© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანიშესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ლამბერი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 46043/14)
გადაწყვეტილება
( ამონარიდები )
მოცემული ვერსია შესწორდა 2015 წლის 25 ივნისს
სასამართლოს რეგლამენტის 81-ე მუხლის შესაბამისად
სტრასბურგი
5 ივნისი 2015
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა, შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეზე ლამბერი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
გიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ისაბელ ბერო,
ხანლარ ჰაჯიევი,
იან შიკუტა,
გეორგ ნიკოლაუ,
ნონა წოწორია,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანჟელიკა ნიუბერგერი,
ლინოს-ალექსანრე სიცილიანოს,
ერიკ მოსე,
ანდრე პოტოკი,
ელენა იადერბლომი,
ალეშ პეჩალი,
ვალერიუ გრიტკო,
ეგიდიუს კურისი, მოსამართლეები
და ერიკ ფრიბერგი, სასამართლოს განმწესრიგებელი,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2015 წლის 7 იანვარსა და 23 აპრილს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 46043/14) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილ იქნა საფრანგეთის ოთხი მოქალაქის, ბ-ნი პიერ ლამბერისა და ქ-ნი ვივიან ლამბერის, ბ-ნი დავიდ ფილიპონისა და ქ-ნი ანა ტუარზეს („მომჩივნები“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად 2014 წლის 23 ივნისს.
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ბ-ნი ჟ. პაიო, სტრასბურგში და ბ-ნი ჟ. ტრიომფი, პარიზში მოღვაწე იურისტები. საფრანგეთის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი გახლდათ მისი წარმომადგენლის ბ-ნი ფ. ალაბრუნის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საქმეთა ხელმძღვანელის მიერ.
3. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ვენსანტ ლამბერისათვის ხელოვნური კვებისა და ჰიდატაციის შეწყვეტა დაარღვევდა სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით ნაკისრ ვალდებულებას, გაუთანაბრდებოდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც აღწევს წამების ზღვარს კონვენციის მე-3 მუხლით და დაარღვევდა მის ფიზიკურ ხელშეუხებლობას კონვენციის მე-8 მუხლით.
4. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეხუთე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52 § 1 მუხლი). 2014 წლის 24 ივნისს შესაბამისმა პალატამ გადაწყვიტა გამოეყენებინა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, შეატყობინა ამის შესახებ მთავრობას და მიანიჭა საჩივარს პრიორიტეტი.
5. 2014 წლის 4 ნოემბერს, მეხუთე სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით - მარკ ვილიგერი, პრეზიდენტი, ანჟელიკა ბიურბერგერი, ბოშტიან მ. ზუპანჩიჩი, ვინსენტ ა.დე გაეტანო, ანდრე პოტოკი, ელენა იადერბლუმი და ალეშ პეჩალი, მოსამართლეები, და სტეფან ფილიპსი, სექციის განმწესრიგებელი, მოიხსნეს იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაზეც პრეტენზია არცერთ მხარეს გამოუთქვამს (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის 72-ე მუხლი).
6. სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 და რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.
7. მომჩივნებმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი საქმის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის ნაწილზე.
8. მოსაზრებანი იქნა წარმოადგენილი რეიჩელ ლამბერის, ფრანსუაზ ლამბერისა და მარი-ჟენევიევ ლამბერის - ვენსან ლამბერის ცოლის, ძმიშვილისა და ნახევარდის მიერ; ასევე, საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა თავის ტრავმისა და ტვინის დაზიანების მსხვერპლთა ოჯახების ასოციაციების ეროვნული კავშირის (UNAFTC), ამრესო-ბეთლის ასოციაციისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა კლინიკამ. პრეზიდენტმა მათ ყველას მიანიჭა უფლება ჩართულიყვნენ წერილობით განხილვაში მესამე მხარის სტატუსით (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის 44 § 3 (ა) მუხლი ). რეიჩელ ლამბერს, ფრანსუა ლამბერს და მარი-ჟენევიევ ლამბერს მიეცათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ საქმის ზეპირ განხილვაში.
9. მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 7 იანვარს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი ფ. ალაბრიუნი, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი,
წარმომადგენელი
ქ-ნი ე. იუნგი, იურიდიულ დოკუმენტებზე მომუშავე ოფიცერი, ადამიანის უფლებათა სექცია, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო,
ბ-ნი რ. ფერალი, იურიდიულ დოკუმენტებზე მომუშავე ოფიცერი, ადამიანის უფლებათა სექცია, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო,
ქ-ნი ს. რიდო, მრჩეველი, იურიდიულ საქმეთა განყოფილება, სოციალური, ჯანმრთელობისა და ქალთა უფლებების სამინისტრო,
ქ-ნი ი. ერნი, იურიდიული მრჩეველი, მომხმარებელთა უფლებები,იურიდიულ და ეთიკურ საქმეთა განყოფილება, სოციალური, ჯანმრთელობისა და ქალთა უფლებების სამინისტრო,
ქ-ნი პ. რუოლტ-შალიე, სამართალწარმოებისა და იურიდიულ საქმეთა განყოფილების დირექტორის მოადგილე, იუსტიციის სამინისტრო,
ქ-ნი მ. ლემპლინგი, იურიდიულ დოკუმენტებზე მომუშავე ოფიცერი, ინდივიდუალურ უფლებათა და ოჯახური სამართლის განყოფილება, იუსტიციის სამინსიტრო,
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ჟ. პაიო, იურისტი,
ბ-ნი ჟ. ტრიომფი, იურისტიადვოკატი
ბ-ნი ჟ. პუპინკი,
პროფ. ქ. დიუკროკი,
დრ. ბ. ჟანბლანი,მრჩევლები;
(გ) რეიჩელ ლამბერის, მესამე მხარის სახელით
ბ-ნი . პეტიტი, იურისტი,ადვოკატი,
დრ. ოფორტუსი,
დრ. სიმონი,მრჩევლები;
(დ) ფრანსუა და მარი-ჟენევიევ ლამბერის, მესამე მხარის სახელით
ბ-ნი მ. მიუნიე-აპერი, Conseil d’État და საკასაციო სასამართლოს ადვოკატთა კავშირის წევრი,
ბ-ნი ბ. ლორი, იურისტი,მრჩევლები
მომჩივნები, გარდა პირველი მომჩივნისა, ისევე როგორც რეიჩელ ლამბერი, ფრანსუა ლამბერი და მარი-ჟენევიევ ლამბერი, მესამე მხარეები, დაესწრნენ მოსმენას.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ალაბრუნის, ბ-ნი პაიოს, ბ-ნი ტრიომფის, ბ-ნი მიუნიე-აპერის და ბ-ნი პეტიტის გამოსვლები, ისევე როგორც მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებზე ბ-ნი ალაბრუნისა და ბ-ნი პაიოს პასუხები.
ფაქტებისაქმის გარემოებანი
10. მომჩივნები, საფრანგეთის მოქალაქეები, არიან ბ-ნ პიერ ლამბერი და მისი ცოლი, ქ-ნი ვივიან ლამბერი, დაბადებულები 1929 და 1945 წლებში, და მაცხოვრებლები რეიმსში, ბ-ნი დავიდ ფილიპონი, დაბადებული 1971 წელს და მაცხოვრებელი მურმელონში და ქ-ნი ანა ტუარსე, დაბადებული 1978 წელს და მაცხოვრებელი მილიზაკში. ისინი გახლავან ვენსან ლამბერის, დაბადებული 1976 წლის 20 სექტემბერს, მშობლები, ნახევარძმა და და.
11. ვენსან ლამბერს 2008 წლის 29 სექტემბერს მოუვიდა საგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიიღო თავის სერიოზული დაიზიანებანი და არის ტეტრაპლეგიური და სრულიად დამოკიდებული. Conseil d’État მიერ 2014 წლის 14 თებერვალს მოთხოვნილი სამედიცინო ექსპერტიზის ანგარიშის მიხედვით, იგი ქრონიკულ ვეგეტატიულ მდგომარეობაში იმყოფება (იხ. პარაგრაფი 40 ქვემოთ).
12. 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მარტამდე, იგი იმყოფებოდა შალონ-ან-შამპანის საავადმყოფოს აღდგენით და შემდეგ ნევროლოგიურ განყოფილებაში. 2009 წლის მარტიდან მასზე ზრუნვა ხორციელდებოდა ჰელიოთერაპიის ცენტრში რეიმსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, ხოლო რეაბილიტაცია ვეგეტატიული და მინიმალურ გონებაზე მყოფისათვის გრძელდება დღემდე. მის განყოფილებაში არის რვა პაციენტი. ვენსან ლამბერი ხელოვნურ კვებასა და ჰიდრადაციაზეა, რომლის შეყვანაც ხდება გასტრო მილით.
13. 2011 წლის ივლისში ვენსან ლამბერი შეამოწმა ლიეჟის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის სპეციალიზირებულმა განყოფილებამ, „კომის მეცნიერების ჯგუფმა“, რომელმაც დაასკვნა, რომ იგი იმყოფებოდა ქრონიკულ ნეირო-ვეგეტატიურ მდგომარეობაში, რომელიც ხასიათდებოდა „მინიმალური გონიერება პლუს“. კომის მეცნიერების ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად მას ყოველდღიურად უტარდებოდა ფიზიოთერაპია 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ბოლომდე, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ამასთანავე 2012 წლის მარტიდან სექტემბრამდე მას ჩაუტარდა მეტყველებისა და გამოხატვის 87 თერაპიული სესია, რაც უშედეგოდ დამთავრდა კომუნიკაციის დამყარების კოდის შესწავლის მიზნისდა მიუხედავად. იყო მცდელობა პაციენტი ჩამჯდარიყო სპეციალურ ეტლში.
ა. 2005 წლის 22 აპრილის საფუძველზე მიღებული პირველი გადაწყვეტილება
14. ვენსან ლამბერზე მზუნველი პერსონალის მიხედვით, 2012 წლიდან მოყოლებული მისი რეფლექსების გაძლიერება, რაც მათი აზრით წარმოადგენს რეზისტანტულობას ყოველდღიური მოვლაზე, სამედიცინო გუნდმა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო კოლექტიური პროცედურის განხორციელება დაეფუძნენ რა 2005 წლის 22 აპრილის აქტს პაციენტთა უფლებებისა და სიცოცხლის დასასრულს წარმოშობილ საკითხებზე (იხ. პარაგრაფი 54 ქვემოთ). რეიჩელ ლამბერი, პაციენტის ცოლი, ჩართული გახლდათ პროცესში.
15. პროცესის შედეგად ექიმმა კარიგერმა, ვენსან ლამბერზე პასუხისმგებელმა და იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სადაც იმყოფება პაციენტი, მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა პაციენტის კვება და შეეზღუდა ჰიდრატაცია. გადაწყვეტილება ამოქმედდა 2013 წლის 10 აპრილს.
ბ. 2013 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
16. 2013 წლის 9 მაისს, მომჩივნები, დაეფუძენ რა ადმინსიტრაციულ სასამართლოთა კოდექსის ლ.521-2 მუხლს, მიმართეს დაჩქარებითი განხილვისათვის შესაბამის მოსამართლეს შალონ-ან შამპანის ადმინსიტრაციულ სასამართლოში (ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის მიზნით სასწრაფო საჩივარი (référé liberté)),რომელიც მიზნად ისახავდა საავადმყოფოსათვის აკრძალვას, რომელიც გამყარებული იქნებოდა იძულებითი ჯარიმით, აღედგინათ ვენსან ლამბერის ნორმალური კვება და ჰიდრატაცია და გაეწიათ მისთვის ყოველი საჭირო დახმარება, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე.
17. 2013 წლის 11 მაისით დათარიღებული ბრძანებით, სასწრაფო საჩივრების განმხილველმა მოსამართლემ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნა. მოსამართლემ დაადგინა - რომ ვენსან ლამბერს არ ჰქონდა შემუშავებული შემდგომი დირექტივები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის შესაბამისი დებულებების მნიშვნელობით არ ყავდა ნდობით აღჭურვილი/მინდობილი პირი ამიტომ მის ოჯახთან უნდა გაგრძელებულიყო კოლექტიური პროცედურა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს უკანასკნელნიც არ იყვნენ შეთანხმებულნი იმაზე თუ რა ბედი უნდა სწეოდა პაციენტს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ვენსან ლამბერის ცოლი მონაწილეობდა პროცესში, საქმის განხილვიდან ნათელი იყო, რომ მისმა მშობლებმა არ იცოდნენ მოცემული პროცესის შესახებ და რომ გადაწყვეტილება კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტის შესახებ, რომლის ბუნება და მიზეზებიც მათთვის არ იყო ცნობილი, არ სცემდა პატივს მათ სურვილებს.
18. შესაბამისად, მოსამართლემ დაადგინა, რომ მოცემული პროცედურული ნაკლოვანებანი უტოლდებოდა ფუნდამენტური თავისუფლების, კერძოდ კი სიცოცხლის უფლების პატივისცემის, სერიოზულ და აშკარა დარღვევას, და მოუწოდა სასამართლოს განეახლებინათ ვენსან ლამბერის ნორმალური კვება და ჰიდრატაცია და უზრუნველეყოთ მისი მდგომარეობისათვის საჭირო ზრუნვით.
გ. 2005 წლის 22 აპრილის საფუძველზე მიღებული მეორე გადაწყვეტილება
19. 2013 წლის სექტემბერში დაიწყო ახალი კოლექტიური პროცედურა. ექიმმა კარიგერმა კონსულტაცია გაიარა ექვს ექიმთან, მათ შორის სამი მოწვეული სპეციალისტი (ნევროლოგი, კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგი, გამოცდილებით პალატიურ მედიცინაში). ექიმები შერჩეული იყვნენ ვენსან ლამბერის მშობლების, ცოლისა და სამედიცინო გუნდის მიერ. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა წერილობითი კონტრიბუცია ექიმისაგან, რომელიც პასუხისმგებელი გახლავთ სპეციალიზირებულ მზრუნველობით დაწესებულებაში, მოხუცთა თავშესაფრის ფარგლებში.
20. ექიმი კარიგერი ორჯერ შეხვდა ოჯახს 2013 წლის 27 სექტემბერსა და 16 ნოემბერს, რომელსაც ესწრებოდა ვენსან ლამბერის ცოლი, მშობლები და რვა დედმამიშვილი. რეიჩელ ლამბერი და რვა დედმამიშვილიდან ექვსი, ემხრობოდა ხელოვნული კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტას, მაშინ როდესაც მომჩივნები ითხოვდნენ მის გაგრძელებას.
21. 2013 წლის 9 დეკემბერს ექიმმა კარიგერმა მოიწვია ექიმთა და მზრუნველი ჯგუფის თითქმის ყველა წევრის შეხვედრა. შეხვედრის შედეგად ექიმმა კარიგერმა და მოწვეული ექვსიდან ხუთმა ექიმმა განაცხადეს, რომ ისინი ემხრობოდნენ მკურნალობის შეწყვეტას.
22. 2014 წლის 11 იანვარს, საკონსულტაციო პროცედურის დასრულებისას ექიმმა კარიგერმა განაცხადა, რომ 13 იანვარს აპირებდა ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტას ადმინსიტრაციული სასამართლოს მიმართვის თანახმად. მისი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ცამეტგვერდიან ანგარიშს, რომლის შვიდგვერდიანი შეჯამებაც გააცნეს ოჯახს, აღნიშნავდა, რომ ვენსან ლამბერის მდგომარემობა მოიცავდა ტვინის გამოუსწორებელ დაზიანებას და რომ მკურნალობა უშედეგო და არაპროპორციული იყო და არ ემსახურებოდა არანაირ მიზანს, გარდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებისა. ანგარიშის მიხედვით, ექიმს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ვენსან ლამბერს, ავტოსაგზაო შემთხვევამდე, არ ენდომებოდა ამ მდგომარეობაში სიცოცხლე. ექიმმა კარიგერმა დაასკვნა, რომ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება ხელოვნური კვებითა და ჰიდრატაციით წარმოადგენდა არაგონივრულ სიჯიუტეს.
დ. 2014 წლის 16 იანვრის ადმინსიტრაციული სასამართლოს გადაწვყეტილება
23. 2014 წლის 13 იანვარს მომჩივნებმა კიდევ ერთხელ მიმართეს შალონ-ან-შამპანის ადმინისტრაციულ სასამართლოს, დაეფუძნენ რა ადმინსიტრაციულ სასამართლოთა კოდექსის ლ.521-2 მუხლს და მოითხოვეს ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის მიზნით გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საავადმყოფოსა და ექიმს აუკრძალავდა ვენსან ლამბერისათვის კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტას და მოითხოვდა მის დაუყოვენებელ გადაყვანას სპეციალიზირებულ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ობერჯაუსბეგენში, რომელსაც მართავდა ასოციაცია „ამრესო-ბეთელი“ (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). რეიჩელ ლამბერი და ფრანსუა ლამბერი, ვენსან ლამბერის ძმისშვილი ჩაერთნენ სამართალწარმოებაში მესამე მხარეებად.
24. ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელიც საქმეს იხილავდა ცხრა მოსამართლიანი შემადგენლობით საქმე განიხილა 2014 წლის 15 იანვარს. 2014 წლის 16 იანვრარს მან გააუქმა ექიმ კარიგერის 2014 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
25. ადმინისტრაციულმა სასამართლომ პირველ რიგში აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოს არ ზღუდავს ჰქონდეს დებულებანი, რომლითაც ინდივიდები გაასაჩივრებენ სიცოცხლის პოტენციურად გამახანგრძლივებელ მკურნალობას. ანალოგიურად, იგი არ უკრძალავს პაციენტზე პასუხისმგებელ მთავარ ექიმს, როდესაც პაციენტს არ შეუძლია საკუთარი სურვილების გამოხატვა და რომლის მკურნალობასაც ახორციელებს ექიმი, რიგი დამცავი ზომების მიღების შემდეგ, რომელიც უთანაბრდება არაგონივრულ სიჯიუტეს, შეწყვიტოს მკურნალობა, სამედიცინო საბჭოს საავადმყოფოს ეთიკის კომიტეტისა და, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სასამართლოების ზედამხედველობის პირობით.
26. ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაგრძო და დაადგინა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის შესაბამისი დებულებებიდან ნათლად იკვეთებოდა, რომელიც შეიცვალა 2005 წლის 22 აპრილის კანონით, რაც ასახულია საპარლამენტო პროცედურებში, რომ ხელოვნური ენტერო კვება და ჰიდრატაცია - რომელიც, მსგავსად წამლებისა, ექვემდებარება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სადისტრიბუციო მონოპოლიას, მიზნად ისახავენ კონკრეტული ნუტრიენტების მიწოდებას შეზღუდული ფუნქციების მქონე პაციენტისათვის, რომელიც მოცემული ნუტრიენტების ადმინისტრირებისათვის საჭიროებს ინვაზიურ ტექნოლოგიას - წარმოადგენდა მკურნალობის ფორმას.
27. იმის გათვალისწინებით, რომ ექიმ კარიგერის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ვენსან ლამბერის მიერ სავარაუდოდ გამოთქმულ სურვილს, უკიდურესი დამოკიდებულების შემთხვევაში არ მომხდარიყო მისი სიცოცხლის შენარჩუნება; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს არ დაუტოვებია წინასწარი მითითებანი და არ განუსაზღვრავს ნდობით აღჭურვილი პირი, ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთარი აზრი, რომელიც მან ცოლსა და ერთ-ერთ ძმას გაანდო, წარმოადგენდა ჯანმრთელი პირის სურვილს, რომელიც არ დგას მისი სურვილების მეყსიერი შესრულების წინაშე და არ წარმოადგენდა სურვილის ოფიციალურ გამოხატვას, მიუხედავად მისი პროფესიული გამოცდილებისა მსგავს ვითარებაში მყოფ პაციენტებთან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვენსან ლამბერს მშობლებთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა, რადგან არ იზიარებდა მათ მორალურ ღირებულებებსა და რელიგიურ პრინციპებს, არ ნიშნავდა, რომ მან გამოხატა ნათელი სურვილი უარი ეთქვა მკურნალობის ყველა ფორმაზე და დასძინა, რომ ცალსახა დასკვნის გამოტანა მისი სურვილის შესახებ ან სიცოცხლის შენარჩუნებაზე მის მიერ მკურნალობისადმი აშკარა წინააღმდეგობის შესახებ რთული იყო. ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმმა კარიგერმა არასწორად შეაფასა ვენსან ლამბერის სურვილები.
28. ადმინისტრაციულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2011 წელს ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ), ვენსან ლამბერი იყო მინიმალურად გონებაზე, რაც გულისხმობს ემოციური აღქმის განგრძობად არსებობას და გარემო პირობებზე შესაძლო პასუხს. შესაბამისად, ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის ადმინისტრირება არ ისახავდა მიზნად მისთვის ხელოვნურად სიცოცხლის შენარჩუნებას. დაბოლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმნდენად რამდენადაც მკურნალობა არ იწვევდა სტრესს ან ტანჯვას, იგი არ უნდა იყოს მიჩნეული უშედეგოდ ან არაპროპორციულად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმ კრეგერის გადაწყვეტილება წარმოადგენდა ვენსან ლამბერის სიცოცხლის უფლების აშკარა უკანონო დარღვევას. მან გამოსცა ბრძანება, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შეწყვეტის შესახებ და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა პაციენტის სპეციალიზირებულ, გახანგრძლივებულ მზრუნველობის ცენტრში ობერჰაუსბერგენში გადაყვანის შესახებ.
ე. Conseil d’État 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
29. 2014 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი საჩივრებით რეიჩელ ლამბერმა, ფრანსუა ლამბერმა და რეიმსის საუნივერსიტეტო საავადმყოფომ საჩივრით მიმართეს Conseil d’État საჩივრების დაუყოვნებლივ განმხილველ მოსამართლეს. საჩივარი წარმოადგენდა შესაგებელს, რომლითაც ითხოვდნენ ვენსან ლამბერის სასწრაფო გადაყვანას გახანგრძლივებული ზრუნვის დაწესებულებაში. თავის ტრავმისა და ტვინის დაზიანების მსხვერპლთა ოჯახების ასოციაციების ეროვნულმა კავშირმაც (UNAFTC, იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ) მოითხოვა მესამე მხარედ ჩართვა.
30. საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვა შედგა 2014 წლის 6 თებერვალს, სადაც Conseil d’État იურიდიული სამსახურის უფროსმა გადაწყვიტა საქმე გადაეცა სრულფასოვანი სასამართლოსათვის, რომელიც საქმეს განიხილავდა ჩვიდმეტწევრიანი მართლმსაჯულებითი ასამბლეის წინაშე.
31. სრულფასოვანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შედგა 2014 წლის 13 თებერვალს. Conseil d’État წინაშე წარმოდგენილ არგუმენტებში, საჯარო მომხსენებლმა inter alia მოიხმო ჯანდაცვის მინისტრის მიერ სენატის წევრების წინაშე გაკეთებული რემარკა მაშინ, როდესაც იხილებოდა ბილი, ცნობილი „ლეონეტის ბილის“ სახელით:
„როდესაც გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ... შედეგად მოყვება გარდაცვალება, განზრახვა გადაწყვეტილების მიღების უკან არის [არა მოკვლა, არამედ] სიკვდილისათვის ბუნებრივი მდინარებით განვითარების საშუალების მიცემა და ტანჯვის შემსუბუქება. აღნიშნულის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვის განმახორციელებელი პერსონალისათვის, რომლის ფუნქციაც არ გახლავთ სიცოცხლის წართმევა.“
32. Conseil d’État-მ გადაწყვეტილება გამოიტანა 2014 წლის 14 თებერვალს. საჩივრების გაერთიანებისა და UNADTC-სათვის საქმეში ჩართვის უფლების მინიჭების შემდეგ Conseil d’État-მ განსაზღვრა საჩივრების დაჩქარებით განმხილველი მოსამართლის როლი ადმინსიტრაციული სასამართლოების კოდექსის L. 521-2 მუხლის საფუძველზე:
„L. 521-2 მუხლის მიხედვით, საქმის დაჩქარებით განმხილველი მოსამართლე ადმინისიტრაციულ სასამართლოში, ამ ტიპის საჩივრის განხილვისას განსაკუთრებით დაჩქარებით მოქმედებს და შესაძლოა მოითხოვოს სხვა ზომები, რათა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სერიოზული და აშკარა უკანონო ფორმით სავარაუდოდ დარღვეული ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა. ამგვარი საკანონმდებლო დებულებანი საქმის დაჩქარებით განმხილველ მოსამართლეს, რომელიც როგორც წესი დამოუკიდებლად იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს დროებით ზომებს ადმინისიტრაციული სასამართლოების კოდექსის L. 511-1 მუხლის მიხედვით, ანიჭებს უფლებამოსილებას გაჭიანურების გარეშე და „ცალსახა და ნათელ“ საფუძველზე განსაზღვროს საჭირო ზომები ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად.
თუმცა, საქმის დაჩქარებით განმხილველმა მოსამართლემ საკუთარი უფლებამოსილებანი უნდა განახორციელოს განსაკუთრებითი რუდუნებით L. 521-2 მუხლით საჩივრის განხილვისას... რომელიც ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის საფუძველზე ექიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც შესაძლოა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა ან გაჩერება არაგონივრული სიჯიუტის გამო და გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლისათვის გამოუსწორებელი ზიანი. ასეთ შემთხვევებში მოსამართლე, რომელიც საჭიროების მიხედვით, შესაძლოა იყოს მოსამართლეთა კოლეგიის წევრი, ვალდებულია მიიღოს საჭირო დაცვითი ზომები, რათა თავიდან აიცილოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამოქმედება მაშინ, როდესაც იგი შესაძლოა არ ხვდებოდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. აუცილებელია ჯეროვანი ბალანსის დაცვა კონკრეტულ ფუნდამენტურ თავისუფლებას, კერძოდ კი სიცოცხლის პატივისცემასა და, მეორეს მხრივ, პაციენტის უფლებას შორის. მოსამართლე წყვეტს დაეთანხმოს სამედიცინო მკურნალობას თუ არ დაექვემდებაროს მკურნალობას, რომელიც არის არაგონივრული სიჯიუტის შედეგი. ასეთ შემთხვევაში, საქმის დაჩქარებით განმხილველი მოსამართლე ან კოლეგია, რომელსაც გადაეცა საქმე, გასაჩივრებული ზომის იმპლემენტაციის დროებითი - მანამდე სანამ არ მოხდება საჩივარზე გადაწყვეტილება- მიღება, შეჩერების, შემდეგ უფლებამოსილია მოითხოვოს სამედიცინო ექსპერტიზის ანგარიში და ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის R. 625-3 მუხლით, მოითხოვოს იმ პირის მოსაზრება, მისი ექსპერტიზისა და ცოდნის გამო, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის.“
33. Conseil d’État-მ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის შესაბამისი დებულებებიდან Code (მუხლები L. 1110‑5, L. 1111‑4 და R. 4127‑37) და საპარლამენტო წარმოებიდან ნათელი იყო, რომ მოცემული დებულებანი ზოგადი ხასიათისა იყო და ვრცელდებოდა ვენსან ლამბერზე იმდენად, რამდენადაც იგი ვრცელდება ჯანდაცვის სერვისის ნებისმიერ მომხმარებელზე. Conseil d’État-მ აღნიშნა შემდეგი:
„მოცემული დებულებებიდან ნათელია, რომ ყოველმა პირმა უნდა მიიღოს მისი მდგომარეობის მაქსიმალურად შესაბამისი მკურნალობა და რომ პრევენციული ან კვლევითი ქმედებები, ისევე როგორც ადმინისტრირებული მკურნალობა არ უნდა უქვემდებარებდეს პაციენტს არაპროპორციულ საფრთხეებს მომავალ სარგებელთან შედარებით. ამგვარი ქმედებები არ უნდა გაგრძელდეს არაგონივრული სიჯიუტით და შესაძლოა შეწყდეს ან შეჩერდეს როდესაც იკვეთება, რომ ისინი უშედეგო ან არაპროპორციულია ან არ გააჩნიათ არანაირი შედეგი, გარდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებისა, მიუხედავად იმისა, პაციენტი იმყოფება თუ არა სიცოცხლის მიმწუხრს. როდესაც პაციენტს არ ძალუძს საკუთარი სურვილების გამოხატვა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მკურნალობის შემცირების ან შეჩერების შესახებ, იმის საფუძველზე, რომ მისი გაგრძელება გაუტოლდება არაგონივრულ სიჯიუტეს, ვერ იქნება მიღებული ექიმის მიერ, რადგან ამგვარი ზომა წარმოადგენს საფრთხეს პაციენტის სიცოცხლისათვის და მისი მიღება სამედიცინო ეთიკის კოდექსში განსაზღვრული კოლექტიური პროცედურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსში გაწერილი კონსულტაციის შესახებ წესების გარეშე დაუშვებელია. ექიმის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის უნდა იყოს დაცული პაციენტის ღირსება და განახორციელოს პალატიური მზრუნველობა.
ამასთანავე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის L. 1110-5 და L. 1110-4 მუხლებიდან იკვეთება, რაც აღინიშნა 2005 წლის 22 აპრილის კანონის მიღებამდე არსებულ საპარლამენტო განხილვებშიც, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავდა შეზღუდული ან არაგონივრული სიჯიუტის გამო შეწყვეტილი მკურნალობის ფორმებს შორის ყველა იმ ქმედების მოქცევას, რომელიც მიზნად ისახავს პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურ შენარჩუნებას. ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია ხვდება ამ კატეგორიის ქმედებებს შორის და, შესაბამისად, შესაძლებელია მათი შეწყვეტა, როდესაც მათი გაგარძელება გაუტოლდება არაგონივრულ სიჯიუტეს.“
34. Conseil d’État-მ განაგრძო და დაადგინა, რომ მისი მიზანი გახლდათ, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დარწმუნებულიყო, რომ კანონით დადგენილი ყველა პირობა - რომელიც ვრცელდება მკურნალობის შეწყვეტაზე, რომლის გაგრძელებაც გაუთანაბრდება არაგონივრულ სიჯიუტეს - დაცული იყო. ამ მიზნით, მას უნდა ჰქონოდა მაქსიმალურად სრული ინფორმაცია, განსაკუთრებით ვენსან ლამბერის ჯანმდთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, მან საჭიროდ მიიჩნია, საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანამდე მოეთხოვა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც მოამზადებდნენ ნეირომეცნიერებაში პრაქტიკოსი ექიმები. ექსპერტები - რომლებიც მოქმედებდნენ დამოუკიდებელ და კოლექტიურ საფუძველზე, პაციენტის გასინჯვის შემდეგ, მოაწყვეს რა სამედიცინო ჯგუფისა და მზრუნველობის განმახორციელებელი პერსონალის შეხვედრა და გაეცნენ რა პაციენტის სრულ სამედიცინო ისტორიას - წარმოადგენდნენ მოსაზრებას ვენსან ლამბერის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და მიაწვდიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას Conseil d’État-ს მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ.
35. Conseil d’État-მ გადაწყვიტა მიეცა ექსპერტების ანგარიშში წარმოდგენის საშუალება სამი ექიმისაგან შემდგარი კოლეგიისათვის. ექიმთა დანიშვნა მოხდა იურიდიული განყოფილების პრეზიდენტის მიერ, ეროვნული სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტის, ეროვნული ეთიკის სარეკომენდაციო კომიტეტის თავმჯდომარისა და ეროვნული სამედიცინო საბჭოს პრეზიდენტის მიერ. ექსპერტთა კოლეგიის ვალდებულებანი, რომელსაც ანგარიშის წარმოდგენა ევალებოდა ჩამოყალიბებიდან ორი თვის ვადაში, შემდეგია:
(i) აღწერონ ბ-ნი ლამბერის ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა და ის, თუ რამდენად შეიცვალა იგი 2011 წლის ივლისში ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კომის შემსწავლელი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ;
(ii) გამოხატონ მოსაზრება თუ რამდენად არის პაციენტის ტვინის დაზიანება შეუქცევადი და როგორია კლინიკური პროგნოზი;
(iii) განსაზღვრონ შეუძლია თუ არა პაციენტს მის ირგვლივ მყოფ პირებთან კომუნიკაცია ნებისმიერი ფორმით;
(iv) შეაფასონ თუ რამდენად არსებობს ნიშნები, რომელიც ამჟამად მიუთითებდა, რომ ბ-ნ ლამბერს აქვს რეაქცია მის მიმართ განხორციელებულ მზრუნველობაზე და, თუ პასუხი დადებითია, რამდენად არის შესაძლებელი მოცემული რეაქციების განმარტება როგორც მზრუნველობაზე უარი, ან ტანჯვა, ან სურვილი შეწყდეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობა ან, პირუკუ, სურვილი გაგრძელდეს მკურნალობა.“
36. Conseil d’État-მ, გაითვალისწინა რა წამოჭრილ საკითხთა მასშტაბი და სამეცნიერო, ეთიკური და დეონტოლოგიური საკითხების სირთულე, ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის R. 625-3 საფუძველზე, გადაწყვიტა მიემართა ეროვნული სამედიცინო აკადემიისათვის, ეროვნული ეთიკის სარეკომენდაციო კომიტეტისათვის და ეროვნული სამედიცინო საბჭოსათვის, ისევე როგორც ბ-ნ ჟან ლეონეტისათვის, რომელიც გახლავთ 2005 წლის 22 აპრილის კანონის მომხსენებელი, და სთხოვა წარმოედგინათ ზოგადი წერილობითი მოსაზრებანი 2014 წლის აპრილის ბოლოსათვის. ხსენებული მოსაზრებანი მიზნად ისახავდა განემარტა არაგონივრული სიჯიუტისა და L. 1110-5 მუხლის მიზნებისათვის სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების ცნებები, განსაკუთრებით ისეთი პირების, როგორიც არის ვენსან ლამბერი, გათვალისწინებით, რომლებიც იმყოფებიან მინიმალურად გონზე.
37. და ბოლოს, Conseil d’État-მ არ დააკმაყოფილა მომჩივნების მოთხოვნა ვენსან ლამბერის სპეციალიზირებულ გახანგრძლივებული მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანის შესაებ (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ).
ვ. სამედიცინო ექსპერტიზის ანგარიში და ზოგადი დასკვნები
სამედიცინო ექსპერტიზის ანგარიში
38. ექსპერტებმა ვენსან ლამბერი ცხრაჯერ გასინჯეს. ისინი გაეცნენ მის სრულ სამედიცინო ისტორიას, განსაკუთრებით კი ლიეჟში კომის მეცნიერების ჯგუფის ანგარიშს (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ), მკურნალობის ფაილსა და ადმინისტრაციულ ფაილს; მათვე ჰქონდათ წვდომა გაშუქების ყველა მასალაზე. ისინი ასევე გაეცნენ მათთვის მნიშვნელოვან საქმის იურიდიულ ნაწილს. დამატებით, 2014 წლის 24 მარტიდან 23 აპრილამდე ისინი შეხვდნენ მხარეებს (ოჯახს, სამედიცინო და მზრუნველობის განმახორციელებელ ჯგუფს, სამედიცინო კონსულტანტებსა და UNAFTC და საავადმყოფოს წარმომადგენლებს) და ვენსან ლამბერს ჩუტარეს რამდენიმე ტესტი.
39. 2014 წლის 5 მაისს, ექსპერტებმა პირველადი ანგარიში გაუგზავნეს მხარეებს კომენტარებისათვის. საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი 2014 წლის 26 მაისს, შემდეგ პასუხებს სცემდა Conseil d’État მიერ დასმულ შეკითხვებს.
(ა) ვენსან ლამბერის კლინიკური მდგომარეობა და მისი ცვლილება
40. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ვენსან ლამბერის კლინიკური მდგომარეობა შეესაბამებოდა ვეგეტატიურ მდგომარეობას, სადაც არ იკვეთებოდა არანაირი ნიშანი მინიმალური გონებაზე ყოფნისაც კი. ამასთანავე მათ ხაზი გაუსვეს, რომ მას უჭირდა გადაყლაპვა და სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული მოტორული ფუნქციები ოთხივე კიდურზე, აღენიშნებოდა კუნთის მასის მნიშვნელოვანი შემცირება. მათ შენიშნეს, რომ გონებაზე ყოფნა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული 2011 წელს ლიეჟში ჩატარებული შეფასების შემდეგ.
(ბ) ტვინის დაზიანების შეუქცევადი ბუნება და კლინიკური პროგნოზი
41. ექსპერტებმა მიუთითეს, რომ იმის შეფასებისას, თუ რამდენად შეუქცევადი იყო ტვინის დაზიანება, საჭიროა ორი ძირითადი გარემოების გათვალისწინება. პირველი, ზიანის გამომწვევი შემთხვევიდან გასული დრო და, მეორე, დაზიანების ბუნება. წინამდებარე საქმეში, მათ აღნიშნეს, რომ თავის პირველადი დაზიანებიდან გავიდა ხუთწელიწად ნახევარი და გაშუქების შედეგები აჩვებენდა ძლიერ ცერებლარურ ატროფიას, რაც ადასტურებდა ნეირონების პერმანენტულ კარგვას, სტრატეგიული რეგიონების, ისეთი როგორიც არის თალამუსისა და ტვინის ღერძის ზედა ნაწილის თითქმის სრულ განადგურებას და ტვინის საკომუნიკაციო გზების სერიოზულ დაზიანებას. მათ დაასკვნეს, რომ ტვინის დაზიანება შეუქცევადი იყო. მათ დასძინეს, რომ პროგრესიის ხანგრძლივი პერიოდი, 2011 წლის ივლისიდან მოყოლებული პაციენტის კლინიკური გაუარესება, მისი ამჟამინდელი ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის დაზიანების დესტრუქციული ბუნება და მოცულება, ისევე როგორც ფუნქციური ტესტები ოთხივე კიდურის მოტორიკის დაზიანების სიმძიმესთან ერთად, მძიმე კლინიკურ პროგნოზს იძლეოდა.
(გ) ვენსან ლამბერის უნარი დაამყაროს კომუნიკაცია გარშემომყოფებთან
42. ჩატარებული ტესტების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი იმ ფაქტისა, რომ 2012 წელს ჩატარებული მეტყველებისა და გამოხატვის თერაპია წარუმატებელი იყო და ვერ მოხდა კომუნიკაციის კოდის დამყარება, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ვენსან ლამბერს არ შეეძლო ფუნქციური კომუნიკაციის დამყარება გარშემომყოფებთან.
(დ) ვენსან ლამბერის მხრიდან მკურნალობაზე რეაქციის ნიშნების არსებობა და მათი განმარტება
43. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვენსან ლამბერი რეაგირებდა მკურნალობაზე და მტკივნეულ სტიმულზე, თუმცა დაასკვნას, რომ ეს არ გახლდათ გააზრებული პასუხები. მათი აზრით, შეუძლებელი იყო ხსენებული განმარტებულიყო როგორც გონებაზე მყოფი პირის მიერ ტანჯვის გააზრება ან რაიმე მიზნის ან სურვილის გამოხატვა მკურნალობის შეწყვეტის ან გაგრძელების თემაზე.
ზოგადი დასკვნები
44. 2014 წლის 22 და 29 აპრილსა და 5 მაისს Conseil d’État-მ მიიღო ზოგადი დასკვნები ეროვნული სამედიცინო საბჭოსაგან, ბ-ნი ჟან ლეონეტის - 2005 წლის 22 აპრილის კანონის მომხსენებლისაგან და ეროვნული სამედიცინო აკადემიისა და ეროვნული ეთიკის სარეკომენდაციო კომიტეტისაგან.
ეროვნულმა სამედიცინო საბჭომ ნათლად მიუთითა, რომ ფრაზის „არაინაირი სხვა შედეგი გარდა სიცოცხლის ხელოვნური შენარჩუნებისა“, მოცემული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის L. 1110‑5 მუხლში, გამოყენებით, კანონმდებელი მიზნად ისახავდა მოეცვა იმ პაციენტების ვითარება, რომლებიც არამარტო ცოცხალნი იყვნენ სასიცოცხლო ფუნქციების სხვადასხვა მეთოდებისა და ტექნიკის ჩანაცვლებით, არამედ რაც ყველაზე მთავარია, მოიცავდა იმ პაციენტებსაც, რომელთა კოგნიტიური და სოციალური ფუნქციები სიღრმისეულად და გამოუსწორებლად იყო დაზიანებული. მათ ხაზი გაუსვეს ხანგრძლივობის მნიშვნელობას, მიუთითეს რა, რომ პათოლოგიური მდგომარეობა ქრონიკულში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია პირის ფიზიოლოგიური გაუარესება და კოგნიტიური და სოციალური უნარების დაკარგვა. სიჯიუტე მკურნალობის ადმინისტრირებისას შესაძლოა მიჩნეულ იქნას არაგონივრულად, თუკი არ გამოიკვეთება გაუმჯობესების ნიშნები.
ბ-ნმა ლეონეტიმ ხაზი გაუსვა, რომ კანონი ვრცელდებოდა ყველა იმ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა ტვინის დაზიანება და აქედან გამომდინარე იმყოფებოდნენ მძიმე მდგომარეობაში, რომელიც შემდგომ ეტაპებზე განუკურნებელი იყო, თუმცა, პაციენტი შესაძლოა არ ყოფილიყო „სიცოცხლის მიმწუხრს“. შესაბამისად კანონმდებელმა კანონის სათაურში მიუთითა „პაციენტის უფლებები და სიცოცხლის დასასრულს წარმოშობილი საკითხები“ და არა „პაცენტების უფლებები სიცოცხლის დასრულების ჟამს“. მან განსაზღვრა არაგონივრული სიჯიუტის კრიტერიუმები და ის გარემოებანი, რომელიც გამოიყენება მისი შეფასებისას. მან აღნიშნა, რომ მკურნალობა, რომელსაც „ არ გააჩნია სხვა ეფექტი, გარდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებისა„ და რომელიც იმაზე მკაცრი ფორმულირება გახლდათ, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული (კერძოდ, მკურნალობა, „რომელიც სიცოცხლეს ხელოვნურად ახანგრძლივებს“), წარმოადგენს უფრო შეზღუდულ ფორმულირებას და სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებას განიხილავს „მხოლოდ ბიოლოგიური დატვირთვით იმ გარემოებებში, სადაც, პირველი - პაციენტს გააჩნია ტვინის შეუქცევადი დაზიანება და მეორე-მისი მდგომარეობა არ იძლევა გონებაზე მოსვლის და საკუთარ თავთან ან სხვებთან ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას“. მან მიუთითა, რომ კანონი ექიმს აკისრებდა ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას მიეღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა მკურნალობა და რომ დადგენილი იყო არ მომხდარიყო პასუხისმგებლობის გადაკისრება ოჯახზე, რათა თავიდან აცილებულიყო დამნაშავეობის გრძნობის გამოწვევა, რომ ნათელი ყოფილიყო თუ რომელი პირი იღებდა გადაწყვეტილებას.
ეროვნულმა სამედიცინო აკადემიამ გაიმეორა ფუნდამენტური აკრძალვა, რომელიც ექიმებს არ აძლევდა საშუალებას განზრახ შეეწყვიტათ სხვა პირის სიცოცხლე, რაც წარმოადგენს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის საფუძველს. აკადემიამ გაიმეორა, მისი დამკვიდრებული პოზიცია, რომლის მიხედვითაც 2005 წლის კანონი გამოიყენებოდა არამხოლოდ „სიცოცხლის მიმწუხრის“ შემთხვევებზე, არამედ იმ ვითარებებზეც, რომელიც წარმოშობდა უკიდურესად რთულ ეთიკურ საკითხებს „სიცოცხლის დასასრულზე“ იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებოდნენ „გადარჩენის“ რეჟიმში, მინიმალურ გონებაზე ან ქრონიკულ ვეგეტატიურ მდგომარეობაში.
ეროვნულმა ეთიკის სარეკომენდაციო კომიტეტმა ჩაატარა იმ სირთულეების ღრმა ანალიზი, რომელიც ეხება არაგონივრულ სიჯიუტეს, მკურნალობასა და სიცოცხლის ხელოვნურ შენარჩუნებას, შეაჯამეს სამედიცინო მონაცემები მინიმალურ გონებაზე მყოფთა მდგომარეობაზე და განიხილეს ის ეთიკური საკითხები, რომელიც წარმოიშვება მსგავს ვითარებებში. კომიტეტის მიხედვით რეკომენდირებული გახლდათ პროცესი, რომელიც მიზნად დაისახავდა კოლექტიურ განხილვას და რომელსაც მოყვებოდა ჯეროვანი კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხდებოდა კონსესუსის მიღწევა, შესაძლებელი ყოფილიყო მედიაცია.
ზ. Conseil d’État 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
45. Conseil d’État წინაშე საქმის განხილვა შედგა 2014 წლის 20 ივნისს. საჯარო მომხსენებელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა შემდეგს:
„... კანონმდებელს არ სურდა მზრუნველობის განმახორციელებელ პროფესიონალებზე დაეკისრებინა ის ტვირთი, რომელიც ხიდად აკავშირებს გარდაუვალ პროცესს - სიკვდილის თვით დინებაზე მიშვებას და სიკვდილის აქტიური მოქმედებით გამოწვევას, სასიკვდილო ნივთიერების ადმინისტრირების გზით. მკურნალობის შეწყვეტით ექიმი არ ართმევს პაციენტს სიცოცხლეს, არამედ იღებს გადაწყვეტილებას გაჩერების შესახებ მაშინ, როდესაც აღარაფრის გაკეთებაა შესაძლებელი.“
Conseil d’État-მ გადაწყვეტილება მიიღი 2014 წლის 24 ივნისს. სახელმწიფოს საბჭომ მარი-ჟენევიევ ლამბერს, ვენსან ლამბერის ნახევარ დას, მისცა უფლება ჩართულიყო საქმეში მესამე მხარედ, და გაიმეორა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ის დებულებანი, რომელზეც გააკეთა კომენტარი და განავრცო ზოგად მოსაზრებებში; Conseil d’État-მ რიგ-რიგობით განიხილა მომჩივნების მიერ კონვენციასა და ეროვნულ კანონმდებლობაზე დაფუძნებით წარმოდგენილი არგუმენტები.
46. პირველ საკითხთან მიმართებაში Conseil d’État-მ გაიმეორა, რომ მაშინ, როდესაც საჩივრის დაჩქარებით განმხილველ მოსამართლეს ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-2 მუხლის საფუძველზე (ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის მიზნით დაჩქარებული საჩივარი) მიმართეს საქმის განხილვის მოთხოვნით - საქმე ეხებოდა ექიმის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიწვევდა მკურნალობის შეწყვეტას ან შეჩერებას, რასაც იგი ამართლებდა არაგონივრული სიჯიუტით და მოცემული გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევდა სიცოცხლისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას, მოსამართლე ვალდებული იყო განეხილა ნებისმიერი საჩივარი, რომელიც მიუთითებდა, რომ დებულება შეუსაბამობაში გახლდათ კონვენციასთან (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ).
47. Conseil d’État-მ განიხილა საჩივარი და კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებთან მიმართებაში აღნიშნა შემდეგი:
„ პირველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის გასაჩივრებული დებულებანი განსაზღვრავდნენ სამართლებრივ ბაზას, რომელიც ადასტურებდა ნებისმიერი პირის უფლებას მიიღოს ყველაზე შესაბამისი მზრუნველობა, უფლებას სცენ პატივი მის სურვილს უარი განაცხადოს მკურნალობაზე და უფლებას არ დაექვემებაროს სამედიცინო მკურნალობას, რომელიც ეფუძნება არაგონივრულ სიჯიუტეს. მოცემული დებულებანი არ აძლევს ექიმს უფლებას მიიღოს სიცოცხლისათვის საფრთხის მომცველი გადაწყვეტილება შეზღუდოს ან შეწყვიტოს იმის მკურნალობა, რომელსაც არ ძალუძს გამოხატოს საკუთარი სურვილი. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მოცემული მკურნალობის გაგრძელება გაუტოლდება არაგონივრულ სიჯიუტეს და ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს გარანტიები, განსაკუთრებით ის, რომელიც ითვალისწინებს პაციენტისა და მინიმუმ დამატებით ერთი სხვა ექიმისა და მზრუნველობის განმახორციელებელი პერსონალის ისევე როგორც მინდობილი პირის, ოჯახის ან სხვა პაციენტის ახლობელი ადამიანის სურვილს. ექიმის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოების წინაშე რათა მოხდეს კანონით მიერ დადგენილ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენა.
შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის გასაჩივრებული დებულებანი, ერთობლიობაში, მათი მიზნისა და იმპლემენტაციის პირობების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევა კონვენციის მე-2 ან მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ....“
Conseil d’État-მ არ გაიზიარა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი მომჩვანთა არგუმენტები, დაასკვნა რა, რომ ექიმისათვის მინიჭებული როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის დებულებების მიხედვით არ იყო შეუსაბამო მიუკერძოებლობის იმ ვალდებულებასთან, რომელიც გამომდინარეობს მე-6 და მე-7 მუხლებიდან, რომელიც ეხება სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებას და არ ვრცელდებოდა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ საქმეზე.
48. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის შესაბამისი დებულებების გამოყენებასთან დაკავშირებით, Conseil d’État-მ აღნიშნა შემდეგი:
„მართალია ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია წარმოადგენს მკურნალობის იმ ფორმებს, რომელიც შესაძლოა შეწყდეს მაშინ, როდესაც მათი გაგრძელება შესაძლოა გაუტოლდეს არაგონივრულ სიჯიუტეს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი იმყოფება უგონობის გამოუწორებელ მდგომარეობაში ან, a fortiori, გამოუსწორებლად აქვს დაკარგული ავტონომიურობა და, შესაბამისად, დამოკიდებულია კვებისა და ჰიდრატაციის ამგვარ ფორმაზე, თავისთავად არ წარმოადგენს იმგვარ ვითარებას, რომლის დროსაც მკურნალობის გაგრძლება გაუმართლებელი იქნება არაგონივრული სიჯიუტის საფუძველზე.
იმის შეფასებისას თუ რამდენად დაცულია ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტის პირობები იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც გააჩნიათ ტვინის სერიოზული დაზიანება, მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა, და რომელიც იმყოფება ვეგეტატიურ ან მინიმალური გონების მდგომარეობაში და, შესაბამისად, არ შეუძლია საკუთარი სურვილების გამოხატვა; რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად დამოკიდებულია ხელოვნურ კვებასა და ჰიდრატაციაზე, პაციენტზე მზრუნველობის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი ექიმი ვალდებულია დააფუძნოს საკუთარი გადაწყვეტილება რიგ სამედიცინო და არასამედიცინო გარემოებებს, რომლის შედარებითი მნიშვნელობაც რთულია წინასწარ დადგინდეს, არამედ დამოკიდებული იქნება ყოველი პაციენტის გარემოებებზე და, შესაბამისად, ექიმი თავად შეაფასებს ყოველ ვითარებას. სამედიცინო გარემოებებთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს სათანადოდ ხანგრძლივ პერიოდს, კოლექტიურად უნდა შეფასდეს და უნდა ითვალისწინებდეს პაციენტის იმჟამინდელ მდგომარეობას, მდგომარეობის ცვლილებას შემთხვევისა და ავადმყოფობის დადგომის შემდეგ, ტანჯვის მასშტაბსა და კლინიკურ პროგნოზს ექიმმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს პაციენტის მიერ მანამდე, ნებისმიერი ფორმითა თუ მინიშნებით, გამოხატულ სურვილს. ამ მხრივ, თუკი მისი სურვილი უცნობია, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი უარს განაცხადებდა ამგვარ მდგომარეობაში სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ექიმმა ამასთანავე უნდა გაითვალისწინოს მინდობილი პირის, პაციენტის მიერ ასეთის განსაზღვრის შემთხვევაში, ან პაციენტის ოჯახის წევრების, ან ამგვარის არარსებობისას, სხვა, პაციენტისათვის ახლობელი ადამიანის მოსაზრება კონსესუსის მიღწევის გზაზე. პაციენტის კონკრეტული მდგომარეობის შეფასებისას, ექიმი უნდა ხელმძღვანელობდეს პაციენტისათვის მაქსიმალურად სასარგებლოდ მოქმედების სურვილით.“
49. Conseil d’État-მ განაგრძო და აღნიშნა, რომ საქმის ყველა გარემოებისა და წინასწარი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებების, განსაკუთრებით კი ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ანგარიშის გათვალისწინებით მისი ფუნქცია გახლდათ იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამებოდა 2014 წლის 11 იანვარს ექიმ კარიგერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ დებულებებს, რომელიც არეგულირებდა მკურნალობის გაგრძელების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არაგონივრული სიჯიუტის საფუზველზე.
50. ამ მხრივ Conseil d’État-მ დაადგინა შემდეგი:
„პირველი, საქმის განხილვიდან ნათელია, რომ 2014 წლის 11 იანვარს გადაწყვეტილების მიღებამდე ექიმ კარიგერის მიერ განხორციელებული კოლექტიური პროცედურა..., რომელიც მოიცავდა ექვს ექიმს, მაშინ როდესაც მუხლი მოითხოვს მხოლოდ ერთი, ან საჭიროების შემთხვევაში მეორე ექიმის მოსაზრებას, განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის R. 4127-37 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. ექიმ კარიგერს სამართლებრივად არ ევალებოდა 2013 წლის 9 დეკემბრის შეხვედრაზე ბ-ნი ლამბერის მშობლების მიერ განსაზღვრული მეორე ექიმის დაშვება, მაშინ როდესაც მათ უკვე განსაზვრული ყავდათ ერთი ექიმი. ამასთანავე, საქმის შესწავლდან არც ის იკვეთება, რომ მზრუნველობის განმახორციელებელი ჯგუფიდან რამდენიმე წევრი მიზანმიმართულად ყოფილიყო გაშვებული შეხვედრიდან. ამასთანავე, ექიმი კარიგერი უფლებამოსილი იყო ესაუბრა ბ-ნ ფრანსუა ლამბერთან, პაციენტის ძმიშვილთან. ის ფაქტი, რომ ექიმმა კარიგერმა უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა ბ-ნი ლამბერის საქმის დატოვებაზე და პაციენტის გადაყვანაზე სხვა დაწესებულებაში, და ის ფაქტი რომ მან საკუთარი მოსაზრებანი საჯაროდ გამოხატა, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, არ უნდა იქნას მიჩნეული მიუკერძოებლობის პრინციპის დაუცველობად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რაზე მიმდინარეობდა დავა შალონ-ან-შამპანის ადმინისტრაციულ სასამართლოში, 2014 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების მიღების პროცედურას არ ჰქონდა არაჯეროვანი ელფერი.
მეორე, ექსპერტების დასკვნები მიუთითებენ, რომ „ბ-ნი ლამბერის ამჟამინდელი კლინიკური მდგომარეობა შეესაბამება ვეგეტატიურ მდგომარეობას“ სადაც მას „უჭირს ყლაპვა, მძიმედ არის დაზიანებული მოტორიკა ოთხივე კიდურე, იკვეთება ტვინის დისფუნქცია“ და „დახმარების გარეშე ჭირს სუნთქვა“. 2014 წლის 7-11 აპრილს ჩატარებული ტესტების მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა პაციენტის ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციის შეფასებას..., დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება ვეგეტატიურ მდგომარეობას. ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ კლინიკური პროგრესიის შემთხვევაში, რომელსაც ახასიათებდა ბ-ნი ლამბერის გონებაში ცვლილებების არარსებობა გონზე ყოფნის დროს 2011 წლის ივლისში, ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კომის მეცნიერების ჯგუფის მიერ ჩატარებული შეფასებისას და იმ დროს რეკომენდირებული აქტიური თერაპიების წარუმატებლობის გათვალისწინებით, მიუთითებდა „იმ დროიდან [პაციენტის] გონებრივი მდგომარეობის გაუარესებას“.
ამასთანავე, ექსპერტების ანგარიშის დასკვნების მიხედვით, ჩატარებულმა კვლევითმა ტესტებმა გამოავლინეს ტვინის სერიოზული და ფართო დაზიანება, რაც დასტურდებოდა, განსაკუთრებით „სტრუქტურის მძიმე დაზიანებითა და კოგნიტიური ფუნქციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სუბ-კორტიკული უბნის მეტაბოლიზმის დარღვევას“ ასევე „გონებაზე ყოფნაზე პასუხისმგებელი ტვინის უბნებს შორის კომუნიკაციის გზების მნიშვნელოვან სტსრუქტურულ დისფუნქციას“. ცერებრალური ატროფიისა და დაზიანების სიმძიმეს დამატებული დრო - ხუთი წელი და ნახევარი- მას შემდეგ რაც ადგილი ჰქონდა შემთხვევას, უბიძგებს ექსპერტებს დაასკვნან, რომ ტვინის დაზიანება შეუქცევადი გახლდათ.
ამასთანავე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „პროგრესიის ხანგრძლივი პერიოდი, პაციენტის კლინიკური გაუარესება 2011 წლიდან მოყოლებული, მისი ამჟამინდელი ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის დაზიანების დესტრუქციული ბუნება და მოცულობა, ფუნქციური ტესტების შედეგები და ოთხივე კიდურის მძიმე მოტორული დარღვევა მიუთითებს „მძიმე კლინიკურ პროგნოზზე“.
დაბოლოს, აღნიშნავდნენ რა, რომ ბ-ნ ლამბერს ჰქონდა რეაქცია ადმინისტრირებულ მკურნალობასა და რიგ სტიმულზე, ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ მოცემული რეაქციები მიუთითებენ, რომ ეს არ გახლდათ გააზრებული რეაქცია. ექსპერტება ვერ მიიჩნიეს ეს რეაქციები როგორც შესაძლო პასუხი „გააზრებულ წამებაზე“ ან სურვილის ან განზრახვის გამოხატვად შეეწყვიტათ ან გაეგრძელებინათ მკურნალობა და შეენარჩუნებინათ სიცოცხლე პაციენტისათვის.
მოცემული დასკვნები, რომელიც ექსპერტებმა დამოუკიდებლად მიიღეს კოლექტიური შეფასების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა პაციენტის ცხრაჯერ გასინჯვას, ცერებრალური ტესტების ჩატარებას, სამედიცინო და მზრუნველობის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებთან შეხვედრას და სრული საქმის შესწავლას, ადასტურებენ ექიმ კარიგერის დასკვნებს ბ-ნი ლამბერის დაზიანების შეუქცევად ბუნებასა და კლინიკურ პროგნოზზე. Conseil d’État-ს წინაშე შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებები, ექსპერტთა ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ არ აბათილებს ექსპერტთა დასკვნებს. მაშინ როდესაც ექსპერტთა ანგარიშიდან იკვეთება, როგორც უკვე აღინიშნა, რომ ბ-ნი ლამბერის რეაქციები მკურნალობაზე არ ექვემდებარება ინტერპრეტაციას და, შესაბამისად, არ უნდა იქნას მიჩნეული მკურნალობის შეწყვეტის შესახებ სურვილად; ექიმმა კარიგერმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ეს ქცევა შეიძლება მრავალგვარად განმარტებულიყო და რომ ყოველი განმარტება დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელებულიყო, და არ ჩართო მოცემული ასპექტი საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტებში.
მესამე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის დებულებანი იძლეოდა საშუალებას გათვალისწინებულიყო მშობლების მიერ, წინასწარი დირექტივების გარდა, სხვა ფორმით გამოხატული სურვილები. საქმის შესწავლიდან, განსაკუთრებით კი ქ-ნი რეიჩელ ლამბერის ჩვენებიდან იკვეთებოდა, რომ მასა და მის ქმარს, ორივენი იყვნენ რა მედპერსონალის წევრები, ხშირად განუხილავთ მათი პროფესიული გამოცდილებანი იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც იმყოფებოდნენ აღდგენითი მკურნალობის ქვეშ ან რომელთაც გააჩნდათ მრავალმხრივად შეზღუდული შესაძლებლობანი, და რომ ბ-ნ ლამბერს ასეთ შემთხვევაში რამდენჯერმე ნათლად უთქვამს, რომ არ სურდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნება იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდებოდა დიდწილად დამოკიდებულ მდგომარეობაში. მოცემული რემარკები, რომელიც საკმარისი სიცხადითა და შესაბამისი თარიღების მითითებით გააჟღერა ქ-ნ რეიჩელ ლამბერმა, დაადასტურა ბ-ნი ლამბერის ერთ-ერთმა ძმამ. იმის გამო, რომ მსგავსი მოსაზრებანი პაციენტს მშობლების წინაშე არ გამოუთქვამს, ეს უკანასკნელნი აცხადებდნენ რომ მათ ვაჟს არ შეეძლო ეთქვა ეს ყოველივე ან გამოეხატა საწინააღმდეგო მოსაზრება; ხოლო ბ-ნი ლამბერის რამდენიმე დედმამიშვილმა კი აღნიშნა, რომ ხსენებული რემარკები ემთხვეოდა მათი ძმის ხასიათს, გამოცდილებასა და პირად მოსაზრებებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მოცემულ სხვა მიზეზებთან ერთად, დასკვნას იმის შესახებ, რომ ბ-ნ ლამბერს ავტოსაგზაო შემთხვევამდე არ სურდა ამგვარ მდგომარეობაში ცხოვრება, ვერ მივიჩნევთ, რომ ექიმმა კარიგერმა არასწორად განმარტა პაციენტის მიერ შემთხვევამდე გამოხატული მოსაზრებანი.
მეოთხე, პაციენტზე პასუხისმგებელი ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის მიხედვით, ვალდებულია შეიტყოს პაციენტის ოჯახის მოსაზრებანი მანამდე, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. ექიმი კარიგერი დაემორჩილა მოცემულ მოთხოვნას მაშინ, როდესაც ესაუბრა ბ-ნი ლამბერის ცოლს, მშობლებსა და დედმამიშვილებს ნახსენები ორი შეხვედრის ფარგლებში. მართალია ბ-ნი ლამბერის მშობლები და რიგი მის დედმამიშვილთაგანი ეწინააღდეგებოდა მკურნალობის შეწყვეტას, ბ-ნი ლამბერის ცოლი და მისი დანარჩენი დედმამიშვილები მხარს უჭერდნენ მკურნალობის შეწყვეტას. ექიმმა კარიგერმა გაითვალისწინა განსხვავებული მოსაზრებანი. საქმის გარემოებების გათვალისწინებით მან დაასკვნა, რომ ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრები ვერ თანხმდებოდნენ ერთიან პოზიციაზე, არ უნდა განხილულიყო მისი გადაწყვეტილების შესრულების გზაზე წინაღობად.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ სხვადასხვა პირობები - რომელსაც კანონი ადგენს და რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია მანამდე, სანამ პაციენტზე პასუხისმგებელი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, მკურნალობისა, რომლის ერთადერთი შედეგიც გახლავთ სიცოცხლის ხელოვნური შენარჩუნება, და რომლის გაგრძელებაც უტოლდება არაგონივრულ სიჯიუტეს, ბ-ნი ვენსან ლამბერის საქმეში, Conseil d’État წინაშე შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფარგლებში - მიჩნეულ უნდა იქნას დაკმაყოფილებულად. შესაბამისად, ექიმ კარიგერის მიერ 2014 წლის 11 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ბ-ნი ვენსან ლამბერის ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტის შესახებ არ იყო კანონსაწინააღმდეგო.“
51. შესაბამისად, Conseil d’État -მ არ გაიზიარა ადმინსიტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნები.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსი
52. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის (შემდგომში „კოდექსი“)L. 1110‑1 მუხლის მიხედვით, გამოყენებულ უნდა იქნას ყველა შესაძლო ზომა ყოველი ინდივიდის ჯანმრთელობის დაცვის ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად. კოდექსის მუხლი L. 1110‑2 ადგენს, რომ პაციენტს აქვს უფლება პატივი სცენ მის ღირსებას, ხოლო მუხლი L. 1110‑9 იცავს ყველას უფლებას ისარგებლოს პალიატიური მზრუნველობით ამის საჭიროების შემთხვევაში. ეს უკანასკნელი განმარტებულია L. 1110‑10 მუხლში, როგორც აქტიური და მიმდინარე მზრუნველობა, რომელიც მიზნად ისახავს ტკივილის შემსუბუქებას, ფსიქოლოგიური ტანჯვის გაადვილებას, პაციენტის ღირსების შენარჩუნებასა და მის ახლობელთა მხარდაჭერას.
53. 2005 წლის 22 აპრილის კანონი პაციენტის უფლებებისა და სიცოცხლის მიმწუხრს არსებული საკითხების შესახებ, ცნობილი როგორც ლეონეტის კანონი, მისი მომხსენებლის, ბ-ნი ჟან ლეონეტის საპატივსაცემოდ (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ), ცვლის კოდექსის რამდენიმე მუხლს.
კანონი მიღებულ იქნა ბ-ნი ლეონეტის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო კომისიის მიერ, რომელსაც ევალებოდა სიცოცხლის მიმწუხრს წარმოშობილი საკითხების სრული მასშტაბით კვლევა და შესაძლო საკნონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებების შემუშავება. სამუშაო პროცესის ფარგლებში საპარლამენტო კომისიამ განიხილა მრავალი ინდივიდის მიერ წარმოდგენილი მასალა. მათ ანგარიში წარმოადგინეს 2004 წლის 30 ივნისს. კანონი ერთხმად იქნა მიღებული ეროვნული ასამბლეის მიერ 2004 წლის 30 ნოემბერს, ხოლო სენატის მიერ კი 2005 წლის 12 აპრილს.
კანონი არც ევთანაზიას და არც თვითმკვლელობაში დახმარებას უშვებს. იგი ექიმებს აძლევს უფლებას, დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეწყვიტონ მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი გაგრძელება წარმოადგენს არაგონივრულ სიჯიუტეს (ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი იგი გულისხმობს არაგონივრულ ხანგრძლივობას ((acharnement thérapeutique)).
კოდექსის შესაბამისი მუხლები, კანონით დადგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი L. 1110-5
„ყოველ პირს, მისი ჯანმრთელობისა და საჭირო მკურნალობის დაუყოვნებელი ბუნების გათვალისწინებით, უფლება აქვს მიიღოს ყველაზე შესაფერი მკურნალობა და მოცემულ დროში არსებული, სამედიცინო მეცნიერებისათვის ცნობილი ყველაზე უსაფრთხო მკურნალობა. პრევენციული და კვლევითი ქმედებები ან მზრუნველობა, იმდენად რამდენადაც ამის გარანტირება შეუძლია სამედიცინო მეცნიერებას, არ უნდა უქვემდებარებდეს პაციენტს არაპროპორციულ რისკებს სავარაუდო სარგებლის მისაღებად.
ამგვარი ქმედებანი არ უნდა გაგრძელდეს არაგონივრულად ჯიუტად. როდესაც იკვეთება, რომ მკურნალობა უშედეგოა ან არაპროპორციულია ან არ გაჩნია არანაირი შედეგი, გარდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩნებისა, უნდა მოხდეს მისი შეწყვეტა ან შეჩერება. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა უნდა დაიცვას მომაკვდავი პაციენტის ღირსება და უზრუნველყოს რომ მისი სიცოცხლის ხარისხი დაცული მუხლში L. 1110-10 მოხმობილი მზრუნველობით ...
ყველას აქვს უფლება მიიღოს მზრუნველობა ტკივილის შემსუბუქების მიზნით. მოცემული ტკივილი ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს თავიდან აცილებული, შეფასებული, გათვალისწინებული და ნამკურნალები.
ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა რათა მისცენ ინდივიდს საშუალება გარდაცვალებამდე იცოცხლოს ღირსეულად ...“
მუხლი L. 1111-4
„ყოველ პირს უფლება აქვს, ჯანდაცვის პროფესიონალთან და მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და რეკომენდაციაზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის საკითხებზე.
ექიმმა პატივი უნდა სცეს ინდივიდის სურვილებს მას შემდეგ, რაც შეატყობინებს მას მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს...
დაუშვებელია სამედიცინო მოქმედებისა თუ მკურნალობის განხორციელება პაციენტის თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე, რომელის გამოხმობაც მას შეუძლია ნებისმიერ დროს.
იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდს არ ძალუძს საკუთარი სურვილის გამოხატვა, მუხლში L. 1111-6 მითითებულ მინდობილ პირთან, ან ოჯახთან, ან ასეთების არარსებობისას, პაციენტის ახლობელ პირთან კონსულტაციის გარეშე, დაუშვებელია ჩარევა ან გამოკვლევა; გამონაკლისია სასწრაფო საჭიროება ან შეუძლებლობა.
მაშინ როდესაც პირს არ შეუძლია საკუთარი სურვილების გამოხატვა, დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება მკურნალობის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ, მაშინ როდესაც ამ ზომას შეუძლია პაციენტის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, სამედიცინო ეთიკის კოდექსში განსაზღვრული კოლექტიური პროცედურის დაცვის ან მუხლში L. 1111-6 მითითებული მინდობილი პირის, ან ოჯახის, ან ამგვარის არარსებობის შემთხვევაში, პაციენტის ახლობელ პირთან კონსულტაციის ან პაციენტის მიერ წინასწარ გაკეთებული მითითებების განხილვის გარეშე. გადაწყვეტილება მკურნალობის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ, თანმხლებ მიზეზებთან ერთად, უნდა ჩაიწეროს პაციენტის საქმეში...“
მუხლი L. 1111-6
„ყველა ზრდასრული პირი უფლებამოსილია განსაზღვროს მინდობილი პირი, რომელიც შესაძლოა იყოს ნათესავი, სხვა ახლობელი ზრდასრულ პირი, მისი ექიმი, რომელთან კონსულტირებაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს არ შეეძლება საკუთარი სურვილების გამოხატვა და საჭირო ინფორმაციის მიღება მოცემული მიზნით. პირის განსაზღვრა უნდა მოხდეს წერილობით და შესაძლოა გაუქმდეს ნებისმიერ დროს. პაციენტის სურვილის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა შესაძლოა გაუწიოს დახმარება და დაესწროს სამედიცინო კონსულტაციებს პაციენტთან ერთად რათა დაეხმაროს მას გადაწყვეტილების მიღებაში.
სამედიცინო დაწესებულებაში მიყვენისას, პაციენტს მიეცემა საშუალება განსაზღვროს მინდობილი პირი ზემოთმოცემული პარაგრაფის მოთხოვნების შესაბამისად. მოცემული მინდობა ძალაში იქნება პაციენტის საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში, თუკი იგი სხვაგვარად არ გადაწყვეტს...“
მუხლი L. 1111-11
„ყველა ზრდასრულ პირს აქვს უფლება წინასწარ განსაზღვროს მითითებანი იმ შემთხვევისათვის, თუკი ვერ შეძლებს საკუთარი სურვილების გამოხატვას. იგი უნდა ასახავდეს ინდივიდის სურვილებს იმის შესახებ თუ რა პირობებში უნდა მოხდეს მკურნალობის შეზღუდვა ან შეწყვეტა სიცოცხლის მიმწუხრს არსებულ ვითარებებში. გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს.
იმ შემთხვევაში, თუკი სურვილები გაიწერა პირის მიერ გონების დაკარგვამდე სამ წლამდე პერიოდში, მოცემულ პირთან მიმართებაში ექიმი გაითვალისწინებს მათი გამოკვლევების, ჩარევების ან მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას...“
54. L. 1111-4 მუხლის მეხუთე პარაგრაფში ნახსენები კოლექტიური პროცედურა დეტალურად არის გაწერილი მუხლში R.4127-37, რომელიც გახლავთ სამედიცინო ეთიკის კოდექსის ნაწილი და აღნიშნავს შემდეგს:
„I. ექიმი მუდმივად უნდა ეცადოს, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად, შეუმსუბუქოს ტანჯვა და გაუწიოს მორალური დახმარება. მან თავი უნდა შეიკავოს არაგონივრული სიჯიუტისაგან გამოკვლევებისა თუ მკურნალობისას და შესაძლოა გადაწყვიტოს მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა მაშინ, როდესაც იკვეთება, რომ ეს უკანასკნელი უშედეგოა ან არაპროპორციულია ან თუკი მისი ერთადერთი შედეგი გახლავთ სიცოცხლის ხელოვნური შენარჩუნება.
II. L. 1111-4 მუხლის მეხუთე პარაგრაფსა და L.1111-13 მუხლის პირველ პარაგრაფში განხილულ შემთხვევებში, გადაწყვეტილება ადმინისტრირებული მკურნალობის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ შესაძლოა მიღებულ იქნას მხოლოდ კოლექტიური პროცედურის განხორციელების შემდეგ. ექიმმა შესაძლოა განახორციელოს კოლექტიური პროცედურა საკუთარი ინიციატივით. იგი ვალდებულია ამგვარად იმოქმედოს პაციენტის მიერ წინასწარი დირექტივების არსებობის შემთხვევაში ან მუხლში R. 1111-19 ნახსენები ერთ-ერთი პირის მიერ ან მინდობილი პირის, ოჯახის ან, მათი არარსებობისას, პაციენტის სხვა ახლობელი პირის სურვილის საფუძველზე. პაციენტის წინასწარი დირექტივების მქონე პირებმა, მინდობილ პირს, ოჯახს, ან, საჭიროების მიხედვით, პაციენტის სხვა ახლობელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კოლექტური პროცედურის იმპლემენტაციის გადაწყვეტილების შესახებ.
გადაწყვეტილება მკურნალობის შემცირების ან შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას პაციენტზე პასუხისმგებელი ექიმის მიერ, მზრუნველობის განმახორციელებელ ჯგუფთან შეთანხმებითა და მინიმუმ ერთი კონსულტანტი ექიმის არგუმენტირებული მოსაზრების გათვალისწინებით. პაციენტზე პასუხისმგებელ ექიმსა და კონსულტანტს შორის არ უნდა არსებობდეს იერარქიული კავშირი. მეორე, დამატებითი კონსულტანტის არგუმენტირებული მოსაზრება მოთხოვნილ უნდა იქნას მაშინ, თუკი რომელიმე ექიმი საჭიროდ მიიჩნევს.
გადაწყვეტილება მკურნალობის შემცირების ან შეწყვეტის შესახებ უნდა ითვალისწინებდეს პაციენტის მიერ გამოთქმულ სურვილებს, განსაკუთრებით, თუკი ეს სურვილები გამოთქმულია წინასწარი მითითებების ფორმით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან პაციენტის მიერ განსაზღვრული მინდობილი პირის ან ოჯახის, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პაციენტის სხვა ახლობელი პირის მოსაზრებებს...
მკურნალობის შემცირება ან შეწყვეტა უნდა განახორციელეს არგუმენტირებულად. მზრუნველობის განმახორციელებელი გუნდის შიგნით მიღებული მოსაზრებანი, კონსულტაციების ბუნება და ტონი, ისევე როგორც გადაწყვეტილების საფუძვლები, უნდა ჩაიწეროს პაციენტის საქმეში. გადაწყვეტილება მკურნალობის შემცირების ან შეწყვეტის შესახებ უნდა ეცნობოს მინდობი პირს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ოჯახს ან, პაციენტის სხვა ახლობელ პირს.
III. მუხლზე L. 1110‑5 და L. 1111-4 ან L. 1111-13 დაყრდნობით მკურნალობის შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მოცემული მიზეზებით, ექიმი ვალდებულია - მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელია პაციენტის ტანჯვის შეფასება მისი ცერებრალური მდგომარეობის გათვალისწინებით - მიმართოს საჭირო მკურნალობას, კერძოდ კი ტკივილის შემსუბუქებას და სედაციას, რათა დაეხმაროს პაცინეტს მუხლ R. 4127-38 მითითებული პრინციპებისა და პირობების გათვალისწინებით. მან ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ პაციენტის ახლობელმა პირმა იცოდეს არსებული ვითარების შესახებ და მიიღოს საჭირო დახმარება.“
55. კოდექსის R. 4127-38 აღნიშნავს შემდეგს
„ექიმი ვალდებულია დაეხმაროს მომაკვდავ პირს გარდაცვალების მომენტის დადგომამდე, უზრუნვეყოს შესაფერისი მკურნალობა და ზომები, სიცოცხლის ხარისხი, მანამდე, სანამ დასასრული მოვა, პაციენტის ღირსების შენარჩუნება და მისი ახლობლებისათვის შვება.
ექიმებს არ აქვთ უფლება სიცოცხლე განზრახ დაასრულონ.“
...
III. ევროპის საბჭოს მასალები
...
ბ. სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის სახელმძღვანელო
60. წინამდებარე სახელმძღვანელო შემუშავდა ევროპის საბჭოს ბიოეთიკის კომიტეტის მიერ პაციენტთა უფლებებზე მუშაობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ოვიედოს კონვენციაში მოცემული პრინციპების იმპლემენტაციის ხელშეწყობას.
იგი მიზნად ისახავს სიცოცხლის მიმწუხრს წარმოშობილი სიტუაციებში სამედიცინო მკურნალობისას გადაწყვეტილების მიღებისას მითითებების განსაზღვრას, რათა მოხდეს ნორმატიული და ეთიკური ელემენტების მისადაგება ჯეროვან სამედიცინო პრაქტიკასთან. მისი მთავარი მომხმარებლებიც იქნებიან ჯანდაცვის პროფესიონალები, რომელთაც უწევთ მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. დოკუმენტი, წარმოდგენილი განმარტებებით, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოცემულ საკითხზე ზოგად დისკუსიას.
61. სახელმძღვანელო მიუთითებს, რომ გადაწყეტილების მიღების პროცესში ეთიკური და სამართლებრივი საფუძველი უნდა იყოს ავტონომიურობის პრინციპები (პაციენტის თავისუფალი, ინფორმირებული და წინასწარი თანხმობა). იგი განმარტავს, რომ ექიმმა არ უნდა განახორციელოს არასაჭირო ან არაპროპორციული მკურნალობა მისგან გამომდინარე საფრთხეებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით. მათ პაციენტს უნდა შესთავაზონ პროპორციული და ვითარებაზე მორგებული მკურნალობა. ისევე ამასთანავე ვალდებულნი არიან იზრუნონ პაციენტებზე, გააიოლონ მათი ტანჯვა და შესთავაზონ დახმარება.
მკურნალობა მოიცავს ჩარევას, რომლის მიზანიც გახლავთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედების გზით, და ინტერვენციას, რომელსაც არ აქვს გავლენა დაავადების ეტიმოლოგიაზე, არამედ მოქმედებს სიმპტომებზე ან ორგანოს დისფუნქციით გამოწვეულ ვითარებაზე. სათაურით „სადავო საკითხები“, სახელმძღვანელო აღნიშნავს შემდეგს:
„ხელოვნური ჰიდრატაციისა და კვების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის საკითხი
საკვებისა და სასმელის მიწოდება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ჯერ ისევ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჭამა ან სმა, წარმოადგენდს ფიზიოლოგიური სჭიროებების დაკმაყოფილების იმგვარ დახმარებას, რომელიც ყოველთვის უნდა განხორციელდეს. იგი წარმოადგენს მზრუნველობის განუყოფელ ელემენტს, რომელზე უარიც დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასზე უარს თავად პაციენტი აცხადებს.
ხელოვნული კვება და ჰიდრატაცია პაციენტს ენიჭნება სამედიცინო ჩვენების საფუძველზე და შესაძლოა მოიცავდეს სამედიცინო პროცედურებსა და დანადგარებს შორის არჩევანის გაკეთებას (პერფუზია, მილით კვება).
ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია მრავალ ქვეყანაში მიიჩნევა მკურნალობის ფორმად, შესაბამისად, რომლის შემცირება ან შეწყვეტაც შესაძლებელია რიგ ვითარებებში მკურნალობის შემცირების ან შეწყეტისას დადგენილი გარანტიების დაცვით (პაციენტის მიერ გამოხატული უარი მკურნალობაზე, უარი არაგონივრული სიჯიუტის ან სამედიცინო მზრუნველობის განამხორციელებელი ჯგუფის მიერ შეფასებული არაპროპორციული მკურნალობის გამო, რომელიც დაეფუძნება კოლექტიურ პროცედურას). ამ მხრივ გასათვალისწინებელია პაციენტის სურვილები და კონკრეტულ ვითარებაში მკურნალობის სათანადო ბუნება.
რიგ ქვეყნებში, თუმცა, მიიჩნევა, რომ ხელოვნური მკურნალობა და ჰიდრატაცია არ წარმოადგენს მკურნალობას, და რომ მისი შემცირება ან შეწყვეტაც დაუშვებელია, არამედ განიხილება პირის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებად, რომლის შეწყვეტაც დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი, სიცოცხლის მიმწუხრს არსებულ საბოლოო ფაზაში, გამოხატავს ამგვარ სურვილს.
სამედიცინო კუთხით, ტერმინალურ ფაზაში ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის საკითხი სადავოა. არსებობს პოზიცია, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ჰიდრატაციისა და კვების იმპლემენტაცია ან გაგრძელება წარმოადგენს პაციენტის კომფორტის განუყოფელ ნაწილს სიცოცხლის მიმწუხრს. მეორე პოზიციის მიხედვით კი ხელოვნური ჰიდრატაციისა და კვების სარგებელი ტერმინალურ ფაზაში მყოფი პაციენტისათვის, რომელიც ითვალისწინებს პალიატიურ მზრუნველობის კვლევას, სადავოა.“
62. სახელმძღვანელო ეხება სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესს (მათ შორის მკურნალობის იმპლემენტაციას, ცვლილებას, ადაპტაციას, შემცირებას ან შეწყვეტას). იგი არ ეხება რიგი ეროვნული კანონმდებლის მიერ დაშვებული ევთანაზიის ან სუიციდში დახმარების საკითხებს.
63. მიუხედავად იმისა, რომ გააწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეა ჩართული, სახელმძღვანელო აქცენტს აკეთებს უშუალოდ პაციენტზე, როგორც მთავარ მხარეზე. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ ან აღარ შეუძლია გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, მის მაგივრად იმოქმედებენ მესამე მხარეები, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის თანახმად. თუმცა, პაციენტის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაინც უნდა განხორციელდეს მის მიერ წინარედ გამოთქმული სურვილების გათვალისწინებით. სახელმძღვანელო ჩამოთვლის ამის სხვადასხვა ფორმას: თუკი პაციენტმა სურვილები ზეპირად გააცნო ოჯახის წევრს, ახლო მეგობარს ან მინდობილ პირს; ან თუკი ფორმალურად, წინასწარი დირექტივების ან ანდერძის ან მინდობილობის ფორმით განისაზღვრა სხვა პირი, რომელსაც გადაეცა მომავალი დაცვის უფლებები (mandat de protection future).
64. გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაძლოა ასევე ჩართული იყოს პაციენტის წარმომადგენელი ან მინდობილი პირი, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები და მზრუნველობის განმახორციელებელი პირები. სახელმძღვანელო ხაზს უსვამს, რომ ექიმებს ეკისრებათ უმნიშვნელოვანესი, თუ არა პირველადი როლი პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის შეფასების უნარის გამო. როდესაც პაციენტებს არ ან აღარ შეუძლიათ საკუთარი სურვილების გამოხატვა, ექიმები არიან ის პირები, რომლებიც კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩართავენ რა ყველა საჭირო სამედიცინო პირს, იღებენ კლინიკურ გადაწყვეტილებას პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. ამ მხრივ, მათ აღნიშნული ექნებათ ყველა საჭირო ელემენტი (ოჯახის წევრებთან, ახლო მეგობრებთან, მინდობილ პირებთან და სხვა, კონსულტაცია) და გათვალისწინებული ექნებათ აქამდე გამოთქმული სურვილები. რიგ სისტემებში გადაწყვეტილების მიღება ხდება მესამე მხარის მიერ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ექიმი გახლავთ ის პირი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჯეროვნად განხორციელდეს.
65. სახელმძღვანელო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველთვის ცენტრში უნდა იყოს პაციენტი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც პაციენტს აღარ სურს ან აღარ შეუძლია უშუალო მონაწილეობის მიღება. სახელმღვანელო ადგენს გადაწყვეტილების მღების პროცესის სამ მთავარ ეტაპს: ინდივიდუალური ეტაპი (ყოველი მხარე აყალიბებს არგუმენტს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე), კოლექტიური ეტაპი (სხვადასხვა მხარე იღებს მონაწილეობას გაცვლით და განხილვის პროცესში) და დასკვნითი ეტაპი ( როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება).
66. სახელმძღვანელო აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ან როდესაც საკითხი უკიდურესად რთული ან კონკრეტულია, შესაძლოა არსებობდეს მესამე მხარეებთან კონსულტაციის საჭიროება განხილვაში მონაწილეობის, პრობლემის გადაჭრის ან კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა სასურველი იყოს კლინიკური ეთიკის კომიტეტთან კონსულტაცია. კოლექტიური განხილვის დასასრულს უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა. აუცილებელია დასკვნის გამოტანა და დადასტურება და შემდეგ წერილობითი ფორმით ფორმალიზება.
67. თუკი გადაწყვეტილების მიღება ხდება ექიმის მიერ, იგი უნდა ეფუძნებოდეს კოლექტიური განხილვის დასკვნებს, რომელიც უნდა ეცნობოს პაციენტს, მინდობილ პირს ან/და პაციენტის გარემოცვას, მზრუნველობის განმახორციელებელ გუნდს და პროცესში ჩართულ მესამე მხარეებს. ამასთანავე, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ფორმალიზება (წერილობითი ფორმით მიზეზების მოხმობით) და მისი შენახვა მხარეებისათვის ცნობილ ადგილას.
68. სახელმძღვანელო ხაზს უსვამს ტერმინალურ ეტაპზე ღრმა სედაციის გამოყენების სადავოობას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს დარჩენილი სიცოცხლის კიდევ უფრო შემცირება. დაბოლოს, სახელმძღვანელო რეკომენდაციას იძლევა გადაწყვეტილების მიღების პროცესის შემდეგ შეფასების განხორციელებაზე.
...
სამართალი ვენსან ლამბერის სახელით სასამართლოს წინაშე მიმართვა
80. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ვენსან ლამბერისათვის ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით ნაკისრი ვალდებულბების დარღვევას. მათი აზრით, კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც უტოლდებოდა წამებას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ფიზიოთერაპიის შეწყვეტა 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული და ყლაპვის რეფლექსის განმავითარებელი თერაპიის არარსებობა, წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და არღვევდა მოცემულ დებულებას. დაბოლოს, მათ მიუთითეს, რომ კვებისა და ჰიდრატაციის შეწყეტა ასევე დაარღვევდა ვენსან ლამბერის ფიზიკურ ხელშეუვალობას, კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნის მიუხედავად.
81. კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები აღნიშნავენ შემდეგს:
მუხლი 2
სიცოცხლის უფლება
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი...“
მუხლი 3
წამების აკრძალვა
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
მუხლი 8
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. მომჩივნების სამართლებრივი უფლებამოსილება წარსდგნენ ვენსან ლამბერის სახელით და მის მაგივრად
მხარეთა არგუმენტები
(ა) მთავრობა
82. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნებს არ მიუთითებიათ თუ რატომ სურდათ ვენსან ლამბერის სახელით მოქმედება და განაცხადეს, რომ იმის განხილვა, თუ რამდენად შეეძლოთ მათ სასამართლოსათვის მიმართვა, მიზანს იყო მოკლებული.
(ბ) მომჩივნები
83. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ნებისმიერი პირს, მიუხედავად მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა, უნდა შეეძლოს კონვენციით დაცული გარანტიებით სარგებლობა, მათ შორის მაშინაც, როდესაც მას არ ყავს წარმომადგენელი. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მათი უფლებამოსილება ან ინტერესი ეწარმოებინათ სამართალწარმოება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ ეროვნული სასამარმთლოების წინაშე, რადგან ფრანგული სამართალი იმ პირის ოჯახის წევრებს, რომლის მკურნალობის შეწყვეტაც განიხილება, აძლევდა უფლებას გამოეთქვათ მოსაზრება საკითხზე. მოცემული მოიცავს უფლებას მიიღო მონაწილეობა სასამართლოს წინაშე საქმის განხილვაში არა მარტო საკუთარი სახელით, არამედ პაციენტის სახელითაც.
84. მოიხმეს რა, სასამართლოს მიერ საქმეში Koch v. Germany judgment (no. 497/09, §§ 43 et seq., 19 July 2012) დადგენილი კრიტერიუმები, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ წინამდებარე საქმეში ხსენებული კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იყო, რადგან საქმე ეხებოდა ზოგადი ინტერესის საგანს, რადგან მათ შორის ახლო ოჯახური კავშირები არსებობდა და სამართალწარმოებაში ჰქონდათ პერსონალური ინტერესი. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მიმართეს ეროვნულ სასამართლოებს და შემდეგ ევროპულ სასამართლოს, რათა დაიცვან ვენსან ლამბერის ფუნდამენტური უფლებები კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით, რადგან მას ეს თავად არ ხელეწიფებოდა, ხოლო მის ცოლს კი არ შეეძლო რადგან იგი ეთანხმებოდა სამედიცინო გადაწყვეტილებას.
(გ) მესამე მხარედ ჩართული ფიზიკური პირები
85. რეიჩელ ლამბერმა, ვენსან ლამბერის ცოლმა, აღნიშნა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ სამართლებრვი უფლებამოსილება ემოქმედათ ვენსან ლამბერის სახელით. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად იყო ეღიარებინა ნათესავის სტატუსი მაშინ, როდესაც საჩივრები ეხებოდა „ადამიანის უფლებების პატივისცემის“ ზოგად ინტერესს და როდესაც მოცემულ პირს, როგორც მემკვიდრეს, გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი მიყოლოდა საჩივარს ან ესარგებლა მომჩივნის უფლებების პირდაპირი ზეგავლენით. თუმცა, საქმეში Sanles Sanles v. Spain ((dec.), no. 48335/99, ECHR 2000‑XI) სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიერ გასაჩივრებული უფლებები კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლებით განეკუთვნებოდა არა-გადაცემად უფლებებს და მიიჩნია, რომ მომჩივანი, რომელიც გახლდათ გარდაცვლილის რძალი და კანონიერი მემკვიდრე, ვერ ისარგებლებდა მსხვერპლის სტატუსით მისი გარდაცვლილი სიძის მაგივრად.
86. წარმომადგენლობის საკითხზე, მან აღნიშნა, რომ აუცილებელი გახლდათ წარმომადგენელს ეჩვენებინა, რომ სავარაუდო დაზარალებულისაგან მიღებული ჰქონდა კონკრეტული და აშკარა ინსტრუქციები. მოცემული მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული მომჩივნების შემთხვევაში, რადგან მათ ვენსან ლამბერისაგან არ მიუღიათ არანაირი კონკრეტული და აშკარა ინსტრუქციები; Conseil d’État მიერ საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მან ისარგებლა ქმრის ნდობით და გააჟღერა მისი სურვილები, რაც გაამყარა ეროვნული სასამართლოების წინაშე წარმოდგენილი ჩვენებებით.
87. ფრანსუა ლამბერმა და მარი-ჟენევიევ ლამბერმა, ვენსან ლამბერის ძმისშვილმა და ნახევარდამ განაცხადეს, რომ მომჩივნებს არ გააჩნდათ უფლებამოსილება ემოქმედათ ვენსან ლამბერის სახელით. პირველი, კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების სავარაუდო დარღვევა, რომელზეც აპელირებდნენ მომჩვნები, ეხებოდა არა-გადაცემად უფლებებს, რომლის დარღვევასაც ისინი საკუთარი სახელით ვერ იდავებდნენ; მეორე, მომჩივნები არ გახლდნენ ვენსან ლამბერის იურიდიული წარმოამდგენლები, რადგან იგი გახლდათ 1976 წელს დაბადებული, ანუ სრულწლოვანი; მესამე, საჩივარი ეწინააღმდეგებოდა ვენსან ლამბერის რწმენის თავისუფლებას, მის სიცოცხლის უფლებასა და არღვევდა მის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ფრანსუა და მარი-ჟენევიევ ლამბერები აღნიშნავდნენ, რომ მართალია სასამართლომ, გამონაკლისის სახით, დაუშვა, რომ მშობლები შესაძლოა მოქმედებდნენ მსხვერპლის სახელით და მის მაგივრად კონვენციის მე-3 მუხლის დარღევის მტკიცებისას, ამგვარი გამონაკლისი ეხებოდა მხოლოდ მსხვერპლის გაუჩინარებისა და გარდაცვალების, ისევე როგორც რიგ სხვა გამონაკლის შემთხვევებს. მოცემული პირობები არ იყო დაკმაყოფილებული წინამდებარე საქმეში, რის გამოც საჩივარი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ისინი აცხადებდნენ, რომ სასამართლომ გამოიყენა საშუალება და სიცოცხლის მიმწუხრის მსგავს საქმეებში დაადასტურა, რომ იგი საჩივარს დაუშვებლად ცნობდა (მათ მოიხმეს ზემოთციტირებული საქმე Sanles Sanles, და Ada Rossi and Others v. Italy (dec.), no. 55185/08, 16 დეკემბერი 2008).
88. დაბოლოს, ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩვნები „კანონიერად“ ვერ გაასაჩივრებდნენ Conseil d’État გადაწყვეტილებას, რადგან მათი პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ვენსან ლამბერის რწმენას/მოსაზრებებს. ექიმებმა და მოსამართლეებმა გაითვალისწინეს ამ უკანასკნელის მიერ ცოლისათვის განდობილი მისი სურვილები - ცოლისა, რომელთანაც მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა - რომელმაც კარგად იცოდა ყველა ფაქტის შესახებ, რადგან პროფესიით მედდა გახლდათ.
სასამართლოს შეფასება
(ა) პრინციპების შეჯამება
89. ბოლოდროს განხილულ ორ საქმეში Nencheva and Others v. Bulgaria (no. 48609/06, 18 ივნისი 2013) და Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania ([GC], no. 47848/08, ECHR 2014), სასამართლომ გაიმეორა შემდეგი პრინციპები.
კონვენციის 34-ე მუხლის მოსახმობად, მომჩივანს უნდა შეეძლოს კონვენციის დარღვევის მსხვერპლის სტატუსის მტკიცება. სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცნება „მსხვერპლი“ უნდა განიმარტოს დამოუკიდებლად, ეროვნულ სამართალში ინტერესისა თუ მოქმედების უფლებამოსილების მნიშვნელობისადა მიუხედავად (იხ.Nencheva and Others, ციტირებული ზემოთ, § 88). ფიზიკურმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ გასაჩივრებულ ზომას მასზე ჰქონდა „პირდაპირი გავლენა“ (იხ. ზემოთციტირებული Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, § 96, შემდგომი მითითებებით).
90. მოცემული პრინციპიდან გამონაკლისი დაიშვება მაშინ, როდესაც კონვენციის სავარაუდო დარღვევა ან დარღვევები მჭიდრო კავშირშია გარდაცვალებასთან ან გაუჩინარებასთან, რომელიც განხორციელდა იმგვარ პირობებში, რომ დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო აღიარებს მსხვერპლის მემკვიდრის უფლებას წარმოადგინოს საჩივარი (იხ. Nencheva and Others, ციტირებული ზემოთ, § 89, და Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებული ზემოთ, §§ 98-99, შემდგომი მითითებებით).
91. მაშინ როდესაც საჩივარს თავად მსხვერპლი არ წარმოადგენს, სასამართლოს რეგლამენტის 45 § 3 მუხლი ითხოვს მოქმედების წერილობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უნდა იყოს ჯეროვნად ხელმოწერილი წარმოდგენისას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია წარმომადგენლემა აჩვენოს, რომ სავარაუდო მსხვერპლისაგან, რომლის სახელზეც მიმართავს სასამართლოს, მიღებული აქვს კონკრეტული და აშკარა ინსტრუქციები (იხ. Post v. the Netherlands (dec.), no. 21727/08, 20 იანვარი 2009; Nencheva and Others, ციტირებული ზემოთ, § 83; და Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებული ზემოთ, § 102). თუმცა, კონვენციურმა ინსტიტუტებმა დაადგინეს, რომ კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლის დარღვევის მტკიცებისას ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მხარეს შესაძლოა არსებობდეს სპეციალური ვითარებანი. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირების მიერ მსხვერპლის ან მსხვერპლთა სახელით შემოტანილი საჩივარი, მისი მხრიდან უფლებამოსილების მინიჭების დოკუმენტის წარმოდგენის გარეშეც კი ყოფილა მიჩნეული დასაშვებად (იხ. Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებული ზემოთ, § 103 ).
92. საყურადღებოა ხოლმე მსხვერპლის მოწყვლადობა მისი ასაკის, სქესის ან შეზღუდული შესძლებლობების გამო, რის გამოც მათ არ შეუძლიათ საჩივრის წარდგენა საამართლოში; ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია კავშირი საჩივრის წარმომდგენ პირსა და მსხვერპლს შორის (ibid.).
93. მაგალითად, საქმეში P., D.P. and A.T. v. the United Kingdom (no. 23715/94, კომისიის გადაწყვეტილება 20 მაისი 1996), რომელიც inter alia ეხებოდა კონვენციის მე-8 მუხლს, კომისიამ დასაშვებად სცნო ადვოკატის მიერ იმ ბავშვების სახელით წარმოდგენილი საჩივარი, რომლებსაც იგი ეროვნულ დონეზე წარმოადგენდა, სადაც მას მითითებებს აძლევდა მეურვე ad litem, მას შემდეგ რაც ბავშვების დედას არ გამოუხატავს ინტერესი და მას შემდეგ რაც ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა კრიტიკას დაუქვემებარეს საჩივარი და სადაც არ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატსა და ბავშვებს შორის.
საქმეში İlhan v. Turkey ([GC], no. 22277/93, §§ 54-55, ECHR 2000‑VII), უშუალო მსხვერპლს აბდულატიფ ილჰანს, მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებანი უშიშროების თანამშრომლების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შედეგად; სასამართლომ დაადგინა, რომ მისმა ძმამ ჯეროვნად წარმოადგინა საჩივარი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებზე დაყრდნობით, რადგან ფაქტებიდან ნათლად იკვეთებოდა, რომ აბდულატიფ ილჰანი დაეთანხმა სამართალწარმოების დაწყებას, არ არსებობდა მასსა და მის ძმას შორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მასაც შეეხო ინციდენტი და რადგან უშუალოდ დაზარალებული განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში გახლდათ დაზიანებების გამო.
საქმეში Y.F. v. Turkey (no. 24209/94, § 31, ECHR 2003‑IX), ქმარი ჩიოდა კონვენციის მე-8 მუხლით ამტკიცებდა რა, რომ მისი ცოლი დაუქვემდებარეს იძულებით გინეკოლოგიურ შემოწმებას პოლიციში დაკავებისას, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი, როგორც დაზარალებული პირის ახლო ნათესავი, უფლებამოსილი იყო წარმოედგინა საჩივარი კონვენციის სავარაუდო დარღვევების შესახებ, განსაკუთრებით საქმის სპეციალური გარემოებების გამო მისი მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
94. ასევე, კონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში, სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში მიიჩნია, რომ მშობლებს, რომელთაც არ ჰქონდათ მშობლის უფლებები, შეეძლოთ სასამართლოსადმი მიმართვა არასრულწლოვანი შვილების სახელით (იხ, განსაკუთრებით, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 და 41963/98, §§ 138‑139, ECHR 2000‑VIII; Šneersone and Kampanella v. Italy, no. 14737/09, § 61, 12 ივლისი 2011; Diamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, §§ 146-47, 27 სექტემბერი 2011; A.K. და L. v. Croatia, no. 37956/11, §§ 48-50, 8 იანვარი 2013; და Raw and Others v. France, no. 10131/11, §§ 51-52, 7 მარტი 2013). ამ შემთხვევებში სასამართლოსათვის მთავარი კრიტერიუმი გახლდათ ის საფრთხე, რომ ბავშვთა რიგი ინტერესები შესაძლოა ვერ მისულიყო სასამართლოს ყურადღებამდე და რომ ვერ მოხდებოდა კონვენციით დაცული მათი უფლებების ეფექტიანი დაცვა.
95. დაბოლოს, სასამართლომ იგივე მიდგომა მიიღო ზემოთციტირებულ საქმეში Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu რომელიც ეხებოდა ბოშური წარმოშობის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც სერიოზულად ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობანი და იყო HIV დადებითი, რომელიც გარდაიცვალა საავადმყოფოში საჩივრის წარმოდგენამდე, რომლის მემკვიდრეც უცნობი იყო და არც სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი ყავდა. საქმის გამონაკლისი ხასიათისა და ბრალდებების სერიოზულობის გათალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს - სამართლებრივი რესურსების ცენტრი - ჰქონდა უფლებამოსილება წარმოედგინა ვალენტინ ჩამპენო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გაუტოლდებოდა კონვენციის დარღვევის სერიოზული ბრალდების განუხილველად დატოვებას საერთაშორისო დონეზე (§112).
(ბ) განხილული პრინციპების მისადაგება წინამდებარე საქმეზე
96. მომჩივნები, ვენსან ლამბერის სახელით დავობდნენ კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევის შესახებ (იხ. პარაგრაფი 80 ზემოთ).
97. სასამართლო პირველ რიგში მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი პირების სახელით წარმოდგენილი საჩივრების შესახებ სასამართლო პრაქტიკა ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან ვენსან ლამბერი არ არის გარდაცვლილი, არამედ იმყოფება მდგომარეობაში, რომელსაც სამედიცინო ექსპერტთა ანგარიში აკვალიფიცირებს ვეგეტატიურად (იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად გამოიყენება ის გარემოებანი, რომელშიც მას უკვე დადგენილი აქვს, რომ საჩივარი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას მოწყვლადი პირის სახელითა და მის მაგივრად მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელს არ აქვს გაცემული ჯეროვანი უფლებამოსილება ან ინსტრუქტაჟი მოქმედებაზე იმ პირის მიმართ, რომელიც მისი სახელით აპირებს ჩივილს (იხ. პარაგრაფები 93-95 ზემოთ).
98. სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი საქმე, რომელშიც მან გამონაკლისის სახით დაუშვა, რომ პირს შეეძლო სხვისი სახელით მოქმედება, არ ვრცელდება წინამდებარე შემთხვევაზე. ზემოთციტირებული საქმე Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu უნდა განვასხვავოთ წინამდებარე საქმისაგან იმდენად, რამდენადაც უშუალო მსხვერპლი გარდაცვლილი იყო და მისი წარმოდგენა არავის შეეძლო. წინამდებარე საქმეში, მაშინ როდესაც უშუალო მსხვერპლს არ შეუძლია საკუთარი სურვილების გამოხატვა, მისი ოჯახის ახლო რამდენიმე წევრმა გამოხატა სურვილი წარმოადგინოს იგი, და ამ პროცესში ისინი ურთიერთისაგან უკიდურესად განსხვავებულ ხედვებს ამჟღავნებენ. მომჩივნები ძირითადად მოიხმობენ კონვენციის მე-2 მუხლით დაცულ სიცოცხლის უფლებას, რომლის „სიწმინდეზეც“ ისაუბრა ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეში Pretty v. the United Kingdom (no. 2346/02, § 65, ECHR 2002‑III), ხოლო ინდივიდუალური მესამე მხარედ ჩართული პირები კი (რეიჩელ ლამბერი, ფრანსუა ლამბერი და მარი-ჟენევიევ ლამბერი) ეფუძნებიან პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, განსაკუთრებით კი ყოველი პირის ინდივიდუალური ავტონომიის უფლებას (იხ. ზემოთციტირებული საქმე Pretty , § 61), გადაწყვიტოს თუ როგორ და როდის სურს დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე (იხ.ibid., § 67; იხ. აგრეთვე Haas v. Switzerland, no. 31322/07, § 51, ECHR 2011, და Koch, ციტირებული ზემოთ, § 52).
99. მომჩივნები მოუწოდებდნენ სასამართლოს გამოეყენებინა საქმეში Koch (ციტირებული ზემოთ, § 44) დადგენილი კრიტერიუმები, რომელთაც, მათი აზრით, ისინი აკმაყოფილებდნენ ოჯახის ახლო წევრების კავშირების საფუძველზე, ასევე იმ ფაქტით, რომ მათ გააჩნდათ საკმარისი პირადი ან სამართლებრივი ინტერესი სამართალწარმოების შედეგებზე და იმის გამო, რომ მათ საქმისადმი ინტერესი მანამდეც ჰქონდათ გამოხატული.
100. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთციტირებულ Koch საქმეში, მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი ცოლის ტანჯვამ და გარდაცვალების გარემოებებმა მასზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ წარმოადგენდა მისი უფლებების დარღვევას კონვენციის მე-8 მუხლით (§ 43). შესაბამისად, სწორედ ამის გამო მიიჩნევდა იგი, რომ გასათვალისწინებელი გახლდათ სასამართლო პრაქტიკაში განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელიც ნათესავსა თუ მემკვიდრეს აძლევდა უფლებას ეჩივლა გარდაცვლილი პირის სახელით (§ 44).
101. სასამართლოს აზრით, მოცემული კრიტერიუმები არ გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეში, რადგან ვენსან ლამბერი არ გახლდათ გარდაცვლილი, ხოლო მომჩივნები კი ცდილობენ საჩივრების წარმოდგენას მისი სახელით.
102. იმ საქმეების განხილვა, სადაც კონვენციის ინსტიტუტებმა მიიჩნიეს, რომ მესამე მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, აქვს უფლება იმოქმედოს მოწყვლადი პირის სახელით და მის მაგივრად (იხ. პარაგრაფები 93-95 ზემოთ), გვიჩვენებს, რომ მსგავს შემთხვევებში ხდება ორი მთავარი კრიტერიუმის გაანალიზება: საფრთხე, რომ უშუალო მსხვერპლს არ ექნება საშუალება ეფექტიანად დაიცვას თავისი უფლებები და მეორე - კონფლიქტის არარსებობა მსხვერპლისა და მომჩივნის ინტერესებს შორის.
103. წინამდებარე საქმეზე მოცემული ორი კრიტერიუმის გამოყენებისას სასამართლო ვერ ამჩნევს საფრთხეს: პირველი, ვენსან ლამბერს ჩამოერთმევა უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალება, რადგან შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით (იხ პარაგრაფები 90 ზემოთ და 115 ქვემოთ), მომჩივნებს, ვენსან ლამბერის ახლო ნათესავებს, შეუძლიათ სასამართლოს წინაშე საკუთარი სახელით დაიცვან სიცოცხლის უფლება, რომელსაც იცავს კონვენციის მე-2 მუხლი.
104. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად არის ინტერესთა შეუთავსებლობა მომჩივნებსა და ვენსან ლამბერს შორის. ამ მხრივ სასამართლო მიიჩნევს, რომ განმსაზღვრელია ეროვნული სამართალწარმოება, რომელიც სწორედ განიხილავდა თუ როგორი იყო ვენსან ლამბერის სურვილები, იმის გათვალისწინებით, რომ ექიმ კარიგერის 2014 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ვენსან ლამბერს „არ სურდა, საგზაო შემთხვევამდე, ეცოცხლა ამგვარ პირობებში“ (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ). 2014 წლის 24 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში Conseil d’État-მ დაადგინა, რომ ვენსან ლამბერის ცოლისა და მისი ერთ-ერთი ძმის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა დედმამიშვილის ჩვენებების მიხეიდვით, ექიმი კარიგერი გადაწყვეტილების მიღებისას „არ უნდა იქნას მიჩნეული, რომ ექიმმა კარიგერმა არასწორად განმარტა პაციენტის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევამდე გამოხატული სურვილები“ (იხ. პარაგრაფი 50 ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს დადგენილად, რომ მომჩივნები ეთანხმებიან ურთიერთს ვენსან ლამბერის სავარაუდო სურვილების შეფასებისას.
105. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება ვენსან ლამბერის სახელით იდავონ კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების სავარაუდო დარღვევაზე.
106. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ხსენებული საჩივრები არის დაუშვებელი ratione personae კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით და არ უნდა იქნას მიღებული 35 § 4 მუხლის საფუძველზე.
ბ. რეიჩელ ლამბერის უფლებამოსილება იმოქმედოს ვენსან ლამბერის სახელითა და მის მაგივრადმხარეთა არგუმენტები
107. რეიჩელ ლამბერის ადვოკატის მიერ გამოგზავნილ წერილში, 2014 წლის 9 ივლისს, რეიჩელ ლამბერი ითხოვდა მისი ქმრის წარმომადგენლის უფლებამოსილებას სამართალწარმოებაში მესამე მხარედ ჩართვისას. საკუთარი მოთხოვნის გასამყარებლად მან წარმოადგინა შალონ-ან-შამპანის მეურვე მოსამართლის გადაწყვეტილება, დათარიღებული 2008 წლის 17 დეკემბრით, რომელიც მას ანიჭებდა უფლებამოსილებას წარმოედგინა მისი მეუღლე მატრიმონიალურ ქონებრივ საკითხებში, რასაც ასევე ამყარებდა ვენსან ლამბერის დისა და ნახევარძმის ჩვენებები. მოცემული ჩვენებების მიხედვით, ვენსან ლამბერს არ ენდომებოდა გადაწყვეტილება მიეღოთ მის მშობლებს, რომელთაგანაც იგი მორალურად და ფიზიკურად შორს იყო, განსხვავებით მისი ცოლისაგან, რომელიც წარმოადგენდა მის მინდობილ პირს. ქ-მა ლამბერმა ასევე წარმოადგინა საკუთარი დედინაცვლის ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი თან ახლდა რეიჩელ ლამბერს 2012 წლის ივლისში როდესაც ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მან, პირველ ორ მომჩივანთან ერთად, გაიარა კონსულტაცია სამედიცინო პროფესორთან. კონსულტაციის დროს მან და რეიჩელ ლამბერმა განაცხადეს, რომ ვენსან ლამბერს არ ენდომებოდა შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრება, ამგვარი ვითარების დადგომის შემთხვევაში, ხოლო მეორე მომჩივანმა კი, სავარაუდოდ თქვა, რომ ევთანაზიის საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, იგი გადაწყვეტილების მიღების უფლებას რეიჩელ ლამბერს მიანდობდა. თავის მოსაზრებებში რეიჩელ ლამბერმა აღნიშნა, რომ იცოდა რა მისი ქმრის სურვილები, რასაც ადასტურებდა მისივე ჩვენებები, მხოლოდ მას ჰქონდა უფლებამოსილება ემოქმედა ვენსან ლამბერის სახელით და წარმოედგინა იგი.
108. ამ საკითხზე მთავრობას პოზიცია არ გამოუხატავს.
109. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მეურვეობის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგინა რეიჩელ ლამბერმა, არ ანიჭებდა ამ უკანასკნელს უფლებას წარმოედგინა მისი ქმარი, არამედ აძლევდა უფლებას ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, იგი არ უნდა განხილულიყო ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენლად. მომჩივნებმა შემდგომ მიუთითეს, რომ მის მიერ წარმოდგენლი ჩვენებანი სამართლებრივ ღირებულებას იყო მოკლებული; ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ რეიჩელ ლამბერის დედინაცვლის ჩვენებას. მათ მიუთითეს, რომ ვენსან ლამბერს არ ყავდა განსაზღვრული მინდობილი პირი და დაასკვნეს, რომ იმ დროს მოქმედი საფრანგეთის სამართლის მიხედვითა და სრული ან ნაწილობრივი მეურვეობის არარსებობის გათვალისწინებით, ვენსან ლამბერს არავინ წარმოადგენდა მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში.
სასამართლოს შეფასება
110. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის არცერთი დებულება არ აძლევს მესამე მხარედ ჩართულ პირს უფლებას წარმოადგინოს სხვა პირი სასამართლოს წინაშე. ასევე, სასამართლოს რეგლამენტის 44 § 3 (ა) მუხლის მიხედვით, მესამე მხარედ ჩართული პირი არის ნებისმიერი „ვინც არ არის მომჩივანი“.
111. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ არ დააკმაყოფილოს რეიჩელ ლამბერის მოთხოვნა.
გ. დასკვნა
112. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება სასამართლოს წინაშე ვენსან ლამბერის სახელითა და მის მაგივრად იდავონ მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევა (იხ. პარაგრაფები 105-106 ზემოთ), მან ასევე არ დააკმაყოფილა რეიჩელ ლამბერის მოთხოვნა მას, როგორც მესამე მხარედ ჩართულს, წარმოედგინა საკუთარი მეუღლე (იხ. პარაგრაფები 110-11 ზემოთ).
მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაშვებობასთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნების მიუხედავად, საქმიდან გამომდინარე არსებით საკითხებს კონვენციის მე-2 მუხლით იგი განიხილავს თავად მომჩივნების სახელით.
კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
113. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ვენსან ლამბერისათვის ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა იქნებოდა სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. მათ აღნიშნეს, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონს აკლდა სიცხადე და სიზუსტე და გაასაჩივრეს ის პროცესი, რომელიც კულმინაციის სახით დასრულდა 2014 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით.
114. მთავრობა არ ეთანხმებოდა მოცემულ არგუმენტებს.
ა. დასაშვებობა
115. სასამართლო იმეორებს, რომ მისი პრაქტიკით, პირის - რომლის გარდაცვალებაც სავარაუდოდ წარმოშობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას - მემკვიდრე გახლავთ უფლებამოსილი მოითხოვოს კონვენცის მე-2 მუხლის დარღევის მსხვერპლის სტატუსი (იხ. პარაგრაფი 90 ზემოთ). მართალია ვენსან ლამბერი ჯერ ისევ ცოცხალია, ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტის შემთხვევაში მისი სიკვდილი მალე დადგება. შესაბამისად, მართალია დარღევა პოტენციური ხასიათის მატარებელია (იხ.Tauira and 18 Others v. France, no. 28204/95, კომისიის გადაწყვეტილება 4 დეკემბერი 1995, Decisions and Reports (DR) 83‑B, გვ. 131), სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩვნები, ვენსან ლამბერის ახლო ნათესავის სტატუსით, უფლებამოსილნი არიან დაეფუძნონ კონვენციის მე-2 მუხლს.
116. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით. იგი ასევე მიუთითებს, რომ საჩივარი არც რომელიმე სხვა საფუძვლით არის დაუშვებელი. შესაბამისად, საჩივარს იგი დასაშვებად აცხადებს.
ბ. არსებითი ნაწილიგამოყენებადი წესი
117. სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლის პირველი წინადადება, რომელიც წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას და ასახავს ევროპის საბჭოს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საბაზისო ღირებულებას (იხ.McCann and Others v. the United Kingdom, 27 September 1995, §§ 146‑47, Series A no. 324), სახელმწიფოებს ავალებს არამხოლოდ „განზრახ“ სიცოცხლის მოსწრაფებისაკან თავის შეკავებას (ნეგატიური ვალდებულებანი), არამედ ასევე აკისრებს ვალდებულებას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა დაიცვან პირთა სიცოცხლე მისი იურისდიქციის ფარგლებში (პოზიტიური ვალდებულებანი) (იხ.L.C.B. v. the United Kingdom, 9 June 1998, § 36, Reports of Judgments and Decisions 1998‑III).
118. სასამართლო რიგ-რიგობით შეეხება ამ ორ ასპექტს და თავდაპირველად განიხილავს იმას, თუ რამდენად მოიცავს წინამდებარე საქმე სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებებს მე-2 მუხლით.
119. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები იაზრებენ, რომ კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა შესაძლოა ლეგიტიმური იყოს არაგონივრული სიჯიუტისას და ეთანხმებიან, რომ ლეგიტიმური განსხვავება არსებობს, ერთის მხრივ ევთანაზიასა და თვითმკვლელობაში დახმარებას და მეორეს მხრივ, „თერაპიულ თავშეკავებას“ შორის, რომელიც მოიცავს არაგონივრული მკურნალობის შეწყვეტას, წარმოდგენილ მოსაზრებებში ისინი მაინც გამუდმებით აცხადებდნენ- იმის გამო, რომ მოცემული კრიტერიუმები მათი აზრით არ იყო დაკმაყოფილებული, წინამდებარე საქმე ეხებოდა სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას; ამ მრივ მათ მოიხმეს ცნება „ევთანაზია“.
120. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო გადაწყვეტილების მიზანი გახლდათ არა სიცოცხლის მოსწრაფება, არამედ იმ მკურნალობის შეწყვეტა, რომელზეც პაციენტი უარს აცადებდა ან - როდესაც პაციენტს არ შეეძლო მოსაზრებების გამოხატვა - რომელიც, ექიმის აზრით, ეფუძნებოდა რა სამედიცინო და არასამედიცინო გარემოებებს, არაგონივრულ სიჯიუტეს წარმოადგენდა. მათ მოიხმეს Conseil d’État წინაშე საჯარო მომხსენებელი, რომელმაც 2014 წლის 20 ივნისის მოსარებებში აღნიშნა, რომ მკურნალობის შეწყვეტით, ექიმი პაციენტს სიცოცხლეს კი არ ართმევდა, არამედ ჩერდებოდა მაშინ, როდესაც აღარაფრის გაკეთება იყო შესაძლებელი (იხ. პარაგრაფი 45 ზემოთ).
121. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონი არც ევთანაზიის და არც თვითმკვლელობაში დახმარების უფლებას არ იძლევა. იგი ექიმებს აძლევს უფლებას, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შეწყვიტონ მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუკი მისი გაგრძელება წარმოადგენს არაგონივრულ სიჯიუტეს. Conseil d’État წინაშე წარმოდგენილ მოსაზრებებში, ეროვნულმა სამედიცინო აკადემიამ გაიმეორა ფუნამენტური აკრძალვა, რომელიც ექიმებს უკრძალავს სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას, რადგან იგი წარმოადგენს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის საფუძველს. მოცემული აკრძალვა მოცემულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის მუხლში R. 4127-38 და აღნიშნავს, რომ ექიმს ეკრძალება სიცოცხლის განზრახ მოსწრაფება (იხ. პარაგრაფი 55 ზემოთ).
122. Conseil d’État წინაშე 2014 წლის 14 თებერვლის განხილვაზე, საჯარო მომხსენებლმა მოიხმო ლეონეტის ბილის განხილვისას სენატის წევრთა წინშე ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი:
„როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ... იწვევს გარდაცვალებას, მოქმედების მიზანი [არის არა მკვლელობა, არამედ] სიკვდილისათვის ბუნებრივი სვლის საშუალების მიცემა და ტანჯვის შემსუბუქება. მოცემული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზრუნველობის განმახორციელებელი პერსონალისათვის, რომლის ფუნქციაც არ გახლავთ სიცოცხლის მოსწრაფება.“
123. საქმეში Glass v. the United Kingdom ((dec.), no. 61827/00, 18 მარტი 2003), კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე მომჩივნები ასაჩივრებდნენ დიამორფინის პოტენციურად სასიკვდილო დოზის ადმინისტრირებას მათი ვაჟისათვის, მშობლების ნებართვის გარეშე, იმ ექიმების მიერ, სადაც ხდებოდა მისი მკურნალობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ექიმებს განზრახ არ სურდათ ბავშვის მოკვლა ან მისი სიკვდილის დაჩქარება და ამიტომ მშობლების საჩივარი მათ განიხილეს ხელისუფლების ორგანოების პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში (იხ. აგრეთვე Powell v. the United Kingdom (dec.), no. 45305/99, ECHR 2000‑V).
124. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მომჩივნები, ისე მთავრობა ანსხვავებს სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებასა და „თერაპიულ თავშეკავებას“ (იხ. პარაგრაფები 110-20 ზემოთ), და ხაზს უსვამენ მოცემული განსხვავების მნიშვნელობას. ფრანგული კანონმდებლობის კოტექსტში, სადაც აკრძალულია სიცოცხლის განზრახი მოსწრაფება და ნებადართულია სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა მხოლოდ კონკრეტულ ვითარებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე არ ეხება სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას კონვენციის მე-2 მუხლით და ამიტომ, მომჩივნების საჩივრებს განიხილავს მხოლოდ სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულბების ჭრილში.
დააკმაყოფილა თუ არა სახელმწიფომ მისი პოზიტიური ვალდებულებანი
(ა) მხარეთა და მესამე მხარის არგუმენტები
(i) მომჩივნები
125. მომჩივნებმა პირველ რიგში აღნიშნეს, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონი არ ვრცელდებოდა ვენსან ლამბერზე, რომელიც, მათი აზრით, არც ავად იყო და არც სიცოცხლის მიმწუხრს იმყოფეობდა, არამედ იყო მძიმედ უნარშეზღუდული. ისინი ასაჩივრებდნენ იმ „გაურკვევლობას“, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან შემდეგ საკითხებზე: არაგონივრული სიჯიუტის არსი (კერძოდ კი მკურნალობის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მას „არ ჰქონდა არანაირი გავლენა, გარდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებისა“, მიიჩნევდნენ რა მომჩივნები, რომ მოცემული ფრაზა უკიდურესად არაზუსტი იყო) და ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის კლასიფიკაცია მკურნალობად და არა მზრუნველობად. მომჩივნების აზრით, ვენსან ლამბერის ენტერალური კვება არ წარმოადგენდა იმგვარი მკურნალობის ფორმას რომლის შეწყვეტაც იყო შესაძლებელი და რომ არაგონივრული სიჯიუტის ცნება არ ვრცელდებოდა მის სამედიცინო ვითარებაზე.
126. ისინი აცხადებდნენ, რომ პროცესი, რომლის შედეგადაც ექიმმა 2014 წლის 11 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებებს. მათი აზრით, პროცედურა არ იყო ჯეროვნად კოლექტიური რადგან მოსაზრებათა მოძიება ხდებოდა მხოლოდ საკონსულტაციო საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ექიმი იღებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ არსებობდა ალტერნატიული სისტემები, რომელიც სხვა ექიმებსა და ოჯახის წევრებს, მინდობილი პირის არარსებობისას, მისცემდა საშუალებას მიეღოთ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაბოლოს, ისინი აცხადენდნენ, რომ კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის წევრებს შორის პოტენციურ შეუთანხმებლობას და უშვებდეს, მინიმუმ, მედიაციას მაინც.
(ii) მთავრობა
127. მთავრობამ აღნიშნა, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონი იცავდა ბალანსს სიცოცხლის პატივისცემასა და პაციენტის უფლებას დაეთანხმოს ან უარი განაცხადოს მკურნალობაზე. არაგონივრული სიჯიუტის განმარტება ეფუძნებოდა სიკეთისა და უდანაშაულობის ეთიკურ პრინციპებს, რომელიც გაჟღერებულია ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ, „სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობისას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ სახელმძღვანელოში“. მოცემული პრინციპების შესაბამისად, ჯანდაცვის პროცესიონალებს ეკისრებათ ვალდებულება განახორციელონ მხოლოდ შესაბამისი მკურნალობა და იხელმძღვანელონ მხოლოდ პაციენტის სარგებლით, რომელიც მთლიანობაში უნდა შეფასდეს. ამ მხრივ როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო გარემოებანი, კერძოდ კი პაციენტის სურვილები, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. მათ მიუთითეს, რომ როდესაც პარლამენტში განიხილებოდა კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის ამოღებას მკურნალობის სიიდან, იგი არ იქნა გათვალისწინებული. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მკურნალობა გულისხმობს იმ მეთოდებსა და ჩარევებსაც, რომელიც წარმოადგენს პაციენტის ფუნქციური აშლილობისადმი პასუხს და მიციავს ჩარევით სამედიცინო მეთოდოლოგიას.
128. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა აწესებდა რიგ პროცედურულ გარანტიებს: პაციენტის სურვილებისა და მინდობილი პირის მოსაზრებების გათვალისწინებას, ასევე ოჯახის წევრებისა თუ პაციენტის ახლობლების მოსაზრებების გათვალისწინებას და კოლექტიურ პროცედურას, სადაც მონაწილეობენ პაციენტის ოჯახი და ახლო პირები. დაბოლოს, ექიმის გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა მოსამართლის მიერ გადახედვას.
(iii) მესამე მხარე
129. რეიჩელ ლამბერმა აღნიშნა, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონი ექიმის გადაწყვეტილებას უქვემდებარებდა მრავალ კრიტერიმს და აბალანსებდა ყოველი ინდივიდის უფლებას მიეღო ყველაზე მორგებული მკურნალობა და გათვალისწინებულ ყოფილიყო პირის უფლება არ დაექვემდებაროს მკურნალობას არაგონივრული სიჯიუტის შემთხვევაში. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებელი მიზნად არ ისახავდა პაციენტების მიერ გამოთქმულ სურვილების შეზღუდვას მხოლოდ მინდობილი პირის მითითებებით; როდესაც არ არსებობდა განსაზღვრული მინდობილი პირი, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრთა მოსაზრებების გათვალისწინებას იმის დადგენისას თუ რა ედნომებოდა პაციენტს.
130. წინამდებარე საქმეში მოხმობილი კოლექტიურ პროცედურასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ექიმმა კარიგერმა კონსულტაცია გაიარა ექვს ექიმთან (მათ შორის სამი მოწვეული და არ მუშაობდა იმავე საავადმყოფოში), მოიწვია შეხვედრა თითქმის ყველა მზრუნველობის განმახორციელებელ პერსონალთან და ექიმთან და ჰქონდა ორი შეხვედრა ოჯახის წევრებთან, მისი გადაწყვეტილება სრულად არგუმენტირებული გახლდათ და ხასიათდებოდა პროფესიონალური მიდგომით.
(β) ფრანსუა ლამბერი და მარი-ჟენევიევ ლამბერი
131. ფრანსუა ლამბერმა და მარი-ჟენევიევ ლამბერმა აღნიშნეს, რომ ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა 2005 წლის 22 აპრილის კანონს, რომლის დებულებანიც მათ შეაჯამეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ Conseil d’État მიერ დაკვეთილი სამედიცინო ექსპერტთა ანგარიშიდან გამომდინარე მონაცემები სრულად შეესაბამებოდა მკურნალობას, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებას და შენიშნეს, რომ ვენსან ლამბერის მიერ დამოუკიდებლად კვებისა და სმის შეუძლებლობა, სამედიცინო დახმრების გარეშე ენტერალური კვებისა და ჰიდრატაციის გზით, გამოიწვევდა გარდაცვალებას.
132. მათ მიუთითეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი წინამდებარე საქმეში განსაკუთრებით ხანგრლივი, დეტალური და ყველა ჩართული პირის უფლებების პატივისმცემელი გახლდათ, იგი ითვალისწინებდა სამედიცინო და პარასამედიცინო ვარიანტებსა და ოჯახის წევრების მოსაზრებებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში (განსაკუთრებით მომჩივნები, რომელთაც ეხმარებოდა მათ მიერვე არჩეული ექიმი მთელი ამ პროცესის განმავლობაში) და სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ყოველ ეტაპზე. მათი აზრით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონითა და კონვენციით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, როგორც ამას ითხოვს კიდევ ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული „სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობისას გადაწყვეტილების მიღების შესახებ სახელმძღვანელო“.
(γ) UNAFTC (თავის ტრავმისა და ტვინის დაზიანების მსხვერპლთა ოჯახების ასოციაციების ეროვნული კავშირი
133. UNAFTC გააჟღერა მის მიერ წარმოდგენილი ოჯახებისა და დაწესებულებების წუხილი და განაცხადა, რომ ქრონიკული ვეგეტატიური ან მინიმალურ გონზე ყოფის მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არ იყვნენ სიცოცხლის მიმწუხრს და რომ არ ხდებოდა მათი სიცოცხლის ხელოვნური შენარჩუნება, და რომ როდესაც პირის მდგომარეობა სიცოცხლისათვის სახიფათო იყო, ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია არ უნდა მიჩნეულიყო მკურნალობად, რომლის შეწყვეტაც შესაძლებელია. UNAFTC აღნიშნა, რომ პაციენტის სურვილების დადგენა ოჯახის წევრების მოსაზრებების საფუძველზე არ უნდა განსაზღვრულიყო და რომ ეჭვის შემთხვევაში გადაწყვეტილება სიცოცხლის სასარგებლოდ უნდა მიღებულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტის წინასწარი მითითებებისა თუ მინდობილი პირის დირექტივების გარეშე, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ოჯახში კონსესუსის გარეშე არ უნდა მიღებულიყო.
(δ) Amréso-Bethel
134. ასოციაციამ ამრესო-ბეთელი, რომელიც წარმოადგენს მზრუნველობის განმახორციელებელ დაწესებულებას მინიმალურ გონებაზე მყოფი ან ქრონიკულ ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის, წარმოადგინა პაციენტებისათვის გაწეული მზრუნველობის შესახებ დეტალები.
(ε) Human Rights Clinic (ადამიანის უფლებათა კლინიკა)
135. მსოფლიოში სიცოცხლის მიმწუხრს წარმოშობილ საკითხებზე მოსაზრებების სხვადასხვაობის და იმ გარემოებების გათვალისწინებით, სადაც დაშვებულია პასიური ევთანაზია, ადამიანის უფლებათა კლინიკამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შეფასების ზღვარი, რომლის ფარგლებშიც იგი დააბალანსებს პაციენტის პერსონალურ ავტონომიას და მათი სიცოცხლის დაცვის ინტერესებს.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი მოსაზრებანი
(α) არსებული პრაქტიკა
136. სასამართლოს აქამდე არ მიუღია გადაწყვეტილება წინამდებარეს მსგავს საქმეზე, თუმცა განუხილავს რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ეხებოდა მსგავს ვითარებას.
137. საქმეების პირველ ჯგუფში, მომჩივნები ან მათი ნათესავები ეფუძნებოდნენ კონვენციის სხვადასხვა მუხლებს და საუბრობდნენ გარდაცვალების უფლებაზე.
საქმეში Sanles Sanles, ციტირებული ზემოთ, მომჩივანი გამოიდოდა მისი სიძის სახელით, რომელიც - ტეტრაპლეგიური გახლდათ და სურდა სიცოცხლის მოსწრაფება მესამე მხარის დახმარებით და რომელიც გარდაიცვალა მანამდე, სანამ მოხდა საჩივრის სასამართლოს წინაშე შემოტანა - ითხოვდა ღირსეულად გარდაცვალების უფლებას, ეფუძნებოდა რა კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-14 მუხლებს. სასამართლომ საჩივარი კონვენციის დებულებებთან დაუშვებლად ცნო ratione personae შეუსაბამობის გამო.
ზემოთციტირებულ Pretty საქმეში, მომჩივანი იმყოფეობდა განუკურნებელი ნეიროდეგენერაციული დაავადების ბოლო სტადიაში და კონვენციის მე-2, მე-3, მე-8, მე-9 და მე-14 მუხლებზე დაყრდნობით ითხოვდა უფლებას მიეღო მისი ქმრისაგან დახმარება ჩაედინა თვითმკვლელობა, რასაც იგი დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა, და ამისათვის მეუღლე არ დაქვემდებარებულიყო დევნას გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა წარმოდგენილი მუხლების დარღვევას.
საქმე Haas and Koch, ციტირებული ზემოთ, ეხებოდა თვითმკვლელობაში დახმარებას და მომჩივანი ეფუძნებოდა კონვენციის მე-8 მუხლს. Haas საქმეში, მომჩივანს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა სერიოზული ბიპოლარული აფექტური აშლილობით, სურდა სიცოცხლის დასრულება და ჩიოდა, რომ არ შეეძლო სასიკვდილო ნივთიერების მიღება სამედიცინო რეცეპტის გარეშე; სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ადგილი არ ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას. Koch საქმეში მომჩივანი აცხადებდა, რომ უარი მის ცოლს (რომელიც იყო პარალიზებული და საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვას) მიეღო მედიკამენტის სასიკვდილო დოზა, რითიც მოისწრაფებდა სიცოცხლეს, არღვევდა მის უფლებას და აქედან გამომდიანრე, მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასაც. იგი ამასთანავე ჩიოდა ეროვნული სასამართლოების მიერ საჩივრის არსებითი ნაწილის განუხილველად დატოვების გამო და სასამართლომ სწორედ ამ მხრივ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა.
138. საქმეების მეორე ჯგუფში, მომჩივნები ასაჩივრებდნენ მკურნალობის ადმინისტრირებას ან მის შეწყვეტას.
ზემოთციტირებულ საქმეში Glass, მომჩივანი ჩიოდა მისი ნებართვის გარეშე მისი ავადმყოფი ბავშვისათვის დიამორფინის გამოყენებას, და მის სამედიცინო საქმეში მითითებას „არ გამოაფხიზლოთ“. 2003 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაში, სასამარმთლომ დაადგინა, რომ კონვენცის მე-2 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ხოლო 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით კი დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
საქმეში Burke v. the United Kingdom ((dec.), no. 19807/06, 11 ივლისი 2006), მომჩივანი დაავადებული გახლდათ განუკურნებელი ტვინის დეგენერირებადი დაავადებით და შიშობდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში არსებული გაიდლაინების მიხედვით, გარკვეულ დროში მოხდებოდა მისი ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა. სასამართლომ მის მიერ კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო აშკარა დაუსაბუთებლობის გამო.
დაბოლოს, ზემოთმოხმობილ საქმეში Ada Rossi and Others სასამართლომ ratione personae დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ ფიზიკური პირებისა და ასოციაციების მიერ, სადაც ისინი ჩიოდნენ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე, იტალიის საკასაციო სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულების პოტენციური მძიმე შედეგების შესახებ, სადაც ადგილობრივმა სასამართლომ დაუშვა ვეგეტატიულ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გოგოს ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა.
139. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთმოხმობილი Glass and Koch საქმისა, სასამართლოს დარღვევა არ დაუდგანია არცერთ სხვა მსგავს საქმეში.
(β) კონტექსტი
140. კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებისაგან ითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად (იხ. L.C.B., ციტირებული ზემოთ, § 36, და განჩინება ზემოთციტირებულ საქმეში Powell); საზოგადოებრივი ჯანდცვის სფეროში, მოცემული პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ რეგულაციები, რომელებიც საავადმყოფოებს, მიუხედავად იმისა კერძო იქნება თუ საჯარო, დააკისრებს ვალდებულებას მიიღონ გარკვეული ზომები პაციენტთა სიცოცხლის დასაცავად (იხ. Calvelli and Ciglio v. Italy [GC], no. 32967/96, § 49, ECHR 2002‑I; the Glass განჩინება, ციტირებული ზემოთ; Vo v. France [GC], no. 53924/00, § 89, ECHR 2004‑VIII; და Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებული ზემოთ, § 130).
141. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე საქმეში მთავარი საკითხი არ გახლავთ ევთანაზია, არამედ სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა (იხ. ზემოთ პარაგრაფი 124).
142. ზემოთციტირებულ Haas საქმეში (§54), სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენცია უნდა წავიკითხოთ მთლიანობაში (იხ. mutatis mutandis, Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [GC], no. 32772/02, § 83, ECHR 2009). Haas საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევის განხილვის კონტექსტში, გონივრული იქნებოდა მე-2 მუხლის მოხმობაც (ibid.). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული პირუკუც გამოიყენება - კერძოდ, წინამდებარეს მსგავს შემთხვევაში, კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევის განხილვისას, კონვენციის მე-8 მუხლი და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება და პირადი ავტონომიის ცნებაც უნდა იქნას განხილული. საქმეში Pretty (§ 67), სასამართლო არ იყო მზად დაედგინა, რომ მომჩივნისათვის კანონით ხელის შეშლა ემოქმედა საკუთარი სურვილისამებრ და აერიდებინა ის, რასაც იგი სიცოცხლის არაღირსეულ და მძიმე დასასრულად მიიჩნევდა, წარმოადგენდა ჩარევას კონვენციის 8 § 1 მუხლით დაცულ მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში.
საქმეში Haas, ციტირებული ზემოთ (§51), სასამართლომ დაადგინა, რომ ინდივიდის უფლება გადაწყვიტოს თუ როდის და როგორ სურს სიცოცხლის დასრულება წარმოადგენს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ერთ-ერთ ასპექტს.
სასამართლო მოიხმობს Pretty გადაწყვეტილების 63-65 პარაგრაფებს, სადაც მან მიუთითა შემდეგ:
„... სამედიცინო მკურნალობის სეფროში, გარკვეულ მკურნალობაზე უარმა შეიძლება გამოიწვიოს გარდაუვლად ფატალური შედეგი, თუმცა, მიუხედვად აღნიშნულისა, სამედიცინო მკურნალობის თავზე მოხვევა გონებრივად თანხმობის გაცემის უნარის მქონე, ზრდასრულ პაციენტზე, განიხილება როგორც ჩარევა პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობაში იმგვარად, რომ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის 8 § 1 მუხლით დაცული უფლებების დარღვევა. ეროვნული სასამართლო პრაქტიკა აღიარებს, რომ პირს შეუძლია აირჩიოს გარდაცვალება, როდესაც იგი არ გამოხატავს თანხმობას სიცოცხლის გამახანგრძილვებელ მკურნალობაზე ...“
„ კონვენციის არსი გახლავთ ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემა. კონვენციით დაცული სიცოცხლის უფლების უზენაესობის უარყოფის გარეშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-8 მუხლით სიცოცხლის ხარისხსაც ენიჭება მნიშვნელობა. მზარდი სამედიცინო სირთულეების ეპოქაში, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, მრავალ ადამიანს მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს მათი იძულება გაუჭიანურდეთ სიბერე ან ფიზიკური ან გონებრივი უძლურების სტადია, რადგან იგი ეწინააღდეგება საკუთარი თავისა და პირადი იდენტობის მნიშვნელოვან იდეებს.“
143. სასამართლო გაითვალისწინებს მოცემულ მოსაზრებებს იმის დადგენისას, თუ რამდენად დაარღვია სახელმწიფომ კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოთმოხმობილ Glass და Burke საქმეებში, სამედიცინო მკურნალობის გამოყენებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებანი:
- მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის არსებობა (Glass, ციტირებული ზემოთ).
- გათვალისწინებული იყო თუ არა მომჩივნისა და მისი ახლობელი პირების მიერ მანამდე გამოთქმული სურვილები, ისევე როგორც სამედიცინო პერსონალის მოსაზრებანი (Burke, ციტირებული ზემოთ);
- შესაძლებლობა მიმართო სასამართლოებს თუკი პაციენტის ინტერესების მაქსიმალურად დამცველი გადაწყვეტილება საეჭვო გახდება. (ibid.).
სასამართლო გაითვალისწინებს მოცემულ გარემოებებს წინამდებარე საქმის განხილვისას. იგი ასევე გაითვალისწინებს ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობისას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ სახელმძღვანელოს (იხ. პარაგრაფები 60-68 ზემოთ).
(γ) შეფასების ზღვარი
144. სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლი წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას, რომლისგანაც მშვიდობიანობის ჟამსდაუშვებელია გადახვევა მე-15 მუხლით და რომ მუხლი თავადვე ამომწურავად განსაზღვრავს გამონაკლისებს (იხ. სხვა მრავალს შორის Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, §§ 174-77, ECHR 2011 (extracts)). თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში, როდესაც საქმე ეხება რთულ სამეცნიერო, სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებს სიცოცხლის დასაწყისსა თუ დასასრულთან დაკავშირებით, და მაშინ, როდესაც წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს საკითხზე კონსესუსი, სასამართლო აღიარებს სახელმწიფოს შეფასების ზღვარს.
პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში Vo, ციტირებული ზემოთ (რომელიც ეხებოდა იმ ექიმის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელი იყო მომჩვნის დაუბადებელი ბავშვის დაუდევრობით გარდაცვალებაზე) განიხილა რა საკითხი თუ როდიდან იწყება სიცოცხლის ათვლა კონვენციის მე-2 მუხლისათვის, მან დაასკვნა, რომ მოცემული საკითხი ხვდებოდა სახელმწიფოს შეფასების ზღვარში. სიცოცხლის დაწყების სამეცნიერო და სამართლებრივი განმარტების საკითხის განხილვისას სასამართლომ გაითვალისწინა ხელშემკვრელ სახელმწიფოებში თანმხვედრი მოსაზრებებისა და ერთიანი ევროპული კონსესუსის არარსებობა (§82).
სასამართლომ გაიმეორა მსგავსი მიდგომა საქმეებში inter alia, Evans v. the United Kingdom ([GC], no. 6339/05, §§ 54-56, ECHR 2007‑I რომელიც ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ეროვნული კანონმდებლობით დაშვებული იყო და მომჩვნის ყოფილმა პარტნიორმა უკან გამოიხმო მისი ემბრიონის შენახვისა და გამოყენების შესახებ თანხმობა) და , B and C v. Ireland ([GC], no. 25579/05, § 237, ECHR 2010, სადაც მომჩივნები დიდწილად ჩიოდნენ კონვენციის მე-8 მუხლით ირლანდიაში ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით აბორტის აკრძალვის შესახებ).
145. თვითმკვლელობაში დახმარების საკითხზე სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში ევროპის საბჭს წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა კონსესუსი მასზედ, ჰქონდა თუ არა ინდივიდს უფლება გადაეწვიტა თუ როდის და როგორ სურდა სიცოცხლის დასრულება და, შესაბამისად, დაასკვნა, რომ სახელმწიფოების შეფასების ზღვარი ამ სფეროში იყო „საგრძნობი“ (იხ. Haas, ციტირებული ზემოთ, § 55, და Koch, ციტირებული ზემოთ, § 70).
146. სასამართლომ ასევე აღნიშნა, ზოგადად, რომ საქმეში Ciechońska v. Poland (no. 19776/04, § 65, 14 ივნისი 2011), რომელიც ეხებოდა ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობას მომჩივნის მეუღლის შემთხვევით გარდაცვალებაზე, სადაც მე-2 მუხლით პოზიტიური ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებების შერჩევა წარმოადგენდა მთავარ საკითხს, ხვდებოდა სახელმწიფოთა შეფასების ზღვარში.
147. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსესუსი არ არსებობს მასზედ, დასაშვებია თუ არა სიცოცხლის ხელოვნურად შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა, თუმცა, სახელმწიფოთა უმრავლესობა, როგორც ჩანს უშვებს შეწყვეტას. მაშინ როდესაც დეტალური წესები მკურნალობის შეწყვეტაზე განსხვავდება სახელმწიფოების მიხედვით, მიუხედავად ამისა მხარეები თანხმდებიან პაციენტის სურვილების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმითაა მოცემული სურვილები გამოხატული. ...
148. შესაბამისად, სასამართლო მიჩნევს, რომ სიცოცხლის მიმწუხრთან, ისევე როგორც სიცოცხლის დასაწყისთან დაკავშირებით წარმოშობილი თემების განხილვისას, სახელმწიფოებს უნდა ენიჭებოდეთ შეფასების ზღვარი, არა მხოლოდ იმის განხილვისას დასაშვებია თუ არა სიცოცხლის ხელოვნურად შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა და მოცემული შეწყვეტის მარეგულირებელი დეტალური წესების განსაზღვრა, არამედ ასევე ბალანსის დაცვა პაციენტის სიცოცხლის უფლების პატივისცემასა და მათი პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ავტონომიის პატივისცემის უფლებას შორის (იხ. mutatis mutandis, A, B and C, cited above, § 237).
თუმცა, შეფასების ზღვარი არ არის უსაზღვრო (ibid. § 238) და სასამართლო იტოვებს უფლებას განიხილოს თუ რამდენად დაემორჩილა სახელმწიფო მე-2 მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
(ii) გამოყენება წინამდებარე საქმეში
149. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონი არ იყო საკმარისად ცხადი და ზუსტი და ჩიოდნენ იმ პროცესის გამო, რომელიც დასრულდა ექიმის მიერ 2014 წლის 11 იანვარს გადაწყვეტილების მიღებით. მათი აზრით, მოცემული ნაკლოვანებანი ეროვნული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობით იყო გამოწვეული.
(α) საკანონმდებლო რეგულირება
150. მომჩივნები ჩიოდნენ კანონმდებლობის უზუსტო და არაკონკრეტულ ხასიათზე, რომელიც მათი აზრით, არ ვრცელდებოდა ვენსან ლამბერზე, რადგან ეს უკანასკნელი არც ავად იყო და არც სიცოცხლის მიმწუხრს იმყოფებოდა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ კანონმდებლობა საკმარისი სიზუსტით არ განსაზღვრავდა არაგონივრული სიჯიუტის ცნებასა და იმ მკურნალობის არსს, რომლის შეწყვეტაც იყო დაშვებული.
151. სასამართლომ განიხილა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსით (შემდგომში კოდექსი) დადგენილი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის 2005 წლის 22 აპრილის ცვლილებაც (იხ., პარაგრაფები 52-54 ზემოთ). სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ განმარტება წარმოადგენს სასამართლოს განუყოფელ ფუნქციას (იხ. სხვა მრავალს შორის Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey [GC], no. 13279/05, § 85, 20 ოქტომბერი 2011). სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში გამოტანილ გადაწყვეტილებამდე, საფრანგეთის სასამართლოებს აქამდე არ ჰქონდათ განმარტებული 2005 წლის 22 აპრილის კანონი მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ნორმები ძალაში იყო უკვე ცხრა წლის განმავლობაში. წინამდებარე საქმეში Conseil d’État-ს ეკისრებოდა ვალდებულება განესაზღვრა კანონის გამოყენების მასშტაბი და განემარტა „მკურნალობისა“ და „არაგონივრული სიჯიუტის“ არსი (იხ. ქვემოთ).
- კანონის გამოყენების მასშტაბი
152. 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებაში Conseil d’État-მ განსაზღვრა კანონის მოქმედების მასშტაბი. მან დაადგინა, რომ შესაბამისი დებულების ფორმულირებიდან და კანონმდებლობის ამოქმედებამდე საპარლამენტო განხილვების ფარგლებში ნათლად იკვეთებოდა, რომ განხილული დებულებანი ზოგადი ხასიათისა იყო და ვრცელდებოდა ჯანდაცვის სფეროს ყველა მომხმარებლზე, მიუხედავად იმისა, იყვნენ პაციენტები სიცოცხლის მიმწუხრს თუ არა (იხ., პარაგრაფი 33 ზემოთ).
153. სასამართლო აღნიშნავს, რომ Conseil d’État-ს წინაშე წარმოდგენილ მოსაზრებებში ბ-ნმა ჟან ლეონეტიმ, 2005 წლის 22 აპრილის კანონის მომხსენებელმა, მის amicus curiae მოსაზრებაში მიუთითა, რომ კანონი ვრცელდებოდა იმ პაციენტებზე, რომელთაც გააჩნდათ ტვინის დაზიანება და შესაბამისად, იმყოფებოდნენ მძიმე განუკურნებელი დაავადების ბოლო სტადიაზე, მაგრამ არა აუცილებლად „სიცოცხლის მიმწუხრს“. მოცემული მიზეზის გამო, კანონის სათაურში აღნიშნულია შემდეგი „პაციენტის უფლებები და სიცოცლხის მიმწუხრს წარმოშობილი საკითხები“ და არა „პაციენტის უფლებები სიცოცხლის მიმწუხრს“ (იხ. მსგავსი მოსაზრებანი წარმოდგენილი ეროვნული სამედიცინო აკადემიის მიერ, პარაგრაფი 44 ზემოთ).
- მკურნალობის არსი
154. Conseil d’État-მ, 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებაში განმარტა იმ ტიპის მკურნალობა, რომელიც შესაძლოა შეწყდეს ან შეიზღუდოს. კოდექსის L. 1110‑5 და 1111‑4 მუხლების, ციტირებული ზემოთ, და საპარლამენტო განხილვის ფარგლებში, მან განმარტა, რომ კანონმდებელი საუბრობდა იმ ტიპის მკურნალობაზე, რომელიც მოიცავდა პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად შენარჩუნებისადმი მიმართულ მოქმედებებს, ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია ხვდებოდა ამგვარი მოქმედებების კატეგორიაში. Conseil d’État -ს წინაშე წარმოდგენილი amicus curiae მოსაზრებანი იზიარებდნენ ამგვარ ხედვას.
155. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ სახელმძღვანელო ეხება ამ საკითხებს. სახელმძღვანელო განმარტავს, რომ მკურნალობა მოიცავს არა მარტო იმ ჩარევას, რომლის მიზანიც გახლავთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედების გზით, არამედ ასევე მოციავს ჩარევას, რომელიც ეხება მარტო სიმპტომების შემსუბუქებას და არა დაავადების ეტიმოლოგიას ან, რომელიც წარმოადგენს ორგანოს დისფუნქციაზე პასუხს. სახელმძღვანელოს მიხედვით, ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია პაციენტს ენიშნება სამეიდიცნო დანიშნულების მიხედვით და გულისხმობს არჩევანს სამედიცინო პროცედურებსა და დანადგარების გამოყენებას შორის(პერფუზია, საკვები მილები). სახელმძღვანელო მიუთითებს, რომ ქვეყნების მიხედვით განსხვავდება მიდგომაც. რიგი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია წარმოადგენს მკურნალობის ფორმას და რომ შესაძლებელია მისი შემცირება ან შეზღუდვა რიგ გარემოებებში, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების დაცვის შესაბამისად. ამ მხრივ გასათვალისწინებელია პაციენტის სურვილები და ის, თუ რამდენად შეესაბამება მკურნალობა არსებულ ვითარებას. სხვა ქვეყნებში ეს უკანასკნელი მიიჩნევა მზრუნველობის ფორმად, რომელიც ეხმიანება ყოველი კონკრეტული პაციენტის ელემენტარულ საჭიროებებს, რომლის შეწყვეტაც დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიცოცხლის მიმწუხრს, ბოლო სტადიაზე მყოფი პაციენტი, გამოხატავს სურვილს შეწყვეტის შესახებ (იხ. პარაგრაფი 61 ზემოთ).
- არაგონივრული სიჯიუტის არსი
156. კოდექსის L. 1110‑5 მუხლის მიხედვით, მკურნალობა არაგონივრულ სიჯიუტედ ჩაითვლება თუკი იგი უშედეგო ან არაპროპორციულია ან „არ გააჩნია სხვა შედეგი, გარდა სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებისა“ (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ). ეს ბოლო კრიტერიუმი ვრცელდება წინამდებარე საქმეზე და სწორედ მის არაზუსტ ხასიათზე დავობენ მომჩივნები.
157. Conseil d’État წინაშე amicus curiae სტატუსით მომხსენებელმა ბ-ნმა ლეონეტიმ აღნიშნა, რომ მოცემული ფორმულირება, რომელიც მანამდე გათვალისწინებულზე უფრო მკაცრია (პირველადი ვერსია იყო „რომელიც სიცოცხლეს ხელოვნურად ახანგრძლივებს“) არსით უფრო შემზღუდავია და ეხება სიცოცხლის ხელოვნურ შენარჩუნებას „სრულიად ბიოლოგიური გაგებით, იმ გარემოებებში, სადაც პირველ რიგში პაციენტს აქვს სერიოზული, შეუქცევადი ტვინის დაზიანება და, მეორე, როდესაც მისი მდგომარეობა არ იძლევა იმედს, რომ იგი მოვა გონებაზე ან დაამყარებს ურთიერთობას სხვა პირებთან“ (იხ. ზემოთ პარაგრაფი 44). იმავე თემაზე, ეროვნულმა სამედიცინო საბჭომ ხაზი გაუსვა დროებითობის მნიშველობას, მიუთითა რა, რომ მაშინ, როდესაც პათოლოგიური მდგომარეობა ქრონიკულში იზრდება, იწვევს პირის ფიზიოლოგიურ გაუარესებას და შემეცნებით ურთიერთობითი უნარების დაკარვას, მაშინ სიჯიუტე მკურნალობისას შესაძლოა არაგონირვულად იქნას მიჩნეული, თუკი არ იკვეთება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება (ibid.).
158. 2014 წლის გადაწყვეტილებაში Conseil d’État-მ დეტალურად მიმოიხილა ის გარემოებანი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ექიმის მიერ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი აფასებს ადგილი აქვს თუ არა არაგონივრულ სიჯიუტეს და რომ ყოველი ვითარება განხილულ უნდა იქნას მისი გარემოებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილება მოიცავს: სამედიცინო გარემოებებს (რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს, უნდა შეფასდეს კოლექტიურად და უნდა ეხებოდეს პაციენტის არსებულ მდგომარეობას, მის ცვლილებას, ტანჯვის ხარისხსა და კლინიკურ პროგნოზს) და არასამედიცინო გარემოებებს, კერძოდ, პაციენტის სურვილებს, მიუხედავად იმისა თუ რა ფორმითაა იგი გამოხატული, რომელსაც ექიმმა უნდა მიანიჭოს „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ და პაციენტის მინდობილი პირის, ოჯახის ან სხვა ახლობელი პირების სურვილებს.
159. სასამართლო აღნიშნავს, რომ Conseil d’État-მ მოცემული გადაწყვეტილებით დაადგინა ორი მნიშვნელოვანი გარანტია. პირველი- მან აღნიშნა, რომ „თავისთავად ის ფაქტი, რომ პირი იმყოფება შეუქცევად არაგონიერ მდგომარეობაში ან a fortiori, რომ შეუქცევადად დაკარგა ავტონომია და, შესაბამისად, დამოკიდებულია კვებისა და ჰიდრატაციის ამგვარ ფორმაზე, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ვითარებას, სადაც მკურნალობის გაგრძელება გაუმართებელი იქნებოდა არაგონივრული სიჯიუტის საფუძველზე“. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ როდესაც უცნობია პაციენტის სურვილები, ვარაუდი არ უნდა გადაიხაროს სიცოცხლის შენარჩნებაზე უარზე (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ).
160. მოცემული ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მომჩივნების არგუმენტებს. იგი მიიჩნევს, რომ 2005 წლის 22 აპრილის კანონის დებულებანი, Conseil d’État განმარტების გათვალისწინებით, წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც საკმარისად ნათელია კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის და რომელიც სიზუსტით არეგულირებს ექიმების გადაწყვეტილებებს წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფომ დაადგინა იმგვარი მარეგულირებელი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების სიცოცხლის დაცვას (იხ. პარაგრაფი 140 ზემოთ).
(β) გადაწყვეტილების მიღების პროცესი
161. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათი აზრით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, უფრო ჯეროვნად კოლექტიური უნდა ყოფილიყო და რომ მინიმუმ, უთანხმოების შემთხვევაში უნდა არსებულიყო მედიაციის საშუალება.
162. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ვერც მე-2 მუხლი და ვერც შესაბამისი პრაქტიკა ვერ განიმარტება იმგვარად, რომ პროცედურულ მოთხოვნებს აწესებდეს შესაძლო შეთანხმების მისაღწევად. იგი მიუთითებს, რომ ზემოთციტირებულ Burke საქმეში, მან დაადგინა, რომ პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავდა პაციენტის სურვილების დადგენასა და მის ახლობელ პირებთან, ისევე როგორც სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციას შეესაბამებოდა მე-2 მუხლს (იხ. პარაგრაფი 143 ზემოთ).
163. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ფრანგული კანონმდებლობით პროცედურა ხასიათდება როგორც „კოლექტიური“ და მოიცავს რამდენიმე საკონსულტაციო ფაზას (მზრუნველობის განმახორციელებელ ჯგუფთან, მინიმუმ ერთ ექიმთან, მინდობილ პირთან, ოჯახთან ან პაციენტის ახლობელ პირთან), გადაწყვეტილებას მაინც პაციენტზე პასუხისმგებელი ექიმი იღებს. პაციენტის სურვილები გათვალისწინებულ უნდა იქნას და გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს არგუმენტაცია, რომელიც ერთვის პაციენტის სამედიცინო საქმეს.
164. amicus curiae ფორმით წარმოდგენილ მოსაზრებებში ბ-ნმა ჟან ლეონეტიმ აღნიშნა, რომ კანონი ექიმს აკისრებდა სრულ პასუხისმგებლობას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე და რომ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის გადაკისრება ოჯახზე არ იყო დაშვებული, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალის გრძნობა და განსაზღვრული ყოფილიყო თუ რომელმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება.
165. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი შედარებითი სამართლიდან იკვეთება, რომ იმ ქვეყნებში, რომელიც იძლევა უფლებას შეწყდეს მკურნალობა და სადაც პაციენტს არ აქვს შემუშავებული წინასწარი დირექტივები, არსებობს მკურნალობის შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მრავალგვარი ფორმა. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ექიმის მიერ ან ექიმისა და ოჯახის ან ოჯახისა და სამართლებრივი წარმომადგენლის ან სასამართლოების მიერ...
166. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში კოლექტიურმა პროცედურამ გასტანა 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე და რომ მისი ყოველი ეტაპი აჭარბებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მაშინ როდესაც კანონი მოითხოვდა ერთ ექიმთან კონსულტაციას და, საჭიროების შემთხვევაში მეორის მოსაზრების მოკითხვას, ექიმმა კარიგერმა კონსულტაცია გაიარა ექვს ექიმთან, სადაც მათ შორის ერთ-ერთი მომჩივნების მიერ იყო წარმოდგენილი. მან შეხვედრაზე მოიწვია თითქმის მთელი მზრუნველობის განმახორციელებელი გუნდი და ორი შეხვედრა ჩაატარა ოჯახთან, რომელსაც ესწრებოდა ვენსან ლამბერის ცოლი, მისი მშობლები და რვა დედმამიშვილი. მოცემული შეხვედრების შედეგად, ვენსან ლამბერის ცოლი და და-ძმათაგან ექვსი იყო მკურნალობის შეწყვეტის მომხრე, ანალოგიური მოსაზრებისა გახლდათ ექვსიდან ხუთი ექიმი, ხოლო მომჩივნები კი ეწინაღმდეგებოდნენ ამგვარ გადაწყვეტილებას. ექიმები არაერთგზის ესაუბრნენ ფრანსუა ლამბერსაც, ვენსან ლამბერის ძმისშვილს. მისი გადაწყვეტილება, რომელიც გაიწერა 13 გვერდიან დოკუმენტად (და შემოკლებული 7 გვერდი, რომელიც გაკეთდა ოჯახისათვის) აყალიბებდა დეტალურ მიზეზებს. 2014 წლის 24 ივნისს Conseil d’État-ს გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ დარღვევები არ იკვეთებოდა (იხ. პარაგრაფი 50 ზემოთ).
167. Conseil d’État-მ დაადგინა, რომ ექიმმა დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, გაიარა კონსულტაციები ოჯახთან და რომ კანონი აძლევდა მას უფლებას მიეღო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებს შორის ერთსულოვანი მოსაზრების არარსებობის შემთხვევაშიც. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი ფრანგული კანონმდებლობა მოთხოვნად აწესებს ოჯახთან კონსულტაციას (თუმცა, არ ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას), თუმცა არ აწესებს მედიაციის მოთხოვნას ოჯახის წევრებს შორის შეუთანხმებლობის შესახებ. ასევე, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, იგი არ განსაზღვრავს რიგითობას, რომლითაც უნდა მოხდეს ოჯახის წევრების მოსაზრებების გათვალისწინება.
168. სასამართლო აღნიშნავს, რომ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს (იხ. პარაგრაფბი 165 ზემოთ) და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ორგანიზება, მათ შორის მკურნალობის შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირის განსაზღვრა, ხვდება სახელმწიფოს შეფასების ზღვარში. იგი მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში პროცესი იყო ხანგრძლივი და დეტალური, რომელმაც გადააჭარბა კანონით დადგენილ მოთხოვნებს და თვლის, რომ მართალია მომჩივნები არ ეთანხმებიან შედეგს, რომ პროცედურამ დააკმაყოფილა კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნები (იხ. პარაგრაფი 143 ზემოთ).
(γ) სამართლებრივი დაცვის მექანიზმები
169. დაბოლოს, სასამართლო განიხილავს თუ სამართლებრივი დაცვის რა საშუალებანი იყო მომჩვნისათვის ხელმისაწვდომი წინამდებარე საქმეში. იგი აღნიშნავს, რომ Conseil d’État-მ - რომელსაც მიმართეს 2005 წლის 22 აპრილის კანონის საფუძველზე მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით - რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა 2014 წლის 14 თებერვლისა და 24 ივნისის გადაწყვეტილებებში, რომელიც ეხებოდა წინამდებარე საქმის მსგავსი ადმინსიტრაციული სასამართლოს საქმის დაჩქარებით განმხილველი მოსამართლის მიერ საქმის განხილვის მასშტაბებს.
170. მომჩივნებმა დაჩქარებით მიმართეს ადმინსიტრაციულ სასამართლოს და მოითხოვეს ადმინისტრაციული სასამართლოებს კოდექსის L. 521-2 საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა. მოცემული მუხლი აღნიშავს, რომ მოსამართლემ „რომელიც იხილავს სავარაუდოდ დარღვეული ფუნდამენტური თავისუფლების დასაცავად აუცილებელ ზომებს, შესაძლოა მოითხოვოს ნებისმიერი ზომის განხორციელება რათა დაიცვას ადმინსიტრაციული ორგანოს მიერ სერიოზულად და აშკარად უკანონო ფორმით სავარაუდოდ დარღვეული ფუნდამენტური თავისუფლება.“ მოცემულ საფუძველზე საჩივრის განხილვისას, საქმის დაჩქარებით განმხილველი მოსამართლე ადმინსიტრაციულ სასამართლოში, როგორც წესი გადაწყვეტილებას მარტო იღებს ან, სიჩქარის გამო, შესაძლოა მოითხოვოს დროებითი ზომები „მარტივი და აშკარა“ ტესტის დასაკმაყოფილებლად (აშკარა უკანონობა).
171. სასამართლო აღნიშნავს, რომ Conseil d’État განმარტების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ) საქმის დაჩქარებით განმხილველი მოსამართლის როლი გულისხმობს არა მარტო ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, არამედ ასევე მისი კანონიერების სრულ განხილვას (რომელიც სცდება უკანონობის ტესტის გამოყენებას), საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეთა კოლეგიაში მონაწილეობას და ექსპერტ ექიმთა ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ, amicus curiae მოქმედ პირთაგან მოსაზრებების მოთხოვნას.
172. Conseil d’État -მ, 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ასეთ საქმეებში მოსამართლეთა კონკრეტული როლი გულისხმობს, რომ მათ მიერ - გადაწყვეტილების უკანონობის მამტკიცებელ არგუმენტებთან ერთად - ნებისმიერი მოსაზრების განხილვას მასზედ, რომ გამოყენებული საკანონმდებლო ნორმები შეუსაბამო გახლდათ კონვენციასთან.
173. სასამართლო მიუთითებს, რომ Conseil d’État-მ საქმე განიხილა სრულმასშტაბიანი სასამართლოს შემადგენლობით (ჩვიდმეტწევრიანი მოსამართლეთა ასამბლეა), რაც ერთობ იშვიათია მსგავსი ტიპის სამართალწარმოების დროს. 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებაში საბჭომ აღნიშნა, რომ ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მიერ შეფასება განხორციელდა ორწელიწად ნახევრის წინ და მან საჭიროდ მიიჩნია ვენსან ლამბერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება. შესაბამისად, საბჭომ მოითხოვა ექსპერტთა სამედიცინო ანგარიში, რომლის მომზადებაც მიანდო სამ აღიარებულ ნეირომეცნიერების კანდიდატს. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი საკითხების სირთულის გათვალისწინებით საბჭომ თხოვნით მიმართა ეროვნულ სამედიცინო აკადემიას, ეთიკის ეროვნულ სარეკომენდაციო კომიტეტს, ეროვნულ სამედიცინო საბჭოსა და ბ-ნ ჟან ლეონეტის, და თხოვა amicus curiae ზოგადი მოსაზრებების წარმოდგენა, რათა დაეზუსტებინა არაგონივრული სიჯიუტისა და სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების კონკრეტული საკითხები.
174. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტთა ანგარიში ღრმა და მრავლისმომცველია. ექსპერტებმა ვენსან ლამბერი ცხრაჯერ გასინჯეს, აწარმოეს რიგი გამოკვლევები და გაეცნენ ანგარიშის შესაბამის სრულ სამედიცინო და სამართლებრივ საკითხებს. 2014 წლის 24 მარტიდან 23 აპრილამდე ისინი შეხვდნენ ყველა ჩართულ მხარესაც (ოჯახი, სამედიცინო და მკურნალობის განმახორცელებელი გუნდი, სამედიცინო კონსულტანტები და UNAFTC და საავადმყოფოს წარმომადგენლებს).
175. 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში Conseil d’État-მ პირველ რიგში განიხილა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოდექსის დებულებების შესაბამისობა კონვენციის მე-2, მე-8, მე-6 და მე-7 მუხლებთან (იხ. პარაგრაფი 47 ზემოთ), მანამდე, სანამ შეაფასა ექიმ კარიგერის გადაწყვეტილება და მისი შესაბამისობა კოდექსთან (იხ. პარაგრაფები 48-50 ზემოთ). განხილვა მოიცავდა კოლექტიური პროცედურის კანონიერებისა და კანონით დადგენილი არსებითი პირობების შესაბამისობას, რაც - განსაკუთრებით ექსპერტთა ანგარიშის გათვალისწინებით - დაკმაყოფილებულად იქნა მიჩნეული. მათ აღნიშნეს, რომ ექსპერტთა დასკვნებიდან იკვეთებოდა, რომ ვენსან ლამბერის კლინიკური მდგომარეობა უთანაბრდებოდა ქრონიკურლ ვეგეტატიურ მდგომარეობას, რომ მას მიყენებული ჰქონდა სერიოზული და მძიმე დაზიანება, რომელიც კიდევ უფრო მძიმდებოდა შემთხვევიდან ხანგრძლივი, ხუთ წელიწადნახევარის, პერიოდის დინებით, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ დაზიანება შეუქცევადი იყო და რომ „კლინიკური პროგნოზი მძიმე“ იყო. Conseil d’État აზრით, მოცემული დასკვნები შეესაბამებოდა ექიმ კარიგერის დასკვნებს.
176. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ Conseil d’État, მას შემდეგ რაც ხაზი გაუსვა “განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ რომელიც ექიმმა უნდა მიანიჭოს პაციენტის სურვილებს (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ), ეცადა გაერკვია ვენსან ლამბერის სურვილები. იმის გამო, რომ არ არსებობდა წინასწარი წერილი, რომელიც ასახავდა მითითებებს ან განსაზღვრავდა მინდობილ პირს, Conseil d’État გაითვალისწინა ცოლის, რეიჩელ ლამბერის ჩვენება. მან მიუთითა, რომ იგი და მისი მეუღლე, ორივე იყვნენ დამხარე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც ჰქონდათ გამოდცილება მძიმე და მრავალჯერადი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებთან მუშაობის; ისინი ხშირად იხილავდნენ პროფესიულ გამოცდილებას და რამდენჯერმე ვენსან ლამბერმა გამოხატა აზრი, რომ არ სურდა ხელოვნურად ყოფილიყო მისი სიცოცხლე შენარჩუნებული დიდწილად დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნისას (იხ. პარაგრაფი 50 ზემოთ). Conseil d’État-მ აღნიშნა, რომ მოცემული მოსაზრება - რომელიც დაადასტურა ვენსან ლამბერის ერთ-ერთმა ძმამ - დეტალურად წარმოადგინა რეიჩელ ლამბერმა, შესაბამისი თარიღებით. მან ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვენსან ლამბერის რამდენიმე დედმამიშვილმა მიუთითა, რომ მოცემული რემარკები შეესაბამებოდა მათი ძმის ხასიათს, გამოცდილებას და შეხედულებებს, და მიუთითეს, რომ მომჩივნები არ აცხადებდნენ, რომ მათ ძმას სხვაგვარი შეხედულება ექნებოდა. Conseil d’État -მ ასევე აღნიშნა, რომ კანონით მოთხოვნილი კონსულტაცია ოჯახთან შედგა.
177. კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ Conseil d’État-ს უნდა გაეთვალისწინებინა ვენსან ლამბერის გამოთქმული რემარკები, რომელიც, მათი აზრით, ზედმეტად ზოგადი იყო.
178. სასამართლო მიუთითებს, რომ პირველ რიგში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი მხარე გახლავთ პაციენტი და რომ მისი თანხმობა მთავარი უნდა იყოს; ეს წესი მაშინაც მოქმედებს, როდესაც პაციენტს არ შეუძლია საკუთარი სურვილების გამოხატვა. ევროპის საბჭოს „სიცოცხლის მიმწუხრს სამედიცინო მკურნალობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის სახელმძღვანელო“ რეკომენდაციას იძლევა, რომ პაციენტი ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის მიერ წინასწარ გამოხატული სურვილების გზით, რომელიც შესაძლოა მან გაანდო ოჯახის წევრებს ან ახლო მეგობარს თუნდაც ზეპირსიტყვიერად (იხ. პარაგრაფი 63 ზემოთ).
179. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი შედარებითი სამართლის მასალების მიხედვით, „ცოცხალი სურვილის“ ან წინასწარი დირექტივების არარსებობის შემთხვევაში, რამდენიმე ქვეყანა ითხოვს პაციენტის სავარაუდო სურვილის დადგენის მცდელობას სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით (წარმომადგენლის ან ოჯახის წევრების ჩვენებების გზით, ან სხვა საშუალებით, რომლითაც შესაძლებელია დადაგინდეს პაციენტის ხასიათი, მოსაზრებანი და სხვა).
180. დაბოლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ Pretty საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში, ციტირებული ზემოთ (§63), მან აღიარა ყოველი ინდივიდის უფლება უარი განაცხადოს სიცოცხლის განმახანგრძლივებელ მკურნალობაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ Conseil d’État უფლებამოსილი იყო მიეჩნია, რომ მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებანი საკმარისად ზუსტი იყო და რომ შესაძლებელი იყო დადგენილიყო ვენსან ლამბერის სურვილი მკურნალობის შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ.
(δ) დასკვნითი მოსაზრებანი
181. სასამართლო იაზრებს წინამდებარე საქმეში წამოწეული საკითხების მნიშვნელობას, რომელიც ეხება რთულ სამედიცინო, სამართებრივ და ეთიკურ თემებს. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იმეორებს, რომ პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლების ორგანოების დასადგენი გახლავთ იმის განსაზღვრა თუ რამდენად შეესაბამებოდა მკურნალობის შეწყვეტა ეროვნულ კანონმდებლობას და კონვენციას და ადგენდა პაციენტის სურვილებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ფუნქცია იმის დადგენა გახლავთ თუ რამდენად შეასრულა სახელმწიფომ კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი პოზიტიური ვალდეულებანი.
მოცემული მიდგომის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ბაზა, განმარტებული Conseil d’État მიერ, ისევე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც მოცემულ საქმეში გულდასმით განხორციელდა, შეესაბამებოდა მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება მომჩივანთათვის ხელმისაწვდომ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, სასამართლომ დაასკვნა, რომ წინამდებარე საქმე დაექვემდებარა სიღრმისეულ განხილვას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო მოსაზრებების გამოხატვა და ყველა ასპექტი გულდასმით იყო შესწავლილი ექსპერტთა დეტალური სამედიცინო ანგარიშისა და მაღალი რანგის სამედიცინო და ეთიკური ორგანოების მოსაზრებების გათვალისწინებით.
(ε) დასკვნა
182. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ექნება Conseil d’État 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შემთხვევაში.
...
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოაცხადებს, ერთხმად, დასაშვებად მომჩივნების მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის შესახებ საკუთარი სახელით წარმოდგენილ საჩივარს;აცხადებს, თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ, დანარჩენ საჩივარს დაუშვებლად;უარყოფს, ერთხმად, რეიჩელ ლამბერის მოთხოვნას ვენსან ლამბერის მესამე მხარედ ჩართვის შესახებ;ადგენს, თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ექნება კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას Conseil d’État-ს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შემთხვევაში;
...
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 5 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77 § 2 და 3 მუხლის შესაბამისად.
ერიკ ფრიბერგიდინ სპილმანი
სასამართლოს განმწესრიგებელი პრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების ჰაჯიევის, შიკუტას, წოწორიას, დე გაეტანოს და გრიტკოს განცალკევებული გადაწყვეტილებანი.
დ.ს.
ე.ფ
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy