცემული დაკავება უტოლდებოდა მისი სამართლებრივი სტატუსის დაკარგვის დადასტურებას.ამის შემდეგ, იგი გადავიდა პირანში, სადაც გაიცნო ჰ.შ., სლოვენიის მოქალაქე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. ორივე მათგანი სლოვენიის მოქალაქეა. მან აღნიშნა, რომ მას არანაირი სამართალწარმოება არ დაუწყია საკუთარი სტატუსის მოსაგვარებლად, რადგანაც იგი აშკარად არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.1999 წლის 13 დეკემბერს სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ქ-ნმა მეზგამ შეიტანა განაცხადი მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე. სამინისტრომ მას ხუთჯერ მოსთხოვა განაცხადის შევსება და შეატყობინა მას, რომ მას ასევე შეეძლო მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღება ოჯახის გაერთიანების დებულებების საფუძველზე.2004 წლის 14 აპრილს მომჩივანმა სთხოვა სამინისტროს მიეღო დამატებითი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 60 ზემოთ).2004 წლის 29 აპრილს მომჩივანმა წარმოადგინა მოთხოვნა სლოვენიის მოქალაქეობაზე შეცვლილი მოქალაქეობის აქტის მე-19 მუხლის საფუძველზე.2004 წლის 15 ოქტომბერს იგი დაესწრო შეხვედრას პირანის ადმინისტრაციულ ერთეულში მუდმივი ცხოვრების ნებართვის სამართალწარმოების ფარგლებში 2004 წლის 25 ოქტომბერს მას სთხოვეს განაცხადის შევსება.2004 წლის 5 ნოემბერს საპენსიო და შრომისუუნარობის დაზღვევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ მომჩივანის დასაქმება სლოვენიაში რეგისტრირებული გახლდათ მათ ფაილებში.2004 წლის 6 დეკემბერს სამინისტრომ შეწყვიტა მომჩივნის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად წარდგენილი წარმოება მისი პასიურობისა და იმის გამო, რომ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ იგი რეალურად ცხოვრობდა სლოვენიაში 1990 წლის 23 დეკემბრიდან მოყოლებული.მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებში, 2005 წლის 18 ნოემბერს სამინისტრომ მომჩივანს მისცა ორთვიანი ვადა რაღა შეევსო განაცხადი. სხვა დანარჩენ პირობებთან ერთად, მას უნდა დაედასტურებინა, რომ იგი რეალურად ცხოვრობდა სლოვენიაში 1990 წლის 23 დეკემბრის შემდეგ.2006 წლის 13 ივნისს სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სლოვენიის მოქალაქეობაზე.2007 წლის 10 აგვისტოს მომჩივანმა მოითხოვა დროებითი ნებართვა სლოვენიის მოქალაქის ოჯახის წევრობის საფუძველზე.2007 წლის 13 სექტემბერს მან მიიღო დროებითი ცხოვრების ნებართვა, რომელიც ძალაში გახლდათ 2012 წლის 13 სექტემბრამდე.2010 წლის 22 ივლისს მომჩივანმა მიმართა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის კანონის საფუძველზე. 2011 წლის 1 მარტს მას მიენიჭა როგორც ex nunc ისე ex tunc ცხოვრების ნებართვები. ნებართვები მასთან მიიტანეს 2011 წლის 2 მარტს.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების შემდეგაც კი, მას შეექმნა პრობლემები ჯანმრთელობის დაზღვევასა და სოციალურ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გააჩნდა.
4. ქ-ნი ლიუბენკა რისტანოვიჩი ქ-ნი რისტანოვიჩი დაიბადა 1968 წლის 19 ნოემბერს ზავიდოვიჩიში (ბოსნია და ჰერცეგოვინა). ამჟამად იგი სერბეთის მოქალაქეა. იგი სამუშაოს საძიებლად ჩავიდა ლიუბლიანაში (სლოვენია) 1986 წელს. იგი სლოვენიაში გათხოვდა და 1988 წლის 20 აგვისტოს შეეძინა ვაჟი, მეხუთე მომჩივანი ბ-ნი ტრიფუნ რისტანოვიჩი. ქ-ნი რისტანოვიჩი რეგისტრირებული გახლდათ მუდმივ რეზიდენტად ლიუბლიანაში 1986 წლის 6 აგვისტოდან 1991 წლის 20 ნოემბრამდე. ქ-ნი რისტანოვიჩი აღნიშნავდა, იგი დარწმუნებული გახლდათ, რომ სლოვენიის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებდა როგორც მუდმივი რეზიდენტი. თუმცა, 1994 წელს ქ-ნი რისტანოვიჩი და მისი ვაჟი დეპორტირებულ იქნენ სლოვენიიდან. მან აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ შეიტყო "ამოშლის" შესახებ. ქ-ნი რისტანოვიჩის ქმარი, რომელიც შრომის ნებართვასა და დროებითი ცხოვრების ნებართვას ფლობდა იმ დროისათვის, დარჩა სლოვენიაში. მოგვიანებით მან მიიღო მუდმივი ცხოვრების ნებართვა. მოპასუხე მთავრობის მიხედვით, ქ-ნი რისტანოვიჩი მისი მუნიციპალიტეტიდან გადავიდა მუდმივი მისამართის რეგისტრაციიდან მოხსნის გარეშე და მუდმივ რეზიდენტთა რეესტრიდან მისი მონაცემები გადაეცა იმ რეესტრს, რომელიც ეხებოდა პირებს, რომლებმაც მოახდინეს "ემიგრირება რეგისტრაციიდან მოხსნის გარეშე". მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი სერბეთში ცხოვრობდა როგორც ლტოლვილი და მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. 2004 წელს მან მიღო სერბეთის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და 2005 წელს კი სერბეთის პასპორტი. მან აღნიშნა, რომ არც მას და არც მის ვაჟს არ მიუმართვთ მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და სლოვენიის მოქალაქეობისათვის, რადგანაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ აკმაყოფილებდნენ რეალურად სლოვენიაში ცხოვრების პირობას არსებულ კანონმდებლობის მიხედვით. ქ-ნ რისტანოვიჩს არ დაუწყია წარმოება სამართლებრივი სტატუსის შეცვლილი კანონის მიხედვით. მან აღნიშნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შესახებ.
5. ბ-ნი ტრიფუნ რისტანოვიჩი ბ-ნი ტრიფუნ რისტანოვიჩი დაიბადა 1988 წლის 20 აგვისტოს ლიუბლანაში (სლოვენია). იგი გახლავთ მეოთხე მომჩივნის, ქ-ნი ლიუბენკა რისტანოვიჩის ვაჟი. იგი არის ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქე. ბ-ნი რისტანოვიჩი დარეგისტრირებული გახლდათ ლიუბლიანის მუდმივ რეზიდენტად 1988 წლის 20 აგვისტოდან 1992 წლის 26 თებერვლამდე. 1994 წელს, მაშინ როდესაც ბ-ნი რისტანოვიჩი ჯერ ისევ არასრულწლოვანი გახლდათ, იგი დედასთან ერთად დეპორტირებულ იქნა სლოვენიიდან. იგი ცხოვრობდა სერბეთში დედასთან ერთად ლტოლვილის სტატუსით მრავალი წლის განმავლობაში. 2004 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინის ხელისუფლებამ ბ-ნ რისტანოვიჩს მისცა პირადობის მოწმობა და პასპორტი. იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა სერბული დოკუმენტები, მისი თქმით, იგი ცხოვრობდა სერბეთში დეპორტაციის მუმივი შიშის ქვეშ. 2010 წლის 9 ნოემბერს მან შეიტანა განცხადება შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის მიხედვით და მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვა. 2011 წლის 10 მარტს მას მიანიჭეს როგორც ex nunc ისე ex tunc ცხოვრების ნებართვები. მან მოცემული დოკუმენტები მიიღო 2011 წლის 11 მარტს, რის შემდეგაც დაბრუნდა სლოვენიაში. მთავრობის მიხედვით, მომჩივანმა შეიტანა პეტიცია საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვა სამართლებრივი სტატუსის შეცვლილი კანონის კონსტიტუციურობის გადახედვა. მის პეტიციას შეუერთდა "ამოშლილთა" სამოქალაქო ინიციტივის ასოციაცია და სხვა კერძო პირები. სამართალწარმოება ჯერ ისევ მიმდინარეობს (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ).
6. ბ-ნი ალი ბერიშა ბ-ნი ბერიშა დაიბადა 1969 წლის 23 მაისს პეჩში (კოსოვო), ბოშების ეთნიკურ წრეში. მთავრობის მიხედვით, იგი სერბეთის მოქალაქეა. იგი სლოვენიაში გადმოვიდა 1985 წელს და 1991 წლის 31 მაისამდე მუშაობდა მარიბორის ქარხანაში. რეგისტრირებული მუდმივი რეზიდენტი იგი გახლდათ 1987 წლის 6 ოქტომბრიდან 1992 წლის 26 თებერვლამდე. 1991 წელს მან, მისი თქმით, გაატარა გარკვეული დრო კოსოვოში ავადმყოფ დედასთან. მის მიხედვით სწორედ აღნიშნული გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოითხოვა მან სლოვენიის მოქალაქეობა დროულად. 1993 წელს მომჩივანი დააკავა სლოვენიის სასაზღვრო პოლიციამ მაშინ, როდესაც იგი ბრუნდებოდა ქვეყანაში გერმანიაში ნათესავების მონახულების შემდეგ. მას ჩამოართვეს "ისფრ" პასპორტი და ათი დღის განმავლობაში დაკავებული გახლდათ უცხოელთა ტრანზიტულ ცენტრში. მომჩივანი აცხადებდა, რომ სწორედ მაშინ შეიტყო მისი "ამოშლის" შესახებ. ამასთანავე, 1993 წლის 3 ივლისს იგი დეპორტირებულ იქნა ტირანაში (ალბანეთი), მისი განცხადების მიხედვით - ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე. ალბანიის პოლიციამ მომჩივანი სლოვენიაში დააბრუნა, რადგანაც მას არ გააჩნდა ძალაში მყოფი პასპორტი. იგი ისევ განათავსეს ტრანზიტულ ცენტრში, საიდანაც გაიქცა ღამით . 1993 წელს, მომჩივანი გაიქცა გერმანიაში, სადაც მან, კოსოვოში მაშინ არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, მიიღო დროებითი ცხოვრების ნებართვა ჰუმანიტარულ საფუძველზე. 1996 წელს იგი დაქორწინდა მ.მ.-ზე, რომელიც ასევე დაბადებული გახლდათ კოსოვოში და წარმოადგენდა ბოშათა ეთნიკურ ჯგუფს. მათ შეეძინათ ოთხი შვილი 1997 - 2003 წლებში, გერმანიაში ცხოვრების დროს. 2005 წელს გერმანიის ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა არ დააკმაყოფილეს მომჩივნის მოთხოვნა ცხოვრების ნებართვის კიდევ ერთ გაგრძელებაზე, რადგანაც კოსოვოში ზოგადი ვითარება სტაბილურად იქნა მიჩნეული და მას შეეძლო შინ დაბრუნება. მას მოუწოდეს დაეტოვებინა გერმანია, ოჯახთან ერთად, 2005 წლის 30 სექტემბრისათვის. სასამართლოსათვის უცნობ დროს, მომჩივანმა და მისმა ოჯახმა გერმანიაში შეიტანეს მოთხოვნა თავშესაფარზე. შემდეგ, მომჩივანი და მისი ოჯახი დაბრუნდა სლოვენიაში. 2005 წლის 13 ივლისს მომჩივანმა და მისმა ოჯახმა შეიტანა განცხადება დროებითი ცხოვრების ნებართვაზე. 2005 წლის 25 ივლისს მან ასევე მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვა სამართლებრივი სტატუსის კანონის საფუძველზე. იმის გამო, რომ მომჩივანსა და მის ოჯახს სჯეროდა, რომ ემუქრებოდათ დეპორტაციის საფრთხე, 2005 წლის 26 სექტემბერს მათ წარმოადგინეს მოთხოვნა თავშესაფარზე. დამატებით, მომჩივანმა მოითხოვა ლტოლვილის სტატუსიც. თავშესაფრის შესახებ მოთხოვნის უკან გამოხმობის შემდეგ, 2005 წლის 19 ოქტომბერს სამინისტრომ შეაჩერა შესაბამისი სამართალწარმოება. სამინისტრომ ასევე მოითხოვა, რომ მომჩივანი და მისი ოჯახი დაბრუნებულიყვნენ გერმანიაში. 2005 წლის 28 ოქტომბერს გამოიცა გაძევების ბრძანება, რომლის მიხედვითაც გაძევება უნდა მომხდარიყო 2005 წლის 18 ნოემბერს. მომჩივანმა დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე. 2005 წლის 15 ნოემბერს დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. იმ დროს საქმემ საკმაო ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებაში Amnesty International-ის რეაქციის გამო. 2006 წლის 27 თებერვალს ოჯახმა ისევ მოითხოვა თავშესაფარი სლოვენიაში. იმ დროისათვის ისინი თავშესაფრის ცენტრში ცხოვრობდნენ. 2006 წლის 28 აპრილს მომჩივანმა სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც ასაჩივრებდა ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას მისი, მისი ცოლისა და ოთხი შვილის მუდმივი ცხოვრების ნებართვასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას. 2006 წლის 19 ივლისს გერმანიის ხელისუფლებამ შეატყობინა სლოვენიის ხელისუფლებას, რომ დუბლინის რეგულაციების მიხედვით, გერმანიას გააჩნდა იურისდიქცია შეემოწმებინა ბერიშას ოჯახის მოთხოვნა თავშესაფარზე. 2006 წლის 28 ივლისს სლოვენიაში დაიბადა მომჩივანის მეხუთე შვილი. 2006 წლის 30 ოქტომბერს, გერმანიის ზემოთხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მას არ გააჩნდა იურისდიქცია განეხილა მომჩივანისა და მისი ოჯახის მოთხოვნა თავშესაფარზე და რომ ისინი გადაცემულნი იქნებოდნენ გერმანიას. სამინისტრომ ასევე მიიღო ახალი მტკიცებულებანი მასზედ, რომ ბ-ნი ბერიშა და მისი ოჯაი თავშესაფარს ეძიებდნენ გერმანიაში, სადაც მოცემული მიზნისათვის იღებდნენ ფინანსურ დახმარებასაც. 2006 წლის 5 ნოემბერს მომჩივანმა და მისმა ოჯახმა დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც გაასაჩივრეს სამინისტროს გადაწყვეტილება. იმავე დღეს მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და უკან გამოიხმეს საკუთარი განაცხადი თავშესაფარზე (იხ. პარაგრაფი 147 ზემოთ). მომჩივანის მიხედვით, 2006 წლის 7 ნოემბერს სამინისტრო ისევ ეცადა გადაეცათ იგი და მისი ოჯახი გერმანიისათვის. 2006 წლის 15 ნოემბერს ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბათილად სცნო გაძევების ორდერი. სამინისტრომ მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2006 წლის 28 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სამინისტროს 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დუბლინის რეგულაციების მიხედვით, გერმანიას გააჩნდა იურისდიქცია მიეღო გადაწყვეტილება მომჩივანისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე. 2007 წლის 1 თებერვალს მომჩივანი და მისი ოჯახი გადაცემულ იქნა გერმანიისათვის, სადაც ისინი ცხოვრობდნენ "შეწყნარების" სტატუსით (Duldung). არც მომჩივანს და არც მის ოჯახს არ მიუმართავს სლოვენიისათვის მოქალაქეობის მისაღებად. თავშესაფრის მინიჭების სამართალწარმოების ფარგლებში, 2008 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკონსტიუციო სარჩელი. 2010 წლის 19 ოქტომბერს ბ-ნ ბერიშას მიენიჭა როგორც ex nunc ისე ex tunc ცხოვრების ნებართვა 2005 წლის 25 ივლისს წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 143 ზემოთ). ნებართვები მასთან მიტანილ იქნა 2010 წლის 24 ნოემბერს სლოვენიის საკონსულოში, მიუნხენში. მომჩივანი, რომელიც ამჟამად ჯერ ისევ გერმანიაში ცხოვრობს, აცხადებდა, რომ მოცემული დროისათვის მას არ შეუძლია სლოვენიაში დაბრუნება, რადგანაც მის ხუთ შვილსა და ცოლს იქ არ გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი და რომ ვერც ოჯახის გაერთიანების პირობებს აკმაყოფილებენ უცხოელთა შესახებ კანონის მიხედვით. სასამართლოსათვის უცნობ დროს, მომჩივანმა სახელმწიფო პროკურორის ოფისში შეიტანა მოთხოვნა კომპენსაციაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე მთავრობის მიხედვით, მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
7. ბ-ნი ილფან სადიკ ადემი ბ-ნი ადემი დაიბადა 1952 წლის 28 ივლისს სკოპიეშეი ("ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკა") ბოშათა ეთნიკურ წრეში. იგი ახლა მაკედონიის მოქალაქე გახლავთ. 1977 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა სლოვენიაში სადაც მუშაობდა 1992 წლამდე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა სლოვენიაში მას რეგისტრირებული ჰქონდა 1977 წლის 27 სექტემბრიდან 1992 წლის 26 თებერვლამდე. მომჩივანის განცხადებით, 1991 წელს მან გაუშვა დაწესებული ვადა რათა მოეთხოვა სლოვენიის მოქალაქეობა. 1993 წელს იგი პოლიციამ გააჩერა რეგულარული შემოწმებისას. იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ძალაში მყოფი დოკუმენტები, იგი და მისი ოჯახი გაძევებულ იქნენ უნგრეთში. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ "ამოშლის" შესახებ მან სწორედ ამ დროს შეიტყო. მალევე მომჩივანი და მის ოჯახი გადავიდა ხორვატიაში, საიდანაც ისევ სლოვენიაში შემოვიდნენ უკანონოდ. 1992 წლის 23 ნოემბერს მომჩივანმა, ადვოკატის დახმარებით, მოითხოვა სლოვენიის მოქალაქეობა. მომჩივანი შემდეგ გადავიდა გერმანიაში, სადაც საკუთარი თავი მოქალაქეობის არმქონე პირად გამოაცხადა და მიიღო დროებითი ცხოვრების ნებართვა და უცხოელის პასპორტი. 1999 წლის 9 თებერვალს მან მიმართა "ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის" საელჩოს და მოითხოვა პასპორტის გაცემა, რაზეც უარი მიიღო, რადგანაც იგი არ გახლდათ მოცემული ქვეყნის მოქალაქე. 2005 წლის 16 თებერვალს მომჩივანმა მიმართა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე სამართლებრივი სტატუსის კანონის საფუძველზე. 2005 წლის 20 აპრილს სამინისტრომ მას მოსთხოვა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა მოქალაქეობის განაცხადის განსახილველად. 2005 წლის 26 მაისს მისი განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მიმჩივანი მოქალაქეობის არმქონე პირი იყო. სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი ვრცელდებოდა მხოლოდ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქებზე. 2005 წლის 11 ივლისს მინისტრმა უპასუხა მომჩივნის წერილს, სადაც იგი ითხოვდა 1992 წელს მის მიერ წარმოდგენილი სლოვენიის მოქალაქეობის შემდგომ განხილვას. მინისტრმა მას შეატყობინა, - იმის გამო, რომ როგორც ჩანს იგი სლოვენიაში არ ცხოვრობდა წინა ათი წლის განმავლობაში, იგი ვერ აკმაყოფილებდა მოქალაქეობის შესახებ შეცვლილი კანონის მიხედვით დადგენილ სლოვენიის მოქალაქეობის პირობებს. 2005 წლის 9 სექტემბერს მომჩივნის განაცხადი სლოვენიის მოქალაქეობაზე არ დაკმაყოფილდა. 2007 წლის 31 ივლისს მომჩივანმა კიდევ ერთხელ მიმართა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე სამართლებრივი სტატუსის აქტის საფუძველზე. 2008 წლის 31 მარტს სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, ისევ იმ მიზეზით, რომ იგი არ გახლდათ ყოფილი "ისფრ" რომელიმე რესპუბლიკის მოქალაქე. მომჩივანმა სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2009 წლის 18 თებერვალს ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა სამინისტროს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე. მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება. 2010 წლის 6 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო სარჩელი და საქმე განსახილველად დააბრუნა. მან აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი ძალაში შევიდა ამ დროში და რომ მომჩივნის თხოვნა ახლა უნდა განხილულ იქნას ახალი კანონმდებლობის ჭრილში. მოცემული სამართალწარმოების განმავლობაში მომჩივანმე წარმოადგინა 2010 წლის 19 აგვისტოს გაცემული მაკედონიის პასპორტი. 2011 წლის 20 აპრილს ბ-ნმა ადემმა მიიღო როგორც ex nunc ისე ex tunc ცხოვრების ნებართვები. დოკუმენტები მასთან მიტანილ იქნა 2011 წლის 23 მაისს. მომჩივანი, რომელსაც აღენიშნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ამჟამად ცხოვრობს სლოვენიასა და გერმანიას შორის, სადაც ამასობაში მოხდა მისი დროებითი სტატუსის შეჩერება.
8. ბ-ნი ზორან მინიჩი ბ-ნი მინიჩი დაიბადა 1972 წლის 4 აპრილს პოდუიევოში (კოსოვო). მთავრობის მიხედვით, იგი სერბეთის მოქალაქეა. იგი სლოვენიაში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა 1977 წელს. მომჩივანმა დაასრულა დაწყებითი სკოლა და შემდეგ გაიარა სამწლიანი კურსი კულინარიაში. იგი სლოვენიის რეზიდენტად რეგისტრირებული გახლათ 1984 წლის 1 აგვისტოდან 1992 წლის 26 თებერვლამდე. ¨ მომჩივანის მიხედვით, 1991 წელს მან მოინახულა ბებია-ბაბუა კოსოვოში. ამ მიზეზით მან და მისმა ოჯახმა ერთი თვით დაიგვიანეს დადგენილ ვადაში განცხადების შეტანა სლოვენიის მოქალაქეობაზე, რადგან კოსოვოში მიმდინარე ომის გამო, საჭირო დოკუმენტების შეკრება რთული გახლდათ. მთავრობის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულებანი იმისა, რომ ბ-ნმა მინიჩმა მოითხოვა სლოვენიის მოქალაქეობა 1991 წელს. ამასთანავე, მომჩივანის სამუშაო დოკუმენტაციიდან დასტურდებოდა, რომ იგი 1992 წლიდან 1999 წლამდე პოდუიევოში მუშაობდა. იგი დაოჯახდა სერბეთის მოქალაქეზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მან შეიტყო "ამოშლის" შესახებ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, როდესაც ცდილობდა საკუთარი სტატუსის დარეგულირებას სლოვენიაში. სლოვენიაში სამართლებრივი სტატუსის არქონით გამოწვეული აუტანელი საცხოვრებელი პირობების გამო, ისინი იძულებულნი იყვნენ დროებით გადასულიყვნენ კოსოვოში. მომჩივანი სლოვენიაში რამდენჯერმე დაბრუნდა. 2002 წელს მომჩივანი დააკავა პოლიციამ სლოვენიაში, რადგან იგი სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობდა. იგი გასამართლდა და დაეკისრა ჯარიმის გადახდა, ხოლო 2002 წლის 5 ივნისს კი მოხდა მისი გაძევება უნგრეთში, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებისა (იხ. პარაგრაფები 41-48 ზემოთ), რაიმე ოფიციალური ბრძანების გარეშე. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას არ მოუთხოვნია არანაირი სამართლებრივი სტატუსი სლოვენიაში მრავალი წლის განმავლობაში, რადგნაც იგი არ აკმაყოფილებდა სლოვენიის მოქალაქეობის ან მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების პირობებს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. რაც შეეხება მის ოჯახს, დედამისს მიენიჭა სლოვენიის მოქალაქეობა 2000 წელს, ხოლო მის და-ძმას კი 2003 წელს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ (იხ. პარაგრაფები 58-60, ზემოთ), 2003 წლის 15 სექტემბერს მომჩივანმა მოითხოვა სლოვენიის მოქალაქეოება მოქალაქეობის შესახებ შეცვლილი კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე. 2004 წლის 26 აპრილსა და 9 ოქტომბერს შორის სამინისტრომ მომჩივანს ხუთჯერ სთხოვა შეევსო განაცხადი და წარმოედგინა მტკიცებულება, მათ შორის იმისა, რომ იგი სლოვენიაში ცხოვრობდა წყვეტის გარეშე 1990 წლის 23 დეკემბრიდან მოყოლებული. აღნიშნულის წარმოუდგენლობის გამო, იგი დაბარებულ იქნა გასასაუბრებლად სამინისტროში. 2004 წლის 17 დეკემბრის გასაუბრებაზე მან დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული გახლდათ მის შრომის წიგნაკში, კერძოდ კი ის, რომ იგი მუშაობდა პოდუიევოში (კოსოვო) 1992 წლის 8 ანვრიდან 1999 წლის 6 აპრილამდე და რომ შესაბამისად, არ ცხოვრობდა სლოვენიაში უწყვეტად 1990 წლის 23 დეკემბრის შემდეგ. 2006 წლის 21 თებერვალს, შესაბამისად, მისი განაცხადი სლოვენიის მოქალაქეობაზე არ დაკმაყოფილდა. მოცემული გადაწყვეტილება ბ-ნმა მინიჩმა მიიღო 2006 წლის 28 ივნისსა და 2 ივლისს შორის პერიოდში, სლოვენიაში ყოფნის დროს. 2006 წლის 17 ივლისს მომჩივანმა სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2006 წლის 30 ივნისს, მან მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვა სამართლებრივი სტატუსის კანონის საფუძველზე. 2007 წლის 29 მარტს სამინისტროში შედგა მოსმენა. 2007 წლის 14 ივლისს მომჩივანმა წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია საკუთარი მოთხოვნის მხარდასაჭერად. 2007 წლის 18 ივლისს სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა, რადგანც იგი ვერ აკმაყოფილებდა რეალურად სლოვენიაში ცხოვრების მოთხოვნას. 2007 წლის 19 სექტემბერ მომჩივანმა სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ სასამართლოში. 2008 წლის 10 სექტეომბერს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, რომელიც ეხებოდა მომჩივანის მოთხოვნას სლოვენიის მოქალაქეობაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ ააკმაყოფილა მის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი. 2008 წლის 26 ნოემბერს ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა სამინისტროს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. პარაგრაფი 187 ზემოთ) და საქმე უკან გადააგზავნა განსახილველად. 2009 წლის 24 ივლისს სამინისტრომ ისევ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებდა რეალურად სლოვენიაში ცხოვრების მოთხოვნას. ამის შემდეგ მომჩივანმა დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე. მან აღნიშნა, რომ იგი ვერ ტოვებდა კოსოვოს 1992 წელს, ხოლო მას შემდეგ სლოვენიაში ბრუნდებოდა რამდენადაც შეეძლო იმდენად ხშირად, თუმცა ომი და სხვა გარემოებანი მას ხელს უშლიდა დიდწილად სლოვენიაში ყოფნაში. მეტიც, იგი გახლდათ კოსოვოელი სერბი, რომელსაც სერბეთში მიენიჭა გადაადგილებული პირის სტატუსი მას შემდეგ რაც მისი სახლი დაიწვა კოსოვოში. მან რამდენიმეჯერ სცადა საკუთარი სტატუსის დარეგულირება სლოვენიაში, მაგრამ 2002 წელს დეპორტირებულ იქნა. მისი მშობლები, ძმა და ორი და, ყველანი სლოვენიის მოქალაქეები გახლდნენ. 2011 წლის 19 იანვარს ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უკან გააგზავნა, მიუთითა რა, რომ მომჩივანის მოთხოვნა უნდა განხილულიყო სამართლებრივი სტატუსის შეცვლილი კანონის მიხედვვით. 2011 წლის 4 მაისს მომჩივანს მიენიჭა როგორც ეხ ნუნც, ისე ex tunc ცხოვრების ნებართვები. მან მოცემული დოკუმენტები მიიღო 2011 წლის 9 ივნისს. 2011 წლის 1 ივნისს მომჩივანმა სახელმწიფო პროკურატურაში შეიტანა სარჩელი, სადაც ითხოვდა კომპენსაციას. მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, იმ მიზეზით, რომ მან აღმოაჩინა "ამოშლის" შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ მაშინ, როდესაც მოითხოვა სლოვენიის მოქალაქეობა ან მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
1. სლოვენიის ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის კანონმდებლობა
(ა) სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონი (Zakon o državljanstvu Socialistične republike Slovenije - სსრ ოფიციალური მაცნე, ნო. 23/76, 1976 წელი) მოცემული კანონის 1 მუხლი აღნიშნავდა, რომ სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე, ამასთანავე გახლდათ "ისფრ" მოქალაქე, რომლითაც დგინდებოდა რესპუბლიკის მოქალაქეობის უპირატესი იურიდიული ძალა.
(ბ) უცხოელთა გადაადგილებისა და ცხოვრების შესახებ კანონი (Zakon o gibanju in prebivanju tujcev - სსრ ოფიციალური მაცნე, ნო. 56/80, 1980 წელი, ცვლილებებით) მოცემული კანონი განასხვავებდა დროებითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელებისათვის და დროებით ან მუდმივი საცხოვრებელ ადგილს "ისფრ" მოქალაქეებისათვის, აღნიშნავდა რა მათი რეალური საცხოვრებლის მისამართს.
(გ) მაცხოვრებელთა ცხოვრების მტკიცებულებისა და მოსახლეობის რეესტრის შესახებ კანონი (Zakon o evidenci nastanitve občanov in o registru prebivalstva - სსრ ოფიციალური მაცნე, ნო. 6/83, 1983 წელი და ნო. 11/91, 1991 წელი)
მოცემული კანონი არეგულირებდა მუდმივი და დროებითი მაცხოვრებლების რეგისტრაციასა და ამოწერას და სლოვენიის ტერიტორიაზე მოსახლეობის რეესტრის წარმოებას. 1991 წელს, მოცემული კანონის მე-5 მუხლი შეიცვალა და აღნიშნა შემდეგი:
"მუდმივი საცხოვრებლის, ისევე როგორც მისამართის ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ყველა მაცხოვრებლის მიერ, მაშინვე, როგორც კი მოხდება საცხოვრებელში მუდმივად დასახლება, ან მისამართის შეცვლა. მუდმივი საცხოვრებლიდან ამოწერა სავალდებულოა იმ მაცხოვრებელთათვის, რომლებიც ტოვებენ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიას."
2. სლოვენიის რესპუბლიკის კანონმდებლობა
(ა) კეთილი ნების განაცხადი (Izjava o dobrih namenih - სრ ოფიციალური მაცნე, ნო. 44/90-I, 1990 წელი)
სლოვენიის დამოუკიდებლობის საკითხზე პლებისციტის მომზადებისას, 1990 წლის 6 დეკემბერს მიღებული კეთილი ნების განაცხადის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს მიერ რიგი ღირებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა დამოუკიდებლობისაკენ მსვლელობისას. მოცემული დოუმენტის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
"... სლოვენიის სახელმწიფო ... უზრუნველყოფს... სხვა ერებისა და მოქალაქეებისათვის საკუთარი კულტურისა და ენის განვითარების ყოვლისმომცველ უფლებას, ხოლო მათ, რომლებიც სლოვენიის ტერიტორიაზე ფლობენ მუდმივი ცხოვრების ნებართვას - უფლებას მიიღონ სლოვენიის მოქალაქეობა სურვილის შემთხვევაში ..."
(ბ) სლოვენიის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური საკონსტიტუციო წესდება (Temeljna ustavna listina o samostojnosti in neodvisnosti Republike Slovenije - სრ ოფიციალური მაცნე, ნო 1/91-I, 1991 წელი) სლოვენიის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური საკონსტიტუციო წესდების შესაბამისი დებულებები, გამოქვეყნებული 1991 წლის 25 ივნისს აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი III
"სლოვენიის რესპუბლიკა გარანტიას იძლევა დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებანი სლოვენიის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ, მიუხედავად მათი ეროვნული წარმოშობისა და ნებისმიერი დისკრიმინაციის გარეშე, სლოვენიის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სავალადებულო საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად..."
(გ) 1991 წლის კონტიტუციური კანონი სლოვენიის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური საკონსტიტუციო წესდების შესახებ (Ustavni zakon za izvedbo Temeljne ustavne listine o samostojnosti in neodvisnosti RS - სრ ოფიციალური მაცნე, 1/91-I, 1991 წელი) 1991 წლის კონსტიტუციური კანონის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 13
"სხვა რესპუბლიკების (ყოფილი ისფრ) მოქალაქეები, რომლებიც 1990 წლის 23 დეკემბერს, დღეს როდესაც შედგა სლოვენიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ პლებისციტი, დარეგისტრირებლნი იყვნენ მუდმივ მოქალაქეებად სლოვენიის რესპუბლიკაში და რეალურად ცხოვრობდნენ მის ტერიტორიაზე, სლოვენიის მოქალაქეობის მიღებამდე, სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის მიხედვით ან უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, ისარგებლებენ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეების ტოლფასი უფლებებითა და მოვალეობებით..."
(დ) სლოვენიის რესპუბლიკის კონსტიტუცია (Ustava Republike Slovenije - ოფიციალური მაცნე, ნო. 33/91-I, 1991 წელი) სლოვენიის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 8
"წესდებები და რეგულაციები უნდა შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ პრინციპებსა და სლოვენიისათვის სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებებს. რატიფიცირებული და გამოქვეყნებული ხელშეკრულებები თვითაღსრულებადი იქნება."
მუხლი 14
"სლოვენიაში ყველა პირისათვის გარანტირებულია თანასწორი ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მიუხედავად მათი ეროვნული წარმოშობისა, რასისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, მატერიალური მდგომარეობისა, დაბადებისა, განათლებისა, სოციალური სტატუსისა თუ სხვა პირადი გარემოებისა.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია."
მუხლი 26
"ყველას აქვს ზიანის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუკი მოცემული ზიანი გამოწვეულია სახელმწიფოს ან ადგილობრივი ხელისუფლების ან საჯარო სამსახურის ფუნქიების განმახორციელებელი ან მისი სახელით მოქმედი პირის ან ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად.
ნებისმიერ პირს, რომელსაც მიადგა ზიანი, აქვს უფლება, კანონის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უშუალოდ იმ პირის ან ორგანოსაგან, რომელმაც გამოიწვია ზიანი".
...
(ვ) სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონი (Zakon o državljanstvu Republike Slovenije, ოფიციალური მაცნე, ნო. 1/91-I, 30/91 და 96/2002, 1991 და 2002 წლები) მოქალაქეობის შესახებ კანონის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 10
"შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს პირის თხოვნა ნატურალიზაციის შესახებ, თუკი ეს უკანასკნელი შესაბამისობაში გახლავთ ეროვნულ ინტერესებთან. პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:იყოს თვრამეტის წლის;გათავისუფლებული იყოს მისი არსებული მოქალაქეობიდან ან დაამტკიცოს, რომ მოეხსნება (მოქალაქეობა) იმ შემთხვევაში თუ მიიღებს სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობას;რეალურად ცხოვრობდეს სლოვენიაში ათი წლის განმავლობაში, მათ შორის უწყვეტად ხუთი წელი განაცხადის წარდგენის დღემდე;ჰქოდეს გარანტირებული მუდმივი შემოსავლის წყარო, იმ ოდენობით მაინც, რომელიც მას ანიჭებს მატერიალურ და სოციალურ მდგრადობას;ფლობდეს სლოვენიურ ენას ყოველდღიური კომუნიკაციის დამყარების მიზნით;არ ჰქოდეს ერთ წელზე ხანგრძლივი ვადით დაკისრებული საპატიმრო სასჯელი საკუთარი მოქალაქეობის ქვეყანაში, ან სლოვენიაში არ ჰქოდეს ჩადენილი კანონით დასჯადი სისხლისსამართლებრივი დანაშაული, იმ პირობით, რომ ამგვარი დანაშაული ისჯება მისი ქვეყნის კანონმდებლობითა და სლოვენიის რესპუბლიკის რეგულაციებით;არ ეკრძალებოდეს სლოვენიის რესპუბლიკაში ცხოვრება;პირის ნატურალიზაცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საჯარო წესრიგს, უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს თავდაცვას;
..."
მუხლი 39
"პირები, რომლებმაც მიიღეს სლოვენიის რესპუბლიკისა და იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეობა ძალაში მყოფი კანონმდებლობის საფუძველზე, ჩაითვლებიან სლოვენიის მოქალაქეებად მოცემული კანონის მიხედვით."
მუხლი 40
"სხვა რესპუბლიკის (ყოფილი ისფრ) მოქალაქეები, რომლებიც 1990 წლის 23 დეკემბერს, იმ დღეს, როდესაც ჩატარდა სლოვენიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ პლებისციტი, რეგისტრირებულნი იყვნენ სლოვენიის რესპუბლიკის მუდმივ რეზიდენტებად და რეალურად ცხოვრობდნენ მის ტერიტორიაზე, მიიღებენ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობას, თუ, მოცემული კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში წარმოადგენენ განაცხადს მათი საცხოვრებლის შესაბამისი მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროში..."
2002 წლის 14 ნოემბერს ცვლილებები განხორციელდა სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში. შესაბამისი დებულების მიხედვით:
მუხლი 19
"ზრდასრული პირი, რომელიც 1990 წლის 23 დეკემბრისათვის რეგისტრირებული გახლდათ მუდმივ რეზიდენტად სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უწყვეტად ცხოვრობდა მოცემული თარიღის შემდეგ, უფლებამოსილია მოითხოვოს სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობა წინამდებარე კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში თუკი აკმაყოფილებს ... მოცემული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
წინამდებარე ქვემუხლის მიხედვით იმის განსაზღვრისას თუ რამდენად აკმაყოფილებს განმცხადებელი ... მოცემულ კანონში დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისმა ორგანომ შესაძლოა გაითვალისწინოს განმცხადებლის ყოფნის ხანგრძლივობა ქვეყანაში, მისი პირადი, ოჯახური, საქმიანი, სოციალური და სხვა კავშირები სლოვენიის რესპუბლიკასთან და მოქალაქეობაზე უარის გაცხადების შემთხვევაში განმცხადებლისათვის დამდგარი შედეგები.
..."
(ზ) უცხოელთა შესახებ კანონი (Zakon o tujcih ოფიციალური მაცნე, ნო. 1/91-I, 1991 წელი) უცხოელთა შესახებ კანონის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 13
"უცხოელი, რომელიც გადმოკვეთს სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიას ძალაში მყოფი პასპორტით, უფლებამოსილია დარჩეს მის ტერიტორიაზე სამი თვის განმავლობაში ან მანამდე სანამ ძალაში იქნება მასზე გაცემული ვიზა, გამონაკლისია საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული შემთხვევები ...
უცხოელი, რომელსაც სურს სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენა იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე დადგენილია მოცემულ ქვემუხლში განათლების, სპეციალიზაციის, დასაქმების, სამედიცინო მკურნალობის, პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით ან სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეზე დაქორწინების შედეგად, ან გააჩნია უძრავი ქონება სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან სარგებლობს სახელმწიფოში არსებული დასაქმების უფლებით ან ნებისმიერი სხვა ჯეროვანი მიზნით რომელიც საჭიროებს მის ცხოვრებას სახელმწიფოში, ვალდებულია მოითხოვოს ... დროებითი ცხოვრები ნებართვის მიღება.
..."
მუხლი 16
"მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს უცხოელზე, რომელიც ცხოვრობდა სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად მინიმუმ სამი წლის განმავლობაში დროებითი ცხოვრების ნებართვის საფუძველზე და აკმაყოფილებს მოცემული კანონის მე-13 მუხლის მეორე ნაწილში დადგენილ მოთხოვნებს სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრებისათვის..."
მუხლი 23
"უცხოელს, რომელიც ცხოვრობს სლოვენიის ტერიტორიაზე უცხოელის პასპორტის, ვიზის ან ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ... ან რომელზეც გაცემულია დროებითი ცხოვრების ნებართვა ... შესაძლებელია უარი ეთქვას ტერიტორიაზე დარჩენაზე:
(i)თუ საჯარო წესრიგი, უსაფრთხოება ან სახელმწიფო თავდაცვა ამას მოითხოვს;
(ii)თუ იგი უარს აცხადებს დაემორჩილოს სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებას;
(iii)თუ იგი გამუდმებით არღვევს საჯარო წესრიგს, ეროვნულ სასაზღვრო უსაფრთხოებას ან მოცემული კანონის დებულებებს;
(iv)თუკი იგი მსჯავრდებულია უცხო ან ეროვნული სასამართლოს მიერ დანაშაულში, რომელიც ისჯება მინიმუმ სამთვიანი პატიმრობით;
(v)თუ მას აღარ გააჩნია ცხოვრებისათვის საჭირო სახსრები და მისი ცხოვრება არ არის სხვაგვარად უზრუნველყოფილი:
(vi)საჯარო ჯანმრთელობის დასაცავად;
მუხლი 28
"შინაგან საქმეთა უფლებამოსილი ოფიცერი, მოთხოვნისამებრ, უფლებამოსილია წაიყვანოს უცხოელი, რომელიც ნებაყოფლობით არ დატოვებს სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიას უფლებამოსილი ორგანოს ან შინაგან საქმეთა პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ან რომელიც განაგრძობს სლოვენიის ტერიტორიაზე ცხოვრებას იმ ვადის მიღმა, რომელიც დადგენილია მოცემული კანონის 13(1) მუხლში ან იმ პერიოდის შემდეგ, რომელიც მითითებულია დროებითი ცხოვრების ნებადამრთავ გადაწყვეტილებაში, სახელმწიფო საზღვარზე ან იმ ქვეყნის დიპლომატიურ/საკონსულო წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც გახლავთ იგი და მოუწოდოს მოცემულ პირს გადაკვეთოს საზღვარი ან ჩააბაროს იგი უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლობას.
შინაგან საქმეთა ოფიცერი უფლებამოსილია მოუწოდოს ნებისმიერ უცხოელს, რომელიც არ ტოვებს სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიას ზემოთმოცემული ნაწილის შესაბამისად და ვერ ხდება მისი მეყსიერი გაძევება რაიმე მიზეზის გამო, იცხოვროს უცხოელთა ტრანზიტულ ცენტრში არაუმეტეს ოცდაათი დღისა, თუკი არსებობს ეჭვი, რომ იგი ეცდება თავიდან აიცილოს მოცემული ზომა.
შინაგან საქმეთა ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს სხვა საცხოვრებელი ადგილი იმ უცხოელისათვის, რომელსაც არ შეუძლია სლოვენიის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება, მაგრამ გააჩნია არსებობის საკმარისი სახსრები."
მუხლი 81
"მანამდე სანამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ საბოლოო გახდება, მოცემული კანონის დებულებანი არ ვრცელდება "ისფრ" იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გახლავან სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები და რომლებმაც სლოვენიის მოქალაქეობა მოითხოვეს სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის მიხედვით მისი ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში.
რაც შეეხება "ისფრ" მოქალაქეებს, რომლებიც არიან სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები მაგრამ ან არ მიუმართავთ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობისათვის ზემორე ნაწილში დადგენილ ვადაში ან, რომელთაც უარი ეთქვათ მოქალაქეობაზე, მათ მიმართ მოცემული კანონის დებულებანი გამოიყენება იმ დადგენილი ვადის ამოწურვიდან ორი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც მათ შეეძლოთ მოქალაქეობაზე მიმართვა ან მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მათ განაცხადზე საბოლოო გახდა."
მუხლი 82
"... მუდმივი ცხოვრების ნებართვები გაცემული უცხოელთა გადაადგილებისა და ცხოვრების კანონის შესაბამისად ... ძალაში დარჩება თუკი უცხოელი, რომელიც ფლობს ამვარ ნებართვას, მუდმივად ცხოვრობდა სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ დროისათვის, როდესაც მოცემული კანონი შევიდა ძალაში."
იმისათვის, რათა გაიოლებულიყო მუდმივი ცხოვრების ნებართვის აღება სხვა "იფრ" რესპუბლიკების მოქალაქეთათვის რომლებმაც ვერ მიმართეს სლოვენიის მოქალაქეობაზე ან ვერ მიიღეს ცხოვრების ნებართვები უცხოელთა შესახებ კანონის მიხედვით, 1992 წლის 3 სექტემბერს მთავრობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
"... უცხოელთა შესახებ კანონის მე-16 მუხლში მითითებული უცხოელებისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადების განხილვისას ..., შინაგან საქმეთა სამინისტრო გაითვალისწინებს, რომ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირობა დაკმაყოფილებულად ითვლება მაშინ, როდესაც უცხოელს სამი წლის განმავლობაში მაინც გააჩნდა მუდმივი ცხოვრების რეგისტრაცია და რეალურად ცხოვრობდა ქვეყანაში მანამდე, სანამ მასზე გავრცელდებოდა უცხოელთა შესახებ კანონის დებულებანი."
(თ) 1999 წლის უცხოელთა შესახებ კანონი (Zakon o tujcih ოფიციალური მაცნე, ნო. 61/99, 108/2002, 112/2005, 107/2006, 71/2008 და 64/2009) 1999 წლის უცხოელთა შესახებ კანონმა ჩაანაცვლა 1991 წლის უცხოელთა შესახებ კანონი. მომდევნო წლებში რიგი ცვლილებები განხორციელდა 1999 წლის უცხოელთა შესახებ კანონშიც. ხოლო 2011 წელს იგი ჩანაცვლდა ახალი უცხოელთა შესახებ კანონით (ოფიციალური მაცნე, ნო. 50/2011).
(ი) სლოვენიაში მყოფი ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოების მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის მარეგულირებელი კანონი ("სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი" - Zakon o urejanju statusa državljanov drugih držav naslednic nekdanje SFRJ v Republiki Sloveniji, ოფიციალური მაცნე, ნო. 61/99 და 54/2000 1999 და 2000 წელი)
სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის შესაბამისი დებულებები, რომელიც მიღებულ იქნა საკონსტიტუციო საამართლოს 1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ (იხ. პარაგრაფები 41-48 ზემოთ), აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 1
"ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოთა მოქალაქეები (შემდგომში "უცხოელები"), რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ მუდმივ რეზიდენტებად სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 23 დეკემბერს და რეალურად ცხოვრობენ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, და უცხოელები, რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ სლოვენიის რესპუბლკის ტერიტორიაზე 1991 წლის 25 ივნისს და მას შემდეგ მუდმივად იქ ცხოვრობენ, მიიღებენ მუდმივი ცხოვრების ნებართვას, მიუხედავად უცხოელთა შესახებ კანონით დადგენილი დებულებებისა... თუკი ისინი აკმაყოფილებენ მოცემულ კანონში დადგენილ პირობებს."
მუხლი 2
"განაცხადი მუდმივ ცხოვრებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოცემული კანონის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში...
უცხოელი, რომელმაც წარმოადგინა განაცხადი მუდმივი ცხოვრების ნებართვის შესახებ სლოვენიის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ..., მაგრამ მიიღო უარი, უფლებამოსილია წარმოადგინოს განაცხადი მოცემული მუხლის საფუძველზე ამ კანონის ძალაში შესვლიდან ან გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, თუკი მოცემული გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ..." 2011 წლის 24 ივლისს შეცვილი სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი (Zakon o spremembah in dopolnitvah Zakona o urejanju statusa državljanov drugih držav naslednic nekdanje SFRJ v Republiki Sloveniji ოფიციალური მაცნე, ნო. 50/2010) ძალაში შევიდა. მისი 1 (č) მუხლის მიხედვით:
"სლოვენიის რესპუბლიკაში რეალური ცხოვრება მოცემული კანონის მიზნებისათვის ნიშნავს, რომ ინდივიდს მისი სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი გააჩნია სლოვენიის რესპუბლიკაში, რაც განისაზღვრება მისი პირადი, ოჯახური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა კავშირებით, რომელიც დაადასტურებენ აქტუალურ და მუდმივ კავშირებს ინდივიდსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის. გამართლებული არყოფნა სლოვენიის რესპუბლიკაში იმ მიზეზებით, რომელიც მოხსენიებულია მოცემული მუხლის მესამე ნაწილში არ ჩაითვლება სლოვენიის რესპუბლიკაში რეალური ცხოვრების წყვეტად.
სლოვენიის რესპუბლიკაში რეალურად ცხოვრების პირობა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა დატოვა სლოვენიის რესპუბლიკა და მისი განგრძობადი არყოფნა არ აღემატებოდა ერთ წელს, მიუხედავად არყოფნის მიზეზებისა.
სლოვენიის რესპუბლიკაში რეალური ცხოვრების პირობა ასევე დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუკი არყოფნა აღემატებოდა ერთ წელს, მაგრამ გამართლებული გახლდათ შემდეგი მიზეზების გამო:თუ პირმა დატოვა სლოვენიის რესპუბლიკა მუდმივ მაცხოვრებელთა რეესტრიდან ამოღების გამო;თუ პირმა ან, არასრულწლოვანის შემთხვევაში, მისმა მშობელმა ან მეურვემ, დატოვა სლოვენიის რესპუბლიკა სლოვენიის რესპუბლიკის იურიდიული პირის მითითებით სამსახურის, სწავლის ან სამედიცინო მკურნალობის საჭიროების გამო, ან თუ პირი გახლდათ ხომალდის თანამშრომელი, საშინაო პორტით სლოვენიის რესპუბლიკაში, მუშაობის, სწავლის ან მკურნალობის ან ხომალდზე მსახურობის ვადის განმავლობაში;თუკი პირმა დატოვა სლოვენიის რესპუბლიკა იმის გამო, რომ ვერ შეძლებდა სლოვენიის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მიღებას შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო და თუ განაცხადი უარყოფილი ან მიუღებელი იქნა ან თუ პროცედურა შეწყდა;თუკი პირი ვერ ბრუნდებოდა სლოვენიის რესპუბლიკაში ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერალური რესპუბლიკის სხვა მემკვიდრე სახელმწიფოებში არსებული საომარი მდგომარეობის ან სამედიცინო მიზეზების გამო;თუ პირი გაძევებულ იქნა სლოვენიის რესპუბლიკიდან უცხოელთა შესახებ კანონის 28-ე ... ან 50-ე მუხლის შესაბამისად ..., გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი გახლდათ უცხოელი, გაძევებული ქვეყნიდან სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის სასჯელის ფარგლებში;თუკი პირს უარი ეთქვა სლოვენიის რესპუბლიკაში შემოსვლაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსვლაზე უარი ეფუძნებოდა გაძევების მეორად სასჯელს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენის გამო...
ზემო პუნქტებში მოცემული მიზეზების არარსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც ნახსენებია მეორე პუნქტში, გაგრძელდა ხუთ წელზე მეტი ვადით, ჩაითვლება, რომ რეალური ცხოვრების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია მოცემული ხუთი წლის ვადით და შემდგომი ხუთი წლის ვადით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული პირის ქმედება ადასტურებს, რომ არყოფნის დროს პირი ეცადა სლოვენიის რესპუბლიკაში დაბრუნებას, რათა განეგრძო მისი რეალური ცხოვრება მის ტერიტორიაზე.
მოცემული კანონის მიზნებსათვის, მუდმივი ცხოვრების ნებართვა ან კონკრეტული გადაწყვეტილება რეტროაქტიული მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და რეგისტრირებული მუდმივი საცხოვრებლის შესახებ ან დამატებითი გადაწყვეტილება გამოცემული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის მიხედვით ..., ნო U-1-246/02-28 2003 წლის 3 აპრილით დათარიღებული ... არ გულისხმობს, რომ სლოვენიის რესპუბლიკაში რეალური ცხოვრების პირობა სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის ფარგლებში წამოწყებული სამართალწარმოების ფარგლებში დაკმაყოფილებულია."
(კ) მუდმივი საცხოვრებლის რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადი და ოჯახური ბარათის ფორმისა და მუდმივი რეზიდენტების რეესტრის წარმოებისა და მართვის შესახებ წესები (Pravilnik o obrazcu za prijavo oziroma odjavo stalnega prebivališča, o obrazcu osebnega kartona in kartona gospodinjstev ter o načinu vodenja in vzdrževanja registra stalnega prebivalstva, ოფიციალური მაცნე, ნო. 27/92, 1992 წელი)
წესების შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
წესი 5
"მუდმივი რეზიდენტების რეესტრი შეიცავს მონაცემებს სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი.
მუდმივ რეზიდენტთა რეესტრში, შესაბამისი ორგანო განსაზღვრავს სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობენ დროებით სამ თვეზე მეტი ხნით, ასევე იმ პირებს, რომელთაც ორგანომ უარი განუცხადა მუდმივი საცხოვრებლის რეგისტრაციაზე..."
(ლ) სახელმწიფო პროკურორის შესახებ კანონი (Zakon o državnem pravobrailstvu ოფიციალური მაცნე, ნო. 94/07)
სახელმწიფო პროკურორის შესახებ კანონის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 14
"თუკი პირი მიზნად ისახავს სამოქალაქო ან სხვა სამართალწარმოების დაწყებას სახელმწიფო პროკურორის მიერ დაცული ორგანოს წინააღმდეგ, მოცემულმა პირმა, პირველ რიგში, შეთვაზება უნდა წარადგინოს სახელმწიფო პროკურორის ოფისში სადავო ურთიერთობის მოსაგვარებლად მანამდე, სანამ დაიწყებს სამართალწარმოებას. სახელმწიფო პროკურორი ვალდებულია უმოკლეს ვადებში, და არაუგვიანეს ოცდაათი დღისა, იმოქმედოს შესაბამისად და შეატყობინოს შესაბამის პიროვნებას მისი პოზიციის შესახებ."
1999 წლის 4 თებერვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილების (იხ. პარაგრაფები 41-48 ზემოთ) შესაბამისი ნაწილები აღნიშნავდნენ შემდეგს:
"1999 წლის 4 თებერვლის სხდომაზე, რომელიც ეხებოდა ბ.მ.-ისა და ვ.ტ.-ს მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
უცხოელთა შესახებ კანონი (სრ ოფიციალური მაცნე, ნო.1/91-1, 44/97 და 50/98) შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, რადგანაც ვერ განსაზღვრავს 81-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული პირების მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებ პირობებს იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომლის დროსაც მათ ჰქონდათ საშუალება მიემართათ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, თუკი მათ ეს არ გაუკეთებიათ, ან მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის განმაცხადებელი გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლის შემდეგ. ...
სარეზოლუციო გადაწყვეტილების 1 ნაწილში დადგენილი შეუსაბამობა უნდა აღმოიფხვრას კანონმდებლის მიერ მოცემული გაზეთის სლოვენიის რესპუბლიკის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებიდან ექვსი თვის ვადაში.
მანამდე სანამ მოხდება ზემორე 1 პარაგრაფში დადგენილი შეუსაბამობის აღმოფხვრა, არ უნდა განხორციელდეს უცხოელთა შესახებ კანონის 28-ე მუხლის მიხედვით დადგენილი, ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერალური რესპუბლიკის ნებისმიერი სხვა მოქალაქის დეპორტაცია იმ შემთხვევაში, თუკი პლებისციტის დღეს - 1990 წლის 23 დეკემბერს, ისინი რეგისტრირებულნი იყვნენ მუდმივი რეზიდენტად, და ახლაც რეალურად ცხოვრობენ სლოვენიის რესპუბლიკაში.
მიზეზები
...
14. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ უცხოელთა შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და მე-16 მუხლის 1 ნაწილი არ უნდა გავრცელდეს სხვა რესპუბლიკების იმ მოქალაქეებზე, რომელთაც არ მიუღიათ სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეობა. შესაბამისმა ორგანოებმა არ უნდა გადასცენ არსებული მუდმივი რეზიდენტების რეესტრიდან უცხოელთა რეესტრს ეხ პროპრიო მოტუ, კონკრეტული პირისათვის გადაწყვეტილების ან შეტყობინების გაგზავნის გარეშე. აქამდე არ არსებობდა კანონისმიერი მოთხოვნა ამგვარად მოქცევისა. მაცხოვრებელთა ცხოვრების მტკიცებულებისა და მოსახლოების რეესტრის შესახებ კანონი, რომელიც მოხმობილი იქნა მთავრობის მიერ წარმოდგენილ განმარტებებში არ შეიცავს არანაირ დებულებას მუდმივი რეზიდენტების რეესტრიდან ამოწერის შესახებ უშუალოდ კანონის საფუძველზე.
კანონის მიერ მთავრობა ამასთანავე არ არის უფლებამოსილი მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებანი, რომლითაც განსაზღვრავს კანონისმიერი დებულებების იმპლემენტაციას. კონსტიტუციის 120-ე მუხლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ფუნქციები უნდა განხორციელდეს დამოუკიდებლად, ყოველთვის კონსტიტუციასა და კანონთან შესაბამისობაში. როდესაც მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოელთა შესახებ კანონი ვერ იქნებოდა პრაქტიკაში გამოყენებული სხვა რესპუბლიკის მოქალაქეებისადმი, მას კანონმდებლისათვის უნდა შეეთავაზებინა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის დარეგულირება და არ უნდა ეკისრა საკანონმდებლო უფლებამოსილებები გადაწყვეტილების მიღების გზით.
15. მოცემული მიზეზების გამო უცხოელთა შესახებ კანონი, რომლის გარდამავალი დებულებებიც არ არეგულირებენ სხვა რესპუბლიკების იმ მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსს, რომელთაც გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი სლოვენიის რესპუბლიკაში, არღვევს კონსტიტუციის მე-2 მუხლით დადგენილ, კანონით მართული სახელმწიფოს პრინციპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები, 81-ე მუხლის მე-2 ნაწილში დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, აღმოჩნდნენ დაუცველ მდგომარეობაში. გარდამავალი დებულებების მიხედვით, რომელიც აკონკრეტებს, რომ უცხოელთა შესახებ კანონის დებულებები უნდა იქნას გამოყენებული, მოცემული პირები ვერ მიხვდებოდნენ თუ როგორი იქნებოდა მათი პოზიცია უცხოელის რანგში და თუ რომელი საკანონმდებლო დებულება ვრცელდებოდა მათზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის შემდეგს - იმის გამო, რომ სხვა რესპუბლიკების მოქალაქეთა, როგორც უცხოელის სამართლებრივი მდგომარეობა არ დარეგულირებულა სლოვენიის რესპუბლიკაში, დაირღვა სამართლებრივი სიცხადის, როგორც სამართლით მართული სახელმწიფოს პრინციპი.
16. სამართლებრივი სიცხადის პრინციპი გარანტიას აძლევს ინდივიდს, რომ სახელმწიფო არ გააუარესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას გაუმართლებელი მიზეზებით. სრულიად გამართლებული გახლდათ, რომ სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები, რომელთაც არ აურჩევიათ სლოვენიის მოქალაქეობა არ ელოდნენ, რომ ისინი გაუტოლდებოდნენ უცხოელებს, რომლებიც ახლახანს შემოვიდნენ სლოვენიის რესპუბლიკაში და რომ ჩამოერთეოდათ მუდმივი საცხოვრებელი, მითუმეტეს, ამის შესახებ შეტყობინების გარეშე. ..."
(ბ) 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება (U-I-246/02)
საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილები (იხ. პარაგრაფები 58-60 ზემოთ) აღნიშნავენ შემდეგს:
"2003 წლის 3 აპრილს გამართულ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა მ.კ.-სსა და ნ.მ.პ-ს მიერ წარმოდგენილ ამოშლილ სლოვენიელთა ასოციაციის "პტუჯ"-ისა და სხვათა საჩივრები კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
სლოვენიის რესპუბლიკაში ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების შესახებ კანონი (სრ ოფიციალური მაცნე, ნო. 61/99 და 64/01) შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, რადგანაც არ არღიარებს ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამორიცხულ იქნენ მუდმივ რეზიდენტთა რეესტრიდან 1992 წლის 26 თებერვალს როგორც მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირებს მოცემული თარიღიდან.
სლოვენიის რესპუბლიკაში ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების შესახებ კანონი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან, რადგანაც იგი არ არეგულირებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების პირობებს ყოფილი "ისფრ" სხვა რესპუბლიკების იმ მოქალაქეთათვის, როგორც აღინიშნა ზემორე პარაგრაფში, რომელთა იძულებითი გაძევებაც გადაწყვეტილ იქნა უცხოელთა შესახებ კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე (სრ ოფიციალური მაცნე, ნო 1/91-1 და 44/97).
სლოვენიის რესპუბლიკაში ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების შესახებ კანონის 1 მუხლი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან იმ მიზეზების გამო, რაც აღინიშნა მოცემული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
სლოვენიის რესპუბლიკაში ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების შესახებ კანონის მე-2 მუხლის 1 და მე-2 ნაწილები გაუქმებულია იმ მონაკვეთებში, სადაც ისინი ადგენენ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად განცხადების წარსადგენ სამთვიან ვადას...
კანონმდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სარეზოლუციო ნაწილის 1, მე-2 და მე-3 პარაგრაფებში დადგენილი შეუსაბამობანი კონსტიტუციასთან წინამდებარე გადაწყვეტილების სლოვენიის რესპუბლიკის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებიდან ექვსი თვის ვადაში.
ყოფილი "ისფრ" სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების მუდმივი ცხოვრების ნებართვის სტატუსი ამიერიდან განისაზღვრება 1992 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული, თუკი ადგილი ჰქონდა მათ ამოშლას მუდმივი რეზიდენტების რეესტრიდან მოცემულ დღეს, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემით სლოვენიის რესპუბლიკაში ყოფილი "ისფრ" სხვა მემკვიდრე სახელმწიფოთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების შესახებ კანონის საფუძველზე (სრ ოფიციალური მაცნე, ნო. 1/91-1 და 44/97) ან უცხოელთა შესახებ კანონის საფუძველზე (სრ ოფიციალური მაცნე, ნო. 61/99). შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისი ოფიციალური ვალდებულების ფარგლებში, უნდა გამოსცეს დამატებითი გადაწყვეტილებანი, სლოვენიის რესპუბლიკაში 1992 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული მუდმივი ცხოვრების ნებართვის დადგენის შესახებ.
მიზეზები:
...
15. იმის გამო, რომ გასაჩივრებული კანონი არ აძლევს სხვა რესპუბლიკების მოქალაქეებს უფლებას მიიღონ მუდმივი რეზიდენტის სტატუსი იმ დღიდან, როდესაც აღარ მოხდა მათი ფორმალურად აღიარება (ანუ, როდესაც მათ ჩამოერთვათ შესაბამისი სტატუსი), და შესაბამისად იძლევა დადგენილი არაკონსტიტუციურობის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების საშუალებას, იგი შეუსაბამო გახლავთ კონსტიტუციასთან. სამართლებრივი სიცხადის პრინციპი, როგორც სახელმწიფოს კანონის უზენაესობის პრინციპის ერთ-ერთი ნაწილი, კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით ითხოვს, რომ მოცემულ პირთა პოზიცია არ უნდა დარჩეს დაურეგულირებელი არცერთი ვადით. მუდმივი რეზიდენტობის სტატუსი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაკავვშირებელ ასპექტს რიგი უფლებებისა და სამართლებრივი შეღავათების მოსათხოვნად, რომლის გარეშეც მოცემული პირები ვერ წამოაყენებენ მოთხოვნებს სამართლებრივად დაურეგულირებელი მდგომარეობის გამო. სლოვენიის რესპუბლიკაში მათი მდგომარეობა სამართლებრივად გაურკვეველია დაურეგულირებელი ვითარების გამო, რადგანაც უცხოელის სტატუსის მიღებით, მათ დაკარგეს მუდმივი რეზიდენტის სტატუსი სლოვენიის რესპუბლიკაში და აღმოჩნდნენ დაურეგულირებელ ვითარებაში ან არსობრივად გაუარესებულ სამართლებრივ მდგომარეობაში (მაგალითად, დროებითი რეზიდენტის სტატუსით), რომელიც, რიგი დაზარალებული პირების შემთხვევაში, გაგრძელდა მთელი ათი წლის განმავლობაში. ეროვნული ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა დამცველის 2001 წლის მე-7 ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში გაკეთებული რეკომენდაციის მიხედვით (სრ ოფიციალური მაცნე, ნო. 2/03), სხვა რესპუბლიკების ამგვარ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა ჯერ ისევ საჭიროებს სამართლებრივ დარეგულირებას. ...
22.სლოვენიის რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მუდმივი რეზიდენტობის სტატუსი არ იყო აღიარებული, როდესაც მოხდა მათი სამართლებრივი სტატუსის აღიარება და იგი შეიცვალა სხვა, უცხოელის სტატუსით. შესაბამისად, სხვა რესპუბლიკათა მოქალაქეებს არ შეეძლოთ მოეთხოვათ რიგი უფლებები, რომლითაც ისინი სხვა შემთხვევაში ისარგებლებდნენ როგორც უცხოელები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მომჩივნებს ცალსახად არ განუმარტავთ თუ რომელ უფლებებზე იყო საუბარი; თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომ იგი ძირითადად ეხებოდა სამხედრო პენსიების გადახდას, სოციალური შეღავათების მიღებასა და პირის უფლებას შეეცვალა მართვის მოწმობა. ..."
...
კანონმდებლობა
პირველადი საკითხები
...
გ. მთავრობის პრეტენზია მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ ექვსი მომჩივანი (ბ-ნი კურიჩი, ქ-ნი მეზგა, ბ-ნი რისტანოვიჩი, ბ-ნი ბერიშა, ბ-ნი ადემი და ბ-ნი მინიჩი), რომელთაც მიენიჭათ როგორც ex nunc ისე ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვები 2010 წლის პალატის გადაწყვეტილების შემდეგ (იხ. პარაგრაფები 95, 123, 133, 158, 173 და 194 ზემოთ) ვეღარ განიხილებოდნენ "მსხვერპლად" კონვენციის 34-ე მულის ფარგლებში გასაჩივრებული ფაქტების ფარგლებში. მომჩივნები არ დაეთანხმნენ მოცემულ პოზიციას.
მხარეთა არგუმენტები
(ა) მთავრობა მთავრობა აღნიშნავდა, რომ "ამოშლა" უდავოდ უკანონო გახლდათ და რომ გამოიწვია არაკოსტიტუციური ვითარება. სლოვენიის რესპუბლიკამ აღიარა აღნიშნული ფაქტი როგორც სიმბოლურად, ისევე სამართლებრივად. 2010 წლის 15 ივნისს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში "ამოშლილებს", ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა 2010 წლის 22 ივნისს (იხ. პარაგრფი 75 ზემოთ). რაც შეეხება სამართლებრივ რეაქციას, 1999 წლიდან მოყოლებული საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ "ამოშლა" არაკონსტიტუციური გახლდათ (იხ. პარაგრაფები 41-48, 52-56, 58-60 და 214-215 ზემოთ). მომჩივანთა არგუმენტი, რომ სლოვენიის რესპუბლიკა განაგრძობდა "ამოშლის" უკანონობის უარყოფას, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანი ქმედებები განხორციელდა რათა სრული შესაბამისობა დადგენილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და აღმოფხვრილიყო "ამოშლის" უკანონობა და არაკონსტიტუციურობა. სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილმა კანონმა, რომელიც მიღებულ იქნა 2010 წლის 8 მარტს და ძალაში შევიდა 2010 წლის 24 ივლისს (იხ. პარაგრფები 71, 76-79და 211 ზემოთ) აღმოფხვრა დარჩენილი არაკონსტიტუციური დებულებანი ეროვნულ კანონმდებლობაში, შესთავაზა რა იმ მომჩივნებს, რომელთაც ჯერ არ ჰქონდათ დარეგულირებული საკუთარი სამართლებრივი სტატუსი, საშუალება მოეთხოვათ როგორც ეხ ნუნც, ისე ex tunc ცხოვრების ნებართვები. მოცემული სპეციალური მისაგებლით, კანონმდებლობამ განსაზღვრა "ამოშლის" შედეგად დამდგარი შედეგებისათვის მისაგებლის სპეციალური ფორმა მორალური დაკმაყოფილების სახით. რაც შეეხება ექვს მომჩივანს (ბ-ნი კურიჩი, ქ-ნი მეზგა, ბ-ნი რისტანოვიჩი, ბ-ნი ბერიშა, ბ-ნი ადემი და ბ-ნი მინიჩი), რომელთაც მიენიჭათ როგორც ეხ ნუნც, ისე ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვები პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, მათი სტატუსი უტოლდებოდა ბ-ნი პეტრეშისა და ბ-ნი იოვანოვიჩის სტატუსებს, რომლებმაც პალატის მიხედვით დაკარგეს "მსხვერპლის" სტატუსი. შესაბამისად, სარჩელი მათ მიმართ მიუღებლად უნდა იქნას ცნობილი. იგივე ვრცელდება დანარჩენ მომჩივნებზეც (ბ-ნი დაბეტიჩი და ქ-ნი რისტანოვიჩი), რომლებსაც არასდროს დაუწყიათ სამართალწარმოება სლოვენიაში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად. მომჩივანთა არგუმენტის საპასუხოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვა ნამდვილად არ გახლდათ მხოლოდ "უსარგებლო ფურცელი". იგი აკავშირებდა მის მფლობელს ოცდაშვიდ სხვადასხვა უფლებასთან სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის პენსიის, განათლების, ჯანმრთელობისა და შრომით ბაზარზე წვდომის უფლებებთან. მოცემულ უფლებებთან მიმართებაში მუდმივი მაცხოვრებლებს ეკავათ იგივე დონე, რაც სლოვენიის მოქალაქეებს. ისინი არ სარგებლობდნენ მსგავსი პოლიტიკური უფლებებით, თუმცა შეეძლოთ ხმის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში. რაც შეეხება საჩივრებს კომპენსაციასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის 26-ე მუხლი (იხ. პარაგრაფი 203 ზემოთ) აწესებდა კომპენსაციის უფლებას საჯარო მოხელის მიერ მიყენებული ზიანისათვის. მომჩივნებსა და სხვა "ამოშლილ" პირებს ჰქონდათ საშულება შეეტანათ სამოქალაქო სარჩელები კომპენსაციის მოთხოვნით მატერიალური და მორალური ზიანისათვის 2001 წლის ვალდებულებითი კოდექსის მიხედვით და შეეძლოთ, შესაბამისად წარმოედგინათ საკონსტიტუციო სარჩელიც. 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების 43-ე მუხლში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ "სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონისა და სამართლებრივი სტატუსის შეცვლილი კანონის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება, თავისთავად არ გულისხმობდა სახელმწიფო პასუხისმგებლობის ახალი ტიპის დადგენას ზიანისათვის და არ წარმოადგენდა ზიანთან დაკავშირებული სარჩელების აღსრულების ახალ სამართლებრივ საფუძველს" (იხ. პარაგრაფი 74 ზემოთ). ზიანის ანაზღაურება ასევე შესაძლებელი გახლდათ სახელმიფო პროკურატურის შესახებ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 213 ზემოთ). მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ არგუმენტებში, მთავრობა დაეფუძნა საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებას "ამოშლილი" პირის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ საქმეზე, რომლისგანაც გამომდინარეობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ ისევ არ ჰქონდა მიღებული პოზიცია "ამოშლის" შედეგად მიყენებული ზიანისადმი სახელმწიფო პასუხისმგებლობის ირგვლივ (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ). ამასთანავე, 2011 წლის 26 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკონსტიტუციო სარჩელი წარმოდგენილი ერთ-ერთი "ამოშლილის" მიერ (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ). მთავრობამ აღნიშნა, რომ არც ერთ მომჩივანს არ მოუთხოვია კომპენსაცია ეროვნული სასამართლოების წინაშე. მხოლოდ ბ-ნმა ბერიშამ და ბ-ნმა მინიჩმა შეიტანეს სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე სახელმწიფო პროკურატურაში, რომელიც უარყოფილ იქნა. ბ-ნ ბერიშას არ წამოუწყია სასამართლო დავა (იხ. პარაგრაფი 160 ზემოთ).
(ბ) მომჩივნები ექვსი მომჩივანი, რომელთაც მიენიჭათ როგორც ეხ ნუნც, ისე ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვები დიდი პალატის წინაშე მიმდინარე სამართალწარმოების განმავლობაში რჩებოდნენ მოსაზრებაზე, რომ წარმოადგენდნენ "ამოშლით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის "მსხვერლს", რადგანაც მათ არ მიუღიათ ჯეროვანი მისაგებელი კონვენციის დარღვევისათვის. მართალია წინარე სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობდა და რიგი შემდგომი განჩინებანიც აღნიშნავდნენ, რომ მომჩივანს უწყდებოდა "მსხვერპლის" სტატუსი თუკი მისაგებელი მიღებული იქნებოდა სამართალწარმოების განმავლობაში (ისინი ციტირებდნენ, inter alia¸Maaouia v. France (dec.), no. 39652/98, ECHR 1999 II; Pančenko v. Latvia (dec.), no. 40772/98, 28 October 1999; და Mikheyeva v. Latvia (dec.), no. 50029/99, 12 სექტემბერი 2002), თუმცა, ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში ცალსახად აღნიშნავდა, რომ დარღვევის აღიარება ამ მხრივ საკმარისი არ გახლდათ; საჭირო გახლდათ "ადექვატური" მისაგებელი მომჩივნების მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განცდილი ნეგატიური შედეგებისათვის რეპარაციის სახით (მოხმობილ იქნა Aristimuño Mendizabal, ციტირებული ზემოთ, § 79; Mengesha Kimfe v. Switzerland, no. 24404/05, §§ 41-49, 29 July 2010; and Agraw v. Switzerland, no. 3295/06, §§ 27-34, 29 ივლისი 2010). სასამართომ ასევე განასხვავა საქმეები, რომელიც ეხებოდა არა-მოქალაქეთა დეპორტაციას და საქმეები, რომელიც ეხებოდა მომჩივნის სამართლებრივი სტატუსის დაურეგულირებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პირველი კატეგორიის საქმეებში, მომჩივანი ვეღარ იდავებდა საკუთარი "მსხვერპლის" სტატუსზე თუკი დეპორტაციის ღონისძიება არ იყო აღსრულებადი ან თუკი მასზედ გაიცა ცხოვრების ნებართვა (მომჩივნები საქმეებში Sisojeva and Others, ციტირებული ზემოთ, §100 და Kaftailova,ციტირებული ზემოთ, §§ 53-54). მეორეს მხრივ, მეორე კატეგორიის საქმეებში (Aristimuño Mendizabal, Mengesha Kimfe, da Agraw, ციტირებული ზემოთ) სასამართლომ ნათლად აღნიშნა, რომ ცხოვრების ნებართვების გაცემა საკმარისი არ გახდათ, განსაკუთრებით იმ დროის გათვალისწინებით, რაც დასჭირდა მათ მინიჭებას. წინამდებარე საჩივარი უფრო მეორე კატეგორიის საქმეების მსგავსი გახლდათ. ცხოვრების ნებართვის გაცემა ექვს მომჩივანზე, რომელიც წარმოადგენდა დარღვევის გაგრძელების თავიდან ასაცილებელ ზომას, ვერ განიხილებოდა სლოვენიის ხელისუფლების მიერ აღიარებად - არსობრივად მაინც - გასაჩივრებული დარღვევისა. ხელისუფლება განაგრობდა იმის უარყოფას, რომ მათი ქმედებები უკანონო გახლდათ. აქ, განსხვავებით ლატვიური საქმეებისა, მუდმივი რეზიდენტის სტატუსის ჩამორთმევა განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის უხეში დარღვევით. საბოლოოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვების რეტროაქტიული ბუნება მხოლოდ დეკლარაციული გახლდათ, რადგან მომჩივნებს არ შეეძლოთ ჯეროვანი რეპარაციების მიღება ეროვნული კანონმდებლბით. მოცემული მიზეზების გამო ნებართვები წარმოადგენდა "უბრალო ფურცელს". რაც შეეხება ბ-ნ დაბეტიჩსა და ქ-ნ რისტანოვიჩს, სახელმწიფოს უნდა დაერეგულირებინა მათი სამართლებრივი სტატუსი ex proprio motu რეტროაქტიული მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. დაბოლოს, რაც შეეხება მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციას, სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი აქტი მოცემულ თემას არ ეხებოდა. მეტიც, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ეროვნული სასამართლოების წინაშე ჩვეულებრივი დელიქტური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუძლებელი გახლდათ. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის მაისში სამინისტრომ განიხილა 157 სარჩელი კომპენსაციის მოთხოვნით. მათ შორის ორმოცდაერთი არ იქნა დაკმაყოფილებული საბოლოოდ სასამართლოების მიერ. მხოლოდ თხუთმეტი იქნა წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წინაშე და მათ შორის ხუთი არ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთანავე, "ამოშლილთაგან" რვამ შეიტანა სარჩელი პირდაპირ სასამართლოში. არც ერთი მათგანი არ იქნა დაკმაყოილებული (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ). სარჩელების დაუკმაყოფილებლობის ძირითად მიზეზად მოხმობილი იქნა სარჩელის ხანდაზმულობა ვალდებულებითი კოდექსის მიხედვით: სამი წელი მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა შეიტყო ზიანის შესახებ და ხუთი წელი ზიანის დადგომის შემდეგ. ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიას, რომ ეს უკანასკნელი თარიღი გახლდათ 1999 წლის 12 მარტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოქვეყნებულ იქნა ოფიციალურ მაცნეში.
2. პალატის გადაწყვეტილება პალატას არ უმსჯელია მოცემულ საკითხზე, ეხებოდა რა იგი იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 243 ზემოთ).
3. დიდი პალატის შეფასება სასამართლო იმეორებს, რომ, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს კონვენციის ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის გამოსწორება. ამ მხრივ, საკითხი, თუ რამდენად შეიძლება მომჩივანმა ისარგებლოს "მსხვერპლის" სტატუსით სავარაუდო დარღვევისას მნიშნველოვანია კონვენციის ფარგლებში წარმოებული სამართალწარმოების ყოველ ეტაპზე (იხ. inter alia, Burdov v. Russia, no. 59498/00, § 30, ECHR 2002-III). გადაწყვეტილება ან ზომა, რომელიც ხელსაყრელია მომჩივანისათვის არ არის საკმარისი რათა მას ჩამოერთვას "მსხვერპლის" სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეროვნულმა ორგანოებმა აღიარეს, აშკარად ან არსობრივად, და შემდეგ მიანიჭეს მისაგებელი კონვენციის დარღვევისათვის (იხ. მაგალითად, Eckle v. Germany, 15 ივლისი 1982, §§ 69 et seq., Series A no. 51; Dalban v. Romania [GC], no. 28114/95, § 44, ECHR 1999-VI; Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, §§ 179-180, ECHR 2006‑V; და Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 115, ECHR 2010). რაც შეეხება "შესაბამის" და "საკმარის" მისაგებელს, რომელიც მიმართული იქნება კონვენციით დადგენილი უფლების დარღვევის გამოსასწორებლად ეროვნულ დონეზე, სასამართლო ზოგადად მიიჩნევს, რომ იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, ითვალისწინებს რა, განსაკუთრებით კონვენციის დარღვეული უფლებს ბუნებას (იხ. მაგალითად, Gäfgen, ციტირებული ზემოთ, § 116). კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში განხილული, არა-მოქალაქეთა დეპორტაციისა თუ ექსტრადიცის არაერთი საქმის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანის ტერიტორიაზე ყოფნის რეგულირება ან ის ფაქტი, რომ მომჩივანი აღარ იყო დეპორტაციის ან ექსტრადიციის საფრთხის წინაშე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ჯერ ისევ სასამართლოს წარმოებაში გახლდათ - პრინციპში "საკმარისი" გახლდათ მე-8 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრის დასაკმაყოფილებლად (იხ.Pančenko, ციტირებული ზემოთ; Yang Chun Jin alias Yang Xiaolin v. Hungary (ამორიცხული განსახილველ საქმეთა ნუსხიდან), N. 58073/00, §§ 20-23, 8 მარტი 2001; Mikheyeva, ციტირებული Fjodorova and Others v. Latvia (dec.), ნო. 69405/01, 6 აპრილი 2006; Sisojeva and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 102-104; Shevanova, ციტირებული ზემოთ, §§ 48-50; და Kaftailova,ციტირებული ზემოთ, §§ 52-54). ამასთანავე, სასამართლოს უკვე ჰქონდა საშუალება აღენიშნა კონვენციის სხვადასხვა მუხლების ფარგლებში, რომ მომჩივანის "მსხვერპლის" სტატუსი ასევე შესაძლოა დამოკიდებული იყოს ეროვნულ დონეზე გაცემული კომპენსაციის ოდენობასა და ჯეროვანებაზე ან, მინიმუმ იმის საშუალებაზე მაინც, რომ მიყენებული ზიანისათვის მოთხოვნილ და მიღებულ იქნას კომპენსაცია იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომელსაც პირი ასაჩივრებს სასამართლოს წინაშე (იხ. მაგალითად, Gäfgen, ციტირებული ზემოთ, § 118, მე-3 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრისათვის; Normann v. Denmark (dec.), no. 44704/98, 14 ივნისი 2001, და Scordino (ნო. 1), ციტირებული ზემოთ, § 202 მე-6 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრისათვის; Jensen and Rasmussen v. Denmark (dec.), no ნო. 52620/99, 20 მარტი 2003, მე-11 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრისათვის). მოცემული დასკვნა ვრცელდება, mutatis mutandis, მე-8 მუხლის დარღვევის შესახებ საჩივრებზეც. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით, დიდი პალატა იმეორებს, რომ მას არ გააჩნია იურისდიქცია ბ-ნი პეტრეშისა და ბ-ნი იოვანოვიჩის საჩივრებთან მიმრთებაში, რადგანაც ისინი მიუღებლად იქნა გამოცხადებული პალატის მიერ ex tunc ცხოვრების ნებართვის მიღების შემდეგ ... თუმცა, მსგავს პროცედურულ დაბრკოლებას არ აქვს ადგილი ბ-ნიკურიჩის, ქ-ნი მეზგას, ბ-ნი რისტანოვიჩის, ბ-ნი ბერიშას, ბ-ნი ადემისა და ბ-ნი მინიჩის შემთხვევაში. დიდ პალატას, შესაბამისად, გააჩნია იურისდიქცია განიხილოს, მიუხედავად ex nunc და ex tunc ცხოვრების ნებართვების მინიჭებისა, თუ რამდენად არის მოცემული ექვსი მომჩივანი უფლებამოსილი ამტკიცოს საკუთარი მსხვერპლის სტატუსი სავარაუდო დარღვევებთან მიმართებაში. მოცემული საქმის განხილვამ შესაძლოა მიგვიყვანოს ბ-ნი პეტრეშისა და ბ-ნი იოვანოვიჩის საქმეებში პალატის მიერ მიღებული დასკვნებისაგან განსხვავებულ დასკვნებამდე, მიუხედავად ფაქტებში არსებული მსგავსებებისა. თუმცა, ამგვარი შედეგი გარდაუვალია დიდი პალატის შეზღუდული იურისდიქციის მასშტაბის გათვალისწინებით... დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მსხვერპლის სტატუსის დაკარგვის პირველი პირობა - ეროვნული ხელისუფლების მიერ დარღვევის აღიარება - დაკმაყოფილებულია. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ექვს მომჩივანს მიანიჭა მუდმივი ცხოვრების ნებართვები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების - დაადგინა რა ამ უკანასკნელმა მოქმედი კანონმდებლობის არაკონსტიტუციური ხასიათი - და სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთანავე, 2010 წლის ივნისში ადგილი ჰქონდა მომჩივანთა უფლებების დარღვევის ოფიციალურ აღიარებას მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. დარღვევის დადგენა ეროვნული ხელისუფლების მიერ, შესაბამისად განხორციელდა არსობრივად (იხ. mutatis mutandis, Scordino (no.1), ციტირებული ზემოთ, § 194). დიდი პალატა აღნიშნავს, რომ რიგ სხვა საქმეებში, რომელიც ეხებოდა უცხოელთა სტატუსის დარეგულირებას, მათ შორის საქმეები, რომელიც მოიცავდა წინამორბედი სახელმწიფოს დაშლის შედარებად გარემოებებს, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნები აღარ წარმოადგენდნენ კონვენციის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლს მას შემდეგ რაც გაცემულ იქნა ნებართვა და საჩივრები მისაღებად იქნა ცნობილი ან დადგინდა, რომ მომჩივანთა მიმართ ვითარების დარეგულირება "ადექვატური" და "საკმარისი" გახლდათ რათა განხილულიყო კონვენციის მე-8 მუხლით წარმოდგენილი საჩივრების ჯეროვან მისაგებლად და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმეები ამორიცხულიყო განსახილველთა სიიდან. ის ფაქტი რომ მომჩივნები აღარ იყვნენ დეპორტაციის საფრთხის წინაშე ასევე გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ (იხ. Pančenko, ციტირებული ზემოთ; Mikheyeva, ციტირებული ზემოთ; Fjodorova and Others, ციტირებული ზემოთ; Sisojeva and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 102-104; Shevanova, ციტირებული ზემოთ, §§ 48-50; და Kaftailova, ციტირებული ზემოთ, § 54). რიგ სხვა საქმეებში, თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნები ნაწილობრივ მაინც იყვნენ პასუხისმგებელნი იმ წინაღობებზე, რომელიც მათ შეექმნათ საკუთარი სტატუსის დარეგულირებისას (იხ. Shevanova, ციტირებული ზემოთ, §§ 47 და 49; Kaftailova, ციტირებული ზემოთ, § 50; და Sisojeva and Others, ციტირებული ზემოთ, § 94). თუმცა, მაშინ როდესაც აღნიშნული საქმეები ეხებოდნენ კონკრეტულ პრობლემას, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ ფართომასშტაბიანი ადამიანის უფლებების პრობლემა, რომელიც შეიქმნა თავად "ამოშლის" ფაქტით. ამასთანავე, მოცემული ვითარება გრძელდებოდა დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში უმეტეს მომჩივანთან მიმართებაში მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა, რომელიც თავისთავად არ იქნა გათვალისწინებული მთელი ათი წლის განმავლობაში (იხ. Makuc and Others, ციტირებული ზემოთ, § 168). მოცემული ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, რომლის დროსაც მომჩივნებმა განიცადეს უსაფრთხოების ნაკლებობა და სამართლებრივი გაურკვევლობა და მათი "ამოშლით" გამოწვეული შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით, დიდი პალატა, განსხვავებით პალატისაგან, მიიჩნევს რომ ადამიანის უფლებების დარღვევების აღიარება და მუდმივი ცხოვრების ნებართვების გაცემა ბ-ნი კურიჩის, ქ-ნი მეზგას, ბ-ნი რისტანოვიჩის, ბ-ნი ბერიშას, ბ-ნი ადემისა და ბ-ნი მინიჩის მიმართ არ წარმოადგენს "შესაბამის" და "საკმარის" მისაგებელს ეროვნულ დონეზე (იხmutatis mutandis, Aristimuño Mendizabal, ციტირებული ზემოთ, §§ 67-69 და 70-72; Mengesha Kimfe, ციტირებული ზემოთ, §§ 41-47 და 67-72; და Agraw, ციტირებული ზემოთ, §§ 30-32 და 50-55). რაც შეეხება ეროვნულ დონეზე კომპენსაციის მოთხოვნასა და მიღებას (იხ. პარაგრაფები 250-252 და 257 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ "ამოშლილთაგან" არავის, ჯერ-ჯერობით, არ მიუღია კომპენსაცია საბოლოო და სავალდებული გადაწყვეტილებით იმ ზიანისათვის, რომელიც მათ მიადგათ; თუმცა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სამართალწარმოება ჯერ ისევ მიმდინარეობს (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ). ამასთანავე, არცერთი მომჩივანის სარჩელი კომპენსაციაზე არ დაკმაყოფილებულა პროკურატურის მიერ. შესაბამისად, სლოვენიაში კომპენსაციის მიღების პერსპექტივები, ამ დროისათვის ნაკლებსავარაუდოა მოცემული საქმის მიხედვით (იხ.mutatis mutandis, Dalban, ციტირებული ზემოთ, § 44). დასკვნის სახით, სასამართლო ადგენს, რომ ექვს მომჩივანს, რომელთაც მიენიჭათ ex nunc და ex tunc მუდმივი ცხოვრების ნებართვები დიდი პალატის წინაშე საქმისწარმოების განმავლობაში მაინც შეუძლიათ იდავონ "მსხვერპლის" სტატუსზე ხსენებულ დარღვევებთან მიმართებაში. შესაბამისად, მთავრობის პირველადი პრეტენზიები ამ მხრივ უგულვებელყოფილი უნდა იქნას. დაბოლოს, მთავრობის არგუმენტს რაც შეეხება "მსხვერპლის" სტატუსის არარასებობაზე დანარჩენ მომჩივნებთან დაკავშირებით (ბ-ნი დაბეტიჩი და ქ-ნი რისტანოვიჩი), რომლებსაც არასდროს დაუწყიათ სამართალწარმოება სლოვენიაში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჭიროება მათი განხილვისა, რადგანაც მოცემულ მომჩივანთა სარჩელები ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოუწურველობის გამო (იხ. პარაგრაფები 293-294 ქვემოთ).
...
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ მათ თვითნებურად ჩამოერთვათ სლოვენიაში მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მიღების საშუალება. მათ მოიხმეს კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც მიუთითებს შემდეგს:
"1. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა.
დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."
ა. მხარეთა არგუმენტები
მომჩივნები მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება წარმოედგინათ ოფიციალური მოთხოვნა მოქალაქეობის მისაღებად ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილ მჭიდრო ვადაში. შედეგად, 1992 წლის 26 თებერვალს მათი სახელები უკანონოდ იქნა "ამოშლილი" რეესტრიდან. მომჩივნები ბ-ნი კურიჩი, ბ-ნი დაბეტიჩი და თავდაპირველად აგრეთვე ბ-ნი ადემი ვერ იღებდნენ "ისფრ" რომელიმე სხვა მემკვიდრე სახელმწიფოს მოქალაქეობას და შეიქნენ, de facto, მოქალაქეობის არმქონე პირები. შედეგად, მომჩივნები არ იყვნენ იმგვარ ვითარებაში, რომ წარმატებითი მოითხოვათ სლოვენიაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა მანამდე, სანამ ძალაში არ შევიდა სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი 2010 წელს. პალატის წინაშე მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ უცხოელთა შესახებ კანონის დებულებანი არც ხელმისაწვდომი და არ განჭვრეტადი არ ყოფილა. ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ადექვატური და დეტალური ინფორმაციის მიწოდება ყველა შესაბამისი პირისათვის. ხოლო განჭვრეტადობასთან დაკავშირებით კი, უცხოელთა შესახებ კანონი ცალსახად არ ვრცელდებოდა "ამოშლილებზე" რადგანაც იგი შექმნილი იყო უკანონო უცხოელების სტატუსის დასარეგულირებლად. ამასთანავე, მომჩივნები მიიჩნევდნენ, რომ სლოვენიის ხელისუფლების ზოგადი ქმედებანი თვითნებური გახლდათ. გასაჩივრებული ჩარევა არ იყო სავარაუდოდ დასახული მიზნის, კერძოდ კი უცხოელთა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ცხოვრების კონტროლის პროპორციული, რადგან მომჩივნებს გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი სლოვენიაში მისი დამოუკიდებლობის მიღების დროს. მომჩივნები ძირითადად ეთანხმებოდნენ პალატის დასკვნას და მოუწოდებდნენ მთავრობის პასიური დამოკიდებულების უფრო მკვეთრი სტიგმატიზებისაკენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათთვის არავის შეუტყობინებია სლოვენიის მოქალაქეობაზე ჯეროვანი მიუმართაობის შედეგების შესახებ; საჯარო განცხადებები და საგაზეთო სტატიები საკმარისი არ გახლდათ. "ამოშლა" განხორციელდა თვითნებურად და ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გავრცელდა 25, 671 პირზე. მხოლოდ 1999 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყეს "ამოშლილებმა" იმის გააზრება თუ რა მოხდა მათ თავს. შემდგომ წლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სისტემატურად და მიზანმიმართულად იყო უგულვებელყოფილი მთავრობისა და პარლამენტის მიერ. ახალი ჩარჩო კანონმდებლობა - შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი - მიღებულ იქნა "ამოშლის" უკანონობის დამდგენი პირველი გადაწყვეტილების მიღებიდან თერთმეტ და მეორე გადაწყვეტილებიდან კი შვიდ წელში. მთავრობისაგან განსხვავებით, მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ სლოვენიის ხელისუფლების პოლიტიკაში ჯეროვანი ცვლილებები არ განხორციელებულა კანონის მიღების შემდეგაც. "ამოშლილებს" არამარტო უარი ეთქვათ სლოვენიის მოქალაქეობაზე წვდომაზე, არამედ შეიქნენ ადამიანური ღირსების სერიოზული შელახვის მსხვერპლნიც. "ამოშლამ" გამოუსწორებელი გავლენა იქონია მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, რომელიც ამასთანავე იცავს პირის პერსონალურ მონაცემებს (მომჩივნები ციტირებდნენ, inter alia, Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 90, ECHR 2002‑VI, და Mikulić v. Croatia, no. 53176/99, § 53, ECHR 2002-I). სრულად უფლებაუნარიანი მოქალაქეებიდან, მომჩივნები ერთ ღამეში შეიქნენ უკანონო უცხოელები; რამდენიმე მათგანი მოქალაქეობის არმქონე პირად იქცა და ოცი წელი იცხოვრეს ყოვლად არახელსაყრელ მდგომარეობაში და მნიშვნელოვნად დაუზიანდათ ელენეტარული ადამიანის უფლებები. "ამოშლის" სირთულეები სრულად იყო აღწერილი მომჩივანთა ისტორიებში. მთავრობა განაგრძობდა "ამოშლის" უკანონობისა და თვითნებობის უგულვებელყოფას. მთავრობის სუსტი არგუმენტი "ამოშლილთა" ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისადმი ტოლერანტული მიდგომის შესახებ გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მრვალი პირი დეპორტირებულ იქნა სლოვენიიდან, მათ შორის ხუთი მომჩივანიც. მთავრობა ასევე მნიშვნელობას უკარგავდა 1993 და 2003 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებსაც. წინა კანონმდებლობა თუ მისი იმპლემენტაცია ან ორივე, შესაბამისი ადმინსიტრაციული ხელისუფლების მიერ აშკარად არაადექვატური გახლდათ. მომჩივანთა უმრავლესობამ ცხოვრების ნებართვები ახლახანს მიიღეს სამართლებრივი სტატუსის შესწორებული კანონის მიხედვით. აღნიშნულის მიუხედავად, მათი ვითარება ჯერ მაინც არ იყო დარეგულირებული, რადგან გაცემული არ გახლდათ ფინანსური მისაგებელი. რაც შეეხება სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილ კანონს, მის მიხედვით ჯერ-ჯერობით გაიცა მხოლოდ ოცდაათი ნებართვა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, "ამოშლილთაგან" დაახლოებით 13,000 პირი ჯერ ისევ ელოდება ვითარების მოწესრიგებას. შესაბამისად, ნათელი გახლდათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი გავრცელდებოდა მომჩივნების შემთხვევების მიღმაც, რადგანაც იგი შეეხებოდა "ამოშლილთა" მთლიან კატეგორიას. რაც შეეხება პალატის მიერ მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებული დასკვნის მთავრობისეულ კრიტიკას, პალატას არ დაუდგენია, რომ "ამოშლა", როგორც ასეთი იწვევდა მოქალაქეობის არქონას ან რომ მომჩივანთა უფლებების დარღვევა გამომდინარეობდა მათ მიერ მოქალაქეობის არქონით, არამედ უბრალოდ ასახავდა უდავო და ობიექტურ ფაქტს. მომჩივნებს ჯეროდათ, რომ პალატას უნდა შეეფასებინა "ამოშლის" რეალური გავლენა მოქალაქეობის უფლებებზე საერთაშორისო სამართლის იმ არსობრივი და პროცედურული წესების გათვალისწინებით, რომელიც ეხებოდა მოქალაქეობის არქონის თავიდან აცილებას. "ამოშლამ" შექმნა ფაქტობრივი ვითარება, სადაც უკიდურესად რთული, ხანდახან კი შეუძლებელი გახლდათ მომჩივნებისათვის დაერეგულირებინათ საკუთარი მოქალაქეობა შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე სლოვენიაში ან "ისფრ" რომელიმე სხვა ყოფილ რესპუბლიკაში. მთავრობის დაშვება, რომ ყოფილი "ისფრ"-ს ყოველ მოქალაქეს უნდა შეენარჩუნებინა მისი რესპუბლიკის მოქალაქეობა არ გახლდათ მართებული. არსებობდა მრავალი შემთხვევა, რომელიც სწორედ რომ საპირისპიროს ადასტურებდა, მაგალითად ბ-ნი დაბეტიჩის შემთხვევა (იხ. პარაგრაფი 97 ზემოთ). ბ-ნმა ადემიმ მხოლოდ 2010 წლის აგვისტოში მიიღო მაკედონიის პასპორტი (ი. პარაგრაფი 172 ზემოთ). მთავრობამ ვერ გაითვალისწინა ყველა ის ვითარება, როდესაც პირს არ ჰქონდა რესპუბლიკის მოქალაქეობა. აღნიშნული ძირითადად ვრცელდებოდა იმ პირებზე, რომლებიც დაიბადნენ სლოვენიაში, ხოლო მათ მშობლებს კი სხვა რესპუბლიკის მოქალაქეობა ჰქონდათ ან საერთოდ არ ჰქონდათ მოქალაქეობა. 1968 წლის შემდეგ არსებული პრაქტიკის მიხედვით, პირის მოქალაქეობა აღირიცხებოდა სლოვენიაში არსებულ რეესტრში, თუმცა შესაბამისი მონაცემები ხშირად არ იყო გაზიარებული წარმოშობის ქვეყანასთან მიუხედავად არსებული კანონმდებლობის მიერ ამის მოთხოვნისა. "ისფრ" დაშლის დროს, მთავრობას ეკისრებოდა ვალდებულება სლოვენიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირისათვის მიეცა არჩევანის უფლება სლოვენიის მოქალაქეობასა და ცხოვრების ნებართვას შორის.
მთავრობა პალატის წინაშე მთავრობამ აღნიშნა, რომ 1991 წლის მოვლენები მოიცავდა ახალი სახელმწიფოს შექმნის ისტორიულ ფაქტს და, რომ შესაბამისად, აუცილებელი გახლდათ, ერთის მხრივ, დადგენილიყო მოქალაქეთა ვინაობანი საპარლამენტო არჩევნებისათვის და, მეორეს მხრივ, დარეგულირებულიყო უცხოელთა სტატუსი, მათ შორის ყოფილი "ისფრ"-ს სხვა რესპუბლიკის იმ მოქალაქეებისაც, რომლებიც ცხოვრობდნენ სლოვენიაში. მოცემული მნიშვნელოვანი მომენტი ახალი სახელმწიფოს შექმნის გზაზე მოითხოვდა გადაწყვეტილებების დროულ მიღებას და ამგვარად მწვავე სოციალური საჭიროების დაკმაყოფილებას. კეთილი ნების განაცხადისა და დამოუკიდებლობის კანონმდებლობის მიხედვით (იხ. პარაგრაფები 21-22 და 24-25 ზემოთ), სლოვენიის რესპუბლიკამ მისცა საშუალება "ისფრ" სხვა ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ სლოვენიის ტერიტორიაზე, მიეღოთ სლოვენიის მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობებით. იმ პირებს, რომლებმაც არ გამოიყენეს მოცემული ვითარება, მიენიჭათ უცხოელთა სტატუსი, რომელიც მათ უნდა დაერეგულირებინათ. იმიგრაციის სფეროში, სახელმწიფო უფლებამოსილია არა მართო დაარეგულიროს უცხოელთა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა და ცხოვრება, არამედ ასევე უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომებიც, მათ შორის დეპორტაცია. შესაბამისად, აუცილებელი გახლდათ შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მომჩივანთათვის და რომლის შედეგიც განჭვრეტადი გახლდათ, რათა უზრუნველყოფილიყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ამგვარი კანონმდებლობა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში და დასახული მიზნის პროპორციული გახლდათ. დიდი პალატის წინაშე მთავრობამ აღიარა, რომ "ამოშლა" უკანონო გახლდათ და გამოიწვია კონსტიტუციასთან შეუსაბამო ვითარება. ბოლო წლებში ისინი სრულად დაემორჩილნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რათა გამოესწორებინათ "ამოშლის" შედეგები: 2010 წლის 24 ივლისს სამართლებრივი სტატუსის შეცვლილი კანონი შევიდა ძალაში და 2009 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, სამინისტრომ განაგრძო ex tunc მუდმივი ნებართვების გაცემა. მეტიც, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებები რათა ინფორმაცია მიწოდებულიყო "ამოშლილ" პირთათვის (მაგალითად, ბროშურა, ინტერნეტი და უფასო სატელეფონო ხაზი). პალატის გადაწყვეტილებამ მოცემულ ქმედებებს არ მისცა ჯეროვანი შეფასება. 1991 წელს მომჩივნები ჯეროვნად გახლდნენ ინფორმირებულნი ოფიციალურ მაცნესა და პრესის დახმარებით საკუთარი სტატუსის რეგულირების საშუალების არსებობისა და მუდმივი ან დროებითი ცხოვრების ნებართვის მიღების საჭიროების შესახებ, თუკი მათ სურდათ სლოვენიაში ცხოვრების გაგრძელება უცხოელთა შესახებ კანონის (მუხლი 16) მიხედვით. 1992 წლიდან 1997 წლამდე მთლიანობში გაიცა 4,893 ამგვარი ნებართვა და შესაბამისი პირობები განმარტებულ იქნა განმცხადებელთა სასარგებლოდ. დაახლოებით 12,500 მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცა როგორც თავდაპირველი, ისე შეცვლილი სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 67, 76 და 80 ზემოთ). ამასთანავე, მართალია კონვენციის მე-8 მუხლი ვერ განიმარტება გარკვეული ტიპის ცხოვრების ნებართვის გარანტიად, და მართალია არჩევანი კონვენციაში გაწერილი უფლებების პატივისცემის მისაღწევად ეროვნული ხელისუფლების ცალსახა პრეროგატივას წარმოადგენს (მთავრობამ მოახდინა Sisojeva and Others საქმის ციტირება, § 91), სლოვენიის რესპუბლიკამ გადაწყვიტა "ამოშლილ" პირთათვის მიეცა უცხოელთათვის ყველაზე ხელსაყრელი სამართლებრივი სტატუსის მუდმივი რეტროაქტიული ცხოვრების ნებართვები. მოცემულით მთავრობამ გადააჭარბა კონვენციით დადგენილ მინიმუმს. მთავრობამ გაასაჩივრა პალატის გადაწყვეტილების ის დებულებანი, რომელიც ეხებოდა მოქალაქეობის არქონას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ "ამოშლამ" გამოიწვია რეგისტრირებული მუდმივი ცხოვრების შეწყვეტა და არ ჰქონია გავლენა პირთა მოქალაქეობაზე. შესაბამისად, პალატის დასკვნები ამ მხრივ სამართლებრივად და არსობრივად არამართებული გახლდათ. მათ ყურადღება გაამახვილეს "ორმაგი მოქალაქეობის" არსზე: პრინციპში, "ისფრ" ყველა მოქალაქეს გააჩნდა ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეობა. იმის გამო, რომ "ისფრ" სისტემა არ უშვებდა მოქალაქეობის არქონას, არც "ისფრ" დაშლას არ უნდა გამოეწვია ამგვარი ვითარება.
მესამე მხარეები Open Society Justice Initiative -მა აღნიშნა, რომ პროცესი, რომლის შედეგადაც ინდივიდები აღმოჩნდენ მოქალაქეობაზე უარის გაცხადებისა და მოქალაქეობის არქონის თვითნებური საფრთხის წინაშე, დიდ გავლენას ახდენდა დაზარალებულ პირებზე და ერეოდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში. UNHCR მონაცემების მიხედვით, 2009 წლის ბოლოს, 4,090 ყოფილი "ისფრ" მოქალაქე, რომელიც "ამოშლილ" იქნა 1992 წელს ახლა მოქალაქეობის ქონის გარეშე ცხოვრობდა სლოვენიაში. ევროპის კავშირის კვლევის მიხედვით, 2002 წლის შემდეგ სლოვენიაში ნატურალიზაცია მოახდინა მხოლოდ ხუთმა მოქალაქეობის არმქონე პირმა. ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის მიხედვით არსებობდა პოზიტიური ვალდებულება თავიდან აცილებულიყო მოქალაქეობის არქონა და გაუმჯობესებულიყო იმ პირთა მდგომარეობა, რომლებიც მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მემკვიდრეობის დროს. მოქალაქეობის არმქონე პირები მარგინალიზებულნი და განსაკუთრებით მოწყვლადნი იყვნენ. Open Society Justice Initiative დაეფუძნა მოქალაქეობაზე ევროპულ კონვენციას, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა ჩვეულებრივ საცხოვრებელზე, "ჯეროვანი და ეფექტიანი კავშირის" ცნებასა და სახელმწიფოს ვალდებულებაზე ხელი შეეწყო მოქალაქეობის მიღებაზე მის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის. მეტიც, ევროპის საბჭოს კონვენცია სახელმწიო მემკვიდრეობის დროს მოქალაქეობის არქონის თავიდან აცილების შესახებ ძალაში შევიდა 2010 წლის 1 აგვისტოს. განმარტებითი ანგარიში აღნიშნავდა, რომ მოქალაქეობის არქონის თავიდან აცილება წარმოადგენდა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმას, რომელიც სავალდებულო გახლდათ სლოვენიისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს არ მოუხდენია მოცემული ხელშეკრულების რატიფიცირება. მოქალაქეობის არქონის სერიოზული საკითხები წამოიჭრა "ისფრ" მემკვიდრე სახელმწიფოთა კონტექსტში. სლოვენიაში "ამოშლილთა" შორის მრავალი პირი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. ის ფაქტი, რომ "ისფრ" მემკვიდრე სახელმწიფოებმა აირჩიეს მოქალაქეობის მინიჭება მათსავე რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე იწვევდა რიგ შედეგებს: ზოგიერთი ყოფილი "ისფრ" მოქალაქე არ ფლობდა ან ვერ ამტკიცებდა საკუთარი რესპუბლიკის მოქალაქეობას სხვადასხვა მიზეზების გამო (შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დოკუმენტების ან რეესტრის განადგურება ან ორივე, დაბადების ადგილას პირის მიერ რესპუბლიკის მოქალაქეობის დადასტურების შეუძლებლობა და სხვა). UNHCR -ს გააჩნდა საგრძნობი ინფორმაცია და ახორციელებდა სამართლებრივი დახმარების პროგრამებს მემკვიდრე ქვეყნებში ხუთი წლის განმავლობაში. მოცემული ვითარება არაპროპორციულად გავრცელდა მოწყვლად ჯგუფებზე, კერძოდ კი ბოშური წარმოშობის უმცირესობებზე. მთავრობის მცდელობანი დაერეგულირებინა "ამოშლილთა" სტატუსი ცხოვრების ნებართვების ეხ პროპრიო მოტუ გაცემის გზით და შესწორებული სამართლებრივი სტატუსის შესახებ სტატუსის იმპლემენტაციით მისასალმებელი გახლდათ. თუმცა, UNHCR წუხდა, რომ მოცემული რეფორმები არ აძლევდა "ამოშლილებს" საშუალებას მიეღოთ მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოქალაქეობა დაწესებული რთული წინაპირობების გამო. სხვა მესამე მხარეებიც არსობრივად იზიარებდნენ Oპენ შოციეტყ ჟუსტიცე Iნიტიატივე -ის არგუმენტებს.
ბ. პალატის გადაწყვეტილება პალატამ აღნიშნა, რომ 1991 წლამდე, მომჩივნებს ჰქონდათ კანონიერი მუდმივი რეზიდენტის სტატუსი სლოვენიის ტერიტორიაზე "ისფრ" კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა მაშინ რამდენიმე წლის განმავლობაში, უმეტეს ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშიც კი, და შესაბამისად პირების სარგებლობდნენ უფრო ძლიერი რეზიდენტის სტატუსით ვიდრე გრძელვადიანი მიგრანტები. მათ ყველამ გაატარეს საკუთარი სიცოცხლის მნიშნველოვანი ნაწილი სლოვენიაში და სწორედ ამ ქვეყანაში განივითარეს პირადი, სოციალური, კულტურული, ლინგვისტური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს; მათმა უმეტესობამ ოჯახები შექმნა სლოვენიაში ან შეინარჩუნა კავშირები იქ მცხოვრებ ოჯახებთან. პალატამ დაასკვნა, რომ მომჩივნებს, შესაბამისად ჰქონდათ პირადი ან ოჯახური ცხოვრება ან ორივე სლოვენიაში მოცემულ დროს კონვენციის 8 § 1 მუხლის მნიშვნელობით. "ამოშლის" შედეგები და სლოვენიის ხელისუფლების განგრძობადი უარი სრულად დაერეგულირებინათ მომჩივანთა ვითარება წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების განხორციელებაში ჩარევას, კერძოდ კი მოქალაქეობის არქონის შემთხვევებში (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 348-361). რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყო ჩარევა "კანონის შესაბამისი" მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პალატამ დაადგინა, რომ "ამოშლა" უკანონოდ იქნა მიჩნეული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ვერ ხედავდა მიზეზს თუ რატომ უნდა მიღებული დადგენილი გადაწყვეტილებიდან. პალატამ, შესაბამისად, დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, მათ შორის შესაბამისი საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეობის არქონის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მემკვიდრეობის დროს (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 362-276).
გ. დიდი პალატის შეფასება
1. ვრცელდება თუ არა მე-8 მუხლი მომჩივანთა საჩივრებზე დიდი პალატა აღნიშნავს დასაწყისშივე, რომ მთავრობას მის წინაშე არ უდავია მასზედ, რომ "ამოშლა" და მისი შედეგები ნეგატიური შედეგის მომტანი იყო მომჩივანთათვის და უტოლდებოდა ჩარევას მათ "პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაში" ან ორივეს, კონვენციის 8 $ 1 მუხლის მიხედვით (იხ. Slivenko v. Latvia [GC], no. 48321/99, § 96, ECHR 2003 X). ორივე მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, დიდი პალატა ვერ ხედავს მიზეზს რათა გადაუხვიოს პალატის გადაწყვეტილებას მასზედ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ~ამოშლა" განხორციელდა 1994 წლის 28 ივნისამდე, ანუ მანამდე სანამ კონვენცია ძალაში შევიდოდა სლოვენიისათვის, მომჩივნებს მოცემულ დროს ჰქონდათ პირადი ან ოჯახური ცხოვრება ან ორივე სლოვენიაში კონვენციის 8 $ 1 მუხლის მიხედვით და რომ "ამოშლა" ჩაერია და განაგრძობდა ჩარევას მე-8 მუხლით დაცულ მათ უფლებებში (იხ. პარაგრაფი 337 ზემოთ). შესაბამისად, განსახილველი რჩება თუ რამდენად იყო ჩარევა შესაბამისობაში კონვენციის მე-8 მუხლის მეორე ნაწილთან, ანუ იყო თუ არა ის "კანონის შესაბამისი", ისახავდა თუ არა მოცემულ ნაწილში ჩამოთვლილ ერთ-ერთ დადგენილ კანონიერ მიზანს და იყო თუ არა "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში".
2. ჩარევის გამართლება
(ა) იყო თუ არა ჩარევა "კანონის შესაბამისი" სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ფრაზა "კანონთან შესაბამისი" საჭიროებს, რომ გასაჩივრებული ზომა უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას და ამასთანავე აწესებს რიგ მოთხოვნებს მოცემულ კანონთან მიმართებაში, ითხოვს რა ამ უკანასკნელის ხელმისაწვდომობას მოცემული პირისათვის და მისი შედეგების განჭვრეტადობას Amann v. Switzerland [GC], no. 27798/95, § 50, ECHR 2000-II, და Slivenko, ციტირებული ზემოთ, $ 100). სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა სახელების "ამოშლა" რეესტრიდან სხვა დანარჩენ 25,000 მეტ ყოფილი "ისფრ" მოქალაქესთან ერთად განხორციელდა ერთობლივად 1991 წლის 25 ივნის ამოქმედებული დამოუკიდებელი კანონმდებლობის ორი ნაწილით: მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლისა და უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფები 25 და 27 ზემოთ). მოცემული ყოფილი "ისფრ" მოქალაქეები, რომლებიც ფლობდნენ ერთ-ერთი სხვა რესპუბლიკის მოქალაქეობასა და სლოვენიის მუდმივი რეზიდენტის სტატუსს, და რომლებმაც ვერ წარმოადგინოს სლოვენიის მოქალაქეობაზე მოთხოვნა 1991 წლის 25 დეკემბრამდე, ან რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა, აღმოჩნდნენ უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მეორე ნაწილით მოცულნი. 1992 წლის 26 თებერვალს, როდესაც მოცემული დებულება პირდაპირ აღსრულებადი გახდა, მომჩივნები იქცნენ უცხოელებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-40 მუხლი და უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლი წარმოადგენდნენ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რომელიც ხელმისაწვდომი გახლდათ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მომჩივნებს, შესაბამისად, შეეძლოთ განეჭვრიტათ, რომ სლოვენიის მოქალაქეობაზე მიმრთვის გარეშე, მათ მოეპყრობოდნენ როგორც უცხოელებს. თუმცა, სასამართლოს აზრით, მათ არ შეეძლოთ გონივრულად განეჭვრიტათ, რადგანაც მსგავსი დებულება არ არსებობდა, რომ მათი უცხოელის სტატუსი გამოიწვევდა სლოვენიის ტერიტორიაზე ცხოვრების უკანონობას და შედეგად მოჰყვებოდა ისეთი უკიდურესი ზომა, როგორიც გახლავთ "ამოშლა". ამ მხრივ, უნდა გავიხსენოთ, რომ "ამოშლა" განხორციელდა ავტომატურად და წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომჩივნებს არ მიეცათ საშუალება შესაბამისი ორგანოს წინაშე გაესაჩივრებინათ აღნიშნული ფაქტი ან წარმოედგინათ განმარტებანი თუ რატომ ვერ მოახერხეს სლოვენიის მოქალაქეობაზე მიმართვა. შეტყობინების ან პერსონალური ინფორმირების არარსებობის გამო, მათ შესაძლოა ჩაეთვალათ, რომ მათი სტატუსი, როგორც რეზიდენტებისა, უცვლელი იყო და რომ მათ შეეძლოთ სლოვენიაში ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელება როგორც ეს ხდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. მართლაც, მათ შემთხვევეით შეიტყვეს "ამოშლის" შესახებ (იხ. პარაგრაფები 89, 111, 126, 137, 162 და 177 ზემოთ). გამომდინარე აღნიშნულიდან, იქმნება სერიოზული ეჭვი გასაჩივრებული ზომის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ 1999 წლის 4 თებერვალს მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ "ამოშლილთა" სახელების გადაცემა მუდმივ რეზიდენტთა რეესტრიდან ცხოვრების ნებართვის არმქონე უცხოელთა რეესტრისათვის არ ეფუძნებოდა არცერთ ეროვნულ საკანონმდებლო დებულებას; არც უცხოელთა შესახებ კანონი და არც მაცხოვრებელთა ცხოვრების მტკიცებულებისა და მოსახლეობის რეესტრის შესახებ კანონი არ აწესებდა ასეთ ex lege რეგისტრაციიდან მოხსნასა და გადაცემას (იხ. პარაგრაფები 41 და 214 ზემოთ). ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არცერთი სამართლებრივი დებულება არ არეგულირებდა "ამოშლილი" პირის სამართლებრივი სტატუსის გადასვლას სლოვენიაში მცხოვრებ უცხოელთა სტატუსზე; უცხოელთა შესახებ კანონის მე-13 და მე-16 მუხლები (იხ. პარაგრაფი 207 ზემოთ) განსაზღვრული იყო სლოვენიის ტერიტორიაზე შემომსვლელი უცხოელებისათვის და, შესაბამისად, არ ვრცელდებოდა მომჩივნებზე (იხ. 41-42, 44-45, 214 პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, არსებობდა საკანონმდებლო ვაკუუმი იმ ყოფილი "ისფრ" მოქალაქეებისათვის, რომლებიც ფლობდნენ რომელიმე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და ხვდებოდნენ უცხოელთა შესახებ კანონის 81-ე მუხლის მეორე ნაწილის მოქმედების სფეროში, რადგან არ არსებობდა პროცედურა, რომლის მიხედვითაც ისინი მოითხოვდნენ მუდმივი ცხოვრების ნებართვას. უცხოელთა შესახებ კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, მათ შეეძლოთ მხოლოდ დროებითი ცხოვრების ნებართვის მოთხოვნა, როგორც იმ უცხოელებს, რომლებიც შემოდიოდნენ სლოვენიაში მოქმედი ვიზით და სურდათ ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო ხანგრძლივად დარჩენა. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული ერთეულებისათვის გაგზავნილი, კერძოდ კი 1992 წლის 28 თებერვლისა დ 15 ივნისით დათარიღებული, ადმინისტრაციული ცირკულარის მიხედვით, რომელიც ეხებოდა უცხოელთა შესახებ კანონის იმპლემენტაციას, 81-ე მუხლის ინტერპრეტაციასა და ჩანაწერების შენახვას (იხ. პარაგრაფები 28, 30 და 35 ზემოთ), ნათელია რომ სლოვენიის ხელისუფლებამ იცოდა იმ დროსვე ფარულად განხორციელებული "ამოშლის" ნეგატიური შედეგების შესახებ. მნიშვნელობის გამო, მოცემული ადმინისტრაციული ცირკულარები არ იყო მომჩივანთათვის ხელმიაწვდომი. სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ 1999 წლის 8 ივლისამდე, როდესაც მიღებულ იქნა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი, გასაჩივრებული სლოვენიური კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრქტიკა, რომელიც აისახა "ამოშლით" არ ხასიათდებოდა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის ჯეროვანი მახასიათებლებით. მართალია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ, 1999 წლის 8 ივლისს მიღებულ იქნა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი, რათა დარეგულირებულიყო "ამოშლილთა" ვითარება (იხ. პარაგრაფები 49-50 ზემოთ). თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 3 აპრილს დაადგინა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის რიგი დებულებანი არაკონსტიტუიური გახლდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც "ამოშლილებს" არ მიენიჭათ რეტროაქტიული ცხოვრების ნებართები და ვერ დარეგულირდა დეპორტირებულ პირთა მდგომარეობა (იხ. პარაგრაფები 58-60 და 215 ზემოთ). საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების, რომელიც ითხოვდა ზოგადი ზომების განხორციელებას, აღსრულებას დასჭირდა შვიდი წელი, 2010 წლის 24 ივლისამდე, როდესაც მოხდა სამართლებრივი სტატუსის შესახებ აქტის შესწორება (იხ. პარაგრაფი 76 ზემოთ). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ 2010 წლამდე მაინც, ეროვნული სამართლებრივი სისტემა ვერ არეგულირებდა ნათლად "ამოშლის" შედეგებსა და მოცემულ სიაში მოხვედრილ პირთა ცხოვრების სტატუსს. შესაბამისად, მომჩივნებს არამარტო არ შეეძლოთ გასაჩივრებული ზომის განჭვრეტა, არამედ ასევე არ შეეძლოთ იმის წარმოდგენა, თუ რა შედეგებს იქონიებდა ეს უკანასკნელი მათ პირად თუ ოჯახურ ან ორივე ცხოვრებაზე. მოცემული საკმარისია იმის დასადგენად, რომ მომჩივანთა მე-8 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევა არ იყო "კანონის შესაბამისი" და რომ შესაბამისად, მოცემული დებულება დარღვეულ იქნა. თუმცა, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, და "ამოშლის" ფართო შედეგების გათვალისწინებით, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს იმის განხილვას, თუ რამდენად იყო მოცემული ზომა, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო საკანონმდებლო საფუძველი, კანონიერი მიზნის შესაბამისი და პროპორციული.
(ბ) ემსახურებოდა თუ არა ჩარევა კანონიერ მიზანს მთავრობამ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ყალიბდებოდა, დამოუკიდებელი კანონმდებლობა მიზნად ისახავდა ეროვნული უსაფრთხოების კანონიერი მიზნის დაცვას. ამასთანავე, სახელმწიფოს უფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელთა შემოსვლა და ცხოვრება გულისხმობს, რომ მას შეუძლია გადამწყვეტი ზომების მიღება, მათ შორის დეპორტაციის სახით, იმ პირების მიმართ, რომლებიც არღვევენ საიმიგრაციო კანონმდებლობას (იხ. პარაგრაფი 325 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი კანონმდებლობისა და იმ ზომების, რომელიც მიღებული იქნა მომჩივნების მიმართ, მიზანი ვერ განიხილება "ისფრ" დაშლის, 1991 წელს სლოვენიის მიერ დამოუკიდებლობის მიღებისა და ეფექტიანი პოლიტიკური დემოკრატიის დაფუძნებისაგან დამოუკიდებლად, რომელმაც შედეგად გამოიწვია "სლოვენიის მოქალაქეთა კორპუსის" შექმნა საპარლამენტო არჩევნებამდე. გასაჩივრებული ჩარევა ("ამოშლა") განხილულ უნდა იქნას ამ ზოგად გარემოებებში. სასამართლო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის კანონმდებლობის შექმნა, რომელიც აწესებდა ყოფილი "ისფრ" სხვა რესპუბლიკების იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც სლოვენიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სლოვენიის მოქალაქეობის მინიჭების უფლებას მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში, სლოვენიის ხელისუფლების მიერ "სლოვენიის მოქალაქეთა კორპუსის" შექმნასა და შესაბამისად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას (იხ.mutatis mutandis, Slivenko, ციტირებული ზემოთ, §§ 110-111) წარმოადგენდა კონვენციის 8 $ 2 მუხლით განსაზღვრულ კანონიერ მიზანს.
(გ) რამდენად იყო ჩარევა "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში"? ხსენებულ დამოუკიდებლობის კანონმდებლობას, თუმცა ჰქონდა ნეგატიური გავლენა ყველა იმ ყოფილ "ისფრ" მოქალაქეზე, რომელმაც დადგენილ ექვსი თვის ვადაში ვერ მოითხოვა სლოვენიის მოქალაქეობა და შესაბამისად გადაიქცა უცხოელად, რომელიც უკანონოდ ცხოვრობს სლოვენიის ტერიტორიაზე იმის გამო, რომ მათი სახელები "ამოშლილი" გახლდათ მუდმივი რეზიდენტთა რეესტრიდან. სასამართლო შეაფასებს მოცემული ზომის შესაბამისობას მომჩივანთა უფლებასთან დაცული იყოს მათი პირადი თუ ოჯახური თუ ორივე ცხოვრების პატივიცემა. იგი იმეორებს, რომ ზომა, რომელიც ერევა კონვენციის 8 $ 1 მუხლით დაცულ უფლებებთან შესაძლოა ჩაითვალოს "აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში" თუკი იგი მიღებულ იქნა მწველი სოციალური საჭიროების ფარგლებში და თუკი ეს უკანასკნელი დასახული მიზნის პროპორციულია. სასამართლოს ფუნქციაა იმის გარკვევა, თუ რამდენად ახერხებდა გასაჩივრებული ზომები ჯეროვანი ბალანსის დაცვას კონკრეტულ ინტერესებს, კერძოდ კი კონვენციით დაცული ინდივიდის უფლებებისა, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საზოგადოების ინტერესს შორის (იხ.Slivenko, ციტირებული ზემოთ, $ 113). სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონვენცია არ აძლევს უცხოელებს გარანტიას შევიდნენ ან იცხოვრონ რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ უფლება, დამკვიდრებული საერთაშორისო სამართლისა და საკუთარი სახელშეკრულებო ვალადებულებების, მათ შორის კონვენციის, მიხედვით, აკონტროლონ უცხოელთა შესვლა, ცხოვრება და გაძევება საკუთარი ტერიტორიიდან (იხ. სხვა მრავალს Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, § 73, Reports 1996‑V; El Boujaïdi v. France, 26 სექტემბერი 1997, § 39, Reports 1997‑VI; Baghli v. France, no. 34374/97, § 45, ECHR 1999‑VIII; Boultif v. Switzerland, no. 54273/00, § 39, ECHR 2001‑IX; Üner v. the Netherlands [GC], no. 46410/99, § 54, ECHR 2006‑XII; და Slivenko, ციტირებული ზემოთ, § 115). თუმცა, ზომები, რომელიც ზღუდავს ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, იწვევდეს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას, თუკი ეს უკანასკნელი არაპროპორციულ გავლენას ახდენს კონკრეტული ინდივიდის პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაზე, ან ორივეზე (იხ. Boultif, ციტირებული ზემოთ, § 55; Slivenko, AcadNusx, § 128; Radovanovic v. Austria, no. 42703/98, §§ 36‑37, 22 აპრილი 2004; და Maslov v. Austria [GC], no. 1638/03, § 100, ECHR 2008). წინამდებარე საქმეში მომჩივნები, რომლებიც სლოვენიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე კანონიერად ცხოვრობდნენ სლოვენიაში რამდენიმე წლის განმავლობაში, იყვნენ "ისფრ" ყოფილი მოქალაქეები და სარგებლობდნენ სოციალური და პოლიტიკური უფლებების ფართო სპექტრით. "ამოშლის" გამო ისინი აღმოჩნდნენ არასახარბიელო შედეგების წინაშე, ისეთის როგორიც გახლავთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურება, დასაქმების დაკარგვა, ჯანმრთელობის დაზღვვის დაკარგვა, პირადობის დოკუმენტებისა თუ მართვის მოწმობის აღდგენის შეუძლებლობა და საპენსიო უფლებების დარეგულირებისას პრობლემები. მართლაც, დამოუკიდებლობის კანონმდებლობის სამართლებრივმა ვაკუუმმა (იხ. პარაგრაფი 334 ზემოთ) ჩამოართვა მომივნებს საკუთარი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც მათ აქამდე აძლევდა უფლებების ფართო სპექტრით სარგებლობის საშუალებას. სავარაუდოდ, "ამოშლა" იყო შედეგი სლოვენიის მოქალაქეობის მისაღებად არ მიმართვისა. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელს, რომელიც კანონიერად ცხოვრობს ქვეყანაში, შესაძლოა სურდეს მოცემულ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება მისი მოქალაქეობის მიღების გარეშეც. როგორც დასტურდება იმით, თუ მრავალი წლის განმავლობაში მომჩივნებს რამდენი სირთულე შეექმნათ ჯეროვანი ცხოვრების ნებართვის მისაღებად, სლოვენიის კანონმდებლობამ ვერ მოახერხა იმგვარი დებულებების ამოქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა ყოფილი "ისფრ" ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეობის მქონე პირების მიერ ცხოვრების სტატუსის დარეგულირებისაკენ იმ შემთხვევაში თუკი ისინი აირჩევდნენ არ გამხდარიყვნენ, ან ვერ მოახერხებდნენ მიემართათ სლოვენიის მოქალაქეობაზე. ამგვარი დებულება არ დაუპირისპირდებოდა უცხოელთა ცხოვრების კონტროლისა თუ სლოვენიის მოქალაქეთა კორპუსის შექმნის, ან ორივეს კანონიერ მიზანს. ამ მხრივ, სასამართლო იმეორებს, რომ მაშინ როდესაც მე-8 მუხლის მთავარი მიზანი გახლავთ ინდივიდის დაცვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან თვითნებური ქმედებისაგან, იგი არამარტო აიძულებს სახელმწიფოს თავი შეიკავოს ამგვარი ჩარევისაგან: მოცემულ ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად, შესაძლებელია არსებობდეს პოზიტიური ვალდებულებებიც, რომელიც განუყოფელია პირადი თუ ოჯახური ცხოვრების, ან ორივეს "პატივისცემისაგან", განსაკუთრებით კი გრძელვადიანი მიგრანტების შემთხვევაში, მსგავსად მომჩივნებისა (იხ. mutatis mutandis, Gül v. Switzerland, 19 თებერვალი 1996, § 38, Reports 1996-I; Ahmut v. the Netherlands, 28 ნოემბერი 1996, § 67, Reports 1996‑VI; და Mehemi v. France (no. 2), no. 53470/99, § 45, ECHR 2003 IV). სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ყოფილი "ისფრ" მოქალაქეების რეზიდენტის სტატუსის დარეგულირება გახლდათ აუცილებელი ნაბიჯი რომლის გადადგმაც შეეძლო სახელმწიფოს რათა უზრუნველეყო, რომ სლოვენიის მოქალაქეობის მიუღებლობა არ მოახდენდა არაპროპორციულ გავლენას "ამოშლილთა" მე-8 მუხლით დაცულ უფლებებზე. ამგვარი რეგულირების არარსებობამ და ხანგრძლივმა შეუძლებლობამ პირებს მიეღოთ მოქმედი ცხოვრების ნებართვები, გამოიწვია ჯეროვანი ბალანსის დარღვევა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის კანონიერ ინტერესსა და მომჩივანთა პირადი თუ ოჯახური, ან ორივე უფლების ეფექტიან პატივისცემას შორის.
(დ) დასკვნა სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ მცდელობებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 და 2003 წლის გადაწყვეტილებების შემდეგ, ისევე როგორც ახლახანს ამოქმედებული სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის მიუხედავად, სლოვენიის ხელისუფლებამ სრულფასოვნად და საჭირო სისწრაფით ვერ გამოასწორა "ამოშლის" შედეგად გამოწვეული ფართო და მწველი შედეგები მომჩივანთა მიმართ. ზემოთხსენებული მიზეზების გამო, გასაჩივრებული ზომები არც "კანონის მიერ განსაზღვრული" და არც "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში" არ გახლდათ, რათა მათი საშუალებით მიღწეულიყო ეროვნული უსაფრთხოების კანონიერი მიზანი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
...
IV. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში მომჩივნები დავობდნენ, რომ კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ისინი დისკრიმინირებულნი იყვნენ მათი ეროვნული წარმოშობის მიხედვით სხვა უცხოელ მოქალაქეებთან შედარებით (ე.წ. "ნამდვილი" უცხოელები), რომლებიც განაგრძობდნენ სლოვენიაში ცხოვრებას დროებითი თუ მუდმივი ცხოვრების ნებართვების საფუძველზე. მათ მოიხმეს კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
"ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად."
ა. მხარეთა არგუმენტები
მომჩივნები მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ ნაკლებად ხელსაყრელად მოეპყრნენ "ნამდვილ" უცხოელებთან შედარებით, რომლებიც ცხოვრობდნენ სლოვენიაში დამოუკიდებლობამდე და რომელთა მუდმივი ცხოვრების ნებართვებიც ძალაში რჩებოდა უცხოელთა შესახებ კანონის 82-ე მუხლის მიხედვით. მომჩივნების აზრით, "ამოშლილთა" მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი გახლდათ მოცემული საქმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და შესაბამისად, დიდ პალატას უნდა განეხილა არსობრივად მათი სარჩელები კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე (მათ მოახდინეს შემდეგი საქმეების ციტირება Chassagnou and Others v. France [GC], nos. 25088/94, 28331/95 და 28443/95, § 89, ECHR 1999‑III, და Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, §§ 160-168, ECHR 2005 VII). მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დისკრიმინაციის არსებობა. თუკი "ნამდვილ" უცხოელთა განგრძობადი ცხოვრების უფლება აღიარებული იყო უცხოელთა შესახებ კანონით, იგივე კიდევ უფრო მეტად უნდა გავრცელებულიყო "ამოშლილებზეც". დაბოლოს, მომჩივნები ასაჩივრებდნენ მოპასუხე მთავრობის არგუმენტებს (იხ. პარაგრაფი 379 ზემოთ) მასზედ, რომ მათთან დაკავშირებით განხორციელდა პოზიტიური დისკრიმინაცია, რადგანაც ისინი არ დაექვემდებარნენ დეპორტაციას; სინამდვილეში ხუთი მომჩივანი დეპორტირებულ იქნა.
მთავრობა მთავრობა აღნიშნავდა, რომ დამოუკიდებლობის დროს, სლოვენიის რესპუბლიკამ მისცა სხვა, "ისფრ" ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებს, რომლებიც სლოვენიის მუდმივი რეზიდენტები გახლდნენ საშუალება მიეღოთ სლოვენიის მოქალაქეობა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით. ამასთანავე, 1991 წლის საკონსტიტუციო კანონი გარანტიას იძლეოდა, რომ ისინი მიიღებდნენ სლოვენიის მოქალაქეების თანასწორ მოპყრობას მანამდე სანამ მიიღებდნენ სლოვენიის მოქალაქეობას ან მანამდე სანამ ამოიწურებოდა უცხოელთა შესახებ კანონით დადგენილი ვადები (იხ. პარაგრაფი 202 ზემოთ). თუმცა, სლოვენიის მოქალაქეთა კორპუსის ჩამოყალიბების საჭიროების გათვალსიწინებით - განსაკუთრებით კი 1992 წლის საპარლამენტი არჩევნების გამო - მოცემული თანასწორი მოპყრობა უვადოდ ვერ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, სწორედ რომ მუდმივ რეზიდენტებზე, რომლებიც არ ფლობდნენ სლოვენიის მოქალაქეობას, იყო დამოკიდებული გამოეყენებინათ შესაფერი მომენტი და მიეღოთ დამოუკიდებელი სლოვენიის მოქალაქეობა; მოქალაქეობის მიღება ავტომატურად არ ხდებოდა. მომჩივნების პოზიცია, შესაბამისად უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ მათ როგორც უცხოელებმა, ვერ მიიღეს მუდმივი ცხოვრების ნებართვები. მათ მოექცნენ მსგავსად სხვა უცხოელებისა, რომელთაც არ ჰქონდათ ცხოვრების ნებართვა. რაც შეეხება "ისფრ" კანონმდებლობას და უცხოელთა შესახებ კანონის დებულებებს, მომჩივნები და "ნამდვილი" უცხოელები არასდროს ყოფილან შედარებად ვითარებებში. მეტიც, მომჩივნებმა ისარგებლეს პოზიტიური დისკრიმინაციით, რადგანაც არ მომხდარა მათი დეპორტირება სლოვენიიდან.
მესამე მხარეები სერბეთის მთავრობის გარდა, პალატის წინაშე წარმოდგენილ სხვა დანარჩენ მესამე მხარეთა არგუმენტები ეხებოდა უწინარესად დისკრიმინაციის საკითხს, რომელიც სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონედ არის მიჩნეული. მესამე მხარედ ჩართულებმა აღნიშნეს, რომ "ამოშლილები" დაექვემდებარნენ დისკრიმინაციას, როგორც პირდაპირ ისე ირიბად მათი ეროვნული წარმოშობის, ეთნიკურობისა თუ ორივე საფუძვლით (ციტირებდნენ საქმეს D.H. and Others v. the Czech Republic ციტირებული ზემოთ, პარა. 175). უცხოელთა შესახებ კანონი აწესებდა უფრო მკაცრ პირობებს "ამოშლილთათვის" ვიდრე სხვა უცხოელებისათვის. იმის გამო, რომ სლოვენიის მოსახლეობა ეთნიკურად ჰომოგენური გახლდათ სხვა "ისფრ" რესპუბლიკებთან შედარებით, "ამოშლამ" არაპროპორციული გავლენა იქონია არაეთნიკურ სლოვენიელებზე, ყოფილ "ისფრ" უმცირესობებზე და ბოშებზე, ამასთანავე განახორციელა რა დისკრიმინაცია მაცხოვრებლებს შორის ეთნიკურ საფუძველზე. არ არსებობდა ობიექტური გამართლება იმ საშინელი შედეგებისა რაც იწვნიეს "ამოშლილებმა". დაბოლოს, ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა განმარტეს დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ქმედების დამავალდებულებლად.
ბ. პალატის გადაწყვეტილება პალატამ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის დადგენის გამო არ იყო საჭირო მომჩივნების სარჩელის განხილვა კონვენციის მე-14 მუხლით (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფი 100).
გ. დიდი პალატის შეფასება წინამდებარე საქმეში დისკრიმინაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დიდი პალატა, განსხვავებით პალატისაგან, მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი სარჩელი უნდა განხილულ იქნას.
1. კონვენციის მე-14 მუხლის გამოყენებადობა სასამართლო მუდმივარ აღნიშნავს, რომ მე-14 მუხლი წარმოადგენს კონვენციისა და მისი ოქმების სხვა არსობრივი დებულებების დამატებას. მას არ გააჩნია დამოუკიდებელი არსებობა, რადგანაც მას გავლენა აქვს სხვა დებულებებით გარანტირებული "უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობაზე". მართალია მე-14 მუხლის გამოყენება არ გულისხმობს მოცემულ დებულებათა დარღვევას და ამ მხრივ იგი ავტონომიური ხასიათისაა - მისი გამოყენება შეუძლებელია ერთი ან მეტი სხვა მუხლის გამოყენების გარეშე (იხ. სხვა მრავალს შორის Van Raalte v. the Netherlands, 21 თებერვალი 1997, § 33, Reports 1997-I; Petrovic v. Austria, 27 მარტი 1998, § 22, Reports 1998-II; და Zarb Adami v. Malta, no. 17209/02, § 42, ECHR 2006-VIII). წინამდებარე საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ზომები წარმოადგენდა უკანონო ჩარევას მომჩივანთა "პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაში" ან ორივეში კონვენციის მე-8 მუხლის 1 პარაგრაფის მნიშვნელობით (იხ. პარაგრაფი 339 ზემოთ). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მე-8 მუხლი ესადაგება მოცემული საქმის ფაქტებს, მე-14 მუხლიც გამოყენებადად უნდა მივიჩნიოთ.
2. მე-14 მუხლთან შესაბამისობა კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
(ა) ზოგადი პრინციპები სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დისკრიმინაცია ნიშნავს შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფი პირებისადმი განსხვავებულად მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე (იხ.Willis v. the United Kingdom, no. 36042/97, § 48, ECHR 2002 IV). მოპყრობაში განსხვავებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება თუკი იგი მიზნად არ ისახავს "კანონიერ მიზანს" ან თუ არ არსებობს "პროპორციულობის გონივრული კავშირი" გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. მაშინ როდესაც მოპყრობაში განსხვავება ეფუძნება რასას, ფერს ან ეთნიკურ წარმოშობას, ობიექტური და გონივრული გამართლება უნდა განიმარტოს რაც შეიძლება მკაცრად (იხ. სხვა მრავალს შორის Oršuš and Others v. Croatia [GC], no. 15766/03, § 156, ECHR 2010). ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული ზღვარით იმის განსაზღვრისას არსებობს თუ არა და რამდენად განსხვავებულია სხვა შემთხვევაში მსგავსი ვითარებების განსხვავებული მოპყრობა (იხ. Rasmussen v. Denmark, 28 ნოემბერი 1984, § 40, Series A no. 87, და Inze v. Austria,28 ოქტომბერი 1987, § 41, Series A no. 126), თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება კონვენციის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით გამოაქვს სასამართლოს. იმის გამო, რომ კონვენცია უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ცვალებადი გარემოებანი და უპასუხოს, მაგალითად, ნებისმიერ წარმოშობად კონსესუსს მისაღწევ სტანდარტთან დაკავშირებით (იხ.Ünal Tekeli v. Turkey, no. 29865/96, § 54, ECHR 2004‑X, და, mutatis mutandis, Stafford v. the United Kingdom [GC], no. 46295/99, § 68, ECHR 2002 IV). აღნიშნულის გათვალისწინებით, მე-14 მუხლი არ უკარძალავს ხელშემკვრელ მხარეებს განსხვავებულად მოექცნენ ჯგუფებს რათა შეასწორონ მათ შორის "ფაქტობრივი უთანასწორებანი". მართლაც, რიგ გარემოებებში უთანასწორების შეუსწორებლობა სხვადასხვა მოპყრობის გზით, ობიექტური და გამართლებული განმარტების გარეშე, შესაძლოა თავად შეიქმნას მუხლის დარღვევის საფუძველი (იხ.Thlimmenos v. Greece [GC], no. 34369/97, § 44, ECHR 2000-IV, და Sejdić and Finci v. Bosnia and Herzegovina [GC], nos. 27996/06 და 34836/06, § 44, ECHR 2009). სასამართლო ასევე იზიარებს, რომ ზოგადი პოლიტიკა ან ზომა, რომელიც არაპროპორციულად საზიანო შედეგებს იწვევს გარკვეულ ჯგუფზე, შესაძლოა განხილულ იქნას დისკრიმინაციად მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის სპეციალურად მიმართული მოცემულ ჯგუფის მიმართ და რომ კონვენციით აკრძალული დისკრიმინაცია შესაძლოა წარმოიშვას de facto სიტუაციიდანაც (იხ.D.H. and Others v. the Czech Republic,ციტირებული ზემოთ, § 175, და იქვე ციტირებული წყაროები). დაბოლოს, კონვენციის მე-14 მუხლით მტკიცების ტვირთთან მიმართებაში სასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ რაც მომჩივანი წარმოაჩენს მოპყრობაში განსხვავებას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა იმის მტკიცება, რომ ეს უკანასკნელი გამართლებული გახლდათ (ibid., § 177).
(ბ) არსებობდა თუ არა განსხვავება მსგავს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ მოპყრობაში წინამდებარე საქმის განხილვისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების გარდა სხვა მოქალაქეთა სტატუსი, რომლებიც სლოვენიაში ცხოვრობდნენ მის დამოუკიდებლობამდე (ე.წ. "ნამდვილი" უცხოელები) დარეგულირებული გახლდათ უცხოელთა შესახებ კანონის 82-ე მუხლით, რომელიც აღნიშნავდა, რომ მათი მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალაში რჩებოდა (იხ. პარაგრაფი 207 ზემოთ). თუმცა, უცხოელთა შესახებ კანონი არ არეგულირებდა სლოვენიაში მცხოვრები სხვა "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეთა სტატუსს. როგორც აღინიშნა კიდევაც (იხ. პარაგრაფი 334 ზემოთ), მოცემულმა სამართლებრივმა ვაკუუმმა გამოიწვია ამ უკანასკნელთა "ამოშლა" და მათი სლოვენიის ტერიტორიაზე ყოფნის უკანონობა. შესაძლოა ვიდავოთ, რომ სლოვენიის დამოუკიდებლობამდე, არსებობდა განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის, რადგანაც ერთი შედგებოდა უცხოელებისაგან, ხოლო მეორე კი იმ ყოფილი ფედერალური სახელმწიოს მოქალაქეებისაგან, რომლის ნაწილსაც შეადგენდა სლოვენია. თუმცა, სასამართლოს აზრით, დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ახალი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, მათი სტატუსი მეტნაკლებად შედარებადი გახდა. ორივე ჯგუფი შედგებოდა სლოვენიის გარდა, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისაგან. "ამოშლამ" შედეგი იქონია მხოლოდ ერთ ჯგუფზე, რომელთაც შეუნარჩუნდათ ცხოვრების ნებართვები. შესაბამისად, ორ ჯგუფს - "ნამდვილ" უცხოელებსა და ყოფილი "ისფრ" რესპუბლიკების მოქალაქეებს, გარდა სლოვენიისა - შორის, რომლებიც მსგავს ვითარებაში იყვნენ რეზიდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებობდა განსხვავება მოპყრობაში.
(გ) არსებობს თუ არა ობიექტური და გონივრული გამართლება სასამართლო ვერ ხედავს თუ რატომ იყო მთავრობის მიერ მოხმობილი აუცილებლობა, სლოვენიის მოქალაქეთა კორპუსის ჩამოყალიბებისას 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის (იხ. პარაგრაფი 378 ზემოთ), საჭირო განსხვავებული მოპყრობა უცხოელთათვის სლოვენიაში ცხოვრების შესაძლებლობის მისაცემად, რადგან ცხოვრების ნებართვა არ აძლევდა მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. მართალია, რომ მხოლოდ "ამოშლილ" და არა "ნამდვილ" უცხოელებს მიეცათ სლოვენიის მოქალაქეობის მიღების საშუალება შეღავათიანი პირობებით. თუმცა, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ როგორც ასეთი, მოქალაქეობაზე მოთხოვნის წარუდგენლობა ვერ განიხილება უცხოელთა ჯგუფისათვის ცხოვრების ნებართვების ჩამორთმევის გონივრულ საფუძვლად (იხ. პარაგრაფი 357 ზემოთ). მოცემულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა მოცემულ პირთა ეროვნულ წარმოშობას - რადგან ყოფილი "ისფრ" მოქალაქეებს მოეპყრნენ სხვა უცხოელთაგან განსხვავებულად - რომელიც არ ისახავდა კანონიერ მიზანს და შესაბამისად არ გააჩნდა ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ.mutatis mutandis, Sejdić and Finci, ციტირებული ზემოთ, §§ 45-50). მეტიც, ყოფილ "ისფრ" მოქალაქეთა, მათ შორის მომჩივანთა, ვითარება "ნამდვილ" უცხოელებთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. 1991 წლამდე, ყოფილი "ისფრ" მოქალაქეები, რეზიდენტობის საკითხებთან დაკავშირებით, იყვნენ "ნამდვილ" უცხოელებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში. იმ დროს, ფედერალური სახელმწიფოს მოქალაქეობა შესაძლოა ჩათვლილიყო პრეფერენციული მოპყრობის ობიექტურ საფუძვლად. თუმცა, დამოუკიდებულობის კანონმდებლობის შედეგად, ყოფილი "ისფრ" მოქალაქეები უცებ აღმოჩნდნენ უკანონო და არახელსაყრესლ ვითარებაში, "ნამდვილ" უცხოელებთან შედარებით, რადგან მხოლოდ ამ უკანასკნელთა ცხოვრების ნებართვები დარჩა ძალაში, სლოვენიის მოქალაქეობაზე მიმართვის გარეშეც კი (იხ. პარაგრაფი 390 ზემოთ). დადგინდა, რომ აღნიშნული ვითარება წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას (იხ. პარაგრაფები 361-362 ზემოთ). სასამართლოს აზრით განხილულმა კანონმდებლობამ, შესაბამისად არაპროპორციული და გადამეტებული ტვირთი დააკისრა ყოფილი "ისფრ" მოქალაქეებს. მოცემული დასკვნა დასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებითაც, სადაც აღინიშნა, რომ "ამოშლილები" ნაკლებად სახარბიელო სამართლებრივ ვითარებაში იყვნენ ვიდრე "ნამდვილი" უცხოელები, რომლებიც სლოვენიაში ცხოვრობდნენ დამოუკიდებლობამდე და რომელთა სპეციალური ცხოვრების ნებართვებიც არ გაუქმებულა უცხოელთა შესახებ კანონის 82-ე მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მე-14 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
კონვენციის 46-ე მუხლი კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისი ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
"1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.
... "
მოცემული დებულების საფუძველზე, მომჩივნებმა მოსთხოვეს სასამართლოს მიეთითებინა ის ზოგადი ზომები, რომელიც გამოასწორებდა "ამოშლილთა" ვითარებას.
ა. მხარეთა არგუმენტები
მომჩივნები
მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ ეტაპზე და რაიმე დადგენილი პრაქტიკის არარსებობის გათვალისწინებით, სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის ამოქმედება და იმპლემენტაცია ვერ ჩაითვლებოდა ზოგად ზომად, რომელიც შეძლებდა "ამოშლილთა" უფლებების სისტემატიური დარღვევის აღმოფხვრას. სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი prima facie არასაკმარისი სამართლებრივი მისაგებელი გახლდათ, 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება მინიმალურად და შეზღუდულად გამოიყენებოდა, ინარჩუნებდა რა წინარე კანონმდებლობის ძირითად მახასიათებლებსა და მოთხოვნებს. "სლოვენიაში რეალურად ცხოვრების" პირობა შეიცვალა რათა მოეცვა რიგი გამონაკლისები. თუმცა, "ამოშლილთა" ყველა შემთხვევა არ ხვდებოდა მითითებულ გამონაკლისებს შორის. პროცედურა რთული და ხარჯიანი გახლდათ, სადაც თვით მტკიცების ტვირთიც კი "ამოშლილს" ეკისრებოდა. სლოვენიაში ხანგრძლივი არყოფნის შემთხვევაში მათ უწევდათ იმის დამტკიცება, რომ ეცადნენ დაბრუნებას პირველი წლების განმავლობაში, რაც თავისთავად საკმაოდ რთული სამტკიცებელი გახლდათ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ 2011 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, წარმოდგენილი 127 განაცხადიდან (სულ 13,000 უფლებამოსილ პირს შორის), მხოლოდ ოცდაათი დაკმაყოფილდა, ხოლო სამოცი კი უარყოფილ იქნა. განაცხადების უარყოფის მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს, რომ კანონმდებლობას სერიოზული ნაკლოვანებანი გააჩნდა. რაც შეეხება ინდივიდუალურ ზოებს, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა არ წარმოადგენს დადგენილი დარღვევებისათვის სათანადო მისაგებელს. განცდილი სერიოზული მატერიალური და მორალური ზიანი ითხოვდა ჯეროვან მისაგებელს, კერძოდ კი ინდივიდუალურ რეპარაციებს. მოცემული აღნიშნულ იქნა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2010 წლის დასკვნაში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ამასთანავე აღნიშნა, რომ სხვა ზომები იყო საჭირო რათა გამოსწორებულიყო "ამოშლილთა" მიმართ დარღვევა, მაგალითად ოჯახის გაერთიანებასთან მიმართებაში. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი კანონმდებლობა არ აწესებდა არანაირ კონკრეტულ მექანიზმს სამართლიანი კომპენსაციის მისანიჭებლად მრავალი წლის განმავლობაში დაურეგულირებელი სტატუსით ცხოვრებისათვის. წამების წინააღმდეგ კომიტეტის დასკვნა ასევე მოუწოდებდა მოპასუხე მთავრობას გაემარტივებინა "ამოშლილთა" სრული ინტეგრაცია, მათ შორის ბოშური წარმოშობის უმცირესობისათვისაც. ამასთანავე, სამმა ზემოთხსენებულმა საერთაშორისო ორგანომ ხაზი გაუსვა სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის ნაკლოვანებებს.
მთავრობა მთავრობა აღნიშნავდა, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის ამოქმედება და იმპლემენტაცია წარმოადგენდა ჯეროვან, ყოვლისმომცველ და ზოგად ზომას "ამოშლილთა" პირადი და ოჯახური ან ორივე ცხოვრების უფლების დასაცავად. ამასთანავე, სრულად იყო იმპლემენტირებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის გადაწყვეტილებაც. მათი აზრით, პალატამ არ მიანიჭა სათანადა მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი მალე შევიდოდა ძალაში. სლოვენიის რესპუბლიკას, შესაბამისად, მიღებული ჰქონდა შესაბამისი ზომები პალატის გადაწყვეტილებამდე. ამასთანავე, სხვადასხვა მედიის საშუალებები იყო გამოყენებული "ამოშლილთათვის" ინფორმაციის მისაწოდებლად (ბროშურა, ინტერნეტი, უფასო სატელეფონო ხაზი და სხვა). სწორედ ამის გამო მოხდა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნა. 2011 წლის 25 ნოემბერს შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია, რათა მოგვარებულიყო "ამოშლილთა" პრობლემა. კანონის იმპლემენტაცია რეგულარულად მოწმდებოდა ხელისუფლების მიერ. სამოცდაოთხი მუდმივი ცხოვრების ნებართვა და 111 დამატებითი ნებართვა გაიცა სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის ფარგლებში. მთლიანობაში, 12,500 "ამოშლილმა" პირმა მოახდინა საკუთარი სტატუსის დარეგულირება.
ბ. პალატის გადაწყვეტილება პალატამ დაადგინა, რომ სლოვენიის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაუმორჩილებლობის შედეგად გამოწვეული დარღვევა ნათლად მოითხოვდა შესაბამისი ზოგადი და ინდივიდუალური ზომების მიღებას სლოვენიის ეროვნულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ კი შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედებას და ინდივიდუალური მომჩივნების ვითარების დარეგულირებას რეტროაქტიული ცხოვრების ნებართვების გაცემის გზით (იხ. პალატის გადაწყვეტილების პარაგრაფები 401-307).
გ. სასამართლოს შეფასება კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს იმ საქმეებში სადაც ისინი მხარეს წარმოადგენენ, სადაც აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი. აღნიშნულიდან, inter alia, გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო დაადგენს დარღვევას აკისრებს მოპასუხე სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას გასცეს არა მხოლოდ 41-ე მუხლის ფარგლებში დადგენილი სამართლიანი დაკმაყოფილება, არამედ ამასთანავე მიიღოს ზოგადი, ან, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ზომები ან ორივე ერთად. იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებანი უპირატესად დეკლარაციულია, მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, აირჩიოს ის ზომები, რომელიც დაეხმარება კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დაკმაყოფილებაში, იმ პირობით, რომ მოცემული ზომები შესაბამისობაში იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან (იხ.Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 და 41963/98, § 249, ECHR 2000-VIII; Sejdovic, ციტირებული ზემოთ, § 119; და Aleksanyan v. Russia, no.. 46468/06, § 238, 22 დეკემბერი 2008). თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მოპასუხე სახელმწიფოს დახმარების მიზნით, რათა მან მოახერხოს 46-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, სასამართლო განსაზღვრავს იმ ზომებს, რომელიც მან შესაძლოა მიიღოს იმ ვითარების მოსაგვარებლად, რომელიც დარღვევას წარმოადგენს (იხ. მაგალითად, Broniowski, ციტირებული ზემოთ, $ 194). მოცემულ საქმეში, სასამართლომ დაადგინა მომჩივანთა მე-8, მე-13 და მე-15 მუხლების დარღვევა, რომელიც რეალურად გამომდინარეობდა სლოვენიის ხელისუფლების მიერ, "ამოშლის" შედეგად გამოწვეული რეზიდენტის სტატუსის ხანგრძლივი დაურეგულირებლობით, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა მოცემულ თემაზე. "ამოშლა" ეხებოდა ყოფილი "ისფრ" იმ მოქალაქეების მთლიან კატეგორიას, რომელთაც გააჩნდათ მუდმივი ცხოვრების ნებართვა სლოვენიაში და ფლობდნენ ყოფილი "ისფრ" ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეობას სლოვენიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის. შესაბამისად, მოცემულმა ფაქტმა გავლენა მოახდინა მოსახლეობის ფართო მასებზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმა, მათ შორის სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი (იხ. პარაგრაფები 76-79 და 211 ზემოთ) იმპლემენტირებულ იქნა პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მოცემული ახალი კანონი "ამოშლილებს" აძლევს საშუალებას გადადგან ნაბიჯები რათა დაარეგულირონ საკუთარი ცხოვრება სლოვენიაში. ასევე აღნიშვნად ღირს ის ფაქტი, რომ ექვსი მომჩივანი, რომელთა მიმართაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა უკვე აღჭურვილები არიან მუდმივი ცხოვრების ნებართვებით (იხ. პარაგრაფები 95, 123, 133, 158, 173 და 194 ზემოთ) და მთავრობამ შექმნა მთავრობათაშორისი კომისია სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონის იმპლემენტაციის საზედამხედველოდ და "ამოშლილთა" პრობლემის მოგვარების თვალყურის სადევნებლად (იხ. პარაგრაფი 404 ზემოთ). მართალია, რომ სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეცვლილი კანონი ძალაშია 2010 წლის 24 ივლისიდან და რიგმა საერთაშორისო ორგანოებმა ხაზი გაუსვეს მის ნაკლოვანებებს... თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, დადგენილი ეროვნული პრაქტიკის არარსებობის პირობებში, ნაადრევია იმის განხილვა თუ რამდენად იქნა "ამოშლილთა" რეზიდენტობის სტატუსის დამაკმაყოფილებელი დარეგულირების შედეგი მიღწეული ზემოთხსენებული რეფორმებისა და მთავრობის მიერ გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯების შედეგად (იხ.mutatis mutandis, Sejdovic, ციტირებული ზემოთ, §§ 119 და 123). ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს არ მიეცათ ჯეროვანი ფინანსური მისაგებელი იმ წლებისათვის, რომლის დროსაც ისინი მოწყვლად მდგომარეობასა და სამართლებრივ საფრთხეში იმყოფებოდნენ და რომ, ამჯერად არსებული მდგომარეობით, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე სამოქალაქო სამართალწარმოების ან პროკურტურის წინაშე წარმოების შედეგად ჯერ კიდევ არ იკვეთება (იხ. პარაგრაფი 268 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალები წარმოაჩენენ სლოვენიის სამართლებრივ სისტემაში ნაკლოვანების არსებობას, რომლის შედეგადაც "ამოშლილთა" მთელ კატეგორიას ჯერ კიდევ არ მიუღია კომპენსაცია ფუნდამენტური უფლებების დარღვევისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე შეესაბამება პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის გამოყენებას სასამართლოს რეგლამენტის 61-ე მუხლის მნიშვნელობით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პროცედურის ერთ-ერთი ფუნდამენტური გავლენა გულისხმობს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ვითარების შეფასებას "საპილოტო" საქმეში, რომელიც აუცილებლად გავრცელდება ინდივიდუალურ მომჩივანთა ინტერესების მიღმა და განიხილავს საქმეს იმ ზოგადი ზომების პერსპექტივიდან, რომელიც მიღებულ უნდა იქნას პოტენციურად დაზარალებულ პირთა ინტერესებისათვის (იხ.Broniowski v. Poland (friendly settlement) [GC], no. 31443/96, § 36, ECHR 2005 IX, და Hutten-Czapska v. Poland (friendly settlement) [GC], no. 35014/97, § 33, 28 აპრილი 2008 ). ამ მხრივ, სასამართლო იგონებს, რომ Lukenda v. Slovenia (no. 23032/02, §§ 89-98, ECHR 2005 X), საქმის პილოტური გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ეხებოდა სამართალწარმოების გაჭიანურებას და ეროვნული სამართლებრივი სისტემის ამ კუთხით არაჯეროვან ფუნქციონირებას, მთავრობამ მიიღო რიგი ზომები, მათ შორის სპეციალური ფინანსური მექანიზმის შექმნის სახით და აღნიშნულით სასამართლომ მოაგვარა მის წინაშე მიმდინარე საქმეების დიდი რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს წინაშე ამჯერად წარმოდგენილია მცირე რაოდენობით საჩივრები "ამოშლილთა" მიერ. თუმცა, მომავალი პოტენციური საქმეების შემოდინების გათვალიწინება, გამოწვეული სისტემატიური, სტრუქტურული ან მსგავსი დარღვევებით ეროვნულ დონეზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს სასამართლო ბაზაში მსგავსი განმეორებითი საქმეების დაგროვების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება საქმეზე მხარეებთან კონსულტირებას, როგორც ეს დადგენილია სასამართლოს რეგლამენტის 61. 2 (ა) მუხლით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დებულება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 აპრილს, მას შემდეგ რაც მოცემული საქმე წარმოდგენილ იქნა დიდი პალატის წინაშე, და შესაბამისად მოცემული დროითი ფაქტორი წარმოადგენს მისი გამოყენების წინაღობას. სასამართლო შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, სასამართლო რეგლამენტის 61 $ 3 მუხლის მიხედვით, მოუწოდოს მოპასუხე მთავრობას ერთი წლის ვადაში შექმნას ad hoc ეროვნული კომპენსაციის სქემა (იხ.mutatis mutandis, Hutten Czapska, ციტირებული ზემოთ, § 239, და Xenides-Arestis v. Turkey (merits), no. 46347/99, § 40, 22 დეკემბერი 2005). სასამართლო რეგლამენტის 61.6 (ა) მუხლის მიხედვით, ყველა მსგავსი საჩივრის განხილვა გადაიდება მოცემულ თემაზე მისაგებელი ღონისძიებების მიღებამდე.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
მომჩივნები ითხოვდნენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ისევე, როგორც სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. მთავრობა არ ეთანხმებოდა.
ა. მხარეთა არგუმენტები
მომჩივნები მომჩივნები ასაჩივრებდნენ მთავრობის პოზიციას, რომლის მიხედვითაც მათ კომპენსაციის შესახებ სარჩელი ჯერ ეროვნულ სასამართლოებში ან ეროვნულ პროკურატურაში უნდა შეეტანათ (ისინი ციტირებდნენ საქმეს Barberà, Messegué and Jabardo v. Spain (Article 50), 13 ivnisi 1994, § 17, Series A no. 285 C). სამართლიან დაკმაყოფილებაზე სარჩელები არაა დამოკიდებული ეროვნული სამართლებრივი მისაგებლის წინარე მოთხოვნაზე. მოცემული განსაკუთრებით მართებული გახლდათ, როდესაც მსგავსად ამ საქმისა, სამართლებრივი დაცვის საშუალება აშკარად ვერ თავაზობდა დაზარალებულ მხარეებს სწრაფ და მარტივ საშუალებას მატერიალური რეპარაციის მისაღებად. დიდი პალატის წინაშე, მომჩივნებმა განაახლეს მათი მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე. შემოსავლის გარეშე მყოფი ყოველი მომჩივანი ითხოვდა მისი სოციალური და განსახლების დახმარების შესაბამის თანხას, რომელსაც იგი მიიღებდა ადგილი რომ არ ჰქონოდა მის "ამოშლას".
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლებში, მომჩივნებმა წარმოადგინეს შემდეგი მოთხოვნები:ბ-ნი კურიჩი: 37,929.85 ევრო;ქ-ნი მეზგა: 58,104.03 ევრო;ბ-ნი რისტანოვიჩი: 15,698.07 ევრო;ბ-ნი ბერიშა: 104,174.25 ევრო;ბ-ნი სადიკი: 41,374.95 ევრო;ბ-ნი მინიჩი: 40,047.24 ევრო.
ამასთანავე, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ "ამოშლამ" მათზე უკიდურესად სერიოზული გავლენა იქონია და გამოიწვია დრამატული და ფართომასშტაბიანი პრობლემები მათ ცხოვრებაში: დაურეგულირებელი სტატუსი, დასაქმების დაკარგვა, ადამიანისათვის უღირს პირობებში ცხოვრება და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მრავალი მათგანისათვის. მოკლედ, მათ განიცადეს სასამართლო პრაქტიკის მიერ აღიარებული ტანჯვის განსხვავებული ფორმები: ტკივილი და უკიდურესი არასტაბილურობისა და მომავლის უსაფრთხოების ნაკლებობის შეგრძნება, რომელიც გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი, ნერვიულობა, რომელიც გამომდინარეობდა დეპორტაციის საფრთხისაგან, ქსენოფობიური დამოკიდებულებისა და ეფექტიანი მისაგებლის არარსებობისაგან გამომდინარე მძიმე შეგრძნებები და ნერვიულობა. ისინი აცხადებდნენ, რომ მორალური ზიანი უნდა ათვლილიყო 1999 წლის თებერვლიდან, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი გადაწყვეტილების მიღებიდან მოყოლებული, და განისაზღვრებოდა შემდეგი ოდენობით:ბ-ნი კურიჩი: 147,822 ევრო;ქ-ნი მეზგა: 151,986 ევრო;ბ-ნი რისტანოვიჩი: 151,986 ევრო;ბ-ნი ბერიშა: 146,781 ევრო;ბ-ნი სადიკი: 154,968 ევრო;ბ-ნი მინიჩი: 154,968 ევრო. დაბოლოს, მომჩივნები ითხოვდნენ 49,975.82 ევროს, დამატებული დღგ და დამატებითი გადასახადები (62, 369.82 ევრო) სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისათვის. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ საქმის განსაკუთრებული ხასიათისა და მათი მწირი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი წარმომადგენლები დათანხმდნენ ანაზღაურებაზე უარის თქმაზე იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო არ დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს. ამ დროისათვის მომჩივნებს არანაირი ხარჯი არ გაუწევიათ და შესაბამისად ვერ წარმოადგენდენ დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
მთავრობა
მთავრობა აღნიშნავდა, რომ არცერთ მომჩივნს არ მოუთხოვია კომპენსაცია ეროვნული სასამართლოების წინაშე. მხოლოდ ბ-ნ ბერიშასა და ბ-ნ მინიჩს ჰქონდა ნაწილობრივი სარჩელი წარდგენილი ანაზღაურების მოთხოვნით პროკურატურაში, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
ბ. პალატის გადაწყვეტილება პალატამ მიიჩნია, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი არ იყო მზად გადაწყვეტილების მისაღებად და, შესაბამისად, გადაწყვიტა გადაედო იგი მთლიანობაში (იხ. პალატის გადაწყვეტილების 422-423 პარაგრფები და სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი).
გ. დიდი პალატის შეფასება
მატერიალური ზიანი წინამდებარე საქმის გარემოებებში, სასამართლო მიიჩნეს, რომ მატერიალური ზიანის კომპენსაციის საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემული შეკითხვა, შესაბამისად უნდა გადაიდოს და დაინიშნოს შემდგომი პროცედურა, რომელიც გაითვალისწინებს მთავრობასა და მომჩივნებს შორის მომავალში მიღწეულ შეთანხმებებს და მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მთავრობის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ თუ ზოგად ზომებს (სასამართლო რეგლამენტის მუხლები 61 $ 7 და 75 $ 1).
მორალური ზიანი მოცემულ საქმეში დადგენილი დარღვევების ბუნებისა და მომჩივნების მიერ განცდილი ტანჯვიდან გამომდინარე სასამართლო მზად არის დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები ნაწილობრივ და მიაკუთვნოს, სამართლიან საწყისზე 20,000 ევრო ყოველ წარმატებულ მომჩივანს (ბ-ნი კურიჩი, ქ-ნი მეზგა, ბ-ნი რისტანოვიჩი, ბ-ნი ბერიშა, ბ-ნი ადემი და ბ-ნი მინიჩი) მორალური ზიანისათვის.
ხარჯები სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯები იმდენად, რამდენადაც მოხდება იმის დადასტურება, რომ ეს უკანასკნელი რეალური და აუცილებლად გასაწევი და გონივრული ოდენობის გახლდათ (იხ.Iatridis v. Greece (just satisfaction) [GC], no. 31107/96, § 54, ECHR 2000-XI). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმე მოიცავდა გარკვეული ფაქტობრივი და დოკუმენტური მტკიცებულების მოძიებას, კვლევასა და დიდწილ მომზადებას. მართალია სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს მოთხოვნილი ხარჯების რეალურ გაწევაში, მაგრამ მიიჩნევს, რომ იგი გადამეტებული ოდენობისაა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელით წამოწეული სამართლებრივი საკითხები მსგავსი იყო ყველა მომჩივანისათვის, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მიაკუთვნოს მთლიანობაში 30,000 ევროს ოდენობა.
საურავი სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო
...
3. ადგენს, ერთხმად, რომ ბ-ნი კურიჩი, ქ-ნი მეზგა, ბ-ნი რისტანოვიჩი, ბ-ნი ბერიშა, ბ-ნი ადემი და ბ-ნი მინიჩი უფლებამოსილნი არიან კონვენციისმიერი უფლებების სავარაუდო დარღვევისას ამტკიცონ "მსხვერპლის" სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისათვის;
...
6. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
...
8. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან ერთობლიობში;
9. ადგენს, ერთხმად, მოპასუხე მთავრობამ მოცემული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის ვადაში, უნდა შექმნას ეროვნული კომპენსაციის ად ჰოც სქემა (იხ. პარაგრაფი 415 ზემოთ);
10. ადგენს, ერთხმად, რომ წინამდებარე საქმეში დადგენილი დარღვევებიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის, 41-ე მუხლის, გამოყენების საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და, შესაბამისად:
(ა) მომავალი განხილვისათვის ტოვებს მოცემულ საკითხს;
(ბ) იწვევს მთავრობასა და მომჩივნებს წარმოადგინონ, სამი თვის ვადაში, მათი წერილობითი მოსაზრებანი მოცემულ საკითზე, განსაკუთრებით კი შეატყობინონ სასამართლოს ამ კუთხით მიღწეული ნებისმიერი შეთანხმების შესახებ;
(გ) მომავალი განხილვისათვის ტოვებს შემდგომ პროცედურას და სასამართლოს პრეზიდენტს გადასცემს უფლებამოსილებას დაადგინოს იგივე, საჭიროების შემთხვევაში.
11. ადგენს, ერთხმად,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს, სამი თვის ვადაში ქვემორე თანხები:
(i) 20,000 (ოცი ათასი) ევრო თითოეულ მათგანს: ბ-ნ კურიჩს, ქ-ნ მეზგას, ბ-ნ რისტანოვიჩს, ბ-ნ ბერიშას, ბ-ნ ადემსა და ბ-ნ მინიჩს მორალური ზიანისათვის, დამატებული მოცემულ თანხას დარიცხვადი ნებისმიერი გადასახადი;
(ii) 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო მთლიანობაში ყველა მომჩივანს, ხარჯებისათვის, დამატებული მოცემულ თანხას დარიცხვადი ნებისმიერი გადასახადი;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
12.უარყოფს, ერთხმად, მომჩივანთა დანარჩენ მოთხოვნას 41-ე მუხლით მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ხარჯების დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 26 ივნისს.
ვინსენტ ბერგერინიკოლას ბრატცა
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლო რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდგომი განსხვავებული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე ცუპანჩიჩის თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე ვუნჩინიჩის ნაწილობრივ თანმხვედრი, ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(გ) მოსამართლეების ბრატცას, ტულკენსის, სპილმანის, კოვლერის, კალაიჯიევას, ვუჩინიჩისა და რაიმონდის ერთობლივი, ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(დ) მოსამართლე კოსტას ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(ე) მოსამართლეების კოვლერისა და კალაიჯიევას ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
N.B.
V.B.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOჩ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy