© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #100
აგვისტო-სექტემბერი, 2007
ლ. ლიტვის წინააღმდეგ - 27527/03
გადაწყვეტილება 11.9.2007 [II სექცია]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
აღსრულებისთვის აუცილებელი კანონმდებლობის არ მიღება, რაც ტრანსექსუალს სქესის შეცვლისა და ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის მინიშნების შეცვლის საშუალებას მისცემდა: დარღვევა
41-ე მუხლი
სამართლიანი დაკმაყოფილება
სამართლიანი დაკმაყოფილება სახელმწიფოს მხრიდან აღსრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის არ მიღებისთვის: სახელმწიფო ვალდებულია დადგენილ დროში მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, ან შეუსრულებლობის შეთხვევაში არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ კონკრეტული თანხა გადაიხადოს.
ფაქტები: განმცხადებელი დაბადების მომენტში 1978 წელს დაარეგისტრირეს როგორც გოგო, მაგრამ ადრეული ასაკიდანვე საკუთარ თავს ბიჭად თვლიდა და 1997 წელს სამედიცინო კონსულტაცია გაიარა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ტრანსსექსუალობა დაუდგინდა, თავიდან მისი ექიმი უარზე იყო დაეწყო ჰორმონალური თერაპია, რადგანაც არ იყო დარწმუნებული, რომ სქესის სრულად შეცვლა კანონიერად შესაძლებელი იყო. შესაბამისად ის იძულებული გახდა დაეწყო ჰორმონალური მკურნალობა არაოფიციალურად. 2000 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღების შედეგად, რომლითაც პირველად მოხდა ლიტვურ კანონმდებლობაში სქესის შეცვლის ოპერაციაზე უფლების აღიარება, განმცხადებელმა გაიკეთა ნაწილობრივი შეცვლის ოპერაცია. თუმცა ის შეუთანხმდა ექიმს, რომ ქირურგიული ჩარევის მომდევნო ეტაპებს გაივლიდა, მას შემდეგ, რაც სქესის შეცვლის პირობებისა და პროცედურის განმსაზღვრელ კანონმდებლობას მიიღებდნენ. აღსრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის მიღება ჯერაც ვერ მოხერხდა პარლამენტში ამ კანონპროექტის მიმართ ძლიერი წინააღმდეგობის გამო. განმცხადებელს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით კვლავ მდედრობითი სქესი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მას უფლება მისცეს შეეცვალა სახელი და აერჩია სქესის მიმართ ნაკლებად სენსიტიური სახელი, მისი პირადი კოდი მის ახალ დაბადების მოწმობაზე და პასპორტზე, ასევე უნივერსიტეტის დიპლომზე კვლავ მიუთითებს მის მდედრობით სქესზე. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები და სირთულეები ხვდებოდა და იმდენად გარიყულად იგრძნო თავი, რომ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებაც გაუჩნდა.
კანონმდებლობა: მე-3 მუხლი - ვინაიდან განმცხადებელი განიცდიდა სრულიად გასაგებ ტკივილსა და ფრუსტრაციას, გარემოებები არ იყო იმდენად ინტენსიური და არ მოიცავდა საგამონაკლისო, სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ პირობებს, რომ ამ მუხლის მოქმედება გავრცელებულიყო.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 8 - ლიტვური კანონმდებლობა აღიარებდა ტრანსსექსუალების უფლებას არა მარტო სქესის შეცვლაზე, არამედ ასევე სამოქალაქო სტატუსის შეცვლაზეც. თუმცა, კანონმდებლობაში იყო ხარვეზი, არ არსებობდა სქესის შეცვლის ოპერაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. კანონის მიღებამდე ნაკლებად სავარაუდო იყო გონივრულად ხელმისაწვდომი და მისაღები სამედიცინო საშუალებები. რის შედეგადაც განმცხადებელი ოპერირებისწინა ტრანსსექსუალის შუალედურ მდგომაროებაში აღმოჩნდა, ჩაიტარა რა ნაწილობრივი ოპერაცია და შეიცვალა მნიშვნელოვანი სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები. სრული ქირურგიული პროცედურის გავლამდე მისი პირადი კოდი არ შეიცვლება და ის რჩება ქალად პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის დასაქმება და საზღვარგარეთ გამგზავრება. საკანონმდებლო ხარვეზმა განმცხადებელი დატოვა მტანჯველ გაურკვევლობაში მის პირად ცხოვრებასთან და მისი ნამდვილი იდენტობის აღიარებასთან მიმართებით. საჯარო სამედიცინო მომსახურების სფეროში საბიუჯეტო სახსრების სიმწირით შეიძლება აიხსნას ტრანსსექსუალების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების დაგვიანება, მაგრამ არა ოთხი წლით დაგვიანება. ამ პროცესში ჩართული ადამიანების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ტვირთი არ შეიძლება იყოს შეუსაბამოდ მძიმე. შესაბამისად სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საჯარო ინტერესსა და განმცხადებლის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა.
დადგენილება: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
მე-12 მუხლი - განმცხადებლის საჩივარი იმის თაობაზე, რომ სქესის შეცვლის ქირურგიული პროცედურის დაუსრულებლობის გამო მან ვერ შეძლო დაქორწინება და ოჯახის შექმნა, ნაადრევია, იმის გათვალისწინებით, რომ სქესის შეცვლის ქირურგიული პროცედურის დასრულებისთანავე მოხდება მისი მამრობით სქესის აღიარება და შეიძენს ქალზე დაქორწინების უფლებას.
დადგენილება: ცალკე განხილვის აუცილებლობა არ არსებობს (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი - მოპასუხე სახელმწიფოს შეუძლია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში დამატებითი კანონმდებლობის მიღებით. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია განმცხადებელს გადაუხადოს 40 000 ევრო საჭირო ქირურგიული ჩარევის საზღვარგარეთ დასასრულებლად. განმცხადებლისთვის განისაზღვრა 5 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy