© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. საავტორო უფლებასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტის ბოლოში
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
პირველი სექცია
კიუტინი რუსეთის წინააღმდეგ
(განაცხადი ნო. 2700/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
10 მარტი 2011
საბოლოო
15/09/2011
მოცემული გადაწყვეტილება გახდა საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლი მე-2 პუნქტის საფუძველზე. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის გადასინჯვას.
საქმეზე კიუტინი რუსეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ (პირველი სექცია), შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით:
ნინა ვაჯიცი, თავმჯდომარე
ანატოლი კოვლერი,
ხრისტოს როზაკისი,
პერ ლორენზენი,
ელიზაბეთ შტეინერი,
მარჯანა ლაზოროვა ტრაიკოვსკა,
იულია ლაფრანქუე, მოსამართლეები
და სორენ ნიელსენი, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა განმარტოებით 17 თებერვალს 2011,
და ამავე დღეს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება
პროცედურა
1. საქმე მომდინარეობს უზბეკეთის მოქალაქის, ბ-ნი ვიქტორ ვიქტორის ძე კიუტინის („განმცხადებელი“) მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, შეტანილი განაცხადიდან (ნო. 2700/10).
2. განმცხადებელი წარმოდგენილ იქნა ქ-ნი ლ. კომოლოვას მიერ, ადვოკატი რომელიც ეწევა პრაქტიკას ორიოლში. რუსეთის ფედერაცია („მთავრობა“) წარმოდგენილ იქნა ბ-ნი გ. მატიუშკინის მიერ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ის გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რუსეთში საცხოვრებელი უფლების მინიჭების პროცესში.
4. 2010 წლის 5 მაისს პირველი სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა საჩივართან დაკავშირებით ეცნობებინა მთავრობისათვის. აგრეთვე გადაწყდა საჩივრის დასაშვებობის საკითხის და საქმის არსებითად განხილვა თანადროულად (კონვენციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი).
5. წერილობითი წინადადებები მიღებულ იქნა INTERIGHT-ის, (ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრისგან), რომელსაც თავმჯდომარემ მისცა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის უფლება (კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. განმცხადებელი დაიბადა უზბეკეთის სსრკ-ში, საბჭოთა კავშირში, 1971 წელს და მიიღო უზბეკეთის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
7. 2002 წლის ოქტომბერში მისმა ძმამ იყიდა სახლი, მიწის ნაკვეთთან ერთად, სოფელ ლესნოეში რუსეთის ორიოლის რეგიონში. 2003 წელს განმცხადებელი, მისი ნახევარძმა და მათი დედა გადავიდნენ უზბეკეთიდან იქ საცხოვრებლად.
8. 2003 წლის 18 ივლისს იგი დაქორწინდა რუსეთის მოქალაქეზე და მათ შეეძინათ გოგო 2004 წლის იანვარში.
9. ამავე დროს, 2003 წლის აგვისტოში განმცხადებელმა მიმართა ხელისუფლების ორგანოებს საცხოვრებელი უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. მას მოსთხოვეს გაევლო სამედიცინო შემოწმება, რომლის დროსაც მას დაუდგინა აივ ინფექცია. ხსენებულის საფუძველზე მისი განაცხადი საცხოვრებელი უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით უარყოფილ იქნა. 2004 წლის 13 ოქტომბერს ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ორიოლის რეგიონული სასამართლომ.
10. 2009 წლის აპრილში განმცხადებელმა შეიტანა ახალი განაცხადი დროებით საცხოვრებელ უფლებაზე. მისი განცხადების საფუძველზე 2009 წლის 6 მაისს ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა დაადგინა რომ ის უკანონოდ ცხოვრობდა რუსეთში (სამართალდარღვევა გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18.8 მუხლის პირველი პუნქტით) და დაეკისრა მას 2,500 რუსული რუბლი ჯარიმის სახით.
11. 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ორიოლის რეგიონის ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა უარყო განმცხადებლის მიმართვა საცხოვრებელის ნებართვაზე უცხოელი მოქალაქეების შესახებ კანონის მე-7 ნაწილის პირველ პუნქტზე (13) მითითებით, რომელიც ზღუდავდა საცხოვრებელი უფლების მიცემას უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ აივ ინფექციის ნეგატიური სტატუსის ჩვენება. გადაწყვეტილება უთითებდა რომ განმცხადებელს უნდა დაეტოვებინა რუსეთი სამი დღის ვადაში ან მოხდებოდა მისი დეპორტაცია. განმცხადებელმა გაასაჩივრა სასამართლოს უარი.
12. 2009 წლის 13 აგვისტოს ორიოლის სევერნი ოლქის სასამართლომ უარყო საჩივარი და დაადგინა:
„იმის გათვალისწინებით რომ ბ-ნ ვ.ვ. კიუტინს აქვს აივ ინფექციის დადებითი სტატუსი, სასამართლო თვლის რომ მისი განცხადება რუსეთის ფედერაციაში დროებით საცხოვრებლის უფლებაზე კანონიერად იქნა უარყოფილი.“
13. განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 12 მაისს (იხილეთ პარაგრაფი 24 ქვემოთ) აივ ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით გაეროს დოკუმენტზე დაყრდნობით. 2009 წლის 16 სექტემბერს ორიოლის რეგიონულმა სასამართლომ უარყო მისი საჩივარი ზეპირი განხილვის გარეშე.
14. 2009 წლის 20 ოქტომბერს განმცხადებელმა გაიარა სამედიცინო შემოწმება აივ ინფექციის პრევენციის ორიოლის რეგიონულ ცენტრში. მას დაუსვეს პროგრესირებად ფაზაში მყოფი აივ ინფექციის დიაგნოზი, ასევე ბ და ც ჰეპატიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ინტენსიური ანტირეტროვირალური თერაპია (HAART) სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
15. 2009 წლის 25 ნოემბერს ორიოლის რაიონულმა სასამართლომ უარყო საზედამხედველო განხილვის პროცედურები და ძალაში დატოვა წინა გადაწყვეტილება როგორც კანონიერი და დასაბუთებული. სასამართლოს თანახმად:
„საზედამხედველო წესით გადასინჯვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ განაცხადში ბ-ნი კიუტინი ამტკიცებდა რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მისი საოჯახო და ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას მის განაცხადებაზე საცხოვრებელ უფლებასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას. ეს არგუმენტი არ არის საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
შესაბამისი კანონები რომლებიც არეგულირებენ უცხოელი მოქალაქეების რუსეთში შესვლას და ცხოვრებას არ ავალდებულებენ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოებს იმის დადგენას თუ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ აივ ინფექციის მატარებელ უცხოელ მოქალაქეებს ან რა კლინიკურ სტადიაშია მათი დაავადება, იმ მიზნით რომ გადაწყვიტონ საცხოვრებელი უფლების გაცემა.
როდესაც წყდება დროებითი საცხოვრებელი უფლების გაცემის საკითხი აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე ინდივიდებისთვის სასამართლომ შეიძლება, მაგრამ ვალდებული არ არის, მიიღოს მხედველობაში ფაქტობრივი მონაცემები კონკრეტული საქმის ჰუმანიტარული მიზნების გათვალისწინებით.
ამასთან ერთად, უცხოელმა მოქალაქემ, რომელიც მიმართავს რუსეთში საცხოვრებელი უფლების მისაღებად უნდა წარმოადგინოს სერთიფიკატი რომელიც ადასტურებს აივ ინფექციის ნეგატიურ სტატუს; თუ აივ ინფექციის სტატუსი პოზიტიურია კანონი კრძალავს აღნიშნული ნებართვის გაცემას.“
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. კანონი აივ ინფექციის პრევენციის შესახებ (ნო. 38- FZ 30
მარტი 1995)
16. შესაბამის ნაწილში, აქტის პრეამბულაში აღნიშნულია:
“იმის აღიარებით რომ ქრონიკული დაავადება გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომით (აივ),
რაც ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოში,
აქვს მძიმე სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული შედეგები რუსეთის ფედერაციისთვის,
უქმნის საშიშროებას პირად, საჯარო და ეროვნულ უსაფრთხოებას და კაცობრიობის არსებობის საშიშროებას,
მოითხოვს მოსახლეობის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას...“
17. მე-4 ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვინც დაავადებულნი არიან აივ ინფექციით.
18. მე-11 ნაწილის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს რომ უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ვინც იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, დეპორტირებულ უნდა იქნენ როგორც კი დადგინდება რომ ისინი არიან აივ ინფექციის მატარებელნი.
B. კანონი უცხოელ მოქალაქეთა შესახებ (no. 115-FZ 25 ივლისი 2002)
19. მე-5 ნაწილი ითვალისწინებს რომ უცხოელი მოქალაქეები ვინც არ არიან ვალდებულნი ჰქონდეთ ვიზა რუსეთის ფედერაციაში შემოსასვლელად, შეიძლება დარჩნენ რუსეთში არა უმეტეს ოთხმოცდაათი დღისა და უნდა დატოვონ რუსეთი ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ.
20. მე-6 ნაწილის მე-3 პუნქტი და მე-6 ნაწილის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს რომ უცხოელი, ვინც დაქორწინებულია რუსეთის მოქალაქეზე ან ყავს რუსი შვილი, უფლებამოსილია სამ წლიან საცხოვრებლის უფლებაზე, მთავრობის მიერ დადგენილი სამუშაო კვოტების მიუხედავად.
21. მთავრობის 2002 წლის 1 ნოემბრის #789 რეზოლუციის მე-6 ნაწილის მე-8 პუნქტი ადგენს იმ დოკუმენტების სიას, რომლებიც უნდა დაერთოს საცხოვრებელ უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ უცხოელის განაცხადს. სხვა დოკუმენტებთან ერთად, უცხოელმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ის არ არის დაავადებული აივ ინფექციით.
22. მე-7 ნაწილი მოიცავს იმ საფუძვლებს რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დროებითი საცხოვრებლის უფლებაზე უარის თქმის ან ადრე გაცემული საცხოვრებელი უფლების გაუქმებისას. კონკრეტულად, საცხოვრებელ უფლებაზე განაცხადი უარყოფილ იქნება თუ უცხოელი ნარკოტიკების მომხმარებელია ან არ შეუძლია წარმოადგინოს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ის არ არის აივ ინფექციით დაავადებული (პუნქტი 1 (13)).
C. უცხოელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარება
23. რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების შესახებ წესების შესაბამისად (მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის #546 რეზოლუცია), უცხოელ მოქალაქეებს უფასოდ შეიძლება გაეწიოთ მხოლოდ გადაუდებელი დახმარება (პუნქტი 3). სხვა სამედიცინო დახმარება შეიძლება გაწეულ იქნეს ანაზღაურების საფუძველზე (პუნქტი 4).
D. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
24. 2006 წლის 12 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო უკრაინის მოქალაქე X-ის, რომელიც იყო აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მატარებელი და ცხოვრობდა რუსეთში რუს მეუღლე და ქალიშვილთან ერთად, კონსტიტუციური სარჩელი (გადაწყვეტილება ნო. 155 O). ბ-ნი X აცხადებდა რომ აივ ინფექციის პრევენციის აქტის მე-11 ნაწილის მე-2 პუნქტი და უცხოელ მოქალაქეთა შესახებ აქტის მე-7 ნაწილის პირველ პუნქტი არღვევდა მის პირად და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებას და სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას და ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს.
25. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ გასაჩივრებული დებულებები შესაბამისობაში იყო კონსტიტუციასთან, რადგან შეზღუდვა დროებით საცხოვრებელ უფლებაზე აივ ინფექციით დაავადებული უცხოელი მოქალაქეებისთვის დადგენილ იქნა კანონმდებლობით კონსტიტუციური ღირებულებების დასაცავად, მათ შორის უმნიშვნელოვანესი უფლების - სახელმწიფოს მიერ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის დასაცავად (მე-3(3). პუნქტი).
26. 2001 წლის 27 ივნისის აივ ინფექციასთან დაკავშირებით გაეროს ვალდებულებათა დეკლარაციაზე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის რეზოლუციებზე და აივ ინფექციის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე, აგრეთვე სასამართლოს მიერ დადგენი პრაქტიკაზე, რომელიც ეხება უცხოელი მოქალაქეებს ზოგადად და ასევე აივ ინფექციით დაავადებული უცხოელების გაძევებას, დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მიღებული ღონისძიებების პროპორციულობაზე კონსტიტუციურ მიზნებთან მიმართებაში და დაადგინა:
“თანაბრად დაცულ კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლოებმა შეიძლება მხედველობაში მიიღონ, ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის დასადგენად, თუ რამდენად უფლებამოსილია აივ ინფექციის მატარებელი პირი მიიღოს დროებით საცხოვრებლის უფლება რუსეთის ფედერაციაში.
შესაბამისად, აივ ინფექციის პრევენციის კანონის მე-11 ნაწილის მე-2 პუნქტისა და უცხოელ მოქალაქეთა შესახებ აქტის მე-7 მუხლის მე-12 ნაწილი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ - ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე - მიიღოს მხედველობაში აივ ინფექციით დაავადებული უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა საგამონაკლისო, მაგრამ საპატიო პირობები იმის დადგენის დროს თუ რამდენად უნდა მოხდეს პირის დეპორტაცია რუსეთის ფედერაციიდან და მას უნდა მიენიჭოს რუსეთის ტერიტორიაზე დროებით ცხოვრების უფლება თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, პირი უნდა დაემორჩილოს კანონიერად დაკისრებულ აღკვეთი ღონისძიების ვალდებულებას, რომლის მიზანია აივ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება.“ (მე-4.2 პუნქტი)
E. სისხლის სამართლის კოდექსი
27. 122-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განზრახ სხვა პირისთვის აივ ინფექციის გადადებისთვის ან განზრახ სხვა პირის აივ ინფექციის გადადების საფრთხის შექმნისათვის. აღნიშნული ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
III. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
28. 2001 წლის 27 ივნისს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ვალდებულებათა დეკლარაცია აივ ინფექციის შესახებ (რეზოლუცია S -26/2) რომელმაც კონკრეტულად დაადგინა:
“1. ჩვენ სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები შევიკრიბეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში....იმ მიზნით, რომ განგვეხილა და მოგვეგვარებინა აივ ინფექციასთან დაკავშირებული პრობლემა მის ყველა ასპექტში, აგრეთვე, უზრუნველგვეყო გლობალური ვალდებულება კოორდინაციის გასაძლიერებლად და ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ღონისძიებების ინტენსივობის გასაძლიერებლად რათა დავამარცხოთ იგი ეფექტური ფორმით...
13. არაფერი ისე არ აუფასურებს პრევენციას, დაცვას, მოპყრობის ღონისძიებებს და არ ზრდის ეპიდემიის გავლენას ინდივიდებზე, ოჯახებსა და ადგილობრივ საზოგადოებებზე, როგორც სტიგმა, დუმილი, დისკრიმინაცია და უარყოფა, აგრეთვე კონფიდენციალობის არ არსებობა...
16. იმის აღიარება, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული რეალიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს გლობალურ დონეზე აივ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პრევენციის, ზრუნვის, მხარდაჭერის და მოპყრობის სფეროში. ხსენებული ასევე ამცირებს აივ ინფექციის მიმართ მოწყვლადობას და ხელს უშლის სტიგმას, აგრეთვე ამ საფუძვლით განხორციელებულ დისკრიმინაციას იმ პირებითან მიმართებაში ვინც ცხოვრობენ აივ ინფექციით ან მისი რისკის ქვეშ...
31. პრევენციის, ზრუნვის, მხარდაჭერის და აივ ინფექციის მქონე პირების მოპყრობის თვალსაზრისით, აღიარებულია ოჯახის როლი, და ამავე დროს გათვალისწინებულია რომ სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ სისტემაში ოჯახის სხვადასხვა ფორმები არსებობს...
აივ ინფექცია და ადამიანის უფლებები
58. 2003 წლისთვის, მიღებულ უნდა იქნეს, გაძლიერდეს ან აღსრულდეს, სადაც ადექვატურია ხსენებულის განხორციელბა, კანონმდებლობა, რეგულაციები და სხვა ღონისძიებები რათა აღმოფხვრილ იქნეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა და უზრუნველყოფილ იქნეს აივ ინფექციით მცხოვრები პირების და მოწყვლადი ჯგუფების წევრი ყველა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული გამოყენება, კერძოდ უზრუნველყოფილ იქნეს მათი ხელმისაწვდომობა inter alia, განათლებაზე, მემკვიდრეობაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებზე, პრევენციაზე, მხარდაჭერასა და მოპყრობაზე, ინფორმაციაზე და სამართლებრივ დაცვაზე, პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალობის დაცვაზე; და ჩამოყალიბდეს სტიგმისა და ეპიდემიასთან დაკავშირებული სოციალური გამორიცხვის დასამარცხებელი სტრატეგიები.
29. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომისიამ პირველად აივ ინფექციასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციასა და სტიგმაზე ისაუბრა მის #1995/44 რეზოლუციაში (“ადამიანის უფლებების დაცვა აივ ინფექციის კონტექსტში”), რომელიც მიღებულ იქნა კომისიის 53-ე შეხვედრაზე, 1995 წლის 3 მარტს, სადაც კომისიამ აღნიშნა, რომ:
“1. იგი ადასტურებს, რომ აივ ინფექციის სტატუსის, რეალურად არსებულის თუ ნავარაუდევის საფუძველზე დისკრიმინაცია აკრძალულია არსებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებით და რომ ტერმინი ”ან სხვა სტატუსის” დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ნორმებში ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტები შეიძლება განმარტებულ იქნეს ისე, რომ ის ფარავს ჯანმრთელობის სტატუსს, მათ შორის აივ ინფექციას.
2. მოუწოდებს სახელმწიფოებს, რათა უზრუნველყონ, სადაც ეს აუცილებელია, რომ მათი კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა, მათ შორის აივ ინფექციისთან დაკავშირებით, იცავდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მათ შორის იმ პირების პირადი ცხოვრების და ხელშეუხებლობის უფლებას რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით; კრძალავდეს აივ ინფექციასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციას და არა გააჩნდეს ეფექტი აივ ინფექციის პრევენციის პროგრამებზე და ასევე ზრუნავდეს იმ პირებზე, რომლებიც ინფიცირებული არიან აივ ინფექციით....”
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა განამტკიცა საკუთარი პოზიცია აივ ინფექციის კონტექსტში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მის შემდგომ რეზოლუციაში # 2005/84, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წლის 21 აპრილს.
30. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს რომ მასში მოცემული უფლებები ”გამოყენებულ იქნება დისკრიმინაციის გარეშე ნებისმიერი საფუძვლით, როგორიცაა რასა, ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური და სხვა მოსაზრება, ეროვნული და სოციალური წარმოშობა, საკუთრება, დაბადების თუ სხვა სტატუსი.” მის ზოგად კომენტარში დისკრიმინაციის წინააღმდეგ (#20, 2009), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა პირდაპირ გაითვალისწინა ჯანმრთელობის მდგომარეობა და კონკრეტულად აივ ინფექციის სტატუსი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ”სხვა სტატუსების” საფუძვლებში:
“33. ჯანმრთელობის მდგომარეობა გულისხმობს პირის ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რომ პირი რეალური ან სავარაუდო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნება ბარიერი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისთვის. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა ხშირად არის მითითებული სახელმწიფოების მხრიდან, როგორც პირის ჯანმრთელობის სტატუსის კონტექსტში ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფუძველი. მიუხედავად ამისა, ბევრი ასეთი შეზღუდვა დისკრიმინაციულია, მაგალითად, როდესაც აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტატუსი გამოიყენება, როგორც განსხვავებული მოპყრობის საფუძველი განათლებასთან, დასაქმებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, მგზავრობასთან, სოციალურ უსაფრთხოებასთან, საცხოვრებელთან და თავშესაფართან მიმართებაში.”
31. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აივ ინფექციასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო მის რამდენიმე დოკუმენტში. აივ ინფექციასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რეკომენდაცია 1116 (1989)-ში ასამბლეამ ყურადღება გაამახვილ შემდეგ საკითხებზე:
“3. [ასამბლეა] აღნიშნავს რომ მიუხედავად იმისა რომ ევროპის საბჭო დაინტერესებული იყო პრევენციის საკითხით 1983 წლიდან მოყოლებული, ეთიკური ასპექტები განხილულ იქნა მხოლოდ ზედაპირულად;
4. ამასთან ერთად, ითვალისწინებს რა იმის საჭიროებას, რომ აუცილებელია რომ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა უზრუნველყოფას ხელი არ შეეშალოს აივ ინფექციით გამოწვეული შიშით;
5. შეწუხებულია კერძოდ იმ დისკრიმინაციით, რომლის მსხვერპლნი არიან აივ ინფექციის მსხვერპლნი და სეროპიზიტივის სტატუსის მქონე პირები...
8. რეკომენდაციას უწევს მინისტრთა კომიტეტს:
A. ინსტრუქცია გაუწიოს ადამიანის უფლებათა კომიტეტს რათა მან პრიორიტეტულად აღასრულოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა, ან ჯანდაცვის, როგორც დისკრიმინაციის საფუძვლის, დამატებით დისკრიმინაციის აკრძალულ საფუძვლებში ან ზოგადი ნორმის ჩამოყალიბებით, რომელიც გულისხმობს კანონის წინაშე თანასწორობას...
D. მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს:...
3. უარი არ განაცხადონ თავშესაფრის მინიჭებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მაძიებელს აქვს აივ ინფექცია ან დაავადებულია ინფექციით. ...”
1536 (2007) რეზოლუცია განამტკიცებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვალდებულებას ებრძოლოს აივ ინფექციით დაავადებული პირების წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა ფორმის დისკრიმინაციას:
“ყურადღებას ამახვილებს, რომ აივ ინფექციის პანდემია არის საგანგებო მოვლენა სამედიცინო, სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე, ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს პარლამენტებს და მთავრობებს:
9.1. უზრუნველყონ, რომ მათი კანონები, პოლიტიკა და პრაქტიკა იცავდეს ადამიანის უფლებებს აივ ინფექციის კონტექსტში, განათლების, სამუშაო, პირადი ცხოვრების, დაცვის და პრევენციისადმი ხელმისაწვდომობას, მოპყრობის, დაცვისა და მხარდაჭერის უფლებას;
9.2. დაიცვან აივ ინფექციით დაავადებული პირები ყველა ფორმის დისკრიმინაციისგან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში...”
32. გაერთიანებული ერების კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს და რომელზეც რუსეთმა ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიცირება არ გაუკეთებია, კონკრეტულად ითვალისწინებს:
მუხლი 5 - თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა
“2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ ყველა ფორმის დისკრიმინაცია შეზღუდულ შესაძლებლობების გამო და უზრუნველყონ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები თანასწორი და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვით დისკრიმინაციის ყველა ფორმასთან მიმართებაში...”
მუხლი 18 - გადაადგილების თავისუფლება და მოქალაქეობა
“1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა უფლებები გადაადგილების თავისუფლება, საცხოვრებლის და მოქალაქეობის თავისუფლად არჩევის უფლება, სხვებთან თანაბარ პირობებში, მათ შორის იმის უზრუნველყოფით რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები:
...
2. არ ჩამოერთვათ, მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, საშუალება მიიღონ, ფლობდნენ და გამოიყენონ დოკუმენტაცია მათი მოქალაქეობის შესახებ ან სხვა იდენტიფიკაციის დოკუმენტები ან გამოიყენონ სხვა საშუალებები, ისეთი როგორიცაა იმიგრაცია, რაც აუცილებელია მათი გადაადგილებს თავისუფლების უზრუნველსაყოფად...“
მუხლი 23 - სახლის და ოჯახის პატივისცემა
“1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ეფექტიანი და შესაბამისი ღონისძიებები რათა აღმოფხვრან დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ყველა საკითხში, რომელიც უკავშირდება თანაბარ პირობებში საქორწინო, ოჯახურ, მშობლებთან და სხვა ურთიერთობებს....“
33. UNAIDS/IOM /IOM-ს (ერთობლივი გაერთიანებული ერების აივ ინფექციებთან დაკავშირებული პროგრამა/მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) განცხადება აივ ინფექციასთან დაკავშირებულ სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა 2004 წლის ივნისში და მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს:
“1. აივ ინფექცია არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც მდგომარეობა რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას მგზავრობასთან დაკავშირებით, რადგან, მიუხედავად იმისა რომ ის გადამდებია, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი შეუძლებელია გადადებულ იქნეს პირის მხოლოდ ქვეყანაში ყოფნით ან შემთხვევითი კონტაქტით (მანქანაში, ან საერთო ნივთებით, როგორიცაა საჭმელი და წყალი). აივ ინფექციის გადადება ხდებს სპეციფიკური მოქმედებით, რაც თითქმის ყოველთვის პირადია. პრევენცია შესაბამისად მოიცავს ნებაყოფლობით აქტს და შეუძლებელია მისი თავს მოხვევა. შემზღუდავდა მოქმედებებმა, ფაქტობრივად შეიძლება საწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან აივ ინფექციით დაავადებული არა მოქალაქის გამორიცხვა აძლიერებს სტიგმას და აღნიშნული პირების დისკრიმინაციას და შეიძლება ხელი შეუშალოს მოქალაქეებს და არა მოქალაქეებს მიმართონ აივ ინფექციის პრევენციის და ზრუნვის სამსახურებს. მეტიც, შეზღუდვებმა აივ ინფექციის მატარებელი არა მოქალაქეების მიმართ შეიძლება შექმნან შეცდომაში შემყვანი საზოგადოებრივი შეხედულებები, კერძოდ ის რომ აივ ინფექცია არის „უცხოური“ პრობლემა, რომელიც შეიძლება გაკონტროლებულ იქნას ისეთი ღონისძიებებით როგორიცაა სასაზღვრო კონტროლი, და არა ისეთი ღონისძიებებით, როგორიც არის ეფექტიანი საზოგადოებრივი განათლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და პრევენციის სხვა ღონისძიებები..
3. შეზღუდვები შემოსვლის და დარჩენის საწინააღმდეგოდ დაფუძნებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის აივ ინფექციის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს იმდაგვარად რომ ადამიანის უფლებების ვალდებულებები შესრულდეს, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის, ლტოლვილთა non-refoulement -ის პრინციპები, პირადი ცხოვრების უფლება, ოჯახის დაცვის უფლება, მიგრანტთა უფლებების დაცვა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. შესაბამის ჰუმანიტარულ საჭიროებებს უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება.
4. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამგზავრო შეზღუდვა უნდა დაწესდეს ინდივიდუალური ინტერვიუს/შემოწმების შედეგად. გაძევების შემთხვევაში, პირს ზეპირად და წერილობით უნდა განემარტოს გაძევების მიზეზები.
5. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში, პირს მკურნალობა უნდა გაეწიოს იმის გათვალისწინებით რა პოტენციური ეკონომიკური დანახარჯები ექნება ამ მდგომარეობაში მყოფ პირს. ისინი ვინც ცხოვრობენ აივ ინფექციით და სურთ შემოსვლა მოკლე ან გრძელვადიანი დარჩენის მიზნით არ უნდა იქნენ გამორიცხულნი ფინანსური მოტივებიდან გამომდინარე.
6. გამორიცხვა რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო და სოციალური დახმარების თვალსაზრისით განხორციელებულ შესაძლო ხარჯებთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, უნდა განხილულ იქნეს მხოლოდ მაშინ თუ დამტკიცდება, ინდივიდუალური შესწავლის შედეგად, რომ პირს ესაჭიროება აღნიშნული სამედიცინო და სოციალური დახმარება; მაღალი ალბათობით ფაქტობრივად გამოიყენებს მას უახლოეს მომავალში; და არ აქვს სხვა საშუალებები დაფაროს ეს ხარჯები (მაგალითად კერძო ან სამსახურთან დაკავშირებული დაზღვევით, პირადი რესურსებით, ადგილობრივი საზოგადოების ჯგუფების მხარდაჭერით); და ეს ხარჯები ვერ ანაზღაურდება პრივილეგიებით, რომლებიც მას აჭარბებს, ისეთი როგორიცაა კონკრეტული უნარ-ჩვევები, ნიჭი, სამუშაო შესაძლებლობა, გადასახადების გადახდა, კულტურულ მრავალფეროვნებაში დახმარება და შემოსავლის შესაძლებლობა ან სამუშაოს შექმნა.
7. თუ პირი, რომელიც ცხოვრობს აივ ინფექციით არის გაძევების (დეპორტაციის) სუბიექტი, მოცემული გაძევება (დეპორტაცია) უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებების შესრულების ფონზე, მათ შორის შესაბამის პირს ხელმისაწვდომობა უნდა მიეცეს სამართლიანი სამართალწარმოების უფლებასა და გაძევების გასაჩივრების ადექვატურ საშუალებებზე. ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰუმანიტარული ხასიათის დამაჯერებელ მიზეზებზე, რომლებიც უფლებამოსილებას ანიჭებენ პირს დარჩეს ქვეყანაში....“
34. საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპები აივ ინფექციისა და ადამიანის უფლებების შესახებ (2006 წლის გაერთიანებული ვერსია), რომელიც გამოქვეყნებულია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის და UNAIDS -ის მიერ, იკითხება შემდეგნაირად:
“102. ადამიანის უფლებათა პრინციპები, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აივ ინფექციაზე ეფექტური რეაგირების განსახორციელებლად, შეიძლება მოძიებულ იქნეს არსებულ საერთაშორისო აქტებში...აივ ინფექციასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების პრინციპები, inter alia არის:
•დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება, თანაბარი დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობა...
•გადაადგილების თავისუფლება...
104. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ შეზღუდვები ზოგიერთ უფლებებზე, ვიწროდ განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ აღნიშნული შეზღუდვები აუცილებელია უპირატესი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, სხვათა უფლებები, მორალი, საჯარო წესრიგი, ზოგადი კეთილდღეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ეროვნული უსაფრთხოება...
105. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ყველა ხშირად მიეთითება სახელმწიფოების მხრიდან როგორც საფუძველი ადამიანის უფლებების შეზღუდვის აივ ინფექციის კონტექსტში. თუმცა ბევრი მსგავსი შეზღუდვა ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, როდესაც აივ ინფექციის სტატუსისაფუძვლად ედება განსხვავებულ მოპყრობას განათლებასთან, დასაქმებასთან, ჯანდაცვასთან, მგზავრობასთან, სოციალურ უსაფრთხოებასთან, საცხოვრებელთან და თავშესაფართან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით...
127. არ არსებობს რაიმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე გამართლება აივ ინფექციის სტატუსის გამო გადაადგილების თავისუფლების ან საცხოვრებელი ადგილი თავისუფლად არჩევის უფლების შესაზღუდად. ამჟამად არსებული ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად ერთადერთი დაავადება, რომელიც მოითხოვს სერთიფიკატს საერთაშორისო მგზავრობისთვის არის ყვითელი ცხელება [სქოლიო მოშლილია]. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა აღნიშნული უფლებების აივ სტატუსის რეალურად ქონის ან ეჭვის გამო, მათ შორის საერთაშორისო მგზავრების აივ ინფექციის სკრინინგი, ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და არ შეიძლება დასაბუთდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საშიშროებით.
128. როდესაც სახელმწიფოები აივ ინფექციით დაავდებულ პირებს უკრძალავენ გრძელვადიან ცხოვრებას ეკონომიკური ხარჯების გამო, სახელმწიფოებმა არ უნდა განასხვავონ აივ ინფექცია სხვა შედარებითი ანალოგიური მდგომარეობისაგან, ანალოგიური დახმარებისგან და უნდა დაადგინონ რომ აღნიშნული ხარჯები რეალობაში იქნება გაწეული იმ შემთხვევაში თუ უცხოელი მოითხოვს საცხოვრებელს. შემოსვლის განაცხადის განხილვის დროს, ჰუმანიტარულმა საჭიროებებმა, როგორიცაა ოჯახის ერთიანება და თავშესაფრის საჭიროება, უნდა გადაწონოს ეკონომიკური გათვლები.“
35. აივ ინფექციასთან დაკავშირებული სამგზავრო შეზღუდვებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის, რომელიც მოწვეულ იქნა UNAIDS -ის მიერ 2008 წელს, ანგარიში მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
“სამუშაო ჯგუფმა დაადასტურა რომ აივ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემოსვლის, დარჩენის და ცხოვრების შესახებ აივ ინფექციის სტატუსის გამო არის დისკრიმინაციის გამომწმვევი, არ იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და რაციონალურად არ ახდენს მათ იდენტიფიცირებას ვისაც შეუძლია არასათანადო ტვირთი დააკისროს საზოგადოებრივ ფონდებს. კერძოდ, სამუშაო ჯგუფმა დაადგინა შემდეგი კვლევის შედეგები:
•სამუშაო ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულება იმის შესახებ რომ აივ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვა შემოსვლაზე, დარჩენასა და ცხოვრებაზე იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ჩათვალა რომ ამ შეზღუდვებმა მართლაც შეიძლება ხელი შეუშალონ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
•შეზღუდვები შემოსვლის, დარჩენის და ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომლებიც აკონკრეტებენ აივ ინფექციას, სხვა შედარებით მდგომარეობისგან განსხვავებით და/ან დაფუძნებულია აივ ინფექციის სტატუსზე, თავისთავად არის დისკრიმინაციული.
•აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე პირების გაძევება ან დეპორტაცია, მათ მოვლასა და მკურნალობასთან დაკავშირებული პოტენციური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, უნდა ეფუძნებოდეს შესაძლოდ გასაწევი ხარჯების ინდივიდუალურ შესწავლას, ხსენებულიდან არ უნდა გამოირიცხოს აივ ინფექცია და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარული საჭიროებებს.“
IV. შედარებითი მონაცემები
36. 2009 წლის მაისში UNAIDS -მა, გაერთიანებული ერების ერთობლივმა პროგრამამ აივ ინფექციის შესახებ, გამოსცა კვლევა შეზღუდვათა განსაზღვრა აივ ინფექციის მქონე პირების შემოსვლის, დარჩენის და ცხოვრების თვალსაზრისით. კვლევის უკანასკნელი განახლებული ვერსია (2010 წლის მაისის მდგომაროებით) ხელმისაწვდომია მის ვებ გვერდზე.
37. კვლევის შედეგად, 124 ქვეყანას და ტერიტორიას მსოფლიოში არ აქვს აივ ინფექციასთან მიმართებაში შეზღუდვები შესვლის, დარჩენის ან ცხოვრების თვალსაზრით. სხვა 52 ქვეყანა და ტერიტორია აწესებს გარკვეული ფორმით შეზღუდვებს აივ ინფექციის მქონე პირებისთვის მათი აივ ინფექციის სტატუსის გამო შევლაზე, დარჩენასა და ცხოვრებაზე. ეს კატეგორია მოიცავს მათ შორის შვიდ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას.
38. ევროპის საბჭოს არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს უარს ვიზის გაცემაზე ან მოკლე ვადით დასარჩენად შემოსვლაზე ინდივიდის აივ ინფექციის სტატუსის გამო. სამ ქვეყანას (სომხეთი, მოლდოვა და რუსეთი) შეუძლია დეპორტაცია გაუკეთოს ინდივიდს, როგორც კი მისი აივ ინფექციის დადებითი სტატუსი დადგინდება. ეს სახელმწიფოები და სამი დამატებით (ანდორა, კვიპროსი და სლოვაკია) ითხოვენ პირისგან რომელიც მიმართავს საცხოვრებლის უფლებაზე დაადასტუროს რომ ის აივ ინფექციის უარყოფითი სტატუსის მქონეა. საბოლოოდ, ლიტვა ითხოვს იმის გაცხადებას თუ რამდენად აქვს ინდივიდს „დაავადება, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯამრთელობას“.
სამართალი
I. მე-8 მუხლთან ერთად აღებული კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა
39. განმცხადებელი ჩიოდა კონვენციის მე-8, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლების საფუძველზე, რომ გადაწყვეტილება მისთვის რუსეთში ცხოვრების უფლების უარის თქმის შესახებ იყო დისპროპორციული საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის კანონიერ მიზანთან და დაარღვია მისი უფლება ეცხოვრა მის ოჯახთან ერთად. სასამართლო აღნიშნავს რომ აღნიშნული საჩივრის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს ის განსხვავებული მოპყრობა, რომელიც გამოიყენეს განმცხადებლის მიმართ მისი ჯანმრთელობის სტატუსის გამო საცხოვრებლის უფლებაზე მიმართვის დროს. საქმის გარემოებების გათვალისწინებით და იმის გააზრებით რომ მაღალი ხარისხის დასაბუთება სჭირდება ამ საქმის ფაქტებს სამართლებრივი თვალსაზრისით (იხილეთ Guerra and Others v. Italy, 19 თებერვალი 1998, § 44, გადაწყვეტილებების ანგარიშები 1998 I), სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს განიხილოს განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-14 მუხლის ჭრილში, მე-8 მუხლთან კავშირში (შეადარეთ Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the United Kingdom, 28 მაისი 1985, § 70, შერიეს A ნო. 94). აღნიშნული ნორმების მიხედვით:
მუხლი 8
1.„ ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2.დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად..“
მუხლი 14
„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.“
A. მხარეთა მოსაზრებები
1. მთავრობა
40. მთავრობამ განაცხადა რომ განმცხადებელი კვლავ ცხოვრობს ორიოლის რეგიონში და მისი ოჯახური კავშირებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი დეპორტაცია არ მომხდარა. საცხოვრებელ უფლებაზე უარს არ შეუზღუდავს მისი პირადი ცხოვრების უფლება, და თუნდაც ჩაითვალოს რომ მოცემულ შეზღუდვას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულს ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი უცხოელ მოქალაქეთა შესახებ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (13) საფუძველზე. აღნიშნულს აგრეთვე უდევს საფუძვლად რუსეთის ხელისუფლების ორგანოების წუხილი აივ ინფექციის ეპიდემიის მასიური გავრცელებისა და ამის სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული შედეგებზე რუსეთის ფედერაციაში, ის საშიშროება რომელიც ემუქრებოდა პირად, საზოგადოებრივ და ეროვნულ უსაფრთხოებას და კაცობრიობის არსებობას, და მოსახლეობის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის საჭიროების უზრუნველყოფა. საცხოვრებლის უფლების მინიჭებაზე უარი წარმოადგენდა აუცილებელ ღონისძიებას, რომელიც მიმართული იყო აივ ინფექციის პრევენციისა და დამარცხებისაკენ.
41. მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ განმცხადებელს ჰქონდა უფლება დარჩენილიყო რუსეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ ის დაიცავდა რეგულაციებს უცხოელი მოქალაქეების შესვლის, გასვლის და დარჩენის შესახებ. რადგან იგი არ იყო უფლებამოსილი მიეღო საცხოვრებელი უფლება და არ სჭირდებოდა ვიზა რუსეთში შემოსასვლელად ოთხმოცდაათ დღემდე, მას შეეძლო დაეტოვებინა რუსეთი ყოველ ოთხმოცდაათ დღეში და შემდგომ უკან დაბრუნებულიყო. მეტიც, საცხოვრებელი უფლების მინიჭებაზე უარის თქმას არ შეუზღუდია განმცხადებელი მისი ოჯახური ცხოვრება განეხორციელებინა უზბეკეთში, სადაც მის მეუღლეს და შვილს შეეძლოთ მასთან შეერთება (მთავრობამ მიუთითა საქმეებს Slivenko v. Latvia [GC], no. 48321/99, ECHR 2003 X და Abdulaziz, -ის ზემოთ მითითებული საქმე).
42. თავის დამატებით მოსაზრებებში სახელმწიფომ განაცხადა რომ განმცხადებლის პოტენციური საშიშროება, რომელიც დაემუქრა საზოგადოებას, დადასტურებულ იქნა მსოფლიოში აივ ინფექციის გავრცელების ფარგლებით და აგრეთვე იმ ფაქტით რომ ის ნასამართლევი იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის უზბეკეთში. ადგილობრივ სასამართლოებს არ უნდა შეესწავლათ მისი ინდივიდუალური სიტუაცია ან ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან მისი ცხოვრების წესის შესახებ, რადგან მოცემულ გარემოებებს არანაირი შემხებლობა არ ქონდათ აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან.
2. განმცხადებელი
43. განმცხადებელმა ეჭვის ქვეშ დააყენა მთავრობის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღო მისი ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. მან აღნიშნა რომ აღნიშნული გარემოებები არ იყო ნახსენები ადგილობრივ სასამართლო გადაწყვეტილებებში და საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს პრაქტიკული ეფექტის გარეშე. მას მიაჩნდა რომ მისი დეპორტაცია არ განხორციელებულა მხოლოდ „დავიცადოთ და ვნახოთ“ მიდგომის გამო რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, რომლებიც უპირველესად ელოდებოდნენ ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებს და ახლა ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, როდესაც უთითებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მთავრობას არ დაუზუსტებია რამდენად გულისხმობდა იგი აივ ინფექციას ზოგადად თუ მის არსებულ გართულებულ მდგომაროებას, დამძიმებული ტუბერკულიოზის სახით, რომელიც მოითხოვდა სტაციონალურ მკურნალობას და შეუძლებელს ხდიდა განმცხადებლის ტრასპორტირებას.
44. უფლების შეზღუდვის არსებობასთან დაკავშირებით, განმცხადებელმა განაცხადა, რომ უცხოელ მოქალაქეთა შესახებ კანონის მე-5 ნაწილი ზღუდავდა მის კანონიერ დარჩენას რუსეთში ოთხმოცდაათ დღემდე და მე-7 ნაწილის მიხედვით არანაირი დამატებითი ვადის გაგრძელება არ იყო შესაძლებელი. ხსენებული დებულება ასევე იძულებულს ხდიდა მას წარმოადგინა სერტიფიკატი იმის თაობაზე, რომ ის იყო აივ ინფექციის ნეგატური სტატუსის მქონე. მან შეიტყო ინფექციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ რაც ის გადავიდა რუსეთში და ცოლად შეირთო რუსეთის მოქალაქე და შესაბამისად მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ ის ვერ შეძლებდა ცხოვრების უფლების მიღებას რუსეთში. მისი ოჯახი, მათ შორის მისი დედა, ცხოვრობდა რუსეთში, ხოლო მისი მეუღლე და ქალიშვილი დაბადებულნი იყვნენ იქ და მას ჰქონდა მყარი სოციალური, ეკონომიკური და პირადი კავშირები რუსეთში, ხოლო უზბეკეთში მას არ ყავდა არც ნათესავები, არ ქონდა სამსახური და საცხოვრებელი. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ასპექტები განასხვავებდა მის საქმეს Slivenko v. Latvia საქმისგან, სადაც რუსეთის ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყვეს სლივენკოს ოჯახი საცხოვრებელი ბინით კურსკში.
45. მისი ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობასთან დაკავშირებით განმცხადებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის სასამართლოები მოქმედებდნენ იმ პრეზუმპციით რომ ის წარმოადგენდა დიდ საშიშროებას რუსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. მთავრობას არ გაუანალიზებია მისი ცხოვრების წესი და არ აუხსნია თუ რატომ გამოიწვევდა იგი ეპიდემიას ან დაემუქრებოდა ეროვნულ უსაფრთხოებას, საჯარო წესრიგს ან რუსეთის ეკონომიკურ კეთილდღეობას ან დაარღვევდა სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. ის არ იყო ჩართული მრავალ სექსუალურ კონტაქტში და არ ახდენდა ნარკოტიკების მოხმარებას, აგრეთვე ის იცავდა უსაფრთხოების ზომებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის რომ რუსეთის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ გარემოებებს იყო იმის დამდასტურებელი, რომ ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ დისკრიმინაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
3. მესამე მხარე
46. ინტერაითსმა, როგორც მესამე მხარემ, უპირველესყოვლისა განაცხადა, რომ დისკრიმინაციის ამკრძალველი ზოგადი ნორმები, რომლებიც მოცემულია ძირითად უნივერსალურ თუ რეგიონულ დონეზე მიღებულ ადამიანის უფლებების ხელშეკრულებებში, განმარტებულ იქნა ისე რომ ისინი კრძალავენ დისკრიმინაციას აივ ინფექციის რეალური და სავარაუდო სტატუსის გამო. აღნიშნული ინტერპრეტაცია მიღებულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტების, უმცირესობათა დისკრიმინაციის პრევენციისა და დაცვის ქვეკომისიის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ. აივ ინფექციასთან დაკავშირებით ვალდებულებათა დეკლარაციაში, რომელიც მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2001 წლის აგვისტოში, წევრი სახელმწიფოები ადგენენ მათ ვალდებულებებს მიიღონ და აღასრულონ კანონმდებლობა, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინაღმდეგ, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით. ევროპულ დონეზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა სახელმწიფოებს კონვენციის მე-14 მუხლის აღსრულება აივ ინფექციის მქონე პირების მიმართ და მათი დაცვის გაძლიერება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში.
47. მეორე, მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაცია ამტკიცებდა რომ საერთაშორისო სამართალში არსებული ანტი-დისკრიმინაციის ზოგად სტანდარტებთან ერთად, ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით უნდა შეძლონ გამოიყენონ დისკრიმინაციის აკრძალვა შეზღუდული შესაძლებლობების გამო, რაც წარმოდგენილია სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში და სხვა სამართლებრივ სისტემებში. შეზღუდული შესაძლებლობების გამო ანტი-დისკრიმინაციის მექანიზმის გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის შესაბამისად იმ პირებზე, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით, დადასტურებულ იქნა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს აივ ინფექციებთან დაკავშირებით პროგრამის (UNAIDS) მიერ ერთობლივი შეზღუდული შესაძლებლობები და აივ ინფექცია პოლიტიკის დოკუმენტში (2009). შეზღუდული შესაძლებლობების კუთხით აივ ინფექციის განხილვის მიდგომა დამატებით, გამყარებულ იქნა კანონმდებლობით და პრაქტიკით ბევრ ქვეყანაში, რომლებმაც ნათლად და არაორაზროვნად გააფართოვეს მათი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ კანონები, რათა მოეცვათ აივ ინფექციის სტატუსი (კანადა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ნორვეგია). Glor v. Switzerland საქმეში სასამართლომ აგრეთვე აღიარა რომ კონვენციის მე-14 მუხლი იცავდა ინდივიდსშეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაციისგან (no. 13444/04, § 80, ECHR 2009 ...).
48. საერთაშორისო სამართალი არ ითვალისწინებს უცხო ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და სამგზავრო შეზღუდვები შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს per se, როდესაც აღსრულებულია ნეიტრალური ფორმით; ამასთან ერთად, იგივე შეზღუდვები დაარღვევს ანტი-დისკრიმინაციის სტანდარტებს თუ ისინი გამოყოფენ აივ ინფექციის მქონე პირებს განსხვავებული მოპყრობისთვის ობიექტური დასაბუთების გარეშე. იმის დადგენის დროს რამდენად მოპყრობაში განსხვავება დასაბუთებულია, ამ სასამართლომ იდენტიფიცირება მოახდინა რამდენიმე კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფი - ასე მაგალითად, ბოშები, ჰომოსექსუალისტები, მენტალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - რომლებიც იყვნენ ცრურწმენების და სოციალური გარიყვის ისტორიის მსხვერპლნი, რომლებთან მიმართებითაც სახელმწიფოებს აქვთ უფრო ვიწრო შეფასების ფარგლები. მესამე მხარის მტკიცებით პირები, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით, ქმნიან ერთ ასეთ ჯგუფს, რისთვისაც ისინი განიცდიდნენ ფართოთ გავრცელებულ შეზღუდვებს, მათ შორის ევროპის საბჭოს რეგიონში და სახელმწიფოებს უნდა მიენიჭოთ მხოლოდ შეფასების ვიწრო ფარგლები იმ ღონისძიებების არჩევაში რომლებიც აქცევენ აივ ინფექციით მცხოვრებ პირებს სხვადასხვა მოპყრობის ქვეშ.
49. მესამე მხარემ იდენტიფიცირება მოახდინა ორ შესაძლო დასაბუთების, რომლის საფუძველზეც პირი შეიძლება დაექვემდებაროს განსხვავებულ მოპყრობას აივ ინფექციის სტატუსის გამო: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საშიშროებისა და საჯარო დანახარჯების მიზანშეწონილობა. საზოგადოების ჯანმრთელობის საკითხთან მიმართებაში მან ყურადღება გაამახვილა არსებულ კონსენსუსზე ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის რომლებიც მუშაობენ საჯარო ჯანმრთელობის სფეროში, რომ აღნიშნული ღონისძიებები იყო არაეფექტური აივ ინფექციის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით (მითითება გაკეთდა დოკუმენტებზე და განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის პარლამენტის და კომისიის მიერ). 2008 წელს UNAIDS-ის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა აივ ინფექციასთან დაკავშირებულ სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით ვერ დაადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც აივ ინფექციასთან დაკავშირებული სამგზავრო შეზღუდვები იცავდნენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. მიუხედავად იმისა რომ აივ ინფექცია არის გადამდები დაავადება, ის არ არის გადამდები იმ თვალსაზრისით რომ არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით ან შემთხვევითი კონტაქტით, არამედ კონკრეტული ქცევით, ისეთით როგორიცაა დაცვის გარეშე განხორციელებული სექსი ან დაავადებული შპრიცის გამოყენებით, რაც აძლევს საშუალებას აივ ინფექციის უარყოფითი სტატუსის მქონე პირს დაიცვას თავის გადადებისაგან. საზოგადოებრივი ჯანმრთელობით დასაბუთება დამატებით იქნა ხაზგასმული იმ არგუმენტით რომ სამგზავრო შეზღუდვები არ ვრცელდება მცხოვრებ და დაბრუნების პროცესში მყოფ მოქალაქეებში ან მოკლე ვიზიტით უცხოელ ტურისტებზე. აღნიშნული ღონისძიებები შეიძლება იყოს საზიანო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, რადგანაც ხსენებულის განხორციელებით მთავრობა ქმნის აივ ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში უსაფრთხოების გრძნობას, რადგანაც აივ ინფექციას წარმოაჩენს, როგორც მხოლოდ უცხოეთში არსებულ პრობლემას და აუფასურებს იმის საჭიროებას რომ პირმა დაიცვას უსაფრთხოების ღონისძიებები. ხსენებულის განხორციელებით შესაძლოა გამოწვეულ იქნეს მიგრანტების მიერ აივ ინფექციის შემოწმების თავიდან აცილება და მათი დარჩენა ქვეყანაში უკანონოდ, რაც გამორიცხავს მათთვის აივ ინფექციის პრევენციისა და ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
50. მესამე მხარის მოსაზრებით, ქვეყნების ეროვნული საიმიგრაციო პოლიტიკის მიხედვით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყანები იზიარებენ იმ მოსაზრებას რომ აივ ინფექციასთან დაკავშირებული სამგზავრო შეზღუდვები არ იყო ეფექტური ღონისძიება საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს არაპირდაპირ გამოწვეულ იქნა იმ ფაქტით, რომ უმრავლესობა სახელმწიფოებმა არ აღასრულეს რომელიმე აღნიშნული შეზღუდვა და რომ რამდენიმე ქვეყანამ ახლახან გააუქმა მოცემული შეზღუდვები და აღიარეს რომ აივ ინფექცია არ უქმნიდა საშიშროებას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას (აშშ, ჩინეთი და ნამიბია). სხვა ქვეყნებმა განიხილეს აივ ინფექციასთან დაკავშირებული სამგზავრო შეზღუდვების იმპლემენტაციის შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ უარყვეს იგი, იმის საფუძველზე რომ არ არსებობს რაციონალური კავშირი მოცემულ ღონისძიებებსა და ეფექტურ პრევენციას შორის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია). მეტიც, აღნიშნულ იქნა რომ ნაკლებად შემზღუდავი, მაგრამ უფრო ეფექტური ალტერნატივები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობისთვის, იყო ხელმისაწვდომი და იგი მოიცავდა ნებაყოფლობით ტესტირებას, კონსულტაციას და საინფორმაციო კამპანიებს.
51. საჯაროდ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში გადამეტებული ხარჯების პრევენციის საკითხზე მესამე მხარემ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მიერ გამოტანილ საქმეზე G.N. and Others v. Italy (no. 43134/05, § 129, 1 დეკემბერი 2009), სადაც მან აღნიშნა რომ ჯანდაცვის პოლიტიკის კონტექსტში არასაკმარისი რესურსები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული თვითნებურ კრიტერიუმზე დაფუძნებული ღონისძიებების მიღების დასასაბუთებლად. საიმიგრაციო შეზღუდვები რომლებიც გამოყოფენ აივ ინფექციას და ყურადღების მიღმა ტოვებენ სხვა ანალოგიურ დაავადებებს, როგორიცაა გულსისხლძარღვების ან თირკმელის დაავადება, გამოიყურება როგორც თვითნებური და დისკრიმინაციული. ამასთან ერთად, საზოგადოებრივი ხარჯებთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა დაეფუძნოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფინანსური საკითხების ინდივიდუალურ კვლევას, და არა მარტოოდენ გარკვეული სამედიცინო მდგომარეობის წარმოდგენას. მესამე მხარემ მიუთითა ამასთან კავშირში რეკომენდაციებზე რომელიც მოცემულია UNAIDS/IOM -ს განცხადებაში (იხილეთ 33-ე პარაგრაფი ზემოთ) და კანადის უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, რომელმაც დაადგინა რომ თუ პოტენციური სერვისების საჭიროება იქნება განხილული მხოლოდ გაუარესების კლასიფიკაციაზე დაფუძნებით, ვიდრე მის კონკრეტულ გამოხატულებაზე, კვლევა იქცევა ზოგადად, და არა ინდივიდუალურად, რის მიხედვითაც დადგება შედეგი ”კონკრეტული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ინდივიდის ავტომატური გამორიცხვით, მათ შორის მათთვის, ვისი დაშვება არ შექმნიდა ან არ შეეძლო გონივრული მოლოდინით შეექმნა საჯარო სახსრებზე მოთხოვნა” (Hilewitz v. Canada (მოქალაქეობისა და იმიგრაციის მინისტრი); De Jong v. Canada, 2005 SCC 57, პარაგრაფი 56).
B. დასაშვებობა
52. სასამართლო აღნიშნავს რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ის აგრეთვე არ არის დაუსაბუთებელი ნებისმიერი სხვა საფუძვლის გამო. ის შესაბამისად უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
ჩ. საქმის არსებითი მხარე
1. მე-14 მუხლის გამოყენება, მე-8 მუხლთან კავშირში
(ა) რამდენად ექცევა საქმის ფაქტები მე-8 მუხლის ”მოქმედების სფეროში”
53. სასამართლო დასაწყისშივე იმეორებს რომ უცხოელთა უფლება შევიდეს ან დასახლდეს კონკრეტულ ქვეყანაში არ არის გარანტირებული კონვენციით. როდესაც საქმე გვაქვს იმიგრაციასთან მე-8 მუხლი ან კონვენციის რომელიმე სხვა დებულება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სახელმწიფოებზე ზოგადი ვალდებულების დამკისრებელი, რომ დაიცვას დაქორწინებული წყვილის მიერ ქვეყნის არჩევანი მათი საოჯახო ცხოვრებისთვის და უფლებამოსილება მიანიჭოს ოჯახის გაერთიანებას მის ტერიტორიაზე (იხილეთ Gül v. Switzerland, 19 თებერვალი 1996, § 38 Reports 1996 I). არც ერთი მხარე ამაზე არ დაობს. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ მე-8 მუხლი არ მოიცავს კონკრეტულ ქვეყანაში დასახლების უფლებას ან საცხოვრებლის მიღების უფლებას, სახელმწიფომ ამის მიუხედავად უნდა გამოიყენოს საიმიგრაციო პოლიტიკა იმ ფორმით რომელიც შესაბამისია უცხოელი მოქალაქეების ადამიანის უფლებებთან, კერძოს მათი პირადი ცხოვრების ან ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემით და დისკრიმინაციის დაუშვებლობით (იხილეთ Abdulaziz, ზემოხსენებული საქმე §§ 59-60, და Nolan and K. v. Russia, no. 2512/04, § 62, 12 თებერვალი 2009).
54. რაც შეეხება დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვას, სასამართლო იმეორებს რომ მე-14 მუხლს გააჩნია დამხმარე ხასიათი კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებთან მიმართებაში. დაუშვებელია მისი ცალკე გასაჩივრება, რადგან მისი დარღვევის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ”უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან” კავშირში. (იხილეთ, ბევრ სხვა წყაროს შორის Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 85, ECHR 2003-VIII). მე-14 მუხლის გამოყენება აუცილებლად არ გულისხმობს კონვენციით დაცული ერთ-ერთი არსებითი უფლების დარღვევას. რაც აუცილებელია და არის ის, რომ საქმის ფაქტები ექცეოდეს კონვენციით ან მისი ოქმებით უზრუნველყოფილი ერთი ან მეტი უფლების ”მოქმედების სფეროში” (იხილეთ Petrovic v. Austria, 27 მარტი 1998, § 22, Reports 1998-II).
55. განმცხადებელი არის რუსული წარმოშობის უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს რუსეთში 2003 წლიდან. როგორც ცნობილია ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მიგრანტი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი ცხოვრობს იგი ქვეყანაში საიდანაც იგი უნდა გააძევონ, აუცილებლად სარგებლობს იქ ”ოჯახური ცხოვრების” უფლებით მე-8 მუხლის მნიშვნელობით (იხილეთ Maslov v. Austria [GC], no. 1638/03 § 63, 23 ივნისი 2008). მიუხედავად ამისა, ”ოჯახური ცხოვრების” კონცეფცია ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს ურთიერთობას, რომელიც წარმოიშვება კანონიერი და რეალური ქორწინებით (იხილეთ Abdulaziz-ის ზემოხსენებული საქმე § 62), ისეთი როგორც ეს განმცხადებელს აქვს გაფორმებული მის რუს მეუღლესთან და რომელშიც მათი შვილია დაბადებული. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს რომ საქმის ფაქტები ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის ”მოქმედების სფეროში”.
(ბ) რამდენად იყო განმცხადებელის ჯანმრთელობის სტატუსი მე-14 მუხლით გათვალისწინებული „სხვა სტატუსის“ შინაარსის
56. მე-14 მუხლი არ კრძალავს ნებისმიერ განსხვავებას მოპყრობაში, არამედ კრძალავს მხოლოდ იმ განსხვავებებს რომლებიც დაფუძნებული იდენტიფიცირებად, ობიექტურ და პირად მახასიათებლებზე ან „სტატუსზე“, რითაც პირი ან პირთა ჯგუფი განსხვავდება სხვა პირებისაგან (იხილეთ Carson and Others v. the United Kingdom [GC], no. 42184/05, §§ 61 da 70, ECHR 2010 ..., da Kjeldsen, Busk Madsen and Pedersen v. Denmark, 7 დეკემბერი 1976, § 56, შერიეს A ნო. 23). მე-14 მუხლი აყალიბებს სპეციფიკურ საფუძვლებს, რომლებიც ქმნიან „სტატუსს“, რომლებიც მოიცავს, inter alia, სქესს, რასას და საკუთრებას. ამასთან მე-14 მუხლში მოცემული ჩამონათვალი საილუსტრაციოა და არა ამომწურავი, როგორც ეს ჩანს სიტყვებით „ნებისმიერი საფუძვლით, როგორიცაა“ (ფრანგულში “notamment”) (იხილეთ Engel and Others v. the Netherlands, 8 ივნისი 1976, § 72, Series A no. 22, და Carson-ის ზემოხსენებული საქმე, § 70) და ჩამონათვალში ფრაზის „ნებისმიერი სხვა სტატუსის“ ჩართვით (ფრანგულში “toute autre situation”). სიტყვებს „სხვა სტატუსი“ ზოგადად განმარტებულ იქნა ფართოდ (იხილეთ Carson-ის ზემოხსენებული საქმე, § 70) და მისი ინტერპრეტაცია არ ყოფილა შეზღუდული მახასიათებლებით, რომლებიც პირადია იმ თვალსაზრისით რომ ისინი თანდაყოლილი ან დამახასიათებელია (იხილეთ Clift v. the United Kingdom, no. 7205/07, §§ 56-58, 13 ივლისი 2010).
57. განმცხადებლის მიერ მისი აივ ინფექციის დადებითი სტატუსის გამოაშკარავების შემდეგ სამართლებრივად შეუძლებელი გახდა მისთვის რუსეთში კანონიერად ცხოვრების ნებართვა იმ საკანონმდებლო ნორმის გამო, რომელიც ზღუდავდა საცხოვრებლის უფლების გაცემას იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც არ შეეძლოთ დაედასტურებინათ მათი აივ ინფექციის უარყოფითი სტატუსი. მიუხედავად იმისა რომ მე-14 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს ჯანმრთელობის სტატუსს ან სხვა სამედიცინო მდგომარეობას დისკრიმინაციის საფუძვლებში, სასამართლომ ახლახან აღიარა რომ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა და სხვადასხვა სამედიცინო გაუარესებები ხვდება ამ ნორმის მოქმედების ფარგლებში (იხილეთ Glor, §§ 53-56, da G.N., § 119, ორივე ციტირებული ზემოთ). სასამართლო უთითებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მოსაზრებაზე იმის შესახებ რომ ტერმინი „სხვა სტატუსი“დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში შეიძლება განმარტებულ იქნეს ისე, რომ ის ფარავს ჯანმრთელობის სტატუსს, მათ შორის აივ ინფექციას (იხილეთ 29-ე პარაგრაფი ზემოთ). აღნიშნული მიდგომა შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1116 (1989) რეზოლუციასთან, რომელიც მოუწოდებს მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმის მხარდაჭერისაკენ, დისკრიმინაციის აკრძალულ საფუძვლებში ჯანმრთელობის ჩართვით (იხილეთ 31-ე პარაგრაფი მაღლა) და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციასთან, რომელიც მის მონაწილე სახელმწიფოებს უწესებს დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე (იხილეთ 32-ე პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ პირის ჯანმრთელობის სტატუსის გამო განსხვავება, მათ შორის ისეთი მდგომარეობით როგორიცაა აივ ინფექცია, უნდა მოექცეს - ან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ფორმა ან მასთან ერთად - კონვენციის მე-14 მუხლის ტექსტში მოხსენიებული „სხვა სტატუსის“ ფარგლებში.
58. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში მოქმედებს მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან კავშირში.
2. შესაბამისობა მე-14 მუხლთან, მე-8 მუხლთან კავშირში
(ა) რამდენად იყო განმცხადებელი სხვა უცხოელების ანალოგიურ მდგომარეობაში
59. სასამართლომ მის პრეცედენტულ სამართალში დაადგინა რომ დისკრიმინაცია გულისხმობს ობიექტური და საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე პირების განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან შედარებით მსგავს სიტუაციებში (იხილეთ D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, § 175, ECHR 2007, da Burden v. the United Kingdom [GC], no. 13378/05, § 60, ECHR 2008 ...).
60. როგორც რუსეთის მოქალაქის მეუღლე და რუსი ბავშვის მამა განმცხადებელი უფლებამოსილი იყო მიემართა საცხოვრებლის უფლებაზე რუსეთში მისი ოჯახური კავშირების გათვალისწინებით (იხილეთ მე-20 პარაგრაფი ზევით). იმისათვის რომ მოცემული განაცხადი ყოფილიყო სრულყოფილი, მას სჭირდებოდა აივ ინფექციის ტესტირების გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის დართვა, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ის არ არის აივ ინფექციით დაავადებული (იხილეთ 21-ე პარაგრაფი ზემოთ). მას შემეგ რაც ტესტირებამ გამოავლინა რომ ის აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მატარებელი იყო, მისი განაცხადი საცხოვრებლის უფლებაზე უარყოფილ იქნა სავალდებულო აივ ინფექციის ნეგატიური სტატუსი დამადასტურებელი სერტიფიკატის არ ქონის გამო. ეს გახლდათ ერთადერთი საფუძველი მითითებული რუსეთის საიმიგრაციო სამსახურისა და რუსეთის სასამრთლოების გადაწყვეტილებებში. (იხილეთ მე-11 და მე-13 პარაგრაფები ზემოთ). იმ თვალსაზრისით რომ მთავრობა აცხადებდა რომ განმცხადებელი აგრეთვე უქმნიდა საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს რადგან ის იყო ადრე ნასამართლევი მძიმე დანაშაულისთვის უზბეკეთში, სასამართლო უთითებს რომ მათი ბრალდებები არ იყო გამყარებული რაიმე მტკიცებულებით ან დოკუმენტით და ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეალურად უარი უთხრა განმცხადებელს საცხოვრებლის უფლების გაცემაზე მისი აივ ინფექციის სტატუსის გამო და არა მისი შესაძლო კრიმინალური ისტორიის გამო.
61. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს რომ განმცხადებელმა შეიძლება ამტკიცოს, რომ ის იმყოფებოდა სხვა უცხოელი მოქალაქეების ანალოგიურ სიტუაციაში იმ მიზნით, რომ მიეღო საცხოვრებლის უფლება რუსეთში არსებული ოჯახური კავშირების საფუძველზე.
(ბ) რამდენად იყო განსხვავებული მოპყრობა დასაბუთებული ობიექტურად და მიზანშეწონილობის ფარგლებში
62. როგორც კი განმცადებელი შეძლებს იმის დამტკიცებას რომ ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას, მოპასუხე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს რომ ეს განსხვავებული მოპყრობა გამართლებულია (იხილეთ ჩჰასსაგნოუ ანდ Oტჰერს ვ. Fრანცე [Gჩ], ნოს. 25088/94, 28331/95 და 28443/95, §§ 91-92, EჩHღ 1999 III). მოცემული დასაბუთება უნდა იყოს ობიექტური და მიზანშეწონილი ან სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ის უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. ხელმომწერი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული თავისუფლებით იმის დადგენისას თუ რამდენად და რა ფარგლებში შეიძლება იყოს გამართლებული განსხვავებული მოპყრობა მსგავს სიტუაციებში. მოცემული შეფასების ფარგლები განსხვავებულია კონკრეტული გარემოებების, თემისა თუ ფონის მიხედვით (იხილეთ Burden, § 60; Carson, § 61, Clift, § 43, ზემოხსენებული საქმეები).
63. თუ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა გამოიყენება საზოგადოებაში კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის მიმართ რომელიც იყო მსხვერპლი მნიშვნელოვანი დისკრიმინაციის წარსულში, მაშინ სახელმწიფოს შეფასების ფარგლები არის უფრო ვიწრო და მას უნდა ქონდეს ძალზედ სერიოზული მიზეზები აღნიშნული შეზღუდვებისთვის. აღნიშნული მიდგომის მიზეზი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გარკვეულ კლასიფიკაციას per se, არის ის რომ აღნიშნული ჯგუფები ისტორიულად წარმოადგენდნენ ცრურწმენების მსხვერპლებს, შესაბამისი შედეგებით, რასაც თან ახლდა მათი სოციალური გარიყვა. შესაბამისი ცრურწმენები შეიძლება მოიცავდეს საკანონმდებლო სტერეოტიპებს, რომლებიც კრძალავენ ინდივიდუალურ შეფასებას მათი შესაძლებლობების და საჭიროებების მიხედვით (იხილეთ Alajos Kiss v. Hungary, no. 38832/06, § 42, ECHR 2010...). წარსულში სასამართლომ იდენტიფიცირება გაუკეთა რამდენიმე ასეთ მოწყვლად ჯგუფს რომლებიც იყვნენ განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლნი მათი სქესის გამო (იხილეთ Abdulaziz, ზემოხსენებული საქმე, § 78, და Burghartz v. Switzerland, 1994 წლის 22 თებერვალი, § 27, Series A no. 280 B), სექსუალური ორიენტაციის გამო (იხილეთ Schalk and Kopf v. Austria, no. 30141/04, § 97, ECHR 2010 ..., da Smith and Grady v. the United Kingdom, nos. 33985/96 da 33986/96, § 90, ECHR 1999 VI), რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების გამო (იხილეთ D.H., ზემოხსენებული საქმე, § 182, და Timishev v. Russia, nos. 55762/00 და 55974/00, § 56, EჩHღ 2005 XII), მენტალური შესაძლებლობების გამო (იხილეთ Aლაჯოს Kისს, ზემოხსენებული საქმე, § 42, და, mutatis mutandis, Shtukaturov v. Russia, no. 44009/05, § 95, 27 მარტი 2008), ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო (იხილეთ Glor, ზემოხსენებული საქმე, § 84).
64. 1980 წლების ეპიდემიიდან მოყოლებული პირები რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით გახდნენ მსხვერპლნი ფართომაშტაბიანი სტიგმის და გარიყვის, მათ შორის ევროპის საბჭოს რეგიონში (იხილეთ, კონკრეტულად, რეკომენდაცია 1116 (1989) ინფექციებსა და ადამიანის უფლებებზე და 1536 (2007) რეზოლუციის 9.2 პუნქტი, ორივე მოხსენებულია 31-ე პუნქტში ზემოთ). ეპიდემიის ადრეულ წლებში, როდესაც აივ ინფექციის დიაგნოზი თითქმის ყოველთვის ლეტალური იყო და ძალზედ ცოტა იყო ცნობილი გადადების რისკზე, ხალხი დაავადებული პირებით შეშინებული იყო, რადგან ეშინოდათ ინფექციის. უცოდინრობა თუ როგორ ვრცელდება დაავადება კვებავდა ცრურწმენებს, რაც შედეგად იმათ სტიგმატიზაციას და მარგინალიზაციას იწვევდა, ვისაც ვირუსი ჰქონდა. როგორც კი ინფორმაცია გადადების გზების შესახებ შეგროვდა, აივ ინფექცია დაუკავშირდა ქცევას - როგორიცაა ერთიდაიგივე სქესის სექსუალური კავშირი, ნარკოტიკების მოხმარება, პროსტიტუცია ან გარყვნილება - რაც უკვე იყო სტიგმატიზირებული ბევრ საზოგადოებებში, ტყუილი კავშირის შექმნით ინფექციასა და პერსონალურ უპასუხისმგებლობას შორის და სტიგმის და დისკრიმინაციის სხვა ფორმების გაძლიერებით, ისეთი როგორიცაა რასიზმი, ჰომოფობია ან ქალთმოძულეობა. უახლოეს წარსულში, აივ ინფექციის პრევენციის და აივ ინფექციის მკურნალობისადმი უკეთესი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით კვლავ რჩებიან დიდი წუხილის ობიექტებად ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, რომლებიც მუშაობენ აივ ინფექციის სფეროში. აივ ინფექციასთან დაკავშირებით გაეროს ვალდებულებათა დეკლარაციაში აღნიშნულია რომ სტიგმამ „გაზარდა ეპიდემიის გავლენა ინდივიდებზე, ოჯახებზე, ადგილობრივ საზოგადოებებსა და ერებზე“ (იხილეთ 28-ე პარაგრაფი ზემოთ) და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბ-მა ბან კი მუნმა აღიარა რომ „მეტ ნაკლებად თითქმის ყველგან მსოფლიოში, დისკრიმინაცია რჩება აივ ინფექციის მქონე ადამიანების ყოველდღიურობაში“ (6 აგვისტო 2008). სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს რომ პირები რომლებიც ცხოვრობენ აივ ინფექციით არიან მოწყვლადი ჯგუფი ცრურწმენების და სტიგმატიზაციის ისტორიის მქონენი და სახელმწიფოებს უნდა მიენიჭოთ მხოლოდ ვიწრო შეფასების ფარგლები იმ ღონისძიებების შერჩევაში, რომლითაც აღნიშნული ჯგუფის მიმართ ხორციელდება განსხვავებული მოპყრობა მათი აივ ინფექციის სტატუსის საფუძველზე.
65. ევროპული კონსენსუსის არსებობა არის დამატებითი საკითხი რომელიც რელევანტურია იმის დასადგენად თუ რამდენად უნდა მიენიჭოს მოპასუხე სახელმწიფოს ვიწრო თუ ფართო შეფასების ფარგლები (იხილეთ Dickson v. the United Kingdom [GC], no. 44362/04, § 81, ECHR 2007 XIII, S.L. v. Austria, no. 45330/99, § 31, ECHR 2003 I (ამონარიდები)). როდესაც არსებობს საერთო სტანდარტები, რომლის დაცვაც მოპასუხე სახელმწიფოს არ განუხორციელებია, ეს შეიძლება იყოს რელევანტური საკითხი სასამართლოსთვის, როდესაც ის ახდენს კონვენციის ნორმების ინტერპრეტაციას კონკრეტულ საქმეებში (იხილეთ Tănase v. Moldova [GC], no. 7/08, § 176, ECHR 2010 ..., da Demir and Baykara v. Turkey [GC], no. 34503/97, § 85, 12 ნოემბერი 2008). სასამართლოს დაკვირვებით ორმოცდაშვიდი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ ექვსი მათგანი ითხოვს იმ პირებისგან ვინც მიმართავს საცხოვრებელი უფლებისათვის რომ წარმოადგინონ აივ ინფექციის ტესტის უარყოფითი პასუხი, ერთი მათგანი ითხოვს მხოლოდ გაცხადებას ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ სამი სახელმწიფო ახდენს უცხოელების დეპორტაციას თუ მათ დაუდგინდათ აივ ინფექციის დადებითი პასუხი. (იხილეთ პარაგრაფები 37 და 38 ზემოთ). სხვა ხელმომწერი სახელმწიფოები არ ითვალისწინებენ რაიმე შეზღუდვას შემოსვლის, დარჩენის თუ ცხოვრების თვალსაზრისით იმ პირებისთვის ვინც ცხოვრობენ აივ ინფექციით მათი აივ ინფექციის სტატუსის გამო. შესაბამისად, როგორც ჩანს აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე განმცხადებლების გამორიცხვა არ გამოხატავს დადგენილ ევროპულ კონსენსუსს და აქვს მცირე მხარდაჭერა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია რომ წარმოადგინოს დამაჯერებელი დასაბუთება იმ განსხვავებულ მოპყრობასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელი აცხადებს რომ გახდა მსხვერპლი.
66. მთავრობამ წარმოადგინა რამდენიმე მიზანი რომელსაც ეფუძნება შეზღუდვა, და რომელიც რომელიც მოხსენიებული იყო აივ ინფექციის პრევენციის კანონის პრეამბულაში (იხილეთ მე-16 და მე-40 პუნქტები ზემოთ). მათ არ აუხსნიათ თუ ეროვნულ უსაფრთხოებისთვის და კაცობრიობის არსებობის წინააღმდეგ დასახელებული საფრთხეები იყო რელევანტური განმცხადებლის ინდივიდუალურ სიტუაციასთან თი არა, რა სოციო-ეკონომიკური თუ დემოგრაფიული შედეგები შეიძლება გამოეღო მის ყოფნას რუსეთის ტერიტორიაზე ან რა გზით მოახდენდა საცხოვრებლის უფლებაზე უარის თქმა სხვათა ინტერესებისა და უფლებების დაცვას. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარეობს, რომ აივ ინფექციით დაავადებული უცხოელი მოქალაქეებისთვის დროებით ცხოვრებაზე შეზღუდვის დაწესება ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზანს (იხილეთ 25-ე პარაგრაფი ზემოთ). მიუხედავად იმისა რომ მიზანი უდაოდ ლეგიტიმურია, ეს თავისთავად არ ქმნის განმცხადებლის მიმართ მისი ჯანმრთელობის სტატუსის გამო განხორციელებულ კონკრეტულ მოპყრობას ლეგიტიმურს. უნდა დადგინდეს რამდენად არის გონივრული პროპორციულობა დაცული მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის.
67. სასამართლომ რამდენჯერმე დაადგინა რომ ის მხედველობაში იღებს შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებს და ანგარიშებს რათა განმარტოს კონვენციის მიერ გათვალისწინებული გარანტიები და დაადგინოს რამდენად არის საერთო სტანდარტი კონკრეტულ სფეროში. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, რომელ საერთაშორისო სტანდარტებს და ანგარიშებს განიხილავს და რა მნიშვნელობას მიანიჭებს მათ (იხილეთ Tănase, § 176, da Demir and Baykara, §§ 85-86, ორივე ზემოხსენებული საქმე). მოცემულ საქმეში სასამართლო მიიჩნევს უდავოდ რელევანტურად მესამე მხარის წარდგინებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ექპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არსებულ კონსენსუსზე, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ აივ ინფექციით მცხოვრებ პირებთან დაკავშირებით არსებული სამგზავრო შეზღუდვები არ შეიძლება დასაბუთდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უარყო სამგზავრო შეზღუდვები, როგორც აივ ინფექციის გავრცელების შეჩერების არაეფექტური გზა ჯერ კიდევ 1987 წელს (საერთაშორისო მგზავრობასა და აივ ინფექციაზე კონსულტაციის ანგარიში 2-3 მარტი 1987). მას შემდეგ მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა (იხილეთ ამონარიდი აივ ინფექციის და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტი, ზემოხსენებულ 34-ე პუქნტში), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (იხილეთ UNAIDS/IOM -ს განცხადება, ზემოხსენებულ 33-ე პუნქტში), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა (UNHCR, ცნობა აივ ინფექციისა და ლტოლვილთა, დევნილთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დაცვის შესახებ, 2006), მსოფლიო ბანკმა (Legal Aspects of HIV/AIDS, 2007), და ყველაზე უკანასკნელად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO რეკომენდაცია აივ ინფექციის შესახებ, World of Work, no. 200, 2010). ევროპულ დონეზე ევროპის პარლამენტმა და ევროპულმა კომისიამ აღიარეს რომ ”არ არსებობს ობიექტური მიზეზები აივ ინფექციით დაავადებული პირების მგზავრობის აკრძალვისთვის” (2008 წლის 22 მაისის რეზოლუცია). მოპასუხე მთავრობამ მისი მხრიდან არ მიუთითა რომელიმე ექსპერტულ მოსაზრებაზე ან სამეცნიერო ანალიზზე, რომელიც შეძლებდა გაებათილებინა საერთაშორისო ექპერტების საერთო მოსაზრება.
68. უნდა აღიარებულ იქნეს, რომ სამგზავრო შეზღუდვები არის ეფექტური ინსტრუმენტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად მაღალი გადამდები დაავადებების წინააღმდეგ, რომლებსაც მცირე საინკუბაციო პერიოდი აქვთ, როგორიცაა ქოლერა ან ყვითელი ცხელება ან თუ ავიღებთ უახლოეს მაგალითებს, მწვავე რესპირატორული სინდრომი და ”ქათმის გრიპი” (H5N1). მოცემულ მდგომარეობებთან დაკავშირებულმა შემოსვლის შეზღუდვებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მათ გავრცელებას იმ მგზავრთა გამორიცხვით, რომლებსაც შეუძლიათ გაავრცელონ აღნიშნული დაავადებები ქვეყანაში შემთხვევითი კონტაქტით ან ჰაერწვეთოვანი გზით. ამასთან ერთად, აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე პირების მხოლოდ და მხოლოდ ყოფნა ქვეყანაში თავისთავად არ არის საშიშროება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. აივ ინფექცია არ გადაიცემა შემთხვევით, არამედ სპეციფიკური ქმედების საშუალებით, რომელიც მოიცავს სექსუალურ კავშირს და შპრიცების გაზიარებას, როგორც გადადების ძირითადი საშუალების. ეს არ აქცევს პრევენციას ექსკლუზიურად აივ ინფექციით დაავადებული არა მოქალაქის კონტროლის ქვეშ, არამედ საშუალებას აძლევს აივ ინფექციის უარყოფითი სტატუსის მქონე პირებს დაიცვან თავი ინფექციისგან (დაცული სექსი და დაცული ინექცია) აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე არა მოქალაქეების გამორიცხვა შემოსვლის ან/და ცხოვრებისგან, რათა მოხდეს აივ ინფექციის გადაცემის პრევენცია, იმის პოტენციურად დაშვებით, რომ ისინი ჩაერთვებიან კონკრეტულ საფრთხის შემცველ ქმედებებში და მოქალაქეები აგრეთვე ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას. აღნიშნულის დაშვება უტოლდება განზოგადებას, რომელიც არ ეფუძნება ფაქტს და მოკლებულია ინდივიდუალური სიტუაციის გათვალისწინებას, როგორიცაა განმცხადებლის მდგომარეობა. ამასთან ერთად, რუსეთის კანონის თანახმად, აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე იმ პირის, რომელიც ინფორმირებულია მისი აივ ინფექციის სტატუსის შესახებ, ნებისმიერი ქმედება, რაც აივ ინფექციის საფრთხის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სხვა პირს, თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით (იხილეთ 27-ე პარაგრაფი ზევით). მთავრობამ არ ახსნა თუ აღნიშნული სამართლებრივი სანქციები რატომ იქნა განხილული საკმარისად, რათა შეესრულებინა შემაკავებლის როლი იმ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც თავისთავად არ შეიცავს გადადების საფრთხეს.
69. ამასთან ერთად, როგორც ჩანს რუსეთი არ იყენებს აივ ინფექციასთან დაკავშირებულ სამგზავრო შეზღუდვებს ტურისტებზე ან მცირე ვადით ვიზიტორებზე. იგი აგრეთვე არ აკისრებს აივ ინფექციის ტესტს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ტოვებენ ან ბრუნდებიან ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით რომ აივ ინფექციის გავრცელების მეთოდები რჩება უცვლელად მიუხედავად პირის რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობისა და მისი მოქალაქეობისა, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ახსნას აივ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების შერჩევით გამოყენებაში უცხოელების მიმართ, რომლებიც მიმართავენ რუსეთში საცხოვრებლის უფლებაზე და არა ზემოთ ნახსენები კატეგორიების მიმართ, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ მოგზაურთა და მიგრანტთა უდიდეს უმრავლესობას. არ არსებობს მიზეზი იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ნაკლები ალბათობით განახორციელებენ საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე უფრო მეტად დამკვიდრებული მიგრანტები. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო დიდი შეშფოთებით უთითებს მთავრობის არგუმენტზე იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელს შეეძლო თავიდან აეცილებინა უცხოელ მოქალაქეთა აქტის დებულებების მოქმედება მასთან მიმართებაში, თუკი იგი რუსეთის ყოველ ოთხმოცდაათ დღეში დატოვებდა და შემდგომ უკან დაბრუნდებოდა. აღნიშნული წარდგინება ეჭვებს აღძრავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით განმცხადებლის რუსეთში ყოფნასთან დაკავშირებით მთავრობის გულისწუხილის გულწრფელობაში. ამასთან ერთად, არსებული აივ ინფექციის ტესტები, რომელსაც რუსეთში საცხოვრებლის უფლების მომთხოვნი პირები უნდა დაქვემდებარებოდნენ, ყოველთვის ვერ დაადგენენ ვირუსს არსებობას ზოგიერთ ახლად დაავადებულ პირებში, რომლებიც შეიძლება იყვნენ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ტესტი ვერ ადგენს ვირუსს და რაც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მეტიც, აივ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოყენება მხოლოდ მომავალ გრძელვადიან მაცხოვრებლებთან მიმართებით, არ არის ეფექტური მიდგომა აივ ინფექციის გადადების პრევენციისთვის.
70. აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე გრძელვადიან მაცხოვრებლების მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოკლევადიან ვიზიტორებთან შედარებით შეიძლება ობიექტურად დასაბუთდეს იმ საფრთხით, რომ პირველი მათგანი პოტენციურად შეიძლება იქცეს საზოგადოებრივ ტვირთად და შექმნას დიდი მოთხოვნა საჯაროდ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე, როდესაც უკანასკნელი ჯგუფი მოიძიებს ზრუნვას სხვაგან. თუმცა, მოცემული ეკონომიკური გათვლები პოტენციური აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე პირთა გამოსარიცხად გამოიყენება მხოლოდ იმ სამართლებრივ სისტემებში, სადაც უცხოელ მაცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ეროვნული ჯანმრთელობის დაცვის სისტემით, შემცირებული სამედიცინო გადასახდელებით ან უფასოდ. ამას ადგილი არა აქვს რუსეთში: რუსეთის არა მოქალაქეებს არა გააჩნიათ უფლება უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, მათ ხსენებული უფლება გააჩნიათ მხოლოდ გადაუდებელ დახმარებაზე და თავად უნდა გადაიხადონ ყველა სამედიცინო მომსახურების ღირებულება (იხილეთ ზემოხსენებული 23-ე პუნქტი). შესაბამისად, იმის მიუხედად განმცხადებელმა მიიღო თუ არა რუსეთში საცხოვრებლის უფლება, ის არ იქნება უფლებამოსილი ხელი მიუწვდებოდეს რუსეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფასო სისტემაზე. შესაბამისად, იმის საფრთხე რომ იგი შეიძლება გამხდარიყო რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის რესურსებისთვის ტვირთი დამაჯერებლად ვერ დადასტურდა.
71. ბოლოს, აღინიშნა რომ აივ ინფექციით მცხოვრები პირების მგზავრობასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებული შეზღუდვები შეიძლება არა მარტო არაეფექტიანი იყო დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, არამედ აგრეთვე რეალურად ზიანის მომტანი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში, მიგრანტები დარჩებიან ქვეყანაში უკანონოდ აარიდებენ, თავს აივ ინფექციის ტესტირებას, რა შემთხვევაშიც აივ ინფექციის სტატუსი დარჩება უცნობი, როგორც ჯანდაცვის ორგანოებისთვის, ისე თავად მიგრანტებისთვის. ეს ხელს შეუშლის მათ მიიღონ საჭირო თავდაცვის ზომები, თავიდან აიცილონ დაუცველი ქცევა და მიიღონ ინფორმაცია აივ ინფექციის პრევენციასთან და სერვისებთან დაკავშირებით. მეორე, აივ ინფექციის დადებითი სტატუსის მქონე უცხოელების გამორიცხვამ შეიძლება შექმნას უსაფრთხოების მცდარი განცდა ადგილობრივი მოსახლების წახალისებით, რომ განიხილონ აივ ინფექცია როგორც ”უცხოური პრობლემა” რომელიც მოგვარდა იმით, რომ მოხდა დაავადებულ უცხოელთა დეპორტაცია და მათთვის ცხოვრების უფლების არ მინიჭება. შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობა აღარ ჩათვლის საჭიროდ დაიცვას თავი.
72. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რომ მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მართლაც გახლდათ კანონიერი მიზანი, მთავრობამ ვერ შეძლო წარმოედგინა დამაჯერებელი და ობიექტური არგუმენტები იმის საჩვენებლად რომ ეს კანონიერი მიზანი შეიძლება მიღწეული ყოფილიყო განმცხადებლისათვის საცხოვრებლის უფლების არ მინიჭებით მისი ჯანმრთელობის სტატუსის გამო. სასამართლოს დამატებითი წუხილის საგანია, გამოყენებული ღონისძიების ბლანკეტური და დისკრიმინაციული ხასიათი. უცხოელ მოქალაქეთა შესახებ აქტის მე-7 ნაწილის პირველი პუნქტი (13) პირდაპირ ითვალისწინებდა რომ ნებისმიერი განცხადება საცხოვრებლის უფლებაზე უარყოფილ იქნებოდა თუ განმცხადებელი ვერ აჩვენებდა მის აივ ინფექციის უარყოფით სტატუსს. აივ ინფექციის პრევენციის აქტის მე-11 ნაწილის მე-2 პუნქტი დამატებით ითვალისწინებს არა მოქალაქეების დეპორტაციას, ვისაც დაუდგინდა აივ ინფექციის დადებითი სტატუსი. არცერთი მოცემული დებულება არ ითვალისწინებს რაიმე შესაძლებლობა კონკრეტული საქმის ფაქტებზე დაფუძნებული ინდივიდუალური შეფასებისთვის. მიუხედავად იმისა რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დებულებები არ გამორიცხავენ გამონაკლის საქმეებში ჰუმანიტარული გარემოებების გამოყენების შესაძლებლობას (იხილეთ 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, ზემოხსენებულ 26-ე პუნქტში), არ არის ნათელი რამდენად აძლევს ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს დისკრეციას გადაუხვიონ უცხოელ მოქალაქეთა შესახებ აქტის მე-7 ნაწილის პირველი პუნქტის (13) იმპერატიულ ნორმას.
73. მოცემულ საქმეში ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა, საოლქო და რეგიონალურმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრება. მიუხედავად იმისა რომ გასაჩივრების დოკუმენტი პირდაპირ ეფუძნებოდა 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებს, სასამართლოებმა უარყვეს განმცხადებლის განცხადება საცხოვრებლის უფლებაზე მხოლოდ უცხოელ მოქალაქეთა შესახებ აქტის სამართლებრივ მოთხოვნებზე დაფუძნებით და მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობისა და რუსეთში ოჯახური კავშირების გათვალისწინების გარეშე. საზედამხედველო გზით გადახედვის მოთხოვნით საჩივრის უარყოფის დროს, რეგიონალურმა სასამრთლომ პირდაპირ განაცხადა რომ სასამართლოები არ იყვნენ ვალდებულები გაეთვალისწინებინათ ჰუმანიტარული გარემოებები და რომ მე-7 ნაილის პირველი პუნქტი (13), რომელიც ითხოვდა უარყოფითი აივ ინფექციის სერტიფიკატის წარმოდგენას არ შეიძლება იგნორირებულ ყოფილიყო (იხილეთ 15 პარაგრაფი ზევით). მთავრობამ მის უკანასკნელ წარდგინებაში სასამართლოსადმი დაადასტურა რომ განმცხადებლის ინდივიდუალურ სიტუაციას არ ქონდა სამართლებრივი მნიშვნელობა და ადგილობრივ სასამართლოებს არ ეკისრებოდათ ვალდებულება მხედველობაში მიეღოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოჯახური კავშირები (იხილეთ 42-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს რომ დისკრიმინაციული უარი საცხოვრებლის უფლების გაცემაზე, ინდივიდუალური სასამართლო შეფასების გარეშე და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-14 მუხლში მოცემული დისკრიმინაციის აკრძალვის შესაბამისად (იხილეთ, მუტატის მუტანდის, mutatis mutandis, Alajos Kiss v. Hungary, no. 38832/06, § 44, ECHR 2010...).
74. იმის გათვალისწინებით რომ განმცხადებელი მიეკუთვნება კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფს, მისთვის უარის განცხადება მოხდა მიზანშეწონილობისა და ობიექტურობის დასაბუთების გარეშე და რომ სადაოდ გამხდარი კანონმდებლობა არ ტოვებდა შესაძლებლობა ინდივიდუალური შეფასებისთვის, სასამართლო მიიჩნევს რომ მთავრობა გასცდა მისთვის მინიჭებული ვიწრო შეფასების ფარგლებს მოცემულ საქმეში. შესაბამისად, განმცხადებელი გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი. და შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან კავშირში.
II. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
75. განმცხადებელი აგრეთვე ჩიოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა არ აცნობეს, რომ მას ქონდა უფლება მოეთხოვა საჩივრის არასაჯაროდ განხილვა და რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის დახურულად ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივით.
76. სასამართლო მიიჩნევს რომ, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს არ გააჩნდა იურიდიული ცოდნა და არ იყო წარმოდგენილი პროცესზე, მას შეეძლო განეცხადებინა მისი სურვილის შესახებ, რომ მისი საქმე განეხილათ დახურულ პროცესზე ნათელ ენაზე ან როგორც მინიმუმ მიეთითებინა ამ სურვილის შესახებ საჩივარში. იმის არ ცოდნით თუ განმცხადებელს რომელის სახით სურდა პროცესის ჩატარება ადგილობრივ სასამართლოებს არ ჰქონდათ რაიმე ვალდებულება დაეხურათ სასამართლო განხილვა საზოგადოებისთვის საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად ეს საჩივარი დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) და მე-4 პუნქტების მიხედვით.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
77. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
78. განმცხადებელი ითხოვდა 20,000 ევროს (EUR) მორალური ზიანისთვის.
79. მთავრობამ განაცხადა რომ მოთხოვნა გადაჭარბებული იყო.
80. სასამართლო იზიარებს რომ განმცხადებელმა გადაიტანა სტრესი და ფრუსტრაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარების საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. აღნიშნული საკითხის ობიექტური შეფასების განხორციელების საფუძველზე სასამართლო ადგენს განმცხადებლისათვის 15,000 ევროს ანაზღაურებას, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა.
B. ხარჯები და გაწეული დანახარჯები
81. განმცხადებელი აგრეთვე ითხოვდა 14,700 რუსულ რუბლს იურისტისა და თარჯიმნის მომსახურების ხარჯებისათვის.
82. მთავრობის პოზიციის მიხედვით უნდა მომხდარიყო მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში განხორციელებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
83. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილია ხარჯების ანაზღაურებაზე თუ ნაჩვენები იქნება რომ ისინი რეალური და აუცილებელი იყო მოცემულ საქმეში, სასამართლო, მის ხელთ არსებული დოკუმენტების და ზემოთ მოცემული კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიჩნევს მიზანშეწონილად დაადგინოს 350 ევრო ადგილობრივ და სტრასბურგის პროცესის დროს გაწეული ხარჯების და დანახარჯების ასანაზღაურებლად, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა.
ჩ. საურავი
84. სასამართლო შესაფერისად თვლის, რომ საურავი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური ნიხრით, რასაც უნდა დაემატოს თანხის სამი პროცენტი.
ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აღიარებს რომ საჩივარი საცხოვრებლის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ დასაშვებია და დარჩენილი ნაწილი საჩივრის დაუშვებელია;
2. ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-8 მუხლთან ერთად განხილული მე-14 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს რომ,
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვეში განმცხადებელს უნდა გადაუხადოს 15, 000 (თხუთმეტი ათასი) ევრო, პლიუს ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება ეს თანხა დაიბეგროს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 350 ევრო (სამას ორმოცდაათი ევრო) ხარჯებია და გაწეული დანახარჯების ასანაზღაურებლად, პლიუს ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს განმცხადებელი. ხსენებული თანხები გადაყვანილ უნდა იქნეს რუსულ რუბლში გადახდის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით.
(ბ) რომ ზემოხსენებული 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ გადახდის დღემდე საურავი უნდა იქნეს გადახდილი იმ მოცულობით, რაც უტოლდება ევროპის ბანკის სესხისათვის განკუთვნილ მინიმალურ პროცენტს, რემსაც უნდა დაემატოს სამ პროცენტიანი განაკვეთი.
4. უარყოფს განმცხადებლის სხვა პრეტენზიებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობითი სახით 2011 წლის 10 მარტს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სორენ ნილსენინინა ვიჯიცი
რეგისტრატორითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს და სასამართლო არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC -ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან რომელსაც გააჩნია წვდომა სასამართლოს მონაცემთა ბაზაზე. თარგმანის გამოყენება შეიძლება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხსენიებული იქნება საქმის სრული დასახელება, ზემოხსენებული მითითება საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის შესახებ. იმ შემთხვევაში თუკი იგეგმება წინამდებარე თარგმანის რომელიმე ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე publishing@
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy