© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 139
მარტი, 2011
კიუტინი (Kiyutin) რუსეთის წინააღმდეგ - 2700/10
გადაწყვეტილება 10.3.2011 [I სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
აივ-დადებითი უცხოელის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ბინადრობის მოწმობის განცხადებასთან მიმართებით: დარღვევა
ფაქტები - რუსული კანონმდებლობის თანახმად რუსეთის მოქალაქეზე დაქორწინებული უცხოელი ან უცხოელი, რომელსაც ყავს რუსეთის მოქალაქე შვილი, უფლებამოსილნი არიან მიიღონ ბინადრობის მოწმობა, იმ პირობით თუ ისინი წარმოადგენენ ცნობას აივ-უარყოფითობის შესახებ. [რუსეთის] მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც დაუდგინდათ აივ-ინფექცია, ექვემდებარებიან დეპორტაციას. განმცხადებელი, უზბეკეთის მოქალაქე, რუსეთში 2003 წელს ჩავიდა და დაქორწინდა რუსეთის მოქალაქეზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი. მას უარი უთხრეს ბინადრობის მოწმობაზე, რადგანაც დაუდგინდა აივ-ინფექცია. მან უარი გაასაჩივრა ეროვნულ სასამართლოებში, ამტკიცებდა რა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა არ გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც მოითხოვდა ანტირეტროვირუსულ თერაპიას, არც მისი ცხოვრების წესი და რუსეთში მყარი ოჯახური კავშირების ქონა. ეს საჩივარი და თანმდევი სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
კანონმდებლობა - მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
(ა) ნორმის მოქმედება - განმცხადებელსა და მის რუს მეუღლეს შორის, რომელთანაც მას ყავდა შვილი, კანონიერი და ნამდვილი ქორწინება წარმოადგენდა „ოჯახურ ცხოვრებას“ და შესაბამისად კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 მუხლი პირდაპირ არ მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობას ან ნებისმიერ სამედიცინო პირობას დისკრიმინაციის აკრძალვის პირობებს შორის, სასამართლომ ბოლო პერიოდში დაადგინა რომ შეზღუდული შესაძლებლობა და ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება ამ ნორმის მოქმედების ქვეშ ექცევა. ეს მიდგომა შესაბამისობაში მოდიოდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხატულ მოსაზრებებთან*. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის აივ-ინფიცირების, საფუძველზე განსხვავებულ მიდგომას მოიცავს „სხვა სტატუსი“ და შესაბამისად მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში ვრცელდება მასზე.
(ბ) საქმის არსებითი გარემოებები - რუსეთში მჭიდრო ოჯახური კავშირების დამყარების შედეგად განმცხადებელი იმ უცხოელების ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, რომლებიც ოჯახის არსებობის საფუძველზე უფლებამოსილი იყვნენ მიეღოთ ბინადრობის მოწმობა, მაგრამ მას განსხვავებულად მოექცნენ, რადგანაც ის აივ-ინფიცირებული იყო. იყო თუ არა ეს განსხვავებული მოპყრობა გონივრულად და ობიექტურად გამართლებული, ამასთან მიმართებით სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები ვიწრო იყო, რადგანაც აივ-ინფიცირებულები კონკრეტულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენდა, რომლებმაც წარსულში მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია განიცადეს და არ არსებობდა ევროპული კონსესუსი აივ-დადებითი დიაგნოზის მქონე პირების ბინადრობის უფლების შეზღუდვის შესახებ. შესაბამისად, განსაკუთრებით უტყუარი დასაბუთება იყო საჭირო განსხვავებული მოპყრობისთვის.
გაითვალისწინა რა, რომ გამოყენებული ზომა ემსახურებოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მედიცინის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანოები შეთანხმდნენ, რომ აივ-ინფიცირებული ადამიანების მგზავრობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ შეიძლება გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეზღუდვა შესაძლოა ეფექტური იყოს მაღალი ალბათობით გადამდები დაავადებების მიმართ, რომელთაც აქვთ მოკლე საინკუბაციო პერიოდი - ქოლერა ან ყვითელი ციება, მაგრამ აივ-პოზიტიური ადამიანის ქვეყანაში ყოფნა არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. აივ-ინფექცია არ გადაეცემა ჩვეულებრივი გზით, არამედ მხოლოდ გარკვეული ქცევის შედეგად და გადაცემის გზები არ განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა ვადით რჩება ადამიანი ქვეყანაში ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა. მიუხედავად ამისა, აივ-ინფექციასთან დაკავშირებული მგზავრობის შეზღუდვა არ გამოიყენებოდა ტურისტების ან მოკლევადიანი ვიზიტორების მიმართ, არც ქვეყანაში დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი ნაკლებად მიმართავდნენ დაუცველ ქცევებს, ვიდრე დამკვიდრებული იმიგრანტები. უფრო მეტიც, მაშინ როცა მკვიდრი აივ-ინფიცირებულისა და მოკლევადიან ვიზიტორის მიმართ განსხვავებული მოპყრობა შეიძლება ობიექტურად გამართლებული იყოს პირველის მხრიდან საბიუჯეტო დაფინანსების სამედიცინო მომსახურებაზე შესაძლო გადამეტებული მოთხოვნით, ეს არგუმენტი ვერ გავრცელდება რუსეთზე, რადგანაც რუსეთში მოქალაქეობის არ მქონე პირები არ არიან უფლებამოსილი მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება, გარდა სასწრაფო დახმარებისა. და ბოლოს, აივ-ინფიცირებულებისთვის მგზავრობისა და ბინადრობის აკრძალვა არა მარტო არაეფექტურია დაავადების გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით, არამედ რეალურად შესაძლოა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მავნეც იყოს, მაგალითად, თუ ემიგრანტი აირჩევს, იყოს არალეგალი აივ-შემოწმების თავიდან ასაცილებლად ან ადგილობრივი მოსახლეობა აივ-ინფექციას/შიდსს მხოლოდ „უცხოურ პრობლემად“ მიიჩნევს. სასამართლოსთვის ასევე შემაშფოთებელი იყო გამოყენებული ზომის ყოვლისმომცველი და განურჩეველი ბუნება. ნორმები, რომელთა საფუძველზეც ბინადრობის მოწმობის მისაღებად მიმმართველებს მოეთხოვებოდათ მათი აივ-უარყოფითი სტატუსის დადასტურება და ხდებოდა აივ-პოზიტიური მოქალაქეობის არმქონე პირების დეპორტაცია, არ ტოვებდა კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ინდივიდუალიზებული შეფასების შესაძლებლობას. წინამდებარე საქმეში სახელმწიფო ორგანოებმა არ დააკმაყოფილეს განმცხადებლის მოთხოვნა კანონის ნორმებზე მითითებით, მისი ჯანმრთელობის მდგომაროების ან რუსეთში მისი კავშირების გაუთვალისწინებლად. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი წარმოადგენდა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს, არ არსებობდა გონივრული და ობიექტური დასაბუთება და ინდივიდუალიზებული შეფასება, მოპასუხე სახელმწიფომ გადააჭარბა თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებს და განმცხადებელი დაექვემდებარე დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 15 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (რეკომენდაცია 1116 (1989)); გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია (19995 წლის 3 მარტის რეზოლუცია 1995/44 და 2005 წლის 21 აპრილის რეზოლუცია 2005/84); გაერო (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy