© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #147
დეკემბერი, 2011
ლადუნა (Laduna) სლოვაკეთის წინააღმდეგ - 31827/02
გადაწყვეტილება 13.12.2011 [III სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
წინასწარ პატიმრობაში მყოფ და მსჯავრდებულ პატიმართა მიმართ დაუსაბუთებელი განსხვავებული მოპყრობა, პაემანისა და ტელევიზორის ხელმისაწვდომობის უფლებებთან მიმართებით: დარღვევა
ფაქტები - განმცხადებელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2001 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, როდესაც მისი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ათვლა დაიწყო. ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ განაცხადში ის ჩიოდა, რომ სადავო პერიოდში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმრებს მსჯავრდებული პატიმრების მსგავსად არ ქონდათ პაემანის და ტელევიზორზე ხელმისაწვდომობის იგივე უფლებები.
კანონმდებლობა - მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში: ციხის აკრძალვა ოჯახთან შეხვედრაზე და ტელევიზორის ყურებაზე ექცევა მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების სფეროში. წინასწარი პატიმრობა ამ მუხლით გათვალისწინებული „სხვა სტატუსის“ მნიშვნელობაში ექცევა, მიუხედავად იმისა, რომ არის არა ნებაყოფლობითი და როგორც წესი დროებითი, ის წარმოადგენს ადამიანის პირად გარემოებებთან და არსებობასთან განუყოფლად დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობას. უფრო მეტიც, წინასწარი პატიმრობისას განმცხადებელი მსჯავრდებული პატიმრების შესადარებელი ჯგუფის მსგავს მდგომარეობაში იყო, რადგანაც მისი საჩივრები ეხებოდა პაემანის უფლებებს და ტელევიზორზე ხელმისაწვდომობას, რაც ყველა პატიმართან მიმართებით რელევანტური საკითხი იყო.
განსახილველ დროს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს თვეში ერთი ნახევარ-საათიანი პაემანის ქონის უფლება ქონდათ, მაშინ როცა მსჯავრდებულებს შეეძლოთ ორ-საათიანი შეხვედრა ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ამ პერიოდის უდიდეს ნაწილში, მსჯავრდებული პატიმრებისთვის პაემანის სიხშირე და კონტაქტის ფორმა დამოკიდებული იყო ციხის იმ რეჟიმზე, რომელშიც იმყოფებოდნენ; ხოლო წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის ერთი რეჟიმი არსებობდა, მიუხედავად მათი დაპატიმრების საფუძვლებისა და უსაფრთხოების საჭიროებისა.
სასამართლო არ დაკმაყოფილდა იმით, რომ არსებობდა განსხვავებული მოპყრობის რაიმე ობიექტური და გონივრული გამართლება. 1993 წლის პატიმრობის კანონის თანახმად არსებული, პატიმრობაში მყოფთა უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა დაკავების საფუძველებით, წესრიგის დაცვის აუცილებლობით, სხვათა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებით ვერ გაამართლებდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პატიმართა უფლებებზე იმაზე მეტი შეზღუდვის დაწესებას, ვიდრე ეს მსჯავრდებული პატიმრებისთვის იყო. ეს სისტემა გააკრიტიკა წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) 1995, 2000 და 2005 წლებში სლოვაკეთში ვიზიტების შესახებ თავის ანგარიშებში. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების პაემანის უფლებებზე შეიძლებოდა შეზღუდვის დაწესების გამართლება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ან გამოძიების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, ამავდროულად ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო სხვა საშუალებებით, რომლებიც გავლენას არ იქონიებდა ყველა პატიმარზე, მიუხედავად რეალური საჭიროებისა. მაგალითად, პატიმრობის სხვადასხვა კატეგორიის გამოყენება ან კონკრეტული შეზღუდვების დაწესება შეიძლებოდა თითოეული საქმის საჭიროებიდან გამომდინარე. საერთაშორისო ინსტრუმენტები, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და 1987 წლის ევროპული ციხის წესები, მიუთითებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის სტატუსის პატივისცემის საჭიროებაზე, როგორც ადამიანისა, რომელიც სავარაუდოდ უდანაშაულოა. ხოლო 2006 წლის ევროპული ციხის წესები, რომელიც განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე იქნა მიღებული, თუკი არ არსებობდა საპირისპირო საფუძველი, გაუსამართლებელ პატიმრებს უნდა ქონდეთ პაემანის შესაძლებლობა და საკუთარ ოჯახთან და სხვა პირებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ისევე, როგორც მსჯავრდებულ პატიმრებს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, განმცხადებლის მიმართ დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული იყო.
რაც შეეხება ტელევიზორის ხელმისაწვდომობის არ ქონას, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მსჯავრდებული პირებისგან განსხვავებით მოპყრობის რაიმე ობიექტური დასაბუთება, ამ უკანასკნელთათვის ტელევიზორი განიხილებოდა კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილად.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი: ციხის მაღაზიაში საკვებისა და სხვა პროდუქტების ყიდვის განმცხადებლის უფლების დამოკიდებულება იმაზე, რომ მას ანგარიშზე უნდა განეთავსებინა იმავე ოდენობის თანხა, რა ოდენობის რეგისტრირებული ვალებიც ქონდა, წარმოადგენდა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევას. ამ ჩარევას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და ვალის გადახდის უზრუნველყოფა უდავოდ საერთო ინტერესებში შედიოდა. რაც შეეხება პროპორციულობას, ამ ჩარევამ მართალია განმცხადებელს შეუზღუდა, მაგრამ არ ჩამოართვა ციხის ანგარიშზე არსებული თანხით ციხის მაღაზიაში საკვებისა და სხვა პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ვალების დაფარვის ვალდებულება არ ვრცელდებოდა მედიკამენტებზე, აუცილებელ ჰიგიენურ საშუალებებზე, მიმოწერის საშუალებებზე თუ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე. შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის ვალების ანაზღაურების სფეროში თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლების გათვალისწინებით, ჩარევა არ იყო არაპროპორციული დასახულ მიზანთან მიმართებით.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
მე-13 მუხლი: სასამართლომ აღნიშნა, რომ მან განმცხადებლის საჩივრები დასაშვებად ცნო და შეისწავლა კონვენციის მატერიალურ ნორმებზე დაყრდნობით მხოლოდ იმ დარღვევების ფარგლებში, რაც მომდინარეობდა შესაბამის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებიდან. მე-13 მუხლი არ შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალება ეროვნული კანონმდებლობის მდგომარეობის წინააღმდეგ.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
41-ე მუხლი: 9 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* 1987 წლის 12 თებერვალს მიღებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია # R (87) 3 ევროპული ციხის წესების შესახებ, რომელიც ჩანაცვლდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ევროპული ციხის წესების შესახებ 2006 წლის 11 იანვარის (2006)2 რეკომენდაციით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy